zura kavtaria

5
„დიდება შენსა მოთმინებასა, ადრე მოსულო ჯავახიშვილო!მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი დაიბადა 1880 წლის 8 ნოემბერს ძველი სტილით. სოფელ წერაქვში ბორჩალოს რაიონში, შეძლებული გლეხის ოჯახში. მიხეილი მიხეილობა დღეს დაიბადა და ამიტომაც შეარქვეს ეს სახელი. ერთი კვირის შემდეგ ნათლობა გადაუხადეს და წმინდა გიორგის ეკლესიაში მონათლეს. მხარე, სადაც მწერალი დაიბადა, ლამაზი და ფერწარმტაცია ადგილმდებარეობით და ბუნებით. სოფელი წერაქვი მდინარე ხრამის გაღმა იმყოფება ლელვარის მთის მიდამოებში. უწინ სოფელი ორად ყოფილა გაყოფილი, შემდეგ კი გაერთიანებულა. სოფელს სამი მდი- ნარე ჩამოუდის: ალგეთი, ხრამი და დებედა. მეორე ქართული სოფე- ლი მიხეილის მამამ გააშენა იქვე მახლობლად და სიონი დაარქვა. მიხეილმა წერაქვის მადლიან მიწაზე აიდგა ფეხი. იქ გაიარა მისმა უდარდელმა ბავშვობამ, ამ მხარემ უხვად მისცა სულიერი საზრდო, რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე კვებავდა მის შინაგან სამყა- როს. მისი ბავშვობა მდიდარი იყო შთაბეჭდილებებით და ნანახ-განც-დილით, რამაც განასახიერება შემდგომ მის შემოქმედებაში ჰპოვა. მწერალმა ბავშვობა ისეთ გარემოცვაში გაატარა, სადაც გამეფებული იყო ვაჟკაცობის, გმირობის, სამართლიანობის და პატიოსნების კულტი, რამაც ხელი შეუწყო მისი ხასიათისა და სოფ- მხედველობის, მისი პიროვნების ჩამოყალიბებას. მიხეილი ბავშვობი- დანვე ისმენდა თქმულებებს თავისი წინაპრების საგმირო საქმეების შესახებ. ამ ამბებზე აღიზარდა და ამიტომ ეს თემა ყოველთვის იზიდავდა. „ვაჟკაცობის კულტი და ერთგვარი სულიერი კეთილშო-ბილება _აი, რამ მომცა ოძელაშვილის ხასიათის გასაღები“. _იგონებდა მწერალი. თვით მიხეილის ბუნებაშიც ვაჟკაცობას და სულიერ კეთილშობილებას ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული. მიხეილის დედა წარმოშობით ქართველი ქალი იყო, ბურნაძის გვარის შთამომავალი. ძალიან ჰყვარებია მიხეილს თავისი პაპა. მისით ამაყობდა კიდეც. საღამოობით, პაპა კალთაში ჩაისვამდა ხოლმე პატარა მიხას და თავის ცხოვრებას

Upload: tea-macharashvili

Post on 13-Jul-2015

295 views

Category:

Education


0 download

TRANSCRIPT

Page 1: Zura Kavtaria

„დიდება შენსა მოთმინებასა, ადრე მოსულო ჯავახიშვილო!“

მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი დაიბადა 1880 წლის 8 ნოემბერს ძველი სტილით.

სოფელ წერაქვში ბორჩალოს

რაიონში, შეძლებული გლეხის

ოჯახში. მიხეილი მიხეილობა

დღეს დაიბადა და ამიტომაც

შეარქვეს ეს სახელი. ერთი

კვირის შემდეგ ნათლობა

გადაუხადეს და წმინდა

გიორგის ეკლესიაში მონათლეს.

მხარე, სადაც მწერალი დაიბადა,

ლამაზი და ფერწარმტაცია

ადგილმდებარეობით და

ბუნებით. სოფელი წერაქვი

მდინარე ხრამის გაღმა იმყოფება

ლელვარის მთის მიდამოებში.

უწინ სოფელი ორად ყოფილა

გაყოფილი, შემდეგ კი

გაერთიანებულა. სოფელს სამი მდი- ნარე ჩამოუდის: ალგეთი, ხრამი და დებედა.

მეორე ქართული სოფე- ლი მიხეილის მამამ გააშენა იქვე მახლობლად და სიონი

დაარქვა. მიხეილმა წერაქვის მადლიან მიწაზე აიდგა ფეხი. იქ გაიარა მისმა

უდარდელმა ბავშვობამ, ამ მხარემ უხვად მისცა სულიერი საზრდო, რომელიც

მთელი სიცოცხლის მანძილზე კვებავდა მის შინაგან სამყა- როს. მისი ბავშვობა

მდიდარი იყო შთაბეჭდილებებით და ნანახ-განც-დილით, რამაც განასახიერება

შემდგომ მის შემოქმედებაში ჰპოვა.

მწერალმა ბავშვობა ისეთ გარემოცვაში გაატარა, სადაც გამეფებული იყო

ვაჟკაცობის, გმირობის, სამართლიანობის და პატიოსნების კულტი, რამაც ხელი

შეუწყო მისი ხასიათისა და სოფ- მხედველობის, მისი პიროვნების ჩამოყალიბებას.

მიხეილი ბავშვობი- დანვე ისმენდა თქმულებებს თავისი წინაპრების საგმირო

საქმეების შესახებ. ამ ამბებზე აღიზარდა და ამიტომ ეს თემა ყოველთვის

იზიდავდა. „ვაჟკაცობის კულტი და ერთგვარი სულიერი კეთილშო-ბილება _აი, რამ

მომცა ოძელაშვილის ხასიათის გასაღები“. _იგონებდა მწერალი. თვით მიხეილის

ბუნებაშიც ვაჟკაცობას და სულიერ კეთილშობილებას ღრმად ჰქონდა ფესვები

გადგმული.

მიხეილის დედა წარმოშობით ქართველი ქალი იყო, ბურნაძის გვარის

შთამომავალი. ძალიან ჰყვარებია მიხეილს თავისი პაპა. მისით ამაყობდა კიდეც.

საღამოობით, პაპა კალთაში ჩაისვამდა ხოლმე პატარა მიხას და თავის ცხოვრებას

Page 2: Zura Kavtaria

ზღაპრად უამბობდა. მამა-საბა წარმოშობით ქიზიყელი იყო. გვართან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ მწერლის წინაპრებს სხვა გვარი, კერძოდ, ტოკლიკიშვილი ჰქონდათ და შემდგომ რამდენჯერმე შეუცვლიათ. ხანმოკლე გამოდგა მიხეილის ოჯახისთვის სიონში ცხოვრება. წერაქვიდან გადმოსვლის შემდეგ , რაც ხუთი წლის მანძილზე იცხოვ- რა ოჯახმა ბედნიერი და მშვიდი ცხოვრებით, შემდეგ საშინელი ტრაგედია დაადგა თავს. მიხეილის უმცროსი დის სოფოს მოტაცების მცდელობის მიზნით დედა-შვილი სიცოცხლეს გამოასალმეს. მიხეილის მამამ ვერ აიტანა ეს უბედურება და წლისთავზე ისიც ამ წუთისოფელს გამოესალმა. მიხეილი ჯერ კიდევ ცხოვრებაში გამოუცდელი მარტოდ-მარტო დარჩა ამ ქვეყნად. ამ დროიდან იწყება ტანჯვა-წამებით სავსე ცხოვრება. მიხეილი პატარაობიდანვე ავლენდა ბუნებით მომადლებულ ნიჭსა და

უნარს. რითაც განსხვავდებოდა თავისი ტოლი მეგობრები- საგან. ცელქი და დაუდეგარი იყო, ამასთანავე დაჯილდოებული იყო სხარტი და მახვილი გონებით, იშვიათი მეხსიერებითა და ჭკუით. შრომისმოყვარეობა და წესიერება მისი ტანდაყოლილი თვისებები იყო. ხიფათიანი ცხოვრება დაჰყვა და ბედად მრავალჯერ იდგა სიკვდილის პირისპირ, რომელსაც სასწაულად გადაურჩა. მიხეილი განებივრებული და თავის ნათქვამი გაიზარდა. ბავშვი ბუნებით მგრძნო ბიარე და გულჩვილი იყო. მცირედ გაანჩხლდებოდა ხოლმე. მისი სურ ვილი უმალ სრულდებოდა. პატარაობიდანვე განსაკუთრებუ- ლი ადგილი დაიკავა ოჯახში. უყვარდა მინდორი და ტყე, განმარტო-ებით ყოფნა. მიხეილი დაბადებიდანვე სუსტი აღნაგობის იყო, გამხ-დარი,

ხშირად ხდებოდა ავად. ჰქონდა სწრაფი განსჯის უნარი. სიტყვა-პასუხით ზოგჯერ უფროსებსაც აკვირვებდა. ცელქობისა და ეშმაკობის გამო ბევრჯერ გაამწარა მშობლები. ტყეს ხშირად სიზმ- რადაც ხედავდა. სახე მოგრძო და ფერმკრთალი ჰქონდა, თხელი და ნატიფი ნაკვთებით. მაღალი შუბლი სახეს უმშვენებდა. თხელი წაბლისფერი თმა უკან ჰქონდა გადავარცხნილი. თვალები ჰქონდა თაფლისფერი, აზრიანი. ღრმა და სულში ჩამწდომი მზერა იცოდა

Page 3: Zura Kavtaria

ბავშვობიდან გულადი იყო და მარტო სიარულის არ ეშინოდა. პატარა მიხა ადამიანური და კეთილი იყო. სიყალბეს ვერ იტანდა. მას ძალიან უყვარდა თავიანთი მოჯამაგირე აბდულა, რომელმაც რომელმაც ბევრი თათრული სიმღერა ასწავლა. ირგვლივ ყველაფერს

გულდასმით ათვალიერებდა. ახალ წიგნს არ მოეშვებოდა, სანამ ბოლომდე არ წაიკითხავდა. საბას თბილისიდან და სადახლოდან ახალ-ახალი წიგნები მოჰქონდა მისთვის. ბავშვის- თვის ეს ყველაზე დიდი საჩუქარი იყო. პატარა საწერი მაგიდა ყოველთვის წესრიგში ჰქონდა. უყვარდა გლეხებთან ყოფნა. რამდენი სიბრძნე იყო მათ ნაამბობში ჩაქსოვილი. მიხეილი პატარაობიდანვე გატაცებული ყოფილა ჭიდაობით და კარგად ჭიდაობდა. ზოგჯერ ფალავნობაც მოუპოვებია. თავის თავზე ბევრჯერ უთქვამს: „მე რომ გავჯიუტდეობოდი, ცხრა უღელი კამეჩი ვერ გამწევდაო, მაგრამ ბევრჯერ ძვირადაც დაჯდომია თავისი სიჯიუტე. მისი ცხოვრება ერთგვარ სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე იყო. ბავშვობაში ჰყვარებია ხატვა და კარგად ხატავდა. ოცნებობდა მხატვარი გამოსულიყო. სხვადასხვა საგნების გამოთლაც ეხერხებოდა. თავის ცხოვრებაში მუსიკასაც დიდი ადგილი ეჭირა. მართავდა ცეკვა-თამაშის საღა- მოებს, მღეროდა სკოლის საეკლესიო გუნდშიც. ყანაში ყოფნის დროს უფროსებსაც

Page 4: Zura Kavtaria

ეხმარებოდა მუშაობაში. მიხეილს ძალიან უყვარდა ისტორიული ადგილების დათვალიერება და ხშირად დადიოდა ეკლესიებისა თუ ციხე კოშკების სანახავად. ხან გოლგოთას მთაზე ადიოდა და ხან ელიას ეკლესიაზე. გატაცებული იყო ცხენზე ჯდომითა და ჯირითითაც. ერთხელ ცხენიდან გადმოვარდა და ძლიერ დაშავებულა კიდეც. მიხეილს უყვარდა პირუტყვებიც, განსა- კუთრებით ძაღლები. კატა კი ბავშვობიდანვე ეჯავრებოდა და მისი დაუძინებელი მტერი ყოფილა. ძაღლი მის მეგობრად მიაჩნდა. ბავშვის ბუნება ძალადობას და სიმკაცრეს ვერ იტანდა. განსაკუთ- რებით პირუტყვის მიმართ. ერთხელ მეზობელი გლეხი ძაღლს ცემდა ჯოხით. მიხამ ვერ მოითმინა და გლეხს მივარდა. ძაღლს გადეფარა და გადაარჩინა. გლეხს სთხოვა ცემა შეეჩერებინა, შებდეგ კი ეს ამბავი თავის მოთხრობას „ლამბალო და ყაშას“ დაურთო. პირველი დაწყებითი განათლება მიხეილმა ოჯახში მიიღო. მამას ქალი ჰყავდა მოწვეული საწავლებლად. ოჯახმა ჩაუნერგა ხალხთმოყვარეობის გრძნობა. გარემომ კი, სადაც სხვადასხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობდა, ადამიანებისადმი სიბრალულის და სიკეთის სული შთაბერა. მათი ოჯახი ყველას დახმარების ხელს უწვდიდა. პატარა მიხა ბიძამისს სანადიროდ დაჰყვებოდა. ბავშვობიდანვე ჩარჩენოდა ხსოვნაში ლეგენდად ქცეული არსენა ოძელაშვილის გმირული ცხოვრება და მისი პიროვნებისადმი ინტერესი. ებადებოდა სურვილი, მეტი გაეგო მისი ცხოვრების შესახებ.

მიხეილი შვიდი წლისა რომ შეიქმნა, საჭირო გახდა მისი სასწავლებელში მიბარება. ამის გამო ოჯახში დიდი სჯა-ბაასი გაიმარ- თა. იმ დროს წერაქვში სკოლა არ იყო. სწავლა ყველგან რუსულ ენაზე ტარდებოდა. ბავშვი პრივილნოეს სასწავლებელში მიაბარეს, სადც ერთი წელი დაჰყო. 1888 წელს მიხეილი ჯელალ-ოღლის სასწავლებელში გადავიდა. აქ იგი სამი წელი სწავლობდა. სასწავლე- ბელი სახლიდან დიდი მანძილით, 40-45 ვერსიით იყო დაშორებული და ყოველდღიურად ბავშვის

Page 5: Zura Kavtaria

სიარული საკმაოდ ძნელი იყო მით უფრო ზამთრის პირობებში. ამიტომ საბამ გადაწყვიტა, მიხეილი საცხოვრებლად იქვე დაეტოვებინა. ამ ხნის განმავლობაში ბრწყინ-ვალედ შეისწავლა რუსული ენა. პირნათლად ასრულებდა მასწავლებ- ლის ყველა დავალებას და გაკვეთილებსაც ზედმიწევნით კარგად ამზადებდა. საწავლებელში სპეკტაკლებიც იმართებოდა და მიხეილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა მათში. ბავშვობიდანვე იზიდავდა თეატრი. როცა წამოიზარდა და ნამდვილი თეატრი იხილა, ისე შეიყვარა იგი, როგორც თავისი სულის განუყოფელი ნაწილი. ქართუ-ლი თეატრის შესახებ იგი წერდა: „მე მიყვარდა ქართული თეატრი, ისე მიყვარდა, როგორც სამშობლო“. საბას მიწა უყვარდა და სურდა შვილი აგრონომი გამოსულიყო, რათა მისი საქმე გაეგრძელებინა. მიხეილმა ჯალალოღლის სასწავლე-ბელი 1892 წელს დაამთავრა. 1893 წელს საბამ მიხეილი წინამძღვრი- ანთ კარში ჩაიყვანა. მიხეილს აგრონომობა არ აინტერესებდა, მაგრამ მამის სურვილს წინ ვერ აღუდგა და სასწავლებლის კარი მორჩი- ლებით შეაღო. ამ

სასწავლებელში მიხეილი საერთო სასწავლებელში ცხოვრობდა. მიხას ქართული აღარ ახსოვდა და ბავშვებმა რუსაპეტა შეარქვეს. ბავშვები დასცინოდნენ, რადგანაც მახვილს გამოთქმაში რუსული წესით ხმარობდა. ეს ხარვეზი კი ღიმილს იწვევდა. ორმა ილიამ, ილია ჭავჭავაძემ და ილია წინამძღვრიშვილმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მიხეილის ცხოვრებაში. წინმძრვრიანთ-კარში და საგურამოში ეზიარა მომავალი მწერალი ქართულ კულტურას. ილიამ მიხეილს შეურჩია ქართული ენის მასწავლებელი. მიხეილიც არ

იშურებდა ძალას. ბევრს კითხულობდა. დიდმა ილიამ თავისდაუნებურად მწერლობისაკენ გზა დაულოცა მიხეილს.

ზურა ქავთარია

XI კლასი