სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/satendero...

49
1 სატენდერო განცხადება მოწვევა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად შესავალი 1. სს“ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ იწვევს ყველა დაინტერესებულ იურიდიულ პირებს სატენდერო წინადადებების წარმოსადგენად ტენდერში „ბუნებრივ აირზე მომუშავე თბოელექტროსადგურისათვის საკონსუტაციო მომსახურების შესასყიდად ტექნიკური დავალების შესაბამისად. 2. წინამდებარე მოწვევა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: ნაწილი 1- ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთავის ნაწილი 2 - ტექნიკური დავალება ნაწილი 3 – საბაზისო მონაცემთა ნუსხა ( ს.მ.ნ) ნაწილი 4 - ფასების ცხრილი (დანართი N1) ნაწილი 5 - რეკვიზიტები (დანართი N2) ნაწილი 6 - ხელშეკრულების პროექტი (დანართი N 3) 3. ტენდერი ჩატარდება სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პროცედურების მიხედვით და შესყიდვის ინსტრუქციიას შესაბამისად. 4. სატენდერო წინადადებები და საკვალიფიკაციო მონაცემები პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინოს 2014 წლის 1 ივნისის 18:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა #2, იუსტიციის სახლი, მე-4 სართული სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ოფისი. 5. ტენდერში მონაწილეობისათვის პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საკვალიფიკაციო მონაცემები და დოკუმენტები: ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის და ინდ. მეწარმეებისათვის: 1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან; 2. ცნობა საჯარო-სამართლებლივი შეზღუდვის არსებობის შესახებ (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან);

Upload: others

Post on 11-Jan-2020

2 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

1

სატენდერო განცხადება

მოწვევა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად

შესავალი

1. სს“ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ იწვევს ყველა დაინტერესებულ

იურიდიულ პირებს სატენდერო წინადადებების წარმოსადგენად ტენდერში „ბუნებრივ

აირზე მომუშავე თბოელექტროსადგურისათვის საკონსუტაციო მომსახურების

შესასყიდად ტექნიკური დავალების შესაბამისად.

2. წინამდებარე მოწვევა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად შედგება შემდეგი

ნაწილებისაგან:

ნაწილი 1- ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთავის

ნაწილი 2 - ტექნიკური დავალება

ნაწილი 3 – საბაზისო მონაცემთა ნუსხა ( ს.მ.ნ)

ნაწილი 4 - ფასების ცხრილი (დანართი N1)

ნაწილი 5 - რეკვიზიტები (დანართი N2)

ნაწილი 6 - ხელშეკრულების პროექტი (დანართი N 3)

3. ტენდერი ჩატარდება სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პროცედურების

მიხედვით და შესყიდვის ინსტრუქციიას შესაბამისად.

4. სატენდერო წინადადებები და საკვალიფიკაციო მონაცემები პრეტენდენტებმა უნდა

წარმოადგინოს 2014 წლის 1 ივნისის 18:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი,

სანაპიროს ქუჩა #2, იუსტიციის სახლი, მე-4 სართული სს ,,საქართველოს ენერგეტიკის

განვითარების ფონდის“ ოფისი.

5. ტენდერში მონაწილეობისათვის პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი

საკვალიფიკაციო მონაცემები და დოკუმენტები:

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის და ინდ. მეწარმეებისათვის:

1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა

რეესტრიდან;

2. ცნობა საჯარო-სამართლებლივი შეზღუდვის არსებობის შესახებ (საჯარო

რეესტრის ეროვნული სააგენტოდან);

Page 2: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

2

3. პრეტენდენტის რეკვიზიტები: მისამართი, ელ ფოსტა, საიდენტიფიკაციო კოდი,

საბანკო რეკვიზიტები, ტელეფონის ან/და ფაქსის ნომრები.

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის:

1. ცნობა საჯარო-სამართლებლივი შეზღუდვის არსებობის შესახებ (საჯარო

რეესტრის ეროვნული სააგენტოდან);

2. პრეტენდენტის რეკვიზიტები: მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო

რეკვიზიტები, ტელეფონის ან/და ფაქსის ნომრები.

შენიშვნა: პრეტენდენტს არ უნდა გააჩნდეს ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი

შეზღუდვა.

6. ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში პრეტენდენტმა დახურულ კონვერტში

სატენდერო წინადადებასთან ერთად დამატებით უნდა წარმოადგინოს

ქვეკონტრაქტორის ზემოაღნიშნული საკვალიფიკაციო მონაცემები და დოკუმენტები.

7. ზემოაღნიშნული საკვალიფიკაციო მონაცემები შეიძლება წარმოდგენილი იქნეს

ქართულ ენაზე, ხოლო უცხო ქვეყნის იურიდიული პირის მიერ საკვალიფიკაციო

მონაცემები წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისის ქვეყნის სათანადო ორგანოდან

დადგენილი წესის შესაბამისად დამოწმებული ქართული თარგმანის სახით ან

ინგლისურ ენაზე.

8. ყველა სავალდებულო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე,

ასევე დასაშვებია ინგლისურ და რუსულ ენებზე (ოღონდ იმ პირობით, თუ მას თან

დაერთვება შესაბამისი განყოფილებების დადგენილი წესის შესაბამისად დამოწმებული

ზუსტი თარგმანი ქართულ ენაზე. ამ შემთხვევაში მოცემული სატენდერო წინადადების

ინტერპრეტაციის დროს უპირატესობა მიენიჭება ქართულ თარგმანს) დახურულ

დოკუმენტში, შემდეგი აღნიშვნით: პრეტენდენტის დასახელება, სს ,,საქართველოს

ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ სატენდერო კომისიას. ტენდერი # T-GEDF-001

9. პრეტენდენტის სატენდერო წინადადების, სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ

მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში დასაშვებია სატენდერო წინადადება

დაზუსტდეს, შეივსოს ან წარდგენილ იქნეს სატენდერო განცხადებაში მოთხოვნილი

საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია ან სატენდერო წინადადება მისი არსის შეუცვლელად,

ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში სატენდერო წინადადება შეფასებაზე არ დაიშვება.

Page 3: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

3

10. სატენდერო წინადადებები არ ჩაითვლება მისაღებად და არ დაიშვება შეფასებისათვის

შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვერ შეძლებს ან არ

მოახდენს სატენდერო განცხადებით მოთხოვნილი საკვალიფიკაციო მონაცემების

დაზუსტებას, შევსებას, წარდგენას ან დადასტურებას.

ბ) თუ შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირის მიერ წარმოდგენილი მონაცემები

ან/და მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება.

11. ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებს უფლება აქვთ გაეცნონ სატენდერო

დოკუმენტაციას სატენდერო დოკუმენტაციის გატანის ვადის დასრულებამდე

,,შემსყიდველ“ ორგანიზაციაში. განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ ასევე

გამოქვეყნდება შემსყიდველის ვებ-გვერდზე: www.gedf.com.ge.

12. დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ შემდეგ

მისამართზე: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა #2, იუსტიციის სახლი, მე-4 სართული სს

,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ოფისი.

13. საკონტაქტო პირი: კონტრაქტორებთან ურთიერთობის მენეჯერი, თორნიკე

ყაზარაშვილი, მობ: +995 599 88 44 24, ელ. ფოსტა: [email protected]

14. აღნიშნული ტენდერი ტარდება სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების

ფონდის” მიერ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 სექტემბრის #241 დადგენილებით

დამტკიცებული სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” მიერ საქონლის

და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის შესაბამისად.

სარჩევი

ინსტრუქცია ....................................................................................................................................................... 5

ტექნიკური დავალება .................................................................................................................................... 17

1. შესავალი ................................................................................................................................................... 17

2. დავალებები ............................................................................................................................................. 18

Page 4: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

4

3. შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა........................................................................................ 19

3.1. ფაზა I................................................................................................................................................. 21

3.2. ფაზა II – წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა ........................................................ 24

3.3. ფაზა III ............................................................................................................................................... 24

3.3.1. ძირითადი მონაცემებისა და საპროექტო მოთხოვნების მოგროვება ................................ 25

3.3.2. ტექნოლოგიის შერჩევა .............................................................................................................. 25

3.3.3. კონცეპტუალური დიზაინი ...................................................................................................... 26

3.3.4. ეკონომიკური კვლევები ............................................................................................................ 26

3.4. ფაზა III - ბანკისთვის მისაღები კონცეპტუალური დიზაინის მომზადება შესაბამისი

ტექნიკური, ეკოლოგიური და ეკონომიკური შედეგებით .................................................................. 27

3.4.1. გარემოს დაცვითი და სოციალური გავლენა ......................................................................... 28

3.4.2. ფინანსური შეფასება................................................................................................................... 28

3.5. ფაზა IV ............................................................................................................................................... 29

3.6. ფაზა V – EPC-ის შემდგომი ზედამხედველობა ........................................................................ 30

3.6.1. ძირითადი საინჟინრო დოკუმენტების მიმოხილვა ............................................................. 30

3.6.2. პროექტის მენეჯმენტი ............................................................................................................... 30

3.6.3. ადგილის მოწყობის მენეჯმენტი ............................................................................................ 31

3.6.4. ინსპექტირება და შემოწმება ..................................................................................................... 31

3.6.5. თესის გაშვება .............................................................................................................................. 32

4. მოსაწოდებელი დოკუმენტაციის ნუსხა ............................................................................................. 32

5. კონსულტანტის პერსონალი ................................................................................................................. 37

6. ტექნიკური მოთხოვნები ....................................................................................................................... 37

საბაზისო მონაცემების ნუსხა ....................................................................................................................... 38

დანართი N1, ფასების ცხრილის ფორმა ..................................................................................................... 40

დანართი N2, რეკვიზიტები ............................................................................................................................. 1

დანართი N3, მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტი ...................................... 2

Page 5: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

5

ინსტრუქცია

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“-ის მიერ ბუნებრივ აირზე

მომუშავე თბოელექტროსადგურის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით

ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებით პროცედურების რეგულირების თაობაზე

Page 6: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

6

მუხლი 1 ტერმინთა განმარტება

ა) შესყიდვა – სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ იმ

საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, რომლებიც მოცემულია საქართველოს

მთავრობის 2013 წლის 18 სექტემბრის #241 დადგენილებით დამტკიცებული სს

,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” მიერ საქონლის და

მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის №2 და №3 დანართებში;

ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია– სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების

ფონდი“;

გ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი ან/და მომსახურება;

დ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, რომელიც მოცემულია

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 სექტემბრის #241 დადგენილებით

დამტკიცებული სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” მიერ

საქონლის და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დანართ№3-ში;

ე) პრეტენდენტი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი,

რომელიც მონაწილეობს შესყიდვის პროცედურაში;

ვ) მიმწოდებელი – პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადო

ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ;

ზ) დღე, კვირა, თვე, კვარტალი, წელი – კალენდარული დღე, კვირა, თვე, კვარტალი,

წელი;

თ) ტენდერი – შესყიდვის საშუალება, რომლის დროსაც მიმწოდებლის შერჩევას

სატენდერო წინადადებების შეფასების საფუძველზე ახდენს შემსყიდველი

ორგანიზაციის სატენდერო კომისია, ამასთან, საქონლისა და მომსახურების

ტენდერის საშუალებით შესყიდვის შემთხვევაში დასაშვებია ვაჭრობა;

მუხლი 2. შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები

1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია:

ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ

ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება);

ბ) ამ წესის შესაბამისად მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია;

გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის

პროცედურა;

დ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით

გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას.

2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია:

ა) განახორციელოს შესყიდვის პროცედურები შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ

შესყიდვებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, ამ წესით დადგენილი პირობების

დაცვით;

Page 7: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

7

ბ) დადგენილი წესით საქონლის მიწოდებისას და მომსახურების გაწევისას აუნაზღაუროს

მიმწოდებლებს საქონლის, მომსახურების ღირებულება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ

არის გათვალისწინებული.

მუხლი 3. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები

1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები ეხება შესყიდვის

განხორციელებასთან დაკავშირებულ შემდეგ საქმიანობას:

ა) სატენდერო კომისიის წევრების, შესყიდვის განხორციელებისათვის პასუხისმგებელი

სხვა პირების შერჩევას;

ბ) ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების, სატენდერო დოკუმენტაციისა და სხვა

მასალების მომზადებას;

გ) საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების განხილვასა და

შეფასებას;

დ) ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოლაპარაკების გამართვას;

ე) ხელშეკრულების შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობას;

ვ) შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობას.

2. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში შესყიდვის განხორციელებასთან

დაკავშირებული პირი (საწარმოს თანამშრომელი, კონსულტანტი, ექსპერტი და სხვ.)

ვალდებულია უარი განაცხადოს შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული

საქმიანობის შესახებ.

3. დაუშვებელია, რომ საწარმომ შესყიდვის მომზადება, განხორციელება ან/და მასზე

ზედამხედველობა დააკისროს პირს, ან კონსულტანტად (ექსპერტად) მოიწვიოს პირი, თუ

იგი:

ა) ფიზიკური პირია და არის შესყიდვის მონაწილე რომელიმე იურიდიული პირის

ხელმძღვანელის ან უშუალო მონაწილის ახლო ნათესავი;

ბ) ბოლო 2 წლის განმავლობაში მუშაობდა შესყიდვის მონაწილე ორგანიზაციაში;

გ) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია ან ასეთი კავშირის დასამყარებლად

მოლაპარაკებას აწარმოებს შესყიდვის მონაწილე იურიდიულ ან ფიზიკურ პირთან.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები ვრცელდება, აგრეთვე:

ა) ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორციელების მონაწილეთა მიმართ;

ბ) ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის განხორციელების თაობაზე

მოლაპარაკების მონაწილეთა მიმართ.

მუხლი 4. დაფინანსების წყარო

ს.მ.ნ.-ში მოცემული შემსყიდველი ორგანიზაციისათვის (შემდგომში შემსყიდველი),

მითითებული დაფინანსების წყაროთი გათვალისწინებულია ასიგნებები, რომლის

Page 8: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

8

საშუალებითაც მოცემული ორგანიზაცია განახორციელებს შესყიდვას და ამისათვის

ატარებს ტენდერს.

მუხლი 5. შესყიდვებში მონაწილეთა უფლებამოსილება

1. ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვს შესყიდვებში მონაწილეობაზე უფლებამოსილ

ყველა იურიდიულ პირს, აქ მოცემული გამონაკლისი შემთხვევების გარდა:

ა) ტენდერში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვებიან იმ ქვეყნის წარმომადგენელი

პირები, რომელთან კომერციული ურთიერთობები აკრძალულია საქართველოს მოქმედი

კანონით ან საკანონმდებლო ნორმატიული აქტით;

ბ) ტენდერში მონაწილეობის უფლება არა აქვთ იმ ქვეყნის წარმომადგენელ იურიდიულ

პირებს, რომელთა მიმართ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გადაწყვეტილებით

გამოცხადებულია ემბარგო მომსახურების ექსპორტზე;

გ) ტენდერში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვებიან ის პირები, რომლებიც

შესყიდვების სააგენტოს მიერ წარმოებულ შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერი

პირების, პრეტენდენტებისა და მიმწოდებლების რეესტრში არიან შეყვანილნი.

მუხლი 6 სატენდერო კომისია და სატენდერო კომისიის აპარატი

1.1 შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ სატენდერო კომისიისა და

სატენდერო კომისიის აპარატის შემადგენლობა მოცემულია ს.მ.ნ.-ში.

1.2 სატენდერო კომისიის უფლება-მოვალეობებია:

სატენდერო პროცედურების წარმართვა, საკვალიფიკაციო მონაცემების და სატენდერო

წინადადებების შეფასება და გამარჯვებულის გამოვლენა, რომელთანაც უნდა დაიდოს

ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ.

1.3 სატენდერო კომისიის აპარატის ფუნქციებია:

ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების, სატენდერო დოკუმენტაციის,

ხელშეკრულების ფორმის (პროექტის) შედგენა და ასევე ტენდერის მიმდინარეობასთან

დაკავშირებული ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხების მოგვარების

უზრუნველყოფა.

მუხლი 7. სატენდერო დოკუმენტაცია

1.სატენდერო დოკუმენტაცია არის დოკუმენტთა პაკეტი, რომელიც შეიცავს სრულ

ინფორმაციას შესყიდვის ობიექტის, სატენდერო პროცესის და შესყიდვის შესახებ

დასადები ხელშეკრულების ძირითადი პირობების თაობაზე.

2.სატენდერო დოკუმენტაცია შეიცავს შემდეგ დოკუმენტებსა და ინფორმაციას:

Page 9: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

9

ა) ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის;

ბ) საბაზისო მონაცემთა ნუსხა (ს.მ.ნ.);

გ) მომსახურების მიწოდების ვადა;

დ) ტექნიკური დავალება;

ე) შესყიდვის შესახებ ხელშეკერულების პროექტი (ხელშეკრულების ფორმა);

ვ) სატენდერო წინადადების და ფასების ცხრილის ფორმები;

3.ს.მ.ნ.-ში მითითებული სხვა დამატებითი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია.

4.ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში და/ან სატენდერო დოკუმენტაციაში

მოთხოვნილი ინფორმაციის არასრულად წარმოდგენამ ან ისეთი საკვალიფიკაციო

დოკუმენტებისა და/ან სატენდერო წინადადების წარდგენამ, რომელიც არ პასუხობს

ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების და/ან სატენდერო დოკუმენტაციის ყველა

მოთხოვნას, შეიძლება გამოიწვიოს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის

დისკვალიფიკაცია.

მუხლი 8. სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა

1. სატენდერო კომისია პრეტენდენტის წერილობითი თხოვნით, ან საკუთარი

ინიციატივით განმარტავს ან/და აზუსტებს სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის

პროცედურებთან და ობიექტთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რაც ფორმდება

სატენდერო დოკუმენტაციის დამატების სახით და ერთდროულად ეგზავნება

შესყიდვებში მონაწილე ყველა პრეტენდენტს საკვალიფიკაციო მონაცემების

დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სატენდერო წინადადებების მიღების ვადის

დასრულებამდე არა უგვიანეს 3 კალენდარული დღისა.

2. იმ შემთხვევში, თუ შესყიდვებში მონაწილეობის მსურველმა სატენდერო

დოკუმენტაცია გაიტანა 8.1 პუნქტში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, სატენდერო

დოკუმენტაციის დამატება მას გადაეცემა სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად,

ამასთან, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს პრეტენდენტს აღარ აქვს უფლება

მიმართოს სატენდერო კომისიას სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის

პროცედურებთან და ობიექტთან დაკავშირებული ინფორმაციის განმარტებისა და

დაზუსტების მოთხოვნით.

მუხლი 9. სატენდერო დოკუმენტაციის განმარტება

1. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ

განმარტების მიღების მიზნით, შეუძლია მიმართოს სატენდერო კომისიას წერილობით,

რომელიც უნდა გაიგზავნოს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებულ

მისამართზე.

Page 10: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

10

2. სატენდერო დოკუმენტაციის განმარტებასთან დაკავშირებულ ყველა განაცხადს

შემსყიდველი პასუხობს წერილობით. შემსყიდველის წერილობითი პასუხის ასლები

დაეგზავნება/გადაეცემა შესყიდვებში მონაწილეობის ყველა მსურველს.

მუხლი 10. სატენდერო წინადადების ენა

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ

წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი

მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია, შედგენილ უნდა იყოს ქართულ და ს.მ.ნ.-

ში მითითებულ საერთაშორისო სავაჭრო პრაქტიკაში აღიარებულ ენაზე. შესყიდვებში

მონაწილის მიერ წარმოდგენილი თანდართული დოკუმენტაცია და ბეჭდვითი

ლიტერატურა შეიძლება იყოს დაწერილი სხვა ენაზე.

მუხლი 11. პრეტენდენტის სატენდერო წინადადება და მასზე დართული დოკუმენტაცია

1. პრეტენდენტის სატენდერო წინადადებას და ფასების ცხრილს უნდა ერთვოდეს

შემდეგი დოკუმენტები:

ა) ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში

მითითებულ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტები.

ბ) მოსაწოდებელი მომსახურების ტექნიკური და ხარისხობრივი მონაცემების სრულ

აღწერილობას;

გ) ტექნიკური პირობების შესაბამისად მოთხოვნილი მისაწოდებელი მომსახურების

ხარისხის დამადასტურებელ სერთიფიკატებსა და სხვა დოკუმენტებს;

დ) სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის დამადასტურებელ დოკუმენტს;

ე) ასევე იმ სხვა ინფორმაციასა და დოკუმენტაციას, რომელიც მოცემულია ს.მ.ნ.-ში.

2. პრეტენდენტი ავსებს, სატენდერო დოკუმენტაციაში წარმოდგენილ, სატენდერო

წინადადების ფორმას და შესაბამისი ფასების ცხრილს, მომსახურების გაწევის ვადებს.

3.პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება.

მუხლი 12. მიწოდების ობიექტის აღწერილობა

1. სატენდერო წინადადებაში შესყიდვის ობიექტი აღწერილი უნდა იყოს მკაფიოდ და

გასაგებად.

Page 11: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

11

2. მომსახურების აღწერისათვის გამოყენებული ტექსტური მასალები, სპეციფიკაციები,

გეგმები, ნახაზები. მომსახურების აღწერილობა და სხვა უნდა ასახავდეს მომსახურების

ობიექტურ, ტექნიკურ და ხარისხობრივ პარამეტრებს.

მუხლი 13. სატენდერო წინადადების ფასი

1. სატენდერო წინადადებაში, სრულ ღირებულებასთან ერთად მოსაწოდებელი

მომსახურების თითოეული ერთეულისათვის ნათლად უნდა იყოს მითითებული ფასი

გადასახადებისა თუ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, იმის და მიხედვით, თუ რა არის

გათვალისწინებული ს.მ.ნ.-ში.

2. სატენდერო წინადადების საერთო ღირებულება და შესყიდვის ობიექტის თითოეული

ერთეულის ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს ს.მ.ნ.-ში მითითებულ ვალუტაში.

მუხლი 14. სატენდერო წინადადებების მოქმედების ვადა

1. სატენდერო წინადადებები ძალაში უნდა დარჩეს სატენდერო დოკუმენტაციაში

მითითებული ვადის განმავლობაში.

2. შემსყიდველს შეუძლია მიმართოს პრეტენდენტს საკვალიფიკაციო მონაცემების

ხელახალი დადასტურებისა და/ან მისი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის

გაგრძელების თაობაზე. ასეთი თხოვნა და მისი პასუხი ფორმდება წერილობით.

დადებითი პასუხის შემთხვევაში სატენდერო წინადადებაზე წარმოდგენილი გარანტიის

(მისი გამოყენების შემთხვევაში) მოქმედების ვადაც შესაბამისად უნდა გაგრძელდეს.

პრეტენდენტს უფლება აქვს უარი განაცხადოს სატენდერო წინადადების ვადის

გაგრძელებაზე, მაგრამ ეს გამოიწვევს მისი სატენდერო პროცედურებიდან გამოსვლას,

თუმცა იგი ამით არ დაკარგავს წარმოდგენილ გარანტიას.

მუხლი 15. სატენდერო წინადადების წარდგენის ფორმა, ადგილი და დრო

1. საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადება სატენდერო კომისიას უნდა

წარედგინოს ერთად, ერთ დახურულ კონვერტში. სატენდერო წინადადება ხელმოწერილ

უნდა იქნეს პრეტენდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში მისი ხელმძღვანელის მიერ

ან ხელმძღვანელის მიერ მინდობილი პირის სახით დამოწმებული მინდობილობით.

2. სატენდერო წინადადება, უნდა წარედგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას სმნ-ში

მითითებულ დროსა და მისამართზე.

3. სატენდერო წინადადებების მიღებასა და მათ რეგისტრაციას (მიღების თარიღისა და

დროის მითითებით) აწარმოებს სატენდერო კომისიის აპარატი სატენდერო

დოკუმენტაციაში აღნიშნულ ვადებსა და მისამართზე.

Page 12: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

12

მუხლი 16. დაგვიანებით შემოსული სატენდერო წინადადებები

1. სატენდერო წინადადება, რომლსაც პრეტენდენტი წარადგენს ამ ინსტრუქციის მე-

მუხლში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, უარყოფილი იქნება და დაუბრუნდება

პრეტენდენტს.

2. დაგვიანებით შემოსული სატენდერო წინადადებების შემოსვლის თარიღსა და დროს

სატენდერო კომისიის აპარატი ასახავს შემოსული სატენდერო წინადადებების

სარეგისტრაციო დოკუმენტში.

მუხლი 17. სატენდერო წინადადებებში ცვლილებების შეტანა და მათი უკან გატანა

1. პრეტენდენტს უფლება აქვს სატენდერო წინადადებების გახსნამდე წერილობით

მიმართოს სატენდერო კომისიას სატენდერო წინადადების გატანის, მისი შეცვლის ან

მასში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

2. სატენდერო წინადადებებში ცვლილებების შეტანა დაუშვებელია მათი მიღების ვადის

დასრულების შემდეგ.

მუხლი 18. სატენდერო წინადადებების დაზუსტება

სატენდერო წინადადებების შერჩევის ან შეფასების დროს აღმოჩენილი გაუგებრობების

განმარტების მიზნით შემსყიდველს შეუძლია სთხოვოს ტენდერში მონაწილეს მისი

სატენდერო წინადადების დაზუსტება (რომელიც ფორმდება ოქმის სახით). თხოვნა

დაზუსტების შესახებ და პასუხი მასზე უნდა იყოს წარმოდგენილი წერილობითი ფორმით

და ამასთანავე დაუშვებელია ისეთი თხოვნების, წინადადებების ან ნებართვების

წარმოდგენა, რომლებიც ცვლის სატენდერო წინადადებების ფასს ან შინაარსს.

მუხლი 19. სატენდერო წინადადებების შერჩევა

1. სატენდერო წინადედებების მიღების შემდეგ, სატენდერო კომისია ახორციელებს

შერჩევას, რაც გულისხმობს საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო

წინადადებების ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებისა და სატენდერო

დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.

2. სატენდერო წინადადებები არ ჩაითვლება მისაღებად და არ დაიშვება შეფასებისათვის

შემდეგ შემთხვევებში:

Page 13: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

13

ა) თუ სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვერ შეძლებს ან არ

მოახდენს სატენდერო განცხადებით მოთხოვნილი საკვალიფიკაციო მონაცემების

დაზუსტებას, შევსებას, წარდგენას ან დადასტურებას;

ბ) თუ შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირის მიერ წარმოდგენილი მონაცემები

ან/და მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება.

3. საჭიროების შემთხვევაში სატენდერო კომისიას შეუძლია მოიწვიოს პრეტენდენტი ან

მისი წარმომადგენელი მის წინადადებათან დაკავშირებით საჭირო ახსნა–განმარტებების

მიღების მიზნით.

მუხლი 20. სატენდერო წინადადებების შეფასება

1. ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდება ის პრეტენდენტი, რომელსაც

უპირატესობას მიანიჭებს სატენდერო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის

უმრავლესობა.

2. იმ შემთხვევაში თუ სატენდერო კომისიის წევრთა მიერ მიცემული ხმები თანაბრად

განაწილდება პრეტენდენტებზე, გადამწყვეტად ჩაითვლება კომისიის თავმჯდომარის

ხმა.

3. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ტენდერში გამარჯვებულის შესახებ ფორმდება

ოქმის სახით და მისი შედეგები ეცნობება ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტს

გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

მუხლი 21. პრეტენდენტისა და შემსყიდველის ურთიერთობები

1. თუ რომელიმე პრეტენდენტი მიმართავს სატენდერო კომისიას სატენდერო

დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტების ან განმარტებისათვის,

სატენდერო კომისიამ პასუხი უნდა აცნობოს ყველა პრეტენდენტს.

2. წინადადების გახსნის მომენტიდან ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის

გამოვლენის მომენტამდე ტენდერის არც ერთი მონაწილეს არ უნდა ჰქონდეს კონტაქტი

შემსყიდველთან მის სატენდერო წინადადებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის

თაობაზე. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შემსყიდველი სატენდერო წინადადებების

შერჩევის პროცესში თვითონ მიმართავს შესყიდვების მონაწილეს მის წინადადებაში

არსებული გაუგებრობების დაზუსტების ან აღმოჩენილი უზუსტობების გამოსწორების

მიზნით.

3. პრეტენდენტის ნებისმიერი მცდელობა, რაიმე ზეგავლენა მოახდინოს წინადადებების

შეფასებასა და გამარჯვებულის გამოვლენასთან დაკავშირებული შემსყიდველის

გადაწყვეტილებაზე, გამოიწვევს სატენდერო პროცედურებიდან ამ პრეტენდენტის

დისკვალიფიკაციას.

მუხლი 22. შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება მოახდინოს სატენდერო

პროცედურებში მონაწილე პირის დისკვალიფიკაცია

Page 14: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

14

1. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს მოახდინოს შესყიდვებში მონაწილე პირის

დისკვალიფიკაცია სატენდერო პროცედურების ნებისმიერ ეტაპზე შესყიდვის შესახებ

ხელშეკრულების დადებამდე, თუ:

ა) ტენდერში მონაწილე პირის საკვალიფიკაციო მონაცემები ან სატენდერო წინადადება არ

შეესაბამება შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს;

ბ) სატენდერო პროცედურებში მონაწილე პირი ვერ დააკმაყოფილებს შემსყიდველი

ორგანიზაციის (სატენდერო კომისიის) მოთხოვნას საკვალიფიკაციო მონაცემების

ხელახალ დადასტურებაზე;

გ) სატენდერო პროცედურებში მონაწილე პირი უარს განაცხადებს საკვალიფიკაციო

მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტაციაში ან სატენდერო წინადადებაში

სატენდერო კომისიის მიერ აღმოჩენილი უზუსტობების ან შეცდომების შესწორებაზე ან

დაზუსტებაზე.

დ) სატენდერო პროცედურებში მონაწილე პირის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო

მონაცემები, ან სატენდერო წინადადებაში მოყვანილი მონაცემები, ან მათი

დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება;

ე) ტენდერში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების

დადებაზე ან ვერ წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას;

2. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით

შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირი ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას.

3. შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული გადაწყვეტილება დისკვალიფიკაციის

შესახებ წერილობითი ფორმით ეცნობება დისკვალიფიცირებულ პირს.

4. დისკვალიფიცირებულ პირს უფლება აქვს მისი დისკვალიფიკაციის შესახებ

მიღებული გადაწყვეტილების განხილვის თხოვნით მიმართოს შემსყიდველ

ორგანიზაციას, მისი დისკვალიფიკაციის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან არაუმეტეს 20

(ოცი) კალენდერული დღის განმავლობაში, ან გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება

შემსყიდველ ორგანიზაციაში ან სასამართლოში.

მუხლი 23. სატენდერო პროცედურების შეჩერება ან შეწყვეტა

1. შემსყიდველს უფლება აქვს შეაჩეროს ან შეწყვიტოს სატენდერო პროცედურები

ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს.

2. სატენდერო პროცედურების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში სატენდერო კომისია

აცნობებს ამის შესახებ სატენდერო პროცედურებში მონაწილე ყველა პირს .

3. შემსყიდველი არ არის ვალდებული წარუდგინოს სატენდერო პროცედურებში

მონაწილე პირებს დეტალური ინფორმაცია ან კონკრეტული მტკიცებულებანი, რის

საფუძველზეც მოხდა სატენდერო პროცედურების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ

გადაწყვეტილების მიღება, აგრეთვე აუნაზღაუროს მათ შესყიდვაში მონაწილეობასთან

დაკავშირებული ხარჯები.

Page 15: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

15

მუხლი 24. პრეტენდენტისათვის შეტყობინების გაგზავნა ტენდერში გამარჯვების

თაობაზე და მასთან ხელშეკრულების დადება

1. ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 14 (თოთხმეტი) დღის

ვადაში შემსყიდველი წერილობით აცნობებს ტენდერში გამარჯვებულ მონაწილეს ამის

თაობაზე და იწვევს მას შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დასადებად.

2. შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება იდება სატენდერო დოკუმენტაციის და

გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების გათვალისწინებით.

მუხლი 25. შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფა (ამ

მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში)

1. იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ

შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, აღნიშნულ ტენდერში

გამოყენებული იქნება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმი ს.მ.ნ.-

ში მითითებული სახით, ფორმითა და ოდენობით.

2. თუ მოხდება ხელშეკრულების მოქმედების ვადის შეწყვეტა მიმწოდებლისაგან

დამოუკიდებელი მიზეზების გამო შემსყიდველი დაუყოვნებლივ დაუბრუნებს მას

ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დამადასტურებელ საბუთებს.

მუხლი 26. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან

1. ანგარიშსწორება შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის

განხორციელდება შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

2. ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულების პროექტში მითითებული

პირობების შესაბამისად.

3. შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დავალიანების წარმოქმნის შემთხვევაში მისი

დაფარვა მოხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. წინასწარი ანგარიშსწორების მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში მიმწოდებელი

ვალდებულია შემსყიდველს წარუდგინოს წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი

ოდენობის გარანტია იმ ფორმითა და მოქმედების ვადით, რომელიც შესყიდვის შესახებ

ხელშეკრულებით იქნება გათვალისწინებული.

მუხლი 27. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა

1. შესყიდვის შესახებ დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა არ დაიშვება, თუ

ეს გამოიწვევს ხელშეკრულების ფასის გაზრდას ან შემსყიდველისათვის

ხელშეკრულების პირობების გაუარესებას. გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის

398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

Page 16: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

16

2. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასების შეცვლა დასაშვებია

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია ხელშეკრულების პირობებით,

სადაც ასევე იქნება მითითებული ის გარემოებებიც, როდესაც დასაშვებია ფასის შეცვლა.

3. ფასის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას და ახალი ფასის გაანგარიშებისას

მხედველობაში მიღებულ იქნება ხელშეკრულებაში მითითებული გარემოებების

ზეგავლენის დონე შესყიდვის ობიექტის ფასზე, შემსყიდველი ორგანიზაციისათვის

გამოყოფილი ასიგნებების მოცულობა, ქვეყანაში დაფიქსირებული ინფლაციის დონე,

სამომხმარებლო ფასების ინდექსი, სამეწარმეო აქტიურობის ინდექსი და სხვა ფაქტორები.

ხელშეკრულებით დაფიქსირებული ფასის ყოველი შეცვლა გაფორმდება

დოკუმენტურად.

4. შესყიდვის შესახებ დადებული ხელშეკრულების გადასინჯვის წესი განსაზღვრულა

იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 28. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი

ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორციელების მიზნით შემსყიდველი

ორგანიზაცია გამოყოფს შესაბამის პირს ან პირთა ჯგუფს.

მუხლი 29. არშემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულებული ტენდერი

1. ტენდერი ითვლება არშემდგარად თუ დადგენილ ვადებში არ იქნა წარმოდგენილი

არც ერთი პირის საკვალიფიკაციო მონაცემები და/ან სატენდერო წინადადება;

2. ტენდერი ითვლება დასრულებულად უარყოფითი შედეგით, თუ არც ერთი პირის

მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ან/და სატენდერო წინადადება არ

შეესაბამებოდა შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს;

3. არშემდგარად და უარყოფითი შედეგით დასრულებული ტენდერების შემთხვევაში

შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოიყენოს ამ წესით განსაზღვრული

შესყიდვების განხორციელების სხვა საშუალება.

მუხლი 30. დავების გადაწყვეტა

1. შესყიდვების პროცედურებში მონაწილეობის მსურველ და პრეტენდენტ იურიდიულ

პირებს შეუძლიათ გაასაჩივრონ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვასთან

დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები სასამართლო წესით.

2. სასამართლოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავები განიხილება საქართველოში

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

Page 17: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

17

ტექნიკური დავალება

1. შესავალი

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი (შემდგომში - ფონდი) წარმოადგენს,

სააქციო საზოგადოებას, რომლის აქციების 100 % ფლობს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს მთავრობის მიერ ფონდს დავალებული აქვს განავითაროს 500 მეგავატი

სიმძლავრის გაზზე მომშავე ახალი თბო ელექტრო სადგური გარდაბანის ტერიტორიაზე,

საქართველოს აღმოსავლეთით, ქვემო ქართლის რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში.

სადგური განთავსდება გაზის მომარაგების სისტემის მახლობლად ქალაქ გარდაბანში ორ

ნაწილად : 250 მეგავატი და 250 მეგავატი შესაბამისად.

ფონდის მომსახურება ითვალისწინებს შემდეგს:

1. პროექტის განხორციელების ორგანიზაციულ საკითხებს

2. კონცეპტუალურ/ დეტალურ პროექტირებას

3. სატენდერო დოკუმეტანცია, ტენდერის პროცედურებს

4. პროექტის ფინანსირების საკითხებს

5. მხარდაჭერას მშენებლობის, დამონტაჟების, ექსპლიატაციაში შესვლის დროს

6. პროექტის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ მხარდაჭერას

ფონდი, არ აქვს რა შესაბამისი საინჟინრო გამოცდილება, ეძებს კარგი რეპუტაციის და

გამოცდილების მქონდე საინჟინრო კომპანიას, რომელიც უზრუნვეყლოფს საიმედო

ტექნიკური პროექტის შექმნას და მხარდაჭერას ამ კონტექსტში.

კონსულტანტმა უნდა გაწიოს შემდეგი მომსახურება:

1. ჩაატაროს ბაზრის ანალიზი და განავითაროს ენერგიის გაყიდვის სტრატეგია

2. წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარება თესის განვითარების,

მშენებლობის და ოპერირების შესახებ დამხმარე მოთხოვნების ჩათვლით

3. მოამზადნოს ტექნიკურ-ეკონომიკური კველევა, კონცეპტუალური პროექტი,

რომელიც მისაღები იქნება საფინანსო ინსტიტუტებისთვის.

4. 500 მეგავატი სიმძლავრის გაზზე მომუშავე თბო ელექტრო სადგურის

მშენებლობისთვის საჭირო ტექნიკური და კომერციული სატენდერო

დოკუმენტების მომზადება.

5. მშენებლობის შემდგომი ზედამხედველობა.

Page 18: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

18

2. დავალებები

კონსულტანტის ძირითადი დავალება არის, რომ მოამზადოს და წარუდგინოს

შემსყიდველს სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელიც ითვალისწინებს

გარემოსა და სოციალურ ზემოქმედებებზე ანგარიშებს და პირველად პროექტს.

შემსყიდველის დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზე გაგრძელდეს 500 მეგავატი

სიძლავრის გაზზე მომუშავე თბო ელექტრო სადგურის პროექტის მშნებლობისთვის

(რომელიც აშენდება ორ ფაზად თითოეული 250მგვტ სიმძლავრით) საჭირო სატენდერო

დოკუმენტაციის მომზადება შესაბამისი სპეციფიკაციების გათვალისწინებით.

კონსულტანტმა უნდა გამოიყენოს ყველა სჭირო რუკა, აერო ფოტოები და სხვა

მონაცემების ბაზები, რომელიც საჭიროა კვლევის მოსამზადებლად.

სამუშაოს თუ კველვის ყველა ეტაპი შესრულებული უნდა იყოს საერთაშორისო და

ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისად, რათა მივიღო მაღალი ხარისხის პროდუქტი.

კონსულტანტი პასუხს აგებს მისი ქვე-კონტრაქტორის მიერ შესრულებულ სამუშაოზე,

ხარისხზე და სამუშაოს შესრულების განრიგზე.

კონსულტანტის მიერ გათვალისწინებული უნდა იყოს რეგულაციები, რეკომენდაციები

ანს სხვა ოფიციალური დოკუმენტები თუ მითითებები შემდეგი

სააგენტოების/მმართველების მიერ:

ეროვნული ენერგეტიკული პოლიტიკა

განახლებადი ენერგიის პოლიტიკა

წყლის მარეგულირებელი წესები

მიწის შესყიდვის და განსახლების პოლიტიკა

გარემოს დაცვითი საკითხები

გადამცემი ხაზების პოლიტიკა

დანადგარების იმპორტირების პოლიტიკა

კომუნალურების მარეგულირებელი აქტები

საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა,

კერძოდ კი გზების მშენებლობის და რეაბილიტაციის.

კონსულტანტი პასუხისმგებელია ყველა ძირითად თუ ნაკლებად მნიშვნელოვან

საკითხებზე რაც დაკავშირებული მანქანა-დანადგარებზე, რომელიც შემდგომში

გამოიყენება მშენებლობისთვის და ოპერირებისთვის.

კონსულტანტი ვალდებულია ხელი შეუწყოს მიღებულ პროცესებს (ყველა ეტაპზე),

რომელიც ითვალისწინებს ძირითად სააგენტოებთან ურთიერთობას.

Page 19: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

19

პროექტის ოპტიმიზაცია, რომელსაც კონსულტანტი მიიჩნევს ყველაზე საუკეთესოდ,

ითვალისიწინებს გეოლოგიურ, ტექნიკურ, ფინანსურ და გარემოზე ზემოქმედების

ასპექტების ოპტიმიზაციას.

კონტრაქტის მოქმედების პერიოდში, კონსულტანტი ვალდებულია განიხილოს ყველა

ოფიციალური წერილი თუ მითითება, რაც გამოგზავნილი იქნება შემსყიდველის მიერ.

3. შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა

თესის განვითარებისთვის საჭირო კველვის ძირითადი მიზნები და დავალებები დაიყოფა

ხუთ ნაწილად :

ფაზა I:

საქართველოს და მეზობელი თურქეთის ბაზრის კვლევა, რომელიც სულ მცირე უნდა

მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:

1. ბაზრის მიმოხილვა (თურქეთი და საქართველო)

2. კანონმდებლობა და რეგულაციები (თურქეთი და საქართველო)

3. ელექტრო ენერგიის ფასის პროგნოზი და სცენარების ანალიზი საქართველოსა და

თურქეთისთვის

4. საქართველოს ბუნებრივი აირის ბაზარი

5. ენერგიის გაყიდვის სტრატეგია

კონსულტანტმა შეიძლება გააკეთოს დამატებითი ნაწილების დამატების შემოთავაზება.

ფაზა II:

წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომზადება განვითარების, მშენებლობის,

ექსპლუატაციისა და ოპერირებისთვის ითვალისწინებს შემდეგს:

1. სიმძლავრის და ძირითადი ელექტროსადგურის კონფიგურაციის შერჩევა

2. გაზზე მომშავე 500 მეგავატის სიმძლავრის (რომელიც აშენდება ორ ფაზად,

თითოეული 250 მგვტ) ელექტრო სადგურისთვის ყველაზე მორგებული და მისაღები

კონცეფცია

Page 20: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

20

3. პროექტის ტექნიკური, ეკონომიკური და გარემოზე ზემოქმედების კვლევების

ჩატარება

4. პროექტის განვითარების ძირითადი ეტაპების განსაზღვა, როგორიც არის სატენდერო

დოკუმენტაციის, გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის და სხვა საჭირო დოკუემტაციის

მომზამდება, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს კანონმდებლობასთან და

საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნებთან

ფაზა III:

გაყიდვადი ტექნიკურ-ეკონომიკური ანგარიშის (BFS) მომზადება კომერციული

ინსტიტუციებიდან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან ფინანსირება

მიღებისაღებად

BFS წარმოადგენს პროექტის მომგებიანობის ანალიზს იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს

ბანკიდან (ან მათ კონსორციუმიდან) სესხის აღების პროცესის დაწყება. შესაბამისად,

წინასწარ ტექნიკურ-ეკონომიკურ ანგარიშში მითითებული საკითხები უნდა განახლდეს

და დასრულდეს BFS-ში.

ზოგადად, გაყიდვადი ტექნიკურ-ეკონომიკურიშის ანუ BFS-ის მიზანია წარმოაჩინოს:

ელექტრო სადგურის შესაძლებლობა გადაიხადოს სესხი პროექტის ფულადი

შემოსავლებიდან

რომ მსესხებელი არ იღებს ტიპიური რისკების გარდა სხვა რისკებს

ფაზა IV:

მოამზადოს, გამოუშვას და თვალყური ადევნოს EPC კონტრაქტორის ასაყვანად

სატენდერო პროცესს გამარჯვებულის შესახებ რეკომენდაციების ჩათვლით.

ეს სატენდერო დოკუმენტაცია (ტენდერის მოთხოვა) უნდა იყოს საფუძველი

საერთაშორისო EPC ტენდერის ჩასატარებლად და გარდაბნის თესისთვის FIDIC-ის

ძირითადი პირობების მიხედვით წინადადებების მოსამზადებლად

ფაზა V:

Page 21: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

21

სამუშაოთა ზედამხედველობ და დამტკიცებულ დოკუმენტაციასთან და შესაბამის

სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება (სამუშაოების ზედამხედველობა, სამშენებლო

ელექტრული, ელექტრული ნაწილის, მექანიკური ნაწილის და სხვ. ჩათვლით)

3.1. ფაზა I

3.1. ფაზა I – ბაზრის ანალიზი საქართველოსა და თურქეთისთვის

ამ პუნქტის ქვეშ გამოსაკვლევი ძირითადი საკითხებია:

3.1.1. ბაზრის მიმოხილვა (საქართველო და თურქეთი)

1. ენერგეტიკული ბაზრის მცირე ისტორია (ლიბერალიზაციისა და რეფორმების

პროგრამის ჩათვლით)

2. მიმდინარე ენერგეტიკურლი პოლიტიკა და სახელმწიფოს სტრატეგია ამ დარგის

განსავითარებლად.

3. ევროკავშირის დირექტივების გავლენა

4. ენერგეტიკული ბაზრის სტრუქტურა

5. ბაზრის ძირითადი მონაწილეები, მათი როლი, ფუნქციები და ზომები

6. მიწოდების მიმოხილვა (გენერაციის მოცულობა და რესურსები, დაგეგმილი

დახურვები და დამატებები გენერაციაში, ისტორიული და დაგეგმილი ზრდა,

დისპეჩერიზაციის მრუდი, დაგეგმილი ზრდა )

7. მიწოდების მიმოხილვა (ძირითადი მომხმარებლების კატეგორიები, ზრდა და

პროგნოზი, რეზერვი და მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის შეფასება)

8. ქსელის შეფასება (გადამცემი ხაზების გაფართოების გეგმა, გადაცემის შეზღუდვა,

საზღვართშორისი შეერთების საკითხები, და გამოცხადებული ან საჭირო

განახლებები)

9. საბითუმო ბაზარი/სტრუქტურა, ოპერირება და მომავალი განვითარება

(მონაწილეები, სავაჭრო მოცულობები, ფასის მგრძნობელობა და ჩამოყალიბების

პროცესი)

10. ელექტროენერგიის ფასის ჩამოყალიბება, ბაზრის წესები (ბაზრის ფასის

ჩამოყალიბების მექანიზმი, რეგულირებული ტარიფები და ა.შ.) და ისტორიული

განვითარება, აღწერა დღიური ბალანსირებისა და დამხმარე ბაზრებისა

11. ბაზრის ოპერირების და ელექტროენერგიით ვაჭრობის აღწერა, საბითუმო

ვაჭრობის, კვალიფიციურ საწარმოებთან ორმხრივი კონტრაქტების და

ბალანსირების ჩათვლით

12. იპორტისა და ექსპოერტის ალტერნატივები, რეგულაციები და ლიმიტები

(სქეციალური აქცენტი საქართველო-თურქეთის საზღვარზე)

13. ბაზრის განვითარება და მოლოდინები და საზღვართშორისი ვაჭრობის პირობები

Page 22: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

22

14. მიმდინარე ფასები (ტარიფები-საბითუმო-მოსაკრებლები და ა.შ.) და მათი მოკლე

ისტორიული მიმოხილვა

3.1.2. კანონმდებლობა და რეგულირება (თურქეთი და საქართველო)

1. ბალანსირებისა და განაწილების კოდისა და მექანიზმის აღწერა

2. ძირითადი მწარმოებელი/საბითუმო/ სადისტიბუციო/ საცალო ბაზრის

მონაწილეების დეტალების მოწოდება

3. რელევანტური სექტორის კანონმდებლობის მიმოხილვა

4. იმპორტისა და ექსპოერტის რეგულაციები და პროცედურები თურქეთსა და

საქართველოში

5. UCTE რეგულაცია და იმპორტი

6. PMUM- ბალანსირება - ყოველდღიური ბაზარი

7. ევროპულ კანონმდებლობასთან ძირითადი საკითხების შედარება

8. სავარაუდო ძირითადი ცვლილებები კანონმდებლობაში და მოლოდინები

9. ყველა გადასახადებისა და უტილიზაციის ანალიზი თურქეთ-საქართველოს

გადამცემი ხაზების გამოსაყენებლად.

10. დამატებითი ხარჯები (გადასახადები და სხვა მოსაკრებლები)

3.1.3. ელექტროენერგიის ფასის პროგნოზი და სცენარების ანალიზი (საქართველო და

თურქეთი)

ეს სამუშაო უნდ აჩატარდეს დამტკიცებული მოდელითა და სტრუქტურით.

კონულტანტმა უნდა წარმოადგინოს მონაცემები და წარსული გამოცდილება

შემოთავაზებული მოდელისთვის, შემდეგი ქვე-პუნქტების გათვალისწინებით.

1. დაშვებები და ძირითადი პარამეტრები

2. მეთოდოლოგია

3. სართაშორისო ძირითადი ბაზრის მითითებები საწვავისა და ვაჭრობისთვის

4. საბითუმო ელექტროენერგიის ფასის (კარბონების ჩათვლით და მათ გარეშე)

პროგნოზი

5. წლიური საშუალოშეწონილი ფასი ყოველი წლისთვის 2014-დან 2034 წლის

ჩათვლით

6. პიკებისა და ბაზის, აგრეთვე პიკებისა და არა-პიკების შეფარდება 2014-დან 2034

წლის ჩათლვლით

7. საათობრივი ფასის ჭრილი სანიმუშო დღეებისთვის

8. ინტეგრირებული ფასის ხანგრძლოვობის გრაფიკი კვარტლების მიხედვით

Page 23: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

23

9. სენსიტიურობის ანალიზი, სხვებთან ერთად მსოფლიო ბანკის გაზის ფასის

დაშვებებზე და ბაზარზე შემავალი ახალი თბო სადგურების დრო/რაოდენობის

გათვალისწინებით

3.1.4. საქართველოს ბუნებრივი აირის ბაზარი

1. ისტორიული ევოლუცია გაზის მოთხოვნაზე საქართველოში

2. გაზის მოთხოვნის პროგნოზი და ბუნებრივი გაზის ხელმისაწვდომობა

საქართველოში. დამატებითი გაზის მოწოდების წყაროებზე შეხედულება (მაგ.

ახალი მილსადენები, LNG ტერმინალები და სხვ.)

3. პროექტისთვის რელევანტური გაზის ფასის ევოლუცია და პროექტის ფინანსური

მოდელის შესაბამისი პროგნოზები

4. მიმდინარე სტატუსი კერძო გაზის მიმწოდებლებზე საქართველოში, მათ

ჩართულობაზე გაზით წარმოებული ელექტოენერგიის მიწოდებაზე

საქართველოში

5. არსებული და დაგეგმილი გაზის რეგულაციის შესაძლებლობის მოცულობა

(ზამთარი და პიკები) და ტარიფები

6. ზამთრის გაზის პიკებისას მოთხოვნისა და მიწოდების ანალიზი

7. ისტორიული და დაგეგმილი წამთრის პიკების მოთხოვნა და მიწოდება

8. ზამთრის პიკების ანალიზი 2012-2013: მოთხოვნა და მიწოდება, დისპეჩერიზაციის

და ჩარევის ბრძანება ასეთის არსებობის შემთხვევაში, გაზისა და

ელექტროენერგიის მიღწეული ფასები

9. რეგულირების მოთხოვნები დისპეჩერიზაციის მოთხოვნებიდან და გაზის

დასაწყობების დროს ჩარევა. პროექტის მდებარეობის გაზის ქსელზე გავლნა,

ასეთის არსებობის შემტხვევაში.

3.1.5. ენერგიის გაყიდვის სტრატეგია

1. პოტენციური მყიდველებზე ინფორმაცია და მათი შემოთავაზებები (მათ

მენეჯმენტთან კონტაქტის გზით)

2. მყიდველის ელექტროენერგიის შესყიდვის (PPA) პირობები

3. რეკომენდაცია შესაფერის მყიდველებზე

4. კომერციული და ტექნიკური საკითხები წლის განმავლობაში ცალკე გაყიდვის

შემთხვევაში

5. თურქეთიდან რე-ექსპოერი სხავა ქვეყნებში საქართველოდან იმპორტის შემდეგ

Page 24: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

24

3.2. ფაზა II – წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა

ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის ჩატარებამდე, კონულტანტმა უნდა წარუდგინოს

კლიენტს ძირითადი თესის ვერსიების ანალიზი და აღწეროს წინასწარ ტექნიკურ-

ეკონომიკურ ანგარიშში

წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური ანგარიშისთვის გამოსაყენებელი მეთოდოლოგია

აღწერილია დაბლა

მიზანი

წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა მიზნად ისახავს განსაზღვროს ელექტრო

სადგურის, დანადგარების და სარეზერვო მოცულობის აღჭურვილობის კონცეპცია. მისი

ამოცანები ჩამოთვლილია დაბლა:

1. თესის შესაძლო ვარიანტების შესწავლა

2. თესის ძირითადი კონფიგურაციის (კონცეპციის) რეკომენდაცია

3. ტექნიკური მიზანშეწონილობის შესწავლა

4. ეკონომიკური მიზანშეწონილობის შესწავლა (შენიშვნა: ეკონომიკური

მიზანშეწონილობის შესწავლა უნდა დაეფუძნოს გაზის, ელექტროენერგიის და

CO2-ის ფასის პროგნოზებს, რომელიც მოწოდებული იქნება კონსულტანტის მიერ

პირველ ფაზაში და შეთანხმებული კლიენტთან)

5. თესის შესაძლო გამომუშავება

6. სავარაუდო პროექტის განხორციელების განრიგი

7. პროექტის რისკების იდენტიფიცირება

3.3. ფაზა III ტექნიკურ-ეკონომიკური ანგარიშისთვის, პირველი ფაზის კვლევების სიღრმე, დიზაინი

და შეფასებები უნდა შეესაბამებოდეს საბოლოო ტექიკურ-ეკონომიკური ანგარიშისთვის

მოთხოვნილ დონეს. ტექნიკურ-ეკონომიკური ანგარიში უნდა შეიცავდეს პროექტის

ტექნიკურ, ეკონომიკურ და ფინანსურ, ინსტიტუციონალურ და მენეჯმენტის, გარემოს

დაცვით და სოციო კულტურულ, აგრეთვე საოპერაციო ასპექტებს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მრჩევლებმა საფუძვლიანად უნდა შეაფასონ

ფინანსური რისკები.

Page 25: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

25

პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, კონსულტანტს უნდა შეეძლოს მეორე ფაზის

სამუშაოების დაწყება.

კონსულტანტმა უნდა ჩაატაროს არსებული მასალების შეფასება, იმისთის რომ შეაფასოს

შერჩეული ადგილის შესაბამისობა პროექტის განვითარებასთან. კონსულტანტმა, უნდა

გაითვალისწინოს სხვა საკითხებთან ერთად შემდეგი:

3.3.1. ძირითადი მონაცემებისა და საპროექტო მოთხოვნების მოგროვება 1. კითხვარის მომზადება ადგილის გამოსაკვლევად და მონაცემების

მოსაგროვებლად. ეს კითხვარი გაეგზავნება კლიენტს ადგილის

დათვალიერებამდე.

2. პროექტის დაწყების შეხვედრა და შესაბამისი მონაცემების მოგროვება პროექტის

შესახებ, როგორიცაა მონაცემები ადგილზე, გაზის პატამეტრები, ოპერირების

სტილი, ძირითადი მახასიათებლები ოპერირებასთან დაკავშირებული,

შესაძლებლობები და ა.შ.

3. ადგილის კვლევა საკვანძო საკითხების გამოკვლევის მიზნით, როგორიცაა გაზის

მიწოდება, ელექტროენერგიის გადაცემა- შეერთების მოთხოვნები, წყლის

მიწოდებისა და გაგრილების პროცესები და არსებული სისტემების ანალიზი

4. მოგროვება და გარკვევა ყველა ტექნიკური, გარემოს დაცვითი, ეკონომიკური და

სხვა ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლისთვის საჭირო მონაცემებისა.

3.3.2. ტექნოლოგიის შერჩევა

1. მოწოდებულ იქნას საფუძვლიანი რეკომენდაცია ელექტრო სადგურის

კონფიგურაციისა და ზომის შესახებ.

2. ძირითადი გაზის ელექტრო სადგურის ტექნოლოგიების შედარება ძირიტადი

დადებითი და უარყოფითი მხარეების მითითებით.

3. ორი ტექნოლოგიის შედარება და მათ შორის ყველაზე ხელსაყრელი ალტერნატივის

შერჩევა.

4. ჩატარდეს გადამოწმება დღეს არსებული მისაწოდებელი გაზისა, იმის

გადამოწმებით, არის თუ არა ეს გაზის რეზერვი საკმარისი სავარაუდო სადგურის

ოპერირებისთვის.

5. გადამოწმდეს გაზის მიწოდების წნევის მისაღებობა მოწყობილობების

ოპერირებისთვის და გაირკვეს და დადგინდეს ხარჯი ნებისმიერი მოთხოვნილი

გაზის კონდინცირებისა და შეკუმშვის საშუალებები სარეზერვო კომპრესორის

ჩათვლით

6. შეფასდეს გაზის რეზერვებზე არსებული მონაცემები და მოწოდებულ იქნას

დამატებითი გაზის შესახებ ინფორმაცია, ცხადად განსაზღვრული სპეცფიკაციებისა

და განვითარებისთვის საჭირო დროების მითითებით.

Page 26: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

26

7. განისაზღვროს ნებისმიერი თხევადი საწვავი სათადარიგო მიზნებისთვის და

საწყობის მოთხოვნები საწვავის ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით

8. ადგილის, გაზისა და წყლის მიწოდების, ქსელთან მიერთების და მოცულობის

მოთხოვნების გათვალისწინებით შეფასდეს სადგურის დიზაინის ალტერნატივები

და განისაზღვროს მათ შორის ოპტიმალური ალტერნატივა, მომავალი

გაფართოების შესაძლებლობის გათალისწინებით.

3.3.3. კონცეპტუალური დიზაინი

1. შერჩეული სადგურის კონცეპტის აღწერა, ყველა ძირითადი სისტემების

გათვალისწინებით, როგორიცაა მაგალითად, გაზის მიწოდების სისტემები,

ბოილერი, წყლის/ორთქლის ციკლი, ორთქლის ტურბინისა და გენერატორის

სისტემები, გამაგრილებელი სისტემა, საწვავი გაზის გამწმენდი სისტემა,

ელექტრული და შიდა შეერთების სისტემები.

2. აიწეროს არსებულ სისტემებთან კავშირები, მაგალითად, გადამცემ ხაზთან,

რკინიგზასთან, წყლის გამაგრილებელ სისტემასთან, დაბინძურებული წლის

სისტემებთან და ა.შ.

3. წარმოადგინოს ყველა შეზღუდვები, რაც შეიძლება ჰქონდეს სატენდერო

დოკუმენტაციის განვითარების პროცესს (მიმწოდებლები და სამუშაოები რაც

იქნება სატენდერო დოკუმენტაციის სამუშაოებს მიღმა)

4. დათვალეთ მასისა და ენერგიის ბალანსი შერჩეული სადგურის კონცეპტისთვის,

ტიპიური წყლისა და ორთქლის ციკლისა და გათბობის ბალანსირების ჩათვლით

5. განისაზღვროს სადგურის საოპერაციო ასპექტები, როგორიცაა საჭირო ნედლეული

(მაგ. საწვავი, წყლის გაგრილება), სამუშაო პერსონალი და სარემონტო სამუშაოები

6. განისაზღვროს ტერიტორიული მოთხოვნები და მომზადდეს ძირითადი

კომპონენტების სქემა

3.3.4. ეკონომიკური კვლევები

1. შეფასდეს საჭირო ინვესტიციების მოცულობა მთლიანი პროექტის

განხორციელებისთვის და მთავარი ცვლადი ხარჯები

2. შერჩეული ალტერნატიული სქემისათვის, პროექტის ბიუჯეტის შემადგენელი

ნაწილის სახით წარმოადგინოს სადგურის სავარაუდო კონფიგურაცია შესაბამისი

კაპიტალური დანახარჯების მითითებით ; კონცეპტუალურად დამუშავებული

საინჟინრო ნაწილი; ცალხაზოვანი სქემები, ელექტრო-მექანიკური და

კონსტრუქციულ-სამშენებლო ნაწილების ხარჯთაღრიცხვის დეტალური ჩაშლა.

(არაუმეტეს +/-20% ცდომილების დაშვებით )

Page 27: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

27

3. შემოთავაზებული თესის კონფიგურაციისთვის მოწოდებულ იქნას საბიუჯეტო

ხარჯები საოპერაციო ხარჯებისთვის, საწვავის ხარჯების ჩათვლით კვტ/სთ-ზე,

სამუშაო ძალის ხარჯი, სათადარიგო მასალების ხარჯი (პირველი ძირითადი

რემონტის ჩათვლით), სამომხმარებლო დანახარჯები, ინფრასტრუქტურული

ხარჯები, დაცვისა და სიგნალიზაციის ხარჯების ჩათვლით და სხვა შესაბამისი

ხარჯები.

4. შემოთავაზებული კონფიგურაციისთვის აღინიშნოს საბიუჯეტო ხარჯები

ექსპლუატაციაში გაშვების, პირველი მცირედი შეკეთებისა და პირველი დიდი

შეკეთების ხარჯები.

5. შერჩეული კონფიგურაციის ოპერირებისთვის ჩამოთვლილ იქნას ყველა უნარები,

რაც მოეთხოვებათ მომსახურე პერსონალს. აგრეთვე მითითებულ იქნას ასეთი

კადრების რესურსის ხელმისაწვდომობა ქართულ ბაზარზე და ის ღონისძიებები

რაც საჭიროა ადგილობრივი კადრებს კვალიფიკაციის შესაბამის დონეზე

მისაყვანად დროის მითითებით.

6. შემოთავაზებული კონფიგურაციისთვის აღნიშნეთ ფინანსირების მოთხოვნები

მასალებისა და სათადარიგო ნაწილებისთვის ოპერირებისა და შენარჩუნებისთვის.

7. შემოთავაზებული კონფიგურაციისთვის წარმოადგინეთ პროექტის განვითარების

და მშენებლობის გეგმა

3.4. ფაზა III - ბანკისთვის მისაღები კონცეპტუალური დიზაინის მომზადება

შესაბამისი ტექნიკური, ეკოლოგიური და ეკონომიკური შედეგებით

ბანკისთვის მისაღები ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მიზნათ ისახავს შეადგინოს თესის

ძირითადი ტექნიკური დიზაინი, კონსულტანტის მიერ იქამდე მომზადებულ წინასწარ

ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევაზე დაყრდნობით, იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს

ბანკიდან (ან მათ კონსორციუმიდან) სესხის აღების პროცესის დაწყება. შესაბამისად,

წინასწარ ტექნიკურ-ეკონომიკურ ანგარიშში მითითებული საკითხები უნდა განახლდეს

და დასრულდეს ტექნიკურ-ეკონომიკურ ანგარიშში

ზოგადად, გაყიდვადი ტექნიკურ-ეკონომიკურიშის მიზანია წარმოაჩინოს:

1. ელექტრო სადგურის შესაძლებლობა გადაიხადოს სესხი პროექტის ფულადი

შემოსავლებიდან

2. რომ მსესხებელი არ იღებს ტიპიური რისკების გარდა სხვა რისკებს

კვლევის ამოცანები ჩამოთვლილია ქვემოთ:

1. გამოიკვლიოს და შეარჩიოს ვარიანტები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა წინასწარი

ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევის დროს

2. საბოლოო ტექნიკური მიზანშეწონილობის დასაბუთება

Page 28: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

28

3. საბოლოო კონცეპტუატული დიზაინი

4. საბოლოო თბო და მასის ბალანსი

5. საბოლოო ეკონომიკური მიზანშეწონილობის დასაბუთება

6. საბოლოო თესის შედეგების ანალიზი

7. საბოლოო პროექტის გეგმის ანალიზი

8. საბოლოო პროექტის რისკები

9. საბოლოო თესის ძირითადი სქემა

10. სანებართვო სამუშაოების დაწყებაში დახმარება

11. ფინანსური მოდელის შედგენა თესისთვის: ფულადი შემოსავლები და სესხის

გადახდები

12. მსესხებლის რისკის ანალიზი

ბანკისთვის მისაღები ტექნიკურ0ეკონომიკური შესწავლა დაფუძნებული იქნება

კონსულტანტის ბაზაში არსებული მომწოდებლის ტექნიკურ მახასიათებლებზე. იმ

შემთხვევაში უ კლიენტს აქვს წინასწარი კონტრაქტი რამდენიმე მწარმოებელთან, მათი

ტექნიკური და ბაზრის მონაცემები უნდა გადაეცეს კონსულტანტს და შეტანილ იქნას

ტექნიკურ-ეკონომიკურ ანგარიშში.

ბანკისთვის მისაღები ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა უნდა მოიცავდეს დეტალებს,

იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სატენდერო დოკუმენტების - მე-5 ფაზა - წერის

დაწყება, ისევე როგორც გარემოს დაცვის ნებართვის ასაღებად საჭირო დოკუმენტების

მომზადების დაწყება.

შემდეგი სამუშაოები უნდა ჩატარდეს ამ ფაზაში:

3.4.1. გარემოს დაცვითი და სოციალური გავლენა

1. გამოიკვლიეთ პროექტის გარემოსდაცვითი ასპექტები, როგორიცაა ემისიების

სტანდარტები, ხელსაყრელი გამონაბოლქვის გარეცხვის პროცესი,

დამაბინძურებლის ემისიის მონაცემები, CO2-ის ემისია, ხმაური...

2. შერჩეული ადგილისთვის განისაზღვროს და მოწოდებულ იქნას ყველა საჭირო

ნაციონალური და რეგიონალური ნებართვების სია, შესაბამისი სახლმწიფო

უწყისების და აღების განრიგი მითითებით.

3. მომზადდეს სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების ანგარიში

მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების მიხედვით.

3.4.2. ფინანსური შეფასება

1. მომზადდეს ძირითადი ინტეგრირებული ფინანსური მოდელი, რომელიც

წარმოადგენს ხარჯს მიწოდებულ კვტ.სთ-ზე და სხვადასხვა დისპეჩერის

Page 29: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

29

პირობების დროს. მოდელს უნდა შეეძლოს სენსიტიურობის შეფასება, ძირითად

ხარჯის ნაწილებთან დაკავშირებით, თესის დატვირთვისა და ფინანსირების

დაშვებებთან დაკავშირებით.

2. მოდელის ყველა შენატანი უნდა იყოს ცალკე გამოყოფილ გვერდზე და სათანადოდ

დეტალური, წყაროს, მისი ხნოვანობისა და სანდოობის მითითებით.

3. შეაფასოს შესაბამისი ხარჯები კვტსთ-ზე შემოთავაზებული თესისთვის ენერგო

სისტემაში არსებულ სხვა შესაძლებლობებთან შედარებით.

4. გაკეთდეს სენსიტიურობის ანალიზი ძირითად ფინანსურ პარამეტრებზე

3.5. ფაზა IV

საკონსულტაციო სერვისის მეორე ფაზის - სატენდერო დოკუმენტაციების მომზადების -

სამუშაოები ნუსხა შედგება შემდეგისაგან:

1. ტენდერის მონაწილეთათვის ინსტრუქციის მომზადება პირველ ფაზაში

მომზადებული ტექნიკური სპეციფიკაციების მიხედვით. სატენდერო

დოკუემნტაციის მომზადდება საქართველოს ენერგეტიკის განვითარების

ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობით.

2. ყველა სავალდებულო მოთხოვნის აღწერა და დოკუემნტების ისე მომზადება, რომ

ადვილი იყოს წინადადებების შედარება საუკეთესოს არჩევის მიზნით

3. სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შედგეს ისეთი ფუნქციონალური

სპეციფიკაციებით და ისეთი ფორმით, რაც პოტენციურ მონაწილეებს საშუალებას

მისცემს წინადადება შემოიტანონ FIDIC-ის სტანდარტების მიხედვით

დაპროექტება-შესყიდვა-მშენებლობისთვის (EPC)

4. დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს ყველა საკონტრაქტო, კომერციულ, ტექნიკურ,

საოპერაციო და ეკოლოგიურ ასპექტებს, ისევე როგორც ევაკუაციის კრიტერიუმს

5. სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს ყველა საჭირო ნახაზებს, სქემებს,

ტექნიკური მონაცემების ცხრილებს, ფასების ცხრილებს და სხვა სიებსა და

ფორმებს, რაც მოსახერხეხბელი იქნება შემოთავაზებების შეფასებისა და

შედარებისას

6. მომზადება სატენდერო დოკუმენტაციების სამუშაო ვერსიისა ფოდის

კომენტარების მიხედვით.

7. საბოლოო სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება ტენდერის მონაწილეთათვის

გადასაცემად

8. მონაწილეთაგან მიღებული ტექნიკური და ფინანსური წინადადებების შეფასება,

დამაზუსტებელი წერილები გამოცემა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში,

მონაწილეობის მიღება წინადადებების განხილვაში მონაწილეებთან, და

Page 30: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

30

წინადადებების შეფასების ანგარიშის მომზადება სადაც რეკომენდირებული იქნება

კონტრაქტის გამარჯვებული.

3.6. ფაზა V – EPC-ის შემდგომი ზედამხედველობა

EPC შემდგომი მომსახურება უნდა ითვალისწინებდეს სამუშაოების ზედამხედველობას

და შესაბამისობას წარმოდგენილ დოკუმენტაციასტან, კონტრაქტი და მოქმედი

სტანდარტები (სამუშაოების ზედამხედველობა, რომელიც ითვალისწინებს ელექტროობის

სამუშაოების ნაწილს, მექანიკური საქმიანობის ზედამხედველობას, ელექტროობის

სამუშაოების ზედამხედველობას და ა.შ) უნდა მოიცავდეს შემდეგს:

3.6.1. ძირითადი საინჟინრო დოკუმენტების მიმოხილვა

1. EPC კონტრაქტორის ძირითადი ცნებების, პროექტის კრიტერიუმების, დიზაინის

მომზადების პროცედურების მიმოხილვა, იმისთვის, რომ დეტალური ინჟინერიის

შედეგები, შესყიდვები და მშნებლობა, შესაბამისობაში იყოს საკონტრაქტო

მოთხოვნებთან.

2. EPC კონტრაქტორის მიერ წარმოდგენილი ყველა ნახაზების და მსგავსი

დოკუმენტების მიმოხილვა. ეს შეიძლება ითვალისწინებდეს შემოთავაზებული

სამუშოების პროგრამას, სამშენებლო მეთოდებს, მშენებლობის გეგმებს, სამშენებო

აღჭურვილობას და სხვა დოკუმენტებს, რომელიც ეხება მშენებლობას.

3. პროექტის ხარისხის უზრუნვეყოფის ასპექტების მიმოხილვა: EPC კონტრაქტორის

მიერ შემოთავაზებული ქვე-კონტრაქტორების დადასტურება; EPC კონტრაქტორის

და მისი ქვე-კონტრაქტორის მომწოდებლების ხარისხის კონტროლის და ხარისხის

უზრუნვეყოფის შეფასების გეგმა, მათ შორის ინსპექტირების დროს შემსყიდველის

მონაწილეობის ნორმა, განხილვის და დამტკიცების ყველა ძირითადი

მოწყობილობების და სისტემების შესყიდვის დროს.

3.6.2. პროექტის მენეჯმენტი

1. პროექტის კოორდინირებისთვის რეგულალური შეხვედრები

2. EPC კონტრაქტორის დეტალური სამშენებლო პროგრამის განხილვა და

დადასტურება (ან პირიქით)

3. შეამოწმოს სამუშაოთა რეალური მიმდინარეობა, მოამზადოს ყოველთვიური

შესრულებული სამუშაოების ანგარიშ და შესაბამისად დამსაქმებელს მიაწოდოს

რეკომენდაციები

4. EPC კონტრაქტორის გადახდების ინვოისების დადასტურება

Page 31: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

31

5. ყველა გადახდების და საპროექტო ხარჯების აღრიცხვა და მათი შეტანა ყველა

ანგარიშში, მათ შორის ყოველთვიური, კვარტლური და საბოლოო ანგარიშის და

სხვა მსგავსი ანგარიშების წარმოდგენა

6. რეკომენტაციების მიწოდება ნებისმიერი ცვლილებების შესახებ, რომელიც

შეიძლება იყოს როგორც აუცილებელი, ისე სასურველი, ასევე ნებისმიერი

ცვლილების განხილვა, რომელიც შეიძლება იყოს მოთხოვნილი ან

შემთავაზებული EPC კონტრაქტორის მიერ.

7. დამქირავლების მხარდაჭერა საკითხების განხილვასა და გადაწყვეტილებაში

ნებისმიერი პრეტენზიებსა თუ დავების დროს.

8. შეატყობინოს დამქირავებელს ნებისმიერი პრობლების ან პოტენციური

პრობლემის შესახებ, რომელიც შეიძლება წარმოიქმნა პროექტის განხორციელების

დროს და შესაბამისი რეკომენდაციების და შესაძლო გადაწყვეტილებების

მიწოდება.

3.6.3. ადგილის მოწყობის მენეჯმენტი

1. EPC კონტრაქტორის მიერ თესის და ყველა აღჭურვილობის მშენებლობის,

მონტაჟის, გამოცდის, ექსპლოატაციაში გაშვების ზედამხედველობა

2. მშენებლობის მიმდინარეობის გეგმის მონიტორინგი და შედარება ბოლოს

დამტკიცებულ გეგმასთან

3. მიაწოდოს დამქირავებელს რჩევები EPC კონტრაქტორის მოწყობილობებზე,

ქარხანაზე და სამუშაო ძალასთან დაკავიშრებით

4. უზრუნვეყოს დამქირავებლისთვის ნებისმიერი ტექნიკური პრობლემების შესახებ

რჩევების მიწოდება

5. შეისწავლოს EPC კონტრაქტორის მიერ წარმოდგენილი შემოთავაზებები ნებისმიერ

გამოსასწორებელ ქმედებებზე, იმ შემთხვევაში, როდესაც სამუშაოები არაა

შესაბამისობაში შეთანხმებულ პროექტთან და მის ძირითად მხასიათებლებთან

6. EPC კონტრაქტორის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების, ასევე ხარისხის

უზრუნვეყოფის გეგმის მონიტორინგი

7. EPC კონტრაქტორის მიერ შემოთვაზებული სადგურის და დანადგარების

შემოწმების და ექსპლოატაციაში გაშვების პროცედურების შესწავლა.

3.6.4. ინსპექტირება და შემოწმება

1. სადგურის და დანადგარების გამოცდის და შემოწმების ანგარიში, თუ ეს

მოთხოვნილი იქნება დამქირავებლის მიერ.

Page 32: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

32

3.6.5. თესის გაშვება

1. კონსულტანტი უნდა დაესწროს თესის ტესტირებას, რომელსაც ჩაატარებს EPC

კონტრაქტორი თესის ექსპლუატაციაში გაშვებამდე

2. მიეხმაროს მფლობელს ტესტირების შედეგების გაანალიზებაში

3. გამოსასწორებელი ხარვეზების სიის შედგენა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის

შედგენამდე

4. მოსაწოდებელი დოკუმენტაციის ნუსხა

პირველი ფაზის განმავლობაში ყველა დოკუმენტი/ანგარიში მოტანილი უნდა იქნას

შესაბამისი სამუშაოს დასრულებისთანავე:

1. შესავალი

2. მოკლე მიმოხილვა

3. ბაზრის მიმოხილვა (თურქეთი და საქართველო)

4. კანონმდებლობა და რეგულაციები (თურქეთი და საქართველო)

5. ელექტრო ენერგიის ფასის პროგნოზი და სცენარების ანალიზი საქართველოსა და

თურქეთისთვის

6. საქართველოს ბუნებრივი აირის ბაზარი

7. ენერგიის გაყიდვის სტრატეგია

8. დასკვნები და რეკომენდაციები

მეორე ფაზის დროს წარმოდგენილი დოკუმენტების ნუსხა უნდა იქნას წინასწარი

ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის სტანდარტული სარჩევის მსგავსი, თუმცა ქვემოთ

ჩამოთვლილის მიხედვით. კლიენტს უფლება აქვს შეცვალოს სარჩევი თავისი

მოთხოვნებიდან გამომდინარე. ყველა ანგარიში/დოკუმენტი მოცემულ უნდა იყოს

შესაბამისი სამუშაოს ბოლოს:

1. შესავალი

2. აბრევიატურები

3. მოკლე მიმოხილვა

4. პროექტის აღწერა

Page 33: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

33

a. ზოგადი

b. ალტერნატივები

5. კითხვარები, ადგილზე გასვლები და შეხვედრები

6. დიზაინი

a. ადგილის შესახებ მონაცემები

b. მოსალოდნელი საოპერაციო კონდიციები

c. ინტერფეისი

d. ეკოლოგიური და კანონმდებლობის შემზღუდველი გარემოებები

e. დაცულობა

f. სტანდარტები და რეგულაციები თესის კონცეპტუალური დიზაინისთვის

7. თესის კონცეპტუალური დიზაინი

a. თესის მუშაობა და გამონაბოლქვების ემისია

b. დენის ბლოკი

c. წყლის გამაგრილებელი სისტემები

d. დანადგარების და აღჭურვილობის ბალანსი

e. მანქანა-დანადგარების დასაწყობება და მოვლა-პატრონობა

f. შესასრულებელი სამუშაოები

g. ელექტრო-სისტემები

h. ინსტრუმენტარყლი და კონტროლი – DCS

i. ქსელთან მიერთება

j. წინასწარი ხმაურის კვლევა

k. თესის სქემა

l. ხანძრისგან დაცვის გეგმა

Page 34: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

34

8. პროექტის ასპექტები

a. ნებართვები და ლიცენზიები

b. ვადები

c. პროექტის რისკების შეფასება

d. შესყიდვების სტრატეგია

e. შემდგომი განვითარების გეგმა და საკითხთა ჩამონათვალი

f. დამონტაჟების ეკონომიკური ანალიზი

9. ეკონომიკური ანალიზი

a. მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა (CAPEX)

b. საოპერაციო ხარჯები (OPEX)

10. გამოყენებული მასალები

დანართები

მესამე ფაზის ყველა დოკუმენტები/ანგარიშები მოწოდებულ უნდა იქნას შესაბამისი

პროცესის ბოლოს. ბანკისათვის მისაღები ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უნდა

მოიცავდეს შემდეგ ნაწილებს ზემოთხსენებულ ტექნიკური ნაწილების ჩათვლით:

1. მოკლე მიმხოილვა

2. შესავალი

3. პროექტის სტრუქტურა

4. ტექნიკური დიზაინი

5. ნებართვები/ლიცენზიები/ეკოლოგიური და სოციალური გავლენის შეფასება

6. საგადასახადო რეჟიმების შესწავლა

7. სარეგულაციო ჩარჩოს შესწავლა

8. ბაზრის კვლევა

Page 35: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

35

9. ფინანსური გეგმა

10. რისკის შეფასება

კონცეპტუალური დიზაინი უნდა იყოს ფინანსური ინსტიტუტებისთვის მისაღები ყველა

მიღებული ტექნიკური, ეკოლოგიური და ეკონომიკური შედეგების მითითებით. ეს

ანგარიში უნდა იყოს საფუძველი შემდგომი ნაბიჯებისა, ისეთისა, როგორიცაა სატენდერო

დოკუმენტაციის მომზადება, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების

შეფასების კვლევა და ნებართვების პრცედურები.

მეოთხე ფაზის პირობებში სატენდერო დოკუმენტაციები უნდა მომზადდეს ინჟინერიის,

შესყიდვების და მშენებობის (EPC) კონტრაქტისთვის, რომელიც მიესადაგება პროექტის

განხორციელებას და მოიცავდეს ძირითადად შემდეგ ოთხ ნაწილს:

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეებისთვის

კონტრაქტის პირობები

ტექნიკური სპეციფიკაციები

სატენდერო წინადადებების შეფასება და გამარჯვებული გამოვლენა

მეხუთე ფაზის პირობებში ყველა ანგარიში/დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს

სხვადასხვა პუნქტებად. EPC შემდგომი მომსახურება უნდა ითვალისწინებდეს შემდეგს:

პროექტის მიმოხილვა უნდა შეიცავდეს მიმდინარე ანგარიშს, ყოველთვიურ

ანგარიშს და საბოლოო ანგარიშს, რომელიც მოიცავს მთლიან პროცესებს. გარდა

მიმდინარე ანაგარიშებისა, რომელიც ასახავს მიმდინარე პროცესებს, საბოლოო

ანგარიში უნდა ჩაბარდეს, როგორც შემაჯამებელი აბსოლიტურად ყველა

პროცესების და მოქმედებების, რომელიც ჩატარდა პროექტის შედგენის დროს.

პროექტის მენეჯმენტის მომსახურების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა

იყოს კონსულტანტის მიერ თვიურ და კვარტლურ ანგარიშებში, ასევე, პროცესების

დასრულების დროს საბოლოო ანგარიშში .

სპეციფიკური ანგარიშების გარდა, რომელიც დაკავშირებულია რაიმე სახის

ცვლილებებთან ან სხვა შეუსაბამობებთან და წარმოდგენილი უნდა იყოს

სიტუაციის დადგომისთანავე, კონსულტანტმა უნდა მოამზადოს თვიური ან

კვარტლური დეტალური ანგარიში და შეაჯამოს ისინი საბოლოო ანგარიშში

ადგილის მოწყობის მენეჯმენტის სერვისის დასრულებისთვის.

ინსპექტირების და გამოცდის შესახებ ინფორმაცია უნდა აისახოს მიმდინარე

კომენტარებში/სამოქმედო ანგარიშებში და როგორც თვიურში, ასევე კვარტლურ

ანგარიშებში. საბოლოო ანგარიში უნდა ჩაბარდეს ეტაპების დასრულების შემდგომ.

სადგურის გაშვების პროცესი აღწერილი უნდა იყოს საბოლო რეპორში, იმ

შემთხვევაში თუ პროცესი გაიწელება, შესაძლოა მოთხოვნილ იქნას თვიური

ანგარიშები.

Page 36: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

36

.

Page 37: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

37

5. კონსულტანტის პერსონალი

კონსულტანტმა უნდა დაიქირაოს პროფესიონალი კადრები, რომელბიც კომპეტენტურნი

არიან სრული პასუხისმგებლობით შეასრულონ ის ვალდებულებები, რაც ჩამოთვლილია

ტექნიკურ დავალებაში.

ძირითადი პერსონალი თავისუფლად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.

6. ტექნიკური მოთხოვნები

საკონსულტაციო კომპანიაში იგულისხმება ის კომპანია, რომელსაც აქვს შესაბამისი

გამოცდილება საინჟინრო მომსახურების გაწევაში კერძო ან სახელმწიფო სექტორებზე.

კომპანიას უნდა ქონდეს შესაბამისი დამადასტურებელი საბუთები თანამშრომლების

შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესახებ. პროექტი უნდა განხორციელდეს

პროფესიონალი/კვალიფიცირებული ინჟინრების მიერ.

საკონსულტაციო კომპანიის შერჩევისთვის არის შემდეგი მოთხოვნები:

1. გამოცდილება:

2. სულ მცირე 5 განხორციელებადი (გაყიდვადი) პროექტისთვის საინჟინრო-

საკონსულტაციო მომსახურების შესრულება

3. თესის ტექნოლოგიების, ენერგეტიკული სისტემების და ბაზრის ცოდნა

4. მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება თბოელექტრო სადგურების სექტორში,

საინჟინრო დიზაინის დანხორციელებასა და საკონსულტაციო მომსახურებაში,

პროექტის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე არსებული მომსახურების ჩათვლით -

პროექტის გასკრინვა, წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა, სრული

ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა და სხვ.

5. გამოცდილება იგივე ტიპის პროექტებში:

5.1. მინიმუმ 5 სრული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება 250-500 მგვტ

სიმძლავრის ელექტრო სადგურებისთვის

5.2. მინიმუმ 5 მსგავსი პროექტის ექსპერტიზა

6. საექსპერტო ჯგუფი, რომელსაც ექნება მსგავს პროექტებზე მუშაობის გამოცდილება

ინფრასტრუქტურულ ან სხვა პროექტებზე მუშაობა არის სასურველი, მაგრამ არა

სავალდებულო.

Page 38: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

38

საბაზისო მონაცემების ნუსხა საბაზისო მონაცემთა ნუსხა წარმოადგენს ტენდერში მონაწილეთათვის ინსტრუქციის

შემადგენელ ნაწილს, რომელშიც აისახება ყოველი კონკრეტული ტენდერისათვის

დამახასიათებელი ინფორმაცია.

შემსყიდველი ორგანიზაცია:

სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“

შესყიდვის დაფინანსების წყარო:

სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ 2014 სახსრები.

სატენდერო კომისიის შემადგენლობაა:

1. კომისიის თავმჯდომარე – გიორგი ბეჟუაშვილი

2. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე –– გალაქტიონ ბუაძე

3. კომისიის წევრი––ლევან მოსახლიშვილი

4.

სატენდერო კომისიის აპარატის შემადგენლობა:

აპარატის მდივანი - თორნიკე ყაზარაშვილი

1.

მოწვეული კონსულტანტები:

1. გიგლა თამაზაშვილი

2. უჩა უჩანეიშვილი

3. არჩილ კოხტაშვილი

სატენდერო დოკუმენტაციის დამატებითი დოკუმენტებისა და ინფორმაციის ჩამონათვალი:

1. პრეტენდენტის მიერ შესავსები ფასების ცხრილი (დანართი #1)

2. რეკვიზიტები (დანართი # 2)

3. ხელშეკრულების პროექტი ( დანართი # 3)

4. საბანკო გარანტიის ფორმა

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება:

1. ფაზა I – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ევრო

2. ფაზა II – 250 000 ( ორასორმოცდაათი ათასი) ევრო

3. ფაზა III – 250 000 ( ორასორმოცდაათი ათასი) ევრო

4. ფაზა IV – 500 000 ( ხუთასი ათასი) ევრო

5. ფაზა V – 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ევრო

გადახდის პირობები:

გამარჯვებულ კონსულტანტთან ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, თითოეული ფაზაზე

გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან

20 (ოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.

მიწოდების სასურველი ვადა:

6. ფაზა I – 3 (სამი) თვე

7. ფაზა II – 3 (სამი) თვე

8. ფაზა III – 6 (ექვსი) თვე

Page 39: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

39

9. ფაზა IV – 9 (ცხრა) თვე

10. ფაზა V – იქნება დამოკიდებული EPC კონტრაქტზე

შემსყიდველი ორგანიზაცია იტოვებს უფლებას სრულად არ შეისყიდოს სატენდერო დოკუმენტაციით

განსაზღვრული მომსახურება, ანუ შეისყიდოს ნაკლები და ამით მას არანაირი ვალდებულება ეკისრება.

სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს

შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია შეიძლება წარმოდგენილი იქნას შემდეგ

ენაზე (ენებზე) :

ქართული, ასევე დასაშვებია ინგლისურ და რუსულ ენებზე (იმ პირობით, თუ მას თან დაერთვება

შესაბამისი ორგანოების/უწყებების დადგენილი წესის შესაბამისად დამოწმებული ზუსტი თარგმანი

ქართულ ენაზე. ამ შემთხვევაში მოცემული სატენდერო წინადადების ინტერპრეტაციის დროს

უპირატესობა მიენიჭება ქართულ თარგმანს)

პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს ერთი სატენდერო წინადადება .

ალტერნატიული სატენდერო წინადადებები არ დაიშვება.

სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს ყველა ხარჯის გათვლისწინებით, გარდა

საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადებისა.

სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს ევროში.

სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა უნდა იყოს სატენდერო წინადადების მიღების

დასრულების დღიდან არანაკლებ 45 კალენდარული დღე.

სატენდერო წინადადებები უნდა წარედგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას არაუგვიანეს შემდეგი

დროის: 2014 წლის 30 ივნისის 18:00 საათამდე

სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგ მისამართზე:

ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. #2, იუსტიციის სახლი, მე-4 სართული, საქართველოს ენერგეტიკის

განვითარების ფონდი-ის ოფისი.

ტენდერში ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმი გამოყენებულ იქნება შემდეგი

სახით: საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების ვადაზე

არანაკლებ 30 კალენდარული დღით მეტი.

ტენდერში ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმი გამოყენებულ იქნება შემდეგი

ოდენობით: სახელშეკრულებო ღირებულების 5 %

წინასწარი გადახდის მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს

შემსყიდველ ორგანიზაციას გარანტია შემდეგი ფორმითა და ოდენობით:

1. მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხევაში, ავანსის გადახდა მოხდება სატენდერო დოკუმენტაციით

განსაზღვრული მომსახურების რომელიმე ფაზაზე, მას შემდეგ რაც წარმოდგენილი იქნება

შესაბამისი საბანკო გარანტია, მაგრამ არა უმეტეს ფაზის ღირებულების 20 %-ის.

2. კონკრეტულ ფაზაზე ავანსის მოთხოვნის შესაბამისი ოდენობის საბანკო გარანტია,

წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკებიდან, რომლის მოქმედების

ვადა არანაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს შესაბამისი ფაზის შესრულების ვადას.

საკონტაქტო პირები: თორნიკე ყაზარაშვილი , ოფისი : +995 32 2 18 11 31, მობ: +995 599 88 44 24,

ელ.ფოსტა: [email protected]

Page 40: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

40

დანართი N1, ფასების ცხრილის ფორმა

პრეტენდენტის მიერ უნდა შეივსოს ქვემოთ მოცემული ფასების ცხრილის ფორმა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი–სათვის საკონსულტაციო

მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით. სატენდერო წინადადების ღირებულება წარმოდგენილი უნდა ევროში მიმწოდებლის ყველა ხარჯის

გათვალისწინებით, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების.

პრეტენდენტის დასახელება____________________

ფასების ცხრილი

#

მომსახურების დასახელება და

ძირითადი მახასიათებლები

გან. ერთეული რაოდენობა

ერთეულის

ფასი

(ევრო)

ჯამური

ღირებულება

(ევრო)

მიწოდების ვადა

(თვე)

მიწოდების

ადგილი

1. ფაზა I

2. ფაზა II

3. ფაზა III

4. ფაზა IV

5. ფაზა V

მომსახურების საერთო ღირებულება დღგ–ს გარეშე

შენიშვნა: შემსყიდველი ორგანიზაცია იტოვებს უფლებას სრულად არ შეისყიდოს სატენერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული

მოსმახურება, ანუ შეისყიდოს ნაკლები მოცულობით და ამით მას არანაირი ვალდებულება ეკისრება.

პრეტენდენტის ხელმოწერა______________________

ბ.ა

Page 41: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

1

დანართი N2, რეკვიზიტები

პრეტენდენტის დასახელება

საიდენტიფიკაციო კოდი

იურიდული მისამართი

ფაქტობრივი მისამართი

ოფისის ტელეფონი

მობილური ტელეფონი

E-mail

ხელმძღვანელის სახელი გვარი

ხელმძღვანელის პირადი #

მომსახურება ბანკის დასახელება, ბანკის

კოდი

ანგარიშის ნომერი

პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა -------------------------------------- ბ.ა

Page 42: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

2

დანართი N3, მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტი

მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტი

ხელშეკრულების პროექტი არის სატენდერო დოკუმენტაციის განუყოფელი ნაწილი,

რომელსაც შეიმუშავებს შემსყიდველი ორგანიზაცია. მისი შედგენის საფუძველს

წარმოადგენს შემსყიდველის მოთხოვნები, რომელთა მიხედვითაც უნდა განხორციელდეს

შესაბამისი მომსახურების მიწოდება.

ხელშეკრულების გაფორმებისას ხორციელდება ხელშეკრულების პირობების შევსება,

დაზუსტება და ცალკეული შესყიდვისათვის დამახასიათებელი პირობების დაკონკრეტება.

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ქ.თბილისი ___________ 2014წ.

I. მხარეები

1.1 წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია 2014 წლის --------------------, ერთის მხრივ სს

„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“, წარმოდგენილი მისი –––––––––

––––––––––––––––––––––––––– (შემდგომში –,,შემსყიდველი”) და მეორეს მხრივ –––––––

–––––––––––“ (შემდგომში–,,მიმწოდებელი’’) შორის, წარმოდგენილი ––––––––––––––––

–––სახით, რომლებიც მოქმედებენ საზოგადოების წესდებისა და მოქმედი

კანონმდებლობის საფუძველზე.

II. ხელშეკრულების საგანი

2.1 ,,მიმწოდებელი“ ვალდებულია ,,შემსყიდველს“ გაუწიოს მომსახურება დანართი #1

(ფასების ცხრილი) და ტექნიკური დავალების შესაბამისად.

2.2 დანართი #1 და ტექნიკური დავალება წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების

განუყოფელ ნაწილს.

III. მომსახურების ღირებულება და ანგარიშსწორების პირობები

3.1 მომსახურების საერთო ღირებულება განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულების

დანართი #1-ის (ფასების ცხრილი) შესაბამისად და შეადგენს –––––––––––– (–) ევროს

დღგ-ს ჩათვლით (შემდგომში – ,,ხელშეკრულების ღირებულება“), მომსახურების

Page 43: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

3

ღირებულება ითვალისწინებს ყველა ხარჯს, მათ შორის: მოქმედი კანონმდებლობით

გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.

3.2 ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად (წინამდებარე ხელშეკრულების

დანართი #1-ის შესაბამისად) თითოეულ შესრულებულ ფაზაზე მიღება-ჩაბარების

აქტის გაფორმებიდან და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან

20 (ოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.

3.3 იმ შემთხვევაში თუ “მიმწოდებლის” მიერ მოთხოვნილი იქნა საავანსო გადახდა,

“შემსყიდველი” “მიმწოდებელს” უხდის საავანსო თანხას (არაუმეტეს

,,შესასრულებელი ფაზის ღირებულების“ 20%-ისა), “მიმწოდებლის” მხრიდან

შესაბამისი ოდენობის საბანკო გარანტიის (საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა

იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკიდან) წარმოდგენის შემთხვევაში, საბანკო

გარანტიის წარმოდგენიდან 14 (თოთხმეტი) დღის განმავლობაში. გარანტია ძალაში

უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების ვადაზე არანაკლებ 30 კალენდარული დღით

მეტი ვადით. ავანსად გაცემული თანხა ჩაითვლება შესრულებული ფაზის საბოლოო

ანგარიშსწორებისას.

3.4 ანგარიშსწორება განხორციელდება ევროში უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

IV. მხარეთა უფლება-მოვალეობები

4.1 “მიმწოდებელი” მოვალეა გადასცეს “შემსყიდველს” ნივთობრივი და უფლებრივი

ნაკლისაგან თავისუფალი მომსახურება, ხელშეკრულების გაფორმებიდან – (–)დღის

განმავლობაში.

4.2 მომსახურების მოწოდება უნდა განხორციელდეს წინამდებარე ხელშეკრულების

დანართი#1–ის (ფასების ცხრილი) შესაბამისად.

4.3 “შემსყიდველი” მოვალეა:

4.3.1 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად გადაიხადოს

მიწოდებული მომსახურების ღირებულება;

4.3.2 შეამოწმოს გაწეული მომსახურების ხარისხი.

4.3.3 წერილობით შეატყობინოს “მიმწოდებელს” მიღების ან შემოწმების დროს

მომსახურებაზე შემჩნეული ხარვეზების თაობაზე

V. ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა

5.1 წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული

დღის ვადაში “მიმწოდებლის” მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ხელშეკრულების

შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა, საბანკო გარანტია, ,,ხელშეკრულების

Page 44: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

4

ღირებულების“ 5% ოდენობით. საბანკო გარანტია ძალაში უნდა იყოს

ხელშეკრულების მოქმედების ვადაზე არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული

დღით მეტი ვადით.

5.2 “შემსყიდველის” მხრიდან ხელშეკრულების გარანტია (ხელშეკრულების

შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა, საბანკო გარანტია, ხელშეკრულების

ღირებულების 5%) გამოყენებული იქნება შემდეგ შემთხვევებში თუ:

5.2.1 “მიმწოდებლის” მხრიდან მომსახურების მიწოდების ვადა ირღვევა 30

(ოცდაათი) კალენდარულ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

5.2.2 “მიმწოდებლის” მიერ გაწეული მომსახურება არ შეესაბამება წინამდებარე

ხელშეკრულების დანართი # 2 -ით განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებს.

5.3 წინამდებარე ხელშეკრულების 5.2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში

“შემსყიდველი” საბანკო გარანტიის საფუძველზე უპირობოდ და შეუქცევადად იღებს

მთელ გარანტირებულ თანხას (ხელშეკრულების ღირებულების 5%).

5.4 “შემსყიდველის” მხრიდან ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის

გამოყენება არ ათავისუფლებს “მიმწოდებელს” წინამდებარე ხელშეკრულების მე-6

მუხლით განსაზღვრული ვალდებულებებისაგან.

VI. მხარეთა პასუხისმგებლობა

6.1 ,,მიმწოდებლის“ მიზეზით მომსახურების დაგვიანებით მიწოდების შემთხვევაში,

,,მიმწოდებელი“ მოვალეა გადაიხადოს პირგასამტეხლო ხელშეკრულების

ღირებულების 0,1% ოდენობით ყოველ ვადა გადაცილებულ კალენდარულ დღეზე

ხარისხიანი მომსახურების სრულად მიწოდების დღემდე.

6.2 ,,მიმწოდებლის“ მიზეზით მომსახურების არასრულად ან საერთოდ არ მიწოდების

შემთხვევაში, ,,მიმწოდებელი“ მოვალეა გადაიხადოს პირგასამტეხლო

ხელშკერულების ღირებულების 0.1% ოდენობით ყოველ ვადა გადაცილებულ

კალენდარულ დღეზე ხელშეკრულების შეწყვეტის დღემდე.

6.3 ამ ხელშეკრულების 6.1 და 6.2 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო

“მიმწოდებელს” გადასახდელად დაერიცხება აგრეთვე იმ შემთხვევაში თუ

“მიმწოდებელს” შემსყიდველს გაუწევს მომსახურებას, რომელიც აღმოჩნდება

წუნდებული ან ხარვეზიანი, ამ შემთხვევაში ხარისხიანი მომსახურების მიწოდების

დღემდე.

6.4 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ცალმხრივად

შეუსრულებლობისათვის მხარეებს ეკისრებათ ვალდებულება აანაზღაურონ

მიყენებული ზარალი სრული მოცულობით საქართველოს კანონმდებლობით

Page 45: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

5

დადგენილი წესით. ზარალის ანაზღაურება ან მისი მოთხოვნა არ აჩერებს ამ მუხლით

გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს დარიცხვას.

6.5 ,,შემსყიდველი“ უფლებამოსილია ფაქტიურად მიწოდებული მომსახურების

ღირებულების ანაზღაურებისას გამოქვითოს (შეამციროს ანაზღაურება) ამ მუხლით

გათვალისწინებული და “მიმწოდებელზე” დარიცხული პირგასამტეხლოს და

ჯარიმის თანხები.

6.6 წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების სრულად

არშესყიდვის შემთხვევაში ,,შემსყიდველს“ პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

VII. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი

7.1 ,,შემსყიდველს“ ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს ხელშეკრულების შესრულების

ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს კონტროლი ,,მიმწოდებლის“ მიერ ნაკისრი

ვალდებულებების შესრულებაზე.

7.2 ,,შემსყიდველის“ მხრიდან ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლს

ახორციელებს სს “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” ––––––––––––

––.

7.3 კონტროლი განხორციელდება მიწოდებული მომსახურების ხარისხისა და

მიწოდების ვადების შესაბამისობით ხელშეკრულების პირობებთან.

VIII. ფორს-მაჟორი

8.1 ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-

მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც

ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს

საჯარიმო სანქციების გამოყენებას.

8.2 ამ მუხლის მიზნებისათვის ,,ფორს-მაჟორი” ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და

მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან

დაკავშირებული მათ შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნიათ

წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული

იქნას ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით, ემბარგოს

დაწესებით და სხვა. ფორს–მაჟორის არსებობის საკმარის დამადასტურებელ ცნობად

მხარეები განიხილავენ შესაბამისი ქვეყნის სავაჭრო–სამრეწველო პალატის მიერ

გაცემულ სათანადო ცნობას.

8.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა

მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება,

Page 46: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

6

დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი

გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი

მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი

შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით

აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს

გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები,

რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების

ზეგავლენისაგან.

IX. ურთიერთობა მხარეებს შორის

9.1 ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის

უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. წერილობითი შეტყობინება, რომელსაც ერთი

მხარე ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნის მეორე მხარეს, იგზავნება საფოსტო

გზავნილის სახით, რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს ხელმძღვანელობაზე ან /და

წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ. ოპერატიული კავშირის

დამყარების მიზნით დასაშვებია შეტყობინების მეორე მხარისათვის მიწოდება ელ.

ფოსტით (წერილის სკანირებული ვარიანტი) ან ფაქსის გაგზავნის გზით, შემდგომში

ორიგინალის მიწოდების პირობით.

9.2 შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს ან შეტყობინების

ძალაში შესვლის დადგენილ დღეს, იმის მიხედვით, თუ ამ თარიღებიდან რომელი

უფრო გვიან დგება.

X. ხელშეკრულების პირობების შეცვლა და/ან ვადამდე მოშლა

10.1 ამ ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება და/ან დამატება შეიძლება

შეტანილი იქნეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.

10.2 შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ

ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების საერთო ღირებულება ან

უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული

შემთხვევისა

10.3 ხელშეკრულება შეიძლება ვადამდე მოიშალოს:

10.3.1. მხარეთა შეთანხმებით;

10.3.2. ერთ-ერთი მხარის განცხადებით მეორე მხარის მიერ ხელშეკრულებით

გათვალისწინებული პირობების არსებითად დარღვევის შემთხვევაში;

Page 47: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

7

10.4 ,,შემსყიდველს“ შეუძლია ხელშეკრულება ვადამდე შეწყვიტოს:

10.4.1. თუ “შემსყიდველისათვის” ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი

მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი

ვალდებულებების შესრულებას;

10.4.2. ,,მიმწოდებლის“ გაკოტრების შემთხვევაში;

10.4.3 თუ მისთვის ცნობილი გახდება, რომ “მიმწოდებლის” მიერ მოწოდებული

ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდება, რაც წარმოადგენს, ,,შემსყიდველის“ მხრიდან

ნდობის დაკარგვის საფუძველს.

10.4.4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

10.5 ამ მუხლის 10.4 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში “შემსყიდველი” ვალდებულია

აუნაზღაუროს “მიმწოდებელს” ფაქტიურად მიწოდებული მომსახურების

ღირებულება.

XI. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება

11.1 თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე

ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების

შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი

შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი

მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა

აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება, მიღებული აღნიშნულ

გარემოებებთან დაკავშირებით.

11.2 იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო

მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის

გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში

ცვლილების შეტანის გზით.

XII. დავათა განხილვა

12.1 ხელშეკრულების დამდები მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ყველა ღონეს

იხმარენ, რათა მოლაპარაკებების მეშვეობით, შეთანხმებით მოაგვარონ ნებისმიერი

უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის ხელშეკრულების ან მასთან

დაკავშირებული საკითხების ირგვლივ.

12.2 თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის

განმავლობაში მხარეები ვერ შესძლებენ სადაო საკითხების შეთანხმებას, ნებისმიერ

Page 48: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

8

მხრეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესით მიმართოს

სასამართლოს.

XIII. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი

13.1მომსახურების მოწოდებისას “შემსყიდველის” მიერ წინამდებარე ხელშეკრულების

7.2 ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი ამოწმებს მოწოდებული მომსახურების

შესაბამისობას წინამდებარე ხელშეკრულების პირობებთან, ხარვეზების (წუნდების) არ

არსებობის შემთხვევაში ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი ფაქტიურად მიღებული

მომსახურების მიხედვით ,,შემსყიდველსა“ და ,,მიმწოდებელს“ შორის.

13.2 მომსახურების მიღების დროს აღმოჩენილი ხარვეზების (წუნდების) შემთხვევაში

,,შემსყიდველი“ ვალდებულია ოპერატიულად, წერილობითი სახით აცნობოს

,,მიმწოდებელს“ სათანადო ხარვეზების შესახებ (წუნდების არსი).

13.3. ,,მიმწოდებელი“ ვალდებულია ხარვეზების (წუნდების) აღმოჩენის შემთხვევაში

,,შემსყიდველის“ წერილობითი შეტყობინებიდან – (–) კალენდარული დღის

განმავლობაში თავისი ხარჯებით გამოასწოროს ხარვეზი, თუ ეს შეუძლებელია,

,,მიმწოდებელმა“ ,,შემსყიდველის“ წერილობითი შეტყობინებიდან – (–) კალენდარული

დღის განმავლობაში უნდა გამოასწოროს ხარვეზი.

13.4 მომსახურება მიღებულად ჩაითვლება მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის

გაფორმებისთანავე. მიღება-ჩაბარების გაფორმების შემდგომ პასუხისგებლობა გადადის

შემსყიდველზე.

XIV. ხელშეკრულების მოქმედების ვადები

ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერისთანავე და მოქმედებს 201-

წლის ––––––––––––– ჩათვლით.

XV. ხელშეკრულების სხვა პირობები

15.1 ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე ორ ეგზემპლარად და ყოველ მათგანს

გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა.

15.2 ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, მხარეები მოქმედებენ

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.

15.3 წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შესასრულებლად

სავალდებულოა მხარეთათვის და მათი შესაბამისი სამართალმემკვდრეებისა და

Page 49: სატენდერო განცხადებაenergy.gov.ge/projects/pdf/news/Satendero Dokumentatsia 646 geo.pdf · 1 სატენდერო განცხადება

9

უფლებამონაცვლეთათვის. დაუშვებელია წინამდებარე ხელშეკრულებით

გათვალისწინებული ვალდებულებების გადაცემა სხვა მხარისათვის მეორე მხარის

წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

15.4 წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები წარმოადგენს

კონფედენციალურ ინფორმაციას და არ უნდა მოხდეს მათი გამჟღავნება სხვა მხარისათვის,

გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

15.5 წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18

სექტემბერის #241 დადგენილებით დამტკიცებული სს ,,საქართველოს ენერგეტიკის

განვითარების ფონდის” საქონლის და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის

შესაბამისად.

XVI. მხარეთა რეკვიზიტები:

,,შემსყიდველი”: “მიმწოდებელი“:

დანართი#1

ფასების ცხრილი

დანართი # 2

ტექნიკური დავალება

საკონტაქტო ინფორმაცია

ტენდერთან დაკავშირებით ინფორმაციისათვის და განმარტებებისათვის შეგიძლიათ

მიმართოთ სატენდერო კომისიის აპარატის მდივანს: თორნიკე ყაზარაშვილი ტელ;

+995 32 218 11 31, მობ: +995 599 88 44 24, ელ. ფოსტა: [email protected]