samxedro savaldebulo gawveva_ayeg

6
სამხედრო სავალდებულო გაწვევის შესახებ მოგეხსენებათ, საზოგადოების სხვდასხვა წრეებში მიმდინარეობს დისკუსია სამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმების ან მისი სისტემის ცვლილების შესახებ. გვსურს წარმოგიდგინოთ ჩვენი ხედვა ამ მნიშვნელოვან საკითხზე. ჩვენი აზრით მნიშვნელოვანია დაიწყოს ეტაპობრივად სამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმება და მისი საკოტრაქტო/მოხალისეობრივი სამხედრო სამსახურით ჩანაცვლება. ამასთან მნიშვნელოვანია შეიცვალოს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის სისტემა და ის მეტად მოქნილი გახდეს მოქალაქეებისათვის. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ალასანიას განცხადებით (20.10.2012): ”სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ვადა შესაძლოა 6-8 თვემდე შემცირდეს, წვევამდელების ასაკი კი, 19 წლით განისაზღვროს” საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით (09.01.2013): ”2016 წლისთვის ქვეყნის შეირაღებული ძალების მთლიანად საკონტრაქტო სამხედრო სამსახურზე გადასვლა იგეგმება” საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ეთანხმება ინიციტივას, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური გაუქმდეს და ჯარი მთლიანად საკონტრაქტო სამსახურზე გადავიდეს. NDI-ის კვლევის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს აღნიშნული ინიციატვის შესახებ გამოკითხულთა 43% აქვს ინფორმაცია, ხოლო 47% აცხადებს, რომ ამის შესახებ არაფერი არ იცის. აღსანიშნავია, რომ იმ ადამიანების უმრავლესობა, რომელიც აცხადებს, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფლობს, ეთანხმება, რომ ჯარი მთლიანად საკონტრაქტო სამსახურზე გადავიდეს, მხოლოდ გამოკითხულთა 26% არ ეთანხმება ამ ინიციატივას. (15.04.2013) საქართველოში 2013 წელს სამხედრო სავალდებულო სამსახურში 1650-მდე წვევამდელს გაწვევა მოხდა. მათ შორის: 600 თავდაცვის სამინისტროში; 670 შინაგან საქმეთა სამინისტროში; 365 სასჯელაღსრულების სამინისტროში. შრომის ანაზღაურების მიხედვით თავდაცვის სამინისტრო პირველ ადგილზეა: 428 მლნ ლარი - სულ შრომის ანაზღაურების 32%.

Upload: gtsimintia555

Post on 28-Dec-2015

165 views

Category:

Documents


0 download

DESCRIPTION

სამხედრო სავალდებულო გაწვევის შესახებ

TRANSCRIPT

Page 1: Samxedro Savaldebulo Gawveva_AYEG

სამხედრო სავალდებულო გაწვევის შესახებ

მოგეხსენებათ, საზოგადოების სხვდასხვა წრეებში მიმდინარეობს დისკუსია სამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმების ან მისი სისტემის ცვლილების შესახებ. გვსურს წარმოგიდგინოთ ჩვენი ხედვა ამ მნიშვნელოვან საკითხზე. ჩვენი აზრით მნიშვნელოვანია დაიწყოს ეტაპობრივად სამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმება და მისი საკოტრაქტო/მოხალისეობრივი სამხედრო სამსახურით ჩანაცვლება. ამასთან მნიშვნელოვანია შეიცვალოს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის სისტემა და ის მეტად მოქნილი გახდეს მოქალაქეებისათვის.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ალასანიას განცხადებით (20.10.2012):

”სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ვადა შესაძლოა 6-8 თვემდე შემცირდეს, წვევამდელების ასაკი კი, 19 წლით განისაზღვროს”

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით (09.01.2013):

”2016 წლისთვის ქვეყნის შეირაღებული ძალების მთლიანად საკონტრაქტო სამხედრო სამსახურზე გადასვლა იგეგმება”

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ეთანხმება ინიციტივას, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური გაუქმდეს და ჯარი მთლიანად საკონტრაქტო სამსახურზე გადავიდეს.

NDI-ის კვლევის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს აღნიშნული ინიციატვის შესახებ გამოკითხულთა 43% აქვს ინფორმაცია, ხოლო 47% აცხადებს, რომ ამის შესახებ არაფერი არ იცის.

აღსანიშნავია, რომ იმ ადამიანების უმრავლესობა, რომელიც აცხადებს, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფლობს, ეთანხმება, რომ ჯარი მთლიანად საკონტრაქტო სამსახურზე გადავიდეს, მხოლოდ გამოკითხულთა 26% არ ეთანხმება ამ ინიციატივას. (15.04.2013)

საქართველოში 2013 წელს სამხედრო სავალდებულო სამსახურში 1650-მდე წვევამდელს გაწვევა მოხდა. მათ შორის: 600 თავდაცვის სამინისტროში; 670 შინაგან საქმეთა სამინისტროში; 365 სასჯელაღსრულების სამინისტროში. შრომის ანაზღაურების მიხედვით თავდაცვის სამინისტრო პირველ ადგილზეა: 428 მლნ ლარი - სულ შრომის ანაზღაურების 32%.

Page 2: Samxedro Savaldebulo Gawveva_AYEG

სავალდებულო გაწვევა მსოფლიოში

მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში არ არის სავალდებულო სამხედრო გაწვევა.

წითელი - ქვეყნები სადაც არის სავალდებულო გაწვევა ლურჯი - ქვეყნები სადაც არ არის სავალდებულო გაწვევა ყვითელი - დაგეგმილია სავალდებულო გაწვევის გაუქმება მწვანე - ქვეყნები სადაც არ არის ჯარი ნაცრისფერი - არ არის ინფორმაცია

სავალდებულო გაწვევის ვადები

საქართველოში სამხედრო სავალდებულო გაწვევა არის 12 თვე, რაც უფრო მაღალია ვიდრე ევროპის ქვეყნებში და სხვა ქვეყნებთან მიმართვებაში ითვლება საშუალო მაჩვენებლად.

Page 3: Samxedro Savaldebulo Gawveva_AYEG

სამხედრო სამსახურის ალტერნატივა არა სამხედრო (ალტერნატიული) შრომა

საქართველოში მოქმედებს ”საქართველოს კანონი არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ”. კანონის მიხედვით, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური არის საზოგადოებრივად სასარგებლო სამოქალაქო სამსახური, რომელიც ცვლის სამხედრო სამსახურს და ემყარება სამხედრო ვალდებულების სამხედრო სამსახურის ფორმით მოხდაზე უარის თქმის დასაბუთებას სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების საფუძველზე. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადაა 18 თვე.

პრაქტიკაში, ამ კანონით მინიჭიბული უფლებების გამოყენება ხდება ხშირად საქართველოს საპატრიარქოს შუამდგომლობით. ამასთან განსაზღვრულია არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურების ნუსხა, მათ შორის:

სანქციები

სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული სანქციები საკმაოდ მკაცრია. მაგალითად:

კომისარიატში არ გამოცხადება – 1000 ლარი კომისიის გავლის შემდეგ ჯარისთვის თავის არიდება – სისხლის სამართლის

პასუხისმგებლობა არასამხედრო ალტერნატიული სამსახურის გაცდენა – გაცდენილი დღეების

გაორმაგება

ამასთან არსებობს გადავადების შესაძლებლობა 18 თვით 25 წლამდე, მხოლოდ 2–ჯერ – 2000 ლარი. რაც ნიშნავს, რომ შეძლებული ოჯახების წარმომადგენლებს აქვთ მეტი შესაძლებლობა სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის ასარიდებლად.

Page 4: Samxedro Savaldebulo Gawveva_AYEG

სავალდებულო სამხედრო გაწვევის დადებითი მხარეები

ხშირად სამხედრო სავალდებულო გაწვევის მომხრეები შემდეგ არგუმენტებს გამოიყენებენ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად:

1.0 სავალდებულო გაწვევის ჯარის შენახვა უფრო იაფია ვიდრე მოხალისეობრივის/საკონტრაქტოს. - ამის საპასუხოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ უარყოფითი მხარეების 1.0 და 2.0 არგუმეტები.

2.0 სოციალური სოლიდარობა - ყველა მსახურობს თანაბრად. როგორც ავღნიშნეთ ეს არ შეესაბამება ჩვენს რეალობას, რადგან საქართველოში არსებობს გადავადების/თავიდან აცილების შესაძლებლობა მეტად შეძლებული ოჯახების წარმომადგენლებისათვის. ამასთან, იზრდება რისკი რომ მოხდეს სამედიცინო ცნობების გაყალბება მოვალეობის მოხდის თავიდან ასარიდებლად. ხშირად წვევამდელები ჯარისგან თავის არიდების მიზნით ასევე მიმართავენ ფიქტიურად სწავლის მეთოდს (როდესაც ფორმალურად ირიცხებიან სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში და ცდილობენ მინიმუმ არ მოხდეს მათი გარიცხვა).

3.0 განათლება - ჯარისკაცები სწავლობენ მედიცინას, ინჟინერიას და სხვა. აქვე საინტერესოა რამდენად საჭიროა

4.0 მეტი ადამიანური რესურსის მობილიზაცია შესაძლებელი. სწორედ მეტი ადამიანის რესურსის მობილიზაციია საჭირო, რათა მოხდეს უფრო მეტად ეფექტიანი და კვალიფიციური მოხალისეობრივი/საკონტრაქტო ჯარისკაცების ჩანაცვლება, რაც იწვევს ხარჯების ზრდას. ამასთან ხშირად სახელმწიფო უფრო მეტი წვევამდელის მობილიზაციას ახდენს ვიდრე ეს საჭიროა, რაც ასევე ზრდის ხარჯებს.

5.0 პატრიოტიზმის და მიკუთვნებულობის გრძნობის ამაღლება - ხშირად ხდება პირიქით, როდესაც იმ პირების მსახურება ჯარში, რომლებსაც ეს არ სურთ იწვევს მორალის და დისციპლინის შემცირებას.

სავალდებულო სამხადრო გაწვევის უარყოფითი მხარეები

1.0 სავალდებულო გაწვევის გადასახადი;

მაგალითად თუ ერთი სავალდებულოდ მომსახურე პირის ხარჯი (ხელფასი, აღჭურვილობა, დაზღვევა და სხვა) ჯდება 5000 ლარია წელიწადში და მოხალისეობის შემთხევაში ერთი ჯარისკაცის ხარჯი წელიწადში 9000 ლარია (თავისუფალი არჩევნის შემთხევაში მოხალისე მეტ ხელფასს ითხოვს). მაშინ წვევამდელი იხდის სავალდებულო გაწვევის გადასახადს წელიწადში 4000 ლარს. არგუმენტი, რომ მოხალისეობის შემთხვევაში სამხედრო სამსახური უფრო ძვირი დაუჯდება სახელმწიფოს არ არის მართალი რადგან ამ შემთხევაში ხდება მხოლოდ ხარჯების გადაადგილება. ამასთან ხდება ორმაგი დაბეგვრა: ჯარში

Page 5: Samxedro Savaldebulo Gawveva_AYEG

სავალდებულოდ გაწვეული მოქალაქე იხდის არსებულ გადასახადებს და ამავდროულად ის იხდის ”გაწვევის გადასახადს”.

2.0 სავალდებულო სამხედრო გაწვევის ხარჯის ზრდა;

როგორც წესი სავალდებულო გაწვევის ხარჯი ბუღალტრულად ხშირად უფრო ნაკლებია ვიდრე მოხალისეობრივი სისტემის დროს, თუ არ გავითვალისწინებთ შესაძლებლობის და სოციალურ ხარჯს, რაც ხშირად აღემატება ბუღალტრულ ხარჯს. მაშინ, როდესაც მთავრობას შეუძლია ”იყიდოს” იაფი ჯარისკაცები, წვევამდელების სახით. მას უჩნდება ცდუნება რომ ”იყიდოს” უფრო მეტი ჯარისკაცი ვიდრე რეალურად საჭიროა. ამასთან სახელმწიფოს მეტი უჯდება გამოუცდელი პერსონალის მართვა და რადგან სავალდებულო წვევამდელები შედარებით მცირე ხნით მსახურობენ, შესაბამისად უფრო მეტი რაოდენობა სჭირდება მთავრობას.

3.0 არაეფექტიანი კონტიგენტი;

განსხვავებით მოხალისეებისგან, რომლებსაც საკუთარი სურვილით უნდათ ჯარში მსახურება და შეესაბამებიან კრიტერიუმებს, სავალდებულო გაწვევის წვევანდელები ხშირად ვერ შეესაბამებიან მაღალი ხარისხის სამხედრო სამსახურის სტანდარტებს (მათ მხოლოდ მინიმალური სტანდარტების დაკმაყოფილება სჭირდებათ).

სხვა უარყოფითი მხარეები

სავალდებულო გაწვევა ხშირად ახდენს ისეთი პირების მოცვას, რომლების სხვა სამსახურში უფრო პროდუქტიულები იქნებიან.

ასევე ხშირად იწვევს თავის არიდების მცდელობებს: არასასურველი დაოჯახება, ემიგრაცია, სწავლის გაგრძელება. ამასთან, მაგალითად რუსეთში ჯარში მსახურების აცილება იწვევს კორუფციის ზრდას.

ასევე იმ პირების მსახურება ჯარში, რომლებსაც ეს არ სურთ იწვევს მორალის და დისციპლინის შემცირებას.

ხშირად სავალდებულო გაწვევის მოწინააღმდეგები სექსიზმს (მხოლოდ მამაკაცები გაწვევა ხდება) და მონობას (არის დაძალებითი შრომა) მიიჩნევენ ძირითად უარყოფით ფატრობად.

კარიერული წინსვლის შეფერხება უნივერსიტეტის ბაკალავრ და მაგისტრატურა დამთავრებული ადამიანებისათვის.

ზიანს აყენებს საზოგადოების საერთო ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება და თავისუფლად საკუთარი ბედი განკარგვა.

Page 6: Samxedro Savaldebulo Gawveva_AYEG

სამხედრო სავალდებულო გაწვევის ისტორია

ისტორიულად სავალდებულო გაწვევა ითვლებოდა მოქალაქეების ვალდებულებად, რომელსაც ისინი იხდიდნენ გაზრდილი უფლებების სანაცვლოდ. მე-19 საუკუნეში პრუსიის სამხედრო წარმატებამ და ნაპოლეონის ომებმა სხვა ქვეყნებს უბიძგეს სავალდებულო სამხედრო გაწვევის დასანერგად. მეორე მსოფლიო ომის დროს სავალდებულო სამხედრო გაწვევა გამოიყენებოდა როგორც უმეტეს დემოკრატიულ, ასევე ავტორიტარიანულ სახელმწიფოებში. ცივი ომის დასრულების შემდეგ დემოკრატიულ ქვეყნებში აქტიურად დაიწყო სავალდებულო სამხედრო გაწვევის გაუქმება. დღეს ნატოს წევრ 26 სახელმწიფოდან მხოლოდ 7-ში არის სავალდებულო სამხედრო გაწვევა.