დანართი 4. მწვანე ქალაქების...

37
OFFICIAL USE OFFICIAL USE დანართი 4. მწვანე ქალაქების მექანიზმის გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის სისტემა (ESMS) ტერმინოლოგიის ლექსიკონი BAT საუკეთესო არსებულიმეთოდოლოგია CITES შეთანხმება „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ CSO სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია EBRD ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი EC გადაჭარბებით შესრულება EC ევროპის კომისია EEC ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა EU ევროპის კავშირი ESAP გარემოსდაცვითი და სოციალური სამოქმედო გეგმა ESCO ენერგომომსახურების კომპანია ESD გარემოსდაცვითი და მდგრადობის დეპარტამენტი ESDD გარემოსდაცვითი და სოციალური ტექნიკური კვლევა ESIA გარემოსდაცვითი და სოციალური შედეგის შეფასება ESMFS გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის ჩარჩო და სისტემა ESMF გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის ჩარჩო ESMP გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმა ESMS გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის სისტემა ESP გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკა ESSF გარემოსდაცვითი და სოციალური მდგრადობის ჩარჩო EU ევროპის კავშირი E2C2 ენერგო ეფექტურობა და კლიმატის ცვლილება E&S გარემოსდაცვითი და სოციალური FC სრულად შესაბამისი FI ფინანსური შუამავალი FYR ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა GCAP მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა GCF მწვანე კლიმატის ფონდი GDP მთლიანიშიდაპროდუქტი GIP მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკა IFI საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი IFC საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IMO საერთაშორისოსაზღვაოორგანიზაცია km კილომეტრი KPI შესრულების მთავარი ინდიკატორები LRP საარსებო საშუალების აღდგენის გეგმა MARPOL საერთაშორისოკონვენცია: „გემებიდან დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ“ MN მატერიალური შეუსრულებლობა MOU ურთიერთგაგების მემორანდუმი NA არარელევანტური

Upload: others

Post on 24-Aug-2020

4 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: დანართი 4. მწვანე ქალაქების მექანიზმის გარემოსდაცვითი და ... · official use official

OFFICIAL USE

OFFICIAL USE

დანართი 4. მწვანე ქალაქების მექანიზმის გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის

სისტემა (ESMS)

ტერმინოლოგიის ლექსიკონი

BAT საუკეთესო არსებულიმეთოდოლოგია

CITES შეთანხმება „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის

სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“

CSO სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია

EBRD ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი

EC გადაჭარბებით შესრულება

EC ევროპის კომისია

EEC ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა

EU ევროპის კავშირი

ESAP გარემოსდაცვითი და სოციალური სამოქმედო გეგმა

ESCO ენერგომომსახურების კომპანია

ESD გარემოსდაცვითი და მდგრადობის დეპარტამენტი

ESDD გარემოსდაცვითი და სოციალური ტექნიკური კვლევა

ESIA გარემოსდაცვითი და სოციალური შედეგის შეფასება

ESMFS გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის ჩარჩო და სისტემა

ESMF გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის ჩარჩო

ESMP გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმა

ESMS გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის სისტემა

ESP გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკა

ESSF გარემოსდაცვითი და სოციალური მდგრადობის ჩარჩო

EU ევროპის კავშირი

E2C2 ენერგო ეფექტურობა და კლიმატის ცვლილება

E&S გარემოსდაცვითი და სოციალური

FC სრულად შესაბამისი

FI ფინანსური შუამავალი

FYR ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა

GCAP მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა

GCF მწვანე კლიმატის ფონდი

GDP მთლიანიშიდაპროდუქტი

GIP მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკა

IFI საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი

IFC საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია

IMO საერთაშორისოსაზღვაოორგანიზაცია

km კილომეტრი

KPI შესრულების მთავარი ინდიკატორები

LRP საარსებო საშუალების აღდგენის გეგმა

MARPOL საერთაშორისოკონვენცია: „გემებიდან დაბინძურების თავიდან აცილების

შესახებ“

MN მატერიალური შეუსრულებლობა

MOU ურთიერთგაგების მემორანდუმი

NA არარელევანტური

Page 2: დანართი 4. მწვანე ქალაქების მექანიზმის გარემოსდაცვითი და ... · official use official

OFFICIAL USE

OFFICIAL USE

NB იხილეთ (ნოტაბენე)

NOP მოსაზრება არ არის ხელმისაწვდომი

PC ნაწილობრივი შესრულება

PCB პოლიქლორირებული ბიფენილები

PCM პროექტის გასაჩივრების მექანიზმი

PM მყარი ნაწილაკები

ODS ოზონის დამშლელი ნივთიერებები

OECD ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია

RAP განსახლების სამოქმედო გეგმა

RPF განსახლების პოლიტიკის ჩარჩო

PSD პროექტის მოკლე ანოტაცია

SEP დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის პროგრამა

SOLAS საერთაშორისო შეთანხმება „ზღვაზე სიცოცხლის გადარჩენის შესახებ“

tCO2eq ერთი ტონა CO2-ის ექვივალენტი

ToR კომპეტენციის სფერო

Page 3: დანართი 4. მწვანე ქალაქების მექანიზმის გარემოსდაცვითი და ... · official use official

OFFICIAL USE

OFFICIAL USE

გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის სისტემის (ESMS) მოკლე შეჯამება

EBRD-მ შეიმუშავა მრავალმხრივი გარემოსდაცვითი და სოციალური მდგრადობის ჩარჩო

(ESSF), რომელიც შედგება გარემოს დაცვისა და სოციალური სამოქმედო პოლიტიკისა

(ESP) და გარემოს დაცვისა და სოციალური სამოქმედო მოთხოვნების ჯგუფისაგან. ESSF

შეთანხმებულია სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, როგორებიცაა IFC და

ეკვატორის ბანკები. EBRD ასევე იცავს გარემოს დაცვისა და სოციალურ პროცედურებს,

რომელიც განსაზღვრავს პროცესს, რომლის საშუალებითაც ბანკის თანამშრომლები

მართავენ და აკვირდებიან პროექტებს, ESP-ს ფარგლებში.

EBRD-ის ESSF-ის მიხედვით, ყველა პროექტი გაივლის გარემოს დაცვით და სოციალურ

შეფასებას იმისათვის, რომ დაეხმაროს EBRD-ს, გადაწყვიტოს, დაფინანსდეს თუ არა

პროექტი, და დაფინანსების შემთხვევაში გადაწყვიტოს გზა, რომლითაც სოციალური და

გარემოსდაცვითი საკითხები უნდა გადაიჭრას მის დაგეგმვაში, განხორციელებასა და

ფუნქციონირებაში. შეფასების პროცესი ასევე გამოავლენს დამატებით გარემოსდაცვით

და სოციალურ სარგებელს. გარემოსდაცვითი და სოციალური შეფასებისა და

მონიტორინგის პროცესების საშუალებით, პროექტები დაიგეგმება, განხორციელდება და

იმუშავებს მოქმედი მარეგულირებელი მოთხოვნების და მოწინავე საერთაშორისო

პრაქტიკის შესაბამისად.

EBRD-ს აქვს სოციალური შეფასებების ჩატარების გამოცდილება. ისეთი ინსტრუმენტების

გამოყენებით, როგორებიცაა გამოკითხვა და ფოკუს ჯგუფები, შესაძლებელია

აქტივობების გავლენის დადგენა და შეფასება სხვადასხვა სოციალურ ჯგუფზე, რომელთა

შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოწყვლად ჯგუფებს. ამის შემდგომ

მოხდება შესაბამისი, ზიანის შემცირების ზომების დადგენა და განხორციელება

დაზარალებულ ჯგუფთან კონსულტაციის საშუალებით. მეტიც, ამგვარმა შეფასებებმა,

მისწრაფებებისა და პრიორიტეტების დადგენის გზით,შესაძლოა, გამოავლინოს მეტი

შესაძლებლოები ადამიანთა სოციო-ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად.

1. დაფინანსების მექანიზმის მიმოხილვითი ინფორმაცია და აღწერა

1.1 მიმოხილვითი ინფორმაცია

ქალაქები გადამწყვეტ როლს ასრულებენ „მდგრადი განვითარებისა და სიღარიბის

აღმოსაფხვრელად ძალისხმევის კონტექსტში მიმდინარე კლიმატის ცვლილების

საფრთხის საპასუხოდ გლობალური რეაგირების“ გაძლიერების პროცესში, როგორც ეს

განსაზღვრულია COP21 პარიზის შეთანხმებაში. ქალაქებს კავკასიაში, ცენტრალურ

აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ

ევროპაში (მექანიზმის რეგიონი) აერთიანებთ ენერგო მოხმარებისა და ნახშირბადის

ინტენსივობის შემცირების საერთო მიზანი, რომელიც აღემატება გლობალურ საშუალო

მაჩვენებელს. ამასთანავე, ეს ქალაქები დგანან არაერთი გარემოსდაცვითი და სოციალური

გამოწვევის წინაშე - კლიმატის ცვლილებიდან დაწყებული, ჰაერის დაბინძურების გამო

ქალაქის მაცხოვრებლების ჯანმთელობისა და კეთილდღეობის გაუარესებით

დამთავრებული.

Page 4: დანართი 4. მწვანე ქალაქების მექანიზმის გარემოსდაცვითი და ... · official use official

OFFICIAL USE

OFFICIAL USE

EBRD 25 წელია ახორციელებს ინვესტიციებს მუნიციპალური და გარემოს დაცვის

ინფრასტრუქტურის კუთხით, ამის შედეგია - 700 მილიონი ევროს ინვესტიცია და 800,000

ტონა CO2-ის ექვივალენტით შემცირება ყოველწლიურად. EBRD-ის აქვს კავშირები,

საშუალებები და გამოცდილება მწვანე ქალაქების დაფინანსების მექანიზმის ეფექტიანი

განხორციელებისათვის.

ხსენებული დაფინანსების მექანიზმი გამოიწვევს ურბანული დაგეგმარების პარადიგმის

ცვლილებას, ჩამოაყალიბებს მოდელებს და უზრუნველყოფს ინვესტიციებს, რომლებსაც

ქალაქები მიიღებენ და გამოიყენებენ. ქალაქებში და ქალაქების შორის, ასევე

მუნიციპალური კომუნალური მომსახურების კომპანიებისათვის წარმოიქმნება

მრავალფეროვანი შესაძლებლობა სწავლისა და სწავლის გადაცემის კუთხით. მწვანე

ქალაქების დაფინანსების მექანიზმი ქალაქებისათვის შექმნის ინსტრუმენტებს არსებითი

პოზიტიური ცვლილების განსახორციელებლად გარემოს დაცვის კუთხით და შექმნის

მნიშვნელოვან, გლობალურად ადაპტირებად პრეცენდენტებს ურბანულ დასახლებებში

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მზარდი და გადაუდებელი გამოწვევების

საპასუხოდ.

1.2 დაფინანსების მექანიზმის აღწერა

მწვანე ქალაქების დაფინანსების მექანიზმი მიმართულია მექანიზმის რეგიონში

არსებული მრავალი ბარიერის გადალახვაზე, შემდეგი მიზნების მისაღწევად:

ამოცანა 1. პოლიტიკის ჩამოყალიბება და სტრატეგიის მხადაჭერა

განისაზღვროს სტანდარტი და ხედვა თითოეული ბენეფიციარი ქალაქის მდგრადი

განვითარებისათვის და მოხდეს მუნიციპალური ადმინისტრაციისა და დაინტერესებული

მხარეების ხელშეწყობა, რომ მათ მიიღონ გადაწყვეტილებები გარემოს დაცვის

გამოწვევებთან დაკავშირებით კლიმატის ცვლილებების გათვალისწინებით.

მომზადდეს და განხორციელდეს მწვანე სტრატეგიის დოკუმენტი მწვანე ქალაქის

ქმედებების იდენტიფიცირების, სტანდარტების დადგენის, პრიორიტეტების

განსაზღვრისა და წარმართვის მიზნით.

განვითარდეს საკანონმდებლო/მარეგულირებელი შესწორებები, რაც საჭიროა

მდგრადი ინვესტიციებისათვის საჭირო გარემოს შესაქმნელად, მაგალითად,

მოხდეს ხელის შეწყობა, რომ მთავრობებმა შესწორება შეიტანონ ბიუჯეტთან

დაკავშირებულ კანონმდებლობაში, თუ მთავრობამ ისინი დაასახელა ბარიერად.

გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი პოლიტიკის სფეროში დახმარება იქნეს

აღმოჩენილი და მუნიციპალიტეტების პრაქტიკაში გენდერული თანასწორობის

პრინციპების დასანერგად დახმარება იქნეს უზრუნველყოფილი.

ამოცანა 2. მწვანე ქალაქის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ხელშწეყობა და სტიმულირება

სუვერენული და ქვე-სუვერენული დაფინანსების ხელშეწყობა და სტიმულირება კლიმატის

ცვლილებების გასანეიტრალებლად, ადაპტაციასა და გამძლეობაზე გათვლილი

კაპიტალდაბანდებებისთვის ისეთ პრიორიტეტულ სფეროებში, რომლებიც გულისხმობენ

შემდეგ სექტორებს: საჯარო სექტორში შენობების ენერგო-ეფექტურობა, წყალმომარაგება და

წყალარინება, ურბანული ტრანსპორტი, ურბანული გზები და გარე განათება, მყარი ნარჩენების

მართვა და რაიონების გათბობის მოდერნიზაცია.

Page 5: დანართი 4. მწვანე ქალაქების მექანიზმის გარემოსდაცვითი და ... · official use official

OFFICIAL USE

OFFICIAL USE

გაზრდილი გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა მუნიციპალურ მომსახურებაზე

წვდომის და გამოყენების მიზნით.

ამოცანა 3. ქალაქის ადმინისტრაციის წევრებისა და ძირითადი დაინტერესებული

მხარეების კომპეტენციის გაუმჯობესება

მიზანმიმართული ტექნიკური დახმარების გზით, დაფინანსების მექანიზმი ხელს

შეუწყობს ადგილობრივად კომპეტენციის განვითარებას, შემდეგ სფეროებში:

თანმიმდევრული, მრავალმხრივი სტრატეგიის დაგეგმვა ქალაქის დონეზე,

კლიმატის ცვლილების შედეგების შემცირების, ადაპტირების და გამძლეობის

საკითხებზე ფოკუსირებით;

ფინანსური და საოპერაციო საქმიანობის გაუმჯობესება მუნიციპალურ დონეზე;

გარემოს დაცვის/სოციალური უსაფრთხოების გარანტიების შექმნა და

განხორციელების მართვა;

საზოგადოების ინფორმირებულობისა და სოციალური, ეკონომიკური და გარემოს

დაცვის სარგებელის გაზრდა;

ქალაქის ადმინისტრაციებში და ძირითად დაინტერესებულ წრეებში

პოტენციალის გაზრდა, რათა გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად

გაიზარდოს დასაქმების შესაძლებლობები.

ამოცანა 4. კაპიტალის ბაზრებზე წვდომის მოსაპოვებლად ქალაქების შესაძლებლობის

უზრუნველყოფა და ხელშეწყობა

კაპიტალის ბაზრებზე წვდომის უზრუნველყოფის და ინფრასტრუქტურაში

კაპიტალდაბანდების ხელშეწყობის სფეროში არსებული ბარიერების

მოსაგვარებლად მომზადდეს სტრატეგიული ხედვა;

ადგილობრივი ხელისუფლების და დაინტერესებული მხარეების პოტენციალის

განვითარება კერძო დაფინანსების მოზიდვის პირობებისა და პროცესების

უზრუნველსაყოფად.

ამ მიზნების მისაღწევად, დაფინანსების მექანიზმი მოიცავს სტრატეგიისა და პოლიტიკის

მხარდაჭერას, ინფრასტრუქტურის ინვესტიციებსა და კომპეტენციის გაუმჯობესებას,

ასევე უზრუნველყოფს ტექნიკურ მხარდაჭერას ქალაქების ინდივიდუალურ

საჭიროებებზე სათანადო რეაგირებისათვის და საბაზრო ბარიერების გადალახვისათვის.

მწვანე ქალაქების დაფინანსების მექანიზმი ასევე მიზნად ისახავს „საერთო, მაგრამ

განსხვავებული“ ქმედებების დემონსტრირებას კლიმატის ცვლილებებთან

საბრძოლველად და გარემოს დაცვის გამოწვევების საპასუხოდ დაფინანსების მექანიზმის

რეგიონის ქალაქებში, ერთიანი მიდგომის შემუშავების გზით ქალაქებისათვის, რომ

მოხდეს მათ წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, პრიორიტიზება და

რეაგირება მდგრადი განვითარების კონტექსტში.

დაფინანსების მექანიზმი მიმართული იქნება საბაზრო ბარიერების გადალახვაზე,

რომლებიც მწვანე ქალაქის წინაშე არსებობს, შემდეგი ქმედებით:

Page 6: დანართი 4. მწვანე ქალაქების მექანიზმის გარემოსდაცვითი და ... · official use official

OFFICIAL USE

OFFICIAL USE

კომპონენტი 1. მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმები და პოლიტიკის დიალოგი: მწვანე

სტრატეგიის დოკუმენტების მომზადება და განხორციელება ქალაქის მოქმედებების,

რომლებიც მიმართულია კლიმატის ცვლილებებზე, იდენტიფიცირების, სტანდარტების

შემუშავების, პრიორიტიზებისა და წარმართვის მიზნით, მწვანე ზრდისა და

განვითარების მისაღწევად; საკანონმდებლო/პოლიტიკის ცვლილებების შემუშავება.

კომპონენტი 2. მწვანე ქალაქის ინფრასტრუქტურული ინვესტიციები: სამთავრობო და

ქვე-სამთავრობო დაფინანსების ხელშეწყობა და სტიმულირება კლიმატის ცვლილების

შედეგების შემცირების, გამძლეობის, პრიორიტეტულ სექტორებში ინვესტირების გზით,

რომელთა შორისაა საჯარო შენობების ენერგო ეფექტურობა, წყალი და ჩამდინარე

წყლები, ურბანული ტრანსპორტი, ურბანული გზები და განათება, მყარი ნარჩენების

მართვა და ცენტრალური გათბობის მოდერნიზაცია. ქალაქები არ იზღუდებიან მხოლოდ

EBRD-ის დაფინანსებით.

კომპონენტი 3. ტექნიკური მხარდაჭერა და კომპეტენციის გაუმჯობესება: ფინანსური და

საოპერაციო ქმედების/შესრულების გაუმჯობესება მუნიციპალურ დონეზე; გარემოს

დაცვის, ეკონომიკური და სოციალური სიფრთხილის ზომების შექმნა და

განხორციელების მართვა; საზოგადოების ინფორმირებულობისა და სოციალური,

ეკონომიკური და გარემოს დაცვის სარგებელის გაზრდა. საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა

მწვანე ქალაქებისთვის - ორგანიზებული ღონისძიებების, სასწავლო კურსებისა და

გლობალურ, ურბანულ ქსელებში მონაწილეობის გზით.

კომპონენტი 4. მწვანე კაპიტალური ბაზრების გზამკვლევი: შემუშავდეს ინსტრუმენტები

და უნარები, რაც ქალაქებს დასჭირდება კერძო სექტორში დაფინანსების მოსაზიდად

მწვანე ინვესტიციების სახით, რაც გულისხმობს ჩართულობის შესაძლებლობებზე

საზოგადოების შემეცნების გაზრდას კაპიტალის ბაზრების მწვანე ინვესტიციებთან

კავშირზე; გამოვლინდეს და განისაზღვროს მწვანე დაფინანსებისთვის შესაფერისი

ინვესტიციები და ახალი წყაროებიდან მოხდეს კაპიტალის მობილიზაცია.

2. შესაბამისობა

2.1 სამიზნე ქალაქები და ქალაქის შესაბამისობა დაფინანსების მექანიზმში მონაწილეობისათვის

ქალაქები დაფინანსების მექანიზმში ჩართულობის ინიცირებას GCAP-ის და

ინვესტირების ქვე-პროექტის - შემდგომ „სამიზნე პროექტის“ - კომბინირებით მოახდენენ,

რომლებიც აკმაყოფილებს შესრულების კონკრეტულ კრიტერიუმებს. ეს ორი კომპონენტი

იქნება წინაპირობა ქალაქის დაფინანსების მექანიზმის ჩართვისა. მწვანე ქალაქების

დაფინანსების მექანიზმს, შესაძლოა, დაემატოს ქალაქები და საინვესტიციო პროექტები

თუ ისინი დააკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილ შესაბამისობის კრიტერიუმებს.

განახლებული ტექნიკური შეფასება მანამდე განხორციელდება იქნება, სანამ EBRD

დაამტკიცებს მწვანე ქალაქის პროექტს დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში.

თითოეული ქვე-პროექტის ტექნიკური შეფასების პროექტის ფარგლებში, EBRD შეაფასებს

მუნიციპალიტეტებისა და მუნიციპალური კომუნალური კომპანიების შესაძლებლობებს

პროექტის წარმატებით განხორციელების პოტენციალისა და ნაციონალური

რეგულაციების, ისევე როგორც EBRD-ის და GCF-ს პოლიტიკის შესრულების კუთხით.

ქალაქის შესაძლებლობების შეფასება გარემოს დაცვისა და სოციალური

პასუხისმგებლობების შესრულების და პროექტის EBRD-ის სამოქმედო მოთხოვნების

Page 7: დანართი 4. მწვანე ქალაქების მექანიზმის გარემოსდაცვითი და ... · official use official

OFFICIAL USE

OFFICIAL USE

მიხედვით განხორციელების კუთხით, EBRD-ის გარემოს დაცვისა და სოციალური

შეფასების განუყოფელი ნაწილია. ეს მოიცავს კლიენტის E&S პოლიტიკის, მართვის

სისტემებისა და რესურსების გადახედვას სამოქმედო მოთხოვნა 1-ის ფარგლებში,

რომელიც გულისხმობს, სხვა საკითხებთან ერთად, მოთხოვნებს გარემოს დაცვის და

სოციალური მართვის სისტემის, გარემოს დაცვის და სოციალური მართვის გეგმისა და

ორგანიზაციულ შესაძლებლობებსა და ვალდებულებასთან დაკავშირებით. იმ

შემთხვევებისათვის, როდესაც არსებული ვითარება არ შეესაბამება EBRD-ის მოთხოვნებს,

ორგანიზაციული კომპეტენციის განვითარების კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები

ჩართულია გარემოსდაცვით და სოციალურ სამოქმედო გეგმაში. თუ კლიენტს ესაჭიროება

დახმარება, EBRD-მ შესაძლოა, უზრუნველყოს ტექნიკური დახმარება კომპეტენციის

გაზრდის მიზნით ტექნიკური დახმარების ფონდების საშუალებით.

მოსალოდნელია, რომ 10 ქალაქი მაინც განახორციელებს შემდეგ ქმედებებს დაფინანსების

მექანიზმის ამ ფაზაში:

მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის განვითარება (კომპონენტი 1);

ინვესტიცია 1-დან 4-მდე ურბანული ინფრასტურქტურის პროექტში თითოეული

ქალაქის შემთხვევაში (კომპონენტი 2);

ინსტიტუციური კომპეტენციის გაძლიერება ურბანული ინფრასტრუქტურის

განვითარების, შენარჩუნებისა და ოპერირების მიზნით, კლიმატთან

დაკავშირებული საკითხების გათვალისწინებით (კომპონენტი 3).

გაძლიერდეს ჩართულობა კაპიტალის ბაზრებთან, რათა შეძლებისდაგვარად

მიზნად იქნეს მიჩნეული მწვანე ინვესტიციების მხარდამჭერი შესაძლებლობები

(კომპონენტი 4).

2.2 შესრულების კრიტერიუმები ქვე-პროექტის შესაბამისობისათვის

დაფინანსების მექანიზმის პროექტები, „სამიზნე“ პროექტებიც და GCAP შემუშავებიდან

მომდევნოებიც, ბანკის მკაცრი გარემოსდაცვითი და სოციალური მოთხოვნების თანახმად

უნდა იყოს შექმნილი, როგორც ეს სამოქმედო მოთხოვნებშია გაწერილი; ასევე უნდა

აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილ გარემოსდაცვით და სოციალურ კრიტერიუმებს,

რომელთაც შეფასებაც წინასწარი ანალიზით მოხდა:

ყველა საინვესტიციო პროექტი ქალაქში:

i) დააკმაყოფილებს ერთ ან მეტ ქვემოთ მოყვანილ მოთხოვნას, რათა

დადასტურდეს კლიმატის ცვლილების განეიტრალებისა და ადაპტაციის

ეფექტი:

სულ მცირე 15 პროცენტით შემცირდება GHG ემისია შესაბამისი

მუნიციპალური აქტივობებიდან; ან

სულ მცირე 15 პროცენტით გაუმჯობესდება ენერგო-ეფექტურობა1; ან

1 GHG და ენერგო-ეფექტურობის ზომები შესაბამისობაში იქნება EBRD-ის მწვანე ეკონომიკის გარდაქმნის

სახელმძღვანელოსთან, რომლითაც ფასდება და ანგარიშგება ხდება პროექტის გარემოსდაცვითი ეფექტის შესახებ;

სახელმძღვანელოში შესულია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩარჩო სისტემა GHG აღრიცხვის ჰარმონიზებული

მიდგომისთვის

Page 8: დანართი 4. მწვანე ქალაქების მექანიზმის გარემოსდაცვითი და ... · official use official

OFFICIAL USE

OFFICIAL USE

გაიზრდება კლიმატის გამძლეობა შემდეგი მატრიცის და ზღვრული ოდენობების

შესაბამისად:

ცხრილი 1. გამძლეობის საკვალიფიკაციო მაჩვენებლები და ზღვრული ოდენობები მწვანე ქალაქის

ინფრასტრუქტურული ინვესტიციებისთვის

კლიმატის რისკები

(კონტექსტის მიხედვით)

გამძლეობის

დიაპაზონი

ერთეული გაუმჯობესების

ზღვრული

ოდენობა

წყლის სტრესის გაზრდა გაზრდილი წყლის

ხელმისაწვდომობა*

მ3 / წელი2 10 %

გათბობის სტრესის გაზრდა გაზრდილი ენერგო

ხელმისაწვდომობა *

კვ.სთ/წელი3 15 %

გათბობის სტრესის გაზრდა

ან ამინდის ექსტრემალური

ცვალებადობის გაზრდა

ადამიანთა

ჯანმრთელობის ან

პროდუქტიულობის

გაზრდა *

QALY (ხარისხის

ფუნქციონირების

წლებთან

თანაფარდობა)

10%

წყლის სტრესის გაზრდა ან

ამინდის ექსტრემალური

ცვალებადობის გაზრდა

შემცირებული

ხარვეზები **

დღეები ან საათები

წელიწადში

10%

გათბობის სტრესის გაზრდა

ან ჰიდროლოგიური

ცვალებადობის გაზრდა ან

ამინდის ექსტრემალური

ცვალებადობის გაზრდა

შემცირებული ზიანი ** მძიმე ზიანი: რისკის

სიხშირე (%)

ქრონიკული ზიანი:

აქტივის

ვარგისიანობის

პერიოდი (წლები) 4

10%5

* კლიმატის ცვლილებასთან/ცვალებადობასთან მოწყვლადობის

კონტექსტში

** ე.ი. ამინდთან დაკავშირებული ხარვეზები/ზიანი.

ii) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის სექტორებში ვარდნა, მათ შორის

ურბანული ტრანსპორტის, რაიონული გათბობის, წყალმომარაგებისა და

წყალარინების, გარე განათების, მყარი ნარჩენების მართვის ან ენერგო-

ეფექტურობის გაუმჯობესების და შენობებზე მიშენებების გათვალისწინებით;

iii) უზრუნველყოფილი იქნეს, რომ დაფინანსებული ადაპტაციის ამოცანებით არ

გაიზრდება GHG ემისია; 2 წყლის დანაზოგის საზომში გამოყენებული იქნება EBRD-ის მწვანე ეკონომიკის გარდაქმნის სახელმძღვანელოთი

განსაზღვრული მეთოდოლოგია. 3 ცალკეული პროექტების დეტალურ კვლევასა და დასაბუთებაზე დაყრდნობით, რომლებიც იმ საბაზისო მეთოდოლოგიას

იყენებენ, რომელიც განსაზღვრულია IFI-ის მიდგომაში ენერგო-ეფექტურობის პროექტების GHG=ის აღრიცხვიანობისადმი 4 ხარისხთან შეწონილი ვარგისიანობის პერიოდის გაზომვა, წლის განმავლობაში ხარვეზული დღეების ან საათების

მიხედვით და ძლიერი ან ქრონიკული ზიანის მიხედვით, რაც დაეფუძნება დარგის კონკრეტულ სექტორში საუკეთესო

პრაქტიკის სიღრმისეულ კვლევასა და დასაბუთებას. 5 ხარისხთან შეწონილი ვარგისიანობის პერიოდის ზღვრული ოდენობები, წლის განმავლობაში ხარვეზული დღეების ან

საათების მიხედვით და ძლიერი ან ქრონიკული ზიანის მიხედვით შეიძლება განახლდეს როდესაც გადაიხედება

გამძლეობის მონიტორინგის საუკეთესო პრაქტიკა.

Page 9: დანართი 4. მწვანე ქალაქების მექანიზმის გარემოსდაცვითი და ... · official use official

OFFICIAL USE

OFFICIAL USE

ამასთანავე:

o ყველა „სამიზნე“ საინვესტიციო პროექტი განაპირობებს i) GCAP-ზე

დაფუძნებული GCAP მეთოდოლოგიის შემუშავებას და ii) იმ პირების გამოვლენას

ქალაქის ადმინისტრაციაში, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან GCAP-ის

შემუშავებასა და განხორციელებაზე.

o ყველა ინვესტიცია - GCAP-ის შემუშავების და „სამიზნე“ პროექტების

განხორციელების შემდეგ - მოაგვარებს პრიორიტეტულ გარემოსდაცვით

გამოწვევებს6 კონკრეტული ქალაქის GCAP-ში გამოვლენილის თანახმად.

პრიორიტეტული გარემოსდაცვითი გამოწვევები შერჩეული იქნება ქალაქის მიერ

GCAP-ის ინდიკატორების საფუძველზე, რითაც გაიზომება ურბანული

გარემოსდაცვითი მდგომარეობა.

o დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში კლიმატის ცვლილების ყველა ადაპტაცია

შემუშავდება და შეფასდება კლიმატური რისკის შეფასების ხისტი პროცესის

გამოყენებით. მასში შეძლებისდაგვარად გამოყენებული იქნება ჯეროვნად

განსაზღვრული, არსებული მიდგომები, მაგ MDB კლიმატის დაფინანსების

ჯგუფის „სამნაბიჯიანი“ ადაპტაციის დაფინანსების მიკვლევადობის

მეთოდოლოგია, და EUFIWACC-ის გზამკვლევი კლიმატის ცვლილების

ადაპტაციის პროექტების შემუშავებაზე. ამგვარად, ყველა შემოთავაზებულ

ინვესტიციაში კლიმატისადმი მოწყვლადობის კონტექსტი ნათლად იქნება

განსაზღვრული და შეფასებული - დაბალი, საშუალო ან მაღალი ქულით. ეს

პროცესი გამოყენებული იქნება ასევე იმის დასადგენად, თუ რამდენად

აკმაყოფილებს შემოთავაზებული ინვესტიცია ფაქტობრივად GrCF-ის

საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს კლიმატის ცვლილების

ადაპტაციის პროექტების ფარგლებში.

2.3 ქვე-პროექტების პოტენციური გარემოს დაცვისა და სოციალური რისკები და შედეგები და ზიანის შემცირება

დაფინანსების მექანიზმი, განსაკუთრებით კი მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის პროცესი,

ეყრდნობა სტრატეგიული გარემოს დაცვის შეფასების მოდელს და აქვს მსგავსი მიზნები,

რომლის შედეგიცაა დოკუმენტი, რომელშიც გადმოცემულია მწვანე ქალაქის ხედვა,

სტრატეგიული ამოცანები და პრიორიტეტული ქმედებები და ინვესტიციები გარემოს

დაცვის პრიორირიტეულ გამოწვევებზე საპასუხოდ, რაც ხელს ეფექტურად შეუწყობს

ქალაქის გარემოს დაცვის მიზნების მიღწევას. გარდა ამის, GCAP პროცესი ასახავს

სტრატეგიული გარემოს დაცვის შეფასებისპროცესის ნაბიჯებს - საბაზისო მონაცემებიდან

ქვე-პროექტის შეფასებამდე, კონკრეტული გარემოს დაცვისა და სოციალური სარგებელის,

რისკებისა და გავლენის, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გზით, პრიორიტეტულ

6 პრიორიტეტული გარემოსდაცვითი გამოწვევა განსაზღვრულია GCAP მეთოდოლოგიაში და მასში გამოყენებულია

როგორც ინდიკატორები, ასევე დაინტერესებული მხარეების მიერ მოწოდებული ინფორმაცია. ზოგიერთ შემთხვევაში

შესაძლებელია დაინტერესებულმა მხარემ ქალაქის პრიორიტეტულ გარემოსდაცვით გამოწვევად მიიჩნიოს გარემოება,

რომელიც ინდიკატორის მიერ არ არის პრობლემად აღქმული ანგარიშგებისას (ე.ი. როდესაც ინდიკატორი უკეთ რეაგირებს

საერთაშორისო გარემოსდაცვით სამიზნე ორიენტირებთან შედარებით). ასეთ შემთხვევაში, პრიორიტეტული

გარემოსდაცვითი გამოწვევის მქონე ნებისმიერი პროექტი ცალკე დასაბუთებას საჭიროებს.

Page 10: დანართი 4. მწვანე ქალაქების მექანიზმის გარემოსდაცვითი და ... · official use official

OFFICIAL USE

OFFICIAL USE

სამოქმედო გარემომდე. ეს სტრატეგიული მიდგომა, რომელიც მოიცავს გარემოს დაცვისა

და სოციალურ საკითხებს და დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობას ქვე-პროექტების

პრიორიტეტების შერჩევაში, მთლიანი პროცესის განმავლობაში, თავადაც ეფექტურად

შეუწყობს ხელს გარემოს დაცვისა და სოციალური რისკების თავიდან აცილებას ან

მინიმუმამდე დაყვანას, რომლებიც თან ახლავს პრიორიტეტულ პროექტებს. ამას

დაემატება, ქვე-პროექტების კონკრეტული გარემოს დაცვისა და სოციალური შეფასებები,

რომლებშიც დაკონკრეტებული იქნება აუცილებელი, შედეგის შერბილების ზომები, რაც

დაეხმარება პროექტს, მიაღწიოს EBRD-ის სამოქმედო მოთხოვნებში გაწერილ

მდგრადობის ამოცანას.

ქვე-პროექტები ძირითადად განხორციელდება პრიორიტეტულ სექტორებში, მათ შორის:

საჯარო და საცხოვრებელი შენობების ენერგო ეფექტურობა, წყალი და ჩამდინარე წყლები,

ურბანული ტრანსპორტი, ურბანული გზები და განათება, მყარი ნარჩენების მართვა და

ცენტრალური გათბობა. პრიორიტეტულმა ქვე-პროექტებმა უნდა შეასრულონ გარემოს

დაცვის სამოქმედო კრიტერიუმები (როგორც ეს მითითებულია ზემოთ) და მათი

ძირითადი შედეგი იქნება მნიშვნელოვანი სარგებელი გარემოს დაცვის კუთხით; ამ

პროექტებს, როგორც წესი, თან ახლავს მცირე და დროებითი გარემოს დაცვისა და

სოციალური რისკები და შედეგები, რაც დაკავშირებული მოდერნიზაციასთან ან

სამშენებლო სამუშაოებთან. პოტენციური გარემოს დაცვის რისკები და გავლენა, როგორც

წესი, სხვა ტიპისაა და დამოკიდებულია იმაზე, გულისხმობს თუ არა პროექტი არსებული

ობიექტების მოდერნიზაციას თუ ახალი ობიექტებისა მშენებლობა/დამონტაჟებას:

იმ ქვე-პროექტებში, რომლებიც არსებული ობიექტების მოდერნიზაციასა და განახლებას

გულისხმობს, სადაც მიწის გამოყენებაში ცვლილება არ მოხდება, ამგვარი რისკები

კონკრეტულ ადგილებთან იქნება დაკავშირებული და ადვილი იქნება მათი შედეგების

შემცირება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებით.

იმ ქვე-პროექტებში, რომელთა ფარგლებშიც მოხდება ახალი მოწყობილობების

დამონტაჟება, როგორიცაა წყალის, სანიტარული ან ცენტრალური გათბობის

ქსელები, ახალი ურბანული გზები, ფართომასშტაბიანი ჩამდინარე წყლების

გამწმენდი ნაგებობები, ცენტრალური გათბობის მოწყობილობები ან მყარი

ნარჩენების მართვის ობიექტები, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს

სივრცული დაგეგმარების შეზღუდვებს, რაც ამგვარი პროექტების ურბანულ

გარემოში განხორციელებისას წარმოიშობა.

ამ ტიპის პროექტებმა შესაძლოა, მოითხოვოს დაინტერესებულ მხარეთა

ჩართულობის პროცესის დანერგვა ოპტიმალური გამოსავლის მოსაძებნად,

განსაკუთრებით ლოკაციასთან დაკავშირებით, ასევე ეფექტური გზების

გამოსავლენად პოტენციური გარემოს დაცვისა და სოციალური რისკების და

გავლენის თავიდან ასაცილებლად, შესამცირებლად ან მინიმუმამდე დასაყვანად,

რაც მიწის გამოყენებას შეიძლება მოყვეს. ეფექტური და აზრიანი დაინტერესებულ

მხარეთა ჩართულობის პროცესი გადამწყვეტი იქნება მიმდებარე ტერიტორიებზე

არსებული პრობლემების გამოსავლენად.

ორივე ტიპის პროექტებისათვის მომზადდება სამოქმედო გეგმები კონკრეტულ ზომებზე

შეთანხმების მიზნით, პოტენციური გარემოს დაცვისა და სოციალური რისკებისა და

გავლენის თავიდან ასარიდებლად ან შედეგების შესარბილებლად.

Page 11: დანართი 4. მწვანე ქალაქების მექანიზმის გარემოსდაცვითი და ... · official use official

OFFICIAL USE

OFFICIAL USE

3. ურბანული, გარემოს დაცვისა და სოციალური კონტექსტი

3.1 ურბანული კონტექსტი

ურბანული რეგიონები სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპაში ერთნაირი გამოწვევების წინაშე

დგანან, რომელთა უმრავლესობა ენერგიის გამოყენებასთანაა დაკავშირებული. სერბეთის

ქალაქებში განსაკუთრებით დიდი პოტენციალი არსებობს ენერგო ეფექტურობის

გასაუმჯობესებლად. ეს პოტენციალი უფრო დიდია, ვიდრე EBRD-ის რეგიონის სხვა

ქვეყნებში ინდუსტრიული აღჭურვილობის და შენობების (განსაკუთრებით საჯარო)

მოუვლელობის გამო, ისევე როგორც იმ ტექნოლოგიების გამო, რომელთა ფიზიკური და

ეკონომიკური ვადა ამოიწურა. პოტენციალი მდგომარეობს იმაში, რომ იზრდება ფასები

ენერგიაზე, არსებული ინდუსტრიული ტექნიკა მოძველებული და არაეფექტურია, ასევე

არ არსებობს გაზომვისა და კონტროლის მექანიზმები. ამგვარი გაზრდილი ფასები

ზედმეტ ტვირთად აწვება ბიზნესებსა და შენობების მფლობელებს/ადმინისტრატორებს,

რომლებსაც ისედაც რთულ ვითარებაში უწევთ მუშაობა არსებული ეკონომიკური

კლიმატის გამო. ენერგო ეფექტურობის გაუმჯობესება ამ გამოწვევაზე რეაგირების

ყველაზე ეფექტური გზაა.

ალბანეთის ურბანულ რეგიონებშიც მსგავსი გამოწვევებია, როგორც საცხოვრებელ, ისე

საჯარო სექტორში, შენობები ხშირად არაადეკვატურ მდგომარეობაშია, რაც ენერგიის

დაზოგვაზე მიმართული ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალს ქმნის. უფრო მეტიც,

ალბანეთი და მისი ქალაქები სრულად არიან დამოკიდებულნი ჰიდროენერგიასა და

იმპორტზე, ალბანეთში სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით ყველაზე

ხშირია ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევები. არადივერსიფიცირებული

ელექტროგენერატორის გარდა, ალბანეთი საჭიროებს კლიმატის ცვლილების

ადაპტირებასთან დაკავშირებულ ინვესტიციებს, რადგან პროგნოზების თანახმად,

იმოქმედებს კლიმატთან დაკავშირებული ცვლილება ჰიდროლოგიაში და წყლის ჭარბი

ჩამონადენიშემცირდება.

მაკედონიის რესპუბლიკაში, ჰაერის დაბინძურების დონე ერთ-ერთი ყველაზე

მაღალია ევროპაში, და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით სერიოზულ საფრთხეს

ქმნის. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა ურბანული ტიპის დასახლებებში, მხოლოდ

სკოპიეში ამ პრობლემების 45% იჩენს თავს. დაბინძურება დიდწილად გამოწვეული

არსებული ენერგო ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მდგომარეობით;

მოძველებული ხელსაწყოები და პროცედურები, ისევე როგორც ძველი მანქანები

დაბინძურების დონეს მაღლა წევენ. ტრანსპორტი განსაკუთრებით ინტენსიურად

გამოყოფს ემისიებს, სხვა ქვეყნებთან შედარებით, რაც სატრანსპორტო პარკის

მდგომარეობითაც არის გამოწვეული და გზებისა და სატრანსპორტო ქსელის

გაუმართაობითაც. იზრდება კერძო მანქანების რაოდენობა, განსაკუთრებით

ქალაქებში, რომლებსაც უწესრიგო ზრდა და მიწის არაეფექტური გამოყენება

ახასიათებს. განვითარების ამგვარი მოდელები, პრობლემებს ქმნის წყლის მიწოდების,

მყარი ნარჩენების გატანისა და ენერგიის მიწოდების კუთხით, ისევე როგორც

საკანალიზაციო სისტემის ფუნქციონირებისა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე

წვდომის კუთხით.

Page 12: დანართი 4. მწვანე ქალაქების მექანიზმის გარემოსდაცვითი და ... · official use official

OFFICIAL USE

OFFICIAL USE

მოლდოვაში, საცხოვრებელი კორპუსები განსაკუთრებით არაფექტურად მოიხმარენ

რესურსებს. ელექტროენერგიის ყველაზე დიდი მომხმარებელი, საბოლოო მოხმარების

40%-იანი წილით და საცხოვრებელი ენერგო მოხმარების 70%-ით, რაც გათბობასთანაა

დაკავშირებული, მოსახლეობაა. თუმცა, საბაზრო ბარიერები მდგრად ენერგო

პროექტებში ინვესტირების კუთხით, ინდუსტრიულ და საცხოვრებელ სექტორში, ჯერ

კიდევ მაღალია.

ტუნისში ელექტროენერგიის ყველაზე დიდი მომხმარებელი, ინდუსტრიული სექტორია,

რომელიც მთლიანი ენერგიის 36%-ს მოიხმარს. ენერგო ეფექტურობის გაზრდისათვის

ჯერ კიდევ არსებობს რამდენიმე ბარიერი, მათ შორისაა, ცნობიერების ნაკლებობა,

დაბალი ტექნიკური შესაძლებლობები და ნდობის ნაკლებობა მთავარ დაინტერესებულ

მხარეებს შორის (როგორებიცაა ESCOS, ბანკები, ინდუსტრიული კომპანიები და

სამთავრობო უწყებები). უფრო მეტიც, ტუნისი ჩამორჩება ნარჩენების მართვის და

რესურსების ეფექტური მოხმარების კუთხითაც, მუნიციპალური მყარი ნარჩენების 85%

ნაგავსაყრელებზე იყრება, 1%-ზე ნაკლები კი გადამუშავდება.

კავკასიის რეგიონის ურბანულმა ცენტრებმა, კონკრეტულად, სომხეთმა და საქართველომ,

მემკვიდრეობად მეორე თაობის მოძველებული საჯარო ტრანსპორტის სისტემა მიიღეს.

როგორც წესი ქალაქებში არსებობს ტრამვაის, ტროლეიბუსებისა და ავტობუსების ქსელი,

თუმცა დღევანდელ ქალაქებს უჭირთ არსებული სერვისის შენარჩუნება, ქსელის

მოდერნიზაციის და გაფართოების დაფინანსებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. 1990 წლების

შემდეგ, ტრანსპორტის მოუვლელობამ რეგიონის მასშტაბით საჯარო სატრანსპორტო

ქსელის ნაწილობრივი გაუქმება გამოიწვია.

მონღოლეთში, ურბანული მარეგულირებელი კანონმდებლობა მუნიციპალურ

ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, სუსტია და ხშირია პოლიტიკური ჩარევა

რეგულაციის პროცესში. დანარხარჯის გაზომვა და რეალურ მოხმარებაზე

დაფუძნებული გადასახადის სისტემა არ არსებობს, რაც ცხადია, ვერ შეუწყობს ხელს

ეფექტურ გამოყენებას. ტრანსპორტის მიწოდების კუთხით კი, ძირითადად ცუდად

რეგულირებული, კერძო მინი-ავტობუსების სერვისი ოპერირებს, რომელიც

მომგებიანია. თუმცა, ამ სერვისსაც მცირე რესურსი აქვს უკვე დაძველებული

ავტოპარკის განსაახლებლად. უფრო ზოგად საკითხებს შორისაა ხარჯის ეფექტურობა

(მართვა და თანამშრომლების რესურსის გადანაწილება, ენერგიის მაღალი

მოხმარება), შემოსავლების არაეფექტური ამოღება (შეგროვების დაბალი

მაჩვენებელი), წყლის დიდი დანაკარგები და დაბალი ხარისხი.

იორდანიაში ურბანულ დასახლებებში ხალხის რაოდენობა მოსახლეობის 83%-ს

შეადგენს. ეს მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია დაფინანსების მექანიზმის

ქვეყნებს შორის. იორდანიაში წყლის ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი ყველაზე დაბალია

მსოფლიოში, ამასთანავე ურბანულ რეგიონებში წყლის მიწოდების ინფრასტრუქტურა

სავალალო მდგომარეობაშია. წყლის მიწოდების ქსელში დაახლოებით წყლის 68%

იკარგება მილსადენებიდან გაჟონვის გამო და არაადეკვატური მოხმარების აღრიცხვის

სისტემის გამო. იმ ადმინისტრაციულ პირებს კი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან

სისტემის შენარჩუნებასა და მოვლაზე, არ გააჩნიათ შესაბამისი დანახარჯების

ანაზღაურების მექანიზმი, რადგან წყლის ფასი გაცილებით ნაკლებია სხვა მსგავს

ბაზრებთან შედარებით.

Page 13: დანართი 4. მწვანე ქალაქების მექანიზმის გარემოსდაცვითი და ... · official use official

OFFICIAL USE

OFFICIAL USE

3.2. გარემოს დაცვისა და სოციალური კონტექსტი

დაფინანსების მექანიზმის კომპონენტები პირდაპირ პასუხობენ გარემოს დაცვისა და

სოციალურ გამოწვევებს დაფინანსების მექანიზმის რეგიონში. დაფინანსების მექანიზმის

რეგიონს ახასიათებს ენერგიის არაეფექტური გამოყენება, გარემოს დაცვის სერიოზული

პრობლემები, როგორებიცაა ჰაერის დაბინძურება, ნახშირბადის მაღალი ინტენსივობა

(tCO2ექვ./მშპ) - ზოგიერთ ქვეყანაში ნახშირბადის ინტენსივობა რვაჯერ აღემატება

მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს. ენერგიის მოხმარებაში ამგვარი არაფექტურობის

შედეგია ენერგიაზე შეზღუდული წვდომა საჯარო და საცხოვრებელ შენობებში ურბანულ

რეგიონებში.

ნარჩენების მართვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რაც GHG ემისიებს

საგრძნობლად ამრავლებს, ძველი ნაგასაყრელებიდან მეთანის გაჟონვით. EBRD-ის

რეგიონის ბევრი ქალაქი, ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში უფრო მეტ ნარჩენს

წარმოქმნის, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნები. მაგალითად, საქართველოში, ეს მაჩვენებელი

ევროკავშირში მიღებულ ნორმაზე ორჯერ მეტია. ამ ნარჩენების დიდი ნაწილი ხვდება

ჩვეულებრივ ნაგასაყრელებზე, სადაც მუნიციპალური სერვისები (ან კონტრაქტორები)

უბრალოდ ყრიან ნაგავს. დამატებით, ნარჩენების გადამუშავება დაფინანსების მექანიზმის

ურბანულ რაიონებში უმნიშვნელოა ევროკავშირის 39%, და 2020 წლისთვის დაგეგმილ

მუნიციპალური ნარჩენების 50%-ის გადამუშავებასთან შედარებით.

ამასთანავე, რეგიონის ზოგიერთი ქალაქის მაცხოვრებლები ჰაერის მომატებული

დაბინძურების პირობებში ცხოვრობენ. მსოფლიო ბანკის მიხედვით (2015 წელი),

იორდანიის ურბანული მოსახლეობის 100 პროცენტი სახიფათო კორპუსკულარულ

ნივთიერებას ისუნთქავს, რაც სცდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის

სახელმძღვანელოს მაჩვენებლებს, მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 92%-

ია.

დაზიანებული ან მოძველებული ურბანული ინფრასტრუქტურა დაფინანსების

მექანიზმის რეგიონის მაცხოვრებლების ცხოვრების ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს,

კიდევ უფრო ამძიმებს კლიმატის ცვლილების მიზეზებს, და ხელს უშლის თემებს, რომ

უკეთ იყვნენ ადაპტირებულნი ან უკეთ გაუმკლავდნენ მის შედეგებს. ამის მიუხედავად,

არსებობს არაერთი ბარიერი, რაც მწვანე ქალაქების განვითარების დაგეგმარებასა და

ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს ხელს უშლის, მათ შორისაა:

კლიმატის ცვლილების საპასუხოდ ურბანულ დაგეგმარებაში სისტემური და

მრავალმხრივი მიდგომის ნაკლებობა, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მთავრობა

შეეცადა ურბანული მდგრადობის საკითხებზე ემუშავა, ეს აქტივობები, როგორც

წესი, არათანმიმდევრულად განხორციელდა ქალაქის ადმინისტრაციის

მოთხოვნებიდან გამომდინარე. აუცილებელია, სისტემური და მრავალმხრივი

მიდგომა მწვანე ქალაქების განვითარებისათვის, რომელიც მოიცავს ურბანული

მდგრადობის სირთულეებს.

საკანონმდებლო და მარეგულირებელი ბარიერები, მათ შორის, პოლიტიკის

განვითარების დაბალი მოტივაცია, ქალაქის დონეზე საჭირო ინსტრუმენტების

ნაკლებობა და ენერგიის დაბალი ტარიფები, რაც ხელს შეუწყობდა მწვანე

ქმედებებსა და ინვესტიციებს.

Page 14: დანართი 4. მწვანე ქალაქების მექანიზმის გარემოსდაცვითი და ... · official use official

OFFICIAL USE

OFFICIAL USE

ფინანსური ბარიერები, მათ შორის, დაფინანსებაზე წვდომის ნაკლებობა,

შესაბამისი ფასების სისტემის არ არსებობა (პროცენტი და ვადები), რაც

წაახალისებდა ინვესტიციებს, ასევე მოქალაქეების გადახდისუნარიანობა, IMF-ის

შეზღუდვები არაშეღავათიან სესხთან დაკავშირებით, დიდი წინასწარი ხარჯები

მაღალ საშემსრულებლო ტექნოლოგიებზე და ბიუჯეტის ნაკლებობა ტექნიკური

კვლევების და ენერგო აუდიტის ჩასატარებლად.

ტექნიკური ბარიერები, უფრო ზუსტად კი, დაბალი კომპეტენცია

მუნიციპალიტეტებში, ანუ გამოცდილებისა და უნარების ნაკლებობა მწვანე

ინფრასტრუქტურის საინვესტიციო შესაძლებლობების შეფასების კუთხით, ისევე

როგორც, ტექნიკური ცოდნის, ადამიანური რესურსების და ადეკვატური

ინსტიტუციური მოწყობის.

ცნობიერების ნაკლებობა ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს შორის მწვანე

ქალაქების მიდგომის დადებითი მხარეებისა და მისი სოციალური, ეკონომიკური

და გარემოსდაცვის თანხმლები სარგებელის შესახებ.

უნარების ნაკლებობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (CSO) შორის

ეფექტური კომუნიკაციის/წვდომის და უნარების გადაცემის კუთხით, რაც მათ

საშუალებას მისცემდათ, ეფექტური კომუნიკაცია დაემყარებინათ თავიან

თემთან/ქალაქის მოსახლეობასთან, საზოგადოებრივი ცნობიერების

ასამაღლებლად და საჯარო მონაწილეობის წასახალისებლად და მოიტანდა

პოზიტიურ ცვლილებებს მოსახლეობის ქცევის კუთხით;

კაპიტალზე წვდომის არქონა ინფრასტრუქტურული ინვესტიციებისთვის.

ქალაქები სირთულეებს აწყდებიან კაპიტალზე წვდომის მოპოვებისას,

განსაკუთრებით კერძო სექტორიდან რესურსების მოზიდვისას, რაც მიზნად

ისახავს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას. ამას ბევრი მიზეზი

გააჩნია. მათ შორისაა: საწყის ეტაპზე კაპიტალის მაღალი ხარჯი,

ინფრასტრუქტურული პროექტებიდან ამონაგების მიღების ხანგრძლივი პერიოდი,

რაც სხვა სექტორებში გაცილებით ნაკლებია; ქალაქების საკრედიტო რეიტინგების

არქონა და განუვითარებელი ადგილობრივი კაპიტალის ბაზრები.

4. გარემოს დაცვისა და სოციალური მართვის სისტემა (ESMS)

EBRD ამ პროგრამისათვის გამოიყენებს ყოვლისმომცველ გარემოს დაცვისა და

სოციალური მდგრადობის ჩარჩოს (ESSF). EBRD ESSF დაფუძნებულია გარემოს დაცვისა

და მდგრადობის მანდატზე EBRD-ის დაარსების შესახებ შეთანხმების მუხლების

შესაბამისად, გარემოსდაცვით და სოციალურ პოლიტიკასა (ESP) და სამოქმედო

მოთხოვნებზე, რომლებიც დროდადრო ახლდება, ასევე სპეციალურ გარემოს დაცვის და

მდგრადობის დეპარტამენტზე (ESD), რომელიც პასუხისმგებელია ამ დოკუმენტის

განხორციელებაზე; ამასთანავე, გენდერისა და ენერგო ეფექტურობის და კლიმატის

ცვლილების (E2C2) გუნდებს ევალებათ, თანმიმდევრულად გამოავლინონ გარემოს

დაცვის, სოციალური და გენდერთან დაკავშირებულ შესაძლებლობები. EBRD-მ

აკრედიტაცია მიიღო GCF-ის საბჭოსგან 2015 წლის სექტემბერში. ESP საბოლოო ვერსია

და სამოქმედო მოთხოვნების EBRD-ის დირექტოთა საბჭომ 2014 წლის 7 მაისს დაამტკიცა.

ESP განახლდა იმისათვის, რომ EBRD დანარჩენ IFI-ებთან შეთანხმებულად მოქმედებდეს,

როგორებიცაა IFC და ეკვატორის ბანკები, იმ საკითხების საპასუხოდ, რაც წინა, 2008 წლის

ES-ის დანერგვისას წარმოშვა, ასევე ბოლოს წამოჭრილი მდგრადობის საკითხების

Page 15: დანართი 4. მწვანე ქალაქების მექანიზმის გარემოსდაცვითი და ... · official use official

OFFICIAL USE

OFFICIAL USE

ჩართვის მიზნით. ESP-ის განახლებას თან ახლდა ფართო კონსულტაციები

დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, სამოქალაქო ორგანიზაციებთან, ინდუსტრიულ

ასოციაციებთან, კლიენტებთან, სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და

საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ESMS უფრო დეტალურად არის აღწერილი

გარემოსდაცვისა და სოციალურ პროცედურებში, რომელიც 2015 წელს განახლდა,

http://www.ebrd.com/what-we-do/strategies-and-policies/environmental-procedures.pdf, და სადაც

აღწერილია პროცესი, რომელსაც ბანკის თანამშრომლები მუშაობისა და მონიტორინგის

პროცესში იყენებენ, ESP-ის მთლიანი ჩარჩოს ფარგლებში.

EBRD-ის ESSF-ის თანახმად, ყველა პროექტი გაივლის გარემოსდაცვით და სოციალურ

შეფასებას იმისათვის, რომ დაეხმაროს EBRD-ს, გადაწყვიტოს, დაფინანსდეს თუ არა

პროექტი და დაფინანსების შემთხვევაში გადაწყვიტოს გზა, რომლითაც სოციალური და

გარემოსდაცვითი საკითხები უნდა გადაიჭრას მის დაგეგმვაში, განხორციელებასა და

ფუნქციონირებაში. შეფასების პროცესი ასევე გამოავლენს დამატებით გარემოსდაცვით

და სოციალურ სარგებელს. EBRD შეეცდება, თავისი მანდატის ფარგლებში,

უზრუნველყოს თავისი გარემოსდაცვითი და სოციალური შეფასებისა და მონიტორინგის

პროცესების საშუალებით, რომ პროექტები დაიგეგმოს, განხორციელდეს და

ფუნქციონირებდეს მოქმედი მარეგულირებელი მოთხოვნებისა და მოწინავე

საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.

ყველა პროექტი დაექვემდებარება კატეგორიზაციას და EBRD-ის სამოქმედო

მოთხოვნების მიხედვით იქნება ჩამოყალიბებული. ეს მოთხოვნები განმარტებულია

ქვემოთ. მრავალმხრივ მონიტორინგს, რომელიც ასევე აღწერილია ქვემოთ, ჩაატარებენ

EBRD და ტექნიკური კონსულტანტები, რომლებიც ანხორციელებენ პროექტის

მხარდაჭერას. ანგარიშგება GCF-თან დაეფუძნება ამ მონიტორინგის შედეგებს.

5. სამოქმედო მოთხოვნები, გამონაკლისები და შესაბამისობა სათანადო

კანონმდებლობასა და რეგულაციებთან

ზოგადი

EBRD მოითხოვს პროექტებისაგან, რომ შესრულდეს მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკა

(GIP) გარემოს დაცვისა და სოციალური მდგრადობის კუთხით. ამის მიღწევაში

კლიენტების და/ან მათ პროექტების დასახმარებლად, ბანკმა განსაზღვრა

საქმიანობისადმი კონკრეტული მოთხოვნები გარემოს დაცვისა და სოციალური

მდგრადობის უმთავრესი სფეროებისათვის. EBRD-მ შეიმუშავა 10 PR, რომლებიც

შეესაბამებიან და ასახავენ მთლიან სტრუქტურას, მიდგომას და საკითხების დაფარვას,

IFC-ს 2012 წლის სამოქმედო სტანდარტებს და ასევე მოითხოვენ, რომ პროექტების

ფარგლებში შესრულდეს ევროკავშირის გარემოს დაცვის სტანდარტები.

კონკრეტული სამოქმედო მოთხოვნები

PR 1 - გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედებისა და საკითხების შეფასება

და მართვა

Page 16: დანართი 4. მწვანე ქალაქების მექანიზმის გარემოსდაცვითი და ... · official use official

OFFICIAL USE

OFFICIAL USE

PR 2 - შრომისა და სამუშაო პირობები

PR 3 - რესურსების ეფექტურობა, დაბინძურების პრევენცია და კონტროლი

PR 4 - ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

PR 5 - მიწის შეძენა, იძულებითი განსახლება და ეკონომიკური გადაადგილება

PR5 განსაზღვრავს განსახლების პოლიტიკის ჩარჩოს (RPF), რომელიც ეხება EBRD-ის

ყველა პროექტს, რომელთა ფარგლებშიც საჭიროა ადამიანების განსახლება. იძულებითი

განსახლება გულისხმობს, როგორც ფიზიკურ გადაადგილებას (ადგილმდებარეობის

შეცვლა ან თავშესაფრის დაკარგვა), ისე ეკონომიკურ ადგილმონაცვლეობას (აქტივების ან

რესურსების დაკარგვა და/ან აქტივების ან რესურსების წვდომის დაკარგვა, რაც იწვევს

შემოსავლის წყაროების ან საარსებო საშუალებების დაკარგვას), პროექტთან

დაკავშირებული მიწის შეძენის და/ან მიწის გამოყენების შეზღუდვის შედეგად. ამ PR–ის ამოცანებია:

იძულებითი განსახლების თავიდან აცილება, ხოლო, როდესაც ეს გარდაუვალია,

მისი მინიმუმამდე დაყვანა, პროექტის დაგეგმვის ალტერნატივების შესწავლის

მეშვეობით;

მიწის შეძენით ან შეხებაში მყოფი პირებისთვის აქტივების და მიწის გამოყენების

ან წვდომის შეზღუდვებით გამოწვეული უარყოფითი სოციალური და

ეკონომიკური ზემოქმედების შერბილება შემდეგის მეშვეობით: (i) აქტივების

დაკარგვისთვის კომპენსაციის უზრუნველყოფა ჩანაცვლების ღირებულებით; და

(ii) განსახლების პროცესის განხორციელება ინფორმაციის სათანადო

გამჟღავნებით, კონსულტაციებით და შეხებაში მყოფთა ინფორმირებული

მონაწილეობით;

აღდგენა ან, სადაც შესაძლებელია, გადაადგილებულ პირთა საარსებო წყაროების

ან ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესება გადაადგილებამდე არსებულ

დონემდე;

ფიზიკურად გადაადგილებული პირების საცხოვრებელი პირობების

გაუმჯობესებას ადეკვატური საცხოვრებლის უზრუნველყოფის მეშვეობით და

განსახლების ადგილებში საცხოვრებელზე გარანტირებული უფლებით.

RPF მოიცავს შემოწმების კრიტერიუმებს, შესაბამისობის კრიტერიუმებს, შეფასებისა და

განხორციელების პროცედურებს, კონსულტაციების კონკრეტულ მოთხოვნებს,

ინსტიტუციურ მოწყობას, ფინანსური შეფასების მეთოდებს, ასაკოვანთა უფლებების

მატრიცას, საჩივრებისა და მონიტორინგის მექანიზმებს, სავარაუდო ბიუჯეტს და

კომპეტენციის განვითარების გეგმას (სადაც ეს საჭიროა). RPF ასევე მოიცავს მოთხოვნებსა

და პროცედურებს განსახლების სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად.

PR 6 - ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და ცოცხალი ბუნებრივი რესურსების

მდგრადი მართვა

PR 7 - მკვიდრი მოსახლეობა

პროგრამის რეგიონში არ არის მკვიდრი მოსახლეობა, ამიტომ მკვიდრი მოსახლეობის

დაგეგმარების ჩარჩოს გამოყენება მოსალოდნელი არ არის.

PR 8 - კულტურული მემკვიდრეობა

Page 17: დანართი 4. მწვანე ქალაქების მექანიზმის გარემოსდაცვითი და ... · official use official

OFFICIAL USE

OFFICIAL USE

PR 9 - ფინანსური შუამავლები

PR 10 - ინფორმაციის საჯაროობა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობა

თითოეული PR განსაზღვრავს მის ამოცანებში სასურველ შედეგებს, რომელსაც მოყვება

კონკრეტული მოთხოვნები პროექტებისათვის, რათა დაეხმაროს კლიენტს ამ შედეგების

მიღწევაში. ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობა თითოეული PR-ის

განუყოფელი ნაწილია.

უფრო სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ this link.

6. კატეგორიზაცია

ყველა ქვე-პროექტი გაივლის გარემოს დაცვისა და სოციალურ შემოწმებას და

გადანაწილდება A, B ან C კატეგორიებში პროექტების ციკლის პირველ ეტაპზე, გარემოს

დაცვისა და სოციალური კვლევის ბუნებისა და დონის დასადგენად; დაინტერესებულ

მხარეთა ჩართულობა ამ პროცესში აუცილებელია. კატეგორიზაცია თანაზომადი იქნება

პროექტის ბუნების, ლოკაციის, სენსიტიურობის და მასშტაბისა, ასევე პოტენციური

უარყოფით გარემოს დაცვისა და სოციალური ზეგავლენისა. პროექტის კატეგორიზების

ძირითადი მიზეზები და განმარტება დოკუმენტირებული იქნება. სადაც არ არის

საკმარისი ინფორმაცია შემოწმებისა და კატეგორიზაციისათვის, საჭირო ინფორმაციის

მოსაპოვებლად ჩატარდება გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების საწყისი

შეფასება პროექტის ბუნების, ლოკაციის, სენსიტიურობისა და ასევე პოტენციური

უარყოფითი გარემოს დაცვისა და სოციალური ზეგავლენის შესახებ, შემდგომი

შემოწმებისა და შესაბამისი კატეგორიის მინიჭების მიზნით გარემოს დაცვისა და

სოციალური გამოძიების, ინფორმაციის გაზიარების და დაინტერესებულ მხარეთა

ჩართულობის საჭიროების შესაბამისად.

კატეგორიის მინიჭება:

“A” მიენიჭება, როცა პროექტს შესაძლოა ჰქონდეს საგრძნობი უარყოფითი

პოტენციური გარემოსდაცვითი და/ან სოციალური ზეგავლენა მომავალში, რაც

კატეგორიის მინიჭების პროცესში ადვილად გასადგენი ან შესაფასებელი არ არის

და შესაბამისად საჭიროებს ფორმალიზებულ და კომბინირებულ გარემოს

დაცვისა და სოციალური გავლენის შეფასების პროცედურას. A კატეგორიის

საჩვენებელი პროექტების სია წარმოდგენილია ESP-ის დანართში 2.

“B” ენიჭება, როცა პოტენციური უარყოფითი გარემოს დაცვისა და სოციალური

ზეგავლენა დაკავშირებულია კონკრეტულ ადგილთან, და/ან ადვილია მათი

იდენტიფიცირება და მოგვარება უარყოფითი შედეგების შერბილების ზომების

მიღების გზით. გარემოს დაცვისა და სოციალური შეფასების მოთხოვნები,

შეიძლება, განსხვავდებოდეს პროექტიდან გამომდინარე და ამ გადაწყვეტილებას

EBRD მიიღებს კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე.

“C” ენიჭება, როცა მოსალოდნელია მინიმალური ან არანაირი უარყოფითი შედეგი

გარემოსდაცვის და/ან სოციალური გავლენის კუთხით, და ეს საკითხი ადვილად

მოგვარებადია გარემოს დაცვისა და სოციალური შეზღდული შეფასების

საშუალებით.

Page 18: დანართი 4. მწვანე ქალაქების მექანიზმის გარემოსდაცვითი და ... · official use official

OFFICIAL USE

OFFICIAL USE

ამასთანავე, პროექტს მიენიჭება კატეგორია “FI”, თუ ფინანსური სტრუქტურა

გულისხმობს თანხმების მიღებას შუამავლის (FI) საშუალებით, ამ შემთხვევაში, FI თავის

თავზე იღებს ქვე-პროექტის შეფასებისა და მონიტორინგის ვალდებულებას.

A კატეგორიის პროექტები

მწვანე ქალაქების დაფინანსების მექანიზმის იმ პროექტებს შორის, რომლებსაც A

კატეგორია მიენიჭება, იქნება: ნარჩენების გადამუშავებისა და განადგურების

დანადგარები ნარჩენების დასაწვავად, საშიში, ტოქსიკური ან სახიფათო ნარჩენების

ქიმიური და მუშავება ან ნაგავსაყრელზე გატანა, ფართომასშტაბიანი ნარჩენების

განადგურების დანადგარები არასახიფათო ნარჩენების დასაწვავად ან ქიმიური

დამუშავებისათვის, მუნიციპალური წყალგამწმენდი ნაგებობი, 150,000-ზე მეტი

მოსახლის ექვივალენტური მოცულობით, ფართომასშტაბიანი მუნიციპალური მყარი

ნარჩენების დამუშავებისა და გატანის ობიექტები.

ამგვარ აქტივობებს, სავარაუდოდ, ასევე მიენიჭება კატეგორია I1, რომელსაც GCF

ამგვარად განმარტავს: „როცა შუამავლის არსებული ან შემოთავაზებული პორტფოლიო

მოიცავს, ან მომავალში მოიცავს, საგრძნობ ფინანსურ დანახარჯებს იმ

აქტივობებისათვის, რომელიც მიმართულია პოტენციურად მნიშვნელოვან უარყოფით

გარემოს დაცვის და/ან სოციალურ რისკებსა თუ ზეგავლენაზე, რომლებიც არის

მრავაფეროვანი, შეუქცევადი და უპრეცენდენტო.“

ქვე-პროექტები, რომლებსაც აქვთ კატეგორიაA ან I1, გაივლიან მრავალშრიან

დამტკიცების პროცესს EBRD-ის და GCF-ის საბჭოების მხრიდან. მწვანე ქალაქების

დაფინანსების მექანიზმის კატეგორიის ყველა ქვე-პროექტი საჭიროებს დამტკიცებას

EBRD-ის დირექტორთა საბჭოს მიერ, ESIA-ის დოკუმენტების გასაჯაროების მომზადების

შემდგომ, რისი მიზანიც არის იმის უზრუნველყოფა, რომ პროექტები აკმაყოფილებდეს

EBRD-ის სამოქმედო მოთხოვნებს და ინფორმაციის გასაჯაროების მოთხოვნებს,

რომლებიც ჩამოთვლილია ქვემოთ; ასევე იმის უზრუნველსაყოფად, რომ პროექტების

პოტენციურ გარემოს დაცვისა და სოციალური რისკები იყოს სათანადოდ

იდენტიფიცირებული, შერბილებული და მოგვარებული. ეს პროცესი ასევე

უზრუნველყოფს, რომ A კატეგორიის ქვე-პროექტები ასევე აკმაყოფილებდნენ GCF

გარემოს დაცვისა და სოციალური შეფასების, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობისა

და ინფორმაციის გასაჯაროების მოთხოვნებს.

B და C კატეგორიის პროექტები

EBRD მოიპოვებს სრულ თანხმობას GCF-ის საბჭოსაგან B ან C კატეგორიის

პროექტებისათვის. ამგვარი პროექტების GCF-ის საბჭოს წინაშე შემდგომი შეფასებისა და

დამტკიცებისათვის წარდგენა საჭირო აღარ იქნება და მათი დამტკიცება მოხდება EBRD-

ის პროცედურების საშუალებით და განხორციელდება ბანკის მკაცრად გაწერილი

გარემოს დაცვისა და სოციალური მდგრადობის ჩარჩოს საშუალებით. პროექტები უნდა

აკმაყოფილებდეს ბანკის სამოქმედო მოთხოვნებს და ინფორმაციის საჯაროობის

მოთხოვნებს, რომლებიც ქვემოთ არის აღწერილი.

7. გარემოს დაცვისა და სოციალური შეფასება

Page 19: დანართი 4. მწვანე ქალაქების მექანიზმის გარემოსდაცვითი და ... · official use official

OFFICIAL USE

OFFICIAL USE

7.1 გარემოს დაცვისა და სოციალური შეფასების მოცულობა და შინაარსი

EBRD-ის გარემოსდაცვითი და სოციალური შეფასება გულისხმობს სამი ძირითადი

ელემენტის გათვალისწინებას: (i) პროექტთან დაკავშირებულ გარემოსდაცვით და

სოციალურ ზემოქმედებასა და საკითხებს; (ii) კლიენტის უნარსა და ვალდებულებას,

განახორციელოს პროექტი შესაბამისი PR-ის სათანადოდ; და (iii) შესაძლებლობების

ფარგლებში დაწესებულებებსა და საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია პროექტთან,

მაგრამ არ არის დაფინანსებული EBRD-ის მიერ. EBRD-ის გარემოსდაცვითი და

სოციალური შეფასების მასშტაბი განსაზღვრული იქნება თითოეული შემთხვევის

საფუძველზე, ზემოთ აღწერილი შემოწმებისა და კატეგორიის მინიჭების პროცესის

საშუალებით EBRD-ის გარემოსა დაცვისა და მდგრადობის დეპარტამენტისმიერ

(ESD).ESDD-ის მოცულობა და შინაარსი, ინფორმაციის გასაჯაროებისა და

დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის მოთხოვნები იქნება პროპორციული

პროექტთან დაკავშირებული გარემოს დაცვისა და სოციალური რისკების,

საკითხებისა და გავლენისა.გარემოს დაცვის და/ან სოციალურად რთული ან მაღალი

რისკების მქონე პროექტებისათვის,ESD-იმ შესაძლოა გადაწყვიტოს, რომ საჭიროა

ფორმალიზებული ESDD-ისა და ToR-ის მომზადება.

A კატეგორიის პროექტები საჭიროებენ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების

ყოვლისმომცველ შეფასებას (ESIA). ESIA პროცესი გულისხმობს საჯარო განხილვისა და

კონსულტაციებს. ESIA პროცესი იწყება პროექტთან დაკავშირებული პოტენციური

გარემოს დაცვისა და სოციალური შედეგების შეფასებით. ESIA ასევე მოიცავს ასეთი

ზემოქმედების წყაროს ტექნიკურად და ფინანსურად მისაღები ალტერნატივების

შემოწმებას, მათ შორის, არასაპროექტო ალტერნატივას და კონკრეტული

შემოთავაზებული სამოქმედო კურსის შერჩევის დოკუმენტურ დასაბუთებას. ის ასევე

განსაზღვრავს პოტენციური გაუმჯობესების შესაძლებლობებს და რეკომენდაციას

გაუწევს საჭირო ღონისძიებებს უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილებისათვის ან,

სადაც თავიდან აცილება შეუძლებელია, შემცირებისა და შერბილებისათვის. შეიძლება

საჭირო გახდეს, რომ ESIA განხორციელებული ან დამოწმებული იყოს დამოუკიდებელი

ექსპერტების მიერ. ESIA-ის პროცესის შედეგად ჩამოყალიბდება გარემოს დაცვისა და

სოციალური მართვის გეგმა (“ESMP”), დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის

პროგრამა (“SEP”) და სადაც ეს რელევანტურია, განსახლების სამოქმედო გეგმა,

ბიომრავალფეროვნების მართვის გეგმა და კულტურული მემკვიდრეობის მართვის

გეგმა, ან სხვა კონკრეტული მართვის გეგმა.

B კატეგორიის პროექტებისათვის საჭირო იქნება პროექტის ხასიათის, ზომისა და

ადგილმდებარეობის, ისევე როგორც პოტენციური ზემოქმედებისა და რისკების

მახასიათებლების პროპორციული გარემოსდაცვითი და სოციალური შეფასების ჩატარება.

შეფასება დაახასიათებს პროექტთან დაკავშირებულ პოტენციურ მომავალ უარყოფით

ზემოქმედებას, მოახდენს პოტენციური გაუმჯობესების შესაძლებლობების

იდენტიფიცირებას და რეკომენდაციას გაუწევს ნებისმიერ ღონისძიებებს, რომლებიც

საჭიროა უარყოფითი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად ან, სადაც თავიდან აცილება

შეუძლებელია, მინიმუმამდე დასაყვანად და შესარბილებლად.

პროექტებისათვის (A და B), რომლებიც მოიცავს არსებულ ობიექტებს, საჭირო იქნება

წარსული და მიმდინარე ოპერაციების გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების

შეფასება. ამ შეფასების მიზანი არის არსებულ საშუალებებთან და ოპერაციებთან

Page 20: დანართი 4. მწვანე ქალაქების მექანიზმის გარემოსდაცვითი და ... · official use official

OFFICIAL USE

OFFICIAL USE

დაკავშირებული პოტენციური რისკების, ვალდებულებებისა და შესაძლებლობების

იდენტიფიცირება, მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის მიმდინარე

სტატუსის დადასტურება და კლიენტის არსებული მართვის სისტემებისა და PR-ებთან

მიმართებაში საერთო მოქმედების შეფასება. არსებული საშუალებების კვლევა უნდა

განხორციელდეს ექსპერტების მიერ, რომლებიც დამოუკიდებლები არიან იმ

ობიექტისგან, რომლის კვლევაც მიმდინარეობს.

7.2 არსებული ინფორმაციის მიმოხილვა

ESDD მუშაობას იწყებს პროექტთან დაკავშირებით არსებული, ხელმისაწვდომი

გარემოსდაცვითი და სოციალური ინფორმაციის მოპოვებითა და მიმოხილვით.

ამგვარ ინფორმაციას განსაზღვრავს საოპერაციო გუნდი და/ან ESD კლიენტთან

ერთად.

7.3 სამუშაო ადგილზე ვიზიტი

პროექტის ბუნებიდან გამომდინარე და კლიენტისგან მიღებულ ინფორმაციაზე

დაყრდნობით, ESD-იმ შესაძლოა, განახორციელოს ადგილზე ვიზიტი ტექნიკური

შეფასების კვლევის საწყის ეტაპზე, ESDD-ის დეტალური მოცულობის და შინაარსის

განსაზღვრის მიზნით. ამგვარი ვიზიტებისათის მოხდება კონკრეტული ამოცანების

შემუშავება.

7.4 გარემოსდაცვითი და სოციალური შეფასების ინიცირება

კლიენტის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს სათანადო ინფორმაციის მიწოდება ისე,

რომ ბანკს შეეძლოს გარემოსდაცვითი და სოციალური შეფასების განხორციელება ამ

სამოქმედო მაჩვენებლების შესაბამისად. ESD დაეხმარება კლიენტებს და კონსულტაციებს

გაუწევს ტექნიკური შეფასებების მოცულობასა და შინაარსთან დაკავშირებით,რაც

საჭიროა შესაბამისი მოთხოვნების შესასრულებლად.

გარემოს დაცვისა და სოციალურ შეფასებას ჩაატარებენ დამოუკიდებელი

კონსულტანტები ან მესამე მხარის ექსპერტები. ზოგიერთ შემთხვევაში, პროექტს ან

კლიენტს შესაძლოა, ჰყავდეს სპეციალისტი ან დაქირავებული კონსულტატები,

რომლებსაც შეუძლიათ საჭირო სამუშაოების ჩატარება. გამონაკლის შემთხვევებში,

ბანკმა შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ გარემოს დაცვისა და სოციალური

შეფასება პროექტისათვის, უმჯობესია, ჩატარდეს ბანკის გარემოს დაცვისა და

სოციალური საკითხების სპეციალისტების მიერ.

8.გარემოს დაცვისა და სოციალური მართვისა და სამოქმედო გეგმები

გარემოსდაცვითი და სოციალური შეფასების პროცესის შედეგების და დაინტერესებულ

მხარეთა ჩართულობის შედეგების გათვალისწინებით, კლიენტი ვალდებულია,

შეიმუშაოს და განახორციელოს სამოქმედო პროგრამა, რათა უპასუხოს გამოვლენილ

პროექტის გარემოსდაცვით და სოციალურ ზემოქმედებასა და შედეგებს და საქმიანობის

გაუმჯობესების სხვა ღონისძიებებს, რათა დააკმაყოფილოს PR–ები.

Page 21: დანართი 4. მწვანე ქალაქების მექანიზმის გარემოსდაცვითი და ... · official use official

OFFICIAL USE

OFFICIAL USE

პროექტის შესაბამისად, პროგრამა შეიძლება შედგებოდეს დოკუმენტირებული

სამოქმედო პოლიტიკის, მართვის სისტემების, პროცედურების, გეგმების, პრაქტიკისა და

კაპიტალ დაბანდებების კომბინაციისგან, რაც ერთობლივად ცნობილია როგორც

გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმები (ESMP).

ამგვარი გეგმებისა თუ პროგრამების კომპონენტებს შორის შეიძლება იყოს:

ბიომრავალფეროვნების სამოქმედო გეგმა, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა,

განსახლების სამოქმედო გეგმა, შემოსავლის წყაროს აღდგენის ჩარჩო, მკვიდრი

მოსახლეობის განვითარების გეგმა, ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმა,

დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის პროგრამა და/ან სხვა კონკრეტული გეგმები.

ასევე შესაძლებელია, ცალკე დოკუმენტის სახით არსებობაც.

იმ შემთხვევაში, თუ პროექტი თავიდანვე არ აკმაყოფილებს სამოქმედო მოთხოვნებს,

კლიენტი და ბანკი ESMP-ის გარდა, შეთანხმდებიან ESAP-ზე, რომელიც მოიცავს

ტექნიკურად და ფინანსურად განხორციელებად და ფინანსურად ეფექტურ ზომებს,

რომ პროექტმა შეძლოს ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება EBRD-სათვის მისაღებ

ვადაში. ESAP მთავარი ინსტრუმენტია პროექტის იმგვარად დასაგეგმად, რომ მან

დააკმაყოფილოს მოთხოვნები, ისევე როგორც ეფექტური მონიტორინგის

უზრუნველსაყოფად, რომ EBRD დარწმუნდეს, რომ გარემოს დაცვისა და სოციალური

მოთხოვნები სრულდება. ESAP შესაძლოა ასევე ითვალისწინებდეს ზომებს, კლიენტის

მიერ გარემოს დაცვისა და სოციალური რისკების სამართავად, ან იმისათვის, რომ

კლიენტმა თავისი საქმიანობა PR-ებთან თანხმობაში მოიყვანოს ოპერაციებში,

რომლებიც დაკავშირებულია, მაგრამ არ არის პროექტის ნაწილი. (იხ. პარაგ. 37 ESP-შიდა

PR 1-ის მუხლები 17-20).

თუ გარემოს დაცვისა და სოციალური შეფასების პროცესში, მაკორექტირებელი

ქმედების საჭიროება არ გამოვლინდება, ESAP არ იქნება საჭირო.

9. ფუნქციები და მოვალეობები გარემოს დაცვისა და სოციალური მოთხოვნების

მართვის მიზნით

9.1 EBRD-ის კლიენტების როლი და პასუხისმგებლობები

ბანკი მოელის თავისი კლიენტებისაგან, მართონ პროქტებთან დაკავშირებული

გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხები, რათა მოხდეს სამოქმედო მოთხოვნების

დაკმაყოფილება გონივრულ ვადაში. პროექტები, რომელიც მოიცავს ახალ ობიექტებს ან

ბიზნეს საქმიანობას თავიდანვე იქნება შექმნილი ისე, რომ დააკმაყოფილოს სამოქმედო

მოთხოვნები. თუ პროექტი შეიცავს არსებულ ობიექტებს და საქმიანობებს, რომლებიც არ

აკმაყოფილებენ PR-ებს საბჭოს მიერ დამტკიცების დროს, კლიენტს მოეთხოვება, მიიღოს

EBRD-ისათვის დამაკმაყოფილებელი ზომები, რაც არის ტექნიკურად და ფინანსურად

მისაღები და ხარჯეფექტური, რათა მიღწეულ იქნას ამ ობიექტების და საქმიანობების

შესაბამისობა PR-ებთან EBRD-თვის მისაღები ვადების ფარგლებში. გარდა ამისა, EBRD

იმუშავებს თავის კლიენტებთან გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების სამართავად,

რომლებიც შეესაბამება PR-ებს მათ სხვა ოპერაციებში, რომლებიც დაკავშირებულია,

მაგრამ არ არის პროექტის ნაწილი.

Page 22: დანართი 4. მწვანე ქალაქების მექანიზმის გარემოსდაცვითი და ... · official use official

OFFICIAL USE

OFFICIAL USE

კლიენტის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს სათანადო ინფორმაციის მიწოდება ისე,

რომ ბანკს შეეძლოს გარემოსდაცვითი და სოციალური შეფასების განხორციელება ამ

პოლიტიკის შესაბამისად. კლიენტს შესაძლოა დასჭირდეს შესაფერისი გარემოს დაცვისა

და სოციალური კვლევის ინიცირება და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის

უზრუნველყოფა და შესაბამისი ხარჯების დაფარვა. კლიენტს ასევე მოეთხოვება, EBRD-

ის წარმომადგენლებისა და დამოუკიდებელი კონსულტანტებისათვის პროექტის

ტერიტორიაზე და ჩანაწერებზე წვდომის უზრუნველყოფა. კლიენტის მოვალეობებში

შედის აგრეთვე გარემოს დაცვისა და სოციალურ სამოქმედო გეგმასა (“ESAP”) და

პროექტის მოკლე ანოტაციის (“PSD”) გარემოსდაცვით და სოციალურ შინაარსზე

დათანხმება.

9.2. EBRD-ს როლი და პასუხისმგებლობები

EBRD-ის პასუხისმგებლობები შეესაბამება მისი, როგორც საერთაშორისო ფინანსური

ინსტიტუტის როლს, რომელიც უზრუნველყოფს პროექტების საბანკო დაფინანსებას

EBRD-ის რესურსების გამოყენებით, რომლებიც დადასტურებულია მისი

ხელმძღვანელობისა და დირექტორთა საბჭოს ან სხვა გადაწყვეტილების მიმღები

ორგანოს მიერ. ნებისმიერ კონკრეტულ ინვესტიციასა ან ტექნიკური თანამშრომლობის

პროექტთან დაკავშირებით, EBRD-ის ჩართულობის დონე განისაზღვრება პროექტის

ხასიათითა და მასშტაბით, დონორთა დაფინანსების ხელმისაწვდომობით, ისევე, როგორც

კლიენტთან თანამშრომლობისა და ურთიერთობის სპეციფიკური გარემოებებით

EBRD-მ, შესაძლოა თავი შეიკავოს პროექტის დაფინანსებისაგან გარემოსდაცვითი ან

სოციალური მოსაზრებებით. EBRD შეგნებულად არ დააფინანსებს პროექტებს, რომლებიც

გულისხმობს ან იწვევს იძულებით გამოსახლებას.გარდა ამისა, არსებობს რამდენიმე

სახის საქმიანობა, რომელსაც EBRD არ აფინანსებს EBRD-ის გარემოსდაცვითი და

სოციალური გამონაკლისების სიის თანახმად, რომელიც მოცემულია ამ დოკუმენტის

დანართში 1.

10. დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა

EBRD აღიარებს კლიენტს, მის თანამშრომლებს, პროექტთან პირდაპირი შეხებაში მყოფ

ადგილობრივ თემებს და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა დაინტერესებულ მხარეებს

შორის ღია და გამჭვირვალე ჩართულობის მნიშვნელობას, როგორც მოწინავე

საერთაშორისო პრაქტიკის (GIP) და კორპორაციული მოქალაქეობის ძირითად ელემენტს.

ასეთი ჩართულობა ასევე წარმოადგენს პროექტების გარემოსდაცვითი და სოციალური

მდგრადობის გაუმჯობესების გზას. კერძოდ, პროექტის ხასიათის და მასშტაბის

შესაბამისი ეფექტური სათემო ჩართულობა ხელს უწყობს ჯანსაღ და მდგრად

გარემოსდაცვით და სოციალური საქმიანობას და შეიძლება გამოიწვიოს

გაუმჯობესებული ფინანსური, სოციალური და ეკოლოგიური შედეგები,

საზოგადოებრივი სარგებლის ზრდასთან ერთად. დაინტერესებულ მხარეთა

ჩართულობას ცენტრალური მნიშვნელობა აქვს ძლიერი, კონსტრუქციული და

საპასუხისმგებლო ურთიერთობების მშენებლობისთვის, რომლებიც აუცილებელია

პროექტის გარემოზე და სოციალური ზემოქმედების და საკითხების წარმატებული

მართვისთვის. იმისთვის, რომ ეფექტური იყოს, დაინტერესებული მხარეების

ჩართულობა უნდა დაიწყოს პროექტის ციკლის ადრეულ ეტაპზე.

Page 23: დანართი 4. მწვანე ქალაქების მექანიზმის გარემოსდაცვითი და ... · official use official

OFFICIAL USE

OFFICIAL USE

ბანკის სამოქმედო მოთხოვნა 10 (PR10), ფართო გარემოს დაცვისა და სოციალური

პოლიტიკის ნაწილია, და გულისხმობს, რომ ყველა პროექტში, რომელმაც შესაძლოა

იქონიოს უარყოფითი გავლენა გარემოზე, ისევე თანამშრომლებზე ან ადგილობრივ

თემებზე, რომელთაც პროექტი უშუალოდ ეხებათ (A კატეგორიის) უნდა მოხდეს

დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება და მათი ჩართულობის უზრუნველყოფა,

როგორც საერთო გარემოსდაცვითი და სოციალური მენეჯმენტის სისტემის (ESMS)

პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე შეფასების პროცესის და გარემოსდაცვითი

და სოციალური მართვის გეგმის (ESMP) განუყოფელი ნაწილი.

პროექტები, რომლებმაც უნდა შეასრულონ PR10, განახორციელებენ დაინტერესებულ

მხარეთა ჩართულობას პროექტთან უშუალო შეხებაში მყოფი ადგილობრივი

თემებისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის დროულ, შესაბამის, გასაგებ და

ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფით კულტურულად შესაბამისი

ფორმით და მანიპულირების, ჩარევის, ზეწოლის და დაშინების გარეშე. დამატებითი

ინფორმაცია დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის აქტივობებისადა PR10-ის

შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ EBRD-ის გარემოს დაცვისა და სოციალური პოლიტიკის

დოკუმენტში.

პროექტებისთვის, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ უარყოფითი გარემოსდაცვითი და

სოციალური ზემოქმედება და საკითხები, კლიენტი განახორციელებს სხვადასხვა

ფიზიკური პირების ან ჯგუფების იდენტიფიცირებას და შეიმუშავებს შესაბამის

დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გეგმას. კონსულტაციები უნდა იყოს

კონსტრუქციული და ითვალისწინებდეს დაინტერესებულ მხარეთა შეხედულებებსა და

პრობლემებს პროექტის დაგეგმარების, განხორციელებისა და ოპერირების

პროცესში.კლიენტი გამოავლენს დაინტერესებულ მხარეებს, რომლებსაც პროექტი

უშუალოდ ეხებათ ან დაინტერესებულები არიან,გაავრცელებს სათანადო ინფორმაციას

პროექტის გავლენასა და სხვა დაკავშირებულ საკითხებზე, ჩართავს შესაბამის

დაინტერესებულ მხარეებს, პროექტის პოტენციური გავლენის პროპორციულად და

პრობლემების დონიდან გამომდინარე.

A კატეგორიის პროექტებისათვის, კლიენტი და ბანკი საჯაროდ ხელმისაწვდომს

გახდიან ESIA დოკუმენტებს. კერძო სექტორის პროექტებისათვის, ESIA დოკუმენტები

ხელმისაწვდომი გახდება მინიმუმ 60 კალენდარული დღით ადრე პროექტის

დირექტორთა საბჭოს განხილვამდე; საჯარო სექტორის პროექტებისათვის - 120

კალენდარული დღით ადრე საბჭოზე განხილვმდე.ESIA დოკუმენტებს

უზრუნველყოფს კლიენტი და მათ EBRD ხელმისაწვდომს გახდის ყოველგვარი

კომენტარის და ნაგულისხმები მხარდაჭერის გარეშე. თუმცა, გასაჯაროებამდე, ESD

უნდა დარწმუნდეს, რომ ESIA დოკუმენტაცია არის შესაფერისი და გამოსადეგი

კონსულტაციის პროცესისათვის.

ამასთანავე, EBRD PR-ები მოიცავს კონკრეტულ მოთხოვნებს იმ პროექტებზე

კონსულტაციის კუთხით, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ ფიზიკური და

ეკონომიკური გადანაცვლება ან გავლენა იქონიონ მკვიდრ მოსახლეობაზე.

Page 24: დანართი 4. მწვანე ქალაქების მექანიზმის გარემოსდაცვითი და ... · official use official

OFFICIAL USE

OFFICIAL USE

11. გასაჩივრების მართვის მექანიზმი

კლიენტი უნდა იცნობდეს და დროულად უნდა მოახდინოს რეაგირება დაინტერესებული

მხარეების პრობლემებზე პროექტთან დაკავშირებით. ამ მიზნით, კლიენტმა უნდა

ჩამოაყალიბოს საჩივრების განხილვის ეფექტური მექანიზმი, პროცესი ან პროცედურა

დაინტერესებული მხარეებისგან პრობლემების და საჩივრების მისაღებად და მათი

გადაჭრის ხელშესაწყობად, კერძოდ, კლიენტის გარემოსდაცვით და სოციალურ

საქმიანობასთან დაკავშირებით. საჩივრის განხილვის მექანიზმის მასშტაბი უნდა

შეესაბამებოდეს პროექტის რისკების და შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების მასშტაბს.

საჩივრების მექანიზმის პროცესი ან პროცედურები უნდა რეაგირებდეს

პრობლემებზე სწრაფად და ეფექტურად, გამჭვირვალედ, ისე, რომ კულტურის

თვალსაზრისით მისაღები და ადვილად ხელმისაწვდომი იყოს დაზარალებული

თემის ყველა სეგმენტისათვის, რაიმე ღირებულების და სასჯელის გარეშე.

მექანიზმი, პროცესი ან პროცედურა არ უნდა აცილებდეს სამართლებრივი ან

ადმინისტრაციული დაცვის საშუალებების წვდომას. კლიენტი აცნობებს შეხებაში

მყოფი თემებს გასაჩივრების პროცესის შესახებ საზოგადოებასთან ჩართულობის

მისი საქმიანობის ფარგლებში და რეგულარულად მოახსენებს საზოგადოებას მისი

განხორციელების შესახებ დაზარალებული პირების კონფიდენციალურობის

დაცვით.

საჩივრების მართვა უნდა განხორციელდეს სათანადო წესით კულტურის

თვალსაზრისით და უნდა იყოს გონივრული, ობიექტური, მგრძნობიარე და

გულისხმიერი დაინტერესებულ მხარეთა საჭიროებების და პრობლემების მიმართ.

ეს მექანიზმი ასევე უნდა იძლოდეს ანონიმურად საჩივრების წამოყენების და

მათზე რეაგირების საშუალებას.

EBRD-მ შექმნა გასაჩივრების მექანიზმი - პროექტის გასაჩივრების მექანიზმი (PCM),

ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტებთან დაკავშირებული საჩივრების

განსახილველად. ის შესაძლებლობას აძლევს, ინდივიდებსა და ჯგუფებს, რომლებსაც

უშუალოდ ან უარყოფითად შეეხოთ EBRD-ის პროექტი, ისევე როგორც სამოქალაქო

საზოგადოების ორგანიზაციებს, საჩივარი წარადგინონ ან რაიმე საკითხი წამოჭრან

ბანკში, ბანკის სხვა ოპერაციებისაგან დამოუკიდებლად.

მექანიზმს ორი ფუნქცია აქვს:

საჩივრის განხილვის ფუნქცია, რომელმაც უნდა დააადგინოს რამდენად

შეესაბამება EBRD-ის მოქმედება დამტკიცებულ პროექტთან დაკავშირებით, EBRD-

ის პოლიტიკას, კონკრეტულად კი შესაბამის გარემოს დაცვის პოლიტიკას და

პროექტის უშუალო მოთხოვნებს საჯარო ინფორმაციის პოლიტიკასთან

დაკავშირებით და

პრობლემის მოგვარების ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს მომჩივანსა და

კლიენტს შორის დიალოგის აღდგენას, რათა გადაიჭრას მომჩივანის პრობლემები

საჩივრის ინიცირების გარეშე. ეს ინიციატივა შეიძლება გულისხმობდეს

დამოუკიდებლად ფაქტების დადგენას, მედიაციას, დიალოგის ინიცირებას,

მორიგებას გამოძიებას და ანგარიშგებას.

საჩივრის შეფასებას შესაძლოა მოყვეს რეკომენდაცია საჩივრების განხილვის და/ან

პრობლემის მოგვარების ინიციატივის შესახებ, ან არცერთი.

Page 25: დანართი 4. მწვანე ქალაქების მექანიზმის გარემოსდაცვითი და ... · official use official

OFFICIAL USE

OFFICIAL USE

12. მონიტორინგი

EBRD-ის გარემოს დაცვისა და სოციალური პოლიტიკა და გარემოს დაცვისა და

სოციალური პროცედურები მიმოიხილავს პროექტის გარემოსდაცვით და სოციალურ

ფუნქციონირებას ბანკის ინვესტიციებში და გარემოსდაცვით და სოციალური

ვალდებულებებთან შესაბამისობას. ეს მოიცავს მონიტორინგთან დაკავშირებულ

აქტივობებს კლიენტისა და ასევე ბანკის თანამშრომლების მხრიდან, მონიტორინგის

ანგარიშების, ადგილზე ვიზიტებისა და მესამე მხარის მონიტორინგის საშუალებით.

მონიტორინგის აქტივობები თითოეული პროექტისათვის განისაზღვრება პროექტთან

დაკავშირებული გარემოს დაცვისა და სოციალური რისკები და გავლენის შედეგი, რისი

გამოვლენაც შეფასების დროს მოხდა. ისინი შეიძლება ასევე ასახავდნენ, დაინტერსებული

მხარეების მიერ წამოჭრილ მნიშვნელოვან საკითხებს და მოიცვან, სადაც ეს

რელევანტურია, გარემოს დაცვისა და სოციალური პროექტის შესრულების განხილვა ან

აუდიტი. როგორც მინიმუმ, მონიტორინგის მოთხოვნები და ვალდებულებები მოიცავს

ყოველწლიური გარემოსდაცვითი და სოციალური ანგარიშების განხილვას პროექტებთან

დაკავშირებით, რომლებიც მომზადებულია კლიენტების მიერ პროექტის გარემოს

დაცვისა და სოციალური მოთხოვნებთან შესაბამისობის კუთხით, მათ შორის გარემოს

დაცვისა და სოციალური მართვის და/ან სამოქმედო გეგმის შესრულების კუთხით. EBRD-

მ შეიძლება, ასევე, პერიოდულად გადაამოწმოს კლიენტების მიერ მომზადებული

მონიტორინგის ინფორმაცია ბანკის გარემოს დაცვის და სოციალური სპეციალისტების

და/ან დამოუკიდებელი ექსპერტების ადგილზე პროექტების ვიზიტების საშუალებით.

თუ კლიენტი ვერ ასრულებს სოციალურ და გარემოს დაცვის ვალდებულებებს, როგორც

ეს განსაზღვრულია სამართლებრივი შეთანხმებებით, EBRD შეიძლება დაეთანხმოს

გამოსასწორებელი ზომების მიღებას კლიენტის მიერ შესაბამისობის მისაღწევად. თუ

კლიენტი ვერ ასრულებს შეთანხმებულ შემარბილებელ ღონისძიებებს, ბანკს შეუძლია

განახორციელოს ისეთი ქმედება და/ან განახორციელოს სამართლებრივი დაცვის ისეთი

საშუალებები, რომლებიც შესულია იმ დაფინანსების ხელშეკრულებებში, როგორსაც ის

საჭიროდ მიიჩნევს. EBRD კლიენტთან ერთად ასევე განიხილავს საქმიანობის

გაუმჯობესების ნებისმიერ შესაძლებლობებს, რომლებიც დაკავშირებულია პროექტებთან.

13. დანართები

გამონაკლისების ჩამონათვალი (იმ აქტივობების სია, რომლებსაც მექანიზმი არ

დააფინანსებს)

შესამოწმებელი სია

დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის პროგრამის მონახაზი

Page 26: დანართი 4. მწვანე ქალაქების მექანიზმის გარემოსდაცვითი და ... · official use official

OFFICIAL USE

OFFICIAL USE

ქვე-დანართი 1:EBRD-ის გარემოსდაცვითი და სოციალური გამონაკლისების

ჩამონათვალი

EBRD არ დააფინანსებს, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, პროექტებს, რომლებიც

ახორციელებენ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს:

ა) ნებისმიერი პროდუქტისა თუ აქტივობის წარმოება თუ გაყიდვა, რომელიც

უკანონოდ ითვლება მასპინძელი ქვეყანის (ანუ ნაციონალური) კანონითა თუ

რეგულაციით, ან საერთაშორისო კონვეციით და შეთანხმებით, ან ექვემდებარება

საერთაშორისო დონეზე წარმოებიდან ამოღებას ან აკრძალვას, როგორებიცაა:

(i) PCB-ის7 შემცველი პროდუქტების წარმოება ან ვაჭრობა

(ii) პესტიციდების/ჰერბიციდების და სხვა სახიფათო ნივთიერებების წარმოება ან

ვაჭრობა ფარმაცევტიკის სფეროში, რაც ექვემდებარება საერთაშორისო დონეზე

წარმოებიდან ამოღებას ან აკრძალვას.8

(iii) ოზონდამშლელი ნივთიერებების წარმოება ან ვაჭრობა, რაც აიკრძალა

საერთაშორისო შეთანხმებით.9

(iv) ცოცხალი ბუნებით ვაჭრობა, ან პროდუტების წარმოება ან ვაჭრობა, რაც

რეგულირებულია CITES.10

(v) ნარჩენების საზღვრებს გარეთ გატანა, რაც აკრძალულია საერთაშორისო

კანონმდებლობით.11

7PCB: პოლიქლორირებული ბიფენილები არის ძალიან მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების ჯგუფი. ხშირია

მათი გამოყენება ნავთობით სავსე ელექტრონულ ტრასნფორმერებში, კონდენსატორებსა და გამანაწილებელ

მოწყობილობებში 1950-1985 წლებიდან. 8საცნობარო დოკუმენტებია - საბჭოს რეგულაცია (EEC) No 2455/92, დათარიღებული 1992 წლის 23

ივლისით, რომელიც ეხება ზოგიერთი საშიში ქიმიური ნივთიერებების ექსპორტსა და იმპორტს, დროდადრო

შესწორებით; გაერთიანებული ერების კონსოლიდირებული ჩამონათვალი იმ პროდუქტებისა, რომელთა

მოხმარება და/ან გაყიდვა აკრძალულია, ამოღებულია, მკაცრადაა შეზღუდული ან არ არის დამტკიცებული

მთავრობების მიერ; როტერდამის კონვენცია „ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებებითა და

პესტიციდებით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში წინასწარი ინფორმირებული თანხმობის პროცედურის

შესახებ“; სტოკჰოლმის კონვენცია „მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების შესახებ“; ჯანდაცვის მსოფლიო

ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული პესტიციდების კლასიფიკაცია საფრთხის მიხედვით.

9ოზონის დამშლელი ნივთიერებები (ODS): ქიმიური ნაერთები, რომლებიც რეაქციაში შედის და შლის

სტრატოსფეროს ოზონს და შედეგად მოაქვს ფართოდ გახმაურებული „ოზონის ხვრელები“. მონრეალის ოქმი

„ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებებათა შესახებ“ აქვეყნებს ოზონის დამშლელი ნივთიერებების

ჩამონათვალს, მათ მიზნობრივ შემცირებასა და წარმოებიდან ამოღების ვადებს. ქიმიური ნაერთების

ჩამონათვალი, რომელიც რეგულირდება მონრეალის ოქმით, რომელიც მოიცავს აეროზოლებს, სამაცივრო

აგენტებს, ქაფის გენერატორებს, გამხსნელებსა და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებს, ხელმომწერ

ქვეყნებზე დეტალური ინფორმაციითა და წარმოებიდან ამოღბის ვადებთან ერთად ხელმისაწვდომია

„გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამიდან“. 10CITES კონვენცია „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო

ვაჭრობის შესახებ“. CITES-ში ჩამოთვლილი სახეობების სია ხელმისაწვდომია CITES-ის სამდივნოსგან. 11საცნობარო დოკუმენტებია: რეგულაცია (EC) No1013/2006, დათარიღებული 2006 წლის14 ივნისით

ნარჩენების გადაზიდვაზე; ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (ეთგო) საბჭოს

გადაწყვეტილება C (2001)107/final, რომელიც ეხება აღდგენის ოპერაციებისათვის განკუთვნილი ნარჩენების

ტრანსსასაზღვრო გადაადგილების კონტროლის შესახებ C (92) 39/Final გადაწყვეტილების

Page 27: დანართი 4. მწვანე ქალაქების მექანიზმის გარემოსდაცვითი და ... · official use official

OFFICIAL USE

OFFICIAL USE

(ბ) თავისუფალი აზბესტის ბოჭკოები ან აზბესტის შემცვლელი პროდუქტების წარმოება,

გამოყენება ან ვაჭრობა.

(გ) მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობით ან საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული

საქმიანობა, რაც დაკავშირებულია ბიომრავალფეროვნების რესურსებთან და

კულტურულ მემკვიდრეობასთან.12

(დ) ბადით თევზაობა საზღვაო გარემოში, რომელიც სიგრძეში აღემატება 2.5 კმ-ს.

(ე) ნავთობის ან სხვა სახიფათო ნივთიერების გადაზიდვა ცისტერნებით, რომლებიც არ

შეესაბამება IMO მოთხოვნებს.13

(ვ) საქონლით ვაჭრობა სათანადო იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზიის გარეშე ან

ტრანზიტის უფლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაციის გარეშე ექსპორტის,

იმპორტის და თუ საჭიროა, ტრანზიტის შესაბამისი ქვეყნიდან.

გადასინჯვას;ბაზელის კონვენცია „სახიფათო ნარჩენების ტრანსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ

განთავსებაზე კონტროლის შესახებ“. 12 შესაბამის საერთაშორისო კონვეციებს შორისაა: „ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვის

კონვენციას“ (ბონის კონვენცია); „კონვენციას საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით

წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ტერიტორიების შესახებ“ (რამსარის კონვენცია); „ევროპის ველური

ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციას“ (ბერნის კონვენცია); „კონვენციას მსოფლიო

კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“; „კონვენციას ბიოლოგიური

მრავალფეროვნების შესახებ“. 13ეს მოიცავს: ტანკერებს, რომლებსაც არ აქვთ საყოველთაოდ საჭირო საერთაშორისო კონვენცია: „გემებიდან

დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ“ (MARPOL), „ზღვაზე სიცოცხლის გადარჩენის შესახებ“ (SOLAS),

სერტიფიკატები (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, საერთაშორისო უსაფრთხოების მართვის კოდექსის

შესაბამისობა), ტანკერებს, რომლებიც ევროკავშირის მიერ შავ სიაშია შეტანილი ან აკრძალულია

ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის შესახებ პარიზის ურთიერთგაგების მემორანდუმით (პარიზის

ურთიერთგაგების მემორანდუმი) და ტანკერებს, რომლებიც MARPOL-ის 13G რეგულაციის საფუძველზე

წარმოებიდან ეტაპობრივად უნდა მოიხსნას. არც ერთი კორპუსიანი ტანკერის 25 წელზე მეტი დროის

განმავლობაში არ უნდა იყოს გამოყენებული.

Page 28: დანართი 4. მწვანე ქალაქების მექანიზმის გარემოსდაცვითი და ... · official use official

OFFICIAL USE

OFFICIAL USE

ქვე-დანართი 2: შესამოწმებელი სია

შესავალი

შესრულების შეჯამება მოიცავს ჩამონათვალს სისტემატიური განხილვისათვის გარემოს დაცვისა და სოციალური რისკებისა და შედეგის

იდენტიფიცირების მიზნით EBRD-ის გარემოს დაცვისა და სოციალური პოლიტიკის შესაბამისად, როგორც ეს განსაზღვრულია შესაბამისი

სამოქმედო მოთხოვნებით. ეს მოთხოვნები შეეხება არა FI პროექტებსაც. ეს განხილვები იქნება საფუძველი პროექტის სამომავლო

საქმიანობის შეფასებისათვის გარემოს დაცვისა და სოციალური ანგარიშგების პროცესის საშუალებით.

მითითებები

თითოეული PR-ისათვის (ინდიკატორები სრული რიცხვის მითითებით) მოიცავს შეჯამებას PR-ის ზოგად შესრულებასთან დაკავშირებით.

PR-იდან ნებისმიერი გადახვევა, უნდა იყოს ახსნილი და თანდართული დოკუმენტები უნდა იყოს მითითებული.

თითოეული ინდიკატორისათვის PR-ის ფარგლებში, შეასრულეთ ქვემოთ ჩამოთვლილი 3 ნაბიჯი:

1. გადაწყვიტეთ, რელევანტურია თუ არა ინდიკატორი. A და B კატეგორიის პროექტებისათვის,ამოსავალი წერტილი ის, რომ ყველა

ინდიკატორი რელევანტურია, გარდა იმ შეთხვევისა, თუ პროექტი არ შეიცავს ინდიკატორთან შესაბამის მნიშვნელოვან ასპექტს

(ანუ რისკებს), ასეთ შემთხვევაში მოხდება "NA"-ს (არ არის რელევანტური) მითითება და მოკლედ მოხდება მიზეზების აღწერა. C

კატეგორიის პროექტების შემთხვევაშიიგულისხმება, რომ ყველა ინდიკატორი არალევანტურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ

პროექტს გააჩნია ინდიკატორთან შესაბამისი მნიშვნელოვანი ასპექტი (მაგ. არსებობს მატერიალური რისკი).

2. გადაწყვიტეთ, შესაძლებელია თუ არა მოსაზრების გამოთქმა.თუ (მაგ. ინდიკატორი რელევანტურია, მაგრამ პროექტი მოცემულ

ეტაპისათვის ჯერ ადრეა), მიუთითეთ "NOP" და დაურთეთ მოკლე განმარტება. თუ მოსაზრების ნაკლებობა წარმოადგენს

მნიშვნელოვან უზუსტობას, მიუთითეთ, სად არის ამაზე საუბარი ანგარიშში და დაურთეთ მოკლე რეკომენდაცია.

Page 29: დანართი 4. მწვანე ქალაქების მექანიზმის გარემოსდაცვითი და ... · official use official

OFFICIAL USE

OFFICIAL USE

3. შეაფასეთ ინდიკატორები, როგორც ეს განმარტებულია ქვემოთ და დაურთეთ მოკლე განმარტება.

EC

გადაჭარბებით შესრულება:

პროექტმა გადაჭარბა EBRD-ის PR მოთხოვნებს. EBRD-ს უნდა მიეცეს შესაძლებლობა,

გამოიყენოს ამგვარი პროექტები, გარემოს დაცვისა და სოციალური ეფექტის დადებით

საჩვენებელ ნიმუშად.

FC

სრული შესაბამისობა:

პროექტი სრულად შეესაბამება EBRD-ის მოთხოვნებს, ევროკავშირისა და ადგილობრივი

მთავრობის გარემოსდაცვით, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკასა და მითითებებს.

PC

ნაწილობრივი შესრულება:

პროექტი სრულად არ შეესაბამება EBRD-ის მოთხოვნებს, თუმცა გააჩნია სისტემები,

პროცედურები ან ზიანის შემცირებაზე მიმართული ზომები, რაც დეფიციტის საკითხების

მოსაგვარებლადაა საჭირო.

MN

მატერიალური შეუსრულებლობა:

პროექტი მატერიალურად ვერ აკმაყოფილებს EBRD-ის მოთხოვნებს, და არსებული

სისტემები, პროცედურები ან ზიანის შემცირებაზე მიმართული ზომები, ამ საკითხის

მოსაგვარებლად არაფექტურია.

4. კომენტარები/საკითხები:.მოკლე შენიშვნა ამ მოთხოვნის პროექტთან შესაბამისობის შესახებ და არჩეული ქულის განმარტება.

5. საჭირო ქმედება:სადაც ეს რელევანტურია, მოკლე აღწერა იმ ქმედებების, რაც საჭიროა კლიენტის მხრიდან თითოეული მოთხოვნის

სრულად შესასრულებლად. თუ შესაბამისი ქმედება აღწერილია ESAP-ში, მიუთითეთ ESAP.

6. PR შეჯამება:სრულიშეჯამება თითოეულ მოთხოვნასთან შედარებით, ზემოთ მოყვანილი შესრულების განმარტების გამოყენებით,

შესაბამისი კომენტარებით. ზოგიერთ შემთხვევაში, საკმარისი იქნება PR-ის მითითება მხოლოდ შეჯამების დონეზე, რაც

დამოკიდებულია ზემოთ მოყვანილეტაპ 1-ზე.

შენიშვნა:მატერიალური შეუსრულებლობის ქულას (ინდიკატორისა და PR-ის დონეზეც) განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა

პროექტის დამტკიცების კუთხით და განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. იმის გადაწყვეტის პროცესში, ადეკვატურია თუ არა

ზომები დეფიციტზე რეაგირებისათვის, კონსულტანტმა სტრუქტურულად უნდა განიხილოს შემდგომი (დამტკიცების შემდეგომი) რისკი

Page 30: დანართი 4. მწვანე ქალაქების მექანიზმის გარემოსდაცვითი და ... · official use official

OFFICIAL USE

OFFICIAL USE

და ნდობის ხარისხი, რომ პროექტს შეუძლია საკითხები პოლიტიკასთან შესაბამისობასთან მოიყვანოს ESAP-ის საშუალებით. ქვემოთ

მოცემულია ცხრილი, თუ რა მიდგომა უნდა იქნას გამოყენებული.

რისკი

მაღალი PC MN MN

საშუალო PC PC MN

დაბალი FC PC PC

მაღალი საშუალო დაბალი

ნდობა

KPI

Ref. სამოქმედო მოთხოვნები ქულები კომენტარები/ საკითხები საჭირო ქმედება

ESAP

Ref.

1 გარემოს დაცვისა და სოციალური ზეგავლენისა და საკითხების მართვა და შეფასება

შეჯამება:

1.1 გარემოს დაცვისა და სოციალური შეფასება

1.2 გარემოს დაცვისა და სოციალური მართვის

სისტემები

1.3 გარემოსდაცვითი და სოციალური

პოლიტიკა14

1.4 გარემოსდაცვითი და სოციალური

მართვის გეგმა

14იმ შემთხვევაში, როცა კლიენტისათვის პროექტი საქმიანობის საგრძნობ გაფართოებას გულისხმობს, საჭიროა დადასტურება, რომ ეს პოლიტიკა და

მართვის სისტემები და გეგმები შესაფერისია ახალი აქტივობებისათვის.

Page 31: დანართი 4. მწვანე ქალაქების მექანიზმის გარემოსდაცვითი და ... · official use official

OFFICIAL USE

OFFICIAL USE

KPI

Ref. სამოქმედო მოთხოვნები ქულები კომენტარები/ საკითხები საჭირო ქმედება

ESAP

Ref.

1.5 ორგანიზაციული კომპეტენცია და

ვალდებულება

1.6 მიწოდების ქსელის მართვა

1.7 პროექტის მონიტორინგი და ანგარიშგება15

2 შრომისა და სამუშაო პირობები

შეჯამება:

2.1 ადამიანური რესურსების პოლიტიკა და

სამუშაო ურთიერთობები

2.2 ბავშვთა და იძულებითი შრომა

2.3 არა-დისკრიმინაცია და თანაბარი

უფლებები

2.4 დასაქმებულთა ორგანიზაციები

2.5 ხელფასები, პრივილეგიები, სამუშაო

პირობები და საცხოვრებელი ადგილები

2.6 ხარჯების შემცირება16

2.7 საჩივრებისმექანიზმი

15

შეფასების ეტაპზე ნაკლები ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი. შესრულების შეფასება უნდა შეეხოს მონიტორინგისა და ანგარიშგების კონკრეტულ გეგმებს

(მაგ.ESAP-ის მოთხოვნებთან დაკავშირებით), ასევე უნდა გაითვალისწინოს მონიტორინგის/ანგარიშგების არაშესაბამისობაზე მინიშნება, რამაც მომავალში

შესრულებისდმი ნდობა კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დააყენოს. 16

შეფასების ეტაპზე ეს არ შეეხება ბევრ პროექტს. თუმცა, მხედველობაშია მისაღები ბოლო სამი წლის მანძილზე კლიენტის მიდგომა ხარჯების შემცირების საკითხის

მიმართ, რაც არ შეესაბამება პოლიტიკას.

Page 32: დანართი 4. მწვანე ქალაქების მექანიზმის გარემოსდაცვითი და ... · official use official

OFFICIAL USE

OFFICIAL USE

KPI

Ref. სამოქმედო მოთხოვნები ქულები კომენტარები/ საკითხები საჭირო ქმედება

ESAP

Ref.

2.8 არათანამშრომელი მუშაკები

2.9 მიწოდების ქსელი

2.10 უსაფრთხოების პერსონალის მოთხოვნები

3

რესურსების ეფექტიანობა და დაბინძურების თავიდან აცილება და კონტროლი

NB. შეფასებაში დეტალურად უნდა იყოს განხილული (და აღნიშნული) რომელი რეგულაციები ან სტანდარტები იქნა გამოყენებული სამოქმედო შეფასებაში (მაგ, ევროკავშირის, ნაციონალური, სექტორის საუკეთესო გამოცდილება). შეფასება უნდა შეეხოს ალტერნატიული ტექნიკის გამოყენების შესაძლობის განხილვას.

შეჯამება:

3.1 რესურსების ეფექტურობა

3.2 დაბინძურების თავიდან აცილება და

კონტროლი - ჰაერის ემისიები

3.3 დაბინძურების თავიდან აცილება და

კონტროლი - ჩამდინარე წყლები

3.4 სათბურის გაზები17

3.5 წყალი

3.6 ნარჩენები

3.7 სახიფათო ნივთიერებები და მასალები

17განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს კლიენტის მხრიდან ალტერნატივის განხილვას. პროექტები, რომლებიც პროგნოზით 25,000 ტონაზე მეტ

Co2-ის ექვივალენტს გამოიმუშავებენ, უნდა წარმოადგინონ ემისიების აღწერა და ყოველწლიური ანგარიშგების გეგმა.

Page 33: დანართი 4. მწვანე ქალაქების მექანიზმის გარემოსდაცვითი და ... · official use official

OFFICIAL USE

OFFICIAL USE

KPI

Ref. სამოქმედო მოთხოვნები ქულები კომენტარები/ საკითხები საჭირო ქმედება

ESAP

Ref.

4 ჯანდაცვა და უსაფრთხოება

შეჯამება:

4.1 პროფესიულიჯანდაცვა და უსაფრთხოება

4.2 თემის ჯანდაცვა და უსაფრთხოება

4.3 ინფრასტრუქტურის, შენობების, და

დანადგარების დიზაინი და უსაფრთხოება

4.4 სახიფათო მასალების უსაფრთხოება

4.5 პროდუქტისა და სერვისების

უსაფრთხოება

4.6 მოძრაობისა და საგზაო უსაფრთხოება

4.7 ბუნებრივი საფრთხეები

4.8 დაავადების რისკი

4.9 საგანგებო ვითარებისთვის მზადყოფნა და

რეაგირება

5 მიწების შეძენა, იძულებითი გადასახლება და ეკონომიკური გადაადგილება

შეჯამება:

5.1 გადაადგილების თავიდან აცილება ან

მინიმუმამდე დაყვანა

5.2 კონსულტაციები

Page 34: დანართი 4. მწვანე ქალაქების მექანიზმის გარემოსდაცვითი და ... · official use official

OFFICIAL USE

OFFICIAL USE

KPI

Ref. სამოქმედო მოთხოვნები ქულები კომენტარები/ საკითხები საჭირო ქმედება

ESAP

Ref.

5.3 ადგილნაცვალ პირთა კომპენსაცია

5.4 საჩივრების მექანიზმი

5.5 RAP/LRP დოკუმენტაცია

5.6 RAP/LRP განხორციელება

5.7 მონიტორინგი

6 ბიომრავალფეროვნება და ბუნებრივი საცხოვრებელი რესურსები

შეჯამება:

6.1 ბიომრავალფეროვნებისა

დაცოცხალიბუნებრივირესურსების

შეფასება

6.2 ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია

6.3 ცოცხალიბუნებრივირესურსების მდგრადი

მართვა

7 ადგილობრივი მოსახლეობა

შეჯამება:

7.1 ადგილობრივი მოსახლეობის შეფასება

7.2 არახელსაყრელი შედეგის თავიდან

აცილება და ადგილობრივი მოსახლეობის

განვითარების გეგმა

Page 35: დანართი 4. მწვანე ქალაქების მექანიზმის გარემოსდაცვითი და ... · official use official

OFFICIAL USE

OFFICIAL USE

KPI

Ref. სამოქმედო მოთხოვნები ქულები კომენტარები/ საკითხები საჭირო ქმედება

ESAP

Ref.

7.3 ინფორმაციის გავრცელება, შედეგიანი

კონსულტაციები და ინფორმირებული

მონაწილეობა

7.4 საჩივრებისმექანიზმიდა ეთნიკურად

მიკერძოებული დისკრიმინაციის

პრევენცია

7.5 კომპენსაციადა სარგებელის გაზიარება

7.6 ტრადიციული ან ჩვეული მიწებისა და

კულტურული მემკვიდრეობაზე

ზეგავლენა/გადანაცვლება

8 კულტურული მემკვიდრეობა

შეჯამება:

8.1 კულტურულ მემკვიდრეობაზე

ზეგავლენის შეფასება და მართვა

8.2 კონსულტაციები ჩართულ თემებთან და

სხვა დაინტერსებულ მხარეებთან

8.3 კულტურული მემკვიდრეობის გამოყენება

პროექტში

Page 36: დანართი 4. მწვანე ქალაქების მექანიზმის გარემოსდაცვითი და ... · official use official

OFFICIAL USE

OFFICIAL USE

KPI

Ref. სამოქმედო მოთხოვნები ქულები კომენტარები/ საკითხები საჭირო ქმედება

ESAP

Ref.

10 ინფორმაციის გასაჯაროება და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა

შეჯამება:

10.1 დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის

პროგრამა

10.2 ოპერაციული საჩივრების მექანიზმი

ზოგადი შესაბამისობა

ნაციონალური გარემოსდაცვითი,

სოციალური, ჯანდაცვისა და

უსაფრთხოების მოთხოვნები

ევროკავშირის გარემოსდაცვითი,

სოციალური,

ჯანდაცვისადაუსაფრთხოებისმოთხოვნები

Page 37: დანართი 4. მწვანე ქალაქების მექანიზმის გარემოსდაცვითი და ... · official use official

OFFICIAL USE

OFFICIAL USE

ქვე-დანართი 3: მითითებები დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გეგმისათვის

ქვემოთ მოყვანილია საჩვენებელი სია იმ საკითხებისა, რომელთა ჩართვაც შესაძლებელია

დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის პროგრამაში. კონსულტანტი გამოიყენებს თავის

პროფესიულ გამოცდილებას იმის გადასაწყვეტად, რომელიც საკითხებია ქვემოთ

ჩამოთვლილთაგან ან დამატებით) რელევანტური პროექტისათვის.

დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის პროგრამა:

მოკლედ აღწეროს პროექტის ლოკაცია და მიმდებარე ტერიტორია, რომელიც

დაექვემდებარება გავლენას (მაგ. თემების/დასახლებების ჩამონათვალი);

აღწეროს თუ კანონის მიხედვით, რა მოითხოვება ინფორმაციის გასაჯაროებისა და

კონსულტაციების კუთხით.

მოახდინოს ყველა დაინტერესებული მხარის იდენტიფიცირება, შეადგინოს

დაინტერსებულ მხარეთ რუკა (თუ ეს რელევანტურია).

გამოავლინოს კონკრეტული ჯგუფები, რომლებიც შესაძლოა ჩაითვალოს

მოწყვლად ჯგუფებად ან რომლებიც საჭიროებენ მეტ მხარდაჭერას

კონსულტაციის პროცესში, განათლების დონის, გენდერის, სოციო-ეკონომიკური

დონის, ეთნიკურობის/ენის, ან ლოკაციის გამო (მაგ. პროექტის სიახლოვე

სკოლასთან, საავადმყოფოსთან, ა.შ.) თითოეული იდენტიფიცირებული

ჯგუფისათვის, დააკონკრეტოს, თუ როგორ ჩატარდება შედეგიანი

კონსულტაციები.

აღწეროს მანამდე ჩატარებული კონსულტაციები და ინფორმაციის

გასაჯაროებასთან დაკავშირებული აქტივობები.

განსაზღვროს რომელი დოკუმენტები გასაჯაროვდება, მათ შორის განრიგები, და

რომელ ენებზე.

განსაზღვროს თუ სად იქნება შესაძლებელი დოკუმენტების მოძიება (ფიზიკურად

თუ ელექტორნული მისამართით), მაგ. მიუთითოს კონკრეტული გაზეთის,

საინფორმაციო დაფის განლაგება, ა.შ.

განმარტოს, რა გზით მოხდება ადამიანების ინფორმირება დოკუმენტის

ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.

დაადგინოს კონსულტაციების დაწყებისა და დასრულების თარიღები.

შექმნას შეხვედრების, აქტივობებისა და კომენტარის გაკეთების შესაძლებლობების

ცხრილი ან სია. თუ ლოკაცია/თარიღი ცნობილი არ არის, მიუთითოს, როგორ

მოხდება ადამიანების ინფორმირება თარიღთან დაკავშირებით.

აღწეროს თუ ვისთან/სად უნდა გაიგზავნოს კომენტარები, რა მოხდება ამის შემდეგ

და როგორ მოხდება შედეგებზე ინფორმაციის გავრცელება.

აღწეროს საჩივრების მართვის პროცესი (კონკრეტული საჯარო საჩივრების

პროცესის ჩათვლით)

განსაზღვროს მონიტორინგისა და ანგარიშგების პროცედურები დაინტერესებულ

მხარეთა ჩართულობის პროცესისათვის.

განსაზღვროს პასუხისმგებლობები დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის

პროცესის უზრუნველსაყოფად.

SEP უნდა იყოს მოკლე და არ უნდა აღემატებოდეს 15 გვერდს დანართების გარეშე.

ასევე იხილით მითითებები:

http://www.ebrd.com/downloads/about/sustainability/grievance-mechanism.pdf