insomnia / ინსომნია

15
იიიიიიიი გგგგგგგგგგ, გგგგგგგგ გგ გგგგგგგგ გგგგგგგგგგ

Upload: salome-nadirashvili

Post on 13-Jan-2017

35 views

Category:

Health & Medicine


2 download

TRANSCRIPT

Page 1: Insomnia / ინსომნია

ინსომნიაგავრცელება, შედეგები და

ეფექტური მკურნალობა

Page 2: Insomnia / ინსომნია

ადამიანთა უმრავლესობას ცხოვრებაში რამდენჯერმე მაინც გამოუცდია ძილთან დაკავშირებული სირთულეები. ჩვეულებრივ, ასეთი პრობლემები დროებითი და ნორმალურია სტრესის ან სხვა გარემო

ფაქტორების ზემოქმედების დროს. მაგრამ როდესაც ძილის პრობლემები რეგულარულად ვლინდება და ხელს უშლის პიროვნებას ყოველდღიურ ცხოვრებაში, დიდია ალბათობა იმისა, რომ დიაგნოზი არის

ძილის დარღვევა. 

ცნობილია ძილის დარღვევების დაახლოებით 80 განსხვავებული ტიპი. მათგან ყველაზე უფრო გავრცლებულია ინსომნია.

Page 3: Insomnia / ინსომნია

ძილის შემსწავლელი ამერიკული აკადემიის მონაცემებით ყოველ ღამით, ამერიკაში მილიონობით ადამიანს უჭირს დაძინება. ზოგიერთისთვის ეს უმნიშვნელო, სხვებისთვის კი მუდმივი და მძიმე პრობლემაა.რამდენად გავრცელებულია ინსომნია ზრდასრულებში? მონაცემები შემდეგნაირია:• 30-35%-ს აქვს მსუბუქი სიმპტომები.• 15-20%-ს აქვს დროებითი დარღვევა, რომელიც 3 თვეზე ნაკლებ ხანს გრძელდება.• 10%-ს აქვს ქრონიკული ინსომნია, რომელის სულ მცირე კვირაში სამჯერ გამოვლინდება 3 თვის განმავლობში.ინსომნიას აქვს ნეგატიური გავლენა ჯანმრთელობაზე, ზრდის დეპრესიისა და ჰიპერტენზიის რისკს, აქვეითებს სიცოცხლისუნარიანობას. მისი ძირითადი სიმპტომებია:• დაღლილობა• ფოკუსირებისა და კონცენტრაციის უუნარობა• მეხსიერების გაუარესება• ხასიათის ცვლილება• დილის საათებში ძილიანობა• ენერგიისა და მოტივაციის უქონლობაინსომნია მნიშვნელოვანი ხელშემშლელი ფაქტორია სამუშაოს შესრულებაში. შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად უძილობის გამო შრომის ნაყოფიერების დაქვეითება იწვევს 63 მილიარდი დოლარის დანაკარგს.

Page 4: Insomnia / ინსომნია
Page 5: Insomnia / ინსომნია

ინსომნია არის ძალიან გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი გავლენა ჯანმრთელობაზე. ავსტრალიის მოსახლეობის კვლევებმა აჩვენა, რომ 13% -33% ზრდასრული ასაკის ადამიანებს აქვთ დაძინების და ზოგადად ძილის რეგულარული პრობლემა. ინსომნია შესაძლოა გამოვლინდეს, როგორც ძირითადი დარღვევა, თუმცა, უფრო ხშირად ის კომბინირებულია სხვა ფსიქიკურ თუ მენტალურ დარღვევასთან. იმ პაციენტების 50%-ს, ვისაც აქვთ დეპრესია, თანმდევად აღენიშნებათ უძილობაც. ინსომნია აორმაგებს დეპრესიის განვითარების რისკს. დიაგნოსტიკისა და სტატისტიკის ყოველწლიური მე-5 გამოცემა ინსომნიას განმარტავს, როგორც დაძინების პრობლემას, რომელიც აუარესებს დღის რეჟიმსაც.

Page 6: Insomnia / ინსომნია

• ინსომნია არის მეტად გავრცელებული დარღვევა და შეიძლება ჰქონდეს სერიოზული შედეგები, როგორიცაა დეპრესიის და ჰიპერტენზიის გაზრდილი რისკი.• მწვავე და ქრონიკული უძილობა მოითხოვს სხვადასხვა მართვის მიდგომებს.• ქრონიკული უძილობა საუკეთესოდ იმართება არა მედიკამენტებით, არამედ სხვაგვარი სტრატეგიით, როგორიცაა შემეცნებითი ქცევის თერაპია.• პაციენტებში მიმდინარე სიმპტომებით, შეიძლება მოხდეს დამხმარე მედიკამენტების გამოყენებაც, როგორიცაა მაგალითად, საძილე საშუალებები.

Page 7: Insomnia / ინსომნია

ინსომნიის ერთ-ერთი სახეა მწვავე ინსომნია, რომელიც, როგორც წესი, ინიცირებულია ცუდი ჯანმრთელობით, მედიკამენტების შეცვლით და სტრესით. თუმცა ამ ფაქტორების გამოსწორების შედეგად, ძილი ჩვეულ რიტმს უბრუნდება. ამის გამო მკურნალობა სწორედ გამომწვევი მიზეზების გამოსწორებისკენაა მიმართული. შესაძლოა გამოყენებული იყოს მედიკამენტი ბენზოდიაზეპინი. თუკი პაციენტის მწვავე ინსომნიის სიმპტომები პერიოდულად მეორდება, ვითარდება ქრონიკული უძილობა. მიზეზი არის ის, რომ თუკი ადამიანს აქვს ძილის გართულება 4 კვირის განმავლობაში, ის იცვლის თავის დამოკიდებულებასა და შეხედულებას ძილის შესახებ, ხდება არაადეკვატური. შესაბამისად მკურნალობის მეთოდი უნდა გულისხმობდეს ინსომნიის სიმპტომების მართვას, რაც მიმართული იქნება არა მათ ერთჯერად გამოვლენაზე, არამედ ხანგრძლივ დაკვირვებაზე.

Page 8: Insomnia / ინსომნია

ინსომნიის შეფასება და დიაგნოსტიკა

უძილობის დიაგნოსტიკა ძირითადად ხდება ანამნეზის საფუძველზე.თუმცა არსებობს ძილის ფაზების, ცალკეული სტადიებისა და დარღვევების კვლევის მეცნიერული მეთოდი, რომელსაც სომნოგრაფია წოდება.სომნოგრაფიაში მოიაზრება:ელექტროენცეფალოგრამა - თავის ტვინის ელექტრული აქტივობის რეგისტრაცია; ელექტროოკულოგრამა - თვალების მოძრაობის ფიქსაცია სწრაფი ძილის დროს;ელექტრომიოგრამა - ნიკაპისა და ფეხის კუნთების ტონუსის განსაზღვრა სწრაფი ძილის დროს;ელექტროკარდიოგრამა - გულისცემის გრაფიკული გამოსახულება;სუნთქვისა და სუნთქვითი მოძრაობების შესწავლა;ოქსიჰემოგლობინით ნაჯერობის დონე - სპეციალური მოწყობილობით სისხლის ჟანგბადით ნაჯერობის შემოწმება.

შეფასება და დიაგნოსტიკა ძირითადად ფორმულირებულია სისტემატიური ძილის ისტორიიდან გამომდინარე. ექიმმა უნდა გაარკვიოს როგორი იყო პაციენტის ძილი აღნიშნულ დარღვევამდე. ასევე უნდა მოხდეს ძილის პროცესზე დაკვირვება გარკვეული დროის განმავლობაში, რაც გაგრძელდება კვირებისა და თვეების განმავლობაში. ხდება პაციენტის გამოკითხვა იმის გასარკვევად, თუ რა დრო ჭირდება მას დასაძინებლად, რამდენჯერ იღვიძებს ღამის განმავლობაში, უბრუნდება თუ არა ძილის ნორმალურ რეჟიმს, რაიმე იწვევს სიმპტომს თუ სპონტანურად ჩნდება, დაკავშირებულია თუ არა ეს სტრესთან და დეპრესიასთან, ბავშვობაში დაიწყო თუ შემდეგ განვითარდა, იღებს თუ არა პაციენტი კოფეინის დიდ დოზას, ალკოჰოლს, ნიკოტინს ან გვიან ხომ არ ვარჯიშობს. ამ ცნობების შეგროვება, პაციენტის ემოციური მდგომარეობის შეფასება გვეხმარება სპეციფიკური ქცევისა და მიდგომის ფორმულირებაში. მნიშვნელოვანია უძილობის ეფექტების გათვალისწინება-ხასიათის ცვლილება, გაღიზიანება, მეხსიერების გაუარესება, უენერგიობა. ასევე გასათვალისწინებელი რისკი იმისა, რომ მოხდეს უბედური შემთხვევა მანქანის მართვის დროს ძილიანობის გამო.

Page 9: Insomnia / ინსომნია

ინსომნიის არაფარმაკოლოგიური მკურნალობა

შემეცნებითი ქცევის თერაპია მიზნად ისახავს იმ არაადეკვატური ქცევისა და აზრების შესწავლას, რაც წარმოიშობა უძილობის დროს ან ხელს უწყობს მის განვითარებას. ეს ითვლება ოქროს სტანდარტად ინსომნიის მკურნალობაში და მისი ეფექტი გაცილებით დიდი და ხანგრძლივია ვიდრე საძილე პრეპარატების. შემეცნებითი ქცევის თერაპია ტარდება პირისპირ პაციენტთან კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ. თუმცა ამგვარი მკურნალობა არის საკმაოდ ინტენსიური და შრომატევადი, შესაბამისად კი ძვირი და არახელმისაწვდომი ბევრისთვის. ფსიქოლოგიურ მკურნალობაზე იმ შემთხვევაში უშვებენ პაციენტებს, თუ აქვთ დაავადების ქრონიკული ფორმა და რეკომენდირებულნი არიან ქრონიკულ დაავადებათა მენეჯმენტის მიერ. კლინიკებში ასევე გამოცადეს შემეცნებითი ქცევის თერაპია ინტერნეტ და სატელეფონო კავშირით, რაც საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა. ასე რომ გაიზარდა მკურნალობის ამ მეთოდის ხელმისაწვდომობაც. შემეცნებითი ქცევის თერაპია მოიცავს 5 ძირითად კომპონენტს: სტიმულის კონტროლი, ძილის ორგანიზებულობა, რელაქსაციის მეთოდები, შემეცნებითი თერაპია და ძილის ჰიგიენის შესწავლა. როგორც წესი, თერაპია მოიცავს 10 სესიას, როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ შეხვედრებს, რომელშიც მონაწილეობს 8-10 ადამიანი.

Page 10: Insomnia / ინსომნია

გამოყენების ინსტრუქციამ პაციენტი უნდა მიიყვანოს იმ კონდიციამდე, რომ ლოგინი გაიაზროს, როგორც მხოლოდ ძილის ადგილი. გამონაკლისს წარმოადგენს სექსუალური აქტივობა. მიზანი არის პოზიტიური ასოციაციის შექმნა საძინებლის გარემოსა და ძილიანობას შორის. თუკი ვერ იძინებთ დაწოლიდან 15-20 წუთის შემდეგ, გადით სხვა ოთახში, დაკავდით არა-სტიმულაციური აქტივობით და დაბრუნდით კვლავ საძინებელში, როდესაც იგრძნობთ ძილის სურვილს. არ შეიძლება კითხვა, ტელევიზორის ყურება, მობილურზე საუბარი, სოციალური მედიის გამოყენება და რაიმე აქტივობის დაგეგმვა ლოგინში წოლის დროს. მკურნალობა მიმართულია უძილობის პერიოდის შემცირებისკენ. მიზანშეწონილია დაძინებისა და გაღვიძების დროის დაფიქსირება. რელაქსაციის ტექნიკა ასევე მიღებულია ინსომნიის დროს, რაც გულისხმობს მედიტაციას, სუნთქვის რეგულაციას.

Page 11: Insomnia / ინსომნია

მკურნალობისთვის ასევე გამოიყენება ე.წ. ნათელი სხივის ექსპოზიცია. პაციენტების ინფორმირება იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღის სინათლე ძილის რეგულირებაში, მკურნალობის ძირითადი

ასპექტია. კარგი და ობიექტური ინფორმაცია ორგანიზმის ბიოლოგიური საათის შესახებ თვითგამოჯანმრთელებში ეხმარება პაციენტს. თუკი მოვახდენთ დილის სინათლის კომბინაციას ვარჯიშთან

ეს შეამცირებს დღის განმავლობაში ძილინობას, რაც დადებითად იმოქმედებს ღამის ძილზე.

Page 12: Insomnia / ინსომნია

ფარმაკოლოგიური მკურნალობა

მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგიური და ქცევითი ინტერვენცია ეფექტურია, ზოგიერთ პაციენტს ესაჭიროება დამატებითი დახმარება მედიკამენტებით. ამჟამად ინსომნიისთვის გამოყენებული მედიკამენტები და ნატურალური პროდუქტები მოიცვენ ბენზოდიაზეპინს-რეცეპტორის აგონისტს, მელატონინს, ანტიდეპრესანტებს, ანტიფსიქოზურ და ანტიჰისტამინურ საშუალებებს. ამ მედიკამენტების ეფექტურობა კონტროლდებოდა და შეისწავლებოდა 6 თვის განმავლობაში. ექიმების უმეტესობა თავს არიდებს მედიკამენტოზურ მკურნალობას, ვინაიდან ეს იწვევს მიჯაჭვულობას და დამოკიდებულებას. ამის მიუხედავად ექიმს შეუძლია დანიშნოს მედიკამენტი თუმცა შეუზღუდოს პაციენტს მისი გამოყენების ინტენსივობა და დოზა, ასევე უნდა გააფრთხილოს გვერდით ეფექტების შესახებ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კონკრეტული მედიკამენტი შეიძლება ეფექტური იყოს პაციენტთა ერთ ჯგუფში და საერთოდ არ მოქმედებდეს მეორე ჯგუფზე. როგორც წესი, ექიმი და პაციენტი ერთად განიხილავენ წამლის გამოყენების რისკს. ინსომნიის სამკურნალოდ საკმაოდ ეფექტურია მელატონინი, რასაც გამოიყენებენ 55 წელზე მეტი ასაკის პაციენტები. ის ძირითადად არეგულირებს ბიოლოგიურ საათს. ანტიდეპრესანტებსა და ფსიქოტროფულ მედიკამენტებთან დიდი რისკებია დაკავშირებული-წონის მომატება, შაქრიანი დიაბეტი. ყველაზე ნაკლებ საზიანოდ ითვლება ვალერიანის გამოყენება, რომელიც ზრდის ძილის ლატენტურობას.

Page 13: Insomnia / ინსომნია

დასკვნა

ინსომნია არის კომპლექსური და ჩვეულებრივ ქრონიკული დარღვევა, რაც საჭიროებს ინდივიდუალურ კონსულტაციას, შემეცნებითი ქცევისა და სოციალური ფაქტორების ჩათვლით. შედარებით მარტივი ინსტრუქციები, როგორიცაა სტრესისგან თავის არიდება და მოკლევადიანი მედიკამენტური მკურნალობა, არაეფექტურია. შემეცნებითი ქცევის თერაპია ყველაზე უკეთ ეხმარება პაციენტებს ინსომნიის სიმპტომებთან ბრძოლაში, თანაც უკვე უფრო მეტი ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი.

Page 14: Insomnia / ინსომნია

გამოყენებული ლიტერატურა;

Med J Aust. 2013 Oct 21;199(8):S36-40.

https://www.mja.com.au/journal/2013/199/8/insomnia-prevalence-consequences-and-effective-treatment

1 Lack L, Miller W, Turner D. A survey of sleeping difficulties in an Australian population. Community Health Stud 1988; 12: 200-207.2 Bartlett DJ, Marshall NS, Williams A, Grunstein RR. Sleep health New South Wales: chronic sleep restriction and daytime sleepiness. Intern Med J 2008; 38: 24-31.3 Britt H, Miller G, Charles J, et al. General practice activity in Australia 2009– 10. Canberra: Australian Institute of Health and Welfare, 2010. (AIHW Cat. No. GEP 27; General Practice Series No. 27.) 4 Baglioni C, Battagliese G, Feige B, et al. Insomnia as a predictor of depression: a meta-analytic evaluation of longitudinal epidemiological studies. J Affect Disord 2011; 135: 10-19. 5 Vozoris NT. The relationship between insomnia symptoms and hypertension using United States population-level data. J Hypertens 2013; 31: 663-671. 6 American Psychiatric Association. Diagnostic and statistical manual of mental disorders. 5th ed. Arlington, Va: American Psychiatric Publishing, 2013. 7 Charles J, Harrison C, Britt H. Insomnia. Aust Fam Physician 2009; 38: 283.8 Spielman AJ, Caruso LS, Glovinsky PB. A behavioral perspective on insomnia treatment. Psychiatr Clin North Am 1987; 10: 541-553. 9 Morin CM, Belanger L, LeBlanc M, et al. The natural history of insomnia: A population-based 3-year longitudinal study. Arch Intern Med 2009; 169: 447. 10 Sivertsen B, Overland S, Bjorvatn B, et al. Does insomnia predict sick leave? The Hordaland health study. J Psychosom Res 2009; 66: 67-74

Page 15: Insomnia / ინსომნია

11 Arroll B, Fernando A, Falloon K, et al. Development, validation (diagnostic accuracy) and audit of the Auckland Sleep Questionnaire: a new tool for diagnosing causes of sleep disorders in primary care. J Prim Health Care 2011; 3: 107-113. 12 Morin CM, Belleville G, Bélanger L, Ivers H. The insomnia severity index: psychometric indicators to detect insomnia cases and evaluate treatment response. Sleep 2011; 34: 601-608. 13 Schutte-Rodin S, Broch L, Buysse D, et al. Clinical guideline for the evaluation and management of chronic insomnia in adults. J Clin Sleep Med 2008; 4: 487-504. 14 Morin CM, Bootzin RR, Buysse DJ, et al. Psychological and behavioral treatment of insomnia: update of the recent evidence (1998–2004). Sleep 2006; 29: 1398-1414. 15 Sivertsen B, Omvik S, Pallesen S, et al. Cognitive behavioral therapy vs zopiclone for treatment of chronic primary insomnia in older adults: a randomized controlled trial. JAMA 2006; 295: 2851-2858. 16 Manber R, Edinger JD, Gress JL, et al. Cognitive behavioral therapy for insomnia enhances depression outcome in patients with comorbid major depressive disorder and insomnia. Sleep 2008; 31: 489-495. 17 Sivertsen B, Vedaa O, Nordgreen T. The future of insomnia treatment — the challenge of implementation. Sleep 2013; 36: 303-304. 18 Espie CA, Kyle SD, Williams C, et al. A randomized, placebo-controlled trial of online cognitive behavioral therapy for chronic insomnia disorder delivered via an automated media-rich web application. Sleep 2012; 35: 769-781. 19 Espie CA. “Stepped care”: a health technology solution for delivering cognitive behavioral therapy as a first line insomnia treatment. Sleep 2009; 32: 1549-1558. 20 Bootzin R. A stimulus control treatment for insomnia. Proc Am Psychol Assoc 1972; 7: 395-396