telavis iakob gogebasvilis saxelobis saxelmwifo...

27
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი სადოქტორო პროგრამა გამოყენებითი ეკონომიკა Applied Economics მიმართულება: 07 სოციალური მეცნიერებები სპეციალობა: 0701 ეკონომიკა პროგრამის ხელმძღვანელები: 1) ნანა რინკიაშვილი, ასოც. პროფესორი 2) მაია გონაშვილი - ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი 3)ლორენცო ვენცი-ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, 1. მიღებულია ფაკულტეტის საბჭოს მიერ ოქმი 1 , “ 6 თებერვალი. 2015 . ფაკულტეტის დეკანი /ასოც. პროფ. ნანა რინკიაშვილი/ 2.რეკომენდებულია ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების მიერ ოქმი 3 , 25 თებერვალი 2015 . უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი: /ასოც.პროფ. შალვა ჭკადუა / 3.დამტკიცებულია აკადემიური საბჭოს მიერ ოქმი 14 , “27 თებერვალი, 2015 . უნივერსიტეტის რექტორის // ასოც. პროფ. ირმა შიოშვილი/ თელავი 2015

Upload: others

Post on 03-Feb-2020

2 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი

სადოქტორო პროგრამა

გამოყენებითი ეკონომიკა

Applied Economics

მიმართულება: 07 სოციალური მეცნიერებები

სპეციალობა: 0701 ეკონომიკა

პროგრამის ხელმძღვანელები: 1) ნანა რინკიაშვილი, ასოც. პროფესორი

2) მაია გონაშვილი - ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი

3)ლორენცო ვენცი-ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი,

1. მიღებულია ფაკულტეტის საბჭოს მიერ

ოქმი №1 , “ 6 თებერვალი. 2015 წ.

ფაკულტეტის დეკანი /ასოც. პროფ. ნანა რინკიაშვილი/

2.რეკომენდებულია ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის

სამსახურების მიერ

ოქმი № 3 , “25 თებერვალი ” 2015 წ.

უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის

სამსახურის ხელმძღვანელი: /ასოც.პროფ. შალვა ჭკადუა /

3.დამტკიცებულია აკადემიური საბჭოს მიერ

ოქმი №14 , “27 ” თებერვალი, 2015 წ.

უნივერსიტეტის რექტორის მ/შ / ასოც. პროფ. ირმა შიოშვილი/

თელავი

2015

2

ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის

დეპარტამენტი: ეკონომიკისა და ტურიზმის

საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება: გამოყენებითი ეკონომიკა (Applied Economics)

საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელები:

1) ნანა რინკიაშვილი, ასოც. პროფესორი, ტელ: 557 77 85 85 [email protected]

2) მაია გონაშვილი - ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი; ტელ. 599 79 36 36;

[email protected]

3 )ლორენცო ვენცი-ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, ტელ: 558 190267; [email protected]

საფეხური: დოქტორანტურა (III)

საგანმანათლებლო პროგრამის ტიპი: აკადემიური

სწავლების ენა: ქართული

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ეკონომიკის დოქტორი

(Doctor/PhD of Economics)

პროგრამის მოცულობა კრედიტებით: 180 ECTS კრედიტი.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს მაგისტრს ან

მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს;

დოქტორანტურაში ჩარიცხვა ხდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ

ადმინისტრირებული უცხო ენის მისაღები გამოცდის (წარმატებულად ჩაბარებული),

სწავლის მსურველის სამოტივაციო წერილის, შესაბამისი დოკუმენტების, გასაუბრების

საფუძველზე მიღებული შედეგების მიხედვით. დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება

ერთ-ერთი უცხო ენის (გერმანული, ინგლისური, ფრანგული, რუსული) არანაკლებ B2

დონეზე ცოდნა. დოქტორანტი თავისუფლდება უცხო ენის გამოცდიდან არანაკლებ B2

დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში

(თითოეულ ენაში საერთაშორისო აღიარებული ორგანიზაციების მიერ გაცემული

სერთიფიკატი) ან უცხოენოვან პროგრამაზე ან სასწავლებელში გატარებული მინიმუმ ერთი

სემესტრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში.

შეფასების კრიტერიუმები ქვეყნდება თესაუ-ს ვებგვერდზე ( www.tesau.edu.ge).

დოქტორანტი აფორმებს უნივერსიტეტთან ხელშეკრულებას, გადის აკადემიურ და

ადმინისტრაციულ რეგისტრაციას.

3

პროგრამის შესაბამისობა უნივერსიტეტის მისიასთან: ეკონომიკის მიმართულებით

სადოქტორო პროგრამა სთავაზობს დაინტერესებულ საზოგადოებას შესაბამისი პროფილის

მქონე მაღალი დონის სპეციალისტების მომზადებას, რომლებიც შეძლებენ ეკონომიკაში

არსებული მიღწევების გაუმჯობესებასა და სრულყოფას; იქნებიან დასაქმების შრომის

ბაზარზე კონკურენტუნარიანები და წარმატებით გაუძღვებიან სასწავლო და კვლევით

საქმიანობას როგორც საქართველოს მასშტაბით, ისე მის საზღვრებს გარეთ. ის სრულიად

შეესაბამება უნივერსიტეტის მისიას – იყოს ევროპული საგანმანათლებლო სივრცის

ღირსეული წევრი და ამგვარი ტიპის განათლებით აღჭურვოს სტუდენტი სწავლების სამივე

საფეხურზე.

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი:

სადოქტორო პროგრამის მიზანია ეკონომიკურ მეცნიერებაში შემოქმედებითად მოაზროვნე,

საერთაშორისო დონის მკვლევარის მომზადება. კერძოდ, მომავალი მკვლევარებისთვის:

დამოუკიდებელი მეცნიერული და მკვლევარის აზროვნების ჩამოყალიბება,

ეკონომიკის დარგში არსებული თეორიული შეხედულებებისა და პრაქტიკული

პროცესების კრიტიკული შეფასება–გადაფასების უნარების ჩამოყალიბება,

ახალი მეცნიერული იდეების თეორიული კონსტრუირების მექანიზმების ფორმირების

უნარის გამომუშავება,

ეკონომიკის დარგობრივ კომპეტენციებთან მიმართებაში პრობლემათა გადაწყვეტის

უნარების გამომუშავება;

ეკონომიკისა და მომიჯნავე დისციპლინების ურთიერთდაკავშირების გზით ცოდნის

განზოგადებისა და პრობლემის კომპლექსურად გააზრების უნარების ფორმირება;

ობიექტური თვითშეფასებისა და მუდმივი პროფესიული სრულყოფისაკენ სწრაფვის

ფორმირება;

სწავლის შედეგები

გამოყენებითი ეკონომიკის დოქტორანტურის კურსდამთავრებული მიიღებს ამ

მიმართულებით ღრმა, სისტემურ და უახლეს დარგობრივ ცოდნასა და ზოგად

კომპეტენციებს:

4

ცოდნა და დოქტორანტს ეცოდინება:

გაცნობიერება ფლობს სისტემურ და სიღრმისეულ თეორიულ ცოდნას მიკრო– და

მაკროეკონომიკის, ეკონომიკის რაოდენობრივი, თვისებრივი,

ეკონომიკური (მიკრო-მაკრო დონეზე), სტატისტიკური და

ეკონომეტრიკული კვლევის მეთოდებს უახლეს მიღწევებზე

დამყარებულ ცოდნას, რაც არსებული ცოდნის გაფართოებისა თუ

ინოვაციური მეთოდების გამოყენების საშუალებას იძლევა

(რეფერირებადი პუბლიკაციისათვის აუცილებელი სტანდარტის

დონეზე)

სისტემური და სიღრმისეული ცოდნის საფუძველზე აცნობიერებს

პრობლემებს როგორც ეკონომიკის, ისე სოციალური მეცნიერებების

მომიჯნავე სფეროებში. მას შეუძლია აწარმოოს თეორიული ან

გამოყენებითი კვლევა, რომელიც მას საშუალებას აძლევს

გაამდიდროს არსებული ცოდნა ამ სფეროში; ამასთან მოახდინოს

არსებული ცოდნის ხელახალი გააზრებისა და ნაწილობრივ

გადაფასების გზით ცოდნის განახლებული ფარგლების

გაცნობიერება;

საზოგადოებასთან ურთიერთობების თანამედროვე

ტექნოლოგიები;

ეკონომიკაში დაგროვილი პრობლემები და ამ პრობლემათა

გადაჭრის ინოვაციური მექანიზმები.

ცოდნის დოქტორანტი შეძლებს:

პრაქტიკაში გამოყენების

ინდივიდუალური, ჯგუფური და ორგანიზაციული

უნარი ეფექტიანობის მართვას;

გლობალიზაციის პროცესების შესწავლას და ეროვნული

თავისებურებების ორგანიზაციულ კულტურაზე გავლენის

დადგენას;

მიკრო და მაკრო ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზს;

ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებების შეფასებას;

ალტერნატივების შეფასებასა და მართვას;

ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზს;

გააანალიზოს განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების

გამოცდილება და გააცნობიეროს, როგორი უნდა იყოს

5

სახელმწიფოს როლი და ეკონომიკური პოლიტიკა ეკონომიკის

განვითარების ხელშეწყობის საქმეში.

კონკრეტული მოვლენის დროში პროგნოზირებას;

კვლევითი პროექტების შედგენასა და მართვას. პროექტისთვის

საჭირო რესურსების მოძიებას.

ინოვაციური კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვა,

განხორციელება და ზედამხედველობა;

შემუშავება ახლებური კვლევითი და ანალიტიკური

მეთოდებისა და მიდგომებისა, რომლებიც ახალი ცოდნის

შექმნაზეა ორიენტირებული და შემდგომ შესაბამისად აისახება

რეფერირებად პუბლიკაციებში;

შერჩევითი დაკვირვების პრაქტიკაში გამოყენება;

კვლევის წარმოების პროცესში გამოიყენოს ჰიპოთეზათა

შეფასების მეთოდები;

დასკვნის დოქტორანტი შეძლებს:

უნარი კრიტიკული მიდგომის გათვალისწინებით რთული და

წინააღმდეგობრივი მონაცემების ანალიზსა და სინთეზს;

დაგეგმოს და განახორციელოს (საჭიროების შემთხვევაში

უხელმძღვანელოს) სამუშაო დამოუკიდებლად საკუთარი და ჯგუფის

სხვა წევრების შესაძლებლობების გათვალისწინებით;

სოციალურ-ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების

განვითარებაზე მოქმედი ფაქტორების კვლევა, ანალიზი, დასკვნების

დამოუკიდებლად შემუშავება;

ბაზრების სტატისტიკურ მოდელირებას და პროგნოზირებას,

ინდექსების კვლევაში გამოყენებას და ასახვას.

პრობლემის გადაჭრისათვის სწორი და ეფექტური

გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება;

კომუნიკაციის დოქტორანტი შეძლებს:

უნარი აქტიურად ჩაერთოს საზოგადოებრივი ცხოვრების

სოციალურ–ეკონომიკურ პროცესებში. მონაწილეობა მიიღოს

სატელივიზიო დებატებში, საგაზეთო პუბლიკაციებში,

6

გამოიყენოს მასმედიის სხვა საშუალებები და საზოგადოებას

გააცნოს წარმოებული კვლევის ღირებული შედეგები ქართულ

და სხვა უცხოურ ენაზე;

არ გაექცეს მიმდინარე დისკუსიებს საზოგადოებისთვის

პრობლემატურ და აქტიურ საკითხებზე. ახალი ცოდნის

არსებულ ცოდნასთან ურთიერთკავშირში დასაბუთებულად

და გარკვევით წარმოაჩინოს,

ეკონომიკის სფეროში. ითანამშროლოს საზოგადოების სხვა

წევრებთან და შეეცადოს მათთან ერთად მოძებნოს

პრობლემათა მოგვარების შესაძლო ვარიანტები.

წამყვანი ელექტრონული ბიბლიოთეკებიდან კომუნიკაციის სხვადასხვა

საშუალებებით ეკონომიკის დარგში უახლესი ინფორმაციის მიღება და

გაცემა;

საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან თემატურ პოლემიკაში

ჩართვა უცხოურ ენაზე;

სწავლის დოქტორანტი შეძლებს:

უნარი უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნიდან გამომდინარე,

ახალი იდეების ან პროცესების განვითარების მზაობა სწავლისა

და საქმიანობის, მათ შორის, კვლევის პროცესში;

იყოს თვითკრიტიკული და მოახდინოს მცდარი

დასკვნების მეცნიერული შეფასება და კორექტირება;

უმოკლეს დროში გაეცნოს ეკონომიკაში წარმოებულ

ნებისმიერ ახალ და ღირებულ კვლევას;

არ მოექცეს არსებული დოქტრინების, სტერეოტიპების,

გაბატონებული მენტალიტეტის გავლენის ქვეშ. მოიძიოს ახალი

ინფორმაცია და განავითაროს მიღწეული შედეგები.

ღირებულებე დოქტორანტი:

ბი იცნობს ეკონომიკის საქმიანობის ეთიკის ფარგლებს.

მოწოდებულია, ეკონომიკის სფეროში ღირებულებათა

დამკვიდრების გზების კვლევისსა და მათ დასამკვიდრებლად

ინოვაციური მეთოდების შემუშავება.

7

ინდივიდთა საკუთრების უფლებების და თავისუფლებების

განხორციელებას და

მოქმედებს სამართლიანობის, ადამიანის უფლებების,

სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების

გათვალისწინებით.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები და ფორმები:

სადოქტორო პროგრამა სავალდებულო და არჩევითი კურსების, სემინარების,

საერთაშორისო, რეგიონალურ და ადგილობრივ კონფერენციებში მონაწილეობის,

მაღალრეიტინგულ რეცენზირებად–რეფერირებად ჟურნალებში სტატიების და სხვა

კვლევითი თუ სასწავლო აქტივობებით, აუმჯობესებს და ხელს უწყობს მომავალ დოქტორს

სწავლასა და კვლევის შედეგების მიღწევაში. სწავლის შედეგების მისაღწევად გამოიყენება

სხვადასხვა მეთოდები: ლექციები დისკუსიის და დიალოგის თანხლებით, სემინარები,

წერითი და ზეპირსიტყვიერი მუშაობის მეთოდები, პრაქტიკული მუშაობის მეთოდი,

ჯგუფური მუშაობის მეთოდები, ინდუქციური და დედუქციური, ანალიზის და სინთეზის

მეთოდები და სხვა, პრეზენტაცია, მუშაობა online-რეჟიმში.

ლექცია, რომლის დანიშნულებაა სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ძირითადი

თემატიკის განხილვა და დოქტორანტის უზრუნველყოფა სათანადო ინფორმაციით.

სალექციო კურსები ორიენტირებულია ეკონომიკის სფეროში თეორიული კვლევისა და

აღნიშნულ სფეროში დაგროვილი გამოცდილების შესწავლაზე. ლექციები იკითხება

პრობლემურ ასპექტში, ე.ი. ყურადღება კონცენტრირებულია განსახილველი საკითხის

ძირითადი დებულებების გამოკვეთაზე და მათ ანალიზზე.

სემინარული მეცადინეობა ითვალისწინებს პრობლემურ საკითხებზე განსახილველი

თემატიკის საფუძვლიანად დამუშავებასა და მოხსენების მომზადებას. სასემინარო

მოხსენებისათვის პროგრამის ფარგლებში შეირჩევა პრობლემატური საკითხები, რომელთა

დამუშავება საჭიროებს ლექციებზე გაშუქებული კონცეფციებისა და დებულებების

სათანადოდ გააზრებას, მითითებული ლიტერატურისა თუ სხვა საინფორმაციო წყაროების

გაცნობა-ანალიზსა და საკითხისადმი საკუთარი პოზიციის გამოკვეთას. სემინარული

მუშაობისას უნდა შემოწმდეს, თუ რამდენად სწორად აღიქვამს დოქტორანტი შერჩეულ

პრობლემას და დამოუკიდებლად მომზადებულ მასალას.

კოლოქვიუმების ჩატარების დროს ხდება სადისერტაციო ნაშრომის შესრულების

მიმდინარეობის ერთგვარი მონიტორინგი და/ან დოქტორანტის მიერ რეფერირებად

ჟურნალში დასაბეჭდი სტატიებისა და საკონფერენციო თემის ანალიზი–შეფასება.

კოლოკვიუმზე წარსადგენი ნაშრომი არის დისერტაციის ნაწილი. დოქტორანტი პროგრამის

ხელმძღვანელს (სადისერტაციო თემის ხელმძღვანელს) წარუდგენს კოლოკვიუმზე

გამოსატანი ნაშრომის ბეჭდურ და ელექტრონულ ვერსიებს.

შესაძლებელია(არა სავალდებულო) ნაშრომი სარეცენზიოდ გადაეგზავნოს შესაბამისი

აკადემიური ხარისხისა და კვალიფიკაციის მქონე პირებს, ან დარგის აღიარებულ

8

სპეციალისტებს. თუმცა, სტატიისა და საკონფერენციო თემის რეცენზირება აუცილებელი

პროცედურაა მისი შეფასებისათვის.

სწავლის შედეგების მისაღწევად გამოიყენება სხვადასხვა მეთოდები:

ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი – ახალი მასალის გადაცემა

ზეპირსიტყვიერად, თხრობითი სახით, რომლის დროსაც კომპლექსურად გამოიყენება

სხვადასხვა მეთოდი თემატიკის შინაარსიდან გამომდინარე.

წიგნზე მუშაობის მეთოდი - მეთოდი ძირითადად სწავლის პროცესში გამოიყენება.

დოქტორანტი სურვილის მიხედვით ამუშავებს რეფერატურულ ნამუშევრებს ან სამეცნიერო

სტატიებს სამეცნიერო კონფერენციებისათვის.

გონებრივი იერიში (Brain storming) - ეს მეთოდი გულისხმობს კონკრეტული თემის

ფარგლებში კონკრეტული საკითხის/პრობლემის შესახებ მაქსიმალურად მეტი, სასურველია

რადიკალურად განსხვავდებული, აზრის, იდეის ჩამოყალიბებასა და გამოთქმის

ხელშეწყობას. აღნიშნული მეთოდი ხელს უწყობს პრობლემისადმი შემოქმედებითი

მიდგომის განვითარებას. ეს მეთოდი ეფექტურია სტუდენტთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის

არსებობის პირობებში და შედგება რამდენიმე ძირითადი ეტაპისგან:

პრობლემის/საკითხის შემოქმედებითი კუთხით განსაზღვრა.

დროის გარკვეულ მონაკვეთში აუდიტორიისგან საკითხის ირგვლივ არსებული იდეების

კრიტიკის გარეშე ჩანიშვნა (ძირითადად დაფაზე).

გამორიცხვის გზით იმ იდეების გამორჩევა, რომლებიც ყველაზე მეტ შესაბამისობას ავლენს

დასმულ საკითხთან.

კვლევის მიზანთან იდეის შესაბამისობის დასადგენად შეფასების კრიტერიუმების

განსაზღვრა.

შერჩეული იდეების შეფასება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით.

უმაღლესი შეფასების მქონე იდეის, როგორც დასახული პრობლემის გადაჭრის საუკეთესო

საშუალების გამოვლენა.

დისკუსია/დებატები – ინტერაქტიური სწავლების ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული

მეთოდია. დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს სტუდენტთა ჩართულობის ხარისხსა

და აქტივობას. დისკუსია შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში. ეს პროცესი არ

შემოიფარგლება მხოლოდ პროფესორის მიერ დასმული შეკითხვებით. ეს მეთოდი

უვითარებს სტუდენტს კამათისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს.

ჯგუფური (collaborative) მუშაობა - ამ მეთოდით სწავლება გულისხმობს სტუდენტთა

ჯგუფებად დაყოფას და მათთვის სასწავლო დავალების მიცემას. ჯგუფის წევრები

ინდივიდუალურად ამუშავებენ საკითხს და პარალელურად უზიარებენ მას ჯგუფის

დანარჩენ წევრებს. დასახული ამოცანიდან გამომდინარე, შესაძლებელია ჯგუფის მუშაობის

პროცესში წევრებს შორის მოხდეს ფუნქციების გადანაწილება. ეს სტრატეგია

უზრუნველყოფს ყველა სტუდენტის მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში.

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL) - სასწავლო მეთოდი, რომელიც ახალი

ცოდნის მიღების და ინტეგრაციის პროცესის საწყის ეტაპად იყენებს პრობლემას.

დოქტორანტი ამ პრობლემის ადექვატურად გადასაწყვეტად მუშაობს წყაროებზე,

9

სამეცნიერო ლიტერატურაზე, თანამედროვე საინფორმაციო ტექნლოგიების მეშვეობით

მოიძიებს უახლეს სამეცნიერო მიღწევებს შესაბამის სფეროში, სტატიებს, კონფერენციის

მასალებს და ყველა იმ მასალას, რომელიც დასმულ პრობლემას უკავშირდება. მოპოვებული

მასალებისა და მონაცემების, აგრეთვე საკუთარი მოსაზრებების შეჯერება ხშირად ამ

სფეროში ახალი ცოდნის შექმნის საფუძველს ქმნის.

ახსნა–განმარტებითი მეთოდი – ეფუძნება მსჯელობას მოცემული საკითხის ირგვლივ.

პროფესორს მასალის გადმოცემისას მოჰყავს კონკრეტული მაგალითი, რომლის

დაწვრილებით განხილვაც ხდება მოცემული თემის ფარგლებში.

ინდუქციური მეთოდი - განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის ისეთ ფორმას,

როდესაც სწავლის პროცესში აზრის მსვლელობა ფაქტებიდან განზოგადებისაკენ არის

მიმართული, ანუ მასალის გადმოცემისას პროცესი მიმდინარეობს კონკრეტულიდან

ზოგადისაკენ.

დედუქციური მეთოდი - განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის ისეთ ფორმას,

რომელიც ზოგად ცოდნაზე დაყრდნობით ახალი ცოდნის აღმოჩენის ლოგიკურ პროცესს

წარმოადგენს, ანუ პროცესი მიმდინარეობს ზოგადიდან კონკრეტულისაკენ.

ანალიზის მეთოდი გვეხმარება სასწავლო მასალის, როგორც ერთი მთლიანის,

შემადგენელ ნაწილებად დაშლაში. ამით მარტივდება რთული პრობლემის შიგნით

არსებული ცალკეული საკითხის დეტალური გაშუქება.

სინთეზის მეთოდი გულისხმობს ცალკეული საკითხების დაჯგუფებით ერთი

მთლიანის შედგენას. ეს მეთოდი ხელს უწყობს პრობლემის, როგორც მთელის, დანახვის

უნარის განვითარებას.

დემონსტრირების (თვალსაჩინოების) მეთოდი – ეს მეთოდი ინფორმაციის

ვიზუალურად წარმოდგენას გულისხმობს. შედეგის მიღწევის თვალსაზრისით ის საკმაოდ

ეფექტურია. ხშირ შემთხვევაში უმჯობესია, მასალა ერთდროულად აუდიო და ვიზუალური

გზით მივაწოდოთ სტუდენტებს. შესასწავლი მასალის დემონსტრირება შესაძლებელია

განხორციელდეს როგორც მასწავლებლის, ისე სტუდენტის მიერ (პრეზენტაცია). ეს მეთოდი

გვეხმარება, თვალსაჩინო გავხადოთ სასწავლო მასალის აღქმის სხვადასხვა საფეხური,

დავაკონკრეტოთ, თუ რისი შესრულება მოუწევთ სტუდენტებს დამოუკიდებლად; ამავე

დროს, ეს სტრატეგია ვიზუალურად წარმოაჩენს საკითხის/პრობლემის არსს.

დემონსტრირება, პრობლემის რაობიდან გამომდინარე, შესაძლოა ატარებდეს როგორც

მარტივ, ასევე რთულ სახეს (მაგ: პირველ შემთხვევაში მარტივი ეკონომიკური ამოცანის დასმა ამოხსნის გზების მითითებით, ხოლო მეორე შემთხვევაში მრავალსაფეხურიანი

ექსპერიმენტის დაგეგმვა, მიმდინარეობა, ანალიზი).

ელექტრონული სწავლება (E-learning) – ეს მეთოდი მოიცავს სწავლების სამ სახეს:

დასწრებული, როდესაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს პროფესორისა და

სტუდენტების საკონტაქტო საათების ფარგლებში, ხოლო სასწავლო მასალის გადაცემა

ხორციელდება ელექტრონული კურსის საშუალებით.

ჰიბრიდული (დასწრებული/დისტანციური), სწავლების ძირითადი ნაწილი

მიმდინარეობს დისტანციურად, ხოლო მცირე ნაწილი ხორციელდება საკონტაქტო საათების

ფარგლებში.

10

მთლიანად დისტანციური სწავლება გულისხმობს სასწავლო პროცესის წარმართვას

პროფესორის ფიზიკური თანდასწრების გარეშე. სასწავლო კურსი თავიდან ბოლომდე

დისტანციურად ელექტრონული ფორმატით მიმდინარობს.

ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის განხორციელებისას გამოიყენება ელექტრონული

სწავლების პირველი და მეორე მოდელების მონაცვლეობა.

დოქტორანტის მიერ საგანმანათლებლო კურიკულუმით გათვალისწინებული და

შესასრულებელი აქტივობები:

პროფესორის ასისტირება: დოქტორანტურაში სწავლის პერიოდში დოქტორანტი

ვალდებულია ასისტირება გაუწიოს აკადემიურ პერსონალს და მონაწილეობა მიიღოს

უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში.

პროფესორის ასისტირება გულისხმობს შემდეგს: სამუშაო ჯგუფის პრაქტიკულების

ჩატარებას ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის; შუალედური და

საბოლოო გამოცდის საკითხების და/ან ტესტების მომზადებას; სტუდენტთა ნაშრომების

გასწორებას (შესაძლებელია საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების რეცენზირება,

საბაკალავრო ნაშრომების ხელმძღვანელობა).

სადისერტაციო ნაშრომის შესრულება – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში

სწავლების მესამე საფეხურის დამამთავრებელი ეტაპია და მისი მიზანია სპეციალობაში

მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის სისტემატიზაცია და კონკრეტული

სამეცნიერო ამოცანის/ების დასაბუთებული გადაწყვეტა. ნაშრომმა უნდა გამოავლინოს

დასმულ საკითხებთან დაკავშირებული კვლევის მეთოდებისა და ექსპერიმენტების

დაგეგმვისა და განხორციელების ფლობის დონე და მომავალი პროფესიული საქმიანობის

პირობებში დოქტორანტის მზადყოფნა დამოუკიდებელი მუშაობისთვის. ნაშრომის

შესრულებას ხელმძღვანელობს გამოცდილი პროფესორი.

დისერტაცია უნდა ასახავდეს თეორიული და/ან ექსპერიმენტული (ემპირიული) კვლევის

მეცნიერულად დასაბუთებულ ახალ შედეგებს, რომელსაც წვლილი შეაქვს დარგის

განვითარებაში; სრულად უნდა პასუხობდეს დარგის უახლეს გამოწვევებს. სადისერტაციო

ნაშრომის შესრულება მთავრდება მისიშესაბამისი წესით გაფორმებითა და დაცვით.

დასაქმების სფეროები – ეკონომიკის დოქტორს შეუძლია საქმიანობის განხორციელება

აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში, სახელმწიფო და კერძო უმაღლესი

საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აგრეთვე საჯარო, კორპორაციულ,

არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

პროგრამაზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა – პროგრამის ეფექტური მართვის და

მაღალხარისხიანი სწავლების უზრუნველყოფის მიზნით, სტუდენტების მისაღები

რაოდენობა მიმდინარე წელს შეადგენს არაუმეტეს 10 ადგილისა. (ყოველ გამოცხადებაზე

განსაზღვრავრება მისაღები რაოდენობა).

სამეცნიერო კვლევების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სწავლისთვის დამხმარე

პირობები/ რესურსები:

11

თელავის სახელმწიფო უნივერსტეტი დოქტორანტებს უზრუნველყოფს სასწავლო

პროცესისა და სამეცნიერო კვლევისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.

პროგრამის განსახორციელებლად უნივერსიტეტში არსებობს სათანადო მატერიალური

რესურსი, ინფრასტრუქტურა და ტექნიკური აღჭურვილობა. ეს ყოველივე, დოქტორანტებს

საშუალებას აძლევს, მიეწოდოთ პროგრამით გათვალისწინებული ინფორმაცია. სალექციო

აუდიტორიებში შექმნილია სწავლისთვის ადეკვატური გარემო. უნივერსიტეტს გააჩნია

თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აღჭურვილი ბიბლიოთეკა, რომელსაც აქვს

წიგნსაცავი, სააბონენტო და სამკითხველო დარბაზი, კომპიუტერული ტექნიკა, სააქტო და

საპრეზენტაციო დარბაზები, ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი (როგორც ბეჭდური, ისე

ელექტრონული), რომელიც სისტემატურად მდიდრდება უნივერსიტეტის მიერ შეძენილი

ახალი წიგნებით. ბიბლიოთეკა ჩართულია ,,ებსკოს“ ელექტრონული ბიბლიოთეკის საძიებო

სისტემაში. კომპიუტერულ ცენტრებში განთავსებულია უნივერსიტეტის საგანმანათლებლო

პროგრამების შესაბამისად თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის, ინტერნეტში და

შიდა ქსელში ჩართული კომპიუტერები და საინფორმაციო ტექნოლოგიების სხვა ტექნიკა

(პრინტერები, სკანერები, ქსეროქსები და სხვა), რომლებიც ხელმისაწვდომია სტუდენტებისა

და თანამშრომლებისათვის. გარდა ამისა, დოქტორანტებს საშუალება ეძლევათ, კვლევითი

სამუშაოების ჩასატარებლად ისარგებლონ საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებისა და

სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ბიბლიოთეკებით; ასევე, საზღვარგარეთის

სხვადასხვა უნივერსიტეტებთან არსებული შეთანხმება, მათთან დადებული

მემორანდუმები ითვალისწინებს ლექტორთა და დოქტორანტთა სხვადასხვა სახის

აქტივობებს, გაცვლას სასწავლო და კვლევითი მიზნებით(ბიბერახის უმაღლესი

სასწავლებელი; თესალონიკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ფრენსის პეინის, ოჰაიოს

უნივერსიტეტი, თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი, სომხეთის სახელმწიფო

ეკონომიკის უნივერსიტეტი, თურქეთის ფატის უნივერსიტეტი, ტუშას(იტალია)

უნივერსიტეტი).

უახლესი ლიტერატურის ეგზემპლარები, რომლებიც ლექტორთა პირად მფლობელობაშია,

ასევე, სამკითხველოში განთავსებული, უახლეს ლიტერატურაზე დაფუძნებული რიდერები

სრულიად მისაწვდომია დოქტორანტებისათვის.

სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა: სტუდენტის შეფასების სისტემა რეგულირდება

საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესისა და სტუდენტთა

ცოდნის შეფასების სისტემის შესახებ დებულებით.

პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო და კვლევითი კომპონენტი, გარდა

სადისერტაციო ნაშრომის დაცვისა, ფასდება 100 ქულიანი სისტემით შემდეგი შეფასების

სისტემის მიხედვით:

ხუთი სახის დადებითი შეფასება:

1) (A) ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;

12

2) (B) ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81-90%;

3) (C) კარგი - მაქსიმალური შეფასების 71-80%;

4) (D) დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61-70%;

5) (E) საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51-60%;

ორი სახის უარყოფითი შეფასება:

1) (FX) ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს

ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით

გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება.

2) (F) ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ

ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

კრედიტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტის მიერ სილაბუსით დაგეგმილი

სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რაც გამოიხატება ზემოთ მოყვანილი ერთ-ერთი

დადებითი შეფასებით.

სტუდენტთა ცოდნის შეფასება მოხდება შემდეგი კომპონენტების გათვალისწინებით:

შუალედური შეფასებები და დასკვნითი გამოცდა.

ამ კომპონენტების ქულათა ჯამი შეადგენს 100 ქულას. მათ შორის:

შუალედური შეფასებები – მაქსიმუმ 60 ქულა;

დასკვნითი გამოცდა – მაქსიმუმ 40 ქულა.

სასწავლო კურსის შეფასებისას შუალედური შეფასებები განისაზღვრება:

ორი შუალედური გამოცდით (თითოეული მაქსიმუმ 20 ქულა) და

ერთი პრეზენტაციით (მაქსიმუმ 20 ქულა).

პროგრამით გათვალისწინებული სხვა სასწავლო და კვლევითი კომპონენტი, გარდა

სადისერტაციო ნაშრომის დაცვისა, ფასდება მაქსიმუმ 100 ქულით, ზემოთ მოყვანილი

სისტემის მიხედვით:

შუალედური (მაქსიმუმ 60 ქ.) და

დასკვნითი (მაქსიმუმ 40 ქ.) შეფასებების მეშვეობით, რომლებიც დეტალურადაა

გაწერილი შესაბამის სილაბუსებში.

სადისერტაციო ნაშრომის შეფასება

13

სადისერტაციო ნაშრომის დაცვის საბოლოო შეფასება მიიღება კოლეგიის წევრთა

შეფასებების საშუალო არითმეტიკულით.

ა )summa cum laude - ფრიადი-მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი

ბ) magna cum laude - ძალიან კარგიმაქსიმალური შეფასების 81% -90%

გ) cum laude - კარგი -მაქსიმალური შეფასების 71-80%

დ) bene - საშუალო-მაქსიმალური შეფასების 61-70%

ე) rite - დამაკმაყოფილებელი-მაქსიმალური შეფასების 51-60%

ვ) insufficienter - არადამაკმაყოფილებელი, დოქტორანტს მიეცემა დისერტაციის ხელახლა

წარმოდგენის ერთი შესაძლებლობა ერთი წლის შემდეგ ფაკულტეტის საბჭოს მიერ

დადგენილ ვადებში. 41-50%

ზ) sub omni canone - სრულიად არადამაკმაყოფილებელი

სადისერტაციო ნაშრომის შეფასებას ახდენენ რეცენზენტები(2x30%; სულ 60%) და

სადისერტაციო კოლეგიის თითოეული წევრი(40%) დამოუკიდებლად შემდეგი

კომპონენტებისა და კრიტერიუმების მიხედვით:

შეფასების კრიტერიუმები

ქულათა

მაქსიმალური

რაოდენობა

რეცენზენტების შეფასება - (2 x 30 =60%) 60

სადისერტაციო ნაშრომის აქტუალობა 10

ნაშრომის მეცნიერული სიახლე და ღირებულება 10

დასმული პრობლემის გადაწყვეტის ადექვატურობა 10

სადისერტაციო კოლეგიის შეფასება 40

ნაშრომის სტრუქტურა 10

პრეზენტაციის ტექნიკურ–ორგანიზაციური მხარე 15

დოქტორანტის მიერ კითხვებზე პასუხის გაცემა 15

სულ 100

ზემოთ მოყვანილი “ა”–“ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეფასების მიღების

შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება დოქტორის აკადემიური ხარისხი შესაბამის დარგში, “ვ”

ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტს ეძლევა

ერთი წლის განმავლობაში გადამუშავებული სადისერტაციო ნაშრომის წადგენის უფლება,

ხოლო “ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში

დოქტორანტი კარგავს იმავე სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის უფლებას.

14

დოქტორანტის სადოქტორო დისერტაციის საჯარო დაცვაზე დაშვების დეტალები იხ.

სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დოქტორანტურის

დებულებასა და სადოქტორო დისერტაციის სილაბუსში.

სადოქტორო პროგრამის დახასიათება/კონცეფცია: სადოქტორო პროგრამა შედგება ორი

ძირითადი – სასწავლო და კვლევითი ნაწილისგან. სასწავლო ნაწილი მოიცავს ორ

კომპონენტს: სწავლა და პროფესორის ასისტირება; კვლევითი ნაწილი მოიცავს ოთხ

კომპონენტს: პროსპექტუსი, კოლოკვიუმების მომზადება, დისერტაციის შესრულება და

დაცვა.

სასწავლო კომპონენტი:

სწავლა – დოქტორანტს მოეთხოვება შემოთავაზებული კურსებიდან 40

კრედიტის(სავალდებულო და არჩევითი კურსები) გავლა. მნიშვნელოვანია, რომ გავლილი

ჰქონდეს ყველა სავალდებულო საგანი. აღნიშნული კურსები დოქტორანტს აძლევს

ფუნდამენტალურ ცოდნას გამოყენებითი ეკონომიკის სფეროში კვლევების საწარმოებლად.

აღნიშნულ კურსებზე დოქტორანტი რეგისტრირდება სასწავლო წლის პირველ და მეორე

სემესტრში. კომპონენტის შეფასება წარმოებს არჩეული კურსების სილაბუსებში შეფასების

გაწერილი კრიტერიუმების მიხედვით.

პროფესორის ასისტირება – დოქტორანტი, პროფესორის დავალების საფუძველზე,

აქტიურად არის ჩართული სასწავლო პროცესში და მონაწილეობს უმაღლესი განათლების

პირველ და მეორე საფეხურებზე: სალექციო კურსების დაგეგმვაში; პრეზენტაციებისა და

ინტერაქტიული ლექციების მომზადებაში; სემინარების და პრაქტიკული სამუშაოების

ორგანიზებასა და გაძღოლაში; შესაბამისი საგნის სილაბუსის სწავლების ფორმატში

გაწერილი კომპონენტების შესრულებაში; სტუდენტთა შეფასებაში, საბაკალავრო და

სამაგისტრო ნაშრომების რეცენზირებაში, სხვადასხვა კვლევის განხორციელებაში.

კომპონენტის შეფასებას ახდენს პროფესორი შემუშავებული და დამტკიცებული ფორმის

მიხედვით. მას ენიჭება 20 კრედიტი.

კვლევის კომპონენტი:

პროსპექტუსი – დოქტორანტი ამზადებს კვლევის ძირითად მონახაზს, რომელიც მან

დროის განსაზღვრულ პერიოდში უნდა დაასრულოს და დისერტაციის სახით

წარმოადგინოს. პროსპექტუსზე მუშაობა იწყება დოქტორანტის სწავლის პირველივე ფაზაში.

დოქტორანტი ვერ დაიწყებს კვლევითი სამუშაოების და კოლოკვიუმის შესრულებას, თუ

15

ფაკულტეტის საბჭომ არ დაამტკიცა დოქტორანტის პროსპექტუსი. პროსპექტუსის შეფასება

წარმოებს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული სტანდარტის

მიხედვით.

კოლოკვიუმი –კოლოკვიუმებზე უნდა მოხდეს დოქტორანტის მიერ ჩატარებული

კვლევითი სამუშაოების პრეზენტაცია-განხილვა. კვლევის შედეგები ლოგიკურად აისახება

პუბლიკაციაში (ან პუბლიკაციებში), რომელიც უნდა გამოქვეყნდეს სამეცნიერო

რეფერირებად/რეცენზირებად ჟურნალში. პუბლიკაციები უნდა მომზადდეს იმ დარგში,

რომელშიც დოქტორანტი წერს სადისერტაციო ნაშრომს. დოქტორანტს ევალება სულ მცირე

ორი პუბლიკაციის გამოქვეყნება, ამიტომ, დოქტორანტისავის სავალდებულოა ორი

კოლოკვიუმის მომზადება. დოქტორანტისათვის სავალდებულო პუბლიკაციების

გამოქვეყნება სავალდებულოა სადისერტაციო ნაშრომის წარდგენამდე ნებისმიერ დროს,

დოქტორანტის თავისუფალი არჩევანის მიხედვით (თუმცა პროგრამის აუცილებელი

სემესტრული და საკრედიტო განაწილებიდან გამომდინარე, ცხრილში კოლოკვიუმები

პირობითად სემესტრებშია მითითებული).

კოლოკვიუმებს აფასებენ რეცენზენტები და სადოქტორო კომისია, რომელსაც

აკომპლექტებს ფაკულტეტის საბჭო პროგრამის ხელმძღვანელის, ფაკულტეტის აკადემიური

პერსონალიდან და შესაბამისი დარგობრივი პროფილის მოწვეული პროფესორებისგან.

კოლოკვიუმის შეფასების სისტემა დეტალურადაა გაწერილი შესაბამის სილაბუსში.

დოქტორანტი ირჩევს სადისერტაციო ნაშრომის თემას და სამეცნიერო ხელმძღვანელს

არაუგვიანეს ჩარიცხვიდან პირველი წლისა. დისერტაცია უნდა წარმოადგენდეს

დოქტორანტის დამოუკიდებელი სამეცნიერო მუშაობის შედეგს, ახასიათებდეს სიახლე

და წვლილი შეჰქონდეს შესაბამისი სამეცნიერო დარგის განვითარებაში.

დისერტაციის დაცვა: დასრულებული თემის საჯარო დაცვა ხდება მას შემდეგ, როდესაც

დისერტანტი პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კომპონენტს წარმატებით გაივლის

და მიიღებს შესაბამის კრედიტებს – 150, ხოლო დაცვას ენიჭება 30 კრედიტი; შესაბამისად,

კურსდამთავრებულს დოქტორის აკადემიური ხარისხი არ მიენიჭება, თუ არ დააგროვა

პროგრამით გათვალისწინებული 180 კრედიტი. დისერტაციის მომზადების, წარდგენის

და შეფასების წესი განსაზღვრულია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ

16

მეცნიერებათა, ბიზნესის და სამართლის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს და

დოქტორანტურის დებულებით.

პროგრამის კომპონენტები კრედიტების მიხედვით ასე ნაწილდება:

სასწავლო კომპონენტი –60 კრედიტი (პროგრამა შედგება შემდეგი სასწავლო

კომპონენტებისგან: სალექციო კურსები, პროფესორის ასისტირება ).

აქედან:

სალექციო კურსები - 40 კრედიტი (სავალდებულო და არჩევითი კურსები), რომელთა

შეფასების კრიტერიუმები განსაზღვრულია შესაბამისი კურსების სილაბუსებში

პროფესორის ასისტირება – 20 კრედიტი;

დოქტორანტის შეფასებას ახორციელებს დოქტორანტის ხელმძღვანელი შეფასების

შემდეგი კომპონენტების მიხედვით:

სალექციო თემის დაგეგმვა – 20%

დოქტორანტის მიერ დაგეგმილი სალექციო თემების რაოდენობა არ უნდა იყოს სამზე

ნაკლები

სალექციო თემის პრეზენტირება ფართე აუდიტორიის წინაშე – 20%

დოქტორანტის მიერ პრეზენტირებული სალექციო თემების რაოდენობა არ უნდა იყოს

სამზე ნაკლები

სტუდენტთა შეფასება (შეფასების კომპონენტების მიხედვით) – 20%

დოქტორანტმა უნდა განახორციელოს სულ მცირე 30 სტუდენტის შეფასება შეფასების

სულ მცირე სამ კომპონენტში:

სტუდენტთა საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების რეცენზირება – 20%

დოქტორანმა უნდა მოამზადოს სულ მცირე 6 საბაკალავრო ან სამაგისტრო ნაშრომის

რეცენზია

სემინარული და პრაქტიკული სამუშაოების ჩატარება – 20%

დოქტორანტის მიერ ჩატარებული პრაქტიკული და სემინარული მეცადინეობების

რაოდენობა არ უნდა იყოს სასწავლო სემესტრის განმავლობაში კვირაში ოთხ საათზე

ნაკლები უფასოსთვის).

შენიშვნა: პროფესორის ასისტირების შეფასების კრიტერიუმები და შეფასების შკალა

იხილეთ სილაბუსში.

17

კვლევითი კომპონენტი - 120 კრედიტი; აქედან:

1) პროსპექტუსი- 30 (კრედიტი)

შეფასების კომპონენტები:

2 რეცენზენტის შეფასება (30%+30% ) – სულ 60%

რეცენზენტი არის აქტიური მკვლევარი, რომელსაც ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო

პროსპექტუსის შეფასების მიზნით. რეცენზენტი შეიძლება იყოს დოქტორის ხარისხის

მქონე აკადემიური თანამდებობის პირი, ან მოწვეული პროფესორი. რეცენზენტი აფასებს

პროსპექტუსს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით.

ფინალური შეფასება – 40%

ფინალური შეფასება წარმოებს პროგრამის ხელმძღვანელის, ფაკულტეტის და მოწვეული

სრული და ასოცირებული პროფესორებით დაკომპლექტებულ დარგობრივ კომისიაზე (3–

5 ადამიანით), რომელსაც ირჩევს ფაკულტეტის საბჭო. დარგობრივი კომისია აფასებს

პროსპექტუსს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით.

შენიშვნა: პროსპექტუსის შეფასების კრიტერიუმები და შეფასების შკალა იხილეთ

სილაბუსში.

2) კოლოკვიუმების მომზადება - (2X30) -60 კრედიტი

შეფასების კომპონენტები:

კლოკვიუმი I

ორი რეცენზენტის შეფასება (30%-30%) სულ 60 %

კოლოკვიუმი II

ორი რეცენზენტის შეფასება (30%-30%) სულ 60 %

რეცენზენტი არის აქტიური მკვლევარი, რომელსაც ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო

კოლოქვიუმის შეფასების მიზნით. რეცენზენტი შეიძლება იყოს დოქტორის ხარისხის

მქონე აკადემიური თანამდებობის პირი, ან მოწვეული პროფესორი. რეცენზენტი აფასებს

კოლოქვიუმს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით.

ფინალური შეფასება – 40%

ფინალური შეფასება წარმოებს პროგრამის ხელმძღვანელის, ფაკულტეტის სრული და

ასოცირებული ან/და მოწვეული პროფესორებით დაკომპლექტებულ

სადოქტორო/დარგობრივი კომისია (5–7 ადამიანით), რომელსაც ირჩევს და აკომპექტებს

ფაკულტეტის საბჭო პროგრამის ხელმძღვანელის, ფაკულტეტის აკადემიური

პერსონალიდან და შესაბამისი დარგობრივი პროფილის მოწვეული პროფესორებისგან.

კომისია აფასებს კოლოქვიუმს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით.

18

შენიშვნა: კოლოკვიუმის შეფასების კრიტერიუმები და შეფასების შკალა იხილეთ

სილაბუსში

3) დისერტაციის მომზადება/გაფორმება და დაცვა – 30 კრედიტი

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების მესამე საფეხურის

დამამთავრებელი ეტაპია და მისი მიზანია სპეციალობაში მიღებული თეორიული და

პრაქტიკული ცოდნის სისტემატიზაცია და კონკრეტული სამეცნიერო-ეკონომიკური თუ

პრაქტიკული ამოცანების დასაბუთებული გადაწყვეტა. ნაშრომმა უნდა გამოავლინოს

დასმულ საკითხებთან დაკავშირებული კვლევის მეთოდების დაუფლების დონე და

მომავალი პროფესიული საქმიანობის პირობებში დოქტორანტის მზადყოფნა

დამოუკიდებელი მუშაობისთვის. ნაშრომის შესრულებას ხელმძღვანელობს მაღალი

კვალიფიკაციის გამოცდილი მეცნიერი.

დისერტაცია უნდა ასახავდეს თეორიული და/ან ექსპერიმენტული (ემპირიული)

კვლევის მეცნიერულად დასაბუთებულ ახალ შედეგებს, რომელსაც წვლილი შეაქვს

დარგის განვითარებაში.

შეფასების კომპონენტები

2 შემფასებლის შეფასება (30%+30% ) – სულ 60%

შემფასებელი არის აქტიური მკვლევარი, რომელსაც ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო

დისერტაციის შეფასების მიზნით. იგი უნდა იყოს აღნიშნული სფეროს დოქტორის

ხარისხის მქონე აკადემიური თანამდებობის პირი, ან მოწვეული პროფესორი. იგი

აფასებს დისერტაციას დანართში მოცემული კრიტერიუმების მიხედვით.

ფინალური შეფასება – 40%

ფინალური შეფასება წარმოებს პროგრამის ხელმძღვანელის, ფაკულტეტის სრული,

ასოცირებული და მოწვეული პროფესორებით დაკომპლექტებულ დარგობრივ კომისიაზე

(5–7 ადამიანით), რომელსაც ირჩევს ფაკულტეტის საბჭო. დარგობრივი კომისია აფასებს

დისერტაციას დანართში მოცემული კრიტერიუმების მიხედვით.

შენიშვნა: დისერტაციის შეფასების კრიტერიუმები და შეფასების შკალა იხილეთ

სადისერტაციო ნაშრომის სილაბუსში

19

ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი

ადამიანური რესურსების შესახებ:

1. ნანა რინკიაშვილი-ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

2. ლორენცო ვენცი-ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი

3. მაია გონაშვილი - ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი

4. ლალი ჩაგელიშვილი - ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,

5. ნინო კახაშვილი – ფილოლოგიის დოქტორი, ასოც. პროფესორი.

ეკონომიკის აკადემიური დოქტორები, ასოცირებული პროფესორები:

6. რუსუდან დალაქიშვილი-ეკონომიკის დოქტორი,,

7. აკაკი ცომაია-ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა

კანდიდატი, პროფესორი,

8. თეა ლაზარაშვილი-ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა

კანდიდატი, პროფესორი,

9. დავით პაატაშვილი-პროფესორი.

10. ნინო მიქიაშვილი-ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, ეკონომიკურ

მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი,

11. ნანული ხიზანიშვილი-ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, ეკონომიკურ

მეცნიერებათა კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი,

12. ია ჯიმშიტაშვილი- აკადემიური დოქტორი, პროფესორი,

13. გურამ ჩაჩანიძე- აკადემიური დოქტორი, პროფესორი

14. მაია ალადაშვილი- აკადემიური დოქტორი, პროფესორი

პროგრამის დამტკიცების აქტი: იხილეთ თავფურცელზე.

კრედ

იტ

I სე

მესტ

რი

II ს

ემეს

ტრ

III

სემე

სტრ

IV ს

ემეს

ტრ

V

სემე

სტრ

VI

სემ

ესტ

რი

ლექ

ცი

პრაქ

.სამ

უშა

სემი

ნარ

შუალ

ედუ

რი

შეფ

ასებ

სულ

დამ

ოუ

კიდ

ებელ

სულ

საა

თებ

ლექ

ცი

პრაქ

ტ. ს

ამუ

შაო

ლაბ

ორ

ატ ს

ამუ

შაო

სემი

ნარ

სულ

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა: ეკონომიკა

სასწავლო გეგმა

კრედიტების განაწილება

სასწავლო წლებისა და

სემესტრების მიხედვით

საათების განაწილება

საათების რაოდენობა

კვირაში

მოდული/ სასწავლო

კურსი

სტატუსი

წინა

პირ

ობა

I ს/წ I I ს/წ III ს/წ საკონტაქტო

სავალდებულო სასწავლო

კომპონენტები

40 1500

კვლევის მეთოდები სავალდებულო 10 10 15 3

0

45 205 250 1 2 3

აკადემიური წერა

დოქტორანტებისთვის

სავალდებულო 5 5 15 30 45 205 250 1 2 3

სწავლების

თანამედროვე

საგანმანათლებლო

ტექნოლოგიების

საფუძვლები

პროფესორის

ასისტირება

სავალდებულო 5 5 15 30 45 205 250 1 2 3

სავალდებულო 20 20 500

21

არჩევითი სასწავლო კომპონენტები - 20 კრედიტი ( 10 კრედიტი პირველ სემესტრში, ხოლო 10 კრედიტი –მეორე სემესტრში)

1. მიკრო-მაკრო

ეკონომიკის

ძირითადი

კონცეფციები

არჩევითი

10

10

30

30

60

190

250

2

2

4

2. სტატისტიკური

მოდელირება

არჩევითი

10

10

30

30

60

190

250

2

2

4

3. ეკონომიკური

პოლიტიკა

არჩევითი

5

5

15

30

45

80

125

1

2

3

4. თანამედროვე

სტრატეგიების

ძირითადი

კონცფციები

არჩევითი

5

5

15

30

45

80

125

1

2

3

5.საზოგადოებრივი

სექტორის ეკონომიკა

არჩევითი

5

5

15

30

45

80

125

1

2

3

22

5. ინოვაციური

ეკონომიკა

არჩევითი

5

5

15

30

45

80

125

1

2

3

6. გამოყენებითი

ეკონომეტრიკა

არჩევითი

5

5

15

30

45

80

125

1

2

3

7. თანამედროვე

მენეჯმენტის

ძირითადი

კონცეფციები

არჩევითი

5

5

15

30

45

80

125

1

2

3

8. ეკონომიკის

სწავლების

თანამედროვე

ტექნოლოგიები

არჩევითი

5

5

15

30

45

80

125

1

2

3

9. მოდელირება

ექსელის

გამოყენებით

არჩევითი

5

5

15

30

45

80

125

1

2

3

10. მათემატიკა

ეკონომისტების

თვის

არჩევითი

5

5

15

30

45

80

125

1

2

3

11. ეკონომიკური

დოქტრინები

5

5

15

30

45

80

125

1

2

3

კვლევითი კომპონენტი სავალდებუ

ლო

120

30

30

30

30

3000

23

პროსპექტუსი

სავალდებუ

ლო

30

30

750

კოლოქვიუმი I სავალდებუ

ლო

30

30

750

კოლოქვიუმი II სავალდებუ

ლო

30

30

750

სადოქტორო დისერტაციის

დაცვა. სავალდებუ

ლო

30

30

750

სულ

180

30

30

30

30

30 30

4500

ი რ ა ნ

მითითება: სწავლება და ასისტირება/რეცენზირებაში კრედიტების მინიჭება მოხდება

რეალურად შესრულებული საათებიდან გამომდინარე, დეტალურად იხ.სილაბუსი;

დისერტაციის მომზადება და დაცვა შესაძლებელია , როცა სტუდენტს დაგროვილი აქვს 150

კრედიტი პროგრამის სტრუქტურის შესაბამისად და დაცულია წინაპირობა.

სწავლის შედეგების რუკა:

კომპეტენციების ჩამონათვალი

№ სასწავლო კურსები/კომპონენტები

სასწავლო კომპონენტი

1 აკადემიური წერა დოქტორანტებისთვის x x x x

2 სტატისტიკური მოდელირება x x x x x x

3 გამოყენებითი ეკონომეტრიკა x x x x x x

4 მოდელირება (ექსელის გამოყენებით) x x x x x

5 მიკრო-მაკრო ეკონომიკის ძირითადი

კონცეფციები x x x x x x

6 თანამედროვე მენეჯმენტის ძირითადი

კონცეფციები x x x x x x

7 სწავლების თანამედროვე საგანმანათლებლო

ტექნოლოგიების საფუძვლები x x x x x x

8 ეკონომიკური დოქტრინები x x x x

9 ინოვაციური ეკონომიკა x x x x x x

10 საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა x x x x

11 თანამედროვე სტრატეგიების ძირითადი

კონცეფციები x x x x x

12 ეკონომიკური პოლიტიკა x x x x x x

13 კვლევის მეთოდები x x x x x x

14 პროფესორის ასისტირება/რეცენზირება x x x x x x 15

მათემატიკა ეკონომისტებისთვის x x x x x x

16 ეკონომიკის სწავლების თანამედროვე

ტექნოლოგიები x x x x

კვლევითი კომპონენტი

17 დოქტორანტის კოლოქვიუმი I

x x x x x

25

პროგრამაში ჩართული ლექტორები საგნების მიხედვით

№ სასწავლო კურსები/კომპონენტები

ლექტორი

გვა

რი

, სახ

ელი

სტატ

უსი

ხარ

ისხ

1 აკადემიური წერა დოქტორანტებისთვის ნინო

კახაშვილი

ასოც.

პროფ

დოქტორი

2 სტატისტიკური მოდელირება ნანული

ხიზანიშვილი

ასოც.

პროფ

დოქტორი

3 ეკონომიკური პოლიტიკა ლალი

ჩაგელიშვილი

მოწვ.

პროფ

დოქტორი

4 მოდელირება ექსელის გამოყენებით დათო

პაატაშვილი

მოწვ

პროფ

დოქტორი

5 მიკრო-მაკრო ეკონომიკის ძირითადი

კონცეფციები

ნანა

რინკიაშვილი

მაია

გონაშვილი

ასოც.

პროფ

მოწვ

დოქტორი

დოქტორი

6 თანამედროვე მენეჯმენტის ძირითადი

კონცეფციები

ია

ჯიმშიტაშვილ

პროფ

დოქტორი

7 თანამედროვე სწავლების საგანმანათლებლო

ტექნოლოგიების საფუძვლები

გურამ

ჩაჩანიძე

პროფ

დოქტორი

8 ეკონომიკური დოქტრინები თეა

ლაზარაშვილი

მოწვ

პროფ

დოქტორი

9 ინოვაციური ეკონომიკა მაია

ალადაშვილი

ასოც.

პროფ

დოქტორი

დოქტორანტის კოლოქვიუმი II და II

x

x

x

x

x

თემის ანალიზი)

18 პროსპექტუსი x x x

19 სადისერტაციო ნაშრომის დაცვა x x x x x x

26

10 საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა თეა

ლაზარაშვილი

მოწ.

დოქტორი

11 თანამედროვე სტრატეგიების ძირითადი

კონცეფიები

რუსუდან

დალაქიშვილი

მოწვ.

დოქტორი

12 გამოყენებითი ეკონომეტრიკა ნინო

მიქიაშვილი

მოწვ

დოქტორი

13 კვლევის მეთოდები მაია

გონაშვილი

მოწვ

პროფ

დოქტორი

14

მათემატიკა ეკონომისტებისთვის

აღნიაშვილი

პროფ

დოქტორი

15

ეკონომიკის სწავლების თანამედროვე

ტექნოლოგიები

მაია

მოწვ

პროფ

დოქტორი გონაშვილი

რუსუდან

დალაქიშვილი

16 პროფესორის ასისტირება/რეცენზირება ნანა ასოც. დოქ

რინკიაშვილი პროფ. ტორი

17 დოქტორანტის კოლოქვიუმი I

მაია

გონაშვილი

პროფეს

ორი

დოქ

ტორი

18 დოქტორანტის კოლოქვიუმი II

მაია გონაშვილი

პროფეს ორი

დოქ ტორი

19 პროსპექტუსი მაია პროფეს დოქ

გონაშვილი ორი ტორი

20 სადისერტაციო ნაშრომი მაია პროფეს დოქ

გონაშვილი ორი ტორი

27