შ.პ.ს საზოგადოებრივი კოლეჯი...

22
თთთთთთთ, 0192, თ.თთთთთთთთთ 2 თთ. თთთთთ: [email protected] თთ კკკკკკკკ თ.თ.თ თთთთთთთთთთთთთთ თთთთთთ

Upload: others

Post on 31-Dec-2019

4 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: შ.პ.ს საზოგადოებრივი კოლეჯი ...colgeo.edu.ge/files/files/კატალოგი 2019.docx · Web view2019 წ.ტელ: 2 69 86 29

თბილისი, 0192, თ.ერისთავის 2

ელ. ფოსტა: [email protected]

ვც

კატალოგი

. . „ “ შ პ ს საზოგადოებრივი კოლეჯი გეორგია

Page 2: შ.პ.ს საზოგადოებრივი კოლეჯი ...colgeo.edu.ge/files/files/კატალოგი 2019.docx · Web view2019 წ.ტელ: 2 69 86 29

წინასიტყვაობა

მადლობას გიხდით, რათა გამონახეთ დრო გაეცნოთ ჩვენს სასწავლებელსკოლეჯი «გეორგია» დაარსდა 1991 წელს.კოლეჯს გააჩნია 28 წლიანი სწავლების გამოცდილება, საკუთარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

და საბაზრო ურთიერთობაზე ორიენტირებული, მუდმივად განახლებადი სასწავლო გეგმები და პროგრამები.. ჩვენი პროგრამები და კურსები საშულებას აძლევს სტუდენტებს მოემზადონ ახალი პროფესიების ათვისებაში და გამოიმუშავონ პროფესიული უნარ-ჩვევები კომპიუტერული ინჟინერიის, არქიტექტურის, ბიზნესის ადმინისტრირების, ტანსაცმლის დიზაინის, ტურიზმის  სფეროებში.

სახელმწიფო ორგანიზაციებთან, პროფესიულ ასოციაციებთან, კერძო სტრუქტურებთან და სხვადასხვა დარგის მოქმედ სპეციალისტებთან პარტნიორობით კოლეჯში მზადდებიან მაღალკვალიფიციური პროფესიული კადრები, რომელთაც შეუძლიათ თავისუფლად გაერკვნენ სწრა-ფად ცვლად გარემოში და დაიკავონ თავიანთი ადგილი კონკურენციულ შრომის ბაზარზე.

თუ თქვენ მზად ხართ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, ჩვენი პროფესიონალი ინსტრუქტორები მოგეხმარებიან პროფესიის არჩევაში, გაგაცნობენ სასწავლო პროგრამებს, რომელთა ათვისებაც შეცვლის თქვენს ინტელექტს და გააფართოვებს თქვენი ცოდნის ჰორიზონტს.

ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ დაგვეთანხმებით, რომ კოლეჯი „გეორგია“ არის ის ადგილი, საიდანაც იწყება წარმატება თქვენს პროფესიულ კარიერაში და გაგიხსნით გზას დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ.

კეთილი სურვილებით! საზოგადოებრივ კოლეჯ “გეორგია”-ს დამფუძნებელი, დირექტორი   გიორგი ბერაია 

კოლეჯის სტატუსი

Page 3: შ.პ.ს საზოგადოებრივი კოლეჯი ...colgeo.edu.ge/files/files/კატალოგი 2019.docx · Web view2019 წ.ტელ: 2 69 86 29

1. საზოგადოებრივი კოლეჯი «გეორგია» წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს-შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას-შ.პ.ს და შექმნილია საქართველოს კანონების „მეწარმეთა შესახებ“ და კანონის „პროფესიული განათლების შესახებ“ მოთხოვნათა დაცვით.2. კოლეჯი ორიენტირებულია სხვადასხვა დონის პროფესიული განათლების პროგრამების განხორციელებაზე.

ავტორიზაცია

დაწესებულებამ განახლებული პროფესიული პროგრამებით 2011 წელს წარმატებულად გაიარა ავტორიზაცია და ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიენიჭა ავტორიზებული სასწავლებლის სტატუსი.

რეავტორიზაცია კოლეჯმა გაიარა 2016 წლის 28 ივლისს და ავტორიზაციის საბჭოს № 17 გადაწყვეტილებით მიენიჭა ავტორიზებული სასწავლებლის სტატუსი და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება 6 წლის ვადით.

2019 წლის 10 აპრილს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით კოლეჯმა მოიპოვა მოდულური პროგრამების განხორციელების უფლება შემდეგ პროფესიულ პროგრამებში:

1. კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის ოპერატორი;2. სამკერვალო წარმოება;3. სასტუმრო მომსახურეობა;4. ბუღალტრული აღრიცხვა.

კოლეჯის მისამართი

თბილისი, 0192, თ. ერისთავის 2 (მეტრო „დიდუბის“ ზემოთა ამოსასვლელთან)ტელ: 2698629 10 სთ-დან 18 სთ-მდე, 591194997, 593555039, 593328317Email: [email protected]: www.colgeo.edu.geFasebook.com/gogaberaia

ინფორმაცია

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნოს კოლეჯის სასწავლო გარემოს, საგანმანათლებლო პროგრამებს, დაწესებულების მოთხოვნებს, პროცედურებსა და აქტივობებს.

დეტალური ინფორმაციისათვის პირი ვალდებულია მიმართოს შესაბამისი განყოფილების თანამშრომელს, რომელიც გაუწევს კონსულტაციას მისთვის სასურველ საკითხებზე.

სტუდენტთა სერვისი

კოლეჯს აქვს საკუთარი შენობა, სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, თანამედროვე სასწავლო რესურსები, პრაქტიკის ბაზები, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და სხვა კაბინეტ-ლაბორატორიები, რომლებიც ხელმისაწვდომია სტუდენტთათვის სასწავლო პროცესში თუ დამოუკიდებელი მუშაობისათვის.

ბიბლიოთეკა-სამკითხველო

კოლეჯის სტუდენტებს უფასოდ ემსახურება ბიბლიოთეკა-სამკითხველო, სადაც ინახება 1200-ზე მეტი სახელმძღვანელო, სამეცნიერო-პოპულარული წიგნები და პერიოდული გამოცემები, აგრეთვე კოლეჯის ვებგვერდზე განთავსებული online-ბიბლიოთეკა საძიებო პროგრამით. 

ბიბლიოთეკაში  შეიძლება დაუკვეთოთ ნებისმიერი სახელმძღვანელო თუ სასწავლო ლიტერატურა, კონსპექტები, ბუკლეტები და სხვა.

ბიბლიოთეკა მუშაობს 10სთ-დან 18 საათამდე.განკუთვნილია პირველ რიგში კოლეჯის სტუდენტთა, მასწავლებელთა და თანამშრომელთათვის..

სამკითხველოში სტუდენტებსა და მასწავლებლებს შეუძლიათ სწავლისგან თავისუფალ დროს მოითხოვონ ბიბლიოთეკაში არსებული ნებისმიერი ლიტერატურა და მშვიდ გარემოში გაეცნონ მას.

ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანის უფლება აქვთ მხოლოდ კოლეჯის სტუდენტებს და თანამშრომლებს.

Page 4: შ.პ.ს საზოგადოებრივი კოლეჯი ...colgeo.edu.ge/files/files/კატალოგი 2019.docx · Web view2019 წ.ტელ: 2 69 86 29

ბიბლიოთეკაში ინახება სხვადასხვა აუდიო და კომპიუტერულ დისკებზე ჩაწერილი მასალა, რომლითაც აბონენტს შეუძლია როგორც ადგილზე სარგებლობა ასევე გადაწერა.

კომპიუტერული ცენტრი

კოლეჯს გააჩნია სამი კომპიუტერული კლასი სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებისათვის. კომპიუტერული კლასები საკონტაქტო საათებისაგან თავისუფალ დროს სტუდენტს შეუძლია გამოიყენოს დამოუკიდებელი მუშაობისათვის. კომპიუტერულ კლასებში მუდმივად ჩართული ინტერნეტის მეშვეობით, შესაძლებელია გაეცნოთ ინტერნეტ-

სამყაროს და მოიპოვოთ თქვენთვის სასურველი ინფორმაციები.

ხატვის, კონსტრუირება-მოდელირებისა და სამკერვალო სახელოსნოები სახელოსნოები ძირითადად განკუთვნილია „სამკერვალო წარმოების“ საგანმანათლებლო

პროგრამის სტუდენტებისათვის. ასევე ნებისმიერ სტუდენტს აქვს შესაძლებლობა წინასწარშეთანხმებული გრაფიკის მიხედვით მოკლევადიანი კურსის მეშვეობით მიიღონ აღნიშნულ სფეროში შესაბამისი ცოდნა და გამოიმუშავონ სპეციფიური უნარები.

სამხაზველო სახელოსნო

სამხაზველო სახელოსნო განკუთვნილია ინჟინერიის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის. სახელოსნოში მიმდინარეობს სამშენებლო კონსტრუქციების, საინჟინრო გრაფიკის, სამანქანათმშენებლო ხაზვის მეცადინეობები. კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის პროგრამის სტუდენტები ასრულებენ პარტნიორი კომპანიების დავალებებს და პროექტებს.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები

Page 5: შ.პ.ს საზოგადოებრივი კოლეჯი ...colgeo.edu.ge/files/files/კატალოგი 2019.docx · Web view2019 წ.ტელ: 2 69 86 29

პროფესიული პროგრამის სახელწოდება: სასტუმრო მომსახურება

1. პროგრამის სახელწოდება: „სასტუმრო მომსახურება“ (ჩარჩო დოკუმენტის სახელწოდებაა სასტუმრო, რესტორანი და კვება/Hotel, Restaurants and Catering, რომლის საფუძველზეც შექმნილია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა).

2. სარეგისტრაციო ნომერი: 10117-პ3. მისანიჭებელი კვალიფიკაციები ქართულ და ინგლისურ ენაზესაშუალო პროფესიული კვალიფიკაცია სასტუმრო მომსახურებაში / Secondary Vocational Qualification in Hotel Service4. მიზანიპროგრამის მიზანია, მოამზადოს სასტუმროს მომსახურების სპეციალისტები, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის. 5. დაშვების წინაპირობები:

საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია - სრული ზოგადი განათლება;6. დასაქმების სფერო და შესაძლებლობებისასტუმროს მომსახურების საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს სასტუმროებსა და განთავსების მსგავს ორგანიზაციებში (რესტორნებით და რესტორნების გარეშე) შემდეგ პოზიციაზე: სასტუმროს მიმღების ოპერატორები, ოფისების, სასტუმროებისა და სხვა დაწესებულებების დასუფთავება-დალაგების მეთვალყურეები.

კურსდამთავრებულს შეუძლია საკუთარი ბიზნესის წარმოება - თვითდასაქმება.

7. სტრუქტურა და მოდულები საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია სასტუმროს მომსახურება მოიცავს 2 ზოგად მოდულს

ჯამური 8 კრედიტის ოდენობით, 7 საერთო პროფესიულ მოდულს ჯამური 18 კრედიტის ოდენობით, 11 პროფესიულ მოდულს ჯამური 54 კრედიტის ოდენობით. სასტუმროს მომსახურებაში საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებისთვის პირმა უნდა დააგროვოს 80 კრედიტი.

პროგრამის საერთო მოცულობაა: სულ 80 კრედიტი (რომელთაგან 8 კრედიტი არის ზოგად მოდულები, 18 კრედიტი არის საერთო პროფესიული/დარგობრივი მოდულები, ხოლო დანარჩენი 54 კრედიტი არის დარგობრივი პროფესიული მოდულები).

ხანგრძლივობა: 68 სასწავლო კვირა

შენიშვნა: პროგრამების მოცულობა და ხანგრძლივობა სხვადასხვაა ქართულენოვანი და არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის.მეოთხე საფეხურის პროგრამაზე „სასტუმრო მომსახურება“ ჩარიცხული პირებისთვის, რომლებსაც არ უდასტურდებათ ქართული ენის კომპეტენცია, „მოდულების, ქართული ენა A2 და ქართული ენა B1 გავლა სავალდებულოა. აღნიშნული პირებისათვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება იწყება ქართული ენის მოდულებით.

ამიტომ პროგრამის საერთო მოცულობას ემატება „მოდული: ქართული ენა A2 (15 კრედიტი) და ქართული ენა B1(15 კრედიტი). მათთვის

Page 6: შ.პ.ს საზოგადოებრივი კოლეჯი ...colgeo.edu.ge/files/files/კატალოგი 2019.docx · Web view2019 წ.ტელ: 2 69 86 29

პროგრამების საერთო მოცულობა ჯამში შეადგენს: სულ 110 კრედიტს (80 კრედიტს + 30 კრედიტი)

ხანგრძლივობა: 88 სასწავლო კვირა

8. მისანიჭებელი კვალიფიკაციის შესაბამისი სწავლის შედეგები:

კურსდამთავრებულს შეუძლია:

1. განახორციელოს დაჯავშნისა და მიღება-განთავსების პროცედურა 2. უზრუნველყოს დასუფთავების მომსახურება3. შეასრულოს სასტუმროს შიდა, მარტივი მარკეტინგული საქმიანობა4. უზრუნველყოს სასტუმროს უსაფრთხოების წესების დანერგვა5. სასტუმროში მართოს პრობლემური სიტუაციები6. აკონტროლოს ცვლების მონაცვლეობა7. უზრუნველყოს სასტუმროს ძირითადი და დამატებითი მომსახურებების მიწოდება.

9. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება

საგანმანათლებლო დაწესებულებამ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „სასტუმრო მომსახურება“ შეიმუშავა „სასტუმრო, რესტორანი და კვება/Hotel, Restaurants and Catering“ ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე.

10. კვალიფიკაციის მინიჭება

კვალიფიკაციის მოსაპოვებლად პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრული მოდულებით გათვალისწინებული კრედიტები, რომელთა რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 80 კრედიტისა.

11. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების (სსსმ) და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პროფესიული სტუდენტების სწავლება

შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულობის მიზნით ასეთი პირები მოდულებზე დაიშვებიან მოდულის წინაპირობის/წინაპირობების დაძლევის გარეშე. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული კრედიტები პირს ენიჭება მხოლოდ შესაბამისი სწავლის შედეგების დადასტურებისას, ხოლო კვალიფიკაცია ენიჭება მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

12. პარტნიორი ორგანიზაციების სია:საზოგადოებრივი კოლეჯი “გეორგია“-ს პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებთანაც მეშვეობით უზრუნველყოფილია პროგრამის პრაქტიკის კომპონენტის განხორციელება.

1. “ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ . სს „fund Investment” Dermitory Hualing Tbilisi Hotel .

2. შპს „ციტრუსი“ 3. შპს „ჯი ემ თი სასტუმროები“

პროფესიული პროგრამის სახელწოდება: კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის ოპერატორი

1. სახელწოდება: კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის ოპერატორი (ჩარჩო დოკუმენტის სახელწოდებაა კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის ოპერატორი, რომლის საფუძველზეც შექმნილია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა).

2. სარეგისტრაციო ნომერი: 07101-პ

Page 7: შ.პ.ს საზოგადოებრივი კოლეჯი ...colgeo.edu.ge/files/files/კატალოგი 2019.docx · Web view2019 წ.ტელ: 2 69 86 29

3. მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის ოპერატორის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

4. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება

5. კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები:პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდესსაპროექტო ორგანიზაციებში; მერიის

შესაბამის სამსახურებში; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისსამინისტროს შესაბამის სამსახურში; სამშენებლო, სამანქანათმშენებლო და სხვადასხვა საინჟინრო კომპანიებში.

კურსდამთავრებულს აქვს უნარი საკუთარი სწავლის მიმართულებების განსაზღვრისა ცვალებად და გაუთვალისწინებელ ვითარებაში.

მიღებული ცოდნა საშუალებას აძლევს აითვისოს უფრო მაღალი დონის საგანმანათლებლო პროგრამები. დამოუკიდებლად გაიფართოოს ცოდნა კომპიუტერული გრაფიკული პროგრამების საკითხებში. გამოიყენოს კომპიუტერული დაგეგმარების და არქიტექტურული ინფორმატიკის საშუალებები სხვადასხვა დანიშნულების პროექტების ტექნიკური შესრულებისთვის.

6. პროგრამის მიზანი:პროგრამის მიზანია ისეთი სპეციალისტის მომზადება, რომელსაც ექნება შემდეგი კომპეტენციები:

კომპიუტერული ტექნოლოგიების ცოდნა, საინჟინრო გრაფიკული, კონსტრუქციული და სამანქანათმშენებლო ნახაზების შესრულება და ავტომატიზირებული დაპროექტების სისტემების მართვა. არქიტექტურული და სამშენებლო ობიექტების, გარემოს ორგანზომილებიანი და სამგანზომილებიანი (2D, 3D) მოდელირება, ვიზუალიზაცია და ანიმაცია; საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა. რასტრული გამოსახულების დამუშავება

შემოქმედებითი მიდგომა ინოვაციური ამოცანების ამოხსნის და დანერგვის საკითხებში. განსხვავებულ სიტუაციებში მოქმედება პროფესიული საქმიანობისათვის დამახასიათებელი ღირებულებების შესაბამისად; კონკრეტული პროფესიული დარგის სპეციფიკური უნარების პრაქტიკაში გამოყენება. მცირე ინდივიდუალური მეწარმეობა.

7. სწავლის შედეგები:პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია:

ობიექტის გამოხაზვა გრაფიკული ტრადიციული მეთოდით; კომპიუტერულ პროგრამაში ნახაზის ელექტრონული ვერსიის შესრულება; სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო მოწყობილობების მზადყოფნაში მოყვანა; საპროექტოდოკუმენტაციისფორმირება.

8. პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა:საზოგადოებრივი კოლეჯ „გეორგია“-ს საგანმანათლებლო პროფესიული პროგრამა შემუშავებულია ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე. საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს სავალდებულო ზოგად და სავალდებულო პროფესიულ მოდულებს

პროგრამის მოცულობა: 64 კრედიტი ხანგრძლივობა: 50 სასწავლო კვირა

შენიშვნა: პროგრამების მოცულობა და ხანგრძლივობა სხვადასხვაა ქართულენოვანი და არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის, მესამე საფეხურის პროგრამაზე ჩარიცხულ პირებისთვის, რომლებსაც არ უდასტურდებათ ქართული ენის კომპეტენცია, სავალდებულოა: „მოდულის, ქართულიენა A2 გავლა. აღნიშნული პირებისათვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება იწყება ქართული ენის მოდულით, ამიტომ, პროგრამის საერთო მოცულობას ემატება „მოდული: ქართული ენა A2 (15 კრედიტი). მათთვის პროგრამების

საერთო მოცულობა ჯამში შეადგენს - 79 კრედიტს და ხანგრძლივობა - 60 სასწავლო კვირა.

Page 8: შ.პ.ს საზოგადოებრივი კოლეჯი ...colgeo.edu.ge/files/files/კატალოგი 2019.docx · Web view2019 წ.ტელ: 2 69 86 29

9. პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება:პროფესიული კვალიფიკაციის მოსაპოვებლად პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრული მოდულებით გათვალისწინებული კრედიტები.

10. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების (სსსმ) და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პროფესიულის ტუდენტების სწავლება:

შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით ასეთი პირები მოდულებზე დაიშვებიან მოდულის წინაპირობის / წინაპირობების დაძლევის გარეშე. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული კრედიტები პირს ენიჭება მხოლოდ შესაბამისი სწავლის შედეგების დადასტურების შემთხვევაში, ხოლო კვალიფიკაცია - X პუნქტით გათვალისწინებული წესით.

11.პარტნიორი ორგანიზაციების სია:საზოგადოებრივი კოლეჯი “გეორგია“-ს პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებთანაც მემორანდუმების მეშვეობით უზრუნველყოფილია პროგრამის პრაქტიკის კომპონენტის განხორციელება.

1. შპს „არტ სტუდიო პროექტი“2. შპს „დიო“3. შპს „ახალი საქქალაქმშენპროექტი“

პროფესიული პროგრამის სახელწოდება: ბუღალტრული აღრიცხვა

1. სახელწოდება: „ბუღალტრული აღრიცხვა“ (ჩარჩო დოკუმენტის სახელწოდებაა ბუღალტრული აღრიცხვა - Accounting, რომლის საფუძველზეც შექმნილია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა).

2. სარეგისტრაციო ნომერი - 04114-პ

3. მისანიჭებელი კვალიფიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში / Higher Vocational Qualification in Accounting

4. მიზანისაგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, მოამზადოს და შრომის ბაზარს შესთავაზოს კვალიფიციური ბუღალტერი, რომელიც შეძლებს მონაწილეობის მიღებას სამეწარმეო, არასამეწარმეო, სახელმწიფო ორგანიზაციის/დაწესებულების ან პირის სააღრიცხვო პოლიტიკის დაგეგმვაში, ორგანიზებასა და წარმართვაში; ფინანსური, ბუღალტრული ანგარიშებისა და ჩანაწერების შემოწმებასა და ანალიზს, რათა უზრუნველყოს მათი შესაბამისობა დადგენილ კანონმდებლობასა და სტანდარტებთან; განახორციელებს ბუღალტრულ გატარებებს; შეადგენს და დადგენილი წესით წარადგენს საგადასახადო დეკლარაციებს; უზრუნველყოფს საგადასახადო ვალდებულებების გადარიცხვას სახელმწიფო ბიუჯეტში; ასევე შეძლებს ფინანსურ ანგარიშგების, პირველად სააღრიცხვო და სხვადასხვა სახის ფინანსურ დოკუმენტაციის შედგენას გარე და შიდა მომხმარებლებისათვის.

5. დაშვების წინაპირობა - სრული ზოგადი განათლება,

6. დასაქმების სფერო და შესაძლებლობებიბუღალტრულ აღრიცხვაში უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს კერძო და საჯარო უწყებებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში საბუღალტრო და საფინანსო სამსახურებში, აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიებში მთავარ ბუღალტრად, ბუღალტრის თანაშემწედ/ასისტენტად, ბუღალტერ-მოანგარიშედ. შესაძლებელია თვითდასაქმებაც, კერძო პროფესიული პრაქტიკის განხორციელების გზით.

7. სტრუქტურა და მოდულები

Page 9: შ.პ.ს საზოგადოებრივი კოლეჯი ...colgeo.edu.ge/files/files/კატალოგი 2019.docx · Web view2019 წ.ტელ: 2 69 86 29

პროგრამის საერთო მოცულობა განისაზღვრება: სულ 99 კრედიტი (ზოგადი 3 მოდული - 11 ჯამური კრედიტების რაოდენობით და სპეციალიზაციის პროფესიული/დარგობრივი 16 მოდული - 88 ჯამური კრედიტების რაოდენობით).

ხანგრძლივობა: 79 სასწავლო კვირა შენიშვნა: პროგრამების მოცულობა და ხანგრძლივობა სხვადასხვაა ქართულენოვანი და არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის.

მეხუთე საფეხურის პროგრამაზე „ბუღალტრული აღრიცხვა“ ჩარიცხული პირებისთვის, რომლებსაც არ უდასტურდებათ ქართული ენის კომპეტენცია, „მოდულების, ქართული ენა A2 და ქართული ენა B1 გავლა სავალდებულოა. აღნიშნული პირებისათვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება იწყება ქართული ენის მოდულებით.

ამიტომ, პროგრამის საერთო მოცულობას ემატება „მოდულები: ქართული ენა A2 (15 კრედიტი) და ქართული ენა B1 (15 კრედიტი). მათთვის

პროგრამების საერთო მოცულობა ჯამში შეადგენს: სულ 129 კრედიტს (99 კრედიტს + 30 კრედიტი)

ხანგრძლივობა: 99 სასწავლო კვირა

8. სწავლის შედეგები:პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია: შეიმუშაოს სააღრიცხვო პოლიტიკა; შეავსოს და არგუმენტირება გაუკეთოს სამუშაო ფორმებს (სააღრიცხვოდოკუმენტები); აწარმოოს ბუღალტრული ოპერაციები; შეავსოს და გააგზავნოს დეკლარაციები; მოამზადოს ფინანსური ანგარიშგება; აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვა ეკონომიკური საქმიანობის ზოგიერთი სახეობის მიხედვით; აწარმოოს კონტროლი სამეურნეო სუბიექტის საბუღალტრო აღრიცხვაზე; აწარმოოს მმართველობითი აღრიცხვა; შეასრულოს ეკონომიკური ანალიზი.

9. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება :

საზოგადოებრივი კოლეჯი „გეორგია“-ს საგანმანათლებლო პროფესიული პროგრამის „ ბუღალტრული აღრიცხვა“ შემუშავება მოხდა ჩარჩო დოკუმენტის „ბუღალტრული აღრიცხვა - Accounting“ საფუძველზე.

10. კვალიფიკაციის მინიჭებაკვალიფიკაციის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრული მოდულებით გათვალისწინებული კრედიტები, (რომელთა რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 99 კრედიტისა).

11. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების (სსსმ) და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პროფესიული სტუდენტების სწავლებისათვისშეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, ასეთი პირები მოდულებზე დაიშვებიან მოდულის წინაპირობის/წინაპირობების დაძლევის გარეშე. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული კრედიტები პირს ენიჭება მხოლოდ შესაბამისი სწავლის შედეგების დადასტურების შემთხვევაში, ხოლო კვალიფიკაცია - მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

12. პარტნიორი ორგანიზაციების სია:საზოგადოებრივი კოლეჯი “გეორგია“-ს პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებთანაც მემორანდუმების მეშვეობით უზრუნველყოფილია პროგრამის პრაქტიკის კომპონენტის განხორციელება.

1. შპს „ორი ნაბიჯი“..

Page 10: შ.პ.ს საზოგადოებრივი კოლეჯი ...colgeo.edu.ge/files/files/კატალოგი 2019.docx · Web view2019 წ.ტელ: 2 69 86 29

2. სს „გუდვილი .

პროფესიული პროგრამის სახელწოდება:    სამკერვალო წარმოება

1. პროგრამის სახელწოდება: სამკერვალო წარმოება- ( ჩარჩო დოკუმენტის სახელწოდება „სამკერვალო წარმოება / Sawing industry“, რომლის საფუძველზეც შექმნილია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა).

2. სარეგისტრაციო ნომერი: 07120-პ

3. მისანიჭებელი კვალიფიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე

საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია სამკერვალო წარმოებაში / Basic Vocational Qualification in Sewing Industryაღნიშნული კვალიფიკაცია განათლების საერთაშორისო კლასიფიკატორის ISCED-ის მიხედვით განეკუთვნება დეტალურ სფეროს - ტექსტილი (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ტყავი), კოდი 0723, აღმწერი - „შეისწავლის საფეიქრო წარმოებას, ტექსტილისა და ტყავის პროდუქციას, ტანსაცმელსა და მასთან დაკავშირებულ პროდუქციას, ფეხსაცმელსა და ფეხსაცმლის სხვა ფორმებს“

4. მიზანი: პროგრამის მიზანია, უზრუნველყოფს  მაღალკვალიფიციური სპეციალისტის აღზრდა სამკერვალო წარმოებისათვის. სპეციალისტი შეძლებს, ქალის, მამაკაცის, ბავშვის ტანსაცმლის და სხვადასხვა დანიშნულების სამკერვალო ნაწარმის კონსტრუირებას, მოდელირებას და მასალაში შესრულებას, ასევე, ქართული ეროვნული სამოსის მასალაში შესრულებას და დეკორატიულ გაფორმებას, ტანსაცმლის შეკეთებას, გადაკეთებას და აღდგენას, საკერავი მანქანებისა და თბურ-დანამვითი დანადგარების შერჩევა/გამოყენებას და სამკერვალო ნაწარმის ხარისხის კონტროლს.

5. დაშვების წინაპირობა : საბაზო განათლება

6. დასაქმების სფერო და შესაძლებლობებისაბაზო პროფესიული კვალიფიკაციით სამკერვალო წარმოებაში პირს შეუძლია დასაქმდეს დიდი, საშუალო და მცირე სიმძლავრის სამკერვალო საწარმოებში, მოდის სალონებში მკერავის და კონსტრუქტორის პოზიციაზე.

7. სტრუქტურა და მოდულები :პროგრამა მოიცავს მესამე დონის კვალიფიკაციას.

პროგრამის საერთო მოცულობაა: სულ 99 კრედიტი, რომელიც მოიცავს 6 ზოგად მოდულს 16 ჯამური კრედიტების რაოდენობით და სპეციალიზაციის პროფესიულ/დარგობრივ 16 მოდულს 83 ჯამური კრედიტების რაოდენობით.

ხანგრძლივობა: 84 სასწავლო კვირა

შენიშვნა: პროგრამების მოცულობა და ხანგრძლივობა სხვადასხვაა ქართულენოვანი და არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის, არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის, რომლებსაც არ უდასტურდებათ ქართული ენის კომპეტენცია, პროგრამის საერთო მოცულობას ემატება „მოდული: ქართული ენა A2 (15 კრედიტი). მათთვის

პროგრამების საერთო მოცულობა ჯამში შეადგენს: სულ 114 კრედიტს (99 კრედიტს + 15 კრედიტი)

ხანგრძლივობა: 94 სასწავლო კვირა;

8. მისანიჭებელი კვალიფიკაციის აღწერა - სწავლის შედეგები პირს შეუძლია:

• უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო ადგილის ორგანიზება;• შექმნას სხვადასხვა დანიშნულების ტანსაცმლის კომპოზიცია;

Page 11: შ.პ.ს საზოგადოებრივი კოლეჯი ...colgeo.edu.ge/files/files/კატალოგი 2019.docx · Web view2019 წ.ტელ: 2 69 86 29

• შეარჩიოს სამკერვალო ნაწარმის დამზადებისათვის საჭირო ძირითადი და დამხმარე მასალები, დაამზადოს ჩანახაზი და გამოჭრას ქსოვილი;

• გამოიყენოს ტანსაცმლის დამზადებისათვის საჭირო სხვადასხვა დანიშნულების სამკერვალო მანქანები და თბურ-დანამვითი დამუშავების მოწყობილობები;

• დაამუშაოს ტექნოლოგიურად ტანსაცმლის დეტალები და ძირითადი კვანძები;• გაიანგარიშოს საწყისი მონაცემები ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის

კონსტრუქტორული დაგეგმარებისათვის;• განახორციელოს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის კონსტრუქტორული

დაგეგმარება და მოდელირება;• გააფორმოს დეკორატიულად ქართული ეროვნული სამოსი;• შეასრულოს მასალაში ქართული ეროვნული სამოსი; • შეასრულოს მასალაში ქალის ტანსაცმელი;• შეასრულოს მასალაში მამაკაცის ტანსაცმელი;• შეასრულოს მასალაში ბავშვის ტანსაცმელი;• შეასრულოს მასალაში სხვადასხვა დანიშნულების სამკერვალო ნაწარმი;• გადააკეთოს ტანსაცმელი; • აღადგინოს ტანსაცმლის დაზიანებული უბნები.

9. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებასაგანმანათლებლო პროგრამა ტანსაცმლის კონსტრუქტორ - დიზაინერი შემუშავებულია „სამკერვალო წარმოება / Sawing industry“ ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე.

10. პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებაკვალიფიკაციის მოსაპოვებლად პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრული მოდულებით გათვალისწინებული კრედიტები.

11. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების (სსსმ) და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პროფესიული სტუდენტების სწავლებაშეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, ასეთი პირები მოდულებზე დაიშვებიან მოდულის წინაპირობის/წინაპირობების დაძლევის გარეშე. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული კრედიტები პირს ენიჭება მხოლოდ შესაბამისი სწავლის შედეგების დადასტურების შემთხვევაში, ხოლო კვალიფიკაცია - მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

12. პარტნიორი ორგანიზაციების სია:საზოგადოებრივი კოლეჯი “გეორგია“-ს პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებთანაც მემორანდუმების მეშვეობით უზრუნველყოფილია პროგრამის პრაქტიკის კომპონენტის განხორციელება.

1. შპს „ უნისტილი “2. შპს „ ევროტექსი “

პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვება და პირადი საქმის დაკომპლექტება

ზოგადი დებულებანიპროფესიული სტუდენტის სტატუსი შეიძლება მოიპოვოს პირმა, რომელსაც დაძლეული აქვს

ზოგადი განათლების საბაზო საფეხური, თუ პროფესიული სტანდარტით სხვა პირობები არ არის განსაზღვრული.

კონკურსის შემთხვევაში კოლეჯი განსაზღვრავს: აპლიკანტის საშუალო სკოლის ცალკეულ საგანში მიღებული შეფასების უპირატესობას, ცალკეულ პროგრამაზე დაშვებისას შესაძლებელია, უპირატესობა მიენიჭოს პრაქტიკულ კომპონენტს ან გამოცდილებას.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიიღებიან ყოველგვარი გამოცდის და გასაუბრების გარეშე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

სტატუსის მოპოვების პირობები

Page 12: შ.პ.ს საზოგადოებრივი კოლეჯი ...colgeo.edu.ge/files/files/კატალოგი 2019.docx · Web view2019 წ.ტელ: 2 69 86 29

1. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება ცხადდება კოლეჯის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ქვეყნდება საჯაროდ ( ვებგვერდის მეშვეობით).

2. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება დოკუმენტების განხილვისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის მიხედვით მასზე დაშვების წინაპირობებთან პირის შესაბამისობის განსაზღვრის საფუძველზე, ამ მუხლის მე-3,მე-4 და მე-5 პუნქტით დადგენილი წესით.

3. პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვებამდე კოლეჯი პროფორიენტაციის მიზნით ატარებს საუბარს საგანმანათლებლო პროგრამის სწორად შერჩევის თაობაზე. საუბარი ეხება ზოგად და კონკრეტულ დარგობრივ კომპეტენციებს და მომავალი პროფესიული სტუდენტის ფიზიკური თუ გონებრივი შესაძლებლობების შესაბამისობას საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაძლევასთან.

4. ქართულენოვან პროგრამაზე პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვებამდე საკვალიფიკაციო კომისია უცხოენოვანი სტუდენტებისთვის ადგენს ქართული ენის კომპეტენციის საკითხს, რათა პროფესიული სტუდენტის მიერ სრულყოფილად იქნას ათვისებული მის მიერ არჩეული პროგრამა.

5. უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბერი №98/ნ ბრძანების „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ საფუძველზე. პროფესიული სტუდენტის სტატუსის მინიჭებამდე კოლეჯი უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან (ატესტატი) ერთად პირისაგან იბარებს, სსიპ- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრიდან გაცემულ დოკუმენტს- უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ

6. სსიპ- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრიდან გაცემული დოკუმენტის (უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ) ნამდვილობის დადასტურების შემდგომ კოლეჯის დირექტორი გამოსცემს ბრძანებას პროფესიული სტუდენტის სტატუსის მინიჭების შესახებ.

7. უცხოეთში მიღებული განათლების მქონე პირთან კოლეჯის საკვალიფიკაციო კომისია ადგენს ქართულენოვან პროგრამაზე ქართული ენის ფლობის კომპეტენციას, პროგრამის ათვისების მიზნით.

10. კოლეჯის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს პირის პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების შესახებ.

11. პროფესიული სტუდენტის სტატუსის მინიჭების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში მონაცემები შეაქვს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის სისტემაში (რეესტრი).

12. პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების პროცედურა ეფუძნება სამართლიანობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს.

პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების აუცილებელი პირობაა, პირმა ხელშეკრულების გასაფორმებლად კოლეჯის ადმინისტრაციაში წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადი (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში - წარმომადგენლის) განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და/ან დაბადების მოწმობის ასლი არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში;

გ) საბაზო საფეხურის, ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე;

Page 13: შ.პ.ს საზოგადოებრივი კოლეჯი ...colgeo.edu.ge/files/files/კატალოგი 2019.docx · Web view2019 წ.ტელ: 2 69 86 29

არასრულწლოვანი სტუდენტის შემთხვევაში ხელშეკრულებას ხელს აწერს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. სტუდენტის პირად საქმეში ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა უნდა ინახებოდეს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი.

სტუდენტის კანონიერი წარმომადგენლობა უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტით.

კოლეჯი ავტორიზაციის შედეგად განსაზღვრულ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობის ფარგლებში განსაზღვრავს ადგილებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის.

პროფესიული პროგრამების საქართველოს მოქალაქეთათვის პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველია ეს წესი.

კონსულტაცია

ყველა სტუდენტი შესაბამისი განყოფილების მიხედვით ვალდებულია გაიაროს კონსულტაცია და მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია სასწავლო პროგრამის,  კალენდრის, შეფასების სისტემის და სხვა საკითხებზე.

პერსონალი მზად არის გასცეს კვალიფიციური პასუხები და რჩევები სტუდენტთა მიერ წამოჭრილ ყველა საკითხზე..

სწავლის შედეგების მიღწევის დადასტურება და კრედიტის მინიჭება

სტუდენტს კრედიტი მიენიჭება სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურების საფუძველზე.

სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურება შესაძლებელია: ა) წინმსწრები ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარებით (ჩათვლა);ბ) არაფორმალური განათლების გზით მიღწეული სწავლის შედეგების დადასტურება განათლების და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით;გ) სწავლის შედეგების დადასტურება შეფასების გზით.არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე, ჩათვლის პრინციპების გამოყენებით.განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:ა) სწავლის შედეგი დადასტურდა;ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა. განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში, პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს პროგრამის დასრულებამდე მოითხოვოს სწავლის შედეგების მიღწევის დამატებითი შეფასება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთი მოდული სხვა მოდულის შესწავლის წინაპირობას წარმოადგენს.

იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი მოდული სხვა მოდულის შესწავლის წინაპირობას წარმოადგენს, პროფესიულ სტუდენტს აქვს უფლება, აღნიშნული მოდულის, ერთჯერ, თავიდან გადაბარების, 7(შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში.აღნიშნული სტუდენტებისათვის მომზადდება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, წინაპირობიანი მოდულის გაცდენილი საათების აღსადგენად, რათა ისინი დაეწიონ მიმდინარე ჯგუფს.

შეფასების მეთოდი/მეთოდები მოცემულია შესაბამის მოდულებში.

შენიშვნა: თუ სტუდენტმა რომელიმე მოდული /სწავლის შედეგი ვერ დაადასტურა გადაბარების შემთხვევაშიც, იგი ვალდებულია თავიდან გაიაროს აღნიშნული მოდული /სწავლის შედეგი, კოლეჯის მიერ ინდივიდუალურად განსაზღვრულ ვადაში.

პროგრამა მოდულების, სწავლის შედეგებისა და თემატიკის კომპონენტებში ითვალისწინებს რვა საკვანძო კომპეტენციის განვითარებას (მშობლიურ ენაზე კომუნიკაცია; უცხო ენაზე კომუნიკაცია; მათემატიკური კომპეტენცია; ციფრული კომპეტენცია; დამოუკიდებლად სწავლის უნარი; პიროვნებათშორისი, კულტურათაშორისი, სოციალური და მოქალაქეობრივი კომპეტენციები; მეწარმეობა და კულტურული გამომხატველობა), რომლებიც მნიშვნელოვანია პროფესიონალი და კონკურენტუნარიანი კადრის აღზრდისთვის. რვა საკვანძო კომპეტენციიდან ერთ-ერთი -

Page 14: შ.პ.ს საზოგადოებრივი კოლეჯი ...colgeo.edu.ge/files/files/კატალოგი 2019.docx · Web view2019 წ.ტელ: 2 69 86 29

მშობლიური/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ძირითადი ენის განვითარების მიზნით, თითოეული პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ სწავლება-სწავლის პროცესში უნდა შეფასდეს ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი, კერძოდ, მართლწერისა და მართლმეტყველების წესების დაცვა შემდეგი კომპეტენციების ფარგლების გათვალისწინებით:

მართლმეტყველება

საუბრის/პრეზენტაციის დროის ლიმიტის დაცვა; სათანადო პროფესიული ლექსიკის გამოყენება; მოსაზრების ჩამოყალიბება გასაგებად, ნათლად და თანამიმდევრულად; ადეკვატური მაგალითებისა და არგუმენტების მოყვანა; ზეპირი მსჯელობისთვის დამახასიათებელი არავერბალური  საშუალებების ადეკვატურად გამოყენება  (მაგ., ჟესტიკულაცია, ინტერვალი საუბარში, ხმის ტემბრის ცვალებადობა).

მართლწერა

საკავშირებელი სიტყვების სწორად გამოყენება; ძირითადი  სასვენი ნიშნების (წერტილი,  კითხვისა და ძახილის ნიშნები) სწორად გამოყენება; პროფესიული ლექსიკის სათანადოდ გამოყენება; წერისას ტიპობრივი სტილისტური ხარვეზების აღმოფხვრა; არ უნდა იქნეს გამოყენებული ენისთვის არაბუნებრივი შესიტყვებები და ლექსიკა - ბარბარიზმები, ჟარგონები; ინფორმაციის გადმოცემა  თანამიმდევრულად, გასაგებად, შესასრულებელი აქტივობის შესაბამისად.

დამატებითი გამოცდის დასანიშნად პროფესიული სტუდენტი მიმართავს სასწავლო განყოფილების გამგეს. გამოცდა ინიშნება პროფესიულ მასწავლებელთან და შესაბამისი მიმართულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით განყოფილების გამგის მიერ. გამოცდის ჩატარების შესახებ ინფორმაცია ეცნობება სტუდენტს და გამოიკვრება თვალსაჩინო ადგილზე.

კრედიტების აღიარება

  საკვალიფიკაციო კომისია

      საკვალიფიკაციო კომისია იხილავს იმ სტუდენტებისათვის კვალიფიკაციის მინიჭების საკითხს, რომელთაც სრულად აითვისეს ან აღიარებულ ექნათ შესაბამისი საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტები, ასევე პირისათვის არაფორმალური განათლების აღიარების საკითხს.

      საკვალიფიკაციო კომისია იხილავს სტუდენტის პირად საქმეს, მის მიერ მიღწეულ შედეგებს, უფლებამოსილია პროგრამის ხელმძღვანელისაგან ან პროფესიული მასწავლებლისაგან მოითხოვოს დამატებითი დახასიათება, რეკომენდაცია ან დანიშნოს გასაუბრება პროფესიულ სტუდენტთან.   

      საკვალიფიკაციო კომისია იღებს გადაწყვეტილებას პროფესიული სტუდენტისათვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ან კვალიფიკაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, აგრეთვე არაფორმალური განათლების აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, ან ნაწილობრივი აღიარების შესახებ. კომისია, კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ საკუთარ გადაწყვეტილებაში მიუთითებს, თუ რომელ სტუდენტზე უნდა გაიცეს დიპლომი, დადგენილი წესის შესაბამისად

პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება

პროფესიული კვალიფიკაციის მოსაპოვებლად პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრული მოდულებით გათვალისწინებული კრედიტები.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების (სსსმ) და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პროფესიული სტუდენტების სწავლება

Page 15: შ.პ.ს საზოგადოებრივი კოლეჯი ...colgeo.edu.ge/files/files/კატალოგი 2019.docx · Web view2019 წ.ტელ: 2 69 86 29

შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, ასეთი პირები მოდულებზე დაიშვებიან მოდულის წინაპირობის/წინაპირობების დაძლევის გარეშე. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული კრედიტები პირს ენიჭება მხოლოდ შესაბამისი სწავლის შედეგების დადასტურების შემთხვევაში, ხოლო კვალიფიკაცია პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებით გათვალისწინებული წესით.

სტუდენტთა დასწრება

კოლეჯის მოთხოვნები ითვალისწინებს სასწავლო მოდულის ხარისხიანად დამთავრებას.ამიტომაც ნებისმიერი მიზეზით 30%-ით გაცდენას მოაქვს ნეგატიური შედეგი,, რაც იწვევს სასწავლო მოდულის თავიდან გამეორებას.

სწავლის ხანგრძლივობაკოლეჯში სწავლის ხანგრძლივობა სხვადასხვა პროფესიულ პროგრამაზე სხვადასხვაა და აპლიკანტს შესაძლებლობა აქვს წინასწარ გაეცნოს მისთვის საინტერესო პროგრამებს.

დასვენება

დასვენების დღეები და არდადეგები:კოლეჯი ისვენებს ყველა ოფიციალურად გამოცხადებულ დასვენების დღეებში, რომელიც აღნიშნულია საერო და საეკლესიო კალენდრებში. სტუდენტებს არდადეგები აქვთ ზამთარში - იანვარი, ხოლო ზაფხულში - აგვისტოში. სტუდენტებს საშუალება ეძლევათ არდადეგების პერიოდში ისარგებლონ ბიბლიოთეკით, მოიძიონ მათთვის სასურველი ინფორმაციები ინტერნეტში, გაერთონ შემეცნებითი თუ სპორტული პროგრამებით.      

პარტნიორები საზოგადოებრივ კოლეჯ „გეორგია“-ს აქვს   მრავალმხრივი საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები სტუდენტთა პრაქტიკის ორგანიზაციასა და მათ საწარმოო პროცესებში ჩართვის მიზნით. მუდმივად მიმდინარეობს პარტნიორებთან კონსულტაციები სასწავლო პროგრამების განახლების, მოდერნიზაციისა და ახალი ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში დანერგვის მიზნით. სასწავლო პროცესის ნახევარი ეთმობა თეორიულ, ხოლო ნახევარი საწარმოო პრაქტიკებს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის კონკურენციულ ბაზარზე კვალიფიციური კადრების მომზადების ეფექტს.ჩვენი პარტნიორები არიან:

სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების კომპონენტი პარტნიორ ორგანიზაციებში

„სასტუმრო მომსახურება“

„კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის ოპერატორი“

Page 16: შ.პ.ს საზოგადოებრივი კოლეჯი ...colgeo.edu.ge/files/files/კატალოგი 2019.docx · Web view2019 წ.ტელ: 2 69 86 29

„სამკერვალო წარმოება“

„ბუღალტრული აღრიცხვა“

პროფორიენტაცია

პროფესიული განათლების პოპულარიზაციისა და კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამებზე მოსწავლეთა მოზიდვის მიზნით დაწესებულება პერიოდულად ატარებს შეხვედრებს და საუბრებს სხვადასხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მე-8,9,10,11,12 კლასების მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან, აცნობს მათ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების თავისებურებებს და შრომის ბაზარზე სტუდენტთა სწრაფი ჩართვის შესაძლებლობებს.

პროექტები სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარება

Page 17: შ.პ.ს საზოგადოებრივი კოლეჯი ...colgeo.edu.ge/files/files/კატალოგი 2019.docx · Web view2019 წ.ტელ: 2 69 86 29

პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით 2017 წლიდან ამოქმედდა და ის ეფუძნება პროფესიული და ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის საწყისებს. პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის ერთგვარ წინაპირობას „სკოლის მოსწავლეების საორიენტაციო და მოსამზადებელი კურსები“ წარმოადგენს. კოლეჯი 2017 წლიდან ჩართულია აღნიშნულ პროექტში და წარმატებით ახორციელებს „სამკერვალო ტექნოლოგიებისა“ და „კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის (AutoCad) მოკლევადიან პროფორიენტაციულ კურსს თბილისის 112 და 62 საჯარო სკოლების მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეებთან.

ზრდასრულთა მომზადება-გადამზადებისა და

კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა

„სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-

გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების“ პროგრამის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში ზრდასრული პირების მომზადება, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა. პროგრამის კოორდინატორია ჯანმრთელობის დაცვისა და სოც. უზრუნველყოფის სამინისტროს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტი.

კოლეჯი „გეორგია“ 2015 წლიდან ჩართულია აღნიშნულ პროექტში და გადაამზადა 200-ზე მეტ მსმენელი, საიდანაც 60% უკვე დასაქმებულია.კოლეჯი წარმატებით ახორციელებს 6 პროფესიის მოკლევადიან კურსს:

ა) სასტუმრო საქმის სპეციალისტი:ბ) სამკერვალო საქმის სპეციალისტი;გ) ბუღალტრული აღრიცხვა;დ) კომპიუტერული ქსელები და სისტემების ტექნიკოსი;ე) კომპიუტერული ტექნოლოგი:ვ) კომპიუტერული გრაფიკა.

ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და აღიარება

საზოგადოებრივი კოლეჯი „გეორგია“ არის საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის დამფუძნებელი, რომელიც შეიქმნა 2013 წელს.დირექტორი 2013 წლიდან წარმოდგენილია ასოციაციაში, როგორც ,ვიცე პრეზიდენტი, გამგეობის წევრი, ხოლო 2017 წელს არჩეულ იქნა ასოციაციის პრეზიდენტად. ასოციაციის ფარგლებში კოლეჯი მოღვაწეობს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებების

(ტრენინგები, ვორკშოპები, კონფერენციები), ავტორიზაცია/აკრედიტაციის სტანდარტების, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების, პროფორიენტაციის, პროფესიული განათლების პოპულარიზაციის, პროგრამების შემუშავების, სასწავლო-საწარმოო პრაქტიკის უზრუნველყოფის მიმართულებებით. ასოციაციის პარტნიორები არიან საქართველოს მთავრობის სოციალური პარტნიორი „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ და ჰამბურგის „ პროფესიული ტრენინგების ასოციაცია“

Page 18: შ.პ.ს საზოგადოებრივი კოლეჯი ...colgeo.edu.ge/files/files/კატალოგი 2019.docx · Web view2019 წ.ტელ: 2 69 86 29

კოლეჯი აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სამუშაო შეხვედრებში, ბიზნეს-ფორუმებში, რომლებიც ეხება შრომის ბაზრის განვითარებასა და სასწავლებელში ადამიანური რესურსების მომზადებას.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების „სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პროფესიულ განათლებაში სწავლების მხარდამჭერი პროექტის“ ფარგლებში, რომელიც 2015 წელს დაიწყო. გერმანიის რესპუბლიკაში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფებოდა კოლეჯის დირექტორი გიორგი ბერაია. ვიზიტი ეხებოდა პროფესიული პროგრამის პრაქტიკული კომპონენტის მასწავლებლისა და პარტნიორი ორგანიზაციის ინსტრუქტორების

მომავალი ერთობლივი სწავლების დაგეგმვის საორგანიზაციო საკითხებს. 2018 წლის მაის-ივნისში მულტიპლიკატორების სწავლება გაგრძელდა გერმანიაში საწარმოთა შორის ცენტრში, ორი კვირის განმავლობაში. ძალზედ მნიშვნელოვანია გერმანული მხარის გამოცდილების გაზიარება პროფესიული პროგრამების პრაქტიკული კომპონენტის სწავლებისა და სტუდენტთა შეფასების მეთოდოლოგიებში.

ნაყოფიერად თანამშრომლობს ყაზახეთის, ლიეტუვას, ლატვიის, ესტონეთის პროფესიული სასწავლებლების ასოციაციებთან. კოლეჯს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმებილი აქვს ზემოთ აღნიშნული ქვეყნების პროფესიულ სასწავლებლებთან და მუშაობს ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაზე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ურთიერთობა ინტენსიური და კონსტრუქციული გახდა, შესაძლებლობა გვქონდა შევხვედროდით მინისტრს და გვემსჯელა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთა გადაჭრაც ხელს შეუწყობს პროფესიულ განათლების, კერძო პროვაიდერების მხრიდან მომხმარებმების შრომის ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას. მინისტრის მხრიდან საკმაოდ პრინციპული განაცხადი გაკეთდა სისტემაში ისეთი დაფინანსების მოდელის შემუშავების შესახებ, რომელიც შეცვლიდა არაკონკურენტულ გარემოს. პროფესიული განათლების შესახებ ახალმა კანონმა შესაძლებელი გახადა პროფესიულ განათლებაში ჩიხების აღმოფხვრის, კრედიტების ტრანსფერის, კერძო დაწესებულებების სტუდენტების ვაუჩერული დაფინანსების უზრუნველყოფა. 2019 წლის შემოდგომიდან კერძო ავტორიზებული სასწავლებლების სტუდენტებს მათთვის სასურველ პროგრამებზე სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების შესაძლებლობა მიეცემათ. საბაზო განათლების (9 კლასი) შემდგომ პროფესიულ სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ პროფესიულ პროგრამებთან ერთად აითვისონ სასკოლო პროგრამებიც და გაცემული დიპლომით დაადასტურონ კვალიფიკაცია და საშუალო სკოლის სრული ზოგადი განათლება. კოლეჯის დირექტორი ჩართულია პროფესიული განათლების რეფორმის პროცესში და თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების , შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროების მიერ შექმნილ პროექტებში: სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების თემატური ჯგუფი; საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების უზრუნველყოფის ჯგუფი; არაფორმალური განათლების აღიარების კონცეფციის ჯგუფი.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ქ-ნი მარიამ ჯაში ყველა მნიშვნელოვან საქმეში გვიცხადებს მხარდაჭრას და მადლობას ვუხდით მას საჯარო

Page 19: შ.პ.ს საზოგადოებრივი კოლეჯი ...colgeo.edu.ge/files/files/კატალოგი 2019.docx · Web view2019 წ.ტელ: 2 69 86 29

გამოსვლებისთვის, რომელიც ეხება პროფესიული საგანმანათლებლო სივრცის გაჯანსაღებას, არაკონკურენტული გარემოს აღმოფხვრასა და სამართლიანი მოდელის შექმნას.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან მუსაობა ორი მიმართულებით წარიმართა. ერთი პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის, ხოლო მეორე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების განვითარება-შემუსავების საკითხებს ეხებოდა. კოლეჯი აქტიურად იყო ჩართული პროფესიული საგანმანათლებლო

დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების და პროცედურების პროექტის შემუშავების პროცესში, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პროფესიული განათლების ხარისხს და უფრო ეფექტურს გახდის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას.

აღსანიშნავია, რომ კოლეჯი 2015 წლიდან (GIZ თნამშრომლობით ჩართული იქნა ევროპული ხარისხის მართვის (EFQM) პროექტში, სადაც 2015 წელს კოლეჯს მიენიჭა აღნიშნული ორგანიზაციის სერტიფიკატი.

თბილისი, 0192, თ. ერისთავის 2 (მეტრო „დიდუბის“ ზემოთა ამოსასვლელთან)ტელ: 2698629 10 სთ-დან 18 სთ-მდე, 591194997, 593555039, 593328317Email: [email protected]: www.colgeo.edu.geFasebook.com/gogaberaia

თბილისი 2019 წელი