esoteriumi.files.wordpress.com  · web viewალექსეი პახაბოვი....

144
ააააააა აააააააა ოოოო ოოოოო. ოოო ოოოო ოოოოო? მმმმმმმმმმ - მმმმმმ მმმმმმ გგგგგგ, გგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგ გგგგგგ გგგგგგგგგგგგგ გგგგგგგ გგგგგგგგგ, გგგგგგგგ გგგგგგგგგგგ გგგგგ, გგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგგგ გგგგგგგგ გგგგგ გგგგგგ გგგგგგგგგგგგ: გგგგგგგგ გგგგგ: „გგგგგგგგგგგ გგგგგ“; გგგგგგ გგგგ: BAGAGE22 გგგგგგგგ გგგგგგგგგ გგგგგგ: GE04BG0000000621532700 გგგგგგგგ გგგგგგგგგგ: გგგგგგ გგგგგგ გგგგგგგგ გგგგგ: TBC გგგგგ გგგგგგ გგგგ: TBCBGE22 გგგგგგგგ გგგგგგგგგ გგგგგგ: GE30 TB71 5424 5061 1000 05 1

Upload: others

Post on 22-Aug-2020

1 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ალექსეი პახაბოვი

ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ?მთარგმნელი - მამუკა გურული

გთხოვთ, საქართველოში ეზოთერული ცოდნის განვითარებაში წვლილის შესატანად, დააფასოთ მთარგმნელის შრომა, და

გადმორიცხოთ თქვენთვის მისაღები თანხა შემდეგ რეკვიზიტებზე:მიმღების ბანკი: „საქართველოს ბანკი“;

ბანკის კოდი: BAGAGE22მიმღების ანგარიშის ნომერი: GE04BG0000000621532700

მიმღების დასახელება: მამუკა გურული

მიმღების ბანკი: TBC ბანკიბანკის კოდი: TBCBGE22

მიმღების ანგარიშის ნომერი: GE30 TB71 5424 5061 1000 05მიმღების დასახელება: მამუკა გურული

ექსტრასენსორიკა. ნიჭი თუ უნარი

1

Page 2: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

მე მქვია ალექსეი პახაბოვი. მე ექსტრასენსი ვარ და გახლავართ ტელეპროექტ „ექსტრასენსების ბრძოლის“ გამარჯვებული. მაგრამ ეს წიგნი ჩემს შესახებ არაა, არამედ იმის შესახებ, თუ როგორ ვხედავ სამყაროს და როგორ ხედავენ მას ჩემი მსგავსები. ალბათ ბევრი წიგნი წაგიკითხავს ეზოთერიკაში, მაგიაშ, და შესაძლოა გიჭირავთ რა ხელშ ეს წიგნი, ფიქრობთ, კიდევ ერთი წიგნი, რომელშიც ეწერება: „აკეთეთ ასე და ასე, და ექსტრასენსი გახდებით“. არა, მსგავს რამეს მასში თქვენ ვერ ნახავთ. ეს წიგნი - თქვენი აღქმის უკიდურესობაა. ანუ იგი ან გადაატრიალებს თქვენს ცხოვრებას, ან საერთოდ არ შეგეხებათ. საშუალო არ არსებობს. მე ვეცდები, რომ თქვენს ცნობიერებამდე მოვიტანო სამყაროს წყობის ზოგიერთი თავისებურება და გასაღები იმისთვის, რომ საკუთარი თვალებით დაინახოთ ეს ყველაფერი. ეს ინფორმაცია არაა გათვლილი მკითხველთა ფართო წრეზე. თუმცა ვეცდები, რომ ყველაფერი მაქსიმალურად დაწვრილებით აღვწერო, რეალური ცოდნის ამოკრეფას მისგან მხოლოდ ერთეულები შეძლებენ. და ზუსტად ვიცი, რომ ეს წიგნი სწორედ მათ ხელშ ჩავარდება, ვინც მზადაა ამ ცოდნისთვის. თავად ამ ცოდნას რვა წლის განმავლობაშ ვაგროვებდი ამ ინკარნაციაში და ეშმაკმა უწყის რამდენი წელი - წინა ინკარნაციებში. უნარებმა, რომლებიც სწავლების განმავლობაში მივიღე, კონკრეტული ნაყოფები მომიტანეს როგორც ჩემს ცხოვრებაში, ისევე მათ ცხოვრებაში, ვისაც ვეხმარებოდი. უკვე ორ წელზე მეტია ვასწავლი ადამიანებს საკუთარ თავშ ნატიფი აღქმის უნარის გამომუშავებას, რასაც ექსტრასენსორიკას უწოდებენ. და რადგანაც ჩემი მოსწავლეების შედეგები შთამბეჭდავია, ვთვლი, რომ სრული უფლება მაქვს ვისაუბრო იმაზე, თუ როგორ შევქმნათ ჩვეულებრივი ცნობიერებისგან მაგიური, ანუ ცნობიერება მაგის თვისებებით - ადამიანის, რომლის ცხოვრებაშიც ინსტრუმენტს წარმოადგენს აზრი, და არა სხეული.

ეს წიგნი ეძღვნება ჩემს მასწავლებელს - სერგეი მელნიკოვს. ასევე მაგს - ბორის მონოსოვს, რომელიც წარმოადგენს იმ სწავლების სისტემის ავტორს, რომელიც ნაწილობრივ ამ წიგნშია აღწერილი და რომლის გარეშე საეჭვოა, რომ საერთოდ დამეწერა იგი. ჩემთვის დიდი პატივია, რომ გიცნობთ.

ნაწილი პირველი

ექსტრასენსული უნარების განვითარების საბაზისო მოდელი

2

Page 3: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

თავი 1. სამყაროს სამი სურათიექსტრასენსი. რა პოპულარული სიტყვაა, არა?.. მთავარია, როგორ ჟღერს... და რაღაც მომრავლდნენ ამ ბოლო დროს. თუმცა თუ ამ სიტყვას გადავთარგმნით, გამოდის „ზემგრძნობიარე“. მაშინ გასაგები ხდება, რატომ არიან ბევრნი. მაგრამ რა არის „ზემგრძნობელობა“? იქნებ იმაზე ტირილი, თუ როგორ იძირება დი კაპრიო „ტიტანიკში“, - ესაა ზემგრძნობელობა? მას ხომ სტკივა, სცივა და სადაცაა მოკვდება... რა თქმა უნდა არა. ექსტრასენსორიკა - ესაა ცნობიერების განსაკუთრებული მდგომარეობა, აღიქვას ის, რაც ხუთი ყველასთვის ცნობილი გრძნობების მიღმა იმყოფება. მაგრამ არ ვიჩქაროთ ტერმინოლოგიასთან.

მოდით უფრო ახლოდან შევხედოთ მაგებს. მე უფრო მეტად გამოვიყენებ სიტყვა „მაგს“, ვიდრე „ექსტრასენსს“, რადგანაც ამით ხარკს ვუხდი ძველ ტრადიციას და ასევე მივანიშნებ იმაზე, რომ მაგი და ექსტრასენსი არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

ასეთ ადამიანებთან ურთიერთობისას ნორმალურ ადამიანს მაშინვე აზრად მოდის, რომ გამოიძახოს ადამიანები თეთრ ხალათებში, რადგანაც მისი ადგილი „ნაპოლეონის“ და „სტალინის“ გვერდითაა „№ 6 პალატაში". თუმცაღა უფრო ხანგრძლივი კონტაქტისას მსუბუქი დაბნეულობა უჩნდება. თითქოს მშობლიურ ენაზე ლაპარაკობს, თითქოს გიჟი არაა, მაგრამ საუბრობს იმაზე, რაზეც ჩვენთვის არაფერი უთქვამთ სკოლაში, არც მშობლებს და არც მეგობრებს მსგავსი ტერმინები არ გამოუყენებიათ. და რაც ყველაზე საინტერესოა, ეს ადამიანები სამყაროს სხვაგვარად აღწერენ. და ასეთი აღწერა არაა არც რელიგიებშ და არც მეცნიერებაში. არც სახელმძღვანელოებშ და არც წმინდა წერილებში. სხვა სიტყვებით, ჩვენთვის გასაგები ხდება, რომ ამ ადამიანებმა რაღაც ისეთი იციან, რაც ჩვენ არ ვიცით. ისინი უცნაურად იქცევიან, უცნაური სურვილები და მიზნები აქვთ, და რაც ყველაზე სასაცილოა, სწორედ მაგთან ახლო ნაცნობობის შემდეგ უფრო ის მოგვივა აზრად, რომ საკუთარი თავისთვის გამოვიძახოთ ადამიანები თეთრ ხალათებში, რადგანაც ჩვენი ნების საწინააღმდეგოდაც კი მათ გვერდით „სახურავი გვიცურდება“. მაგრამ სანამ იგი ადგილზეა, გვიჩნდება კითხვა: „საიდან იციან ეს? რატომ აღწერენ გარემომცველ რეალობას ჩვენგან განსხვავებულად? ვინ მისცა ეს ცოდნა და საიდან ეზრდება ფეხები ამ ეშმაკეულობას? პირველი ვარაუდი ამ საკითხთან დაკავშირებით - წიგნებია. ჩვენ ხომ ინფორმაციული თავისუფლების საუკუნეშ ვცხოვრობთ. შეგიძლიათ იპოვოთ ნებისმიერი წიგნი, გადმოწეროთ, ამობეჭდოთ, შემდეგ კი მიიღოთ ჭკვიანი სახე, მოისხათ მანტია, ჩამოიკიდოთ პენტაგრამა - და ესეც თქვენ თანამედროვე მაგი. და თუ სერიოზულად მივუდგებით, ასე მარტივადაა ყველაფერი? სად იღებდნენ ცოდნას ავტორები? რამდენად ღრმად შეგვიძლია გავყვეთ წარსულში ამ ნაკვალევს? სადაა პირველწყარო? მაგრამ სანამ ამ კითხვას ვუპასუხებდეთ, მოდით განვიხილოთ სამყაროს არსებული სურათები, მოდელები, რომლებიც წარმოადგენენ საყრდენ წერტილებს სამყაროს

3

Page 4: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

აღწერილობისთვის, ვეშაპები, რომლებზეც ყველა თვალთახედვა დგას. და როგორც ზველები ამბობდნენ, ეს ვეშაპი მართლაც სამია.

რელიგიასამყაროს ყველაზე ძველ მოდელს, ჩვენი ცივილიზაციის თვალთახედვით, წარმოადგენს სამყაროს რელიგიური სურათი. ჩვენ არ განვიხილავთ დაწვრილებით ყველა რელიგიას, მაგრამ საკმარისია გავიგოთ, რომ ყველა ეს მიმდინარეობას აერთიანებს ერთი სიტყვა - რწმენა. სხვა სიტყვებით, ყველაფერი, რაც ამა თუ იმ რელიგიის მიმდევარს სჭირდება, - ესაა უბრალოდ რწმენა თავისი წმინდა წიგნისადმი. მას უბრალოდ სჯერა, რომ ყველაფერი იყო, არის და იქნება სწორედ ისე, როგორც მის წმინდა წიგნშია აღწერილი, და ამ ჭეშმარიტებას თავისი ცხოვრების ყოველ კუნჭულში ხედავს. და ასეთი სურათის არსი იმაშია, რომ არსებობს ღმერთი. შემოქმედი, ყოველი არსებულის შემქმნელი, რომელმაც ყველაფერი თავისი სურვილისამებრ შექმნა. მაგრამ ამ სისტემის მინუსს წარმოადგენს ის, რომ ძალიან ბევრი კითხვა რჩება უპასუხოდ. და როგორ შექმნა ღმერთმა ეს ყველაფერი? რატომ? როგორ გამოიყურება იგი და აქვს თუ არა საერთოდ ფორმა? და ვინაა საერთოდ? და არავინ, რომის პაპის ჩათვლით, არ იცის ჭეშმარიტი პასუხები. და ყველაფერი, რასაც მოისმენთ, ეს ისაა, რაც უბრალოდ უნდა გჯეროდეთ.

მეცნიერებააი, სამყაროს მეცნიერული სურათი კი უარყოფს რწმენას, რადგანაც მეცნიერთა ცხოვრების აზრი - ამ და სხვა კითხვებზე პასუხის ძიებაა. მათ სჯერათ მხოლოდ იმის, რასაც საკუთარი თვალებით ხედავენ, მხოლოდ იმის, რის შემოწმებაც ექსპერიმენტული გზით შეიძლება. მაგრამ ამ მოდელსაც გააჩნია მინუსები. და მთავარი - ცივილიზაციის დონეა. ჩვენი ცივილიზაცია ამ თვალსაზრისით პარადოქსულია. ერთი მხრივ ჩვენი ტექნოლოგიები ვითარდება, მაგრამ მეორე მხრივ ისინივე წარმოადგენენ მეცნიერების მუხრუჭს. მაგალითად შიგა წვის ძრავა უკვე მეოცე საუკუნის შუაში მოძველდა, მაგრამ ნავთობის მაგნატების გამო არ შეგვიძლია, რომ წარმოებაში შევიტანოთ უფრო მძლავრი და უფრო ეკოლოგიური ტექნოლოგიები. და ეს თავის მხრივ ამუხრუჭებს პასუხების ძიებას და შედეგად ამუხრუჭებს როგორც მთელი კაცობრიობის, ასევე ცალკეული ადამიანის განვითარებას.

მაგია

4

Page 5: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

მაგრამ არსებობს სამყაროს სხვა სურათიც. მაგიური, ანუ როგორც კიდევ უწოდებენ, - ოკულტური ან ეზოთერული. ისევე, როგორც ნებისმიერი მოდელი, იგი აღწერს გარესამყაროს თავისი თვალთახედვით. მაგალითად, ავიღოთ ისტორია. არსებობს სამყაროს ისტორია, რომელიც აღწერილია წმინდა წერილებში. მაგალითად ადამიანის შექმნა ქრისტიანობაში, მისი შთამომავლების, რომლებითაც შეგვიძია დავთვალოთ, რომ კაცობრიობა დაახლოებით შვიდიათასი წელია რაც ცხოვრობს. მეცნიერება არც ისე პროზაულია, თუმცაღა სამყაროს შექმნის თეორიები მასშიც უფრო ზღაპარს მოგვაგონებენ, ვიდრე რეალობას, - ადამიანის წარმოშობა მაიმუნისგან, დიდი აფეთქების თეორია და ა.შ. (ზღაპარი იმიტომ, რომ გამეორება შეუძლებელია). და შავი ლაქებიც კაცობრიობის ევოლუციაში ასევე საკმარისზე მეტია. და თუმცა მაგების თვალით დანახული კაცობრიობის ისტორია არაა გამყარებული რაიმე ფაქტებით, ჩვენ სწორედ მას დავეყრდნობით.

მაგიური მემკვიდრეობაისტორია მაგიის თვალსაზრისით ტრადიციაში მემკვიდრეობად იწოდება. და ამ მემკვიდრეობის თანახმად, მაგიას, როგორც ცოდნათა სისტემას, არ ჰყავს ავტორი. ყველაფერი, რაც ამა თუ იმ მაგების მიერ აღიწერება, - მთელი ცივილიზაციის პროდუქტია, რომელიც პლანეტაზე ჩვენსაზე გაცილებით ადრე არსებობდა. დღეს ჩვენ მას ატლანტიდას ვუწოდებთ.

ეს ცივილიზაცია დაახლოებით 65 ათასი წლის წინ განადგურდა. და ახლა არ აქვს აზრი გავარჩიოთ, თუ რატომ, რადგან მიზეზის ცოდნით არც არაფერი მოგვემატება და არც არაფერი დაგვაკლდება. თუმცაღა ის, რომ მაგებისთვის ცნობილია თავად ატლანტიდის შესახებ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შემდგომის გასაგებად. როგორც მაგები ამბობენ, ატლანტიდა თავის ცივილიზაციას ბიოტექნოლოგიის საფუძველზე აწყობდა, განსხვავებით ჩვენგან, რომლებიც ტექნოლოგიური გზით მივდივართ. ძნელია, ჩვენი გონებით წარმოვიდგინოთ ბიოტექნოლოგია. აი, წარმოიდგინეთ მაგალითად ცოცხალი ტანსაცმელი. კოსტუმი, რომელიც შედგება ცოცხალი ქსოვილებისგან, და რომელიც თქვენს სხეულს ყოველივე საჭიროთი უზრუნველჰყოფს - სითბოთი, საკვები ნივთიერებებით. რაღაც ბიო-ჩაფხუტისმაგვარი. მაგრამ თუ ეს ექვემდებარება წარმოსახვას, მაშინ როგორ წარმოვიდგინოთ ცოცხალი მანქანა ან ცოცხალი სახლი? გასაკვირი არაა, რომ ვერ ვპოულობთ ვერანაირ კვალს (უფრო სწორად ვპოულობთ, უბრალოდ ამას მასებს არ ეუბნებიან). მაგრამ თუკი ატლანტები ცოცხალ ორგანიზმებს ქმნიდნენ, როგორც ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი, სხვებთან ურთიერთობაშ მყოფი, სიმბიოზში შედის მასთან, ამიტომ საჭიროა ინტერფეისი, რომელსაც შეეძლება ამ სიმბიოზის მართვა.

მაგალითად, რა წარმოადგენს ჩვენი ცივილიზაციის მწვერვალს? რომელი ტექნოლოგია წარმოადგენს მთავარ საყრდენ წერტილს ადამიანებისთვის? ესაა

5

Page 6: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

კომპიუტერი. არა თქვენი ნოუთბუქი, არამედ კომპიუტერი, როგორც ინტერფეისი, რომლის მეშვეობითაც ადამიანი ყველა დანარჩენ ტექნოლოგიას მართავს. კოსმოსში ფრენები, ნანოტექნოლოგიები... ყველაფერი კომპიუტერით იმართება, ღილაკზე თითის დაჭერით.ატლანტიდაში კი ტექნოლოგიის მწვერვალს წარმოადგენდნენ მანქანები, რომლებიც აჩქარებდნენ ცალკე აღებული ადამიანის ევოლუციას. ისინი ღებულობდნენ განსაკუთრებულ ცნობიერებას, რაც წარმოადგენდა კიდეც იმ ინტერფეისს, რომელიც გლობალურ პროცესებს მართავდა. ამინდის, ცხოველთა მიგრაციის, მოსახლეობის რაოდენობის მართვა... ეს ცნობიერება იმდენად მძლავრი იყო, რომ მართვა აზრის ძალით ხდებოდა. მოსახერხებელია, ხომ ასეა? თანამედროვე მეცნიერები ამბობენ, რომ ყველაზე თანამედროვე კომპიუტერიც კი ვერ სეედრება ჭიაყელას ტვინს. წარმოიდგინეთ, რა შეუძლია მაშნ ადამიანის ტვინს, რომელიც შესაძლებლობების მთელი 100%-ით მუშაობს. სწორედ ასეთ ცნობიერებას ეწოდებოდა მაგიური ცნობიერება, მის მატარებელს კი - მაგი.

მაგრამ ატლანტიდა დაიღუპა. ის მანქანები უკვე აღარ არსებობს, და ახლა ცალკეული ადამიანის ევოლუცია ბუნებრივი გზით ხდება, რომლის დაჩქარებაც გარკვეული სამუშაოს შესრულების შედეგად შეიძლება.

ზე-ტექნოლოგიური ცივილიზაცია ისტორიას ჩაჰბარდა, მაგრამ მაგები დარჩნენ. რა თქმა უნდა, ფიზიკურად ისინი მოკვდნენ, მაგრამ მაგიურ ცნობიერებას ერთი თვისება ჰქონდა, რომელიც შემდგომ ყველა ოკულტურ სწავლებაშ აღიწერებოდა, როგორც დიადი საიდუმლო. და ამ დიადი საიდუმლოს არსი იმაშ მდგომარეობს, რომ ასეთი ცნობიერება სრულ მეხსიერებას ფლობს. სუფთა ცნობიერებას, როგორც ჩვენ მას ვუწოდებთ, გააჩნდა თვისება, რომ შეენარჩუნებინა მახსოვრობა ახალი ინკარნაციის დროს. ეს ხდება ცნობიერის და ქვეცნობიერის შეერთხების წყალობით, რომლებიც ჩვენი პიროვნების ორ ნახევარს წარმოადგენენ. ამ პროცედურამ მოგვიანებით მიიღო სახელწოდება - „ხელდასმა“. მაგების ადამიანის სტრუქტურის შესახებ ცოდნის თანახმად, ქვეცნობიერშ ინახება ინფორმაცია წინა ინკარნაციების შესახებ. რეინკარნაცია ჩვენთვის წარმოადგენს ფაქტს, და არა თემას დისკუსიისთვის და კამათისთვის. და განსხვავებით ჩვეულებრივი ადამიანებისგან, რომლებშიც მომავალ ინკარნაციებში ყოველ ჯერზე ახალი პიროვნება ჩნდება, ხელდასმული მაგები ინახავდნენ ინფორმაციას ტექნოლოგიების, ისტორიის შესახებ, და რაც ყველაზე მთავარია, შეეძლოთ თავიანთი ცნობიერების ძალის აღდგენა. თუმცაღა ამის გაკეთება მათთვის ძალზე ძნელი იყო, რადგან ადრე ამ ძალას მანქანები უზრუნველჰყოფდნენ, ახლა კი მათგან აღარაფერი დარჩა.

რა თქმა უნდა, რაღაც ტექნოლოგიები შემორჩა, და შემდეგ მითებად იქცა, მაგრამ გაჩნდა ძალების დამოუკიდებლად აღდგენის საჭიროება. ასე გაჩნდა მაგია - ტექნიკებისა და სულიერი პრაქტიკების სისტემა, რომელიც საშალებას იძლევა, რომ ცნობიერება მუშაობის სხვა რეჟიმებშ ჩავრთოთ, რომლებშიც გროვდება ჩვეულ მდგომარეობაშ მიუწვდომელი გამოცდილება. სწორედ ამის ხარჯზე ხდება პიროვნების ევოლუციის დაჩქარება.

6

Page 7: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ამრიგად, მაგებმა შეინარჩუნეს გადარჩენილი ცოდნა, შექმნეს ცნობიერების სწავლების სისტემა და წარმოადგენდნენ უჩინარი ფრონტის მეომრებს ადამიანთა ევოლუციის პროგრესირებისთვის. მათ მიაწერდნენ უჩვეულო თვისებებს, საოცარ უნარებს და ა.შ. მაგრამ ამ კუთხით ისინი არ არიან მარტონი. რელიგიის ფუძემდებლები, წმინდანები, ასევე ფლობდნენ მსგავს შესაძლებლობებს. იესო, ბუდა, მოსე... ზებუნებრივი უნარები მეცნიერებსაც კი გააჩნიათ. ალბერთ ეინშტეინი და ნიკოლა ტესლა ტვინის მუშაობის ისეთ პარამეტრებს აჩვენებდნენ, რომ ჩვენ ამაზე მხოლოდ ოცნება დაგვრჩენია. წმინდა ადამიანებმა რელიგიები შექმნეს, მეცნიერებმა - მეცნიერული მიმდინარეობები, როგორიცაა ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა. და რა შექმნეს უძველესმა მაგებმა? მათ ხომ არ შეეძოთ მოეყოლათ ადამიანებისთვის სამყაროს წყობის შესახებ, რადგან მოუმზადებელი ადამიანი ან რელიგიად აქცევს ამას, ან ჭკუიდან შეიშლება. ამიტომ ძველი ცოდნის გადაცემა წერტილობრივად უნდა მომხდარიყო და საერთო მასისგან მეტ-ნაკლებად მზადმყოფი ინდივიდები უნდა აერჩია. ასე შეიქმნა საიდუმლო ორდენები. ზოგიერთს ჩვენ ვიცნობთ: მასონები, ილუმინატები, ტამპლიერების ორდენი... მათ სათავეშ ატლანტიდის დიდი მაგები იდგნენ, წინააღმდეგ შემთხვევაშ ვერ ავხსნბით მათ უზარმაზარ ძალას თავის დროზე. ასე გადაეცემოდა ცოდნა მასწავლებლიდან მოსწავლეზე და გადაეცემოდა საიდუმლოდ, აქედანაა ტერმინი „ოკულტიზმი“, ანუ „საიდუმლო“.

ასეა თუ ისე, ცოდნის გადაცემის ხაზი დღემდე შემარჩუნებულია. და ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ წიგნებშ შეიძება ყველა საჭირო ცოდნის მიღება, ღრმად ცდება. სცადეთ კრივის შესწავლა წიგნის მიხედვით, შემდეგ კი რეალურ ბრძოლაშ გამოსცადეთ თავი. და მიხვდებით, რომ ყველაფერი არც ისე მარტივია.

მე გახლავართ იმ მაგების მოსწავლე, რომლებმაც საიდუმლო ცოდნის ევროპული ტრადიცია მიიღეს მემკვიდრეობად, და რომლებმაც მე გადმომცეს იგი. ახლა მე ამ ტრადიციის გამტარს წარმოვადგენ. მივაღწიე იმ დონეს, როცა შემიძლია სხვა მოსწავლეებიც ჩავრთო მასში. ნუ აღიქვამთ ამ წიგნს, როგორც კარიბჭეს მასში. ტრადიციის რეალური გამტარად გახდომა, მხოლოდ მასწავლებელთან პირადი ურთიერთობითაა შესაძებელი. ავხსნი მაგალითით. წარმოიდგინეთ, რომ ციხე-სიმაგრის გარეთ დგახართ და შიგნით გინდათ მოხვედრა. რა წიგნებიც არ უნდა იკითხოთ და რა ლოცვებიც არ უნდა იყვიროთ - რეალურად შესვლას მაშნ შეძლებთ, თუკი შიგნიდან გაგიღებენ კარს. აქედან მოდის ტერმინი „ეზოთერული“ ანუ „შინაგანი“. აქ ნათქვამია, რომ მხოლოდ ტრადიციის შიგნით შეიძება ცოდნის წვდომა და მისით შეიარაღება, მხოლოდ ციხესიმაგრის შიგნით დაინახავთ მის რეალურ პარამეტრებს. გარედან ნებისმიერი ფანტაზიები ამ თემაზე კვლავაც ფანტაზიებად რჩება. რატომაა ეს სწორედ ასე, მოგვიანებით აღვწერ.

ამრიგად, მაგია - ესაა ცოდნათა სისტემა, რომელიც საშალებას აძლევს ადამიანს, რომ გარემომცველ რეალობაზე აზრის მეშვეობით მოახდინოს ზემოქმედება, და

7

Page 8: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

არა სხეულის მეშეობით, როგორც ეს ჩვეულებრივ ადამიანებშ ხდება. და ეს სისტემა ძალზე ძველია და დღემდე რჩება საიდუმლო სწავლებად. ხოლო მთელი ლიტერატურა, რომელიც თავისუფლადაა მისაწვდომი, უმეტესწილად მხოლოდ ნაგავია. და მათთვის, ვინც მზად არაა ამ ცოდნისთვის, ჩემი წიგნიც ასეთივე ნაგავი იქნება.

თავი 2. ექსტრასენსორიკაპიროვნების განვითარების პირველ ეტაპს მაგიაში ექსტრასენსორიკა ეწოდება. რადგან ენერგიის შეგრძნების და დანახვის უნარი მასთან მუშაობის შესაძლებლობას აძლევს ადამიანს. წინააღმდეგ შემთხვევაში სამყაროს აღწერილობა ენერგეტიკულ ასპექტში, როგორც ეს მაგიაშია ნათქვამი, კვლავაც აღწერილობად რჩება, და ადამიანისთვის, რომელიც ამ შესაძებლობას არ ფლობს, უბრალოდ ცარიელ ფილოსოფიადდარჩება. თქვენ შეგიძლიათ რამდენიც გნებავთ აციტიროთ იგივე კასტანედა და ადამიანის ენერგეტიკული კვერცხის, ენერგეტიკული ხაზების და ა.შ. მისეული ხედვა, მაგრამ თუ თავად არ ხედავთ ამას, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ არხევთ ჰაერს ცარიელი ლაყბობით. მოგვიანებით მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ.

მაშ, როგორ განვივითაროთ იმის შეგრძნების შესაძლებლობა, რასაც სხვები ვერ გრძნობენ? აქ უნდა მივმართოთ სამყაროს აღწერას მაგების თვალთახედვით. ისინი თვლიან, რომ მთელი სამყარო - ენერგიაა. და მართლაც, ჩვენ ვიცით, რომ მატერია მოლეკულებისგან შედგება, მოლეკულები ატომებისგან, ატომები - ელემენტარული ნაწილაკებისგან: ნეიტრონებისგან, პროტონებისგან და ელექტრონებისგან. ხოლო ელემენტარული ნაწილაკები, კვანტური ფიზიკის ბოლო მონაცემებით, - ესაა გაყინული სინათლე (რომელიც ვიბრირებს და ამით სამყაროს მოწყობის ტალღურ თეორიას ჰბადებს). და რა არის სინათლე? სწორედ იგია ენერგია. გამოსხივება თავისი პირვანდელი სახით. უბრალოდ იგი გაყინულია კლიპოტების წყალობით (ასე უწოდებენ კაბალისტიკაში მატერიის სტრუქტურას, რომელიც პირველად სინათლეს ამრუდებს, რის შედეგადაც ამ სინათლის ფორმა ჩნდება. შესაბამისად მთელი სამყარო სინათლეა, ანუ ენერგიაა. ეს ენერგია წარმოშობს ტალღებს, ეს კი ნიშნავს, რომ მას თავისი სიხშირე (დროში მოძრაობის სიჩქარე) გააჩნია. ჩვენი ორგანიზმი თავის მხრივ შეიარაღებულია გრძნობათა ორგანოებით, რომლებიც იჭერენ ამ სიგნალებს გარკვეულ სიხშირეზე. შემდეგ ნერვული სისტემით ტვინს გადასცემენ ამ სიგნალებს, სადაც ხდება მათი დამუშავება და ვლინდება სამყაროს სურათი. ამასთან, ჩვენ ვიცით, რომ თავად გრძნობათა ორგანოები - მხოლოდ გადამცემები არიან. მაგალითად, თვალები ვერ ხედავენ. ისინი იჭერენ სინათლის ანარეკლს, ამ სიგნალის კოდირებას ახდენენ და სხივური არხით ტვინს გადასცემენ. აქედან გამომდინარეობს დასკვნა: თუ ასეთ სიგნალს პირდაპირ ტვინისკენ მივმართავთ, თვალების გვერდის ავლით, ტვინი დაინახავს.

8

Page 9: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

და არსებობენ მსოფლიოში ადამიანები, რომლებიც დახუჭული თვალებით ხედავენ წიგნებს, ხედავენ შინაგან ორგანოებს და ა.შ.

და რა არის ექსტრასენსორიკა? ექსტრასენსორიკა - ესაა ინფორმაციის აღქმა უშუალოდ ტვინით, გრძნობათა ორგანოების გვერდის ავლით. მხოლოდ ასე შეიძება აიხსნას ეს ფენომენი. რადგანაც გრძნობათა ორგანოებს ეს არ შეუძიათ. მაგები სწავლობენ წინ სიარულს, ანუ სამყაროს, როგორც თავად ენერგიის ხედვას. და როგორ ხდება ეს საერთოდ? - იკითხავთ თქვენ.

მოდი, წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი პლანეტა ენერგეტიკული თვალსაზრისით - ესაა ბურთი ენერგიის რაღაც მოცულობით. პატარა ბურთულა შიგნით - ეს ჩვენ ვართ, რადგანაც პლანეტის შიგნით ვცხოვრობთ. არის ჩვენი ენერგეტიკული მასა, და არის გარესამყაროს ენერგეტიკული მასა. ფიზიკის კანონებიდან ვიცით, რომ რაც უფრო მეტია მასა, მით უფრო მეტია მისი მიზიდულობის ძალა და როგორც შედეგი უფრო მსუბუქ ობიექტზე ზემოქმედების ძალა. აქედან ჩნდება კითხვა: რატომ არ შლის გარესამყაროს მასა ჩვენს პიროვნებას?“ სანამ ამაზე ვუპასუხებთ, - მცირე გადახვევა. ჩვენი პიროვნება - ესაა გამოცდილების დაგროვების შედეგი, გარესამყაროს შესახებ ინფორმაციის დაგროვების გზით.თავად ინფორმაციის დაგროვება გრძნობათა ორგანოების მეშვეობით ხდება. ეს ინფორმაცია მუშავდება ჩვენი ორგანიზმის ყველაზე მთავარ ნერვულ კვანძში - თავის ტვინში.

და, თუ ჩვენს საკითხს დავუბრუნდებით, ჩვენ გვესმის, რომ ჩვენს გარშემო არსებობენ რადიოტალღები, ულტრა-ტალღები, ელექტრო-მაგნიტური გამოსხივებები... რაღა არ არის ჩვენს გარშემო! და მიუხედავად ამისა ჩვენ ვრჩებით ავტონომიურ პიროვნებებად, და გარესამყარო, მიუხედავად მთელი თავისი მასისა, არ გვშლის. თუკი კვლავაც დავსვამთ კითხვას: „რატომ“, მაშინ გონებაშ შესაძლოა მოვიდეს სხვადასხვა პასუხი, რომელთაგანაც ერთ-ერთი იქნება ის, სადაც ნათქვამია, რომ ჩვენს ტვინს გააჩნია ბუნებრივი ბიოლოგიური დაცვა თავის ქალას, ტვინის სითხეებისა და ქსოვილების სახით. მსგავსი ეკრანირება საშალებას გვაძლევს, რომ ის ინფორმაცია მივიღოთ, რომელიც გრძნობათა ორგანოებიდან მოდის. შესაბამისად, სიხშირეების სხვა დიაპაზონი ჩვენს ტვინს ვერ წვდება, რითაც საშუალებას აძლევს, რომ დააგროვოს გამოცდილება და გამოზარდოს პიროვნება. თუმცაღა, როგორც ზემოთ გავარკვიეთ, ექსტრასენსები სწორედ პირდაპირ ტვინით იღებენ ამ ინფორმაციას. რაღაც წინააღმდეგობა გამოდის. ერთი მხრივ, მე ვამბობ, რომ ტვინი ეკრანირებულია, ხოლო მეორე მხრივ, რომ ექსტრასენსები პირდაპირ უყურებენ მას. მაგრამ სინამდვილეში არანაირი წინააღმდეგობა არაა. მოდით, შევხედოთ ტვინის სურათს.

მის ცენტრალურ ნაწილში იმყოფება ჰიპოფიზი, რომელიც ორგანიზმის ჰორმონალურ სისტემას არეგულირებს. ჰორმონები კი - ეს ისეთი წერილებია, რომლებიც თავის თავში მოიცავენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამრავლდნენ ჩვენი სხეულის უჯრედები. სხვა სიტყვებით, ჩვენი სხეულის სტრუქტურა, მისი გარეგნობა და აგებულება დამოკიდებულია სწორედ მათზე.

9

Page 10: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ჰიპოფიზს გააჩნია ინდივიდუალური პროგრამა, რომელიც ჩვენმა მშობლებმა ჩაგვიწერეს. და ამ პროგრამაში საუბარია იმის შესახებ, რომ ჩვენ უნდა დავიბადოთ, აღვიზარდოთ, რაღაც სხეული უნდა გვქონდეს, დავბერდეთ და მოვკვდეთ. ამასთან, თავად ჰიპოფიზს ასევე გააჩნია დამცავი ეკრანირება (ენერგეტიკული), რომელიც საშალებას აძლევს მას, რომ არ გადაუხვიოს ამ პროგრამას არცერთი ნაბიჯით (აი რატომ ვგავართ ხშირად მშობლებს). მე იმაზე მივანიშნებ, რომ ჰიპოფიზის მუშაობაზეა დამოკიდებული თქვენი სხეულის ქსოვილთა მოცულობა. და რამდენ ხანში ვიძენთ ახალ სხეულს? რამდენი წელი უნდა ორგანიზმს, რომ ბოლომდე შეცვალოს თავისი სხეულის უჯრედები ახლით? დაახლოებით 7-დან 12 წლამდე (ზრდასრულებში). ყველაზე დიდხანს, როგორც ხვდებით, უჯრედების დაყოფა მყარ ქსოვილებში ხდება: ძვლებში, სახსრებში და ა.შ.

მაშ, როგორ იხსნება მესამე თვალი? მაგები იყენებენ მედიტაციურ ტექნიკებს, რომელთა მეშვეობითაც შედიან თავის ტვინის მუშაობის ე.წ. მაღალი სიხშირის რეჟიმებზე. ეს ისეთი რეჟიმებია, როდესაც მასში გაივლის გარკვეული თვისების ენერგიის დიდი რაოდენობა, რის გამოც ჰიპოფიზის ეკრანირება იხსნება (მედიტაციის დროს). ამის გამო ჰიპოფიზი „ფონირებას“ იწყებს და გარე სამყაროს სიგნალები წვდებიან მას. ჩვენ კი გვახსოვს, რომ გარე სამყარო ჩვენზე ბევრად უფრო მძიმეა. მარტივი ლოგიკური დასკვნებით ვხვდებით, რომ ჰიპოფიზის პროგრამა ცვლილებას, გადაპროგრამებას იწყებს. ამას კი თავის მხრივ ჰორმონალური ფონის დარღვევამდე მივყავართ, რაც თავის მხრივ იწვევს თავ-ზურგ-ტვინის ქსოვილების სიმკვრივის შემცირებას იწვევს, რის ხარჯზეც ტვინი მიმღები ხდება გარე ინფორმაციისადმი, რომელიც უკვე პირდაპირ შემოდის. ჩვენ კი გვახსოვს, რომ უჯრედების, მითუმეტეს ძვლების განახლებას ზრდასრულ ადამიანშ 7-12 წელი სჭირდება. და პასუხი კითხვაზე: „რა დრო სჭირდება მესამე თვალის გახსნას?“ - თავისთავად ცხადია: 7-დან 12 წლამდე, თუკი იმყოფება მაღალსიხშიროვან მდგომარეობაში დღე-ღამეშ 24 საათის განმავლობაში. ანუ თქვენ მედიტაციაშ უნდა იჯდეთ მთელი ამ წლების განმავლობაშ და მხოლოდ მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ბოლომდე გახსენით მესამე თვალი. მაგრამ თავადაც გესმით, რომ ეს შეუძლებელია. ამიტომ მესამე თვალის გახსნის პროცედურა გაწელილია არა მხოლოდ მთელ ცხოვრებაზე, არამედ რამდენიმე ინკარნაციაზეც. და როდესაც ხედავთ განცხადებას: „მესამე თვალის გახსნა ორ სეანსში“, ფრთხილად იყავით. რადგანაც თუ ეს ადამიანი არ იტყუება, მას ჩაქუჩი და „ზუბილა“ აქვს და პირდაპირ თქვენი თავის ქალიდან იკვალავს გზას მესამე თვალამდე. იმედი მაქვს ამ ახსნის შემდეგ უფრო ფხიზლად მოეკიდებით მსგავს გამოთქმებს.

სხვათაშორის, ზოგიერთ ტიბეტურ ტრადიციაში სწორედ მსგავს მეთოდს იყენებენ. წვრილი ნემსით ბურღავენ შუბლის ძვალს წარბებს შორის და ამით პირდაპირ ხსნიან გზას ნათელმხილველობისკენ.იქნებ ისწავლოთ ქირურგობა და მსგავსი

10

Page 11: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

მეთოდით გაუხსნათ ყველას მესამე თვალი? დამიჯერეთ, არც ასე მარტივია ყველაფერი.

იგივე ტიბეტში, მანამ, სანამ მოსწავლეს ასეთ რამეს გაუკეთებენ, მას ათეულობით წლები ასწავლიან და მხოლოდ ყველაზე მომზადებულებს უხსნიან ეკრანირებას მსგავსი გზით. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მოსწავლე მზად უნდა იყოს ამისთვის. ჟურნალისტებმა ასეთი ფრაზა მომაწერეს, თითქოს მე ვთვლიდე, რომ ყველას შეუძია ექსტრასენსული უნარების განვითარება. ეს ტყუილია. მე ასე არ ვფიქრობ. უფრო ზუსტად, ყველას შეგვიძლია რაღაც გავუკეთოთ, და ყველა შეძლებს რაღაცის დანახვას, მაგრამ ყველა ვერ დარჩება საღი გონებით და მყარი მეხსიერებით. და ეს რო გავიგოთ, ფიზიკის კანონებს მივმართოთ. გარე სამყარო, როგორც უკვე ითქვა, ჩვენს პიროვნებაზე გაცილებით უფრო მძიმეა. და თუ ეკრანირებას მოვხსნით, ჩვენ იგივე დაგვემართება, რაც დისკს, თუკი მასთან მაგნიტს მივიტანთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წყლით სავსე ჭიქა ხართ, რომელიც მოშვებული ონკანის ქვეშ დადგეს. თუ ონკანს დროულად არ დავკეტავთ, წყალი გადაავსებს ჭიქას და ძველ სითხეს ახლით ჩაანაცვლებს. ამით გასაგები ხდება, თუ რა დაემართება ჩვენს პიროვნებას, თუკი მესამე თვალს იმ პირობებში გავხსნით, როცა მზად არ ვართ ამისთვის. ამიტომ ამ პროცედურას მათ უკეთებენ, ვისი პიროვნებაც მომწიფდა. ხოლო ასეთი ცვლილებებისადმი მზადყოფნას იმ პიროვნებით განსაზღვრავენ, ვისაც შეუძლია შემომავალი ენერგიის ამ ნაკადის დაკეტვა. იმედია ახლა თქვენთის გასაგებია, რატომ არ შეუძლია ყველას - გახდეს ექსტრასენსი. ვინც მზად არაა, უბრალოდ ჭკუიდან შეიშლება. და ამის დადასტურებისთვის - გაიარეთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში. იქ ყოველი მეორე მაგიისგან იკურნება. ამიტომ ეს გზა სახიფათოა და ყველა ვერ დაძლევს მას.

გარდა ჩვეულებრივი ჰალუცინაციებისა, რომელიც ადამიანს შეუძლია, რომ გახსნილი მესამე თვალით დაინახოს, ხიფათს ამ ჩვენებების თვისებებიც იწვევს. საქმე იმაშია, რომ ტვინში შემომავალი სიგნალები ეხებიან არა მხოლოდ გვერდით სფეროებს, რომლებიც აღქმაზე აგებენ პასუხს, არამედ ღრმა დონეებსაც, რომლებიც პასუხს აგებენ შინაგან მდგომარეობაზე, თვითგანწყობაზე. თუ გინახავთ „ექსტრასენსების ბრძოლა“, დაინახავდით, როგორ ხდებოდნენ ცუდად გამოცდების დროს, ისინი ყვიროდნენ, გული ერეოდათ, ტიროდნენ, გამოცდის შეწყვეტას ითხოვდნენ... და ყველაფერი იმიტომ,რომ ამ სიგნალებს ნერვული სისტემაც გრძნობს. წარმოიდგინეთ, რომ უცქერთ იმ ადამიანის ფოტოს, რომელიც მოცემულ მომენტში წარმატებით იხრწნება საფლავში. თქვენ საკუთარ ტყავზე შეიგრძნობთ ქსოვილების ლპობას. ტვინი თითქოს ბრძანებას აძლევს ქსოვილებს, რომ დალპნენ. იმუნური სისტემა არ დაეთანხმება ამას და ენერგიის უზარმაზარ რაოდენობას გამოსცემს ორგანიზმის დასახმარებლად. ეს სიგნალები ერთმანეთშ აირევა და რბილად რომ ვთქვათ ეს სასიამოვნო არ იქნება თქვენთვის. ამიტომ, როდესაც ჩემთან ადამიანები მოდიან ქუჩაში და მეუბნებიან: „ალექსეი, თქვენ ალბათ პირდაპირ მხედავთ, ჩემს წარსულს, აწმყოს, მომავალს...“ - მე ვპასუხობ, რომ მეტი საქმე არ მაქვს, რომ თქვენ „გიყუროთ“. ეს არაა სასიამოვნო და

11

Page 12: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ზედმეტად ამას არ გავაკეთებ. ამიტომ როდესაც გესმით, რომ ვიღაც ექსტრასენსი ცუდადაა იმის გამო, რომ გამუდმებით ხედავს ყველაფერს, - ეს ტყუილია, გამუდმებულ რეჟიმში ფსიქიკა ვერ გაუძლებს ასეთ დატვირთვას (წყლიანი ჭიქის მაგალითივით), და რაც შეეხება ყველა სხვა განაცხადს იმის შესახებ, რომ ექსტრასენსორიკა - მძიმე ჯვარია, შეადარეთ ერთმანეთს ბრმა და მხედველი. ვინ უფრო მომგებიან პოზიციაშია? ზუსტადაც.

მაშ, რა დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ აქედან? მაგიური პრაქტიკებისთვის და მათი შედეგებისთვის, გარესამყაროს პირდაპირ ტვინით შეგრძნების სახით, მზად უნდა ვიყოთ. და ალბათ გიჩნდებათ კითხვა: „როგორ გავიგო, მზად ვარ თუ არა?“

თავი 3. კასტების სისტემა საქმე იმაშია, რომ ადამიანები არ არიან თანასწორნი. და შესაძლოა, ამ ფრაზის წაკითხვის შემდეგ, თავგამოდებულმა ქრისტიანმა, რომელიც თვლის, რომ ღმერთის წინაშე ყველა თანაბარია, დაწვას ეს წიგნი და ჯოჯოხეთში გამგზავნოს, ხოლო ადამიანმა, რომელმაც თავისი ცხოვრება დემოკრატიისთვის და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლას მიუძღვნა, ტუალეტის ქაღალდად გამოიყენოს იგი (რის გამოც მალე ბუასილი გაუჩნდება), მაგრამ ეს ვერ გამოასწორებს ერთ ფაქტს. ადამიანები არ არიან თანასწორნი. დააკვირდით მათ ყურადღებით. ბავშვობიდანვე ეს თანასწორობა ძალიან შესამჩნევია. ვიღაც მდიდარ ოჯახში იბადება, ვიღაც კი სიღარიბეში. მაგრამ სოციალურ უთანასწორობასაც თუ მოვაშორებთ, შეუიარაღებელი თვალით ჩანს, როგორ აქვს ვიღაცას ბუნებისგან მომადლებული უფრო ჯანმრთელი სხეული, ვიღაცას კი უფრო განვითარებული გონებრივი შესაძლებლობები. ასე რომ ჩვენ არ ვართ თანასწორნი. არც ფიზიკურად და მითუმეტეს არც ინტელექტუალურად. აქედან გამომდინარე მთელი კაცობრიობა ცდილობდა ტიპებად დაეყო ადამიანები. კლასობრივი ნიშნებით, სოციალურით... კლასიფიკაციის სისტემები მრავალია, შეგიძიათ საკუთარიც კი მოიგონოთ. მაგიაშ კი იყენებენ კასტური საზოგადოების სისტემას, რომელიც 6000 წლის წინ ვედებშ იყო აღწერილი. მოცემული სისტემა გამოცდილია დროის მიერ და დღემდე ითვლება საკმაოდ ზუსტად. და მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე შვიდ მილიარდამდე ადამიანია, ყველა ისინი შეგვიძია დავყოთ ოთხ კასტად, ოთხ ტიპად. ზრდადობის მიხედვით ისინი ასე გამოიყურებიან: მუშა - ვაჭარი - მეომარი - ბრძენი (მაგი). მსგავსი დაყოფა ჭიანჭველებს და ფუტკრებსაც კი აქვთ.

მანამ, სანამ ამ კასტებს უფრო დეტალურად განვიხილავთ, უნდა გავარკვიოთ, რომ აქ იგულისხმება არა სოციალური სტატუსი, არამედ სწორედ პიროვნების დონე, ცნობიერების დონე, რომელიც გარესამყაროსთან ურთიერთქმედებს. წარმოიდგინეთ, რომ კასტური სისტემა ოთხსართულიანი სახლია. პირველი სართული - პირველი კასტაა (მუსები). ის ხედავს მხოლოდ იმას, რაც ფანჯრის

12

Page 13: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ქვეშაა. მეორე სართულიდან უფრო მეტი ჩანს, მესამედან კიდევ უფრო მეტი, მეოთხედან კი კიდევ მეტი. ანუ ყოველი შემდეგი კასტა ხედავს იმას, რასაც ხედავენ ქვედა სართულები, პლუს კიდევ რაღაც თავისას.

პირველი კასტა. მუშა

პირველ კასტაში ხვდება ადამიანი, რომელიც პირველად იბადება. ამ ადამიანს არ გააჩნია არანაირი პიროვნება, იგი ჯერ უნდა გამოიმუშაოს. მას არ გააჩნია ქვეცნობიერი (წინა ინკარნაციები) და როგორც შედეგი - არ აქვს მძლავრი ინტელექტუალური აპარატი. რა შეუძია ასეთ ადამიანს? მას ხომ ჯერ არ აქვს ადამიანურ სხეულში ყოფნის გამოცდილება? ასეთ ადამიანს შეუძია მხოლოდ საკუთარ სხეულზე იმუშაოს, რადგანაც სხეულის გარდა ჯერ არაფერი დაუმუშავებია. ამიტომ ამ კასტას მუშების კასტას უწოდებენ. ისინი მიდრეკილნი არიან მხოლოდ ფიზიკური შრომისკენ და მარტივი მონოტონური სამუშაოსკენ, სადაც საჭირო არაა ტვინის დაძაბვა.

გამოცდილების დაგროვებით მუშის პიროვნება სრულყოფას, ევოლუციას განიცდის. და თავისი ევოლუციის ბოლოს პირველი კასტის ადამიანი ოსტატად იქცევა. ასეთ ადამიანზე ჩვენ ვამბობთ: „მას ოქროს ხელები აქვს“. მას ყელაფრის კეთება შეუძლია: ნათურასაც მოატრიალებს, ლურსმანსაც მიაჭედებს. ანუ სხეულის მართვის უნარები ოსტატობის მაღალ დონემდე აჰყავს. და ამის შემდეგ მომდევნო კასტაშ იწყებს გადასვლას.

მეორე კასტა. ვაჭარი

ვაჭრების კასტაში ადამიანი უკვე სხვა უნარებს იძენს. კომუნიკაციის უნარებს. ანუ სხეულის უნარები მათ უკვე დაამუსავეს და ახლა უკვე თავის მსგავსებთან ურთიერთობას, კავშირების დამყარებას სწავლობენ. და რომელი უნარები მუშავდება ყველაზე სწრაფად სავაჭრო-საფინანსო სფეროში? აი, რატომ უწოდებენ ვაჭრებს. და თანაც, ცხოვრებაშ ყველაზე მთავარ მოტივატორს ამ ადამიანებისთვის სწორედ ფული წარმოადგენს.

თავისი ევოლუციის ბოლოს ვაჭრის გავლით დიდი ფინანსური ნაკადები გადის. ამასთან უნდა გვესმოდეს, რომ ამ ნაკადების ზომა დამოკიდებულია მისი რეალობის მასშტაბებზე. მაგალითად, რომელიმე სოფელში ყველა ღებულობს 1,5 ათას რუბლს. ვიღაცა კი თვეში 20 ათასს იღებს. ადგილობრებისთვის ის უბრალოდ ოლიგარქი იქნება, თუმცა ჩვენთვის შესაძოა ეს ფული დიდ ღირებულებას არ წარმოადგენდეს. თავისი ფინანსუური ნაკადის გამტარობის გაზრდით ასეთი ადამიანი შემდეგ კასტაში გადადის.

13

Page 14: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

მესამე კასტა. მეომარი

როდესაც ადამიანი მეომარი ხდება(არ აურიოთ მეომარშ კასტანედას მიხედვით), იგი იწყებს საკუთარი პიროვნების ძალის ხარისხის გამომუშავებას. ამ კასტაშ მოტივაცია უკვე ძალაუფლებაა. იგი სწავლობს სუსტების დამორჩილებას და მათ მორჩილებას, ვინც მასზე ძ;ლიერია. მეომარი სამყაროს შავად და თეთრად, მტრებად და მეგობრებად ჰყოფს. ამასთან - მტრის ყოლა აუცილებელი პირობაა. მეომარი მტრებთან ბრძოლით განიცდის ევოლუციას. აქ კი სამიზნედ ნებისმიერი ვინმე შეიძლება შეხვდეს. მეზობელი - ნაძირალაა, ამერიკელები - ნაძირალები არიან. მოკლედ, ვიღაც აუცილებლადაა ნაძირალა.

ევოლუციის ბოლოს მეომარი თავის ყველაზე მთავარ მტერს ხვდება. სიკვდილის შიშს. თუ გყავთ ნაცნობი ოფიცრები, რომლებიც ცხელი წერტილიდან დაბრუნდნენ, შესაძოა შეამჩნიოთ, რომ მრავალი მათგანი ფილოსოფოსად იქცევა. ისინი ფიქრს იწყებენ: „რატომ იბრძვიან ადამიანები? რატომაა ვიღაც მეგობარი, ვიღაც კი მტერი? რატომ არსებობს სამყაროში ეს, ან ის? და საერთოდ, როგორაა მოწყობილი სამყარო?“ მსგავსი კითხვები უბრალო ცნობისმოყვარეობა კი არა, პიროვნების ევოლუციის შედეგია, რასაც ეს ადამიანები შემდეგ კასტაში გადაჰყავს.

მეოთხე კასტა. ბრძენი (მაგი)

მაგს არ აინტერესებს ფული, არ აინტერესებს ძალაუფლება. მისი ცხოვრებისეული მოტივაცია - ესაა ცოდნა. იგი გამუდმებით ეძებს პასუხებს კითხვებზე, იღებს რა ცოდნას, რომელიც თეორიას კი არა, პიროვნების პრაქტიკულ გამოცდილებას წარმოადგენს. ამგვარად იგი ევოლუციას განიცდის.

თქვენ ალბათ ფიქრობთ: „მე რომელ კასტაში ვარ?“ მოდით ჩავატაროთ მცირე ტესტი. არსებობს ოთხი მტკიცებულება, ოთხი კრედო, რომელიც ამა თუ იმ კასტას ახასიათებს. ეცადეთ აირჩიოთ ერთი, რომელიც თქვენი აზრით ყველაზე ახლოსაა თქვენთან.

პირველი მტკიცებულება.მუშების კასტა: «მუშები თვლიან, რომ გონებრივი შრომა არ არსებობს და სინამდვილეშ მხოლოდ მტვირთავები შრომობენ».

მეორე მტკიცებულება.ვაჭრების კასტა: «ყველა ადამიანი მეგობარია და ყველასტან შეიძლება მოლაპარაკება. ყველას მოსყიდვა შეიძლება, და საერთოდ - მსოფლიოს ფული მართავს».

მესამე მტკიცებულება.მეომრების კასტა: «სამყარო იყოფა მეგობრებად და მტრებად. ჩვენ, მეგობრები, შევიკრიბებით და ცხვირ-პირს დავუმტვრევთ მტრებს. ვისაც მეტი ძალაუფლება აქვს, მთავარიც ისაა».

მეოთხე მტკიცებულება. მაგების კასტა: «ჩვენ უმეტესწილად მიგვიფურთხებია ადამიანური ურთიერთობებისთვის. ჩვენ გვიყვარს კითხვა, ახალის შეცნობა და ცოდნის გარდა ნაკლებად გვაინტერესებს სხვა რამ».

14

Page 15: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

აირჩიეთ ერთი მტკიცებულება. გამოგდით საკუთარი თავის რომელიმე კასტისადმი მიკუთვნება? რთულია, ხომ ასეა? ეს კი იმიტომ, რომ შესაძოა ოთხივე კასტის ნიშნები ვიპოვნოთ საკუთარ თავში. როდესაც ასეთ ტესტს ჩემს სემინარებზე ვატარებ, მოსულების 90% მაგები გამოდიან ხოლმე. ეს ბუნებრივია ასე არაა. მაგალითად, თუკი ავიღებთ მეცნიერებს, ისინი უფრო მეტად 4-ე კასტას შეესაბამებიან, რადგანაც პურის ფულს ტვინით შოულობენ, მაგრამ კარტოფილსაც ხელებით თხრიან. საკუთარი თავის განსაზღვრა ძნელია, ამიტომ ჯობია, თუ ვინმე გვერდიდან შემოგხედავთ. რადგანაც კასტისადმი კუთვნილება არაა ფილოსოფიური განსაზღვრება. კასტა ენერგეტიკით ჩანს, და მაგებისთვის სირთულეს არ წარმოადგენს მისი განსაზღვრა.

აი, კიდევ მცირე ინფორმაცია კასტებზე:

თავი 4. თვისებების სპირალი

თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ გავხდეთ მაგები, უნდა გავიგოთ შემდეგი: ადამიანის ევოლუცია ხდება მკაფიო თანმიმდევრობით. არ არსებობს ნახტომი ვაჭრების კასტიდან მაგების კასტაში. კიბეზე ასვლა მოგიწევთ, ისე რომ თვითოეულ საფეხურს დაადგათ ფეხი.

პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ გვასწავლიდნენ, თითქოს ადამიანის ევოლუცია ხაზობრივად ხდება. გახსოვთ სასაცილო ნახატი ბიოლოგიის სახელმძღვანელოში: მაიმუნიდან ადამიანამდე. რომც წარმოვიდგინოთ, რომ ფიზიოლოგიურად ხაზობროვად ვვითარდებით (რაც ასე არაა), ევოლუციასთან დაკავშირებით ასეთი რამე არ გამოვა. თუკი დავუშვებთ ხაზობრივ ევოლუციას, მაშნ ჩნდება გზის ტოტალური თავისუფლება. წარმოიდგინეთ წერტილი, რომლისგანაც ხაზს ვავლებთ რაღაც მიმართულებით. თუკი დავუშვებთ ხაზობრივი აღმასვლას, მაშინ ჩნდება შესაძლებლობა, რომ ეს ხაზი ნებისმიერი მიმართულებით გავავლოთ. სხვა სიტყვებით, გაჩნდებოდა ინდივიდუალური ევოლუციის შესაძლებლობა. და შესაძოა გამინაწყენდეთ, მაგრამ იდივიდუალური ევოლუცია არ არსებობს. იმის თქმა მინდა, რომ რაც არ უნდა ერთადერთად და განუმეორებლად თვლიდეთ თავს - თქვენ მხოლოდ ბრბოს ნაწილი ხართ. ჯოგის ნაწილი. მეც ამ ყველაფრის ნაწილი ვარ. უბრალოდ ამის გაგებაა საჭირო.

წარმოიდგინეთ ასეთი ექსპერიმენტი. ჩვენ ვიღებთ ყველა ადამიანს პლანეტაზე, ვათავსებთ ერთ ტერიტორიაზე, მაგალითად უდაბნოში, და ქაოსურად გადავანაცვლებთ ერთმანეთის მიმართ. შემდეგ კი ვაკვირდებით. ჩვენ დავინახავთ, როგორ გაერთიან ადამიანები ჯგუფებად - სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით: ენობრივი ბარიერით, რელიგიური რწმენით ან კანის ფერით... ჩვენ დავინახავთ, რომ ადამიანი - მექანიზმის ნაწილია, მოზაიკის ნაწილია, ჯოგის ნაწილია.

15

Page 16: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

აზრი საკუთარი არაიდენტურობის შესახებ საკუთარი მნიშვნელოვანების შეგრძნებამდე დაიყვანება. თუმცაღა ინდივიდუალურად ყოფნის სურვილი უმეტესობა შემთხვევებში მხოლოდ სურვილად რჩება. ყველას ეჩვენება, რომ ყოველის ცხოვრებისეული პრობლემები და სიტუაციები განუმეორებელია. თუმცაღა ყველა იგივე ღილაკებს აჭერს, ამასთან ეს ღილაკები ადამიანის განზრახვის მიუხედავად არსებობენ. ადამიანი - ციყვია, ხოლო სამყარო - ბორბალი. და ჩვენ იძულებულნი ართ, რომ ვატრიალოთ იგი. და ყველანი ერთნაირად ვატრიალებთ მას.

თუკი პიროვნების ევოლუციაშ კასტურ სისტემას დავამატებთ, ჩნდება სპირალი. ყოველი კასტა წრეს გადის და შემდეგისკენ მოძრაობს. ამასთან გარემოს პარამეტრები უკვე მოცემულია იმ სამყაროს მიერ, რომელშიც დავიბადეთ. ეს სისტემაა და ჩვენ მის წესებს ვასრულებთ. და რადგან ეს სისტემაა, ესე იგი მას გააჩნია თავისი კანონზომიერებები, რომლებიც გარშემოწერილობაში შეგვიძლია გამოვყოთ როგორც წერტილები, ან მონაკვეთები. თავად ეს წერტილები - პიროვნების თვისებებია, რომლებსაც ინკარნაციიდან ინკარნაციამდე ვამუშავებთ. ამგვარად ხდება ევოლუცია. და რამდენი წერტილის დახატვა შეგვიძია გარშემოწერილობაზე? რამდენიც გნებავთ. მაგრამ იმისთვის, რომ ახალი ველოსიპედი არ გამოვიგონოთ, გამოვიყენოთ ამ ალგორითმებით სარგებლობის მზა სისტემები.

ერთ-ერთი ცნობილი სისტემაა ასტროლოგია. მისი არსი იმაშა, რომ იგი გარშემოწერილობას ზოდიაქოს 12 ნიშნად ჰყოფს, რომელთაგანაც ყოველი თავისი არსით პიროვნების თვისებაა. თეორიაში ნათქვამია, რომ ადამიანი ერთი ნიშნის ქვეშ გადის ცხოვრებას და ერთ თვისებას ამუშავებს. გამოდის, რომ შემდეგ კასტაში გადასასვლელად საჭიროა 12 ინკარნაციის გავლა. მაგრამ ეს ასე არაა. თანამედროვე სამყაროს დინამიკა ძალიან მაღალია და შეიძლება მოხდეს ისე, რომ ერთ ინკარნაციაში შეგვიძლია ერთდროულად რამდენიმე თვისება გამოვიმუშაოთ. ამიტომ, შესაძლოა, სხვადასხვა ასტროლოგიური პროგნოზების კითხვისას ვერანაირად ვერ დაინახოთ მსგავსება საკუთარ ზოდიაქოს ნიშანთან, მაგრამ მეზობელი ნიშანი - ზუსტად თქვენზეა. თავად თანავარსკვლავედების დასახელებები უკვე შეიცავენ გარკვეულ თვისებებს. ბევრი ფიქრობს, რომ თანავარსკვლავედებს ასე უწოდეს იმიტომ, რომ შეგვიძლია შევაერთოთ ვარსკვლავები და გამოვა ფიგურა, მაგალითად სასწორის. მაგრამ რა ფანტაზიორი უნდა იყო, რომ წერტილები ასეთი თანმიმდევრობით შეაერთო? მე მინახავს ეს თანავარსკვლავედები რუკაზე. ვფიქრობ ჰალუცინოგენი სოკოების გარეშე ეს ამბავი არ გამოვიდოდა. რეალურად მოცემული თანავარსკვლავედები ალგორითმს აღწერენ. ყველა, ვინც დაბადებულია ამა თუ იმ ნიშნის ქვეშ, ავტომატურად ხვდება მისი ზემოქმედების ქვეშ და იწყებს იმ სიტუაციების დამუშავებას, რომელშიც თავისი ზოდიაქოს ნიშნის თვისებებს გამოიმუშავებს. ანუ თანავარსკვლავედების დასახელებებშ დევს მინიშნება იმაზე, თუ რა უნდა აკეთოს ადამიანმა.

16

Page 17: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ასე, მაგალითად, კირჩხიბები ცნობილნი არიან იმით, რომ გამუდმებით უკან-უკან დადიან. რაზე შეიძლება ეს მეტყველებდეს? აქ გვეძლევა მინიშნება, რომ ადამიანმა საკუთარი სიზარმაცის, ინერციის საქმის მიტოვების და უკანდახევის სურვილის გადალახვა უნდა ისწავლოს.

ან ავიღოთ მშვილდოსნები. ისინი ბავშებივით არიან. მათ მისცეს ხელში მშვილდი, და მაშინვე ყველა სამიზნისკენ იწყებენ სროლას. ენერგია ბევრია, ამბიციები არანაკლები, და ცდილობენ ერთდროულად ყველა კურდღელს გაეკიდონ. მაგრამ რას მოითხოვს მშვილდით სროლა? რამდენიმე უნარს: მიზნის არჩევას, მშვილდის მოზილვას და მიზანში გარტყმას. ამასთან აუცილებელია მოთმინება და განზრახვა, რომ ბოლომდე განგმირო ერთი მიზანი და არ დახურდავდე წვრილმანებზე.

უფრო ვრცლად იმის შესახებ, თუ რა უნდა გამოიმუშავოს ამა თუ იმ ნიშანმა, თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ბორის მონოსოვის წიგნში «კარმა და რეინკარნაცია». და თვისებების სპირალზეც იქ საკმარისად წერია. მაგრამ მოკლედ ავღწერ ამ სპირალს, წინააღმდეგ შემთხვევაში შემდეგ გაუგებარი იქნება.

თუ ასტროლოგია გარშემოწერილობას 12 წერტილად ჰყოფს, სეფიროტული მაგია მას 10 წერტილად ჰყოფს, ანუ 9 მონაკვეთად (ცხრიდან ერთი მონაკვეთი ორ წერტილს შეიცავს). ეს დაყოფა აღწერილია ტოტის წიგნში, რომელიც იეროგრაფული სახით წარმოდგენილია ტაროს კარტში.

თავად ტაროს დასტა ორ ნაწილად იყოფა: დიდი, ანუ უფროსი არკანები და მცირე, ანუ უმცროსი არკანები. დიდი არკანები აღწერენ პიროვნების ვერტიკალურ ევოლუციას (მოძრაობას ზემოთკენ), ხოლო მცირე არკანები აღწერენ ჰორიზონტალურ ევოლუციას (მოძრაობას გარშემოწერილობაზე). მცირე არკანები შედგებიან 4 მასტისგან, რომელთაგანაც თვითოეული 14 კარტისგან შედგება. მაგრამ წერტილი გარშემოწერილობაზე 10-ია! თუკი დავაკვირდებით მცირე არკანებს, დავინახავთ, რომ ისინი იყოფიან ნომერულ არკანებად (ორიანებიდან ათიანებამდე) და ფიგურულ არკანებად (ვალეტებიდან ტუზებამდე). უფრო ადვილია მათი დაყოფა «ნახატებად» და «არანახატებად». სწორედ მათგან წარმოიშვა ჩვეულებრივი სათამაშო კარტი, რომელშიც გაქრა ერთ-ერთი «ნახატი» მასტებიდან. ესაა რაინდი, რომელიც ვალეტსა და დამას შორის იმყოფება. მაგრამ ახლა ამაზე არ გვინდა. ტაროს კარტს კიდევ დავუბრუნდებით, რადგანაც მათზეა აგებული მთელი სეფიროტული მაგია.

როგორც უკვე გავიგეთ, სპირალი იყოფა 10 წერტილად, რომლებიც აღწერილნი არიან მცირე არკანების «არანახატი» კარტებით. ამასთან, თავად თვისებებს დასახელება არ გააჩნიათ. მათ ასე უწოდებენ: ორიანები, სამიანები და ა.შ. თავად დამუშავებადი თვისების ალგორითმი დაშიფრულია ტაროში, მაგრამ ყველა მასტში იგი ერთნაირია. ანუ ალგორითმების დასახელება ყველა მასტს შეესაბამება.

17

Page 18: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ამრიგად, იწყებს რა ევოლუციას დედამიწაზე, ადამიანი იწყებს თვისებების მოსავლის აკრეფას და თანმიმდევრულად მიდის წინ. ორიანებიდან სამიანებამდე, სამიანებიდან ოთხიანებამდე. ადის რა ათიანამდე, ადამიანი გადადის სპირალის ახალ დონეზე, მაგრამ იქაც იგივე თვისებებს კრეფს, მხოლოდ ხედვის კუთხე იცვლება.

ეს რომ გავიგოთ, ჯერ გავერკვიოთ პიროვნების ევოლუციის არსში. საერთოდ, რა არის პიროვნება? როდესაც ადამიანი ინკარნაციას განიცდის, მისი ცნობიერება პლასტელინის რბილ ნაჭერს ჰგავს. თანდათანობით ადამიანი გამოცდილებას იღებს. თავად გამოცდილება პიროვნების გარესამყაროსთან შეჯახების ხარჯზე ჩნდება. ნებისმიერი შეჯახება კვალს ტოვებს პიროვნებაზე (პიროვნების წახნაგები). ამგვარად ჩვენთვის გასაგები ხდება, რომ ევოლუცია - ესაა გამოცდილების დაგროვება. უბრალოდ ერთი კასტა - ესაა შეჯახება ერთი მხრიდან, მეორე კი - სხვა მხრიდან. მაგრამ თავად შეჯახებები წინასწარ დაგეგმილი სცენარით ხდება, რომლებიც აღწერილია მცირე არკანებში.

გახსოვთ, ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ მთელი სამყარო - ესაა ენერგია. აქედან უნდა გამოვიტანოთ დასკვნა, რომ პიროვნების ევოლუცია დაკავშირებულია სამყაროს ენერგიასთან ურთიერტქმედებასთან, მაგრამ ყოველი კასტა ამ ენერგიას თავისებურად აღიქვამს.

ასე, მაგალითად, მუშებისთვის ენერგია - ესაა მუშაობა. ანუ მუშაობის მეშვეობით ეს კასტა შეიცნობს სამყაროს და საკუთარ თავს.

ვაჭრებისთვის ენერგია - ფულია.

მეომრები თვლიან, რომ ენერგია - ძალაუფლებაა.

და მხოლოდ მაგები გულისხმობენ ენერგიაში - ენერგიას.

აქ საქმე იმაში არაა, რომ ჩვენ გვჯერა, არამედ იმაში, თუ როგორ ვხედავთ სამყაროს რეალურად. ჩვენი ხედვის კუთხე. კვლავ წარმოვიდგინოთ ოთხსართულიანი სახლი, სადაც ყოველ სართულზე საკუთარი კასტის ადამიანები ცხოვრობენ. ესაა ვერტიკალური ევოლუცია. მაგრამ იმისთვის, რომ სართულიდან სართულზე ავიდეთ, უნდა გავიაროთ 10 საფეხური. ესაა ჰორიზონტალური ევოლუცია.

აღვწეროთ ყოველი თვისება, ყოველი ალგორითმი. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგანაც დაგეხმარებათ იმ წერტილის განსაზღვრაში, რომელშიც თქვენ იმყოფებით. და გასაგები გახდება, თუ რაზე უნდა იმუშაოთ.

18

Page 19: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

თვისებების ორიანი (0–2). შეცნობაპირველი თვისება, რომელსაც პიროვნება ნებისმიერ კასტაში აწყდება, ესაა შეცნობა. ანუ ორიანები აღნიშნავენ იმ სამყაროს შეცნობას, რომელშიც პიროვნება მოხვდა. აქ აღიწერება ერთგვარი თამაშის წესები. ანუ თამაშის წესები ყველა კასტას თავისი აქვს, მაგრამ სწორედ მათი შესწავლით იწყება სპირალზე მოძრაობა. და რა უნდა შეიცნონ ამა თუ იმ კასტის წარმომადგენლებმა?

მუშათა კასტაში ადამიანი შეიცნობს ამქვეყნად გადარჩენის პრინციპს: მუშაობას. მიდის მამა შვილთან და ეუბნება: «შვილო, ეს ძალიან სასტიკი სამყაროა. და რომ გადარჩე, უნდა იმუშაო, იმუშაო და კიდევ იმუშაო. ამიტომ აიღე თოხი და წავიდეთ, ვთოხნოთ».

ვაჭრების კასტაში, რომლებიც მუშებისგან გამოდიან, ადამიანს ესმის, რომ მუშაობა და ფაბრიკაში წელში გაწყვეტა აუცილებელი არაა. საკმარისია ააშენო მაღაზია, მოაგვარო სავაჭრო ურთიერთობები, იპოვო კლიენტები - და სულ ესაა. იქნება ფული, და შესაბამისად ცხოვრებაც შეიძლება. ანუ იცვლება ღირებულებები, იცვლება ადამიანის ხედვის კუთხე სამყაროს მიმართ.

მეომრების კასტაში ადამიანი გებულობს, რომ როგორც აღმოჩნდა მაღაზია არაა საჭირო. რატომ? საკმარისია გახდე სახელმწიფო დუმის დეპუტატი და გამოსცე კანონი, რომლითაც ვაჭრები თავად მოგიტანენ ფულს ჯიბეში. რადგანაც თუ არ მოგიტანენ, არმია გვყავს, პოლიცია... ჩვენ ძალაუფლება გვაქვს. ვაჭარი კი ჩხუბს არ დაიწყებს, მას ურჩევნია გადაიხადოს.

და რას შეიცნობს მაგი ორიანებში? ორიანები მაგიაში შეესაბამება ისეთ თვისებას, როგორიცაა «ექსტრასენსორიკა». რა სჭირდება მაგს ცხოვრებისგან? ცოდნა და მეტი არაფერი. თუმცაღა ცოდნის მიღების ხარისხი მაგებში განსხვავდება იმისგან, თუ როგორ ღებულობს ცოდნას პირველი სამი კასტა. მაგები სამყაროს საკუთარი გამოცდილებით შეიცნობენ და უბრალოდ რწმენის დონეზე ინფორმაციას არ იღებენ. ვაჭრებს და მეომრებს მიუფურთხებიათ, სად ივაჭრონ და იბრძოლონ, ბრტყელ დედამიწაზე თუ მრგვალზე. მაგრამ მაგებს ინფორმაცია სჭირდებათ. მათ უნდა შეისრუტონ იგი, როგორც ფაქტი. და თუ დანარჩენი კასტები განწყობილნი არიან ისეთი ცნებისადმი, როგორიცაა მაგალითად, «ცოცხალი ხე», მხოლოდ ჭკუისმიერი ლოგიკით, მაგები გრძნობენ სიცოცხლეს ხეში. ისინი ხედავენ ამ სიცოცხლეს, აცნობიერებენ მას, ურთიერთქმედებენ მასთან. ამის გაკეთება კი ჩვეულებრივი გრძნობათა ორგანოებით შეუძლებელია. სწორედ ექსტრასენსორული უნარები აძლევენ მაგს ასეთ ცოდნას. და რადგანაც ეს ორიანებია (პირველი თვისება გარშემოწერილობაზე), გასაგები ხდება, რით იწყება გზა მაგიაში. სწორედ ამ თვისებების განვითარებით. რადგანაც თუ ვერ ხედავთ, ვერ გრძნობთ ენერგიას, იმ რწმენისგან, რომ იგი თქვენს ენერგეტიკულ მერიდიანებში მიედინება (რომლებსაც ვერც კი ხედავთ), არანაირი შედეგი არ იქნება. მაგებისთვის მაგია - ეს ფაქტობრივი მეცნიერებაა. ან ვხედავ, ან არა.

19

Page 20: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

მაგრამ რატომ ორიანები და არა ერთიანები? რატომ აისახება გზის დასაწყისი როგორც ნულიდან ორამდე (0-2)? საქმე იმაშია, რომ ამ დიაპაზონში არსებობს განუსაზღვრელობა. ერთგვარი მდგომარეობა, ინერცია, რომელიც ადამიანმა უნდა გადალახოს. კასტიდან კასტაში გადასვლა ყველაზე რთული პერიოდია ადამიანის ევოლუციაში. და ეს დაკავშირებულია ალბათობასთან, რომ კვლავ ნულამდე დაეცეს.

მაგალითად, რა სირთულეებს განიცდის მუშა თავისი ევოლუციის დასაწყისში? იგი ეჯახება იმას, რომ უნდა იმუშაოს, მუშაობა კი არ უნდა. რა? უნდა ვიმუშაო? არა, ჯობია მეგობრებთან წავალ და არაყს დავლევ. მუშების კასტა ყველაზე მეტად ინკარნირდება სოფლებში, სადაც ეს თვისებები ყველაზე კარგად მუშავდება.

როდესაც მუშა ვაჭრების კასტაში გადადის, ხვდება, რომ მუშის უნარები იქ ფეხებზე ჰკიდიათ. გაქვს ფული? - შემოდი. არა? - დაახვიე. და სირთულე აქ იმაშია, რომ მუშას უკვე აქვს გადარჩენის სისტემა. მან უკვე იცის გადარჩენა - ხელებით მუშაობით. და როდესაც ხედავს შემდეგი კასტის სირთულეებს, მას უჩნდება სრულიად ბუნებრივი სურვილი, რომ აკეთოს ის, რაშიც პროფესიონალია.

როდესაც ვაჭარი მეომრების კასტაში გადადის, იგი იქ თავისი ღირებულებებით იწყებს მოძრაობას. უკვე მიჩვეულია, რომ ყველაფერი იყიდოს. და ასევე აპირებს ძალაუფლების ყიდვას, მაგრამ არაფერიც არ გამოსდის. ამის ცხადი ცხოვრებისეული მაგალითია მიხეილ ხოდოროვსკი, კომპანია „იუკოსის“ დამაარსებელი. მას ყველაფერი კარგად ჰქონდა, რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების ათეულში შედიოდა, მისი კომპანია საწვავის ყველაზე მთავარი მომწოდებელი იყო რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის. მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, ვაჭრების კასტის დაისზე ფული აღარ აკმაყოფილებს თავად ვაჭარს. მას ძალაუფლება სჭირდება. და მან თავი შეჰყო ხელისუფლებაში. მოინდომა, რომ რუსეთის პრეზიდენტი გამხდარიყო, მაგრამ უფრო ზუსტად თუ ვიტყვით - ამ ადგილის ყიდვა მოინდომა. მაგრამ იქ უკვე იჯდა ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი, რომელმაც უკვე მოახდინა ძალაუფლების სტრუქტურირება თავის ქვეშ. შედეგი - ხოდოროვსკი ციხეშია, მისი კომპანია კი ნაწილებადაა დაშლილი და გაყიდულია სხვა კომპანიებზე.

მსგავსი სირთულეები ეწევათ ხოლმე მეომრებსაც, როდესაც მაგად გახდომის დრო დგება. ისინი მაგიაში მუშტებით შედიან. მიჩვეულები არიან, რომ სიმართლე ძალით გაიტანონ, მაგრამ მაგებთან ეს არ მუშაობს. მაგებს მტრები არ ჰყავთ, და ჩვეულებრივი აგრესია მათ ვერ ეხება. მეომრები უშედეგოდ იქნევენ მუშტებს და ხვდებიან, თუ ვინაა აქ მთავარი. მსგავსი გადასვლები შეგვიძლია ტელევიზორითაც ვნახოთ. მაგალითად «ექსტრასენსების ბრძოლაში», სხვადასხვა ჯადოქრები, ვედმები და ექსტრასენსები გამუდმებით ცდილობენ, რომ დააშინონ ერთმანეთი ნაირგვარი ჯადოებით და გათვალვებით. მაგრამ ვისი მიდგომაა ეს? რა თქმა უნდა მეომრების. მე ასეთ პერსონაჟებს «ჯერვერმაგებს» ვუწოდებდი.მაგები არასოდეს არავის ემუქრებიან და არავიზე ჯადოს არ აკეთებენ. ისინი უბრალოდ დაკავებულნი

20

Page 21: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

არიან საკუთარი თავის განვითარებით და იცავენ საკუთარ თავს და საკუთარ სივრცეს. ნუთუ დამნაშავეა კედელი, თუკი ვინმე იდიოტი გაექანა და თავით შეასკდა?

ამრიგად, ეს იყო ორიანები. კასტის წესები. სამყაროს აღწერილობა, რომელსაც ადამიანი თავისი სართულიდან ხედავს.

თვისებების სამიანი (3). დაგროვება ჩვენ გვახსოვს, რომ ეს წერტილები, ალგორითმები, სამყაროსთან, ანუ ენერგიასთან ურთიერთქმედებას აღნიშნავენ. სხვა სიტყვებით, სამიანებში ენერგიის დაგროვება ხდება.

პირველ კასტაში საქმე ეხება მუშაობას, ანუ იქ მუშაობას აგროვებენ. და როგორ შეიძლება მუშაობის დაგროვება? სამიანები - ესაა სუფთა სახით ენერგიის შენარჩუნება. მასშ ნათქვამია, რომ არსებობს ენერგიის ერთგვარი ლიმიტი სივრცეში. და თუ ენერგიას ერთი ადგილიდან ავიღებთ და სხვაგან გადავიტანთ, იქ ეს ენერგია მეტი გახდება, ხოლო იქ, საიდანაც აიღეს - ნაკლები. წარმოიდგინეთ, რომ აუდიტორიაში 40 სკამია. ავიღე ერთი სკამი და გადმოვიტანე თქვენი კუთხიდან ჩემს კუთხეში. მე ერთი სკამით მეტი გამიხდა, თქვენ კი ერთით ნაკლები. თუმცაღა თავად ენერგიის შენარჩუნების კანონი ბალანსისკენ მიისწრაფის. თუ ჩაინიკს გამუდმებით არ გავაცხელებთ, იგი გაცივდება. როდესაც სკამს დაკარგავთ, მის დაბრუნებას მოინდომებთ...

მაშ, როგორ დავაგროვოთ მუშაობა? არის ქარხანა, და მასში ვაკანსიების შეზღუდული რაოდენობაა. მაგალითად, ერთ ვაკანსიაზე ხუთ ადამიანს უნდა მოწყობა. ერთი აიყვანეს, სხვები კი - არა. ერთმა სხვებს ააცალა ენერგია სამუშაო ადგილის სახით. ზის და აგროვებს გამოცდილებას ამ სამუშაოზე.

ვაჭრებში საუბარია ენერგიის დაგროვებაზე ფულის სახით. შეიძლება ფული ხელფასზე გადადოთ, და შეიძება შექმნათ სისტემა, როცა სხვები თავად მოგიტანენ (ბიზნესი). ხალხს, რომლებიც სამიანებს ამუშავებენ ვაჭრების კასტაში, ძალიან უყვართ ამის დემონსტრირება. ისინი სამკაულებს იკიდებენ, ძვირფას ნივთებს ყიდულობენ და ცდილობენ ყველას აჩვენონ ეს. მსგავსი მაგალითი კარგად ჩანს ამერიკული ჰიპ-ჰოპ კულტურის წარმომადგენლებზე. შეხედეთ ამ შავკანიან რეპერებს. მათ მკერდზე აუცილებლად უკიდიათ რაიმე ოქროს ჯაჭვი, ბრილიანტებით მორთული, კლიპებშ ძვირფასი მანქანები და ბერვი ლამაზი ქალი, რომლებიც მეძავებს უფრო ჰგვანან (ისინიც სამიანებს ამუშავებენ), რადგანაც ფულით იმართებიან. რისი თქმა უნდათ ამ ყველაფრით ამ ამერიკელ ბიჭებს? ისინი ამბობენ: «ეი, შემოგვხედეთ! ჩვენ ბევრი ფული გვაქვს, ჩვენ უკვე აღარ ვართ შავი მუშები (პირველი კასტა), ჩვენ შეგვიძლია ყველაფრის უფლება მივცეთ საკუთარ თავს». ისინი ერთგვარად იმათ ეუბნებიან ამას, ვინც რეალურად მართავს

21

Page 22: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ფინანსებს, ვინც რვიანებში და ცხრიანებში იმყოფება. მაგრამ ამ მუსიკოსების მთელი შემოსავალი - ელემენტარული სამიანებია. მათ ჩაწერეს ალბომი, რომლებსაც სხვა ადამიანები ყიდულობენ. ფულს აძლევენ მათში, და ეს ენერგია ნაკლები უხდებათ, ავტორს კი - მეტი. ენერგიის შენარჩუნების კანონი სუფთა სახით.

როგორ დავაგროვოთ ფული - გასაგებია. მაგრამ როგორ დავაგროვოთ ძალაუფლება? ძალაუფლება ხომ - არამატერიალურია. და თუ ჩვენ ვსაუბრობთ ენერგიის შენარჩუნების კანონზე, ე.ი. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს ძალაუფლება შეზღუდულია. არსებობს რაღაც ლიმიტი. და ეს ნიშნავს, რომ მას ჰაერიდან ვერ ავიღებთ, ეს ძალაუფლება უნდა მოვიპოვოთ. როგორ? მაგალითის სახით შეგვიძლია მოვიყვანოთ ბანდები, რომლებიც ქუჩებშ დადიან და უდანაშაულო ადამიანებს სცემენ. წარმოიდგინეთ, რომ კაცი გალახეთ, და ის დასისხლიანებული თქვენს ფერხთითაა. რა წაართვით მას? არა საფულე ან მობილური, არამედ ძალაუფლება. მას ახლა აღარ აქვს ძალაუფლება სიტუაციაზე და საკუთარ თავზე. ახლა თქვენ ხართ ბატონი. რაც უფრო მეტია მსგავსი სიტუაცია, მით უფრო მეტია ავტორიტეტი. სწორედ ამას უკავშირდება საბრძოლო ალაფის ცნება. ინდიელები სკალპებს აცლიდნენ და მათთან ერთად ძალაუფლებას იღებდნენ. ვიკინგები თითების ფალანგებს აჭრიდნენ მტრებს და ძაფზე აცვავდნენ მათ, ახდენდნენ რა თავიანთი ავტორიტეტის დემონსტრირებას. სნაიპერები მეორე მსოფლიო ომში ნიშნებს ტვიფრავდნენ ტარზე. წარმოიდგინეთ, რომ ომია. თქვენ თანამებრძოლებთან ერთად ზიხართ კოცონთან, და თქვენთან მოდის სნაიპერი, რომელსაც 40 ნიშნული აქვს იარაღზე. დამეთანხმებით, რომ ზრდილობიანად დაუწყებთ საუბარს.

სამიანები მაგების კასტაში - ძალიან მრავალწახნაგოვანი თემაა. ეს წერტილი მოიცავს მაგიის მთელ პლასტს, ცნობილს, როგორც სოფლური მაგია. თავად სოფლური მაგია შემდეგნაირად გაჩნდა. განვითარების გარკვეულ ეტაპზე მაგს სჭირდება, რომ წავიდეს ხალხმრავალი ადგილებიდან, რათა განმარტოვდეს. და ხშირად ისინი ირჩევენ ადგილებს მცირედდასახლებულ სოფლებთან. ბევრ მაგს, მანამ, სანამ საბოლოოდ წავა, უჩნდება მოთხოვნილება, რომ თავისი ცოდნა გადასცეს. ისინი მოსწავლეებს იმ ხალხისგან იყვანენ, ვინც ახლოს ცხოვრობს. და რადგანაც სოფლებში განათლებასთან ცოტა რთულად იყო საქმე, ისინი ყველაფერს «ადგილობრივ» ენაზე უხსნიდნენ. და შუასაუკუნეებიდან მოყოლებული ეს ტრადიციები ასევე გადმოიცემა. აქედანაა რიტუალების გადმოცემის «პრიმიტიულობაც». მაგრამ არსი, რომელიც პირველი შეხედვით არ ჩანს, სინამდვილეში ძალიან ღრმაა. თავად მაგია უმეტესობა შემთხვევებში გვაგონებს ბებიის რეცეპტების ნაკრებს იმის შესახებ, თუ როგორ მოვიპოვოთ ენერგია ერთი ადგილიდან და მივმართოთ მეორეზე. მაგალითად, წარმოიდგინეთ ექიმბაში ბებია, რომელსაც სახლში ადამიანი უკვდება, რაიმე განუკურნებელი სენით. იგი საწოლში წევს, სიცხე აქვს და ოფლი მოსდის. ოფლს ბალიში იწოვს. მასთან ერთად შეიწოვება ინფორმაცია ავადმყოფობის შესახებ. შემდეგ ეს ექიმბაში იღებს ბალიშს და წყლიან ქილაში აყენებს. წყალი იწოვს ამ ინფორმაციას. შემდეგ ჩვენი ბებო

22

Page 23: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

მეზობელს უმასპინძლდება ამ წყლით - და მორჩა, ერთი კვირის შემდეგ მეზობელი აღარაა. მაგრამ თუ თქვენ ეცდებით ამის გამეორებას - არაფერი გამოგივათ. აქ ბევრი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ: ავადმყოფობა, მეზობლის იმუნიტეტი, დაყენების მეთოდი, სასმელის მიწოდების მეთოდი. ეს ყველაფერი სოფლელმა ვედმებმა იციან.

ამრიგად, რა გააკეთა ჩვენმა ბებომ? მან უბრალოდ აიღო ენერგია და დააკოპირა. ამასთან მას შეეძლო არც ყოფილიყო მაგების კასტაში. სხვათაშორის, ასეთი ბებიების დიდი უმრავლესობა - არ არიან მაგები. რადგანაც თუ სახელდობრ მაგებზე ვიტყვით, სამიანებში დაახლოებით ასე გამოდის: მაგი ხედავს ადამიანში ავადმყოფობას, და ენერგიის კანონის შენარჩუნების თანახმად ეს ავადმყოფური ენერგიასადღაც უნდა წაიღოს. შეიძლება კვერცხში, შეიძლება მარილიან წყალში, ან შეიძლება სხვა ადამიანზეც გადაიტანოს. ამ შემთხვევაშ ავადმყოფი გამოჯანმრთელდება, ჯანმრთელი კი - ავად გახდება. ამ ეტაპზე ბევრი ექტრასენსი დაწვა. როდესაც ადამიანს უჩნდება მგრძნობელობა (ორიანები) და მასთან ურთიერთობის რაღაც შესაძლებლობა (სამიანი), რატომღაც ბევრი მკურნალობას იწყებს. და ეს გასაგებია, რადგანაც ამ დარგში ბევრი ფულია. ადამიანები ყოველთვის ავადობენ, და რატომ არ უნდა განვკურნოთ ისინი? ოღონდ, როგორც ჩანს, ამ ხალხს სკოლაშ ფიზიკა არ უსწავლია. ენერგიის შენარჩუნების კანონი არავის არ იბრალებს. თუ ავადმყოფობას ამოვიღებთ, იგი სადღაც უნდა შევტენოთ. და ყველაზე ხშირად ეს მკურნალები ამ ენერგიას საკუთარ თავზე იღებენ. რაღაც დრომდე მათი იმუნური სისტემა უმკლავდება, მაგრამ შემდეგ მალე იფიტებიან. მაღალი სიკვდილიანობა ასეთ ადამიანებს შორის - ამას ადასტურებს.

ოთხიანი (4). სახელის მიცემამეოთხე კასტაში ჩვენ ვხვდებით პრინციპს «როგორც დაარქმევთ იახტას, ისე იცურებს». სხვა სიტყვებით, ჩვენ ვხედავთ რაღაც პროცესს და როგორღაც ვარქმევთ მას. ანუ უკვე დასახელების მეშვეობით ვმუშაობთ.

მაგალითად, მუშათა კასტაში თქვენთან მოდის ვასია და გეუბნებათ: «ვინ თხრის ასე ნიჩბით, ასე უნდა ამოთხარო». და გაჩვენებთ. თქვენ სცადეთ და დაინახეთ, რომ ასე ამოთხრა მართლაც უფრო მოსახერხებელია. და დაარქვით ამ მეთოდს «ვასიას სახელობის ნიჩბით თხრის მეთოდი». ან ცხოვრობდა ვიღაც მხატვარი და გამოიგონა ხატვის ახალი მეთოდი. და რაღაც სახელი მასაც უწოდეს.

ოთხიანები - ესაა როდესაც ჩვენ ვაღწევთ სამყაროს რაღაც ნაწილში და ვხედავთ ამ ნაწილის სახელს. და თუ არავის დაურქმევია, ჩვენ თვითონ ვარქმევთ.

23

Page 24: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ვაჭრების კასტაში ოთხიანები - ესაა ბრენდი. ლეიბლი, რომელიც ვაჭარზე მუშაობს. მაგალითად, მე თქვენ გეუბნებით: «მაკდონალდსი» ან «კოკა-კოლა». და მორჩა. მეტი არაფრის თქმა არაა საჭირო, თქვენ თავად ხვდებით, რაზეცაა საუბარი. ანუ თქვენს საკუთარ მაღაზიას ხსნით და რაღაცას არქმევთ მას. ამრიგად ოთხიანები - ესაა როდესაც ადამიანები უკვე თქვენს დასახელებასთან ურთიერთქმედებენ, და არა თქვენთან.

მეომრების კასტაში ოთხიანები - ესაა სხვადასხვა ტიტულები. მაგალითად, იყო უფროსი ლეიტენანტი - გახდა კაპიტანი. ერთი ვარსკვლავით მეტია, დასახელებაშ რამდენიმე ასო შეიცვალა, მაგრამ ადამიანს უკვე სხვანაირად აღიქვამენ. წოდება უფრო მეტ ძალაუფლებას იძლევა, უფრო მეტ ხელქვეითს. აქვეა სხვადასხვა პრემიების ლაურიატებიც. ყველაფერი ეს ზეგავლენას ახდენს ადამიანის ავტორიტეტზე საკუთარ გარემოში.

საქმე იმაშია, რომ ობიექტის სახელის მეშვეობით შეგვიძლია თავად ობიექტზე მოვახდინოთ ზეგავლენა. მაგალითად, წარმოიდგინეთ ყაჩაღების ბანდა. მათ ყავთ მეთაური და რამდენიმე მისი ხელქვეითი. ერთ-ერთი მათგანის მეტსახელია „მშიშარა“. მეთაური მიდის და ეუბნება: „შენ ახლა მამაცი გერქმევა“. ის კი პასუხობს: „მაგრამ ბოს, მე ხომ ყველაფრის მეშინია, მე მშიშარა ვარ“. – „ახლა კი მამაცი იქნები! ყველამ გაიგეთ? ყველამ მამაცი დაუძახეთ!“ და რა მოუვა მშშარას? უნდა, არ უნდა, მოუწევს ახალი წოდების დამუშავება. შეცვალეს ობიექტის სახელი - შეცვალეს თავად ობიექტი.

ჩემი საუკეთესო მეგობარი ასეთ რაღაცას აკეთებდა. როცა მასთან გოგოები მიდიოდნენ გასაცნობად, ის სრული სერიოზულობით პასუხობდა, რომ ალბერტ კრასატულინი ერქვა. რა თქმა უნდა, ამის არავის სჯეროდა, მაგრამ გოგოებთან კავშირი შემდგარი იყო. და თუ ეს იწყებოდა როგორც ხუმრობა გასაცნობად, შემდეგ ეს სახელი მყარად მიეწეპებოდა ხოლმე. იგი ასე აწერდა ხელს ინტერნეტში, ამ სახელს ახსენებდა საუბარში. საბოლოოდ ყველამ იცოდა, რომ კრასატულინი - ეს ისაა. შედეგმა არ დააყოვნა. ქალების რაოდენობამ ათჯერ იმატა. მას საერტთოდ აღარ აქვს მათთან პრობლემები.

ასე რომ პრინციპი «შეცვალე ობიექტის სახელი და შეიცვლება თავად ობიექტი» ოთხიანების მაგიის საფუძველში დევს. მაგიის ამ განყოფილებას «კაბალისტიკა» ეწოდება. კაბალა, რომელსაც ებრაელები სწავლობენ, - ანბანია რეალურ კაბალასთან შედარებით. როდესაც მაგი ოთხიანების დონეს აღწევს, იგი იწყებს სამყაროს ხედვას, როგორც ნეო ხედავს მატრიცას. არა, არანაირი მწვანე იეროგლიფები იქ არაა, უბრალოდ ახლა ობიექტის სახელი - ეს არა უბრალოდ ბგერაა, არამედ ენერგეტიკული სიგნალიც. და რადგანაც მთელი სამყარო - ენერგიაა, ახლა მაგი განასხვავებს ამ ენერგიის მრავალფეროვან იმპულსებს, და ეს იმპულსები შეგვიძლია ავღნიშნოთ ასოებით ანუ საწყისი კოდებით. გამოთქმა

24

Page 25: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

«პირველად იყო სიტყვა» ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ობიექტი - სიტყვაა. ენერგეტიკური პარამეტრების ნაკრები. და თუ ჩვეულებრივი კაბალისტები ცდილობენ, რომ ობიექტებს სხვადასხვა ასოები შეუსაბამონ მისი ბუნების (ნამდვილი სახელის) წვდომის მიზნით, მაგი-კაბალისტები ამ ბუნებას უბრალოდ ხედავენ. ასე, მაგალითად, იგივე ავადმყოფობა ადამიანის სხეულში - ესაა როდესაც მის ჭეშმარიტ სახელში (ადამიანის ენერგეტიკაში) არის შეცდომა (ავადმყოფობა). ერთი ასოს მეორეთი შეცვლის შედეგად ადამიანი გამოჯანმრთელდება.

მაგალითის სახით მოვიყვან შემთხვევას ჩემი ცხოვრებიდან. ერთ ჩემს მოსწავლეს მუხლები უკანკალებდა, ისე ეშინოდა სიმაღლის. საქმე იმაშია, რომ 12 წლის ასაკში იგი აუზში გადააგდეს 10 მეტრიანი სიმაღლიდან. ის მტკივნეულად დაეცა. არაფერი მოუტეხია, მაგრამ ფსიქიკა დაუზიანდა. აქ ვაწყდებით იმას, რომ ყველა ეს შიში ოთხიანებში - ეს სრულიად კონკრეტული რამეა - რაც ჩანს. მე ვთხოვე ამ გოგოს, რომ გაეხსენებინა ეს სიტუაცია და დავინახე, როგორ ამოტივტივდა მის ენერგეტიკულ ჭუპრზე გულის მიდამოში ლაქა (დაზიანებული სახელის ასო). შემდეგ ჩემი ცნობიერებით დავიწყე იმ ადამიანის პარამეტრების შეყვანა, რომელსაც არ ეშინია სიმაღლის, არამედ პირიქით, უყვარს იგი. ანუ მე მოვეჭიდე ჩემი ყურადღებით ჭუპრის დაზიანებულ მიდამოს და სხვა პარამეტრები შევიყვანე მასში, ამასთან განვაგრძობდი ამ მიდამოს სკანირება და თვალყურს ვადევნებდი, რომ საჭირო ცვლილებები მომხდარიყო. გარეგნულად ეს ასე გამოიყურებოდა: იგი სავარძელში ზის, მე მის პირდაპირ ვზივარ, სხვა მოსწავლეები მაძლიერებდნენ - და არანაირი შთაგონება, ჰიპნოზი ან სხვა რამე. ერთი კვირის შემდეგ DVDმომიტანა ჩანაწერით, სადაც პარაშუტით ხტებოდა. ამასთან თვითმხილველების გადმოცემით მას ყველაზე ნაკლებად ეშინოდა, თუმცა დანარჩენთაგან ბავშვობაში არავის მიუღია სიმაღლესთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური ტრავმა.

ამგვარი მეთოდით შეიძლება ავადმყოფობის განკურნება, წარმატების, სიმამაცის და სხვა თვისებების «მიკერება». თუმცაღა სივრცის პრიგრამირება - ეს არაა პოზიტიური აზროვნება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სივრცე ინერტულია და საჭიროა ძალები, რათა გადავლახოთ ეს ინერცია. და ყველა მაგს თავისი პირადი ძალის დონე სხვადასხვა აქვს.

ხუთიანები (5). სულთან მუშაობახუთიანებში ჩვენ ვაწყდებით იმას, რომ სივრცეს გააჩნია არა მხოლოდ თავისი სახელი, არამედ თავისი გონიც.

მუშების კასტაში სულთან მუშაობას შეგვიძლია დავარქვათ განსულიერება. რადგანაც პირველი კასტა სხვადასხვა უსულო ობიექტებს ქმნის, ზოგჯერ ზოგიერთს გამოსდის, რომ რაღაც ცოცხალი შექმნას. მაგალითად, ჩვენ ვუყურებთ მხატვრის ნახატს, და გვეჩვენება, რომ მასში პერსონაჟები თითქოს ცხოვრობენ, არადა ნახატი სტატიურია. ან ვუყურებთ ქანდაკებას და ვამბობთ, რომ მოქანდაკემ სული ჩადო

25

Page 26: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

თავის ქმნილებაში. ანუ ჩვენ ვაწყდებით არა უბრალოდ მატერიას, არამედ ამ მატერიის განსულიერებას.

შემიძლია ვიკამათო, რომ ბევრი თქვენგანი ესაუბრება საკუთარ ავტომობილს. და როგორც მინიმუმ ნახევარს თქვენს შორის, ისინი პასუხობენ. აი, ვინაა გასაგზავნი გამოკვლევაზე. ერთხელ ჩემს ნაცნობ გოგოსთან ვჯდები მანქანაში და ფლირტს ვიწყებ მასთან. ის წასვლას ცდილობს, მაგრამ ავტომობილი არ იქოქება. ჩემი ნაცნობის გენიალური რეპლიკა: «ის შენზე ეჭვიანობს». რაზეც ვპასუხობ, რომ მას არ შეუძია ეჭვიანობა. გოგო ჩემს სიტყვებს ყურადღებას არ აქცევს, მოწყობილობების პანელზე ეფერება მანქანას და ალერსიან სიტყვებს ჩასჩურჩულებს: «არ გეწყინოს, მე მასთან არ ვარ სერიოზულად. ახლა წავიდეთ, ბენზინს გაჭმევ, შემდეგ დაგბან. ლამაზი მეყოლები...» მე დამცინავი ღიმილით ვუყურებდი, მაგრამ მანქანა დაიქოქა!

ვაჭრების კასტაში ჩვენ ვაწყდებით უნარს - მივანიჭოთ ბიზნესს ერთგვარი სული. მრავალ მეწარმეს, როდესაც შვებულებაში მიდის, არ შეუძლია დასვენება. როგორც კი წავლენ, სამუშაოზე მაშინვე პრობლემები ჩნდება. ფულის უკმარისობა სალაროში, ვიღაც სამუშაოზე არ მოვიდა და ა.შ. სხვა სიტყვებით, მის წარმოებას არ შეუძლია დამოუკიდებლად ცხოვრება. სანამ ის ადგილზეა - ყველაფერი რიგზეა. როგორც კი შვებულებას იღებს - ყველაფერი ფუჭდება. ამრიგად, ხუთიანები ვაჭართა კასტაში - ესაა საკუთარი ბიზნესისთვის დამოუკიდებლობის მინიჭება. თქვენ ისვენებთ, ის კი მუშაობს. თითქოს მას ერთგვარი სული, ერთგვარი გონი მართავს.

მეომართა კასტაში ვხვდებით უნარს - გამოვიძახოთ მებრძოლი სული. ამ უნარს, იდეაში, ყველა ოფიცერი უნდა ფლობდეს. მას უნდა შეეძლოს, რომ თავისი ჯარისკაცები შეტევისთვის განაწყოს მოწინააღმდეგის გაცილებით უფრო დიდი ძალის და შემხვედრი ცეცხლის წინააღმდეგ. ლოგიკურად ეს სისულელეა, და თვითონ არავინ მოაწერს ამაზე ხელს, მაგრამ თუ შენ ეს საბრძოლო სული გმართავს, შიში აღარ გექნება, და ისტორიაში ხშირად გვხვდება ასეთი თავგანწირულობის მაგალითები.

ასეთივე უნარს უნდა ფლობდნე სპორტული მწვრთნელებიც. მაგალითისთვის ავიღოთ ფეხბურთი. მწვრთნელი -ერთგვარი შამანია. თავისი სპორტსმენების დარიგებისას, გუნდური სული უნდა აღძრას მათში. რადგანაც ეს თამაში გუნდურია, გუნდი - ეს ერთიანი ორგანიზმია. და ყველა მისი სისტემა შეთანხმებულად უნდა მოქმედებდეს, ეს კი არ გამოდის, თუ ორგანიზმს ერთი გონი არ გააჩნია. ჩვენ ვუყურებთ ჩვენს ნაკრებს და ვხედავთ, რომ იგი ხან ყველას ანადგურებს გზაზე, ხან ყველაზე სუსტ გუნდებთან აგებს. სული ხან არის, ხან არა.

აქ, სხვათაშორის, იმალება პასუხი კითხვაზე, რატომ იყვნენ საბჭოთა კავშირის სპორტსმენები ყველაზე ძლიერები მსოფლიოში. თანამედროვე სპორტსმენები კი მიუხედავად ფინანსური მხარდაჭერისა და ვარჯიშების თანამედროვე მეთოდებისა,

26

Page 27: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

- ვერ ბრწყინავენ? რისთვის გამოდიოდნენ საბჭოთა ათლეტები? „ქვეყნისთვის, სტალინისთვის“ (За Родину, за Сталина), ზოგადად იდეისთვის. იდეა კი - სულია. და სწორედ ის მართავს მათ. თანამედროვე სპორტსმენები კი - პიროვნებები არიან. ყოველ მათგანს მრავალმილიონიანი კონტრაქტი აქვს, ყოველი მათგანი მაისურზე საკუთარი სახელისთვის თამაშობს, იდეა კი უმეტესწილად ფეხებზე ჰკიდიათ.

ხუთიანები მაგების კასტაში - სწორედ ესაა სულთან ან სულებთან მუშაობა. ანუ მაგის ცნობიერება, აღწევს რა ხუთიანებს, გრძნობს სივრცის გონს, ანუ ეგრეთ წოდებულ სტიქიის სულებს (ელემენტალებს). (არ აურიოთ გარდაცვლილი ადამიანების სულებში - ელემენტარებში). გარდაცვლილების დასანახად ორიანებში შესვლაც საკმარისია. აქ ცოტა სხვა რამეა. მაგრამ იმაზე, თუ რას ნიშნავს სტიქიები და სტიქიის სულები, მოგვიანებით ვისაუბრებთ. მანამდე კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ჩვეულებრივი ადამიანი, უყურებს რა მთას, ქვის ნაგლეჯს ხედავს, ხუთიანების მაგი ხედავს, რომ ამ მთას გონიერი სული გააჩნია.

ექვსიანები (6). პორტალიარ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ენერგიაზე. პიროვნების ევოლუციაზე, რომელიც გარკვეულ წერტილებს გადის თავის გზაზე სამყაროსთან ურთიერთქმედების გზით. ექვსიანებშ ჩვენ ვსაუბრობთ ენერგიის პორტალზე.

ენერგიის პორტალი - ესაა წერტილი, სადაც ენერგია არ თავდება. მაგრამ სადღაა მაშნ ენერგიის შენარჩუნების კანონი? საქმე იმაშია, რომ ეს კანონი ჩაკეტილი სისტემების შიგნით მუშაობს. თუ სისტემას გავხსნით, კანონი ირღვევა. გახსოვთ მაგალითი სკამებზე? სამიანებშ მე შემიძლია აქეთ-იქით ვათრიო ეს სკამები, მაგრამ სკამების რაოდენობა უცვლელი დარჩება. ახლა კი სხვა აუდიტორიაშ მივდივარ და იქიდან კიდევ ერთი სკამი მომაქვს. მე გავხსენი სისტემა და დავარღვიე ენერგიის შენარჩუნების კანონი. სწორედ ესაა ექვსიანები.

პირველ კასტაში ეს დაახლოებით ასე გამოიყურება. არის მუშა. ქვეყანაშ კრიზისია, ეკონომიკა ინგრევა, ხდება მასობრივი შემცირებები, ამ მუშას კი ჰკიდია. ის აგრძელებს მუშაობას. ანუ ასეთ ადამიანს არ გააგდებენ წარმოებიდან.

ვაჭრებში ესაა კრედიტებთან მუშაობა. როგორ დავაგროვოთ მილიონი სამიანებში? გადავდოთ ცოტ-ცოტა. ექვსიანებშ ჩვენ მივდივართ ბანკში და ერთ-ორ საათში კრედიტს გვაძლევენ. სხვათა შორის სწორედ აქ იმალება ყველა ფინანსური კრიზისის მიზეზი.

მეომრების კასტაში ექვსიანები - ესაა არაფრისგან ძალაუფლების მიღება. ანუ თქვენ მოეწყვეთ სამსახურშ უბრალო მენეჯერად, ერთ კვირაში კი გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობამდე გაწინაურებენ. ამასთან აქ ადამიანები

27

Page 28: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

10-20 წელი მუშაობდნენ და განსაკუთრებულად არ წასულან წინ, თქვენ კი ერთ კვირაშ კარიერა გააკეთეთ. ესაა ექვსიანები მესამე კასტაში.

მეოთხე კასტაში ექვსიანები მაგს აძლევენ რაღაც მუდმივი დამუხტვისმაგვარს. აქ უკვე მაგი აღარასოდეს იღლება. იგი ყოველთვის ნაკადშია, მაგრამ ამ ნაკადს არ მართავს. გახსნა პორტალი - უამრავი ენერგიაა, მაგრამ იგი თავისთავად ავსებს სივრცეს. წარმოიდგინეთ ხანძარი სახლში. ცეცხლი ბევრ სითბოს გამოჰყოფს, და მაგი თბება მისით, მაგრამ ცეცხლის მართვა არ შეუძლია.

შვიდიანები (7). ნაკადის მართვათუ ექვსიანებში მარადიულ ძრავამდე ვაღწევთ, შვიდიანებში უკვე ვიწყებთ ამ ძრავის მართვას.

პირველ კასტაში - ესაა თავისუფალი მხატვარი. წარმოიდგინეთ ვინმე მხატვარი, ვისი ნახატებიც 500 ათასი დოლარი ღირს (თვითოეული). და მას წელიწადშ 20 შეკვეთა აქვს. მან დახატა ორი ნახატი - და მორჩა. შეუძია მეტი აღარ იმუშაოს. ანუ იგი თვითონ ირჩევს იმუშაოს თუ არა.

ვაჭრებში ეს ასევე მუშაობაა, კრედიტებთან, მაგრამ აქ უკვე თავად ვაჭარი კარნახობს ბანკს თავის პირობებს. ანუ კრედიტის თანხას ბანკის კლიენტი ასახელებს. აქ ჩვენ ვსაუბრობთ ერთგვარ ავტორიტეტზე, ადამიანის რეპუტაციაზე. ამასთან არ დაგავიწყდეთ, რომ მე მხოლოდ ალგორითმებს აღვწერ. მიუსადაგეთ ეს საკუთარ თავს, საკუთარ მასშტაბებს. შესაძოა თქვენც ასევე შვიდიანებს ამუშავებთ იმით, რომ მეზობლისგან სესხულობთ ფულს. და მეზობელი იმდენად გენდობათ, რომ ნებისმიერ თანხას გაძევთ, რაც არ უნდა თხოვოთ.

მეომრები ამ თვისებას სხვა კასტების მსგავსად ამუშავებენ, მაგრამ აქ ისინი ძალაუფლების ნაკადს ირჩევენ. ანუ შვიდიანებშ ეს ისეთი მმართველია, რომელსაც შესთავაზეს, რომ ეხელმძღვანელა განყოფილებისთვის, რომელიც ერთდროულად რამდენიმე წარმოებისგან შედგება. და მეომარი ფიქრობს, საით წავიდეს, სად გახდეს მთავარი?

მაგებში შვიდიანი - ეს უკვე უზარმაზარი ძალაა. მაგს შეუძლია ჩაკეტოს ნაკადი რომელიმე ერთ წერტილში. აქ ჩნდება შესაძლებლობა, რომ შექმნას ძლიერი ძალის ნივთები (ამულეტები, თილისმები, მაგიური ნივთები და ა.შ.) მაგრამ ასევე მაგს შეუძლია ენერგია ადგილმდებარეობაზე ჩაკეტოს. ანუ ძალის ადგილი შექმნას. პერიოდულად მსს-ში ჩნდება ინფორმაცია სხვადასხვა ანომალური ზონების შესახებ, სადაც სხვადასხვა პოლტერგეისტი ვლინდება. ერთი საქმეა, როდესაც ეს ხდება ტექტონიკური ფილების ძვრის ადგილას, და მეორეა - როდესაც ჩვეულებრივ ადგილას. ხშირად ამაში დამნაშავენი შვიდიანების მაგები არიან. მაგალითის სახით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია: მიდის მაგი ქალაქში, ქირაობს ბინას

28

Page 29: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

და გებულობს, რომ მის სადარბაზოში ნარკომოვაჭრეების ბუდეა. და სახლის ბინადრები ვერაფერს ახერხებენ. ისინი დროულად იხდიან ქრთამებს და არავინ ეხებათ. მაშინ მაგი შედის გარკვეულ მდგომარეობაში და იწყებს მოცემული ტერიტორიის კანონის დაწერას, სადაც ნარკოდილერები უბრალოდ კვდებიან. კრავს ნაკადს და მორჩა. მეორე დღეს ან პოლიციელების თავდასხმაა პრიტონზე, ან თავად მაცხოვრებლებმა აიღეს დანები და ყველა დაჭრეს. ამიერიდან ამ მაგის პირადი ძალის ადგილას ვერ გამოჩნდება ვერცერთი ნარკომოვაჭრე.

რვიანები (8). ძალააქ ჩვენ უკვე ვუახლოვდებით იმას, რომ ცნობიერების ზემოქმედება სამყაროზე უზარმაზარი ძალის მოპოვებას იწყოებს. ყოველ კასტაში ზემოქმედება თავისია.

მუშების კასტაში ვიღაც პროფესიონალი რაღაცას ქმნის, და ეს უზარმაზარ ეფექტს ახდენს გარესამყაროზე. მაგალითად, ლეონარდო და ვინჩის «ჯოკონდა». რა არის მასში ასეთი ლამაზი? საშინელი ქალი, თანაც არაა ფაქტი, რომ ქალია, და რაღაც უცნაური (озабоченный) მზერით იყურება. მაგრამ ამ ნახატის ძალა იმდენად დიდია, რომ ყოველდღიურად ათასობით ტურისტი მიდის ლუვრში, რომ მის ფონზე გადაიღოს ფოტო. ფილმ «2012»-შიც კი აჩვენეს, თუ როგორ შეინახეს ეს ნახატი დედამიწის აღსასრულის წინ. ამასთან მისი მნიშვნელობა გაცილებით უფრო დიდი იყო, ვიდრე ადამიანთა უმეტესობის სიცოცხლე.

მეორე კასტაში ძალაში გულისხმობენ თავად ვაჭრის პირად ძალას. ანუ როდესაც ადამიანს გააჩნია უნარი - მოახდინოს ძლიერი ზემოქმედება გარესამყაროზე. მაგალითად, თქვენ ისეთი სპეციალისტი ხართ, რომ ზარალის მომცემი ფირმა მხოლოდ საკუთარ ხარჯზე ასწიოთ. არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძიათ ნებისმიერი ჩავარდნილი პროექტი საკუთარი პიროვნების ხარჯზე ასწიონ.

მესამე კასტაში მეომარს შეუძლია ძალაუფლების მისაღებად ნებისმიერი ბერკეტი გამოიყენოს, რაც კი გააჩნია. მაგალითად თქვენ ხორცის კომბინატის მფლობელი ხართ. და ხორცს ძალაუფლების მისაღებად იყენებთ. უბრალოდ მას თქვენგან მერიც ყიდულობს და გუბერნატორიც. თქვენ მათ კვებავთ, ისინი კი ძალაუფლებას გიზიარებენ.

რვიანების მაგებს ქალაქში უკვე ვეღარ შეხვდებით. ასეთი მაგი ნებისმიერი თავისი აზრით ცვლის გარშემო რეალობას. ამიტომაც ისინი ადამიანებისგან მოშორებით ცხოვრობენ, რადგანაც ასეთი მაგი ისეთია ბრბოში, როგორც სპილო ჭურჭლების მაღაზიაში. ყოველი სიტყვა, ყოველი მოქმედება გარემოზე ზემოქმედებაა.

29

Page 30: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ცხრიანები (9). მენტალური პორტალიცხრიანებში ადამიანი უკვე ცნობიერებით მუშაობს.

მუშების კასტაში შეგვიძლია წარმოვიდგინოთ არქიტექტორი, რომელიც შენობას აპროექტებს, მაგრამ თავად უკვე აგურებს აღარ აწყობს. ანუ იგი აწყობს, მაგრამ მხოლოდ ნახაზებში. გახსოვთ, როგორ ქმნიდა მიქელანჯელო თავის შედევრ დავითის ქანდაკებას? მას მონოლითური ქვა მოუტანეს. ის უბრალოდ ყოველდღე მოდიოდა და საათობით უყურებდა ამ ქვას. შეხედავს და წავა. მომდევნო დღესაც იგივე, და ასე გრძელდებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში. შეხედავს - და წავა. მომდევნო დღეს იგივე და ასე გრძელდება რამდენიმე თვეა. როდესაც მოსწავლეებმა ჰკითხეს, თუ რას აკეთებდა, ოსტატმა უპასუხა: «ვმუშაობ». ანუ თვითოეულ დარტყმას ქვაზე ჯერ ცნობიერებაშ ახდენდა, მენტალურად. და შემდეგ შედევრს ქმნიდა.

ვაჭრებში ცხრიანები - ესაა სამყაროს აღქმა ფულის ალგორითმით. ადამიანი ყველგან ფულს ხედავს. იგი ამბობს: ეს მანქანა რამდენიღაც დოლარი ღირს, ეს ქალი ამდენი, ჩემი დროის ერთი საათი - ამდენი. მაგრამ ეს არაა ობიექტებზე ფასების უაზრო დაკვრა. ასეთ ადამიანს რეალურად შეუძლია ამ ობიექტის ყიდვა სწორედ ასეთ ფასად. ეს თვისება კარგადაა ნაჩვენები ფილმში «უხამსი წინადადება» რობერტ რედფორდით და დემი მურით მთავარ როლებშ. გახსოვთ, იქ მილიარდელმა ქმრისგან ცოლი იყიდა მილიონ დოლარად. და მან ის გაყიდა!

ერთხელ ბილ გეითსი პრესკონფერენციას ატარებდა, სადაც მთელი საათი პასუხობდა ჟურნალისტების შეკითხვებს. იმ სკამის პატრონმა, რომელზეც ბილ გეითსი იჯდა, ინტერნეტ-აუქციონზე გაიტანა ეს სკამი და 100 ათას დოლარად გაყიდა. შემდეგ ინტერნეტით ხუმრობა გავრცელდა, რომ ბილ გეითსი ერთ საათში უკანალით მეტს შოულობს, ვიდრე ამერიკის პრეზიდენტი თვის განმავლობაში თავით.

მაგებს, რომლებიც ცხრიანებში მუშაობენ, ილუზიის მბრძანებლებს უწოდებენ. აქ ვხვდებით ისეთ რამეს, როგორიცაა აზრების მატერიალიზაცია. იგულისხმება აზროფორმის შექმნა, რომელიც არ განსხვავდება რეალური ობიექტისგან. ასეთ მაგს შეუძია შექმნას აზრი, რომელიც თქვენთვის რეალობა იქნება.

ათიანები (10). ამაღლება აქ ყველაფერი მარტივია. ადამიანი ტოვებს თავის კასტას და ერთი სართულით მაღლა ადის.

მუშა ხდება ვაჭარი.

ვაჭარი - მეომარი.30

Page 31: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

მეომარი - მაგი

და სად მაღლდებიან მაგები? საერთოდ რას უკავშირდება ამაღლების იდეა? აქ ნათქვამია, რომ ადამიანის ორგანიზმი ახალი სიჩქარით, ახალი სიხშრით იწყებს მუშაობას. აქედან მოდის ცვლილებები მის ცნობიერებაშიც - სხვა სიხშირეზე სხვა ღირებულებებია. და მანამ, სანამ მაგების ამაღლებას აღვწერთ, მოდით ცოტა ვისაუბროთ მათზე.

მაგები ასევე იყოფიან კასტებად, ანუ ქვეკასტებად, ანუ დონეებად. ასეთი დონე ოთხია:

პირველი დონის მაგებს ექსტრასენსებს უწოდებენ. მუშაობის დიაპაზონი 2-დან 4 კარტამდე. ისინი სწავლობენ სამყაროს შეგრძნებას და მასთან ურთიერთქმედებას. საჭირო გამოცდილების დაგროვების შემდეგ მაგი თავის დონეს იმაღლებს.

მეორე დონის მაგებს მკურნალებს უწოდებენ. მუშაობის დიაპაზონი 5-დან 7 კარტამდე. აქ უფრო დაწვრილებით უნდა განვიხილოთ. საქმე იმაშია, რომ მკურნალები - ისინი არ არიან, ვინც კურნავენ. ექიმებიც კურნავენ, მაგრამ ჩვენ მათ მკურნალებს არ ვუწოდებთ. ჩვენ ვსაუბრობთ არა პროფესიებზე, არამედ ცნობიერების დონეზე, რომელსაც შეუძია იურთიერთოს სამყაროსთან უჯრედულ დონეზე. ანუ ასეთი მაგის ზეგავლენა შეიძება გავრცელდეს უჯრედთა ჯგუფზე. აქედან გამომდინარე ეს ადამიანები ცოცხალ

ორგანიზმებთან მუშაობენ და ამ უნარს ავარჯიშებენ. და ძირითადად მკურნალობით არიან დაკავებულნი. ასეთ ცნობიერებას შეუძლია იმოქმედოს კიბოს უჯრედზე და მოკლას იგი, ან პირიქით - გამოიწვიოს.

თუ ასეთ მკურნალებზე ვისაუბრებთ, მათ იშვიათად შეხვდებით ქალაქში. ძირითადად ისინი ბუნებაშ ცხოვრობენ, ქალაქგარეთ. რატომ? ნამდვილი მკურნალი არასოდეს კურნავს ადამიანს თავისი ენერგიით. იგი მას სისტემის ენერგიით კურნავს. ამ ენერგიას კი კონცენტრაციის წერტილები გააჩნია ადგილებზე, რომლების ძალის ადგილებად იწოდებიან. ამ ადგილებში შესაძლებელია ორგანიზმზე მაქსიმალურად ზემოქმედება. მაგალითად - ფილიპინელი მკურნალები. რატომ სწორედ ფილიპინელი? ალბათ იქ არის ძალის ადგილი, სადაც შესაძლებელია ამ უნარის გამომუშავება - ქსოვილის გაჭრა ინსტრუმენტების გარეშე. სხვა ადგილებში ამ ტრადიციამ ვერ იარსება.

მესამე დონის მაგებს ალქიმიკოსებს უწოდებენ. მუშაობის დიაპაზონი 7-დან 9 კარტამდე. აქაც უნდა განვმარტოთ. ერთხელ გადაცემას ვუყურებდი ალქიმიკოსების შესახებ. იქ მათზე საუბრობდნენ, როგორც თანამედროვე ქიმიის მამამთავრებზე. ისინი სადღაც სარდაფებში იჯდნენ, ჭუჭყიანები, დაუბანლები და ექსპერიმენტებს ატარებდნენ სხვადასხვა რეაქტივებზე. ურევდნენ რაღაც სითხეებს და პირშ ისხამდნენ. თუ არ მოკვდნენ, ე.ი. სიცოცხლის ახალი ელექსირი გამოგონილია. სხვა სიტყვებით - ბოდვა. ალქიმიკოსებშ ჩვენ ვგულისხომთ ისეთ ცნობიერებას,

31

Page 32: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

რომელსაც სიცოცხლეზე ზემოქმედება მოლეკულურ დონეზე შეუძლია. ანუ ნივთიერების კრისტალურ მესერზე. ეს კი ნიშნავს, რომ შესაძებელია მუშაობა «არაცოცხალ» საგნებზე და მათ ტრანსფორმაციაზე. აქედანაა ზღაპრები ფილოსოფიურ ქვაზე და ალქიმიკოსების უნარზე - გადააქციონ ნებისმიერი ნივთიერება ოქროდ. იგივე გაუკეთა ქრისტემ წყალს, როდესაც ღვინოდ გადააქცია. მან უბრალოდ მატერიის სტრუქტურა შეცვალა. ასე რომ დაახლოებით შეგექმნებოდათ წარმოდგენა ასეთი მაგების ძლევამოსილებაზე.

4-ე დონის მაგები - ჩვენს პლანეტაზე ადამიანის ევოლუციის უკანასკნელი საფეხურია. ისინი უკვე საკუთარი სხეულის სტრუქტურის შეცვლას იწყებენ და სინათლის ღრუბლად აქცევენ მას (ამაღლება). მაგრამ როგორაა ეს შესაძებელი? აქ ვენტილიატორის პრინციპი მუშაობს. ყველას გინახავთ ვენტილიატორი და იცით, რომ სანამ ის გამორთულია, მისი ფარფლები კარგად ჩანს. მაგრამ თუ ის მუშაობს, მბრუნავი ფარფლების იქით იმას ვხედავთ, რაც მათ მიღმა იმყოფება. თუ ვისაუბრებთ ატომის წყობაზე, მანძილი მის ელემენტებს შორის დაახლოებით ისეთივეა, როგორც მზის სისტემის პლანეტებს შორის. ისევე, როგორც ვენტილიატორის ფარფლების სიჩქარის გაზრდისას, ამ მაგებს ენერგია იმდენად ბევრი უხდებათ, რომ იზრდება ელემენტარული ნაწილაკების ბრუნვის სიჩქარე, რაც საშუალებას აძლევს სხეულს, რომ ახალ ფორმაშ გადავიდეს.

სხვათაშორის, როდესაც უფოლოგები უფო-ს აკვირდებიან, სტრუქტურულად ორ სახედ ჰყოფენ მათ: პირველებს გააჩნიათ რაღაც მეტალის კორპუსისმაგვარი და უცვლელი ფორმა. მეორენი - უბრალოდ სინათლის ლაქებს ჰგვანან. მათ არ გააჩნიათ მკაფიო ფორმა, შეუძლიათ გაიზარდონ ან შემცირდნენ ზომებში, მათი მოძრაობის ტრაექტორია ახსნას არ ექვემდებარება. მათ შეუძიათ რამდენიმე ობიექტად დაიყონ, გამოჩნდნენ არსაიდან და გაქრნენ იმავე ადგილზე. არსებობს ეჭვი, რომ სწორედ ეს ობიექტები, რომლებიც სინათლისგან შედგებიან, არიან მაგები, რომლებმაც დაასრულეს ევოლუცია დედამიწაზე. ტრადიციაშ მათ დემიურგებს უწოდებენ. მუშაობის დიაპაზონი 9-დან 10 კარტამდე.

თავი 5. სახე და ხატითუ არ მივმართავთ მაგიური მოდელის მექანიზმს, ყველა მითი მაგების შესაძლებლობათა შესახებ გაუგებარი რჩება. და საერთოდ, ვინ მისცა მაგებს უფლება, რომ ევოლუციურ საფეხურზე სხვებზე მაღლა მყოფებად ჩაითვალონ?

ბიბლიაში არის ასეთი ფრაზა: «და შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის სახედ და ხატად». მას შემდეგ, რაც ეს სიტყვები დაწერეს, კამათი იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურება ღმერთი, რა თვისებებს ფლობს, ქალია თუ მამაკაცი, არ წყდება. ანუ ადამიანები სერიოზულად ფიქრობენ, რომ ღმერთს აქვს ხელები, ფეხები, თავი და სხვა ადამიანური ნაწილები. ვიღაცამ ჭეშმარიტად თქვა: «ღმერთმა კი არ შექმნა ადამიანი თავის სახედ და ხატად, არამედ ადამიანმა შექმნა ღმერთი - თავის ხატად».

32

Page 33: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

სწორედ ამაშია ადამიანთა პრობლემა. მათ ერთი უზარმაზარი ნაკლოვანება აქვთ: ძალიან უყვართ, რომ დედამიწის ჭიპად და სამყაროს ცენტრად ჩათვალონ თავიანთი თავი. სხვა სიტყვებით, ყოველ მათგანს ჭეშმარიტად სჯერა, რომ იგი პიროვნებაა, ინდივიდუალობაა, განუმეორებელია, და ასეთი სამყაროში სხვა არ არსებობს. მაგრამ მართლაც ასეა? მოდით, წარმოვიდგინოთ ასეთი ექსპერიმენტი: ჩვენ ვიღებთ ყველა ადამიანს პლანეტაზე და ერთ დიდ გროვად ვათავსებთ სადმე. შემდეგ უბრალოდ ვაკვირდებით. ჩვენ დავინახავთ, რომ ადამიანები ამ საერთო მასიდან დაიწყებენ ჯგუფებად გაერთიანებას სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით: კანის ფერით, ნაციონალობით, ენობრივი ბარიერით, რელიგიური რწმენებით და ა.შ. სხვა სიტყვებით, არსებობს ერთგვარი პარამეტრები, რომლებიც აერთიანებენ «ინდივიდუალობებს» მასიურ ცნობიერებად. და გამოდის, რომ ადამიანი - მხოლოდ ბრბოს ნაწილია. იგი არაა ინდივიდუალური. იგი მაინც სხვა ორგანიზმის უჯრედია.

სხვათაშორის, რაც შეეხება უჯრედებს. მთლიანობაში ორგანიზმები დედამიწაზე შეგვიძლია რამდენიმე დონედ დავყოთ. პირველი დონე - უმარტივესი ერთუჯრედიანი ორგანიზმებია. მეორე დონე - მრავალუჯრედიანი ორგანიზმებია (რომლებიც თავის მხრივ შედგებიან ერთუჯრედიანებისგან). მესამე დონე - ეგრეგორებია (მრავალუჯრედიანი ორგანიზმების ჯგუფები, რომლებიც რაღაც პარამეტრებით ერთიანდებიან). როგორც ადამიანის ორგანიზმის ანალოგი, ისინი შეგვიძლია შევადაროთ შინაგან ორგანოებს (ღვიძლი, გული და ა.შ.). ასევე მესამე დონეს განეკუთვნება პლანეტა დედამიწის ცნობიერება (ყველა ეგრეგორის გაერთიანება), ანუ ერთიანი ორგანიზმი, რომელიც უფრო დაბალ ორგანიზმებს მოიცავს, ისევე როგორც მთელი ჩვენი ორგანიზმია ყველა ორგანოს ერთობლიობა. სწორედ ამ ცნობიერებას უწოდა მოსემ იაჰვე. ანუ ღმერთის ქვეშ, ჩვენთვის საკმარისია გვესმოდეს, რომ ეს ჩვენი პლანეტის ცნობიერებაა.

აქედანაა ხატება და მსგავსებაც. ჩვენს ორგანიზმში არსებობს როგორც უბრალოდ ერთუჯრედიანი ორგანიზმები, ასევე მრავალუჯრედიანიც (შინაგანი ორგანოები), და მათაც გააჩნიათ ცნობიერება, მაგრამ მხოლოდ თავიანთი დონის შესაბამისი. ამიტომ ჩვენი ცნობიერება - ეს ერთი დიდი უჯრედის ცნობიერება კი არა, უჯრედთა კონგლომერატის ცნობიერებაა. ანუ ჩვენი უჯრედების და ორგანოების ცნობიერება პირდაპირ ზემოქმედებს პიროვნების ფორმირებაზე. აქედან მოდიოდა ძველ დროში კანონები (ზოგიერთ ქვეყანაში ახლაც მოქმედებს), როდესაც ქურდებს ხელებს აჭრიდნენ, მოძალადეებს სასქესო ორგანოს, ხოლო სხვადასხვა ყაჩაღებსა და მოღალატეებს თავებს აჭრიდნენ ცუდი განზრახვის გამო (მაგალითად, მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება). ასეთი სასჯელი იქიდან გამომდინარეობდა, რომ ამ ადამიანების პრობლემა სხეულის გარკვეულ ნაწილში ან ორგანოში იყო. თუ ხელს მოაჭრი, ადამიანი აღარასოდეს მოიპარავს. იგივეა მოძალადეებზეც. ხოლო თავის მოჭრა - ერთგვარი გარანტიაა, რომ ადამიანი შემდეგ განსხეულებაში აღარც კი გაიფიქრებს მსგავს რამეს.

ასე რომ, თუკი პლანეტას განვიხილავთ, როგორც ერთიან ორგანიზმს, კაცობრიობა წარმოადგენს პლანეტის ნერვულ სისტემას. ისევე როგორც ჩვენში, ნერვული სისტემა ასე დაიყოფა: პერიფერიული, ცენტრალური და თავის ტვინი, როგორც ცნს-ს ყველაზე რთული ნაწილი. და აი, რა გამოდის:

ადამიანები 1-დან 3 კასტამდე წარმოადგენენ პლანეტის პერიფერიულ ნერვულ სისტემას.

1 და 2 დონის მაგები - ცენტრალურ ნერვულ სისტემას.33

Page 34: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

3 და 4 დონის მაგები – პლანეტის თავის ტვინს.

მცირე გადახვევა: თუ გახსოვთ, ტაროს მცირე არკანებს კიდევ გააჩნიათ კარტების რიგი, რომელსაც პირობითად «ნახატიანებს» ვუწოდებთ (ვალეტებიდან ტუზებამდე). ამრიგად, ესაა დამატებითი თვისებები, რომლებსაც ატარებენ 3 და 4 დონის მაგები. სწორედ ამ სიგნალების თავის თავშ გატარების უნარი აძლევს საშუალებას ადამიანს, რომ პლანეტის ტვინში იმყოფებოდეს.

ეს იერარქია ბუნებრივია. საქმე იმაშა, რომ ყველა ამ სიგნალს სირთულის გარკვეული ხარისხი გააჩნია. წარმოიდგინეთ ნერვული იმპულსი, რომელიც ხელის თითს ამოძრავებას აიძულებს. და წარმოიდგინეთ იმპულსი, რომელიც მთელ ხელს ამოძრავებს. ვფიქრობ, არაა საჭირო ახსნა, რომ ეს იმპულსები სირთულით განსხვავდებიან. აქედანაა იერარქიაც. მისი ყიდვა და საჩუქრად მიღება არ შეიძლება. თქვენ ან შეგიძიათ თქვენი ცნობიერებით გაატაროთ ეს იმპულსი, ან არა. აი რა გამოდის: ტვინი იძლევა იმპულსს, ცნს ატარებს მას, ხოლო პერიფერიული ნერვული სისტემა ასრულებს.

ამითვე აიხსნება მაგების ძალაც. წარმოიდგინეთ: მიდიხართ და უეცრად ეცემით, თავს ასფალტზე არტყამთ. რას აკეთებენ თქვენი ხელები? ისინი ცდილობენ თავი დაიცვან. ანუ ორგანიზმი მზადაა მსხვერპლად გაიღოს ხელები იმისთვის, რომ თავი (ტვინი) გადაარჩინოს. ამიტომ მაღალი თანრიგის მაგები უბრალოდ მოუხელთებელნი (неуязвимы) არიან. აქ მახსენდება დიალოგი კარლოს კასტანედასა და დონ ხუანს შორის.

– და რას იზამ, ალყაში რომ მოგაქციონ?

დონ ხუანს დიდხანს არ შეეძლო ამ კითხვის გაგება:

– მე უბრალოდ არ გამოვჩნდები იქ.

ამრიგად, მცირე დასკვნა. ყველა ორგანიზმი დედამიწაზე განსხვავდება თავისი სირთულით არა მხოლოდ ბიოლოგიურ დონეზე, არამედ ცნობიერების დონეზეც. ეს სირთულე დაკავშირებულია ცნობიწერების მეშვეობით ენერგეტიკული ინფორმაციული სიგნალის გატარებასთან. და რაც უფრო რთულია ცნობიერება, მით უფრო რთული სიგნალის გატარება შეუძლია მას. მოცემული სიგნალი მმართველი ბუნებისაა და სხვადასხვა ბრძანებებს შეიცავს. ამგვარად ბუნებრივია არსებობს ცნობიერების იერარქია ჩვენს პლანეტაზე. ეს განსხვავებები ახდენენ კასტების, ცხოვრების სახის, სამყაროს აღქმის და მასზე ზემოქმედების ძალის ფორმირებას

ეს იყო ცნობიერების ევოლუციის მოკლე მიმოხილვა მაგიის თვალსაზრისით. შემდეგ იქნება აღწერილი სამყაროს მაგიური სურათის საბაზისო მოდელი, ასევე მოცემულ იქნება სხვადასხვა პრაქტიკები, რომლებიც საფუძველს და ფუნდამენტს წარმოადგენენ ცნობიერების განვითარებისთვის. ხოლო თავად მოდელი საშუალებას არ მოგცემთ, რომ ჭკუიდან შეიშალოთ იმ შემთხვევაში, თუკი შედეგს მიაღწევთ.

თავი 6. თეორიული ნაწილი

34

Page 35: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

პირველ რიგში, ეს მხოლოდ მოდელია.იგი არაა სრულყოფილი, მაგრამ საკმაოდ ბევრს ხსნის. დამწყებებისთის იგი საჭიროა, რომ ფსიქიკა ჰქონდეთ მდგრადი. თუ ცნობიერება ეჯახება იმას, რისი ახსნაც არ შეუძლია, მას ეშინია, კონტროლს კარგავს ფსიქიკაზე, და ადამიანი ჭკუიდან გადადის. მაგრამ თუ ცნობიერებას შეუძლია დახასიათება მისცეს რაიმე პარანორმალურ მოვლენას, მაშინ ადამიანს დარჩება შანსები, რომ «საგიჟეთში» არ მოხვდეს.

მთლიანობაში სამყაროს მაგიურ სურათს ორი მოდელი აქვს: ხაზოვანი და კვანტური (კაბალისტური). ხაზოვანი მოდელი აღწერს საყაროს, როგორც მრავალ განზომილებას. იგი ამტკიცებს, რომ ეს განზომილება ჩვენს სამყაროში 22-ია (კვანტურმა ფიზიკამ აქამდე მხოლოდ 11 აღმოაჩინა).

პირველ, მეორე და მესამე განზომილებას ეწოდება X-, Y-, Z- კოორდინატები, უფრო მეტად ცნობილი, როგორც სიგრძე, სიგანე და სიმაღლე.

მეოთხე განზომილება - დროა.

მეხუთე განზომილება - დროის გაფართოება (მრავალ-ვარიანტობაა).

მეექვსე განზომილება - მასაა.

მეშვიდე - დამუხტვა (заряд).

შემდეგ განზომილებებს დასახელებები არ აქვს, რადგანაც ადამიანის ენა ძალიან მწირია, რომ ისინი აღწეროს.

როგორ მუშაობს განზომილებების პრინციპი? წარმოიდგინეთ ორგანზომილებიანი სამყარო. მხოლოდ სიგრძე და სიგანე, სიმაღლე არაა. როგორც ქაღალდის ფურცელი. ამ სამყაროში 2-განზომილებიანი კაცუნები ცხოვრობენ. და უეცრად მათ სამყაროზე ბუზი დაჯდა. და ამ სამყაროში 6 წერტილი გაჩნდა (ბუზის ფეხები). დასაწყისისთვის ამ სამყაროშ სასწაული მოხდა: ოვბიექტების მატერიალიზაცია. შემდეგ ბუზი გადაადგილდა და ადამიანებმა დაინახეს, რომ წერტილები სინქრონულად მოძრაობენ, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ამ ობიექტებს გონი გააჩნიათ. შემდეგ ბუზი აფრინდა, და კვლავაც სასწაული მოხდა: ობიექტებმა დემატერიალიზება განიცადეს. და ამ სამყაროს მოსახლეობა დაიყოფა იმად, ვინც ეს ბუზი დაინახა, და იმად, ვისაც იგი არ უნახავს.იმად, ვისაც სჯერა მისი, და იმად, ვისაც არ სჯერა. ასე ჩნდება ხალხშ ლეგენდები სულების, მოჩვენებებისა და პოლტერგეისტების შესახებ.

აქედანვეა მრავალხელიანი და მრავალსახოვანი ინდოელი ღმერთების გამოსახულებაც. ერთხელ საუბარი მქონდა ერთ კრიშნაიტთან, რომელიც ამტკიცებდა, რომ მედიტაციის დროს კრიშნა ასეთი მუტანტის სახით იხილა.

სულაც არა. მათი გამოსახულების არსი იმაშია, რომ თვალების რაოდენობა მეტყველებს ამ არსების მიერ აღქმადი განზომილებების რაოდენობაზე, ხოლო

35

Page 36: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ხელების რაოდენობა - იქ რაღაცის კეთების უნარზე. ეს მოკლედ, ხაზობრივი მაგიის შესახებ.

კაბალისტური (კვანტური) მოდელი სამყაროს აღწერს, როგორც წიგნს. ამ მოდელში სამყარო განიხილება, როგორც კომპიუტერული თამაში: მონიტორზე ჩვენ ვხედავთ კაცუნას, სამყაროს მის გარშემო, მაგრამ საწყის კოდში იქ მხოლოდ სიმბოლოები და სხვადასხვა რიცხვობრივი და ასოებრივი ბრძანებებია. ანუ ეს არაა ფორმების სამყარო - ეს უბრალოდ ტექსტია. იმისთვის, რომ უფრო ადვილად გაიგოთ, წარმოიდგინეთ, რომ წიგნს კითხულობთ (თუმცა თქვენ ისედაც კითხულობთ მას). მაგალითად, ის მომენტი, სადაც რაიმე ადგილია აღწერილი. მაგრამ თქვენ ვერ ხედავთ ასოებს ან სიტყვებს, თქვენ ხედავთ ამინდსაც და სახლებსაც. წარმოსახვა მთელ სამყაროს ქმნის თქვენს თავში. ასევე ჩვენი ტვინიც, სამყაროს სიგნალების (ასოების) გაძლიერებით ახდენს მათ ფორმირებას სიტყვებად (ობიექტებად), ხოლო სიტყვებს - წინადადებებად (სიტუაციებად). და ასეთი ასოც 22-ია. მაგრამ ნუ ჩავუღრმავდებიუთ კაბალისტიკის არსს.

გავაკეთოთ უფრო მარტივად. მოდით შევადაროთ საკუთარი თავი ტელევიზორს. როდესაც ტვ-ს რთავთ. რას ხედავთ? სრულყოფილ სამყაროს, ფერადს, ხმებს და სურათებს. მთელი სამყარო ამ ყუთშია. მაგრამ საიდან ჩნდებიან სურათები ტვ-ში? შიგნით ხომ არ ზის ვიღაც გნომი და არ ხატავს ეკრანის მეორე მხრიდან. ეს სამღარო შიგნით რადიოსიგნალის სახით აღწევს. ანტენა იჭერს მას, სიგნალი იშიფრება და ეკრანზე გამოდის. სულ ესაა. იგივეა ჩვენს შემთხვევაშიც. ასეთ მოწყობილობას ტვინი წარმოადგენს. მთელი სამყარო კი - უბრალოდ ინფორმაციული სიგნალებია. მეცნიერებაში ამ სიგნალების ერთობლიობას დედამიწის საინფორმაციო ველს უწოდებენ. სანამ ამ ველის ფიზიკას აღვწერთ, დროებით დავუბრუნდეთ მაგების მემკვიდრეობას. ამრიგად, ატლანტები სპეციალიზირდებოდნენ ბიოტექნოლოგიებზე და ცოცხალი ორგანიზმების ევოლუციაზე. და რადგანაც ნებისმიერი ორგანიზმი დედამიწაზე - უფრო დიდი ორგანიზმის მხოლოდ ნაწილია, ატლანტები ხვდებოდნენ, რომ სიმბიოზი უნდა დაემყარებინათ. ამიტომ გულმოდგინედ ცდილობდნენ, რომ პლანეტის ცნობიერება გაეგოთ. მაგრამ ის ძალზე რთული იყო, მაშნ მათ გადაწყიტეს, რომ ცოტათი გადაეპროგრამებინათ იგი. ამისთვის პლანეტაზე მოწყობილ იქნა გარკვეული მანქანები, რომლებიც გარკვეული სიხშირის ენერგიას გამოსცემდნენ. ამ მანქანებზე აშენებულ იქნა პირამიდები. რატომ სწორედ პირამიდები? იმიტომ, რომ მათ გარკვეული გეომეტრიული ფორმა გააჩნიათ, რომლის შიგნითაც დრო სხვადასხვა სიჩქარით მიედინება. ამრიგად, პირამიდის საფუძველშ დრო უფრო ნელა გადის, ვიდრე მწვერვალზე. გამოდის ერთგვარი „პილასოსი“. რომელიც ენერგიას პირამიდის ძირითად ქაჩავს და ზემოთკენ აჩქარებს, რის შედეგადაც გამოდის სხივი, რომელიც პლანეტის ბიოსფეროს ურტყამს, რომელიცაა სწორედ დედამიწის საინფორმაციო ველი (ცნობიერება). თუმცა ნოსფეროც, და ატმოსფეროს ყველა ფენაც პლანეტის ცნობიერებაა. და ყველაფერი ეს პირამიდებთან დაკავშირებით ნემსის ჩხვლეტის პრინციპით მუშაობს. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს სხეულზე არის აქტიური წერტილები, რომლებზე ზემოქმედებითაც შეგვიძლია ტვინზე ვიმოქმედოთ. იგივე გააკეთეს ატლანტებმაც. ისინი დედამიწის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან

36

Page 37: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

წერტილებში ჩანერგეს ეს მანქანები და მათი მეშვეობით თავიანთი სურვილისამებრ გადააყენეს დედამიწის ოპერაციული სისტემა. ამ წერტილებს შორის ენერგეტიკული ურთიერთქმედება დაიწყო, ან სხვა სიტყვებით - წარმოიქმნა ენერგეტიკული არხები, სიხშირის ნაკადები (ტელე-გადაცემები, თუ ამას ტელევიზორს შევადარებთ), რომლებიც ზუსტად 22 გამოდიოდა. და მოგვიანებით მათ არკანები უწოდეს (ლათ. Arcanum - საიდუმლო). გამოდის, რომ 22-ვე საიდუმლოს შეცნობისას ადამიანი ღმერთი ხდება.

მრგვალი წარმონაქმნები - ესაა სეფირები, ენერგეტიკული წყაროები, ძირითადი სიხშირეები. ხოლო არხები მათ შორის - ესაა არკანები, ინფორმაციული დიაპაზონები. უკეთესი გაგებისთვის ეს შეგვიძლია შევადაროთ კომპიუტერს. სეფირები - მყარი დისკებია, ხოლო არკანები - ინფორმაცია ამ დისკებზე. ან ისევ ტვ-ს შევადაროთ. სეფირები იქნება ტელევიზორის რეტრანსლიატორები, ხოლო არკანები - ტელეარხები.

არკანების შედარება ტელე-არხებთან არც თუ შესაფერისია. უფრო კარგი იქნება, თუ მათ სიხშიროვან რადიო-დიაპაზონს შევადარებთ. მაგალითად, არის AM ან FM დიაპაზონები, რომელზეც შესაძლებელია ერთდროულად არსებობდეს მრავალი რადიო-გადაცემა. დავუშვათ, FM დაიპაზონი მოიცავს საკუთარ თავში გასართობ რადიო-გადაცემებს. და არის ტაქსისტების დიაპაზონი, სამხედროების დიაპაზონი და ა.შ. რადიო-კოშკები - ეს სეფირებია.

37

Page 38: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

მაშ, რა არის არკანი? საქმე იმაშია, რომ ბევრი სურათის დანახვისას გულუბრყვილოდ ფიქრობს, რომ ესაა დედამიწაზე გამავალი უჩინარი მილი და საჭიროა მხოლოდ თავი გავყოთ მასში, და ასე ადამიანი არკანშ შევა. არა. არკანები - ესაა ენერგო-ინფორმაციული არხი, რომლის შედარებაც ყველაზე ადვილია რადიო-ტალღასთან. ხოლო ჩვენი ცნობიერება, ესაა მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია გადაეწყოს მასზე, როგორც ანტენას. და მაშნ ადამიანი შედის ენერგიის გარკვეულ დიაპაზონში და იწყებს სამყაროს ხედვას გარკვეული არკანის პოზიციიდან, რომლებიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 22-ია.

ტაროს ლეგენდა ეს მოდელი ჩვენთვის ცნობილი გახდა ეგვიპტელი ქურუმების (მაგების) მეშვეობით, რომლებმაც ტაროს კარტის დასტა შექმნეს. ლეგენდის თანახმად, როდესაც ეგვიპტის მაგებმა იგრძნეს ეგვიპტური ცივილიზაციის აღსასრულის მოახლოება, ქურუმების საბჭო მოიწვიეს. ქურუმებს ეშინოდათ იმ ცოდნის დაკარგვის, რომელსაც ასწლეულობის განმავლობაში ნამცეც-ნამცეც აგროვებდნენ, და რომელიც წარსული ცივილიზაციებისგან ერგოთ მემკვიდრეობად. ისინი გრძნობდნენ, რომ მალე ეგვიპტე ველურების და ბარბაროსების ხელით დაეცემოდა, რომლებსაც ფეხებზე ეკიდათ ეს ყველაფერი. და ამიტომ საბჭოზე მიღებულ იქნა რამდენიმე გადაწყვეტილება ცოდნის შენახვის მიზნით.

პირველად, გადმოცემის თანახმად, იყო წინადადება, რომ შეექმნათ ქვის ფილები და დაშიფრული ცოდნა იქ შეენახათ. ფილები შექმნეს და დამალეს, და გზაც მათკენ, ასევე დაშიფრულ იქნა. ლეგენდის მიხედვით, ეს ფილები მოსემ იპოვა (რომელიც სხვათაშორის ეგვიპტელი მაგი გახლდათ) სინას მთაზე. მისი ტორა (რომელიც შემთხვევით არ ჟღერს ისევე, როგორც ტარო), თავის თავში მრავალ გასაღებს შეიცავს ტაროს კარტის გასაშიფრად. ასე, მაგალითად, ადამის და ევას ისტორია შეიცავს 6-ე არკანის გაშიფვრას, ხოლო 10 მცნება დაშიფრული სახით მეტყველებს 10 სეფირზე.

მეორე წინადადება იყო ოქროს ფილების შექმნა. ისინი, შეიძება ითქვას, რომ ტაროს კარტის პროტოტიპები გახდნენ. ფილები დღემდე არაა ნაპოვნი, და ლეგენდის თანახმად, დამალულია ნილოსის ქვეშ, ეგვიპტეში, სპეციალურ ტაძარში, რომელიც ნილოსის ფსკერის ქვეშ ააშანეს. ეს გაკეთებული იქნა სპეციალურად მაგებისთვის, რომლებსაც იოლად შეუძლიათ სხეულიდან გამოსვლა და მიწის ქვეშ შესვლა, რათა წაიკითხონ ისინი. სხვათაშორის, სასაცილო დამთხვევაა. როცა ეგვიპტეშ ვიყავი, შევამჩნიე, რომ ეგვიპტელები აღმერთებენ ნილოსს და ძალიან სათუთად ექცევიან. და ეს უცნაურია, რადგანაც ეს მდინარე ძალიან ჭუჭყიანია. ჩვენ აგვიხსნეს, რომ ნილოსი მტკნარი წლის წყაროა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ იქ უფრო ძვირფასი რამაა დამალული.

38

Page 39: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

მესამე ვარიანტი, ლეგენდის თანახმად, შექმნეს აზარტული თამაშის სახით, რომელიც 78 კარტისგან შედგებოდა, სადაც 22 დიდი არკანია და 56 მცირე. თუმცაღა არსი თამაშში კი არა, იმაშია, რომ ეს წიგნი აღწერს ეგვიპტელი მაგებისთვის იმ დროისთვის ცნობილ სამყაროს სურათს (ატლანტიდის განადგურების შემდეგ მთელი სურათი არ იყო შემორჩენილი).

და რატომ სწორედ კარტები? არ შეიძლებოდა, პირდაპირ წიგნი დაეწერათ? გააკეთე ასე და ასე, და გექნებათ ესა და ეს. მაგრამ ეგვიპტელებმა კარგად ისწავლეს ატლანტების გაკვეთილი. საქმე იმაშა, რომ ატლანტების განდადგურების შემდეგ დარჩა რაღაც წერილობრივი წყაროები, მაგრამ მათი წაკითხვა არავის შეეძლო. ენა მკვდარი იყო. და რამდენადაც ეგვიპტის მაგები შპარგალკას იკეთებდნენ მომავლისთვის, მათ გადაწყვიტეს გრაფიკული დამწერლობა გამოეყენებინათ.

არსებობს ენის ორი სახე: ფონეტიკური და გრაფიკული. ფონეტიკურ ენაში ასოს ენიჭება ბგერა, და რამდენიმე ასოს ერთობლიობით ფორმირდება სიტყვა, რომელიც აზრს ატარებს. გრაფიკული ენა - ესაა რაღაც იეროგლიფების მაგვარი, სადაც ერთ სიმბოლოს შეუძლია მთელ წინადადებას აღნიშნავდეს.

მაგრამ ქურუმები კარტის შექმნისას იყენებდნენ სიმბოლოებს, რომლებიც მიბმულნი იყვნენ ტვინის ქერქ-ქვეშა სტრუქტურებზე (ქვეცნობიერებაზე). სხვა სიტყვებით, ისინი იყენებდნენ სიმბოლოებს, რომლებიც დროშ არ ბერდებოდნენ. მაგალითად, ქალი ათასი წლის შემდეგაც ქალს აღნიშნავს, მამაკაცი - მამაკაცს, ხოლო ჩიტი - ჩიტს.

ამრიგად, ტაროს დასტა წარმოადგენს არა აზარტულ თამაშს ან სამკითხაო ინსტრუმენტს (თუმცა მასზე შესანიშნავად მკითხაობენ), არამედ დაშიფრულ წიგნს, სადაც 22 დიდი კარტი აღწერს სამყაროს ვერტიკალში (სიხშირეებისა და განზომილებების რაოდენობის ზრდას), ხოლო 56 მცირე კარტი აღწერს სამყაროს წყობას ჰორიზონტალურ სიბრტყეზე. თავად გამოსახულებები წარმოადგენენ განწყობით დაფებს, რომლებშიც დაშიფრულია ცნობიერების სამუშაო. ტაროსა და ცნობიერების ურთიერთქმედების ამ ტიპს რიტუალურ მაგიასაც უწოდებენ. ანუ კარტზე გამოსახულია რიტუალი, რომლის გამეორებითაც ცნობიერება არკანში შედის (ჩვენ ასევე ვიყენებთ გამოთქმას «არკანის აღება»).

საერთოდ, რატომაა საჭირო მათშ შესვლა და ამ ენერგიებთან მუშაობა? საქმე იმაშია, რომ ესაა პლანეტარული ენერგია, და თუ თქვენი ცნობიერება შეძლებს ამ ნაკადის შენარჩუნებას და თავის თავში გატარებას, მაშნ თქვენ მოიპოვებთ ამ არკანის სიდდჰას (ზებუნებრივ უნარს).

არკანში შესვლა წააგავს რადიომიმღებზე ტიუნერის ტრიალს, რათა თანდათანობით სიგნალის მაქსიმალურ ამპლიტუდაში შევიდეთ. ანუ ყველაზე ცენტრში - ყველაზე მძლავრი, სუფთა სიგნალია. და თუ თქვენ აღწევთ ამ ცენტრამდე, მაშნ თქვენ

39

Page 40: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ამოიცანით ეს საიდუმლო (Arcanum). ანუ თქვენ შეიცანით სამყაროს 22 წახნაგიდან ერთ-ერთი. სიგნალის ცენტრის მიღწევით თქვენ ღებულობთ შესაძლებლობას, რომ მართოთ ეს სიგნალი. ეს კი რაღაც რადიო-გადაცემა კი არა, სამყაროს წახნაგია. და ახლა იგი გემორჩილებათ. მაგრამ მაგები ამას უყურებენ არა ძალაუფლების პოზიციიდან, არამედ როგორც ევოლუციის ბუნებრივ პროცესს. სინამდვილეში ჩვენ ხომ სწორედ ევოლუცია გვაინტერესებს.

ტაროს დიდი არკანებიამრიგად, 22 არკანი. სამყაროს 22 წახნაგი, 22 მდგომარეობა. აღვწეროთ მათთან მუშაობა უფრო დაწვრილებით, რათა ჩამოგიყალიბდეთ გაგება, თუ რაშია ამ სამუშაოს არსი. მაგრამ აქამდე ცოტა ვთქვათ იმაზე, თუ როგორ ხდება საერთოდ ევოლუცია ცნობიერების სხვადასხვა მდგომარეობების მეშვეობით.

რა არის ცნობიერების ევოლუცია? ესაა ცნობიერების მეშვეობით მიღებული გამოცდილება. მაგრამ ეს ცნობიერება - არაა სხეული. ამიტომაც სამუშაოც, რომელიც ცნობიერების მიერ ტარდება, პრინციპში განსხვავდება ფიზიკური სამუშაოსგან და სხეულებრივი გამოცდილებისგან. ავიღოთ ცნობიერების ჩვეული მდგომარეობა სიფხიზლის მომენტში. ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ ამ დროს და რაღაც გამოცდილებას ვღებულობთ, მაგრამ როგორც კი ალკოჰოლს მივიღებთ, სამყარო მაშნვე იცვლება. ადამიანები იგივენი არიან, სიტუაცია იგივეა, მაგრამ გამოცდილება სხვაა. ვიღაც უფრო თამამი ხდება, ვიღაცას სიმორცხვე უქრება. სხვა სიტყვებით, ალკოჰოლური თრობის მომენტში ჩვენ ვღებულობთ ახალ გამოცდილებას იგივე სიტუაციებისგან. მაგიაშ ყველა ეს მდგომარეობა აღწერილია, ხოლო ტაროს კარტები საუბრობენ იმაზე, თუ როგორ შევიდეთ მათში ბუნებრივი გზით.

22-ე არკანი. სულელი

40

Page 41: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ევოლუცია ხდება ქვემოდან ზემოთ, სეფიროტის ხის (სიცოცხლის ხის) მიხედვით, ანუ ცნობიერების გაძლიერებით ჩვენ უფრო მაღალ სიხშირეებთან ვამყარებთ კავშირს. და პირველი არკანი, რომელიც მისაწვდომია ყველა ადამიანისთვის გამონაკლისის გარეშე, - ესაა არკანი სულელი (სისულელე/ილუზია). 22-ე არკანი, ანუ იგივე ნულოვანი არკანია. ანუ ჩვენ ყველას შეგვიძია ვიყოთ სულელები და ასეთები ვართ ბუნებით, მაგრამ ვინაა სულელი? ეს შეურაცხყოფა კი არა, ცნობიერების მდგომარეობაა. იყო სულელი - ნიშნავს იყო შინაგანად ცარიელი. სულელი - ესაა ადამიანი, რომელიც სუფთა ფურცელს ჰგავს. მასზე ყველაფერი შეგვიძლია დავწეროთ. ესაა ადამიანი ინფორმაციის გარეშე. და თუ ის ცარიელია, ეს ნიშნავს, რომ იგი შეგვიძია ნებისმიერი ინფორმაციით შევავსოთ. აქედან მოდის ამ არკანის სიდჰა - შესწავლის უნარი. და კარტი გვიჩვენებს, როგორ შევიდეთ ამ მდგომარეობაში, სადაც ნებისმიერი რამის შესწავლა შეგვეძლება.

კარტზე გამოსახულია მამაკაცი, რომელიც უფსკრულისკენ მიდის. ის მეოცნებედ იყურება ზემოთ, ლამაზი, მაგრამ დახეული ტანსაცმელი აცვია, მხარზე კვერთხი აქვს, რაღაც პატარა ტომრით, მარცხენა ხელში კი ყვავილი უკავია. უკან ძაღლი მისდევს. ზემოთ მზე ანათებს. კარტის ფონი - ყვითელია.

დასაწყისისთვის უნდა გავიგოთ, რა არის ნათქვამი აქ ცნობიერების მუშაობაზე. დახეული ტანსაცმლის ჩაცმა და უფსკრულში გადაჩეხვა არაა საჭირო. საჭიროა უბრალოდ მდგომარეობაში შესვლა. თუ გვეცოდინება გლიფების (კარტებზე დახატული ობიექტების) გაშიფვრა, მაშინ მდგომარეობაში შესვლა ნებისმიერ ადგილას შეიძლება. აი, გაშიფვრა:

მამაკაცი. იანის პრინციპი. იგულისხმება მამაკაცური საწყისი, როგორც აქტიურობა (ინის ქალური საწყისი - პასიურობაა). ანუ არკანში შესასვლელად რაღაც ქმედებაა საჭირო.

41

Page 42: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

მამაკაცი მიდის. ეს მიუთითებს პროცესზე. სწავლა შეიძლება პროცესში და მხოლოდ პროცესში. სკოლაში გაკვეთილები მიმდინარეობენ, მაგრამ თუ მათ არ ესწრებით, ვერაფერს ისწავლით. ან ავიღოთ საბრძოლო ხელოვნებები. მათ ტელევიზორში ყურებას აზრი არ აქვს. მხოლოდ სპორტ-დარბაზში ვარჯიშისას ჩნდება რაიმე უნარი.

მამაკაცი მიდის უფსკრულისკენ, მაგრამ ამასთანავე დაბლა არ იყურება. ანუ მას მიუფურთხებია, ჩავარდება თუ არა. აქ ლაპარაკია მდგომარეობაზე, რომლის დროსაც არ უნდა გვაღელვებდეს მომავალი, მომდევნო წამიც კი. ვიყო აქ და ახლა, ხოლო რა იქნება შემდეგ, ან ვინ რას იფიქრებს ჩემზე - სულერთია.

დახეული ტანსაცმელი. საერთოდ, თუ ტაროს კარტს დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ზოგიერთი ფიგურა ჩაცმულია, ზოგიერთი კი სრულიად შიშველი. ტანსაცმელი ტაროში აღნიშნავს სხეულს, ან სხეულებს (ფიზიკურ და ნატიფ გარსებს). თუ ტანსაცმელი დახეულია, ეს ნიშნავს, რომ რაღაცის შესწავლის პროცესში შეგვიძლია ტრამვები მივიღოთ. მაგალითად, მოგინდათ, რომ სნოუბორდით სრიალი ისწავლოთ, და ვარდნის გარეშე ვერ ისწავლით ამას. ანუ გეტკინებათ, მაგრამ მხოლოდ ასე შეიძება სწავლა.

ძაღლი. ძაღლი ტაროში - მეგობარია. მაგრამ იგულისხმება არა ის, ვისაც მეგობრად მივიჩნევთ, არამედ ის, ვინც ჩვენდამი მტრულად არაა განწყობილი. ანუ ნათესავები ამბობენ: «რა მაგია? რა სულიერი განვითარება? წადი იმუშავე, ოჯახი შექმენი, რა სულელივით იქცევი!». სწორედ ასეა. მამაკაცი მიდის და ძაღლს ყურადღებას არ აქცევს. ანუ თუ გინდათ, რომ რაიმე ისწავლოთ - ძაღლს არ უნდა უსმინოთ. მაშინაც კი, თუ იგი ძალიან გონიერი და შინაურია.

კვერთხი. მარჯვენა ხელში მას კვერთხი უჭირავს, რომელიც მხარზე უდევს. სანამ ამის მნიშვნელობას აღვწერდე, მცირე გადახვევა.

ჩემი ყველაზე საყვარელი სერია ექსტრასენსების ბრძოლის ყველა სეზონში - პირველი სერიაა. იმიტომ, რომ ის ყველაზე მხიარულია. ვინ არ მოდის აქ და რა ატრიბუტები არ მოაქვთ... სიკვდილის პენტაკლები, ჯადოსნური ელექსირები, ჩინმაჩინის ქუდები და სწრაფმავალი ჩექმები. მოკლედ ჩაბჟირდები. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც კვერთხი მოაქვთ. და ძალიან ლამაზები. არის თავის ქალებით, არის ძვირფასი თვლებით, გველით - სახელურის გარშემო. სხვადასხვა ვარიანტები. და მართლაც, ჩვენს წარმოდგენაში მაგი - ეს წვერებიანი მოხუცია კვერთხით ხელში. მაგრამ საიდან გვაქვს ეს წარმოდგენა, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს მაგი? ფენტეზის ჟანრის წიგნებიდან. კერძოდ ტოლკიენმა თავისი გენდალფი სწორედ ასე აღწერა. მაგრამ საიდან აიღეს ეს ხატ-სახე თავად მწერლებმა? 9-ე არკანიდან.

მასზე გამოსახულია მაგი, რომელსაც ხელში კვერთხი უჭირავს. ხოლო კვერთხი ტაროში გამოცდილებას აღნიშნავს. და 9-ე არკანში მაგი საკუთარ გამოცდილებას

42

Page 43: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ეყრდნობა. ხოლო 22-ე არკანში გამოცდილებაზე დაყრდნობა არ შეიძლება, თუკი რაიმეს სწავლა გვინდა. ანუ მოცემულია მკაფიო მითითება: მოაშორეთ თქვენი გამოცდილება და ნუ დაეყრდნობით მას.

ტომარა კვერთხზე. ჩვეულებრივ რა აქვთ ხოლმე ტომარაში მოგზაურებს? ყველაზე საჭირო ნივთები: საკვები, სუფთა ტანსაცმელი, რაიმე ღირებული ნივთები. მაგრამ მამაკაცს დაავიწყდა იგი. იგულისხმება, რომ თავი (ხოლო მაგია - ეს თავით მუშაობაა) უნდა გავინთავისუფლოთ ყველანაირი ყოველდღიური საზრუნავი: პურის ყიდვა, ბავშის საბავშვო ბაღიდან გამოყვანა, ყველა გადაუდებელი საქმე და ფიქრი

ყვავილი მარცხენა ხელში.მარცხენა ხელი – ეს გულისმიერი, ემოციური ხელია. ყვავილი ამ ხელში - ემოციები ძალიან სასიამოვნოა. სულელად ყოფნა მართლაც სასიამოვნოა. მაგრამ მამაკაცს გვერდზე აქვს გაწეული ყვავილიანი ხელი, რაც ნიშნავს, რომ - იგი ყურადღებას არ აქცევს თავის ემოციურ ფონს. გსიამოვნებთ თუ არა ამ დგომარეობაშჳ ყოფნა - ეს არა მნიშვნელოვანი. ამას ყურადღებას არ აქცევთ.

კარტის ყვითელი ფონი. კარტის ფონი შესაძლოა აღნიშნავდეს დღე-ღამის დროს, როცა აქტიურია არკანი, ან ამა თუ იმ ჩაკრას აქტივობა. აქ სწორედ მეორე ვარიანტია. ყვითელი ფერი - მანიპურას ფერია, რომელიც ნერვულ სისტემას კვებავს. ანუ თქვენი ნწერვული სისტემა სწავლობს, ან თქვენში სისტემის ნერვული იმპულსი გადის. ეს იმპულსი კიდევ ერთ გლიფში გამოხატული- მზეში.

მზე. ერთი მხრივ, მზე მეტყველებს იმაზე, რომ არკანი უფრო აქტიურია, როცა მზე ანათებს, მეორე მხრივ, - სწორედ ეს იმპულსი წარმოადგენს მზის ბრძანებას. გახსოვდეთ, ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ჩვენი პლანეტის ცნობიერება საკუთარ თავში მოიცავს უფრო დაბალ ცნობიერებებს (ხატი და მსგავსება). თუ ამ ლოგიკას მივყვებით, პლანეტის ცნობიერება მთელი მზის სისტემის პლანეტების ცნობიერების შემადგენლობაში შედის, სადაც მთავარი ცნობიერება - მზის ცნობიერებაა. აქედანაა თაყვანისცემის ყველაზე ძველი კულტი - „რა“, მზისადმი თაყვანისცემა, როგორც ყველაზე მთავარი ღმერთისადმი ჩვენს მზის სისტემაში. 22-ე არკანში სულელის მდგომარეობაშჳ შესვლისას ჩვენი ცნობიერება „ჩლუნგდება“, და მის ნაცვლად მუშაობას იწყებს ქვეცნობიერი, პირველი კასტის ადამიანებს კი ქვეცნობიერი არ აქვთ (მანამდე არ დაბადებულან), და მის ნაცვლად აქტიურდება ღმერთის ცნობიერება. ანუ ადამიანი, რომელსაც ღმერთი ატარებს. და რადგანაც ღმერთის ცნობიერება - ეს არაა ადამიანური ცნობიერება, სულელის ქცევებში ლოგიკის ძებნას აზრი არ აქვს. თუმცაღა ამ მდგომარეობაში იმის მიღწევა შეიძლება, რასაც ვერც ერთი ჭკვიანი ვერ მიაღწევს.

აქედანაა ყველა ჩვენი ზღაპარი ივანე-სულელზე. თავად განსაჯეთ. იჯდა 30 წელი ღუმელზე, ერთხელაც ჩამოვიდა, ნახევარი სამეფო აირტყა, ცოლად კი პრინცესა. და რა გააკეთა? უკვდავი კაშეი დაამარცხა. ნუ აბსოლუტური სულელი. კაშეის ხომ სახელშივე უწერია - უკვდავი. მაგრამ ივანე-სულელი ელაპარაკა ცხოველებს,

43

Page 44: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

იპოვნა კაშეის მოკვლის ყველაზე იდიოტური საშუალება და მაინც მოკლა იგი. არადა სამეფოს ვერც-ერთი ბრძენი ვერ ახერხებდა ამას. აქედანაა გამოთქმაც: სულელებს/დამწყებებს უმართლებთ.

22-ე არკანი შესანიშნავადაა ნაჩვენები ფილმში «ფორესტ გამპი». იქ ტომ ჰენქსი გონებასუსტი ბიჭის როლს თამაშობდა. ფილმის გმირი მხოლოდ იმას აკეთებდა, რასაც ეუბნებოდნენ. ეუბნებოდნენ ერბინა - მირბოდა. და უბრალოდ მირბოდა, თავად სირბილის გამო, ანუ ეს ბრძანება სიტყვა-სიტყვით შეასრულა. საუკეთესო სპორტსმენი გახდა უნივერიტეტში. უთხრეს ომში წასულიყო - წავიდა. ომის გმირი გახდა. უთხრეს პინგ-პონგი ეთამაშა - შტატების საუკეთესო მოთამაშე გახდა. უთხრეს კიბორჩხალები დაეჭირა - მილიონერი გახდა. ანუ უბრალოდ იმპულსს მიჰყვებოდა, გამოცდილებას არ იყენებდა, მომავალზე არ ფიქრობდა, არავის უსმენდა და ტრავმების არ ეშინოდა. მაგრამ თუკი „ფორესტ გამპი“ ბუნებრივ, გაუცნობიერებელ სისულელეს აღწერს, ფილმი «ყოველთვის თქვი „კი”» - მთავარ როლში ჯიმ ქერით - აჩვენებს ამ მდგომარეობაში გაცნობიერებულად შესვლას. უყურეთ ამ ფილმს, და ეცადეთ თავად გაიგოთ, თუ რას ნიშნავს 22-ე არკანი პრაქტიკაში.

22-ე არკანის კიდევ ერთი განსაკუთრებულობა. ეს ხომ ენერგიის არხია, ნებისმიერ ენერგიაზე კი მსოფლიოს რაღაც ნაწილი ჰკიდია. და 22-ე არკანზე ერთ-ერთი მსოფლიო რელიგია - იუდაიზმია. იუდაიზმში მორწმუნეთათვის ყველაფერი გაწერილია. ყოველი მათი ქმედება, ყოველდღიურობის ყოველი ასპექტი. რა უნდა ჭამონ, როგორ უნდა დაისვენონ, ვისთან უნდა ეძინოთ, როგორ უნდა იმუშაონ... ადამიანს არ ჭირდება ამაზე ფიქრი და ზრუნვა. იგი უბრალოდ იმას აკეთებს, რაც მის წმინდა წერილებში წერია, და მორჩა. აი, რატომ არიან ებრაელები ასეთი ჭკვიანები. ისინი არაფერზე არ ფიქრობენ. მათ ნაცვლად უკვე იფიქრეს, ამიტომ მათ მხოლოდ სულელად ყოფნა და სწავლა დარჩენიათ.

მე ასე დაწვრილებით აღვწერე 22-ე არკანი, რათა შეგქმნოდათ შთაბეჭდილება, რომ ტაროს კარტი - ეს არაა მუყაოს ნაჭრები ნახატებით, არამედ მთელი მეცნიერებაა. შემდეგ არკანებს მოკლედ აღვწერ, «ზოგად ცნობებს» მოგაწვდით მათზე. ერთადერთი არკანი, რომელსაც დაწვრილებით შევეხებით, - 17-ე არკანია. მაგრამ რაც შეეხება დანარჩენებს, მე გამოვცემ ცალკე წიგნს, რომელსაც მივუძღვნი არკანების ენერგიებთან პრაქტიკულ მუშაობას. ეს წიგნი კი შესავალია, და არ მინდა ძალიან გადავტვირთო იგი ინფორმაციით. დაე, ეს წიგნი იყოს თქვენი პასუხი კითხვაზე: მჭირდება რაიმეს განვითარება თუ არა? მჭირდება მაგიაში წასვლა, თუ არა? და თუ პასუხი იქნება «დიახ», მაშინ მიაღწიეთ ჭეშმარიტებამდე მიუხედავად იმისა, წაიკითხავთ თუ არა ჩემს შემდეგ წიგნებს.

21-ე არკანი. სამყარო

44

Page 45: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ამ არკანზეა კიდევ ერთი მსოფლიო რელიგია - ქრისტიანობა. რელიგიები არკანებში უნდა გავიგოთ არა როგორც დოგმატური პრინციპები, არამედ როგორც ცხოვრების სახე. ანუ მორწმუნის ცხოვრების წესს იმ არკანში შეჰყავს იგი, რომელზეც დაფუძნებულია მისი რელიგია. სწორედ ცხოვრების სახის ხარჯზე ცნობიერება არხში ირთვება და სიდჰას ღებულობს. 22-ე არკანის სიდჰას წარმოადგენს აუცილებელის მიღების უნარი. აუცილებელი რა თვალსაზრისით? ალბათ იცნობთ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრებაშ დიდად არ იძაბებიან. დილიდან საღამომდე „წელებზე ფეხს არ იდგამენ“ და ყველაფერი აუცილებელი აქვთ ცხოვრებაში. და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი ყველანი ქრისტიანები არიან. უბრალოდ ქრისტიანობა აქ განსაზღვრულ როლს თამაშობს მატერიალურ კეთილდღეობასთან მიმართებაში. ეს ჟღერს, როგორც «სულის გამარჯვება მატერიაზე», ანუ მატერიალურისგან დამოუკიდებლობა. ანუ უნდა შეხვიდეთ მდგომარეობაშ, როდესაც მატერიალური დიდად არ გაღელვებთ, და უბრალოდ სასწაულების იმედად იყოთ. არიან ადამიანები, რომლებიც ასე მსჯელობენ: «თუ წინასწარ განსაზღვრულია, ყველაფერი თავისით მოვა». ეს ადამიანები 21-ე არკანში ცხოვრობენ. და ქრისტიანობა ეხმარება ადამიანს, რომ ეს პრინციპი გამოიმუშაოს. მაგრამ თავად ისინი ამას ვერ ხვდებიან და შეცდომას უშვებენ, როდესაც თავიანთი ღმერთისადმი ლოცულობენ.ისინი თხოვენ მას კონკრეტულ რაღაცეებს - კარგ სამუშაოს, ხელფასს, ჯანმრთელობას. მოკლედ, გამუდმებით რაღაცას თხოვენ და ამით აჩვენებენ თავიანთ დამოკიდებულებას მატერიალურზე. მაგრამ ბიბლიაშ მკაფიოდ წერია ამ საკითხზე. როდესაც იესოს მოსწავლეებმა თხოვეს მას, რომ ლოცვა ესწავლებინა, მან „მამაო ჩვენო“ ასწავლა. და თუ დააკვირდებით ამ ლოცვას, მასში არანაირი კონკრეტიკა არაა. თუმცა ვიღაც შესაძლოა შემეკამათოს, რომ ლოცვაში თხოვნაა არსობის პურის შესახებ. მაშინ,

45

Page 46: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

რომელ პურზეა საუბარი? თეთრზე? შავზე? არსობაზე - არსებობაზე. ანუ აუცილებელზე. ამასთან, თავად ლოცვა - ამ არკანის მდგომარეობაში შესვლაა. უფრო მეტიც, მანამ, სანამ იესო ამ ლოცვას მისცემდა, მან თქვა: «ლოცვისას ნუ ითხოვთ ზედმეტს, რამეთუ მამამან ჩემმან იცის, თუ რა გჭირდებათ მანამ, სანამ თქვენ სთხოვთ».

საქმე იმაშია, რომ «აუცილებელი» – ეს ის არაა, რაც თქვენ გეჩვენებათ აუცილებლად, არამედ ის, რასაც ღმერთი თვლის თქვენთვის აუცილებლად. მან კი უკეთ იცის, რა გჭირდებათ. და სავარაუდოდ თქვენ გჭირდებათ, რომ უსიამოვნებები დაგატყდეთ თავს. შესაძლოა ამით დაჭკვიანდეთ და სულიერი განვითარება დაიწყოთ. ანუ თქვენ მას სიმამაცე სთხოვეთ, პასუხად კი ათი მთვრალი და აგრესიული სკინჰედი მიიღეთ, რომლებიც თქვენს მოკვლას ცდილობენ. ინებეთ. ითხოვეთ სიმამაცე? - მიიღეთ სიტუაცია, სადაც მისი გამომუშავება შეიძლება.

თუ გსურთ იცოდეთ, რამდენად კარგად შეგიძლიათ ამ არკანში ცხოვრება, გაიხსენეთ საკუთარი თავი, როდესაც სადღაც მიემგზავრებოდით ან მიფრინავდით. 21-ე არკანის გამტაროიბის დანახვა შესანიშნავად შეიძება რკინიგზის სადგურებზე. ხანდახან ვაკვირდები სურათს, როდესაც პატარა გოგონა სამ ჩემოდანს მიათრევს, რომელთაგანაც თვითოეული თავად მასზე ორჯერ დიდია. და თუ კითხავთ, სად მიდის, პასუხი ხშირად ასეთ სტილში ჟღერს: «უიქენდზე, დედასთან». ანუ მხოლოდ ორი დღით, არადა თან მთელი თავისი ბინა მიაქვს. ეს მატერიალურზე ძალიან დიდი დამოკიდებულების მაჩვენებელია. ასევე შეგვიძლია ვნახოთ ადამიანი, რომელსაც თან მიაქვს დოკუმენტები, ცოტა ფული და - მორჩა. ყველაფერი აუცილებელი გზად შეხვდება. თუ მოშივდება მეზობელი გაუმასპინძლდება კუპეში, თუ კბილის პასტა დარჩა - წინა მგზავრს მატარებელში დარჩა იგი. ყველკაფერი თავისით მოდის. მაგრამ სიჭარბის გარეშე. მხოლოდ აუცილებელი. თუ გსურთ ამ თვისების შეგრძნება მდგომარეობის სახით, შედით ნებისმიერ ქრისტიანულ ტაძარში. სადღაც ეს მდგომარეობა უფრო კარგად იგრძნობა, სადღაც - უფრო სუსტად.

მე-19 არკანი. მზე

46

Page 47: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ესაა არკანი, რომელზეც დაფუძნებულია კიდევ ერთი მსოფლიო რელიგია - მუსულმანობა. ამ არკანის სიდჰაა - ბედნიერება. ანუ მდგომარეობა, როდესაც კარგად ვართ და კარგი განწყობა გვაქვს. მუსულმანების ცხოვრების წესი როგორღაც საშუალებას აძევს მათ, რომ ამ მდგომარეობაში შევიდნენ. აქედანაა, რომ ყველაზე მამაცი მეომრები - მუსულმანები არიან. ისინი ომში ისე მიდიან, როგორც დღესასწაულზე. განწყობა ყოველთვის შესანიშნავი აქვთ. მაგრამ სამწუხაროდ სწორედ აქედანაა მთელი ისლამური ტერორიზმიც. საქმე იმაშია, რომ ამ არკანში შეჰყავთ სხვადასხვა ნარკოტიკებიც. და როდესაც ადამიანი ბედნიერების მდგომარეობაშ შედის ნარკოტიკული თრობის დროს, მას ამას აწოდებენ, როგორც ალაჰის რჩეულობას, და ასეთი ბედნიერებისთვის მორწმუნე ყველაფრისთვის მზადაა: ააფეთქოს საკუთარი თავი და კიდევ რამდენიმე ათეული ადამიანი.

არკანის დასახელება - მზე - მეტყველებს იმაზე, რომ იგი დაკავშირებულია მზის ენერგიასთან. ამიტომ, როდესაც ქუჩაში მზიანი ამინდია, განწყობა უმჯობესდება, ხოლო თუ მზე არაა, განწყობაც არც თუ ისე კარგია. კარტზე გამოსახულია ბავშვი, რომელიც ცხენით მოდის კედლის მხრიდან, რომლის უკანაც მზესუმზირები იზრდება. ამ კარტის განმარტება დაახლოებით ასე შეიძლება: აბსტრაგირდით სამყაროსგან (გლიფები - კედელი და მზესუმზირები), გახდით, როგორც ბავში, - დაე სამყარო თქვენთვის ზღაპრად იქცეს, იგრძენით უმიზეზო სიხარულის მდგომარეობა, შეჯექით მასზე და გააჭენეთ უკანმოუხედავად (ცხენი).

რატომ სწორედ ბავშვი? ბავშვი - ეს ჯერ არც მამაკაცია და არც ქალი, რადგანაც მას არ მიუღწევია სქესობრივი სიმწიფისთვის. პლუს ბავშვს ხელში უჭირავს

47

Page 48: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ტარზემიმაგრებულიწითელიტილო.წითელი ნაჭრები ტაროში «სექსუალურ ენერგიებს» აღნიშნავენ. არის ფიგურები, რომლებიც შემოსილია წითელი ტანსაცმლით, აქ კი ბავშვი შიშველია. ანუ ნათქვამია, რომ თქვენ არ ეძებთ სექსუალურ სიხარულს. აქ ბედნიერება არაა დაკავშირებული საკუთარი «მინდა»-ს დაკმაყოფილებასთან. იგი უბრალოდ არის. ამ არკანს უამრავი ადამიანი ატარებს. ჩვენ მათ «ოპტიმისტებს» ვუწოდებთ.

მე-20 არკანი. სამსჯავრო

გასაგებად რთული არკანი. იგი დაკავშირებულია ქვეცნობიერის აქტივაციასთან. როდესაც ადამიანში ქვეცნობიერი აქტიურდება, იგი იწყებს თავისი წარსული ინკარნაციების შეგრძნებას. ესენი კი აღიქმება, როგორც ვიღაცეების თანამყოფობა. აქედანაა ამ არკანის სიდჰა - მკვდარ ადამიანთა მოჩვენებების - ელემენტიორების - დანახვის უნარი. და როგორ არალოგიკურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს, ამ არკანთან მუშაობის უნარი შესაძლებლობას გაძლევთ, რომ «შეცვალოთ თქვენი ცხოვრება ორშაბათიდან».

ვისთვისაა ნაცნობი ფრაზები: «მორჩა, ხვალიდან ექვსის მერე არ ვჭამ», ან «ახალ წელს დავლევ, შემდეგ კი წვეთსაც არ მივიღებ», ან «ორშაბათიდან აღარ ვეწევი»? მაგრამ როცა მომენტი დგება, არაფერი არ გამოგვდის. რატომაა ასე ძნელი რაღაც ჩვევის, მაგალითად მწეველობის გადაგდება? ჩვენ ხომ ვიცით, რომ ნიკოტინი სისხლიდან საკმაოდ მალე

განქარდება, და სინამდვილეშ ჩვენ სწორედ ფსიქოლოგიური დამოკიდებულება გვაქვს. საქმე იმაშია, რომ როდესაც მოწევას თავს ვანებებთ, საკუთარი თავის, როგორც მკვდარის შეგრძნებას ვიწყებთ. ანუ ჩვენი პიროვნების ნაწილი, რომელმაც

48

Page 49: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

თავი გააიგივა მწეველობასთან, ჩვენს დევნას იწყებს, როგორც მოჩვენება. იგი კვდომას იწყებს, და ეს „ლომკა“ სწორედ ჩვენი კვდომადი ნაწილის შეგრძნებაა. ადამიანში კი ყველაზე დიდი შიში - მკვდრების შიშია. არა სიკვდილის, არამედ სწორედ მკვდრების. ამ შიშთანაა დაკავშირებული მიწაში ჩამარხვის რიტუალი. თავად განსაჯეთ: ადამიანს აწვენენ კუბოში, კუბოს ლურსმნებით აჭედებენ, შემდეგ ორი მეტრის სიღრმის ორმოში უშვებენ, მიწას აყრიან და ზემოდან კიდევ ქვის ფილას ადებენ, რომ ნამდვილად არ ამოძვრეს. ეს ჩვეულება სათავეს იღებს იმ დროიდან, როცა ან ექიმები სვამდნენ არასწორ დიაგნოზებს, ან გვამს მალავდნენ ნეკრომანტებისგან, რომ მათ შავ-მაგიური რიტუალები არ ჩაეტარებინათ.

საქმე იმაშია, რომ ადამიანს ცნობიერებაში მკაფიო აზრი უდევს: თუ ვინმე მოკვდა, «იქიდან» დაბრუნება მას არ შეუძლია. იყო ასეთი რეალური შემთხვევა. ერთი მუშა სასაფლაოზე საფლავს თხრიდა. სიმთვრალის, ან სხვა მიზეზის გამო, ჩავარდა ამ ორმოში და ჩაეძინა. დაღამდა. საღამოს კი ჩვეულებისამებრ ამ სასაფლაოს გავლით სამსახურიდან ერთი კაცი ბრუნდებოდა. და ისე გამოვიდა, რომ სწორედ იმ მომენტში გაიარა ამ ორმოსთან, როდესაც მუშას გაეღვიძა და ამოსვლა დაიწყო. და ამოვიდა ამ სიტყვებით: «როგორც იქნა ამოვძვერი ამ საფლავიდან». კაცს, რომელმაც გვერდით ჩაუარა, გულმა ვეღარ გაუძლო და ადგილზე მოკვდა.

ასე რომ, როდესაც ამ არკანში შედიხართ, მკვდრების შეგრძებას იწყებთ. და ეს ძლიერ შიშს იწვევს. მაგრამ ადამიანს არ შეუძლია მარადიულად ეშინოდეს. შიშ რაღაც წერტილამდე იზრდება, შემდეგ კი ადამიანს აღარ ეშინია. თითქოს იმუნიტეტი უმუშავდება შიშისადმი. და მაშინ აქტიურდება ქვეცნობიერი, და ადამიანს უჩნდება უნარი - კონტაქტში შევიდეს მკვდრებთან (სპირიტიზმი). ასეთი იმუნიტეტის ქონისას, თქვენ იოლად შეგიძლიათ მოერიოთ საკუთარ თავში ნებისმიერ ჩვევას.

ამ არკანის კარტზე გამოსახულია საშინელი სამსჯავროს სცენა «გამოცხადების» წიგნიდან. ამ სამსჯავროს აზრი იმაშია, რომ მის შემდეგ ადამიანს მარადიული სიცოცხლე ექნება. რა მარადიულ სიცოცხლეზეა საუბარი? მორწმუნეები დღემდე ვერ თანხმდებიან თავის მოსაზრებებში. ერთნი თვლიან, რომ მარადიული სიცოცხლე სამოთხეში ექნებათ, სხვები, მაგალითად იეღოვას მოწმეები, თვლიან, რომ აღდგომა ფიზიკური იქნება და ადამიანები საფლავებიდან წამოდგებიან სამსჯავროს შემდეგ. ამრიგად, აქ საუბარია ქვეცნობიერის აქტივაციაზე. იქ კი ჩვენ წარსული ინკარნაციები გვაქვს. თუ მათ გავააქტიურებთ, გაჩნდება მეხსიერება იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდა ადამიანი 200, 300 და შესაძლოა 10 000 წლის წინაც. და სწორედ ესაა

უკვდავება. უკვდავება დროში. თუ მე მახსოვსჩემი თავი რამდენიმე ათასი წლის წინ და ეს მეხსიერება არაფრით განსხვავდება ჩვეული მეხსიერებისგან, მაშინ მე უკვდავი ვარ. სწორედ ესაა მარადიული სიცოცხლე.მაგრამ აქ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ 20-ე არკანი არ გაძლევთ მარადიულ სიცოცხლეს, იგი უბრალოდ ბილიკს კვალავს თქვენს ქვეცნობიერამდე, მაგრამ არ აცოცხლებს მას. ამაზე სხვა არკანები აგებენ პასუხს.

49

Page 50: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

მე-18 არკანი. მთვარე

ეს ძალზე საინტერესო არკანია, რადგანაც იგი იძლევა ერთ-ერთ ყველაზე უმნიშვნელოვანეს გაგებას ცხოვრებაში - საკუთარი გზის, დაოს გაგებას. ჩემთან მიღებაზე ხშირად მოდიან ადამიანები და მეკითხებიან, რით დაკავდნენ ცხოვრებაში. სად ისწავლონ, რა ბიზნესი აირჩიონ, სად ელით წარმატება? რაზეც ყოველთვის ერთი წინადადებით ვპასუხობ: «წადით სადაც გსურთ, რადგანაც ეს არაა გზის ნაწილი». მე შემთხვევით არ დამიწერია სიტყვა «დაო», რამეთუ იგი ყველაზე კარგად ასახავს ამ არკანის არსს.ჩინელებს აქვთ ასეთი გამოთქმა: «სიტყვით გამოთქმული დაო - ცრუ დაოა».სხვა სიტყვებით, ყველაფერი, რაც თქვენს გარშემოა, აუცილებელი არაა, გზა იყოს. რამდენადაც ადამიანი სიამოვნებების მიღებისკენ ისწრაფვის, იგი გულუბრყვილოდ თვლის, რომ თუ გარშემო ყველაფერი კარგადაა, ე.ი. იგი სწორი გზით მიდის. თუმცაღა ჭეშმარიტი გზა შესაძლოა ძალიან რთული და ეკლიანი იყოს. ადამიანი შეიძება ციხეში იყოს, ომში, ღარიბი ან ავადმყოფი, მაგრამ ამ მომენტში თავის გზაზე მიდიოდეს იმ დროს, როცა სხვას ყველაფერი კარგად აქვს, მაგრამ თავისი დაო არ იცის.

მაშ, რა არის გზა? მე ამას «შინაგან ქარს» ვეძახი. დაო - ესაა საკუთარი თავის გაცნობიერება სივრცის მოცემულ წერტილში. და ეს გაცნობიერება სწორ წარმოდგენას გაძლევთ იმის შესახებ, თუ სად იმყოფებით თქვენს ბედთან მიმართებაში. მაგალითად, ესაუბრებით ადამიანს. იგი საქმიან წინადადებას გთავაზობთ, რომელიც ყოველმხრივ მომგებიანია, მაგრამ თქვენ უეცრად შეიგრძენით, რომ ეს წინადადება თქვენს დაოს ეწინააღმდეგება. ამასთან ეს

50

Page 51: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

უბრალოდ გრძნობა კი არა, თიუთქოს შიგნიდან მომავალი ცოდნაა. მას არ გააჩნია ლოგიკა, მაგრამ უდავოა. და ეს გარშემო ყველაფერზე ვრცელდება. დაო - ესაა ის, რაც შიგნიდან გარეთ მოდის, მაგრამ არანაირად პირიქით. მე-18 არკანის მდგომარეობა სწორედაც ამ შინაგან შეგრძნებას იძლევა. ამ არკანის სიდჰას წარმოადგენს ნიშნების კითხვის უნარი.

მე-17 არკანი. ვარსკვლავი

ეს ძალიან მნიშვნელოვანი არკანია. პირველი მაგიური არკანი, რომელიც ადამიანის ცნობიერებას მაგიურ ცნობიერებად ცვლის. ეს არკანი მნიშვნელოვანია მრავალი მიზეზის გამო. პირველ რიგში, სწორედ იგი იძლევა ექსტრასენსორულ უნარებს. მეორეც, ეს არკანი წარმოადგენს საზღვარს გამოვლენილ (ფიზიკურ) სამყაროსა და ნატიფ (სულების) სამყაროს შორის. მითოლოგიაშ ამ საზღვარს მდინარე სტიქსს უწოდებენ. ამ არკანის არსი მდგომარეობს სასიცოცხლო ენერგიის ბუნებრივ ცირკულაციაში, რომელსაც ინდურ ტრადიციაში პრანას უწოდებენ, ჩინურში - ჩი-ს, ხოლო იაპონურშ - კი-ს. ამ დონეზე ადამიანი აღარ უყურებს სიტყვა «ენერგიას», როგორც აბსტრაქციას, იგი მისთვის სრულიად კონკრეტული მოვლენა ხდება.

სამწუხაროდ ბევრი კარგად ვერ აფასებს ამ არკანს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ნატიფი მგრძნობელობა უჩნდებათ, ტოვებენ სამყაროს ამ ნაწილის კვლევას და სხვა არკანებში მიდიან. თუმცაღა ეს არკანი, თუკი სეფიროტის ხეს შევხედავთ, პირველი ჰორიზონტალური არკანია. სულ ჰორიზონტალური არკანი სამია: 17, 9 და 4-ე. ეს ჰორიზონტალური არკანები წარმოადგენენ საკუთარი თავის და სამყაროს გაცნობიერების პრინციპულად ახალ დონეებს. ასე, მაგალითად, ადამიანი,

51

Page 52: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

რომელიც 17-ე არკანის ქვემოთ ცხოვრობს, სამყაროსთან ურთიერთობს ამ პრინციპით: «არსებობს სამყარო, და მე მის შიგნით ვარ». თუმცაღა როცა 17-ე არკანში მისი ცნობიერება ტრანსფორმაციას განიცდის, ადამიანი იწყებს შეგრძნებას, რომ მე და სამყარო - ერთნი ვართ. აქედან გამომდინარე მაგებს მტრები არ ჰყავთ. რამდენადაც მაგი სამყაროსთან ერთიანობაში გრძნობს თავს, ზიანს მას არ მიაყენებს, რადგანაც აცნობიერებს, რომ ამით საკუთარ თავს აყენებს ზიანს. 9-ე არკანამდე მიღწევით მაგი აცნობიერებს, რომ იგი თვითონ რეალურია, ხოლო სამყარო - ეს მისი აზრია, ჰალუცინაციაა. 4-ში მაგი ხვდება, რომ ისიც ჰალუცინაციაა საკუთარი თავისა.

დროებით გადავდოთ ამ არკანის აღწერა. მას პრაქტიკულ ნაწილში დავუბრუნდებით.

მე-15 არკანი. ეშმაკი

ყველა დამწყების საყვარელი არკანი, რადგანაც მასზე ზის ფული და ამ არკანის სიდჰა სასურველის მიღების უნარია. თუ 21-ე არკანში ეს იყო აუცილებელი, რასაც ღმერთი გვიგზავნიდა, აქ უკვე თავად იღებ იმას, რაც გსურს. და ეს ძალიან ღუპავს დამწყებებს, რადგანაც ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ მდგომარეობაშ შესვლა ისწავლეს: იჯადოქრეს ცოტა - და მორჩა, და თავი ქუდშ აქვთ. თუმცაღა ამ არკანის სხვა დასსახელებები ძალიან კარგად ასახავენ მის არსს - «დამოკიდებულობას».

საქმე იმაშია, რომ ამ არკანის ენერგიების გატარების უნარი ადამიანს ფულს კი არა, კავშირების დამყარების უნარს აძლევს. კავშირი - ესაა ენერგეტიკული არხი,

52

Page 53: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

რომელიც ობიექტებს შორის ურთიერთქმედებას ქმნის. ერთი მხრივ, თქვენ შეგიძლიათ კავშირი შექმნათ რაღაც სიტუაციასთან და ამისგან სარგებელი მიიღოთ, ხოლო მეორე მხრივ - დამოკიდებული ხდებით მასზე. მაგალითად, შექმენით ბიზნესი და დაამყარეთ მრავალი საქმიანი კავშირი. ახლა თქვენი ბიზნესი პურს გაჭმევთ. და უეცრად მოინდომეთ, რომ შეცვალოთ ვითარება, მაგრამ უკვე აღარ შეგიძლიათ, რადგანაც ამ კავშირებში გარეულნი არიან თქვენი პარტნიორები, მათზე ჰკიდია თქვენი კრედიტები, და იძულებული ხართ იმუშაოთ, რომ ეს კავშირები არ გაწყდეს. ანუ თქვენ უკვე დამოკიდებული ხართ თქვენს ბიზნესზე, თქვენს პარტნიორებზე, თქვენს ბანკებზე. და უცებ ბიზნესი ინგრევა. და თუ თქვენი კავშირები ძლიერია, არ შეგიძიათ, რომ უბრალოდ გამოხვიდეთ მისგან. იგი ფსკერამდე მიგათრევთ. ან ასეთი კავშირი ბავშვს ჰგავს: შობე ბავშვი - და უკვე აღარ ხარ თავისუფალი. ახლა იძულებული ხარ გაითვალიწინო ეს მოვლენა და შეეწყო მას.

და რა შუაშა აქ ფული? უბრალოდ ფული - ესაა უნივერსალური ენერგია, რომელიც კავშირებს ქმნის. თუ ამის შემოწმება გსურთ, მიეცით ვინმეს სესხად დიდი ფული. და მორჩამ თქვენ შეკრული ხართ. თქვენ გემსხსოვრებათ ეს ადამიანი, შეახსენებთ მას ვალის შესახებ.

ამიტომ, როდესაც თავიდანვე მოსწავლეები ნებივრობენ ამ ენერგიით, მათი ცხოვრება წარმატებული ხდება, მატერიალური შემოსავალი უმჯობესდება, ჩნდება კონტროლი მრავალიცხოვრებისეული სიტუაციების მიმართ. მაგრამ რატომღაც მათ ავიწყდებათ, რომ კავშირი - ეს თოკია, რომელიც ორივე ბოლოთია მიბმული. და შეიძება მეორე მხრიდანაც მოქაჩონ. და მაშინ ენერგია თქვენგან უკან წავა. დაიწყება დანაკარგები. უფრო მეტიც, კავშირების დაგროვება ადამიანს ინერტულს ხდის. ეს იმას ჰგავს, როდესაც ადამიანი ასობით ასეთ თოკს მიათრევს, და ყოველ მათგანზე რაღაც ტვირთია მიბმული. რაც უფრო მეტია იგი და რაც უფრო მძიმეა ტვირთი, მით უფრო ნაკლებია მოძრაობის სიჩქარე, და როგორც შედეგი მცირდება ცვლილებების უნარი. ეს კი ნიშნავს, რომ ადამიანი ჩერდება თავის განვითარებაში. ინერტულობა იზრდება, ძალები თავდება, და შედეგი სავალალოა.

ჩვენ ხომ სხვა ორგანიზმის უჯრედები ვართ, რომელიც ასევე ვითარდება და იცვლება. და თუ ასეთი ორგანიზმის უჯრედი ამუხრუჭებს (მოძრაობს უფრო ნაკლები სიჩქარით, ვიდრე თავად ორგანიზმი), იგი კვდება. აი, რატომაა ასე საშიში არკანებთან თამაში. საკუთარი ეგოს დაკმაყოფილებისადმი მისწრაფებას არაფერ კარგამდე არ მივყავართ.

მე-16 არკანი. კოშკი

53

Page 54: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

თავისთავად ეს არკანი სამყაროს იმ ნაწილს აკონტროლებს, რომელიც ნიუტონის კანონითაა აღწერილი: «ქმედების ძალა ტოლია უკუქმედების ძალის». ამ არკანის მეორე დასახელებაა «მისაგებელი» (отдача). ამ არკანის, პირიქით, ყველას ეშინია, რადგანაც მისი ენერგია კარმის დამუშავების პროცესს რთავს. ეს ბუმერანგის სწორედ ის კანონია, რომელსაც ძველი ჭეშმარიტება ამბობს: «რასაც დასთეს, იმას მოიმკი».

აქ ცოტათი უნდა შევჩერდეთ და აღვწეროთ, თუ რას ნიშნავს კარმა. «კარმა» სანსკრიტიდან თარგმანშ ნიშნავს «მოქმედებას». ანუ ნებისმიერი მოქმედების შესრულებისას თქვენ კარმას აგროვებთ. მაგალითად ხელს იქნევთ - და კარმას აგროვებთ, მაგრამ ამ ქმედებას არ მიჰყავხართ არანაირ ცვლილებებამდე სამყაროში, და შესაბამისად არანაირი უკუკავშირი არაა. უფრო სწორად, იგი არის, ჰაერის წინააღმდეგობის სახით, რომელსაც თქვენი ხელით აპობთ. მაგრამ თუ ხელს პრეზიდენტს აუქნევთ ცხვირთან, მაშინვე შეგიპყრობთ მისი დაცვა და უახლოესი საათები თქვენთვის არც თუ სასიამოვნო იქნება. მოქმედება ორივე შემთხვევაშ ერთი და იგივეა, შედეგი კი სხვადასხვა. თანაც თქვენი მოტივაცია ხელის აქნევის დროს არანაირ როლს არ თამაშობს. სავარაუდოდ თქვენ კოღოს მოცილება გინდოდათ მისი ცხვირიდან. მაგრამ დაცვას ეს არ დააინტერესებს.

მე იმაზე მივანიშნებ, რომ კარმას მორალი არ აქვს. თქვენ რაღაცას აკეთებთ, მაგრამ თქვენს მოტივებს სისტემა არ ითვალისწინებს. ტერმინი «კარმა» უკვე მჭიდროდ შედის ჩვენს ლექსიკონში, თუმცაღა ადამიანთა უმეტესობა სწორედ მორალის პოზიციით აღიქვამს მას. ამბობენ კიდეც: «ნეგატიური» ან «პოზიტიური» კარმა. თუმცაღა ცნებები «კარგი» და «ცუდი» სხვადასხვა ადამიანებისთვის სხვადასხვაა. ჰიტლერსაც სჯეროდა, რომ მსოფლიო უკეთესობისკენ მიჰყავდა. ამიტომ ჩვენ ვყოფთ კარმას «პლუსისკენ» დაკარმას «მინუსისკენ». კარმა

54

Page 55: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

«პლუსისკენ» – ესაა გამოცდილება. ანუ თქვენი პიროვნება, რომელიც ეფუძნება თქვენს გამოცდილებას, - ესეც ერთგვარი კარმაა. ხოლო კარმა «მინუსში» – ესაა ტრავმები. რადგანაც მაგიაშ ადამიანი განიხილება არა მხოლოდ როგორც ფიზიკური სხეული, არამედ ნატიფი სხეულებიც (ადამიანის ენერგეტიკულ სტრუქტურაზე ქვემოთ წაიკითხეთ), კარმის უმეტესი ნაწილი იწერება მათზე და გამოიყურება, როგორც ენერგიის მკვრივი გროვები, რომლებიც ამუხრუჭებენ ენერგეტიკას მოცემულ წერტილში ან მოცემულ ნატიფ სხეულში. ცხოვრება ასეთ გროვებით (კარმული კვანძებით) შეიძება ძალზე ხანგრძლივი იყოს და თქვენ არც კი იეჭვოთ მათზე. მაგრამ ადამიანის სამყაროსთან ურთიერთქმედებისას ამ კვანძებზე შეიძლება ცხოვრების მრავალი პროცესი იყოს დამოკიდებული: სამუშაო, ოჯახი, ბიზნესი, უძრავი ქონება, ჯანმრტელობა და მრავალი სხვა. და დროთა განმავლობაში ამ კვანძების სიმკვრივე იმდენად იზრდება, რომ გარკვეულ მომენტში მათში განმუხტვის პროცესი იწყება. სწორედ ეს პროცესია მე-16 არკანის ენერგია.

და ბოლომდე გასაგები არაა, ყველას რატომ ეშინია მისი. დიახ, შესაძლოა ყველაფერი დაინგრეს. მაგრამ ეს ყველა შემთხვევაშ დაიწყება. კარმას ჯერ არავინ გაქცევია. და თუ ამ ცხოვრებაშ არ დაიწყებს იგი განმუხტვას, შემდეგში მაინც დაგეწევათ. აქედან გამომდინარე არიან ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში ბუზისთვისაც კი არ უწყენინებიათ, მათ კი ყველგან შეურაცხყოფას აყენებენ, ჩაგრავენ, და საერთოდ, მთელი სამყარო მის წინააღმდეგაა. და მაშინ ისინი ღმერთს ეკითხებიან: ღმერთო, რისთვის? და ხედავ მათ წინა ინკარნაციას და - ჩეხავდნენ, კლავდნენ, არ იწყალებდნენ სხვებს, ატყუებდნენ, და ასე მთელი ცხოვრება. ჰოდა მიდის დამუშავება.

მაგებს ესმით ეს და მაინც მუშაობენ ამ არკანზე. უფრო მეტიც. ეს აუცილებელიც კია. როგორც ერთხელ ერთმა მაგმა თქვა: «მე-16 არკანთან მუშაობა სტომატოლოგთან კბილებზე მკურნალობას ჰგავს. არასასიამოვნოა, მაგრამ საჭიროა». საქმე იმაშია, რომ კარმული კვანძები შეგვიძლია ზამბარებს შევადაროთ: რაც უფრო დაჭიმულია იგი, მით უფრო მძლავრი იქნება გაშლაც. მე-16 არკანის გატარების უნარი შესაძებლობას იძლევა, რომ ეს ზამბარები კრიტიკულ მომენტამდე მიღწევამდე გაიშალონ. ასე შეიძლება განთავისუფლება მთელი კარმისგან, და მაშნ ადამიანს, პირიქით, წარმატებული დრო უდგება. ეს რომ გავიგოთ, მოდით შევადაროთ ადამიანი ავტომობილს. ადამიანი კარმით - ნაავარიები ავტომობილია. ასეთ ავტომობილს მოძრაობისას აეროდინამიკა ერღვევა და აქეთ-იქით ქანაობს, სანამ საერთოდ არ გადავარდება გზიდან. იმ დროს, როცა ავტომობილი დაზიანებების გარეშე უპრობლემოდ დაიჭერს ქარის წინააღმდეგობას და შეინარჩუნებს მართვადობას. უფრო მეტიც, იმისთვის, რომ ევოლუციურ განვითარებაში უფრო მაღლა ავიდეთ, ეს არკანი აუცილებლად უნდა გავიაროთ. და თუ გულმართლები ვიქნებით - გვერდის ავლას ვერანაირად ვერ შევძლებთ.

55

Page 56: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

მე-14 არკანი. ზომიერება

აქ ჩვენ ვაწყდებით ისეთ რამეს, როგორიცაა «გარდაქმნა». ანუ ეს არკანი სამყაროს ისეთ წახნაგს აღწერს, როგორიცაა ქიმიური რეაქცია. თუმცაღა ნებისმიერი ქიმიური რეაქცია დაკავშირებულია დროსთან, ამიტომ ეს არკანი საშუალებას გვაძლევს, რომ ვიმუშაოთ დროსთან - აჩქარების ან დამუხრუჭების გზით ობიექტის შეცვლის ასპექტში. აქედანაა, რომ ამ არკანის სიდჰა ჟღერს, როგორც «ცუდის გარდაქმნა კარგად» ან პირიქით. დროის მართვის ცოდნით ჩვენ შეგვიძლია ვაიძულოთ ავადმყოფობას, რომ სხვაგვარად წარიმართოს. (იმისთვის, რომ ეს არკანი უფრო პრიმიტიულ დონეზე გაიგოთ, გირჩევთ წაიკითხოთ ვადიმ ზელანდის წიგნი «რეალობის ტრანსსერფინგი», რომელშიც კარგადაა აღწერილი მოძრაობის ტექნიკა ერთი დროის ნაკადიდან მეორემდე).

მე-13 არკანი. სიკვდილი

56

Page 57: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

აქ ვხვდებით ამ სამყაროს კიდევ ერთ კანონს. ამასთან მე არ მესმის, რატომ არიან ადამიანები განწყობილნი ამ მოვლენისადმი, როგორც რაღაც ნეგატიურისადმი. რადგან სიკვდილის განხილვა ყველაზე ადვილია მათემატიკის თვალსაზრისით, და იგი იქ წარმოადგენს ციფრს «ო». რამდენიც არ უნდა გაამრავლოთ 0-ზე, შედეგად მაინც 0-ს მიიღებთ.

სიკვდილის ენერგია ძალზე რთული და მრავალწახნაგოვანია, თუმცა მისი ერთადერთი თვისება - ენერგიის ყველა დანარჩენი სახის განულებაა. ეს არკანი ძალზე ხშირად გამოიყენება მკურნალობის დროს - მისი მეშვეობით შეგვიძლია უბრალოდ «მოვკლათ» ავადმყოფობა. მაგრამ ასევე მისი გამოყენება შესაძლებელია სულიერ ევოლუციაში საკუთარი პიროვნების რაღაც ნაწილის განულების გზით. იმ ნაწილის, რომელიც ინერტულია და გზაზე ხელს გვიშლის. სიკვდილს კიდევ დავუბრუნდებით ამ წიგნის გვერდებზე. მანამდე კი მხოლოდ ერთს ვიტყვი: ნუ ეცდებით ამ არკანში დამოუკიდებლად შესვლას.

მე-11 არკანი. მართლმსაჯულება

57

Page 58: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ეს არკანი ძალზე გაუგებარია. ესაა ჩვენი სამყაროს საზღვარი, სადაც ქაოსიდან წესრიგი იბადება. და ამ წესრიგს სისტემური მასშტაბები გააჩნია. სხვა სიტყვებით, ამ არკანის ენერგიებში ჩვენი პლანეტა თავის მომავალს ქმნის. და ეს რომ აღსრულდეს, იგი ქმნის გარკვეულ ელემენტებს, რომლებიც კანონის გამტარებს წარმოადგენენ. ესაა პოლიცია, პოლიტიკა, არმია. მაგალითად, რით განსაზღვრება ყაჩაღი თავისი ბანდით პრეზიდენტისგან, თავისი არმიით? არაფრით. ერთი ქარავანს ესხმის თავს, რომ გაძარცვოს, მეორე კი მეზობელ სახელმწიფოს, რომ ასევე გაძარცვოს. მაგრამ ერთი - კანონშია, მეორე - არა. ასე რომ, სწორედ ამ არკანის გატარების უნარი გაძლევთ სიდჰას, რომ მნიშვნელოვანი იყოთ მომავალი სისტემისთვის. ამ სიდჰათი იოლად მოიგებთ სასამართლოებს (უფრო ზუსტად, ისინი უბრალოდ არ გექნებათ), ხოლო ყველა თქვენი არაკეთილისმსურველი საოცარი გზებით დააგროვებენ პრობლემებს სოციუმის კანონიერ ელემენტებთან. მაგები კი ამ არკანს თავიანთი კანონის შესაქმნელად იყენებენ. ანუ ისინი წერენ სამყაროში ახალ პრინციპს, რომელიც ყველასთვის წესი ხდება. და გასაგები ხდება, რომ სამყაროს სწორედ მაგები მართავენ და არა პოლიტიკოსები. პოლიტიკოსები უბრალოდ სიგნალს ატარებენ, რომელიც ყოფიერების სხვა დონეებზე იქმნება.

მე-12 არკანი. ჩამოკიდებული კაცი

ამ არკანისკენ ასე თუ ისე ისწრაფვის მთელი იოგა. მისი აზრი იმაშია, რომ ის, ვინც მას ატარებს, მაღალი ძალების მხარდაჭერით სარგებლობს. ეს მხარდაჭერა იძლევა სიდჰას - «უნარი, რომ არცერთ სიტუაციაში არ დაიკარგო». ანუ რამდენადაც დისკომფორტული არ უნდა იყოს თქვენთვის მდგომარეობა, თუ არის ძალების მხარდაჭერა, თქვენ არაფერი მოგივათ. და სადაც არ უნდა იყოთ: ომში, ციხეში, და კრიზისი კვლავ დადგა... თქვენთვის ეს უმნიშვნელო იქნება.

58

Page 59: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ასევე ამ არკანს მიეკუთვნება მდგომარეობა, რომელსაც «სატორის» უწოდებენ – სხეულის თვითკონსერვაციის მდგომარეობა, რომლის დროსაც სხეული არც ბერდება და არც იხრწნება.

მე-10 არკანი. ბედის ბორბალი

მე ამ არკანს სხვაგვარად დავარქმევდი – «ბედი». აქ ჩვენ ვაწყდებით ერთგვარ უკუკავშირს სისტემასთან. ანუ სისტემა თითქოს გვშიფრავს და გვეკითხება: შევესაბამებით თუ არა საკუთარ ამოცანას, რომელიც ჩვენში ჩვენმა სულმა ჩადო? თუ არა - ნუ დაელოდებით საჩუქრებს ბედისგან. თუ კი, მაშნ წარმატება - თქვენი მეორე სახელია. ამასთან წარმატება არ ატარებს ჩვეულ ხასიათს სტილში - «შევედით მეტროში, იქ კი ადგილი თავისუფალია».აქ ჩვენ ვსაუბრობთ გლობალურ, საბედისწერო მოვლენებზე. ანუ ამ არკანის გატარებისას ბედი ხელს გვჭიდებს (და არა პირიქით - ჩვენ მას) და თავად აღსრულდება ხოლმე, თანაც ძალზე კეთილსასურველ ასპექტში. ეს ისე გამოიყურება, რომ თუ თქვენი ბედია, რომ მდიდარი იყოთ, მაშნ მდიდარი ხდებით ძალიან მოკლე ვადაში და თქვენი მხრიდან მინიმალური ძალისხმევებით. ყველაფერს თქვენს ნაცვლად არკანი აკეთებს.

სანამ სხვა არკანების აღწერაზე გადავალ, ცოტათი ავხსნი ზოგიერთ მომენტს. რაც უფრო მაღალია არკანები, მით უფრო რთულია მათი აღება. და ყველაზე რთული - პირველი 9 არკანია. საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ პირველი 9 არკანი არსებობს, ხოლო დანარჩენი - მათგან წარმოებულია. ისევე როგორც არსებობს 7 ნოტი, მაგრამ არის ოქტავები, სადაც ეს ნოტები სხვაგვარად ჟღერენ.

არსებობს კაბალისტური მიმატების პრინციპი, რომელიც აჩვენებს, რომელი არკანი რომელს შეესაბამება. ასე მაგალითად, პირველი შეესაბამება მეათეს (10=1+0=1), და

59

Page 60: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

იგივე არკანი შეესაბამება მეცხრამეტეს (19=1+9=10=1+0=1), ხოლო მეორე შეესაბამება მეთერთმეტეს (11=1+1=2). ამგვარად არკანების სისტემა ქმნის სპირალს ორნახევარი წრით. და რა გაგონებთ სპირალს ორნახევარი წრით? მართალია - ადამიანის დნმ.

მე-9 არკანი. განდეგილი

რთული არკანი თუნდაც იმ მიზეზით, რომ მის შიგნით მთელი სამყარო იგრძნობა, როგორც აზრი, როგორც ჰალუცინაცია. და მასში შესასვლელად საჭიროა - მაქსიმალურად გვერდზე გავდგეთ სამყაროსგან. მსგავს ტექნიკებს ბუდიზმში აპრაქტიკებენ. ყოველთვის, როდესაც გესმით სხვადასხვა ბრძენებისგან, რომ სამყარო - ეს ილუზიაა, საქმე ეხება ამ არკანს. მასშ ჩვენ ვიწყებთ ამ სამყაროს ილუზორულობის გაგებას არა გონების დონეზე, არამედ საკუთარი გამოცდილებით. ეს არკანი იძლევა სიდჰას, რომელსაც ეწოდება «თვითკმარობა». აქ ჩვენ ვსაუბრობთ არა ფინანსურ თვითკმარობაზე, არამედ მენტალურზე. ამ დონეზე ადამიანს აღარ სჭირდება მასწავლებლები. იგი თავადაა საკუთარი თავის მასწავლებელი, და მის პიროვნებას გააჩნია საყრდენი როგორც ქვემოთ (ფიზიკა), ასევე ზემოთ (ცნობიერება). არსებობს ექსპერიმენტი, როდესაც ადამიანს ბნელ ოთახში ათავსებენ. თუ იგი იქ დაახლოებით 18 დღეს დაჰყოფს ურთიერთობის გარეშე, ჭკუიდან გადადის. მაგებს, რომლებსაც მე-9 არკანის აღების უნარი აქვთ, შეუძლიათ, რომ წლობით იყვნენ ასეთ იზოლაციაში, და მათ ფსიქიკას არაფერი დაემართება. ამ სიხშირის დიაპაზონშივე იმყოფება ტელეპატიაც.

მე-8 არკანი. ძალა

60

Page 61: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ალბათ გსმენიათ უძველესი მაგების შესახებ, რომლებიც თავიანთი ცნობიერებით სხვადასხვა სიდჰებს აკეთებდნენ: ლევიტაციას, ტელეკინეზს, პიროკინეზს და ა.შ. მსგავსი გამოვლინებები მე-8 არკანიდან იწყება. მასშ ცნობიერება ხდება რაღაც ძალის გამტარი და შესაძლებლობას ღებულობს, რომნ უსასრულოდ გაატაროს იგი. თავად მდგომარეობა, ისევე როგორც სხვა არკანებში, დაშიფრულია არკანის კარტში, მაგრამ გაშიფვრის შემდეგაც კი არც თუ ისე გასაგებია, როგორ შევიდეთ ამ არხში. შეიძლება ითქვას, რომ აქ უნდა შევესაბამებოდეთ გარკვეულ ღვთაებრივ პრინციპებს, რადგანაც მაგი მხოლოდ გამტარი ხდება და არა მფლობელი. წარმოიდგინეთ, რომ ჩვეულებრივ ელექტრო-სადენში გაივლის ასიათასი ვოლტის ძაბვა. სადენი მაშინვე დაიწვება. ასე რომ, მე-8 არკანში საკუთარი თავისგან მაღალვოლტიანი კაბელი უნდა შევქმნათ, რომ არ დავიწვათ და ეს სიგნალი საკუთარ თავში გავატაროთ.

მე-7 არკანი. ეტლი

ყველაფერი, რაც შეიძება ითქვას ამ არკანზე, ესაა ის, რომ მასთან მუშაობა მოგცემთ «წარმატებას ნებისმიერ საქმეში». ანუ წარმატებული იქნებით, რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი. ამ დონეზე თქვენ იწყებთ ცხოვრების მართვას, რადგანაც სადავეები თქვენს ხელშია. თუ მე-10 არკანში ჩვენ უბრალოდ შევესატყვისებით

61

Page 62: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ბედს, აქ კეთილსასურველობის სიგნალი შეგვიძია ნებისმიერი მიმართულებით წარვმართოთ. რაღაც იმდაგვარი, რომ სამყაროს ნებისმიერი ნაწილი შეგვიძლია ჩვენს ბედად ვაქციოთ. უფრო გასაგები რომ იყოს: ამ არკანშ ადამიანს არ გააჩნია კარმა. მე-16 არკანი ზემო ასპექტში უდრის 7-ს (16=1+6=7). აი, რატომაა, რომ კარმის დამუშავების შემდეგ ადამიანს თეთრი ზოლი (белая полоса) ეწყება ცხოვრებაშ (სანამ ახალ კარმას არ დააგროვებს).

მე-6 არკანი. შეყვარებულები

ეს არკანი საშუალებას გვაძლევს, რომ გამოვიყენოთ ჩვენ სექსუალური ენერგია, ვაკონტროლოთ იგი. და როდესაც ვიმორჩილებთ მას, ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ როგორც მაგნიტმა და ნებისმიერი მოვიზიდოთ ჩვენს გზაზე. სიდჰას წარმოადგენს მოხიბვლის უნარი - გახდე მიმზიდველი ნებისმიერი ადამიანისთვის, ან გამოიყენო ეს ენერგია გზაზე მოძრაობისთვის.

მე-5 არკანი. იეროფანტი

აქ ჩვენ ვხვდებით ისეთ პრინციპს, როგორიცაა სულიერი ძალაუფლება, ძალაუფლება სულზე. ამ არკანს ატარებს ყველა, ვინც როგორღაც მაინც ფლობს ადამიანთა გონებებზე ზემოქმედების უნარს. ანუ მასწავლებლად ყოფნის უნარი ამ არკანის გამტარობაზეა დამოკიდებული. ბუნებრივია, თუ გაცნობიერებულად აიღებს ამ არკანის ენერგიას, ასეთ ადამიანს შეუძლია სწავლებად აქციოს ყველაზე იდიოტური იდეაც კი.

62

Page 63: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

მე-4 არკანი. იმპერატორი

ამ არკანშ ჩვენი ცნობიერება იქცევა კანონმდებლად. ეს ის კანონი არაა, რომელიც მე-11 არკანში გვხვდება. აქ ძალაუფლების მთავარი პრინციპი ზის. ასეთ ცნობიერებას შეუძლია გარკვეული პირობები შექმნას თავის გარშემო, და დანარჩენები დაემორჩილებიან მას. თუ მე-11 არკანშ ხდება დამორჩილება იმის ხარჯზე, რომ ეს სისტემური პრინციპია, აქ ადამიანი თავად ხდება სისტემა, იგი თავად მოიცავს საკუთარ თავშ მთელ სამყაროს. აქედან ჩნდება საკუთარი თავის ილუზორულობა. კასტანედას ეს სფერო აღწერილი აქვს, როგორც «მესამე ყურადღების» ზონა. აქ ცნობიერება უშუალო ურთიერთობაშ შედის უმაღლეს მე-სთან და მოიპოვებს პლანეტარული ცნობიერების თვისებას, რომელსაც უმაღლესი მე, ანუ სული ფლობს. ამიტომ ასეთი არსების აზრი იმპერატორის კანონს ჰგავს.

მე-3 არკანი. იმპერატორი ქალი

ამ არკანს უწოდებენ ასევე უდიდეს ინს. მასში ვხვდებით უნარს - ვშთანთქოთ ნებისმიერი ენერგეტიკული იმპულსი, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს იგი. ძნელია ინ-მაგის წარმოდგენა, და საერთოდ, ისინი ძალზე იშვიათნი არიან ბუნებაში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ვინმეს სიძულვილით უყურებთ. ჩვეულებრივ შემთხვევაში თქვენი სიძულვილი ფორმირდებოდა ერთგვარ ენერგეტიკულ ვექტორად დაარტყამდა ადამიანის ენერგეტიკას და ან გაანგრევდა მას, ან აირეკლებოდა, რაც თქვენშ სიძულვილის ახალ ტალღას გამოიწვევდა. მაგრამ თუ თქვენს ოპონენტს მშვიდად უჭირავს ეს არკანი, მაშნ თქვენი სიძულვილი უბრალოდ ჩაიძირებოდა მასში და თქვენ დასუსტდებოდით, თითქოს მთელი ძალით გექნიათ

63

Page 64: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ხელები. მაგს თქვენი სიძულვილი ცალ ფეხზე ჰკიდია, იგი ვერც კი იგრძნობს. ინ-მაგები ყველაზე მოუხელთებლები (неуязвимые) არიან.

მე-2 არკანი. უმაღლესი ქურუმი ქალი

ამ არკანის სფეროს წარმოადგენს ჩვენი პლანეტის ინფორმაციული ველი. ეზოთერიკაში მას უწოდებენ «აკაშას ქრონიკებს». იქ ჩაწერილია მთელი ინფორმაცია, პლანეტის მთელი ისტორია. ამ არკანში შეღწევის უნარი შესაძლებლობას იძლევა, რომ მივიღოთ ინფორმაცია ნებისმიერ მოვლენაზე. ყველა დიდი წინასწარმეტყველი სწორედ აქედან იღებდა ინფორმაციას. არა ის, რომ ისინი უმაღლესი დონის მაგები იყვნენ, - უბრალოდ ზოგჯერ დედამიწაზე იბადებიან ადამიანები მკაფიოდ გამოხატული მედიუმიზმის უნარებით, რომლებსაც მეტ-ნაკლებად შეუძლიათ ამ ქრონიკებში შეღწევა.

1-ი არკანი. მაგი

64

Page 65: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ეს არკანი შეესაბამება ღმერთის ცნობიერებას. ამ ენერგიების გაცნობიერებულად გატარების უნარი მატერიის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

მე მოკლედ აღვწერე არკანები, რათა მიახლოებითი წარმოდგენა შემექმნა თქვენთვის პლანეტარულ ენერგიაზე და იმაზე, თუ როგორ მუშაობენ მაგები მასთან. ამასთან მე სპეციალურად არ მოგეცით ყოველი კარტის გლიფების აღწერა. ყოველი არკანი - ეს იმდენად ღრმა თემაა, რომ გადავწყიტე ცალკე წიგნი დამეწერა დიდ არკანებთან მუშაობაზე, სადაც დაწვრილებით მოვყვები, თუ როგორ განვეწყოთ მათზე სწორად და როგორ გამოვიყენოთ ისინი ყოფით სიტუაციებში მათზე ზემოქმედების და საკუთარი სულიერი ევოლუციის თვალსაზრისით. სხვა სიტყვებით, მე შევეცდები შევქმნა სრულფასოვანი სახელმძღვანელო, სადაც მთელ ჩემს მაგიურ გამოცდილებას ჩავდებ. ამ წიგნში მხოლოდ იმ საბაზისო მომენტებზე გავჩერდებით, რომლებიც აუცილებელია საკუთარ თავში ზემგრძნობელობის განვითარებისთვის.

თავი 7. ადამიანის ენერგეტიკული სტრუქტურა მანამ, სანამ ჩვენი წიგნის პრაქტიკულ ნაწილზე გადავალთ, აუცილებელია ვისაუბროთ ადამიანის ენერგეტიკულ სტრუქტურაზე და იმაზე, თუ როგორ ურთიერთქმედებს ადამიანი პლანეტის ენერგეტიკასთან. ამის თაობაზე ათასობით წიგნია დაწერილი, მაგრამ ყოველ მათგანში ბევრი ზედმეტი ინფორმაციაა, რომლის აღქმაც მოუმზადებელი ადამიანისთვის ძალზე რთულია. მე ვეცდები ძალიან მოკლედ და მხოლოდ საქმეზე ვილაპარაკო და ავღწერო ადამიანის ენერგეტიკული აგებულება. ეს საყრდენს მოგცემთ სხვადასხვა ენერგეტიკული პროცესების აღქმაში.

ჩაკრები და მათი ნატიფი სხეულები

65

Page 66: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ალბათ გსმენიათ ჩაკრების შესახებ. თავისუფალი ლიტერატურიდან, რომელიც ეზოთერულ ბაზარზე გვხვდება, ჩაკრების შესახებ კარგი წიგნის პოვნა ადვილი არაა. მე ათობით წიგნი გადავიკითხე, და ყოველი მათგანი წინას ეწინააღმდეგებოდა. საბოლოოდ ყველაფერი მასწავლებელმა დამილაგა, და ახლა ვეცდები, რომ ეს ცოდნა მოკლედ გადმოვიტანო ფურცელზე.

სიტყვა «ჩაკრა» სანსკრიტიდან თარგმანში «ბორბალს» ნიშნავს. ნათელმხილველები ამბობენ, რომ ჩაკრები მბრუნავ დისკოებს ჰგვანან, რომლებიც სხეულის გარკვეულ ზონებში პროეცირდებიან. კლასიკურ ტრადიციაში 7 ძირითად ჩაკრას ითვლიან, რომლებიც განლაგებულია ხერხემლის გასწვრივ.

ჩაკრები წარმოადგენენ ენერგიის შესვლის და გამოსვლის წერტილებს ორგანიზმში. ყველაზე ადვილია მათი შედარება ბუდეებთან კომპიუტერის სისტემურ ბლოკში. არის ბუდე კლავიატურისთვის, არის ვიდეოკარტისთვის, არის კვების წყაროსთვის, არის ქსელის კაბელისთვის. ისევე, როგორც კომპიუტერი ურთიერთქმედებს ამ ბუდეების მეშვეობით, სწორედ ასევე ჩვენი ორგანიზმიც ურთიერთქმედებს სამყაროსთან ამ ჩაკრების მეშვეობით. თუმცა ჩვენ გვეჩვენება, რომ სამყაროში თავისუფლად გადავადგილდებით, მაგრამ სინამდვილეში მყარად ვართ «შერჭობილი» სამყაროში (როგორც ფლეშკა კომპიუტერში), და სისტემა ჩვენ გვკითხულობს (считывает).

ჩაკრები ფიზიკურ სხეულში არ არიან. მათ მხოლოდ პროექცია აქვთ მასზე და მხოლოდ ნატიფ სხეულებშ ჩანან. საერთოდ, უფრო ზუსტები თუ ვიქნებით, ჩაკრები არ არსებობს. ეს უბრალოდ სიხშირეობრივი დიაპაზონია. აი მაგალითი, უფრო გასაგები რომ იყოს. თქვენს სხეულში არის შინაგანი ორგანოების სხვადასხვა ჯგუფები. ყოველი ორგანო და ყოველი სისტემა თავისი სიჩქარით მუშაობს და ამით თავის სიხშირეს ქმნიან. მაგალითად, გულმკერდის ორგანოები: სისხლის მიმოქცევის სისტემა, ფილტვები, გული და ბრონქები. სისხლის მიმოქცევის სისტემა - ყველაზე ნელია. ფილტვები უფრო ჩქარი, მაგრამ უფრო ნელი, ვიდრე გული. ბრონქები კიდევ უფრო სწრაფად მუშაობენ. და რამდენადაც მუშაობა მიმდინარეობს, გამოიყოფა ენერგია. ეს ენერგია ისწრაფვის ცენტრისკენ, რომელსაც უწოდებენ ჩაკრას. ფიზიკურ დონეზე თავად ორგანოები წარმოადგენენ ჩაკრებს. ორგანოების ეს ჯგუფი გულის ჩაკრას მიეკუთვნება.

66

Page 67: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ასევე ყოველი ჩაკრა თავის სხეულს ქმნის თავის სიხშირეზე. შეიძლება ითქვას, რომ ჩაკრაა სწორედ სხეული. მაგრამ არსებობს მთელი ენერგიის კონცენტრაციის ადგილი, ერთგვარი დაძაბულობის წერტილი. მაგალითად, ფიზიკურ სხეულში ამ წერტილს წარმოადგენს კუდუსუნის მიდამო, რადგანაც იგი სიმძიმის ცენტრს წარმოადგენს. აქედანაა, რომ ამ ადგილზე ერთ-ერთი ჩაკრა მდებარეობს. მაგრამ ნუ გავიქცევით წინ და მივყვეთ თანმიმდევრულად.

მულადჰარა

პირველი ჩაკრა - მულადჰარა. მისი ფერია - წითელი. წერტილი ფიზიკურ სხეულზე - კუდუსუნის მიდამო. იგი ყველაზე დაბალსიხშიროვანია (ყველაზე ნელია) და თავისი ვიბრაციებით ქმნის ფიზიკურ მატერიას, ანუ ფიზიკურ სხეულს. სხვა სიტყვებით, მთელი ჩვენი სხეული, როგორც მატერია - ამ ჩაკრისგან წარმოებულია. მაგრამ ჩვენ ვიცით, როგორ ჩნდება სხეული. სპერმატოზოიდი ანაყოფიერებს კვერცხუჯრედს და ა.შ. თუმცაღა თავიდან იქმნება ენერგიის გროვა, რომელიც განაპირობებს განაყოფიერებას. მულადჰარაში იმყოფება ჩვენი სხეულისთვის განკუთვნილი სასიცოცხლო ენერგიის მარაგი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი უჯრედების სიცოცხლის ხანგრძლივობას და ჯანმრთელობას.

სვადჰისთჰანა

მეორე ჩაკრა - სვადჰისთჰანა. უპირატესად - ნარინჯისფერი. განლაგებულია ქალებში ბოქვენის მიდამოში, ხოლო მამაკაცებში - წინამდებარე ჯირკვლის მიდამოში. სექსუალური ჩაკრა, როგორც კიდევ უწოდებენ, გამოიმუშავებს სექსუალურ ენერგიას გარკვეული ნიშნით («+» მამაკაცებში და «-» ქალებში). იგი პასუხს აგებს შარდ-სასქესო სისტემის მუშაობაზე და თავისი ვიბრაციებით ქმნის ეთერულ სხეულს. ეთერული სხეული გამოიყურება როგორც კვამლი(дымка), რომელიც სხეულის საზღვრებს 3-5 სმ-ით სცდება. ეთერული სხეული - ასევე ფიზიკურია, ოღონდ 4-განზომილებიანი. ანუ ფიზიკური სხეული - გაწელილი დროში. უფრო კარგად რომ გაიგოთ, წარმოიდგინეთ თვითმფრინავი, რომელიც ცაში მიფრინავს. მის უკან შლეიფი რჩება იმ სივრცეში, რომლითაც მოძრაობს. დროშ ჩვენი სხეული ასევე მოძრაობს და ასევე ტოვებს შლეიფს, რომელსაც ხედავენ კიდეც სწორედ ექსტრასენსები. მაგრამ რადგანაც დრო არ წარმოადგენს სივრცეს, ეს მოძღაობა არ ქმნის განგრძობადობას, არამედ რაღაც დამუხრუჭების ზონის მაგვარს გვაგონებს, რომელიცაა სწორედ ეთერული სხეული. ამ სხეულს ასევე უწოდებენ «ჯანმრთელობის სხეულს», ან «სასიცოცხლო ენერგიის სხეულს». რადგანაც იგი 4-განზომილებიანია და დროშა გაწელილი, იგი იგროვებს ყველა დეფორმაციას, რომელიც ფიზიკურ სხეულს ემართება ცხოვრების განმავლობაში. სწორედ მასთან მუშაობენ ხშირად მკურნალები, რადგანაც მასზე ჩანს ჯანმრთელობის პრობლემები. ამ სხეულს ხომ ასევე გააჩნია შინაგანი ორგანოები, უფრო ზუსტად - ფიზიკურ ორგანოებს გააჩნიათ ასევე ეთერული მატერია.

მანიპურა

67

Page 68: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

მესამე ჩაკრა - მანიპურა. უპირატესად - ყვითელი ფერის. მამაკაცებში განლაგებულია მზის წნულში, ხოლო ქალებშ ოდნავ ქვემოთ, მაგრამ ჭიპის ზემოთ. ეს ჩაკრა პასუხს აგებს მუცლის მიდამოს ყველა ორგანოს მუშაობაზე, საჭმლის მომნელებელ და ნერვულ სისტემებზე.

მანიპურა ჩაკრას ვიბრაციის სიხშირეზე არსებობს კიდევ ერთი სხეული - ასტრალური. მას გააჩნია უკვე 5-7-განზომილებიანი ბუნება. ეს სხეული სცილდება ფიზიკურ სხეულს გაშლილი ხელის მანძილზე და ბურთისმაგვარი ფორმა გააჩნია. მე მას ვხედავ, როგორც გამჭვირვალე სხეულს, რომელიც პოლიეთილენის პაკეტს გვაგონებს, და რომელზეც სხვადასხვა ზომის სინათლის გამონათებები ჩნდება. ამ სხეულს (ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ნატიფ სხეულს) გააჩნია უნარი - დატოვოს ფიზიკური სხეულის საზღვრები და იმოგზაუროს მრავალგანზომილებიან სივრცეში. მოცემულ ფენომენს ასტრალურ მოგზაურობებს უწოდებენ. მომდევნო წიგნებშ მე დაწვრილებით აღვწერ მის ბუნებას. ახლა კი მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს პირდაპირაა დაკავშირებული გულის წასვლებთან. მათ, ვინც სხეულიდან გასვლას აპრაქტიკებენ, იციან, რომ ასტრალური სხეულის ფიზიკურიდან გასვლის შემდეგ ხდება ფიზიკური სხეულის დამბლა. ეს გამოწვეულია იმით, რომ ასტრალური სხეული ერთგვარ ელექტრო-ენერგიას წარმოადგენს ნერვული სისტემისთვის. თუ გული წაგსვლიათ, ალბათ შენიშნავდით, რომ დაცემისას სხეული არ გრძნობს ტკივილს. როგორ ძლიერადაც არ უნდა დაარტყათ რამე, მაინც არ გტკივათ. საქმე იმაშია, რომ გულის წასვლა პირდაპირაა დაკავშირებული ასტრალური სხეულის გასვლასთან. როდესაც იგი სხეულიდან გადის, ნერვული სისტემა იფიტება. აქედანაა, რომ ტკივილს ვერ გრძნობთ. მაგრამ როგორც კი გონზე მოდიხართ, სხეულის ტრამვირებული ნაწილი გტკივდებათ, რადგანაც ნერვულ დაბოლოებებს კვლავ მიაწოდეს «ელექტროობა».

მაგრამ მანიპურას ფუნქცია ამით არ შემოიფარგლება. მასზე იმყოფება საგვარეულო არხი (კავშირი მშობლებთან), სოციალური ურთიერთობები, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, «სოციალური სახე», თქვენი სახე სოციუმში, რომლის შესაბამისადაც სოციუმი აღგიქვამთ. აი, რატომ უწოდებენ ასტრალურ სხეულს ხატ-სახეების სხეულსაც. ასევე აქ იმყოფება ენერგეტიკული თვალსაზრისით ნებელობის ცენტრი (ნერვული იმპულსების კონცენტრაციის ცენტრი), ფული და ა.შ.

სხვათაშორის, ერთი საინტერესო თეორია, რომელიც წარმოადგენს ვერსიას, თუ რატომ დაიწყეს ქალებმა მაღალ ქუსლებზე სიარული. რადგანაც მათიუ მანიპურა ოდნავ ქვემოთაა, ვიდრე მამაკაცების, ისინი გათანაბრებას, ერთ დონეზე დადგომას ცდილობენ. მართლაც, უფრო და უფრო მეტი ქალი იკავებს ხელმძღვანელის თანამდებობებს და უბრალოდ მამაკაცის დონეზე მუშაობს. მრავალი მეცნიერი ამბობს, რომ ჩვენ მატრიარქატის ეპოქისკენ მივდივართ, ამიტომ თუ მამაკაცებს სურთ, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ, დროა მაღალ ქუსლებზე იფიქრონ. ეს რა თქმა უნდა ხუმრობაა, მაგრამ რენესანსის ეპოქაში მამაკაცები ევროპაში ქუსლებზე დადიოდნენ, და საკმაოდ მაღლებზე, უფრო მაღლებზე, ვიდრე ქალებისთვის იყო

68

Page 69: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

განკუთვნილი. ამასთან ეს იყვნენ არისტოკრატული ფენის (მე-3 კასტა) ადამიანები. მაგრამ გავიმეორებ - ეს მხოლოდ თეორიაა.

ანაჰატა

ანაჰატა - მეოთხე ჩაკრა. მისი ფერი უპირატესად მწვანეა. ერთადერთი ჩაკრა, რომელიც ხერხემლის სვეტისგან ოდნავ მარცხნივაა გადახრილი. იგი პასუხს აგებს გულმკერდის მიდამოს ორგანოთა ჯგუფზე და თავისი ვიბრაციებით ახდენს კიდევ ერთი სხეულის ფორმირებას, რომელსაც «ანაჰატას სხეულს», ანუ «ცხოველური მენტალის სხეულს» ვუწოდებთ. მის დახატვას აზრი არ აქვს, რადგანაც ყველა ადამიანში მას სხვადასხვა ზომები აქვს, რაც დაკავშირებულია ანაჰატას სიმძლავრესთან. ეს სიმძლავრე პირობითად შეგვიძლია გამოვხატოთ, როგორც «სიყვარულის» ან თანაგრძნობის უნარი. საქმე იმაშია, რომ ჩაკრას სამყაროსთან ურთიერთქმედება ჩვენთვის გამოიყურება - როგორც ემოციები. ასე რომ, ამ ემოციების გაცემის უნარი - ჩაკრას პარამეტრებითაა განსაზღვრული. ხალხში ადამიანებს ერთისმოყვარეებად და მრავლისმოყვარეებად ჰყოფენ. ამასთან ერთისმოყვარეები - კარგი, ერთგული ადამიანები არიან, ხოლო მრავლისმოყვარეები - „ბაბნიკები“ და „ბოზები“. სულაც არა: არიან ისეთები, რომლებსაც ეს ენერგია გულის დონეზე ბევრი აქვთ, და არიან ისეთები, რომლებსაც - ცოტა აქვთ. მრავლისმოყვარეს უბრალოდ უყვარს, მაგალითად ქალი, და ქალისთვის ეს სიყვარული საკმარისია, მას კი ენერგია კიდევ დარჩა. კიდევ აქვს სურვილი, რომ გასცეს. და გასცემს კიდეც. ხოლო ერთისმოყვარეები - ძუნწები არიან, რომლებსაც ერთზე ძლივს ჰყოფნით სიყვარული. ასე რომ ნუ განიკითხავთ და - არ განიკითხებით.

ენერგეტიკული პოტენციალიდან გამომდინარე, სხეულის ზომები შეიძლება დიამეტრში 3 მეტრიდან 30-40 მეტრამდე მერყეობდეს. როგორც უკვე აღვნიშნე, სიყვარულის უნარი აქ საკვანძო როლს თამაშობს. შეგიძიათ წარმოიდგინოთ, რამხელა სხეული ექნებოდა იესო ქრისტეს, რომელსაც პრინციპში ყველაფერი ცოცხალი უყვარდა. თუმცა ამ შემთხვევაში ალბათ ზომა კი არა სხვა თვისება იყო მნიშვნელოვანი.

რატომ უწოდებენ ამ სხეულს ასევე «ცხოველური მენტალის სხეულს»? საქმე იმაშია, რომ ცხოველებში ამ სიხშირის დიაპაზონში აზროვნება მუშაობს. ჩვენში კი - ემოციები. და თუ თქვენ გყავთ შინაური ცხოველები, ალბათ შეამჩნევდით, რომ მათ შეუძლიათ ნაწილობრივ რეაგირება მოახდინონ თქვენს ემოციურ ფონზე. ამასთან არიან ცხოველები, რომლებიც ჩენთან ახლოს არიან ანაჰატას სიხშირით (კატები, ძაღლები, დელფინები), და არიან ჩვენგან შორს მყოფნიც (მწერები). ამიტომ ჭიანჭველას წინ რა ემოციებიც არ უნდა გამოხატოთ, როგორც მიათრევდა თივის ღეროს, ისევე გააგრძელებს და ვერც კი შეგამჩნევთ.

ვიშუდჰა

69

Page 70: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

მეხუთე ჩაკრა - ვიშუდჰა. ცისფერი. განლაგებულია ყელის მიდამოში, იქ, სადაც ჩაღრმავება გვაქვს. ამ ჩაკრის ვიბრაციაზე კიდევ ერთი სხეული არსებობს. ჩემთვის ბოლომდე ცნობილი არაა, როგორ გამოიყურება იგი და რა ზომები აქვს. მე მას აღვიქვამ, როგორც ვიბრირებად კრისტალს. ზოგიერთ ტრადიციაშ ამ სხეულს კაუზალურსაც უწოდებენ. ანუ მიზეზთა სხეულს, კარმულ სხეულს. თითქოს ამ სხეულზე კარმა იწერება. სინამდვილეში კარმა ყველა სხეულზე იწერება, მაგრამ შეიძება ითქვას, რომ ამ სხეულზე იწერება კარმა პლუსში, ანუ იწერება გამოცდილება, იწერება ჩვენი პიროვნება. გამოდის, რომ სწორედ ეს კრისტალია ჩვენი პიროვნება.

საქმე იმაშია, რომ ამ სიხშირეზე იმყოფება ადამიანის აზროვნება. ამასთან აზროვნებაშ უნდა ვიგულისხმოთ არა აზრები თავში, არამედ ქცევის ალგორითმების გამომუშავების პროცესი, ანუ ხდება გადაწყვეტილების მიღება - შესრულდეს თუ არა ესა თუ ის ქმედება. მაგალითად, თქვენსკენ მორბის კაცი ნაჯახით, და თქვენ ფიქრობთ, რა გააკეთოთ: გაიქცეთ, თუ აიღოთ დიდი ნაჯახი და მის შესახვედრად წახვიდეთ. თქვენი მოქმედებების ნებისმიერი ვარიანტი წარმოადგენს თქვენი პიროვნების წახნაგს (კრისტალის წახნაგს), და რაც უფრო მრავალწახნაგოვანი იქნება თქვენი პიროვნება, მით უფრო წარმატებული იქნებით ცხოვრებაში.

აჯნა

აჯნა - მეექვსე ჩაკრაა. მისი ფერია - მუქი ლურჯი, განლაგებულია ჰიპოფიზის ზონაში და გააჩნია პროექცია თვალებს შორის მიდამოში. მისი ფუნქცია ძალიან მარტივია - აღქმა. ნებისმიერი აღქმა გრძნობის ნებისმიერი ორგანოთი ამ ჩაკრაშ მუშავდება. ჩაკრების გამოსახულების ინდური ვარიანტი - ესაა ლოტოსის ყვავილები ფურცლების გარკვეული რაოდენობით. ეს ფურცლები - ენერგიის არხებია, რომლებიც მიმართულია ამა თუ იმ ორგანოზე. აჯნას ასეთი ფურცელი მხოლოდ ორი აქვს. ერთი მიერთებულია მარცხენა ნახევარსფეროზე, მეორე - მარჯვენაზე. ანუ ჩაკრა თითქოს აგროვებს ინფორმაციას ტვინის ნახევარსფეროებიდან. საკუთარ თავში ექსტრასენსორიკის განვითარების შედეგად მაგებს გარეთ გამოაქვთ ეს ჩაკრა და ამგვარად ინფორმაციის პირდაპირ გარესამყაროდან მიღებას სწავლობენ.

ამ ჩაკრასაც ასევე გააჩნია სხეული, მაგრამ პირადად მე ვერანაირად ვერ ვხედავ მას. ამ დონეზე იმყოფება ასევე ქვეცნობიერება, ეს კი ყველა წინა ინკარნაციის ერთობლიობაა, ასე რომ, როგორც ჩანს, ეს სხეული უფრო ეგრეგორს ჰგავს. მე მას ვგრძნობ, როგორც უძირო სივრცეს.

საჰასრარა

მეშვიდე ჩაკრა - საჰასრარა. ათასფურცლოვანი ჩაკრა (იგულისხმება ნეირონული კავშირების სიმრავლე თავის ტვინში). ფერი - იისფერი. ამ ჩაკრათი დაკავშირებული ვართ ეგრეგორებთან, სისტემის გონთან და თავად სულთან. ამ ჩაკრას სხეულს უწოდებენ მონადას, ანუ სამშვინველს(душа).როდესაც ამ ჩაკრაზე

70

Page 71: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ვსაუბრობთ, უფრო მეტად ვგულისხმობთ ერთგვარ თვისებას, რომელსაც ზემო მიერთებას უწოდებენ. ზემოთა და ქვემოთა ჩაკრებს შესაბამისი მიერთებები გააჩნიათ. რა არის ეს? ჩაკრების დიაპაზონი - ეს უბრალოდ ადამიანის დიაპაზონია. მასშ არსებობს ადამიანი, როგორც ორგანიზმი. მაგრამ არასწორი იქნებოდა გვეფიქრა, რომ ეს ერთადერთი არსებული დიაპაზონია. ეს ისევეა, როგორც სმენის ადამიანური დიაპაზონის შემთხვევაში. ჩვენ მხოლოდ კონკრეტული დიაპაზონის ფარგლებშ გვესმის, მაგრამ არსებობს კიდევ ულტრაბგერები და ინფრაბგერები, თუმცაღა ამ სიხშრეებს ჩვენ უკვე ვეღარ აღვიქვამთ. ჩაკრებზეც იგივე ისტორიაა. არის ადამიანის მიერ აღქმადი სამყარო, რომელშიც ის ცხოვრობს (მულადჰარადან საჰასრარამდე), მაგრამ არსებობენ სამყაროები უფრო მაღლა და უფრო დაბლა. ყველაფერს, რაც მაღლაა, რელიგიებში სამოთხეს უწოდებენ, ხოლო რაც დაბლაა - ჯოჯოხეთს. და იქ შესაბამისად ადამიანები არ ცხოვრობენ. ამ სამყაროებს ზემოთა და ქვემოთა სამყაროებს უწოდებენ. ხოლო ჩვენს სამყაროს - შუას.

მე მოკლედ აღვწერე ორგანიზმის ძირითადი ენერგეტიკული აგებულება, რომელიც ოკულტური ცოდნის მიღებისას ორიენტირებაში დაგეხმარებათ. იმისთვის, რომ წინ ხახვიდეთ, აუცილებელია ასევე იცოდეთ, როგორ ხდება ჩვენი ცნობიერების, ჩაკრებისა და გარესამყაროს ურთიერთქმედება. ამისთვის საჭიროა აღვწეროთ კიდევ ერთი ნატიფი ორგანო ჩვენს ორგანიზმში, რომელსაც ეწოდება ფიქსაციის წერტილი.

ფიქსაციის წერტილი

პირველად ეს ტერმინი კარლოს კასტანედამ შემოიღო. მანამდე ამ ორგანოს არსებობის შესახებ განზრახ დუმდნენ. საქმე იმაშა, რომ მაგებს აქვთ ჩვევა - დაშიფრონ თავიანთი ცოდნა. არსებობს წერილობითი დოკუმენტით ცოდნის გადაცემის ორი მეთოდი: ძუნწი და გულუხვი. ძუნწ მეთოდში მაგი ბოლომდე არ ამბობს რაღაცას, ასე რომ საჭიროა შეგვეძლოს სტრიქონებს შორის კითხვა, ხოლო გულუხვი მეთოდი გულისხმობს მთელ ინფორმაციას, პლუს დამატებით სხვადასხვა წვრილმანებს. ასე რომ საჭიროა ვიცოდეთ თესლის გარჩევა აპკისგან (ნაჭუჭისგან). ამგვარად, ფიქსაციის წერტილი (შემდგომში ფწ) ასევე მოყვა მსგავს ცენზურაში. ძველი ცივილიზაციების განადგურების შემდეგ მაგიური ტრაქტატები გაფანტულ იქნა მთელს მსოფლიოში. ეს, როგორც ჩანს, დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ატლანტიდის მრავალი განდობილი მაგი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშ იბადებოდა. შედეგად გაჩნდა მრავალი ტრადიცია. ასე, მაგალითად, ინდურმა ცივილიზაციამ იოგა მიიღო მემკვიდრეობით, ცოდნა ჩაკრებისა და შვიდი სხივის შესახებ. ჩინურმა ტრადიციამ - ცოდნა დროის ფიზიკის შესახებ (ტრაქტატი ი-ძინი), ინ და იან ენერგიების შესახებ. ევროპული ტრადიცია მოიცავს მდგომარეობების მაგიას, ანუ სეფიროტულ მაგიას. აფრიკულ ტრადიციებში დამკვიდრდა ვუდუს მაგია და ნეკრომანტია, ხოლო ამერიკულმა ცივილიზაციამ შემოინახა შამანიზმი და ცნება ფიქსაციის წერტილის შესახებ.

71

Page 72: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

კასტანედა წერდა, რომ ყველა ადამიანში ეს აწ განლაგებულია ბეჭების ზონაში, ზურგისგან გარკვეულ მანძილზე. შესაძლოა ეს ასეცაა, მაგრამ მე ვისწავლე, რომ აღვიქვა მისი გარეთა პროექცია, რომელიც პარკის გარეთა მხარესაა.

მე ხშირად ვახსენებ ტერმინს «პარკი» (кокон), მაგრამ ჯერ არ ამიხსნია იგი. პარკი - ესაა სინათლის სხეული, რომელიც ყალიბდება ადამიანის ყველა ნატიფი გარსის აქტიური სფეროებით. შეიძლება ითქვას, რომ ნატიფი სხეულები - ეს ჭურჭლებია. სითხე მათში - ეს ენერგიაა. ყველა ამ ენერგიის ერთობლიობა ქმნის ნათების ზონას, ანუ ჭუპრს.

მაშასადამე, რა არის ფიქსაციის წერტილი? ესაა წერტილი, რომელიც სამყაროს კრებს. კასტანედა წერდა, რომ მთელი სამყარო ხაზებისგან შედგება. მილიონობით მანათობელი სიმი(струны) ქმნის სამყაროს. ყოველი ძაფი შეიცავს საკუთარ თავში ინფორმაციას ამ სამყაროს შესახებ, ხოლო ფწ გვაგონებს ანტენას, რომელიც იჭერს ამ ნაკადებს. აბრეშუმის ჭიასავით აგროვებს მათ და კვანძებს ქმნის ჩვენს პარკზე. სხვა სიტყვებით, ფწ-ს მეშვეობით გარეგანი ინფორმაცია ჩვენს ცნობიერებაშ შემოდის და ჩვენს სხეულებშ გროვდება. იგი - ლაზერულ ალმასს ჰგავს, ხოლო ნატიფი სხეულები - კომპაქტურ დისკებს (CD). ისევე, როგორც ლაზერული ალმასი ამოწვავს ხოლმე კომპაქტ დისკს და ტოვებს მასზე ინფორმაციას, ჩვენი აწ ჩვენს სხეულებზე წვავს ინფორმაციას. ამასთან ფწ-ს აქვს უნარი გადაადგილდეს პარკზე, ამგვარად ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ სხვადასხვა ინფორმაცია და სხვადასხვაგვარად ვიურთიერთოთ სამყაროსთან.

თავად ფწ-ს გააჩნია შინაგანი ფიქსაცია. ეს აუცილებელია, რომ სამყარო ერთი და იგივედ აღვიქვათ. ფსიქიკურად ავადმყოფებს აწ არ აქვთ დაფიქსირებული. იგი გამუდმებით ცოცავს პარკზე და სამყაროს სხვადასხვა სფეროებიდან აგროვებს ინფორმაციას, რომლის გადამუშავებასაც ეს პიროვნება ვერ ასწრებს. ჩემი მეგობარი ფსიქიატრი ჰყვებოდა ისტორიას ერთ გოგონაზე, რომელიც შიზოფრენიით იყო ავად. იგი ზის, სრულიად ადეკვატურად იქცევა და უცებ ეუბნება:

– ექიმო, იცით, რომ თქვენს მაგიდაზე ნაწლავი დევს?

– სად?

– აი აქ, პირდაპირ თქვენს წინ. კუთხეშ კი დგას...

და მისი გაჩერება უკვე შეუძლებელია სპეციალური პრეპარატების გარეშე. ეს არაფიქსირებული ადამიანის მკაფიო შემთხვევაა. უფრო ნათლად რომ გაიგოთ, წარმოიდგინეთ ტელევიზორი, რომელიც გამუდმებით არხების ძებნის რეჟიმშია, მაგრამ პოვნის შემთხვევაშ არ აფიქსირებას მათ და აგრძელებს მათ სკანირებს. ამგვარად ამ შინაგან ფიქსაციაზე პასუხს აგებს ენერგიის მასიური დაგროვება ამა თუ იმ ჩაკრას მიდამოში. უფრო ზუსტი თუ ვიქნებით, მთელი ენერგიის დაახლოებით 70% რომელიღაც ჩაკრაშია, ხოლო დარჩენილი 30% განაწილებულია ყველა დანარჩენში. ანუ ფწ იქ მიემართება, სადაც ყველაზე მეტი ენერგიაა. თავისთავად

72

Page 73: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ფწ ინფორმაციის შესვლის და გამოსვლის დროზ პარკზე ნათების მიდამოს ქმნის. მას შეიძლება დავარქვათ გაცნობიერებულობა, ანუ ინფორმაცია, რომელიც ჩვენს ცნობიერებაშ გადის. და რამდენადაც ჩვენ გაგვაჩნია დომინანტური ცენტრი, ყოველი ჩვენგანი ურთიერთობს სამყაროსთან იმ ადგილით, სადაც მთელი ენერგიის 70% დაგროვდა.და აი რა გამოდის:

თუ ფწ მულადჰარა ჩაკრას დონეზეა – ეს მუშების კასტაა. ანუ მთელი ენერგია ამ ადამიანებს ფიზიკურ სხეულში აქვთ და მათი ინტერესების სფერო არ ცდება იმის ცოდნას, თუ როგორ გამოკვებონ სხეული. ასეთი ადამიანი მაგიისგან ძალიან შორსაა, და თუ შესთავაზებთ მას მაგიით დაკავებას ან ექსტრასენსორიკის განვითარებას, სავარაუდოდ ის ნიჩაბს მოგაწვდით და ქარხანაშ გაგანწესებთ სიტყვებით: „აი სადაა ნამდვილი მაგია!“

თუ ფწ სვადჰისთჰანა ჩაკრაზეა – ეს ვაჭრების კასტაა. აქ ფწ სამყაროს სასქესო ორგანოების პოზიციით აღიქვამს. აი რატომ არ შეუძლიათ ამ ადამიანებს თავიანთ ბაღში დიდხანს მუშაობა. მათ სექსუალური ენერგია მიაქანებს. ისინი იძულებულნი არიან ურთიერთობა ჰქონდეთ, დაამყარონ კავშირები და შედეგად - პარტნიორული ურთიერთობები. და რადგანაც ცნობიერება დაბალ სიხშირეებზე მუშაობს, ბიზნესმენთა შორის შეგვიძლია ხშირად შევხვდეთ ღალატს, არაერთგულებას, მორალის და ღირსების ნაკლებობას და ა.შ. ასეთებზე ამბობენ, რომ მშობელ დედასაც კი გაყიდიან ფულისთვის. და მართლაც, ამის გამოხატულებას აქვს ხოლმე ადგილი, რადგანაც მშობლებთან კავშირი მანიპურა ჩაკრაზეა.

თუ ფწ მანიპურაზეა – ეს მეომრების კასტაა. ხოლო რამდენადაც მანიპურა პასუხს აგებს ნერვული სისტემის მუშაობაზე, მეომრები მის აღზრდას სწავლობენ. თუ შეგისწავლიათ აღმოსავლური ორთაბრძოლები, სავარაუდოდ ალბათ გაგიგიათ, რომ ოსტატები, მაგალითად, ამბობენ: «მიაყენე დარტყმა მუცლიდან». უცნაურია, ხელი მხრიდან იზრდება, დარტყმა კი მუცლიდან უნდა განხორციელდეს. რადგაანც მთელი ენერგია ასტრალური სხეულის მიდამოში გადაადგილდება, გასაგები ხდება, რომ მუცელი - ეს მეომრის პირადი სივრცის ზონაა. და თუ ორ მეომარს დავაახლოვებთ ორ მეტრზე ახლოს – ჩხუბს ელოდე (თუ მანიპურები ერთმანეთის მიმართ არ არიან განწყობილნი). აქედან გამომდინარე ჩხუბის შემდეგ ხშირად საუკეთესო მეგობრები ხდებიან ხოლმე (ერთ ტალღაზე გადაეწყვნენ). ამითვე აიხსნება ის, რომ როდესაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან ლიფტში შედიხართ სხვა ადამიანებთან ერთად, გინდებათ, რომ ჩუმად იყოთ. ამ ეფექტს ეწოდება «ურთიერთ-დათრგუნვის ეფექტი». ასტრალური სხეულები გადაიკვეთნენ და ერთმანეთს აწვებიან. თუმცაღა შეგვიძია შევამჩნიოთ ისინი, ვინც მაინც ლაყბობს. ეს ან პირველი ორი კასტის ადამიანია, რადგანაც მათი პირადი სივრცე ძალიან ახლოსაა სხეულთან, ან რომელიმე მეომარი, რომელმაც ყველა დათრგუნა გარშემო და მარტო ბობოქრობს.

ჩაკრებს აქვთ პირობითი დაყოფა მაღალი და დაბალი სიხშირის ჩაკრებად. სამი ქვედა ჩაკრა დაბალი სიხშირისაა, ხოლო ოთხი ზედა - მაღალი. ასეთი დაყოფა

73

Page 74: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

დაკავშირებულია იმასთან, რომ პირველი სამი ჩაკრა ძირითადად სხეულის მექანიზმს (ფიზიკას) ქმნის. ხოლო ზედა ოთხი - ცნობიერების მექანიზმს (ფსიქიკას).

და მხოლოდ მაშინ, როდესაც ფწ ანაჰატამდე ადის, ადამიანი ხდება მაგი. ამ დონეზე ადამიანი პრინციპულად იწყებს სხვაგვარ აზროვნებას, გრძნობს ყველა სასიცოცხლო ფორმის ერთიანობას. მაგრამ ამაზე ვისაუბრებთ მაშინ, როცა პრაქტიკულ ნაწილში 17-ე არკანს დავუბრუნდებით.

მაგებს ფწ-ით ვიშუდჰაზე უწოდებენ მკურნალებს.

თუ ფწ აჯნაზეა – ესენი ალქიმიკოსები არიან.

თუ საჰასრარაზე – დემიურგები.

შეთანხმებაჩვენი შინაგანი გამოცდილება, რომელიც ენერგიის სახით გროვდება ამა თუ იმ ჩაკრაზე, შიგნიდან აფიქსირებს ფიქსაციის წერტილს, მაგრამ ჩვენ ხომ მარტო არ ვართ ამ სამყაროში. არსებობენ ასევე სხვა ადამიანები, სხვა კასტების წარმომადგენლები, რომლებთანაც ვურთიერთობთ. ამ ურთიერთობის დროს ჩვენი გამოცდილება გარესამყაროში გამოგვაქვს, მაგრამ ასევე გარესამყაროს შემოაქვს ჩვენში თავისი გამოცდილება. შედეგად ხდება სხვადასხვა ორგანიზმების ფწ-ის შეჯახება (ფწ ცხოველებსაც გააჩნიათ). ასეთი შეჯახებისას ჩნდება ეფექტი, რომელსაც თანაგადაწყობას უწოდებენ. სხვა სიტყვებით, თქვენ გადაეწყობით ყველაფერზე, რაც თქვენი აღქმის ველში ხვდება, ის კი, თავის მხრივ, თქვენზე გადმოეწყობა. შედეგად ჩნდება ყველას ფწ-ს რაღაც საშუალო არითმეტიკული სიგნალისმაგვარი. ერთგვარი ერთიანი რეალობა ყველასათვის, რომელიც სამყაროს ამ წახნაგს (განზომილებას) აღიქვამს. ეს ერთიანი სიგნალი, რომელიც ყველა ფიქსაციის წერტილისგან ერთიან სივრცეში იქმნება, მაგიაში იწოდება შეთანხმებად.

წარმოიდგინეთ მაგის და მეომრის შეხვედრა. მათი ფწ-ები დაიწყებენ ერთმანეთზე გადაწყობას, მაგრამ ერთის ფწ ფიქსირებულია მანიპურაზე, ხოლო მეორესი - ანაჰატაზე. ასეა თუ ისეა, მათი ურთიერთობისას ვიღაცა მეორეს თავის დონეზე გადაქაჩავს. აქედანაა გამოთქმა: «ჭეშმარიტება იბადება კამათში». არაფერიც არ იბადება, უბრალოდ ის, ვისი ფიქსაციის წერტილიც უფრო ძლიერაა ფიქსირებული, ის გადაიყვანს ოპონენტს თავის პოზიციაზე, და ისიც მიიღებს მის თვალთახედვას. ან იპოვნიან საშუალო პოზიციას ერთმანეთს შორის. ასეთ შეხვედრას მაგსა და მეომარს შორის შესაძლოა რამდენიმე ვარიანტის განვითარება მოჰყვეს. მაგალითად, მაგი ამბობს: «მე – მაგი ვარ». მაგრამ თუ მისი ფწ სუსტადაა ფიქსირებული, მისი ქვემოთ ჩამოგდება ადვილია. მეომარი მივიდა, ცხვირში ატაკა, და ის ფიქრობს: «ნუთუ მართლა მაგი ვარ? ჯობია წავიდე, კრივი ვისწავლო, თორემ

74

Page 75: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ჩემი დამცავი შელოცვები არ მუშაობენ». და პირიქით, ისტორიაში ცნობილია შემთხვევები, როდესაც იმპერატორები, მეფეები და პრეზიდენტები ქედს იხრიდნენ მაგებთან შეხვედრის დროს, ტოვებდნენ ყველა თავის მეომრულ საქმეს და სულიერი განვითარებისთვის მიდიოდნენ. ეს, სხვათა შორის, მაგის ძალის ერთ-ერთი მაჩვენებელია. თუ მაგის გვერდით გინდებათ, რომ ვინმეს ცხვირ-პირი დაამტვრიოთ, სავარაუდოდ ეს მაგი არ არის.

შეთანხმება – ეს გარეგნული ფიქსაციაა. სწორედ ესაა ის სიგნალი, რომელსაც ჩვენი ფწ-სგან ვიღებთ. მაგრამ მოდელირდება იგი არა მხოლოდ იმ სივრცით, რომელშიც ვიმყოფებით, არამედ ამ სივრცის ობიექტებითაც. სხვა სიტყვებით, შეთანხმება– ესაა რეალობა, რომელსაც აღვიქვამთ. თუმცაღა სიტყვა «რეალობა» არც ისე მართებულია. უფრო სწორი იქნება «სამყაროს აღწერა». ჩვენ სამყაროს სუბიექტურად აღვიქვამთ, შესაბამისად მთელი სისავსით ვერ აღვიქვამთ მას. უფრო მეტიც, იმ ნაწილის აღქმას, რომელიც ჩვენს ცნობიერებაში მუშავდება, ხანგრძლივად და მტკიცედ გვასწავლიან ბავშვობიდანვე. ჩვენ მხოლოდ იმას ვხედავთ, რისი დანახვაც გვასწავლეს. ამასთან ეს ჩვენება ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ მოგვახვიეს თავს (უბრალოდ ბავშობაში ჯერ არ გვაქვს ნება). თავად განსაჯეთ. ჩვენ დავიბადეთ პატარები, სუსტები. ჩვენი მენტალური სხეულები (ზედა 4 ჩაკრას წარმოებულები) დაუმუშავებელია. და ჩვენ ვეკითხებით დედას და მამას, რატომაა ცა ცისფერი და ბალახი მწვანე? ჩვენ გვიხსნიან, და ამას ვღებულობთ როგორც ფაქტს! ჩვენ უბრალოდ გვჯერა, ესენი ხომ ჩვენი მშობლები არიან. შემდეგ მივდივართ სკოლაში და გვიხსნიან ფიზიკის ქიმიის კანონებს... და ისევ გვჯერა, რომ სამყარო სწორედ ასეა მოწყობილი, რადგანაც ამას გვეუბნება მასწავლებელი, ის კი ჭკვიანია და იოლად ჩაახშობს ჩვენს ეჭვებს. შემდეგ – მეგობრები, სოციუმი, ტელევიზია და ა.შ.

ანუ გამოდის, რომ დაბადებიდან გვასწავლიდნენ მხოლოდ იმის აღქმას, რასაც გვაჩვენებდნენ, მაგრამ უმეტესობა მოვლენების უბრალოდ გვჯერა, ყოველგვარი გამოცდილების გარეშე. მაგალითის სახით ჩემს სემინარებზე კითხვას ვსვამ ხოლმე, თავად, საკუთარი თვალით, უნახია თუ არა ვინმეს მოლეკულები ელექტრონული მიკროსკოპით? 99 % შემთხვევებში პასუხი უარყოფითია. მაგრამ ყველამ იცის, რომ ისინი არსებობენ. მაგრამ იქნებ მოგვატყუეს? დაბეჭდეს ნახატი და მიაწერეს: «მოლეკულის ფოტო». და ეს მივიღეთ როგორც არსებული ფაქტი.

მაგრამ ეს ინტელექტუალური ცოდნაა. ინფორმაციის უმეტესობას კი იმიტომ ვღებულობთ, რომ იმ გარემოში მოვხვდით, სადაც უკვე არსებობს დაწესებული მოლაპარაკება. და იგი იქმნება იმ ცივილიზაციის მიერ, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ამასთან თავად შეთანხმება შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მრავალწახნაგოვანი სამყაროს ერთი წახნაგის სახით. წარმოიდგინეთ, რომ ღამით მიდიხართ ტყეში. ხელში ფანარი გიჭრავთ. არე, რომელსაც თქვენ ანათებთ - ეს არის თქვენი შეთანხმება. მაგრამ არა მთელი ტყე. შედეგად თქვენ, ბუნებრივია, ტყის აღწერის დროს მის მხოლოდ იმ ნაწილზე ისაუბრებთ, რომელიც დაინახეთ. და

75

Page 76: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

თუ, მაგალითად, დათვი შეგხვდათ, ამის შემდეგ თქვენი მსმენელი ტყეში გავლისას ავტომატურად დათვის მოლოდინში იქნება. ამგვარად თქვენ გავლენას მოახდენთ გარემოს მისეულ აღქმაზე, და ეს ტყე მისთვის იქნება ტყე, რომელშიც დათვები გვხვდებიან, არადა, შესაძლოა, დათვი შემთხვევით აღმოჩნდა ტყის იმ კონკრეტულ ნაწილში.

აი, უფრო კონკრეტული მაგალითი. კინოქრონიკებში დარჩა ვიდეოჩანაწერები ადამიანის თვითმფრინავით პირველი აფრენის მცდელობათა შესახებ. თუ უყურებთ, დაინახავთ, რომ თვითმფრინავები ჰაერში იწევიან და მაშნვე ვარდებიან. იმ დროის ინჟინრები ვერაფრით გებულობდნენ, რაში იყო საქმე? ფიზიკისა და აერო-დინამიკის კანონების მიხედვით ეს ნივთი უნდა აფრენილიყო, უფრო შორს მაინც, ვიდრე მოცემულ შემთხვევებში. მაშ ასე, საქმე იმაშ იყო, რომ ამ აფრენების სანახავად მრავალი ადამიანი მოდიოდა. ყველას აინტერესებდა, ადამიანის პირველი გაფრენის მოწმე გამხდარიყო. მაყურებლებს შორის მრავალი ქალი იყო.განათლების მხრივ ქალებს იმ პერიოდში ცუდად ჰქონდათ საქმე, და მათ არ სჯეროდათ, რომ რაღაცას, ჰაერზე მძიმეს, შეეძლო აფრენილიყო. ბუმბული არ აქვს, ფრთებს არ იქნევს – ვერ გაფრინდება. და თვითმფრინავი ვერ ფრინდებოდა. რა ხდებოდა ამ დროს? უბრალოდ ქალები სამყაროს იმ ნაწილშ აფიქსირებდნენ თავიანთ ფწ-ს, სადაც მოცემული კანონები არ მოქმედებდნენ. და თავიანთი ფწ-ს სიგნალებით აფორმებდნენ შეთანხმებას მოცემულ წესებთან. აქედანვე აქვთ მეზღვაურებს გამოთქმა: «ქალი გემზე – უბედურების ნიშანია». ქალს კვლავაც არ შეეძლო გაეგო, როგორ არ იძირება ამხელა საგანი მაშინ, როცა თვითონ, ასეთი მსუბუქი და ფაქიზი, ადვილად მიექანება ფსკერისკენ. და გადაჰყავდა მთელი გემი შეთანხმების იმ სფეროში, სადაც გემი იძირება.

აქ მუშაობს შრედინგერის პრინციპი კვანტური ფიზიკიდან, რომელიც ასე ჟღერს: როგორც კი რაღაც სივრცეში ვაღწევთ, რათა იგი შევისწავლოთ, მაშინვე ვიწყებთ ამ სივრცეზე ზემოქმედებას, ანუ მისთვის გარკვეული თვისებების მინიჭებას. ასე ფორმირდება შეთანხმება.

აქედანაა განდეგილობის ყველა პრაქტიკაც. სულიერ გზაზე ყველას უწევს ამ ეტაპის გავლა. ეს აუცილებელია. თავისი განვითარების რაღაც მომენტში მაგი მიდის ტყეში, მთაში, გამოქვაბულში ან უდაბნოში. ამის შედეგად მას აღარ აფიქსირებენ გარედან. ხოლო თუ არაა გარეგანი ფიქსაცია, მაშინ შინაგანის შეცვლა გაცილებით ადვილია. ასე შეიძება მარტოობაში ნებისმიერი უნარის სწავლა (არ გირჩევთ ამის გაკთებას მანამ, სანამ არ «მომწიფდებით»). მაგალითად, თქვენ ისწავლეთ ლევიტაცია. მიდიხართ ქალაქში და ამბობთ, რომ ფრენა ისწავლეთ. ცდილობთ დემონსტრაცია მოახდინოთ, მაგრამ არ გამოდის. იმიტომ რომ თქვენ შეხვედით მოლაპარაკების იმ ზონაში, სადაც ადამიანები არ დაფრინავენ. მაგრამ მიგყავთ ერთი ადამიანი მთაში და, მასის ამ შეთანხმებიდან გამოსულს, უკვე შეგიძლიათ აჩვენოთ თქვენი უნარი. ის იჯერებს და თქვენი შემხედვარე რაღაც დროის შემდეგ თვითონაც სწავლობს ამას.

76

Page 77: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

სხვა მაგალითი. ყველას გიცდიათ უცხო ენების შესწავლა. შეგიძლიათ რამდენიც გინდათ ისწავლოთ სხვადასხვა პროგრამებით და რეპეტიტორებით, მაგრამ ასევე შეგიძლიათ სხვა ქვეყანაში წახვიდეთ და იქ უკვე რამდენიმე თვეში ადგილობრივ დიალექტზე დაიწყებთ ლაპარაკს. იმიტომ, რომ შეთანხმების ამ არეში თქვენი ფწ თავადაც თანდათანობით მასზე გადაინაცვლებს.

აქ მინდა პატარა რჩევა მივცე მათ, ვისაც არ უნდა რომ მათმა შვილებმა მოატყუონ. არ მოატყუოთ თქვენი შვილები არც ერთ შემთხვევაში. როგორი მწარეც არ უნდა იყოს - მხოლოდ სიმართლე ილაპარაკეთ. საქმე იმაშია, რომ ბავშვს ფეხებზე ჰკიდია თქვენი მსახიობური უნარები, რომლის ნიღბითაც მას ატყუებთ. ისინი აღრიცხავენ თქვენი ფწ-ს მდგომარეობას და ქვეცნობიერად სწავლობენ ამ ხელობას. არსებობს ერთი საინტერსო ამბავი, რომელიც კარგად აღწერს ფწ-ს ურთიერკავშირს:

ერთხელ, ერთმა ქალმა თავისი ვაჟი მიიყვანა მაჰატმა-განდისთან და თხოვა, რომ უარი ეთქმევინებინა ბევრი შაქრის ჭამაზე. მაჰატმა-განდი დაეთანხმა, მაგრამ ერთი პირობით, რომ ეს ქალი ორი კვირის შემდეგ მოიყვანდა თავის ვაჟს. იგი ასეც მოიქცა. ორი კვირის შემდეგ მაჰატმა განდი მიუახლოვდა ბავშვს და უთხრა:

– ნუ შეჭამ ბევრ შაქარს.

ქალმა ჰკითხა:

– და არ შეგეძლოთ,რომ ორი კვირის წინ გეთქვათ იგივე?

– საქმე იმაშია, რომ ორი კვირის წინ მე თვითონ ვჭამდი შაქარს.

ამ ამბით ერთი რაღაცის ხაზგასმა მინდოდა: მაგია – ეს ასევე შეთანხმებაა. ესეც სამყაროს ნაწილია, რომელიც ჯერ არაა აღწერილი უმრავლესობის ცნობიერებაში. და როგორც ჩანს კიდევ საკმაო ხანს არ იქნება აღწერილი. მასწავლებელი – ეს ისაა, ვინც უკვე გამოიმუშავა საკმარისად ძლიერი ფიქსაცია მაგიურ შეთანხმებაში და შეუძლია ვინმე სხვაც შეიყვანოს მასში. შესაძლებელია დამოუკიდებლად შესვლაც, მცდელობებისა და შეცდომების გზით, მაგრამ მე ჯერ არ მინახავს არც ერთი ხეირიანი თვითნასწავლი მაგი. ამიტომ სპეციალური ლიტერატურის კითხვა არა მხოლოდ უსარგებლოა, არამედ მავნეცაა გარკვეულ ეტაპზე. წიგნებს არ შევყავართ შეთანხმებაში. ისინი გადმოცემენ ავტორის მდგომარეობას, მაგრამ მას არ აქვს ენერგია, რომ გარედან დაგაფიქსიროთ. შედეგად ყველა ეს მეცნიერება უწინდებურად ოკულტური (საიდუმლო) რჩება, რადგანაც მათი გაგება მხოლოდ შეთანხმების შიგნითაა შესაძლებელი. ასე რომ საჭიროა მასწავლებლის ძებნა და არა ლიტერატურის. მხოლოდ სამყაროს სტაბილური სურათის ჩამოყალიბების შემდეგ ნებისმიერი წიგნი სარგებელს მოგვიტანს, მაშინაც კი, თუ მათი ავტორები ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. მაგიური შეთანხმების შიგნით არ არსებობს წინააღმდეგობები. როცა ვკითხულობ სხვა ტერმინებით დაწერილ სხვა ტრადიციის წიგნებს, აბსოლუტურად ყველაფერი მესმის, რისი თქმაც ავტორს უნდოდა.

77

Page 78: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

მცირე დასკვნა. ადამიანი – მრავალწახნაგოვანია და ერთდროულად მრავალ განზომილებაში იმყოფება. მისი ცნობიერება ეფუძნება იმ სიგნალების საფუძველს, რომლებიც ფწ-ს გავლით შემოდიან და შეთანხმებას ახდენს იმ სამყაროსთან, რომელსაც ადამიანი თავის რეალობად განსაზღვრავს. და რამდენადაც ყველაზე მძლავრი სიგნალები ცნობიერებაში გრძნობათა ორგანოების მეშვეობით შემოდიან, იგი სამყაროს სამ განზომილებაში აღიქვამს. მაგები სწავლობენ გაზარდონ აღქმადი განზომილებების რაოდენობა, რის ხარჯზეც თავისი შეთანხმების საზღვრებს აფართოებენ. ამ მდგომარეობებში გამოცდილების დაგროვებით, თავდაპირველად მასწავლებლის დახმარებით, რომელიც გარეგანი ფიქსაციის როლს ასრულებს, ისინი თანდათანობით

გამოიმუშავებენ საკუთარ ფიქსაციას. მასწავლებელს შეუძლია ასწავლოს მხოლოდ ის, რაც თვითონ იცის.

ორ შეთანხმებას შორის სხვაობა შეგვიძლია შემდეგ მაგალითზე წარმოვიდგინოთ. დავუშვათ თქვენ ვერ ხედავთ სულებს, ისინი თქვენთვის არ არსებობენ, მე კი ვხედავ მათ. თუ ჩემთან იქნებით ორი-სამი დღით და ამასთან გარკვეულ მედიტაციებს გააკეთებთ საჭირო მდგომარეობაშ შესასვლელად, მაშინ თქვენც დაინახავთ მათ. ისინი თქვენი შეთანხმების ნაწილნი გახდებიან, - თქვენი რეალობა. თუმცაღა ფსიქიატრიის თვალსაზრისით თქვენ უბრალოდ „გარეკეთ“.

თავი 8. ტაროს მცირე არკანებისამყაროს მაგიური მოდელის აღწერისას, აუცილებელია განვიხილოთ ტაროს მცირე არკანებიც.როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, ტაროს კარტები - წიგნის ფურცლებია, რომელშიც დაშიფრულია სამყაროს აგებულება. დიდი არკანები წარმოადგენენ სამყაროს წყობას ვერტიკალში. მათთან მუშაობას მივყავართ ფწ-ს ზემოთ აწევიუსკენ, რასაც ეწოდება ვერტიკალური ევოლუცია. მაგრამ მხოლოდ ამ არკანებთან მუშაობა არაა საკმარისი, რადგანაც აუცილებელია განვითარება ჰორიზონტალზეც. და ამ ჰორიზონტალს აღწერენ მცირე არკანები.

ვიზუალურად მცირე არკანები გამოიყურებიან, როგორც 56 კარტი, დაყოფილი 4 მასტად: კვერთხები, ხმლები, პენტაკლები (დინარები) და თასები. ეს მასტები მიუთითებენ სამყაროს მოწყობილობის კიდევ ერთ თავისებურებაზე – ხუთი პირველ-ელემენტის, ხუთი სტიქიის პრინციპზე: ცეცხლი (ხმლები), მიწა (პენტაკლები), წყალი თასები), ჰაერი (კვერთხები) და ეთერი (სიცოცხლე). მაგრამ ჩვენ ძირითადად ვისაუბრებთ ოთხ სტიქიაზე, ეთერის გამოკლებით, რადგანაც იგი იქმნება ცეცხლის, წყლის, ჰაერისა და მიწის გადაკვეთის წერტილში.

78

Page 79: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ხუთი სტიქიის ამ პრინციპზე მრავალ უძელეს კულტურაშა საუბარი. თანამედროვე მეცნიერებს ასეთი მიდგომა პრიმიტიულად მიაჩნიათ, რადგანაც გულუბრყვილოდ სჯერათ, რომ ელემენტები უფრო მეტია (იხ. მენდელეევის პერიოდული სისტემა). არადა ეს უძველესი მოდელი დაფუძნებულია ატლანტების ცოდნაზე, რომლებიც ბევრად უსწრებენ ჩვენსას. მთელი სამყარო მართლაც შედგება ამ ხუთი სტიქიისგან. მცირე არკანების მაგიას სტიქიების მაგიას, ან პრაქტიკულ მაგიასაც უწოდებენ.

მაშ, რა არის სტიქიები? თანამედროვე ენაში არის სხვა დასახელება - ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა. მიწა - მყარია, წყალი - თხევადი, ჰაერი - გაზისმაგვარი, პლაზმა - ცეცხლის მატერიაა და ყველაფრის შეერთებით მიიღება ეთერი - სიცოცხლის მატერია. ამ თვალსაზრისით, მაგალითად, მაგიდა განეკუთვნება მიწის სტიქიას, თუმცა სინამდვილეშ იგი შედგება ყველა ელემენტისგან. უბრალოდ სტიქიები გაცილებით მეტს აღწერენ, ვიდრე უბრალოდ მატერიის მდგომარეობას. საქმე იმაშია, რომ ჩვენ გვასწავლეს სივრცეშ ორიენტირება მხოლოდ სამ ძირითად კოორდინატში - სიგრძე, სიგანე და სიმაღლე. სტიქიები წარმოადგენენ დამატებით კოორდინატებს იმავე სივრცეში. და სტიქიების მაგია გვასწავლის ჩვენი ყურადღების გადანაცვლებას ამ პირველ-ელემენტთა სიხშირეებზე.

ზემოთ ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ სამყარო თავისთავად არ წარმოადგენს მყარი ობიექტების სამყაროს, არამედ უფრო მეტად რადიო-ტალღების სამყაროს ჰგავს, რომლებსაც ჩვენი ტვინი იჭერს. ეს სიგნალი ჩვენს შეთანხმებას წარმოადგენს, რეალობის ნაწილს, რომელსაც აღვიქვამთ. მოდით, მაგალითისთვის გავარჩიოთ რეალობის ისეთი ნაწილი, როგორიცაა ბგერა.

ფიზიკიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ ტალღას გარკვეული პარამეტრები გააჩნია. პირველ პარამეტრს ეწოდება სიგნალის ამპლიტუდა. იგი მიანიშნებს ბგერის სიმძლავრეზე, მისი ხმის სიმაღლეზე. ეს პარამეტრი წარმოადგენს ცეცხლის სტიქიას. მოცემულ შემთხვევაში - რა არის ცეცხლი?ესაა გამოსხივება, ენერგია. ცეცხლი უბარლოდ იმპულსის სიმძლავრეს აჩვენებს, ენერგიის რაოდენობრივ მაჩვენებელს. მაგალითად, ჩვენ გვაქვს რადიო-მიმღები, საიდანაც ვისმენთ, როგორ მღერის ვიღაც მომღერალი. თუ გვინდა, რომ მოსმენადობა გავზარდოთ, ხმას ავუწევთ რადიომიმღებზე. შედეგად ჩვენ არ ვაიძულებთ მომღერალს, რომ ხმის იოგები დაიწყვიტოს, არამედ მხოლოდ რადიოსიგნალის სიმძლავრე

79

Page 80: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

გავზარდეთ რადიომიმღებში, გამაძლიერებელს მეტი ელექტროობა მივაწოდეთ, და შედეგად სიგნალის ამპლიტუდა გაიზარდა.

ამრიგად, ცეცხლის სტიქია - ესაა სიგნალის ამპლიტუდა, სიმძლავრე, გამოსხივება, ენერგია, ასევე ეს სტიქია აკონტროლებს ისეთ პარამეტრებს, როგორებიცაა: ხმამაღლა/ხმადაბლა, მეტი/ნაკლები, თბილი/ცივი. ანუ სიგნალის რაოდენობრივ მაჩვენებელს. დროის თვალსაზრისით ცეცხლი - ესაა აწმყო.

ბგერითი ტალღის შემდეგი პარამეტრია - სიგნალის სიხშირე. თავად სიტყვა «სიხშირე» მომდინარეობს სიტყვისგან «ხშირად», ანუ ჩვენ კონკრეტულად გვაძლევენ მინიშნებას დროის მაჩვენებელზე. სხვა სიტყვებით, სიხშირე მიუთითებს სიგნალის დროში განგრძობადობაზე. სახელდობრ, რამდენად ხანგრძლივად ჟღერს ეს ბგერა აწმყო მომენტისთვის, ანუ უკან დროში. ეს წყლის სტიქიაა.

რატომ აჩვენებს სწორედ წყალი სიგნალის განგრძობადობას? საქმე იმაშია, რომ წარსული სრულიად კონკრეტული მოვლენებისგან შედგება. თუ მომავალი უცნობია, და იქ შესაძლოა ნებისმიერი რამ მოხდეს, წარსულში სწორედ ის მოხდა, რაც მოხდა. შედეგად მოვლენები თითქოს შენელდნენ დროში და მუდამ იქ იმყოფებიან შენელებულ რეჟიმში. ანუ ისინი იქ დაფიქსირდნენ, როგორც სრულიად კონკრეტული მოვლენები. ეს წყალში მოძღაობას გვაგონებს. გაიხსენეთ, როგორ ცურავთ წყლის ქვეშ. მოძრაობა ნელია, დამუხრუჭებული. წარმოიდგინეთ, რომ წყლით სავსე ვანაში მონეტას აგდებთ. წყალთან შეხებამდე იგი ჩვეული სიჩქარით მიფრინავდა, და როგორც კი წყალშ მოხვდა - შენელდა. ასე რომ, წარსული - ეს შენელებული დროა, ანუ დროის დამუხრუჭების ზონა. აქედანაა სიხშირის პარამეტრი - წყლის სტიქია. ანუ ჩვენს მაგალითში ბგერის ტალღაზე წყლის სტიქია ასახავს, რამდენად ხანგრძლივად ჟღერს ეს ბგერა - დროის მაჩვენებელს.

ამრიგად, წყლის სტიქია - ესაა სიგნალის სიხშირე, დრო, შენელება, დინებადობა, დროში განგრძობადობა.

ბგერითი ტალღის შემდეგი პარამეტრი - ესაა სიგნალის სტრუქტურა. მოცემულ შემთხვევაში სტრუქტურა ასახავს ამ ტალღის თავად არსს, მის ფორმას და პასუხობს კითხვაზე: «და სახელდობრ რა ბგერაა ეს?» სიმღერაა თუ მონოლოგი. ლექსები თუ ვინმეს ყვირილი? ანუ სტრუქტურა აღწერს ინფორმაციას, რომელსაც ეს სიგნალი ატარებს. ამაზე პასუხს აგებს მიწის სტიქია. მიწა - ეს მატერიაა, ხოლო მატერია ძალიან კონკრეტულია. აქედანაა, რომ ამ სტიქიას ტაროში დინარების მასტით გამოსახავენ. და როგორც ცნობილია, ფული - ასევე კონკრეტულია და ამასთან მატერიალური.

ამრიგად, მიწის სტიქია - ესაა სიგნალის სტრუქტურა, ფორმა, ინფორმაცია, სიმკვრივე. აკონტროლებს სიგნალის ხარისხობრივ მაჩვენებელს. დროის თვალსაზრისით მიწა, ისევე როგორც ცეცხლი, ასევე აწმყოს აჩვენებს, თუმცა როგორც ინფორმაცია მიწა ყველა დროით ტრაექტორიაშ არსებობს.

80

Page 81: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

და არის კიდევ ერთი პარამეტრი, რომელსაც ხმაორის დონეს ვუწოდებთ. ფიზიკაში იყენებენ ტერმინს - «ტალღის სიგრძე». საქმე იმაშია, რომ ნებისმიერ სიგნალს გააჩნია განგრძობადობა არა მხოლოდ წარსულ დროში, არამედ მომავალშიც. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენი ბგერა – ესაა სიტყვა, რომელიც ტყეს შევძახეთ. ჩვენ უკვე აღარ ვყვირივართ მას, მაგრამ როგორც ექო, ჯერ კიდევ გვესმის. მაგრამ რაც უფრო შორია იმ მომენტისგან, როცა ის წარმოვთქვით, მით უფრო გაუგებარია ეს სიტყვა. რაც უფრო შორსაა ობიექტი წყაროსგან, მით უფრო მეტი აქვს ხმაურის დონე. ეს ჰაერის სტიქიაა. საქმე იმაშია, რომ ჰაერი ყოველთვის ქაოტურ მდგომარეობაში იმყოფება და არასოდეს გააჩნია მკაფიო ფორმა. იგივე ეხება მომავალსაც. იგი არასოდესაა ზუსტად განსაზღვრული. მაგალითად, თქვენ იცით, სად იქნებით ხვალ, შესაძოა წარმოდგენა გაქვთ, სად იქნებით ერთი კვირის შემდეგ. რა გელით ერთი თვის შემდეგ - უკვე არც თუ მკაფიოდ ჩანს, და სად იქნებით ერთი წლის შემდეგ? ხუთი წლის შემდეგ? უცნობია. რაც უფრო შორსაა აწმყოსგან, მით უფრო ქაოსურად განიხილება მომავალი, მით უფრო მეტი ვარიანტია. აქედანაა, რომ ამბობენ - მომავალი მრავალვარიანტიანია.

ამრიგად, ჰაერის სტიქია - ესაა ხმაურის პარამეტრი სიგნალში, ქაოსი, განგრძობადობა წინ, მომავალ დროში, აჩქარება, მომავალი.

რაც შეეხება მეხუთე სტიქიას, იგი ამ ოთხისგან ფორმირდება, ანუ სიცოცხლის გაჩენისთვის აუცილებელია ოთხივე ელემენტი. და აი სწორედ ეს ელემენტები წარმოადგენენ შეთანხმებას. ჩვენი აღქმის რეალობას.

მაგრამ მოდით, გავამყაროთ. ამრიგად, ტყეშ შევედით და დავიყვირეთ რაღაც სიტყვა. ხმის სიმაღლე, რომლითაც დავიყვირეთ, - ესაა ცეცხლი. სამი წამის განმავლობაში ვყვიროდით ამ სიტყვას - ეს წყალია. კონკრეტულად რა დავიყვირეთ - ეს მიწაა. და ექო, რომელიც გავიგონეთ, - ეს ჰაერია.

ახლა დავუბრუნდეთ მაგიდას. გახსოვთ, მე ვამბობდი, რომ მას ოთხივე სტიქია გააჩნია? წყალი მასშ იქნება მისი განგრძობადობა წარსულში, ანუ როდის გააკეთეს, რამდენი ხანია აქ დგას. მიწა - თავად მაგიდაა. ეს ხომ სკამი არაა. ანუ ის, რომ ობიექტი მაგიდას წარმოადგენს, - ეს უკვე მიწის პარამეტრია. ან მაგალითად ის, რომ მაგიდა ხისაა. ანუ ინფორმაცია, რომელიც ობიექტისგან ავიღეთ. ჰაერი მაგიდაში - ესაა მისი განგრძობადობა მომავალში. რამდენ ხანს გვემსახურება, სად აღმოჩნდება ბოლოს და ა.შ. ცეცხლი - ეს ენერგიაა, და მოცემულ შემთხვევაში ესაა ენერგია, რომელიც მოლეკულებს მაგიდაში სწორედ ამ სახით ინარჩუნებს. თუ მაგიდას დავწვავთ, ეს ენერგია გამოთავისუფლდება და სითბოს გამოიმუშავებს. სწორედ ეს იქნება ცეცხლი მაგიდაში.

ახლა გავართულოთ ხატ-სახე და განვიხილოთ ადამიანი სტიქიების თვალსაზრისით. ცეცხლი ადამიანში - ესაა ენერგიულობა. ამბობენ: «იგი ადამიანებს აღანთებს». აქ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა რაოდენობის ენერგიის გამოცემა შეუძლია კონკრეტულ ადამიანს. მისი კინეტიკური ენერგია. წყალი

81

Page 82: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ადამიანში - მისი პირადი ისტორიაა. სად იყო გუშინ ან ერთი წლის წინ. ან როგორი იყო მისი ჯანმრთელობა წარსულში. სიგნალის განგრძობადობა. დავუშვათ, ადამიანის ასაკი - ასევე წყლის სტიქიაა. თუმცაღა ასაკი, როგორც ინფორმაცია - ეს უკვე მიწაა. ასევე მიწა იქნება მისი სხეული. უმცა, მაგალითად, მისი სახელი - ასევე მიწის პარამეტრია. თუ გთხოვენ რომელიმე თქვენი ნაცნობის აღწერას, მაშნ გარეგნობის, ხასიათის შტრიხების და ნებისმიერი სხვა ინფორმაციის აღწერისას, თქვენ აღწერთ მიწის სტიქიას ადამიანში. ხოლო ჰაერი ადამიანშ - მისი მომავალია. ჩვენ ზედაპირულად განვიხილეთ ადამიანი, სტიქიები კი ყველაფერშია, ადამიანის პიროვნებაშიც. მაგალითად, ენერგიული ადამიანი - ცეცხლოვანია, წყლის ადამიანები - ნელები არიან, მიწის ადამიანებზე ამბობენ, რომ ისინი პედანტები არიან, ხოლო ჰაერის ადამიანები შესაძოა მოუხეშავნი იყვნენ. თუ მაგიით დაკავდებით, ისწავლით სამყაროში ამ სტიქიების დანახვას.

ამრიგად, მთელი სამყარო შედგება ოთხი სტიქიისგან, რომლებიც გადაკვეთაზე ქმნიან მეხთეს - სიცოცხლეს. ესაა ე.წ. სტიქიების ჯვარი. მოცემული ჯვარი წარმოადგენს ჩვენი სამყაროს სიმბოლოს, რომელიც ამ ელემენტებისგან შედგება. ამ ჯვარს გააჩნია მრავალი ვარიანტი, თუმცა მისი მხარეები აუცილებლად თანაბარია, და სტიქიები ურთიერთსაწინააღმდეგოდ განლაგდებიან (ცეცხლი - წყალი, ჰაერი - მიწა), ცენტრშ კი გამოსახულია სიცოცხლის რომელიმე ობიექტი. ადრე გამოსახავდნენ ადამიანის ფიგურას, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქრისტიანობამ სიმბოლოდ ჯვარცმა აიღო, დაიწყეს ვაშლის ან ვარდის დახატვა. აქედანაა როზენკროიცერების ორდენი - ჯვრისა და ვარდის ორდენი. ასევე ამ ჯვრის ცენტრში წრეა. რას ნიშნავს იგი?

იცით, ჩვენი სამყაროს ელემენტები, რომლებსაც ჯვრის მხარეები განასახიერებენ, სხვადასხვა მდგომარეობაშ იმყოფებიან. მაგალითად, ცეცხლზე ვერ ვიტყვით უბრალოდ «ცხელს». არსებობს ცეცხლის სხვადასხვა ტემპერატურა, რომლის გაზომვაც შეიძება. ან მაგალითად მიწა, რომელიც ასევე განსაზღვრავს ობიექტების სიმკვრივეს, - იგი ასევე ცვალებადია: მაგალითად, ხე ერთ სიმკვრივეს ფლობს, ტყვია კი - მეორეს. ანუ ყოველი სტიქია გაზომვადია. და აი, ამა თუ იმ სტიქიის ეს სხვადასხვა მდგომარეობათა წერტილები აღნიშნულია ტაროს მცირე არკანებში სწორედ როგორც საზომი ერთეულები. აქედან გამომდინარე ეს წრე ცენტრში აერთიანებს ყოველი სტიქიის ორიანებს. შემდეგ მოდის სამიანები, ოთხიანები და ა.შ. თავად კარტები უბრალოდ გლიფებს შეიცავენ, რომლებიც აღწერენ ცნობიერების შესვლის ალგორითმს ამა თუ იმ სტიქიაში. ჩვენ ამას სტიქიების გადანაცვლებას (сдвиг по стихии) ვუწოდებთ.

როგორ შეიძლება სტიქიაში გადანაცვლება და რის გადანაცვლება ხდება?

საქმე იმაშია, რომ სტიქიებიდან ნებისმიერს შეუძლია გახდეს დომინანტი. არსობრივად, თუ ეს მოხდება, სტიქიაში თქვენი მთელი ენერგეტიკა

82

Page 83: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

გადაინაცვლებს. შეიძება ითქვას, რომ თავიდან ფწ იწყებს გადანაცვლებას, მას კი ჩვენი ენერგია მიჰყვება, ან იქნებ პირიქით. და რადგანაც პირველ სამ კასტას მთელი ენერგია პირველი სამი ჩაკრას დონეზე აქვს (ჩვენ კი გვახსოვს, რომ ეს სხეულის მექანიზმებია), გადანაცვლება სტიქიაში სხეულში ხდება. როგორ გამოიყურება ეს?

მაგალითად, გადანაცვლება ცეცხლში გამოიყურება, როგორც სხეულის ტემპერატურის მომატება. რატომ ხდება ეს ვირუსული დაავადებების დროს? იმიტომ, რომ ჩვენი იმუნური სისტემა ენერგიის უზარმაზარ რაოდენობას ხარჯავს ვირუსებთან ბრძოლაში. მაგრამ მაშნ რატომ ვცდილობთ, რომ პირველ რიგშ ტემპერატურა დავაგდოთ? საქმე იმაშია, რომ ცეცხლი - არაა უბრალოდ ენერგია, რომელიც პროცესებს აძლიერებს. ასევე იგი აძლიერებს ვირუსების გამრავლებასაც. აქედან გამომდინარე ჩვენ ვაგდებთ ტემპერატურას და გადავინაცვლებთ წყლის სტიქიაში. წოლითი რეჟიმი, უძრავი მდგომარეობა და ა.შ. საჭიროა სწორედ ორგანიზმის დამუხრუჭებისთვის. მაშნ ვირუსები კვდებიან და იწყება გამოჯანმრთელება.

აი, მაგალითად, წყალშ გადანაცვლება გამოიყურება, როგორც სხეულის სხვადასხვა შეშუპებები. იღვიძებ დილით, მიდიხარ სარკესთან და ხედავ, რომ სახეზე ერთი დიდი წყალშ გადანაცვლებაა. და მართლაც, როდესაც გვძინავს, ჩვენი ორგანიზმის ყველა სისტემა შენელებულ რეჟიმში შედის. აქედანაა მთელი ეს შეშუპებებიც.

მიწაში გადანაცვლება სხეულის დონეზე გამოიყურება, როგორც მაგალითად კენჭები თირკმელებში. სხეულის, სახსრებისა და ძვლების გაქვავება - ესეც ასევე მიწისკენ გადანაცვლებაა.

ხოლო გადანაცვლება ჰაერისკენ, პირიქით, მყარ ობიექტებს უფრო ფაქიზს ხდის. ცვივა თმა, კბილები, იზრდება ძვლების მსხვრევადობა - ეს ყველაფერი ჰაერის სტიქიაში გადანაცვლების მაჩვენებელია.

ცეცხლისა და წყლის ურთიერთწინააღმდეგობასთან დაკავშირებით გასაგებია: წყალი აქრობს ცეცხლს, ხოლო ცეცხლი აორთქლებს წყალს. მაგრამ რატომ წარმოადგენს ჰაერი მიწის საწინააღმდეგო მხარეს? მიწა - ეს სტრუქტურაა. მაგალითად, აიღეთ მექანიკური საათი. ყველა ჭანჭიკისგან შემდგარი მექანიზმი საათის სტრუქტურა იქნება, ანუ მიწა. შემდეგ მკვეთრად შეარხიეთ საათი. თქვენ აძიერებთ ქაოსის სფეროს საათში, და შედეგად მექანიზმი შეიძება მოირყეს და გაფუჭდეს. ანუ მატერიის აჩქარებას მის ცვეთამდე მივყავართ. ვფიქრობ, გასაგებია.

დავუბრუნდეთ სტიქიების მაგიას. მაგები სწორედ იმით განსხვავდებიან ჩვეულებრივი ადამიანებისგან, რომ მთელი მათი ენერგეტიკა კონცენტრირებულია მაღალსიხშიროვანი ჩაკრების სფეროში, ანუ ცნობიერების სფეროში. ხოლო ცნობიერება არ წარმოადგენს მატერიალურ ობიექტს. შედეგად, მაგები სპეციალურად გამოყოფენ ერთ სტიქიას, დომინანტად აქცევენ მას, და შედეგად

83

Page 84: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

გადანაცვლება ხდება ცნობიერების დონეზე იმ დროს, როცა ფიზიკური სხეული სტიქიების ცენტრში რჩება, სადაც ჩვენშ სიცოცხლის სტიქია მდებარეობს. ამაშია ტაროს მცირე არკანებთან მუშაობის არსი. და გადანაცვლების უნარი მათშა აღწერილი. ხოლო გადანაცვლების ხარისხი აისახება მარტივი ციფრებით: ორიანებით, სამიანებით და ა.შ.

უფრო გასაგები რომ იყოს, აღვწერ ცნობიერების გადანაცვლების მექანიზმს ყოველი სტიქიის ორიანამდე.

მაგალითად, საჭიროა გულის მუშაობის დიაგნოსტიკა ადამიანში. სტიქიების შესაბამისად ჩვენ აღვიქვამთ გულის სხვადასხვა პარამეტრებს. წარმოვიდგინოთ, რომ გვყავს 4 ექსტრასენსი, სტიქიების 4 მაგი. ცეცხლის მაგი დაინახავს გულის სიგნალის სიმძლავრეს. ვიზუალურად ეს გამოჩნდება, როგორც გულის ნათების უნარი (სიკაშკაშე).

– თქვენ ძლიერი გული გაქვთ, კარგად ანათებს. თქვენ კი სუსტი - მცირედ ანათებს, მოუფრთხილდით მას.

მაგრამ იმისთვის, რომ მაგმა გაიგოს, რომელი ნათება უფრო ძლიერია და რომელი სუსტი, მან რამდენიმე ასეული ადამიანი უნდა დაასკანეროს. აუცილებელი გამოცდილების შეძენის შემდეგ იგი უკვე ორიენტირებას მოახდენს.

წყლის მაგი, როგორც ჩვენ გვახსოვს, დროსთან მუშაობს. როგორ აკეთებს ამას? ნებისმიერი ობიექტი, მათ შორის გულიც, დროში მოძრაობს. ეს მოძრაობა მკაფიო და თანმიმდევრულია. და იგი საიდანღაც მოდის. წყლის ორიანებზე განწყობისას, მაგი ყურადღების კონცენტრაციას ახდენს გულზედა თითქოს მისი დროში მოძრაობის საპირისპირო წინააღმდეგობას ქმნის მისთვის. სხვა სიტყვებით, მაგი გულს ამუხრუჭებს და დამუხრუჭების სფეროს ქმნის. მაგრამ გული არ ჩერდება (ყოველ შემთხვევაშ ორიანებში, აი რვიანებშ კი მისი გაჩერებაც შეიძლება), იგი მოძრაობას აგრძელებს, მაგრამ მაგი უკვე გრძნობს ტრაექტორიას, რომლითაც გული აწმყოში «მოვიდა». ამის შემდეგ კი ყველაფერი დამოკიდებულია მაგის ამ სტიქიასთან მუშაობის უნარზე. ასე შეიძება გულის წარსულში გადანაცვლება და ნახვა, თუ როგორ გამოიყურებოდა იგი დროის გარკვეულ მომენტში.

მიწის მაგებმა განწყობისას უბრალოდ იციან, რა სჭირს გულს. ისინი იღებენ ინფორმაციას, როგორც ასეთს. საერთოდ, მიწის მაგია ყველაზე რთულია ასათვისებლად, და თუ ვისაუბრებთ ამ სტიქიის ექსტრასენსორიკაზე, მიწის მაგები აღწერენ სამყაროს, როგორც ძაფების უსასრულო რაოდენობას. ეს ძაფები ძველ სატელეფონო სადგურებს გვაგონებენ. გახსოვთ, სადენების ეს უზარმაზარი რაოდენობა? მიუერთდები ერთს - მოისმენ ერთ საუბარს, მიუერთდები მეორეს - მოისმენ მეორს. სწორედ ასევე მიწის მაგები ეჭიდებიან გულის ძაფს, როგორც ტელეფონის ოსტატი სატელეფონო კაბელს, და ხედავენ, ესმით, გრძნობენ იმ ინფორმაციას, რომელიც იქაა. ასეთი მაგები ძალზე იშვიათია ბუნებაში.

84

Page 85: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

დარჩა ჰაერის ექსტრასენსი. აქ, როგორც გვახსოვს, საქმე გვაქვს სიგნალის განგრძობადობასთან მომავალში, ანუ სიგნალის აჩქარებასთან. თუ გული დროში საიდანღაც მოძრაობს, შესაბამისად იგი სადღაც მიდის. ანუ მოძრაობის ტრაექტორია არსებობს და შესაძლებელია მისი შეგრძნება. თუკი ქვას გადავაგდებთ, სანამ იგი მიფრინავს, თქვენ უკვე დაახლოებით იცით, სად დაეცემა იგი. ასევეა გულზეც. დროში წინ მოძრაობისას, იგი უბრალოდ იმეორებს ძველ ტრაექტორიას. სამუშაო დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორც წყლის მაგის შემთხვევაში, მაგრამ ახლა გული კი არ მუხრუჭდება, არამედ პირიქით, ჩქარდება. ჰაერის მაგი გრძნობს ტრაექტორიას და მასში გადანაცვლებას იწყებს. და რაც უფრო შორს გადაინაცვლებს მაგის ყურადღება, მით უფრო გადღაბნილი (არამკაფიო) ხდება ტრაექტორია. ამგვარად მაგს შეუძლია დაინახოს გულის პრობლემები, რომლებიც შესაძლოა რაღაც დროის შემდეგ გამოვლინდეს. ყველაფერი დამოკიდებულია მაგის უნარებზე - გადაინაცვლოს სტიქიაში. კარგი წინასწარმეტყველები საუბრობენ არა მხოლოდ იმაზე, თუ რა გელოდებათ მომავალში, არამედ განტოტვაზეც. რადგან შეიძლება გულის დაღუპვაც, და ჯანმრთელად ცხოვრებაც. იმის მიხედვით, თუ რას აკეთებთ ახლა, ფორმირდება გარკვეული განტოტვები მომავალში. ჰაერის მაგები გრძნობენ მათ და რჩევას იძლევიან, თუ რა უნდა შეცვალონ, რომ ცხოვრების უფრო სასიკეთო მხარეს გადავიდნენ.

იმედი მაქვს, ახლა გასაგებია, როგორაა შესაძლებელი წარსულის ან მომავლის დანახვა. აქ არაა არანაირი ჯადოქრობა. ყველაფერი მეცნიერულად იხსნება.

არიან ასევე სიცოცხლის სტიქიის მაგებიც. ისინი ხედავენ სასიცოცხლო ენერგიის რა რაოდენობა დარჩა თქვენს გულში. როგორც წესი, ეს ადამიანები მკურნალები არიან და ხშირად სხვა სტიქიებსაც იყენებენ.

ამრიგად, თუკი განვიხილავთ სამყაროს, როგორც საინფორმაციო-ენერგეტიკულ სიგნალს, რომელიც ჩვენს ცნობიერებაშ გადის, შეგვიძლია იგი რამდენიმე შემადგენელად დავყოთ, რომლებსაც უძველესი დროიდან სტიქიებს უწოდებდნენ. სტიქიების მაგია ასწავლის, ჩვენი ცნობიერების გამოყენებით როგორ ვიურთიერთოთ სამყაროსთან ცალკე აღებულ სტიქიაში. ეს მაგს შესაძლებლობას აძლევს, რომ გარესამყაროს სხვადასხვა პროცესებზე იმოქმედოს და სიგნალის ხელახალი კოდირება მოახდინოს. მაგის ზეგავლენის ძალა აღიწერება ტაროს მცირე არკანებით, რომლებშიც მინიშნებულია ამა თუ იმ სტიქიის ზომის ერთეული. ეს მინიშნება დაშიფრულია კარტში ალგორითმის სახით, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სივრცის მოცემულ წერტილში შესვლა. და ეს დაახლოებით ასე გამოიყურება:

დავუშვათ, მთაზე ახვედით. ჩვეულებრივი ადამიანი, რომლის აღქმაც სტიქიის ჯვრის ცენტრში იმყოფება, უბრალოდ ქვის ნაჭერს ხედავს. მაგს კი შეუძლია უფრო მეტი ინფორმაცია აიღოს აქედან. ორიანებში ეს მთა ენერგიას გამოასხივებს, სამიანებში მაგი ხედავს, როგორ მოძრაობს ეს ენერგია და ურთიერთქმედებს სივრცესთან,

85

Page 86: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ოთხიანებში იგი ამ ენერგიის სახელს გებულობს (ხარისხს, მაგალითად სამკურნალოა თუ არა იგი). ხუთიანებშ ამ მთის გონს გრძნობს, ექვსიანებში ამ ენერგიის წყაროს (პორტალს) გრძნობს. შვიდიანებში იმორჩილებს მას, რვიანებშ მთის ძალა მაგს ეკუთვნის, ცხრიანებში იგი რაიმეს მეტერიალიზებას ახდენს ამ ენერგიის მეშვეობით. ათიანებში ხდება ამაღლება სამყაროს ამ წახნაგში.

სხვათაშორის, რაც შეეხება ამაღლებას. ჯვრის საზღვრები ჩვენი სამყაროს საზღვრების სიმბოლოა. ჩვენი სამყარო მეზობელ სამყაროს ერთ-ერთი სტიქიის პარამეტრით ესაზღვრება. ანუ თუ გადავინაცვლებთ ცეცხლის ათიანებში, ჩვენ გავქრებით ჩვენი სამყაროდან და გავჩნდებით ცეცხლის სამყაროში, სადაც ცეცხლის პარამეტრი ისეთივე იქნება, როგორც ჩვენთან, მაგრამ სხვა სტიქიები შესაძლოა არც იყოს, ან შესაძლოა პრინციპული განსხვავება იყოს ჩვენი სტიქიებისგან. აქედანაა, რომ იგივე ბიბლიაში ზოგიერთი წინასწარმეტყველი ღმერთამდე ცეცხლოვანი ეტლით მაღლდებოდა, რაც დაშიფრული სახით მეტყველებს ცეცხლის სტიქიაში ამაღლებაზე. განტოტვა ჯვრის ბოლოებზე მიანიშნებს დროის სხვადასხვა დინებაზე. არის ნელი სამყაროები, არის ჩქარი. სხვათაშორის, ჯვარზე ზოგჯერ კიდევ ერთ წრეს ხატავენ, რომელსაც ათიანების გარშემო ავლებენ, თითქოს გამოყოფენ ჩვენი სამყაროს საზღვარს (очерчивают границу нашей вселенной некой чертой). აქედანაა ტერმინი «черти», ანუ საზღვრის იქიდან მოსულები. და თუ ჩვენი ცნობიერებით პირველი წრის მიღმა (სტიქიების ორიანები) გავდივართ, მაშინ ვიწყებთ რაღაცის აღქმას რაიმე სტიქიის პოზიციიდან. შეიძება რაიმე მოგვეჩვენოს. აქედანაა ქრისტიანობაში გამოთქვა: «თუ რამე გეჩვენება - პირჯვარი უნდა გადაიწერო». ეს ჯვრისებური მოძრაობა სხვა არაფერია, თუ არა მაგიური ჟესტი (არის ასევე მთელი მიმართულება მაგიაშ, რომელსაც ჟესტების მაგიას უწოდებენ). მისი მეშვეობით ადამიანი კვლავ ცენტრშ გადაანაცვლებს საკუთარ თავს, ორიანებამდე, და ჩვენება ქრება. ძალა, რომელსაც ამ მოქმედებას მიაწერენ, ძალზე კარგად ჩანს ფილმში «ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას». ვფიქრობ, გახსოვთ მომენტი ფრაზით: «აი, რა შეუძლია ცოცხალმოქმედ ჯვარს». იგი არაფერს არ აკეთებს, უბრალოდ სტიქიების ბალანსს ახდენს ცნობიერებაში.

თავი 9

პრაქტიკული ნაწილიმე ჩემს მოვალეობად ვთვლი დავწერო იმის შესახებ, თუ როგორ იწყება პრაქტიკული გზა მაგიაში. საქმე იმაშია, რომ სხვადასხვა ეზოთერული წიგნების ავტორებს, როგორც ჩანს ავიწყდებათ, რომ მათ წიგნებს შესაძლოა ისეთი დამწყებები კითხულობდნენ, როგორიც მე ვიყავი ერთ დროს. მაგალითად, ზოგიერთ წიგნში პირველივე გვერდებზე წერია: «დაჯექით მოხერხებულად და დაიწყეთ მედიტაცია». რა მედიტაცია? იქნებ საერთოდ არ მესმის ამ

86

Page 87: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

სიტყვის არსი? რით დავიწყო? ყველაფერი რაც გავიგე, ესაა მხოლოდ «დაჯექით მოხერხებულად».

და აი, გამოდის, რომ ხვდები ადამიანს, რომელიც უკვე ათი წელია ეზოთერიკითაა დაინტერესებული და არაფრის გაკეთება არ შეუძლია. და რადგანაც გამუდმებით მაყრიან კითხვებს, ვალდებული ვარ ავღწერო ჩემი ცნობიერების განვითარების პირველი ნაბიჯები. სისტემას, რომელსაც გადმოვცემ, ჩემი შეხედულებით ყველაზე ეფექტურია. მასზე ვვარჯიშობდით მეც და სხვებიც. ყველამ, ვინც სათანადო გულმოდგინება და შეუპოვრობა გამოიჩინა, შედეგს მიაღწია. შეგიძლიათ საკუთარ თავზე გამოსცადოთ ეს. მე ავღწერ საბაზისო პრაქტიკებს, დაწყებული ნულოვანი დონიდან. ისინი ყველასთვის გასაგები იქნება. მიუხედავად სიმარტივისა, მოცემული უნარები საძირკველს წარმოადგენენ ცნობიერების განვითარებაში, ასე რომ თუკი უკვე ფლობთ მგრძნობელობას, მაგრამ არასოდეს გამოგიცდიათ მსგავსი სავარჯიშოები, ეს ზედმეტი მაინც არ იქნება.

ყურადღების მართვის პრინციპები

პირველი, რითაც უნდა დავიწყოთ, - ესაა ყურადღების მართვა. ჩვენ ვსაუბრობთ მაგიაზე, მაგია კი - ცნობიერებით მუშაობის ხელოვნებაა. ანუ მთელ სამუშაოს მაგი ცნობიერებით ასრულებს. ცნობიერებას გააჩნია თავისი ინსტრუმენტი, რომელსაც ყურადღება ეწოდება. სხეულსაც გააჩნია თავისი ინსტრუმენტები, მაგალითად ხელები და ფეხები, მაგრამ როგორ განვავითაროთ სხეული, ჩვენ უკვე ვიცით. ხოლო ცნობიერების განვითარება სწორედ ყურადღების ვარჯიშით იწყება. უფრო მეტიც, თუ ყურადღებას არ ავარჯიშებთ, შეგვიძია დაივიწყოთ ყველანაირი ექსტრასენსორიკა. პირველი თვისება მაგების კასტაში სპირალზე - ეს ხომ ორიანებია - ექსტრასენსორიკა. ხოლო იმისთვის, რომ ინფორმაცია ამოიკითხოს ობიექტიდან, ექსტრასენსი იწყებს მასზე ყურადღების კონცენტრაციით. და თუ თქვენ იგი სუსტი გაქვთ და დიდხანს არ შეგიძიათ ერთ ობიექტზე კონცენტრაცია, მაშინ დაინახავთ ყველაფერს, რეალობის გარდა.

რა არის ყურადღება? ყურადღება – ესაა სხივი, რომელიც საწყისს თავის ტვინიდან იღებს, კეფის მიდამოდან (в области затылка). იგი გაივლის სწორ ხაზს და გამოდის წარბთაშუა არედან.

ძირითადად ჩვენი ყურადღება დაბმულია ორი ყველაზე ძლიერი გრძნობის ორგანოთი: მხედველობით და სმენით. თუ ჩვენი მხედველობის არეში მკვეთრად გაჩნდება მოძრაობა, ჩვენ ვრეაგირებთ და ყურადღება მისკენ გადაგვაქვს. თუ უცებ ხმამაღალი ბგერები გვესმის ქუჩიდან, მაშინ ყურადღება ქუჩისკენ გადაგვაქვს. მაგრამ რადგანაც ჩვენ ერთდროულად მრავალ სიგნალს აღვიქვამთ, ჩვენი ყურადღება არაა ნავარჯიშები. და სოციუმი, რომელშიც ვცხოვრობთ, არ მოითხოვს ჩვენგან განსაკუთრებულ ყურადღებას. შესაძლოა სნაიპერები ავარჯიშებდნენ მას, ან მხატვრები. უმეტესობა კი იმას იყენებს, რაც გააჩნია. და რადგანაც ყურადღება ჩვენი ცნობიერების ერთადერთი ინსტრუმენტია, სწორედ მისი ვარჯიშით იწყება ჩვენი სწავლება.

პრაქტიკა 1. კონცენტრაცია შავ წერტილზე

87

Page 88: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ეს პრაქტიკა ძველია, როგორც სამყარო. ტექნიკურად ძალიან მარტივად გამოიყურება. თქვენ ხატავთ შავ წერტილს ქაღალდის ფურცელზე. წერტილი არ უნდა იყოს დიდი, მაგრამ არც პატარა. კარგად უნდა ხედავდეთ მას, ისე რომ მხედველობა არ დაძაბოთ. ფურცელს ჰკიდებთ თქვენს წინ, თვალების დონეზე (გასწვრივ). არასწორია, როცა წერტილი თვალების დონეზე მაღლა ან დაბლაა, ეს ზედმეტ დაძაბულობას იწვევს. და დაიწყეთ ყურადღების კონცენტრირება.

აქ თავიდანვე მინდა განვასხვავო ტერმინები «კონცენტრირება» და «ცქერა» (ყურება).ბევრი უშვებს შეცდომას და უყურებს წერტილს. ყურება (ცქერა) - ეს ყურადღების მართვის პასიური მეთოდია. იგი ბუნებრივია და მას გამუდმებით ვიყენებთ. კონცენტრაცია - ეს აქტიური მეთოდია. აქ ზე-ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ ყურადღების სხივით თითქოს კედელზე უნდა მივაჭედოთ წერტილი.

ასევე განსხვავდება ტერმინები «ყურადღების კონცენტრაცია» და «მზერის კონცენტრაცია». საჭიროა სწორედ ყურადღების კონცენტრაცია. ჩვენ გვეჩვენება, რომ ჩვენი ყურადღება თვალებიდან გამოდის. სინამდვილეშ იგი წარბთაშორის არედან გამოდის. ჩვენ უბრალოდ მივეჩვიეთ გრძნობათა ორგანოებით სარგებლობას, მაგრამ ყურადღება არაა მათზე დამოკიდებული. შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩვენი მეექვსე გრძნობაა. რაღაც თვალსაზრისით ეს ასეცაა.

ამგვარად, მოახდინეთ ყურადღების კონცენტრაცია. თვალები არ იძაბება, ისინი ღიაა, როგორც ჩვეულებრივი მზერისაას, მაგრამ კონცენტრაცია ხდება სწორედ ყურადღების.

რა წყალქვეშა ქვები შეიძლება ჰქონდეს ამ პრაქტიკას? მე მასწავლიდნენ ასე: დაჯექი და იმუშავე. და გზაზე ყველა შესაძლო შეცდომას ვუშვებდი. გავხსენი რა მრავალი პრაქტიკის საიდუმლო, გადავწყვიტე თავიდანვე უკეთ აგიხსნათ ყველაფერი, რომ იგივე შეცდომები არ გაიმეოროთ. ამგვარად, თუკი თქვენ არ გეტყოდით ამ ხაფანგებზე და შემდეგ გკითხავდით, თუ რა იგრძენით პრაქტიკის მომენტში, თქვენ დაახლოებით ასე მიპასუხებდით:

– რაღაც დროის შემდეგ წერტილმა ნათება დაიწყო. მის გარშემო სინათლის ორეოლი გაჩნდა.

– წერტილი გამოიბურცა, ან პირიქით, შიგნით შეიზნიქა.

– მან ფურცელზე დაიწყო მოძრაობა.

– ფურცელი ტალღებით დაიფარა.

– ფურცლის უჯრედები (თუ ფურცელი უჯრედებიანია) ხან ქრებოდნენ, ხან ჩნდებოდნენ.

– წერტილი ორმაგდებოდა, შემდეგ კი ისევ ერთდებოდა... და ა.შ.

მაშასადამე, ყველა ამ ეფექტს პრაქტიკასთან არანაირი შეხება არ აქვთ. თქვენ ყველაფერ ამას დაინახავთ, მაგრამ ეს არაა პრაქტიკის მიზანი. მე ამას ოპტიკურ „გლიუკებს“ ვეძახი. საიდან ჩნდებიან ისინი? კონცენტრაციის დროს თავის ტვინს მეტი სისხლი მიეწოდება, ამიტომ წნევა, და მათ შორის თვალის წნევაც, იზრდება. ეს იწვევს სინათლის დამახინჯებას, აქედან მოდის „გლიუკებიც“.

88

Page 89: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ამ პრაქტიკის მიზანია ოდნავ შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაშ შესვლა, რომელსაც სამყაროს დეფიქსაცია (расфиксация) ეწოდება. რას ნიშნავს ეს? საქმე იმაშია, რომ ჩვენი ყურადღება გამუდმებით აფიქსირებს სამყაროს. მას ერთგვარი წებოს თვისება გააჩნია. ჩვენ გადაგვაქვს ყურადღება ერთი ობიექტიდან მეორეზე და ამით ერთ სურათად ვაწებებთ მათ. თუმცაღა თუ ობიექტი აღარ ხვდება ჩვენი ყურადღების არეში, იგი ქრება სურათიდან. მაგალითად თქვენ შებრუნდით და ზურგსუკან ვიღაც ადამიანი დაინახეთ. თქვენ ავტომატურად ჩააწებეთ იგი თქვენს სურათში. მაგრამ გავიდა ორი წუთი და ზუსტად აღარ იცით, ზურგს უკან დგას იგი თუ არა. ანუ იგი უბრალოდ გაქრა იმ არედან, რომელსაც თქვენი ყურადღება აკონტროლებდა. შებრუნდით, დაინახეთ და კვლავ ჩააწებეთ იგი.

მაგრამ რა მოხდება, თუ თქვენი ყურადღება ყველა ობიექტს მოსწყდება და მხოლოდ ერთზე კონცენტრირდება? მართალია, მთელი სამყარო გაქრება. თქვენ უბრალოდ ვეღარ დაინახავთ მას, რადგანაც მთელი თქვენი ყურადღება ერთი ობიექტით იქნება შთანთქმული. სწორედ ამაშია წერტილის პრაქტიკის არსი. როცა მთელი ყურადღება მასზეა, თანდათანობით გარესამყარო იკარგება, დე-ფიქსირდება. ანუ თქვენ უნდა მიაღწიოთ მდგომარეობას: არსებობს მხოლოდ წერტილი. არაფერი გარდა წერტილისა არ არსებობს. ქაღალდის ფურცელიც არ არსებობს, მხოლოდ წერტილი.

ნუ ეცდებით წარმატების მიღწევას პირველივე ცდაზე. პარაქტიკა მუდმივი უნდა გახდეს, სინამდვილეში ხომ მიზნის მიღწევის შემდეგაც კი აღმოაჩენთ, რომ მდგომარეობაში შესვლის სიღრმე ყოველ ჯერზე იზრდება და ახალ ეფექტებს იძლევა. ამ პრაქტიკის შესრულებისას შეამჩნევთ, რომ თვალები ურყევად უყურებენ წერტილს, ყურადღება კი სადღაც სეირნობს. ყოველ ჯერზე, როდესაც ყურადღება დაიკარგება, დააბრუნეთ იგი და კვლავ მოახდინეთ კონცენტრაცია. ამასთან კონცენტრაციის ხარისხი თავიდან დაბალი იქნება. აღმოაჩენთ, რომ თავდაპირველად გარე ხმები გესმით. განაგრძეთ კონცენტრაცია... ხმები გაქრება, მაგრამ გაჩნდება რაღაც შეგრძნებები სხეულში. აქ დაგიბუჟდათ, იქ მოგექავათ... თუ ამ ყველაფერს აფიქსირებთ, ე.ი. ყურადღების ნაწილი წერტილზეა, ნაწილი კი სხეულზე. განაგრძეთ კონცენტრაცია. შემდეგ სხეულიც გაქრება, მაგრამ გაჩნდება აზრები. თქვენ მკაფიოდ დაინახავთ აზრების მოძრაობას თქვენს თავში, და ისინი გახდებიან ყველაზე მომაცდენელი ფაქტორები. იდეალურ შემთხვევაში ისინიც კი არ უნდა გესმოდეთ. ეს არაა აზრების გამორთვის პრაქტიკა, მაგრამ სათანადო კონცენტრაციისას ქრება ყველაფერი, გარდა წერტილისა.

ეს რომ გაიგოთ, ჩართეთ ორი ტელევიზორი, ან ტელევიზორი და რადიომიმღები. ერთი ჩართეთ ხმამაღლა, მეორე კი - დაბალ ხმაზე. ყური მიუგდეთ იმას, რომელიც უფრო დაბალ ხმაზეა. რაღაც დროის შემდეგ თქვენ გაარჩევთ ყველაფერს, რაც იქ ისმის მაშინ, როცა ძლიერი ხმის წყარო გაქრება.თქვენ გააცნობიერებთ, რომ იგი არსებობს და სადღაც ფონურ რეჟიმში ისმის, მაგრამ თუკი ყურადღება ბოლომდე კონცენტრირებული იქნება დაბალ ხმაზე, თქვენ მხოლოდ მას მოისმენთ. სხვათა შორის ე სკიდევ ერთი კარგი პრაქტიკაა ყურადღების გაძლიერებისთვის.

წერტილზე კონცენტრირებისას, თქვენ კიდევ ერთ ეფექტს უნდა მიაღწიოთ. იგი ძალიან მნიშვნელოვანია და წარმატების კარგი ინდიკატორი გახდება. ამ ეფექტს მე ვეძახი წერტილზე შეხებას. პრაქტიკის გარკვეული დროის შემდეგ შესაძლოა აღმოაჩინოთ ერთი უცნაური შეგრძნება. თითქოს ეხებით წერტილს. არა ხელებით, არა თვალებით, არამედ ყურადღებით. სხვა სიტყვებით, თქვენ მას გრძნობთ. ამ გრძნობის აღწერა რთულია,

89

Page 90: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

შეუძლებელიც კია, მაგრამ შეგრძნებაა, რომ მას ეხებით. თქვენ გრძნობთ მის მატერიალურობას, ზომას, თუ წერტილი მელნითაა დახატული, მასაც შეიგრძნობთ, ამასთან როგორ გრძნობთ, ამის აღწერას ნორმალურად ვერც მოახერხებთ, მაგრამ ასეთი შეგრძნება გაჩნდება, და იგი არ იქნება „გლიუკი“. ყოველ ჯერზე, პრაქტიკისას, რაღაც დროის შემდეგ კვლავ იგრძნობთ ხოლმე მას. ხანდახან უფრო ძლიერად, ხანდახან სუსტად. თანდათანობით ეს შეგრძნება უფრო და უფრო სწრაფად მოვა ხოლმე.

ეს შეხება სხვა არაფერია, თუ არა წერტილთან კონტაქტის დამყარება. ანუ თქვენი ყურადღება საკმაოდ მსხვილ სხივად გადაეწყო, რომლიდანაც სიგნალი ტვინში შედის. მაგრამ ჩვენ ვვარჯიშობთ წერტილზე იმიტომ, რომ წერტილი უწყინარია. ეს უბრალოდ წერტილია. მასში არაა არანაირი ინფორმაცია. მაგრამ თუ მასთან კონტაქტი შედგება, მაშინ მიხვდებით, თუ რა უნდა გააკეთოთ სხვა ობიექტებთან კონტაქტის დასამყარებლად.

ივარჯიშეთ. ამ პრაქტიკას არ გააჩნია ზღვარი ვარჯიშში.

რა თქმა უნდა გაგიჩნდებათ კითხვა: დღეში რამდენი ხანი უნდა ვივარჯიშოთ? ვიტყვი ასე: მინიმუმ 30 წუთი ერთ ჯერზე. მაქსიმუმი თავად განსაზღვრეთ, მაგრამ მე მიყვარს ერთი მაგის გამოთქმა ამ საკითხთან დაკავშირებით. როცა მას ჰკითხეს, თუ რამდენი დრო უნდა დავუთმოთ ამა თუ იმ პრაქტიკას, მან გენიალური პასუხი გასცა:

– ივარჯიშეთ სრულ დაკმაყოფილებამდე.

ამასთან, რა დაკმაყოფილებაა ეს და როდის მოვა, მას არ უთქვამს. მიუხედავად ამისა ეს საუკეთესო პასუხია დროის თემასთან დაკავშირებით.

შავი წერტილის პრაქტიკის პარალელურად გადადით შემდეგ პრაქტიკაზე.

პრაქტიკა 2. თეთრი წერტილის ვიზუალიზაციაშავი წერტილი – რეალურად არსებული ობიექტია, მაგრამ როგორ უნდა მოვახდინოთ ყურადღების კონცენტრაცია ობიექტზე, რომელიც არ არსებობს? მართალია - იგი უნდა წარმოვიდგინოთ.

პრაქტიკა ძალიან მარტივად ჟღერს. დახუჭეთ თვალები და სიბნელეში წარმოიდგინეთ თეთრი წერტილი თვალწინ მანამდე, სანამ არ დაინახავთ მას. და მორჩა. მაგრამ თუ ამ პრაქტიკას არ ავხსნი, მრავალ ხაფანგს წააწყდებით მისი შესრულებისას.

პირველი შეცდომა, რომელსაც უშვებენ,– ესაა ყურადღების კონცენტრაცია სივრცეში თვალისკაკალსა და ქუთუთოს შორის(между глазным яблоком и веком). უბრალოდ ჩვევა გვაქვს, რომ ყოველთვის თვალებით მოვახდინოთ კონცენტრაცია. თვალები დახუჭულია, მაგრამ ჩვევა დარჩა. შედეგად ადამიანი ძალიან ჭუტავს თვალებს, შესაბამისად პრაქტიკის შემდეგ თვალები სისხლით ივსება, წერტილი კი, ბუნებრივია, არ გამოჩენილა.

შემდეგი შეცდომები უფრო მეტად „ხალტურის“ მცდელობას გვაგონებენ. მაგალითად ნაცვლად თეთრი წერტილის ვიზუალიზაციისა, ადამიანს შეუძლია მასზე ფიქრი დაიწყოს. ფიქრი ძალიან მალე ჩნდება ცნობიერებაში. მაგალითად, დახუჭეთ თვალები და

90

Page 91: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

წარმოიდგინეთ ვაშლი. წარმოიდგინეთ არაუმეტეს სამი წამისა. თუ ამ დროს გკითხავთ, რა ზომის იყო ვაშლი, რა ფერის და ა.შ., თქვენ დაიწყებთ მისი თვისებების აღწერას, არადა თვალწინ სიბნელე იყო. მაგრამ თქვენ სამ წამში ვაშლის ფერიც დაინახეთ და ზომაც. როგორ? ეს უბრალოდ აზრია. და ასე იქცევიან წერტილთან დაკავშირებითაც. აზრი თეთრ წერტილზე მალე გაჩნდება, მაგრამ ეს არაა წარმატებული პრაქტიკის კრიტერიუმი.

„გახალტურების“ კიდევ ერთი მცდელობა დაკავშირებულია იმასთან, რომ თუ გამორთავთ სინათლეს, დახუჭავთ თვალებს და დაიწყებთ სიბნელის ჭვრეტას, თქვენ დაინახავთ სხვადასხვა ფერის ლაქებს. ბევრი ცდილობს მათზე მოახდინოს ყურადღების კონცენტრაცია. ეს შეცდომაა. საიდან ჩნდებიან ეს ლაქები სიბნელეში? ეს ფერადი გარსის მიკრო-დამწვრობებია, რომლებსაც ჩვეულებრივი მხედველობისას ვიღებთ. ისინი სწრაფად ხორცდებიან და ქრებიან.უფრო მეტიც, ეს ლაქები ყოველთვის ცდილობენ სადღაც გასხლტნენ. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ თვალის კაკლები აგრძელებენ მოძრაობას და თავისთან ერთად მიკრო-დამწვრობებსაც ამოძრავებენ.

მაშ, როგორ უნდა შევასრულოთ ეს პრაქტიკა? პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ მიჩვეულნი ვართ ვიცქიროთ თვალებით, ყურადღებასთან მუშაობა კი არ გულისხმობს ამის თვალებით კეთებას. უფრო მეტიც, ყურადღების კონცენტრირება ძნელია წერტილზე სიცარიელეში. ეს იგივეა, რომ ხელით ჰაერი დავიჭიროთ. ჩვენი ყურადღების ჩვევაა - ჩაეჭიდოს ობიექტებს, მაგრამ სიბნელეში ობიექტები არაა. პირიქით, ობიექტი უნდა შევქმნათ.ამრიგად, ამ პრაქტიკის საიდუმლო იმაშია, რომ ყურადღების კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ სივრცეში - ჩვენს წინ. არა სიბნელეში თვალების დონეზე, არამედ ოთახში, სადაც ვიმყოფებით, თავიდან 40-60 სანტიმეტრზე, შუბლის დონეზე. ამ მიდამოსკენ მიმართული უნდა იყოს ყურადღება, და არა მზერა. თვალები გამორთულია. თუ თვალები ითხოვენ ჩართვას, შეგიძიათ ხელისგულები მსუბუქად დააჭიროთ თვალის კაკლებს და ამით წაართვათ მათ მოძრაობის უნარი. ყურადღება განთავისუფლდება და ადვილად დაემორჩილება კონტროლს.

კიდევ ერთხელ. თქვენ ხუჭავთ თვალებს და ახდენთ ყურადღების კონცენტრაციას თქვენს წინ სივრცეში შუბლის დონეზე. ყურადღება უნდა იყოს ვიწროდ-მიმართული, სწორხაზოვანი. იგი არ უნდა მოძრაობდეს გვერდებისკენ. ყურადღების ბოლოში თქვენ წარმოიდგენთ თეთრ წერტილს. თუ ყველაფერი გამოგივათ, რაღაც დროის შემდეგ თქვენ მას დაინახავთ, მაგრამ ხედვა მოხდება არა თვალებით. ამის დამახსოვრება მნიშვნელოვანია. თეთრი წერტილის სურათი თითქოს უბრალოდ გაჩნდება თავში. თვალწინ ისევ ისეთი სიბნელე იქნება, მაგრამ წერტილს მაინც დაინახავთ. სწორედაც რომ დაინახავთ, და არ იფიქრებთ, რომ ხედავთ. აქ მთავარია გამორთოთ თვალებით ხედვის ჩვევა.

ბევრი, ექსტრასენსორიკაზე ფიქრის დროს მიამიტად გულისხმობს, რომ ენერგიის ხედვა თვალებით ხდება ან ჩვეულებრივ მხედველობას ჰგავს. ეს ასე არაა. ექსტრასენსული მხედველობა უფრო მეტად სიზმარხილვას ჰგავს. შეიძლება ითქვას, რომ თეთრი წერტილის ამ პრაქტიკით ვიგებთ, თუ როგორ ხედავენ ექსტრასენსები.

ამგვარად, საიდან ჩნდება წერტილი? ბიოენერგეტიკაში ასეთი კანონია: სადაც თქვენი ყურადღებაა, იქაა თქვენი ენერგიაც. ეს წესი უდევს საფუძვლად ჩინურ საბრძოლო ტექნიკას - ტაი ჩის. სხვა სიტყვებით, რაღაც ობიექტზე ყურადღების კონცენტრაცია იწვევს ამ

91

Page 92: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ადგილზე ენერგიის მოზღვავებას. ეს რომ გაიგოთ, მოახდინეთ კონცენტრაცია ხელის რომელიმე თითზე. რაღაც დროის შემდეგ დაინახავთ, რომ ამ თითს სხვებზე მეტად შეიგრძნობთ. და თვითონ ისიც უფრო მეტად მგრძნობიარე ხდება. სხვათაშორის, ეს კიდევ ერთი პრაქტიკაა ყურადღების ვარჯიშისთვის.

მაშასადამე, ენერგიის კონცენტრაციით გარკვეულ წერტილზე სივრცეში, იქ ხდება ენერგიის დაგროვება. და როცა ამ წერტილში ენერგიის რაღაც რაოდენობა იქნება, წერტილი ნათებას დაიწყებს, მაგრამ აუცილებელი არაა - თეთრი სინათლით. თეთრი ფერი როგორც ვიცით ფერთა მთელ სპექტრს შეიცავს, ამიტომ სანამ ამ წერტილში საკმარის ენერგიას არ დააგროვებთ, შესაძლოა დაინახოთ წითელი, ლურჯი, შავი ან სხვა ფერი... მოკლედ ცისარტყელის ყველა ფერი, მაგრამ მიზანი სწორედ თეთრი წერტილია.

ივარჯიშეთ სრულ დაკმაყოფილებამდე.

პრაქტიკა 3. ყურადღების გაფართოებაეს კიდევ ერთი პრაქტიკაა, რომელიც ყურადღების ვარჯიშის საშუალებას იძლევა. პირველი ორისგან განსხვავებით, ეს პრაქტიკა საკმაოდ მარტივი შესასრულებელია, მაგრამ რეკომენდაციას გაძლევთ წარმატების მიღწევის შემდეგაც განაგრძოთ იგი. მასში მრავალი შესაძლებლობაა ჩადებული.

ამ პრაქტიკის არსი იმაშია, რომ თუ წერტილზე (შავზე ან თეთრზე) კონცენტრაციისას , ჩვენი ყურადღება კონცენტრირებულია ერთ ობიექტზე, ამ შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ ერთდროულად რამდენიმეზე ვკონცენტრირდეთ. ეს ძალიან მარტივად სრულდება.

ჯდებით ოთახის ცენტრში. თქვენი ხედვის კუთხე შეიძლება რამდენიმე ობიექტად დაიყოს. მაგალითად, კარადა, ტელევიზორი, ვაზა და ტორშერი. შესაძლოა საგანი მეტი იყოს, მაგრამ დასაწყისისთვის ოთხზე მეტს ნუ აიღებთ. უყურეთ პირდაპირ და მოახდინეთ მზერის დე-ფოკუსირება (расфокусируйте зрение). თვალები და კისერი არ მოძრაობენ. უყურეთ ერთ ობიექტს პირდაპირ თქვენს წინ, მაგალითად ტელევიზორს. მოახდინეთ მასზე ყურადღების კონცენტრაცია, მაგრამ თქვენი თვალები დე-ფოკუსირებული უნდა დარჩეს. არ დაათვალიეროთ იგი, არამედ უბრალოდ თქვენთვის მოინიშნეთ, რომ ტელევიზორი თქვენი ყურადღების ველშია. დაიწყეთ ყურადღების გაფართოება ერთდროულად ორივე მიმართულებით და დააფიქსირეთ მეორე და მესამე ობიექტი, ამასთან მხედველობის არედან არ გაუშვათ პირველი. გარეგნულად ეს იმას ჰგავს, თითქოს თქვენი კომპიუტერის სამუშაო მაგიდაზე ცდილობთ „მაუსით“მონიშნოთ ერთდროულად რამდენიმე იარლიყი. იგივეს აკეთებთ აქაც, ოღონდ ყურადღებით. შემ,დეგ ყურადღება გადაიტანეთ მეოთხე ობიექტზეც. თუ ყურადღება მოსხლტა რომელიმე ობიექტიდან, მაშინვე დააბრუნეთ იგი ყურადღების ველში. თვალყური ადევნეთ, რომ ყველა ობიექტმა თქვენი ყურადღების ერთნაირი პორცია მიიღოს. ყოველი ობიექტი თანაბრად უნდა გააცნობიეროთ, არც ერთი არ უნდა იყოს გამოკვეთილი.

როდესაც ოთხივე ობიექტს დააფიქსირებთ, გააფართოვეთ ყურადღება 180 გრადუსზე ისე, რომ აიღოთ თითო ობიექტი თქვენგან მარჯვნივ და მარცხნივ. სულ ჯამში 6 ობიექტი გამოდის. შეინარჩუნეთ ისინი გარკვეული დროით, შემდეგ კი ისე, რომ ეს ობიექტები არ

92

Page 93: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

დაკარგოთ, დაიწყეთ ყურადღების გაფართოვება უკან - ზურგისკენ. გააკეთეთ ეს ინერციით, თითქოს აგრძელებთ თავად გაფართოვების შეგრძნებას. ჩნდება გრძნობა, შეიძლება მაშინვე არა, მაგრამ დროთა განმავლობაში, რომ თითქოს თქვენი მგრძნობელობა სფეროსმაგვარი გახდა. სხვა სიტყვებით, მკაფიოდ შეიგრძნობთ სივრცის სიმკვრივეს ზურგს უკან. თუ ყურადღების გაფართოვებაზე გამუდმებით ივარჯიშებთ, ეს შეგრძნება უფრო და უფრო განვითარედება. შემდეგ ეს შეგიძიათ უფრო სრულყოფილი გახადოთ. შედით ამ მდგომარეობაში, და დახუჭული თვალებით იმოძრავეთ ბინაში ზურგით წინ. რატომ სახით არა? იმიტომ, რომ მაშინ თქვენ გაიხსენებთ კარის გასასვლელების და ავეჯის განლაგებას. თუ ზურგით ივლით, მეხსიერებამ შესაძლოა ვერ მოასწროს მოძრაობას. ამასთან გაჩერება არ შეიძლება. შეგიძიათ იმოძრაოთ ნელა, მაგრამ უნდა იმოძრაოთ.

ეს პრაქტიკა შესანიშნავად ანვითარებს სივრცის შეგრძნებას. მე მყავს ერთი ნაცნობი მწვრთნელი ბიოენერგეტიკასა და საბრძლო ხელოვნებებში, რომელმაც საკუთარ თავშ უკონტაქტო ბრძოლის უნარი გამოიმუშავა. ერთხელ მან გამოცდა მოუწყო თავის მოსწავლეებს. ტყეში წაიყვანა ისინი. თანაც სანამ ავტობუსში ისხდნენ, თვალები ახვეული ჰქონდათ. ვერ ხედავდნენ, სად მიიყვანა მწვრთნელმა. მინდორში ერთ მწკრივად მოაწყო და უთხრა, რომ მათ წინ ტყის მასივია. მათი ამოცანა იყო ისე გაევლოთ ეს ტყე, რომ ხეებს არ დაჯახებოდნენ, ამასთან ხელების ფათურით სივრცის შეგრძნება არ შეიძლებოდა. ამოცანა იყო - შეეგრძნოთ სხვადასხვა სიმკვრივეები და გვერდი აევლოთ მათთვის. მწვრთნელი 100 მეტრით დაშორდა მათ და სიგნალი მისცა. ამასთან მან მცირე ეშმაკობა იხმარა: თქვა, რომ ვინც პირველი მიაღწევდა, მისგან განსაკუთრებულ პრიზს მიიღებდა, და არ გააფრთხილა, რომ მათ წინ 40 მეტრზე არანაირი ტყე არ იყო. მხოლოდ სუფთა და თანაბარი მინდორი. და ძალიან სასაცილო იყო დაკვირვება. ბიჭები მიდიოდნენ, ჰაერს გვერდს უვლიდნენ და თანდათან სიჩქარეს უმატებდნენ. ანუ ხეებს არ უნდა დაჯახებოდნენ, და თან პირველი უნდა მისულიყვნენ. შედეგად ზოგიერთმა მოსწავლემ დაიჯერა, რომ ხეების გარეშე ტრაექტორია აირჩიეს და თითქმის სირბილზე გადავიდნენ, როცა უეცრად მათ წინ ტყე აღიმართა. ეჯახებოდნენ ცხვირებით, მხრებით, ფეხებით. მოკლედ ყველას მოხვდა. მაგრამ იყო ერთი ბიჭი, რომელიც რეალურად გრძნობდა ხეებს თავის წინ და ძალიან ეფექტურად უვლიდა გვერდს. იგი ყველაზე უკანასკნელი მივიდა, თუმცაღა მასწავლებლის აღიარება სწორედ მას შეხვდა.

ვიმეორებ, მიუხედავად ამ პრაქტიკის მთელი უბრალოებისა, ძალიან დიდ რეკომენდაციას გაძლევთ, რომ გამუდმებით შეასრულოთ იგი. საერთოდ ამ სამი პრაქტიკის შესრულება პარალელურად შეიძლება. ანუ არ არსებობს ისეთი წესი, რომ ჯერ ერთი ტექნიკა უნდა შევასრულოთ ხუთიანზე და შემდეგ მეორეზე გადავიდეთ. ცნობიერების განვითარება ისევე ხდება, როგორც სხეულის. თქვენ ხომ არ დაიწყებთ სპორტდარბაზში მხოლოდ ერთი ხელის ვარჯიშს, სანამ ისეთი არ გახდება როგორიც თქვენ გინდათ, შემდეგ კი მეორეზე არ გადახვალთ, მართალია?

პრინციპში ეს პრაქტიკები საკმარისია. ამიტომ გადავდივართ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც განიხილება ყველგან და ყოველთვის. ესაა შინაგანი დიალოგის გაჩერება.

შინაგანი დიალოგის გაჩერების ტექნიკა93

Page 94: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ყველა ტრადიციაში, მაგიურში და არა მხოლოდ, ამბობენ: ისწავლეთ შინაგანი დუმილის მდგომარეობაში შესვლა, ისწავლეთ საკუთარი ჭკუის დამშვიდება, ისწავლეთ შინაგანი დიალოგის (შემდეგში „შდ“) გამორთვა. მაგრამ თითქმის არსად გარკვევით არაა ნათქვამი რას ნიშნავს ეს შდ და საიდან ჩნდება იგი.

ვეცდები ავხსნა. ჩვენ გვაქვს ტვინი, რომელიც სხვადასხვა სიგნალებს ამუშავებს. როგორც იცით, ტვინს მრავალი ზონა აქვს, რომლებიც ამა თუ იმ იმპულსებზე აგებენ პასუხს. არის ტვინის ზონა, რომელიც პასუხისმგებელია შიმშილის გრძნობაზე, სიამოვნებაზე, მხედველობაზე და ა.შ. ჩვენი ორგანიზმის ნებისმიერ საქმიანობაზე პასუხს რომელიღაც ზონა აგებს. მაგალითად, რაღაცით ხართ დაკავებული. აი ახლა წიგნს კითხულობთ. და თქვენი ტვინის ზოგიერთი ზონა დაძაბულია, რადგანაც ისინი თავის ფუნქციას ასრულებენ იმისთვის, რომ მშვიდად კითხვა შეძლოთ. ამ ზონებისკენ მიემართება ელექტრული იმპულსები. შედეგად მათში ენერგია გროვდება. შემდეგ შეწყვიტეთ კითხვა და სხვა რაღაცით დაკავდით. რა დაემართება ენერგიას, რომელიც ზემოხსენებულ ზონებში დაგროვდა? საქმე იმაშია, რომ ეს ზონები სხვებთან შედარებით უფრო ცხელი იქნება, რადგანაც მათში მეტი ენერგიაა. როგორც კი გადაერთვებით, ძალაში შედის ენერგიის შენარჩუნების კანონი და ენერგია ცხელიდან ცივ ზონებში გადადის. და ამ პროცესს ეწოდება ინფორმაციის გადამუშავების პროცესი, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ - შინაგანი დიალოგი. და აქ ცხადი ხდება, რომ მისი გამორთვა პრინციპში შეუძლებელია, რადგანაც ტვინი მაშინაც კი მუშაობს, როდესაც გვძინავს. თუმცა თუ უფრო ზუსტი ვიქნები, არიან ტვინის ზონები, რომლებიც არ არიან დაკავშრებულნი მიღებული სიგნალის გადამუშავებასთან, ამიტომ არის მუშაობის რეჟიმები, სადაც ფიქრები არაა. ეს რეჟიმი შეესაბამება ღრმა ძილს - სიზმრების გარეშე. და ამ რეჟიმში შეიძლება შესვლა ცნობიერების დაკარგვის გარეშე, მაგრამ ჯერ არც კი იოცნებოთ ამაზე. ბოლომდე შდ-ს გამორთვა ჩვენს შემთხვევაში მხოლოდ მაშინ შევძლებთ, თუკი თავში ტყვიას დავიხლით.

საერთო ჯამში, რადგანაც სიგნალის გადამუშავება გამუდმებით მიმდინარეობს, ყველაფერი, რაც ჩვენ მოგვეთხოვება ისაა, რომ შევიდეთ მდგომარეობაში, სადაც ეს სიგნალი ჩვენზე არ მოახდენს ზეგავლენას. პრინციპში ეს ჰგავს იმ მდგომარეობას, რომლის დროსაც ფიქრები თითქოს არ არის, თუმცა ისინი არის, მაგრამ ჩვენ არ გვესმის. როგორც წესი სწორედ ამ მდგომარეობას უწოდებენ შდ-ის გამორთვის მდგომარეობას, თუმცა ეს არასწორია. მაგრამ ამის მიღწევით, თქვენ უკვე შეძლებთ გადახვიდეთ უფრო რთულ მედიტაციებზე, რომელსაც სეფიროტულ მაგიაში აპრაქტიკებენ. თუმცა შდ-ის გამორთვის მნიშვნელობას ცოტა მოგვიანებით დავუბრუნდებით.

პასიური დამკვირვებლის მდგომარეობა

იმისთვის, რომ რაღაც გამოვრთოთ, საჭიროა თავდაპირველად ეს რაღაც აღვიქვათ. პირველი, რასაც ვისწავლით, ესაა საკუთარი აზრების დანახვა და მოსმენა. როდესაც შავი წერტილის მედიტაციას აპრაქტიკებთ, ალბათ გესმით თქვენი ფიქრები. საქმე იმაშია, რომ პასიური დამკვირვებლის მდგომარეობა თქვენთვის ძალიან ნაცნობია, რადგანაც მას აპრაქტიკებთ ყოველდღე, როდესაც დასაძინებლად წვებით. გაიხსენეთ ეს მომენტი. თქვენ წვებით და იწყებთ რაღაცაზე ფიქრს, ოცნებას წარმოდგენას და შეუმჩნევლად გადადიხართ ძილის

94

Page 95: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

მდგომარეობაში. ამრიგად, იგივე უნდა გააკეთოთ, მაგრამ ამასთან შეინარჩუნოთ გაცნობიერებულობა.

ყველაფერი მარტივია. თქვენ ჯდებით, ხუჭავთ თვალებს და ყურს უგდებთ იმას, რაც თქვენს შიგნით ხდება. თქვენი ამოცანაა დააკვირდეთ აზრებს პასიურად. ანუ დამოუკიდებლად არ იფიქროთ, არ შექმნათ რაიმე ხატ-სახე, არამედ მხოლოდ დააკვირდეთ სპონტანურად წარმოქმნილ ხატ-სახეებს თქვენს თავში. ასევე პასიური დაკვირვება დაკავშრებულია იმასთან, რომ თქვენ არ ერევით ფიქრებში და არ იწყებთ მათ განვითარებას, დასრულებას. თუ ამას გააკეთებთ, აზრს ენერგიას მისცემთ და გაცნობიერებულობას დაკარგავთ. იყავით გარეშე დამკვირვებელნი, თითქოს კარს მიღმა ვიღაცის საუბარს ისმენთ და არ ერევით მასში.

თავდაპირველად მოგეჩვენებათ, რომ თავში არანაირი აზრი არაა და გაიფიქრებთ: «ჰმ, არადა აზრები არ მოდიან», – და სწორედ ესაა აზრი. და როგორც კი ეს თქვით, ეცადეთ გვერდიდან შეხედოთ მას, ანუ არ მოახდინოთ იდენტიფიკაცია საკუთარ აზრებთან. შეინარჩუნეთ ნეიტრალურობა, დაე აზრების ნაკადმა თავისით იდინოს. თანდათანობით თქვენი ყურადღეა გარე სამყაროდან შიგნით გადავა და თქვენ უფრო და უფრო მკაფიოდ აღიქვამთ საკუთარ აზროვნებას. ამ პროცესს მე ვუწოდებ შინაგანი დიალოგის სივრცის შესწავლას. რადგანაც რაღაც დროის შემდეგ საკუთარ თავს აღიქვამთ როგორც სივრცეს, სადაც აზრების ნაკადი მიედინება.

ამგვარად, თქვენი ამოცანაა – ისწავლოთ ამ ნაკადის დანახვა და დააკვირდეთ მას პასიურად. თუკი ყოველდღე ივარჯიშებთ და თანდათანობით გაზრდით პრაქტიკის დროს, ბევრ რამეს აღმოაჩენთ საკუთარ თავში. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი განეკუთვნება ე.წ. «აზროვნების დონეს». ერთი და იგივე აზრი სხვადასხვა დონეზე სხვადასხვაგვარად გამოიყურება. ამ დონეებშ შეგვიძია ვიგულისხმოთ ცნობიერების მუშაობის სხვადასხვა რეჟიმები. მაგალითად, თავიდან თქვენ ფიქრებს აღიქვამთ როგორც სიტყვებს, შემდეგ ისინი იქცევიან სურათებად, შემდეგ გაჩნდებიან სურათები ბგერებთან ერთად, შემდეგ სურათები - როგორც ბგერები და ბგერები, როგორც სურათები. თუ ჩაუღრმავდებით, შეამჩნევთ, რომ ფიქრები საერთოდ აღარ მოგვაგონებენ რაიმე აზრიანს, არამედ გადაიქცნენ რაღაც იეროგლიფებად ან გაუგებარი ნათებების კრებულად. თითქოს იწყებთ საკუთარი აზრების საწყისი კოდების ხედვას.

მოგვიანებით შესაძოა კიდევ ერთი საოცარი აღმოჩენა გააკეთოთ. მაგალითად ის, რომ თქვენი აზრების წყარო თავშ კი არა, ყელშია. უცნაურია, მაგრამ ეს ასეა. შემდეგ კი მიხვდებით, რომ თქვენ თვითონ საერთოდ არ წარმოქმნით აზრებს. ისინი უბრალოდ გარედან მოდიან. ანუ ჩვენ არ გაგვაჩნია ინდივიდუალური აზროვნება. ყველა აზრი გარედან მოდის. ასეთი კვლევის შედეგად შესაძლოა შეამჩნიოთ, რომ ხშირად სხვა ადამიანების აზრებიც გესმით. სიტყვები, ან

95

Page 96: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ხატსახეები. ანუ უკვე მიდის მინიშნება ტელეპატიაზე. ასე რომ ეს პრასქტიკა დიდხანს გეყოფათ.

შეისწავლეთ საკუთარი შდ-ს სივრცე, ისწავლეთ აზრების დინების ხედვა. იმიტომ რომ ამ დინებებშია მინიშნება, თუ როგორ განვთავისუფლდეთ აზრებისგან.

შდ-ს გამორთვამას შემდეგ, რაც საკუთარ აზრებზე დაკვირვებას ისწავლით, რაღაც მომენტშ შეიძლება შეამჩნიოთ, რომ ეს ხატ-სახეები ერთგვარ სიცარიელეში ჩნდებიან. ამასთან თქვენ, როგორც დამკვირვებელი, იყურებით ამ სიცარიელიდან. თქვენი ამოცანაა გააცნობიეროთ ეს სიცარიელე და თავი გააიგივოთ მასთან. სწორედ ასე ხდება შდ-ს გამორთვა. არა ის, რომ შეწყვიტოთ აზრთა დინება, არამედ თითქოს ვაკუუმში ხვდებით. სივრცე, სადაც ახლახანს სხვადასხვა აზრები და სურათები ჩნდებოდნენ, უცებ დუმილად იქცევა. მაგრამ იმისთვის, რომ მასში დავრჩეთ, საჭიროა ამ სიცარიელეზე კონცენტრაცია. და აქ უკვე აღარ ჩნდება აზრი, რომ მაგალითად „მე ყველაფერი გამომივიდა“. იქ არაფერი არაა. მხოლოდ დუმილი და სიცარიელე.

სწორედ ეს მდგომარეობაა აუცილებელი და საბაზისო. საჭიროა მასში შესვლა, და მხოლოდ ამის შემდეგ გადასვლა სხვა მედიტაციებზე. თუმცაღა სიცარიელეშ შესვლისას, რაღაც დროის შემდეგ შეამჩნევთ, რომ აზრები დაბრუნდნენ, თუმცა თქვენ პასიური იყავით. ისინი კვლავ მოვიდნენ არსაიდან და კვლავ დაიკავეს სიცარიელე. უბრალოდ განაგრძეთ სიცარიელეზე კონცენტრირება. აზრები კვლავ და კვლავ გაჩნდებიან, მაგრამ ყოველ ჯერზე იქნება ერთი განსხვავება: თქვენი მდგომარეობა უფრო მეტად იქნება შეცვლილი.

მოცემული მდგომარეობა ტრანსის ერთ-ერთ ნაირსახეობას წარმოადგენს. ტერმინი «ტრანს» ლათინურიდან ითარგმნება, როგორც «მიღმა» (через). ანუ თქვენი მდგომარეობა ხდება გამტარი, რომელშიც რაღაც სიგნალი გადის. ამ პრაქტიკაში თქვენ ცდილობთ, რომ სიჩუმის გამტარი იყოთ. შეიძლება ითქვას, ეს საბაზისო ტრანსია. თითქოს წმენდთ ეთერს ხარვეზებისგან, რათა სხვა მედიტაციებში, მაგალითად არკანებთან მუშაობისას, ეს სიგნალები უფრო სუფთად გაატაროთ. ეს აძლიერებს თქვენი მუშაობის სიმძლავრეს და ეფექტურობას.

ამრიგად, თქვენ შედიხართ პასიური დამკვირვებლის მდგომარეობაში და უბრალოდ აკვირდებით აზრთა დინებას. რაღაც მომენტში ამ სივრცეში სიცარიელეს დაინახავთ. კონცენტრირდით მასზე და შეერწყით მას. თავად გახდით სიცარიელე. აზრების გაჩენისას შეინარჩუნეთ ყურადღება სიცარიელეზე.

აზრები გაჩნდებიან, მაგამ ისინი უფრო და უფრო სუსტები იქნებიან. ანუ თქვენი ყურადღება უფრო მეტად დაგემორჩილებათ თქვენ, და არა აზრებს.

96

Page 97: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

თანდათანობით ისწავლით მდუმარებაშ ყოფნას, თუმცა ფონად, თითქოს მეზობელი ოთახიდან, ყრუდ მოგესმებათ ფიქრების ხმები. ისინი უკვე აღარ შეგაწუხებენ. თქვენი ცნობიერება მშვიდია და ბოლომდე ემორჩილება თქვენს ნებას.

რატომ მიგანიშნებთ ასე გულმოდგინედ, რომ შდ-ს გამორთვის ეს მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია და ფუნდამენტური უნარია მაგიურ პრაქტიკებში? დამიჯერეთ, თუკი არ შეგიძლიათ გონების მშვიდ მდგომარეობაში შესვლა, მომავალში შესაძოა დიდი პრობლემები გაგიჩნდეთ.

ჩვენი ყურადღება რაღაცით უკაბელო ინტერნეტს ჰგავს. ერთგვარ wi-fi-ს. და რაღაც ობიექტზე კონცენტრაციისას კავშირს ვამყარებთ მასთან. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ყურადღების სხივით ინფორმაცია არა მხოლოდ შემოდის ჩვენს ცნობიერებაში, არამედ შეუძლია გარეთაც მოხდეს მისი ტრანსლირება.

მე ამ ეფექტს «ბეტმენის პროჟექტორს» ვეძახი. ვისაც უნახავს ფილმი „ბეტმენი“, ალბათ ახსოვს, რომ იქ, პროჟექტორზე ღამურას სილუეტი იყო დაკრული, რომელიც შემდეგ ცაში, სინათლის შუქში ვლინდებოდა. ამგვარად, ჩვენი ყურადღების სხივი - ეს პროჟექტორია. მაგრამ ჩნდება კითხვა: რა მდგომარეობიდან აშუქებს იგი გარეთ? და გამოდის, რომ თუ კონცენტრაციას ვახდენთ არა სიცარიელის, არამედ რაღაც აზრების მდგომარეობიდან, სწორედ ამ აზრებს დავინახავთ გარეთაც.

მაგალითად გადავწყვიტეთ სკანირება, თუ ვინაა მეზობელ ოთახში. წუთის წინ კი ქალის ქუსლების ბაკუნი გესმოდათ. და ეს, თითქოს შემთხვევითი აზრი, მყარად ჩაჯდა თქვენს გონებაში. თუმცა არა, არ ჩაჯდა, უბრალოდ თქვენ წამით გაიხსენეთ იგი. და დაიწყეთ ყურება. და რას დაინახავთ, თუკი წინასწარ შდ-ს არ გამორთავთ? სწორედ ქალს. შემდეგ თქვენი წარმოსახვა დაასრულებს მისი აღნაგობის, თმის ფერის, ტანსაცმლის დახატვას. სინამდვილეში კი შესაძლოა ოთახში მამაკაცი იყოს, ან საერთოდ არავინ არ იყოს. მაგრამ ეს შემთხვევითი აზრი განსაზღვრავს მთელს თქვენს მომდევნო აღქმას.

მე ხანდახან ვატარებ გაღრმავებულ კურსს ექსტრასენსული მგრძნობელობის განვითარებაში. დაახლოებით 2-3 დღეში ვააქტიურებთ აჯნა ჩაკრას ისე, რომ ყველაზე «ხის» ადამიანებიც კი იწყებენ რაღაცეების შეგრძნებას. იქ არის დავალება - განისაზღვროს ფოტოთი - მკვდარია ადამიანი თუ ცოცხალი. ადამიანებს მოაქვთ ფოტოები, მათ შორის ზოგიერთი ძველი და შავ-თეთრი ფოტოა, რომლებზეც საკმაოდ ხანშიშესული ადამიანები არიან. და აი, მოსწავლე იწყებს ფოტოს სკანირებას, თუმცაღა საერთოდ ვერ ამჩნევს, როგორ შედის მის თავში დაახლოებით ასეთი აზრი: «ფოტო ძველია, გახუნებული. ადამიანი მასზე დაახლოებით 60 წლისაა. გადაღებულია საბჭთა პერიოდში. 100 % ის, ვინც მასზეა გამოსახული - უკვე მკვდარია». უბრალოდ ადამიანები არ ცოცხლობენ ამდენ ხანს - ფიქრობს ჩვენი ექსტრასენსი. და მართლაც, ფოტოს სკანირებისას შეიძლება სიკვდილის ენერგია იგრძნოს. მაგრამ შესაძლოა ეს პიროვნება ფოტოზე ცოცხალი

97

Page 98: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

აღმოჩნდეს. მოხუცი, ავადმყოფი, მაგრამ ცოცხალი. ასე რომ ბეტმენის პროჟექტორი ყოველთვის მუშაობს.

ახლა უკვე გესმით შინაგანი დუმილის მდგომარეობის გამომუშავების მნიშვნელობა. იმიტომ, რომ თუ დროულად არ გააცნობიერებთ, რომ თქვენი ხედვა - ეს მხოლოდ საკუთარი აზრების რიგია, შესაძლოა მოგვიანებით კიდევ უფრო დიდი პრობლემები შეგექმნათ.

საკუთარი ჰალუცინაციებით პრაქტიკისას, შეგვიძლია ხშირად გავარტყათ ზუსტ წერტილში, უბრალოდ გამოვიცნოთ, ან დამთხვევა მოხდეს. მაგრამ ასეთი ექსტრასენსისთვის ეს იქნება საკუთარი შესაძლებლობების დადასტურება, და ადამიანი იწყებს დაჯერებას, რომ მას შეუძია ხედვა. მისთვის რეალობასა და საკუთარი აზროფორმებს შორის ზღვარი თანდათანობით იშლება. დაამატეთ ამას ცოტა შთაგონება, ადეკვატური მასწავლებლის არყოფნა, და მიიღებთ ძალიან სავალალო შედეგს.

ერთხელ ჩემს ნაცნობ გოგოს შევხვდი. გადავწყვიტეთ ყავა დაგველია და მაგიაზე გვესაუბრა. რაღაც მომენტში მან გადაწყვიტა ერთი შემთხვევა მოეთხრო საკუთარი ცხოვრებიდან:

სახლში ზის, თავის ოთახში და წიგნს კითხულობს. ყველაფერი მშვიდადაა. და უცებ ოთახის კუთხეში დემონი ჩნდება. კარგი დასაწყისია, არა? თქვენთან არასოდეს მოსულან დემონები? მან აღწერა იგი, როგორც უზარმაზარი არსება, ცეცხლის ალით გარემოცული. შემდეგ მისმა მოქმედებებმა უბრალოდ აღმაფრთოვანა. მან მშვიდად გადადო გვერდზე წიგნი, ეს დემონი ენერგეტიკლ ბურთშ ჩასვა და უკან გაგზავნა იმ არხით, საიდანაც მოვიდა. და კვლავ განაგრძო კითხვა. როგორც ჩანს ეს მისთვის ჩვეულებრივი საქმიანობაა - დემონების განადგურება. მოდი სიმართლე ვთქვათ. თქვენს ოთახში რომ გამოჩენილიყო არამიწიერი არსება, აშკარად არაკეთილი განზრახვით, თქვენ პირველ რიგში შიშისგან წამოხტებოდით და ყვირილს დაიწყებდით: «მიშველეთ, დემონები!» – და თავს გადაირჩენდით შეძლებისდაგვარად. ჩემი ნაცნობი კი როგორც კოღოებს, ისე გაუსწორდა მათ. და ვითომც აქ არაფერიაო, კითხვა განაგრძო.

მე ვზივარ და არ ვიცი რა ვუპასუხო. ძალიან მინდა გავიცინო, მაგრამ ცნობიემოყვარეობამ შემიპყრო, და მაშინ იგი ისტორიის მეორე ნაწილს მიყვება: უცებ, კუთხიდან 5 დემონი გამოჩნდა. ანუ წინა დემონი თავის მეგობრებთან გაიქცა, იჩივლა, იქ ვიღაც „ვედმა“ ცხოვრობს და ჩვენს ძმას ცემს, უნდა წავიდეთ და დავსაჯოთო, გადაწყვიტეს დემონებმა. ჩვენმა გმირმა კი კვლავ სათითაოდ ჩასვა დემონები ბურთებში და წინა დემონის გზას გაუყენა. და როგორც შემდეგ გაირკვა, ბიჭ, რომელმაც ისინი გამოგზავნა, საავადმყოფოში მოხვდა. როგორც ჩანს დემონებმა დამკვეთზე იყარეს ჯავრი.

ჩემს ნაცნობს მხოლოდ ერთი კითხვა დავუსვი: «რისთვის? რატომ გამოგიგზავნა იმ ბიჭმა დემონები?». პასუხი გენიალური იყო: «მე მას არ მივეცი».

98

Page 99: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

წარმოიდგინეთ მაგის დონე, რომელსაც შეუძია დემონთა მთელი ჯარი მართოს, მაგრამ შეადარეთ სულიერების იმ დონეს, რომელზეც ჩემმა ნაცნობმა თქვა. ბუნებრივია, ეს სრული აბსურდია. მაგრამ ყველაზე მეტი საშნელება ისაა, რომ ამას მთელი სერიოზულობით ამბობდა, მთელი რწმენით იმაში, რომ დემონები გაანადგურა. ანუ მან რეალურად ნახა ისინი, და რეალურად გაუსწორდა მათ, მაგრამ მხოლოდ საკუთარ წარმოსახვაში.

თუკი დაიწყებთ თქვენს გზას მაგიაში, მსგავსი საეჭვო პიროვნებები ხშირად მოგხვდებათ თვალში. ერთხელ ჩემი მოსწავლე შეშინდა იმის გამო, რომ ინტერნეტით ორმა ქალმა შეაშინა, რომლებიც „ვედმებს“ უწოდებდნენ საკუთარ თავს. მოსწავლე კი სულ რაღაც ორი თვეა რაც სწავლობს, ჯერ ვერ ანსხვავებს რეალურ საფრთხეს თვითდაჯერებული სულელებისგან და მე მთხოვა დახმარება. მე ვეუბნები: «კარგი, მომეცი მათი კოორდინატები». მან მომცა ლინკი, მათ გვერდზე კონტაქტებში, და ყველაფერი მაშინვე ცხადი გახდა ჩემთვის. ესენი იყვნენ 16 და 17 წლის გოგონები. მათი ფოტოების ალბომში იყო ფოტო, სადაც ისინი „ვედმების“ სახით იყვნენ. შავი კოსმეტიკა, შავი ტანსაცმელი, სანთლები, დანები, პენტაგრამები. სხვა ფოტოში ისინი კლუბში ერთობიან სრულიად ნორმალური ტანსაცმლით. იმ ჯგუფებს შორის, რომლებშც ისინი ირიცხებიან, როგორიცაა «Дом-2», «Нижнее бельё со скидкой» და ა.შ. არც ერთი ნორმალური ჯგუფი არაა მაგიაში. და თავად ფოტოებმაც უკვე ყველაფერი მითხრეს მათზე.

ერთს ვწერ, ენას კბილი დააჭირეთ და ნუ აშინებთ ახალგაზრდებსთქო. საპასუხოდ კი მუქარები გამომიგზავნეს. ყველაზე სასაცილო მუქარებს შორის კი ის იყო, რომ თითქოს შეეძლოთ სულ ადვილად ჩავეგდე პანდორას ყუთში, და მაშნ უბედურებები ისე დამატყდება თავს, რომ გაჩენის დღეს დავწყევლიდი. მე გადავწყვიტე თამაშში ავყოლოდი. ვეუბნები: მასწავლეთ, მზად ვარ თქვენი მოსწავლე გავხდე, რამეთუ დიდ ძალას ვგრძნობ თქვენში და ა.შ. ერთ-ერთმა გადაწყვიტა პანდორას ყუთშ შევეყვანე, ისე, მსუბუქად, რომ ტრავმა არ მიმეღო. მეუბნება: «თვალები დახუჭე». მე დავწუჭე. ვზივარ და არაფერს არ ვგრძნობ. შემდეგ მომბეზრდა და ჩაის სმა დავიწყე. როცა სეანსი დასრულდა, მეკითხება: რა ვიგრძენი, რა დავინახე? მე მოვატყუე, ფანტაზია კარგი მაქვს. ვწერ: «დავინახე გამოქვაბული, შიგნით სიბნელის რაღაც სხივია. ყველაფერი, რაც იქ ხვდება, ქრება». ის მეუბნება: «სწორედ ესაა პანდორას ყუთი».

მოკლედ როგორც იქნა დავიძვრინე თავი, სტილში – აღარ შევაწუხებ დიად „ვედმებს“ და არ შვუშლი ხელს «Дом-2»-ს ყურებაში, თავად კი კარგი განწყობის პორცია მივიღე და მოსწავლეც დავამშვიდე.

ასეთი ახალგაზრდები საკმაოდ ბევრნი არიან. მოზრდილებს შორის კი მათი რაოდენობა კიდევ უფრო მეტია. ასე რომ ფსიქიატრებს სამუშაო არ გამოელევათ. კიდევ ერთხელ ვიტყვი: ისწავლეთ შდ-ს გამორთვა. ისწავლეთ დიდი ხნის განმავლობაშ იყოთ მდუმარე მდგომარეობაში და არ წარმოქმნათ არც ერთი აზრი.

99

Page 100: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ეს დაგეხმარებათ, რომ არ დაკარგოთ ადეკვატურობა და შეინარჩუნოთ როგორც საკუთარი, ასევე გარშემომყოფების ფსიქიკური ჯანმრთელობა.

თავი 10 საბაზისო ექსტრასენსორული აღქმის გამომუშავებაამ თავში ჩვენ ვისაუბრებთ პრაქტიკებზერომლებიც საშუალებას გვაძლევენ გავხსნათ საბაზისო ექსტრასენსორული უნარები. მაგიური მოდელიდან ჩვენთვის ცხადია, რომ ჩვენი ცნობიერება ჩვეულ რეჟიმში სამყაროს სამგანზომილებიან სიბრტყეში აღიქვამს. შესაბამისად, ექსტრასენსორიკა - ესაა ჩვენი ცნობიერების მიერ აღქმულ განზომილებათა რაოდენობის გაზრდა.

იმისთვის, რომ ჩვენი ცნობიერება გავაფართოვოთ, ჩვენ გვჭრდება ენერგია. უფრო მეტიც, რადგანაც თავად ცნობიერება მაღალი სიხშირის ჩაკრების წარმოებულია, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მაღალი სიხშირის ენერგია გვჭირდება. სხვა სიტყვებით, ჩვენ უნდა გადავწიოთ ჩვენი ფიქსაციის წერტილი (Точка сборки) ანაჰატა ჩაკრას მიდამოში. და ამისთვის სეფიროტულ მაგიაში გამოიყენება 17-ე არკანის ენერგიას.

17-ე არკანი. ვარსკვლავი

ეს ძალიან ნიშვნელოვანი არკანია. პირველი მაგიური არკანი, რომელიც ადამიანის ცნობიერებას მაგიურ ცნობიერებად ცვლის. ეს არკანი მნიშვნელოვანია მრავალი მიზეზის გამო. პირველ რიგში - სწორედ იგი იძლევა ექსტრასენსორულ უნარებს. მეორეც, ეს არკანი წარმოადგენს საზღვარს გამოვლენილ (ფიზიკურ) სამყაროსა და ნატიფ (სულების) სამყაროს შორის. მითოლოგიაში ამ საზღვარს სტიქსის მდინარე ეწოდება. ამ არკანის არსი მდგომარეობს სასიცოცხლო ენერგიის ბუნებრივ ცირკულაციაში, რომელსაც ინდურ მითოლოგიაში პრანას უწოდებენ, ჩინურში ჩი-ს,

100

Page 101: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

იაპონურში კი-ს. ამ დონეზე ადამიანის ცნობიერება წყვეტს სიტყვა «ენერგიისადმი», როგორც აბსტრაქციისადმი განწყობას და იგი მისთვის სრულიად კონკრეტული მოვლენა ხდება.

სამწუხაროდ ბევრი კარგად ვერ აფასებს ამ არკანს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ნატიფი მგრძნობელობა უჩნდებათ, ტოვებენ სამყაროს ამ ნაწილის კვლევას და სხვა არკანებში მიდიან. თუმცაღა ეს არკანი, თუკი სეფიროტის ხეს შევხედავთ, პირველი ჰორიზონტალური არკანია. სულ ჰორიზონტალური არკანი სამია: 17, 9 და 4-ე. ეს ჰორიზონტალური არკანები წარმოადგენენ საკუთარი თავის და სამყაროს გაცნობიერების პრინციპულად ახალ დონეებს. ასე, მაგალითად, ადამიანი,რ ომელიც 17-ე არკანის ქვემოთ ცხოვრობს, სამყაროსთან ურთიერთობს ამ პრინციპით: «არსებობს სამყარო, და მე მის შიგნით ვარ». თუმცაღა როცა 17-ე არკანშ მისი ცნობიერება ტრანსფორმაციას განიცდის, ადამიანი იწყებს შეგრძნებას, რომ მე და სამყარო - ერთი ვართ. აქედან გამომდინარე მაგებს მტრები არ ჰყავთ. რამდენადაც მაგი სამყაროსთან ერთიანობაშ გრძნობს თავს, ზიანს მას არ მიაყენებს, რადგანაც აცნობიერებს, რომ ამით საკუთარ თავს აყენებს ზიანს. 9-ე არკანამდე მიღწევით მაგი აცნობიერებს, რომ იგი თვითონ რეალურია, ხოლო სამყარო - ეს მისი აზრია, ჰალუცინაციაა. 4-ში მაგი ხვდება, რომ ისიც ჰალუცინაციაა საკუთარი თავისა.

დროებით გადავდოთ ამ არკანის აღწერა. მას პრაქტიკულ ნაწილში დავუბრუნდებით.

17-ე არკანის პრაქტიკა

17-ე არკანის ენერგია შეესაბამება ანაჰატა-ჩაკრას სიხშირეს. როგორც ზემოთ გავარკვიეთ, თავად ეს ენერგია წარმოადგენს ენერგიას ყველა სასიცოცხლო ფორმისათვის დედამიწაზე, ანუ სასიცოცხლო ენერგიას. ამ ენერგიასთან ურთიერთდამოკიდებულება აღწერილია თავად არკანში «ვარსკვლავი». მოდი გავშიფროთ იგი.

ცისფერი ფონი. კარტის ფონი მიუთითებს აქტიურ ჩაკრაზე. ვიშუდჰა. ანუ მდგომარეობაში შესვლისთვის საჭიროა აქტიური ცნობიერება და მაქსიმალური ენერგიამაღალი სიხშირის სფეროებში.

ვარსკვლავი. ვარსკვლავი ამ ენერგიის წყაროს სიმბოლოა - ვარსკვლავი მზის. სწორედ მზის ენერგიაა ის სუბსტანცია, რომლის გარეშეც ჩვენს პლანეტაზე ყველაფერი ცოცხალი განადგურდება. ბაქტერიებიც კი ვერ იცოცხლებენ.

შიშველი ქალწული. ცენტრალური ფიგურა ტაროში ყოველთვის მიუთითებს თქვენს ცნობიერებაზე. რადგანაც ქალი შიშველია, აქ საუბარია ტვინის მარჯვენა

101

Page 102: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ნახევარსფეროს აქტივაციაზე, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ საჭიროა ინტუიციის ჩართვა. ინტუიტიური აზროვნება - ეს ანალიზის, მოლოდინის, ფიქრის გარეშე აზროვნებაა. მედიტაციის დროს არ უნდა დაფიქრდეთ იმაზე, სწორად აკეთებთ თუ არა ამას, ან რასაც გრძნობთ - რეალურია თუ არა? ყველა ეს კითხვა გამორთული უნდა იყოს. ინტუიცია - ეს ბრმა აღქმაა. თქვენ ღებულობთ ყველაფერს, რაც ამ მომენტში ხდება, ყოველგვარი ეჭვის გარეშე.

ქალი ერთი ფეხით წყალში დგას, მეორეთი კი ნაპირზე. საერთოდ ტაროში წყალი - ეს დროა. ანუ მდინარე, რომელიც კარტზეა გამოსახული, - ეს დროის მდინარეა. მითოლოგიაში ამ მდინარეს სტიქსს ეძახიან. სიკვდილის მდინარე ან სიცოცხლის მდინარე. ამ მდინარეს ორი დასახელება აქვს, რადგანაც მისი დანახვა ორი ნაპირიდანაა შესაძლებელი. თქვენ ხედავთ, რომ კარტზე მხოლოდ ერთი ნაპირია ნაჩვენები, სიცოცხლის ნაპირი. ანუ ის, რომელზეც ჩვენ, ცოცხალი არსებები, ვიმყოფებით. მაგრამ სტიქსს მეორე ნაპირიც გააჩნია, რომელზეც სიკვდილის შემდეგ მოვხვდებით. შეხედეთ სეფიროტის ხეს. ეს არკანი ჰორიზონტალურია და თითქოს საზღვარია ჩვენს სამყაროსა და მკვდრების სამყაროს შორის. ჩვენ ამ ენერგიასთან ცოცხლების პოზიციით ვურთიერთქმედებთ, და ქალწულის პოზა იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ უნდა შევიგრძნოთ ამ სასიცოცხლო ძალის დროითი ნაკადი.

ქალწული ერთი დოქით იღებს წყალს, მეორეთი კი მიწაზე ასხამს. ამ პროცესს «წრებრუნვა» ეწოდება.სხვათაშორის, ეს ამ არკანის კიდევ ერთი სახელწოდებაა. თქვენ ხედავთ, რომ წყალი მინდორზე იღვრება, მაგრამ ერთი ნაკადული ისევ მდინარეს უბრუნდება. აქ დაშიფრულია სხვადასხვა სასიცოცხლო ფორმებს შორის ენერგიის გადანაცვლების პროცესი. ანუ სანამ ცოცხლები ვართ, ვიყენებთ ამ ენერგიას, მაგრამ სიკვდილის შემდეგ ჩვენ კვლავ წყაროს ვუბრუნებთ მას. სოციოლოგებმა და ასტრონომებმა დიდი ხანია შეამჩნიეს მზის აქტივობის კავშირი მოსახლეობის სიკვდილიანობასთან.

ნაპირი. ნაპირი დაფარულია სხვადასხვა ყვავილებით, რაც მეტყველებს ცოცხლების ნაპირზე, რომელზეც ამჟამად ვიმყოფებით.

ხე, მასზე მჯდარი ჩიტით. უკანა ფონზე ხე დგას. იგი მიუთითებს ენერგიის ნაკადზე, რომელიც სხვადასხვა სასიცოცხლო ფორმებს გადის დედამიწაზე. ეს გამოიყურება ასე: მზე ასხივებს ენერგიას, ეს ენერგია შეიწოვება მცენარეების მიერ. ჩვენ არ შეგვიძლია პირდაპირ ვიკვებოთ მზის ენერგიით, რადგანაც არ გვაქვს სისხლში ქლოროფილი. მცენარეები, ივსებიან რა ენერგიით, იზიდავენ ბალახისმჭამელებს. ბალახისმჭამელები ივსებიან ამ ენერგიით და ადგილიდან ადგილზე გადააქვთ იგი (მიგრაცია). ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მცენარეები თავისით არ დარბიან. ანუ მცენარეები ერთგვარ სისხლძარღვებს წარმოადგენენ, რომლებიც საკვებ ნივთიერებებს შეიწოვენ, ხოლო ცხოველები - ეს სისხლის ბურთულებია, რომლებსაც ეს ენერგია სხვა ადგილებშ გადააქვთ. შემდეგ ბალახისმჭამელებზე მტაცებლები ნადირობენ. ამგვარად ისინიც იღებენ სასიცოცხლო ენერგიას. ჩვენ

102

Page 103: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

მტაცებლებთან ერთგვარი კავშირის არხი გვაქვს, რომელიც მანიპურასა და ანაჰატას შორის მდებარეობს. ამ არხს ეწოდება ცხოველური ძალის არხი.

გლიფი - ჩიტი. საქმე იმაშია, რომ მტაცებლები დაგროვებულ ენერგიას ამ არხებში ატარებენ, და ჩვენ მას ჩვენი სისხლით ვგრძნობთ. ჩვენი სისხლძარღვოვანი სისტემა ერთგვარი ანტენაა, რომელიც იჭერს მტაცებლებისგან მომდინარე ამ არხებს. და რადგანაც მთელი ჩვენი სისხლი გულში ტარდება, ცხადი ხდება, თუ რატომაა დაკავშირებული 17-ე არკანი ანაჰატა ჩაკრასთან.

მაშასადამე, რას წარმოადგენს 17-ე არკანი? ესაა სასიცოცხლო ენერგია, რომელიც ყოველივე ცოცხალს კვებავს დედამიწაზე. ბაქტერიები და მწერებიც კი იკვებებიან მისით, მაგრამ კარტზე ისინი არ არიან აღნიშნულნი, რადგანაც მათი სიხშირე ძალიან შორსაა ადამიანისგან. მედიტაცია 17-ე არკანზე საშუალებას იძლევა გავჟღინთოთ ანაჰატა-ჩაკრა ენერგიის დიდი რაოდენობით. ჩვენ კი გვახსოვს, რომ ფიქსაციის წერტილი იქაა, სადაც ენერგიის დიდი რაოდენობაა. და თუ ანაჰატაზე მის სიჭარბეს შევქმნით, ფწ მასზე გადაინაცვლებს, რაც მისცემს ჩვენს ცნობიერებას, რომ სამყაროსთან ამ ჩაკრის სიხშირეზე ჰქონდეს ურთიერთქმედება. ერთ-ერთი ასეთი ურთიერთქმედებაა - ექსტრასენსორიკა.

რატომ იწყება ექსტრასენსორიკა ანაჰატა-ჩაკრათი? ჩვენ გავარკვიეთ, რომ ანაჰატა პირდაპირაა დაკავშირებული მზესთან, ხოლო მზე - ეს დროის ცენტრალური საზომია. სწორედ მის გარშემო ტრიალებს ყველა პლანეტე წლიურ ციკლში. ანუ დროის ათვლა მზისგან იწყება. შედეგად, ანაჰატა ამავე დროს დროით ორგანოსაც წარმოადგენს, ანუ ორგანოს, რომელიც დროს (პლანეტის ბიორიტმს)აღრიცხავს. შესაბამისად, თუ ცნობიერება ანაჰატა-ჩაკრას სიხშირეზე იწყებს მუშაობას, ჩვენ ავტომატურად გვიჩნდება გაცნობიერებულობა კიდევ ერთ კოორდინატში - დროში. სწორედ ანაჰატა-ჩაკრას დონეზე გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენი ცნობიერება 4-ე განზომილებამდე გავაფართოვოთ; ამგვარად აღქმადი ობიექტების რაოდენობა გაიზრდება. მაგალითად გაჩნდება ეთერული სხეულის მკაფიო შეგრძნება, რომელიც თავისი ბუნებით 4 განზომილებიანია. მისი მეშვეობით შევძლებთ სხვა ცოცხალი არსებების ეთერული სხეულების დანახვას. მაგრამ არ ვიჩქაროთ. ჯერ პრაქტიკას აგიხსნით.

17-ე არკანის მედიტაცია

მედიტაცია მოხდება სხვადასხვა ხატ-სახის წარმოდგენის მეშვეობით. ზოგადად, სიტყვა «მედიტაცია» მოდის ლათინური სიტყვისგან «meditation», რაც ითარგმნება, როგორც «ჭვრეტა» (размышление). და არსებობს მედიტაციის, აზროვნების სხვადასხვა მეთოდი. არსებობს ხატ-სახოვანი(образное) აზროვნება. ტაროს კარტები სწორედ აქედან გამომდინარე შეიქმნა. ღრმა მედიტატიურ მდგომარეობებში თქვენ იწყებთ სხვადასხვა ხატ-სახის, სხვადასხვა გამოცხადების აღქმას.თუ ხატსახეების

103

Page 104: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

გარკვეულ თანმიმდევრობას შევქმნით ჩვენს ცნობიერებაში, შესაძლებელია სხვადასხვა მდგომარეობაში შესვლა. პირველ ეტაპზე უმჯობესია სწორედ მსგავსი მეთოდი გამოვიყენოთ. თუმცა ეს უფრო იმას ჰგავს, რომ სპეციალურად გამოვიწვიოთ ჩვენშ სხვადასხვაგვარი ჰალუცინაციები. მიუხედავად ამისა, ეს აიძულებს ტვინს, რომ ჩვენთვის საჭირო მდგომარეობაში შევიდეს, კერძოდ – 17-ე არკანის მდგომარეობაში.

თავდაპირველად დაჯექით მოხერხებულად. უმჯობესია იმედიტიროთ მდგომარეობაში, როცა ზურგი არ ეყრდნობა სკამის საზურგეს. ეს იმისთვის, რომ არ დაგეძინოთ. მითუმეტეს არ იმედიტიროთ დაწოლილმა, თორემ თქვენი მედიტაცია დილამდე გაგრძელდება.

მიიღეთ მოხერხებული პოზა და გამორთეთ შინაგანი დიალოგი.

გონების საკმარისად მშვიდი მდგომარეობის მიღწევის შემდეგ გადადით ვიზუალიზაციაზე.

წარმოიდგინეთ, რომ დგახართ მწვანე მინდორში, რომელიც სხვადასხვა ყვავილითაა მოფენილი. მზე ძალიან მკვეთრად ანათებს. შემდეგ წარმოიდგინეთ, როგორ შთანთქავენ მცენარეები მზის ენერგიას. აქ არა მხოლოდ ვიზუალურად უნდა წარმოიდგინოთ, არამედ იგრძნოთ კიდეც პროცესი. ანუ წარმოდგენის შედეგად, რაღაც დროის შემდეგ, თქვენ უნდა გაგიჩნდეთ ამ პროცესის შეგრძნება. ამის აღწერა შეუძლებელია, უბრალოდ რაღაც მომენტში თქვენი ხატ-სახეები თითქოს ცოცხლდებიან. ამასთან გახოვდეთ, რომ ეს შეგრძნება სასიცოცხლო პრინციპს წარმოადგენს მცენარეებისთვის. უნდა გრძნობდეთ, რომ მცენარეები სიციცხლით ივსებიან. როცა შეგრძნებით აღივსებით, წარმოიდგინეთ, რომ მცენარეები იწყებენ ამ ენერგიის გამოსხივებას გარეთ, მწვანე ბურუსის ან მწვანე ნათების სახით. მინდორზე კი სხვადასხვა ბალახისმჭამელი ცხოველები გამორბიან. ისინიც ასევე შთანთქავენ ამ მწვანე ენერგიას. წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი ისე, როგორც თქვენთვის მოსახერხებელია. გახსოვდეთ, რომ უნდა მიაღწიოთ ამ ყველაფრის რეალობის შეგრძნებას. შემდეგ ეს მწვანე ენერგია გამოდის ბალახისმჭამელებისგან და მიდის მტაცებლებთან. ეს უკვე უბრალოდ მწვანე სინათლე კი არა, ენერგიაა, რომელიც სიცოცხლეს იძლევა. ვიზუალურად მისი წარმოდგენა ადვილია, მაგრამ უნდა იგრძნოთ, რომ სწორედ ეს მწვანე ნაკადია თავად სიცოცხლე. პრაქტიკასთან ერთად მიხვდებით, რაზეც ვსაუბრობ. მას შემდეგ, რაც მწვანე ნაკადმა სიცოცხლის ყველა ფორმა აღავსო, შეგიძლიათ მოიშოროთ მინდორი ცხოველებით და წარმოიდგინოთ, რომ ენერგია მთლიანად თქვენს გარშემოა. ანუ თქვენ იმყოფებით მწვანე სივრცის შიგნით, რომელიც სიცოცხლეს კვებავს. და დაიწყეთ მწვანე სინათლის ამ ნაკადის შესუნთქვა ბეჭების მეშვეობით. სწორედ იქ იმყოფება ცხოველური ძალის არხი. შესუნთქვისას წარმოიდგინეთ, როგორ შედის მწვანე ენერგიის ნაკადი ზურგის გავლით გულ-მკერდში, ხოლო ამოსუნთქვისას ენერგია კონცენტრირდება მწვანე ბურთად, გულის დონეზე.

104

Page 105: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ამასთან მნიშვნელობა არ აქვს - სხეულის შიგნით თუ გარეთ. ამგვარად თქვენ იწყებთ ამ ენერგიის კონცენტრაციის წერტილის შექმნას თქვენს სხეულში.

მედიტაციის რაღაც მომენტშ შესაძლოა იგრძნოთ, რომ თითქოს «გაცურეთ». ანუ თქვენი ცნობიერების მდგომარეობა იცვლება. ეს ფწ-ს გადანაცვლების ერთ-ერთი მაჩვენებელია. არავითარ შემთხვევაში არ შეეწინააღმდეგოთ ამ შეგრძნებას, არამედ პირიქით - მიენდეთ მას (отдайтесь ему), ამასთან არ დაკარგოთ განწყობითი ხატ-სახეები და არ მისცეთ თქვენს შდ-ს ჩართვის საშუალება. იყავით ენერგიის დაგროვების მდგომარეობაში 20-30 წუთის განმავლობაში.

ეთერული სხეულის გაფართოება

მედიტაციისას შესაძლოა მრავალი სხვადასხვა შეგრძნება განიცადოთ, რომელთაგან ერთ-ერთია - ჩხვლეტა თითებსა და ხელისგულებზე. თუმცა ეს შეგრძნებები შესაძლოა მთელს სხეულზეც იყოს. ეს დაკავშირებულია ეთერული სხეულის გაფართოებასთან. რადგანაც სასიცოცხლო ენერგია მოგვემატა, ხოლო ეთერული სხეული - სიცოცხლის სხეულია, იგი ცოტათი გაფართოვდა. და ჩვენი ფწ ასევე ცოტათი უნდა გადანაცვლებულიყო ანაჰატას რაიონში, რაც შესაძლებლობას გვაძლევს აღვიქვათ ოთხგანზომილებიანი ობიექტები, რომელსაც წარმოადგენს ეთერული სხეული.

სავარჯიშოები ტაქტილური შეგრძნების განვითარებისთვის

ტაქტილური მგრძნობელობა – ეს ეთერული სხეულის მგრძნობელობაა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ექსტრასენსორიკის პირველი დონეა. ესაა ინფორმაციის ხელებით მიღების უნარი. და მაშინვე, 17-ე არკანზე მედიტაციის შემდეგ, გადადით მომდევნო სავარჯიშოზე.

დაიჭირეთ ხელები მხრების დონეზე, ერთმანეთისკენ ხელისგულებით. დაიწყეთ კონცენტრირება თითებსა და ხელისგულებზე ჩხვლეტის შეგრძნებაზე. შეეცადეთ აზრობრივად გააძლიეროთ იგი. ამის გაკეთება შესაძლებელია, თუკი აზრობრივად მიაახლოვებთ ხელისგულებს ერთმანეთთან, სინამდვილეშ კი თავის ადგილზე დატოვებთ მათ.

მას შემდეგ, რაც მიაღწევთ მაქსიმალურ შეგრძნებას ხელისგულებზე, დაიწყეთ მათი რეალური გადაადგილება ერთმანეთის მიმართ ზამბარისებური მოძრაობებით, თითქოს ჰარმონიკაზე უკრავთ. გააკეთეთ ეს ნელა, ამასთან მთელი თქვენი ყურადღება კონცენტრირებულია ხელისგულებიდან 2-3 სმ სივრცეზე. თქვენი ამოცანაა იპოვოთ ეთერული ხელების საზღვრები, ანუ ერთმანეთს მიადოთ ეთერული ხელები. ამასთან გაჩნდება შეგრძნება, რომ ხელები ერთმანეთისგან განიზიდებიან, როგორც მაგნიტის პოლუსები.

105

Page 106: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

შემდეგ დაიწყეთ ერთი ხელისგულით ხელის, სხეულის ზედაპირზე მოძრაობა, ისე რომ არ შეეხოთ, და ეცადეთ შეიგრძნოთ ეთერული სხეული მის სხეულის ყოველ ნაწილზე. შემდეგ ხელი შეცვალეთ. რაც უფრო ხშირად და ხანგრძლივად მიმართავთ ამ პრაქტიკას, მით უფრო ძლიერად ჩაიწერება ეს უნარი თქვენს მოლაპარაკებაში. და თუ თავიდან ეთერული მგრძნობელობის გასაძლიერებლად 17-ე არკანში გჭირდებათ შესვლა, დროთა განმავლობაში საკმარისი იქნება ხელისგულებზე ყურადღების კონცენტრაცია იმისთვის, რომ მაშინვე იგრძნოთ ეთერული სხეული.

ამასთან მინდა ავხსნა 17-ე არკანის მედიტაციის მნიშვნელობა. საქმე იმაშია, რომ ბევრი ბუნებრივადაა დაჯილდოვებული ძლიერი ეთერული სხეულით და მაშინვე შეუძლიათ მისი შეგრძნება, მაგრამ ეს არ აძლევს საშუალებას მის ცნობიერებას, რომ ოთხგანზომილებიან აღქმაში ჩაერთოს. სხვა სიტყვებით, თუ ფწ ანაჰატაზეა, ეთერული სხეულით სკანირება, გარდა ტაქტილური მგრძნობელობისა, იძლევა ასევე ინფორმაციას ობიექტზე. მაგალითად ადამიანის ეთერული სხეულის ზედაპირზე ხელის მოტარებისას, თქვენ არა მხოლოდ ამ სხეულის საზღვრებს შეიგრძნობთ, არამედ იგრძნობთ პრობლემურ მიდამოებსაც, რაც მოგცემთ ინფორმაციას ორგანიზმის სისტემაში შინაგანი ორგანოების მდგომარეობის შესახებ. ანუ ამგვარი აღქმის განსხვავება ისაა, რომ თუ ცნობიერება ანაჰატას სიხშირეზე დაიწყებს მუშაობას, თქვენ არა მხოლოდ ტაქტილურად იგრძნობთ, არამედ გააცნობიერებთ კიდეც ობიექტს. მაგრამ ეს მოგვიანებით, მანამდე კი ისწავლეთ ტაქტილური მგრძნობელობის განვითარება გაცილებით მარტივ საგნებზე.

თავიდან მოსინჯეთ ყველაფერი. კედლები, საგნები, მცენარეები და ცხოველები. შემდეგ - ვინმეს მაგიდაზე დაალაგებინეთ რამდენიმე საგანი, თქვენ კი დახუჭული თვალებით აღმოაჩინეთ მათი ადგილმდებარეობა. შემდეგ დაალაგეთ სხვადასხვა მასალის საგანი - მეტალის, ხის და ქვის. მოახდინეთ მათი სკანირება. იპოვეთ განსხვავება ტაქტილურ შეგრძნებაში. და დახუჭული თვალებით სცადეთ განსაზღვროთ - რისგანაა დამზადებული ესა თუ ის საგანი.

დადეთ მაგიდაზე ორი ფურცელი, ერთი, მაგალითად, წითელი ფერის, მეორე კი - ლურჯი. ფერიც კი განსხვავებულ შეგრძნებას იძლევა. და კვლავ დახუჭული თვალებით შეეცადეთ - განსაზღვროთ ფერი.

შეგიძლიათ ასობით სავარჯიშო მოიფიქროთ ტაქტილური მგრძნობელობის განსავითარებლად. თუ ამას დღეში ერთ საათს დაუთმობთ, მაშინ უკვე რამდენიმე თვის შემდეგ თქვენი ტაქტილური მგრძნობელობა იმდენად ძლიერი გახდება, რომ თავადაც გაოცდებით. თუმცაღა ფრთხილად იყავით ადამიანების სკანირებისას. პირველ რიგში, არასოდეს შესთავაზოთ ეს ადამიანებს, რომლებიც «ამ თემაში არ არიან». მათ შეუძლიათ არასწორად გაგიგონ, განსაკუთრებით მფრთხალებს კი შეუძლიათ ფსიქიატრიულიდანაც გამოიძახონ ვინმე. ასევე შეიძლება ბევრი

106

Page 107: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ენერგეტიკული ჭუჭყი აიღოთ საკუთარ თავზე, ასე რომ შემდეგ არ გაგიკვირდეთ, რატომ გტკივათ მუცელი, ან რატომ დასუსტდა იმუნიტეტი.

ივარჯიშეთ. მაგიის მაღალ სფეროებზე გადასვლა ანა-ბანას ცოდნის გარეშე, სახიფათოა.

თავი 11 ბიოენერგეტიკაამ თავში ვისაუბრებთ მგრძნობელობის განვითარებაზე მთელს სხეულში, და არა მხოლოდ ხელების მიდამოში. ბიოენერგეტიკა გვასწავლის გარესამყაროსთან ურთიერთობას მთელი სხეულით და საშუალებას იძლევა შევიგრძნოთ ენერგიის ნაკადები სივრცეში, ურთიერთქმედება ჩაკრების დონეზე და ა.შ. მაგრამ ჩვენ ძალიან არ ჩავუღრმავდებით. ვისაუბრებთ მხოლოდ საბაზისო თემებზე - ბიოენერგეტიკაში.

ძალის ლაქები (ფენ-შუი)

ჩვენ საკმარის დროს ვატარებთ საკუთარ ბინებში. და სამწუხაროდ, მივეჩვიეთ, რომ ვანდოთ მათი კეთილმოწყობა დიზაინერებს, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენს ორგანიზმს მოვუსმინოთ. ჩვენი სხეული არაჩვეულებრივად გონიერია. და თუ ვისწავლით მოსმენას, მას შეუძლია ბევრი რამ გვასწავლოს. ეს პრაქტიკა ეთმობა ძალის ლაქების პოვნას საკუთარ ბინაში. ძალის ლაქები – ეს ენერგეტიკული წერტილებია, რომლებიც შეიცავენ ენერგიის გარკვეულ გროვას განსაზღვრულ სიხშირეზე. ძირითადად ესაა ენერგიის ვერტიკალური ნაკადები, რომლებიც მთელი სახლის გასწვრივ გადიან. ხდება ხოლმე, რომ სახლი ძალის ადგილზეა აშენებული და თქვენი ბინის გავლით ენერგიის მძლავრი ნაკადი მიედინება. თუმცაღა როგორი დადებითიც არ უნდა იყოს ეს ნაკადი, მოდულაციას მას ვაძლევთ ჩვენ და სხვადასხვა საგნები ბინაში. მაგალითად, ერთ ოთახში შესაძლოა რამდენიმე ძალის ადგილი იყოს. მათში ყოფნისას, თქვენი ორგანიზმი გადაეწყობა, იცვლის ბიორიტმების სიხშირეს, ნელდება ან ჩქარდება და ა.შ. და მათი არ ცოდნა - დიდი დანაშაულია მაგისთვის. შესაძლოა თქვენ ახლახანს იყიდეთ ბინა ახლად აშენებულ კორპუსში, და წესით მასში არ უნდა იყოს არანაირი ნეგატიური ენერგია, თუმცაღა თქვენ არ შეგიძლიათ გაიგოთ, რატომ გრძნობთ თავს ცუდად და რატომ უარესდება თქვენი მდგომარეობა.პასუხი შეიძლება იყოს უბრალოდ ის ადგილი აღმოჩნდეს, სადაც თქვენი საწოლი დგას.

სივრცის ათვისების მეცნიერებას ფენ-შუი ეწოდება. ფენ-შუის ნამდვილი სპეციალისტის პოვნა ძალიან ძნელია. დღეს ფენ-შუი იქცა ალგორიტმების გროვად, დაბადების თარიღის მიხედვით გამოთვლად და მხარეებზე ორიენტაციად. არადა თავის დროზე ამ მეცნიერებას ქმნიდნენ მაგები, რომლებსაც კარგი

107

Page 108: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ექსტრასენსორული უნარები ჰქონდათ. რეალურად საჭიროა, რომ შეგვეძლოს სივრცის ენერგეტიკის შეგრძნება და ცოდნა, თუ როგორ მოვაწყოთ იგი, რათა სივრცე სიმბიოზში იყოს მის ბინადართან.

პრაქტიკაშედით 17-ე არკანში. ეს გაზრდის თქვენს მგრძნობელობას. ამასთან ხელების მგრძნობელობა აქ საერთოდ არაა საჭირო. როცა ფწ ანაჰატაზეა, ჩნდება უნარი - შევიგრძნოთ თავად ანაჰატათი. ეს მგრძნობელობა გვაგონებს სხვადასხვა მდგომარეობებს, რომლებიც შესაძლოა განიცადოთ ობიექტთან ურთიერთქმედებისას. რაღაც ემოციის ცვლილების მსგავსი. რამდენადაც ანაჰატათი შეგვიძია ე.წ. შინაგანი დრო ვიგრძნოთ, მისი საშუალებითვეა შესაძლებელი შევიგრძნოთ დროის გამრუდება სივრცეში, რაც მაშინვე აისახება ჩვენს განწყობაზე.

მაშასადამე, შედით 17-ე არკანში. შემდეგ დადექით ოტახის კუთხეში და კონცენტრირდით საკუთარი სხეულის შეგრძნებებზე. თქვენი ყურადღება არ უნდა გაცდეს თქვენს სხეულს. ბოლომდე იქ ხართ, სადაც დგახართ. თუ კუთხეში დგახართ - ე.ი. მთლი თქვენი ყურადღება კუთხეზეა. იდექით 5 წუთი. იგრძენით საკუთარი თავი. შემდეგ გადადგით ერთი ნაბიჯი და კვლავ მიაყურადეთ სხეულს. ერთი ნაბიჯი საკმარისია, რომ განსხვავება იგრძნოთ ამ წერტილებს შორის. ამ სახით მთელი ბინა უნდა მოიაროთ და შეადაროთ შეგრძნებები სხეულსა და ცნობიერებაში. შესაძლოა ბევრი ენერგეტიკული წერტილი აღმოაჩინოთ. მაგალითად, იპოვნით ადგილს, სადაც თქვენი სხეული აქტიურდება. თითქოს ენერგია შემოდის თქვენს სხეულში და იგი უფრო ცოცხალი და მოძრავი ხდება, ჩნდება მოძრაობის სურვილი. ეს კეთილსასურველი ადგილია სხეულის თვალსაზრისით. ასეთ ადგილას კარგია დასვენება, თუ თქვენი სხეული დაღლილია. გამოიყენეთ იგი დილის ვარჯიშებისთვის ან იოგასთვის, მაგრამ ნუ იქნებით მასში დასვენებულ მდგომარეობაში. გამოიყენეთ ძალის ლაქები მხოლოდ დანიშნულებსამებრ.

ასევე შესაძლოა იპოვნოთ ადგილი, სადაც თქვენი სხეული განსაკუთრებულად არ რეაგირებს, მაგრამ სამაგიეროდ ცნობიერება ხდება აქტიური. უბრალოდ დგახართ ამ წერტილზე და გრძნობთ, როგორ ხდება თქვენი ცნობიერება მკაფიო, თითქოს გაიღვიძეთო. ასეთი ძალის ლაქა გამოიყენეთ მედიტაციისთვის ან გონებრივი სამუშაოსთვის. თუ ჭადრაკის თამაში გიყვართ, ასეთ ადგილას თქვენი ცნობიერების აქტივობა უფრო ხანგრძლივად შენარჩუნდება და აშკარა უპირატესობა გექნებათ მოწინააღმდეგესთან. სხვათაშორის, თუ ამ ადგილზე მედიტირებთ, დაე თქვენს გარდა არავინ დაჯდეს ამ წერტილში. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ნაკადი სხვა ორგანიზმის მიერ იქნება მოდულირებული. და თქვენც მხოლოდ მაშნ აჯექით, როცა მედიტაციას გადაწყვეტთ.

108

Page 109: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ბუნებრივია, გარდა პოზიტიური წერტილებისა, თქვენ შეგიძლიათ იპოვნოთ ნეგატიურიც. ადგილები, სადაც სუსტი, მომჩვარული, ინერტული და ა.შ. ხდებით ჯობია ამ ადგილებს საერთოდ გვერდი აუაროთ ხოლმე. ამასთან, აუცილებელი არაა, ეს იყოს «ცუდი ადგილები». ეს შესაძოა იყოს - ადგილები დროის მუხრუჭით. და თუ თქვენთვის იქ ყოფნა არაკომფორტულია, სხვისთვის შესაძოა პირიქით აღმოჩნდეს.

მიაქციეთ ყურადღება, რომ თუ ავეჯი გადააადგილეთ, შესაძლოა ძალის ლაქებმაც გადაინაცვლონ, და შეიცვალონ, როგორც თვისობრივად, ასევე ადგილმდებარეობითაც. აქედან გამომდინარე ფენ-შუი-ში გამოიყენება მრავალი სხვადასხვა მიმართულება, იმ განსაზღვრული მასალის ჩათლით, რითაც უნდა გაკეთდეს ავეჯი. ასე რომ, თუ ყიდულობთ კარადას, სასურველია მაღაზიაშ არჩევანის გაკეთების დროს მოახდინოთ მისი «სკანირება» თქვენსა და მის შეთავსებადობაზე. მიუახლოვდით, კონცენტრირდით მასზე და ეცადეთ იგრძნოთ, როგორ რეაგირებს მასზე თქვენი ორგანიზმი. კარადა შესაძლოა ძალიან ლამაზი იყოს, და ძალიან მომხიბვლელი ფასიც ჰქონდეს, მაგრამ შეუძლია ისე გაგიმწაროთ ცხოვრება, რომ საბოლოოდ უზარმაზარ თანხებს დაუტოვებთ მკითხავებს წყევლის ან ჯადოს მოხსნის თხოვნებით.

როგორც ხვდებით, ეს მთელი სფეროა მაგიაში. ჭეშმარიტი ფენ-შუი მდგომარეობს ცოცხალი ორგანიზმის სივრცესთან ურთიერთქმედების რეალურ მგრძნობელობაში. თუ ამას რამდენიმე წელს დაუთმობთ, თქვენზე, როგორც სპეციალისტზე ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება. ამაში ხომ ასევე შედის სივრცის დაგეგმარება, მისი განლაგება, შეთავსებადობა სხვადასხვა მასალასთან, მცენარესთან და მრავალი სხვა. თავდაპირველად ისწავლით სივრცესთან საკუთარი სიმბიოზის შეგრძნებას, შემდეგ კი დაინახავთ, თუ როგორ ზემოქმედებს ეს სივრცე სხვებზე. და მცირე ძალისხმევებით შეგეძლებათ, ჩვეულებრივი ბინა მაგიურ ლაბორატორიად აქციოთ, რომელშიც ადამიანი ენერგიით დაიმუხტება, დაისვენებს, განიწმინდება, მისი ჯანმრთელობა სტაბილური იქნება, განწყობა საუკეთესო, და შედეგად იგი გარეთაც წარმატებული გახდება. ასეთი სპეციალისტი ამჟამად ცოტაა. ეს ძალიან პერსპექტიული მიმართულებაა, ასე რომ ყველაფერი თქვენს ხელთაა.

ძალის მეორე წრე (Второе кольцо силы)ეს საკმაოდ რთული თემაა იმისთვის, რომ წიგნში ავხსნა. უფრო ადვილია გაჩვენოთ, ვიდრე აღვწერო. მიუხედავად ამისა შევეცდები, რადგანაც ეს ტექნიკები ასევე ზრდიან თქვენს მგრძნობელობას ენერგიებისადმი.

რა არის ძალის წრე? ჩვენს ორგანიზმში განუწყვეტლივ მოძრაობს ენერგია. გარკვეული სამუშაოს შესრულების შედეგად ამ ენერგიას ვხარჯავთ, ამიტომ აუცილებლად გვჭირდება მისი შევსება. არსებობს ორგანიზმისთვის ენერგიის მოპოვების ორი საშუალება. პირველი სამი კასტის ადამიანებისთვის ხელმისაწვდომია ე.წ. ძალის პირველი წრე. ესაა ენერგიის

109

Page 110: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

მიღების ბუნებრივი უნარი, დაფუძნებული საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. ანუ ჩვენ ვღებულობთ ენერგიას კვების პროდუქტებიდან. ენერგიის ასეთი მიღება ჰგავს მოწყობილობის ბატარეებით კვებას. ჩავდეთ ბატარეა, შევჭამეთ ენერგია - მოვისროლეთ ბატარეა. შემდეგ საჭიროა ახალი ბატარეები.

დაწყებული 4-ე კასტიდან, ადამიანს შესაძლებლობა აქვს ენერგია სისტემიდან მიიღოს, ანუ „როზეტკიდან“. ასეთი ურთიერთქმედება ძალიან სასარგებლოა და შესაძლებლობას იძლევა - მივიღოთ ენერგია სუფთა სახით, პირდაპირ. ასეთი კვებით ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა ცვლილებას იწყებს. მაგალითად, იმისთვის, რომ დავნაყრდე და ენერგეტიკულად ავივსო, საკმარისია ნახევარი პორცია სალათი შევჭამო, და შემდეგ შემიძლია კარგად ვივარჯიშ სპორტ-დარბაზში, და ჩემი ენერგეტიკული პოტენციალი არ ამოიწურება. ანუ საჭმლის რაოდენობა მცირდება, ხოლო ენერგეტიკული სისავსე იზრდება. სწორედ ესაა ზალის მეორე წრე.

არკანებთან მუშაობა – ესაა ენერგიის მიღება სისტემისგან, მეორე წრის აქტივაციის მცდელობა. მაგრამ მისი აქტივაციის და შეგრძნების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს ბიო-ენერგეტიკული პრაქტიკები, რომლებიც აღებულია აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნებებიდან.

წაღმა და უკუღმა წრე

ენერგია ჩვენს ორგანიზმში მოძრაობს მოცემული ტრაექტორიით ენერგეტიკულ მერიდიანებში. მერიდიანების სისტემა ძალიან რთულია, და სრულად მათ არ განვიხილავთ. შევჩერდებით მხოლოდ ორ პრინციპზე, რომლებითაც ეს ენერგიები ფუნქციონირებენ ჩვენს ორგანიზმში. ამ პრინციპებს ეწოდებათ ენერგიის მოზრაობის წაღმა და უკუღმა წრეები, რითაც მიუთითებენ, რომ ჩვენი ენერგეტიკა ორგანიზმში წრებრუნვას ჰგავს. აქედან მოდის დასახელებაც - ძალის წრე.

მე აღვწერ ენერგიის მოძრაობას და მოვყვები, თუ როგორ ვაპრაქტიკოთ მგრძნობელობა ამ მოძრაობებისადმი. მსგავსი პრაქტიკა შესაძლებლობას მოგცემთ შეიგრძნოთ ნაკადები საკუთარ თავში, ასევე ავარჯიშებს საწყის ტექნიკებს ზემოქმედებისა როგორც საკუთარ თავზე, ასევე სხვა ობიექტებზე (მცირე არკანთა სამიანების პრაქტიკა).

110

Page 111: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

წაღმა (დაოსური) წრე

ხელისგულების ცენტრებში არის ენერგიების შესვლისა და გამოსვლის წერტილები. ასეთივე წერტილებია ტერფების ცენტრებშიც. წაღმა წრეში ენერგია შედის ტერფების გავლით და ადის ფეხებში, ბარძაყების შინაგანი მხრიდან. ფეხების მერიდიანები ერთდებიან კუდუსუნის მიდამოში. იქიდან ენერგია ადის ზემოთ - ხერხემლის არხით. ამას თან ახლავს სხვადასხვა ტაქტილური შეგრძნება ხერხემალში. ენერგია აღწევს თხემამდე, შემდეგ კი სხეულის წინა ნაწილში, ხერხემლის გასწვრივ ეშვება ქვემოთ და კეტავს წრეს კუდუსუნის მიდამოში. კისრის მალების არეში ჩვენ გვაქვს წერტილი, სადაც ხერხემლის მერიდიანები ორად იყოფიან და ხელებში მიდიან. ამგვარად ორგანიზმი ზედმეტი ენერგიისგან იცლება. ეს ავტომატური პროცესია.

111

Page 112: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

უკუღმა წრე

უკუღმა წრეში შესაბამისად ყველაფერი პირიქითაა. ენერგია შემოდის ხელისგულების ცენტრებიდან, მოძრაობს ხელებში და შედის ხერხემალში, შემდეგ ეშვება ქვემოთ, კუდუსუნამდე, შემდეგ სხეულის წინა მხრიდან ადის თხემამდე. ზედმეტი ენერგია ავტომატურად გადის ფეხებიდან.

რატომ აღვწერე ენერგიის მოძრაობა ჩვენს სხეულში? საქმე იმაშია, რომ ყოველ ჩვენგანში ბუნებრივად უკვე მოძრაობს ენერგიის ერთი ან მეორე წრე. მოძრაობის პრინციპის შესაბამისად, ჩვენ სხვადასხვაგვარად ვურთიერთქმედებთ სამყაროსთან. ისინი, ვინც წაღმა წრეს ატრიალებენ, მიდრეკილნი არიან სიმსუქნისკენ, ხოლო ვინც უკუღმა წრეს - სიგამხდრისკენ. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ არხები ფეხებში უფრო სქელია, ვიდრე ხელებში. აქედან გამომდინარე, მიღებული და გაცემული ენერგიის რაოდენობა ყოველ წრეში სხვადასხვაა.

პლუს, ყოველი წრე ქმნის სამყაროზე ზემოქმედების თავის პრინციპს. წაღმა წრეში ჩვენ ვმოქმედებთ გარე სამყაროზე, ხოლო უკუღმა წრეში - საკუთარ თავზე. დავუშვათ, გვინდა ვინმე განვკურნოთ 17-ე არკანის ენერგიით. როგორ გავაკეთოთ ეს? საჭიროა შევიდეთ 17-ე არკანში და დავიწყოთ მისი მოძრაობა წაღმა წრით, მიზანმიმართულად ამოვისუნთქოთ ენერგია პაციენტში, ხელების მეშვეობით. რადგანაც პირდაპირ წრეში უფრო მეტ ენერგიას ვაგროვებთ, ვიდრე ვიშორებთ, ჩვენი სასიცოცხლო ენერგიის ენერგეტიკული მასა იზრდება. ასე ვხდებით იმაზე მძიმე, ვისი განკურნებაც გვინდა. რაც უფრო მძიმე ვართ, მით უფრო ძლიერია ზემოქმედების დონე ნიუტონის მესამე კანონის მიხედვით. ხოლო თუ საკუთარი თავის განკურნება გვინდა, 17-ე არკანში შესვლის შემდეგ დავიწყებთ უკუღმა წრის ტრიალს. ასე, ჩვენი წონა სასიცოცხლო დიაპაზონში ნაკლები ხდება, რადგანაც ფეხებიდან უფრო მეტ ენერგიას ამოვისუნთქავთ, ვიდრე ხელებით შევისუნთქავთ. თუმცაღა ამჯერად არკანის მასა იწყებს ჩვენზე ზემოქმედებას და შედეგად ჩვენი ორგანიზმი სასიცოცხლო ენერგიის შესაბამისად გადაეწყობა.

საკუთარ სხეულში ენერგიის მოზრაობის პრაქტიკით ჩვენ ვღებულობთ მგრძნობელობას ენერგეტიკული ნაკადებისადმი და ვსწავლობთ ამ ნაკადების მართვას.

მაგრამ მანამ, სანამ არკანებთან მუშაობაზე გადავალთ, საჭიროა ვისწავლოთ წრეების მოძრაობის შეგრძნება საკუთარ თავში. ამისთვის იყენებენ სტიქიების ენერგიებს. წაღმა წრეში - ცეცხლს, ხოლო უკუღმაში - ჰაერს.

განწყობა ცეცხლზე

დაანთეთ სანთელი. მოახდინეთ ყურადღების კონცენტრაცია ცეცხლის ალზე, – პარაფინზე კონცენტრაცია არაა საჭირო. კონცენტრირდით მანამდე, სანამ არ

112

Page 113: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

იგრძნობთ პლაზმას – ცეცხლის მატერიას. გახსოვთ ეფექტი, რომელსაც «წერტილთან შეხება ვუწოდე»? მაშ, თუ ისწავლეთ წერტილთან ყურადღებით შეხება, ცეცხლთან შეხებასაც შეძლებთ. შეხებისას, თქვენ იგრძნობთ ცეცხლის ენერგიას, და ახლა თქვენ გჭირდებათ იპოვოთ მისი წყარო სივრცეში. შეგიძლიათ სცადოთ ამ ენერგიის აღება სანთლიდან, მაგრამ ის იქ ცოტაა. ჯობია მისი წყარო სივრცეში ეძებოთ. ჯობია გამოიყენოთ პლანეტის ბირთვის ენერგია. ამისთვის ჩაუშვით ყურადღება მიწისქვეშ. წარმოიდგინეთ, რომ ტერფებში ენერგიის შესვლისა და გამოსვლის წერტილებიდან მიწაში ჩასვლას იწყებენ თქვენი მერიდიანები, თითქოს ფესვები გაიდგით. გააკეთეთ ეს დახუჭული თვალებით და იქამდე, სანამ ფეხებქვეშ არ იგრძნობთ ცეცხლის ენერგიას ისევე, როგორც სანთელში გრძნობდით მას. ძალიან მნიშვნელოვანია, იგრძნოთ სწორედ გარეთა სიგნალი. თუ ამას არ გააკეთებთ, თქვენ მხოლოდ შინაგან ენერგიას დაატრიალებთ და გარედან ვერანაირ დამუხტვას ვერ მიიღებთ.

ცეცხლის შეგრძნების შემდეგ დაიწყეთ მისი შესუნთქვა. ჩასუნთქვისას ენერგია ადის ფეხებში, შემდეგ ხერხემლით თხემამდე, ამოსუნთქვისას იგი ეშვება ქვემოთ და ზედმეტი ენერგია გამოდის ხელებიდან. ახალი შასუნთქვა – და ენერგიის ახალი პორცია შემოდის სხეულის უკანა ნაწილიდან, ხოლო ამოსუნთქვისას გამოდის წინა ნაწილიდან. და ასე 40-50 წუთის განმავლობაში.

რას იგრძნობთ? პირველ რიგში, უნდა იგრძნოთ სითბოს მოზღვავება სხეულის ყველა ნაწილში, განსაკუთრებით ტერფებში. მაშინაც კი, თუ ცივ იატაკზე დგახართ და ოთახში ორპირი ქარია, ფეხებში მაინც სითბოს იგრძნობთ. მეორეც, თქვენი ცნობიერება უფრო ნათელი გახდება, რადგანაც იზრდება ცეცხლის რაოდენობა თქვენს სხეულში, ჩვენ კი გვახსოვს, რომ ეს სიმძლავრის პარამეტრია. და რადგანაც თქვენ მუშაობთ ცნობიერებითდა არა სხეულით, სიმძლავრე იზრდება ცნობიერებაში, რაც უფრო მკაფიო აღქმას აძლევს მას.

სწორი პოზა

თავდაპირველად წრეების პრაქტიკა ფეხზე მდგარმა უნდა აკეთოთ. ფეხები მხრების სიგანეზე, ფეხის წვერები ოდნავ შიგნითაა შეწეული, მუხლები კი გარეთაა გაწეული. აქედან მოდის ამ პოზის დასახელება – მხედრის პოზა. თითქოს ფეხებით ცხენზე ხართ შემოხვეული. ზურგი გამართულია, კუდუსუნი და თხემი ერთ ხაზზეა. ხელები ოდნავ წინაა გაწეული.

ეს პოზა გამოიყენება ცი-გუნში (ცი – ენერგია, გუნ – ფორმა). თითქმის ყველა თანამედროვე ციგუნისტის პრობლემა ისაა, რომ ისინი გარეგნულად ყველაფერს სწორად აკეთებენ, ცნობიერებას კი არ რთავენ. აქ კი ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ცნობიერებით მუშაობა. მაგრამ რა შუაშია აქ პოზა? საქმე იმაშია, რომ ამ პოზაში საჭირო მომზადების გარეშე ათ წუთსაც ვერ გაძლებთ. მაშინაც კი, თუ

113

Page 114: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ფიზიკურად ძლიერი ხართ, ნახევარ საათში თქვენი სხეული ისე დაიღლება, რომ რბილად რომ ვთქვათ, დისკომფორტისგან ყვირილს დაიწყებთ. თუმცაღა, თუკი ჩართული ხართ ძალის მეორე წრეში და თქვენი გავლით ენერგიის გარე ნაკადი გაედინება, მაშნ ამ პოზაშ საათობით შეძლებთ დგომას. დიადი ბრუს ლის სწავლება იმით დაიწყო, რომ იგი მრავალი თვე მხოლოდ ამ დგომს ამუშავებდა. და მხოლოდ ამის შემდეგ ასწავლიდნენ დარტყმით ტექნიკებს.

განწყობა ჰაერზე

უკუღმა წრეში უმჯობესია ვივარჯიშოთ ჰაერზე კონცენტრაციით. მაგრამ თუ ცეცხლი ჩანს და მასზე განწყობა ადვილია, რა ვუყოთ ჰაერს? ის ხომ უჩინარია? იგი უნდა გავანათოთ, და კეთდება ეს კვამლის მეშვეობით. სახლში კოცონის გაჩაღება არაა საჭიროსაკმარისია არომატული ჯოხის (კეთილსურნელების) დანთება. ჰაერი – ეს ქაოსია.და კვამლის მოლეკულები ნაფერადებენ ჰაერის მოლეკულებს, და ამით მის მდგომარეობას გვაჩვენებენ. ჰაერზე კონცენტრაციისას უნდა განვეწყოთ არა კვამლის მატერიაზე, არამედ მის დინამიურობაზე. თქვენ უნდა შეიგრძნოთ რაღაც ვიბრაციისმაგვარი (дребезг).

შემდეგ დაიწყეთ შესუნთქვა ხელებით. ჩასუნთქვის დროს ენერგია მოძრაობს ხელებში, შემდეგ ხერხემლით ეშვება ქვემოთ, ხოლო ამოსუნთქვისას წინა ნაწილით ხერხემლის გასწვრივ ადის ზემოთ, თხემამდე.

შეგრძნებაა – თითქოს თქვენს სხეულში ჰაერის ნაკადი უბერავს. სხვათაშორის, ცეცხლისა და ჰაერის წრეებთან მუშაობა გარდა ენერგიებისადმი მგრძნობელობისა, ასევე წმენდს მერიდიანებს ორგანიზმში. ყოველდღიური პრაქტიკის შედეგად, რაღაც დროის შემდეგ გაკვირვებულნი აღმოაჩენთ, რომ ზოგიერთი თქვენი ავადმყოფობა გაქრა, ან აღარ გაქვთ ტკივილები ზურგის მიდამოში და ა.შ. ზოგადად ამ პრაქტიკას კარგი გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს.

ეს ტექნიკები საკმარისია თქვენთვის, რათა განივითაროთ საბაზისო ექსტრასენსორული შესაძლებლობები, თუმცაღა გახსოვდეთ, რომ მაგიის რეალური შესწავლა შესაძლებელია მხოლოდ ტრადიციის შიგნით. ეძებეთ მასწავლებელი, რადგანაც შეუძლებელია მაგიის შესწავლა წიგნებით. თუმცა პრაქტიკული სარგებლის შეგრძნებას ამითაც შეძლებთ.

მაგრამ ნამდვილი ექსტრასენსორიკა იხსნება მოგვიანებით, როდესაც «ხედვას» იწყებთ.

ხედვის განვითარება

114

Page 115: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

«ხედვის» უნარის განვითარება არ წარმოადგენს რაღაც ვარჯიშების შედეგს. ეს ევოლუციური პროცესია, რომელიც მაგიაშ დაჩქარებულ ხასიათს იძენს, მაგრამ რომელზეც შესაძლოა მთელი ცხოვრების (და არაერთის) დახარჯვა მოგიწევთ.

ტაქტილური მგრძნობელობის განვითარებისას შესაძლოა შეამჩნიოთ, რომ შინაგან ეკრანზე ჩნდება სხვადასხვა ხატ-სახეები. ამასთან ეს ხატსახეები ხშირად შეესაბამება რეალობას. დროზე ადრე ამ ეფექტს ჩვენში ვერ გამოვიწვევთ. რაღაც მომენტში იგი თავისით გაჩნდება, და მაშინ სწორედ მის განვითარებას დაიწყებთ.

არსებობს ექსტრასენსული აღქმის სამი ტიპი.

ფიქსაციის წერტილი ანაჰატაზე – ესაა ტაქტილური მგრძნობელობა. ჩვენ დაწვრილებით აღვწერეთ აღქმის ეს ტიპი. შეგახსენებთ მხოლოდ იმას, რომ ეს მგრძნობელობა ჩნდება ცნობიერების 4-ე განზომილებამდე გაფართოების შედეგად. სხვა სიტყვებით, ჩვენ ვიწყებთ ობიექტთა დროში განგრძობადობის გაცნობიერებულად აღქმას.

ფიქსაციის წერტილი ვიშუდჰაზე – ხატ-სახოვანი ხედვაა. რამდენადაც ვიშუდჰაზე «ჰკიდია» ჩვენი ცნობიერება, რომელიც გამოიმუშავებს ქცევის სხვადასხვა ალგორიტმებს, აქვე ხდება აზრთა, სხვაგვარად კი აზრო-ფორმათა ალგორიტმების წარმოქმნა. ამასთან აზროფორმების წარმოქმნა ასევე ექვემდებარება გარკვეულ ალგორიტმებს, ან როგორც ხალხში ამბობენ, სტერეოტიპებს. ესაა ცნობიერების ერთგვარი კოდები, შემავალი სიგნალის კოდირების ტიპები. და ყველას ეს კოდირება თავისი აქვს. მაგალითად, შეგვიძლია შევხვდეთ ექსტრასენსებს, რომლებიც სკანირებისას რაღაც ასეთს ამბობენ: «ვხედავ კატას – ე.ი. იყიდით მანქანას». რა შუაშია აქ კატა და მანქანა? უბრალოდ ამ ექსტრასენსს კოდირების სწორედ ასეთი ტიპი აქვს. მსგავს ახსნა-განმარტებებს იყენებენ სიზმრების გაშიფვრის დროსაც. სიზმარშ ვხედავთ სხვადასხვა ხატ-სახეებს, რომლებზე დაკვირვებითაც შეგვიძლია გავიგოთალგორიტმის ტიპი, რომლის მიხედვითაც ეს ხატ-სახეები ჩნდებიან ჩვენს გონებაში. თუმცაღა შეიძლება დიდხანს დავაკვირდეთ და ვშიოფროთ ხატ-სახეები, და ასევე შეიძლება დამოუკიდებლად დავუსახოთ საკუთარ თავს აზროვნების გარკვეული ალგორიტმი, რასაც აკეთებენ კიდეც მაგიაში. ანუ ქმნიან ხატ-სახეების ერთგვარ «ბიბლიოთეკას», მიმაგრებულს რეალურ ობიექტებზე. მაგალითად, აურის ხედვა. მაგი წინასწარ შეისწავლის, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს აურა, და ადამიანის სკანირებისას ადებს თავის ხატ-სახეს ამ ადამიანის ენერგეტიკის შეგრძნებას. ხატ-სახე, რეალურ აურასთან ურთიერთობაში შესვლისას, შეცვლას დაიწყებს. თუ მაგს შდ გათიშული აქვს, იგი დაინახავს ადამიანის აურის რეალურ პარამეტრებს. ასე ვითარდება ხედვის მოცემული ტიპი. იგი მოიცავს 5–7 განზომილებას.

115

Page 116: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ფწ აჯნაზე – ესაა პირდაპირი ხედვა, ანუ ნათელმხილველობა. სინამდვილეშ სულაც არაა აუცილებელი მასზე გვქონდეს ფწ. საკმარისია ავწიოთ იგი ყელის ოდნავ ზემოთ და ავტომატურად გახდებით „მხილველნი“. ამასთან ასეთ ხედვას ვერაფერში ვერ აურევთ. ეს არაა ხატ-სახოვანი ხედვა. აქ გინდ დახუჭული, გინდ გახელილი თვალებით ერთნაირად ხედავთ. მაგალითად, დაიწყებთ სხეულის გამჭოლად ხედვას, ანუ ხედავთ შინაგან ორგანოებს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ძვლებს... აღქმის სიხშირის შეცვლისას შეგიძლიათ ობიექტის ენერგია დაინახოთ. და არაფრის გამოგონება არ გჭირდებათ. თქვენ უბრალოდ ხედავთ, და მორჩა. ასეთი ადამიანები არასოდეს ცდებიან. და როგორც ხვდებით, ასეთი პარამეტრების ადამიანი იგივე «ექსტრასენსების ბრძოლაში» არ გამოჩენილა. იყვნენ ნათელშემგრძნებლები, ნათელშემხებლები, მაგრამ ნათელმხილველები არ ყოფილან.

პირდაპირი ხედვა დაკავშირებულია თავის ტვინის ეკრანის მოხსნასთან და აჯნა ჩაკრას საკმაოდ მძლავრ ენერგეტიკულ პოტენციალთან. კვლავაც შეგახსენებთ, რომ ეს ევოლუციური პროცესია. საქმე არ ეხება უბრალოდ ხვრელს თავის ქალაში. ასეთი დონის მაგები ჩართულნი არიან სისტემაში 9-ე არკანით, იქ კი ისეთი პროცესები ხდება, რომ მათი აღწერა თითქმის შეუძლებელია.

მიუხედავად ამისა, დაწყებული ანაჰატა ჩაკრათი, შეგვიძლია უკვე საფუძვლიანად შევუდგეთ მესამე თვალთან მუშაობას. და აქ ველოსიპედის გამოგონებას არ დავიწყებ.

საუკეთესო მეთოდური სახელმძღვანელო მესამე თვალის ვარჯიშისთვის, რაც კი მინახავს, – ესაა ბორის მონოსოვის წიგნი «მესამე თვალი». ესაა ერთგვარი სავარჯიშოების კრებული საკმაოდ კარგი თეორიული ბაზით. თუმცაღა მიუხედავად ხელმისაწვდომი აღწერილობისა, ბორის მონოსოვი სწორედ ისეთი მაგია, რომელიც ინფორმაციის მოწოდების ძუნწ მეთოდს ფლობს. სტრიქონებს შორის მის ნაშრომებში ბევრი წერია, მაგრამ ამის დანახვას ცოდნა უნდა.

აქ მხოლოდ რამდენიმე დამატებას გავაკეთებ, რათა გადავდო თქვენი პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, თუკი დამოუკიდებლად დაიწყებთ ამ ტექნიკების პრაქტიკას.

აჯნა ჩაკრას განვითარებისთვის საჭიროა ენერგია. და როგორც არ უნდა ჩათვალოთ, რომ ძალის მეორე წრე თქვენთვის ხელმისაწვდომია, რეალურად ენერგიის დიდი რაოდენობის აწევა ზემოთ ისე, რომ ამასთან ერთად არ დავაცარიელოთ ქვედა ნაწილი (ქვედა 3 ჩაკრა), თითქმის არარეალურია. ქვედა ჩაკრებში კი ენერგია აუცილებლად გვჭირდება იმისთვის, რომ ფიზიკური ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ. იმ მოსწავლეებს შორის, რომლებიც არ ზრუნავენ საკუთარ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და ცდილობენ, რაც შეიძება მალე ასწიონ ფწ, ხშირად ვამჩნევ პრობლემებს ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რომლებსაც შემდეგ ისინი ტრადიციული მედიცინის მეშვეობით ებრძვიან და დიდი

116

Page 117: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ხნით ეთიშებიან პრაქტიკას. ამიტომ მესამე თვალის პრაქტიკებისას აუცილებელია საკმარისი ყურადღება დავუთმოთ საკუთარ ფიზიკურ ჯანმრთელობას.

მე არ ავხსნი იმას, თუ როგორ შევინარჩუნოთ დაბალი სიხშირის სფეროები, მაგრამ ზოგად რჩევებს და ალგორიტმებს მაინც აღვწერ.

მულადჰარას დონე. მულადჰარა – ესააფიზიკური სხეული, როგორც მატერია. აქედან გამომდინარე ამ დონის შენარჩუნება დაიყვანება საკუთარი სხეულის ელემენტარულ მოვლამდე. ესაა ფიზიკური დატვირთვები, კუნთების გაჭიმვები, სახსრების სამუშაო მდგომარეობა, ჰიგიენა, ცივი წყლის პროცედურები(закаливание), კუნთოვანი რელაქსაცია, იოგა და ა.შ.

სვადჰისთჰანას დონე.სვადჰისთჰანა – ეს სექსუალური ენერგეტიკაა. სექსუალური ენერგიის ნორმალური ცირკულაციისთვის თქვენ გჭირდებათ ჯანმრთელი სქესობრივი ცხოვრება. ეს იმდენად ღრმა თემაა, რომ ცალკე წიგნის დაწერა დამჭირდება. ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ რომ ნორმალური სქესობრივი ცხოვრების ქვეშ იგულისხმება მუდმივი პარტნიორი, რომელიც არ ჭამს თქვენს ენერგიას (სექსის შემდეგ დასვენებულად უნდა იგრძნოთ თავი და არა დაღლილად),და გამოიყენება თავშეკავებისა და სექსუალური ენერგიის სუბლიმაციის ტექნიკები. აქ შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა სექსუალური პრაქტიკები, როგორიცაა ტანტრა, თუმცაღა მე არ გირჩევთ ამ სფეროებშ ჩაღრმავებას. უბრალოდ ისწავლეთ სექსუალური ცხოვრება ისე, რომ ამისგან მხოლოდ უკეთ იგრძნოთ თავი.

მანიპურას დონე.მანიპურა – საჭმლის მომნელებელი სისტემაა. ვშთანთქოთ ყველაფერი, რაც მოგვინდება, არ შეიძლება. სწორი კვების პრინციპი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთ მომდევნო წიგნში უფრო დაწვრილებით აღვწერ მას. ახლა ამას არ გავაკეთებ, რადგანაც «ჯერ მე თვითონაც შაქარს მივირთმევ».

სწორი კვება – ეს არაა რაღაც ამდაგვარი, რომ «არ უნდა ჭამოთ ხორცი» ან «უნდა ჭამოთ იგი». სწორი კვება – ეს გაცნობიერებული კვებაა. უნდა ისწავლოთ შეგრძნება, როგორ უნდა ჭამა თქვენს ორგანიზმს. თუ ყურს მიუგდებთ მას, თვითონვე გასწავლით, როგორ შთანთქოთ საჭმელი. თუმცაღა რაღაცის გამორიცხვა მაინც მოგიწევთ. ესაა ალკოჰოლი. არ არსებობს არც ერთი დადებითი ფაქტორი, რომელიც ალკოჰოლს გააჩნია. და ისიც, რომ წითელი ღვინო მცირე დოზებში დადებითად მოქმედებს სისხლძარღვებზე, – სისულელეა. რას ჭამ ისეთს, რომ სისხლძარღვები ღვინით გაქვს სამკურნალო?აღიარეთ საკუთარ თავთან, რომ უხეშად რომ ვთქვათ, «მე არაადეკვატური ღორი ვარ, რომელსაც გემრიელად თქვლეფა უყვარს», – ეს პირველი ნაბიჯია გაცნობიერებული კვებისკენ.

სწორი კვების პრინციპი ისეთივეა, როგორც სწორი სექსის. ამ პროცესმა უნდა გაზარდოს თქვენი შრომისუნარიანობა და არ შეამციროს იგი.

117

Page 118: esoteriumi.files.wordpress.com  · Web viewალექსეი პახაბოვი. ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ? მთარგმნელი

ასევე მანიპურას ენერგიებზე იმყოფება ნერვული სისტემაც. არავის არ სჭირდება სტრესების მავნეობის ახსნა. შესაბამისად უნდა გავზარდოთ სტრესებისადმი ამტანობის უნარი და თვალყური ვადევნოთ ძილის რეჟიმს.

თუ ცხოვრების ასეთ წესს ყოველდღიურ პრაქტიკად აქცევთ, მესამე თვალთან მუშაობისას იმის შანსი, რომ შვებულება საავადმყოფოს საწოლზე არ გაატაროთ, უფრო გაიზრდება.

და გახსოვდეთ: მესამე თვალის განვითარება – ევოლუციური პროცესია. იცვლება სხეულის ბიოქიმია, დნმ-ს მუშაობა, თქვენი ფსიქიკური და ნერვული სისტემები გლობალურ ცვლილებებს განიცდიან, და ეს არ ხდება ორ დღეში. ამისთვის მთელი ცხოვრება უნდა დახარჯოთ.

ამ ნაწილში მე მოკლედ გადმოვეცი საბაზისო ექსტრასენსული უნარების მაგიური მოდელი და საფუძვლები. ჩემი მიზანი იყო არა ამის სწავლება, არამედ პასუხის გაცემა უთვალავ კითხვაზე. თუმცაღა შესაძლოა გაგიჩნდეთ სხვა უამრავი კითხვა, რომლებიც ყოველდღიურად შეგაწუხებენ და გაიძულებენ ეძებოთ ახალი ლიტერატურა, უსასრულოთ ივარჯიშოთ და ეძებოთ სხვადასხვა მაგები. ეს ნიშნავს, რომ თქვენი მასწავლებელი მალე გამოჩნდება. აღიჭურვეთ მოთმინებით. არ იჩქაროთ. აცადეთ თქვენს ბედს ისე აღსრულდეს, როგორც საჭიროა. და საქმე სულაც არ ეხება უნარებს. მათ საკმაოდ მალე დაამუშავებთ, დაახლოებით 5 წელში. შემდეგ მოვა ის, რაც შიგნიდან დაგწვავთ. და თქვენ აღსდგებით, როგორც ფენიქსი ფერფლისგან. ეს დამემართა მეც, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა.

წიგნს აქვს გაგრძელება, სადაც ავტორი საუბრობს საკუთარ ბიოგრაფიაზე, გამოცდილებაზე და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხებისადმი მის დამოკიდებულებაზე. წიგნის ეს ნაწილი თარგმნილი არაა.

უკვე თარგმნილია ქართულად ამავე ავტორის მეორე წიგნი - „ვერტიკალური ნება“

(მთარგმნ. შენიშვნა).

118