google site

5
GOOGLE -სსსსს Google-სსსსს, სსსს სსსსსსს სსსსსს სსს სსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსს სსსსსსს, სსსსსსსსს სსსსსსსსსსსსსს სსსსს, სსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსსს სსსსსს. სსსსს სსსსსსსსს სსსსსსს სს სსსსსსსსს, სსსს სსსსსსსს სსსსსსს სსსსსსს სსს „სსსსსსსსსსს“ სსსსსსსს Google-სს სსსს სსსსსსსსსსსსს, სსსსსსსსს, Google Docs, Google-სსსსსსსსს, YouTube სს სსსს. Google-სსსსს სსსსსსს სსსსსსსსსს, სსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსს სსს სს სსსსსსსსს, სს სსსსს სსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსსს, სს სსს სსსს სსსსსს სსსსს, სსსსსსს სს სსსსსს სსსსს, სსსსსს სსსსს სს სსსსსსსს სსსსსს სსსსსსსსსსს, სს სსსსს. სსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსს სს სსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსს სსსსსსსსს, სსსსსსსს სსსს სსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსს. სსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსს, სს სსსსს სსსსსსსსსს /სსსსსსს Google- სსსსს. 1) სსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსს - სსსსსსს (Sites) 2) Create site სსსსსს სსსსსსსს, სსსს სსსსსსს სსსსსსსსსსს 3) სსსსსსს სსსსსსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსსსსსს: 1

Upload: datiko43

Post on 27-May-2015

1.324 views

Category:

Education


1 download

DESCRIPTION

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ მომზადებული სახელმძღვანელოდან 2 დონის ტრენინგ კურსის ფარგლებში

TRANSCRIPT

Page 1: Google  site

GOOGLE -საიტი

Google-საიტი, არის ყველაზე ადვილი გზა თქვენი ინფორმაციის გასაზიარებლად მათთვის, ვისთვისაც მნიშნველოვანია სწრაფ, მუდმივად განახლებად ინფორმაციასთან წვდომა. თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ ამ სერვისთან, რათა დაამატოთ მიბმული ფაილები ანუ „ეთეჩმენტები“ პირდაპირ Google-ის სხვა პროგრამებიდან, როგორიცაა, Google Docs, Google-კალენდარი, YouTube და სხვა. Google-საიტი გაძლევთ საშუალებას, რამდენიმე ადამიანმა ერთდორულად შექმნათ იგი და განაახლოთ, და თანაც ყოველთვის შეძლებთ კონტროლს, თუ ვის აქვს წვდომა მასზე, იქნებით ეს მხოლოდ თქვენ, თქვენი გუნდი თუ მთლიანად თქვენი ორგანიზაცია, ან სკოლა. თქვენ შეგიძლიათ ინფორმაცია მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებს ან მთლიანად მსოფლიოს ხალხებს გაუზიაროთ, რომელთაც აქვთ ინტერნეტში მუშაობის საშუალება.

ქვემოთ მოცემულია ინსტრუქცია, თუ როგორ გამოიყენოთ /შექმნათ Google-საიტი.

1) გუგლის პერსონალური ანგარიშის მენიუდან ამოირჩიეთ ბრძანება - საიტები (Sites)

2) Create site ღილაკს დააჭირეთ, რათა გაიაროთ რეგისტრაცია

3) მიყევით სარეგისტრაციო მწკრივებს თანმიმდევრულად:

1

Page 2: Google  site

საიტის სახელწოდებისათვის, Site name მწკრივში ჩაწერეთ სასურველი სახელწოდება

შემდეგ მწკირვში, დომენური სახელის ნაწილის მითითებით, თქვენ ქმნით საიტის URL მისამართს, რომელიც უნდა იყოს უნიკალური, (მინიმუმ თქვენი gmail ანგარიშის სახელწოდების იდენტური ან სხვა ისეთი სახელი, რომელიც არ არის ჯერ დარეგისტრირებული).

Site description-მწკრივში ჩაწერეთ საიტის მოკლე აღწერა იმ შემთხვევაში, თუკი საიტი მხოლოდ მოზრდილებისათვის განკუთვნილი,

აღნიშნეთ შემდეგი დიალოგის ფანჯარა.

Share with დიალოგის მწკრივში, მონიშნეთ შესაბამისად ის ფანჯარა, რომლის მიხედვითაც თქვენ გსურთ მსოფლიოში ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს ამ საიტის დათვალიერება, ან მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებს.

Site Theme- შეგიძლიათ ამოირჩიოთ რომელიმე სასურველი დიზაინი საიტისთვის

Please type the code shown-ამ გრაფაში ჩაწერეთ მოცემული ინგლისური სიტყვა და ბოლოს დააჭირეთ ღილაკს-CREATE site

2

Page 3: Google  site

საიტის შექმნა

პირველი გვერდის შესაქმნელად ავტომატურად უნდა გაუკეთოთ რედაქტირება Home გვერდს. ამისათვის დააჭირეთ ღილაკს -edit page, გამოვა მენიუს ფანჯარა, სადაც მოცემულია ტექსტის რედაქტირების ფორმატირებისათვის საჭირო ღილაკები.

ახალი გვერდის შესაქმნელად, გამოიყენეთ ღილაკი Create new page; ამ შემთხვევაში, თქვენ გეძლევათ ვებ გვერდის, ანუ ინფორმაციის შინაარსის მიხედვით, სასურველი ფორმის ავტომატური ამორჩევა, მაგ: ვებ გვერდი, (web page); ინსტრუმენტების პანელი (Dashboard); განცხადებების ფორმატის გვერდი, (Announcements); ფაილების კაბინეტის მსგავსი გვერდი (File Cabinet); და სია, ჩამონათვალი (List), როგორც ეს ქვემოთ ნახატზეა ნაჩვენები.

3

Page 4: Google  site

Name-მწკრივში, ამოირჩიეთ ვებ გვერდის სახელწოდება.შეგიძიათ, აქვე განსაზღვროთ, იერარქიულად, წინამდებარე ვებ გვერდი Home (ავომატურად მოწოდებული პირველი გვერდის) ზემოთ (წინ) მოექცეს, თუ ქვემოთ (შემდეგ) განთავსდეს. ბოლოს დააჭირეთ ღილაკს - Create Page. ან ბრძანებების გასაუქმებლად ღილაკს Cancel.

შექმნილი გვერდის რედაქტირებისათვის, დააჭირეთ ღილაკს Edit Page;

შეგიძლიათ ტექსტი აკრიფოთ home-დირექტორიის ფანჯარაში. იმ შემთხვევაში თუ გსურთ რომელიმე ტიპის მქონე ფაილის დამატება, როგორიცაა -სურათი, ვიდეო ან აუდიო საშუალება, დააჭირეთ ღილაკს-Attachment, და თქვენთვის ნაცნობი პრინციპით, ამოირჩიეთ საჭირო ფაილი Browse ღილაკზე დაჭერით.

გვერდის (სრულად ან ნაწილობრივ) დასრულების შემდეგ, დააჭირეთ ღილაკს Save-რომელიც დაიმახსოვრებს შესრულებულ სამუშაოს.

მარცხნივ არსებული ნავიგაციის მენიუში, Site map- „გვერდების რუკა“-ში გამოჩნდება თქვენს მიერ შექმნილი ყველა ვებგვერდის ჩამონათვალი იერარქიული თანმიმდევრობით.

შექმნილი ვებ გვერდის წაშლის, ამობეჭდვისა ან სხვა ვებ გვერდთან მიმართებაში მისი ადგილმდებარეობის (თანმიმდევრობის) შესაცვლელად, გამოიყენეთ ღილაკი - More Settings (დამატებითი პარამეტრები), სადაც ყველა ზემოთ ნახსენები ფუნქცია არის ჩამოთვლილი.

4

Page 5: Google  site

GOOGLE საიტი, გაძლევთ საშუალებას, გაუზიაროთ სამუშაო ვერსია ან დასრულებული ვებ გვერდი თქვენს კოლეგებს, ან მოსწავლეებს რათა დაათვალიერონ, ან შეიტანონ წვლილი საიტის დასრულება/რედაქტირებაში, ამისათვის დააჭირეთ ღილაკს - Site Settings, და ამოირჩიეთ ჩამოთვილი მენიუდან Share this site. თქვენ შეგლიათ ამოირჩიოთ სასურველი ბრძანება სამი შესაძლო ვარიანტიდან:

as owners -მოიწვიოთ ხალხი, ანუ გაუზიაროთ საიტი, როგორც მესაკუთრეებს, ამ შემთხვევაში მას ანიჭებთ შემდეგ უფლებებს:

1. სხვა მესაკუთრეების, თანამონაწილეების და დამთვალიერებლების მოპატიჟება

2. საიტის დიზაინის შეცვლა3. საიტის სახელის შეცვლა4. საიტის წაშლა5. ყველაფრის გაკეთება, რაც თანამონაწილეს შეუძლია

as collaborators-მოიწვიოთ ხალხი, როგორც თანამონაწილეები, მათ მხოლოდ ინფორმაციის, მათ შორის ბმულების, მიბმული ფაილების, კომენტარების დამატების უფლებას ანიჭებთ,

as viewers- მოიწვიოთ, როგორც მხოლოდ დამთვალიერებლები, მათ მხოლოდ გვერდების დათვალიერება შეეძლება.

ამის შემდეგ, ტექსტურ ფანჯარაში აკრიფეთ სამიზნე ჯგუფის თითოეულის ელ.ფოსტის მისამართი. ბრძანების დასასრულებალდ, დააჭირეთ ღილაკს- invite these people.

5