recovery - მთავარი · 7/11 მოქმედება ყოველგვარი...

11
ფინანსური დანაკარგების დაზღვევის პირობები N RECOVERY-001/20 REcovERY

Upload: others

Post on 02-Oct-2020

1 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: REcovERY - მთავარი · 7/11 მოქმედება ყოველგვარი ვადის დაცვის გარეშე. 5.3.6. სამუშაოს

ფინანსური დანაკარგების დაზღვევის პირობები N RECOVERY-001/20

REcovERY

Page 2: REcovERY - მთავარი · 7/11 მოქმედება ყოველგვარი ვადის დაცვის გარეშე. 5.3.6. სამუშაოს

2/11

წინამდებარე დოკუმენტი - ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები წარმოადგენს არასრულ ინფორმაციას დაზღვევის პირობების შესახებ; დაზღვევის შესახებ სრული ინფორმაცია მოცემულია დაზღვევის პირობებში N RECOVERY-001/20, რომელიც განთავსებულია მზღვეველის ვებ გვერდზე www.nvi.ge და სადაზღვევო პოლისში; დაზღვევის პირობები, სადაზღვევო პოლისი და დამზღვევის განაცხადი დაზღვევის შესახებ წარმოადგენს ხელშეკრულებას მხარეთა შორის. დაზღვევის ხელშეკრულება ყველა დანართით ეგზავნება დამზღვევს განაცხადში/პოლისში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები

1. მზღვეველი - სს “ნიუ ვიჟენ დაზღვევა“;

2. დაზღვევის ხელშეკრულების სახე – ფინანსური დანაკარგების დაზღვევა;

3. დაზღვეული რისკის აღწერილობა და სადაზღვევო დაფარვის პირობები:

დაზღვეულ რისკებს წარმოადგენს, დაზღვევის პოლისით განსაზღვრული დაზღვევის პერიოდის დაწყების შემდეგ (5 (ხუთი) დღიანი მოცდის პერიოდის გათვალისწინებით) დადასტურებული კორონავირუსის COVID 19 -ის შედეგად წარმოქმნილი შემდეგი რისკები:

დაზღვეულის ფინანსური დანაკარგები, რომელიც განპირობებულია:სამუშაოს დაკარგვით ან (კვლავ) დასაქმების გაჭიანურებით;ეკონომიკური აქტივობის განახლების შეფერხებით ან მიუღებელი შემოსავლით;ხელფასის ან სხვა ტიპის ანაზღაურების შემცირებით;სოფლის მეურნეობის მიმართულებით აქტივობის შეფერხებით;გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯებით;სასწავლო პროცესში ელექტრონულად ჩართულობით გამოწვეული დანახარჯებით;სპეციალიზირებული საგანმანათლებლო და ტრენინგ-პროგრამების საჭიროებით;ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების ხარჯებით;18 წლამდე დაზღვეულის მშობელთა (მეურვე-მზრუნველთა) სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯებით;

წინამდებარე დაზღვევით (ერთ სადაზღვევო პერიოდში) იფარება კორონავირუსის COVID-19-ით მხოლოდ ერთხელ დაინფიცირების შედეგად წარმოქმნილი წინამდებარე ხელშეკრულების 3.1. პუნქტით განსაზღვრული რისკები შესაბამის პოლისში მითითებული ჯამური ლიმიტის ფარგლებში.დაზღვეულის კორონავირუსით COVID-19-ით დაინფიცირება უნდა დადგეს დაზღვევის პერიოდის დაწყებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის გასვლის შემდეგ და არაუგვიანეს პოლისში მითითებული დაზღვევის პერიოდის ბოლო დღისა, დადასტურებული უნდა იყოს კვლევის „ოქროს სტანდარტით“, ანუ რეალურ დროში უკუტრანსკრიპციით მიმდინარე პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცით (RT-PCR), და იწვევდეს სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებლობას, ე.წ. სწრაფი ტესტირების მეთოდით მიღებული წინასწარი შედეგი მხედველობაში არ მიიღება მისი სათანადო ლაბორატორული დადასტურების გარეშე.

4. ფრანშიზის სახე, ოდენობა და გამოყნების წინაპირობები - ფრანშიზა არის თანხა, რომელიც არ ანაზღაურდება მზღვეველის მიერ და აკლდება ზარალის თანხას - წინამდებარე დაზღვევა ფრანშიზას არ ითვალისწინებს.

5. დაზღვევის ხელშეკრულების მოქმედების ვადა: განსაზღვრულია პოლისით;

6. სადაზღვევო პერიოდი: განსაზღვრულია პოლისით;

7. სადაზღვევო პოლისით განსაზღვრული ერთჯერადი სადაზღვევო პრემიის გადახდამდე მზღვეველი თავისუფალია თავისი მოვალეობებისგან;

8. სადაზღვევო თანხის ოდენობა: განსაზღვრულია პოლისით;

9. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის შეტყობინების გაგზავნის წესი მოცემულია დაზღვევის პირობების/ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.1. პუნქტში;

Page 3: REcovERY - მთავარი · 7/11 მოქმედება ყოველგვარი ვადის დაცვის გარეშე. 5.3.6. სამუშაოს

3/11

10. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის სადაზღვევო ანაზღაურების მიღების მიზნით მოთხოვნის წარდგენის წესი მოცემულია დაზღვევის პირობების / ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.2 პუნქტში, ხოლო წარსადგენი დოკუმენტების დეტალური ჩამონათვალი განსაზღვრულია მე-11 მუხლის 11.3 პუნქტში;

11. სადაზღვევო შემთხვევის რეგულირების შესახებ დეტალური პროცედურები მოცემულია ხელშეკრულების მე-11 და მე-12 მუხლებში;

12. სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის საკითხი დარეგულირებულია ხელშეკრულების მე-12 მუხლში;

13. დამზღვევი ვალდებულია მზღვეველს მიაწოდოს:

სრული, ამომწურავი, სწორი და ნამდვილი ინფორმაცია დაზღვევის რისკების შესახებ;დაზღვევის მიზნით შესავსებ განაცხადში მიუთითოს სწორი და სრული ინფორმაცია;ინფორმაცია ორმაგი დაზღვევის არსებობის შესახებ;სრული და სწორი ინფორმაცია სადაზღვევო რისკების შესაძლო გაზრდის ან/და ასეთი საფრთხის წარმოშობის/სავარაუდო წარმოშობის შესახებ;სრული და სწორი ინფორმაცია სადაზღვევო შემთხვევის შესახებ;სხვა ინფორმაცია, რომლის მიწოდების ვალდებულებაც ეკისრება დამზღვევს ხელშეკრულების შესაბამისად;

დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის ზემოაღნიშნული ინფორმაციის მიწოდება სავალდებულოა მზღვეველის მიერ სრულყოფილი სადაზღვევო მომსახურების გაწევის მიზნით; დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის აღნიშნული ინფორმაციის მიუწოდებლობის ან/და არასრული სახით მიწოდების ან/და მცდარი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, მზღვეველი უფლებამოსილია უარი განაცხადოს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზარალის ანაზღაურებაზე;

14. ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები: დაზღვევის ხელშეკრულების/პოლისის ვადამდე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს:

მზღვეველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულება, მათ შორის სადაზღვევო თანხის ლიმიტის ამოწურვა;საქართველოს კანონმდებლობით და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

15. დაზღვევის გამონაკლისი პირობები (შემთხვევები, რაც არ ანაზღაურდება სადაზღვევო პოლისით) დადგენილია დაზღვევის პირობების მე-5 მუხლით:სადაზღვევო შემთხვევად არ ჩაითვლება და არ ანაზღაურდება სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოწვეულია ან შედეგად მოყვა შემდეგ გარემოებებს:

დაზღვევის ძალაში შესვლამდე ან მოცდის პერიოდში დამდგარი შემთხვევა;დამზღვევის/დაზღვეულის მიერ ჩადენილი განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობა, უკანონო ქმედება; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში განსაზღვრული წესების/რეჟიმის დარღვევა; დამზღვევი/დაზღვეული დამალავს მისთვის ცნობილ გარემოებებს, რამაც შესაძლოა გაზარდოს სადაზღვევო შემთხვევის რისკი;დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის მცდარი/არასწორი ინფორმაციის მიწოდება;საქართველოს კანონმდებლობით და წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.

დაზღვევა არ ვრცელდება:

ფსიქიურად დაავადებულ პირებზე და იმ პირებზე, რომელთაც ესაჭიროებათ მუდმივი მოვლა და ზედამხედველობა ან რომელთაც დაზღვევის მომენტში უტარდებათ სტაციონარული მკურნალობა;პირებზე, რომლებიც დაზღვევის მომენტისათვის არიან 70 წლის და ზემოთ;პირებზე, რომლებიც იმყოფებიან კარანტინში ან იზოლაციაში, ასევე თუ დაზღვევიდან სამი დღის განმავლობაში მოხვდებიან კარანტინში ან იზოლაციაში;პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ პირებზე;პირებზე, რომლებიც დაზღვევის მომენტში დაინფიცირებულნი არიან კორონავირუსით და უტარდებათ სტაციონარული მკურნალობა და აგრეთვე პირებზე, რომლებიც მიუხედავად დადასტურებული კორონავირუსით დაინფიცირებისა სტაციონარში არ გადიან მკურნალობას;პირებზე, რომლებიც ბოლო 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში უწყვეტად არ იმყოფებოდნენ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

Page 4: REcovERY - მთავარი · 7/11 მოქმედება ყოველგვარი ვადის დაცვის გარეშე. 5.3.6. სამუშაოს

წინამდებარე პირობებით არ ანაზღაურდება:

4/11

ზარალი, პოლისში მითითებულ ვადაში და ოდენობით პრემიის გადაუხდელობის შემთხვევაში;ზარალი, მზღვეველის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში;ზარალი, თუ დამზღვევი დაარღვევს სადაზღვევო შემთხვევის შეტყობინების და ანაზღაურების მიღების მიზნით წარსადგენი განაცხადის ვადებს;შემთხვევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე პირობებით/პოლისით და/ან ხვდება გამონაკლისთა ნუსხაში;შემთხვევა, თუ გამოვლინდება დამზღვევის ან/და მოსარგებლის მიერ ან დამზღვევის ან/და მოსარგებლის მონაწილეობით სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტის და/ან ანაზღაურების მიღებისათვის აუცილებელი დოკუმენტების/ინფორმაციის გაყალბების, ასევე არასწორი/მცდარი დოკუმენტაციის / ინფორმაციის წარმოდგენის ფაქტი; ასეთ შემთხვევაში მზღვეველი უფლებამოსილია ცალმხრივად გააუქმოს დაზღვევის მოქმედება ყოველგვარი ვადის დაცვის გარეშე. სამუშაოს დაკარგვა მოხდა დაზღვეულის ინიციატივით. დაფარული რისკის (სამუშაოს დაკარგვით გამოწვეული ფინანსური დანაკარგი) მიზნებისათვის სამუშაოს დაკარგვა ნიშნავს, დაზღვეულის ნებისგან დამოუკიდებელი გარემოების შედეგად სამუშაოს დაკარგვას.ახალი კორონავირუსის COVID 19-ს მკურნალობა.შემთხვევა, თუ დაზღვეული ვერ წარმოადგენს სადაზღვევო ანაზღაურების მიღების მიზნით ხელშეკრულებით განსაზღვრულ განსაზღვრულ დოკუმენტებს.

16. დაზღვეულთა პრეტენზიების განხილვა. 16.1. მზღვეველის მიმართ პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, პრეტენზიის მიღება, განხილვა და რეგულირება ხდება მზღვეველის „მომხმარებელთა პრეტენზიების მიღებისა და განხილვის პროცედურის“ შესაბამისად, რომელიც განთავსებულია ელექტრონული სახით შემდეგ მისამართზე www.nvi.ge. დამზღვევის/დაზღვეულის პრეტენზია წარედგინება მზღვეველის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურს შემდეგი საშუალებით:

წერილობითი (მატერიალური) ფორმით გამოხატული პრეტენზია წარმოდგენილი უნდა იქნას საპრეტენზიო განცხადების სახით მომხმარებლის საკომუნიკაციო საშუალებების (ტელეფონი, ელ-ფოსტა) მითითებით, მზღვეველის მისამართზე ქ. თბილისი, ე, მიქელაძის 1ბ; პასუხის მიღების მაქსიმალური ვადაა საპრეტენზიო განცხადების მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე;ელექტრონული ფორმით გამოხატული პრეტენზია, წარმოდგენილი უნდა იქნას საპრეტენზიო განცხადების ელექტრონული ვერსიის ან სხვა არასტანდარტული განცხადების ელექტრონული ფორმით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე – [email protected]. პასუხის მიღების მაქსიმალური ვადაა საპრეტენზიო განცხადების მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე;ზეპირსიტყვიერი ფორმით გამოხატული პრეტენზია წარმოდგენილ უნდა იქნას მზღვეველის საინფორმაციო სამსახურში პრეტენზიის დაფიქსირებით. პასუხის მიღების მაქსიმალური ვადაა საპრეტენზიო განცხადების მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე.

16.2. ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული დავების/უთანხმოების შემთხვევაში მხარეები მორიგების მიზნით მიმართავენ ა(ა)იპ „საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის“ „დაზღვევის მედიაციას“ სატელეფონო ხაზის მეშვეობით ნომერზე: 2 555 155, ელექტრონული ფოსტის მისამართზე [email protected] ;16.3. დამზღვევი უფლებამოსილია, ასევე, მიმართოს სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს; ქ. თბილისი, ლ. მიქელაძის ქ. N3, ტელ: +995 32 223 44 10.

Page 5: REcovERY - მთავარი · 7/11 მოქმედება ყოველგვარი ვადის დაცვის გარეშე. 5.3.6. სამუშაოს

5/11

წინამდებარე პირობები, დამზღვევის განაცხადი და მის საფუძველზე გაცემული დაზღვევის პოლისი წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებულ დაზღვევის ხელშეკრულებას. წინამდებარე პირობები ძალაშია მხოლოდ სს ნიუ ვიჟენ დაზღვევას მიერ გაცემულ სადაზღვევო პოლისთან ერთად. სადაზღვევო პოლისის გარეშე წინამდებარე პირობებს იურიდიული ძალა არ აქვს.

1. ტერმინთა განმარტებები1.1. მზღვეველი – სს ნიუ ვიჟენ დაზღვევა (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402160022).1.2. დამზღვევი – პირი, რომელმაც გააფორმა დაზღვევის ხელშეკრულება და დაფიქსირებულია დაზღვევის პოლისში.1.3. დაზღვეული – საქართველოში მცხოვრები 70 წლამდე ასაკის ფიზიკური პირი, რომელიც ბოლო 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში უწყვეტად იმყოფება საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე; თუ დაზღვევის პოლისით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული დამზღვევი შეიძლება იმავდროულად იყოს დაზღვეული.1.4. მოსარგებლე – ფიზიკური პირი, რომელიც ამ პირობების და საქართველოს კანონმდებლობის თანახმად უფლებამოსილია მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება.1.5. დაზღვევის პოლისი (შემდგომში – პოლისი) – მზღვეველის მიერ გაცემული ხელმოწერილი / დადასტურებული საბუთი – მოწმობა დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ, რომელიც ასახავს ხელშეკრულების ძირითად პირობებს და გადაეცემა დამზღვევს. დაზღვევის პოლისი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. 1.6. დაზღვევის ხელშეკრულება (შემდგომში “ხელშეკრულება”) - წინამდებარე პირობების, პოლისის, დაზღვევის განაცხადის და დანართ(ებ)ის (ასეთის არსებობისას) ერთობლიობა. 1.7. დაზღვევის პერიოდი – პოლისში მითითებული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც ხორციელდება დაზღვევა.1.8. მოცდის პერიოდი - დაზღვევის პერიოდის დასაწყისი თარიღიდან 5 კალენდარული დღე, რომლის განმავლობაში დამდგარი სადაზღვევო შემთხვევა არ ექვემდებარება მზღვეველის მიერ ანაზღაურებას.1.9. სადაზღვევო თანხა/ლიმიტი – პოლისში მითითებული თანხის მაქსიმალური ოდენობა, რომლის ფარგლებშიც მზღვეველი იღებს ვალდებულებას დაზღვევის პერიოდის განმავლობაში დამდგარი სადაზღვევო შემთხვევისას აანაზღაუროს ზარალი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.1.10. სადაზღვევო პრემია - დაზღვევის საფასური, რომელიც დამზღვევმა უნდა გადაუხადოს მზღვეველს დაზღვევის პოლისით განსაზღვრული წესითა და ოდენობით.1.11. სადაზღვევო შემთხვევა – დაზღვევის პოლისში და ამ პირობებში მითითებული სადაზღვევო რისკის შედეგად, დაზღვევის პერიოდის განმავლობაში დამდგარი ზიანი, რომელიც წარმოშობს მზღვეველის პასუხისმგებლობას გადაუხადოს დამზღვევს/მოსარგებლეს სადაზღვევო ანაზღაურება;1.12. სადაზღვევო რისკი – მოვლენა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სადაზღვევო შემთხვევა და რომელიც განსაზღვრულია წინამდებარე პირობებით და პოლისით.1.13. დაზღვევის განაცხადი (მზღვეველის მიერ დადგენილი ფორმით) - დამზღვევის მიერ შევსებული და დადასტურებული დაზღვევის მოთხოვნა. განაცხადი წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულება / პირობების განუყოფელ ნაწილს. 1.14. ზიანის დადგომის შესახებ შეტყობინების განაცხადი – დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის გაკეთებული წერილობითი ან ელექტრონული შეტყობინება ზარალის დადგომისა და სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ. 1.15. საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია - საქართველოს ტერიტორია, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.1.16. ზარალის ანაზღაურების აქტი – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მზღვეველის მიერ სადაზღვევო შემთხვევის აღიარებას და წარმოადგენს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის საფუძველს.1.17. სადაზღვევო ანაზღაურება – თანხა, რომელიც მზღვეველისაგან ეკუთვნის დაზღვეულს / მოსარგებლეს სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესებით და პირობებით;

2. დაზღვევის ობიექტი2.1. დაზღვევის ობიექტს წარმოადგენს დაზღვეულის ფინანსური დანაკარგებისგან დაზღვევა ახალი კორონავირუსით (COVID-19-ით) დაინფიცირების დადასტურების შედეგად.

ფინანსური დანაკარგების დაზღვევის პირობები N RECOVERY-001/20

Page 6: REcovERY - მთავარი · 7/11 მოქმედება ყოველგვარი ვადის დაცვის გარეშე. 5.3.6. სამუშაოს

6/11

3. დაზღვეული რისკები3.1. დაზღვეულია კორონავირუსის შედეგად წარმოქმნილი შემდეგი რისკები: დაზღვეულის ფინანსური დანაკარგები, რომელიც განპირობებულია:

სამუშაოს დაკარგვით ან (კვლავ) დასაქმების გაჭიანურებით;ეკონომიკური აქტივობის განახლების შეფერხებით ან მიუღებელი შემოსავლით;ხელფასის ან სხვა ტიპის ანაზღაურების შემცირებით;სოფლის მეურნეობის მიმართულებით აქტივობის შეფერხებით;გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯებით;სასწავლო პროცესში ელექტრონულად ჩართულობით გამოწვეული დანახარჯებით;სპეციალიზირებული საგანმანათლებლო და ტრენინგ-პროგრამების საჭიროებით;ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების ხარჯებით;18 წლამდე დაზღვეულის მშობელთა (მეურვე-მზრუნველთა) სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯებით.

4. სადაზღვევო შემთხვევა4.1. სადაზღვევო შემთხვევას წარმოადგენს დაზღვევის მოქმედების პერიოდში, ახალი კორონავირუსით (COVID-19-ით) დაინფიცირებით გამოწვეული დაზღვეულის ფინანსური დანაკარგები. კორონავირუსით დაინფიცირება უნდა დადგეს დაზღვევის პერიოდის დაწყებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის გასვლის შემდეგ და არაუგვიანეს პოლისში მითითებული დაზღვევის პერიოდის ბოლო დღისა, დადასტურებული უნდა იყოს კვლევის „ოქროს სტანდარტით“, ანუ რეალურ დროში უკუტრანსკრიპციით მიმდინარე პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (RT-PCR) და იწვევდეს სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებლობას, ე.წ. სწრაფი ტესტირების მეთოდით მიღებული წინასწარი შედეგი მხედველობაში არ მიიღება მისი სათანადო ლაბორატორული დადასტურების გარეშე.

5. გამონაკლისები5.1. სადაზღვევო შემთხვევად არ ჩაითვლება და არ ანაზღაურდება სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოწვეულია ან შედეგად მოყვა შემდეგ გარემოებებს:5.1.1. დაზღვევის ძალაში შესვლამდე ან მოცდის პერიოდში დამდგარი შემთხვევა;5.1.2. დამზღვევის/დაზღვეულის მიერ ჩადენილი განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობა, უკანონო ქმედება; 5.1.3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში განსაზღვრული წესების/რეჟიმის დარღვევა; 5.1.4. დამზღვევი/დაზღვეული დამალავს მისთვის ცნობილ გარემოებებს, რამაც შესაძლოა გაზარდოს სადაზღვევო შემთხვევის რისკი;5.1.5. დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის მცდარი/არასწორი ინფორმაციის მიწოდება;5.1.6. საქართველოს კანონმდებლობით და წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.5.2. დაზღვევა არ ვრცელდება:5.2.1. ფსიქიურად დაავადებულ პირებზე და იმ პირებზე, რომელთაც ესაჭიროებათ მუდმივი მოვლა და ზედამხედველობა ან რომელთაც დაზღვევის მომენტში უტარდებათ სტაციონარული მკურნალობა;5.2.2. პირებზე, რომლებიც დაზღვევის მომენტისათვის არიან 70 წლის და ზემოთ;5.2.3. პირებზე, რომლებიც იმყოფებიან კარანტინში ან იზოლაციაში, ასევე თუ დაზღვევიდან ხუთი დღის განმავლობაში მოხვდებიან კარანტინში ან იზოლაციაში;5.2.4. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ პირებზე;5.2.5. პირებზე, რომლებიც დაზღვევის მომენტში დაინფიცირებულნი არიან კორონავირუსით და უტარდებათ სტაციონარული მკურნალობა და აგრეთვე პირებზე, რომლებიც მიუხედავად დადასტურებული კორონავირუსით დაინფიცირებისა სტაციონარში არ გადიან მკურნალობას;5.2.6. პირებზე, რომლებიც ბოლო 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში უწყვეტად არ იმყოფებოდნენ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.5.3. წინამდებარე პირობებით არ ანაზღაურდება:5.3.1. ზარალი, პოლისში მითითებულ ვადაში და ოდენობით პრემიის გადაუხდელობის შემთხვევაში;5.3.2. ზარალი, მზღვეველის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში;5.3.3. ზარალი, თუ დამზღვევი დაარღვევს სადაზღვევო შემთხვევის შეტყობინების და ანაზღაურების მიღების მიზნით წარსადგენი განაცხადის ვადებს;5.3.4. შემთხვევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე პირობებით/პოლისით და/ან ხვდება გამონაკლისთა ნუსხაში;5.3.5. შემთხვევა, თუ გამოვლინდება დამზღვევის ან/და მოსარგებლის მიერ ან დამზღვევის ან/და მოსარგებლის მონაწილეობით სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტის და/ან ანაზღაურების მიღებისათვის აუცილებელი დოკუმენტების/ინფორმაციის გაყალბების, ასევე არასწორი/მცდარი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენის ფაქტი; ასეთ შემთხვევაში მზღვეველი უფლებამოსილია ცალმხრივად გააუქმოს დაზღვევის

Page 7: REcovERY - მთავარი · 7/11 მოქმედება ყოველგვარი ვადის დაცვის გარეშე. 5.3.6. სამუშაოს

7/11

მოქმედება ყოველგვარი ვადის დაცვის გარეშე. 5.3.6. სამუშაოს დაკარგვა მოხდა დაზღვეულის ინიციატივით. დაფარული რისკის (სამუშაოს დაკარგვით გამოწვეული ფინანსური დანაკარგი) მიზნებისათვის სამუშაოს დაკარგვა ნიშნავს, დაზღვეულის ნებისგან დამოუკიდებელი გარემოების შედეგად სამუშაოს დაკარგვას.5.3.7. ახალი კორონავირუსის COVID 19-ს მკურნალობა.5.3.8. შემთხვევა, თუ დაზღვეული ვერ წარმოადგენს 11.3 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებს.

6. სადაზღვევო თანხა6.1. სადაზღვევო თანხა/ლიმიტი წარმოადგენს მზღვეველის პასუხისმგებლობის მაქსიმალურ მოცულობას და იგი მითითებულია დაზღვევის პოლისში.

7. სადაზღვევო პრემია7.1. სადაზღვევო პრემიის ოდენობა და მისი გადახდის წესი მითითებულია დაზღვევის პოლისში. 7.2. დამზღვევი მზღვეველს სადაზღვევო პრემიას უხდის ერთჯერადად, პოლისში მითითებული ოდენობით, ელექტრონული საგადახდო სისტემის მეშვეობით (MY pay, Epay და ა.შ.). 7.3. დამზღვევის მიერ ერთჯერადად გადასახდელი სადაზღვევო პრემიის გადახდამდე, მზღვეველი თავისუფლდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისაგან.

8. დაზღვევის ტერიტორია8.1. წინამდებარე დაზღვევის მიზნებისათვის დაზღვევის ტერიტორიად განისაზღვრება მხოლოდ საქართველოს ტერიტორია, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

9. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი, მისი ძალაში შესვლისა და ვადამდე შეწყვეტის პირობები9.1. დაზღვევის ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის/დადასტურებისა და სადაზღვევო პრემიის გადახდისთანავე და მოქმედებს სამი თვის ვადით.9.2. დაზღვევის მოქმედების ვადა იწყება ხელშეკრულების დადების დღის 24:00 (ოცდაოთხ) საათზე და მოქმედებს ხელშეკრულებით გათალისწინებული ვადის ბოლო დღის 24:00 (ოცდაოთხ) საათზე.9.3. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს:9.3.1. მზღვეველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულება, მათ შორის სადაზღვევო თანხის ლიმიტის ამოწურვა;9.3.2. საქართველოს კანონმდებლობით და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

10. დაზღვევა მესამე პირის სასარგებლოდ 10.1. თუკი დამზღვევის მიერ დაზღვევის პოლისის შეძენა ხდება სხვა პირის, დაზღვეულის სასარგებლოდ, მზღვეველი უფლებამოსილია მოითხოვოს და დამზღვევი ვალდებულია, წარმოადგინოს ამ პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი/ელექტრონული თანხმობა.

11. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შეტყობინება11.1. დამზღვევი ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში: ა) დაუკავშირდეს მზღვეველს 24-საათიან საინფორმაციო სამსახურის ცხელ ხაზზე 032 2 501 501 და შეატყობინოს შემთხვევის დადგომის შესახებ; ანბ) შეავსოს მზღვეველის ვებგვერდზე განთავსებული ზარალის დადგომის შესახებ შეტყობინების განაცხადი.ასევე, ზუსტად დაიცვას მზღვეველის რეკომენდაციები დამდგარ შემთხვევასთან დაკავშირებით;გ) დაემორჩილოს ექიმის ინსტრუქციებს და მიიღოს ყველა საჭირო ზომა შემთხვევის შედეგების მინიმიზირებისათვის;11.2. დამზღვევი ვალდებულია, შემთხვევის დადგომიდან ერთი თვის ვადაში წარუდგინოს მზღვეველს (ელექტრონული ან ფიზიკური ფორმით) ზიანის განსაზღვრისათვის და ანაზღაურებისათვის საჭირო დოკუმენტები, წინააღმდეგ შემთხვევაში მზღვეველი იტოვებს უფლებას მიღებული შეტყობინება ზიანის დადგომის თაობაზე ცნოს არარსებულად და შესაბამისად უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დამზღვევის მხრიდან შეუძლებელია ამ პუნქტით განსაზღვრული ვადის დაცვა, რაც დასტურდება შესაბამისი ფაქტებით/მტკიცებულებებით.11.3. დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის წარმოსადგენი დოკუმენტებია:11.3.1. კორონავირუსით დაინფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაინფიცირება დადასტურებული უნდა იყოს კვლევის „ოქროს სტანდარტით“, ანუ რეალურ დროში უკუტრანსკრიპციით მიმდინარე პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (RT-PCR), ე.წ. სწრაფი ტესტირების მეთოდით მიღებული

Page 8: REcovERY - მთავარი · 7/11 მოქმედება ყოველგვარი ვადის დაცვის გარეშე. 5.3.6. სამუშაოს

8/11

წინასწარი შედეგი არ განიხილება კორონავირუსით დაინფიცირების დადასტურებად); 11.3.2. სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა №IV-100/ა;11.3.3. დაზღვეულის/მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.11.3.4. დაზღვეულის/მოსარგებლის საბანკო რეკვიზიტები.11.3.5. მშობლის/მეურვის/მზრუნველის მიერ 18 წლამდე პირის დაზღვევის შემთხვევაში, სადაზღვევო ანაზღაურების მიღების მიზნით, 11.3 პუნქტში სხვა დოკუმენტებთან ერთად წარმოსადგენია მშობლის / მეურვის / მზრუნველის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და 18 წლამდე პირის დაბადების მოწმობა / მეურვეობის ან მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტი;11.3.6. მზღვეველს უფლება აქვს, სადაზღვევო ანაზღაურების მიღებაზე უფლებამოსილი პირისგან მოითხოვოს ამ უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.11.4. მზღვეველი უფლებამოსილია მიიღოს მონაწილეობა ზიანის გამომწვევ მიზეზთა დადგენასა და ზიანის შეფასებაში.

12. სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის წესი და პირობები12.1. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე ანაზღაურდება მხოლოდ ის შემთხვევა, რომელიც დადგება დაზღვევის პერიოდის განმავლობაში მოცდის პერიოდის გათვალისწინებით. 12.2. სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა სრული ოდენობით სადაზღვევო თანხის ფარგლებში შესაბამისი 11.3 პუნქტში მითითებული დოკუმენტების საფუძველზე. 12.3. არცერთ შემთხვევაში, სადაზღვევო ანაზღაურება არ შეიძლება აღემატებოდეს პოლისით დადგენილ ანაზღაურების მაქსიმალურ (ჯამურ) ლიმიტს.12.4. სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის საფუძველია მზღვეველის მიერ შედგენილი ზარალის ანაზღაურების აქტი. მზღვეველი იღებს ვალდებულებას შეადგინოს ზარალის ანაზღაურების აქტი ან გასცეს მოტივირებული წერილობითი უარი სადაზღვევო ანაზღაურების გადახდაზე დამზღვევის / მოსარგებლის მიერ ყველა აუცილებელი დოკუმენტის წარდგენიდან 15 სამუშაო დღის ვადაში.12.5. სადაზღვევო ანაზღაურების გადახდა ხდება მზღვეველის მიერ ზარალის ანაზღაურების აქტის ხელმოწერიდან/დადასტურებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა, უნაღდო ანგარიშსწორების გზით. 12.6. თუ შემთხვევის დადგომასთან დაკავშირებულ ფაქტებზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მზღვეველი უფლებამოსილია გადადოს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება გამოძიების დამთავრებამდე ან სასამართლო გადაწყვეტილების (განაჩენის) კანონიერ ძალაში შესვლამდე.

13. მხარეთა უფლება-მოვალეობანი13.1. მზღვეველი უფლებამოსილია:13.1.1. მოსთხოვოს დამზღვევს გადაიხადოს სადაზღვევო პრემია დაზღვევის პოლისით დადგენილი წესითა და ვადებში;13.1.2. საჭიროების შემთხვევაში თუ ჩათვლის მიზანშეწონილად, მის მიერ უფლებამოსილი ექიმი-ექსპერტის მეშვეობით ჩაუტაროს გამოკვლევა დაზღვეულს და გაეცნოს მის ავადმყოფობის ისტორიას, ამასთან მზღვეველის წარმომადგენელი უფლებამოსილია შეამოწმოს სამედიცინო დაწესებულებაში დაზღვეულისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურება;13.1.3. მოითხოვოს ნებისმიერი სამედიცინო ინფორმაცია სამედიცინო პერსონალისგან, რომლებმაც ჩაუტარეს დაზღვეულს სამედიცინო გამოკვლევა ან მკურნალობა;13.1.4. დამზღვევთან დამატებითი შეთანხმების გარეშე, შესაბამისი დაწესებულებებიდან ან სხვა მესამე პირებისგან მიიღოს დამდგარ შემთხვევასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია; 13.1.5. მიანიჭოს დამზღვევს (დაზღვეულს) შეღავათები ან/და გაათავისუფლოს იგი ვალდებულებისაგან, თუნდაც ამას არ ითვალისწინებდეს ან უგულვებელყოფდეს წინამდებარე პირობები;13.1.6. მზღვეველის სხვა უფლებამოსილებები განისაზღვრება წინამდებარე პირობებით და საქართველოს კანონმდებლობით.

13.2. მზღვეველი ვალდებულია:13.2.1. განახორციელოს დაზღვევა წინამდებარე პირობებით/დაზღვევის პოლისის/განაცხადის შესაბამისად;13.2.2. ჯეროვნად შეასრულოს წინამდებარე პირობებით ნაკისრი მოვალეობები.

13.3. დამზღვევი ვალდებულია:13.3.1. გადაიხადოს სადაზღვევო პრემია წინამდებარე პირობებით/დაზღვევის პოლისით დადგენილი წესითა და ვადებში;13.3.2. გააცნოს დაზღვევის პირობები დაზღვეულს;

Page 9: REcovERY - მთავარი · 7/11 მოქმედება ყოველგვარი ვადის დაცვის გარეშე. 5.3.6. სამუშაოს

13.3.3. წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ ვადაში, მიაწოდოს მზღვეველს შემთხვევასთან დაკავშირებული ცნობები/დოკუმენტები, მათ შორის სახელმწიფო ორგანოებიდან ან ნებისმიერი სხვა უწყებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მზღვეველი უფლებამოსილია უარი განაცხადოს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდაზე;13.3.4. ხელშეკრულების გაფორმებამდე, განაცხადის ფორმით მიაწოდოს მზღვეველს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია, გააცნოს მზღვეველს ყველა მისთვის ცნობილი გარემოება, რომელთაც შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს რისკის შეფასებისათვის; წარმოუდგინოს მზღვეველს ნებისმიერი სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს რისკის ხარისხის შეფასებისა და შესაძლო ზარალის მოცულობის განსაზღვრისთვის.13.3.5. შეასრულოს წინამდებარე პირობებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.

13.4. დამზღვევი უფლებამოსილია:13.4.1. მოსთხოვოს მზღვეველს განახორციელოს სადაზღვევო მომსახურება წინამდებარე პირობების და პოლისის შესაბამისად;13.4.2. მოსთხოვოს მზღვეველს ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება;13.4.3. წინამდებარე პირობებით განსაზღვრული დამზღვევის ვალდებულებები და უფლებები თანაბარი ზომით ვრცელდება მოსარგებლეზე. მოსარგებლის მიერ ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა / დარღვევა გამოიწვევს იგივე შედეგებს, რაც გათვალისწინებულია დამზღვევის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის.

9/11

14. ფორს-მაჟორი14.1. თუ დამატებითი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე სხვა რამ არ არის შეთანხმებული, “მხარეები” თავისუფლდებიან პასუ¬ხისმგებლობისგან ნაკისრი ვალდებულებების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის ფორს-მაჟორული გარემოებების (სტიქიური უბედურება, ომი, სამხედრო მანევრები, დივერსია, კანონიერ ძალაში შესული სახელმწიფო ორგანოების აქტები და ქმედებები, ასევე სხვა მოვლენები, რამაც მხარეთა ნებისგან დამოუკიდებლად დააბრკოლა ან/და შეუძლებელია გახადა მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების) შემთხვევაში.14.2. “მხარე”, რომლისთვისაც ფორს-მაჟორის გამო შეუძლებელი შეიქმნა ვალდებულებების შესრულება, ვალდებულია ფორს-მაჟორის დადგომიდან ან ფორს-მაჟორის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან ორ სამუშაო დღეში აცნობოს მეორე მხარეს ამის შესახებ. თუ ფორს-მაჟორი ერთ თვეზე მეტ ხანს გრძელდება და ხელშეკრულების აღსრულების დაყოვნება “მხარ(ეებ)ის” ინტერესის დაკარგვას იწვევს, მაშინ “მხარეები” უნდა შეთანხმდნენ ხელშეკრულების გაგრძელების ან შეწყვეტის შესახებ.14.3. მხარეებისთვის ცნობილია ის გარემოება, რომ წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა ახალი კორონავირუსის COVID-19 გავრცელებასთან დაკავშირებით; მხარეები ადასტურებენ, რომ აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს მათთვის ფორს მაჟორულ გარემოებას და არ უშლის ხელს სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულებას.

15. დავის გადაჭრა, ზიანის ანაზღაურება15.1. დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა შორის წამოჭრილი დავის ურთიერთშეთანხმებით დაურეგულირებლობის შემთხვევაში, დავა გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოს მეშვეობით.15.2. თითოეული მხარე ვალდებულია, აუნაზღაუროს მეორე მხარეს მიყენებული ზიანი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.15.3. მზღვეველის მიმართ პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, პრეტენზიის მიღება, განხილვა და რეგულირება ხდება მზღვეველის „მომხმარებელთა პრეტენზიების მიღებისა და განხილვის პროცედურის“ შესაბამისად, რომელიც განთავსებულია ელექტრონული სახით შემდეგ მისამართზე www.nvi.ge. დამზღვევის/დაზღვეულის პრეტენზია წარედგინება მზღვეველის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურს შემდეგი საშუალებით:

წერილობითი (მატერიალური) ფორმით გამოხატული პრეტენზია წარმოდგენილი უნდა იქნას საპრეტენზიო განცხადების სახით მომხმარებლის საკომუნიკაციო საშუალებების (ტელეფონი, ელ-ფოსტა) მითითებით, მზღვეველის მისამართზე ქ. თბილისი, ე, მიქელაძის 1ბ; პასუხის მიღების მაქსიმალური ვადაა საპრეტენზიო განცხადების მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე;

Page 10: REcovERY - მთავარი · 7/11 მოქმედება ყოველგვარი ვადის დაცვის გარეშე. 5.3.6. სამუშაოს

ელექტრონული ფორმით გამოხატული პრეტენზია, წარმოდგენილი უნდა იქნას საპრეტენზიო განცხადების ელექტრონული ვერსიის ან სხვა არასტანდარტული განცხადების ელექტრონული ფორმით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე – [email protected]. პასუხის მიღების მაქსიმალური ვადაა საპრეტენზიო განცხადების მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე;ზეპირსიტყვიერი ფორმით გამოხატული პრეტენზია წარმოდგენილ უნდა იქნას მზღვეველის საინფორმაციო სამსახურში პრეტენზიის დაფიქსირებით.პასუხის მიღების მაქსიმალური ვადაა საპრეტენზიო განცხადების მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე.

10/11

15.4. ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული დავების/უთანხმოების შემთხვევაში მხარეები მორიგების მიზნით მიმართავენ ა(ა)იპ „საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის“ „დაზღვევის მედიაციას“ სატელეფონო ხაზის მეშვეობით ნომერზე: 2 555 155, ელექტრონული ფოსტის მისამართზე [email protected] .15.5. დამზღვევი უფლებამოსილია, ასევე, მიმართოს სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს; ქ. თბილისი, ლ. მიქელაძის ქ. N3, ტელ: +995 32 223 44 10.

16. კონფიდენციალობა16.1. მხარეები ვალდებულნი არიან, მეორე მხარესთან წერილობით შეუთანხმებლად არ გაახმაურონ კონფიდენციალური ინფორმაცია მეორე მხარის შესახებ, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას მოითხოვს კანონი.16.2. დამზღვევი/დაზღვეული მზღვეველს ანიჭებს უფლებას დაზღვევის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით: ა) განახორციელოს დამზღვევის/დაზღვეულის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პერსონალური მონაცემების, მათ შორის ამავე კანონით გათვალისწინებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება თავისი შეხედულებისამებ და საჭიროების შემთხვევაში, წინამდებარე პუნქტში მითითებულ მონაცემთა გადაცემა როგორც საქართველოს, ასევე სხვა სახელმწიფოს საჯარო თუ კერძო დაწესებულებებისათვის /ორგანიზაციებისათვის; ბ) მოიპოვოს დამზღვევის/დაზღვეულის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია / დოკუმენტაცია, რომელსაც პირდაპირ თუ ირიბად შეიძლება კავშირი ჰქონდეს დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მხარეთა ვალდებულებებთან, სადაზღვევო შეთხვევასთან ან/და ზიანის ოდენობასთან, ნებისმიერი კერძო თუ საჯარო დაწესებულებებიდან/ორგანიზაციებიდან.16.3. დამზღვევი/დაზღვეული მზღვეველს ანიჭებს უფლებას პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისათვის - ახალი სადაზღვევო პროდუქტებისა და მომსახურების შესათავაზებლად გამოიყენოს დამზღვევის / დაზღვეულის პერსონალური მონაცემი. დამზღვევს/დაზღვეულს, უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მზღვეველს მის შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა იმავე ფორმით, რა ფორმითაც ხორციელდება პირდაპირი მარკეტინგი - მზღვეველისათვის წერილობითი ან სატელეკომუნიკაიციო საშუალებებით მიმართვის გზით.

17. ზოგადი დებულებები17.1. წინამდებარე პირობებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და/ან შეტყობინება, შესაძლებელია გაიგზავნოს სატელეფონო მობილური ოპერატორების sms (მოკლე ტექსტური შეტყობინების) შეტყობინების გზით ან ელ.ფოსტის მეშვეობით დამზღვევის განაცხადში/პოლისში მითითებულ მობილურის ნომერზე ან ელ. ფოსტის მისამართზე, რაზეც დამზღვევი აცხადებს თანხმობას. დამზღვევი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს მზღვეველს წინამდებარე ხელშეკრულებაში / განაცხადში/პოლისში დაფიქსირებული მისი რეკვიზიტების (მისამართი, ტელეფონი, ელ ფოსტა და სხვა) ცვლილების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებულ რეკვიზიტებზე განხორციელებული შეტყობინება ჩაითვლება ადრესატის მიერ მიღებულად.17.2. შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს თუ შეტყობინების მიღება დადასტურებულია ადრესატის ან შესაბამისი სატელეკომუნიკაციო პროვაიდერის მიერ (მათ შორის, ელექტრონული დოკუმენტით, ქვითრით, შეტყობინების შესაბამისი სხვა საშუალებით და ა.შ.). თუ შეტყობინების მიღება არ არის დადასტურებული ადრესატის მიერ, ნებისმიერი ასეთი შეტყობინება მიიჩნევა სათანადო წესის შესაბამისად გაგზავნილად და მიღებულად:

კურიერის ან საფოსტო გზავნილის მეშვეობით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში მხარის მიერ შეტყობინების ჩაბარების ან შეტყობინების ჩაბარებაზე უარის განცხადების დღე;ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების ან/და სხვა ელექტრონული საშუალებით გაგზავნის შემთხვევაში მეორე მხარისთვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის თარიღიდან; შეტყობინება მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ შეტყობინების გამგზავნ მხარეს შეტყობინება დაუბრუნდება გაგზავნილ მისამართზე/საკონტაქტო მონაცემებზე შეტყობინების ადრესატის

Page 11: REcovERY - მთავარი · 7/11 მოქმედება ყოველგვარი ვადის დაცვის გარეშე. 5.3.6. სამუშაოს

11/11

ადგილსამყოფელის არარსებობის გამო, ადრესატი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე, თავს აარიდებს მის მიღებას ან მზღვეველს მიაწოდებს არასრულ/არასწორ მისამართს/საკონტაქტო ინფორმაციას. 17.3. დაზღვევის ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის გაბათილება/გაუქმება არ გამოიწვევს სრულად ხელშეკრულების გაბათილება/გაუქმებას.17.4. მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე მხარეებს არ შეუძლიათ დაზღვევის ხელშეკრულებით ნაკისრი უფლებებისა/ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ სხვა პირებზე გადაცემა. 17.5. დამზღვევის ვალდებულებები თანაბრად ვრცელდება დაზღვეულზე, მოსარგებელზე მის უფლებამონაცვლეებზე წარმომადგენლებზე და რწმუნებულებზე;17.6. დაზღვევის ხელშეკრულება დადებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა იმ საკითხში, რაც არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით, მხარეები ხელმძღვანელობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. კანონმდებლობაში მომხდარი ცვლილებების შედეგად ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში ხელშეკრულების დანარჩენი პუნქტები ძალაში რჩება.17.7. დამზღვევი ადასტურებს რომ წინამდებარე დაზღვევის პირობები, პოლისი და ნებისმიერი თანდართული დოკუმენტი, არ შეიცავს ბუნდოვან ან გაუგებარ დებულებებს და რომ იგი სრულად გაეცნო და ეთანხმება აღნიშნულ პირობებს.