აგრო თემების...

30
აგრო თემების კატალოგი

Upload: others

Post on 19-Jul-2020

0 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: აგრო თემების კატალოგიjrc.ge/wp-content/uploads/2018/12/Agro-Catalogue-GEO-28.09.2018-… · ბაქტერია ბრუცელა აავადებს

აგრო თემების კატალოგი

Page 2: აგრო თემების კატალოგიjrc.ge/wp-content/uploads/2018/12/Agro-Catalogue-GEO-28.09.2018-… · ბაქტერია ბრუცელა აავადებს

სოფლის მეურნეობა შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენსსაქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისათვის, ამიტომაც ამსფეროში ჩართული ადამიანებისათვის ხარისხიანი და დროულიინფორმაციის მიწოდება აუცილებელია დარგის შემდგომიგანვითარებისათვის. სწორედ აქ, მედიის როლიგანსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

წინამდებარე აგრო თემების კატალოგი მომზადებულიაჟურნალისტებისა და აგრო თემების გაშუქებითდაინტერესებული პირებისათვის. კატალოგში მოცემულითემები მოიცავს ოთხ მიმართულებას: სურსათის უვნებლობა,მესაქონლეობა, მეცხვარეობა და მეფუტკრეობა. აქ თავმოყრილიაყველა ის ძირითადი საკითხი, რომელიც მედიის მხრიდანყურადღებას საჭიროებს.

წ ი ნ ა ს ი ტ ყ ვ ა ო ბ ა

Page 3: აგრო თემების კატალოგიjrc.ge/wp-content/uploads/2018/12/Agro-Catalogue-GEO-28.09.2018-… · ბაქტერია ბრუცელა აავადებს

ს ა რ ჩ ე ვ ი

23

24

25

26

26

27

27

28

29

29

30

4

4

5

6

6

7

9

9

10

10

14

15

16

16

16

17

18

19

20

21

22

სურსათის უვნებლობა

ხორცი და რძის პროდუქტები

რას ნიშნავს ფერმიდან სუფრამდე მიდგომა?

როგორ და სად უნდა დაიკლას პირუტყვი და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

ხორცის რეალიზაცია

ყველის ეტიკეტირების წესი

რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა?

კარაქი თუ სპრედი?

რძის ფხვნილი

სფეროს მაკონტროლებელი ორგანო

მესაქონლეობა

რძის წველის პრაქტიკა

რას ნიშნავს ბიოუსაფრთხოება?

ქალის როლი ბიოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში

რას ნიშნავს ჯანმრთელი პირუტყვი?

ვაქცინაცია

ანტიბიოტიკები

დაავადებები

ბრუცელოზი

ჯილეხი (ციმბირის წყლული)

თურქული

მასტიტი

ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ

მეცხვარეობა

ცხვრის კრეჭვის პრაქტიკა

გადასარეკი ტრასა და მისი მნიშვნელობა მეცხოველეობის სექტორში

რა არის და რა მნიშვნელობა აქვს ბიოუსაფრთხოების პუნქტს?

ქართული მატყლის ექსპორტი ევროპაში

მატყლის ექსპორტი სხვა ქვეყნებში

მეფუტკრეობა

მეფუტკრეობაში ანტიბიოტიკების გამოყენება

აზიური ფაროსანასთან დაკავშირებული აქტივობები და მეფუტკრეობა: არსებული

რას ნიშნავს თაფლის ფალსიფიკაცია

რას ნიშნავს თაფლის ლაბორატორიული ანალიზი?

თაფლის ექსპორტი

აქვს თუ არა ურბანულ მეფუტკრეობას მომავალი საქართველოში?

Page 4: აგრო თემების კატალოგიjrc.ge/wp-content/uploads/2018/12/Agro-Catalogue-GEO-28.09.2018-… · ბაქტერია ბრუცელა აავადებს

ხორცი და რძის პროდუქტები

ხორცი და რძის პროდუქტები მაღალი რისკის მქონე სურსათს მიეკუთვნება.

მოწამვლისა და სხვადასხვა დაავადებით დაინფიცირების წყაროს ზუსტად ეს

პროდუქტები წარმოადგენენ, იმ შემთხვევაში თუ ხდება მათი არასწორად

წარმოება, ტემპერატურული რეჟიმების ან ჰიგიენის ნორმების დარღვევა როგორც

წარმოების, ისე დისტრიბუციისა და რეალიზაციის ეტაპზე.

შეუმოწმებელი, დაავადებული საქონლის ხორცის მიღებისას შეიძლებამოხდეს ადამიანის დაინფიცირება ჯილეხით (ციმბირის წყლულით)2 და სხვადაავადებით, რომელიც გადადის ცხოველიდან ადამიანზე

დაავადებული საქონლისგან მიღებული, არაპასტერიზებული, არასათანადოპირობებში წარმოებული რძით და რძის პროდუქტების მიღებისას ადამიანიშეიძლება დაინფიცირდეს ბრუცელიოზით 5 , ჯილეხით და თურქულით

არასათადადო პირობებში სანიტარულ ჰიგიენური წესების დარღვევითწარმოებულმა პროდუქციამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის მოწამვლა დანაწლავური დაავადებები.

მნიშვნელოვანია ინფორმაცია გაშუქდეს როგორც მომხმარებლის, ისე ხორცისმაღაზიის, შუამავალის, სასაკლაოს და ფერმერის პოზიციიდან და ყველამოთამაშის ვალდებულებების გამიჯვნით.

პერიოდი: მთელი წლის მანძილზე, განსაკუთებით ცხელი სეზონის მოახლოებასთან ერთად

რას ნიშნავს ფერმიდან სუფრამდე მიდგომა?

სასურსათო ჯაჭვის ნებისმიერი რგოლი – ფერმერი, დამამზადებელი,

გადამამუშავებელი, დისტრიბუტორი, სატრანსპორტო კომპანია, სავაჭრო კომპანია

თუ საცალო ქსელის ობიექტი სრულყოფილად უნდა ფლობდეს ინფორმაციას

გამოყენებული ნედლეულის, წარმოებული პროდუქტის, განხორციელებული

საწარმოო პროცესების შესახებ, რათა ზუსტად დაადგინოს, თუ რა ეტაპზე

შეიძლება სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული პრობლემა წარმოიშვას და

რა სახის შეიძლება იყოს იგი.

სურსათის უვნებლობა ფერმიდან სუფრამდე მიდგომა და ამ ღირებულებათა

ჯაჭვში არსებული მოთამაშეების როლისა და პასუხისმგებლობების

შესრულება/დაცვა მნიშვნელოვანია უვნებელი პროდუქციის წარმოებისათვის და

მიკვლევადობისთვის.

ს უ რ ს ა თ ი ს უ ვ ნ ე ბ ლ ო ბ ა

1 http://nfa.gov.ge/uploads/other/4/4685.pdf

2 http://nfa.gov.ge/uploads/other/4/4660.pdf

3 http://nfa.gov.ge/uploads/other/4/4683.pdf

4 http://nfa.gov.ge/uploads/other/4/4659.pdf

5http://nfa.gov.ge/uploads/other/4/4685.pdf

4

Page 5: აგრო თემების კატალოგიjrc.ge/wp-content/uploads/2018/12/Agro-Catalogue-GEO-28.09.2018-… · ბაქტერია ბრუცელა აავადებს

• სასაკლაომ უნდა გასცეს ფორმა #2, სადაც მითითებულია თუ სად, რომელსასაკლაოზე დაიკლა პირუტყვი, როდის დაიკლა, ჩაუტარდა თუ არა დაკვლისწინა ვეტერინალური კონტროლი, ხორცის დასახელება, რაოდენობა, რითი მოხდატრანსპორტირება ანუ მანქანა მაცივრით (სადაც დაცულია შესაბამისიტემპერატურა) თუ სხვა საშუალებით, სად მოხვდება ხორცი სარეალიზაციოდ;

• ფორმა #2 ხელს აწერს სასაკლაოს ვეტერინარი.• ხორცი უნდა იყოს ეტიკეტირებული, რასაც თავად სასაკლაო ახდენს• ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: სასაკლაო, სადაც

დაიკლა პირუტყვი და ინფორმაცია ხორცის შესახებ: შენახვის დრო, ტემპერატურადა პირუტყვის სახეობა.

• მომხმარებელს უფლება აქვს ხორცის შეძენისას მოითხოვოს ფორმა #2-ის ჩვენება

!! ბევრ რეგიონში, ჯერ კიდევ დგას საქონლის და ცხვრის სასაკლაოს გვერდის ავლითდაკვლის პრობლემა, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, ვინაიდანასეთ შემთხვევაში არ ხდება ხორცის შემოწმება ვეტერინარის მიერ, საქონლის დაცხვრის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურკვეველია და უკონტროლო ხორცმაშეიძლება გამოიწვიოს ადამიანის დაავადება/დაინფიცირება ისეთი დაავადებით,როგორიცაა ჯილეხი

როგორ და სად უნდა დაიკლას პირუტყვი და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

პერიოდი: ყოველ რეგიონში პირუტყვის დაკვლის აქტიური სეზონი განსხვავდება, ამიტომაცჟურნალისტმა ინფორმაცია უნდა მოამზადოს ამის შესაბამისად. თუმცა პროცესი მთელი წლის მანძილზე მიმდინარეობს და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

ს უ რ ს ა თ ი ს უ ვ ნ ე ბ ლ ო ბ ა

პირუტყვი უნდა დაიკლას სასაკლაოზე

სასაკლაოზე ხდება დაკვლის წინა ვეტერინარულიშემოწმება და დაკლული პირუტყვის ტანხორცითნიშანდება (ტანხორცზე აღინიშნება ბეჭდები).

5

Page 6: აგრო თემების კატალოგიjrc.ge/wp-content/uploads/2018/12/Agro-Catalogue-GEO-28.09.2018-… · ბაქტერია ბრუცელა აავადებს

ხორცის რეალიზაცია

• ხორცის სასაკლაოდან გადატანა გასაყიდ პუნქტამდე უნდა მოხდესსპეციალური მაცივარი მანქანის საშუალებით, სადაც დაცული იქნებაშესაბამისი ტემპერატურული რეჟიმი

• ხორცს თან უნდა ახლდეს ვეტერინარული მოწმობა ფორმა #2• ხორცი უნდა იყიდებოდეს მაცივრებში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის

დაცვით და არა გარეთ ჩამოკიდული, რაც ხშირად გვხვდება• მომხმარებელს ხორცის შეძენისას უფლება აქვს მოითხოვოს ფორმა #2

პერიოდი: მთელი წლის მანძილზე, ხშირად დაუბრუნდით ამ თემას

!! საინტერესო იქნება სასაკლაოს მფლობელის, ასევე, ბაზრის გამყიდველებისგამოკითხვა და არსებული პირობების გადაღება. რეგიონებში ხორცისსარეალიზაციო ძირითადი პუნქტები აგრარულ ბაზრებშია.

2017 წლის რძისა და რძის პროდუქტებისრეგლამენტის ამოქმედების შემდეგ განისაზღვრა

ყველის ეტიკეტირების წესი:

პროდუქტს რომლის შემადგენლობაშიარის მცენარეული ცხიმი არ შეიძლებაეწოდოს ‘ყველი’ .

ყველის ეტიკეტირების წესი

ეტიკეტზე პროდუქტის დასახელებასთან ერთად მითითებული უნდა იყოს:

მწარმოებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები (დასახელება, მისამართი,საიდენტიფიკაციო კოდი, საწარმოს აღიარების ნომერი)

პროდუქციის შემადგენლობა სტანდარტის ნომერი დამზადების თარიღი ვარგისიანობის ვადა, შენახვის პირობები ენერგეტიკული ღირებულება 100 გრ პროდუქტში და მასა.

ამ მხვრივ საინტერესოა:- რამდენად იცავენ მეწარმეები ამ

რეგულაციას?- როგორი სახით იყიდება ყველი?- რა სტატისტიკა არსებობს?- რამდენად შემცირდა/გაიზარდა

ჯარიმების რაოდენობა ბოლო წლის განმავლობაში?

- რა პრობლემებია ამ კუთხით?

პერიოდი: მთელი წლის მანძილზე, ხშირად დაუბრუნდით ამ თემას

ს უ რ ს ა თ ი ს უ ვ ნ ე ბ ლ ო ბ ა

6

Page 7: აგრო თემების კატალოგიjrc.ge/wp-content/uploads/2018/12/Agro-Catalogue-GEO-28.09.2018-… · ბაქტერია ბრუცელა აავადებს

ხ ო რ ც ი

ყ ვ ე ლ ი

რ ა უნ და იც ო დე ს მ ო მ ხ მარ ე ბე ლ მა?

ხორცის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდამიაქციოს:

ტანხორცის ეტიკეტს, ჯანმრთელობისნიშანდებას და ფორმა #2-ს.

პერიოდი: მთელი წლის მანძილზე, ხშირად დაუბრუნდით ამ თემას

მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს ფორმა #2. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელივერ მიიღებს შესაბამის ფორმა#2-ს და თუ ეტიკეტს ან ხორცს არ ექნებაჯანმრთელობის ნიშანდება, მას უფლება აქვს დარეკოს სურსათის ეროვნულისააგენტოს ცხელ ხაზზე და დატოვოს შეტყობინება დარღვევების შესახებ.

!!! ყველი, რომელიც წარმოებულია აღდგენილი რძით (რძის ფხვნილით), ან შეიცავსმცენარეულ ცხიმს, რძისა და რძის პროდუქტების რეგლამენტის მიხედვით ყველივერ იქნება, მეწარმეები მას „სახაჭაპურე“, „ექსტრა“ „ ჭყინტი“ სახელით ყიდიან, რასაცასევე შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი იმ შემთხვევაში, როცა არ კითხულობს მისშემადგენლობას და მხოლოდ სახელს აქცევს ყურადღებას. ასევე, ძალიან დიდირაოდენობის ყველის რეალიზაცია ხდება, რომელსაც არ აქვს არანაირი ეტიკეტი დაშეფუთვა, იგი მოთავსებულია ერთჯერად ცელოფანში, ამიტომ მომხმარებელი მისიშემადგენლობის შესახებ ინფორმაციას ვერ იღებს. ხშირ შემთხვევაში, ასეთი ყველიარასანიტარულ ჰიგიენურ პირობებში იყიდება. მომხმარებელი უნდა შეეცადოს დათავი აარიდოს მსგავსი, გაურკვეველი წარმომავლობის ყველის შეძენას, ქუჩებში,ბაზრობებსა და მაღაზიებში. ასევე, ყურადღება მიაქციოს გარემოს, თუ რა პირობებშიხდება ყველის და რძის პროდუქტების შენახვა და რეალიზაცია.

ს უ რ ს ა თ ი ს უ ვ ნ ე ბ ლ ო ბ ა

!!! თუ ყველს ეტიკეტი არა აქვს, მომხმარებელს უფლებააქვს მოითხოვოს ინფორმაცია ყველის შესახებ: ეტიკეტი,ლაბორატორიული ანალიზი, იკითხოს წარმომავლობა,მწარმოებელი. იმ შემთხვევაში, თუ რეალიზატორი ვერმოახდენს ამ ინფორმაციის მოწოდებას, ადგილი აქვსეტიკეტირების წესის დარღვევას, ან თუ ყველი იყიდებაანტისანიტარიაში, მომხმარებელს უფლება აქვსდარღვევებთან დაკავშირებით დატოვოს შეტყობინებასურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე 1501(ანონიმურობა დაცულია).

7

Page 8: აგრო თემების კატალოგიjrc.ge/wp-content/uploads/2018/12/Agro-Catalogue-GEO-28.09.2018-… · ბაქტერია ბრუცელა აავადებს

შეიძლება მომხმარებელმა შეიძინა რძის პროდუქტი, რომელიც იყო ობიანი ანამჟავებული, ეს ძირითადად იოგურტის, მაწვნის, არაჟნის შემთხვევებში ხდება.მომხმარებელმა აუცილებლად უნდა მოახდინოს რეაგირება, თუ ვერ მივა და ვერმიაბრუნებს ამ პროდუქციას და ვერ გაარკვევს ადგილზე მაღაზიასთან, მაშინშეტყობინება უნდა დატოვოს სააგენტოს ცხელ ხაზზე. აქ შეიძლება იყოს არამწარმოებლის, არამედ დისტრიბუტორის ან სარეალიზაციო ობიექტისბრალეულობა; პროდუქტი შეიძლება იყოს ვარგისი, ანუ სარეალიზაციო ვადა იყოსდაცული, მაგრამ შენახვის ტემპერატურული რეჟიმები იყოს დარღვეული მაღაზიაში,ან დისტრიბუციისას, ან შესაძლებელია საწარმოში არ მოხდა ტემპერატურულირეჟიმის დაცვა და უკვე წუნდებული გავიდა სარეალიზაციოდ, ამიტომ,აუცილებელია მიკვლევადობის დადგენა და რეალიზაციის ყველა რგოლისროლებისა და ვალდებულებების განსაზღვრა.

ინფორმაციის გაშუქებისას მნიშვნელოვანია ყველა მოთამაშის პოზიციისდაფიქსირება: მომხმარებელი, რეალიზატორი, დისტრიბუტორი, მწარმოებელი,ფერმერი, მათი ვალდებულებების და როლების გამიჯვნით

პერიოდი: მთელი წლის მანძილზე, ხშირად დაუბრუნდით ამ თემას

ს უ რ ს ა თ ი ს უ ვ ნ ე ბ ლ ო ბ ა

8

Page 9: აგრო თემების კატალოგიjrc.ge/wp-content/uploads/2018/12/Agro-Catalogue-GEO-28.09.2018-… · ბაქტერია ბრუცელა აავადებს

ხშირად გვხვდება კარაქი სახელწოდებით „სპრედი“. მომხმარებელი არ აქცევს

ყურადღებას ამ სიტყვას და ყიდულობს სპრედს ნაღები კარაქის მაგივრად. სიტყვა

სპრედი ნიშნავს „წასასმელს“, რომელიც ხშირ შემთხვევაში დამზადებულია

მცენარეული ცხიმით. რძისა და რძის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით:

- დაუშვებელია ეტიკეტზე ტერმინი - „კარაქის“ გამოყენება, მათ

შორის, ბიზნესოპერატორის საფირმო დასახელებაში, თუ პროდუქტის

წარმოებისათვის გამოყენებულია მცენარეული ან სხვა ცხიმი, გარდა რძის ცხიმისა.

- დაუშვებელია ეტიკეტზე კარაქი „შემცირებული რძის ცხიმით“ ტერმინის

გამოყენებაც, თუ პროდუქტის წარმოებაში გამოყენებულია მცენარეული ან სხვა ცხიმი,

გარდა რძის ცხიმისა.

ასევე, ხშირია შემთხვევები, როცა ყველის და კარაქის წარმოება ხდება

იმპორტირებული გაყინული მზა მასისგან, თუმცა ეტიკეტზე მხოლოდ

შემადგენლობა ეწერება, ხოლო წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია არ არის.

პერიოდი: მთელი წლის მანძილზე, თვალყური ადევნეთ სურსათისეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ შემოწმებებსა და დარღვევებს,სიტუაციის მუდმივი კონტროლისა და რეპორტინგისათვის.

კარაქი თუ სპრედი?

ს უ რ ს ა თ ი ს უ ვ ნ ე ბ ლ ო ბ ა

რა არის რძის ფხვნილი? რა განსხვავებაა რძის ფხვნილსა და ნატურალურ რძეს

შორის?

ვინ იყენებს რძის ფხვნილს და რატომ? საიდან ხდება ფხვნილის იმპორტი? რა

რაოდენობით?

რა დადებითი და უარყოფითი თვისებები გააჩნია რძის ფხვნილს?

როგორ უნდა მოხდეს რძის ფხვნილის შემცველი პროდუქტის ეტიკეტირება?

რა მითები არსებობს ამ თემაზე?

ბოლო წლებში ყველის მწარმოებლების მიერ რძის ფხვნილის გამოყენებასაგრძნობლად გაზრდილია, ძირითად მიზეზად ნაკლები წარმოების ხარჯისახელდება. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რძის ფხვნილის შემცველი პროდუქტებისეტიკეტირებაშია. რძის ფხვნილის აკრძალვა არ არის გამოსავალი, მთავარიაგაიმიჯნოს და მოხდეს რძის პროდუქტების სწორი ეტიკეტირება, რომელიცმომხმარებელს შეცდომაში არ შეიყვანს. მომხმარებელს უნდა ჰქონდეს არჩევანინედლი რძით დამზადებული პროდუქცია შეიძინოს თუ რძის ფხვნილით. აქვემომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ პალმის ზეთი და სხვა მცენარეული ცხიმები,რომლებიც გამოიყენება რძის პროდუქტების დამზადებაში, მავნეა ადამიანისჯანმრთელობისთვის, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ ტრანსცხიმებს,ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს 1

რ ძ ის ფხ ვნ ილ ი

9

Page 10: აგრო თემების კატალოგიjrc.ge/wp-content/uploads/2018/12/Agro-Catalogue-GEO-28.09.2018-… · ბაქტერია ბრუცელა აავადებს

სფეროს მაკონტროლებელი ორგანო

პერიოდი: მთელი წლის მანძილზე, თვალყური ადევნეთ სურსათისეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ შემოწმებებსა და დარღვევებს,სიტუაციის მუდმივი კონტროლისა და რეპორტინგისათვის.

სურსათის ეროვნულ სააგენტოს2 აქვს აღებული ვალდებულება უზუნველყოფს

სურსათის მწარმოებელი ბიზნესოპერატორების ინფორმირებულობა საკანონმდებლო

ბაზაში მომხდარი ცვლილებების შესახებ და განახორციელოს

მონიტორინგი/ინსპექტირება თუ რამდენად ხდება კანონის მოთხოვნების

შესრულება და უვნებელი პროდუქციის წარმოება. სურსათის ეროვნული სააგენტო

პერიოდულად აქვეყნებს იმ რესტორნების, საწარმოების, აგრარული ბაზრების და

სხვა ბიზნესოპერატორების სიას, რომლის შემოწმებაც მოხდა სააგენტოს მიერ, სადაც

მითითებულია ინფორმაცია სანიტარულ ჰიგიენური პირობების

დარღვევების/სანქციებისა და შესაბამისობების შესახებ.

ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში (გაფუჭებული, ვადაგასულიპროდუქცია, შეუსაბამო გაყიდვის პირობები, ა.შ.) მომხმარებელს უფლება აქვს ამისშესახებ შეატყობინოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1501. ამისშემდეგ, სურსათის ეროვნული სააგენტო მოახდენს შესაბამის რეაგირებას დაადგილზე გაგზავნის ინსპექტორს, დაუგეგმავი შემოწმების განხორციელებისმიზნით.

ს უ რ ს ა თ ი ს უ ვ ნ ე ბ ლ ო ბ ა

1 http://tidani.ge/?p=1433

2 http://nfa.gov.ge/

10

29-ე და 30-ე გვერდებზე წარმოდგენლია სურსათის ეროვნული სააგენტოსმიერ შედგენილი საინფორმაციო ცნობარები რძისა და ხორცის ნაწარმისმწარმოებლების და მათი მომხმარებლებისთვის

Page 11: აგრო თემების კატალოგიjrc.ge/wp-content/uploads/2018/12/Agro-Catalogue-GEO-28.09.2018-… · ბაქტერია ბრუცელა აავადებს

რძ ის წვე ლის პრა ქ ტ იკა

მოწველის დროს უმჯობესია ძროხა არ იკვებებოდეს, ხელები უნდა დაიბანოთ და გეცვათსუფთა სამოსი. ცური უნდა იყოს ჩამობანილი და მთლიანი ტანი გასუფთავებული,კარგია თითო ძროხის გასამშრალებლად გამოიყენოთ თითო ბამბის ქსოვილი და კარგადგამშრალდეს, თითო გამშრალების შემდეგ ქსოვილი უნდა გამოიხარშოს. დროულადუნდა მოიწველოს, რომ გამოირიცხოს რძის დაბინძურება ჰაერით.აუცილებელია ფერმერმა გაითვალისწინოს შემდეგი ინფორმაცია მოწველის თითოეულიეტაპის დროს:

მოწველამდე:• დაასუფთავეთ სადგომი, განსაკუთრებით ის ადგილი, სადაც წველით. (სასურველია

სადგომების სადენზინფექციო საშუალებებით დასუფთავება განსაკუთრებითზაფხულში და შემოდგომის ბოლო)

• დაასუფთავეთ ძროხის სხეული• ჩაიცვით სუფთა სამოსი• დაიბანეთ ხელები• შეამოწმეთ ძროხის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი ცური (შეამოწმეთ

ხომ არ აღენიშნება დაზიანება ან პარატიზები (ტკიპა და სხვა) ცურებზე, მათიაღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით დაამუშავეთ რომარ მოხდეს ინფექციის შეჭრა.

• დაავადებული პირუტყვი უნდა განცალკევდეს. ის უნდა მოიწველოს ბოლოს. თუშეამჩნევთ მასტიტს ან სხვა დაავადებას, უნდა გადაწყვიტოთ, აადუღოთ თუ არა რძე,გამოიყენოთ ხბოსთვის თუ გადაღვაროთ

• დაბანეთ ცური თბილი წყლით, გაუკეთეთ მასაჟი: ჯერ ნახევარი, მერე მეოთხედი დამერე მთლიანი, ეს გაზრდის რძის რაოდენობას.

• კუდი უნდა იყოს ფეხთან მიბმული.• იოდის ხსნარით დაამუშავეთ ცური, თუ ხბო წოვს მოწველამდე, კარგად გაურეცხეთ და

გაუმშრალეთ, რადგან არ შეყვეს რძეს ბაქტერია.

მოწველის პერიოდში:• სანამ დაიწყებთ მოწველას რძის პირველი ულუფა თითოეული ‘თითიდან’ ცალკე

უნდა მოიწველოს, შეგროვდეს მუქ ჭურჭელში და შემოწმდეს არის თუ არა სისხლი დარა ფერია რძე. პირველი ჩამონაწველი უნდა გადაიღვაროს. (დაავადებების გამოწვევებიდიდი რაოდენობით სწორედ ხსენშია თავმოყრილი)

• ჭურჭელი უნდა იყოს გარეცხილი და გამშრალებული.• რძე არ უნდა დავტოვოთ ცურში, რადგან არის მასტიტისა და ანთების წყარო

მოწველის შემდგომ:• მოწველის შემდგომაც ცური უნდა ჩამოიბანოს, ‘თითები’ შემოწმდეს, ისინი გაიწმიდოს

ანტიბაქტერიული ხსნარით, მალამოს წასმაც შესაძლებელია• ჭურჭელიც უნდა გაირეცხოს ჯერ ცივი წყლით და მერე ცხელი წყლით,

ანტიბაქტერიული ხსნარით გაირეცხოს და სათანადოდ გამშრალდეს.• რძე იფილტრება მექანიკურად და ისხმევა კონტეინერში, რომელიც იხურება

ჰერმეტიულად. მოწველილი რძე უნდა შეინახოთ მაქსიმუმ 2 საათი 7-8 გრადუსზე,სანამ საწარმოში ჩააბარებთ

მ ე ს ა ქ ო ნ ლ ე ო ბ ა

11

Page 12: აგრო თემების კატალოგიjrc.ge/wp-content/uploads/2018/12/Agro-Catalogue-GEO-28.09.2018-… · ბაქტერია ბრუცელა აავადებს

რ ა ს ნ ი შ ნ ავს ბ ი ო უს ა ფრ თხ ო ე ბ ა?

• სადგომიდან გამოტანილი რძე გადაიტანეთ ჰერმეტულად დახურულ ბიდონებში.ამ პროცესში გამოიყენება საწურები, ფილტრები;

• რძე ჩაბარებამდე უნდა გაცივდეს 8ºგრადუსამდე• რძის შენახვის ვადა დამოკიდებულია ტემპერატურაზე:• 8 გრადუსი – 12 საათი; 6-8 გრადუსი – 12-18 საათი; 4-6 გრადუსი – 18-24 საათი;• რძე გადატანამდე უნდა ინახებოდეს ერთგვაროვან ტემპერატურაზე• სასურველია რძე ყველის საწარმოს 2 საათის განმავლობაში მიეწოდოს.

იმ ჭურჭელს, რომელიც რძისთვის გამოიყენება, უნდა ეხურებოდეს თავი. რძისჭურჭლის სარეცხ საშუალებად კარგია გამოიყენებოდეს ტუტე ხსნარი. ხოლოყვითელი ნადების მოსაშორებლად, კარგია გამოვიყენოთ კვირაში ერთხელ მჟავეხსნარი.

სასწავლო ვიდეო რძის სწორი წველის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=B_PyQEkqCNo.

პრეიოდი: გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე

ბიოუსაფრთხოება მესაქონლეობაში ცხოველის დაავადებების პრევენციისათვისგასატარებელი ზომების ერთობლიობას გულისხმობს, რაც ძირითადად ორმიმართულებას მოიცავს: ვაქცინაციებს და პარაზიტებზე დამუშავებისღონისძიებებს.დღეისათვის ბიოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში ძირითადი პასუხისმგებლობასახელმწიფოს, კერძოდ სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვს აღებული და ორივემიმართულებით დაავადებების პრევენციული ღონისძიებების გარკვეულ ნაწილსუფასოდ სთავაზობს ფერმერებს:

1. პირუტყვის სავალდებულო ვაქცინაცია თურქულის, ჯილეხის და ბრუცელოზისწინააღმდეგ

2. ბიოუსაფრთხოების 6 პუნქტზე, რომელიც განთავსებულია ყვარელში, თელავში,დედოფლისწყაროში, რუსთავში, მარნეულსა და ბოლნისში პირუტყვის გარეპარაზიტებზე სეზონური დამუშავება წელიწადში ორჯერ

ზემოთაღნიშნულის გარდა, არის რიგი პრევენციული ღონისძიებებისა, რომელიცფერმერის პასუხისმგებლობად რჩება და პირუტყვის ჯანმრთელობაზე ზრუნვისაუცილებელი ნაწილია.

პრეიოდი: ზამთარი და გაზაფხული განსაკუთრებით რისკის შემცველი პერიოდი დაავადებების გავრცელების კუთხით.

მ ე ს ა ქ ო ნ ლ ე ო ბ ა

12

Page 13: აგრო თემების კატალოგიjrc.ge/wp-content/uploads/2018/12/Agro-Catalogue-GEO-28.09.2018-… · ბაქტერია ბრუცელა აავადებს

მ ე ს ა ქ ო ნ ლ ე ო ბ ა

პირუტყვის დაავადებების დროულად აღმოჩენაში და მის პრევენციშიგანსაკუთრებით როლი აქვთ ქალ ფერმერებს, რადგან ძირითადად ქალებს უწევთპირუტყვზე ყოველდღიური ზრუნვა, წველა და ა.შ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია,რომ ისინი ინფორმირებული იყვნენ დაავადებების სიმპტომების, პირველი ნიშნებისშესახებ, რომ დროული რეაგირება მოახდინონ.

2017 წლის ივლისში კავკასიის ალიანსების პროგრამის მიერ ჩატარებულმა კვლევამბიოუსაფრთხოების საკითხებზე, აჩვენა რომ ქალებისა და მამაკაცებისინფორმირებულობის დონე პირუტყვის დაავადებების შესახებ განსხვავდება დაქალები უფრო ნაკლებ ინფორმაციას ფლობენ ვიდრე მამაკაცები. მოცემულიგანსხვავება განსაკუთრებით თვალსაჩინოა ეთნიკური უმცირესობებითდასახლებულ რეგიონებში, სადაც ქალ ფერმერებს ვეტერინარებთან კონტაქტი,კომუნიკაცია ძირითადად მამაკაცების საქმედ მიაჩნიათ კულტურული, თუ სხვატიპის ბარიერების გამო.

ქალის როლი ბიოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში

13

Page 14: აგრო თემების კატალოგიjrc.ge/wp-content/uploads/2018/12/Agro-Catalogue-GEO-28.09.2018-… · ბაქტერია ბრუცელა აავადებს

რას ნიშნავს ჯანმრთელი პირუტყვი?

• პირუტყვის ვეტერინარული შემოწმება• როგორ განსხვავდება ჯანსაღი და დაავადებული პირუტყვის პროდუქტიულობა

(წველადობა თუ ხორცნამატი)• ვაქცინაცია და მისი მნიშვნელობა პირუტყვის ჯანმრთელობისა და ჯანსაღი

პროდუქტის წარმოებისათვის• დაავადებების პრევენცია• ბოსელი და მისი სისუფთავის დაცვა და დეზინფექცია

ვაქცინაციის მნიშვნელობა: ვაქცინაცია საუკეთესო გზაა, რათა თავიდან ავიცილოთ

პირუტყვის დაინფიცირება და დაავადების გავრცელება.

ვაქცინაციის ღირებულება: ფასი დამოკიდებულია ხარისხზე. 9 დაავადებიდან,

რომლის ვაქცინაციაც წელიწადის განმავლობაში აუცილებელია, 5 არის

ინოვაზიური დაავადება და 4 არის ინფექციური დაავადება, რომლის ვაქცინაციაც

საჭიროა წელიწადში ორჯერ და თითო ვაქცინაცია ჯდება დაახლოებით 30-35 ლარი

ერთი სულის.

ვის მივმართოთ ვაქცინაციისთვის - არის სახელმწიფო აცრები ჯილეხის,

თურქულისა და ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ, დანარჩენ დაავადებაზე

ვაქცინაცია უნდა გააკეთოს მეპატრონემ კერძო ვეტერინარის დახმარებით.

!! რძის მწარმოებელმა საწარმოებმა უნდა იცოდნენ როდის კეთდება ვაქცინაცია და

რომელი ძროხა მკურნალობს, რათა მოხდეს რძის მიღების თავიდან აცილება.

ანტიბიოტიკები

რძე რომელიც ანტიბიოტიკების ნარჩენებს შეიცავს ნეგატიურ გავლენას ახდენს

ყველის წარმოებაზე. ანტიბიოტიკები ბლოკავს რძის მჟავის ბაქტერიების

მოქმედებას ყველის წარმოების პირველ ეტაპზე და ხელს უშლის შედედებას; ასევე

ცვლის ყველის დუღილის პროცესს.

რძის გავლენა ადამიანზე, რომელიც შეიცავს ანტიბიოტიკის ნარჩენებს,

გასათვალისწინებელი და საყურადღებოა. რძის გათავისუფლებას სხვადასხვა

ანტიბიოტიკის ნარჩენებისგან სხვადასხვა დრო სჭირდება, ეს უნდა იყოს

შეთანხმებული ვეტერინართან, მინიმუმ 72 საათია საჭირო რძეში ანტიბიოტიკების

ნარჩენების გასაქრობად.!! ანტიბიოტიკების ნარჩენებმა ადამიანში შეიძლება გამოიწვიოს მკურნალობის დაგვიანებული რეაქცია, ეს იმის გამო, რომ ანტიბიოტიკების მიმართ ორგანიზმი ხდება რეზისტენტული. დაუშვებელია გამოვიყენოთ რძე და რძის პროდუქტები ცხოველების დაავადების ან მკურნალობის დროს.

ვაქცინაცია

პერიოდი: მთელი წლის მანძილზე, თუმცა პირუტყვი მთელი წლისმანძილზე საჭიროებს გეგმიური ვეტერინარული შემოწმების ჩატარებას.

მ ე ს ა ქ ო ნ ლ ე ო ბ ა

14

Page 15: აგრო თემების კატალოგიjrc.ge/wp-content/uploads/2018/12/Agro-Catalogue-GEO-28.09.2018-… · ბაქტერია ბრუცელა აავადებს

დაავადებები

ძალიან მნიშვნელოვანია ფერმერებს და მომხმარებელსაც ჰქონდეს ინფორმაცია თურას ნიშნავს და რა რისკებთანაა დაკავშირებული თითოეული დაავადება. ყველა ესჩამოთვლილი დააავადება გადადის ადამიანზე და სასიკვდილოა, ან არ შეიძლებაკონკრეტული დაავადების მქონე პირუტყვის რძის ან ხორცის მოხმარება. ხშირადპრობლემა პირუტყვის მფლობელშია, რომელიც ამჩნევს დაავადებას, მაგრამ ნაკლებიინფორმაციის თუ სხვა მიზეზის გამო, არ ახდენს შესაბამის ქმედებებს, მაგალითადვეტერინარის მიერ შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში პირუტყვის დაკვლას,ასევე, სადგომის დეზინფექციას დაავადების პრევენციის მიზნით, რასაც საბოლოოდშეიძლება ადამიანის გარდაცვალება მოჰყვეს და ამის არა ერთი ფაქტიდაფიქსირებულა ბოლო წლებში. მაგალითად, ყირიმ კონგო 4 წლის წინ შემოვიდასაქართველოში, რომელიც ადამიანზე გადადის და არადროული მკურნალობის გამოიწვევს გარდაცვალებას. წელს იყო 3 შემთხვევა, შარშან 4, საბედნიეროდ, ყველაგადარჩა, 3 წლის წინ გარდაიცვალა ადამიანი ბაღდათში, ოღონდ მაშინ არ იცოდნენ,რომ ეს ყირიმ კონგო იყო. განსაკუთრებით გავრცელებულია სამცხე-ჯავახეთში.მწყემსებს ემუქრება და მინდორში ვისაც უწევს პირუტყვის გაყვანა. ასეთი ადგილებიუნდა დამუშავდეს პარაზიტების საწინააღმდეგო ხსნარით.

საქართველოში გავრცელებული დაავადებები:

• თურქული http://nfa.gov.ge/uploads/other/4/4659.pdf• ჯილეხი http://nfa.gov.ge/uploads/other/4/4660.pdf• ბრუცელოზი http://nfa.gov.ge/uploads/other/4/4685.pdf• ტუბერკულოზი http://nfa.gov.ge/uploads/other/4/4654.pdf• ყირიმ-კონგოს ჰემორაგული ცხელება http://nfa.gov.ge/uploads/other/4/4655.pdf• ცოფი http://nfa.gov.ge/uploads/other/4/4683.pdf• ნოდულარული დერმატიტი http://nfa.gov.ge/uploads/other/4/4658.pdf• ცხვრისა და თხის ყვავილი http://nfa.gov.ge/uploads/other/4/4657.pdf

აუცილებლად თვალი ადევნეთ კონკრეტულ შემთხვევებს და შეეცადეთმოსახლეობას, რაც შეიძლება ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოთ

პერიოდი: მაისი და ივნისის დასაწყისი არის ტკიპების გააქტიურების სეზონი.ამასთანავე, ამ დროს სხვადასხვა რეგიონში ხდება პირუტყვის საზაფხულოსაძოვრებზე გადაყვანა, სადაც დაავადებების გავრცელების რისკი ძალიან დიდია,პირუტყვის სიმრავლისა და საძოვრების მწირი მენეჯმენტის გამო.

მ ე ს ა ქ ო ნ ლ ე ო ბ ა

15

Page 16: აგრო თემების კატალოგიjrc.ge/wp-content/uploads/2018/12/Agro-Catalogue-GEO-28.09.2018-… · ბაქტერია ბრუცელა აავადებს

ბრუცელოზი

ბრუცელოზი საშიში და გავრცელებული დაავადებაა საქართველოში, როგორცცხოველებში, ასევე ადამიანებში. ბაქტერია ბრუცელა აავადებს საქონელს, თხას,ძაღლებსა და ღორებს. ბრუცელოზის დაავადება იწვევს აბორტებს და ამცირებს რძისრაოდენობას.

სიმპტომები საქონელში: ხშირად ეს დაავადება შეიძლება განვითარდეს გარეგნულისიმპტომების გარეშე. მას ახასიათებს: ქრონიკული სისუსტე, სახსრებისა და კუნთებისტკივილი, მაღალი ტემპერატურა, აბორტი და საშვილოსნოს ყელის ანთება,ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 1-2 კვირა და ზოგჯერ მეტიც.

ინფექციის წყარო:• თერმულად დაუმუშავებელი (არაპასტერიზებული, აუდუღარი) რძით და რძის

პროდუქტების მიღებისას (ყველი, რძე და სხვა) შედარებით უსაფრთხოა სულგუნი,ვინაიდან ის იხარშება, პასტერიზებული რძე და სხვა რძის პროდუქტები რომლებიცთერმულად მუშავდება

• მოგების დროს, საქონლის შიშველი ხელებით მიხმარებისას• საქონლის მოწველის დროს• დაავადებული ცხოველის სადგომის დასუფთავებისას• ძროხის ვაგინალური გამონადენით ან შეწყვეტილი ნაყოფიდან და თუ ადამიანი

ჭრილობით ეხება დაინფიცირებულ პირუტყვს

ადამიანში ბრუცელოზის კლინიკური სიმპტომები: წყვეტილი, "ტალღოვანი" ცხელება,

თავის, სახსრების და კუნთების ტკივილი, შემცივნება, დეპრესია, ღრმა სისუსტე,

წონაში დაკლება, ეპიდიდიმიტი, ღვიძლის დაავადება, ენდოკარდიტი, კოლიტი,

მენინგიტი მამაკაცებში და სპონტანური აბორტი ორსულ ქალებში, ბრუცელოზი

გრძელდება დღეები და თვეები, და საკმაოდ ცუდად აისახება ჯანმრთელობაზე,

თუმცა სიკვდილიანობის დონე ძალიან დაბალია (გარდა ბე მელიტენსისის

ენდოკარდიტისა). ბრუცელოზის მკურნალობა შესაძლებელია, თუმცა სრულიად

განკურნება არა. მამაკაცებში შესაძლოა გამოიწვიოს უშვილობა

თუ საქონელს აქვს ბრუცელოზი, ხორცი შეიძლება გამოიყენოთ საკვებად დუღილის

შემდეგ, ხოლო სუბპროდუქტები (ფილტვი, გული, თირკმელი, თავი და ა.შ) უნდა

იყოს განადგურებული. ხორცი შეიძლება გამოიყენოთ 70 გრადუსზე დუღილისა და

40 გრადუსზე გაყინვის შემდეგ. როდესაც დაცულია შენახვისა და ტემპერატურის

პირობები ხორცი ადამიანისთვის საშიში აღარ არის. რძისგან დამზადებული

პროდუქტები უნდა იყოს აუცილებლად თერმულად დამუშავებული. ბრუცელიოზი

არ იკურნება. დაავადებული ცხოველი უნდა დაიკლას მხოლოდ სასაკლაოზე.

როგორ დავიცვათ თავი ბრუცელიოზისგან:

• ეფექტური გზა დაავადების თავიდან ასაცილებლად არის ვაქცინაცია.

დღესდღეობით ვაქცინაციას უზრუნველყოფს მხოლოდ სახელმწიფო.

• მოგებისას ცხოველი იყოლიეთ სხვა ცხოველებისაგან იზოლირებულად

• დაავადებული ცხოველები ამოცილეთ ნახირს

• იქონიეთ მჭიდრო კონტაქტი ვეტერინართან

მ ე ს ა ქ ო ნ ლ ე ო ბ ა

16

Page 17: აგრო თემების კატალოგიjrc.ge/wp-content/uploads/2018/12/Agro-Catalogue-GEO-28.09.2018-… · ბაქტერია ბრუცელა აავადებს

ჯილეხი (ციმბირის წყლული)

პერიოდი: მაისი და ივნისის დასაწყისი არის ტკიპების გააქტიურების სეზონი.ამასთანავე, ამ დროს სხვადასხვა რეგიონში ხდება პირუტყვის საზაფხულოსაძოვრებზე გადაყვანა, სადაც დაავადებების გავრცელების რისკი ძალიან დიდია,პირუტყვის სიმრავლისა და საძოვრების მწირი მენეჯმენტის გამო.

ვის უნდა მივმართოთ სისხლის ანალიზისთვის. 2014 წელს სურსათის ეროვნულმა

სააგენტომ განახორციელა დიაგნოსტიკური გამოკვლევა სამიზნე სოფლებსა და

რეგიონებში, რომლებიც შეირჩა იმ ინფორმაციის საფუძველზე, სადაც ბრუცელოზის

შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ასევე, ფერმერებს შეუძლიათ განახორციელონ

ლაბორატორიული დიაგნოსტიკური გამოკვლევები, უნდა აიყვანოს ვეტერინარი.

დაახლოებით 9 ლარი უჯდება თითო პირუტყვზე, ზოგჯერ მეტი ან ნაკლები, ეს

დამოკიდებულია ლაბორატორიის სიშორეზე ან ვეტერინარზე.

დაავადება გაზაფხული შემოდგომა

მარტი აპრილი მაისი სექტემბერი ოქტომბერი ნოემბერი

ბრუცელოზი X X X X X X

ჯილეხი (ციმბირის წყლული) ერთ ერთი ყველაზე მძიმე და საშიში დაავადება, ის

განსაკუთრებით აქტიურია წელიწადის თბილ დროს, როდესაც ცხოველს დაავადება

შესაძლოა დაინფიცირებულ საძოვრებზე ძოვების დროს გადაედოს. ჯილეხით

დაავადებული ცხოველი ხშირად რამდენიმე საათში ან დღეში კვდება. ჯილეხის

აღმოჩენის შემთხვევაში არ შეიძლება დაავადებული პირუტყვის ხორცის გაყიდვა.

ლეში უნდა დაიწვას, ბაცილის რეზისტენტულობა იმდენად მაღალია, რომ მინუს 10

გრადუსზე ძლებს 24 დღე, ხოლო გაყინული ხორცი მინუს 15 გრადუსზე 15 დღის

განმავლობაში; ჯილეხის ბაქტერია ნიადაგში 100 წელზე მეტიც კი ცოცხლობს, ასე

რომ სპეციფიკურ ზონებში ბალახიც ინფიცირდება და მსხვილფეხა რქოსანი

პირუტყვიც, რომელიც ჭამს ამ ბალახს. დაუშვებელია ცხოველის დაკვლა. ყველაზე

საშიშია ლეში, რომელშიც დიდი რაოდენობით არის ჯილეხის ბაცილები.

სიმპტომები საქონელში: მაღალი ტემპერატურა (+41 - +42 გრადუსი), სისუსტე,

ინტოქსიკაცია, წყვეტს საკვების მიღებას, წველადობა იკლებს, ამ სიმპტომების

შემდეგ საქონელი 2-3 დღეში კვდება.ვაქცინაცია: უნდა ჩატარდეს წელიწადში ორჯერ, 6 თვეში ერთხელ, გაზაფხულსა დაშემოდგომაზე.

მ ე ს ა ქ ო ნ ლ ე ო ბ ა

17

Page 18: აგრო თემების კატალოგიjrc.ge/wp-content/uploads/2018/12/Agro-Catalogue-GEO-28.09.2018-… · ბაქტერია ბრუცელა აავადებს

დაინფიცირების წყარო პირუტყვისთვის შეიძლება იყოს:• დაავადებული ცხოველილის მოვლით და დაკვლით• დაავადებული გარემოდან წყალი, მიწა• დაავადებული პროდუქტების მიღებთ (ხორცი, რძე, ყველი)

როდესაც საქონელი იღუპება: როდესაც პირუტყვი იღუპება პირველი სიმპტომიაშეშუპება და შემდეგ ცხვირიდან და პირიდან სისხლის დენა. უნდა გაკეთდესლაბორატორიული ტესტი თუ დადასტურდება ჯილეხი, პირუტყვი უნდა დაიწვას,სათანადოდ. დღეის მდგომარეობით ხდება დაავადებული საქონლის დამარხვაორმოში რომელიც ჩაბედონებულია და ზემოდანაც დაბეტონებულია უნდა დაიდგასნიშანი იმისა რომ არის ჯილეხიანი საქონლის საფლავი. ტერიტორია, სადაცპირუტყვი დაეცა, უნდა დამუშავდეს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით. ამკონკრეტულ ტერიტორიაზე უნდა დაიდგას ნიშანი, რომ ადგილი საშიშიასაძოვრებისთვის და თივის მისაღებად.ადამიანებში ჯილეხის სიმპტომები: ადამიანებს შორის ჯილეხი ყველაზე კარგადგამოვლინდება კანზე (ეს არის ადვილი შემთხვევა), წყლულები ჩნდება კანზე. ასევენაწლავური ფორმით, კუჭ-ნაწლავის ინფექცია ყველაზე ხშირად გამოწვეულიაჯილეხით ინფიცირებული ხორცის მიღებით და ახასიათებს სერიოზულისირთულეები, სისხლის ღებინება, მწვავე დიარეა, ნაწლავის ტრაქტის მწვავე ანთებადა მადის დაკარგვა. მას შემდეგ, რაც ბაქტერიები იჭრება ნაწლავურ სისტემაში, იგივრცელდება სისხლის მეშვეობით მთელ სხეულში, იწყება სისხლის მოწამლვა.ინფექცია შეიძლება განიკურნოს, მაგრამ სიკვდილიანობის მაჩვენებელი არის 25% -დან 60% -მდე, დამოკიდებულია, რამდენად დროულად ტარდება მკურნალობა.ვაქცინაციის ცხრილი ჯილეხის პრევენციისათვის:ჯილეხისგან თავდაცვის ერთადერთი საშუალებაა ცხოველის ვაქცინაცია.ვაქცინაციას უზრუნველყოფს სახელმწიფო. მიმართეთ ვეტერინარს. ცხოველისდაცემის ანუ დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთვეტერინარს

პერიოდი: გაზაფხულიდან, როცა დაავადებების გავრცელების რისკი ყველაზე მაღალია

მ ე ს ა ქ ო ნ ლ ე ო ბ ა

თურქული მიეკუთვნება საშიშ დაავადებათა რიგს.

სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა (41-42 გრადუსი), სისუსტე, კვების შეწყვეტა,

წველადობის შემცირება, გამონაყარი პირის ღრუში, დაავადება ჩლიქების და

ცურის.

სიმპტომები ადამიანებში: ცხელება, გულისრევა, ღებინება, დაღლილობის

შეგრძნება, დისკომფორტი, მადის დაკარგვა, გაღიზიანება ახალშობილებში. კანის

დაზიანებები გამონაყარის სახით განვითარებული, ლურჯი ლაქები და მუწუკები,

ბუშტუკები ხელზე, ფეხის ძირებსა და ზოგჯერ ტუჩებზეც.

ვაქცინაცია: უნდა ჩატარდეს წელიწადში ორჯერ, ადრეულ გაზაფხულსა და

შემოდგომაზე. ვაქცინაციას ხბოებს უნდა უტარებდეს ვეტერინარი სამი თვიდან.

სახელმწიფო ატარებს ეროვნულ ვაქცინაციასაც და ფარავს ყველა რეგიონსა და

სამიზნე სოფელს.

თურქული

18

Page 19: აგრო თემების კატალოგიjrc.ge/wp-content/uploads/2018/12/Agro-Catalogue-GEO-28.09.2018-… · ბაქტერია ბრუცელა აავადებს

პერიოდი: გაზაფხულიდან, როცა დაავადებების გავრცელების რისკი ყველაზე მაღალია

პირუტყვის ლეში უნდა დაიწვას სათანადოდ ღრმა ორმოში. ტერიტორია, სადაც

პირუტყვი დაეცა, ხსნარებით უნდა დამუშავდეს.

ინფექციის წყარო პირუტყვისთვის შესაძლებელია იყოს: ვირუსული დაინფიცირება.

ადამიანისთვის: საქონელთან კონტაქტის შედეგად: სისხლი, ლორწო, უმი რძე,

დაკვლისა ან ხორცის დამუშავების პროცესი.

არ შეიძლება დაავადებული ხორცის გაყიდვა!

მასტიტი არის დაავადება, რომელიც აზიანებს სარძევე ჯირკვლებს;

სიმპტომები: ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, ტემპერატურის

მომატება, გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან, სარძევე ჯირკვლების კანის

გაწითლება. ცურის ანთება იწყება ცურის დაზიანებით, მოუვლელობით და

შესაბამისი ჰიგიენური ნორმების დაუცველობით გამო დაზიანდეს, გართულებული

მასტიტმაა შეიძლება ზიანი ადამიანის , ამასთან შეამციროს რძის შემოსავალი.

მასტიტს სჭირდება მკურნალობა ვეტერინარის მეთვალყურეობით. მასტიტი

შესაძლოა ფარულადაც მიმდინარეობდეს ამიტომ აუცილებელია პიგიენური

ნორმების დაცვა ცხოველის სადგომში და წველის დროს, ასევე საეჭვო სიმპტომების

გამოვლენისას ვეტერინართან დროული კონსულტაცია რომ დაესვას სწორი

დიაგნოზი და განახორციელოს ფარმაკოლოგიური მკურნალობა. თვითმკურნალობა

აკრძალულია. ამან შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები!

მასტიტის შემთხვევაში, რძის რაოდენობა და ხარისხი მცირდება. ინფიცირებული

ძროხის რძემ შეიძლება გააფუჭოს ნახევარი ტონა რძის გადამუშავება.

პრევენცია: წველადობის დაწყებამდე უზრუნველყავით ცურის ჩაყოფა, მაგალითად

იოდის ხსნარში. კარგად შეაშვრეთ ცური მოწველამდე. მოწველის შემდეგ ისევ

გაიწმინდოს და დამუშავდეს იოდის ხსნარით, რათა არ მოხდეს ცურის

დაინფიცირება ჰაერის ბაქტერიებით. დამუშავდეს ძროხის საწოლი ადგილი,

ვინაიდან მოწველის შემდეგ 15 წუთის განმავლობაში ცურის სადინრები ღიაა და

შეიძლება დაინფიცირდეს, საწოლი უნდა იყოს მშრალი და სუფთა.

მასტიტი

მ ე ს ა ქ ო ნ ლ ე ო ბ ა

პერიოდი: გაზაფხულიდან, როცა დაავადებების გავრცელების რისკი ყველაზე მაღალია

19

Page 20: აგრო თემების კატალოგიjrc.ge/wp-content/uploads/2018/12/Agro-Catalogue-GEO-28.09.2018-… · ბაქტერია ბრუცელა აავადებს

ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამა გულისხმობს მსხვილფეხა დაწვრილფეხა საქონლისათვის საყურე ნიშნების დამაგრებას და ერთიანი მონაცემთაბაზის შექმნას, რომელშიც ფერმერებსა და ვეტერინარებს უმოკლედ დროშიშეეძლებლად ცხოველის შესახებ საჭირო ინფორმაციის მოძიება (ცხოველის ჯიშის,ჯანმრთელობის მდგომარეობის, გადატანილი დაავადებების და მეპატრონის

შესახებ)მონაცემთა ბაზა დაეხმარება სურსათის ეროვნულ სააგენტოს ეფექტურად დაგეგმონსაქონლის პრენეციული ვაქცინაცია, მიკვლევადობის პროცესის გაკონტროლებაში,ვეტერინარული და ჯანმრთელობის მონიტორინგი.ფერმერს შეეძლება მიიღოს სურსათის ეროვნული სააგენტოდან ინფორმაცია მისსაკუთრებაში არსებული ცხოველების ჯანმრთელობის და ჩატარებულივეტერინარული ღონისძიებების შესახებ.

იდენტიფიკაცია -რეგისტრაციის პროგრამის ეფექტურად მუშაობის მიზნითსურსათის ეროვნულმა სააგენტო შეიმუშავა დადგენილება.

2018 წლის 1 იანვრიდან შევიდა დადგენილება ძალაში რომელის მიხედვითაც.სასაკლაოს ეკრძალება საქონელის დაკვლა რომელსაც არ არის რეგისტრირებულ/იდენტიფიცირებული ანუ არ აქვს საყურე ნიშანი. ფერმერმა /შუამავალმა/სასაკლაომვინც ახდენს ასეთი ტიპის საქონლის დაკვლას უნდა მიმართოს სურსათის ეროვნულსააგენტოს მოახდინოს საქონლის იდენტიფიცირება/რეგისტრაცია და მას შემდეგუნდა მოხდეს მისი დაკვლა.

სასაკლაოს აქვს წვდომას იდენტიფიკაცია/რეგისტრაციის ბაზასთან და ევალებამოახდინოს დაკლული საქონლის საყურე ნიშნების ჩამოწერა ანუ ბაზაში უნდაგაკეთდეს ჩანაწერი როცა ხდება საქონლის დაკვლა.

2019 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის დადგენილება რომლის მიხედვითაც რძისცამბარაბელ პუნქტს ეკრძალება რძის ჩაბარება იმ ცხოველისგან რომელიც არ არისიდენტიფიცირებულ/რეგისტრირებული ანუ არ აქვს საყურე ნიშანი.

ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ

მ ე ს ა ქ ო ნ ლ ე ო ბ ა

20

Page 21: აგრო თემების კატალოგიjrc.ge/wp-content/uploads/2018/12/Agro-Catalogue-GEO-28.09.2018-… · ბაქტერია ბრუცელა აავადებს

ცხვრის კრეჭვის პრაქტიკა

საქართველოში გავრცელებული ცხვრის ჯიში თუშურია, რომელიც აღმოსავლეთსაქართველოშია გამოყვანილი. თუშური ცხვარი კომპაქტურია, იტანს დიდ ველზეგადარეკვას, კარგად იკვებება მეჩხერ საძოვრებზე, აქვს მაღალი ხარისხის ხორცი დათეთრი, სუფთა (თუშეთში მატყლი შედარებით სუფთაა ვიდრე ქვემო ქართლისრეგიონში არსებული ცხვრის მატყლი) და ელასტიური მბზინავი მატყლი. ცხვარიწელიწადში ორჯერ იპარსება (ზოგიერთი ცხვარი ერთხელ, თუ ცხვარი ჯანდაკია ,სუსტია და ალბათობა არსებობს იმისა რომ მომთაბარეობის დროს დაავადდესგაზაფხულზე არ კეჭენ და კრეჭენ ერთხელ ზაფხულის ბოლოს), ცხვარს ძირითადადკრეჭენ გაზაფხულის დასაწყისში და ზაფხულის ბოლოს. ძირითადი პრობლემა ამმიმართულებით მატყლის დახარისხებაა, რაც აუცილებელი პირობაა მატყლისგასაყიდად. პრობლემა კი ის არის, რომ ცხვრის მუცლის მხარეს მატყლი არ არისღირებული, აუცილებელია საზურგეებისა და ცხვრის ტანის სხვა ნაწილებიდანაღებული მატყლის ცალ-ცალკე დახარისხება, რაც კიდევ უფრო გაზრდის ფასს დამატყლის მწარმოებელ კომპანიას ნაკლებ პრობლემებსა და ხარჯს შეუქმნის. ასევე,საკმაოდ მაღალია დანაკარგი, ვინაიდან მპარსველები არ იცავენ ცხვრის კრეჭვისწესებსა და პირობებს.

პერიოდი: გაზაფხულის დასაწყისი - ზაფხულის ბოლო

მ ე ც ხ ვ ა რ ე ო ბ ა

21

Page 22: აგრო თემების კატალოგიjrc.ge/wp-content/uploads/2018/12/Agro-Catalogue-GEO-28.09.2018-… · ბაქტერია ბრუცელა აავადებს

გადასარეკი ტრასა და მისი მნიშვნელობა მეცხოველეობის სექტორში

ამჟამად, საქართველოში 800 000-დან 1 000 000-მდე სული ცხვარია. ცნობილია, რომ

ცხვრის მთლიანი რაოდენობის 44% კახეთზე მოდის, ხოლო 21% – ქვემო ქართლზე.

ამ ორი რეგიონის ზაფხულისა და ზამთრის საძოვრებს შორის ხორციელდება ცხვრის

მიგრაცია. მომთაბარე საძოვრული სისტემა საქართველოში კარგად არის

განვითარებული, რაც საშუალებას იძლევა თითქმის მთელი წლის განმავლობაში

ცხვრის გამოსაკვებად ბუნებრივი საძოვრები იქნას გამოყენებული.

ქართველი მეცხვარეები მომთაბარე ცხოვრების წესს ეწევიან. ისინი საკუთარ

ფარასთან ერთად, რომელიც, როგორც წესი, 700–2000 სული ცხვრისგან შედგება,

ასობით კილომეტრს გადიან, როცა კახეთის ზამთრის საძოვრებიდან სამცხე–

ჯავახეთის, ქვემო ქართლის, მცხეთა–მთიანეთის და კახეთის მაღალმთიან

საძოვრებზე გადაადგილდებიან. გზას, რომელსაც ისინი გადიან, პირუტყვის

გადასარეკი ტრასა ჰქვია, რომელიც 250-350 კილომეტრს მოიცავს.

საქართველოში გადასარეკი ტრასის არსებობას ცხვრის სექტორის განვითარებისთვისსასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგან მიწის, საძოვრების რესურსებიდანგამომდინარე მხოლოდ მომთაბარე სისტემის პირობებში აქვს ქვეყანას მეცხვარეობისშენარჩუნებისა და განვითარების პოტენციალი. კომუნისტების პერიოდში აღნიშნულტრასას ყურადღება ექცეოდა და საწყურებელი, დასასვენებელი ადგილები კარგმდგომარეობაში იყო შენარჩუნებული. სამწუხაროა, რომ დღეისათვის პირუტყვისგადასარეკი ტრასის ძირითადი ნაწილი მოშლილია, წყლის პუნქტები დადასასვენებელი მოედნები თითქმის აღარ არსებობს.

ასევე, შეგიძლიათ იხილოთ დოკუმენტური ფილმი გადასარეკი ტრასის შესახებ,სახელად „გზა“ (https://www.youtube.com/watch?v=VkjDK7ri6Vo) რომელიც ასახავსმეცხვარეების ყოველდღიურ ცხოვრებას მომთაბარეობის დროს, რაც უფრო ნათელსურათს შეგიქმნით ამ ტრადიციაზე.

მეცხვარე და მისი ფარა წელიწადში ორჯერ გადიან ამ გადასარეკ ტრასას:

ერთხელ აპრილიდან ივნისამდე პერიოდში, ხოლო მეორედ – სექტემბრიდან

ნოემბრის ჩათვლით.

მ ე ც ხ ვ ა რ ე ო ბ ა

22

Page 23: აგრო თემების კატალოგიjrc.ge/wp-content/uploads/2018/12/Agro-Catalogue-GEO-28.09.2018-… · ბაქტერია ბრუცელა აავადებს

რა არის და რა მნიშვნელობა აქვს ბიოუსაფრთხოების პუნქტს?

გადასარეკ ტრასაზე წლის განმავლობაში დაახლოებით 1 000 000 სული პირუტყვი

გადაადგილდება, რაც გადარეკვის პერიოდში დაავადებების გავრცელების დიდ

საფრთხეს ქმნის. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ტრასაზე მოძრავი ცხოველი

დაავადებებზე სათანადოდ იყოს დამუშავებული. განსაკუთრებით გავრცელებულია

ტკიპების გავრცელება, რის შედეგაც მცირდება მეცხოველეობის პროდუქციის

წარმოების მოცულობა, კლებულობს პროდუქტიულობის მაჩვენებლები, უარესდება

წარმოებული პროდუქციის ხარისხი.

ზემოთაღნიშნული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად უნდა მოხდეს

პერიოდულად (წელიწადში ორჯერ) პირუტყვის დამუშავება სპეციალური

ქიმიკატებით - ინსექტოაკარიციდებით, რაც დაიცავს მათ ტკიპებისა და სხვა გარე

პარაზიტებისგან. ამ პროცედურების ორგანიზებულად ჩატარებისთვის

საქართველოში 2016 წლიდან გადასარეკ ტრასაზე ფუნქციონირებს ევროპული

სტანდარტის ბიოუსაფრთხოების პუნქტები1: თელავის, დედოფლისწყაროს,

სიღნაღის, მარნეულის, რუსთავის მუნიციპალიტეტებში, სადაც სპეციალურ ცხვრის

აბაზანებში ხდება ცხვრის გაბანება, ხოლო საშხაპეებში მუშავდება მსხვილფეხა

პირუტყვი.

დღეისათვის გარდა ბიოუსაფრთხოების პუნქტებისა პირუტყვის დამუშავებასფერმერების გარკვეული ნაწილი კერძო გასაბანებლებზე განაგრძობს, რაცგარკვეული პრობლემების გამომწვევია. ხშირია შემთხვევები, როდესაც მათ მიერქიმიკატების თვითნებურად შერჩევისას გამოიყენება ტოქსიკური ნივთიერებები,რომლებიც ევროპის უმეტეს ქვეყნებში აკრძალულია, არ ხდება სხნარისკონცენტრაციის კონტროლი და ასევე ნარჩენი სითხე პირდაპირ ნიადაგში იღვრება,რაც გარემოზე შეუქცევად მძიმე შედეგს ახდენს.

მეცხვარე და მისი ფარა წელიწადში ორჯერ გადიან ამ გადასარეკ ტრასას:

ერთხელ აპრილიდან ივნისამდე პერიოდში, ხოლო მეორედ – სექტემბრიდან

ნოემბრის ჩათვლით.

მ ე ც ხ ვ ა რ ე ო ბ ა

1 http://nfa.gov.ge/uploads/photo/main/5/5220.jpg

23

Page 24: აგრო თემების კატალოგიjrc.ge/wp-content/uploads/2018/12/Agro-Catalogue-GEO-28.09.2018-… · ბაქტერია ბრუცელა აავადებს

ქართული მატყლის ექსპორტი ევროკავშირში

ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში: მატყლის ქართული კომპანია, რომელმაც პირველად საქართველოს ისტორიაში, ქართული მატყლი დიდ ბრიტანეთში ექსპორტზე გაიტანა.

• რა ეტაპები გაიარა საწარმომ ევროკავშირში პროდუქციის გატანამდე?• რა მოთხოვნებია დიდი ბრიტანეთის ბაზარზე?• როგორი მატყლი ბარდება საწარმოში? რას უნდა აკმაყოფილებდეს პროდუქტი?• რა პრობლემების წინაშე დგას საწარმო?• რამდენად გაიზარდა/შემცირდა მოთხოვნა?• რატომ არის ქართული მატყლი სინტერესო უცხო ბაზრისათვის?

• რამდენ ქვეყანაში ხორციელდება მატყლის ექსპორტი? რა რაოდენობით?• როგორ გაიზარდა ექსპორტი? • როგორ ანაცვლებს ინდოეთის ბაზარი თურქეთისას, რომელიც 5 თეთრით მეტს

იხდის და უკეთესი გადახდის პირობები აქვს

მატყლის ექსპორტი სხვა ქვეყნებში

პერიოდი: გაზაფხულის ბოლო - სექტემბრის დასაწყისი

მ ე ც ხ ვ ა რ ე ო ბ ა

24

Page 25: აგრო თემების კატალოგიjrc.ge/wp-content/uploads/2018/12/Agro-Catalogue-GEO-28.09.2018-… · ბაქტერია ბრუცელა აავადებს

მეფუტკრეობაში ანტიბიოტიკების გამოყენება

მ ე ფ უ ტ კ რ ე ო ბ ა

მეფუტკრეობაში აქტიურად მიმართავენ ანტიბიოტიკების გამოყენებასგავრცელებული დაავადებების პრევენციის მიზნით. ანტიბიოტიკები ეფექტურადმოქმედებს ფუტკრის დაავადებების რისკის შემცირებაზე, თუმცა მისი შემცველობისთაფლის მიღება უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანზე, ვინაიდან ამცირებსადამიანის ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობას. საქართველობის მთავრობის#22 დადგენილების1 მიხედვით, თაფლი არ უნდა შეიცავდეს აკრძალულნივთიერებებს. სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველ წელს ატარებსმონიტორინგის გეგმას, ანუ რეგისტრირებული ბიზნეს ოპერატორებისგან,შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იღებს თაფლის ნიმუშებს და ამოწმებსლაბორატორიაში. ძირითადად, თაფლი მოწმდება შემდეგი 4 ტიპის ანტიბიოტიკისშემცველობაზე: ქლორამფენიკოლი, ნიტრომიდაზოლები, ნიტროფურანები დასულფონომიდები. მთავარი პრობლემა ამ მიმართებით არის ის, რომ ანტიბიოტიკისმეფუტკრეობაში გამოყენება რეგულაციებით არ იკრძალება, თუმცა კანონი კრძალავსთაფლში ანტიბიოტიკის ნარჩების არსებობას, რაც ართულებს რეგულირებისპროცესს, რასაც ემატება ისიც, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია სკებისპასპორტიზაციის/რეგისტრაციის სისტემა.სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველ წელს აკეთებს გეგმიურ თაფლის ანალიზს,როცა თაფლის ნიმუშები იგზავნება შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში.სადაც აღმოჩნდა, რომ თაფლის 104 ნიმუშების 56% დაბინძურებული იყოანტიბიოტიკებით, აქედან 51% იყო ნიტრომიდაზოლები. არის რამდენიმედაბინძურების წყარო, თუმცა ზუსტი მიზეზი ჯერ არ არის დადგენილი.

პერიოდი: ადრე გაზაფხულზე, როცა უკვე დათბება და მეფუტკრე იწყებს სკასთან მუშაობას

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები 2017 წელს დაიწყო და

აქტიურად მიმდინარეობს წელსაც. მის წინააღმდეგ სინთეზური პირეტროიდებისა

და ნეონიკოტინოიდების ჯგუფის ინსექტიციდების გამოყენება ხდება.

2017-2018 წელს სურსათის ეროვნული სააგენტო იყენებს ბიფენტრინისა და

დელტამეტინის შემცველი პრეპარატებს, ესენია: ზონდერი, ინსაკარი, დეცისი და

თეიქოფი. ისინი მიეკუთვნებიან საშიშროების II კლასს ადამიანის მიმართ და

ტოქსიკურია ფუტკრისთვის.

აზიური ფაროსანასთან დაკავშირებული აქტივობები და მეფუტკრეობა: არსებული საფრთხეები და რა უნდა იცოდეს მეფუტკრემ?

1 http://extwprlegs1.fao.org/docs/pdf/geo166690.pdf

25

Page 26: აგრო თემების კატალოგიjrc.ge/wp-content/uploads/2018/12/Agro-Catalogue-GEO-28.09.2018-… · ბაქტერია ბრუცელა აავადებს

პერიოდი: გაზაფხულის ბოლო

ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციას უწევს რომ მოსახლეობამ გამოიყენონპირეტროიდული ჯგუფის ბიფენტრინის შემცველი პრეპარატები, რომელიცმეიკუთვნება საშიშროების II კლასს ადამიანის მიმართ და ასევე ტოქსიკურიაფუტკრისთვის. მეფუტკრეებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომბიფენტრინი ტოქსიკურია ფუტკრისათვის. ქიმიური წამლობა უნდა ჩატარდესდილის ან საღამოს საათებში სამუშაოების ჩატარების ქარის სიჩქარე უნდააღემატებოდეს 1-2 მ/წაში. დაუშვებელია პრეპარატის შესხურება ფუტკრის სკებისმიმდებარედ, ჰაერის ტემპერატურა არ უნდა იყოს 15-ზე მაღალი, დამცავი ზონაარანაკლებ 4-5 კმ, ფუტკრების ფრენის შეზღუდვა-96-120 საათი.

რას ნიშნავს თაფლის ფალსიფიკაცია?

უმეტესწილად, თაფლის ფალსიფიკაციას ეძახიან, მეფუტკრეების მიერ შაქრისსიროფის გამოყენებას (ინვენსირებული შაქრის თაფლად გასაღება, ან მისი თაფლშიშერევა). ხშირ შემთხვევაში, ასეთი თაფლის ღირებულება საბაზრო ფასზე შედარებითნაკლებია. თაფლის ფალსიფიცირება მარტივი პროცესია, თუმცა ამისიდენტიფიცირება გაცილებით რთულია, რაც მხოლოდ ლაბორატორიულიანალიზით დგინდება.გასათვალისწინებულია, რომ ამ თემაზე ხშირად გაზვიადებულად საუბრობენ,თაფლის მიმართ საზოგადოებაში არსებული უარყოფითი მოსაზრებების გამო, რაცნეგატიურად აისახება ნატურალური თაფლის მწარმოებლებზე. მომხმარებლისუმრავლესობის მიერ თაფლის ყიდვა ეფუძნება უფრო ნდობის ფაქტორს, ვიდრებრენდირებულ პროდუქციას, ვინაიდან ბევრი მომხმარებელი მიიჩნევს, რომბრენდირებული თაფლი ფალსიფიცირებულია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.მაგალითად, ქართული კომპანიების უმრავლესობა სწორედ ადგილობრივიმეფუტკრეებისგან იბარებს თაფლს და შემდგომ ახდენს მის შერევასა და დაფასოებას.ასევე, მითია ის, რომ თაფლი რომელიც დაშაქრებულია არის ფალსიფიცირებული,ვინაიდან სხვადასხვა ტიპის თაფლი სხვადასხვანაირად შაქრდება(კრისტალირდება), მაგალითად ყვავილის (მაისის) თაფლი უფრო ადრეკრისტალირდება მასში ფრუქტოზისა და გლუკოზის მაღალი შემცველობის გამო,რასაც არანაირი კავშირი არა აქვს თაფლის ნატურალურობასა დაფალსიფიცირებასთან. ამიტომაც, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ძალიანმნიშვნელოვანია მომხმარებლამდე სწორი და სანდო ინფორმაციის მიწოდება.

პერიოდი: მთელი წლის მანძილზე, განსაკუთრებით თაფლის შეგროვების დროს

მ ე ფ უ ტ კ რ ე ო ბ ა

26

Page 27: აგრო თემების კატალოგიjrc.ge/wp-content/uploads/2018/12/Agro-Catalogue-GEO-28.09.2018-… · ბაქტერია ბრუცელა აავადებს

რას ნიშნავს თაფლის ლაბორატორიული ანალიზი?

თაფლის ლაბორატორიული ანალიზი ორი სახისაა: ხარისხობრივი და უვნელობისპარამეტრების ანალიზი. ხარისხობრივი ანალიზი ადგენს, თუ რამდენად არისთაფლი ნამდვილად თაფლი, ასევე, ზომავს სინესტეს, გლუკოზას, ფრუქტოზისა დასაქაროზის შემცველობას. ეს ანალიზი პირდაპირ ადგენს ხარისხს და თაფლისსახეობას. ამ ანალიზის ჩატარება რეკომენდირებულია თაფლის დამფასოებელისაწარმოსთვის თაფლის ჩაბარებისას.უვნებლობის ანალიზი ამოწმებს ანტიბიოტიკების, პესტიციდების, მძიმემეტალებისა და სხვა დამაბინძურებელი ნივთიერებების შემცველობას, რომელიცადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნებელია.ადგილობრივად, საქართველოში შესაძლებელია მხოლოდ ხარისხობრივი ანალიზისჩატარება (მაგალითად, სოფლის მეურნეობის ლაბორატორია, „მულტიტესტი“, სხვა),რაც შეეხება უვნებლობის ანალიზის ჩატარების პროცედურები დანერგვისპროცესშია სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში, თუმცა მისი გავლითშესაძლებელია ანალიზის ჩატარება ლატვიის ლაბორატორიაში რომელიც არისსოფლის მერურნეობის ლაბორატორიის კონტრაქტორი ლაბორატორია. ეს ორივეანალიზი თაფლის ექსპორტისათვის აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს.

თაფლის ექსპორტზე ბევრი საუბრობს, თუმცა ამჟამად, საქართველოდან თაფლის

ექსპორტი ოფიციალურად არცერთ ქვეყანაში არ ხორციელდება, რასაც რამდენიმე

მიზეზი აქვს. პირველ რიგში, საერთაშორისო ბაზარზე ქართული თაფლის

ცნობადობა დაბალია, ასევე, საერთაშორისო ბაზარი გაჯერებულია ჩინური და სხვა

ინდუსტრიული თაფლით, რომლის ფასი გაცილებით დაბალია (2 ევროდან), ვიდრე

ქართული თაფლის ფასი ადგილობრივ ბაზარზე.

თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი რომ ევროკავშირმა საქართველო მესამე

ქვეყნების სიაში შეიყვანა, რაც ნიშნავს, რომ ქართულ თაფლს ევროკავშირის ბაზარზე

ხელმისაწვდომობა გასხნილი აქვს. თუმცა მანამდე რამდენიმე ეტაპის გავლაა

აუცილებელი.

თაფლის ექსპორტი

გაზაფხულზე, როცა ხდება შეწამლვა და ფუტკრის გამოკვება

მ ე ფ უ ტ კ რ ე ო ბ ა

27

Page 28: აგრო თემების კატალოგიjrc.ge/wp-content/uploads/2018/12/Agro-Catalogue-GEO-28.09.2018-… · ბაქტერია ბრუცელა აავადებს

აუცილებელია, თაფლის ექსპორტიორი რეგისტრირებული იყოს ბიზნეს

ოპერატორად. ექსპორტის შემთხვევაში, თაფლის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს,

როგორც ადგილობრივი, ასევე მიმღები ქვეყნის მოთხოვნებს.

• როგორი თაფლი უნდა ჩაბარდეს თაფლის საწარმოში? რას მოთხოვნებს უნდა

აკმაყოფილებდეს?

• რა ეტაპები უნდა გაიაროს საწარმომ თაფლის ექსპორტამდე?

• რა როლის აქვს სურსათის ეროვნულ სააგენტოს?

აქვს თუ არა ურბანულ მეფუტკრეობას მომავალი საქართველოში?

ამჟამად, მსოფლიოში ძალიან პოპულარულია ურბანული მეფუტკრეობა.საქართველოში ამის პრაქტიკა პირველად სასტუმრო ჰილტონმა ბათუმშიგანახორციელა. უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ:http://alcp.ge/index.php?cat=3&news=24

პერიოდი: თაფლის შეგროვება ძირითადად ხდება გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის ბოლოს, აგვისტოში.

პერიოდი: გაზაფხული - შემოდგომა

მ ე ფ უ ტ კ რ ე ო ბ ა

28

Page 29: აგრო თემების კატალოგიjrc.ge/wp-content/uploads/2018/12/Agro-Catalogue-GEO-28.09.2018-… · ბაქტერია ბრუცელა აავადებს

29

Page 30: აგრო თემების კატალოგიjrc.ge/wp-content/uploads/2018/12/Agro-Catalogue-GEO-28.09.2018-… · ბაქტერია ბრუცელა აავადებს

30