presentation aa - geo 21.07.16.pdf

30
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2014-2016 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმების განხორციელების ანგარიში ივლისი 2016 წელი

Upload: trinhtuyen

Post on 29-Dec-2016

225 views

Category:

Documents


4 download

TRANSCRIPT

Page 1: Presentation AA - GEO 21.07.16.pdf

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ

შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2014-2016 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმების განხორციელების

ანგარიში

ივლისი 2016 წელი

Page 2: Presentation AA - GEO 21.07.16.pdf

საქართველო-ევროკავშირის

ასოცირების შესახებ შეთანხმება

2014 წლის ივნისი:

შეთანხმდა საქართველო-ევროკავშირის

ასოცირების დღის წესრიგი

2014 წლის ივლისი:

საქართველოს პარლამენტმა

მოახდინა ასოცირების

შესახებ შეთანხმების

რატიფიცირება

2014 წლის

ივნისი:

ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის

ასოცირების შესახებ

შეთანხმებას

2014 წლის სექტემბერი:

დაიწყო

ასოცირების შესახებ

შეთანხმების დროებითი გამოყენება

2016 წლის ივლისი:

ასოცირების

შესახებ შეთანხმება სრულად

შევიდა ძალაში

Page 3: Presentation AA - GEO 21.07.16.pdf

საკანონმდებლო დაახლოება 2014- 2016 წლებში

4

49

20

მიღებულია

ახალი კანონი

კანონქვემდებარე

აქტი

საკანონმდებლო

ცვლილება

21

36

შემუშავებულია/

განხილვის პროცესში

ახალი კანონი

კანონქვემდებარე

აქტი

Page 4: Presentation AA - GEO 21.07.16.pdf

საკანონმდებლო დაახლოება

0

5

10

15

20

25

2015 2016

Directive

Decision

Recommendation

Page 5: Presentation AA - GEO 21.07.16.pdf

2016 წლისთვის დაგეგმილი საკანონმდებლო დაახლოება

9

4

12

4

37

2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, დაგეგმილია ახალი კანონებისა და საკანონმდებლო

ცვლილებების შემუშავება/მიღება

Page 6: Presentation AA - GEO 21.07.16.pdf

ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შედეგები

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში (GCI), გაუმჯობესდა საქართველოს პოზიცია და გადავიდა 66-ე ადგილზე 140 ქვეყანას შორის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში, 2015 წელს, 189 ქვეყანას შორის საქართველო 24-ე ადგილს იკავებდა 2016 წლის მედია თავისუფლების კვლევის ინდექსის თანახმად, საქართველო იკავებს 64-ე ადგილს და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის მედიის თავისუფლების ყველაზე მაღალი ხარისხი აქვს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსში, 2015 წელს, საქართველო 48-ე ადგილზეა 168 ქვეყანას შორის, (2013 წელს 55-ე, 2014 წელს 50-ე) ხოლო რეგიონში-პირველ ადგილზე

Page 7: Presentation AA - GEO 21.07.16.pdf

ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების 2014-2016 წლების გეგმების ფარგლებში განხორციელებული

მნიშვნელოვანი რეფორმები

მართლმსაჯ-ულების რეფორმა

საჯარო მმართველობის

რეფორმა

ადამიანის უფლებების

დაცვა

გარემოს დაცვა კულტურა და

განათლება ეკონომიკური

თანამშრომლობა

Page 8: Presentation AA - GEO 21.07.16.pdf

სასამართლო ხელისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროს რეფორმა

დამტკიცდა საკანონმდებლო ცვლილებები „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის პროკურატურის დამოუკიდებლობასა და გამჭვირვალობას

გაუმჯობესდა მოსამართლეთა ობიექტურად და გამჭირვალედ შერჩევის პროცესი

მოსამართლეთა დისციპლინარული დევნის აღძვრის უფლება გადაეცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს

მომზადდა ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რის საფუძველზე შემოღებულია მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი

წარმატებით მიმდინარეობს პენიტენციური სისტემის რეფორმა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა „მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კომიტეტი“

მიღებულია ახალი კანონი „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“. კანონის თანახმად, ცალკე უწყებად ჩამოყალიბდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მკაფიოდ გაიმიჯნა საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციები და გაიზარდა უწყების ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა

Page 9: Presentation AA - GEO 21.07.16.pdf

ადამიანის უფლებები და ძირითადი

თავისუფლებები

მიღებულია კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“

დამტკიცდა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა

რატიფიცირებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №15 და №16 ოქმები

მიღებულია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

მთავრობის მიერ დამტკიცდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დაცვას და შემოაქვს „მიუსაფარი ბავშვის“ სამართლებრივი სტატუსი

ხელი მოეწერა ევროპის საბჭოს კონვენციას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის შესახებ

Page 10: Presentation AA - GEO 21.07.16.pdf

საჯარო მმართველობის რეფორმა და

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

საჯარო სექტორის მოდერნიზაციისა და ეფექტური საჯარო მმართველობის შექმნის მიზნით, მიღებულია ახალი კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“

„საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის შესაბამისად, შემუშავდა 12-ზე მეტი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი შემუშავდა თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა

მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის სისტემა

დამტკიცდა და წარმატებით ხორციელდება საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და სტრატეგიის განხორციელების 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა და წარმატებით ხორციელდება ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საქართველოს სამოქმედო გეგმა

Page 11: Presentation AA - GEO 21.07.16.pdf

თანამშრომლობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში

2014-2016 წლებში, საქართველო მიუერთდა ევროკავშირის მიერ სხვადასხვა

საერთაშორისო ორგანიზაციაში გაკეთებულ 570 განცხადებას

საქართველომ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის მრჩეველთა მისიაში

უკრაინაში - EUAM Ukraine

საქართველომ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის მისიაში ცენტრალური

აფრიკის რესპუბლიკაში - EUFOR RCA (241 სამხედრო მოსამსახურე)

საქართველო მონაწილეობს ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში მალის

რესპუბლიკაში - EUTM Mali

საქართველო მონაწილეობს ევროკავშირის სამხედრო მრჩეველთა მისიაში

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში - EUMAM RCA

2016 წელს, საქართველო მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის საწვრთნელ

მისიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში - EUTM RCA

2016 წელს, საქართველომ უმასპინძლა ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის

პოლიტიკის (CSDP) საორიენტაციო კურსს, ხოლო 2015 წელს, ქ. თბილისში

გაიმართა CSDP-ის კურსდამთავრებულთა პირველი მაღალი დონის კონფერენცია

საქართველომ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის გლობალური სტრატეგიის

შემუშავებაში

Page 12: Presentation AA - GEO 21.07.16.pdf

მაისი, 2015 ევროკომისიამ გამოაქვეყნა რიგით მესამე ანგარიში საქართველოს მიერ VLAP-ის განხორციელებასთან დაკავშირებით

დეკემბერი, 2015 ევროკომისიამ გამოაქვეყნა რიგით მეოთხე, საბოლოო ანგარიში საქართველოს მიერ VLAP-ის განხორციელებასთან დაკავშირებით

სექტემბერი, 2015 VLAP-ის განხორციელების შეფასების მიზნით, საქართველოს ევროკავშირის ექსპერტთა მისიები ეწვია

მარტი, 2016 ევროკომისიამ ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს საკანონმდებლო წინადადება წარუდგინა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის სივრცეში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა(VLAP)

ივლისი, 2016 ევროპარლამენტს (LIBE კომიტეტი) წარედგინა ანგარიში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე (პროექტი ევროპარლამენტისა და საბჭოს (EC) №539/2001 რეგულაციაში საკანონმდებლო ცვლილების შესატანად)

Page 13: Presentation AA - GEO 21.07.16.pdf

თანამშრომლობა მიგრაციის, თავშესაფრისა და საზღვრის მართვის საკითხებზე

შემუშავდა ელექტრონული ბაზა თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის, რომელიც მოიცავს ინფორმაციას წარმოშობის ქვეყნის შესახებ

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგია, 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა და 2015 წლის მიგრაციის პროფილი

შემუშავდა მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემა

წარმატებით ხორციელდება ევროკავშირსა და საქართველოს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ და „სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ“ შეთანხმებები

მიღებულია საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა საფუძველზე თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო სტატუსის მქონე პირები სარგებლობენ სოციალური დახმარებით, განათლებაზე ხელმისაწვდომობით, უფასო იურიდიული დახმარებითა და ჯანდაცვის მომსახურებით

მიღებულია საზღვრის ინტეგრირებული მართვის სტრატეგია და 2014-2018 წლების სამოქმედო გეგმა

Page 14: Presentation AA - GEO 21.07.16.pdf

ბრძოლა დანაშაულისა და უკანონო ნარკოტიკული საშუალებების წინააღმდეგ,

სამართლებრივი თანამშრომლობა

პოლიციის ატაშეები წარგზავნილია ავსტრიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, პოლონეთის, თურქეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, სომხეთის რესპუბლიკებსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ესპანეთის სამეფოსა და უკრაინაში

2016 წელს, გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) შეფასების მეორე ანგარიში. ანგარიშში დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები

საქართველოსა და ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრს (EMCDDA) შორის გაფორმდა მემორანდუმი

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის შესახებ შეთანხმებები გაფორმდა უნგრეთისა და პორტუგალიის რესპუბლიკების ფინანსური მონიტორინგის სამსახურებთან

საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა „დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებებს ესპანეთის სამეფოსთან, ბელგიის სამეფოსთან, ბელარუსის რესპუბლიკასთან, სლოვაკეთის რესპუბლიკასთან და ლიტვის რესპუბლიკასთან

შემუშავდა ევროპოლთან ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტი, რომელსაც ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება

ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის უსაფრთხოების პროცედურების შესახებ“

საქართველო ოფიციალურად არის შეყვანილი ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოს (EUROJUST) პრიორიტეტული ქვეყნების სიაში

Page 15: Presentation AA - GEO 21.07.16.pdf

ეკონომიკური თანამშრომლობა

ცვლილებები შევიდა „კონკურენციისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონში და შეიქმნა კონკურენციის სააგენტო ქვეყნის მასშტაბით, რეგიონული და სოფლის განვითარების მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში, განხორციელდა ათასზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი

მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეობისა და ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით, დაარსდა მეწარმეობის განვითარების სააგენტო და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველო ახორციელებს ინვესტიციებს სარკინიგზო სექტორში დამტკიცდა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016-2020 წლებისთვის და სტრატეგიის სამოქმედო გეგმა 2016-2017 წლებისთვის

Page 16: Presentation AA - GEO 21.07.16.pdf

საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებაში შევიდა ცვლილება ადვალური აქციზის საგადასახადო ადმინისტრირების საკითხებზე, რომელშიც ასახულია 2011 წლის 21 ივნისის ევროკავშირის საბჭოს 2011/64/EU დირექტივის (წარმოებული თამბაქოს აქციზის გადასახადის სტრუქტურისა და განაკვეთების შესახებ) დებულებები

შევიდა ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომელიც მოიცავს 2006 წლის 28 ნოემბრის ევროკავშირის საბჭოს 2006/112/EC დირექტივის (დამატებული ღირებულების გადასახადის საერთო სისტემის შესახებ) დებულებებს ურთიერთდამოკიდებული პირების, უკუდაბეგვრის, დროებითი შემოტანისა და საბაზრო ფასის გამოყენების შესახებ

გლობალური ფორუმის ფარგლებში გაიმართა საქართველოს ანგარიშის განხილვა. საქართველომ მიიღო მეტწილად შესაბამისი (Largely Compliant) შეფასება, რის საფუძველზეც აღიარებულ იქნა საქართველოში საგადასახადო მიზნებისთვის ინფორმაციის გაცვლის კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან

ეკონომიკური თანამშრომლობა

Page 17: Presentation AA - GEO 21.07.16.pdf

2015 წლის იანვრიდან, ამოქმედდა სტატისტიკური მონაცემების გავრცელების ახალი სისტემა

დასრულდა ხარისხის კონტროლისა და სპეციალური საბაჟო დეკლარაციების მონაცემთა დამუშავება და შესაბამისი ინფორმაცია აისახა საგარეო ვაჭრობის მონაცემთა ბაზაში ძალაში შევიდა ცვლილებები საქართველოს კანონში „ოფიციალური სტატისტიკის“ შესახებ

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის საბოლოო შედეგები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის, სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საარსებო წყაროების, საცხოვრისების და სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ

სტატისტიკა

Page 18: Presentation AA - GEO 21.07.16.pdf

ტრანსპორტი

ცვლილებები შევიდა საქართველოს საჰაერო კოდექსში. ცვლილებების შედეგად, საქართველოს კანონმდებლობაში აისახა ევროკავშირის შემდეგი რეგულაციები:

• 2004 წლის 21 აპრილის №785/2004 რეგულაცია სადაზღვევო მოთხოვნების შესახებ

• 2008 წლის 24 სექტემბრის №1008/2008 რეგულაცია ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაზიდვების წარმოების შესახებ

• 1997 წლის 9 ოქტომბრის №2027/97 რეგულაცია უბედური შემთხვევებისას ავია გადამზიდველის პასუხისმგებლობის შესახებ

შემუშავდა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი

შემუშავდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი

შემუშავდა საქართველოს „საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია“

Page 19: Presentation AA - GEO 21.07.16.pdf

ენერგეტიკა

2015 წელს, ცვლილებები შევიდა „ნავთობისა და გაზის შესახებ საქართველოს კანონში“ „რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში, მიმდინარე სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების უმეტესი ნაწილი შესრულდა საფუძველი ჩაეყარა ტრანს-ანატოლიის (TANAP) ბუნებრივ გაზსადენს აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ინტერკონექტორის პროექტის (AGRI) ხელშეწყობის მიზნით გამართულ მინისტერიალზე მხარეებმა ხელი მოაწერეს პროექტის ერთობლივ დეკლარაციას წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები საქართველოს ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე შემუშავდა ქვეყნის ენერგო ეფექტურობის პირველი ეროვნული სამოქმედო გეგმა (NEEAP)

Page 20: Presentation AA - GEO 21.07.16.pdf

გარემოს დაცვა

მიღებულია საქართველოს „ნარჩენების მართვის კოდექსი“

შემუშავდა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“

შემუშავდა საქართველოს კანონის პროექტები „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ და „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შემუშავდა „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონის პროექტი და „ბიომრავალფეროვნების დაცვის შესახებ“ კანონის პროექტი დამტკიცდა ცვლილებები „გარემოს დაცვის შესახებ“ და „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონებში განახლდა გარემოსა და კლიმატის ცვლილების საკითხებთან დაკავშირებით ევროკავშირის კანონმდებლობასთან აპროქსიმაციის გზამკვლევი

Page 21: Presentation AA - GEO 21.07.16.pdf

გაუმჯობესდა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა საქართველოს სამ ქალაქში (თბილისი, ბათუმი, რუსთავი) მიღებულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მემაცივრე-ტექნიკოსების სერტიფიცირების სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 2016-2030 წლების ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა 2016-2020 წლებისთვის გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონვენციის სამდივნოს წარედგინა საქართველოს პირველი ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (INDC) დოკუმენტი

2016 წლის ივნისში, საქართველომ უმასპინძლა „გარემო ევროპისთვის“ (EfE) - მინისტრთა მერვე კონფერენციას

გარემოს დაცვა

Page 22: Presentation AA - GEO 21.07.16.pdf

სოფლის მეურნეობა და რეგიონული განვითარება

ფერმერების ხელშეწყობის მიზნით, ხორციელდება შეღავათიანი აგროკრედიტებისა და მცირე ფერმერების დახმარების პროექტები

სოფლის და სოფლის მეურნეობის ევროპის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმების მეორე ეტაპს (ENPARD II), რომელიც 50 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას ითვალისწინებს

დამტკიცდა „სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგია“

შემუშავდა საკანონმდებლო დაახლოების პროგრამა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიის სფეროში, რომელიც ითვალისწინებს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას

დამტკიცდა „2015-2017 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა“

პარლამენტს წარედგინა საქართველოს კანონის პროექტი „რეგიონული პოლიტიკისა და განვითარების დაგეგმვის შესახებ“

შემუშავდა „საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ეროვნული სტრატეგიის“ პროექტი

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით შემუშავდა „სასოფლო განვითარების სტრატეგიის“ პროექტი

Page 23: Presentation AA - GEO 21.07.16.pdf

კვლევები, ტექნოლოგიური განვითარება და ინოვაციები

მიღებულია და წარმატებით ხორციელდება ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა და რეკომენდაციები

საქართველოში გაიხსნა პირველი ტექნოლოგიური პარკი, რომლის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი და ინოვაციური იდეების განხორციელების ხელშეწყობა

საქართველოს პარლამენტს წარედგინა „ინოვაციების შესახებ“ კანონის პროექტი

საქართველოს ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით:

გაიხსნა 4 სამრეწველო ლაბორატორია

დაფუძნდა პირველი საზოგადოებრივი ინოვაციის ცენტრი

Page 24: Presentation AA - GEO 21.07.16.pdf

დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები

შრომის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ცვლილებები შევიდა საქართველოს შრომის კოდექსში

მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „შრომითი მიგრაციის“ შესახებ

შემუშავდა სახელმწიფო განვითარების პროგრამა „შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის“ შესახებ

დამტკიცდა „შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა“

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეიქმნა შრომის ინსპექციის დეპარტამენტი

ფუნქციონირებს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა - www.worknet.gov.ge

Page 25: Presentation AA - GEO 21.07.16.pdf

ჯანდაცვა

ხორციელდება სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს უზრუნველყოფს მკურნალობის წინა სადიაგნოსტიკო და მკურნალობის მონიტორინგისთვის საჭირო კვლევებით

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Gilead-ის მხარდაჭერით, მიმდინარეობს C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამის განხორციელება

დამტკიცდა „აივ ინფექცია/შიდსის და ტუბერკულოზის 2016-2018 წლების ეროვნული სტრატეგიული გეგმა“

ინტენსიური სამუშაოები ჩატარდა დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემის (EIDSS) ჩამოყალიბებისთვის

Page 26: Presentation AA - GEO 21.07.16.pdf

კულტურა და განათლება

საქართველო „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის წევრი გახდა (პირველი ქვეყანა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის). საქართველომ მიაღწია პირველ წარმატებას და მოიპოვა დაფინანსება რამდენიმე პროექტის განსახორციელებლად, როგორც კულტურის, ასევე მედიის ქვეპროგრამაში

დამტკიცდა კულტურის სტრატეგია - კულტურა 2025

საქართველო აქტიურად არის ჩართული „Erasmus+“-ის პროგრამაში

ხელი მოეწერა „ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამაში „ჰორიზონტი 2020“ საქართველოს ასოცირებული წევრობის შესახებ შეთანხმებას“

განათლების უწყვეტობის, მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის კონცეფციის განხორციელების მიზნით, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების კომპონენტის დანერგვას

Page 27: Presentation AA - GEO 21.07.16.pdf

სპორტი და ახალგაზრდობა

დამტკიცდა სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და 2014-2020 წლების სამოქმედო გეგმა და მისი ეფექტიანი განხორციელების მიზნით მიღებულ იქნა სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ჩარჩო-დოკუმენტი

წარმატებით ხორციელდება სპორტის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა

დასრულდა მუშაობა 2016-2020 წლების საქართველოს დოპინგსაწინააღმდეგო სტრატეგიის პროექტზე

2015 წლის ივლისში, თბილისში ჩატარდა ევროპის

მე-13 ახალგზარდული ოლიმპიური ფესტივალი

2015 წლის აგვისტოში, თბილისმა უეფა-ს სუპერთასის ფინალს უმასპინძლა

Page 28: Presentation AA - GEO 21.07.16.pdf

თანამშრომლობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ფარგლებში

2016 წლის 26 ნოემბერს, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მეექვსე არაფორმალური დიალოგის შეხვედრა გაიმართა თბილისში, რომელშიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრები მონაწილეობდნენ

2015-2016 წლებში, საქართველოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მრავალმხრივ თანამშრომლობის 3 მაღალი დონის შეხვედრაში, 11 თემატურ პლატფორმაში, პანელების 26 შეხვედრაში და 2 სემინარ/ტრენინგში

საქართველომ ევროკომისიას წარუდგინა საკუთარი ხედვა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ENP) გადახედვასთან დაკავშირებით

Page 29: Presentation AA - GEO 21.07.16.pdf

თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან

2015 წლის ნოემბერში, საქართველოს მთავრობასა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრ ქვეყნებს შორის პირველი ქვეყანაა, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოება ჩართო ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და მონიტორინგის პროცესში 2016 წელს, საქართველოს მთავრობასა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის სამი სექტორული შეხვედრა გაიმართა 2016 წლის ივნისში, თბილისში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის დამფუძნებელი შეხვედრა გაიმართა

Page 30: Presentation AA - GEO 21.07.16.pdf

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:

www.eu-nato.gov.ge