კანონპროექტისთვის ... · web viewსხვა...

22
kvleviTi departamenti კკკკკკკკკკკკკკკკკ „სსსსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსს“ (N 07-3/467; 28.06.2011). კკკკკკკკკკკკკ კკკკკკკ კკკკკკკ კკ კკკკკკკკკ კკკკკკკკკკკკკკ კკკკკკკკ კკკკკკკ კკ კკკკკკ კკკკკკკკკ კკკკკკკკ კკკკკკკ კკკკკკკკ, კკკკკკკკკ კკკკკკ კკკკკკკკკ კკკკკკკ კკკკ კკკკკკკკკკკკკკ. კკკკკკკკკკკკ კკკკკკკ ეეეეეეეეეეე ეე ეეეეეეეეე ეეეეეეეეეეეეეე ეეეეეეეეეეეეე ეეეეეეე ეეეეეეე ეეეეეეეეე სსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სს სსსსსსსს სსსსსსსსსს სსსს სსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსსს სს სსსსსსსსსსს. სსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სს სსსსსსსსს სსსსს სსსსსსსსს სს სსსსსსსსს სსსსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსს. სსსსსსსს სსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსს სსსს, სსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსსს სს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსს სსსსსსსს სს სსსსს სსსსსსსს სსსსსსსსსსსსს სსსსსსსს, სსსსსსსსსსსს სს სსსსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსსს, სსსსსსსსს სსს სსსსსსსსსს სს სსსსსსსსსს. სსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსს კკკკკკკკკკ სსსსსსსსსსსსსს, კკკკკკკკკკ კკკკკკკკკ სსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსს ეეეეეეეეეეე, ეეეეეეე ეე ეეეეეეეეეე სსსსსსსსს. სსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსს სსსსსსსს სსსსსსსსსსს, სსსსსს სსსსსსსს, სსსსსსს სსსსსსსსს – სსსსსსსსს სსსსს, სსსსსსსსს სს სსს სსსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსს სს სსსსსსს – სსსსსსსსსს სსსსსსსს სსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსსს, სსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსსს სს სსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსს სსსს სსსსსსსსსსს სსსს სსსსსსსსსს. სსსსსსსს სსსსსსსსსსსსს სსსსსსსს, სსსსსსსსს, სსსსსსს სსსსსსს: (1) სსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსს, სსსსსსს სსსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსს სს სსსსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსსსსს, სსსსსსსსსს, სსსსსსსსს, სსსსსსსსსსსს სსსსსსს, სსსსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსს (სსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსს სსსსსსსსს სს სსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსს); (2) სსსსს სსსსსსს სსსსს სს სსსსსსსსს სსსსსსსსსსსსს, სსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსს სსსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსსს, სსს სსსსსსსსსსს სს სსსსსსსსსსსსსს სსსსსსს სსსსს სსსსს. სსსსს სსსსს სსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსს; kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 1

Upload: others

Post on 31-Dec-2019

1 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: კანონპროექტისთვის ... · Web viewსხვა რელიგიური ჯგუფები კერძო სამართლის იურიდიული

kvleviTi departamenti

კანონპროექტისთვის „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (N 07-3/467; 28.06.2011).

კანონპროექტის მიღების მიზანია იმ რელიგიური გაერთიანებების სტატუსის დადგენა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად აღიარება, რომლებსაც მჭიდრო ისტორიული კავშირი აქვთ საქართველოსთან.

საინფორმაციო ფურცელი

ეკლესიებისა და რელიგიური გაერთიანებების სამართლებრივი სტატუსი ევროპის ქვეყნებში

ევროპის ქვეყნებში სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა ერთი რომელიმე აღიარებული მოდელის მიხედვით არ ხორციელდება. ურთიერთობა სახელმწიფოსა და რელიგიებს შორის ისტორიული და კულტურული თავისებურებების გათვალისწინებით წარიმართება. ვინაიდან თითოეულ ქვეყანას უნიკალური ისტორია აქვს, აქედან გამომდინარე ყალიბდება ამ ურთიერთობათა სამართლებრივი ჩარჩოები და ხდება რელიგიურ გაერთიანებათა სტატუსის, საქმიანობისა თუ რეგისტრაციის პირობებს რეგულირება, უწესდებათ მათ შეზღუდვები ან შეღავათები.

ევროპის ქვეყნების უმეტესობა სეკულარული სახელმწიფოებია, სახელმწიფო ეკლესიები განხილული ქვეყნებიდან მხოლოდ საბერძნეთში, დანიასა და ნორვეგიაში მოქმედებს.

ევროპის ქვეყნების კანონმდებლობით აღიარებულია ყველა რელიგიის თანასწორობა, მაგრამ რეალურად, თითოეულ ქვეყანაში – მიხედავად იმისა, გაყოფილია თუ არა ერთმანეთისაგან სახელმწიფო და ეკლესია – დომინირებს რომელიმე ერთი რელიგიური გაერთიანება, რომელსაც ისტორიული ტრადიციიდან გამომდინარე სამართლებრივად ან სოციალურად სხვებთან შედარებით მეტი უპირატესობა აქვს მინიჭებული.

რელიგიურ გაერთიანებათა იერარქია, ძირითადად, ამგვარი სახისაა: (1) პირველ ადგილზეა ქვეყანაში ისტორიულად გავრცელებული რელიგია, რომელიც განსაკუთრებული უფლებებითა და შეღავათებით სარგებლობს მღვდელმსახურების, განათლების, ჯანდაცვის, შეიარაღებული ძალების, პენიტენციური სისტემის სფეროში რელიგიური საქმიანობის მხრივ (კათოლიციზმის შემთხვევაში ვატიკანთან გაფორმებული კონკორდატების მეშვეობით ეს ურთიერთობა საერთაშორისო სამართლის ნორმებში ექცევა); (2) მეორე ადგილზე არიან ის რელიგიური გაერთიანებები, რომლებსაც გაფორმებული აქვთ ხელშეკრულებები სახელმწიფოსთან, ზოგ შემთხვევაში ეს ხელშეკრულებები კანონის ძალას იძენს. მათაც მთელი რიგი შეღავათები უწესდებათ; (3) მესამე ადგილზე დგანან რეგისტრირებული რელიგიური გაერთიანებები. რეგისტრაციის ორგანო შეიძლება იყოს: კულტურის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, საჯარო რეესტრი, სასამართლო; (4) ყველაზე ბოლო საფეხური უკავიათ არარეგისტრირებულ ორგანიზაციებს, ბევრ ქვეყანაში არ იკრძალება მათი საქმიანობა, თუმცა არ ეძლევათ არანაირი სახელმწიფო დახმარებით ან შეღავათებით სარგებლობის უფლება.

სამართლებრივი სტატუსი რელიგიურ გაერთიანებას ენიჭება რეგისტრაციის შემდეგ. იტალიაში, ფინეთში, საბერძნეთში, გერმანიასა და ავსტრიაში მას შეუძლია გახდეს

kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 1

Page 2: კანონპროექტისთვის ... · Web viewსხვა რელიგიური ჯგუფები კერძო სამართლის იურიდიული

kvleviTi departamenti

საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ლიტვასა და ესტონეთში – კერძო სამართლის, განსაკუთრებული სტატუსის იურიდიული პირია სლოვაკეთში, უნგრეთში, ნიდერლანდებში. ზოგ ქვეყანაში (ესპანეთში) დომინირებულ ეკლესიას რეგისტრაცია არ მოეთხოვება.

დაფინანსების საკითხსაც ყველა ქვეყანა თავისებურად უდგება. ევროპის ბევრ ქვეყანაში პირდაპირი დაფინანსება ჩვეულებრივი პრაქტიკაა. მხოლოდ ერთი ეკლესია ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან საბერძნეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, დანიაში, ერთდროულად რამდენიმე – ბელგიაში, იტალიაში, უნგრეთში, ნორვეგიაში, სლოვაკეთში, გერმანიაში, ავსტრიაში. დაფინანსება ხდება რელიგიის მსახურთა რაოდენობის (ჩეხეთი) ან მრევლის წევრთა რაოდენობის (ნორვეგია) პროპორციულად. დაფინანსებისათვის საჭირო სახსრები ქვეყნის ბიუჯეტში შეაქვთ გადასახადის გადამხდელებს ან თავად ეკლესიებს ეძლევათ „საეკლესიო გადასახადის“ დაწესების უფლება (გერმანია, ავსტრია).

ზოგან (ესტონეთში, ლიტვაში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, ირლანდიაში) სახელმწიფო რელიგიური გაერთიანებების, როგორც ასეთის, არანაირ ფინანსურ სუბსიდირებას არ ახდენს და აფინანსებს მხოლოდ მათ საგანმანათლებლო საქმიანობას (ლიტვა, ნიდერლანდები, ირლანდია), სამედიცინო საქმიანობას (ნიდერლანდები) ან გამოყოფს სახსრებს საეკლესიო შენობების დაცვასა და შენახვას (ესტონეთი, საფრანგეთი).

აღსანიშნავია, რომ ყველა ჩვენ მიერ განხილულ ქვეყანაში მოქმედებს შეღავათიანი საგადასახადო პოლიტიკა რეგისტრირებული რელიგიური გაერთიანებების მიმართ.

დანართში უფრო ფართოდ არის წარმოდგენილი ევროპის თოთხმეტ ქვეყანაში (იტალიაში, ესპანეთში, ბელგიაში, გერმანიაში, ავსტრიაში, საბერძნეთში, დანიაში, ნორვეგიაში, ფინეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, ჩეხეთში, ლიტვაში, ესტონეთში) მოქმედი რეგულაციები აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით.

მოამზადა მაია ხმალაძემ

15.07.2011

გამოყენებული წყაროები:

1. გერჰარდ რობერსი (რედ.), სახელმწიფო და ეკლესია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მეორე გამოცემა, 2011

http://www.kas.de/wf/doc/kas_23060-1522-1-30.pdf?1106091005202. Frank Cranmer. Notes on Church and State in Western Europe 2010

http://www.law.cf.ac.uk/clr/networks/Frank%20Cranmer_%20Church%20&%20State%20in%20W%20Europe.pdf

kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 2

Page 3: კანონპროექტისთვის ... · Web viewსხვა რელიგიური ჯგუფები კერძო სამართლის იურიდიული

kvleviTi departamenti

3. Lasia Bloß. European Law of Religion - organizational and institutional analysis of national systems and their implications for the future European Integration Process.   http://centers.law.nyu.edu/jeanmonnet/papers/03/031301.rtf.

4. Lars Friedner. Churches and other religious organisations as legal persons. 2007 http://books.google.com/books?id=hogL92shGUIC&pg=PA9&lpg=PA9&dq=religious+legal+personality&source=bl&ots=fwiVAIcNOt&sig=AYgr-XTyklBcTtNfr2Vzq7ZK2OI&hl=en&ei=PrURTpP4IsGd-waImYn1Dw&sa=X&oi=book_result&ct=result&resnum=6&ved=0CDAQ6AEwBTgK#v=onepage&q=religious%20legal%20personality&f=false

5. Estonia Legal Status of Religious Communities in the Realms of Public and Private Law http://www.juridicainternational.eu/public/pdf/ji_2001_1_169.pdf

6. BRIGITTE SCHINKELE. CHURCH AUTONOMY IN AUSTRIA http://www.strasbourgconsortium.org/robbers/chapters/ch28.pdf

7. MERILIN KIVIORG. CHURCH AUTONOMY IN ESTONIA http://www.strasbourgconsortium.org/robbers/chapters/ch12.pdf

8. Khatuna Tsintsadze. Legal Aspects of Church-State Relations in Post-Revolutionary Georgia http://lawreview.byu.edu/archives/2007/3/8TSINTSADZE.FIN.pdf

9. W. COLE DURHAM, JR. THE RIGHT TO AUTONOMY IN RELIGIOUS AFFAIRS: A COMPARATIVE VIEW

http://www.strasbourgconsortium.org/robbers/chapters/ch33.pdf

დანართი

იტალია

სამართლებრივი სტატუსი. რელიგიური გაერთიანებების სტატუსის მხრივ განსაკუთრებული ადგილი კათოლიკურ ეკლესიას უკავია, რაც მიმდევრების რაოდენობის გარდა, სხვა მთელი რიგი ისტორიული მიზეზებითაა განპირობებული. ვატიკანთან იტალიის ურთიერთობა კონკორდატით და სხვა ნორმატიული აქტებით რეგულირდება.

შუალედური პოზიცია უკავიათ იმ კონფესიებს (ვალდენზიელებს, მეშვიდე დღის ადვენტისტების, ებრაელებს, ევანგელისტ–ბაპტისტებს, ლუთერანებს), რომლებმაც სახელმწიფოსთან ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული. ეს ის ჯგუფებია, რომლებიც იტალიაში დიდი ხნის განმავლობაში არსებობდნენ (მაგ. ვალდენზიელები, ებრაელები და

kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 3

Page 4: კანონპროექტისთვის ... · Web viewსხვა რელიგიური ჯგუფები კერძო სამართლის იურიდიული

kvleviTi departamenti

პროტესტანტები) ან, რომელთაც იტალიის კანონებთან არათავსებადი ნიშნები არ ახასიათებს.

ყველაზე დაბალ საფეხურზეა არაღიარებული ჯგუფები, რომელთა საქმიანობაც რეგულირდება კანონით ასოციაციების შესახებ. მათზე არ ვრცელდება სხვადასხვა მნიშვნელოვანი პრივილეგია (მაგალითად, დაფინანსებასთან, რელიგიურ განათლებასთან და მღვდელმსახურებასთან დაკავშირებული), რაც გარანტირებულია კონკორდატის ან ხელშეკრულებების საფუძველზე.

დაფინანსება. 1984 წლიდან მოქმედებს ეკლესიების დაფინანსების სისტემა, რომლით სარგებლობის უფლება აქვს არა მხოლოდ კათოლიკურ ეკლესიას, არამედ იმ კონფესიებიც, რომლებმაც დადეს სახელმწიფოსთან ხელშეკრულება.

გადამხდელი, რომელიც იხდის გადასახადს, საგადასახადო დეკლარაციაში სპეციალურად აკონკრეტებს, თუ ვის ურიცხავს მთლიანი საშემოსავლო გადასახადის 0.8% (არა პირადი შემოსავლის 0.8%):

ა) იტალიის სახელმწიფოს განსაკუთრებული ღონისძიებებისთვის შიმშილის წინააღმდეგ მსოფლიოში, ბუნებრივი კატაკლიზმების სალიკვიდაციოდ, ლტოლვილების დასახმარებლად, კულტურული მონუმენტების შესანახად;

ბ) კათოლიკურ ეკლესიას მოსახლეობის აღმსარებლობის საჭიროებებისათვის, საეკლესიო მსახურების დასახმარებლად, სოციალური უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის, რომლებიც ხელს უწყობს ეროვნულ საზოგადოებრიობას ან მესამე სამყაროს ქვეყნებს;

გ) ერთ-ერთ იმ კონფესიას, რომელმაც დადო ხელშეკრულება იტალიის სახელმწიფოსთან;

არსებობს კონფესიების არაპირდაპირი დაფინანსების დამატებითი ფორმები. მაგალითად, რეგიონული კანონები, რომლებიც ანაწილებს მიწის ნაკვეთებს და ტერიტორიებს ეკლესიის შენობების ასაშენებლად, და 1986 წლის №390 კანონი, რომელიც საეკლესიო ორგანიზაციებს მინიმალური გადასახადის პირობებში სესხის მიღების ან სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების დაქირავების საშუალებას აძლევს.

იტალიის ტერიტორიაზე არსებული ვატიკანის უძრავი ქონება გათავისუფლებულია სახელმწიფოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოების მიმართ ნებისმიერი გადასახადისგან ან მოსაკრებლისგან.

ესპანეთი

ესპანეთი სეკულარული სახელმწიფოა, თუმცა მოსახლეობის დაახლოებით 80% კათოლიციზმის მიმდევარია, რაც ამ რელიგიის ძლიერ სოციალურ პოზიციას განაპირობებს. კონსტიტუციის თანახმად, საჯარო ხელისუფლება მხედველობაში იღებს ესპანეთის საზოგადოების რელიგიურ მრწამსს და ინარჩუნებს შესაბამის თანამშრომლობას კათოლიკურ ეკლესიასთან და სხვა რელიგიურ გაერთიანებებთან.

kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 4

Page 5: კანონპროექტისთვის ... · Web viewსხვა რელიგიური ჯგუფები კერძო სამართლის იურიდიული

kvleviTi departamenti

1980 წელს მიღებული კანონი რელიგიის თავისუფლების შესახებ აღიარებს რელიგიის კოლექტიურ და ინდივიდუალურ თავისუფლებას და განსაზღვრავს რელიგიური გაერთიანებების ადგილს ესპანეთის სამართლებრივ სისტემაში1.

სამართლებრივი სტატუსი. კანონმდებლობით ეკლესიებს, სარწმუნოებრივ და რელიგიურ გაერთიანებებს, ასევე მათ ფედერაციებს უფლება აქვთ მიიღონ იურიდიული პირის სტატუსი2

შესაბამის საჯარო რეესტრში (კანონი რელიგიის თავისუფლების შესახებ, 7/1980, მუხ. 5 (1)). კანონი აწესებს რეგისტრაციის მოთხოვნებს – რეგისტრაცია შეიძლება მოხდეს განცხადების საფუძველზე, რომელსაც თან ერთვის ესპანეთში ორგანიზაციის დაფუძნების დამადასტურებელი უტყუარი დოკუმენტები, აგრეთვე ინფორმაციას მისი რელიგიური მიზნების, დენომინაციის3 ან იდენტურობის სხვა მახასიათებლების, წარმომადგენლობითი ორგანოების, მათი უფლებამოსილებებისა და სწორი რეკვიზიტების შესახებ (იქვე, მუხ. 5 (2)).

არსებობს უფრო ფართო პრივილეგიების მიღების შესაძლებლობა, რისთვისაც აუცილებელია სახელმწიფოსთან ხელშეკრულების გაფორმება. ამ მიზნით სამმა რელიგიურმა გაერთიანებამ შექმნა თავისი ფედერაციები – ესპანეთის პროტესტანტული ეკლესიების ფედერაცია, ესპანეთის ებრაული თემის ფედერაცია და ისლამური კომისია – რის საფუძველზედაც გააფორმეს ხელშეკრულება სახელმწიფოსთან.

რელიგიურ უმცირესობებს შეუძლიათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრივილეგიების მიღება რომელიმე ზემოჩამოთვლილ ფედერაციაში გაწევრიანებით4.

განყენებულ მაგალითს წარმოადგენს კათოლიკური ეკლესია, რომელიც რეგისტრირებული არ არის იუსტიციის სამინისტროს რეესტრში. მისი პოზიცია ვატიკანთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით (კონკორდატებით) რეგულირდება.

ასე რომ, იერარქიულად კათოლიკური ეკლესია კონკორდატების მეშვეობით მაქსიმალურ უფლებებს იღებს და შესაბამისად პირველ ადგილზე დგას. მეორე ადგილზე ის რელიგიური უმცირესობები არიან, რომელთაც სახელმწიფოსთან ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული. მესამე ადგილზე არიან შესაბამის რეესტრში აღრიცხული რელიგიური ჯგუფები, ხოლო ბოლო ადგილს სპეციფიკური სამართლებრივი სტატუსის გარეშე არსებული რელიგიური ჯგუფები იკავებენ.

დაფინანსება. კათოლიკური ეკლესია ერთადერთი ეკლესიაა, რომელიც პირდაპირ სახელმწიფო დაფინანსებას იღებს. არსებული პროცედურის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს აირჩიოს. თუ ვის გადაუხადოს შემოსავლების

1 არ ეხება კათოლიკურ ეკლესიას, რომლის ადგილიც ვატიკანთან გაფორმებული კონკორდატების მეშვეობითაა განსაზღვრული. 2 რეგისტრირებული რელიგიური ერთეულების რაოდენობა ამჟამად ათასს აჭარბებს.3 რელიგიური ორგანიზაციის მესამე ფორმა, წარმოადგენს შუალედურ რგოლს ეკლესიასა და სექტას შორის. დენომინაციების საქმიანობის არსებით ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს აქტიური მისიონერული მოღვაწეობა... პროტესტანტულ დენომინაციებს მიეკუთვნებიან ბაპტისტები, პრესბიტერიანელები, ეპისკოპალური ეკლესიის წევრები, მეთოდისტები, კონგრეგაციონისტები და სხვა მრავალი (ნ. პაპუაშვილი, მსოფლიო რელიგიები საქართველოში, თბ. , თავისუფლების ინ-ტი, 2002).4 ამგვარი პრაქტიკა საჯარო ადმინისტრაციას თავიდან აცილებს მრავალი შეთანხმების გაფორმებას.

kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 5

Page 6: კანონპროექტისთვის ... · Web viewსხვა რელიგიური ჯგუფები კერძო სამართლის იურიდიული

kvleviTi departamenti

0.5239% – კათოლიკურ ეკლესიას თუ სახელმწიფოს (ფაქტობრივად, წითელ ჯვარს), ყველა სხვა აღმსარებლობის პირი ვალდებულია დაემორჩილოს ამ წესს.

მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური სწავლების უფლება კათოლიციზმის გარდა სხვა დენომინაციებსაც აქვთ, პირველ შემთხვევაში ხარჯებს სახელმწიფო ფარავს, ასეთივე ვითარებაა ჯანდაცვის კუთხითაც – სახელმწიფო მხოლოდ კათოლიკური ეკლესიის მიერ შექმნილი საავადმყოფოების შენახვისათვის გამოყოფს ფინანსებს, სხვა რელიგიის მიმდევრებს უფლება აქვთ საავადმყოფოები საკუთარი სახსრებით დააარსონ.

დაფინანსების მიზნით ბიუჯეტიდან თანხის გაცემის ალტერნატიული გზაა გარკვეული საგადასახადო შეღავათების მინიჭება, კერძოდ, კათოლიკური ეკლესია და სამი ზემოაღნიშნული რელიგიური ფედერაცია – პროტესტანტული ეკლესია, ებრაული და მუსულმანური თემები, კორპორაციულ საშემოსავლო გადასახადთან მიმართებაში განიხილება, როგორც არამომგებიანი ორგანიზაციები. ისინი გათავისუფლებული არიან გადასახადისაგან, რადგან მიჩნეულია, რომ მათი შემოსავალი მათი თემების საჭიროებებს ხმარდება.

არ იბეგრება გამოკვეთილად რელიგიური ხასიათის გარკვეული ღონისძიებები, გამოცემები, რელიგიური საგნების შეძენა და ა.შ.

ბელგია

ბელგიის კონსტიტუციით უზრუნველყოფილია როგორც რელიგიის თავისუფლება, ასევე რელიგიისაგან თავისუფლება (მუხ. 20). კანონმდებლობა ყველა რელიგიის თანასწორობას ცნობს, მაგრამ ქვეყანაში ოფიციალურად აღიარებულია5 ექვსი რელიგია: კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი, იუდაიზმი, ანგლიკანობა, ისლამი და მართლმადიდებლური (ბერძნული და რუსული) ეკლესია. ექვსი აღიარებული რელიგიიდან კათოლიციზმი ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც სტატისტიკური მონაცემებითაც6 დასტურდება. კათოლიციზმს სამართლებრივი თვალსაზრისით, არ აქვს მინიჭებული განსაკუთრებული პრივილეგიები, რაც ვერ ვიტყვით მის ფაქტობრივ მდგომარეობაზე – კათოლიციზმი არის ე.წ. primus inter pares7.

სამართლებრივი სტატუსი. ეკლესიებს და საეკლესიო სტრუქტურებს არ აქვს იურიდიული პირის სტატუსი. იურიდიული პირის სტატუსი ენიჭება ეკლესიის საერო საჭიროებებზე პასუხისმგებელ საეკლესიო ადმინისტრაციებს.

დაფინანსება. კონსტიტუციაში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ აღიარებული რელიგიური გაერთიანებების მსახურების ხელფასებს და პენსიებს იხდის სახელმწიფო, რაც გათვალისწინებულია ქვეყნის ბიუჯეტით (მუხ. 181).

5 რელიგიის აღიარების ძირითადი საფუძველია რელიგიის სოციალური ფასეულობის, მის მიერ მოსახლეობისათვის სამსახურის გაწევის შეფასება, გარდა ამისა, რელიგიური ჯგუფი უნდა იყოს (ა) შედარებით დიდი; (ბ) კარგად ორგანიზებული; (გ) მოღვაწეობდეს ქვეყანაში ათეული წლების განმავლობაში; (დ) იყოს სოციალურად მნიშვნელოვანი; (ე) თავისი საქმიანობით არ უქმნიდეს საფრთხეს სოციალურ წესრიგს. 6 ბელგიის მოსახლეობის 70%–ზე მეტი თავს რომის კათოლიკური ეკლესიის წევრად მიიჩნევს.7 primus inter pares (ლათ.) პირველი თანასწორთა შორის.

kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 6

Page 7: კანონპროექტისთვის ... · Web viewსხვა რელიგიური ჯგუფები კერძო სამართლის იურიდიული

kvleviTi departamenti

დაწესებულია ასევე საგადასახადო შეღავათები, კერძოდ, საგადასახადო შეღავათი შემოსავალზე, რომელიც მიღებულია ქონების საკუთრებიდან შენობებზე (ან შენობის ნაწილზე), სადაც მიმდინარეობს ღვთისმსახურება. მოქმედებს სხვა შეღავათებიც, მაგალითად, ქალაქმა, რომელშიც მდებარეობს ეპარქია, უნდა უზრუნველყოს პასტორი საცხოვრებლით (ან შესაბამისი თანხით). ქალაქს აგრეთვე ეკისრება გარკვეული ფინანსური ვალდებულებები ეკლესიების მიმართ.

გერმანია

გერმანიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი მიმდევრები ჰყავს კათოლიკურ და ევანგელისტურ–პროტესტანტულ ეკლესიებს. სახელმწიფოსა და ლანდებს გაფორმებული აქვთ კონკორდატები ცალკეულ ეკლესიებთან

სამართლებრივი სტატუსი. როგორც მრავალრიცხოვან ასევე შედარებით მცირე რელიგიურ გაერთიანებათა მნიშვნელოვან ნაწილს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი აქვს.

დაფინანსება. კანონმდებლობის შესაბამისად, ის რელიგიური გაერთიანებები, რომლებსაც მინიჭებული აქვს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი, უფლებამოსილი არიან, დააწესონ საეკლესიო გადასახადი.8

საეკლესიო გადასახადის ოდენობა განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის 8-9%-ით. შეთანხმების საფუძველზე დიდი ეკლესიებისთვის საეკლესიო გადასახადს უმეტესად სახელმწიფო საგადასახოდო ორგანოები იღებენ. ამ მომსახურებისთვის ეკლესიები სახელმწიფოს საშემოსავლო მოსაკრებლის 3-5%-ს უხდიან. თუ ეკლესიის წევრი უარს ამბობს გადაიხადოს სავალდებულო გადასახადი, შეიძლება სამართლებრივი საშუალებების გამოყენება.

ბევრი ეკლესია თავისი საქმიანობისთვის სახელმწიფოსგან იღებს თანხებს.9

ზოგიერთ შემთხვევაში ეკლესია თავისუფლდება გადასახადებისგან. საეკლესიო გადასახადი და ეკლესიისადმი საქველმოქმედო შემოწირულობანი შეიძლება ამოირიცხოს საშემოსავლო გადასახადიდან.

ავსტრია

სამართლებრივი სტატუსი. რელიგიურ ორგანიზაციების სტატუსს აწესრიგებს კანონები „ეკლესიების აღიარების შესახებ და რელიგიური კონფესიური თემების შესახებ. ურთიერთობა სახელმწიფოსა და რომის კათოლიკურ ეკლესიას შორის ეფუძნება ვატიკანთან დადებულ ხელშეკრულებებს.

8 დიდმა ეკლესიებმა ფართოდ გამოიყენა ეს შესაძლებლობა, რასაც ვერ ვიტყვით საჯარო კორპორაციის სტატუსის მქონე, ისეთ შედარებით მცირე რელიგიურ გაერთიანებაზე, როგორიცაა, მაგალითად, ებრაელთა თემი.9 სახელმწიფოს ნეიტრალიტეტის იდეიდან გამომდინარე, ეკლესიის საქმიანობა არ უნდა ჩააყენონ იმაზე უარეს მდგომარეობაში, ვიდრე, ვთქვათ, ათლეტთათვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ადგილობრივი კლუბები.

kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 7

Page 8: კანონპროექტისთვის ... · Web viewსხვა რელიგიური ჯგუფები კერძო სამართლის იურიდიული

kvleviTi departamenti

კანონით დაშვებულია სამი სახის რელიგიური გაერთიანება: (1) ოფიციალურად აღიარებული რელიგიური საზოგადოებები, (2) რელიგიური კონფესიური თემები და (3) ასოციაციები.

ოფიციალურად აღიარებულ რელიგიურ საზოგადოებებს განეკუთვნება: რომის კათოლიკური ეკლესია, ლუთერანული ეკლესია, რეფორმირებული ეკლესია, ძველი კათოლიკური ეკლესია, ისლამური თემი, ებრაული თემი, მართლმადიდებლური ეკლესია (რუსული, ბერძნული, სერბული, რუმინული და ბულგარული) აღმოსავლური (სომხური, კოპტური, სირიული), მეთოდისტური, ახალი აპოსტოლური, ბუდისტური, მორმონები და იეღოვას მოწმეები.

ოფიციალურად აღიარებული რელიგიური საზოგადოებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით სარგებლობენ. დანარჩენებს კი კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით აქვთ საქმიანობის უფლება.

დაფინანსება. სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური ერთობები ანაზღაურებას იღებს მხოლოდ ნაცისტური ოკუპაციის დროს მიყენებული ზარალის სანაცვლოდ. 1955 წლის ვენის შეთანხმების (26-ე მუხლის) თანახმად, ავსტრია ვალდებულია აანაზღაუროს ფინანსური ზარალი, რომელიც მიადგა ნაცისტური კანონმდებლობით ან აჯანყებით ნაცისტური ოკუპაციის პერიოდში. ამის განსახორციელებლად საერთაშორისო კანონმდებლობის ფარგლებში დაიდო ხელშეკრულება კათოლიკურ, პროტესტანტულ და ძველ კათოლიკურ ეკლესიებთან, ასევე ებრაელთა რელიგიურ ერთობასთან, კანონის თანახმად ანგარიშსწორების განხორციელების თაობაზე.

საეკლესიო შენატანების შეგროვება, მატერიალური საჭიროებებისა და პერსონალის დაფინანსებისათვის თანხების შეკრება კანონით აღიარებული ეკლესიის ან რელიგიური ერთობის შიდა საქმეა, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით შესაძლებელია ამოქმედდეს კანონიერი სახელმწიფო გარანტიის უფლება.

საეკლესიო შენატანების კანონი მოქმედებს კათოლიკური, პროტესტანტული და ძველი კათოლიკური ეკლესიებისათვის. რელიგიური ერთობის ზრდასრული წევრები ვალდებული არიან გაიღონ კონტრიბუცია, მიუხედავად იმისა, სარგებლობენ თუ არა ისინი ეკლესიის მომსახურებით. გადაწყვეტილების მიღება და შენატანების შეკრება ხდება საეკლესიო შენატანების დეკრეტით, რომელიც ეკლესიებმა მიიღო. გადაუხდელობა შეიძლება სამოქალაქო საქმის აღძვრის საფუძველი გახდეს.

საბერძნეთი

კონსტიტუციით მართლმადიდებლური ეკლესიის სარწმუნოებრივი მოძღვრება სახელმწიფო რელიგიაა და სხვა რელიფიებთან შედარებით მეტი უპირატესობები აქვს მინიჭებული.

სტატუსი. მართლმადიდებლური ეკლესია საჯარო სამართლის იურიდიული პირია. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მინიჭებული აქვთ ასევე ებრაულ და ისლამურ რელიგიურ გაერთიანებებს. სხვა რელიგიური ჯგუფები კერძო სამართლის იურიდიული პირები არიან და უფლება არა აქვთ ფლობდნენ ქონებას, მათ შეუძლიათ შექმნან სპეციალური იურიდიული პირები ამ მიზნით.

დაფინანსება. საბერძნეთში არ არის საეკლესიო გადასახადი. თითოეულ რელიგიას აქვს თავისი შემოსავალი მოძრავი და უძრავი ქონებიდან და წევრთა შემოწირულებებიდან.

kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 8

Page 9: კანონპროექტისთვის ... · Web viewსხვა რელიგიური ჯგუფები კერძო სამართლის იურიდიული

kvleviTi departamenti

სახელმწიფომ თითქმის მთლიანად თავის თავზე აიღო უპირატესი რელიგიის დაფინანსება, რაც სხვადასხვა ფორმით კეთდება: პირდაპირი ან არაპირდაპირი სუბსიდირება და მონასტრების საჭიროებებისთვის სხვადასხვა გრანტის გაცემა. ამავე დროს, სახელმწიფო იხდის მართლმადიდებელი საეკლესიო მსახურების განათლების ყველა ხარჯს.

სახელმწიფო იხდის პრელატებისა და მღვდლების ხელფასებს, რომლებიც მსახურობენ სამრევლოებში, ასევე დიაკვნების (მღვდლების და დიაკვნების რაოდენობა 10,000-მდეა), მქადაგებლებისა და საერო მომსახურეების ხელფასებს, რომლებიც მსახურობენ მართლმადიდებელ ეკლესიაში. იგივე პირები პენსიაზე გასვლის შემდეგ პენსიებს სახელმწიფოსგან იღებენ.

საგადასახადო შეღავათი: როგორც მართლმადიდებელი ეკლესიები, ისე სხვა კონფესიები და რელიგიური ორგანიზაციები, იღებენ ისეთ საგადასახადო შეღავათებს, როგორებიცაა: უძრავი ქონების გადასახადი, უძრავი ქონების საშემოსავლო გადასახადი, გადასახადი უძრავი ქონების გადაცემაზე, შემოწირულებებსა და მემკვიდრეობაზე.

დანია

კონსტიტუციით ევანგელისტური ლუთერანული ეკლესია არის დანიის სახალხო ეკლესია (folkekirke) და ამის გამო ის სახელმწიფოს მხარდაჭერით სარგებლობს.

დანიის მოსახლეობის უმრავლესობა (80%–ზე მეტი) ამ ეკლესიას ეკუთვნის. სახელმწიფო მხარს უჭერს სახალხო ეკლესიას ეკონომიკურ, სამართლებრივ და პოლიტიკურ სფეროებში10. დანიის მეფე ვალდებულია იყოს ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის წევრი, თუმცა სხვა მოქალაქეებს უფლება აქვთ, გაერთიანდნენ საზოგადოებებში, რათა თაყვანი სცენ ღმერთს იმ სახით, რომელიც შეესაბამება მათ რწმენას, თუ ასეთი საზოგადოებების სწავლება ან მოქმედება არ ეწინააღმდეგება მორალისა და საზოგადოებრივი წესრიგის ნორმებს.

სამართლებრივი სტატუსი. კანონის შესაბამისად სხვა რელიგიური ერთეულები სამ ჯგუფად იყოფა: აღიარებული რელიგიური საზოგადოებები, ქორწინების ჩატარების უფლების მქონე საზოგადოებები და სხვა რელიგიური საზოგადოებები, რომლებიც ოფიციალურად არ არიან აღიარებული.

აღიარება მოპოვებული აქვთ: გერმანიის და საფრანგეთის რეფორმირებულ ეკლესიებს, რომაულ კათოლიკურ ეკლესიას, ებრაელთა თემს, ბაპტისტებს, მეთოდისტებს, გუსტავის შვედურ ეკლესიას, ნორვეგიის მეფე ჰააკონის ეკლესიას, ფინურ ეკლესიას, ისლანდიის ეკლესიას, დანიის რეფორმირებულ ეკლესიას, წმინდა ალბანის სახელობის ინგლისურ ეკლესიას და რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და სხვ.

ქორწინების ჩატარების ნებართვის მისაღებად აუცილებელია, რომ რელიგიური საზოგადოება იყოს ნათლად განსაზღვრული ორგანიზაციული სტრუქტურის და წარმომადგენლობის მქონე რელიგიური მიმდინარეობა. აღიარების შედეგად, რომელიც მხოლოდ საქორწინო რიტუალების ჩატარების უფლებით შემოიფარგლება, უფლებამოსილ 10 სახალხო ეკლესიის და სახელმწიფოს ერთმანეთისგან ოფიციალურად განცალკევება შეუძლებელია კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის გარეშე, რაც გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი სპეციალური საპროცედურო მოთხოვნების გამო.

kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 9

Page 10: კანონპროექტისთვის ... · Web viewსხვა რელიგიური ჯგუფები კერძო სამართლის იურიდიული

kvleviTi departamenti

სასულიერო პირებს არ აქვთ სამართლებრივი ძალის სამოქალაქო ნათლობის ჩატარების და პერსონალური ინფორმაციის რეგისტრირების უფლება. ასეთი რეგისტრაციის უფლება აქვს მხოლოდ სახალხო ეკლესიის მრევლის მოძღვარს.

დაფინანსება. სახალხო ეკლესიის შემოსავალი დაახლოებით 4.5 მილიარდ კრონს აღწევს, აქედან 75%-ს გადასახადების სახით იხდიან ეკლესიის წევრები. სახელმწიფოს დოტაცია შეადგენს 12%-ს, ხოლო დანარჩენი 13% მოდის სხვადასხვა ფონდებიდან, უძრავი ქონებიდან და ცალკეული შეწირულობებიდან. სახალხო ეკლესიის ხარჯები შემდეგნაირადაა განაწილებული: 50% იხარჯება მღვდლების, დეკანოზების, ეპისკოპოსებისა და სხვადასხვა მომსახურე პერსონალის ხელფასებზე, 25% – ყოველდღიურ ხარჯებზე, 10% – პენსიებზე და 15% – ახალ ინვესტიციებზე.

საეკლესიო გადასახადების 60% გამოიყენება მღვდლებისა და დეკანოზების ხელფასების დასაფარად. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სახსრები ირიცხება საეკლესიო საქმეთა სამინისტროში, აგრეთვე გამოიყენება ეპისკოპოსთა ხელფასების, მღვდელთა და დეკანოზთა პენსიების დასაფარად, ხოლო დანარჩენი 40% იხარჯება მღვდლებისა და დეკანოზების ხელფასების, მრევლებისა და ეპარქიების ადმინისტრირებისა და განათლებისთვის, აგრეთვე ისტორიული ეკლესიების, ჩუქურთმების, საფლავებისა და მონუმენტების რესტავრაციისა და დაცვისთვის სპეციალურად გამოყოფილ გრანტებში.

ყველა სახის შემოსავალი გროვდება ერთობლივ ფონდში, რომელსაც საეპარქიო მმართველობა განაგებს.

ქორწინების ჩატარების უფლების მიღების შედეგად რელიგიური საზოგადოება ავტომატურად თავისუფლდება 500-დან 5000-მდე დანიური კრონის ოდენობის ერთჯერადი შეწირულობისთვის დაწესებული გადასახადისგან. დონორებს აგრეთვე შეუძლიათ თავის თავზე აიღონ უფრო დიდი ოდენობის ფინანსური დახმარების გაწევა სულ ცოტა 10 წლის განმავლობაში იმ გაერთიანებების, დაწესებულებების და რელიგიური საზოგადოებებისთვის, რომლებსაც გადასახადების მინისტრი დაამტკიცებს. ასეთი დადგენილების მისაღებად აუცილებელია, რომ ასეთი რელიგიური საზოგადოების ადგილსამყოფელი იყოს დანიაში. საგადასახადო უწყებები სისტემატურად აქვეყნებენ ინფორმაციას ასეთი გაერთიანებების და რელიგიური საზოგადოებების შესახებ. თუ ეკლესია, რელიგიური მიმდინარეობა ან რამდენიმე რელიგიური ასოციაციისგან შემდგარი გაერთიანება ჩაითვლება რელიგიურ საზოგადოებად, იგი ავტომატურად გათავისუფლდება გადასახადებისგან, ხოლო სხვა ორგანიზაციებმა, რომელთა მიზნებს (საქველმოქმედო, სოციალური და კულტურული საქმიანობა) შორის ერთ-ერთი რელიგიურია, გადასახადებისაგან გათავისუფლებისთვის უნდა დააკმაყოფილონ მთელი რიგი სამართლებრივი მოთხოვნები, როგორიცაა წევრთა რაოდენობა, დონორთა მინიმალური რაოდენობა, მყარი ფინანსური საფუძველი და ა.შ.

ნორვეგია

კონსტიტუციით ევანგელისტურ–ლუთერანული ეკლესია სახელმწიფო რელიგიად არის გამოცხადებული. მეფე მოვალეა, იყოს ამ რელიგიის აღმსარებელი ისევე, როგორც მინისტრთა კაბინეტის წევრთა ნახევარი მაინც.

kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 10

Page 11: კანონპროექტისთვის ... · Web viewსხვა რელიგიური ჯგუფები კერძო სამართლის იურიდიული

kvleviTi departamenti

დაფინანსება. სახელმწიფო11 პირდაპირ და თანასწორად აფინანსებს როგორც სახელმწიფო ეკლესიას, ასევე რეგისტრირებულ რელიგიურ ორგანიზაციებს. მათ უფლება აქვთ ყოველწლიურად 1 აპრილამდე მოითხოვონ სახელმწიფო დაფინანსება, რაც 1 წევრზე შეადგენს 30 ევროს. გამოყოფილი სახსრები უნდა დაიხარჯოს მიზნობრივად, რის შესახებაც ორგანიზაციის საბჭოს ან ბუღალტრის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტაცია წარედგინება ოლქის გუბერნატორს ყოველწლიურად 1 მარტამდე, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში შესაძლებელია დაფინანსების შეწყვეტა.

ფინეთი

სამართლებრივი სტატუსი. ფინეთში ორი აღიარებული რელიგიაა ევანგელისტურ–ლუთერანული და მართლმადიდებლური.12 მათ მიკუთვნებული აქვთ თვითმართვადი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სტატუსი.

ორი სახელმწიფო ეკლესიის საჯარო სამართლის ბუნება ვლინდება იმ ფაქტშიც, რომ ორივე ეკლესიას აქვს თავისი საკუთარი შიდა სასამართლო სისტემა. ლუთერანული ეკლესის ავტონომია უფრო „ძლიერი“ ავტონომიაა იმ გაგებით, რომ მხოლოდ ეკლესიას შეიძლება წაუყენონ წინადადებები საეკლესიო კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. ხოლო ეკლესიის მიერ პარლამენტში წარმოდგენილი კანონის პროექტში ცვლილებების შეტანა დაუშვებელია, პარლამენტი მას ან იღებს წარმოდგენილი სახით ან უარყოფს მთლიანად.

სხვა რელიგიური საზოგადოებები კერძო სამართლის სუბიექტებია, რომლებიც საქმიანობას წარმართავენ კანონით რელიგიური თავისუფლების შესახებ. პატენტების და რეგისტრაციის ეროვნული საბჭოში რეგისტრაციის შემდეგ მათ ეძლევათ სრული სამართლებრივი ქმედითობა როგორც ავტონომიურ იურიდიულ პირებს.

ადრე არსებული შეზღუდვები, რომლებიც დაწესებული იყო რელიგიური საზოგადოებებისთვის კერძო საკუთრების ფლობაზე, გაუქმდა 2003 წლის რელიგიის თავისუფლების შეახებ კანონის მიღების შემდეგ. ამ კანონის თანახმად, რელიგიური საზოგადოების მიზანი არ უნდა იყოს ეკონომიკური მოგების მიღება ან ეკონომიკური საქმიანობის წარმოება.

დაფინანსება. როგორც ლუთერანული, ასევე მართლმადიდებლური ეკლესია უფლებამოსილია მოახდინოს გადასახადების შეგროვება თავიანთი წევრებისგან. გადასახადებს აგროვებს საგადასახადო ადმინისტრაცია სახელმწიფო და მუნიციპალურ გადასახადებთან ერთად. რელიგიური გაერთიანებების გარდა, იურიდიული პირები –კომპანიები და ასოციაციები – ვალდებულნი არიან, მონაწილეობა მიიღონ ლუთერანული ან მართლმადიდებლური ეკლესიების დაფინანსებაში საშემოსავლო გადასახადის მეშვეობით, რომლის გარკვეული ნაწილი მიმართულია ორი ეკლესიისთვის. არ არსებობს საგადასახადო შეღავათები კომპანიების ან სხვა იურიდიული პირების მიმართ, რომელთა აქციონერები ან წევრები ეკუთვნიან უმცირეს რელიგიებს.

ლუთერანული ეკლესია, მართლმადიდებლური ეკლესია და რელიგიური გაერთიანებები გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან. სასაფლაოები კი გათავისუფლებულია უძრავი ქონების გადასახადისგან.11 დაფინანსების ნაწილს გასცემენ შესაბამისი მუნიციპალიტეტები.12 მოსახლეობის დაახ. 80% ლუთერანია, 1.1% – მართლმადიდებელი.

kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 11

Page 12: კანონპროექტისთვის ... · Web viewსხვა რელიგიური ჯგუფები კერძო სამართლის იურიდიული

kvleviTi departamenti

სლოვაკეთი

სამართლებრივი სტატუსი. კონსტიტუციის შესაბამისად ეკლესიები და რელიგიური გაერთიანებები განსაკუთრებული ტიპის სამართლებრივი ერთეულები არიან, რომელთაც კონსტიტუციით აქვთ მინიჭებული სპეციალური სტატუსისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა უფლება.

კანონით ეკლესიებისა და რელიგიური გაერთიანებების სტატუსის და რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ №308/1991 ეკლესია ან რელიგიური გაერთიანება არის იურიდიული პირი.

სახელმწიფო ცნობს მხოლოდ რეგისტრირებულ ეკლესიებს და რელიგიურ გაერთიანებებს. აღნიშნული კანონის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანოა კულტურის სამინისტრო. ეკლესიამ ან რელიგიურმა ორგანიზაციამ შეიძლება მოითხოვოს რეგისტრაცია იმ შემთხვევაში, თუ მის შემადგენლობაში შედის სლოვაკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები, სულ მცირე, 20.000 სრულწლოვანი პირი13.

2003 წლისთვის სლოვაკეთის რესპუბლიკაში რეგისტრაცია გაიარა: სამოციქულო ეკლესიამ, ბაპტისტთა ძმობის კავშირმა, მეშვიდე დღის ადვენტისტთა ეკლესიამ, „ძმათა“ ეკლესიამ, ჰუსიტთა ეკლესიამ, აუგსბურგის კონფესიის პროტესტანტულმა ეკლესიამ, პროტესტანტულ-მეთოდისტურმა ეკლესიამ, ბერძნულ-კათოლიკურმა ეკლესიამ, ქრისტიანულმა კონგრეგაციებმა, იეღოვას მოწმეთა რელიგიურმა გაერთიანებამ, ახალმა სამოციქულო ეკლესიამ, მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, რეფორმისტულმა ქრისტიანულმა ეკლესიამ, რომაულ-კათოლიკურმა ეკლესიამ, ძველმა კათოლიკურმა ეკლესიამ, ებრაულ რელიგიურ გაერთიანებათა ცენტრალურმა კავშირმა

დაფინანსება. კანონით სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ეკლესიები და რელიგიური გაერთიანებები ფულადი სახსრებით სასულიერო პირთა ხელფასების გადასახდელად (მათ შორისაა სახსრები სოციალურ, ჯანდაცვის და დასაქმების სფეროში)14. სასულიერო პირთა ანაზღაურების ოდენობა და კლასიფიკაცია რეგულირდება მთავრობის დადგენილებით.

რეგისტრირებული ეკლესიებისა და რელიგიური გაერთიანებებისთვის ეროვნული ბიუჯეტით გათვალისწინებულ ფინანსურ დახმარებას განკარგავს კულტურის სამინისტრო. საეკლესიო დეპარტამენტის მეშვეობით იგი ყოველთვიურად გადასცემს დადგენილ თანხას თითოეული ეკლესიის მმართველ ორგანოს.

13 თავისი დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია კულტურის სამინისტრომ უნდა გადასცეს სტატისტიკის ბიუროს გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში. ამ მოთხოვნებთან ერთად რეგისტრაციისთვის აუცილებელია განცხადება, რომელშიც განმცხადებელი ეკლესია ან რელიგიური გაერთიანება აღიარებს კანონისა და სამართლებრივი ნორმების სრულ პატივისცემას და სხვა ეკლესიების, რელიგიური გაერთიანებების და სარწმუნოების არმქონე ადამიანების პატივისცემას.14 ეს არ ეხება იმ ეკლესიებსა და რელიგიურ გაერთიანებებს, რომლებიც პერსონალურად სარგებლობდნენ უპირატესობებით თავიანთი სამღვდელოებისთვის 1989 წლის 31 დეკემბრამდე. თექვსმეტი რეგისტრირებული ეკლესიისა და რელიგიური გაერთიანებიდან ასეთია ოთხი: იეღოვას მოწმეთა რელიგიური გაერთიანება, ქრისტიანული კონგრეგაციები, მეშვიდე დღის ადვენტისტთა ეკლესია, ახალი სამოციქულო ეკლესია.

kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 12

Page 13: კანონპროექტისთვის ... · Web viewსხვა რელიგიური ჯგუფები კერძო სამართლის იურიდიული

kvleviTi departamenti

გადასახადისგან გათავისუფლებულია ეკლესიის შემოწირულობები, ეკლესიის საქმიანობისგან მიღებული შემოსავალი, რეგისტრირებული ეკლესიებისა და რელიგიური გაერთიანებების წევრთა რეგულარული შენატანები.

სახელმწიფოს მიერ რეგისტრირებული ეკლესიებისა და რელიგიური გაერთიანებების ჰუმანიტარული, საქველმოქმედო და რელიგიური მიზნისთვის განკუთვნილი საგნების ღირებულება შეიძლება გამოაკლონ ფიზიკური და იურიდიული პირების იმ შემოსავლს, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას.

მიწა, რომელზეც მდებარეობს ის შენობები ან შენობათა ნაწილი, რომელიც რელიგიური ცერემონიის შესასრულებლად გამოიყენება და ის შენობები ან შენობათა ნაწილი, რომლებიც გამოიყენება ეკლესიის ადმინისტრაციის ოფისებად, გათავისუფლებულია მიწის გადასახადისგან. გადასახადს არ ექვემდებარება ასევე მიწა, რომელზეც არის სასაფლაო.

ის შენობები ან შენობათა ნაწილი, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ რელიგიური ცერემონიების შესასრულებლად და ის შენობები ან შენობათა ნაწილი, რომლებიც გამოიყენება ეკლესიის ადმინისტრაციის ოფისებად, გათავისუფლებულია გადასახადისგან, რომელიც დაწესებულია შენობებზე (შენობის გადასახადი).

ქონების მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღების შემთხვევაში, თუ ეს ქონება რეგისტრირებული ეკლესიებისა და რელიგიური გაერთიანებების გაფართოებისა და განვითარებისთვის არის გამიზნული, გათავისუფლებულია მემკვიდრეობაზე დაწესებული გადასახადისგან (მემკვიდრეობის გადასახადი).

ეკლესიებისა და რელიგიური გაერთიანებებისთვის განკუთვნილი რელიგიური საგნები და საჩუქრები გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისგან.

უნგრეთი

სამართლებრივი სტატუსი. უნგრეთში, ბელგიის მსგავსად, აღიარებულია არა მხოლოდ რელიგიის თავისუფლება, არამედ რელიგიისაგან თავისუფლებაც. ოთხი რელიგიური გაერთიანება რეგისტრირებულია როგორც „ისტორიული რელიგია“, ესენია: რომის კათოლიკური ეკლესია, რეფორმირებული ეკლესია, ლუთერანული ეკლესია და ებრაელთა თემი.

ეკლესიების რეგისტრაციას აწარმოებენ საოლქო სასამართლოები გაერთიანებების, პოლიტიკური პარტიების ან ფონდების მსგავსად. 1990 წლამდე დარეგისტრირებული ეკლესიების ხელახალი რეგისტრაცია ხდება ავტომატურად. სხვა რელიგიურმა საზოგადოებებმა, რომელთაც სურთ რეგისტრაციის გავლა, უნდა წარადგინონ 100 კერძო პირის, როგორც დამფუძნებლის, თანხმობა და წესდება.

ყველა რეგისტრირებულ ეკლესიას15 თანაბარი უფლებები და მოვალეობები აქვთ. თუმცა თანასწორობა არსებობს სამართლებრივი სტატუსის და არა სოციალური მნიშვნელობის მიხედვით. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილების შესაბამისად, ეკლესიების მიმართ თანასწორი მიდგომა არ გამორიცხავს ცალკეული ეკლესიების ფაქტობრივი სოციალური როლის გათვალისწინებას.

15 2010 წლისათვის რეგისტრირებული იყო 368 რელიგიური ერთეული.kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 13

Page 14: კანონპროექტისთვის ... · Web viewსხვა რელიგიური ჯგუფები კერძო სამართლის იურიდიული

kvleviTi departamenti

ეკლესიებს მინიჭებული აქვთ იურიდიული პირის სტატუსი sui generis16. მათი შიდა საორგანიზაციო ერთეულები, როგორებიცაა: ინსტიტუტები ან ეპარქიები აგრეთვე სამართლებრივი ერთეულებია, თუკი ეკლესიის წესდება ამას ითვალისწინებს.

იმის გამო, რომ სამართლებრივი სისტემა დაბრკოლების გარეშე იძლევა რელიგიების რეგისტრაციის საშუალებას და უზრუნველყოფს სამართალსუბიექტობის მინიჭებას, ახალ რელიგიურ მოძრაობებს და განცალკევებულ ჯგუფებს ადვილად შეუძლიათ გამოიყენოს იგივე სამართლებრივი რეჟიმები, როგორებსაც ტრადიციული ეკლესიები იყენებენ.

დაფინანსება. მოქმედებს „ნებაყოფლობითი საეკლესიო გადასახადი“, ამ სისტემის მიხედვით გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს თავისი შემოსავლის 1% გადარიცხოს მისთვის სასურველი რეგისტრირებული რელიგიურ გაერთიანების ფონდში.

ეკლესიებს შეუძლიათ სუბსიდიების მიღება ცენტრალური ბიუჯეტიდან რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიული ნაგებობების, არქივების, ბიბლიოთეკების და მუზეუმების მოვლა-პატრონობის მიზნით.

ზოგიერთი მუნიციპალიტეტიდან ეკლესია იღებს შეწირულებებს სარეკონსტრუქციო პროექტებისათვის. ეკლესიებს არ აქვს არანაირი შეზღუდვა შემოწირულობების მიღების თვალსაზრისით (შეზღუდული საგადასახადო დაქვითვით).

ეკლესიას აგრეთვე უფლება აქვს იმოქმედოს როგორც მეწარმემ და მიიღოს გარკვეული სახის შემოსავალი. პრაქტიკაში ეკლესიების ბიზნეს-საქმიანობა უმნიშვნელოა, გარდა ზოგიერთი ახალი რელიგიური მოძრაობის.

ეკლესიებს აქვს სხვადასხვა სახის შეღავათი, რომლებიც არაკომერციული ორგანიზაციებისთვის დაწესებული შეღავათების მსგავსია: მაგალითად, ისინი გათავისუფლებულნი არიან ადგილობრივი გადასახადებისგან და მოსაკრებლებისგან.

2002 წლიდან ეკლესიებმა მიიღო სპეციალური შემოწირულობები თავიანთი თანამშრომლების ხელფასებისთვის (საეკლესიო მსახურები და სრული დატვირთვით მომუშავე ეკლესიის მიერ დაქირავებული სხვა მუშაკები), რომლებიც მუშაობენ და ცხოვრობენ ქალაქგარეთ, სადაც 5.000-ზე ნაკლები მცხოვრებია. ასეთი გრანტების გაცემით მთავრობა აღიარებს ეკლესიების მნიშვნელოვან როლს რეგიონების განვითარების საქმეში.

სახელმწიფო სტიპენდიებს იღებს ეკლესია და არა ცალკეული საეკლესიო მსახური, თუმცა ისევ ეკლესიის თანამშრომლების დახმარების მიზნით, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით რეგიონების განვითარებაში.

გარდა სახელმწიფო სუბსიდიებისა, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივ დონეზე ეკლესიებს ინახავენ მორწმუნეების ნებაყოფლობითი შემოწირულობების ხარჯზეც.

ჩეხეთი

სამართლებრივი სტატუსი. 2002 წლის კანონით რელიგიური თავისუფლებისა და ეკლესიებისა და რელიგიური ასოციაციების ადგილის შესახებ მოქმედებს რეგისტრაციის ორსაფეხურიანი სისტემა17.

16 ანუ გამონაკლისის სახით, როგორც განსაკუთრებულ ერთეულებს. kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 14

Page 15: კანონპროექტისთვის ... · Web viewსხვა რელიგიური ჯგუფები კერძო სამართლის იურიდიული

kvleviTi departamenti

პირველ კატეგორიაში ერთიანდებიან ჯგუფები, რომლებსაც ჰყავთ მინიმუმ 300 სრულწლოვანი მიმდევარი და რეგისტრაციის გავლის საფუძველზე იღებენ შეზღუდულ საგადასახადო შეღავათებს.

მეორე კატეგორიაში ისეთი ჯგუფები შედიან, რომელთა მიმდევრების რაოდენობა ქვეყნის მოსახლეობის მინიმუმ 0.1%–ს შეადგენს (დაახ. 10.000) და დარეგისტრირებულია პირველ საფეხურზე სულ მცირე 10 წლის მანძილზე.

არარეგისტრირებულ ჯგუფებს არ აქვთ ქონების ფლობის უფლება, მაგრამ შეუძლიათ შექმნან ასოციაციები ამ მიზნით მანამ, სანამ თავად მიიღებენ რეგისტრაციას.

დაფინანსება. მეორე დონეზე დარიგისტრირებულ გაერთიანებებს უფლება აქვთ სახელმწიფოსაგან მიიღონ დაფინანსება მღვდელმსახურთა რაოდენობის პროპორციულად.

ესტონეთი

სამართლებრივი სტატუსი. ესტონეთში ნებისმიერი რელიგიური გაერთიანება კერძო სამართალში განიხილება, როგორც იურიდიული პირი.

ესტონეთის კანონმდებლობა ცნობს რელიგიური ორგანიზაციების ხუთ სხვადასხვა ტიპს: ეკლესიებს, კონგრეგაციებს, კონგრეგაციათა ასოციაციებს, მონასტრებსა და რელიგიურ საზოგადოებებს.

(1) ეკლესია არის ასოციაცია, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: მასში ნებაყოფლობით შედის სულ მცირე სამი კონგრეგაცია, რომლებიც, საუკეთესო შემთხვევაში, მოწყობილი არიან ეპარქიული სისტემით და თავიანთი დოქტრინით შეესაბამებიან სამ მსოფლიო კრებაზე აღიარებულ მრწამსს; იგი მოქმედებს თავისი შინაგანაწესის თანახმად. მას მართავს მმართველი საბჭო; გატარებულია რეესტრში.

(2) კონგრეგაცია არის ფიზიკურ პირთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომლებიც ერთ საერთო რწმენას აღიარებენ. კონგრეგაცია მოქმედებს შინაგანაწესით. მას ხელმძღვანელობს არჩეულ მმართველთა საბჭო და გატარებულია რეესტრში.

(3) კონგრეგაციათა ასოციაცია არის, სულ მცირე, სამი ნებაყოფლობით გაერთიანებული კონგრეგაციის ერთობლიობა, რომლებიც ერთ საერთო რწმენას აღიარებენ და მოქმედებენ შინაგანაწესით; მას ხელმძღვანელობს არჩეულ მმართველთა საბჭო და გატარებულია რეესტრში.

(4) მონასტერი არის ერთი საერთო რწმენის აღმსარებელ ფიზიკურ პირთა ნებაყოფლობითი სათემო გაერთიანება, რომელიც შესაბამისი ეკლესიის წესებითა ან საკუთარი შინაგანაწესით მოქმედებს; მას ხელმძღვანელობს არჩეული ან დანიშნული მონასტრის წინამძღვარი და გატარებულია რეესტრში.

რაც შეეხება რელიგიური საზოგადოებების საქმიანობას, მას არეგულირებს კანონი არამომგებიანი ორგანიზაციების შესახებ. რელიგიური გაერთიანების სამართლებრივი ქმედუნარიანობა იწყება მისი რელიგიური გაერთიანებების რეესტრში შეტანით. კანონით აკრძალული არ არის დაურეგისტრირებელი რელიგიური გაერთიანებების საქმიანობა, თუმცა, ამ შემთხვევაში ისინი არ ჩაითვლებიან იურიდიულ პირებად და, შესაბამისად, ვერ 17 რეგისტრაცია ხდება კულტურის სამინისტროში.

kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 15

Page 16: კანონპროექტისთვის ... · Web viewსხვა რელიგიური ჯგუფები კერძო სამართლის იურიდიული

kvleviTi departamenti

ისარგებლებენ იმ უფლებებითა და დახმარებით, რომლითაც სარგებლობენ იურიდიულ პირებად რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციები.

დაფინანსება. იმის გათვალისწინებით, რომ ეკლესიის შენობებს, როგორც წესი, აქვთ ისტორიული, კულტურული და მხატვრული ღირებულება, კანონის თანახმად სახელმწიფო ვალდებულია მოიძიოს დამატებითი სახსრები, რათა დაეხმაროს ეკლესიებს და სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს ამ შენობების შენახვაში.

გარდა ამისა, საშემოსავლო გადასახადის შესახებ კანონის საფუძველზე რელიგიური ორგანიზაციები ავტომატურად თავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისგან.

გადასახადებისგან გათავისუფლებულ არამომგებიან ორგანიზაციათა სიაში მოსახვედრად სხვა არამომგებიანმა ორგანიზაციებმა (მათ შორის, ჰუმანიტარულმა ასოციაციებმა და რელიგიურმა საზოგადოებებმა) წინასწარი განაცხადი უნდა გააკეთონ.

რელიგიური ასოციაციები აგრეთვე სარგებლობენ დამატებული ღირებულების გადასახადთან დაკავშირებული შეღავათებით, მაგალითად, რელიგიურ ორგანიზაციებს შეეძლოთ ელექტროენერგიის შეძენა 5%-იანი დღგ-ით ჩვეულებრივი 18%-იანი დღგ-ის ნაცვლად. ეს შეღავათი არ ეხებოდა სხვა არამომგებიან ორგანიზაციებს.

რელიგიური გაერთიანებები გათავისუფლებული არიან მიწის (ქონების) გადასახადისგან. მიწის გადასახადი არ ვრცელდება მიწის იმ ნაკვეთებზე, სადაც მიმდინარეობს ეკლესიების და კონგრეგაციების ღვთისმსახურება. ამ გადასახადისგან გათავისუფლებული არ არის საერო არამომგებიანი ორგანიზაციების ქონება.

ლიტვა

სამართლებრივი სტატუსი. რელიგიური გაერთიანებებისა და ასოციაციების18 რეგისტრაცია არ არის სავალდებულო, თუმცა დაურეგისტრირებელი რელიგიური გაერთიანება ვერ გახდება სამართლის სუბიექტი. კანონი განსაზღვრავს რელიგიური გაერთიანებებისა და ასოციაციების სამ განსხვავებულ კატეგორიას:

(1) ტრადიციული რელიგიური გაერთიანებები და ასოციაციები (ასეთია ცხრა ტრადიციული ეკლესია: რომის კათოლიკური, ბერძნულ-კათოლიკური, ევანგელურ–ლუთერანული, ევანგელურ-რეფორმისტული, რუსული მართლმადიდებლური, ძველმორწმუნეების, ებრაული, სუნიტი მუსლიმანებისა და კარაიტე).19 18 რელიგიური გაერთიანების ცნება განსაზღვრულია ლიტვის რესპუბლიკის კონსტიტუციასა და რელიგიური გაერთიანებებისა და ასოციაციების შესახებ კანონში. ამ კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, რელიგიური გაერთიანება იმ ინდივიდთა ჯგუფია, რომელსაც აერთიანებს ერთი და იგივე რელიგიური მისწრაფება. ასოციაცია უნდა შეიცავდეს საერთო ხელმძღვანელობის მქონე, სულ მცირე, ორ რელიგიურ გაერთიანებას. რელიგიური ცენტრი კი რელიგიური ასოციაციის ხელმძღვანელ ორგანოს წარმოადგენს.19 საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, უპირატესობები, რომლებითაც სარგებლობენ ტრადიციული რელიგიური გაერთიანებები, დაცულია კონსტიტუციით. რელიგიური ორგანიზაციისთვის „ტრადიციული ეკლესიის“ სახელის მინიჭება სახელმწიფოს მხრიდან აღიარების სპეციალური მეთოდია. ტრადიციული ეკლესიების დაფუძნება აღიარებულია კონსტიტუციით. ტრადიციულობა გულისხმობს სპეციალურ მდგომარეობას სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობაში, რაც იწვევს რელიგიური კულტურის გავლენას საზოგადოების განვითარებაზე. ამ მიზეზით ტრადიციულმა ეკლესიებმა შეიძლება მიიღონ ის უფლებები, რაც არ აქვს სხვა ეკლესიებს.

kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 16

Page 17: კანონპროექტისთვის ... · Web viewსხვა რელიგიური ჯგუფები კერძო სამართლის იურიდიული

kvleviTi departamenti

(2) სახელმწიფოს მიერ აღიარებული რელიგიური გაერთიანებები და ასოციაციები,

(3) სხვა (არატრადიციული) რელიგიური გაერთიანებები და ასოციაციები.

კანონის მიხედვით ტრადიციული რელიგიური გაერთიანებები და ასოციაციებია ის რელიგიური გაერთიანებები და ასოციაციები, რომლებიც ლიტვის ისტორიული, სულიერი და სოციალური მემკვიდრეობის ნაწილია.

არატრადიციულ რელიგიურ გაერთიანებასა და ასოციაციას შეიძლება მიენიჭოს სახელმწიფოს მიერ აღიარებული რელიგიური გაერთიანებისა და ასოციაციის სტატუსი, მას შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია და მიიღოს იურიდიული პირის უფლებები.20

რელიგიურ გაერთიანებას ან ასოციაციას შეუძლია მოითხოვოს აღიარება სახელმწიფოს მხრიდან, ლიტვაში მათი პირველადი რეგისტრაციიდან 25 წლის შემდეგ. სახელმწიფო აღიარებას ანიჭებს ლიტვის რესპუბლიკის სეიმი იუსტიციის სამინისტროს დასკვნის მიღების შემდეგ. თუკი მოთხოვნა უარყვეს, მისი თავიდან განხილვა ხდება უარიდან 10 წლის შემდეგ.

სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, რელიგიური გაერთიანებები და ასოციაციები წარმოადგენს საზოგადოებრივ (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს.

დაფინანსება. სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის ფინანსური დახმარება, ერთი მხრივ, გულისხმობს ტრადიციული რელიგიური გაერთიანებებისა და ასოციაციების დაფუძნებული ისეთი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსებას, რომლებიც უზრუნველყოფს სახელმწიფო სტანდარტების შესაბამის განათლებას, და მეორე მხრივ, შეღავათიანი საგადასახადო პოლიტიკის გატარებას. კერძოდ, ყველა რელიგიური გაერთიანება, ასოციაცია და ცენტრი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან. კანონის თანახმად, ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავალი (შენაწირი), რომელიც არის საქველმოქმედო ხასიათის – ანუ, თუ იგი განსაზღვრულია სამლოცველო სახლების მშენებლობისთვის ან შეკეთება-რესტავრაციისთვის, ასევე საქველმოქმედო, კულტურული და საგანმანათლებლო მიზნებისთვის – დაბეგვრას არ ექვემდებარება. სამღვდელოების და მისი დამხმარე პერსონალის მიერ (გარდა იმ პირებისა, ვინც ასრულებს სამშენებლო და სარესტავრაციო სამუშაოს) მიღებული შემოსავალი რელიგიური რიტუალის ან მსახურების შესრულების შედეგად პერსონალური საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება.

საქველმოქმედო შემოწირულობა და რელიგიური პროექტების განვითარების მხარდაჭერა ასევე გათავისუფლებულია გადასახადებისგან. რელიგიური გაერთიანება და ასოციაცია ვალდებულია გადასცეს თავისი სპონსორებისა და საქველმოქმედო ფონდების მონაცემები საგადასახადო ინსპექციას და სტატისტიკის სამთავრობო დეპარტამენტს.

რელიგიური გაერთიანების მიერ იურიდიული პირის სტატუსით საზღვარგარეთიდან ლიტვაში შემოტანილი რელიგიური ხასიათის საქონელი და ლიტერატურა საბაჟო გადასახადს არ ექვემდებარება.

20 აღნიშნული კანონის მე-6 მუხლით რელიგიურმა გაერთიანებამ (ასოციაციამ) შესაძლოა მიიღოს აღიარება სახელმწიფოს მხრიდან იმ შემთხვევაში, თუ იგი წარმოადგენს ისტორიული, სულიერი და სოციალური მემკვიდრეობის ნაწილს, არის „მოწონებული“ სახელმწიფოს მიერ და მისი სწავლება და წეს-ჩვეულებები არ ეწინააღმდეგება კანონსა და მორალს.

kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 17

Page 18: კანონპროექტისთვის ... · Web viewსხვა რელიგიური ჯგუფები კერძო სამართლის იურიდიული

kvleviTi departamenti

რელიგიური გაერთიანებების მიერ დაარსებული საწარმოები (ორგანიზაციები) ექვემდებარება საგადასახადო დაბეგვრას, სამეურნეო საწარმოებისა და ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი კანონის შესაბამისად. საშემოსავლო გადასახადს ექვემდებარება რელიგიური გაერთიანების ან ასოციაციის კომერციული საქმიანობის შედეგად მიღებული ნებისმიერი შემოსავალი. იმ შემთხვევაში, თუ რელიგიური ასოციაცია რესტიტუციის გზით მიღებულ ქონებას გაყიდის, იგი ვალდებულია გადაიხადოს მოგების გადასახადი იმ თანხის ოდენობით, რომელიც უდრის გაყიდვის შედეგად მიღებულ თანხას გამოკლებული ქონების ღირებულება რესტიტუციის მომენტისთვის.

რელიგიური გაერთიანებები გათავისუფლებულია უძრავი ქონების გადასახადისგან იმ შემთხვევაში, თუ ეს შენობები გამოყენებულია მხოლოდ რელიგიური მიზნით ან რელიგიური დანიშნულების საქონლის წარმოების მიზნით.

თუკი რელიგიური გაერთიანება იჯარით გასცემს თავის ქონებას ან იყენებს სხვა მიზნებისთვის, ის ვალდებულია, გადაიხადოს უძრავი ქონების გადასახადი.

ზემოაღნიშნული გადასახადების უმეტესობა არ ეხება კათოლიკურ ეკლესიას. ვატიკანსა და ლიტვის რესპუბლიკას შორის დადებული ხელშეკრულებით, რომელიც ეხება კათოლიკურ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის სამართლებრივ ასპექტებს, განსაზღვრულია, რომ იურიდიულ პირთა საეკლესიო სამართლით დადგენილი ქონება, რომელსაც იყენებენ სამღვდელმსახურო, საქველმოქმედო, სოციალური, საგანმანათლებლო და კულტურული მიზნებისათვის (კომერციული საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლის ჩათვლით), სახელმწიფო დაბეგვრას არ ექვემდებარება.

სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის დოკუმენტის შესაბამისად, ტრადიციული რელიგიური გაერთიანებების მიერ ჩატარებული მსახურება, დაფინანსებული ფულადი შემოწირულობით, არ იბეგრება დამატებითი ღირებულების გადასახადით.

kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 18