ინტეგრირებული გაკვეთილი

19
ქქქქქ ქქქქქქქქ #147 ქქქქქქ ქქქქქქ ქქქქქქქქქ ქქქქქქ ქქქქქქქქქქქქქ ქქქქქქქქქქ ქქქქქ სსსსსს: მმმმმმმმმმ-მმმმმმმმმ-მმმ-მმ მმმმმმმმმმმმ სსსსს: სსსსსსსს II მმმმმ მმმმმმ მმმმმმმმმმმმ სსსსსსსსსს სსსსსსსსს მმმმ. მმმმმმმმმ- 30 მმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმმ მმმმმ - 0 სსსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსს მმმმმმ მმმმმმმ მმ მმმმმმმ მმმმმმმ. სსსსსსსსსს სსსსსს: მმმმმმმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმმმმ; მმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმმ; მმმმმმმმმმ, მმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმ მმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმმმმ; მმმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმმ; მმმმმმმმ მმმმმმმმ მმმმმ მმმმმმმ; მმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმ მმ მმმმმმმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმმმმმ მმ მმმმმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმ მმ მმ მმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმმმმ მმმმმმმ მმ მმმმმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმმმმ მმმმმმმმ მმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმმმმ;

Upload: qetti-otiashvili

Post on 10-Dec-2015

79 views

Category:

Documents


3 download

DESCRIPTION

ინტეგრირებული გაკვეთილი

TRANSCRIPT

Page 1: ინტეგრირებული გაკვეთილი

ქალაქ თბილისის #147 საჯარო სკოლის პედაგოგის

ხათუნა დოლენჯიშვილის

გაკვეთილის გეგმა

საგანი: მათემატიკა-ხელოვნება-ისტ-ის ტექნოლოგიები

კლასი:პედაგოგი

II კლასი ხათუნა დოლენჯიშვილი

მოსწავლეთა რაოდენობა

მოსწ. რაოდენობა- 30შეზღუდული შესაძლებლობის მქონე - 0

მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა

საერთო საკლასო და ჯგუფური მუშაობა.

გაკვეთილის მიზანი:

მოსწავლეებისათვის აზროვნების უნარის განვითარება;

გაორმაგების მოქმედების დემონსტრირება;

რაოდენობის, გაორმაგების დაკავშირება ტოლი რიცხვების შეკრებასთან;

მარტივი ამოცანების ამოხსნა;

რიცხვითი ტოლობები სწორი შევსება;

ნამუშევრების პრეზენტაცია და შესრულებული სამუშაოს მიზნის განხილვა

მოსწავლის ჩართვა შემოქმედებით და საინტერპრეტაციო საქმიანობაში და ამ გზით მისთვის მშვენიერების განცდის და წარმოსახვის უნარის განვითარება

მოსწავლე უნდა ფლობდეს კომუნიკაციის ციფრულ საშუალებებს;

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით

მათ. II.1. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები, რაოდენობები და რიგი.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

Page 2: ინტეგრირებული გაკვეთილი

მოსაღწევი შედეგები და ინდიკატორები

კითხულობს „ერთნიშნა“ და „ორნიშნა“ რიცხვებს; ნებისმიერი რიცხვიდან ითვლის ბიჯით წინ/უკან და გამოსახავს რიცხვებს სხვადასხვა მოდელის გამოყენებით (მაგალითად, ჩაწერს მათ პოზიციური სისტემის გამოყენებით ან გამოსახავს რიცხვს საგანთა შესაბამისი რაოდენობის გროვით)

ორნიშნა რიცხვის ჩანაწერში უთითებს ათეულსა და ერთეულის თანრიგებს, ასახელებს ამ თანრიგებში მდგომი ციფრების მნიშვნელობას და განმარტავს ერთეულის თანრიგში მდგომი ციფრების მნიშვნელობას და განმარტავს ერთეულის თანრიგში 0-ის გამოყენების აზრს; იყენებს ამ ცოდნას რიცხვების შედარებისას;

მათ.II.3. მოსწავლეს შეუძლია განახევრება-გაორმაგების მოქმედებების შესრულება და მათი დაკავშირება შეკრება-გამოკლებასთან და ერთმანეთთან.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: ახდენს გაორმაგების მოქმედების დემონსტრირებას

საგანთა მოცემული რაოდენობის ჯგუფისთვის იგივე რაოდენობის ჯგუფის დამატებით;

აორმაგებს რიცხვებს 10-ის ფარგლებში, აგრეთვე სრულ 10-ეულებსა და 20-ეულებს; აკავშირებს ამ მოქმედებას შესაბამისი ბიჯით თვლასთან (მაგალითად, განმარტავს სრული ათეულის შესაბამისი რიცხვების სახელდებას ქართულ ენაში);

ს.გ.II.2. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: ბუნებრივი და ხელოვნური მასალით ქმნის აპლიკაციას,

კოლაჟს და მოზაიკას;

ს.გ.II.5. მოსწავლეს შეუძლია მარტივი შრომითი საქმიანობის ელემენტარული უნარ- ჩვევების გამომჟღავნება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: გაკვეთილებზე მოდის საჭირო აღჭურვილობით; იცავს დროის ლიმიტს ყველა ტიპის აქტივობის

Page 3: ინტეგრირებული გაკვეთილი

შესრულებისას.

ს.გ.II.6. მოსწავლეს შეუძლია მუშაობა ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: მონაწილეობს გუნდურ სამუშაოში (ასრულებს მისთვის

დაკისრებულ ფუნქციას);

ისტ ტექნ. I.1. მოსწავლე ფლობს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებსა და ოპერაციებს.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

ახდენს ციფრული მოწყობილობების დანიშნულებისა და მათი მოქმედების ძირითადი პრინციპების გაგების დემონსტრირებას (კომპიუტერის ჩართვა, გადატვირთვა, გამორთვა);

სწორად იყენებს ციფრულ მოწყობილობებთან ურთიერთქმედებისა და შეტანა-გამოტანის საშუალებებს, ამ მოწყობილობების ეფექტიანი ფუნქციონირების მიზნით (მაუსი, touch-pad, კლავიატურა, მონიტორი);

სწორად მოიხმარს შენახვის მოწყობილობებს (მაგალითად: ფაილის შენახვა მყარ დისკზე, გარე დისკზე; flash-მეხსიერების გამოყენება);

ის ტექნ. I.4. მოსწავლეს შეუძლია კომუნიკაციის ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

იყენებს კომუნიკაციის საშუალებებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული აქტივობისას;

გაკვეთილის ხანგრძლივობა:

45 წუთი

წინარე ცოდნა

ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვების წაკითხვა

რესურსები: სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, კომპიუტერი,პროექტორი, ჯგუფური მუშაობისთვის გამზადებული ბარათები

Page 4: ინტეგრირებული გაკვეთილი

გაკვეთილის მსვლელობა

მისალმება გაკვეთილის თემის გაცნობა, როგორც მოსწავლეებისთვის,ასევე სტუმრებისთვის. დღევანდელი გაკვეთილის მიზნის განსაზღვრა.—2 წთ

აქტივობა 1. გონებრივი იერიშით ორნიშნა რიცხვების დასახელება და მათი ჩაწერა. სხვადასხვა სახის სავარჯიშოების შევსება დაფაზე - 5 წთ

აქტივობა 2 . ახალი მასალის ახსნა - 8 წთ ახალი მასალის ახსნა გადავწყვიტე ამოცანის ამოხსნით, რომლისთვისაც შევადგინე პრეზენტაცია.(იხ.გეგმის დანართი 1.)

აქტივობა 3 . განმტკიცება. 8 წთ

ახალი მასალის ახსნის შემდეგ განმტკიცებისათვის სლაიდებზე მოსწავლეებს მოვუმზადე დავალებები, რომლებშიც თავად შეეძლოთ ამოხსნის ჩაწერა(იხ.გეგმის დანართი 2) . პრეზენტაციის ვიზუალურმა და შინაარსობრივმა მხარემ მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

აქტივობა 4 .განტვირთვა - ორი სახალისო ამოცანა -2 წთ

აქტივობა 5. დამოუკიდებელი სამუშაო (იხ.3. ბოლო გვერდზე )- 3 წთგანტკიცების შემდეგ მოსწავლეებს დაევალათ დამოუკიდებლად ამოეხსნათ მსგავსი ტიპის მაგალითები, (იხ. გეგმის დანართი 3) რომლებიც თავად შეაფასეს ერთად შემუშავებული შეფასების სისტემის მიხედვით, აქტივობას მოსწავლეები ხალისითა და დიდი ინტერესით მიუდგნენ.

აქტივობა 6. ჯგუფური მუშაობა - 10 წთშედეგების განხილვის შემდეგ დაიგეგმა აქტივობა, რომელიც მოიცავდა

Page 5: ინტეგრირებული გაკვეთილი

ჯგუფურ მუშაობას. კლასი დაიყო ოთხ ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს გადაეცა სამუშაო ფურცელი,(იხ. გეგმის დანართი 4). ფურცლის ნახევარზე დაბეჭდილი იყო სხვადასხვა საგნები და ფურცლის მეორე ნახევარზე მოსწავლეებს უნდა მიეწებებინათ მსგავსი საგნისა და რაოდენობის აპლიკაცია. წინასწარ შემუშავებული ჯგუფური მუშაობის შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით მოხდა ნამუშევრების პრეზენტაცია და შეფასება.

მოცემული ნამუშევრების პრეზენტაცია და შეფასება - 3წთ

გაკვეთილის შეჯამება - მოსწავლეთა თვითშეფასების კითხვარის შევსება– 2 წთგაკვეთილის შეჯამება მოხდა თავად მოსწავლეების მხრიდან, მათ გაიხსენეს გაკვეთილის მსვლელობის დროს რა საკითხებს შევეხეთ. ბოლოს მოსწავლეებმა თვითშეფასების კრიტერიუმებით შეაფასეს საკუთარი თავი(იხ.გეგმის დანართი 5).

საშინაო დავალების მიცემა - 2 წთ

გაკვეთილის ბოლოს მიეცათ საშინაო დავალება სახელმძღვანელოდან.

ინტეგრირება ხელოვნებასთან

მოსწავლეები აკვირდებიან ბარათებზე დახატულ ნახატებს, ცდილობენ მოცემულ ყუთებში იპოვონ მსგავსი ნახატები და ისე დააწებონ.

პრეზენტაციის დროს მსჯელობენ რომელი არითმეტიკული მოქმედებით უნდა მოხდეს რიცხვების გაორმაგება.

ინტეგრირება ისტ-თანთანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდა გაკვეთილის აწყობა. პრეზენტაციის სახით აწყობილი გაკვეთილი, რომელშიც იყო ისეთი ტიპის აქტივობები სადაც პასუხების ჩაწერა მოსწავლეებს თავად შეეძლოთ.

Page 6: ინტეგრირებული გაკვეთილი

დანართი 1

Page 7: ინტეგრირებული გაკვეთილი
Page 8: ინტეგრირებული გაკვეთილი

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

დანართი 2

Page 9: ინტეგრირებული გაკვეთილი
Page 10: ინტეგრირებული გაკვეთილი

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

Page 11: ინტეგრირებული გაკვეთილი

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

დანართი 3

Page 12: ინტეგრირებული გაკვეთილი

დანართი 4

Page 13: ინტეგრირებული გაკვეთილი
Page 14: ინტეგრირებული გაკვეთილი
Page 15: ინტეგრირებული გაკვეთილი

თვითშეფასება

1. აქტიური იყავი თუ არა გაკვეთილზე?

ა) დიახ

ბ) არა

გ) არ ვიცი

2. იცავდი თუ არა საგაკვეთილო წესებს გაკვეთილის მსვლელობის დროს?

ა) ვიცავდი

ბ) ვიცავდი შეძლებისდაგვარად

გ) ვერ შევძელი დაცვა

დანართი 5