დანართი # 5 - mba · 1 დანართი # 5 შპს...

19
1 დანართი # 5 შპს „საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი“ ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ფინანსებში პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ფინანსებში სწავლების ენა: ქართული, ინგლისურენოვანი კომპონენტებით პროგრამის ხელმძღვანელი: ლევან გოგოლაძე პროგრამა დამტკიცებულია: „საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტის“ რექტორის ბრძანებით (15. 03 / 12 / 2013).

Upload: others

Post on 11-Jan-2020

1 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: დანართი # 5 - MBA · 1 დანართი # 5 შპს „საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი“

1

დანართი # 5

შპს „საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი“

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ფინანსებში

პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ფინანსებში

სწავლების ენა: ქართული, ინგლისურენოვანი კომპონენტებით

პროგრამის ხელმძღვანელი: ლევან გოგოლაძე

პროგრამა დამტკიცებულია: „საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტის“ რექტორის

ბრძანებით (№15. 03 / 12 / 2013).

Page 2: დანართი # 5 - MBA · 1 დანართი # 5 შპს „საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი“

2

სარჩევი

პროგრამის მიზნები ....................................................................................................................................... 3

პროგრამაზე დაშვება ..................................................................................................................................... 3

სწავლების შემდგომი საფეხური ................................................................................................................. 4

დასაქმების სფერო .......................................................................................................................................... 4

სწავლის შედეგები ......................................................................................................................................... 5

სასწავლო კომპონენტები ............................................................................................................................... 7

ა) ძირითადი სასწავლო კურსები............................................................................................................ 8

ბ) სპეციალობის სასწავლო კურსები ................................................................................................... 11

გ) სასწავლო პრაქტიკა ............................................................................................................................. 12

დ) სამაგისტრო თეზისი ......................................................................................................................... 13

სასწავლო გეგმა ............................................................................................................................................ 14

სწავლების მეთოდოლოგია ........................................................................................................................ 16

შეფასების სისტემა ....................................................................................................................................... 16

კომპეტენციების ჩამონათვალი ................................................................................................................. 17

შედეგების რუკა ........................................................................................................................................... 18

ადამიანური რესურსი ................................................................................................................................. 18

მატერიალური რესურსი ............................................................................................................................ 18

პრაქტიკის ობიექტი ..................................................................................................................................... 19

დანართები .................................................................................................................................................... 20

შრომის ბაზრის კვლევა, დანართი №1

აკადემიური პერსონალი, დანართი №2

პრაქტიკის ობიექტები, დანართი №3

სილაბუსები, დანართი №4

Page 3: დანართი # 5 - MBA · 1 დანართი # 5 შპს „საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი“

3

პროგრამის მიზნები

პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი ფინანსისტები,

რომლებიც ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბით შეძლებენ ეფექტურად, ეფექტიანად და

ხარისხიანად განახორციელონ მმართველობითი ფუნქციები. აღნიშნულის მიღწევის მიზნით

კურსდამთავრებულებს ექნებათ:

კონცეპტუალური, სისტემური და სტრატეგიული ხედვის, მიზნების ჩამოყალიბების უნარი;

სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ერთეულებისათვის გრძელვადიანი და

მოკლევადიანი მიზნების ჩამოყალიბების, განხორციელების გზების დადგენისა და

კონტროლის უნარი;

ღრმა თეორიული ცოდნა და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი საფინანსო დარგის

მიმართულებებში, როგორებიცაა: კორპორაციული ფინანსები, აღრიცხვა და აუდიტი,

ბიუჯეტირება და კონტროლი, ინვესტიციების მართვა, ფინანსური კონტროლი და შეფასება;

კვლევითი პროექტების განხორციელების უნარი;

ადამიანური რესურსის მართვისა და ინტერპერსონალური ურთიერთობების ეფექტურად

წარმართვის უნარი;

კონკურენტულ, დინამიურ და სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტაციის, მიზნის

ჩამოყალიბებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;

მმართველობითი ფუნქციებისა და როლების, როგორებიცაა: დაგეგმვა, ორგანიზება,

ლიდერობა, კონტროლი, ინფორმაციის მართვა, გადაწყვეტილების მიღება,

განხორციელებისათვის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მეთოდების გამოყენების უნარი;

დარგობრივი და სხვა სფეროების წარმომადგენლებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

პროგრამაზე დაშვება

1. პროგრამაზე დაიშვება ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე

პირი, რომელიც წარმატებით გაივლის საერთო სამაგისტრო გამოცდას და უნივერსიტეტის

მიერ განსაზღვრულ გამოცდას;

2. უცხო ქვეყნის მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე ან საქართველოს მოქალაქე,

რომელიც არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საზღვარგარეთ და

აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნებს;

3. სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით

დადგენილი წესით სარგებლობს მობილობის უფლებით და წარმატებით გაივლის

უნივერსიტეტის მიერ დადგენილ მოთხოვნებს;

4. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა, რაც უნდა

დადასტურდეს შესაბამისი სერტიფიკატით ან ინგლისური ენის გამოცდის შედეგებით.

Page 4: დანართი # 5 - MBA · 1 დანართი # 5 შპს „საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი“

4

სწავლების შემდგომი საფეხური

სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა გააგრძელოს სწავლების

შემდეგ საფეხურზე დოქტორანტურაში.

დასაქმების სფერო

სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულისადმი ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს

მიერ წაყენებული მოთხოვნების გათვალისწინებით, ჩატარდა საჯარო და კერძო სექტორის შრომის

ბაზრის კვლევა (იხ. დანართი №1). კვლევამ გამოავლინა აღნიშნული სპეციალობის

კურსდამთავრებულთა დასაქმების ფართო სპექტრი:

ფინანსური დირექტორი;

აუდიტისა და ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი;

ბიუჯეტის მართვის სამმართველოსა და დაგეგმვის უფროსი;

პროექტის ფინანსური მენეჯერი;

კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტი – ბანკირი;

საკრედიტო რისკების მართვის დეპარტამენტი – რისკების მენეჯერი;

ფინანსური დეპარტამენტი – ანალიტიკოსი, ფინანსური მენეჯერი;

დაკრედიტების სამსახური – ექსპერტი;

შიდააუდიტის დეპარტამენტი – ანალიტიკოსი, აუდიტორი;

ინვესტორებთან ურთიერთობისა და ფინანსური რესურსების მოზიდვის დეპარტამენტი –

ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯერი;

ვაჭრობის ფინანსირების დეპარტამენტი – მენეჯერი;

ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის დეპარტამენტი – ოფიცერი.

ასევე დადგინდა ის მოთხოვნები, რომლებიც ზემოაღნიშნული პოზიციების დასაკავებლად

არის საჭირო და რაც საფუძვლად დაედო პროგრამის სწავლის შედეგებს. შესაბამისად, პროგრამის

კურსდამთავრებული, რომელსაც ექნება სპეციალობის სიღრმისეული ცოდნა, სხვადასხვა სფეროს

ცოდნის ინტეგრაციისა და კვლევების ჩატარების უნარი, მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით,

გუნდური მუშაობისა და გუნდის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე პასუხისმგებლობა,

ახალი სტრატეგიების დანერგვის უნარი, წარმატებით შეძლებს დასაქმებას როგორც ზემოთ

ჩამოთვლილ პოზიციებზე, ასევე შესაბამისი დეპარტამენტებისა და სამსახურების

ხელმძღვანელებად.

Page 5: დანართი # 5 - MBA · 1 დანართი # 5 შპს „საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი“

5

სწავლის შედეგები

საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებიდან და დასაქმების ბაზრის მოთხოვნებიდან

გამომდინარე განისაზღვრა პროგრამის სწავლის შედეგები:

ა) ცოდნა და გაცნობიერება – სფეროს შემდეგი საკითხების ღრმა და სისტემური ცოდნა:

ბიზნესის მამოძრავებლები, რისკების მართვის პრინციპები, პროექტების მართვა;

მიკროეკონომიკა (მოთხოვნის / მიწოდების კანონზომიერებები და სპეციფიკა;

მომხმარებელთა ქცევის თავისებურებები; რისკები და მიკროეკონომიკაში სარისკო

გადაწყვეტილებების ტექნიკა; სახელმწიფო პოლიტიკით გამოწვეული სარგებლისა და

ზარალის შეფასების მეთოდები და ა.შ.);

ფინანსები (ფინანსური უწყისები, ფინანსური აღრიცხვა, ფინანსური კოეფიციენტების

ანალიზი, ფინანსური ანგარიშების მომზადება, კომპლექსური ფინანსური ინსტრუმენტების

შეფასების მოდელირება, ხარჯთაღრიცხვა, ბიუჯეტირება და კონტროლი, თანამედროვე

ფინანსური ბაზრები, მათი როლი და სტრუქტურა, ფინანსური ანგარიშგების პრინციპები

და ფინანსური ანგარიშგების შედგენის მეთოდოლოგია და ა.შ.);

ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი;

საბანკო პროდუქტები (სესხების გაცემის ძირითადი პრინციპები, სესხების ანალიზი,

საკრედიტო პორტფელის მართვა, სესხების რესტრუქტურიზაცია, მომსახურება,

პროცედურები, ფასიანი ქაღალდები, დაკრედიტების იურიდიული ასპექტები,

დაკრედიტების პროდუქტები და ა.შ.);

მენეჯმენტი (გადაწყვეტილების მიღების პრინციპები, გუნდის ფორმირება და მართვის

წესები, ორგანიზაციული სტრუქტურა და მისი ფორმირების წესები, კონფლიქტების

ტიპები, მოლაპარაკების ტექნიკა, ოპერაციათა მენეჯმენტი და სისტემის შეფასების

მეთოდოლოგიები და ა.შ.);

მარკეტინგული სტრატეგია (ბაზარი, მომხმარებელი, ინდუსტრია, პროდუქტი, ბრენდი და

ბრენდირება და ა.შ.);

კვლევის მეთოდები (სტატისტიკური ანალიზი, წრფივი ოპტიმიზაციის ძირითადი

საკითხები, სიმულაციური ანალიზი, კვლევის ტექნიკა, მონაცემთა შეგროვების,

დახარისხებისა და ანალიზის მეთოდები, მენეჯერული და ფინანსური მოდელირების

პრინციპები, აკადემიური წერის ძირითადი ცნებები და ტერმინები, წერითი ნაშრომების

ფორმები და სახეები და ა.შ.);

ბიზნესსამართალი (სამეწარმეო ურთიერთობები, კომპანიების შექმნა და გარდაქმნა,

კონტრაქტის დადება, შესრულება და შესრულების უზრუნველყოფა, საგადასახადო

ურთიერთობები, შრომითი და სავაჭრო ურთიერთობები, გაკოტრება და ა.შ.);

წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის მეთოდები;

Page 6: დანართი # 5 - MBA · 1 დანართი # 5 შპს „საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი“

6

ბ) ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

მიკროეკონომიკური პროცესების პროგნოზირება, ელასტიკურობის კოეფიციენტის,

წარმოების დანახარჯების, მომხმარებლისა და მწარმოებლის ნამეტებისა და სხვა

მიკროეკონომიკური პარამეტრების გაანგარიშება;

ბიზნესგარემოს ანალიზი, ინდუსტრიის, კონკურენტებისა და მომხმარებლების ანალიზი;

ფინანსური ანგარიშებისა და უწყისების ანალიზი და შეფასება, წარმოებისა და მომსახურე

კომპანიის შიდაფინანსური ინფორმაციის გამოყენება ხარჯთაღრიცხვის, ბიუჯეტირებისა

და გადაწყვეტილების მიღებისთვის, კომპანიის ფინანსური ღირებულების შეფასება,

კომპანიის ფასიანი ქაღალდების ფასის ზრდა, დივიდენდების პოლიტიკა და სასესხო

რესურსების მართვა, ფინანსური ბაზრების ანალიზი, საკრედიტო-საინვესტიციო

პროექტების სიღრმისეული ანალიზი, საინვესტიციო პორტფელების მართვა, კომპანიის

შერწყმებისა და შესყიდვების ანალიზი, საინვესტიციო პროექტების სწრაფი დამუშავება,

ფინანსური ანგარიშგება, რისკების მართვა, კომპანიის ფინანსური რესურსების სწორად

წარმართვა;

სამუშაოს ორგანიზება და დაგეგმვა, ოპერაციული პრობლემების იდენტიფიცირება,

პრობლემების მიზეზების სადიაგნოსტიკო მეთოდების გამოყენება, გუნდური მუშაობა,

გუნდის მართვა, ორგანიზაციის მართვა, სამუშაო გეგმის შედგენა, ქმედებების ლოგიკური

დაჯგუფება და მათი ურთიერთკავშირი (ლოგიკური დიაგრამები), კალენდარული გეგმის

შედგენა, პროექტის რისკების ანალიზი და მართვა;

მარკეტინგული სტრატეგიის ფორმირება, ბაზრის სეგმენტაცია, ფასწარმოქმნის

სტრატეგიების განსაზღვრა;

კვლევის მეთოდების შერჩევა და კვლევის ჩატარება, მენეჯერული და ფინანსური

მოდელების გამოყენება, მონაცემთა ანალიზი და კვლევა, სისტემის კვლევა და სათანადო

რეკომენდაციების შემუშავება;

ბიზნესის სფეროში წამოჭრილი სამართლებრივი საკითხების გაანალიზებისა და შესაბამისი

გადაწყვეტილებების მიღება;

ბიზნესში დამქირავებელთან ეფექტიანი კომუნიკაცია, პირისპირ საქმიანი კომუნიკაციისას

კონტექსტუალური კრიტიკული კომუნიკაცია;

გ) დასკვნის უნარი

ბიზნესის გარემოს შეფასება და ანალიზი;

მოვლენების პრაქტიკული შეფასების საფუძველზე ეკონომიკური გადაწყვეტილებების

მიღება;

ფინანსური მდგომარეობის შეფასების კოეფიციენტებზე დაყრდნობით შესაბამისი

გადაწყვეტილებების მიღება, საინვესტიციო და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება,

კაპიტალის სტრუქტუირების ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა, ორგანიზაციის რისკის

მადის შესაფერისი ბიზნესგადაწყვეტილებები, კომპანიის ფინანსური სტრატეგიული

მიმართულებების, ორგანიზაციის ფინანსური ბიუჯეტირების დაგეგმვა, შექმნა, მართვა და

კონტროლი;

Page 7: დანართი # 5 - MBA · 1 დანართი # 5 შპს „საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი“

7

ორგანიზაციული სისტემის კრიტიკული შეფასება და არგუმენტირებული დასკვნების

გაკეთება, რაც ეხმარება მას შეიმუშაოს სისტემის გაუმჯობესების გზები და ახალი

მეთოდები, პროექტების სხვადასხვა ალტერნატიული ვარიანტიდან ოპტიმალურის შერჩევა;

სტატისტიკური შეფასებების საფუძველზე შესაბამისი დასკვნებისა და პროგნოზების

გაკეთება და დასაბუთება, ერთმანეთისაგან რეალური და არარეალური მტკიცებულებების

გარჩევა, ლოგიკური უსწორობების აღმოჩენა და გასწორება, ნაშრომის შეჯამება;

დ) კომუნიკაციის უნარი – დარგობრივი ტერმინოლოგიის ცოდნა და გამოყენება; სხვადასხვა სახის

მონაცემთა წყაროებთან მუშაობა, სხვადასხვა სახის სტატისტიკური კითხვარების დიზაინი და

მონაცემების შეგროვება / გავრცელება, სტატისტიკური ცხრილების, გრაფიკების, მოდელების

ინტერპრეტაცია სპეციალისტებისა და არასპეციალისტებისათვის, დისკუსია მონაცემებისა და

მოდელების სხვადასხვა სახის შესახებ, კორპორაციული თუ პირადი ბიზნესამოცანების

მისაღწევად ეფექტური ტაქტიკების განვითარება, ეფექტურად წერილობითი და ზეპირი

კომუნიკაცია, ბიზნესკომუნიკაციის ჭრილში კრიტიკული და კრეატიული აზროვნება,

ლიტერატურის მოძიება და სწორად გამოყენება;

ე) სწავლის უნარი – საკუთარი სწავლის პროცესის დაგეგმვა, გაცნობიერება და დამოუკიდებლად

მუშაობა, საკუთარი მიღწევების ობიექტურად შეფასება, შემდგომი სწავლის საჭიროების სწორად

განსაზღვრა, საჭირო ლიტერატურის, სამეცნიერო სტატიების, სასწავლო „ქეისების“

დამოუკიდებლად მოძიება და მათი ანალიზი, საკუთარი დროის რაციონალური განაწილება

დასახული მიზნების მისაღწევად, საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით კონკრეტული

დისციპლინის ასათვისებლად საჭირო რესურსების დადგენა, კვლევაზე დაყრდნობილი

მაღალპროფესიული პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა;

ვ) ღირებულებები – ორგანიზაციული კულტურისა და ღირებულებების გათავისება:

პასუხისმგებლობა, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, ორგანიზებულობა,

პუნქტუალობა, კონფიდენციალურობა და ინფორმაციის შენახვა; კვლევის წარმოების დროს

ეთიკური ნორმების დაცვა; საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ნორმების ცოდნა და

დაცვა.

სასწავლო კომპონენტები

სასწავლო კურსები დაყოფილია 2 ჯგუფად: ძირითადი და სპეციალობის. ასევე პროგრამით

გათვალისწინებულია სასწავლო პრაქტიკა და სამაგისტრო თეზისი. თითოეული ნაწილის

დატვირთვა შესაბამისად შეადგენს:

ძირითადი – 66 ECTS კრედიტი;

სპეციალობის – 27 ECTS კრედიტი;

სასწავლო პრაქტიკა – 7 ECTS კრედიტი;

სამაგისტრო თეზისი – 20 ECTS კრედიტი.

Page 8: დანართი # 5 - MBA · 1 დანართი # 5 შპს „საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი“

8

ძირითადი სასწავლო კურსები

ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება

კურსის მიზანია ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების პროცესის შესწავლა, ფინანსური

აღრიცხვის ციკლის ცოდნა; კურსის გავლის შემდეგ სტუდენტმა უნდა შეძლოს ყველა ძირითადი

ანგარიშგების შედგენა და ანალიზი (მოგება-ზარალის, საბალანსო, კაპიტალის ცვლილებისა და

ფულის მოძრაობის ანგარიშგებები). ყურადღება გამახვილებულია საერთაშორისო სტანდარტებით

ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებასთან დაკავშირებული სიახლეების შესწავლაზე;

განხილულია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული

ძირითადი დაშვების _ დარიცხვის მეთოდის საფუძველზე ფინანსური ანგარიშგების

მომზადებისა და, შესაბამისად, ოპერაციების აღრიცხვის თავისებურებებთან.

ეკონომიკური ანალიზი მენეჯერთათვის

კურსის მიზანია მენეჯერული ეკონომიკის (მიკროეკონომიკის) ძირითადი მეთოდებისა და

მოდელების შესწავლა; ჩამოუყალიბოს მაგისტრანტს ანალიტიკური, ეკონომიკური აზროვნება;

შეასწავლოს მას მიკროეკონომიკური ანალიზის თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენება

გადაწყვეტილებების მიღებისა და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის პროცესში.

აკადემიური წერა

კურსის დანიშნულებაა სტუდენტის კრიტიკული აზროვნების, აკადემიური და ბიზნესწერის

უნარების განვითარება; შესაბამის ტექსტზე დაყრდნობით ორიგინალური აკადემიური

არგუმენტების გამოყოფა, კონტრარგუმენტების ჩამოყალიბება შეხედულების შესარბილებლად თუ

განსამტკიცებლად; დახვეწილი და სრულყოფილი წერის სტილის გამომუშავება. სტუდენტი

წაიკითხავს და გაანალიზებს ტექსტებს სხვადასხვა დისციპლინიდან, დაამუშავებს ნაშრომს,

გამოიყენებს ანალიტიკურ და კრიტიკულ უნარებს, რომელიც აუცილებელია პროფესიული

ტექსტების გასაგებად და შესაქმნელად.

ბიზნესის სამართლებრივი გარემო

კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს ბიზნესსამართლებრივი გარემო, რათა მან შეძლოს ამა თუ

იმ კანონის კრიტიკული ანალიზი, გარჩევა და გათვალისწინება გადაწყვეტილებების მიღების

პროცესში. კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს ეცოდინება: ბიზნესსამართლის ძირითადი

კონცეფცია; ბიზნესსამართლის ძირითადი ასპექტების გამოყენება თანამედროვე ბიზნესგარემოში,

ბაზარზე; ამა თუ იმ პრობლემის შესაძლო გადაჭრის გზების წინასწარ განსაზღვრა; პრეცედენტული

სამართლის შესახებ დადებითი და უარყოფითი მხარეების ჩამოყალიბება და სამართლის სხვა

სამართლის სისტემებთან შედარება, ანალიზი.

სტატისტიკური ანალიზი ბიზნესისათვის

კურსის მიზანია სტუდენტმა იცოდეს არითმეტიკული და ალგებრული მეთოდები, რომელიც

გამოიყენება ყოველდღიური ბიზნესპრობლემების გადასაჭრელად; გამოიყენოს წრფივი ტოლობის

სისტემები როგორც გრაფიკულად, ასევე ალგებრულად; სტატისტიკური მონაცემების,

კორელაციის, ექსპონენციალური მეთოდების ბიზნესგადაწყვეტილებებში გამოყენება; ალბათობის

Page 9: დანართი # 5 - MBA · 1 დანართი # 5 შპს „საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი“

9

თეორიისა და სხვადასხვა სტატისტიკური მიდგომის გათვალისწინება სტრატეგიული

გადაწყვეტილებების მიღებისას.

მენეჯერული აღრიცხვა

მენეჯერული აღრიცხვა წარმოადგეს ორგანიზაციის მართვის მნიშვნელოვან და განუყოფელ

ნაწილს. აღნიშნული კურსის ფარგლებში სტუდენტი შეისწავლის შემოსავლებისა და ხარჯების

განსაზღვრას ბიზნესერთეულების, სერვისისა და პროდუქციის მიხედვით; ნულოვანი მოგების

გაანგარიშებას, ფიქსირებული და ზედნადები ხარჯების დადგენასა და გადანაწილებას;

პროდუქციის თვითღირებულების, ფასწარმოქმნასა და კონტრიბუციის გამოთვლას. ხარჯების

ბუნების დადგენას, ფიქსირებული და ცვლადი ხარჯების ანალიზს.

ორგანიზაციული ქცევა

კურსის მიზანია ორგანიზაციულ კონტექსტში ინდივიდუალური / ჯგუფური ქცევის გაანალიზება

და გაგება; ორგანიზაციული ქცევის თეორიებისა და პრაქტიკის ურთიერთშესაბამისობაში დანახვა

და შემეცნება; პროდუქტიულობის, მოტივაციის, გაცდენისა და სხვადასხვა ქცევის შესწავლა, მათი

გამომწვევი მიზეზების დადგენა და სათანადო რეაგირება. სტუდენტი ასევე შეისწავლის

მეთოდებს, თუ როგორ ჩაანაცვლოს სამსახურებრივი სტრესი კმაყოფილებით. ორგანიზაციულ

პროდუქტიულობაზე ინდივიდებისა და ჯგუფის ქცევის ზეგავლენის ანალიზი; ეფექტური

ორგანიზაციული სტრუქტურის, დიზაინის, კულტურის როლი და ზეგავლენა ინდივიდის

ქცევაზე; ლიდერობისა და მოტივაციის თეორიების სამუშაო გარემოში გამოყენება.

სტრატეგიული ბიზნესკომუნიკაცია

კურსის მიზანია ეფექტური წერითი და ვერბალური ბიზნესკომუნიკაციის უნარის განვითარება,

ბიზნესამოცანების, მესიჯების შეფასება და ანალიზი შესაბამის კონტექსტში; ბიზნესმესიჯების

შესაბამის ფორმად გარდაქმნა / სამიზნე აუდიტორიამდე მიტანა; კრიტიკული აზროვნების,

პრობლემების გადაჭრის გზების, კონფლიქტების რეზოლუციის, მიზნების დასახვის,

გადაწყვეტილების მიღების უნარი შესაბამისი ლიდერული კომუნიკაციით; დამქირავებელთან /

მომავალ დამქირავებელთან კომუნიკაცია;

ოპერაციათა მენეჯმენტი

კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს და დაანახოს ოპერაციათა მართვის კრიტიკული როლი

ორგანიზაცის მართვის პროცესში. სტუდენტი გაეცნობა სხვადასხვა მეთოდსა და ტექნიკას,

რომელიც გამოიყენება ორგანიზაციაში მასალების დაგეგმვის, მიწოდების ჯაჭვის დიზაინის

შემქნის დროს. ყოველივე აღნიშნულის შესწავლის პროცესში გამოიყენება სხვადასხვა

პროგრამული მეთოდი და უზრუნველყოფა.

კორპორაციული ფინანსები

კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს ფინანსური რესურსების ეფექტური დაგეგმვა და

ეფექტიანი გამოყენება; ფულის დღევანდელი და მომავალი ღირებულებების გაანგარიშება,

ფინანსური ალტერნატივების ურთიერთშედარება და გადაწყვეტილების მიღება; კაპიტალის

სტრუქტურირებისა და ორგანიზაციის ფინანსურ მართვასთან დაკავშირებულ საკითხები;

აქტივების შეფასება და შესყიდვების პროცესის ანალიზი.

Page 10: დანართი # 5 - MBA · 1 დანართი # 5 შპს „საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი“

10

პროექტების მართვა

კურსი მიზნად ისახავს სტუდენტს შეასწავლოს პროექტის დაგეგმვა, განხორციელება, კონტროლი,

მონიტორინგი და მომხმარებლისათვის მიწოდება. განიხილება სამუშაოების პროექტების მართვის

თვალსაზრისით წარმოების სისტემები, პროექტის სასიცოცხლო ციკლი: დეფინიცია, დაგეგმვა,

განხორციელება და მიწოდება. აქცენტი ასევე გაკეთებულია პერსონალის მართვაზე, გუნდურ

მიდგომასა და ცვლილებების მენეჯმენტის საკითხებზე.

მონაცემთა ანალიზი და მოდელირება

კურსის ფარგლებში სტუდენტი შეისწავლის, თუ როგორ უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება

მონაცემთა შეგროვების, სორტირებისა და ანალიზის საფუძველზე. აღნიშნული გადაწყვეტილებები

მიიღება როგორც ოპერაციულ, ასევე სტრატეგიულ დონეზე. მონაცემთა ანალიზისა და

მოდელირების საშუალებები გამოიყენება მონაცემების მოდელირებისათვის სტანდარტულ,

თანმიმდევრულ და პროგნოზირებად რეჟიმში, რათა მოხდეს ორგანიზაციის მფლობელობაში

არსებული რესურსების სწორი გამოყენება და გადანაწილება. ზემოთ აღნიშნული მიზნების

მისაღწევად სწავლების პროცესში გამოიყენება პროგრამული უზრუნველყოფის სხვადასხვა

საშუალება.

კვლევის მეთოდოლოგია

კურსის მიზანია სტუდენტმა იცოდეს: კვლევის, როგორც ბიზნესის შესწავლის, ანალიზისა და

პროგნოზირებისათვის გამოყენების მნიშვნელობა; სხვადასხვა ბიზნესამოცანის ასახვა /

გადათარგმნა კვლევის კითხვებში; კვლევის საკითხებსა და კვლევის ობიექტებს შორის კავშირის

დაჭერა, მათ შორის, მნიშვნელობის დადგენა; სხვადასხვა ტიპის კვლევის მეთოდებისა და

გამოცდილების ერთმანეთთან შედარება; რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევის მეთოდების

ანალიზი; სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფისა და სტატისტიკური მეთოდების გამოყენება

მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზისას; კვლევის შედეგების ბიზნესგადაწყვეტილებებში

გადმოტანა.

მარკეტინგული სტრატეგია და ანალიზი

კურსი შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს გამოიმუშაონ მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვის

უნარი; სხვადასხვა მარკეტინგული კონცეფციის შედარება, გაანალიზება და გაერთიანება და მათი

გამოყენება დინამიურ მარკეტინგულ გარემოში; ბაზრის სტრატეგიული ანალიზი სხვადასხვა

მეთოდის გამოყენებით; სტრატეგიული მარკეტინგის რესურსების გაგება და გაანალიზება;

კომპანიის მფლობელობაში არსებული რესურსების გამოყენება სტრატეგიული მარკეტინგის

თვალსაზრისით; სტრატეგიულად ფიქრი, თუ როგორ განავითარო მარკეტინგული გეგმა, რათა

მომხმარებელს გააცნო კომპანიის ღირებულებები და ამავდროულად აქცენტი გააკეთო

კონკურენტულ უპირატესობებზე; სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობის გავლენის ანალიზი.

სტრატეგიული მენეჯმენტი

კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს ორგანიზაციის მართვისა და განვითარების სისტემური

მიდგომა. ამისათვის სასწავლო საკითხებში ყურადღებაა გამახვილებული ორგანიზაციის მიკრო-

და მაკროგარემოს ანალიზზე, ინდუსტრიის შესწავლასა და საკუთარი უპირატესობების

Page 11: დანართი # 5 - MBA · 1 დანართი # 5 შპს „საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი“

11

დადგენაზე. განხილულია სტრატეგიული ანალიზის / დაგეგმვის სხვადასხვა კონცეფცია და

მეთოდოლოგია, პორტერის ინდუსტრიული ანალიზი, სვოტი, პესტი და სხვ.

სპეციალობის სასწავლო კურსები

ფინანსური ბაზრები და ინსტიტუტები

ორგანიზაციის გრძელვადიანი მდგრადობისა და ფინანსური მართვისათვის ერთ-ერთ აუცილებელ

პირობას წარმოადგენს სწორად დაგეგმილი ფინანსური რესურსის მართვის სტრატეგია.

აღნიშნული კურსის ფარგლებში სტუდენტი შეისწავლის, თუ როგორ უზრუნველყოფენ

ორგანიზაციები გრძელვადიან დაფინანსებას სახსრების გარეწყაროებიდან მოზიდვის ხარჯზე; თუ

რა საშუალებით ხორციელდება კაპიტალის ბაზარზე ახალი გამოშვების ობლიგაციებისა და

ფასიანი ქაღალდების გაყიდვა; პირველადი და მეორადი ბაზრების ფუნქციონირების საკითხები.

საინვესტიციო გადაწყვეტილებები

სასწავლო კურსის ფარგლებში მოხდება ფინანსური ბაზრის ოპერირების საკითხების შესწავლა;

სხვადასხვა ტიპის ფინანსური ინსტრუმენტების გაგება, მათ შორის, აქციები, ფასიანი ქაღალდები,

ბონდები, დერივატივები და სხვ. კორპორაციული ფინანსების, ვაჭრობისა და საინვესტიციო

საბანკო საქმიანობის პოზიციებისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესება.

ფინანსური ანგარიშგება და ანალიზი

კურსი მიზნად ისახავს სტუდენტს შეასწავლოს, თუ როგორ უნდა მოამზადოს ფინანსური

უწყისები და მოახდინოს მისი კომბინირება შესაბამისი ახსნითა და კომენტარებით ციფრებთან

მიმართებით. ასევე ეხმარება მას აითვისოს რა და რატომ დგას რიცხვების უკან და მოახდინოს მათი

მართებული და საგულდაგულო ინტერპრეტაცია. აღნიშნული კურსი ასევე აცნობს სტუდენტს მის,

როგორც მენეჯერის, როლს, რომელმაც კანონებისა და წესების ჩარჩოში უნდა წარადგინოს მისი

კომპანია საუკეთესო გზით გამსესხებლებისა და ინვესტორების წინაშე.

ფინანსური რისკების მართვა

კურსი ასწავლის ფინანსური რისკების მართვის პროცესს, როგორებიცაა: რისკების

იდენტიფიცირება, ანალიზი და კლასიფიკაცია და რისკის მართვის / რეაგირების მექანიზმების

განხორციელება. ანალიტიკური და ინტეგრაციული აზროვნების განვითარება რისკმენეჯმენტის

პრაქტიკის განხორციელებაში. რისკის რაოდენობრივი შეფასების მექანიზმები, რომლებიც

დაკავშირებულია ფინანსურ ბაზრებზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან; ინვესტიციებთან და

ამონაგების უკუგებასთან დაკავშირებული რისკების ეფექტური და ეფექტიანი მართვა.

ფინანსური დაგეგმვა და ბიუჯეტირება

ფინანსური დაგეგმვა და ბიუჯეტირება წარმოადგენს ორგანიზაციაში ფულადი სახსრების

მოძრაობისა და ფინანსური შედეგიანობის დაგეგმვის, კონტროლისა და ანალიზის ერთიან

სისტემას. აღნიშნული კურსი შესაძლებლობას იძლევა დაიგეგმოს მოკლევადიანი, საშუალო და

გრძელვადიანი ბიუჯეტები როგორც მთლიანი ორგანიზაციის გლობალურ დონეზე –

Page 12: დანართი # 5 - MBA · 1 დანართი # 5 შპს „საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი“

12

სტრატეგიული გეგმებისთვის, ასევე ცალკეული დეპარტამენტების დონეზე – ტაქტიკური

გეგმებისთვის. მიღებული ცოდნის გამოყენებით სტუდენტი შეძლებს როგორც

კონსოლიდირებული კორპორაციული ფინანსური ანგარიშგების, ასევე კომპანიის ცალკეული

ბიზნესერთეულების ფინანსური ანგარიშგების მომზადებას. პრაქტიკულად მოხდება ისეთი

ფინანსური დოკუმენტაციის შედგენა, როგორებიცაა: ფულადი სახსრების ბიუჯეტი, მოგება-

ზარალის ბიუჯეტი, საბალანსო პროგნოზი, ბრუნვის ბიუჯეტირება და სხვ.

საბანკო საქმე

კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს საბანკო სისტემები, არსი და საქმიანობის ეკონომიკური

საფუძვლები. საბანკო პროდუქტები და მომსახურება. საბანკო მენეჯმენტი და მარკეტინგი,

კომერციული ბანკის ლიკვიდობა, ანგარიშსწორების მექანიზმები და სხვ. დამატებით განიხილება

და შეისწავლება კომერციული ბანკების მარეგულირებელი გარემო და სხვადასხვა საერთაშორისო

საბანკო ორგანიზაციასთან ურთიერთკავშირის საკითხები; ცენტრალური ბანკის ფუნქციები და

ფულადსაკრედიტო პოლიტიკის მიმართულებები.

სასწავლო პრაქტიკა

სასწავლო პრაქტიკის მიზანია სტუდენტის მიერ მიღებული ცოდნისა და უნარების

პრაქტიკულ გარემოში ადაპტაცია, განვითარება და განმტკიცება. საგანმანათლებლო პროგრამის

დასრულების შემდეგ სტუდენტისთვის მარტივად და სწრაფად დასაქმების შესაძლებლობის

მიცემა. სტუდენტის მიერ კონკრეტული საქმიანობის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების შექმნა

და უშუალოდ სამომავლო სამსახურებრივი ვალდებულების აღებამდე არჩევანის

შესაძლებლობების გათავისება.

სასწავლო პრაქტიკის მიზანია ასევე გარკვეული სარგებელი მოუტანოს დაინტერესებულ

მხარეებსაც.

სარგებელი დამსაქმებლისთვის:

ახალი კადრის დამატებითი ძალისხმევის გარეშე შერჩევა და შეფასება;

ახალი კადრის აღმოჩენა, რომელიც ორგანიზაციას შემატებს ახალ გამოცდილებას და

მიაწვდის კრეატიულ იდეებს;

საჭირო პროექტების განხორციელება.

სარგებელი უნივერსიტეტისთვის:

აკადემიური საქმიანობის სამუშაო მოთხოვნებთან დაკავშირება;

პრაქტიკის შეფასების საფუძველზე საგანმანათლებლო პროგრამის გაუმჯობესება და

განვითარება;

ბიზნესისა და სამრეწველო სფეროში მიმდინარე თანამედროვე მოვლენებისა და

რეფორმების შესახებ ინფორმაციის მიღება;

ბიზნესის ამ სფეროს მიმართ საზოგადოების მოთხოვნების განსაზღვრა;

სარგებელი საზოგადოებისთვის:

საზოგადოების უზრუნველყოფა განათლებული მუშახელით;

Page 13: დანართი # 5 - MBA · 1 დანართი # 5 შპს „საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი“

13

საზოგადოებასა და უნივერსიტეტს შორის კავშირების გაზრდა;

კურსდამთავრებულების საზოგადოებაში სწრაფად ინტეგრაცია.

სამაგისტრო თეზისი

სამაგისტრო თეზისი წარმოადგენს დამოუკიდებელ კვლევით ნაშრომს, რომლის კვლევის

საგანი დაკავშირებულია ბიზნესის ადმინისტრირების ფინანსების დარგთან და მიზნად ისახავს ამ

დარგში ცოდნის გაფართოებასა და გაღრმავებას, ასევე დარგში პრაქტიკული პრობლემების

გადაწყვეტას; ფინანსების სფეროში კვლევების ჩატარებას, მის სათანადოდ აღწერას, კვლევის

დასკვნების მკაფიოდ და დასაბუთებულად ჩამოყალიბებას;

სამაგისტრო თეზისის შესრულება გულისხმობს ბიზნესის ადმინისტრირების ფინანსების

დარგში წამოჭრილი პრაქტიკული პრობლემებისა და ამოცანების განხილვას, გაანალიზებასა და

შეფასებას; პრობლემის გადაჭრის ახალი მეთოდების დანერგვას, არსებული მეთოდების

ახლებურად გამოყენებასა და განმარტებას; არსებული და ახალი კვლევის მეთოდების

გამოყენებით მოპოვებული ახალი ემპირიული მონაცემების დამოუკიდებლად შეგროვებას,

დამუშავებას, ანალიზისა და შესაბამისი დასკვნების გაკეთებას.

სამაგისტრო თეზისი უნდა აკმაყოფილებდეს სიახლის სავალდებულო მოთხოვნას (უნდა

იკვლევდეს ახალ ფაქტორებს, მოვლენებს, თანმიმდევრულ სქემებსა და განაზოგადებდეს

არსებულ თეზისებს სხვადასხვა მეცნიერული პოზიციისა და მიდგომების გამოყენებით).

სამაგისტრო თეზისის დაცვა საჯაროა და ხდება სკოლის საბჭოს სხდომაზე, რომელიც

ინიშნება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით. სამაგისტრო თეზისის დაცვა კანონიერად

მიიჩნევა, როდესაც დაცვას ესწრება საბჭოს წევრთა 2/3 მაინც. დაცვას ხელმძღვანელობს საბჭოს

თავმჯდომარე, თეზისის დაცვის კომისიის სხდომის ოქმს აფორმებს საბჭოს მდივანი.

დაცვის ხანგრძლივობაა მაქსიმუმ 40 წუთი, საიდანაც 15 წუთი ეთმობა თეზისის

პრეზენტაციას, ხოლო დარჩენილი დრო – თეზისზე რეცენზიების გაცნობასა და კითხვა-პასუხს.

თეზისის პრეზენტაციისას ავტორი:

აღნიშნავს თეზისის რელევანტურობას, ორიგინალურობასა და სიახლეს;

აღნიშნავს თეზისის მიზანსა და ამოცანებს;

მოკლედ წარმოადგენს თეზისის შინაარსს;

მოკლედ წარმოადგენს მის მიერ ჩატარებულ კვლევასა და შედეგებს;

წარმოადგენს თეზისის ძირითად დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

თეზისის საჯარო დაცვისას წინასწარ მომზადებული პრეზენტაციის ტექსტის წაკითხვის ან

ტექსტის სლაიდებიდან წაკითხვის ნაცვლად რეკომენდებულია ზეპირად გადმოცემა.

პრეზენტაციის ვიზუალური მასალა მაღალი ხარისხის უნდა იყოს (სლაიდებში ბევრი ტექსტი არ

უნდა იყოს შეტანილი; გარეკანი ძალიან პატარა არ უნდა იყოს; ერთი სლაიდი ბევრ გრაფიკულ

გამოსახულებას ან ცხრილებს არ უნდა შეიცავდეს). თეზისის პრეზენტაცია უნდა შეესაბამებოდეს

დადგენილ წესებსა და პროცედურებს. თუ პრეზენტაციისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა,

საბჭოს თავმჯდომარეს აქვს უფლება პრეზენტაცია ერთი გაფრთხილების შემდეგ შეწყვიტოს.

თეზისი ფასდება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, ასევე მისი საბოლოო შეფასებისას

გათვალისწინებულია ხელმძღვანელისა და რეცენზენტის დასკნები.

Page 14: დანართი # 5 - MBA · 1 დანართი # 5 შპს „საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი“

14

სასწავლო გეგმა

სამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობაა ორი წელი და მოიცავს 120 ECTS კრედიტს.

აკადემიური წელი იყოფა სამ ტრიმესტრად. თითოეული ტრიმესტრის (გარდა ბოლო

ტრიმესტრისა) ხანგრძლივობაა 14 კვირა, ხოლო ბოლო VI ტრიმესტრის ხანგრძლივობაა 17 კვირა.

ტრიმესტრის განმავლობაში (გარდა ზაფხულის ტრიმესტრისა) სტუდენტი შეისწავლის ოთხ

სასწავლო კურსს, აქედან ორი 6 ECTS-კრედიტიანი კურსი გრძელდება მთელი სემესტრის

განმავლობაში, ხოლო ორი 3 ECTS-კრედიტიან კურსს ეთმობა 7-7 კვირა. პირველი ხუთი

ტრიმესტრი ეთმობა სასწავლო კურსებს, ხოლო ბოლო მეექვსე ტრიმესტრი – სასწავლო პრაქტიკასა

და სამაგისტრო თეზისს.

#

სასწ

ავლ

ო კ

ურ

სის

კოდ

სასწ

ავლ

ო კ

ურ

სის

დას

ახელ

ება

წი

ნარ

ეკვი

ზი

ტი

კრედ

იტ

ი (

EC

TS)

საათ

ობრ

ივი

დატ

ვირ

თვა

(მათ

შო

რი

ს, ს

აკო

ნტაქ

ტო

) I II

I სე

მესტ

რი

II ს

ემეს

ტრ

III

სემე

სტრ

IV ს

ემეს

ტრ

V ს

ემეს

ტრ

VI

სემე

სტრ

ძირითადი სასწავლო კურსები

1 B1 ფინანსური აღრიცხვა და

ანგარიშგება - 6 150 (42) 6

2 B2 ეკონომიკური ანალიზი

მენეჯერთათვის - 6 150 (42) 6

3 B3 აკადემიური წერა - 3 75 (21) 3

4 B4 ბიზნესის სამართლებრივი გარემო - 3 75 (21) 3

5 B5 სტატისტიკური ანალიზი

ბიზნესისათვის - 6 150 (42) 6

6 B6 მენეჯერული აღრიცხვა B1 6 150 (42) 6

7 B7 ორგანიზაციული ქცევა - 3 75 (21) 3

8 B8 სტრატეგიული

ბიზნესკომუნიკაცია - 3 75 (21) 3

9 B9 ოპერაციათა მენეჯმენტი B5; B7 6 150 (42) 6

10 B10 კორპორაციული ფინანსები B1 6 150 (42) 6

11 B11 პროექტების მართვა - 3 75 (21) 3

12 B12 მონაცემთა ანალიზი და

მოდელირება B5; B2 3 75 (21) 3

13 B13 კვლევის მეთოდოლოგია B5 6 150 (42) 6

14 B14 მარკეტინგული სტრატეგია და

ანალიზი - 3 75 (21) 3

15 B15 სტრატეგიული მენეჯმენტი

B2; B4;

B7; B9;

B14

3 75 (21) 3

სპეციალობის სასწავლო კურსები

1 S1 ფინანსური ბაზრები და

ინსტიტუტები B10 6 150 (42) 6

Page 15: დანართი # 5 - MBA · 1 დანართი # 5 შპს „საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი“

15

2 S2 საინვესტიციო გადაწყვეტილებები B10 3 75 (21) 3

3 S3 ფინანსური ანგარიშგება და

ანალიზი B1; B10 3 75 (21) 3

4 S4 ფინანსური რისკების მართვა B10 6 150 (42) 6

5 S5 ფინანსური დაგეგმვა და

ბიუჯეტირება

B1; B10;

B12 6 150 (42) 6

6 S6 საბანკო საქმე B1; B10 3 75 (21) 3

P სასწავლო პრაქტიკა* 7 175

(150) 7

T სამაგისტრო თეზისი* 20 500

(51) 20

სულ

18 18 21 18 18 27

57 63

120

*შენიშვნა: სასწავლო პრაქტიკაზე დაიშვება სტუდენტი, რომელსაც მიღებული აქვს დადებითი შეფასება

ძირითად და სპეციალობის სასწავლო კურსებში.

*შენიშვნა: სამაგისტრო თეზისზე მუშაობის დაწყება შეუძლია სტუდენტს, რომელსაც მიღებული აქვს

დადებითი შეფასება ძირითად და სპეციალობის სასწავლო კურსებში.

Page 16: დანართი # 5 - MBA · 1 დანართი # 5 შპს „საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი“

16

სწავლების მეთოდოლოგია

პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე თითოეული სასწავლო კურსისთვის შერჩეულია

შესაბამისი სწავლების მეთოდები, შესასწავლი მასალის შინაარსისა და მისაღწევი სწავლის

შედეგების გათვალისწინებით. სასწავლო კურსის სილაბუსები იძლევა დეტალურ ინფორმაციას

გამოყენებული სწავლების მეთოდების შესახებ. ზოგადად, სწავლების არსებული მეთოდებიდან

ძირითადი დატვირთვა მოდის: ლექცია, პრაქტიკული, სამუშაო ჯგუფში მუშაობა,

დამოუკიდებელი სამუშაო, პროექტზე მუშაობა, დისკუსიებზე და ა.შ.

ასევე სილაბუსებით დადგენილია ის აქტივობები, რომელსაც სტუდენტი უნდა

ახორციელებდეს სწავლების პროცესში, რათა მიღწეულ იქნას პროგრამით დადგენილი სწავლების

შედეგები. მაგ., რელევანტური მასალის მოძიება (ელექტრონული და ბეჭდური), ლიტერატურის

მიმოხილვა, წაკითხული მასალის ანალიზი და შეჯამება, პრობლემის განსაზღვრა და გადაჭრა,

მზარდი სირთულის მცირე მოცულობის კვლევის წარმოება, პრობლემის გადაჭრისას ჯგუფური

მუშაობა, პრეზენტაციის მომზადება და ჩატარება (ინდივიდუალურად და ჯგუფურად), სხვათა

სამუშაოს კონსტრუქციული კრიტიკა.

შეფასების სისტემა

სტუდენტთა შეფასება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია.

(A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;

(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90%;

(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80%;

(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70%;

(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60%;

(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს

ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით

გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ

შესრულებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

კრედიტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტის მიერ სილაბუსით დაგეგმილი

სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ.

დაუშვებელია სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების ერთჯერადად – მხოლოდ

დასკვნითი გამოცდის საფუძველზე შეფასება.

დასკვნითი გამოცდა არ უნდა შეფასდეს 40 ქულაზე მეტით.

დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური

შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური ქულის გათვალისწინებით უგროვდება 51

ქულა.

დასკვნით და შესაბამის დამატებით გამოცდას შორის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 10

დღისა.

Page 17: დანართი # 5 - MBA · 1 დანართი # 5 შპს „საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი“

17

პროგრამით დადგენილი სასწავლო კურსების სილაბუსებში მოცემულია შეფასების მეთოდი

და შეფასების მაქსიმალური ქულა. ასევე უნივერსიტეტის ნორმატიული დოკუმენტებით

განისაზღვრება პედაგოგის ვალდებულება შეფასების მეთოდის შესაბამისად სტუდენტს

წინსწრებით მიაწოდოს ინფორმაცია შეფასების კრიტერიუმების შესახებ და განუმარტოს

მიღებული ქულის ფორმირების გზა.

კომპეტენციების ჩამონათვალი

1. ზოგადი კომპეტენციები

1.1. ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;

1.2. კომუნიკაციის უნარი (წერილობითი, ვერბალური) მშობლიურ და უცხო ენაზე;

1.3. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;

1.4. პრობლემის იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;

1.5. თვითგანვითარების უნარი;

1.6. დასახული მიზნის მიღწევის უნარი;

1.7. გუნდური მუშაობის უნარი;

1.8. დროის მართვის უნარი;

1.9. დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

1.10. ინფორმაციის მოძიებისა და ანალიზის უნარი;

1.11. კრიტიკულობა და კრეატიულობა.

2. დარგობრივი კომპეტენციები

2.1. ბიზნესის მამოძრავებლების სიღრმისეული ცოდნა, მათი მომგებიანობის დინამიკა და

რეგულარული გარემოს ცოდნა;

2.2. ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

2.3. საკანონმდებლო ბაზის ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენება;

2.4. ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის წარმოება და ანგარიშების მომზადება;

2.5. ფინანსურ მოდელებთან და პროექციებთან მუშაობის უნარი;

2.6. ბიუჯეტირება და კონტროლი;

2.7. საბანკო საქმის ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენება;

2.8. კვლევის მეთოდების ცოდნა და კვლევის ჩატარების უნარი;

2.9. ბუღალტერიის წარმოება;

2.10. აუდიტორული მეთოდოლოგიის გამოყენების უნარი;

2.11. პროექტებისა და პროდუქტების განვითარების სხვადასხვა ინიციატივის მართვის უნარი;

2.12. გაყიდვების ტექნიკის, პროდუქტების მართვის, კლიენტთა მოზიდვისა და მომსახურების

უნარი;

2.13. სამუშაოს ორგანიზების, დაგეგმვის უნარი და მართვის უნარი;

2.14. ანგარიშგების უნარი.

Page 18: დანართი # 5 - MBA · 1 დანართი # 5 შპს „საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი“

18

შედეგების რუკა

ცოდნა და

გაცნობიერება

ცოდნის

პრაქტიკაში

გამოყენება

დასკვნის

უნარი

სწავლის

უნარი

კომუნიკაციის

უნარი ღირებულებები

B1 × × × × ×

B2 × × ×

B3 × × × × × ×

B4 × × ×

B5 × × × × ×

B6 × × × ×

B7 × × × × ×

B8 × × ×

B9 × × × ×

B10 × × × ×

B11 × × ×

B12 × × ×

B13 × × × ×

B14 × × ×

B15 × × × ×

S1 × ×

S2 × × ×

S3 × ×

S4 × × ×

S5 × ×

S6 × × ×

P × × × × × ×

T × × × × × ×

ადამიანური რესურსი

პროგრამას ახორციელებს კვალიფიციური აკადემიური პერსონალი (იხ. დანართი №2). პერსონალი

შერჩეულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნივერსიტეტის „აკადემიური

თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის ჩატარების დებულების“ შესაბამისად.

მატერიალური რესურსი

პროგრამის სათანადოდ და ეფექტურად განხორციელებას უნივერსიტეტი უზრუნველყოფს

შესაბამისი მატერიალური რესურსით. უნივერსიტეტის მფლობელობაშია: თანამედროვე

სტანდარტების შესაბამისი შენობა-ნაგებობა, ინვენტარი, ტექნიკა, ბიბლიოთეკა და სხვ.

ბიბლიოთეკის ბეჭდური და ელექტრონული რესურსები ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის

სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის.

Page 19: დანართი # 5 - MBA · 1 დანართი # 5 შპს „საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი“

19

პრაქტიკის ობიექტი

სასწავლო პრაქტიკის მიზანია სტუდენტის მიერ მიღებული ცოდნისა და უნარების

პრაქტიკულ გარემოში ადაპტაცია, განვითარება და განმტკიცება. საგანმანათლებლო პროგრამის

დასრულების შემდეგ სტუდენტისათვის მარტივად და სწრაფად დასაქმების შესაძლებლობის

მიცემა. სტუდენტის მიერ კონკრეტული საქმიანობის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების შექმნა

და უშუალოდ სამომავლო სამსახურებრივი ვალდებულების აღებამდე არჩევანის

შესაძლებლობების გათავისება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად შპს „საქართველოს ბანკის

სასწავლო უნივერსიტეტს“ სხვადასხვა კომპანიასთან გაფორმებული აქვს მემორანდუმები

თანამშრომლობის შესახებ (იხ. დანართი №3).