g005 110923032204-phpapp02

6
გაკვეთილი N5 საშინაო დავალების შემოწმება 5. M (NaCl) = 23 + 35,5 = 58,5 გ/მოლი (Na) = 5 , 58 23 = 0,3932 ანუ 39,32% (Cl) = 5 , 58 5 , 35 = 0,6068 ანუ 60,68% M (CuSO 4 ) = 64 + 32 + 4 . 16 = 160 გ/მოლი (Cu) = 160 64 = 0,4 ანუ 40% (S) = 160 32 = 0,2 ანუ 20% (O) = 160 64 = 0,4 ანუ 40% M (CaCO 3 ) = 40 + 12 + 3 . 16 = 100 გ/მოლი (Ca) = 100 40 = 0,4 ანუ 40% (C) = 100 12 = 0,12 ანუ 12% (O) = 100 48 = 0,48 ანუ 48%

Upload: barambo

Post on 21-Jul-2015

340 views

Category:

Education


2 download

TRANSCRIPT

Page 1: G005 110923032204-phpapp02

გაკვეთილი N5

საშინაო დავალების შემოწმება

5. M (NaCl) = 23 + 35,5 = 58,5 გ/მოლი

(Na) =5,58

23 = 0,3932 ანუ 39,32%

(Cl) = 5,585,35 = 0,6068 ანუ 60,68%

M (CuSO4) = 64 + 32 + 4 . 16 = 160 გ/მოლი

(Cu) = 16064 = 0,4 ანუ 40%

(S) = 16032 = 0,2 ანუ 20%

(O) = 16064 = 0,4 ანუ 40%

M (CaCO3) = 40 + 12 + 3 . 16 = 100 გ/მოლი

(Ca) = 10040 = 0,4 ანუ 40%

(C) = 10012 = 0,12 ანუ 12%

(O) = 10048 = 0,48 ანუ 48%

Page 2: G005 110923032204-phpapp02

2

M (H2SO4) = 2 . 1 + 32 + 4 . 16 = 98 გ/მოლი

(H) = 982 = 0,0204 ანუ 2,04%

(S) =9832 = 0,3265 ანუ 32,65%

(O) = 9864 = 0,6531 ანუ 65,31%

M (C4H10) = 4 . 12+ 1 . 10 = 58 გ/მოლი

(C) = 5848 = 0,8276 ანუ 82,76%

(H) = 5810 = 0,1724 ანუ 17,24%

M (NaOH) = 23+ 16 + 1 = 40 გ/მოლი

(Na) = 4023 = 0,575 ანუ 57,5%

(O) = 4016 = 0,4 ანუ 40%

(H) =401 = 0,025 ანუ 2,5%

Page 3: G005 110923032204-phpapp02

3

6. x : y = n (Pb) : n(O) = 20786,6 :

1613,4 = 0,418: 0,8375 = 1 : 2

ე.ი. მივიღებთ PbO2

x : y : z = n (Sn) : n (O) : n (H) =11977,7 :

1621 :

11,3 = 0,653 : 1,3125 : 1,3 = 1: 2,01 : 1,99

დავამრგვალოთ ეს რიცხვები, მივიღებთ 1 : 2 : 2 ე.ი. SnO2H2 ანუ Sn(OH)2.

x : y : z = n (Na) : n (C) : n (O) = 23

43,4 : 12

11,32 : 16

45,28 = 1,887 : 0,943 : 2,83 2 : 1 : 3

ე.ი. მივიღეთ Na2CO3.

I ტესტის პასუხები:

1. 3 2. 2 3. 2 4. 4 5. 2

6. 1 7. 3 8. 1 9. 4 10. 3

ფიზიკური და ქიმიური თვისებები

ფიზიკური თვისებები

ნივთიერებებს გააჩნიათ ფიზიკური და ქიმიური თვისებები. ფიზიკური თვისებებია: აგრეგატული მდგომარეობა, ფერი, სუნი, გემო, დუღილისა და ლღობის ტემპერატურები და სხვა.

ნივთიერებები შეიძლება იმყოფებოდნენ სხვადასხვა აგრეგატულ მდგომარეობაში, კერძოდ მყარ, თხევად ან აირად მდგომარეობაში მყარ სხეულებს ახასიათებთ ფორმა და აქვთ გარკვეული მოცულობა. თხევადი ნივთიერებები იღებენ იმ ჭურჭლის ფორმას, რომელშიც მათ მოვათავსებთ. ბოთლში ჩასხმულ წყალს ბოთლის ფორმა აქვს. თუ ბოთლიდან წყალს ჭიქაში ჩავასხამთ წყალი ჭიქის ფორმას მიიღებს. მაგრამ, სითხეები ინარჩუნებენ მოცულობას. აირები კი იღებენ იმ ჭურჭელის ფორმას და მოცულობას, რომელშიც არიან მოთავსებულნი. ანუ მათ შეუძლიათ შეიცვალონ როგორც ფორმა, ისე მოცულობა. მყარი ნივთიერებებია: სუფრის მარილი, შაქარი, ცარცი. თხევადია: წყალი, სპირტი, გოგირდმჟავა. აირადია: ჟანგბადი (O2), წყალბადი (H2 ) და სხვა.

Page 4: G005 110923032204-phpapp02

4

ნივთიერებები შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერის, მაგ: წყალი უფეროა, ნახშირი შავია, ცარცი - თეთრი, გოგირდი - ყვითელი, შაბიამანი _ ლურჯი და ა.შ.

ნივთიერებების ნაწილი უგემოა, ზოგს მწარე, ზოგს მლაშე, ზოგს ტკბილი გემო აქვს. (ყურადღება! ყველა ნივთიერების გემოს გასინჯვა არ შეიძლება, რადგან ნივთიერებების დიდი ნაწილი მომწამლავია).

ნივთიერებებს შეიძლება ჰქონდეთ სასიამოვნო, მძაფრი ან არასასიამოვნო სუნი. ზოგი მათგანი საერთოდ უსუნოა.

მაგ: სუფთა წყალი უფერო, უსუნო და უგემო თხევადი ნივთიერებაა.. წყალი იყინება 00C-ზე, ხოლო დუღს 1000C-ზე.

შაბიამანი ლურჯი ფერის მყარი ნივთიერებაა. მას არა აქვს სუნი, აქვს მომჟავო გემო (ძლიერი საწამლავია) .

ჟანგბადი უფერო, უსუნო და უგემო აირია. დუღს -1830C-ზე, ლღვება -2190C-ზე. ცვლილებები, რომლებსაც ნივთიერება განიცდის იყოფა ორ ჯგუფად _ ფიზიკურ და

ქიმიურ მოვლენებად. ფიზიკური მოვლენისას შეიძლება შეიცვალოს ნივთიერების ფორმა, ტემპერატურა,

აგრეგატული მდგომარეობა და სხვა მახასიათებელი ნიშანი, მაგრამ არ იცვლება ნივთიერების მილეკულა.

წყალი შეიძლება რაიმე ჭურჭლიდან სხვა ჭურჭელში გადავასხათ. შეიძლება გავაცივოთ 00-ზე უფრო დაბალ ტემპერატურაზე. ამ დროს წყალი გაიყინება (გამყარდება), მიღებული ყინული შეიძლება დავამსხვრიოთ უფრო მცირე ნაწილებად. წყალი შეიძლება ავადუღოთ და ამ დროს წყალი თხევადი მდგომარეობიდან აირად მდგომარეობაში გადადის. ყველა ეს გარდაქმნა ფიზიკური მოვლენაა, რადგან არ იცვლება წყლის მოლეკულა H2O. ასეთი შედგენილობა აქვს როგორც თხევად წყალს, ისე მყარს (ყინული) და აირს (წყლის ორთქლი). იცვლება მხოლოდ წყლის ფიზიკური მდგომარეობა.

ზოგადად: კრისტალის ფორმის შეცვლა, დაქუცმაცება, ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობის შეცვლა, ტემპერატურის ცვლილება _ ფიზიკური მოვლენებია.

ქიმიური მოვლენები. ქიმიური რეაქციები როდესაც ერთი სახის მოლეკულებისგან ახალი მოლეკულები წარმოიქმნება, მაშინ,

ასეთ გარდაქმნას ქიმიური მოვლენა, ანუ ქიმიური რეაქცია ეწოდება. როგორც ვიცით ქიმიურ ელემენტთა სიმბოლოების საშუალებით შეიძლება ჩაიწეროს

ნივთიერებათა მოლეკულების ფორმულები. ამ ფორმულების საშუალებით შეიძლება გამოვსახოთ თუ რომელი ნივთიერებები ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან და რომელი ახალი ნივთიერებები წარმოიქმნებიან ამ დროს.

მაგ.: ფოსფორი (P) იწვის ანუ რეაგირებს ჟანგბადთან(O2) . ამ დროს ფოსფორის ჟანგბადნაერთი (ოქსიდი) წარმოიქმნება(P2O5). ფოსფორის, ჟანგბადის და ფოსფორის ოქსიდის ფორმულების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ამ რეაქციის სქემის ჩაწერა:

P + O2 P2O5 მიღებულ გამოსახულების მარჯვენა და მარცხენა მხარეში კოეფიციენტების

საშუალებით შეიძლება გავატოლოთ ერთიდაიგივე ელემენტების ატომების რაოდენობა.

Page 5: G005 110923032204-phpapp02

5

მარჯვენა მხარეში ჟანგბადის 5 ატომია, მარცხენაში _ 2. 2-ისა და 5-ის უმარტივესი ჯერადია 10, ამიტომ მარჯვენა მხარეში შეგვაქვს კოეფიციენტი 2, ხოლო მარცხენაში, ჟანგბადის მოლეკულის სიმბოლოს წინ _ კოეფიციენტი 5.

P + 5O2 2P2O5 მარჯვენა მხარეში კოეფიციენტის შემოტანამ ფოსფორის ატომების რიცხვი გახადა 4-

ის ტოლი. ამიტომ გასატოლებელია მარცხენა მხარეში ფოსფორის ატომების რიცხვი. ამისათვის ფოსფორის სიმბოლოს წინ ვწერთ კოეფიციენტს 4. (დავიმახსოვროთ, რომ მოლეკულის ფორმულის წინ კოეფიციენტის შემოტანა ნიშნავს მოლეკულის შემადგენელი ყველა ატომის რაოდენობის იმდენჯერვე გაზრდას). ასე, რომ 2P2O5 ნიშნავს, რომ გვაქვს 2 . 2 = 4 ატომი P და 2 . 5 = 10 ატომი O. 5O2 ნიშნავს, რომ გვაქვს 2 . 5 = 10 ატომი O.

4P + 5O2 2P2O5; კოეფიციენტის შემოტანის შემდეგ სქემის ორივე მხარეში, როგორც ფოსფორის, ისე

ჟანგბადის ატომები თანაბარი რაოდენობითაა. შეიძლება ისარი ტოლობის ნიშნითაც შევცვალოთ.

4P + 5O2 = 2P2O5 ამ გამოსახულებას ქიმიური რექციის ტოლობა ეწოდება. განვიხილოთ გოგირდის წვის რეაქცია: S + O2 SO2; როგორც ვხედავთ რეაქციის სქემის მარჯვენა და მარცხენა ნაწილებში ერთიდაიგივე

ელემენტთა ატომების რაოდენობა ტოლია. ასე, რომ ზოგჯერ კოეფიციენტების შემოტანა საჭირო არ არის

S + O2 = SO2 განვიხილოთ სხვა შემთხვევებიც: მაგ: Al2O3 + HCl AlCl3 + H2O ჯერ გავატოლოთ მარჯვენა და მარცხენა მხარეებში ალუმინის ატომთა რაოდენობა: Al2O3 + HCl 2AlCl3 + H2O შემდეგ ქლორის ატომთა რაოდენობა: Al2O3 + 6HCl 2 AlCl3 + H2O შემდეგ კი ჟანგბადისა და წყალბადის ატომების რაოდენობა:

Page 6: G005 110923032204-phpapp02

6

Al2O3 + 6HCl 2 AlCl3 + 3H2O ამის შემდეგ, უკვე შეგვიძლია, შევცვალოთ ისარი ტოლობის ნიშნით. მივიღებთ

ქიმიური რეაქციის ტოლობას: Al2O3 + 6HCl = 2AlCl3 + 3H2O აქვე ავღნიშნოთ, რომ ქიმიური რეაქციის სქემის შედგენისას დაუშვებელია

ნივთიერებების ფორმულებში ინდექსების შეცვლა. ეს გამოიწვეს შედგენილობის მუდმივობის კანონის დარღვევას.

მოყვანილი მაგალითები უმარტივეს ქიმიურ რეაქციებს შეესაბამება. რთულ შემთხვევებს განვიხილავთ მოგვიანებით.

საშინაო დავალება: 1. ჩამოთვალეთ ნივთიერებათა ფიზიკური თვისებები? 2. რა არ იცვლება ფიზიკური მოვლენების დროს? 3. რას ეძახიან სხვაგვარად ქიმიურ მოვლენას? 4. გაატოლეთ ქვემოთ მოყანილი ქიმიური რეაქციების სქემები:

Al + O2 Al2O3 Mg + O2 Mg O HgO Hg + O2 Fe2O3 + HBr FeBr3 + H2O Ca + N2 Ca3N2 BaO + H2O Ba(OH)2 CaCO3 CaO + CO2 P2O5 + H2O H3PO4 CuO + HCl CuCl2 + H2O As + Cl2 AsCl3 C + H2 CH4 WO3 + H2 W + H2O