ias 37 in georgian

18
აააააააააა, აააააააა ააააააააააააა აა აააააააა აააააააა აააააააააა ააააააააა აააააააააააა ააააააააა (აააა) 37

Upload: vakhtang-tsabadze

Post on 11-Feb-2017

221 views

Category:

Economy & Finance


2 download

TRANSCRIPT

Page 1: IAS 37 in Georgian

ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივებიბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი (ბასს) 37

Page 2: IAS 37 in Georgian

განცხადება გარანტიის არარსებობაზე

• მიუხედავად იმისა, რომ ამ პრეზენტაციის მომზადებისას მისი ავტორი ეცადა საუკეთესოდ გამოეყენებინა მთელი საკუთარი ცოდნა პრეზენტაციის თემაზე ცოდნის გადაცემის მიზნით, არც პრეზენტაციის ავტორი და არც წამყვანი არ იძლევიან არანაირ გარანტიას, რომ წარმოდგენილი მასალა ზუსტად და სრულად ასახავს ყველა განსახილველ საკითხს და არ იძლევიან არანაირ გარანტიას, რომ ეს მასალა იქნება შესაბამისი თქვენი რომელიმე კონკრეტული ამოცანისათვის.

• აქ წარმოდგენილი მსჯელობები და რჩევები შესაძლოა არ შეესაბამებოდეს თქვენს კონკრეტულ მოთხოვნებსა და სიტუაციას.

• თქვენ უნდა გაიაროთ კონსულტაცია შესაფერის პროფესიონალთან ნებისმიერ თქვენთვის საინტერესო საკითხზე.

• არც ამ პრეზენტაციის შემქმნელი და არც წამყვანი არ შეიძლება განხილული იყოს ვალდებულად ამ პრეზენტაციის მასალებზე დაყრდნობით მიღებული რაიმე ზარალისა თუ ზიანისათვის.

• ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ოფიციალური ტექსტები და განმარტებები ხელმისაწვდომია ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოსაგან.

Page 3: IAS 37 in Georgian

შესავალი

სტანდარტი იდეაში ეხება როგორც აქტივებს, ასევე ვალდებულებებს, თუმცა ჩემი აზრით მაინც უფრო მნიშვნელოვანია ვალდებულებების ნაწილი. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ვალდებულებების დაყოფა სამ კატეგორიად:

1. ვალდებულებები – მარტივად, რაც ნამდვილად ყველასთვის ნათელია, რომ გადასახდელია და ისიც ცნობილია რამდენია გადასახდელი;

2. ანარიცხები – ნათელია, რომ ვალდებულება არსებობს, თუმცა ჯერ საკმარისი სიზუსტით ვერ ამბობს კომპანია, თუ რამდენის გადახდა მოუწევს ან ზუსტად არ იცის როდის მოუწევს გადახდა;

3. პირობითი ვალდებულებები – ისეთი შესაძლო ვალდებულებები, რაზეც კომპანიამ ანგარიშგების თარიღისთვის ჯერ კიდევ არ იცის, გადახდა მოუწევს, თუ არა.

Page 4: IAS 37 in Georgian

ძირითადი საკითხი

ანუ, რომ დავფიქრდეთ, ყველა “ვალდებულება” შეიძლება არ იყოს მთლად “ვალდებულება”. ფინანსურ ანგარიშგებაში ვალდებულების წარდგენის საკითხის გადასაწყვეტად შემდეგ კითხვებზეა გასაცემი პასუხი:

1. რეალურად გვაქვს თანხის გადახდის (ან სხვა რესურსის გაცემის) მოვალეობა?

2. ვიცით რამდენი უნდა გადავიხადოთ?3. ვიცით როდის უნდა გადავიხადოთ?

და ამ კითხვებზე პასუხების შესაბამისად ხდება შემდგომ ვალდებულების, ანარიცხის ან პირობითი ვალდებულების წარდგენა და ახსნა-განმარტება ფინანსურ ანგარიშგებაში.ეხლა გადავიდეთ უშუალოდ სტანდარტის მიზანზე.

Page 5: IAS 37 in Georgian

მიზანი

სტანდარტის მიზანია უზრუნველყოს, რომ ანარიცხების, პირობითი ვალდებულებების და პირობითი აქტივების აღიარებისა და შეფასებისათვის სათანადო საფუძვლები გამოიყენება და რომ ფინანსური ანგარიშგების ახსნა-განმარტებით შენიშვნებში მოცემულია საკმარისი ინფორმაცია იმისათვის, რომ მკითხველმა კარგად გაიგოს ამ ელემენტების ბუნება, შეაფასოს თანხები და მათი დაფარვის ვადები.

Page 6: IAS 37 in Georgian

განმარტებები

ვალდებულება (Liability) – არის საწარმოს მიმდინარე მოვალეობა, რომელიც წარმოიშვა წარსულში მომხდარი მოვლენების შედეგად და რომლის დაფარვისთვის მოსალოდნელია, რომ საჭირო იქნება საწარმოდან ეკონომიკური სარგებლის მომტანი რესურსების გასვლა;

ანარიცხი (Provision) - არის ვალდებულება, რომლის დაფარვის ვადა ან ღირებულება დაუზუსტებელია;

პირობითი ვალდებულება (Contingent Liability) არის:• შესაძლო მოვალეობა, რომელიც წამოიქმნება წარსული მოვლენების

შედეგად და რომლის არსებობა დადასტურდება მხოლოდ ერთი ან მეტი განუსაზღვრელი მოვლენის მომავალში მოხდენით ან არ მოხდენით, რომელიც მთლიანად არ ექვემდებარება საწარმოს კონტროლს; ან

• მიმდინარე მოვალეობა, რომელიც წარმოიქმნა წარსული მოვლენების შედეგად, მაგრამ არ არის აღიარებული, რადგან:

არ არის მოსალოდნელი, რომ ვალდებულების დასაფარად საჭირო იქნება საწარმოს ეკონომიკურ სარგებელში განივთებული რესურსების გასვლა; ან

ვალდებულების თანხის საკმარისად საიმედოდ შეფასება შეუძლებელია.

Page 7: IAS 37 in Georgian

განმარტებები (გაგრძელება)

პირობითი აქტივი - არის შესაძლო აქტივი, რომელიც წარმოიქმნება ადრე მომხდარი მოვლენის შედეგად და რომლის არსებობა დადასტურდება მხოლოდ ერთი ან მეტი ისეთი განუსაზღვრელი მოვლენის მომავალში მოხდენით ან არ მოხდენით, რომელიც მთლიანად არ ექვემდებარება საწარმოს კონტროლს.

მავალდებულებელი მოვლენა - არის მოვლენა, რომელიც ქმნის იურიდიულ ან კონსტრუქციულ მოვალეობას, რის შედეგად საწარმოს არა აქვს ამ ვალდებულების დაფარვის გარდა რაიმე რეალური ალტერნატივა.

იურიდიული მოვალეობა - არის მოვალეობა, რომელიც წარმოიქმნება კონტრაქტის (კონტრაქტში მოცემული ან ნაგულისხმევი პირობების), კანონმდებლობის, ან კანონის სხვა მოქმედების შედეგად.

კონსტრუქციული მოვალეობა - არის მოვალეობა, რომელიც წარმოიქმნება საწარმოს საქმიანობის შედეგად, როდესაც წარსულში დამკვიდრებული პრაქტიკის, საწარმოს პოლიტიკის ამსახველი გამოქვეყნებული დოკუმენტების ან საკმარისად კონკრეტული მიმდინარე განცხადების საშუალებით საწარმომ აჩვენა სხვა მონაწილე მხარეებს, რომ იგი მომავალში აღიარებს გარკვეულ ვალდებულებას და შედეგად საწარმომ შექმნა სამართლიანი მოლოდინი იმისა, რომ იგი მხარეთა წინაშე დააკმაყოფილებს ამ ვალდებულებას.

Page 8: IAS 37 in Georgian

ანარიცხები VS სხვა ვალდებულებები

ანარიცხი ჩვეულებრივი ვალდებულებისაგან განსხვავდება იმით, რომ ზუსტად არ არის ცნობილი ან გადასახდელი თანხა ან გადახდის დრო.

მაგალითად, ანარიცხისაგან განსხვავებით ჩვეულებრივი სავაჭრო ვალდებულება არის ვალდებულება მიღებული საქონლის ან მომსახურებისათვის, რომელთა ფასიც ცნობილია, ან ინვოისიდან ან კონტრაქტიდან, და გადახდის ვადებიც შეთანხმებული და ორივე მხარისათვის ცნობილია.

აგრეთვე, დარიცხული ხარჯების შემთხვევაში, შესაძლოა ჯერ ინვოისი არ იყოს მიღებული, თუმცა ჩვეულებრივ თანხაც და გადახდის ვადაც მაინც საკმარისად ადვილად და ზუსტად გაზომვადია (მაგალითად ელექტროენერგიის ხარჯების დარიცხვისას – შესაძლოა დეკემბრის ბოლოს ჯერ ელექტროკომპანიიდან ინვოისი არ იყოს მოსული, მაგრამ თანხის დათვლა შესაძლებელია მრიცხველის ჩვენებით და გადახდის ვადებიც მიახლოვებით მაინც ცნობილია). შეიძლება დარიცხული ხარჯები და ანარიცხები გარკვეულად გავდეს ერთმანეთს შინაარსით, მაგრამ დარიცხული ხარჯების შემთხვევაში გადასახდელ თანხასთან და გადახდის ვადასთან დაკავშირებით განუსაზღვრელობა მნიშვნელოვნად უფრო ნაკლებია, ვიდრე ეს არის ანარიცხების შემთხვევაში.

Page 9: IAS 37 in Georgian

ანარიცხები VS სხვა ვალდებულებები

მნიშვნელოვანია: კარგად უნდა განვასხვავოთ ანარიცხები და პირობითი ვალდებულებები!ანარიცხები აღიარდება ბალანსში, ისევე როგორც სხვა ვალდებულებები, რადგანაც ანარიცხი არის რეალური მიმდინარე მოვალეობა, რომელიც უკვე წარმოიშვა წარსულში მომხდარი მოვლენის გამო და რომლისთვისაც უბრალოდ თანხის ზუსტი განსაზღვრა ან გადახდის ვადის ზუსტად დადგენაა რთული, თუმცა კიდევ ვიმეორებთ, რომ ვალდებულება არსებობს და ეს ნაწილი ეჭვს არ იწვევს;

პირობითი ვალდებულება ბალანსში არ აღიარდება, რადგანაც ეს არის ან შესაძლო ვალდებულება, რომლის არსებობა მომავალში მოსახდენ რაღაც მოვლენაზეა დამოკიდებული, ან ისეთი მიმდინარე ვალდებულება, რომლის ღირებულების საკმარისად საიმედო შეფასება შეუძლებელია ან რომლის დასაფარად რეალურად რაიმე რესურსის გაღება სავარაუდოდ არ იქნება საჭირო.

Page 10: IAS 37 in Georgian

აღიარება

1) ანარიცხი უნდა აღიარდეს ფინანსურ ანგარიშგებაში მაშინ, როდესაც:ა) საწარმოს აქვს მიმდინარე მოვალეობა (იურიდიული ან

კონსტრუქციული) რომელიც წარმოიქმნა წარსული მოვლენის შედეგად;

ბ) სავარაუდოა, რომ ვალდებულების დასაფარად საჭირო იქნება ეკონომიკურ სარგებელში განივთებული სარგებლის გასვლა; და

გ) შესაძლებელია ვალდებულების თანხის საიმედოდ შეფასება.

თუ აღნიშნული პირობები არ არის დაკმაყოფილებული ანარიცხი არ უნდა იქნას აღიარებული. 

2) პირობითი ვალდებულება ფინანსურ ანგარიშგებაში არ უნდა აღიარდეს

Page 11: IAS 37 in Georgian

მიმდინარე მოვალეობა

შესაძლოა ყოველთვის ნათელი არ იყოს არსებობს თუ არა მიმდინარე მოვალეობა. ასეთ შემთხვევაში ითვლება, რომ წარსული მოვლენის შედეგად მიმდინარე მოვალეობა წარმოიქმნება, თუ ბალანსის შედგენის თარიღისათვის არსებული მტკიცებულებების / ინფორმაციის გათვალისწინებით მიმდინარე მოვალეობის არსებობა უფრო მეტადაა მოსალოდნელი, ვიდრე არარსებობა.

აქედან გამომდინარე:

ა) თუ ბალანსის შედგენის თარიღისათვის მიმდინარე მოვალეობის არსებობა უფრო მოსალოდნელია, ვიდრე არარსებობა (და თუ დაკმაყოფილებულია აღიარების კრიტერიუმები), მაშინ საწარმომ უნდა აღიაროს ანარიცხი; და

ბ) თუ ბალანსის შედგენის თარიღისათვის უფრო მოსალოდნელია, რომ მიმდინარე მოვალეობა არ არსებობს, ვიდრე, რომ არსებობს, მაშინ საწარმო ახსნა-განმარტებებში ასახავს პირობით ვალდებულებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საწარმოდან ეკონომიკურ სარგებელში განივთებული სარგებლის გასვლა შორეულ მომავალშია მოსალოდნელი.

Page 12: IAS 37 in Georgian

წარსული მოვლენა (1)

იმისათვის, რომ წარსული მოვლენა მიჩნეულ იქნას მავალდებულებელ მოვლენად, საწარმოს არ უნდა ჰქონდეს წარსული მოვლენის შედეგად წარმოქმნილი მოვალეობის შესრულების გარდა სხვა რაიმე რეალური ალტერნატივა. ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც:• მოვალეობის შესრულება მოითხოვება კანონმდებლობით; ან • კონსტრუქციული მოვალეობის შემთხვევაში, როდესაც რაიმე მოვლენის

(რომელიც შეიძლება იყოს საწარმოს ესა თუ ის ქმედება) შედეგად სხვა მხარეებს წარმოექმნებათ საწარმოს მიერ მოვალეობის შესრულების სამართლიანი მოლოდინი.

ფინანსურ ანგარიშგებაში აისახება საწარმოს ფინანსური მდგომარეობა საანგარიშგებო პერიოდის დასასრულისათვის და არა მისი შესაძლო მდგომარეობა მომავალში. აქედან გამომდინარე, არ ხდება ანარიცხების აღიარება იმ ხარჯებისათვის, რომლის გაწევაც საჭიროა საწარმოს მომავალი საქმიანობისთვის. ანარიცხებად აღიარდება მხოლოდ ის მოვალეობები, რომლებიც წარმოიქმნა წარსული მოვლენების შედეგად და, რომლებიც არსებობს საწარმოს მომავალი ქმედებებისაგან (ანუ მომავალში საწარმოს საქმიანობის წარმართვის) დამოუკიდებლად.

Page 13: IAS 37 in Georgian

წარსული მოვლენა (2)

წარსული მავალდებულებელი მოვლენის მაგალითებია გარემოს უკანონო დაბინძურებისთვის გადასახდელი ჯარიმები ან მისი გაწმენდის ხარჯები. ვალდებულების დაფარვის მიზნით ორივე მათგანი იწვევს საწარმოს ეკონომიკურ სარგებელში განივთებული რესურსების გასვლას მისი მომავალი ქმედებების მიუხედავად.

ამის საპირისპიროდ, კომერციული ზეწოლის ან საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად საწარმომ შესაძლოა განიძრახოს ან დასჭირდეს დანახარჯების გაწევა მომავალი საქმიანობის რაღაც კონკრეტული გზით წარმართვის მიზნით (მაგალითად, ცალკეულ საწარმოში გამონაბოლქვის გამწმენდი ფილტრების დამონტაჟება). რადგან საწარმოს შეუძლია აიცილოს დანახარჯები მომავალი ქმედებების შედეგად, მაგალითად, საქმიანობის წარმართვის შეცვლის გზით, მას არა აქვს მომავალი დანახარჯების მიმდინარე მოვალეობა და არ აღიარებს ანარიცხებს.

Page 14: IAS 37 in Georgian

მაგალითი (1)

კომპანია მართავს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელს ტიმბუხტუში. 2009 წლის გაზაფხულზე 10,000-მა ადამიანმა მიმართა ტიმბუხტუს მთავარ საავადმყოფოს მოწამვლის ნიშნებით და როგორც დადგინდა ეს ხალხი მოწამლული იყო სასმელი წყლის არასაკმარისად გაფილტვრის გამო. 2009 წლის ზაფხულში ამ ხალხმა მიმართა სასამართლოს და ითხოვენ მკურნალობის ხარჯების და მათი ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას – ჯამური მოთხოვნა არის 90,000,000 დოლარი. კომპანია არ თვლის თავს დამნაშავედ. 2009 წლის წლის ბოლოსათვის სასამართლო პროცესი ჯერ ახალი დაწყებულია და ბოლომდე ნათელი ჯერ არ არის საბოლოო შედეგი, თუმცა კომპანიის იურისტების აზრით კომპანია ამ დავას სავარაუდოდ წააგებს (უფრო სავარაუდოა, რომ წააგებს, ვიდრე, რომ მოიგებს).

უნდა აისახოს თუ არა ეს მოვლენა კომპანიის 2009 წლის ანგარიშგებაში და თუ უნდა აისახოს, მაშინ როგორ – როგორც ვალდებულება, როგორც ანარიცხი, თუ როგორც პირობითი ვალდებულება?

Page 15: IAS 37 in Georgian

მაგალითი (1) - პასუხი

• არსებული ინფორმაციის ფონზე კომპანიას აქვს მიმდინარე ვალდებულება, რომელიც წარმოიშვა წარსული მოვლენის (ხალხის მოწამვლა და სარჩელის შეტანა კომპანიის წინააღმდეგ) შედეგად;

• სავარაუდოა, რომ ვალდებულების დასაფარად საჭირო იქნება ეკონომიკურ სარგებელში განივთებული სარგებლის გასვლა (ფულის გადახდა);

• და, თუ ვალდებულების თანხის საიმედოდ შეფასებაც შესაძლებელია (რაც მაგალითში მთლად ნათლად არ ჩანს), მაშინ ბალანსში უნდა აღიარდეს ანარიცხი.

Page 16: IAS 37 in Georgian

გადაწყვეტილების ხე

დასაწყისი

მავალდებულებელი მოვლენის შედეგად

წარმოშობილი მიმდინარე

მოვალეობა?

სავარაუდოა რესურსების

გასვლა?

საიმედოდ შეფასება

შესაძლებელი?

დიახ

აღიარდება ბალანსში

ინფორმაციის გახსნა შენიშვნებში

დიახ

დიახ

დიახდიახ

არაარა

არა

არა (იშვიათია)

არა

შორეულია?

შესაძლო მოვალეობა

?

არც აღიარება, არც ინფორმაციის

გახსნა შენიშვნებში

Page 17: IAS 37 in Georgian

ანარიცხის თანხის შეფასება

როგორც ვთქვით, ანარიცხი არის ისეთი მიმდინარე ვალდებულება, რომლის ღირებულებაც განუსაზღვრელია.მეორეს მხრივ, ვამბობთ, რომ ანარიცხი ფინანსურ ანგარიშგებაში, ბალანსში უნდა აღიარდეს.

მაგრამ როგორ ვაღიაროთ ბალანსში ის რისი თანხაც არ ვიცით?

სტანდარტი ამბობს, რომ:ანარიცხად აღიარებული თანხა უნდა წარმოადგენდეს იმ დანახარჯების

საუკეთესო შეფასებას, რომელიც საჭიროა მიმდინარე მოვალეობის შესასრულებლად ბალანსის შედგენის თარიღისათვის

Page 18: IAS 37 in Georgian

გმადლობთ ყურადღებისათვის!