ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis ... information/gcaa report 2016... ·...

36
ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis angariSi საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საქმიანობის ძირითადი სფეროა სამოქალაქო ავიაციის რეგულირება, რაც გულისხმობს სამოქალაქო ავიაციის სფეროს უსაფრთხოების მიზნით მარეგულირებელი ნორმატიული აქტების შემუშავებას, გამოცემასა და მათ შესრულებაზე ზედამხედველობის განხორციელებას, ასევე, ავიაციის სფეროში საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებას, ნებართვის გაცემას და მასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევას. ICAO-s koordinirebuli validaciis auditi (ICVM) 2013 წელს ჩატარებული ICAO-ყოვლისმომცველი აუდიტის შედეგების გამოსასწორებელი ღონისძიებების ადგილზე შეფასების მიზნით, 2016 წლის 4-15 აპრილს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კოორდინირებული ვალიდაციის აუდიტს (ICVM) უმასპინძლა. მისიის ფარგლებში, აუდიტორების მიერ შემოწმდა სააგენტოს საქმიანობა 4 მიმართულებით: საავიაციო კანონმდებლობა (LEG), საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების ზედამხედველობა (OPS), საჰაერო ხომალდების ვარგისობის ზედამხედველობა (AIR) და ორგანიზაციული საკითხები ნაწილობრივ (ORG). ვალიდაციის აუდიტის შედეგების თანახმად სააგენტომ აღმოფხვრა ICAO-მიერ 2013 წლის აუდიტის დროს დაფიქსირებული ხარვეზი (SSC OPS/01-10/2013), რომელიც უკავშირდებოდა საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების სერტიფიცირების პროცესს. 2016 წლის 19 აპრილს, მონრეალში შეკრებილმა SSC ვალიდაციის კომიტეტმა განიხილა აუდიტორთა ჯგუფის მიერ, 4-15 აპრილს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში მოპოვებული მტკიცებულებები და დაასკვნა, რომ საქართველოს მიერ ხარვეზი წარმატებით იქნა გადაჭრილი, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას მოეხნა წითელი ალმისსტატუსი. გარდა იმისა, რომ აღნიშნული აუდიტის ფარგლებში აღმოიფხვრა მნიშვნელოვანი ნაკლოვანება (ხარვეზი), გაუმჯობესდა მაჩვენებლები ყველა შემოწმებულ კომპონენტში. GCAA Annual Report 2016 Page 1

Upload: others

Post on 29-Oct-2019

6 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis ... information/GCAA Report 2016... · ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis angariSi . საქართველოს

ssip samoqalaqo aviaciis saagentos

2016 wlis saqmianobis angariSi საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საქმიანობის ძირითადი სფეროა სამოქალაქო ავიაციის რეგულირება, რაც გულისხმობს სამოქალაქო ავიაციის სფეროს უსაფრთხოების მიზნით მარეგულირებელი ნორმატიული აქტების შემუშავებას, გამოცემასა და მათ შესრულებაზე ზედამხედველობის განხორციელებას, ასევე, ავიაციის სფეროში საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებას, ნებართვის გაცემას და მასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევას.

ICAO-s koordinirebuli validaciis auditi (ICVM) 2013 წელს ჩატარებული ICAO-ს ყოვლისმომცველი აუდიტის შედეგების გამოსასწორებელი ღონისძიებების ადგილზე შეფასების მიზნით, 2016 წლის 4-15 აპრილს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კოორდინირებული ვალიდაციის აუდიტს (ICVM) უმასპინძლა. მისიის ფარგლებში, აუდიტორების მიერ შემოწმდა სააგენტოს საქმიანობა 4 მიმართულებით: საავიაციო კანონმდებლობა (LEG), საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების ზედამხედველობა (OPS), საჰაერო ხომალდების ვარგისობის ზედამხედველობა (AIR) და ორგანიზაციული საკითხები ნაწილობრივ (ORG). ვალიდაციის აუდიტის შედეგების თანახმად სააგენტომ აღმოფხვრა ICAO-ს მიერ 2013 წლის აუდიტის დროს დაფიქსირებული ხარვეზი (SSC OPS/01-10/2013), რომელიც უკავშირდებოდა საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების სერტიფიცირების პროცესს. 2016 წლის 19 აპრილს, მონრეალში შეკრებილმა SSC ვალიდაციის კომიტეტმა განიხილა აუდიტორთა ჯგუფის მიერ, 4-15 აპრილს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში მოპოვებული მტკიცებულებები და დაასკვნა, რომ საქართველოს მიერ ხარვეზი წარმატებით იქნა გადაჭრილი, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას მოეხნა „წითელი ალმის“ სტატუსი. გარდა იმისა, რომ აღნიშნული აუდიტის ფარგლებში აღმოიფხვრა მნიშვნელოვანი ნაკლოვანება (ხარვეზი), გაუმჯობესდა მაჩვენებლები ყველა შემოწმებულ კომპონენტში.

GCAA Annual Report 2016 Page 1

Page 2: ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis ... information/GCAA Report 2016... · ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis angariSi . საქართველოს

ICAO-ს სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის ეფექტური

იმპლემენტაცია საავიაციო კანონმდებლობის ნაწილში (LEG) გახდა - 81.82% (მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი 68.6%), გაუმჯობესებამ 2013 წლის აუდიტთან შედარებით 59.09% შეადგინა;

საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების ზედამხედველობის (OPS) კუთხით გახდა 82.73% (მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი 66.81%) - 22.3% უკეთესი მაჩვენებელი, ვიდრე ეს იყო 2013 წლის აუდიტის დროს;

საჰაერო ხომალდების ვარგისობის ზედამხედველობის (AIR) პროცესი გაუმჯობესდა 21.5%-ით, ეფექტური იმპლემენტაციის მაჩვენებელი 82.79%-ს შეადგენს (მს. საშუალო მაჩვენებელი 75.03%);

ორგანიზაციულ ნაწილი (ORG), რომელიც აუდიტმა სხვა საკითხებთან კვეთის გამო მხოლოდ ნაწილობრივ გაიარა 23.08%-ით გაუმჯობესდა.

საქართველო მსოფლიო საშუალო

ICAO EUR/NAT საშუალო

გაუმჯობესება 2013 წლიდან

LEG 81.82% 68.6% 70.63% +59.09%

OPS 82,73% 66.81% 78.29% +22.3%

AIR 82.79% 75.03% 81.21% +21.5%

ORG-ნაწილობრივ

69.23% 66.17% 72.26% +23.08%

აღნიშნული კომპონენტების დაჯამებით, საქართველომ პირველად თავის ისტორიაში ICAO-ს გლობალური უსაფრთხოების გეგმით დადგენილ 60%-იან მაჩვენებელს გადააჭარბა და 64.52%-იანი შედეგი აჩვენა;

GCAA Annual Report 2016 Page 2

Page 3: ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis ... information/GCAA Report 2016... · ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis angariSi . საქართველოს

sahaero gadayvana-gadazidvebi (AATD)

2016 წლის შეჯამებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 2015 წელთან შედარებით 25,63%-ით გაიზარდა. საქართველოს აეროპორტების მიერ რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 2 840 455 მგზავრი, რაც 25,63%-ით (579 444 მგზავრით) აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (2 261 011 მგზავრი). მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2016 წელს 2 252 535 მგზავრს

მოემსახურა. 2015 წლის 12 თვის პერიოდში აღნიშნული მონაცემი 1 847 116 მგზავრს შეადგენდა, შესაბამისად, მატებამ 21,95% შეადგინა;

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გადაყვანილ იქნა 312 343 მგზავრი, რაც 37,91%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (226 476 მგზავრი);

GCAA Annual Report 2016 Page 3

Page 4: ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis ... information/GCAA Report 2016... · ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis angariSi . საქართველოს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 48,32%-ით გაიზარდა. თუ 2015 წელს აეროპორტი მოემსახურა 182 954 მგზავრს, 2016 წელს ამ მაჩვენებელმა 271 363 მგზავრი შეადგინა.

2016 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 15 318 სამგზავრო და სატვირთო რეისი (რეგულარული/ჩარტერული) შესრულდა, რაც 12,08%-ით აღემატება 2015 წელს განხორციელებული რეისების რაოდენობას (13 667). 2015 წელთან შედარებით, 4,12%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების რაოდენობამ (2016 წელს - 128 446 ერთეული გადაფრენა, 2015 წელს - 123 364 ერთეული გადაფრენა). რაც შეეხება სატვირთო გადაზიდვებს, 2016 წლის მონაცემებით, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 34 065. 259 ტონა შეადგინა, რაც 19 180.19 ტონით, შესაბამისად - 128,86%-ით მეტია ვიდრე 2015 წელს გადაზიდული ტვირთის ოდენობა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტის მიერ 2016 წელს: განხორციელდა შემდეგი ავიაკომპანიების დაშვება საქართველოს საავიაციო

ბაზარზე: Qeshm Air, EL AL Israel Airlines, TABAN Airlines, SkyBus, Zagros Airlines, Pobeda Airlines, Dart. დეპარტამენტმა უზრუნველყო ინტენსიური კონსულტაციები ყველა ხსენებულ ავიაკომპანიასთან, რათა დაკმაყოფილებულ ყოფილიყო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები უცხო სახელმწიფოს ავიაკომპანიის დაშვებასთან დაკავშირებით. განხილულ იქნა ავიაკომპანიებისა და მათი საჰაერო ხომალდების დოკუმენტაცია, ხოლო შემდგომ კი განახორციელა რეგულარული/ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის ნებართვის მინიჭება;

დამტკიცდა ავიაკომპანიების მიერ სააგენტოში წარმოდგენილი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განრიგი - ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე და ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, რის შემდეგაც შემუშავდა რეგულარული ფრენების განრიგი;

GCAA Annual Report 2016 Page 4

Page 5: ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis ... information/GCAA Report 2016... · ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis angariSi . საქართველოს

განხორციელდა 3 ქართული ავიაკომპანიის - Bravo Air, TCA და Georgian Airways-ის დანიშვნა სხვადასხვა მიმართულებებით (სულ 17 მიმართულებით) და 12 უცხო ქვეყნის ავიაკომპანიისათვის (როგორც ახალი შემოსული ავიაკომპანიები, ისევე ის ავიაკომპანიები, რომლებიც წინა წლებშიც ახორციელებდნენ ფრენებს საქართველოს მიმართულებით) 15 ახალი მიმართულებით ფრენების შესრულების ნებართვის მინიჭება (აღიარება);

გაიცა სულ 2077 რეგულარული და არარეგულარული ფრენის ნებართვა;

ხორციელდებოდა საქართველოს აეროპორტების მონიტორინგი შშმ პირთა მომსახურებასთან, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა/განახლებასთან დაკავშირებით - „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენის შესახებ“ წესის შესაბამისად (საქართველოს აეროპორტები დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაშია);

ყოველთვიურად ხორციელდებოდა სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი, მისი შედარება წინა წლების შესაბამის მონაცემებთან;

საქართველოსა და უცხო სახელმწიფოების საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტის სერტიფიკატის მფლობელებზე გაიცა 17 ფასიანი გათავისუფლება და 30 უფასო გათავისუფლება, სახიფათო ტვირთების გადაზიდვისათვის;

განახორციელდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ავიაკომპანიების დოკუმენტაციის („სახიფათო ტვირთის გადაზიდვებთან დაკავშირებით პერსონალის მომზადების პროგრამა“, „სახიფათო ტვირთების გადაზიდვის სახელმძღვანელო“; ფრენის შესრულების სახელმძღვანელოში „სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან“ დაკავშირებული დებულებები) შემოწმება, რათა უზრუნველყოფილ ყოფილიყო დოკუმენტაციის შესაბამისობა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (ICAO) და საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) მიერ დადგენილ მოთხოვნებთან. ახალ ავიაკომპანიებს დაუმტკიცდათ შესაბამისი სახელმძღვანელოები;

GCAA Annual Report 2016 Page 5

Page 6: ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis ... information/GCAA Report 2016... · ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis angariSi . საქართველოს

განხორციელდა გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირებები სახიფათო ტვირთის გადაზიდვის კუთხით. შემოწმდნენ საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მფლობელები (სულ - 31 შემოწმება); 3 საავიაციო სატვირთო ტერმინალი (სულ 6 ინსპექტირება), საავიაციო სასწავლო დაწესებულებები (1 შემოწმება), აეროპორტების ოპერატორები (სულ 3 შემოწმება);

სახიფათო ტვირთის გადაზიდვის კუთხით, განხორციელდა საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს ავიაკომპანიების საჰაერო ხომალდების რეგულარული და არაგეგმიური შემოწმება ბაქანზე, - სულ 8 ინსპექტირება;

მიღებულ იქნა მონაწილეობა შემდეგი მთავრობათაშორისი შეთანხმებების / უწყებათაშორისო ოქმების შემუშავებისა და განხილვის პროცესში: - შეთანხმება საუდის არაბეთის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას

შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ; - შეთანხმება ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს

მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ; - შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას

შორის მათ შესაბამის სახელმწიფო ტერიტორიებს შორის და მათი ტერიტორიების ფარგლებს გარეთ საჰაერო მიმოსვლის შესახებ;

- შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ;

- ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის;

- ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოსა და ბელორუსის საავიაციო ხელისუფლებებს შორის;

- საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საავიაციო ხელისუფლებებს შორის გამართული ტექნიკური შეხვედრის ოქმი;

- ურთიერთგაგების მემორანდუმი საუდის არაბეთისა და საქართველოს საავიაციო ხელისუფლებებს შორის.

GCAA Annual Report 2016 Page 6

Page 7: ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis ... information/GCAA Report 2016... · ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis angariSi . საქართველოს

Aaerodromebi da aeroportebi (AGA) სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს აეროდრომებისა და აეროპორტების დეპარტამენტის მიერ, 2016 წელს: განხორციელდა აეროპორტებისა და აეროდრომების საინსპექციო შემოწმებები:

- თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - 2; - ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი - 2; - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი - 2; - მესტიის აეროპორტი - 2; - აეროდრომი „მიმინო“ (თელავი) - 2; - აეროდრომი „ნატახტარი“ – 2; - ვერტოდრომი „სოლოლაკი“ - 2.

განხორციელდა შემდეგი აეროპორტების უსაფრთხოების მართვის სისტემების

დოკუმენტაციის შეთანხმება: - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი; - ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი; - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი; - მესტიის აეროპორტი.

განხორციელდა დაბრკოლებებისაგან შემზღუდველი ზედაპირებით შემოფარგლული შემდეგი აეროდრომების რაიონების დადგენა (ICAO Annex 14): - თბილისის აეროდრომის რაიონი; - ბათუმის აეროდრომის რაიონი; - თელავის აეროდრომ „მიმინოს“ რაიონი.

ჩამოყალიბდა და სისტემატიური შეხვედრები ტარდება ასაფრენ-დასაფრენი

ზოლის უსაფრთხოების ჯგუფებს შორის: - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - კვარტალში 1-ელ და

საჭიროებისამებრ; - ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი - კვარტალში 1-ელ და

საჭიროებისამებრ; - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი - კვარტალში 1-ელ და

საჭიროებისამებრ.

GCAA Annual Report 2016 Page 7

Page 8: ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis ... information/GCAA Report 2016... · ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis angariSi . საქართველოს

გაიცა სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ გასამართი საწარმოს ვარგისობის სერტიფიკატები (სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 3 წელი): - სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“; - შპს „ჯორჯიან პეტროლიუმი“; - შპს „ჯორჯიან ეარვეისი“.

განხორციელდა საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოების

საინსპექციო შემოწმებები: - სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ - 1 სასერტიფიკაციო, 1 საინსპექციო; - შპს „ჯორჯიან ეარვეისი“ -1 სასერტიფიკაციო, 1 საინსპექციო; - სპს „საითაძე და კახაბრელი“ – 1; - შპს „ჯორჯიან პეტროლიუმი“ - 1 სასერტიფიკაციო, 1 საინსპექციო;

გაიცა სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ გასამართი საწარმოს

ტექნიკური პერსონალის მოწმობები: - შპს „ჯორჯიან ეარვეისი“ – 5;

სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ გასამართი საწარმოების ტექნიკურ

პერსონალს გაუგრძელდა მოწმობების მოქმედების ვადა: - სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ - 11; - შპს „ჯორჯიან ეარვეისი“ - 1; - სპს „საითაძე და კახაბრელი“ – 2; - შპს „ჯორჯიან პეტროლიუმი“ – 10.

განხორციელდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი

ზოლის და სამიმოსვლო ბილიკების რეაბლიტაციის/რეკონსტრუქციის პროცესის ზედამხედველობა კომპეტენციის ფარგლებში;

განხორციელდა ომალოში, ამბროლაურში, შირაქში, ლაგოდეხსა და წნორში არსებული აეროდრომების მდგომარეობის შესწავლა და ადგილზე შემოწმება, მომავალში განვითარების პერსპექტივის შეფასების მიზნით.

GCAA Annual Report 2016 Page 8

Page 9: ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis ... information/GCAA Report 2016... · ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis angariSi . საქართველოს

sahaero xomaldebis eqspluatantebis zedamxedveloba (OPS) სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ, საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების (ავიაკომპანიების) ზედამხედველობის მიმართულებით, 2016 წელს:

განხორციელდა მუდმივი ზედამხედველობა შემდეგ ავიაკომპანიებზე: შპს ”ავიაკომპანია თუშეთი”, შპს ”სქაი ტრეველი”, შპს ”სერვისეირი”, შპს ”საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი”, შპს ”ჯორჯიან ეარვეისი”, შპს ”ლუფტლაინ ჯორჯია”, შპს ”თი-სი-ეი”, შპს ”ავიასერვისი”, შპს ”ბრავო ეარი”, შპს ”ამს ეარლაინსი”, შპს „ეარ ჯორჯია“, შპს „ავიატორ+“, შპს „აერო

ექსპედიშენი“;

მიმდინარეობდა საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის ვადის გაგრძელების/პირველადი სერტიფიცირების განაცხადების განხილვა, სასერტიფიკაციო დოკუმენტაციის შემოწმება, წინასასერტიფიკაციო საბაზო

ობიექტების ინსპექტირებები;

სააგენტოს მუდმივმოქმედი სასერტიფიკაციო კომისიის დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზე, სააგენტოს დირექტორის ბრძანებებით გაიცა ორი ახალი ავიაკომპანიის - შპს „ავიატორი +“ და შპს „აერო ექსპედიშენის“ სერთიფიკატები, ხოლო მოქმედების ვადა გაუგრძელდა საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის 10 მოქმედ სერტიფიკატს. „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესი“-ის მოთხოვნების შესაბამისად

გაუქმდა შპს ”ლუფტლაინ”-ს ექსპლუატანტის სერთიფიკატი ;

სერტიფიცირების IV ეტაპის (მუდმივი ზედამხედველობა) შესაბამისად,

ჩამოთვლილ ავიაკომპანიებზე განხორციელდა გეგმიური-შუალედური შემოწმებები, მათ მიერ ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდების ბაქანზე და მარშრუტზე ინსპექტირებები, რის თაობაზეც მუდმივმოქმედი სასერტიფიკაციო კომისიის თავმჯდომარის მიერ, სპეციალური ფორმის (დავალება ინსპექტირების ჩატარებაზე) საშუალებით განისაზღვრა სააგენტოს ინსპექტირებისგან შედგენილი ინსპექტირების ჯგუფები, კონკრეტულ

ავიასაწარმოზე ზედამხედველ ინსპექტორად დანიშნული ინსპექტორის ხელმძღვანელობით. ინსპექტირებისას, სააგენტოს ინსპექტორების მიერ

შევსებული იქნა სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული შესაბამისი საკონტროლო ბარათები (Check List) და შედგა ანგარიშები;

GCAA Annual Report 2016 Page 9

Page 10: ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis ... information/GCAA Report 2016... · ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis angariSi . საქართველოს

განხორციელდა მუდმივი ზედამხედველობა ზემოთ ჩამოთვლილ

ავიაკომპანიების მიერ სააგენტოში წარმოდგენილ სასერტიფიკაციო

დოკუმენტაციაზე, ასევე მიმდინარეობდა ზემოაღნიშნული ავიაკომპანიების მიერ ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდების სადაზღვევო პოლისების და საფრენად ვარგისობის მოწმობების ვადებზე ზედამხედველობა სპეციალურად შედგენილი ელექტრონული ცხრილის მეშვეობით;

ავიაკომპანიების განცხადებების შესაბამისად (საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში საექსპლუატაციო

სპეციფიკაციებში ცვლილებების შეტანა, საჰაერო ხომალდის დამატება/ამოღება) მიმდინარეობდა საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის და/ან №1 დანართში ცვლილებების შეტანა დაადგენილი პროცედურის შესაბამისად;

აღმოიფხვრა 2013 წლის ICAO-ს აუდიტის დროს დაფიქსირებული ხარვეზი, რომელიც უკავშირდებოდა სააგენტოში წინა წლებში არსებულ საჰაერო

ხომალდების ექსპლუატანტების სერტიფიცირების პროცესს. გარდა ამისა, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 2016 წელს ჩატარებული კოორდინირებული ვალიდაციის აუდიტის (ICVM) საბოლოო

შედეგების თანახმად, საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების ზედამხედველობის (OPS) კუთხით საქართველოს მაჩვენებელი გახდა 82.73%, რაც 22.3%-ით უკეთესი შედეგია, ვიდრე ეს იყო 2013 წლის აუდიტის დროს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ, ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების, სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების ავიასამედიცინო სერტიფიცირების ზედამხედველობის მიმართულებით, 2016 წელს: გაიცა ავიასპეციალისტის 48 მოწმობა (ავიაკომპანიის სატრანსპორტო

პილოტის მოწმობა (თვითმფრინავის) - 2, ავიაკომპანიის სატრანსპორტო

პილოტის მოწმობა (შვეულმფრენის) – 4, კომერციული პილოტის მოწმობა (თვითმფრინავის) - 7, კომერციული პილოტის მოწმობა (შვეულმფრენის) -2, ბორტინჟინრის მოწმობა - 3, ბორტგამყოლის მოწმობა - 1, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობა - 6, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე-შეგირდის მოწმობა - 12, საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობა - 11);

GCAA Annual Report 2016 Page 10

Page 11: ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis ... information/GCAA Report 2016... · ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis angariSi . საქართველოს

მოქმედების ვადა გაუგრძელდა სამოქალაქო ავიაციის სხვადასხვა ავიასპეციალისტების 192 მოწმობას, აგრეთვე არსებულ მოწმობებში შეტანილი იქნა 269 სხვადასხვა სახის საკვალიფიკაციო აღნიშვნა განმცხადებელთა მოთხოვნებიდან გამომდინარე. განხორციელდა სხვა ქვეყნის 184 ავიასპეციალისტის მოწმობის აღიარება;

განხორციელდა სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების 3 წინასასერტიფიკაციო და 11 გეგმიური შუალედური შემოწმება, რომელთა შემდეგაც, შესაბამის დაწესებულებებს ეცნობათ გამოვლენილი შენიშვნების შესახებ და დაევალათ მათი აღმოფხვრა დადგენილ ვადებში;

განხორციელდა სხვა ქვეყნების 13 სასწავლო დაწესებულების აღიარება, რომელთა შორის იყო ავიასპეციალისტთა მომზადების სასწავლო

დაწესებულებები - როგორც საფრენოსნო, ისე ტექნიკური მომსახურების მიმართულებით;

შესაბამისი განაცხადებისა და შუამდგომლობის საფუძველზე გაიცა 44 მასწავლებლის მოწმობა. წინასასერტიფიკაციოდ და სასწავლო

დაწესებულების სერტიფიკატში სასწავლო პროგრამის დამატებით შეტანის მიზნით შეთანხმდა 38 სასწავლო პროგრამა;

ავიასპევიალისტების ავიასამედიცინო სერტიფიცირების პროცესის ზედამხედველობის მიზნით, სააგენტოს ფრენის სამედიცინო უზრუნვე-ლყოფაზე ზედამხედველი ექიმ-ინსპექტორის მიერ განხორციელდა შპს ”აეროპორტის მრავალპროფილიანი პოლიკლინიკის” შემოწმებები კვარტალში ერთხელ.

sahaero xomaldebis vargisoba da registracia (AIR)

GCAA Annual Report 2016 Page 11

Page 12: ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis ... information/GCAA Report 2016... · ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis angariSi . საქართველოს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საჰაერო ხომალდების ვარგისობისა და რეგისტრაციის დეპარტამენტის მიერ, 2016 წელს განხორციელდა: სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში საჰაერო

ხომალდების რეგისტრაცია/დერეგისტრაცია - სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში შეტანა - 12; - სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ცვლილება - 1; - სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღება - 10;

სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე ფრენის ვარგისობის სერტიფიკატის გაცემა

- გაცემულ იქნა 42 ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე ხმაურის სერტიფიკატის გაცემა

- გაცემულ იქნა 9 ხმაურის სერტიფიკატი. სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე რადიოსადგურის სერტიფიკატის გაცემა

- გაცემულ იქნა 10 რადიოსადგურის სერტიფიკატი. ფრენის ვარგისობის გარეშე ფრენაზე დაშვების სერტიფიკატის გაცემა (Permit to

Flight) - გაცემულ იქნა 2 ფვს-ს გარეშე ფრენაზე დაშვების სერტიფიკატი.

საფრენად ვარგისობის საექსპორტო მოწმობის გაცემა

- გაცემულ იქნა 2 ფრენის ვარგისობის საექსპორტო მოწმობა. საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირება

- სერტიფიცირება ჩაუტარდა 14 საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს.

უცხო ქვეყნის მიერ გაცემული საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურები

საწარმოს სერტიფიკატის აღიარება - შესრულდა 15 უცხო ქვეყნის მიერ გაცემული საავიაციო ტექნიკის

ტექნიკური მომსახურები საწარმოს სერტიფიკატის აღიარება. ტექნიკური მომსახურების პროგრამის შეფასება

GCAA Annual Report 2016 Page 12

Page 13: ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis ... information/GCAA Report 2016... · ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis angariSi . საქართველოს

- წლის განმავლობაში განხილულ იქნა 25 ტექნიკური მომსახურების პროგრამა

ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელოს/ტექნიკური მომსახურების

მართვის სახელმძღვანელოს შეფასება - განხილულ და შეფასებულ იქნა 28 ტექნიკური მომსახურების

სახელმძღვანელო/ტექნიკური მომსახურების მართვის სახელმძღვანელო. ucxo qveynis sahaero xomaldis usafrTxoebis gansazRvris

programa (SAFA) სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს SAFA-ს ინსპექტორების მიერ, 2016 წელს: შემოწმდა ორმოცზე მეტი საჰაერო ხომალდი. საინსპექციო შემოწმებების

დასრულებისთანავე, ინფორმაცია აღმოჩენილ ნაკლოვანებების შესახებ მიეწოდა სხ-ის მეთაურს, სხ-ის ექსპლუატანტის წარმომადგენელს და ზოგიერთ შემთხვევაში შესაბამისი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებას. ასევე შედეგები აიტვირთა SAFA-ს პროგრამის მონაცემთა ბაზაში;

SAFA-ს ეროვნულმა კოორდინატორი, ევროპის საავიაციო უსაფრთხოების

სააგენტოს მიერ (EASA) შერჩეულ იქნა Ramp Inspections Coordination and Standardization (RICS) subgroup წევრად, სადაც 48 ქვეყნის წარმომადგენლებიდან შერჩეულ იქნენ მხოლოდ 8 ქვეყნის წარმომადგენელი - ესენია: ავსტრია, კანადა, საფრანგეთი, საქართველო, იტალია, ესპანეთი, შვეიცარია და დიდი ბრიტანეთი. აღნიშნული ქვეჯგუფი მუშაობს ევროპული კანონმდებლობის დახვეწაზე, ბაქანზე შემოწმების კუთხით;

SAFA-ს ეროვნულმა კოორდინატორმა, მონაწილეობა მიიღო SAFA-ს პროგრამის

განვითარების მიზნით ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გამართულ სამუშაო შეხვედრებში (Ramp Inspections Coordination and Standardization (RICS) meetings), სადაც განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა: SAFA-ს პროგრამის განვითარება და გაფართოვება, ინსპექტირებების ხარისხი, აღმოჩენილი დარღვევები და ა.შ;

GCAA Annual Report 2016 Page 13

Page 14: ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis ... information/GCAA Report 2016... · ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis angariSi . საქართველოს

SAFA-ს ეროვნულმა კოორდინატორმა მონაწილეობა მიიღო მაკედონიის საავიაციო ხელისუფლების სტანდარტიზაციის აუდიტში, EASA-ს სტანდარტიზაციის აუდიტის წევრის სტატუსით;

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს გააჩნია გამოცდილება და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ წევრ ქვეყანას, დაგეგმილია სხვა ქვეყნის SAFA-ს კოორდინატორების თუ ინსპექტორების მიღება, გამოცდილების გაზიარების მიზნით. სააგენტომ უკვე გაუწია კონსულტაციები უკრაინის საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლებს. მიღებულია მოთხოვნები სხვა ქვეყნებიდანაც;

saaernaosno momsaxurebis zedamxedveloba (ANS) სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტის მიერ, 2016 წელს განხორციელდა: სერტიფიცირება

საქართველოში არსებული სააერნაოსნო მომსახურების საწარმო (შპს „საქაერონავიგაცია“) 2008 წლიდან ფლობს უვადო სერტიფიკატს. ამასთან, 2016 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა სერტიფიკატში ცვლილება. 2016 წელს, დეპარტამენტმა დაიწყო ე.წ. პატარა აეროდრომების და საჰაერო მოძრაობის მომსახურების მიმწოდებლის სერტიფიცირება/დანიშვნის პროცესის დახვეწაზე მუშაობა. დაწყებულია AFIS წესის გადახედვა. ზედამხედველობა

სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2016 წლის განმავლობაში ჩატარდა სამი გეგმიური და ერთი არაგეგმიური საინსპექციო შემოწმება. შემოწმება განხორციელდა ყველა მიმართულებით გარდა ფრენის პროცედურების დიზაინის და კარტოგრაფიისა. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ საქაერონავიგაციაში უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვის მიმდინარე პროცესის ფონზე ამ მიმართულებით დაგეგმილი გრაფიკის ფარგლებში ინსპექტირება არ ჩატარებულა.

GCAA Annual Report 2016 Page 14

Page 15: ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis ... information/GCAA Report 2016... · ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis angariSi . საქართველოს

ცალკე ყურადღების საგანია ძებნა-შველის რეაგირების გეგმის დანერგვა, რომელიც ევალება ამავე გეგმით შექმნილი უწყებათაშორის კომისიას. ამ ეტაპზე სააგენტოს მიერ ხორციელდება მხოლოდ სააკოორდინაციო ცენტრის ზედამხედველობა. სისტემაში სხვა უწყებების ზედამხედველობა სრულყოფილად ვერ ხორციელდება. აღიარება

დეპარტამენტის მიერ 2016 წლის განმავლობაში აღიარებულ იქნა 20 (ოცი) ტექნიკური საშუალება.

ტექნიკური საშუალება ადგილმდებარეობა მეტეო რადიოლოკაციური სადგური DSWR-2001X-SIDPO

ქ. თბილისის მიდამოები (ნიშნული 1100)

MOOG DME 2020-ი (High Power Dual Transponder)

სოფელ გუდაური

MOOG DME 2020-ი (High Power Dual Transponder)

დაბა ბაკურიანი

12 ცალი „მიწა-ჰაერი“ ტიპის რადიოკავშირის სადგური TA-7650 VHF/AM

ქ. სენაკი

4 ცალი „მიწა-ჰაერი“ ტიპის რადიოკავშირის სადგური TA-7650 VHF/AM

ქ. ამბროლაური

მეტეოროლოგიური აღჭურვილობა თამარ მეფის სახელობის აეროპორტი (მესტია)

უსაფრთხოება

მიმდინარეობს უსაფრთხოების მართვის სისტემის სახელმძღვანელოს შეთანხმება, რომლის მერე დაგეგმილია სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემის უფრო დეტალური ინსპექტირება და ზედამხედველობა. საჰაერო სივრცის ორგანიზება

სივრცის ორგანიზებაში დეპარტამენტი იღებს მონაწილეობას ორი ძირითადი მიმართულებით, ესენია - სივრცის სტატიკური ელემენტების დადგენაში და სივრცის დინამიურ გამოყენებასთან შეზღუდვების დაწესებაში. პროცესის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილია შესაბამისი ნორმატიული ბაზის დადგენა და არსებული

GCAA Annual Report 2016 Page 15

Page 16: ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis ... information/GCAA Report 2016... · ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis angariSi . საქართველოს

წესების/პროცესების დახვეწა. კერძოდ, შექმნილია სამოქალაქო-სამხედრო სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს აღნიშნული პრობლემატიკის აღმოფხვრაზე. ამ ეტაპზე ხორციელდება ვაზიანის საწვრთნელ-სავარჯიშო არეს უსაფრთხოების შეფასება. გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმილია ახალი წესის შემუშავება რომელიც ახლებურად დაარეგულირებს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის საკითხებს. ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება/განახლება

ქვემომოყვანილ ცხრილში ნაჩვენებია დეპარტამენტის 2016 წლის სამოქმედო გეგმა და მისი შესრულების სტატუსი 2016წ. 14 დეკემბრის მდგომარეობით.

N ამოცანა შესრულების სტატუსი შენიშვნა

1 საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ბრძანება №88 2001 წლის 8 ოქტომბერი საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესები-ს განახლება

შესრულებულია. დამტკიცდა დირექტორის ბრძანებით

ამოქმედდება 2017 წლის 1 იანვრიდან

2 საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ბრძანება №70 2002 წლის 27 ნოემბერი საქართველოს საჰაერო სივრცეში მოძრაობის მომსახურების სახელმძღვანელოს განახლება

მიმდინარე. შემუშავდა ინგლისურენოვანი პროექტი

კოდექსის პროექტის შესაბამისად უნდა დამტკიცდეს 2018 წლის 1 იანვრამდე

3 ჩიკაგოს კონვენციის მე-15 დანართის (ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურება) გადმოტანა

შემუშავებულია პროექტის ტექნიკური ვერსიის 90%

კოდექსის პროექტის შესაბამისად უნდა დამტკიცდეს 2017 წლის 1 ივნისამდე

4 ჩიკაგოს კონვენციის მე-4 დანართის (სააერნაოსნო რუკები) გადმოტანა

შემუშავებულია პროექტის ტექნიკური ვერსიის 90%

კოდექსის პროექტის შესაბამისად უნდა დამტკიცდეს 2017 წლის 1 ივნისამდე

GCAA Annual Report 2016 Page 16

Page 17: ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis ... information/GCAA Report 2016... · ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis angariSi . საქართველოს

5 ჩიკაგოს კონვენციის მე-5 დანართის (გაზომვის ერთეულები) გადმოტანა

პროექტის გარე კონსულტაცია დასრულებულია.

კოდექსის პროექტის შესაბამისად უნდა დამტკიცდეს 2017 წლის 1 მარტამდე

6 საქართველოს მთავრობის დადგენილება №325 2013 წლის 9 დეკემბერი ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესი“-ს განახლება

შესრულებულია. განახლდა დადგენილება რომელშიც შევიდა ICAO-ს 76 ცვლილება.

მიმდინარეობს N77 ცვლილებაზე მუშაობა, რომელიც შესრულდება 2017 წლის მარტში.

7 საქართველოს მთავრობის დადგენილება № 363 2013 წლის 24 დეკემბერი საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და კლასიფიკაციის წესი-ს განახლება

შესრულებულია. დამტკიცდა #276 დადგენილებით

8 სააერნაოსნო მომსახურების სფეროში ცვლილების ზედამხედველობის წესის შემუშავება

შესრულებულია. დამტკიცდა N185 სააგენტოს ბრძანებით

9 ურთიერთავსებადობის წესის შემუშავება

შეჩერებულია. „თვინინგის“ პროექტის რეკომენდაციით არ წარმოადგენს პრიორიტეტს

10 დებულების განახლება (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ბრძანება №1-1/583 2011 წლის 14 აპრილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულება)

შესრულებულია. დამტკიცდა განახლებული დებულება

GCAA Annual Report 2016 Page 17

Page 18: ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis ... information/GCAA Report 2016... · ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis angariSi . საქართველოს

11 სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №01 2014 წლის 3 იანვარი საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესების

მიმდინარე მიმდინარეობს აღიარების მოთხოვნების დახვეწა

12 საჰაერო კოდექსის განახლება მიმდინარე საბოლოო ვერსიის სამინისტროში გაგზავნამდე გადის შიდა კონსულტაციას

13 ადგილობრივი ერთიანი ცის დანერგვის წესის შემუშავება

შეჩერებულია პრინციპული მოთხოვნები აისახა კოდექსის პროექტში და დებულების განახლებულ ვერსიაში

14 ჩიკაგოს კონვენციის მე-10 დანართის (სააერნაოსნო ტელეკომუნიკაცია) გადმოტანა

მიმდინარე კოდექსის პროექტის შესაბამისად უნდა დამტკიცდეს 2018 წლის 1 იანვრამდე

15 საქართველოს საჰაერო სივრცის მოქნილად სარგებლობა

მიმდინარე კოდექსის პროექტის შესაბამისად უნდა დამტკიცდეს 2018 წლის 1 იანვრამდე

16 ICAO-ს Doc 8168 (სხ-ის ოპერირება) PANS-OPS დოკუმენტის გადმოტანა

მიმდინარე კოდექსის პროექტის შესაბამისად უნდა დამტკიცდეს 2018 წლის 1 იანვრამდე

17 ძებნა-შველის რეაგირების გეგმის განახლება

მიმდინარე კოდექსის პროექტის შესაბამისად უნდა განახლდეს 2017 წლის 1 ივნისამდე

18 სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების წესი

მიმდინარე კოდექსის პროექტის შესაბამისად უნდა დამტკიცდეს 2018 წლის 1 იანვრამდე

GCAA Annual Report 2016 Page 18

Page 19: ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis ... information/GCAA Report 2016... · ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis angariSi . საქართველოს

ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებული

სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტის ფუნქციებიდან გამომდინარე წლის განმავლობაში სისტემატიურად ხორციელდებოდა საქართველოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში ცვლილებებზე და ნოტამის გამოცემაზე შემოსული განაცხადების განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

saaviacio uSiSroebis uzrunvelyofis zedamxedveloba

(AVSEC) სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საავიაციო უშიშროების დეპარტამენტის მიერ, 2016 წელს: საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობის კუთხით,

მონაწილეობა იქნა მიღებული სერტიფიცირების პროცესებში: - საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირება - 2; საჰაერო

ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის ვადის გაგრძელება - 10; აეროდრომის სერტიფიცირება (ამბროლაურის აეროდრომი) – 1; საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოების სერტიფიცირება - 2;

განხორციელდა შემდეგი ავიასაწარმოების ინსპექტირება/აუდიტი:

- თბილისის საერთაშორის აეროპორტი - 2; ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი - 2; ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი - 2; ნატახტარის აეროდრომი - 2; ვერტოდრომი „სოლოლაკი“ – 1; მესტიის აეროპორტი - 2; თელავის აეროდრომი „მიმინო“- 2; შპს ”ავიაკომპანია თუშეთი” -1; შპს ”სკაი ტრეველი” -2; შპს ”სერვისეირი”- 2; შპს ”საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი” -1; შპს ”ჯორჯიან ეარვეისი” -2; შპს ”სატვირთო ავიაკომპანია”(თი სი ეი) – 2; შპს ”ავიასერვისი” – 1; შპს ”ბრავო აირი”-1; შპს ”ამს ეარლაინსი” – 1; შპს „ეარ ჯორჯია“ – 1; შპს „ავიატორ+“ – 1; შპს „აერო ექსპედიშენი“ – 1; შპს საქაერონავიგაცია - 1; შპს ლასარე - 1; შპს საქართველოს ფოსტა - 1; შპს თბილისი კარგო სერვისი - 1; შპს „ჯორჯიან პეტროლიუმი“ – 2; სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ - 2;„ჯორჯიან ეარვეისი“ - 2 ჯერ; ბორტკვების საწარმოები: შპს „ბი თი ეი ჯორჯია“ – 2; შპს „სქაი ინნ“ – 2; შპს „ჯორჯიან ეარსერვისი“ – 2 „იუნაითედ ეარ ბაზა“ – 1;

GCAA Annual Report 2016 Page 19

Page 20: ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis ... information/GCAA Report 2016... · ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis angariSi . საქართველოს

განხორციელდა შემდეგი აეროპორტების საავიაციო უშიშროების სისტემის გამოცდა: - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - 5 ჯერ; ქუთაისის საერთაშორისო

აეროპორტი -4 ჯერ; ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი - 4 ჯერ განხორციელდა ავიასაწარმოების შემდეგი დოკუმენტაციის შეთანხმება/

დამტკიცება/ აღიარება: - აეროდორმების უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა - 1;

ავიაგადამზიდველის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა - 4; უცხოური ავიაგადამზიდველის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა - 5; ავიაგადამზიდველის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამაში ცვლილების შეტანა - 5

დეპარტამენტმა გაიარა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის აუდიტი საიდუმლო

საქმისწარმოების კუთხით, რომლის ფარგლებშიც შემოწმებულ იქნა ბოლო 5 წლის საიდუმლო კორესპონდენცია, მათი რეგისტრაციის, სისტემატიზაციის, კლასიფიცირების, საიდუმლო დოკუმენტებზე დაშვების საკითხები და ა.შ. აუდიტის შედეგად შენიშვნები და ნაკლოვანებები არ დაფიქსირებულა;

მომზადდა საქართველოს საავიაციო უშიშროების სისტემის აუდიტის (ICAO,

2015 წლის დეკემბერი) შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის გეგმა-გრაფიკი და გადაეგზავნა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (აღნიშნული აუდიტის დასკვნის თანახმად, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობის თვალსაზრისით საქართველომ 30%-იანი ზრდა, შესაბამისად 87.8% საერთო მაჩვენებელი დააფიქსირა.);

ყირგიზეთის სამოქალაქო ავიაციის უფლებამოსილი ორგანოს თხოვნით,

სააგენტოს საავიაციო უშიშროების დეპარტამენტის სპეციალისტებმა, 2016 წლის 09-13 სექტემბერს, ყირგიზეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საავიაციო უშიშროების დეპარტამენტის ხელმძღვანელს უმასპინძლეს. ვიზიტის ფარგლებში კოლეგისთვის გაზიარებულ იქნა გამოცდილება ICAO-ს საავიაციო უშიშროების აუდიტისთვის მზადების და მისი მიღების კუთხით;

GCAA Annual Report 2016 Page 20

Page 21: ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis ... information/GCAA Report 2016... · ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis angariSi . საქართველოს

შესაძლებლობების განვითარების პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს საავიაციო უშიშროების დეპარტამენტის სპეციალისტმა, ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის (ECAC) მოწყვლადობის შემფასებლის რანგში ამსტერდამის სკიპჰოლის აერპორტის არაკონტროლირებადი ზონების შემოწმება განახორციელა. მომზადდა შესაბამისი ანგარიშიც;

საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობების

შესყიდვასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციები გაეწიათ დაინტერესებულ ავიასაწარმოებს;

დამზადდა 129 ცალი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის საშვი; დამზადდა 55

ცალი პიროვნების მუდმივი საშვი; დამზადდა 22 ცალი ავტოსატრანსპორტო საშუალების მუდმივი საშვი; საავიაციო უშიშროების პერსონალზე გაიცა 762 მოწმობა/სერტიფიკატი.

samarTalSemoqmedebiTi saqmianoba სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ადმინისტრაციული და ტექნიკური დეპარტამენტების მიერ გაწეული სამართალშემოქმედებითი საქმიანობის შედეგად, 2016 წელს:

დამტკიცდა შემდეგი ნორმატიულ აქტები:

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 5 მაისის N59 ბრძანება "საქართველოს სამოქალაქო აეროდრომებზე განათების უზრუნველყოფის წესის" დამტკიცების შესახებ

წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოში რეგისტრირებულ აეროდრომის ექსპლუატანტებზე და მისი მიზანია, ღამის პერიოდში საჰაერო ხომალდების ბაქანზე მომსახურების უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 23 მაისის N66 ბრძანება "საქართველოს სამოქალაქო აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის მოწესრიგების წესის" დამტკიცების შესახებ

წესის მიზანია საქართველოს სამოქალაქო აეროდრომების ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების,

GCAA Annual Report 2016 Page 21

Page 22: ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis ... information/GCAA Report 2016... · ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis angariSi . საქართველოს

სპეციალური ტრანსპორტის და ქვეითთა მოძრაობის მოწესრიგება, ასევე სატრანსპორტო საშუალებების საჰაერო ხომალდებთან შეჯახების, აეროდრომის ტერიტორიაზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების, აეროდრომის სამანევრო არეზე არასანქცირებული შესვლისა და საავიაციო მოვლენების თავიდან აცილება. წესის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ აეროდრომებზე, საიდანაც სრულდება საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვა.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს N113 ბრძანება "საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესების" დამტკიცების თაობაზე

წესის მიზანია საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენებისა და მასთან დაკავშირებული სამეთვალყურეო მომსახურების დარეგულირება, სახელსაწყო და ვიზუალური ფრენის წესების, ფრენის გეგმის, ადამიანებისა და ქონების დაცვის, შეჯახების თავიდან აცილების, სიგნალების, უპილოტო უმართავი აეროსტატების და სხვა საჰაერო ხომალდის ფრენასთან დაკავშირებული მოთხოვნების დადგენის გზით.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 20 სექტემბრის N125 ბრძანება „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ

პროგრამის მიზანია საავიაციო უშიშროების დონის გაუმჯობესება სამოქალაქო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევის, მომზადების, შესაბამისი სერტიფიკატის გაცემის, მოქმედების ვადის შეჩერების, გაუქმების, ვადის გაგრძელების, შემოწმების ოპერატორების სერტიფიცირების გზით.

სააგენტომ იმუშავა მთავრობის დადგენილებების შემდეგ პროექტებზე:

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის N241 დადგენილება "მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის" დამტკიცების შესახებ

პროგრამა არის მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დაცვის ღონისძიებათა კომპლექსი, რომლის მიზანია მგზავრების, ეკიპაჟის წევრების, მიწისზედა მომსახურე პერსონალის, მოსახლეობის დაცვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან, ასევე საქართველოში რეგისტრირებული ავიასაწარმოების, საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის (მათ შორის, ფრენების) განმახორციელებელი უცხო ქვეყნების ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების ეფექტიანობის უზრუნველყოფა სამოქალაქო ავიაციაში არსებული საერთაშორისო სტანდარტების, რეკომენდებული პრაქტიკისა და პროცედურების გამოყენებით.

GCAA Annual Report 2016 Page 22

Page 23: ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis ... information/GCAA Report 2016... · ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis angariSi . საქართველოს

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის N242 დადგენილება "სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამის" დამტკიცების შესახებ

ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამა განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლის ღონისძიებებს. პროგრამის ამოცანებია: სახელმწიფო პროგრამით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემოწმება ხარისხის კონტროლის ღონისძიებების მეშვეობით, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზომების ეფექტიანობის შემოწმება და შეფასება, სახელმწიფო პროგრამის ქმედითუნარიანობისა და ეფექტიანობის შენარჩუნება.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის N276 დადგენილება "საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და კლასიფიკაციის" დამტკიცების შესახებ

დადგენილების მიზანია საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და კლასიფიკაციის განსაზღვრა სივრცესთან მიმართებაში შემდეგი მოთხოვნების დადგენით: ა) საზღვრები და კოორდინატები და ბ) შეზღუდული არეების შეზღუდვის პირობები. დადგენილება ვრცელდება ყველა იმ იურიდიულ და ფიზიკურ პირზე, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდის ფრენასა და მის მომსახურებასთან.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ოქტომბრის N471 დადგენილება "ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლების, მათი უფლება-მოვალეობების და ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ

წესი მიზნად ისახავს სამოქალაქო ავიაციაში ფრენების უსაფრთხოების გაუმჯობესებას, ასევე, ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის სისრულის, დროულობისა და ხარისხის უზრუნველყოფას ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორაციის შექმნის, გადაცემის, დამუშავებისა და გავრცელების გზით. წესი ვრცელდება სახელმწიფო ორგანოებზე და ორგანიზაციებზე, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოზე (შპს „საქაერონავიგაცია“), სამოქალაქო დანიშნულების აეროდრომების და ვერტოდრომების ექსპლუატანტებზე და ყველა იმ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ჰაერსანაოსნო ინფორმაციის და ჰაერსანაოსნო მონაცემების შექმნის, გადაცემის, დამუშავების და გავრცელების პროცესში ჩართულნი არიან: სამოქალაქო ავიაციასთან დაკავშირებულ გეოდეზიურ საქმიანობაში, ფრენის სახელსაწყო პროცედურების შემუშავებაში, რელიეფის ელექტრონული მონაცემების შექმნაში და დაბრკოლებების ელექტრონული მონაცემების შექმნაში.

GCAA Annual Report 2016 Page 23

Page 24: ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis ... information/GCAA Report 2016... · ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis angariSi . საქართველოს

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის, ასევე ევროპული რეგულაციების ეტაპობრივი დანერგვის მიზნით, ცვლილებები შევიდა შემდეგ ნორმატიულ აქტებში:

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანება „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ დამტკიცების შესახებ

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანება „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ;

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანება "თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების” დამტკიცების შესახებ;

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 22 ოქტომბრის N220 ბრძანება "ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების" დამტკიცების შესახებ

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 15 ოქტომბრის N209 ბრძანება "საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე ფრენის ვარგისობისა და ხმაურის სერტიფიკატების გაცემის წესის" დამტკიცების შესახებ;

სსიპ -სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 14 აგვისტოს N137 ბრძანება "სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების (საინსპექციო შემოწმების) წესის" დამტკიცების შესახებ.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „TWINNING“-ის პროექტის - “საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან” ფარგლებში, დასრულდა სამოქალაქო ავიაციის მოქმედი კანონმდებლობის ევროპულ რეგულაციებთან შესაბამისობის ანალიზი, გამოიცა ანგარიში სამართლებრივი ჩარჩოს განსხვავებების შესახებ. შემუშავდა ევროპული რეგულაციების გადმოტანისა და დანერგვის სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებშიც, სულ იდენტიფიცირებულ იქნა 75 ევროპული რეგულაცია საავიაციო სექტორისთვის, აქედან პრიორიტეტულად განისაზღვრა 20-მდე რეგულაცია (მათ შორის: ევროკომისიის რეგულაცია 1321/2014, 1178/2011, 965/2012, PART 145, PART M), რომლებზეც პროექტის ხელშეწყობით მიმდინარეობს მუშაობა.

xarisxis marTva

GCAA Annual Report 2016 Page 24

Page 25: ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis ... information/GCAA Report 2016... · ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis angariSi . საქართველოს

შიდა აუდიტები:

დამტკიცდა შიდა აუდიტების წლიური პროგრამა, პროგრამის ფარგლებში განხორციელდა 6 შიდა აუდიტი, რომელთა შედეგად გამოვლინდა 13 შეუსაბამობა. შეუსაბამობების გამოსასწორებლად დასახულია გამოსასწორებელი ღონისძიებები, მიმდინარეობს აღნიშნული ღონისძიებების დანერგვა.

შიდა დოკუმენტაციია

ცვლილებები შევიდა შემდეგ პროცედურებში და სახელმძღვანელო დოკუმენტაციაში:

− სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხარისხის მართვის სახელმძღვანელო; − დოკუმენტებისა და ჩანაწერების მართვის წესი; − საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების პროცედურა; − საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების პროცედურა; − სახიფათო ტვირთის გადაზიდვის უფლების მინიჭების პროცედურა; − საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოებისა და/ან

რეგულარული საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვების ნებართვის გაცემის პროცედურა;

− თანხმობის ან გათავისუფლების გაცემის პროცედურა; − სააერნაოსნო მომსახურების საწარმოში დაგეგმილი ცვლილებების შეთანხმების

პროცედურა;

შემუშავდა შემდეგი შიდა დოკუმენტაცია: − საჰაერო ხომალდების ტიპების შემმუშვებელი ქვეყნების მიერ გამოცემული

დირექტივების ექსპლუატანტებზე დაგზავნის პროცედურა; − საჰაერო ხომალდის ფრენის ვარგისობის გარეშე ფრენაზე დაშვების/აღიარების

პროცედურა; − საჰაერო ხომალდის მიმდინარე რემონტის/დაყვანითი სამუშაოების

შეთანხმების პროცედურა; − EFB განთავსებისა და გამოყენების ნებართვის გაცემის, შეჩერებისა და

ჩამორთმევის პროცედურა; − საჰაერო ხომალდის ექპსლუატანტის სერტიფიკატის 1-ელ დანართში

ცვლილებების შეტანის, დანართი N2-ის გაცემის/გაუქმების პროცედურა;

GCAA Annual Report 2016 Page 25

Page 26: ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis ... information/GCAA Report 2016... · ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis angariSi . საქართველოს

− მგზავრების მიერ წარმოდგენილი საჩივრის (მიმართვის) განხილვის პროცედურა;

− სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოების ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირების პროცედურა;

− ძებნა-შველის და საავარიო-სამაშველო სამუშაოებთან დაკავშირებული ხელშეკრულების შეთანხმების პროცედურა;

− სააერნაოსნო განსხვავებების დამუშავების პროცედურა;

saerTaSoriso urTierTobebi / proeqtebi 2016 წლის 24 თებერვალს, თბილისში ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ

შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე მომუშავე საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტის რიგით მესამე სხდომა გაიმართა. შეხვედრის მიზანს, „ერთიანი საჰაერო სივრცის“ შესახებ საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული ევროპული რეგულაციებისა და დირექტივების დანერგვის პროცესში მიღწეული პროგრესის გაცნობა, ასევე მომავალში დასანერგი ნორმატიული აქტების შესახებ ინფორმაციის გაცვლა წარმოადგენდა. შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა მოისმინეს სააგენტოს პრეზენტაცია ევროპული რეგულაციების საქართველოს საავიაციო კანონმდებლობაში ასახვის კუთხით გაწეული საქმიანობის შესახებ. ამასთან ევროპის ტრანსპორტის დირექტორატი გაეცნო რეგულაციებისა და დირექტივების დანერგვის კუთხით, ქართული მხარის მიერ შემუშავებულ სამოქმედო გეგმას;

საქართველოს საჰაერო სივრცეში უპილოტო საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ოპერირებისა და მათი მონიტორინგის საკითხებთან დაკავშირებით სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინიციატივით, მიმდინარე წლის 6 მაისს კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების მიზანს, უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგულირების და მონიტორინგის აუცილებლობის, ასევე მათი პოტენციალის გამოყენების თაობაზე ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. სააგენტოს მოწვევით შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა პოლონური კომპანია „Drone House Group”, რომელმაც მონაწილეებს გააცნო უპილოტო საჰაერო ხომალდების

GCAA Annual Report 2016 Page 26

Page 27: ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis ... information/GCAA Report 2016... · ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis angariSi . საქართველოს

მონიტორინგის საკუთარი სისტემა და გაუზიარა მათ ამ მიმართულებით არსებული ევროპულ გამოცდილება;

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ევროპული და ჩრდილო-ატლანტიკური ბიურომ (EUR/NAT) სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს კოორდინირებული ვალიდაციის აუდიტის (ICVM) წარმატებით გავლა და საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების სერტიფიცირების პროცესთან მიმართებაში 2013 წლის აუდიტის დროს დაფიქსირებული ხარვეზის (SSC OPS/01-10/2013) აღმოფხვრა მიულოცა. „ეს მნიშვნელოვანი მიღწევა არის თქვენი და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მთელი გუნდის დაუღალავი მუშაობის, ICAO-ს შტაბ-ბინასთან, რეგიონალურ ოფისთან და საერთაშორისო საავიაციო უწყებებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგი. მსურს დადებითად შევაფასო საქართველოს საავიაციო ხელისუფლების საქმიანობა და მოგილოცოთ აღნიშნული წარმატება. ახლა როდესაც შედეგები სახეზეა, შეგვიძლია ერთობლივად მივმართოთ ძალისხმევა საქართველოში ფრენის უსაფრთხოებისა და უშიშროების სტანდარტების შემდგომ ამაღლებაზე. გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას ამ და სხვა მიზნების მისაღწევად.“ - ნათქვამია ICAO ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური ბიუროს რეგიონალური დირექტორის, ლუიშ ფონსეკა დე ალმეიდას სააგენტოს ხელმძღვანელისადმი მიწერილ წერილში;

ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციასთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების და საქართველოს საავიაციო ბაზარზე ჩინური ავიაკომპანიების შემოსვლის ხელშეწყობის მიზნით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი პირები სამ დღიანი ვიზიტით (13-15 ივნისი) ჩინეთში იმყოფებოდნენ. 14 ივნისს გაიმართა გაფართოებული შეხვედრა ჩინეთისა და საქართველოს საავიაციო ხელისუფლებს შორის. მასპინძელი მხარის მოწვევით, შეხვედრას უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანიები - „Air China“, „Hainan Airlines“, „China Southern Airlines“ და „China Eastern Airlines“ ესწრებოდნენ. მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის საავიაციო სფეროში არსებული ორმხრივი ურთიერთობების გაღმავებისა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და „China Southern Airlines“ შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად, ავიაკომპანიამ ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ახალი დანიშნულების პუნქტის დამატებაზე

GCAA Annual Report 2016 Page 27

Page 28: ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis ... information/GCAA Report 2016... · ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis angariSi . საქართველოს

მიიღო გადაწყვეტილება (2016 წლის 22 სექტემბრიდან „China Southern Airlines“-მა რეგულარული ფრენები დაიწყო პეკინი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებით). ვიზიტის ფარგლებში სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს „ჰუალინგ ჯგუფთან“, რომელიც საქართველოში ავიაკომპანიის დაფუძნებას გეგმავს და სამომხმარებლო და კომპიუტერული ტექნოლოგიების მწარმოებელ უმსხვილეს ჩინურ კომპანია - “Xiaomi Inc.”-თან;

2016 წლის 4 ივლისს, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში საქართველოსა და თურქმენეთის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრის მიზანს, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების შესაძლებლობის განხილვა წარმოადგენდა. მოლაპარაკების შედეგად, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას აშხაბადსა და თბილისს შორის რეგულარული სამგზავრო მიმოსვლის დაწყების თაობაზე. შეხვედრაზე გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი საავიაციო ხელისუფლებებს შორის, რომლის საფუძველზე, მხარეთა ავიასაწარმოებს უფლება ეძლევათ განახორციელონ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და თურქმენეთის ნებისმიერ დანიშნულების პუნქტს შორის, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. აქამდე საჰაერო მიმოსვლა მხოლოდ ორი ქვეყნის დედაქალაქს შორის იყო შესაძლებელი. ამასთან, ქართული მხარის ინიციატივით, საავიაციო ხელისუფლებები საჰაერო მიმოსვლის შესახებ ახალი, ლიბერალურ პრინციპებზე დაფუძნებული შეთანხმების გაფორმებაზე დაიწყებენ მუშაობას (ამჟამად ძალაშია 1993 წლის 17 აგვისტოს შეთანხმება), რაც ხელს შეუწყობს ავიაკომპანიებს შორის თავისუფალი კონკურენციისა და სატარიფო პოლიტიკის განვითარებას, ასევე მომსახურების პირობების გაუმჯობესებას. მოლაპარაკების ფარგლებში საავიაციო უწყებებმა ჩარტერული სამგზავრო და სატვირთო რეისების განხორციელების ხელშეწყობასა და გამარტივებაზეც იმსჯელეს;

2016 წლის 8-13 აგვისტოს, საქართველომ ჰანს გუთმანის სახელობის საავიაციო ტურისტული რალის დასკვნით ეტაპს უმასპინძლა. ღონისძიების მასპინძელი მხარის, აეროდრომ „ნატახტარის“ ოპერატორი კომპანია - “Vanilla Sky”-ის ორგანიზებით, საჰაერო ხომალდების მფლობელთა და პილოტთა ევროპული ასოციაციების მფრინავებისათვის მიღება გაიმართა. ევროპის საჰაერო კლუბების წარმომადგენლებსა და პილოტებს სიტყვით ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით

GCAA Annual Report 2016 Page 28

Page 29: ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis ... information/GCAA Report 2016... · ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis angariSi . საქართველოს

ბაქრაძემ, სააგენტოს დირექტორმა გურამ ჯალაღონიამ და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი ჩოგოვაძემ მიმართეს. რალის ჩატარება სააგენტოს აქტიური მხარდაჭერითა და დახმარებით გახდა შესაძლებელი;

2016 წლის 30 აგვისტოს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის საავიაციო სფეროში თანამშრომლობის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე ქართული მხარე ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის (CAAC) მოწვევით იმყოფებოდა. კონფერენცია აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის ქვეყნებში საჰაერო მიმოსვლის განვითარების ხელშეწყობის საკითხს მიეძღვნა. შეხვედრის ფარგლებში დამსწრეების წინაშე მომხსენებლად წარსდგა სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია, რომელმაც ისაუბრა აბრეშუმის გზის კორიდორის ქვეყნებს შორის საავიაციო სფეროში თანამშრომლობის აუცილებლობაზე, საქართველოს საავიაციო სფეროში განხორცილებულ რეფორმებზე, მიღწევებსა და სამომავლო გამოწვევებზე. საავიაციო უსაფრთხოების, უშიშროებისა და ავიაბაზრის ლიბერალიზაციის საკითხებისადმი მიძღვნილ სადისკუსიო პანელებზე სიტყვით გამოვიდნენ სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე იგორ აფციაური, საავიაციო უშიშროების დეპარტამენტის უფროსი გვანცა კერესელიძე და გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე გაჩეჩილაძე. ორმხრივი შეხვედრები შედგა საქართველოს, ჩინეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებების პირველ პირებს შორის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მგზავრთა და მომხმარებელთა ინტერესებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად გააღრამავებენ ურთიერთთანამშრომლობას მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების ირგვლივ;

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ეგიდით და სააგენტოს მასპინძლობით 14-16 სექტემბერს, საქართველოში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის საავიაციო უშიშროების სემინარი ჩატარდა. სემინარი მიზნად ისახავდა, რეგიონის წევრი სახელმწიფოებისათვის საავიაციო უშიშროების კუთხით შემუშავებული ICAO-ს ახალი სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის გაცნობას. სამ დღიანი სწავლების ფარგლებში, საავიაციო ხელისუფლებებისა და ავიაინდუსტრიის წარმომადგენლებმა იმსჯელეს სამოქალაქო ავიაციის წინაშე მდგარი ისეთი

GCAA Annual Report 2016 Page 29

Page 30: ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis ... information/GCAA Report 2016... · ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis angariSi . საქართველოს

თანამედროვე რისკების გამკლავებისა და პრევენციის გზებზე როგორიცაა კიბერ საფრთხე, ფრენები კონფლიქტური ზონების საჰაერო სივრცის თავზე, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფა არაკონტროლირებად ტერიტორიებზე, ტერორიზმი, საჰაერო ხომალდების დაცვა პორტატული საჰაერო თავდაცვის სისტემების (MANPADS) საშუალებით თავდასხმისგან, მგზავრის ქცევის „ამოცნობა“ და ა.შ. მონაწილეები გაეცვნენ აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზომების გაუმჯობესების, რისკების შეფასების, მგზავრებზე ინფორმაციის წინასწარ მოპოვებისა (API) და არაპროგნოზირებადი შემოწმებების სისტემების დანერგვის კუთხით;

2016 წლის 21 ოქტომბერს ქ. თბილისში იკაოს ევროპის რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილის (RDGE/25) 25-ე შეხვედრის წარმატებით ჩატარებისთვის იკაოს ევროპის და ჩრდილოეთ - ატლანტიკური ოფისის რეგიონული დირექტორი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და საქაერონავიგაციის მიმართ მადლობა გამოხატა. "საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ძალისხმევით და მხარდაჭერით RDGE/25 შეხვედრა ჩატარდა მაღალ პროფესიონალურ დონეზე, რამაც განაპირობა ამგვარი შესანიშნავი შედეგი.“ ღონისძიებას ესწრებოდნენ 23 ქვეყნისა და 3 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის დელეგაციები - ცენტრალური აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებიდან;

2016 წლის 14-15 ნოემბერს სააგენტოს ხელმძღვანელობამ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოში (EASA) გამართულ პანევროპული პარტნიორობის რიგით მე-7 სხდომაში მიიღო მონაწილეობა. PANEP VII-ის მიზანს, ტრადიციულად, აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებისათვის EASA-ს ახალი პროექტებისა და საკანონმდებლო ინიციატივების გაცნობა, ასევე აღნიშნულ ქვეყნებში ევროპული რეგულაციების დანერგვის კუთხით მიღწეული პროგრესის თაობაზე ინფორმაციის გაზიარება წარმოადგენდა. ქართული მხარე ღონისძიებაზე ორი მოხსენებით წარსდგა. წინა PANEP-ის შემდეგ განხორციელებულ საქმიანობაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ თამარ არჩუაძემ ისაუბრა, ხოლო ეფექტური საავიაციო ხელისუფლების შექმნის და მასთან დაკავშირებული გამოწვევების თაობაზე პრეზენტაცია დირექტორის მოადგილემ ლევან კარანაძემ წარმოადგინა. რომელსაც სააგენტოს მაგალითზე ასევე სადისკუსიო პანელის - „ავიაციაში მდგრადი საზედამხედველო სისტემის შექმნა“ მოდერატორობა ეთხოვა.

GCAA Annual Report 2016 Page 30

Page 31: ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis ... information/GCAA Report 2016... · ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis angariSi . საქართველოს

საერთაშორისო ვალდებულებების (ICAO, EASA, EUROCONTROL) შესრულების კუთხით, სააგენტოს მიერ ბოლო წლებში ნაჩვენებმა პროგრესმა და მისი სპეციალისტების აქტიურმა ჩართულობამ სხვადასხვა სამუშაო ჯგუფების, პროგრამებისა და პროექტების მუშაობაში ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა როგორც EASA-ს, ისე რეგიონის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლების მხრიდან;

2016 წლის 12-13 დეკემბერს, კიოლნში, ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტო პირველად იყო წარმოდგენილი დამკვირვებლის სტატუსით. ღონისძიებაში მონაწილეობას EASA-ს, მისი წევრი სახელმწიფოების, ერთიანი საჰაერო სივრცის შეთანხმების ხელმომწერი ქვეყნებისა და ევროკომისიის ტრანსპორტის დირექტორატის პირველი პირები იღებდნენ. მხარეებმა იმსჯელეს მომავალი წლის სტრატეგიაზე და გეგმებზე, აგრეთვე, დარგის წინაშე მდგარ რეგიონალურ გამოწვევებზე და სამოქმედო პროგრამაზე. მნიშვნელოვანი დრო დაეთმო ევროპული საკანონმდებლო ინიციატივების განხილვას;

2016 წლის 13 ივლისს, კიშინიოვში, ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ტექნიკური დახმარების პროექტის გახსნის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. საქართველოს მხრიდან, ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს პირველი პირები ესწრებოდნენ. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტექნიკური დახმარება ითვალისწინებს ბენეფიციარი სახელმწიფოების დახმარებას ორი მიმართულებით: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის (საქართველო, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი) ეს იქნება ხელშეწყობა ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების, ევროპული რეგულაციების დანერგვის, პანევროპულ საჰაერო სივრცეში ეფექტური ფუნქციონირების, საავიაციო კანონმდებლობისა და სამუშაო პრაქტიკის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და უშიშროების სტანდარტებთან ჰარმონიზაციის კუთხით. ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი) კი პროექტი ითვალისწინებს ხელშეწყობას ევროპის საავიაციო სისტემისა და კანონმდებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლების, ასევე სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ გამოვლენილი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებების აღმოფხვრის კუთხით. EASA-ს ტექნიკური დახმარების პროექტის ბიუჯეტი 5 მილიონ ევროს, ხოლო ხანგრძლივობა 4 წელიწადს შეადგენს;

GCAA Annual Report 2016 Page 31

Page 32: ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis ... information/GCAA Report 2016... · ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis angariSi . საქართველოს

2016 წლის განმავლობაში ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული

„TWINNING“-ის პროექტის - “საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან” მმართველი კომიტეტის 4 სხდომა „TWINNING“-ის პროექტის მიერ დაჯამებული შედეგების მიხედვით: • ავსტრიელი და ხორვატი პარტნიორების მიერ, შესწავლილ იქნა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს არსებული ფუნქციონალური სტრუქტურა და მისი შესაძლებლობები, შიდა პროცესები და პროცედურები, მომზადდა და სააგენტოსთან შეთანხმებით დამტკიცდა შესაბამისი ანალიზი, შემუშავდა რეკომენდაციები და ნაკლოვანებების გამოსწორების გეგმა; • განხორციელდა საავიაციო უსაფრთხოების მართვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის, პროცესებისა და პროცედურების “Gap Analysis”, რომლის საფუძველზეც შემუშავდა რეკომენდაციები; • დასრულდა სამოქალაქო ავიაციის მოქმედი კანონმდებლობის ევროპულ რეგულაციებთან შესაბამისობის ანალიზი, გამოიცა ანგარიში სამართლებრივი ჩარჩოს განსხვავებების შესახებ. შემუშავდა ევროპული რეგულაციების გადმოტანისა და დანერგვის სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებშიც, სულ იდენტიფიცირებულ იქნა 75 ევროპული რეგულაცია საავიაციო სექტორისთვის, აქედან პრიორიტეტულად განისაზღვრა 20-მდე რეგულაცია, რომლებზეც მიმდინარეობს მუშაობა სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად; • განხორციელდა უცხოელი ექსპერტების 78 სამუშაო მისია, ჩატარდა 15-ზე მეტი შეხვედრა, 40 სამუშაო სემინარი და 5 ტრეინინგი; • დაიგეგმა 5 სასწავლო ვიზიტი „ავსტროკონტროლში“ და ხორვატიის საავიაციო ხელისუფლებაში;

„EUROCONTROL“-ის პროექტი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელშეწყობის თაობაზე 3 წლით გახანგრძლივდა. განახლებული შეთანხმების თანახმად, ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაცია სააგენტოს დაეხმარება შემდეგი მიმართულებებით: ევროპული ერთიანი ცის (SES) დანერგვა, საჰაერო სივრცის მართვა და მოქნილი სარგებლობა (FUA), სანავიგაციო სისტემების ურთიერთთავსებადობა, სამოქალაქო ავიაციაზე ზეგავლენის მქონე დაბრკოლებების და რელიეფური მონაცემების (TOD) მიწოდებაზე ზედამხედველობა, საექსპლუატაციო მახასიათებლებზე დაფუძნებული ნავიგაციის (PBN) დანერგვა. გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, „EUROCONTROL“-ი, ქართულ მხარეს კონსულტაციებს გაუწევს, საჰაერო

GCAA Annual Report 2016 Page 32

Page 33: ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis ... information/GCAA Report 2016... · ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis angariSi . საქართველოს

სივრცეში უპილოტო საჰაერო ხომალდების უსაფრთხოდ ექსპლუატირების მიზნით ევროპაში შემუშავებული და მომავალში მისაღები სამართლებრივი ჩარჩოს და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობაში;

TanamSromelTa profesiuli momzadeba/gadamzadeba თანამშრომელთა სწავლებისა და პროფესიული მომზადება/გადამზადების პოლიტიკის (15.03.12) განხორციელების მიზნით, თითოეული დეპარტამენტისათვის დგება მომზადება/გადამზადების პროგრამა, რომლის თანახმადაც თითოეული თანამდებობისათვის განისაზღვრება აუცილებელი ცოდნის სფეროები და დონე. პერსონალის მომზადება-გადამზადების პროგრამა მოიცავს პირველად, ძირითად, პრაქტიკულ, განმეორებით/შემდგომ და დამატებით კურსებს, რომელთა კომპლექსური განხორციელება, თანამშრომლის ძირითად განათლებასთან ერთად უზრუნველყოფს მის შესაბამის კვალიფიკაციას. სააგენტოს მომზადება/გადამზადების პროგრამის თანახმად, ყოველწლიურად დგება პერსონალის მომზადება/გადამზადების გეგმა, რომელიც წარმოადგენს კონკრეტულ პოზიციაზე პირებისათვის (ძირითადად ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებისათვის) სწავლებისა და მომზადება/გადამზადების საჭიროებაზე მორგებულ დროში გაწერილ სწავლებების ერთობლიობას.

სააგენტოს 2016 წლის თანამშრომელთა მომზადება-გადამზადების გეგმის თანახმად, მიმდინარე წელს განხორციელდა გეგმით გათვალისწინებული სწავლებების უმრავლესობა, გადამზადდა სააგენტოს თანამშრომელთა უმრავლესობა.

2016 წლის შეჯამებული მონაცემებით, საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების (JAA Training Organisation, Singapore Aviation Academy, ICAO, ECAC, IANS, EASA, IATA, Ukraine National Aviation University, ENAC, Korea Airports Corporation), თუ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ჩატარებული სხვადასხვა მიმართულების სწავლებებისა თუ სემინარების რაოდენობა 2016 წლისათვის შეადგენს 40-მდე სწავლებას (მათ შორის შიდა სწავლებები). სააგენტოში მიმდინარე ევროკავშირის „Twining“-ის პოექტის ფარგლებში ჩატარდა 5 ტრეინინგი.

კონკურსი - 2016წ.

GCAA Annual Report 2016 Page 33

Page 34: ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis ... information/GCAA Report 2016... · ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis angariSi . საქართველოს

2016 წელს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გამოცხადდა კონკურსი 5 ვაკანტურ თანამდებობაზე, კერძოდ 2016 წლის 24 მარტს ჩატარდა კონკურსი შემდეგი თანამდებობების დასაკავებლად:

1. ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი;

2. ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტის სპეციალისტი - 2;

3. სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;

4. სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტის ერთ-ერთ მთავარი სპეციალისტის (PANS-OPS/Cartography) ვაკანტურ თანამდებობაზე, სადაც შემოვიდა მხოლოდ 2 განაცხადი, არ აკმაყოფილებდა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, შესაბამისად აღნიშნულ ვაკანსიაზე კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა.

sazogadoebasTan urTierToba: საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით, 2016 წელს სააგენტოს მიერ უზრუნველყოფილ იქნა:

სააგენტოს საქმიანობის შესახებ საინფორმაციო მასალებისა და რელიზების მომზადება (46);

საინფორმაციო ბანერების მომზადება სააგენტოს სოციალური ქსელისთვის (19); სამოქალაქო ავიაციის სფეროსთან დაკავშირებული შემეცნებითი და

ცნობიერების ასამაღლებელი პოსტების მომზადება სააგენტოს სოციალური ქსელისთვის (10);

დახმარების გაწევა ჟურნალისტებისათვის ინფორმაციის ან სააგენტოს ხელმძღვანელი პირების კომენტარის მოსაპოვებლად (15 სატელევიზიო ინტერვიუ/კომენტარი, 4 სიუჟეტი);

შეკითხვებზე პასუხების მომზადება (7 ინტერვიუ ქართული ბეჭდური და ინტერენეტ გამოცემებისთვის, 1 ინტერვიუ რუსული ბეჭდური და ინტერნეტ გამოცემისათვის, წერილობითი პასუხი 1 სატელევიზიო სიუჟეტისთვის);

გაშუქების მიზნით ღონისძიების ანონსის დაგზავნა (5);

GCAA Annual Report 2016 Page 34

Page 35: ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis ... information/GCAA Report 2016... · ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis angariSi . საქართველოს

სააგენტოს საქმიანობით დაინტერესებული ჟურნალისტებისა და სხვა დაინტერესებული პირების ინფორმირება (კომპეტენციის ფარგლებში დახმარება გაეწია ყველა დაინტერესებულ ჟურნალისტს);

სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდისა (www.gcaa.ge) და სოციალური გვერდის (სამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA) ინფორმაციული უზრუნველყოფა და განახლება, მომხმარებლებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა.

saagentos saqmianobis gamWvirvalobis uzrunvelyofa:

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მონაცემებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ზედიზედ მეოთხე წელია უზრუნველყოფს გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იან მაჩვენებელს აჩვენებს. IDFI-ს მიერ გამოქვეყნებული 2016 წლის რეიტინგის მიხედვით, ინფორმაციის გამოთხოვის ოცდასამივე წერილზე სრულყოფილი პასუხის მიწოდებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო 55 ყველაზე ანგარიშვალდებულ საჯარო დაწესებულებებს შორის მეთერთმეტე ადგილზე გავიდა;

„ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N219 დადგენილებით დაწესებულ ვადებში, სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ, რეგურალურად ხორციელდება ნუსხით განსაზღვრული პროაქტიულად გამოსაქვეყნებეილი ინფორმაციის ატვირთვა ოფიციალურ ვებ გვერდზე;

ინფორმაციის ღია და დაუბრკოლებელი გაცვლის მიზნით, ნორმატიული აქტების პროექტების განთავსება ხდება სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ განყოფილებაში („ნორმატიული აქტების პროექტები“). სააგენტოს მიერ, ყოველი ახალი ნორმატიული აქტის პროექტის შემუშავების თაობაზე ავიაკომპანიებს ეცნობებათ წერილობით, შენიშვნებისა და რეკომენდაციების წარმოდგენისათვის განსაზღვრული ვადის მითითებით;

2016 წლის განმავლობაში სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოსულია 16 განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაცია გაიცა ყველა მოქალაქეზე და ორგანიზაციაზე.

GCAA Annual Report 2016 Page 35

Page 36: ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis ... information/GCAA Report 2016... · ssip samoqalaqo aviaciis saagentos 2016 wlis saqmianobis angariSi . საქართველოს

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე არ დაფიქსირებულა უარის თქმის არცერთი შემთხვევა;

socialuri pasuxismgebloba

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანამშრომლები 2014 წლის აგვისტოდან ახორციელებენ ყოველთვიურ დონაციას სოლიდარობის ფონდში. 2016 წლის განმავლობაში ფონდისთვის 6 146 ლარის მობილიზება მოხერხდა.

2016 წლის 23 დეკემბერს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში სისხლის გადასხმის აქცია ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა სააგენტოსა და „საქაერონავიგაციის“ თანამშრომლებმა მიიღეს. ადგილზე სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის ბრიგადა იმყოფებოდა.

2013 წლიდან, ყოველთვიური შემოწირულობების სახით სააგენტოს თანამშრომლებს წვლილი შეაქვთ ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობაში.

GCAA Annual Report 2016 Page 36