12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია...

111
მმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმ _ ,,მმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმმმ მმმმმმმმმ’’ მმმმმ მმმმმმ მმმმმმმმ სსსსსსს სს სსსსსსსსს, სსსსს სს სსსსს სსსსსსსსს. სსსსსს სსსს _ სსსსსს სსსსსსსსსსსსს სსსსსს სსსს სსსსსსსსს სს სსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსსსსს. სსსსს, სსსს სსსსსსსსსს სსსსსსს სსსსსს... სსსსსსსსსსსს, სსსსსსს, სსსსსსსსსს სსსსსს, სსს სსსსსს სსსსს _ სსსს სსსსსსსს, _ სსსსსს სსსსსსს სსსსსსსსსს. სსსსსსსსსს სს სსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს, სსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსსს, სსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსს სსსსს სსსსსსსსს სსსსსსსს სსსსს სსსსსსსს... სსსს სსსსს. სსსსსსსს სსს სსსსსს სსსსს სსსსს, სს სს სსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსსს. სსს სსსს სსს _ სსსსსსსსს, სსსსსსსსს, სსსს სსსსსსს სსსსს სსსსსსსს სსსსსსსს, სს სსსსს სს სსსსსსსს სსსსსსსს, სსსსსსს, სსსსსსსსს სსსსსსსს სს სსსსსსსსს სსსსსსსსსსს... სსსსსსს სსსსს სსსს სსსსსსსსს სსსსს _ `.სსსსსსსს სსსსსსსსსს~-სს სსსსსსსსსსს, სსსსსსსს სსსსს სსსსსსსსსსს სსსსსს. სს სსსსსსს, სსსს სსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსს, სსსსსს სსსსს სსსსსსსსსსს სსს სსსსსსს სსსსსსს სსსსსსსს. სსს სსსს სსსსსსსსს, სსსსსსსსსს _ სსსს, სსსსს სსსსს სსსსსსსსსს, სსს სსსსსსსსს სსსს სსსსსსსსსსსს სს სსსს სსსსს სსსსსსს. სსსსსს სს სსსსსსსსსსსს, სსსსსსს სს სსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსს, სსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსს. სსსსსს, სსსს სსსსსსსსსსს სსსსს სსსს სსსსსსსსსს სს სსსსსსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსსსს. სს, სსსს სსსსსსსს სს სსსსსსსსსსსსს სსსსს-სსსსს. სსსსსს სსსსსს სსსსსსსსსს სსსსსს სსსს სსსსსსსსსსს სსსსს სსსსსსს. სსსსსსსს, სსსსსსსს სსსსს, სსსსს სსსსს სსსს სსსსსსსს. სსსს სსსსს სსსსს სსსსს, სსსსსსსს სს სსსსსს სსსსსს სსსს სსსს სსსსსსსსს სსსსსსს, სსსსს სსსსსს, სსსსსსსსსსს სსსსს სსსსს სსსსსს სსსსსს. სსსსს, სსსსსს სს სს სსსსსსსს, სსსსსსსსს სსს სსსსსსს, სსსსსსსსსს სსს სსსსსსსსს.

Upload: maia-burchuladze

Post on 04-Jan-2016

604 views

Category:

Documents


56 download

DESCRIPTION

მაია ბურჭულაძის დეტექტიური რომანი „უფასო ბილეთი წარსულში“. სერიიდან „იათამზე მდივანი თვითმარქვია დეტექტივი“. წიგნი მეთორმეტე

TRANSCRIPT

Page 1: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

მაია ბურჭულაძე

მეთორმეტე დეტექტიური რომანი ციკლიდან _ ,,იათამზე მდივანი თვითმარქვია დეტექტივი’’

უფასო ბილეთი წარსულში

სიზმარი არ მეთმობოდა, თორემ რა ხანია გავიღვიძე. ზუსტად ვიცი _ თვალის გახელისთანავე ნაცნობ ჭერს დავინახავ და კოლეჯში წასასვლელად მოვმწიფდები. არადა, ისეთ საინტერესო ადგილზე ვიყავი... წარმოიდგინეთ, კოსმოსი, პლანეტების პარადი, არა მხოლოდ ჩვენი _ მზის სისტემის, _ არამედ სრულიად გალაქტიკის. კვდებოდნენ და იბადებოდნენ ვარსკვლავები, უჩვეულო კომპოზიციებს ქმნიდნენ ანდრომედას ნისლეულები, უსასრულობაში იკარგებოდნენ აირის ფერად ღრუბლებში გახვეული ციური სხეულები...

ასეც მოხდა. კოსმიური ლას ვეგასი წამში გაქრა, მე კი ჩემს მობეზრებულ საძინებელში აღმოვჩნდი. მზე აქაც იყო _ მშობლიური, ცხრათვალა, ხუთი მილიარდ წელზე გათვლილი საწვავით, და სულაც არ აპირებდა სიკვდილს, პირიქით, მოკითხვას მითვლიდა და ასადგომად მამუნათებდა...

სიზმარი ალბათ ჩემი საყვარელი არხის _ `.ნატიონალ გეოგრაპჰიც~-ის გამოძახილია, რომელსაც წუხელ გვიანობამდე შევრჩი. მე ვიფიქრე, ჩემს ქმარსაც აინტერესებს სამყაროს აღსასრული, მაგრამ დათას ტელევიზორის წინ თვლემას არაფერი ურჩევნია. ასე იცის ყოველთვის, დამიძახებს _ მოდი, მაგარ რამეს აჩვენებენო, მეც გავრბივარ ჩემი სასუსნავებით და მერე მარტო ვუყურებ. ფროიდს თუ დავესესხებით, სიზმარი არ არის შემთხვევითი ასოციაციების ანარეკლი, არამედ ქვეცნობიერში დალექილი სურვილების წარმოსახვითი ვარიანტია. ეტყობა, ჩემი ქვეცნობიერი ძილის დროს გააქტიურდა და საგალაქტიკაშორისო მოგზაურობა შემომთავაზა. ეჰ, ისევ სიზმარში თუ შემომთავაზებს ვინმე-რამეს.

კბილის პასტით დაშხეფილმა სარკემ ჩემი ნამძინარევი ფიზიო აირეკლა. მესიჯებს, შხეფების სახით, ყოველ დილით დათა მიტოვებს. აქვს ასეთი მავნე ჩვევა, პარსვისა და კბილის ხეხვის დროს მთელ პირსაბანს თხუპნის, ალბათ ჰგონია, მსიამოვნებს ყოველ დილით სარკის წმენდა. არადა, ახლავე თუ არ მოვაშორე, საღამომდე ისე გახმება, ფრხჩილებით ვერ ამოჩიჩქნი.

პროცედურამ სიზმრიდან გამოყოლილი ეიფორია ნულზე დამიყვანა, მიკროავტობუსის ლოდინმა კი საბოლოოდ წამიხდინა ხასიათი. დღეის მდგომარეობით არც საკუთარი მანქანა მყავს, არც უახლოეს მომავალში ყიდვის პერსპექტივა. ქმრის ნაჩუქარი, უფრო სწორედ გამონაცვალი, `აუდი~ ჩემ ამასწინანდელ დეტექტიურ თავგადასავალს (იხ. `ფრენა ყავარჯნებით~) შეეწირა.

Page 2: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

ის იყო, ტაქსის გასაჩერება გადავწყვიტე, რომ მიკროავტობუსიც გამოჩნდა. `ესეს~-ის ოფიცერივით ავიქნიე ხელი, ტროტუარს ტყუპი წიხლი ვკარი და ორი ნახტომით გავჩნდი კართან.

გადარჩა ჩემი ოთხი ლარი, გაკვეთილზეც არ დამაგვიანდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობასაც აქვს თავისი პატარ-პატარა პლიუსები... შტურმით რომ მოიპოვებ დასაჯდომ ადგილს, უკვე გამარჯვებაა. კარგია საკუთარი მანქანა, მაგრამ როცა ვიღაც თავზეხელაღებული ნუვორიში უადგილო ადგილას გადაგიჭრის გზას და მოუთმენლად მოგისიგნალებს კატაფალკასავით აყუდებული ჯიპიდან _ დიდი სურვილი მიჩნდება შუათითი ავუწიო.

უცებ მიკროავტობუსის მძღოლმა მკვეთრად დაამუხრუჭა და მოშვებულად მსხდარი მგზავრები წინ გატყორცნა.

_ შენი დედა მო... _ ვიღაცას შეაგინა მძღოლმა.

ქუჩაზე კევის ღლაჭუნით მიირწეოდა ორი მდაბიოდ გამოპრანჭული ქალიშვილი. არც უცდიათ ფეხის აჩქარება, თითქოს ცენტრალურ ქუჩას კი არ ჭრიდნენ, ცარიელ ყანაში მისეირნობდნენ. ისე, მართლა ჰგავდნენ ყანიდან ასფალტზე დაფრენილებს, ჩაცმულობითაც და დემონსტრაციული ღლაჭუნითაც, თუმცა ღლაჭუნის მოყვარულები თბილისშიც ბლომადაა. მარტო ჩემს პრესტიჟულ კოლეჯშია 4-5 გამოუსწორებელი კევისტი. ერთი, ისეთ დირიჟაბლივით ბუშტებს ბერავს, რომ ჩამოეკიდო, გაფრინდები. არადა, მეშვიდე თაობის თბილისელია, თანაც გოგო.

დღეს საკონტროლო წერა მაქვს. რას გაიხარებენ მოსწავლეები ავარიაში რომ მოვყოლოდი? სასიკვდილოდ არ გამიმეტებენ, მაგრამ ტვინის შერყევა, მსუბუქი დაჟეჟილობა ან რაღაც ისეთი, რაც დროების მიმაჯაჭვებდა ლოგინს, მოსულა. რას იზამ, მათ ასაკში მეც მეოცნებებოდა მსგავსი შინაარსის მიზანსცენები.

ჩემ უკან თინეიჯერი ბიჭები სხედან და კომპიუტერულ თამაშებზე ბჭობენ. არის ასეთი ინტერნეტ თამაში, თუ არ ვცდები _ `დოტა~, სადაც შეგიძლია გახდე გოლიათი ტიტანიც, სამთავიანი ცერბერიც, ატილაც, მარსიც, ოსირისიც და ო-ს გარეშეც. მოკლედ, ნებისმიერი მითოლოგიური პერსონაჟი, გქონდეს ალესილი ხმალი, წამახული შუბი, ცეცხლისმფრქვეველი ხახა, მგლის მუხლი და რობინ ჰუდის ისარი. მთელი ეს ჯადოსნური სამყარო მოძრაობაში მოდის მაუსზე თითის დაწკაპუნებისთანავე. მიკა, ჩემი დისშვილი, სულაც არ გახლავთ თინეიჯერი _ არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტია, მაგრამ `დოტა~ ურჩევნია დედასაც, მამასაც, დეიდასაც, შეყვარებულსაც... გუშინ მეც გამაბრიყვა, ნოტაციების წასაკითხად შეგზავნილი ქალი ხუთიოდე წუთში თავად აღმოვჩნდი ვირტუალური ემოციების ტყვეობაში, სადაც მიკა შავმოსასხამიან მონსტრს ანსახიერებდა. ერთად გადავლახეთ ზღვები და ოკეანეები, ერთად შევიპარეთ მოჩვენებებით დასახლებულ ციხე-კოშკში, ერთად მოვიქნით ხმალი, ერთად დავამარცხეთ ცალთვალა ციკლოპი, ერთად გავძლიერდით, მერე დავსუსტდით, მერე ისევ გავძლიერდით, მერე ისევ...

რაღა ბევრი გავაგრძელო, როცა ოთახში ჩემი და, ლელა შემოვიდა, ლამის თმებით გვითრია აზარტში შესული დეიდა-დისშვილი _ მეო, ჭკუის სასწავლებლად მიგაგზავნეო, შენ კი, ცეცხლზე ნავთი დაასხიო... მოკლედ, თავისებურად ამჭერმეტყველდა. მე დარცხვენილი ვუსმენდი, თან ეკრანზე მოციმციმე კიბერნეტიკული ობობისკენ გამირბოდა თვალი. დაუყოვნებლივ თუ არ აიკუწა, გაიზრდება, გაძლიერდება და აქეთ დაგვამარცხებს! გამოდის, სულ ტყუილად გვიქნევია იმსიგრძე ხმლები. მიკა იგლიჯებოდა სიცილით, `ნავთის~ გაგონებაზე ხომ საერთოდ ამოტრიალდა.

თინეიჯერების მოსმენით ისე გავერთე, კინაღამ ჩემს გაჩერებას გამოვცდი.

Page 3: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

სამასწავლებლოდან საკონტროლოს რვეულები წამოვიღე და აქოშინებული გავსრიალდი დერეფანში. კლასში ფეხი არ მქონდა შედგმული, რომ თავზე დირექტორის მდივანი, თეთრი მარინა დამადგა. თეთრი იმიტომ, რომ შავიც გვყავდა, ოღონდ ის ქართულს ასწავლიდა დაწყებით კლასებში. სინამდვილეში, არც ერთი არ იყო ძალიან თეთრი, არც მეორე, ძალიან შავი, გარჩევის მიზნით შევარქვით. `შავი~ ცოტა არ იყოს, დაიბოღმა.

_ ია, დედა-დედოფალი გიბარებს. _ მითხრა არანაკლებ აქოშინებულმა თეთრმა მარინამ.

_ ხომ მშვიდობაა?

_ უხასიათოდაა. _ საიდუმლოდ ჩამჩურჩულა, თითქოს ვენებს გადავიჭრიდი დირექტორის უხასიათობაზე. ქალბატონი მაია შვიდი დღიდან ექვსი დღე უხასიათოდაა. ამით ფამილარული კოლეგების დისტანცირებას ცდილობს, თუმცა არც სეფექალებზე ამბობს უარს. გააჩნია, რომელ ფეხზე ადგა. ზოგზე ძალიანაც ჭრის მაიას `ცვალებადი მოღრუბლულობა~. მე კი ფეხებზე მკიდია. დღესვე შემიძლია გავქრე კოლეჯოდან და სრული სვლით განვაახლო რეპეტიტორული საქმიანობა. შემოსავალიც მეტია და საზოგადოებრივი ტრასპორტით ხრიგინში დრო არ დამეხარჯება.

_ საკონტროლო მაქვს. _ რვეულები დავანახე თეთრ მარინას.

_ საკონტროლო?... _ მან ცხვირ-ტუჩი შეჭმუხნა და ლილიპუტის პაროდიას დაემსგავსა. _ ოოო, საკონტროლო ხელშეუხებელია. მაშინ, პირველი გაკვეთილის შემდეგ არსად გაუხვიო, კარგი?

_ სად უნდა გავუხვიო, მესამე გაკვეთილიც მაქვს!

_ მე გადმოგეცი, შენ გაიგე. _ მარინამ სახე გაასწორა და კაბინეტისკენ უტია, მე კლასში შევაბიჯე.

ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ _ მიყვარს საკონტროლოები. ზიხარ შენთვის, ენაც ისვენებს, ტვინიც, ნერვებიც... თვალის გარდა, ყველა ორგანო. თვალი თუ დაასვენე, დაიწყება გადაწერ-გადმოწერა და შპარგალკების ფრიალი. ისედაც ვიცი, ვინ რისი მაქნისია, მაგრამ საკონტროლოს რვეული შეფასების უტყუარი საბუთია. საჭიროების შემსხვევაში პრეტენზიულ მშობელს ავაფარებ ცხვირზე.

_ გუტენ მორგენ, კინდერ! _ მივესალმე მერხებიდან წამოშლილ ბავშვებს და რვეულების დარიგებას შევუდექი.

_ მასწ, ნიკოლოზთან გადავჯდები, რა? _ შემეხვეწა სანდრო, მოუსვენარი ბიჭუნა ჩაჩაჩული ჯინსით.

სანდრო და ნიკოლოზი არ არიან მეგობრები. უბრალოდ, ნიკოლოზი ფრიადოსანია, სანდრო _ არა. გადაწერის იმედი აქვს, ბიჭს.

_ გერმანულად მითარგმნე შენი სხოვნა.

_ ეეე, მაგდენი გერმანული რომ ვიცოდე ნიკოლოზთან რა დამრჩენია, მას... _ გულწრფელად აღიარა სანდრომ.

_ ჰოდა, იჯექი ადგილზე. _ ხმა ჩავაგდებინე და ლუკასთან გადავინაცვლე.

ლუკა რთული შემთხვევაა, ცხოვრებაში არ შემხვედრია ასეთი ინფანტილური ბავშვი. სწავლა რომ არ აინტერესებს, გასაგებია, მაგრამ ეჭვი მაქვს, საერთოდ რაიმე აინტერესებდეს. შეურაცხყოფაზე არ რეაგირებს, ცელქობაში არ შეიმხნევა, მასწავლებლებს არ ეურჩება... დროგამოშვებით ფრჩხილებს იკვნეტს და შუბლში

Page 4: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

იყურება. ზოგჯერ მეჩვენება, არც ისეთი სულელია, როგორადაც თავს ასაღებს, იქნებ, იქ, შუბლის არეში, გენიალური აზრები ბუდობენ, მე კი ინფანტილობას ვაბრალებ? ამბობენ, აინშტაინი სიყმაწვილეში უცნაური ზნით გამოირჩეოდაო. ვნახოთ, რა ამოიზრდება ამ პატარა განდეგილიდან, რომელმაც არც შეიმჩნია საკონტროლოს რვეული.

ბოლო რვეული ნანცა ბაშაურს დავუდე. ამ გოგოს ვერც სიზარმაცეს დავაბრალებ, ვერც უყურადღებობას. ხალისიანად დასკუპულა პირველ მერხზე, გონება უჭრის, ხელები საწერად ეფხანება. უმაღლესი ქულა გარანტირებული აქვს. საერთოდაც, ძალზე პროგნოზირებადი ბავშვია, აქედან გამომდინარე, ნაკლებად საინტერესო. მე მაგალითად, ლუკას ფენომენი უფრო მაინტერესებს, განსაკუთრებით, დედამისის გაცნობის შემდეგ. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ შვილისთვის შენიშვნა არასოდეს მიუცია. ნეტარი ღიმილით უსმენდა ჩემს შენიშვნებს, თავს მიქნევდა, მაგრამ რეზულტატი ნული. მერე მივხვდი, ამ ქალს შვილი ისეთი მოსწონს, როგორიც არის და სულაც არ უფიქრია დიდაქტიკურ-აღმზრდელობითი ფსიქოთერაპიის ჩატარება. დავინტერესდი, ოჯახის უფროსიც დედა-შვილივით არამიწიერი არსებაა თუ მყარად დგას მიწაზე? სავარაუდოდ, დგას. ჩვენი კოლეჯი ფასიანია, საჯარო სკოლებთან შედარებით, შეიძლება ითქვას, ოლიმპოს ბინადრები ვართ. საკუთარი დედა-დედოფალიც გვყავს _ დირექტორი მაია, _ რომელიც ისე დაჰკანკალებს კოლეჯის პრესტიჟს, როგორც ასაკოვანი დედა სიბერეში გაჩენილ ერთადერთ პირმშოს.

ზარის დარეკვისთანავე რვეულებს კონფისკაცია გავუკეთე და დირექტორის კაბინეტს მივაშურე.

მაია მარტო არ დამხვდა _ უფროსკლასელ გოგონებთან ჰქონდა გაბმული დებატები. გოგონებს ერთნაირი ვარცხნილობა ჰქონდათ _ კეფეზე შეკრული აფრიკული ნაწნავი. ჩვენს კოლეჯში ნაწნავების ეპიდემიაა. სხვა სკოლებიდან გადმოგვედო თუ ადგილობრივ ბაზაზე აღმოცენდა, ვერ გეტყვით. თუ მეხსიერება არ მღალატობს, აფრიკული ნაწნავი ნაომი კემპბელის ზეობის ხანაში შემოვიდა, მაგრამ მოდამ იცის ხოლმე კუდის მოქნევა, გახედვას ვერ მოასწრებ, ბებიას ნაქონი რედიკიული შემოდის მოდაში.

_ იათამზე, შემოდი. _ ხელი დამიქნია მაიამ, გოგონებს კი დაუცაცხანა: გაიქეცით და მეორედ არ გამაგონოთ მსგავსი მეწვრილმანეობა.

_ არა, გენაცვალე, უნდა გამოვცვალო ამათი დამრიგებელი. _ ამოიოხრა მაიამ, როგორც კი `აფრიკული ნაწნავები~ თვალს მიეფარნენ. _ არაჩვეულებრივი სპეციალისტია, მაგრამ უვარგისი პედაგოგი, ბავშვებთან კონტაქტს ვერ ამყარებს, სულ კინკლაობაში არიან... აბა, მითხარი, რა დირექტორის გასარჩევია კლასის შიდა სამზარეულო?

_ გააჩნია სამზარეულოს.

მაიამ ორაზროვნად დააქნია თავი და თვალი თვალში გამიყარა. ჰქონდა ასეთი უცნაური ჩვევა, თითქოს ინფორმაციას ასკანირებს.

კი ბატონო, ასკანიროს რამდენიც უნდა, სულაც არ მიტრიალებს თავში მეამბოხე აზრები, რომც მიტრიალებდეს, ვისი რა საქმეა? ჩემი აზრი დირექტორის შესახებ ნელ-თბილია. მე არ ვარ მისი პიესის გმირი, თუმცა, ერთი გახმაურებული ინციდენტის მერე (იხ. `მაკიაჟი მიცვალებულისთვის~) მაიას თვალში ერთიორად ავმაღლდი.

_ შენთან სათხოვარი მაქვს. _ ისეთი ინტონაციით მითხრა, მაშინვე ვიფიქრე: კოლეჯთან დაკავშირებული სათხოვარი არ უნდა ყოფილიყო.

_ გისმენთ, ქალბატონო მაია.

Page 5: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ არ გინდა ეს ოფიციოზი... დაჯექი, დაჯექი, თავზე ნუ დამცქერი... იმსიმაღლე ხარ, თავი ჯუჯების დედოფალი მგონია. მანდ არა, უფრო ახლოს, ჩემკენ, პედსაბჭოზე კი არ მოგიწვიე...

_ უბრალოდ, სუბორდინაციას ვიცავ.

_ სუბორდინაციას კი არ იცავ, ქრონიკული ოპოზიცია ხარ. კონსტრუქციული, როგორც ერთი პოლიტიკოსი ქალბატონი იჩემებს. ახლა, წარმოიდგინე, არ ვარ დირექტორი. ერთი ჩვეულებრივი ქალი ვარ, რომელსაც დახმარება სჭირდება. უფრო სწორედ, ჩემს დეიდაშვილს სჭირდება, ნინოს...

_ დიახ.

_ იცი, ნინო?

_ არა.

_ მაგაშია საქმე.

_ რაში? _ მართლა ვერ გავიგე.

_ კოლექტივში რომ არ წერიხარ. ნინო რომ ჩემი დეიდაშვილია, დარაჯმაც კი იცის...

_ ბოდიში.

_ კარგი ახლა, არ გინდა ეგეთები, საწყენად კი არ მითქვამს... _ მაიამ რამდენიმე გაუაზრებელი მოქმედება გააკეთა _ მაგიდაზე დადებული დავთრები მარჯვნიდან მარცხნივ გადააწყო, საყურეზე ხელი ჩამოისვა, ბლუზის საყელო შეისწორა. ნერვიულობს.

_ მე და ნინომ, ჩემმა დეიდაშვილმა, ბევრი ვიფიქრეს და არჩევანი შენზე შევაჩერეთ. ცოტა საჩოთირო საქმეა, არ ვიცი, საიდან დავიწყო... მოკლედ, ბოლო ორი თვის მანძილზე ნინოს სახლში უცნაურ მოვლენებს აქვს ადგილი. არ ვიცი, ბარაბაშკა ჩაუსახლდათ, ჰუმანოიდი თუ ვიღაცის ფანტონი, ფაქტია, რომ ყველანი დაზაფრულები ვართ. ნინო ფსიქოზის ზღვარზეა. იქნებ შენი ანალიტიკური ნიჭი დაგვეხმაროს სიმართლის დადგენაში, ჰა?

_ რა მოვლენებზეა ლაპარაკი?

_ უცნაურზე. _ ბუნდოვნად მიპასუხა.

_ მგონი ექსტრასენსი უფრო გჭირდებათ, ვიდრე ანალიტიკოსი.

_ ჩვენ გვჭირდება ახლობელი, რომელიც ჭუჭყიან თეთრეულს სახლიდან არ გაიტანს, თორემ ექსტრასენსზე უწინ, პოლიციას მივაკითხავდით. _ მაიას უნაკლოდ დამაკიაჟებული ლოყები შეუხტა, რამაც ნაკვთების წამიერი დისფუნქცია გამოიწვია. _ პოლიციის ჩართვაზე ნინოს ქმარი კატეგორიულ უარზეა, ვიღაცის ბოროტი ხუმრობის გამო თავს კომიკურ სიტუაციაში ნუ ჩავიგდებთო. მისი გაგებაც შეიძლება, საკმაოდ ცნობილი ოჯახია და...

_ და?...

_ ჰო, არ გამოვა უთქმელობა... ვიტყვი, მაგრამ პირობა მომეცი არსად წამოგცდება. დედა დაიფიცე, მამის სული... _ მაია წინ გადმოიხარა და მაჯაზე ხელი ჩამავლო, თითქოს სადმე გაქცევას ვაპირებდი.

_ ჩათვალეთ, რომ დავიფიცე.

Page 6: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ ბინაში დროგამოშვებით თითს პოულობენ! _ მითხრა ერთი ამოსუნთქვით და მეორე ხელი პირზე მიიფარა, საკუთარმა ნათქვამმა თუ შეზარა.

_ თითს? _ დავაზუსტე.

თავი დამიქნია. ოოო, არ მომესმა.

_ რის თითს?

_ თითი, მხოლოდ ადამიანს აქვს, იათამზე! თათი, ბრჭყალი ან ჩლიქი რომ ყოფილიყო, კიდევ, მესმის, ბოლო-ბოლო გავიცინებდით და ჩემი სიძის არ იყოს, ბოროტ ხუმრობად ჩავთვლიდით, მაგრამ საქმე გვაქვს ნატურალურ თითთან, რომელიც ცოცხალ ადამიანს ეკუთვნის...

_ ცოცხალს? _ ჩავეკითხე. ჩემს დეტექტიურ ხურჯინში ათობით `საქმე~ დევს, მაგრამ ადამიანის სხეულის ნაწილებით მანიპულირება პირველად მესმის.

_ სიტყვებს ნუ გამოეკიდები, თითი ან მკვდარს მოაჭრეს ან ცოცხალს, ფაქტია, რომ მოჭრილ მდგომარეობაში ხვდება ინასარიძეების ოჯახში. პაკო ინასარიძე არ გაგიგია?

_ არა.

_ აბა, შენ არც კონსტრუქციული ოპოზიციონერის ვინაობა გეცოდინება. _ ხელი ჩაიქნია მაიამ. _ გამოდის, წეღან ტყუილად ვიხუმრე... ბედნიერო. _ დააყოლა შურითა და თანაგრძნობით.

ვაღიარებ, პოლიტიკაში ცუდად ვერკვევი, სამაგიეროდ ვფლობ ინფორმაციას გალაქტიკების გაფართოებაზე და ვიდრე დედამიწელები გავლენის სფეროების გასაფაროებლად იბრძვიან, აგონიაში მყოფი სამყარო გასკდება, რეზინის ბურთივით და გასანაწილებელიც არაფერი დარჩება.

_ რას იტყვი? _ საქმეზე გადავიდა მაია.

_ ასე ზეპირად, ვერაფერს...

_ არც ვაპირებ ზეპირსიტყვიერებით შემოფარგვლას. თუ დათანხმდები თანამშრომლობაზე, პირდაპირ ადრესატს შეგახვედრებ.

_ ისე პედალირებთ თანამშრომლობაზე, თითქოს კერძო დეტექტიური სააგენტო მქონდეს.

_ უნდა გქონდეს! _ ემოციურად შესძახა მაიამ და მეტი დამაჯერებლობისთვის მაგიდას თითი ჩამოჰკრა. _ არ იფიქრო, პროფესიონალიზს გიწუნებდე, მაგრამ შენს ადვილს საგამოძიებო სტრუქტურაში უფრო ვხედავ, ვიდრე აქ, კოლეჯში.

ეჰ, კარგია, ჩემი ქმარიც ასე ხედავდეს, რომ არაფერი ვთქვა მაიორ ოქრუაშვილზე...

_ ამ საქმეს თუ მოაკვარახჭინებ, იათამზე, ორკვირიანი სემინარი გერმანიაში გარანტირებული გაქვს. იანვრის არდადეგებზე, ცხადია. შენი გერი იქ სწავლობს, არა?... ხოო, მე ყველაფერი მახსოვს, გენაცვალე, არაფერს ვივიწყებ... არ გინდა მონახულება? ჩაუტან აქედან ჩურჩხელებს, ჩირს, ღვინოს...

წარმოვიდგინე, ჩემი სწავლაზე ორიენტირებული გერი, დეა, როგორ ზის ფანჯარასთან და ქართულ ღვინოზე ოცნებობს.

_ რატომ გეღიმება? _ გამომიჭირა მაიამ.

_ თუ ვერ მოვაკვარახჭინე?

Page 7: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ მაინც გაგიშვებ. _ დაბეჭდა.

_ ბარტერს მთავაზობს, არა?

_ კარგი, რა, იათამზე, კარგი, რა... უბრალოდ, ვცდილობ შეგაბა და გზებს ვეძებ. დაბნეული ვარ და იმიტომ. ცხოვრებაში პირველად არ მაქვს პასუხი კითხვაზე. ხომ იცი ჩემი ამბავი, მთელი სანათესაოს დედა ტერეზა ვარ, აქ კი უძლური გამოვდექი! რაც გინდა ის დაარქვი _ ბარტერი, თხოვნა, ხვეწნა, ბრძანება (აქ ხმას აუწია)... ოღონდ ამ საქმეს მოჰკიდე ხელი, უფასო სემინარს კი არა, ოქროს კოშკებს დაგპირდები.

_ კოშკების გარეშეც შევეცდები დახმარებას, მაგრამ დაპირებით ვერაფერს დაგპირდებით. წარმოდგენა არ მაქვს, ვის შეიძლება მოუვიდეს თავში მოჭრილი თითებით ფსიქოლოგიური ტერორი.

_ ზუსტად მოარტყი, ფსიქოლოგიური ტერორი. _ მაია ქოშინით გადაესვენა სავარძლზე. ტალღასავის აუდიოდა ნესვივით ძუძუები და ზევიდან დასვენებული მძიმე ოქროს ჯვარი ვარდისფერი მარგალიტით. ხელზეც მსხვილკალიბრიანი სამკაულები ეკეთა, ყურებზეც, ტყუილად კი არ შეარქვეს დედა-დედოფალი.

_ იქნებ მულაჟია?

_ თითი?... არ ვიცი, იათამზე, არ ვიცი. ერთადერთი, რაც ვიცი _ ჩემი საბრალო დეიდაშვილი სიგიჟის პირზეა და სანამ ასათიანზე გაუქანებიათ, უნდა მივხედოთ.

_ კარგი.

_ მაშინ გავახარებ! _ იმედმოცემული მაია მობილურს დასწვდა და ჩემთვის უცნობ ნინოს დაურეკა.

_ _ _

უცნობი ნინო საკმაოდ ნაცნობი ტელესახე აღმოჩნდა. ასე 40 წლის. სამედიცინო ფორმატის გადაცემა მიჰყავდა ერთ-ერთ ტელეკომპანიაში. თვითონ გადაცემა თავიდან ბოლომდე არასოდეს მინახავს, მაგრამ სიმპათიური წამყვანი თვალების აზიური ჭრილითა და ხმის სასიამოვნო ტემბრით, დიახაც დამამახსოვრდა. გაცნობისას კიდევ უფრო მომეწონა, სრულიად თავისუფალი იყო ვარსკვლავური ამბიციებისგან. მაია გადაკოცნა, მე _ სევდიანი ღიმილი შემაგება და ლამაზ ბინაში შეგვიძღვა.

_ პაკოს მოსვლამდე უნდა მოვასწროთ დალაპარაკება. _ გვითხრა მობოდიშებით.

_ ყავა მაინც შემოგვთავაზე, გოგო, _ უსაყვედურა მაიამ, _ სამსახურიდან მოვდივართ.

_ ვინ იცის, მშივრები, არა? _ შეწუხდა ნინო.

_ არა, არა, მე, მაგალითად, ყავაც არ მინდა. ჩემ გამო ნუ შეწუხდებით. _ არ ვიცი, რატომ მოვიტყუე, მისმა დაბნეულმა გამომეტყველებამ თუ იმოქმედა.

_ არ შეწუხდება. _ დამამშვიდა მაიამ და ნინოს ხელი აუქშია. ისიც უსიტყვოდ დაემორჩილა. _ ყავა მოთელვისთვის გვჭირდება და არა დასალევად. ცოტა ხომ უნდა გაუშინაურდეთ ერთმანეთს?

Page 8: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ კლიენტსა და დამკვეთს შორის გულახდილი საუბარი უნდა შედგეს და არა მეგობრული. _ მაიას მონდომებას ცივი წყალი გადავასხი და იქვე ვინანე. რა მჭირს, თავში ხომ არ ამივარდა?!

_ უჰ, რა ხარ, შენ, იათამზე მდივანო, ვინც არ გიცნობს, ყველაფერში წინააღმდეგობა უნდა გამიწიო? ბოლოს და ბოლოს, დირექტორი ვარ.

_ კოლეჯში, კი, საგამოძიებო საქმეში კი მე ვარ დირექტორიც, სასწავლო ნაწილიც, დამლაგებელიც.

პასუხად მაიამ მოკლედ ამოიოხრა და ფეხი ფეხზე გადაიდო. ღონიერი ბარძაყები ჰქონდა, მონუმენტური ყელ-კისერი. ერთადერთი, რაც აფუჭებდა მის გოროზად ჩამოქნილ პროფილს, იყო ნაოპერაციევი, ძგიდემოშიშვლებული ცხვირი. დღესაც არ ვიცი, რამ გაასულელა ეს ჭკვიანი ქალი.

_ პაკო, ქმარი უნდა იყოს, არა? _ ვკითხე შემრიგებლურად.

_ ქმარია, ოღონდ მეორე. პირველი ქორწინებიდან ჩვიდმეტი წლის ლიზი ჰყავს. პაკოს შვილივის უყვარს გერი, გვარიც კი მისცა.

_ პირველმა ქმარმა არ გააპროტესტა?

_ ვინ ეკითხება?! კაცი რომ ყოფილიყო, ოქროსავით ცოლ-შვილს არ შეელეოდა. პაკოს და ნინოს სიგიჟემლე შეუყვარდათ ერსმანესი, გრძელი და სკანდალური ისტორიაა, როგორმე მერე მოგიყვები. _ ხმადაბლა მითხრა მაიამ და სამზარეულოს მხარეს მოღრიცა კისერი _ ნინო ხომ არ გვისმენსო.

_ პაკოსთვისაც მეორე ქორწინებაა?

_ როგორ გეკადრება, ნინო ის ქალი არ არის, სხვისი უბედურების ხარჯზე თავისი ბედნიერება მოაწყოს. შენ თვითონ დარწმუნდები, როგორი გულჩვილია.

გულხვილი ქალი, რომელიც შვილს მამის გვარს ართმევს?... არ ვიცი, არ ვიცი... ყოველ შემთხვევაში, გონებაში მოვნიშნე. მოჭრილი თითებით დაშანტაჟება მხოლოდ გაბოროტებული ადამიანის ფანტაზიაში შეიძლება დაიბადოს. თავსატეხი სხვა რამეშია _ სად შოულობს ნატურალურ თითებს? იქნებ მართლა მულაჟია, დეიდაშვილებმა კი ერთი ალიაქოთი ატეხეს?

ნინომ პატარა ჭიქებით თურქული ყავა ჩამოგვირიგა და ტახტის კუთხეში ჩამოჯდა, სტუმარივით. მაიამ თავისი მასიური ჩანთიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო, მე _ ნერწყვი გადავყლაპე. ერთი კვირის წინ მოწევას თავი დავანებე. ამ ფრიად სასარგებლო, მაგრამ რთული ამოცანისკენ მთელი ერთი წელი მივდიოდი _ ვამცირებდი რა მოწეული ღერების რაოდენობას. ჯერჯერობით მყარად ვდგავარ, თუმცა ყავაზე სიგარეტის დაყოლება ძალიანაც მინდა. თემაც ისეთია, მწვავე... თამბაქოს კვამლი უხდება ძალიან...

_ დაახლოების ორი სვის წინ, საძინებელ ოთახში დალუქული კონვერტი ვიპოვე. _ დაიწყო ნინომ. _ ტუმბოზე იდო, გამოსაჩენ ადგილზე. ვიფიქრე, ქმარმა სიურპრიზი მომიმზადა და გულისფანცქალით გავხსენი. მოჭრილი თითის დანახვაზე ელდა მეცა... კივილზე პაკო და ლიზი შემოცვივდნენ. ახლა, ისინი გამიხდა მოსაბრუნებელი. მაშინვე მინდოდა პოლიციის გამოძახება, მაგრამ პაკომ არ დამანება _ ვიღაც ტვინნაღრძობის ბოროტ ხუმრობად ჩათვალა. გადავაგდეთ ის თითი და ასე თუ ისე, მოვინელეთ ეს ამბავი. ორი კვირის თავზე იგივე განმეორდა. ისტერიკა დამემართა, მაგრამ პაკომ არც ამჯერად დამანება პოლიციაში დარეკვა _ არ უნდოდა ინფორმაციას პრესაში გაეჟონა. სხვა რა გზა მქონდა, დავეთანხმე. ერთი თვე არავის შევუწუხებივართ, სამი დღის წინ კი იგივე

Page 9: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

განმეორდა, იმ განსხვავებით, რომ კონვერტში თითთან ერთად სერგო ორჯონიკიძის ფოტოსურათი იდო.

აქ, ცოტა არ იყოს დავიბენი.

_ რომელი ორჯონიკიძე, რომელიც... _ თითებით ულვაშის იმიტაცია გავაკეთე, ნინო მიმიხვდა და თავშეკავებულად გამიღიმა.

_ დიახ, დიახ, სწორედაც, მეთერთმეტე არმიის წინამძღოლი, რომელმაც კრემლს უპატაკა: თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებსო. ძეგლიც გემახსოვრებათ, ვაკე-საბურთალოზე იდგა...

ძეგლი როგორ არ მახსოვს? _ ფარაჯიანი სუბიექტი ბადრიჯნის ცხვირით, თავდაპირველი ვარიანტიც მახსოვს, საღებავებით მოთხუპნილიც, კვარცხლბეკიდან გადმოგდებულიც. ახლა, იმ ადგილზე პატარა სკვერია, რაღაცის საფლავს წააგავს.

_ რა კავშირში შეიძლება იყოს მოჭრილი თითი ორჯონიკიძის ფოტოსთან?

_ წარმოდგენა არ მაქვს. _ ხელები გაასავსავა ნინომ. _ მისტიკაა ნამდვილი.

_ მისტიკა კი არა, მინიშნება. _ მეუღლე რას ამბობს?

_ ამჯერადაც წაუყრუა, ამიტომ გადავწყვიტე კერძო პირისთვის მეთხოვა დახმარება. მაიამ თქვენი თავი შემომთავაზა.

`ამჯერადაც წაუყრუა~, გავიმეორე გულში. არ ჰგავს ალალ-მართალი კაცის რეაქციას. დათას რომ ვინმემ მოჭრილი თითი გაუგზავნოს, ზედაც პროლეტარის რომელიმე ბელადის ფოტო მიაყოლოს, ქვეყანას შეყრის. თუ არ შეყრის?... რას გაუგებ ამ კაცებს, შეიძლება გაუტყდეს _ ემად სამსახურში არ გამაღადავონო. გააჩნია კომპლექსის ხარისხს. ჩემი დათა ამ საკითხებში მაგარი კომპლექსიანია.

_ ნამდვილად ორჯონიკიძე იყო? _ დავეკითხე.

_ როგორც თქვენ გიყურებთ.

_ ვინ არის თქვენი მეუღლე?

ნინომ მაიას იეხედა, მაიამ მე. მე მისაღებ გამოცდაზე ვიგრძენი სავი.

დირექტორმა ცდუნებას ვერ გაუძლო და ნინოს ესტაფეტა ჩამოართვა:

_ პავლე ინასარიძე ცნობილი მეღვინეა, რამდენიმე ქარხანას ფლობს კახეთში, `ქართული ვაზის~ შესახებ არაფერი გსმენია?

_ არა.

_ რანაირი დეტექტივი ხარ, ქუჩაში ბოლბორდებსაც ვერ ამჩნევ?!

_ თქვენ დამწამეთ დეტექტივობა, თორემ ხვეულებრივი მასწავლებელი ვარ.

_ არ დაუჯერო, ნინო, თავს იფასებს. ჩვენი პაკო კი არა, არ გამიკვირდება, პრეზიდენტის ვინაობა არ იცოდეს.

_ ვიცი. _ ამაყად მივუგე. _ გითხრათ?

_ არა.

_ სამაგიეროდ, ნინო ვიცანი. ტელევიზორში მინახავს. _ ყავა მოვსვი და ნინოს გავუღიმე.

Page 10: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

იმანაც დამიბრუნა ღიმილი, მაგრამ ღიმილები არ უშველის ამ ბურუსით მოცულ საქმეს. ვიღაც აშანტაჟებს მეღვინე პავლეს და ის ვიღაც საავადმყოფოში მუშაობს, კერძოდ მორგში. რაც შეეხება დიდ სერგოს... ის დროა, მის პატარა სეხნიას დავურეკო. იქნებ კრიმინალური ინსპექციის მაიორს ჰქონდეს რაიმე ახსნა?

_ თითი, ქალის იყო თუ კაცის?

ნინომ მაიას შეხედა, თითქოს დეიდაშვილისგან ითხოვდა დახმარებას.

_ რას მომჩერებიხარ, უპასუხე! _ შეუღრინა იმან.

_ არ ვიცი, არ დავკვირვებივარ...

_ გაიხსენეთ პირველი შთაბეჭდილება... უთმო იყო თუ მამაკაცისთვის დამახასიათებელი ბეწვიანობა აღენიშნებოდა. იქნებ რაიმე განსაკუთრებული ნიშანი ჰქონდა _ ნაკაწრი, ჭრილობა, ტატუ...

_ არა, ტატუ არ ჰქონია, თითქოს ბეწვებიც არ შემინიშნავს... რა მნიშვნელობა აქვს?

_ აქვს. კარგი, რომელი თითი იყო?

ნინო უარესად დაიბნა, პირი დააღო, ტუშის დამძიმებული წამწამები აახამხამა.

_ შენ კამერის წინ ხომ არ გგონია თავი? უპასუხე, რასაც გეკითხებიან! _ დაუცაცხანა მაიამ და გაბრაზებულმა მიაჭყლიტა სიგარეტი საფერფლეს.

_ არ ვიცი, მართლა არ ვიცი, ისეთი ამაზრზენი სანახავი იყო, ერთი სული მქონდა როდის გადავაგდებდი.

_ ე. ი. ქალს ეკუთვნის თუ კაცს, არ ვიცით, რომელი თითია, არ ვიცით...

_ გადამოწმება შეიძლება, _ გაუხარდა ნინოს, _ ბოლო `პრეზენტი~, წინამორბედების მსგავსად, ბუნკერში არ ჩამიგდია, საიმედო ადგილზე შევინახე _ იმთავითვე მქონდა გადაწყვეტილი შიდა მოკვლევის ჩატარება.

_ სად შეინახე, მე რატომ არაფერი ვიცი? _ ბავშვივით ეწყინა მაიას.

_ სარდაფში, ოღონდ არავისთან წამოგცდეს, პაკომ რომ გაიგოს, მომკლავს.

_ ეჭვი გაქვთ ვინმეზე? _ ვკითხე მე.

ნინომ თავი გააქნია.

_ დავიჯერო, თქვენ ბიზნესმენ მეუღლეს მტერი და მოშურნე არ ჰყავს? იქნებ თქვენ გადაურბინეს ვინმეს, გადაცემა წაართვით ან რამე ასეთი... გაიხსენეთ, ნინო.

_ წარმატებულ ადამიანებს მტერს და მოშურნეს რა გამოულევს, მაგრამ ან მეთოდით?! მიჭირს ვინმეზე ეჭვის შეტანა, უბრალოდ, არ მეგულება მსგავს ანომალიაზე წამსვლელი ადამიანი.

_ გოგო, ნინო! _ გაახსენდა მაიას, _ ამასწინათ, პრესაში რომ ატყდა ერთი ამბავი, `ქართულმა ვაზმა~ პატარ-პატარა საწარმოები ჩაყლაპაო, კახეთის რეგიონში ღვინის მონოპოლისტი გახდაო... პაკოს ხომ ჩამოართვეს ინტერვიუ?

_ მერე, რომ ჩამოართვეს.

_ რა ვიცი, იქნებ ვინმე გაანაწყენა?

Page 11: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ რას ამბობ, მაიკო, პაკო ისეთი ტაქტიანია ასეთ საკითხებში, ცხრაჯერ აწონ-დაწონის. ძლივს დაითანხმეს ინტერვიუზე, ბიზნესპარტნიორებმა თხოვეს და ხათრი ვერ გაუტეხა, თორემ ვერ იტანს მასმედიასთან ურთიერთობას.

_ რატომ? _ დავინტერესდი.

_ არაფოტოგენური ვარო, დაუჩემებია.

_ შეიძლება, ვნახო ის ინტერვიუ?

_ ისესი არაფერია, პაკომ აბსოლუტურად კორექტური პასუხები გასცა ყველა კითხვას, შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია...

გავბრაზდი. ნებისმიერ წვრილმანზე თუ მევაჭრა, ერთ ადგილზე გაიჩხიროს მოჭრილი სისიც და კორექტური ინტერვიუც. ჩემს დასახმარებლად მძიმე ტექნიკა დაიძრა, მაიას სახით:

_ რასაც გეუბნებიან, გააკეთე, შენი ტლიკინის მოსასმენად კი არ შემიწუხებია ამხელა ქალი? გითხრეს, მანახეო, ე. ი. უნდა აბრძანდე და გაზეთი გამოიტანო. რისთვის სჭირდება, ეს უკვე მისი საქმეა, ყველა დეტალს ხომ არ გაგვიშიფრავს?

ორივე ხელით ვეთანხმები მაიას პათოსს, თუ საჭიროა, თავსაც ავაკანტურებ.

_ რატომ ყვირი? თუ რამეა, იათამზე მიმითითებს. _ მშვიდად უპასუხა ნინომ. ეტყობა, მიჩვეული იყო დეიდაშვილის დატუქსვას. ეს ქალი სინაზის განსახიერებაა, თანაც ცოტა უტვინო. ალბათ პოპულარობით სარგებლობა კაცებში.

_ ნინო, თუკი ჩემს თხოვნას ორაზროვან პასუხს დაახვედრებთ, დასკვნებს ვერ გამოვიტან. მოდი, შევთანხმდეთ _ არ არსებობს უხერხული შეკითხვა. თუ თანახმა ხართ, კი ბატონო, ვითანამშრომლოთ, თუ არა... _ მხრები ავიჩეჩე, რაც იმას ნიშნავს რომ ხელიც დამიბანია.

_ ვითანამშრომლოთ, რაზეა ლაპარაკი, უბრალოდ, პაკოს არ უყვარს, როცა მის დოკუმენტაციაში ვიქექები.

_ გაზეთი არ არის დოკუმენტი.

_ ცხადია, არ არის, მაგრამ მის მოსაძებნად ქმრის სამუშაო მაგიდაში ძრომიალი მომიწევს, რაც სასტიკად მეკრძალება.

_ მორჩი მამა აბრამის ბატკნის განსახიერებას, `სასტიკად ეკრძელება~ _ გამოაჯავრა მაიამ, _ შენი ქმრის პედანტური ხასიათი რომ ვიცი, თარო-თარო ექნება დალაგებული ყველა ინტერვიუ. გაიქეცი, სანამ თავზე დაგვდგომია ვინმე.

მაიას სიტყვების დასტურად კარზე ზარი გაისმა.

_ ლიზი იქნება. _ დაასკვნა ნინომ. _ არაფერი წამოგცდეთ, ისედაც უხასიათოდაა ამ დღეებში.

ვიდრე ნინო კარს აღებდა, მაია ჩემკენ გადმოიხარა:

_ არ მინდა იფიქრო, თითქოს ნინოს და მის ქმარს შორის საიდუმლოა. რაღა დაგიმალო, არც მე მიყვარს, როცა ჩემს უჯრაში იქექებიან. სხვა მხრივ, პაკო არაჩვეულებრივი ქმარია... ცოტა კომპლექსიანი, მაგრამ კატასტროფულიც არაფერი. ერთი მხრივ მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მეორე მხრივ _ ვერ იტანს საჯაროობას. დარწმუნებული ვარ, ყველა ინტერვიუს საგულდაგულოდ ინახავს, იმიტომაც შევუფითილე ნინოს.

Page 12: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

აზიზი დამოკიდებულება წარმატების ამსახველ დოკუმენტაციაზე ჩვეულებრივი ადამიანური სისუსტეა, რომელიც ნაუცბათევად გამდიდრებულ ადამიანებს ახასიათებს. მათ უჭირთ საკუთარი პერსონის რესპოდენტად აღქმა, ყურადღების ცენტრში ყოფნასაც მიჩვევა უნდა.

_ ეს ლიზია, ჩემი გოგოა. _ ნინო ღიმილით შემოუძღვა ჩვიდმეტი წლის გაუღიმარ ქალიშვილს, რომელმაც მაია გადაკოცნა, მე კი არ შემიმჩნია.

გარეგნობით ლიზი დედამისთან ვერც მოვიდოდა, თუმცა უშნოც არ იყო. სწორი შავი თმა, მოგრძო სახე, ჩამქრალი თვალები. ჩვიდმეტი წლის გოგოს არ უნდა ჰქონდეს ასეთი სვალები _ ხასიათის თავისებურებაა და თუ რაღაცას მალავს?

_ ლიზი, ხომ არ გშია? _ მზრუნველად დაეკითხა ნინო.

_ არა, მეძინება. _ ლიზიმ ატლასივით პრიალა შავი ქურთუკი გაიხადა და იქვე მიაგდო. ტანსაცმელში უფრო გამხდარი და გალეული მეჩვენა, ალბათ ჩავარდნილი მკერდის გამო. ლიზის ადგილზე სპორტზე ვივლიდი და მოტკეცილ ჯემპრებს არ ჩავიცვამდი.

_ ეს იმიტომ, რომ წუხელ გვიანობამდე იჯექი კომპიუტერთან. გამოუძინებელი სახე გაქვს, ფერიც არ მომწონს...

_ რას იზამ, ყველა შენსავით ლამაზი ვერ იქნება. _ მოაკეტინა ლიზიმ, _ მაია დეიდა, ხომ არ გეწყინებათ, რომ დაგტოვოს?

_ არა, ივილო, _ შეიცხადა იმან, _ წადი, დაისვენე, ჩვენ ცოტას წავიჭორავებთ.

_ ჯერ წყალს გადავივლებ. _ ამ სიტყვებით კაპრიზულმა ქალიშვილმა დაგვტოვა, მაია კი უხერხულად აწურულ დეიდაშვილს მიუბრუნდა.

_ რა სჭირს ამ გოგოს?

_ თითქოს არ იცი!

_ კიდევ?... მე მეგონა გაუარა.

_ როგორც ხედავ, _ არა. _ ნინომ ქვედა ტუჩი მოიკვნიტა და გაზეთის მოსაძებნად გაემართა, მე მაიას მივაჩერდი კითხვით სავსე თვალებით.

_ პირადი პრობლემებია, ჩვენს საქმესთან ნამდვილად არაფერი აქვს საერთო, თორემ არ დაგიმალავდი. _ მანუგეშა მაიამ.

პასუხმა არ დამაკმაყოფილა, მაგრამ აღარ ჩავაცივდი, ისედაც ვხვდები _ ამ ოჯახში ერთმანეთს არ ენდობიან. მაიამ იგრძნო ჩემი განწყობა და თავის მართლებას მოჰყვა.

_ ნინო ქმართან უსიამოვნებას ერიდება, რაც არ უნდა იყოს, მეორე ქორწინებაა...

_ გვარი? _ გავაწყვეტინე. _ რატომ უნდა ატარებდეს გერი მამინაცვლის გვარს?

_ პაკომ ნინო იშვილა და იმიტომ. სხვათა შორის, ნინოსაც მოუწია ქმრის გვარზე გადასვლა, სწორედ იმ პერიოდში შესთავაზეს გადაცემის წაყვანა და თავისი ნამდვილი გვარის, ყრუაშვილის აფიშირებას მოერიდა. მაშინ გადაწყდა, რომ მთელი ოჯახი ინასარიძე გამხდარიყო. ჩვენში დარჩეს, იათამზე, _ ხმას დაუწია მაიამ, _ ყველანი სიკვდილის შვილები ვართ, პაკოს რომ რამე მოუვიდეს, უნდა გამოირიცხოს ვინმეს მხრიდან პრეტენზია ქონებაზე.

_ ვინმემ უკვე გამოთქვა?

Page 13: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ არა, არა, მაგრამ თავის დაზღვევა არავის აწყენს. გიჟები კი არ არიან საზღვარგარეთ საქორწინო კონტრაქტს რომ აფორმებენ. სიმდიდრე მაგნიტივითაა, ყველას იზიდავს _ შორებელსაც და ახლობელსაც.

_ საერთო შვილი რატომ არ იყოლიეს?

_ ეს უკვე მათი პირადი საქმეა. _ მაიამ კოპები შეკრა და ნაბიჯებს მიაყურადა.

ოთახში გაზეთის შრიალით ნინო შემოვიდა.

_ აი, ვიპოვე, ეს არის ბოლო ინტერვიუ.

რიცხვს დავხედე. გაზეთი ერთი თვის წინ იყო გამოსული. ფოტოზე წარმოდგენილ ბლანჟიან მამაკაცს პატარა მრგვალი სათვალე ეკეთა და ლავრენტი ბერიას უფრო ჰგავდა, ვიდრე სერგო ორჯონიკიძეს. ხორციან ლოყებს ძაფივის წვრილი, თეთრი ხაზები სერავდა. ტექნიკური ლაფსუსია თუ ძველი ნაიარევი? ასაკი მერყეობდა ოცდათხუთმეტიდან ორმოცდახუთ წლამდე. ადამიანები სწორი, პროპორციული ნაკვთებით დიდხანს ინარჩუნებენ ახალგაზრდულ იერს, უფრო სწორედ, ერთ ასაკში იყინებიან.

ინტერვიუს თვალი გადავავლე და გაზეთი ნინოს დავუბრუნე. ჩვეულებრივი პიარ-ინტერვიე იყო, არაფერი საგულისხმო. შემდეგი მარშრუტი სარდაფი.

_ _ _

_ ნაღდია. _ დაბეჭდა ინსპექტორ გამომძიებელმა და ჩემმა მეგობარმა სერგომ და დამტვერილი კონვერტი, სადაც მოკრუნჩხული თითი იდო, უკან დამიბრუნა.

_ ეს რას ნიშნავს, რად მინდა სხვისი თითი? _ გავაპროტესტე მე.

_ არც ჩვენ გვინდა. _ პოლიციას გულისხმობდა.

_ გაიგე, დირექტორის დავალებას ვასრულებ, დღეს, როგორც არასდროს, ისე მჭირდება შენი დახმარება.

_ ექსპერტის დასკვნა `დახმარებაში~ არ შედის? _ დამანამუსა სერგომ.

_ შედის, მაგრამ მულაჟი რომ არ იყო, ისედაც მივხვდი.

_ თითი რომ ქალს ეკუთვნოდა?

_ ამაზეც მქონდა ეჭვი.

_ ერთი კვირის წინ რომ მოჭრეს? _ სერგოს არ გამოელია არგუმენტი, რომლითაც ჩემს პატივისცემას დაადასტურებდა და რაც შეიძლება ტაქტიანად მომიშორებდა თავიდან. რამდენჯერზე ხელითაც შეეხო მაგიდაზე დახვავებულ საქაღალდეებს _ ვითომ, შეხედე, რამოდენა საქმე მაყრია თავზე, შენ რომ ვიღაცის თითებით არ დამაცხრეო. მაგრამ მე არ ვაპირებდი ფარ-ხმალის დაყრას:

_ ამიტომაც უნდა ვიჩქაროთ! ცხელ კვალზე რომ უფრო ადვილია დამნაშავის გამოვლენა, ჩემგან არ გესწავლება მაიორ კაცს! ვიღაც უპატრონო გვამებს შეურაცხყოფს, სერგო! პატრონიანს ასე ადვილად ვერ წააგლეჯ სხეულის ნაწილებს. წააგლეჯ და ექიმის ლიცენზიასაც დაკარგავ და თავისუფლებასაც ზედ მიაყოლებ. ექსპერტის დასკვნა გვამცნობს, რომ გადარდაცვლილი ქალია, რომ იგი ერთი კვირის წინ გარდაიცვალა, რომ

Page 14: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

მისი ასაკი მერყეობს ოცდაათიდან ორმოც წლამდე... სასწრაფოდ უნდა დავიაროთ მორგები, ვიპოვოთ ჩვენთვის საინტერესო გვამი, დავკითხოთ პათოლოგოანატომი...

_ ჰო, ჰო, ნუ გარეკე შენებურად! _ სერგომ ხელის მოძრაობის შემაწყვეტინა გრძელი ტირადა. _ წარმოდგენა გაქვს რამდენ დროს წაიღებს მორგიდან მორგში ბოდიალი? იცი, რამდენი საავადმყოფოა თბილისში?

_ ბევრი, მაგრამ უპატრონო გვამების დაბინავება რესპუბლიკურის პრეროგატივაა. კერძო კლინიკა არც გაიკარებს ქუჩიდან შემოსულ გვამს.

_ რას გადაეკიდე კლინიკებს, იქნებ მესაფლავე მაიმუნობს?

_ მესაფლავე? _ რატომღაც თავში არ მომსვლია მსგავსი ვერსია.

_ `მესაფლავე, შენ ამბობ რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება...~ _ სერგო თუ ლექსად ცდილობს ჩემს დახმარებას, ცდება. მესაფლავის ვარიანტს რეტროსპექტივის ამბავში მოვინიშნავ, სერგოს კი სხვა მხრივ დავაშანტაჟებ.

_ მოკლედ, თუ მორგში ჩემთან ერთად წასვლას ინებებ, ხომ კარგი, თუ არა, მარტო მომიწევს სიმართლის დადგენა. _ კონვერტს ხელი დავავლე და მკვეთრად ავდექი სკამიდან, იმ იმედით, მაიორი მუხლებში ჩამივარდება.

მუხლებში ჩავარდნა და ამისთანები არ ყოფილა, მაგრამ კართან მისულმა უკვე გავიგე მისი კაპიტულანტური ქოშინი.

ნახევარ საათში მორგში ვიყავით. სპეციფიკური სუნის მოსაგერიელებლად ცხვირზე როლინგის საყელო ჩამოვიცვი, მაგრამ თვალებს ვერაფერი მოვუხერხე, ურიკებზე ამხედრებული დედიშობილა გვამების დანახვაზე თავისით ძვრებოდნენ ორბიტიდან. ზოგიერთი გვამის გაჭრა, გამოშიგვნა და გაკერვა უკვე მოესწროთ, ზოგიც რიგში იდგა. ეს ერთადერთი ადგილია დედამიწის ზურგზე, სადაც ყველა თანასწორია. მოჭრილთითიანი მიცვალებულის ძებნა არ გვიცდია, გამორიცხულია, ერთი კვირის მკვდარი მისაღებში დაგვხვედროდა. გაფატრულიც იქნება და ავინ იცის, მიწაში მიბარებულიც.

დარბაზის ბოლოში, გამჭვირვალე ტიხრის მიღმა, სკალპელით შეიარღებული პათოლოგოანატომი მამაკაცის გვამზე ჯადოქრობდა. გვერდით ედგა ორი პრაქტიკანტი. ერთი გამალებული იწერდა ბლოკნოტში ექიმის კომენტარება, მეორე ცოცხალ-მკვდარი იცქირებოდა ჭერში, ვერ უძლებდა საბრალო... აბა, ამისგან რა ექიმი უნდა გამოვიდეს, გვამზე უარესად გამოიყურება.

_ რა არხეინი გამომეტყველებს აქვს... _ მხარი გავკარი სერგოს.

_ ვის?

_ ვის და ექიმს.

_ გაკვეთილზე რომ შედიხარ, ცხვირ-პირი ჩამოგტირის?

_ არა, მაგრამ...

_ მიჩვევის ამბავია. იმუნიტეტი. მარჯვნივ ჭიქას ხედავ? ჩაიც მიურთმევია, აქვე, ადგილზე.

_ რას ბურტყუნებს ცხვირში?

_ სიკვდილის მიზეზს ადგენს, თან პრაქტიკანტებს ასწავლის.

Page 15: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ ერთი შეხედვით სვამს დიაგნოზს?

_ გააჩნია. თუ ეჭვი შეეპარა, ლაბორატორიაში გადააგზავნის.

_ ლაბორატორიაში ასპროცენტიან დიაგონოზს სვამენ?

_ ცდილობენ.

_ ეჰ, მკვდარს მაინც არაფერი ეშველება.

_ ექსპერტიზის დასკვნა მკვდარზე მეტად ცოცხლებს ჭირდებათ.

_ ჭირისუფლებს, არა?

_ არა მხოლოდ. გააჩნია, სიკვდილის მიზეზს. თუ ადგილი აქვს დიაგნოსტიკურ შეცდომას ან მედიკამენტოზურ მოწავლას, ჭირისუფალს აქვს ჩივილის უფლება.

ვაიმე, არ მინდა, რომ გამჭრან. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ადგილი ექნება მედიკამენტოზურ მოწამვლას. ანდერძში შევიტან პუნქტს _ ყოველგვარი ექსპერიმენტების გარეშე გამამწესონ მიწაში, არავის მივცემ უფლებას სახალადეცე ღორივის დამანაწევრონ.

_ უჰ, რეებზე მელაპარაკები, მეც რომ იდიოტივის გპასუხობ... მიაკაკუნე სამჯერ! _ მიბრძანა სერგომ და მეც დაუყოვნებლივ შევასრულე.

კაკუნზე ექიმმა თავი ასწია. ხელში რაღაც მურა წითელი და სხმარტალა ეჭირა, მგონი თირკმელი.

_ რა გნებავთ? _ გამოგვძახა შუშის გადაღმა.

_ რამდენიმე კითხვა გვაქვს. _ სერგომ სივი დაანახა.

ექიმს არც გაკვირვებია, არც შეშფოთებულა. ეტყობა, ხშირად სტუმრობენ საგამოძიებო სტრუქტურის წარმომადგენლები.

_ შემოხვალთ თუ დამელოდებით?

სერგომ მე შემომხედა, მე თავი გავაქნიე. ვიდრე საბოლოოდ ამიღია ხელი ხორცის ჭამაზე, სჯობს გავეცალოს აქაურობას.

_ ორდინატურასთან დაგელოდებით. _ უთხრა სერგომ.

_ ნაკერს დავადებ და მოვალ. _ პათოლოგოანატომმა თირკმელი სინში მოათავსა და მკლავით შუბლზე ჩამოცოცებული ქუდი შეისწორა.

ცხოვრებაში პირველად შემშურდა ვეგეტარიანელების. გოგრა, როგორადაც არ უნდა დაჩეხო, ზიზღს არ იწვევს, გამოაცლი კურკას, შეაგდებ აერღუმელში და მიირთმევ კოხტად. სულ სხვაა რეზინის ხელთათმანიი მოსხმარტალე სისხლიანი თირკმელი, რომელიც ძალიანაც ჩამოჰგავს საქონლისას. უბრალოდ, მოხარშულ მდგომარეობაში ფერს იცვლის და ჩვენც გვავიწყდება მისი თავდაპირველი ვარიანტი. ვეგეტარიანელებს კი ახსოვთ.

საინტერესოა, პათოლოგოანატომს უყვარს ყაურმა? თუ ატროფირებული აქვს წარმოსახვის მაკონტროლებელი ორგანო? სერგო მართალია _ იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული, მაგრამ ენერგეტიკა? აქაურობა ხომ გაჟღენსილია სიკვდილის ენერგეტიკით, სულ რომ ვარდის ფურცლების აბაზანა მიიღოს, არ გაეცლება, სახლში გაყვება, მანქანაში ჩაუჯდება, ლოგინში ჩაუწვება...

Page 16: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

ექიმმა დიდხანს არ გვალოდინა, გამოსვლისთანავე კაბინეტში შეგვიძღვა. უქუდოდ, უხელთათმანოდ და უსკალპელოდ ჩვეულებრივ მოკვდავს ჰგავდა, თან მარწყვის საპნის სუნი ასდიოდა, უცოდველი ბავშვივით.

_ სერგო ოქრუაშვილი, სამძებრო განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი. _ თავი წარუდგინა მაიორმა და მე შემომხედა. _ იათამზე მდივანი. თანამშრომელი.

_ სეხნიები ვყოფილვართ, _ გაუღიმა ექიმმა.

ყური ვცქვიტე. სამი სერგო ერთ პიესაში მეტისმეტია _ ორჯონიკიძე, ოქრუაივილი... ამის გვარიც გვარიც თუ `ო~-ზე იწყება, საქმე მისტიკურ დამთხვევასთან მქონია.

_ ცოტა ანეკდოტური სიტუაციაა... შენ დაიწყე, რა, როგორც პირველწყარომ, ასე ვთქვათ. _ მთხოვა სერგომ.

_ არ მოგერიდოთ, მიყვარს ანეკდოტები. _ შეგვაგულიანა პათოლოგოანატომმა სერგომ, _ გინდათ ერთს მოგიყვებით, ამასწინათ მაგრად ვიხალისე... წევს თურმე ჩემი პროფესიის კაცი, სძინავს, შენ ხარ ჩემი ბატონი, და სიზმარს ხედავს _ ვითომ ტელეფონზე მადლიერი კლიენტები ურეკავენ. როგორია, მადლიერი კლიენტები! ჰა, ჰა! ან მეორე: სალამი, ნუ მიყურებთ დაჟინებით, მე თქვენი პათოლოგოანატომი ვარ. ჰა, ჰა, ჰი, ჰი! _ და საკუთარ მონაყოლზე ჩაბჟირდა.

ზრდილობის გულისთვის მეც ჩავიფხუკუნე, ჩემი მეგობარი მაიორი კი ძეგლივით იჯდა და ვირის თვალებს აფახულებდა, მგონი ვერ ჩაწვდა ანეკდოტის არსს.

_ ჩვენ ვეძებს გვამს მოჭრილი თითით...

წინადადება არ მქონდა დამთავრებული, რომ ექიმი ლამის ამოტრიალდა სიცილით.

_ მაპატიეთ, გენაცვალე, თავი ვერ შევიკავე... ანეგდოტს მიყვებით თუ...

_ როგორ ფიქრობთ, ანეგდოტის მოსაყოლად მოვედით? _ მეწყინასავით.

_ განაგრძეთ, განაგრძეთ, ჰიიჰ...

_ საქმე ისაა, რომ შემოვიდა საჩივარი. ერთ-ერთი მოქალაქის ბინაში გარკვეული ინტერვალებით ჩნდება კონვერტში მოთავსებული მოჭრილი თითები. ოჯახის წევრები ვერ ხსნიან, რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული დაშინების ასეთი შემზარავად ორიგინალური ფორმა.

_ მართლაც რომ... რა უნდა თითს კონვერტში?... შეეშინდებოდას, კი... მაგრამ გვამი მოწმედ ვერ გამოგადგებათ.

_ მოწმედ გამოდგება ადამიანი, ვისაც ხელი მიუწვდება გვამზე. _ ვუთხარი მკაცრად. რაღაც ბევრს ღლიცინებს ეს ექიმი, აბა, მის ცოლ-შვილს მისდიოდეს მსგავსი ამანათები.

_ მე მიმიწვდება, მაგრამ არავისთვის არაფერი მომიჭრია. _ წამოიძახა მან და ღიმილმა მოუსვენარი ტუჩები გაუპო, შეწითლებული ცხვირის გარშემო კი ნაოჭები დააჯდა. _ არა, როგორ არ მომიჭრია, მაგრამ სადმე გაგზავნის მიზნით _ არა.

დიდი-დიდი შინაგანი ორგანოები ამოვაცალო, ისიც ექსპერტიზისთვის, თორემ ხელ-ფეხის დასხეპვის, გახმობის და ჭერხოში შეწყობისგან, ღმერთმა დამიფაროს. `მარჯვენას არ ჭრის მუცალსა, იტყოდა: ცოდვა არიო!~ _ დაამატა ნასიამოვნებმა.

ეს საწყალი თითები ყველას პოეზიის ხასიათზე აყენებს, ჩემ გარდა.

Page 17: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ ბატონო სერგო, საქმე გვაქვს ბოროტმოქმედთან და ის შეიძლება თქვენი თანამშრომელი იყოს.

_ თანამშრომელი? როგორ თანამშრომელი? არა, არა, გამორიცხულია! _ პათოლოგოანატომი მომენტალურად დასერიოზულდა.

_ ჩვენც გამორიცხვის მეთოდით ვმუშაობთ. თუ სქვენს პროზექტურაიი საეჭვო ვერაფერი ვიპოვეთ, სხვაგან გადავინაცვლებთ.

_ ჩემი თავი გენაცვალოთ, აგერ მე და აგერ ჩემი მკვდრები, სათითაოდ დაგათვალიერებინებთ, ნატურალისტური სიზუსტით. თქვენ თუ სადმე დასახიჩრებულ გვამს მიაგენით, ჩემი ხელით გამოვიჭრი ყელს. _ ექიმმა სურნელოვანი თითი ყელთან მიიდო და სისინა ბგერა გამოუშვა. ალბათ ასეთი ჭკუამხიარული უნდა იყოს მისი პროფესიის კაცი. ჩემსავით თუ აუჩვილდება გული, ზედ მიჰყვება თავის `მადლიერ პაციენტს~.

_ მოჭრილი თითი ერთი კვირის გარდაცვლილს ეკუთვნის. _ უკარნახა სერგომ.

_ ჩვენთან ერთი კვირა არავის აჩერებენ, ის კი არა გვაქვს, სკლეპი.

_ აკლდამა. _ შევუსწორე მე.

_ დავიჯერო, უპატრონო გვამებს პირდაპირ საერთო სასაფლაოზე აგზავნით? რაღაც პერიოდით მაინც არ აჩერებთ კონტეინერში? _ დაინტერესდა სერგო.

_ ახლა, ცალკე აპარტამენტები მომთხოვეთ ბომჟებისთვის. _ ექიმმა ხელები გაშალა ამ პოზაში დარჩა. ახლა რომ სიტუაციური ლექსი წამოიწყოს, გავგიჟდები ნამდვილად.

_ ერთი უპატრონო მიცვალებული მახსენდება, ოღონდ ქალია. _ თქვა ჩაფიქრებულმა.

_ ჩვენც ქალს ვეძებთ. _ გამიხარდა მე.

_ არც კაცზე ვიტყოდის უართ. _ ცივი წყალი გადამასხა სერგომ.

_ ჩემი ჱთავი გენაცვალოთ, მომყევით. _ ექიმი სკამიდან წამოფრინდა და ხალათის კალთების შრიალით გადაჭრა კაბინეტი.

ისევ ნაცნობ დარბაზში აღმოვჩნდით. პრაქტიკანტებს სარკმელი გამოეღოთ და სიგარეტს ეწეოდნენ. პათოლოგოანატომის დანახვაზე ქურდობაზე წასწრებულებივით შეცბენ და ანთებული ღერები გარეთ მოისროლეს. სულ ტყუილუბრალოდ აფუცხუნდნენ, სერგო 3-ს არც გაუხედავს მათ მხრეს, კედელთან იმიტირებული კარი შეაღო და შიგნით შეგვიძღვა.

ბორბლებიან ურიკაზე, არც მეტი-არც ნაკლები, კოსტიუმირებული მიცვალებული დაგვხდა. ჩია მამაკაცი მელოტი თავით მიცვალებულს ყელზე ეჯაჯგურებოდა _ ჰალსტუხზე კვანძის გაკეთებას ცდილობდა. თავღია საკვოიაჟში იდო მაკიაჟისთვის განკუთვნილი ფლაკონები, ფუნჯები, საცხები...

ჩაცმული მიცვალებულის მიმართ არ მაქვს უხერხულობის განცდა. ჩვეულებრივი ფიტულია, უბრალოდ თაროზე შემოსადებად უვარგისი.

ჩიამ კვანძი გააკეთა და ნაბიჯით უკან დაიხია _ სიმეტრია შეამოწმა. მიცვალებულმაც, თითქოს თავის დაკვრით მოუწონა. წარმოსადეგი კაცი იყო _ სამკეცი ღაბაბითა და შევერცხლილი თმით. ჯერ კიდევ გუშინ ცოცხალი იყო, წვერს იპარსავდა, ტელევიზორს უყურებდა, შვილიშვილებს ეფერებოდა, ძაღლს ასეირნებდა... რას

Page 18: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

წარმოიდგენდა, რომ მის პრეტენტაბელურ ფორმაში მოყვანას ვიღაც იათამზე მდივანი დაესწრებოდა.

_ რობერტს გაუმარჯოს! _ ხელის აწევის მიესალმა ექიმი.

_ გამარჯობას, ბატონო სერგო.

_ რა ჰქენი, გამოაწყვე საწყალი მურთაზი?

_ ხუთ წუთში გატოვი იქნება.

_ აბა, შენ იცი, არაფერი დააკლო, იცოდე!

ჩიამ წარბების მოძრაობით ანიშნა, როგორ გეკადრებათო.

_ ჩვენთან მუშაობდა, თერაპევტად, _ ჩვენც გაგვათვიცნობიერა სერგო ექიმმა და კიდევ ერთი კარი შეაღო. _ ისეთი მოწესრიგებული იყო, საპირფარეიოში არ შედიოდა ჰალსტუხის გარეშე. შაქარი აწუხებდა და აი, შედეგი.

ამჯერად ე. წ. მაცივარში შევაბიჯეთ. სტერილური, თეთრი კედლებიდან ისეთი სიცივე იღვრებოდა, ტანში დამბურძგლა.

_ შეგცივდათ, არა? _ ხელები მოიფივნიტა და ექიმმა. _ სხვათა შორის, სასურველია კიდევ უფრო ტემპერატურა იყოს, ზაფხულში ახალი კონდინციონერები დავაყენეთ, მაგრამ არ ყოფნის. ათ დღეში ხრწნის პროცესი იწყება. აქეთ მობრძანდით...

კედლის გაყოლებაზე უჯრებიანი დანაგდარი იდგა, ერთ-ერთ გამოაღო საკაციზე დასვენებული მიცვალებული გამოასრიალა.

_ ა, ბატონო, ესეც ჩვენი უპატრონო მანდილოსანი. _ პათოლოგოანატომმა გვამს თეთრი ზეწარი გადააძრო და სახტად დარჩა. ქალს მარჯვენა ხელზე არათითი მოჭრილი ჰქონდა.

_ _ _

სიგარეტიც მოვწიე, არაყიც გადავკარი, მაგრამ შინაგან კანკალს ვერაფერი მოვუხერხე. ეს ცუდი საქმეები კაფეში ჩავიდენე. აი, სერგომ, არაყიც ხუხა, იმერული ხაჭაპურიც მიაყოლა და ინასარიძეების გალანძღვაც მოასწრო _ რას მიქვიან, საქმის აღძვრა არ უნდათ, სახეზე ბოროტი კი არა ხუმრობა, მიზანმიმართული დანაშაულიაო.

მთელი ასი პროცენტით ვეთანხმები. ახლა, მთავარია, მაიას პროცენტული შემადგენლობა შევარყიო. თუ გამომივიდა, მაია ნინოსას შეარყევს, ნინო _ პაკოსას, პაკო სარჩელის შესატანად მომწიფდება.

საქმეში ისედაც ჩაერთო გამოძიება. პათოლოგოანატომისა და მორგის მომსახურე პერსონალის დაკითხვამ ვინმე ამირან გასიევის ფიგურა ამოატივტივა. ვინ არის გასიევი და რატომ მაინცდამაინც ის? დავიწყოთ იმით, რომ გასიევი სამი დღეა არ გამოცხადებულა სამსახურში. არც დაურეკავს, არც არავინ გაუფრთხილებია; მეორე _ უცნობი ქალის გვამის შემოსვლა სწორედ მის მორიგეობას დაემსხვა; მესამე _ რეგისტრატორის ჩვენებაზე დაყრდნობით გასიევი რატომღაც დაინტერესებულა მიცვალებულით # 4, უკითხავს _ ვინ არის, პატრონი ხომ არ გამოუჩნდა, რამდენ ხანს აპირებენ უსახელო გვამის მაცივარში გახერებას... # 4 მიცვალებულის პირადი ნივთების დათვალიერებამ ცხადყო _ ეს იყო

Page 19: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

მსუბუქი ყოფაქცევის ქალი, რომელიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მანქანამ გაიტანა. პათოლოგოანატომი ირწმუნებოდა, რომ მაცივარში შენახვამდე გვამი საგულდაგულოდ გასინჯა და ათივე თითი ადგილზე ჰქონდა. არ მაქვს მიზეზი ეჭვი შევიტანო მის გულწრფელობაში. თუ მაქვს? აბა, გადავამოწმო:

_ ვითომ, რატომ გასინჯავდ ვიღაც მეძავს `საგულდაგულოდ?~

_ აუ, შენ კიდევ იქ ხარ? _ სერგოს ენერგიულად მოიწმინდა ცხიმიანი ტუჩები და სიგარეტის კოლოფის ძებნაში მკერდზე ხელი მოიფათურა.

_ შენ, არა?

_ ნებისმიერი უპატრონო მკვდარი თუ ვიგლოვე, საერთოდ უნდა წამოვიდე ძალოვანი უწყებიდან. ან იმ პათოლოგოანატომს რას გადაეკიდე? მე რომ მკითხო, ბედი გვქონია. შენ ჩვენზე მომაგრებული სასამარსლო-სამედიცინო ექსპერტი უნდა ნახო... ისეთი უჟმურია, ზედმეტად ენას არ დაასველებს. ჩემმა სეხნიამ კი მთელი კონცერტი ჩაგვიტარა _ ვაჟა-ფშაველა წაგვიკითხა, მაცივარში გაყოლას არ დაგვზარდა... გვამი კი საგულდაგულოდ იმიტომ გასინჯა, რომ პროფესიონალია და არა ნეკროფილი. ნებისმიერი უპატრონო გვამი პროზექტურის დატოვებამდე უნდა აღირიცხოს, დაფიქსირდეს ასაკი, გარეგნული მონაცემები... გაკეთდეს დაქტილოსკოპია, დადგინდეს სიკვდილის მიზეზი. იქნებ ძებნილია?

_ რეგისტრატორის ჩვენებაზე რას იტყვი?

_ ვიტყვი, რომ ამირან გასიევის მოწოდება სულაც არ ყოფილა სანიტრობა, ის განზრახ მოეწყო მორგში, რომ თავისი შავბნელი განზრახვა განახორციელა.

_ და სამ თითზე გაჩერდა?

_ შეიძლება არც გაჩერდა, სხვაგან გადაინაცვლა...

_ თუ გააჩერეს?

სერგოს სიგარეტის ბოლი გადაეყლაპა.

_ ქალი კი არა, შენელებული მოქმედების ბომბა ხარ, რა...

გამოძიება ეს-ესაა დაიწყო, ერთ დღეში გინდა პასუხი ყველა კითხვაზე?

_ ყოველ შემთხვევაში, იმის გაგებას, ეკუთვნის თუ არა ჩვენი მოპოვებული თითი აღნიშნულ გვამს, არაფერი უდგას.

_ შემარგე ეს ჩაი და დავრეკავ სადაც საჭიროა.

_ შეირგე, მე იქამდე ნინოს შევეხმიანები.

მობილურში ჟურნალისტის ნომერი მოვიძიე. ცხრიანებისა და ექვსიანების რაოდენონამ თვალი ამიჭრელა. ეშმაკთან წილნაყარი ნომერია, ღმერთმანი.

_ მაინცდამაინც ტელეფონზე ნუ ჩაუბუმბულებ ყველაფერს, იქნებ, გამოვიდეს, _ თქვა სერგომ.

ჩემს წინადადებას, დაუყოვნებლივ გამოსულიყო კაფეში, ნინო ყოყმანით შეხვდა. ხვეწნა არ დამიწყია, პროტესტის ნიშნად დავდუმდი. უმალ გადაიფიქრა და კეფეს მისამართი მთხოვა. ოჰ, ეს ჟურნალისტები, ისე გაიპრანჭა, თითქოს ინტერვიეს სძალავდეს ვინმე.

_ დათა როგორ არის? _ ქმარი მომიკითხა სერგომ.

Page 20: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ ნუ მაჭერ სუსტ წერტილზე.

_ დათა შენი სისუსტეა?

_ დათას სისუსტეა ჩემი მირთმეული ვახშამი, მე კი ისიც არ ვიცი, დავხვდები თუ არა სახლში. ასე თუ გაგრძელდა, ნამდვილად მიმატოვებს. როგორ ფიქრობ, სერგო, დათა მიმატოვებს?

_ ნუ გეშინია, თუ მიგატოვებს, მე მოგიყვან. _ დამპირდა სარგო და ისეთი ხმაურის მოხვრიპა ჭიქიდან, სირცხვილის დავიწვი.

_ ნეტავ, რაში გჭირდება ჩემნაირი ცოლი?

_ ანტურაჟისთვის. თორემ ქალმა თუ ჩაქაფულის გაკეთება არ იცის, ის რა ქალია?!

_ არა, ხუმრობის გარეშე, მართლა ძნელი ასატანი ვარ?

სერგო მაგიდაზე გადმოიხარა.

_ გოგო, იათამზე, შენ ჭკვიანი ქალი ხარ, მაგრამ ორმაგი სტანდარტები გაქვს და იმიტომაც იჭედები ხანდახან. ერთი მხრივ გიყვარს ეს ჩახლართული ისტორიები... არა, კი არ გიყვარს, გიჟდები, აფრენ, ლომკები გეწყება! მეორე მხრივ _ გენეტიკურად მოგდგამს ტრადიციების პატივისცემა, მიუხედავად იმისა, რომ მესამე ქმარი გყავს...

ის იყო, საკამათოდ წამოვიქოჩრე, რომ კაფეში ნინო ინასარიძე შემოვიდა და სერგოს მეც დავავიწყდი და ჩემი ოჯახური პერიპეტიებიც. ნინოს რძისფერი ქაშმირის პალტო ეცვა, ხის მრგვალი ღილებით და იმავე ფერის მაღალქუსლიანი ჩექმა, შავად მბზინავ თმას უხდებოდა ძალიან. მიუხედავად მოღრუბლული ამინდისა, მზის სათვალე ეკეთა, რომლიც არც კაფეში შემოსვლისას მოიხსნა, არც მერე, როცა სუფრაზე შემოგვიერთდა. სერგოს დანახვაზე საყვედურით შემომხედა, ვითომ, ეს ვინ დამახვედრეო.

_ გაიცანით, მაიორი ოქრუაშვილი. _ წარვუდგინე ჩემი მეგობარი. _ სერგოს გარეშე ეჭვმიტანილზე გასვლა გაგვიჭირდებოდა.

სერგო ზღაპრული იფრითივით ამოიზარდა მაგიდიდან, ნინოს ხელი ჩამოართავა და სკამი გამოუწია. როცა უნდა, ძალიანაც გალანტურია ეს ქართლელი ტეტია. აბა, მე თუ გამომიწევს ოდესმე სკამს?! თითქოს ნაკლები ქალი ვიყო, როცა გავიპრანჭები...

_ უკვე გყავთ... ეჭვმიტანილი? _ ნინო მაშინვე მოლბა და დარცხვენილმა გაგვიღიმა.

წამში დამავიწყდა წეღანდელი წყენა. არავითარი ვარსკვლავური ამბიცია! ამბიციური ქალები ასე არ იღიმებიან. ასე იღიმებიან ლამაზი და დაბნეული ქალები, რაც კაცებში მფარველობით ინსტიქტებს აღვივებს და გმირობის ჩასადენად უბიძგებთ. თუნდაც ჩემი სერგო _ ლამისაა ამოხტეს თავისი იფრითული ტყავიდან, დახე, როგორც მოყანწა წარბები, რამე რომ იყოს, ხმალამოღებული ეკვეთება ვისზეც ნინო მიუთითებს.

_ ერთი საათის წინ დავტოვეს პროზექტურა. _ ავუხსენი ნინოს.

_ პროზექტურა? _ საწყალ ქალს გაკვირვებისგან ოდნავ ჩამოუცურდა სათვალე და მე მარჯვენა თვალის გარშემო განრთხმული გემატომა დავინახე. ვინ `დაამშვენა~ ასერიგად, დავიჯერო `სიგიჟემდე შეყვარებულმა ქმარმა?~ ეჰ, მაია, მაია...

ავდექი და ყველაფერი მოვუყევი, განსაკუთრებით სერგოს დამსახურებას გავუსვი ხაზი და არც საკუთარი ემოციები დამვიწყებია _ არგუმენტად შეკრული კრიჭა და სირჩა არაყი მოვიტანე.

Page 21: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

ნინომ ტუჩები მოიკვნიტა და ჩემდა გასაკვირად `ერთი ყლუპი~ არაყი მოითხოვა.

სერგო დაუყოვნებლივ გავარდა შეკვეთის მისაცემად, მე ვისარგებლე მისი არყოფნით და ნინოს სათვალის მოხსნა ვთხოვე. არ გაპრანჭულა, მაშინვე დამანახა გალურჯებული თვალი დამანახა.

_ პაკომ. _ ვკითხე.

თავი დამიქნია.

ღმერთო ჩემო, ისეთი რა უნდა დავაშავო, დათამ მუშტი მდრუზოს. დავუშვათ, გაბედა _ მდრუზა. რაღა გამაჩერებს ასეთ ქმართან? ნინო გაჩერდა. ისეთი პირი უჩანს, გამართლებაც მოუძებნის. ესეც შენი საოცნებო ქალი, მე კი გულუბრყვილოდ მეგონა, ქმრისგან დატუქსვასაც არ იმსახურებს. ოჰ, პავლე, პავლე...

_ მაგრამ, რატომ, რატომ?

_ გაზეთი დამრჩა მაგიდაზე... ის გაზეთი, მისი ინტერვიუთი. ისე სწრაფად გადავწყვიტეთ სარდაფში ჩასვლა, რომ შენახვა დამავიწყდა. მერეც აღარ გამხსენებია... საღამოს ნახა და აი. _ შემომწუწუნა და სასწრაფოდ გაიკეთა სათვალე. _ მიხვდა რაღაცას. დაწვრილებით დაკითხვა ლიზი _ ვინ იყო, რომელ საასზე... მერე მე მომიბრუნდა, ხომ გითხარი, ნუ გაა... გააბაზრებო, მე თვითონ გავარკვევ ყველაფერო, მოკლედ, შევყევით.

_ გამოტყდი?

_ არა.

_ ახასიათებს ხოლმე მსგავსი აფეთქებები?

_ საერთოდ, ფიცხი ხასიათი აქვს, მაგრამ ხელით არასოდეს შემხებია. არასოდეს! სამ დღეში თუ არ გამიარა, გადაცემა ჩამივარდება. _ ნინო თავი ჩაღუნა, სათვალემ ისევ დაიწყო მსვლელობა ცხვირის წვერისკენ, სადაცაა ჩამოუცურდება და მოახლოებული სერგო დაინახავს მუშტის ნაკვალევს მშვენიერი ტელეწამყვანის სახეზე. ვირი ვირად, მაგრამ თავს დავდებ, რომ სერგოს ღონიერი მარჯვენა არასოდეს გარტყლაშუნდება ქალის სახეზე, ცხადია, თუ ღალატის ფაქტზე არ მიუსწრო თავის რჩეულს.

სერგომ თავი მოიქაჩლა და მთელი ბოთლი არაყი მოაცუნცულა, თან მოაყოლა შოკოლადის ფთილა. მე რომ ახლა არაყი დავლიო, პირდაპირ მეღვინე პავლეს გინებაზე გადავალ და სიტუაციას გავამწვავებ. შოკოლადით დავკმაყოფილდი.

_ ჩვენი გაცნობისა იყოს. _ ჩაახველა სერგომ და ჭიქები მოგვიჭახუნა.

_ ვაგრძელებთ მუშაობას თუ?... _ ვკითხე ალკოჰოლით შეთამამებულ და ერთიორად დამშვენებულ ნინოს.

_ ვაგრძელებთ. იმ ინციდენტის შემდეგ მოსვენება დავკარგე, პაკომ რაღაც იცის და მიმალავს. თვითონაც ღელავს, ღამის ცუდად სძინავს, ტრანკვილიზატორებს მიეძალა, რაც უკვე არაფერში ჯდება. აქ სხვა რამეა, სხვა. _ ნინომ მრავალმნიშვნელოვანი პაუზა გააკეთა, თითქოს `სხვა რამის~ გაშიფვრას ცდილობდა და დაბეჯითებით განაგრძო. _ ვატყობ, იმ თაგვივის მომდის, რომელმაც თხარა, თხარა და საბოლოო ჯამში კატა გამოთხარა, მაგრამ გულზეხელდაკრეფილი ყოფნაც აუტანელია. კატა კი არა, სულ რომ გველეშაპი გამოვთხარო, ბოლომდე მივყვები. ეს კოშმარი თუ დიდხანს გაგრძელდა, უბრალოდ ვერ გავუძლებ. ახლაც ისე ვარ, რომ იტყვიან, დანის პირზე დავდივარ...

_ რა ინიციდენტის, მე არ ვიცი? _ ჩაიჭირა სერგომ.

_ ისეთი არაფერი. _ ნინოს მაგივრად, მე ვუპასუხე.

Page 22: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ არ გინდათ, ნუ მეტყვით. _ ეწყინა მაიორს, _ ერთი რამ იცოდეთ. მოკვლევის დაწყება ნებისმიერ ვარიანტში მოგვიწევს, ეს უკვე თქვენს ნება-სურვილზე აღარაა დამოკიდებული. როცა სახელმწიფო დაწესებულებაში, და არა მარტო, ადგილი აქვს მიცვალებულის შეურაცხყოფას, თვალის დახუჭვა დანაშაულის ტოლფასია. არ არის აუცილებელი საქმეში თქვენი გვარი ფიგურირებდეს, მაგრამ გულახდილობა კვანძის გახსნის უცილობელი საწინდარია.

ძლიერი ნათქვამია, ვერაფერს იტყვი _ `უცილობელი საწინდარი~. მაინც სად ამოიკითხა, ან რომელ სუფრაზე გაიგო და აიტაცა... რაც მთავარია, ისეთი კმაყოფილი ჩანს, ჰგონია გამანადგურებელი შთაბეჭდილება მოახდინა.

_ ნუ ჩააცივდი ადამიანს, როცა საჭიროდ ჩათვლის, იტყვის. _ მაგიდის ქვეშ სერგოს ფეხის მოძებნას ვცადე, მაგრამ მგონი ნინოს ჩექმას გავკარი.

ნინომ ჩემი უნებლიე `სიგნალი~ მიიღო, ხელის ერთი მოსმით მოიხსნა სათვალე და სერგოს ჩალურჯებული თვალი მიუშვირა:

_ არა, რატომ, იცოდეს. აი, ჩემი მეუღლის ნახელავია.

მაიორს ისღა დარჩენოდა, პირი დაეღო.

უხერხული სიტუაციის განსამუხტად თითო ჭიქაც გადავკარით.

_ ეს ადამიანი საზოგადოებისთვის საშიშია. _ თქვა სერგომ.

_ ვინ, ჩემი ქმარი? _ გაუკვირდა ნინოს.

_ არა, სანიტარს ვგულისხმობ. თუმცა, თქვენი ქმრის საქციელი, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია. რატომ დაგარტყათ?

_ ჩემი ამ საქმით დაინტერესებამ გააღიზიანა.

_ მე მაპატიეთ, მაგრამ შეშინებულს უფრო ჰგავს, ვიდრე გაღიზიანებულს. ადამიანი შიშს გამოჰყავს წყობიდან, მან რაღაც იცის და ეშინია თქვენც არ გაიგოს.

ნინო ჩაფიქრდა.

_ ამირან გასიევის გვარი არაფერს გეუბნებათ?

_ პირველად მესმის.

მე და სერგომ ერთმანეთს შევხედეთ და ერთდროულად წამივიშალეთ.

_ ნუ ლაპარაკობს მიმიკის, მეც მინდა ვიცოდე თქვენი გეგმების შესახებ. მგონი მაქვს უფლება. _ ნინომც წამოხტა.

_ სანიტარი უნდა ვნახოთ. _ არ დაუმალა სერგომ. _ რაც მალე, მით უკეთესი. მისი სამსახურში გამოუცხადებლობა ეჭვს ბადებს... წავალთ, დავკითხავთ, ადგილზე გავარკვევს ყველაფერს.

_ მე? _ დაიკნავლა ნინომ.

მე და სერგო გაკვირვებულები მივაჩერდით.

_ მეც წამიყვანეთ, რა...

სერგომ ჯერ მე შემომხედა, მერე ნინოს, მერე ყურს უკან მოიფხანა, ბოლოს _ დათანხმდა. რატომაც არა? ორი სიმპათიური ქალის გარემოცვაში სანიტარი შეიძლება ისე

Page 23: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

გაილექსოს, ყველაფერი დაფქვას. თუმცა, არსებობს მეორე ვარიანტიც _ საერთოდ ჩაუვარდეს ენა.

ნინომ ამრეზით შეათვალიერა სერგოს ტალახიანი `გოლფი~, მაგრამ ჩაჯდომა იკადრა. აბა, რა ეგონა, კრიმინალური სამმართველოს რიგითი თანამშრომლები იტალიური `ბუგატებით~ გადაადგილდებიან?

ანკეტის მონაცემებზე დაყრდნობით ამირან გასიევი ვარკეთილის დასახლებაში ცხოვრობდა. მთის ფერდობებს შორის მოქცეული ზამთრის მზე ჩასასვენებლად ემზადებოდა, თან მიჰქონდა ჩემი იმედი შინ მისწრების თაობაზე.

გზიში კიდევ ერთი სიახლე გავიგეთ _ ინასარიძეების სარდაფიდან ამოღებული თითი # 4 მიცვალებულს ეკუთვნის. საინტერესოა, რას იტყვის მიმალვაში მყოფი სანიტარი, როცა უტყუარ ფაქტებს ავაფარებს ცხვირზე? უცნაური კია, რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ამირან გასიევს მეღვინე პავლესთან ან მის ჟურნალისტ ცოლთან?

_ რამდენი წლის არის შენი ქმარი? _ ვკითხე უკანა სალონში მჯდარ ნინოს.

_ ორმოცის.

გაზეთში წარმოდგენილ ბლანჟიანს მეტს მივცემდი. ბერიას სათვალე თუ აძლევდა სოლიდურ იერს.

_ რომელი სკოლა აქვს დამთავრებული?

_ სკოლა ორჯონიკიძეში, ახლანდელ ვლადიკავკაზში აქვს დამთავრებული, სკოლაც და სამედიცინო ინსტიტუტიც.

ორჯონიკიძე! აი, თურმე რაზე მიანიშნებს კონვერტში ჩადებული სერგო ორჯონიკიძის ფოტოსურათი. ამირან გასიევს თავის შეხსენება სურდა შანტაჟის ობიექტისთვის, ოსური გვარიც საეჭვოდ იკვეთება პაკო ინასარიძის სწავლა-განათლების ადგილთან. მსგავსი იმპულსები ვიგრძენი სერგოს მხრიდანაც, რაღაც იყნოსა ნინომაც და ნაჩქარევად დაამატა:

_ პაკოს მამა მუშაობდა ორჯონიკიძეში, ცოლ-შვილიც ჰყავდა წაყვანილი.

_ სად მედიცინა, სად მეღვინეოება...

_ მედიცინა ისე, დიპლომის ამბავში. მაშინ თბილისში რთული იყო პრესტიჟულ ფაკულტეტზე მოწყობა, ორჯონიკიძეში _ შედარებით იოლი.

ასტრახანში, კიდევ უფრო იოლი, გავაგრძელე ჩემთვის. მახსოვს, ჯერ კიდევ კომუნისტების დროს ჩემი ბიძაშვილის შვილი დასვეს სამედიცინო ინსტიტუტში. დედამისს ჯერ უხაროდა, აგვიკლო ტრაბახით მთელი სანათესაო _ ეს რას მოვესწარი, ჩემი ბიჭი სტუდენტი გახდა, მომავალი ექიმიაო... მოგვიანებით, როცა ნაქებმა შვილმა დიპლომის ნაცვლად ფეხმძიმე ცოლი ჩამოიყვანა, თავში ხელი წაიშინა და წყევლით მიწაში ჩადო. არ უშველა. მუცელი არ დაჩუტულა, რუსის რძალი ქართველად არ გარდაქმნილა. ორიოდე თვეში კი ოქროსქოჩრიანმა ბიჭუნამ ხმამაღალი ტირილით ამცნო ქვეყნიერებას თავისი დაბადების ამბავი. ჯემალი დაარქვეს, ქართველი ბაბუის პატივსაცემად, და ისევ ასტრახანში მოკურცხლეს. ექიმობის რა მოგახსნოს, მაგრამ იმ ჩემი ბიძაშვილის შვილისგან წარმატებული კომერსანტი დადგა. დედას საკუთარი ხელით წნევას ვერ უზომავს, მაგრამ არც არაფერს აკლებს. ფული თუ გაქვს, წნევის გამზომიც გამოჩნდება და ქოთნის მიმწოდებელიც.

ჩვენთვის საინტერესო კორპუსს მივაგენით, მაგრამ ეზოში შესვლა ვერ მოვახერხეთ _ მერია საკანალიზაციო მილებს ცვლიდა. ძველ მილებს თხრილის ერთ მხარეს ყრიდნენ,

Page 24: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

მათ ადგილზე კი ახლებს აწყობდნენ. უნიფორმიან მუშებს გულშემატკივრობდნენ მოცლილი პენსიონერები, ცნობისმოყვარე ბავშვები და უბნის ბირჟავიკები. აყრილი ასფალტის გასწვრივ მოთუხთუხე აგრეგატი მაზუთის სუნს აფრქვევდა.

ნინომ პალტოს საყელო აიწია _ არავინ მიცნოსო, მაგრამ ჩვენთვის არავის ცხელოდა, მოქალაქეები საყოფაცხოვრებო პრობლემებით იყვნენ დაკავებულები, ყოველდღე კი არ ცვლიან მილებს მათ კორპუსში, სამკურნალო-პროფილაქტიკური გადაცემის ავტორს კი კვირაში ერთხელ ხედავდნენ ეკრანზე. ისიც მოყვარულები.

ფეხით ავუყევის მეორე სარსულისკენ ამავალ კიბეებს. კედლებზე, სულ ცოტა, სამი თაობის მობინადრეებს დაეფიქსირებინათ თავიანთი არსებობა. ვიღაცას არ დაზარებია და აბლაბუდიან ჭერზეც მიუწერია თავისი ინიციალები. ჩემი დაკვირვებით, ამ კატეგორიის ხალხი დაბალი თვითშეფასებით გამოირჩევა. საბავშვო ბაღში თუ არ გაქებენ, სკოლაში თუ არაფრით გამოირჩევი, ისღა დაგრჩენია ჭერში დატოვო სიურეალისტური ფაქსიმილიე.

აგრეგატის გუგუნი მინელდა, სამაგიეროდ გამძაფრდა სუნი, მაგრამ არა მაზუთის. რომელიღაც მობინადრე უბნის მასშტაბით ხარშავდა თევზს. ეჭვი მაქვს, გამოუშიგნავს, რადგან აუტანლად ყარდა მთელი ბაქანი.

ცხვირიშეჭმუხნილები შევდექით დაპრესილი ხის კართან. სერგომ ზარი ვერ იპოვა და პირდაპირ დააკაკუნა. ეტყობა კარგად ვეღარ მოზომა, რადგან კარი გაიღო და ყოჩაღი მაიორი ინერციით შეხტა ვიწრო და ბნელ დერეფანში. არ წაქცეულმა, მაგრამ გინებისნაგვარი წაიდუდუნა.

გამოუშიგნავი თევზი აშკარად ამ ბინაში იხარშებოდა. შეიძლება არც იყო თევზი, შეიძლება მორგში მომუშავე სანიტარი კანიბალია და ადამიანის ხორცით იკვებება... მოჭრილი თითი კი დელიკატესის ამბავში მეღვინე პავლეს გაუგზავნა, პატივისცემის ნიშნად.

ვიდრე სერგო დერეფანში იტკეპნებოდა, მე ოთახში შევაბიჯე. დიდხანს არ მივლია, ერთ ნაბიჯში გავშეშდი.

ახლაც მეტყვის მჭერმეტყველი მაიორი `შენელებული მოქმედების ბომბა ხარო?~ ბომბა კი არა, მალინოას ჯიშის ძაღლი ვარ _ უტყუარმა ყნოსვამ დანაშაულის ადგილზე მომარბენინა. რომ არა ჩემი ინიციატივა, ახლაც მყუდრო კაფეში ვიჯდებოდით, სირჩა არაყით, საცოდავი ამირანი კი ხელებში მოპეშვილი ნაწლავებით განაგრძობდა ხრწნას... ვერა, ვერ ავაფარებთ `ცხვირზე უტყუარ ფაქტებს~, რომც ავაფაროთ, ვერ დაინახავს. მისი სამუდამოდ გაყინული მზერა ჭერისკენ იყო მიმართული, თითქოს იქ, ჭერში, მკვლელმა დატოვა თავისი ფაქსიმილეი.

_ _ _

ფერხოციანი მაია ლომსაძე თვალსა და ხელს შუა კარგავდა ფერს, გოროზი დირექტორის იმიჯს, ზედმეტ კილოგრამებს და ვიდრე ჭკუასაც დაკარგავდა, ფინალში გავედი.

_ ხელჩანთაში ვალიდოლი მიგდია, მომაწოდე. _ მთხოვა კბილების კაწკაწით.

თვალისდახამხამებაში წამოვფრინდი. ღმერთმა ნუ ჰქნას, დედა-დედოფალმა ჩემ ხელში განუტევოს სული. მერე მიდი და აუხსენი კოლეგებს, რა დამრჩენია დირექტორის

Page 25: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

კაბინეტში მე, რიგით მასწავლებელს იათამზე მდივანს, როცა აქვე, ორი ნაბიჯში ეგულება თავგადაკლული ფავორიტები.

მისი ჩანთიდან ფრანგული პარფიუმის თაიგული ამოიფრქვა, კაბინეტს მოედო და ღონემიხდილ დირექტორზე ვალიდოლზე უწინ იმოქმედა.

_ ცუდად არის ნინოს საქმე. _ ამოღერღა ენამოჩლექით და ვალიდოლის აბი ყბიდან ყბაში გადაიტანა.

_ ამიტომ შემოვდივარ წინადადებით გავაფართოვოთ პაკო ინასარიძის ბიოგრაფიული თვალსაწიერი. რა იცით მის შესახებ გარდა იმისა, რომ წარმატებული მეღვინეა? ვინ იყო იქამდე და როგორ გაჩნდა ნინოს ცხოვრებაში? _ მივაყარე კითხვები.

_ ბიოგრაფიული თვალსაწიერი? კაცს მთელი ახალგაზრდობა რუსეთში აქვს გატარებული, აქედან გამომდინარე, მისი გარემოცვაც უფრო ბიზნეს-პარტნიორებით შემოიფარგლება, ვიდრე ბავშვობის მეგობრებით. რაც შეეხება ნინოს... ის სრულიად მოულოდნელად გაჩნდა ჩემი დეიდაშვილის ცხოვრებაში, თავბრუ დაახვია, ოჯახის დანგრევაზე დაითანხმა... ხომ შეიძლება მხოლოდ საყვარლობა შეეთავაზებინა, ალბათ ნინოც ყაბულს იქნებოდა, ბოლოს და ბოლოს, მოიმწვანილებდა და ისევ ქმარს დაუბრუნდებოდა. არა, პირდაპირ ცოლობა თხოვა. ასეთმა რადიკალიზმმა ნინოზე იმოქმედა. საერთოდ, ქალებზე მოქმედებს რადიკალური გადაწყვეტილების მიმღები მამაკაცები. რასაც ვერ ვიტყვის ლიზის მამაზე. ყველასთვის მისაღები პიროვნება იყო, მაგრამ პიროვნულად სუსტი.

_ რაში გამოიხატებოდა მისი სისუსტე?

_ თუნდაც იმაში, რომ საკუთარი ცოლ-შვილი სათანადოდ ვერ დაიცვა.

_ ნათქვამია, ქალმა თუ გაიწიაო...

_ ვიცი, ვიცი, _ შემაწყვეტინა მაიამ. _ მაგრამ იმაშიც დამეთანხმე, რომ ერთ მშვენიერ დღეს არაფერი ხდება. ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება რაღაც დაიწყოს და მოულოდნელად განვითარდეს, თუკი ოჯახში არაჯანსაღი სიტუაციაა. პირდაპირ გეტყვი _ კაცი რომ ზედსიძედ შევა სიდედრ-სიმამრის ბინაში, იმთავითვე უთხრის ძირს საკუთარ სტატუსს. არ მეთანხმები, იათამზე?

_ გააჩნია, სიტუაციას. მერე?

_ სიტუაციაც ისეთი იყო, იცი... მამუკას ოჯახს ვგულისხმობ...

_ მამუკა ნინოს პირველი ქმარია?

_ ჰო, მამუკა კეკუა. ნინომ სამი თვეც ვერ გაუძლო ქმრის ოჯახში ცხოვრებას, განა ცუდი ხალხი იყო, არა, უბრალოდ მართლა ბევრნი იყვნენ _ დედამთილი, მამამთილი, უფროსი ძმა ცოლ-შვილით, სკლეროზიანი ბებია... ნინომ, მარტო საპირფარეშოს რიგში დგომამ გამაგიჟაო. არ იფიქრო, სკანდალით წამოვიდა ან რამე ასეთი, პირიქით, ყველაფერი ურთიერთგაგებით მოგვარდა. დეიდაჩემსაც, ანუ ნინოს დედას, არ გაუპროტესტებია, შვილივით მიიღო მამუკა... მერე გაჩნდა ლიზი, რომლის გაზრდა ბებიამ ითავა. ნინომ ტელევიზიაში დაიწყო მუშაობა, ხომ იცი, კარიერის გაკეთება დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. პირდაპირ წამყვანად კი არ დაუსვამთ?! ზარმაცი არც მამუკა ყოფილა, მაგრამ მოგეხსენება რეჟისორის პროფესია, დღეს არის დაფინანსება, ხვალ _ არა. აქედან გამომდინარე, დრო ნინოზე მეტი ჰქონდა. სიდედრს ხომ არ ჩამოუჯდებოდა სახლში?... მეგობრებთან სიარულს მოუხშირა, მშობლებთან დარჩენას... ამასობაში, ასპარეზზე გამოჩნდა პაკო...

_ არც ისე მოულოდნელად გამოჩენილა, ნიადაგი მზად დახვედრია.

Page 26: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ პრინციპში, კი. _ მაია უხალისოდ დამეთანხმა.

ცდილობს, რაღაც გამართლება მოუნახოს დაზარალებულ დეიდაშვილის, მაგრამ როგორც არ უნდა ატრიალოს, იმ ფაქტს, რომ გაყრა ნინოს ინიციატივით მოხდა, ვერსად გაექცევა.

_ ჩვენში დარჩეს, იათამზე, ვერ შეიშნოვა მამუკამ ნინოსთანა ქალი, ცოლი რომ ქმარს რამდენიმე საფეხურით გაასწრებს, წასულია იმ ქმრის საქმე.

_ ხან ცოლი გაასწრებს, ხან ქმარი. თუ სიყვარულია, რა მნიშვნელობა აქვს.

_ სიყვარული ყოვლდღიურ მოვლას საჭიროებს _ ყურადღებას, საჩუქრებს, სიურპრიზებს... როცა ურთიერთობა მკვდარი წერტილიდან არ იძვრის, რომელიღაც ბუჩქიდან უსათუოდ გამოხტება პაკოსნაირი მონადირე...

_ მსუქანი პორტმანით ჯიბეში. _ პაკოს გამოხტომის მიზანსცენა ეკლიანი რეპლიკით შევავსე.

_ დაუშვათ, პორტმანით. შენ ნინოს მერკანტილობის ხარისხი გაინტერესებს თუ დამნაშავის გამოვლენა?

_ ნამდვილად გამიჭირდება დამნაშავის გამოვლენა, თუკი არ მეცოდინება მთავარი მოქმედი პირების მერკანტილობის ხარისხი. ქალბატონო მაია, რამდენიც არ უნდა შეალამაზოთ პაკოს და ნინოს სიყვარული კუბოს ფიცრამდე, ინტუიცია სხვას მკარნახობს _ ნინოს არ უყვარს ქმარი. მიზეზი, მხოლოდ გუშინდელ ინციდენტში არ არის, ცოლ-ქმარს შორის უარესებიც ხდება და ერთმანეთს პატიობენ. ნინო ქმარს არ ენდობა, თანაც ეშინია. უცნაური, ჩემთვის აუხსნელი შიში აქვს საკუთარი ქმრის მიმართ. სანიტარის მკვლელობამ ეს ფაქტი დაადასტურა, ცალკე პოლიციას ვურეკავდით, ცალკე გულგახეთქილ ნინოს ვაპარებდით _ ვინმეს არ დაენახა. რომ არა ჩემი მეგობარი მაიორი, ჩვენი კოლეჯიც გამოჭენდებოდა სააშკარაოზე.

_ კოლეჯი რა შუაშია? _ მაიას გულის პრანჭვა დაემართა.

_ რომ მკითხავდნენ _ სად მუშაობ, მოწმე იათამზე მდივანოო, მომეტყუებინა?

_ უჰ, უჰ, გაიხაროს იმ შენმა მაიორმა, ღმერთმა ნუ ქნას, ჩვენი დაწესებულება საეჭვო კონტექსტში ფიგურირებდეს, წყალში ჩაგვეყრება ამდენი წლის ნამოღვაწარი. მერე როგორ განვითარდა მოვლენები? _ მაია თვალსა და ხელს შუა დადგა. როცა საქმე კოლეჯის პრესტიჟს ეხება, თაფლი და შაქარია.

_ სახლში კიდევ ერთი მიკრო ომის გადატანა მომიწია. უკვე დათასთან. _ ტუჩები დავბუშტე და თვალები გადავატრიალე, როგორც მაიას სეფექალებს ჩვევიათ მსგავს სიტუაციაში. ასე უკეთესად აღიქვამს სიტუაციის სიმძაფრეს.

რეაქციამ არ დააყოვნა. ლამის სასიკვდილოდ გადადებულმა დირექტორმა წამში გაუკეთა მობილიზება მთელ თავის ენერგიას და ემოციურად აქაქანდა:

_ გინდა, მე დავურეკავ, დაველაპარაკები, ავუხსნი სიტუაციას... ამ საქმის შუა გზაში მიტოვება არ იქნება, შენ რომ არა, დარწმუნებული ვარ, ინასარიძეების მოჭრილი თითებით ბომბარდირება დღესაც არ შეწყდებოდა. ბოლოს და ბოლოს, ვიღაც გადამთიელს მიხმარებიხარ, ჩემმა ახლობელმა რა დააშავა?!

_ მე რა დავაშავე, მე?! _ კიდევ ერთხელ მოვისაწყლე თავი. არა უშავს, დამაფასოს.

_ შენ ნიჭიერი ხარ, იათამზე, ნიჭიერ ხალხს თავისებური მისია აკისრია...

Page 27: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

ოჰო, ეს რაღაც ახალია. განაგრძეთ, ქალბატონო მაია, ცხოვრებაში არ მომისმენია ამდენი დითირამებები. რატომ ხელფასის გადანაწილებისას არ ახსენდება ჩემი მისიონერობა? რაო?... ჩემი ადგილი უფრო ზევით ყოფილა... საკუთარ სკამს ხომ არ მთავაზობს როლებიი შეჭრილი დირექტრისა? ასე წელი არ მჭირდება... არა, სკამი არ ჰქონია მხედველობაიი, ვირტუალურ სიმაღლეებზე მიმანიშნებს... ეჰ, ის დროა, ვიზიტის მთავარი მიზეზის შესახებ მოვახსენო, თორემ დაეცა ქალი ქადაგად.

_ ორი დღით უნდა გამათავისუფლოთ სამსახურიდან.

მაიამ სადღეგრძელოს რაკრაკი იეწყვიტა და წარბშეკრული მომაჩერდა.

_ სემესტრის ბოლოს მოგინდა დასვენება? მოიცადე ორი-სამი კვირა, აწი არდადეგები დაიწყება.

_ მე კი მოვიცდი, მაგრამ გვამი არ მოიცდის, გაიხრწნება.

_ გვა... გვა...გვაამიი... ვისიიი? _ მაიას ენა დაება და თვალები გადმოეკარკლა.

_ ვლადიკავკაზში მცხოვრები რუსეთის მოქალაქე ამირან გასიევის.

_ ვლადიკავკაზში?

_ დიახ.

_ ყოფილ ორჯონიკიძეში.

_ დიახ, დიახ. უნდა გავაცილო.

_ შენ, შენ აცილებ, იათამზე?

_ მე და სერგო. მარტოც შეეძლო გამგზავრება, მაგრამ საქმისთვის ჩემი გაყოლა აჯობებს. სერგო არ არის ვალდებული ინასარიძეების ოჯახზე მოიპოვოს ცნობები. საჩივარი, მოჭრილ თითითთან დაკავშირებით ჯერჯერობით არავის შემოუტანია. სერგოს საქმეა დაადგინოს მოკლულის ვინაობა, კავშირები, საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი... ჩემი მხრივ, შევეცდები შევავსო პავლე ინასარიძის მწირი ბიოგრაფია.

_ გაგიჟდი, ადამიანო?! _ მაიამ ისეთ ხმაზე დასჭექა, ფანჯრებმა ზრიალი დაიწყეს, ოთახში კი თეთრმა მარინამ შემოიხედა. დაინახა, რომ ცოცხალი ვარ და გაქრა.

მაიამ კი განაგრძო ჭექა-ქუხილის ქალღმერთის განსახიერება.

_ ცნობების შესაგროვებად მიჩერჩეტებ ამ ხიფათიან გზაზე? არა, არა, მე არსადაც არ გაგიშვებ. ინასარიძეებმა მიხედონ თავის საქმეს მიხედონ, შარიანი არც დეიდაშვილი მჭირდება, არც თანამშრომელი.

_ გვიანაა, მატარებელი დაიძრა. _ ავღნიინე ფილოსოფიურად და შესაფერისი გამომეტყველება მოვიღე.

_ როგორც დაიძრა, ისე გაჩერდება. _ დაბეჭდა მაიამ. _ წარმოდგენა თუ გაქვს, სად მიგიჩქარია, რუკა აიღე ხელში და დახედე! საქართველოს სამხედრო გზა, ოსები, რუსები, სადავო ტერიტორიები... თუ ისევ საბჭოთა კავშირში გგონია თავი? მოკვდა სანიტარი, თან წაიღო თავისი პათოლოგიური გადახრების საიდუმლო.

_ კი არ მოკვდა, მოკლეს.

_ აქ მოკლეს, იმ დასაწვავ ვლადიკავკაზში ხომ არა? _ მაია პირდაპირ დასაბმელი გახდა, სკამი ევიწროვა, ფეხზე წამოხტა და მაგიდას გარშემო შემოურბინა.

_ კვალი კი იქ მიდის... _ ფრთხილად შევაპარე.

Page 28: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

ეს ქალი იმდენს იხტუნავებს, ჩემი და სერგოს ერთობლივი ვოიაჟის მთავარ მიზანს წამომაცდენინებს. კაბინეტს მაიორ ოქრუაივილის უხილავი ჩრდილი დაეცა. დროზე უნდა დავაჭირო ენას კბილი, თორემ, ჩავშლი ოპერაციას.

_ სანერვიულო არაფერია, _ დავამშვიდე აწყვეტილი ქალი, _ ყველაფერი შეთანხმებულია უმაღლეს დონეზე. საზღვარზე უპრობლემოდ გაგვატარებენ, ქალაქშიც დაგვხვდება ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი, დაგვაკვალიანებენ, როგორც წესი და რიგია. ჩასვლისთანავე დაგირეკავთ, მაგრამ ერთი პირობით, ნინოსთან არაფერი წამოგცდეს, მისივე უსაფრთხოების მიზნით. ფერშტანდედ?

მაიამ მარათონი შეწყვიტა და კედელთან შედგა. ზუსტად იმ ადგილზე, დიდი ილიას პორტრეტის ქვეშ. სასიქადულო მამულიშვილის შარავანდედმა იმოქმედა თუ რა იყო, სახე დაეწმინდა, გამომეტყველება გაუხდა რბილი და უბოროტო, შეიძლება ითქვას, გასხივოსნებული. ასე დედა უყურებს უძღებ შვილს. ვიფიქრე, წყენამ გაუარა და გზის დასალოცად მომწიფდა. პასუხად გავუღიმე კიდეც, ავანსის ამბავში. და უცებ მეუბნება:

_ როგორ გიძლებს შენი ქმარი...

_ ცხოვრება გაძლებაა. _ ვეპასუხე ორაზროვნად და კაბინეტიდან გამოვედი.

კაკ, კუკ. დერეფანში გავკაკუნდი. ვერ გამომადგა ახალი მოკასინები. მარჯვენა ფეხის ნეკზე მიჭერს. ან ნეკი გამეზარდა, ან მოკასინებია უვარგისი. არყიდვაც არ იქნებოდა, ასი ლარი დამიკლო გამყიდველმა. მთელი ასი ლარი!

უნდა ვაღიარო, რომ წეღან ნახსენები `მთავარი მიზანი~ იმდენ კითხვას ბადებს, ვეჭვობ გვიშველოს ქალაქ ორჯონიკიძეში ერთჯერადმა გაშრიალებამ. საქმე იმაშია, რომ პავლეს, იგივე პაკო ინასარიძეს ვლადიკავკაზში არ უცხოვრია. მისი გვარი არც სკოლებში ფიგურირებს, არც სამედიცინო ინსტიტუტში. ექსკლუზიური ინფორმაცია ამის შესახებ სერგოს ინტერნეტით მიაწოდა ჩრდილო ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურმა. ისეთ საგონებელში ჩავვარდი, ვინმესთვის რომ არ მეთქვა, გავგიჟდებოდი. ვინაიდან, დილის საათებში დათას გარდა ვერავინ მოვიხელთე, ავდექი და მას მოვუყევი. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემი ემოციური ფეიერვერკი ქმარსაც კი გადავდე, რაც მთავარია, ვლადიკავკაზში გამგზავრების ნებართვა გამოვტყუე.

მაიას შეუძლია დამშვიდდეს, არც ისე წვიმს, როგორც ქუხს. დათა იცის ჩემი ხასიათი, წინააღმდენობის გაწევა უარესად გამახელებს, ამიტომ ჩათრევას, ჩაყოლა ამჯობინა. სერგოს მაგივრად მეწყვილედ ბრედ პიტი რომ მყავდეს, ალბათ გააპროტესტებდა, მაგრამ ვირისთვალება მაიორზე ეჭვიანობა მისი უავგუსტოესი მხრიდან უხერხულიც კია.

კოლეჯთან სერგო დამხვდა. არ ველოდი და გამიკვირდა.

_ რა ხდება? _ ვკითხე მანქანაში ჩაჯდომისთანავე.

_ აი, გელოდები. _ მოზღვავებული ემოციებისგან სერგოს ტიკიანივით უთრთოდა ღაჟღაჟა ლოყები.

_ როდის აქეთია, ჩემს პირად მძღოლად მუშაობ? მიდი, მომიყევი, თორემ სული დამელია მეც და შენც.

_ კიდევ ერთი შეტყობინება მოფრინდა ჩრდილოელი მეზობელისგან _ პავლე ინასარიძე ბუნებაში არსებობს, ოღონდ ეპიტაფიის სახით.

_ მოკვდა?

_ თანაც დიდი ხნის წინ.

Page 29: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ არსებობს კავშირი ჩვენსა და იმათ პავლეს შორის?

_ თუ ვლადიკავკაზში უცხოვრია, უნდა არსებობდეს. ადგილზე დავადგენთ ყველაფერს. ახლა წავიდეთ, პატარაზე წავიპაპარაცოთ.

_ ნინოზე გაქვს რამე ეჭვები? _ გაკვირვებულმა შევხედე.

_ შენც იტყვი, რაღა?!... _ ცხვირ-პირი შეჭმუხნა სერგომ. _ ნინოს ჟურნალისტები ჩაუსაფრთდნენ, ჩვენ კი მისი ქმარი უნდა ჩავაკარტოჩკოთ. აბა, ხელცარიელები ხომ არ წავალთ ამხელა გზაზე?

_ ააა... ყოჩაღ, კარგად მოიფიქრე. _ შევაქე მაიორი, რომელმაც სიხარულის ნიადაგზე ისე დაგაზა, კინაღამ პარფრიზი გავიტანე.

კორპორაცია `ქართული ვაზის~ ოფისს თექვსმეტსართულიანი კორპუსის პირველი ორი სართული ეჭირა. ჩაისფრად დაბინდული ვიტრაჟებზე თავს იწონებდა უზარმაზარი სარეკლამო ბილბორდები ღვინის ბოთლებითა და ვაზის მტევნებით.

მანქანა ტროტუარზე მივაყენეთ. აქედან კარგად ხანდა შესასვლელი კარი. სერგომ ფანჯარას ჩაუწია, ფოტოაპარატი მომგებიან პოზიციაში დააყენა და ოფისის სამდივნოში დარეკა.

_ ძალიან კარგი, თუ შეხვედრაზე მიდის, ე.ი. მალე გამოჩნდება. _ მამცნო კმაყოფილმა.

_ ან გამოჩნდება, ან არა. იცი, დღეში რამდენი მთხოვნელი აწუხებს მდიდარ ადამიანს? ყველას ემალებიან.

_ ჩვენ ვერ დაგვემალება, ჩვენ სუპერ პაპარაცები ვართ.

_ ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს პაპარაცები.

_ ვითომ რატომ? _ ეწყინა სერგოს.

_ იმიტომ, არ გვაქვს ყვითელი პრესა, სადაც პიკანტურ ფოტოებს გამოქვეყნებენ, სკანდალურ განცხადებებს გააკეთებენ... ჩვენთან მხოლოდ დითირამბებს მღერიან არაჩვეულებრივ ქმრებზე, ცოლებზე, სიდედრებზე... ვის უნდა ჩაუსაფრდეს პაპარაცი, გამონაცვალ `მერსედესში~ შეტენილ მომღერალს თუ ჯიბეგამოხეულ მსახიობს? არ გვყავს ვარსკვლავები, არა...

_ რას ჰქვია არ გვყავს, აბა, ის რაა, რუსთაველზე...

_ ის... ის თავის მოტყუებაა. პაროდია ამერიკულ ვარსკვლავზე. ჩვენ გვყავს ნიჭიერი მსახიობები და ნიჭიერი მომღერლები.

_ აბა, ვინ არის ვარსკვლავი, მადონა? _ გაბრაზდა სერგო.

_ ჰო. მადონა.

_ ვითომ რატომ?

_ იმიტომ, რომ შენ, სადღაც ჯორჯიაში მცხოვრებს მაიორ ოქრუაშვილს გსმენია მის შესახებ. ცნობადობა მსოფლიო მასშტაბით არის, ძვირფასო სერგო, ამ ტიტულის... შენს ენაზე თუ ვიტყვით, `უცილობელი საწინდარი~.

_ ჰო, რა ხარ შენ, იათამზე... ენის მაგივრად მორიელი გიზის პირში.

_ შენ ხომ პირდაპირ ბადაგის გეიზერს აფრქვევ!

Page 30: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

სერგო უკმაყოფილოდ დადუმდა. რა უნდა ჩემგან, სულაც არ მეხატება გულზე ეს მადონა, მაგრამ ფაქტს ვერსად გაექცევი. გუშინ ინტერნეტში შევედი სრულიად უწყინარ საქმეზე _ მედიკამენტის ანოტაცია მაინტერესებდა... გავიხედე, ყველა მხრიდამ ამომიხტა მადონას განქორწინებასთან დაკავშირებული პოსტერები. სულ არ მაინტერესებდა, მაგრამ მაინც გადავავლე თვალი. ნაცემი ნინო ინასარიძე თავისი მოკრძალებული გადაცემით, ფსიქოპათი ქმრითა და უკმეხი ქალიშვილის არავის დაჰკარგვია, ჩემი და მაიას გარდა. მე არ ვარ წინააღმდეგი უკვდავყონ თეატრის გამოჩენილი მოღვაწეების სახელები, მაგრამ სხვა ციური სხეულის სახელები მიანიჭონ, ბატონო... მზე, ვენერა, მარსი, ორიონი, ჰალეი, ანდრომედა, ირმის ნახტომი...

რაო, რას ბურტყუნებს მაიორი? ნინოს პირველი ქმარიც დღეს უნდა მოვინახულოთ? ქმრების პარადია, მამაძაღლი! ჯერ ჩემიც არ დამიმუშავებია ხეირიანად, ვაიდა, უკან წაიღო დილით მიცემული პირობა.

_ გამოჩნდა! _ სერგოს შეძახილზე ფანჯარისკენ მოვაბრუნე კისერი.

ვერაფერი ღირსშესანიშნავი პაკო ინასარიძის გარეგნობაში ვერ დავინახე. ერთი კარგად ჩაცმული, კეისიანი ძიაკაცი მიაბიჯებდა შავად მბზინავი ჯიპისკენ. საშუალო სიმაღლის, ჩაფსკვნილი, აკურატული ბლანჟით, ჟღალისფერი თმით. ტიპური კომერსანტი.

სერგომ აპარატი ააჩხაკუნა. რაში დაგვჭირდება პაპარაცული შემოქმედების ნაყოფი, არ ვიცი, არც სერგომ იცის, მაგრამ ჩხაკა-ჩხუკს განაგრძობს. წინდახედული კაცია მაიორი ოქრუაშვილი, პროფესიონალი.

_ ხომ არ დავაჯდეთ კუდზე? _ ვკითხე სერგოს. რაღაც არ მომივიდა თვალში ეს ახალგაზრდა ძიაკაცი. დარწმუნებული ვარ, დაბინდული სათვალის მიღმა სუსხიან მზერას მალავს.

მაიორს ჭკუაში დაუჯდა ჩემი წინადადება, ულაპარაკოდ გაჰყვა. მე შენ გეტყვი, ისეთ პიპიაზე ვზივართ, ვინმეს თვალში შევეჩხირებით. ჯიპმა პატიოსნად მიგვიყვანა დიღმის მასივამდე, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში შეუხვია და გაჩერდა.

მალე სადარბაზოდან ორმოციოდე წლის, მაღალი აბურდულთმიანი კაცი გამოვიდა. ან ლოგინიდან წამოაგდეს, ამ ნაბახუსევზე ბრძანდებოდა. მიიხედ-მოიხედა და ზანტად გაემართა პაკოს მანქანისკენ. ვერშემდგარი კარგი ბიჭი, გამოვიტანე დასკვნა. ასეთები პოპულარობით სარგებლობდნენ სკოლის პერიოდში, თუ ასაკის მატებას არ მოსდევს პროფესიული წარმატება, გარეგნული ხიბლი ქრება გაზაფხულის თოვლივით, რჩება არსი _ მოღუშული და ნაცრისფერი, როგორც დღევანდელი დღე.

`კარგმა ბიჭმა~ მანქანაში ათიოდე წუთი დაჰყო. ვფიქრობ, პაკომ ფული გადასცა. კონკრეტულად კუპიურები არ დამინახავს, მაგრამ ჟუსტიკულაციით ფულის გადაცემის პროცედურა გამოვიცანი. მანქანიდან გადმოსვლისთანავე მაღალმა კაცმა სიგარეტს მოუკიდა, დაელოდა, როდის მიეფარებოდა თვალს პაკოს ჯიპი და ჩვენკენ წამოვიდა. დავიძაბეთ, მაგრამ კაცს ზედაც არ შემოუხედავს ჩვენთვის, ჩაგვიარა და იქვე, ციცქნა მაღაზიაში გაუჩინარდა. იქიდან ლუდის ორლიტრიანი ბოთლითა და წიწაკიანი ჩიპსით გამოვიდა. სერგომ ლუდს გააყოლა თვალი, მე _ ჩიპსს, კაცმა კი თავის სადარბაზოში შეაბიჯა.

მე და სერგომ შეთახმებულივით გადმოვხტით მანქანიდან და მაღაზიისკენ წავედით.

_ წეღან რომ კაცმა ლუდი იყიდა, თქვენი მეზობელია? _ ვკითხე გამყიდველს.

_ მამუკა?

Page 31: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ ჰო, ჰო, მამუკა! _ შუბლზე ხელი წავიშინე, ეს როგორ მომივიდა მეთქი. _ გვარი შემახსენეთ, რა...

_ კეკუა.

მამუკა კეკუა. რამ შეყარა ერთად ნინოს ყოფილი და ამჟამინდელი ქმრები, გამოცდილებას ხომ არ უზიარებენ ერთმანეთს?

_ და სართული? _ ჩაეკვეხა სერგო.

ამჯერად გამყიდველს გაუკვირდა, მაგრამ მაინც გვიპასუხა.

_ მეორე.

_ დიდი მადლობა.

_ ხომ მშვიდობაა? _ მოგვაძახა.

თავები დავუკარის და მწყობრი ნაბიჯით სადარბაზოსკენ დავიძარით.

_ _ _

დარიალის ხეობაში იმდენი რვიანები ვხაზეთ, ლამის სათითაოდ ამოვტყორცნე გუდაურში ნაჭამი ხინკალი. გზის ერთ მონაკვეთში ბოძკინტები გადაქანებულიყო, ბებრის კბილებივით, მანქანა თუ გადაფრინდა ქარაფში. ამ სიმაღლიდან რომ გადაეშვები, სული არ მიგყვება მიწამდე. არც ჩანდა მიწა, გარშემო თოვლი იყო. თოვლი და მთები. ამინდის პროგნოზს თუ დაეჯერება რუსეთის ფედერაციაში დარია. რაღა დარჩა სტეფანწმინდამდე _ ჩარგალი, ბარისახო, შატილი... რა გველის ვლადიკავკაზიი _ გორდიას კვანძი თუ ახალი თავსატეხი... თითქოს ძველი არ გვაკლდა...

მითი, მშვენიერი ნინოსა და სქელჯიბიანი პავლეს `გიჟური სიყვარულის~ შესახებ შემოგდებული აღმოჩნდა. სინამდვილეში ადგილი ჰქონდა ბინძურ გარიგებას _ პაკომ მამუკასგან ცოლი იყიდა. თანხა მამუკას კაზინოს ვალების დასაფარად სჭირდებოდა. ამ გადასახედიდან რთულია პაკოს შეყვარებულობის ხარისხის დადგენა, მაგრამ ფაქტია _ ინიციატივა მისგან წამოვიდა. რამდენად საქმის კურსში იყო თავად ვაჭრობის ობიექტი, არც ვიცი და პრინციპში, არც მაინტერესებს. ეს უკვე მაიას მიერ აბუჩად აგდებული `მერკანტილობის ხარისხზეა~ დამოკიდებული. პარალელური დაკითხვისას გაირკვა, რომ რამდენიმე წლის წინ ჟურნალისტი ნინო ყრუაივილი ინტერვიუს ასაღებად მივიდა პავლე ინასარიძესთან და იმდენად მოხიბლა, რომ ბიზნესმენმა შეხვედრა თხოვა (უფრო პრივატულ გარემოში), რაზეც უარი მიიღო. პირველმა უარმა არ შეაჩერა მიზანდასახული პავლე _ ხან თაიგულები გაუგზავნა, ხან სუვენირები, სამსახურთან დახვედრებსაც მოუხშირა. იმ პერიოდში ნინოს უკვე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ქმართან, ვალების თაობაზე რომ გაიგო, საერთოდაც გაშალა აფრები. გადაწყდა _ ვიდრე მამუკა ფინანსურ პრობლემებს არ მოაგვარებდა, ცალ-ცალკე ეცხოვრათ. ამასობაში, პაკო გააქტიურდა, რასაც საბოლოო ჯამში ნინოს პაემანზე დათანხმება მოჰყვა. ერთ პაემანს მეორე მოჰყვა, მეორეს _ მესამე... ნინო თანდათან ლღვებოდა, და მაშინ, როცა პაკოს თავი ქუდში ეგონა, ასპარეზზე გამოჩნდა კანონიერი ქმარი _ ვალი-შმალი არ ვიცი, ცოლი მინდაო. ცოლმა ხმალი იშიშვლა და გაუპატიურების მცდელობა დასწამა. ოჯახური გარჩევა ფიზიკური შეხლა-შემოხლით დამთავრდა. სასოწარკვეთილმა მამუკამ ისევ კაზინოს მიაშურა. ფორტუნამ არც ამჯერად გაუღიმა _ პირწმინდად წააგო და ჩიხში მოქცეულმა თვითმკვლელობა ცადა _ შინ მისული აბაზანაში ჩაწვა და ვენები გადაიხსნა. ბედად ძმამ მიუსწრო, გადაარჩინეს.

Page 32: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

ამ ამბავმა ნინოს ყურამდეც მიაღწია, თავის დაფასებას შეეშვა და ქმართან ერთად შეუდგა გამოსავლის ძებნას. თავის მხრივ გამოსავალზე ფიქრობდა თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენილი პაკო. ქალი, რომელსაც ამდენი დრო, ფული და ენერგია დაახარჯა, ქვიშასავით ეცლებოდა ხელიდან. იფიქრა, იფიქრა და იდეაც გამოაცხო. სარისკო, მაგრამ პერსპექტივაზე გათვლილი. ის კონფიდენციალურად შეხვდა მამუკას და ვალის დაფარვის სანაცვლოდ ცოლ-შვილზე უარის თქმა შესთავაზა, რაზეც, ერთჯერადი აფეთქების შემდეგ ცრემლიანი თანხმობა მიიღო.

ასეთ ვითარებაში მოხდა ნინოს და პაკოს შეუღლება. პირველმა შვიდმა წელმა ექსცესების გარეშე ჩაიარა, მამუკა მხოლოდ ეკრანზე ხედავდა ქალს, რომელსაც ოდესღაც მისი ცოლი ერქვა. თავიდან ლიზი ენატრებოდა ძალიან, მაგრამ ძნელია იყო კარგი მამა, როცა ხელი გაქვს მოწერილი ცოლ-შვილის გაყიდვაზე. ორი თვის წინ კი მოხდა საოცრება _ ლიზი თავისი ფეხის გამოცხადდა მამასთან. მამუკა შოკში ჩააგდო გაზრდილი ქალიშვილის დანახვამ, ბევრი ცრემლი ღვარა და მრავალწლიანი დუმილისთვის პატიება თხოვა. ლიზი დაპირდა პატიებას, მაგრამ ერთი პირობის _ მამუკას უნდა მიეცა გარკვეული რაოდენობის თანხა. რისთვის _ არ დააკონკრეტა. მამუკა, ცოტა არ იყოს, დაიბნა. თანხას კიდევ იშოვიდა კაცი, მაგრამ რისთვის სჭირდებოდა მის ქალიშვილს ფული? იქნებ ცუდი საქმისთვის? იქნებ მამის გენეტიკამ იჩინა თავი და კაზინოში სიარულს დაეჩვია? მამუკამ მოფიქრებისთვის დრო ითხოვა, თავად კი რჩევის საკითხავად პაკო ინასარიძესთან დარეკა. ის ზრდიდა მის ქალიშვილს, აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობაც ეკისრებოდა. პაკომ ყურადღების მოისმინა ყოფილი მეტოქის ნათქვამი და დახმარებას დაჰპირდა, ოღონდ ჯერ უნდა გარკვეულიყო გერის პრობლემებში. ის არ იყო წინააღმდეგი მამა-შვილს აღედგინად ურთიერთობა, ნდობის მოსაპოვებლად მამუკას ავანსიც კი შესთავაზა, რაზეც თანხმობა მიიღო. სწორედ ავანსის გადასაცემად მისულს დავაჯექის კუდზე.

ვერშემდგარი რეჟისორის, მამუკა კეკუას ასალაპარაკებლად სერგოს თავისი `ქსივას~ გამომზეურება დასჭირდა. ბარემ არ გვინდოდა გაშიფვრა, მაგრამ ლამაზი თვალების გამო ვინ რას გეტყვის? ჩვენი ვიზიტის შესახებ გაჩუმება ვურჩიეთ და `კაცური სიტყვა~ მოგვცა, რისიც ნაკლებად მჯერა. ერთი ბოკალი ლუდის შემდეგ ისევ გულახდილად ალაპარაკდა, მის მაგივრად მე შემრცხვა.

_ ნეტავ, ნადირი არის ამ ტყეში? _ იკითხა სერგომ. ჩემსავით კი არ ინაგვიანებდა ტვინს, ბუნების მშვენიერებით ტკბებოდა. მიკვირს, რატომ კვდებიან კაცები ქალებზე ადრე?

ჩემი დაკვირვებით, ე. წ. ძლიერ სქესს ტვინში აქვს თავდაცვითი მექანიზმი, რომელიც შოკისმომგვრელი ინფორმაციის გაგონებისთანავე აქტიურდება. მექანიზმი მუშაობს ლოკატორის პრინციპით _ სასიამოვნო ამბავს ღრუბელივით ისრუტავს, ცუდს _ იგერიებს. დარწმუნებული ვარ, წუხელ სერგოს საღათას ძილით ეძინა, მე კი მთელი ღამე ვბორგავდი, დათაც შევაწუხე, თავიც დავიტანჯე. ვიფიქრე, გზაში ავინაზღაურებ დანაკლისს, მაგრამ საქმეში ხარ? ისე მოვადექით სტეფანწმინდას, ხუთი წუთიც ვერ მოვატყუე თვალი. რა დამაძინებს, როცა მიკროავტობუსის საბარგულში მიცვალებული გვისვენია... კი არ გვისვენია, სახელდახელოდ შეზედილ კუბოში ლაყლაყებს. ღმერთო, მშვიდობით ჩაგვაბარებინა პატრონს...

_ მაღლა, მთაში იქნება ჯიხვი. დაბლობში, დიდი-დიდი, კურდღელს წააწყდე... კურდღელი რა მოსანადირებელია... _ განაგრძო სერგომ.

_ ნეტავ, ან ერთი რაში გჭირდება, ან მეორე?

_ მონადირისთვის მთავარია პროცესი, ნადავლი მეორეხარისხოვანია.

Page 33: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ გააჩნია მონადირეს.

_ ისეთ მონადირეს რა ვუთხარი, ნადირობისას მწვადზე რომ ფიქრობს.

_ გააჩნია მონადირეს, _ გავიმეორე მე, _ ქართველებისთვის ნადირობა რელაქსაციია, ციმბირში მცხოვრები ეთნოსისთვის _ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესი. მწვადზე რომ არ იფიქროს, ოჯახი მშიერი დარჩება, ქალიშვილი _ გასათხოვარი.

_ ქალიშვილი რაღა შუაშია? _ სერგომ გზას თვალი მოსწყვიტა და განცვიფრებულმა შემომხედა.

გასათხოვარი ქალიშვილების მიმართ მაიორის ინტერესი არ ახალია. უცოლო კაცის კომპლექსი აწუხებს. სიტყვა `გასათხოვარზე~ ლაკმუსის ქაღალდივით რეაგირებს.

_ მზითვი, სერგო ჩემო, მზითვი. ქალი ქმრის ოჯახში ბეწვეულით ხელდამშვენებული უნდა შევიდეს. ასეთია იქაური წესი. მამიკომ თუ არ მოინადირა, რას მიიტანს?... მოგეხსენება, დედამთილები ყველგან არიან, მათ შორის ციმბირშიც, რძალმა მზითვი თუ არ მოიტანა, მთელი ცხოვრება წამოაყვედრის. ქართველებში ბეწვი არ არის აქტუალური, აქ ავეჯი ფასობს, თეთრეული, ბინა, მანქანა...

ჩამონათავზე სერგოს სახე გაებადრა. ვინ იცის, თავი სიმამრის ნაფეშქაშებ პიპიაში წარმოიდგინა... როგორც კი ჩემი გამჭოლი მზერა იგრძნო, მოიღუშა. გული უსკდება, ანგარება არ დავწამო. არადა, მდიდარი სიმამრის პერსპექტივაში განხილვა სულაც არ მიმაჩნია მომაკვდინებელ ცოდვად, მით უმეტეს, სერგოსთანა ყოჩაღი ინსპექტორისთვის. ერთი ნაზუქივით პროვინციელი გოგონა რომ მეგულებოდეს სადმე, სიამოვნებით დავაჯახებდი, მაგრამ ჩემ გარშემო სულ გათხოვილები და განათხოვრები ტრიალებენ, სერგოსთვის კი მთავარი კრიტერიუმი ქალწულობაა. მაშ ასე: ვეძებთ მდიდარ, პატიოსან პროვინციელ ყოჩაღი მაორისთვის. მსუქნები, ღარიბები და შეცდენილები ნუ გამოგვეხმაურებიან.

_ მერე, მერე? _ სერგომ გაგრძელება მომთხოვა.

შუბლზე თითი მივიკაკუნე _ წუხელ წაკითხული სტატიის აღდგენას შევეცადე.

_ ჰო, მაგარი გასავალი ჰქონია წავს, რომლის რბილი და გრძელი ბეწვი დამამშვიდებელ ველს შეიცავს. ციყვი არ ვარგა, იქ მიუღებელია ციყვივით მოუსვენარი და ცანცარა ქალები. კურდღლის ბეწვიხ ისე რა... ქალს ინდივიდუალობას უკარგავს და უფერულ არსებად გადააქცევს...

_ მტკნარი სიცრუეა. _ არ დამეთანხმა სერგო, _ დედაჩემი დაბერდა კურდღლის შუბაში, მაგრამ უფერულისა არაფერი ეტყობა. იმისთანას დასჭექს ხოლმე, სტარტზე ვდგავართ მთელი ჯალაბი. გამახსენდა! პაპაჩემს ჰქონდა ერთი თხუნელას ბეწვით გაწყობილი ქუდი, როემლსაც საგანგებო შემსხვევაში იხურავდა. გასვენებაში, მაგალითად, ქორწილში, ნათლობაში, ექიმთან ვიზიტისას... თუ ეგეთი ტელეპატი ხარ, მითხარი, რა კაცი იყო პაპაჩემი?

_ თავმომწონე კაცი იქნებოდა, ხელმომჭირნე...

_ ხელმომჭირნეობა რა შუაშია? _ სერგოს ჯიგარი დაეწვა, _ წოწოლა ქუდით ხომ არ გავიდოდა ვენახის გასათოხნად?!

_ ნუ ხარ ხისთავა, ვღადაობ, ბიჭო, დრო გამყავს... ისე, გლეხი ხელმომჭირნე იქნებოდა, თავადივით ხელგაშლილი ხომ არა?

_ რუსის ბოიარები ატარებდნენ თხუნელის ბეწვის გაწყობილ ქუდებს. ეგენიც ხელმომჭირნეები იყვნენ?

Page 34: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ პაპაშენს რუსული ფესვები ჰქონდა?

_ არა, გოგო, ფეხი არ გაუდგამს თელავიდან.

_ კახელი პაპა გყავს მხედველობაიი?

_ კახელი, ჰო... ქართლელ პაპას არ მოვსწრებივარ, ეგ კი არა, მამაჩემიც ბუნდოვნად მახსოვს, ახალგაზრდა მოკვდა.

სიკვდილის თემამ დროებით დაკონსერვებული ფიქრები ამიშალა. ცხოველის ბეწვი თუ შეიცავს ენერგეტიკულ ველს, გარდაცლილი, თავად არის ენერგიის წყარო. საკუთარ ბეჭებზე ვგრძნობ საბარგულიდან წამოსულ უარყოფით იმპულსებს. თავი შავი ხვრელი მგონია, კოსმიური ხვრელი, რომელიც მაგნიტივით იზიდავს ყველაფერს და ბნელ მატერიად აქცევს...

თურმე, `შავი ხვრელები~ და `ბნელი მატერიები~ წინ გველოდა...

გამოვცდით თუ არა ლარსის საგუშაგოს, გზა ავტომატიანმა კაცებმა გადაგვიღობეს. ოთხნი იყვნენ. ორი უქუდო, ორი ქუდიანი, ერთიც წვეროსანი. ეცვათ გაურკვეველი წარმომავლობის სამხედრო ფორმა. მოკლედ, ბოევიკები.

_ ესღა გვაკლდა. _ კბილებში გამოცრა სერგომ და მკვეთრად დაამუხრუჭა.

_ აკი მორჩა ბოევიკების თარეშიო?

_ მეც ასე მომახსენეს.

_ მოახსენეს! _ გამოვაჯავრე მე, _ გამომიხტა, აქ, ოქრუაანთ გენერალისიმუსი. საბუთები წესრიგში გაქვს?

_ მეტი რაღა საბუთი უნდათ, მაგათიანის გვამი გვიდევს საბარგულში.

_ ვითომ, ოსები არიან?

_ ოსები, ოსები... თითქოს რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს?! ავღანელი მოჯაჰედები რომ არ არიან, ფაქტია... თუმცა... _ სერგომ კისერი წაიგრძელა, თითქოს ბანდიტებს სახეზე დაეწერებოდათ ეროვნება თუ ეთნოსი. _ ჯარიახის ხეობაში ინგუშები ცხოვრობენ.

_ მერე რა, ინგუშები ჩვენი ძმები არიან.

_ ეგრე, ოსებიც არიან ძმები, მაგრამ რად გინდა? ყაჩაღი გინდ ჩვენი ყოფილა, გინდ სხვისი. შენ ისა თქვი, ქართველი ნარკომანები თუ არიან...

_ გაგიჟდი? რა უნდა მთაში ჩვენებურ ნარკომანს?

_ ინგუშებთან დაძვრებიან ხოლმე წამლის საყიდლად. კაი, ნუ გამილაყე ტვინი, ჩავალ, დაველაპარაკებო... _ სერგომ მძიმედ ამოიოხრა და მიკროავტობუსიდან გადმოვიდა.

გულისფანცქალით მივადევნე თვალი ოთხი პირგამეხებული მამაკაცისკენ მიმავალ მაიორს. მიუახლოვდა, მიესალმა, საქმის ვითარება აუხსნა, საბუთები აჩვენა. ბოევიკებმა ავტომატის ლულები დაუშვეს და ყურადღებით უსმენდნენ. მერე ხუთივენი მიკროავტობუსისკენ წამოვიდნენ, გულდასმით შემათვალიერეს და საბარგულისკენ გადაინაცვლეს. ზურგსუკან რაღაც აბრაგუნდა _ კუბოს გახსნა თუ მოითხოვეს ამ დამპლებმა. მივაყურადე. რუსულად ლაპარაკობენ _ სერგო ქართული აქცენტით, ისინი _ კავკასიური. მიდი და გაიგე, რომელია მათ შორის ოსი ან ინგუში. ქართველი ნარკომანები რომ არ იყვნენ, ცხადია.

Page 35: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ რით დაიმსახურა ასეთი პატივი? _ მიცვალებულის მისამართით იკითხა ერთ-ერთმა.

_ საქმეა აღძრული და იმიტომ. ოჯახის წევრები თუ არ დავკითხეს, მკვლელზე ვერ გავალთ. _ თავი იმართლა სერგომ. _ მიცვალებულის გარდა წასართმევი არაფერი გვაქვს, გაგვიშვით, თორემ დაგვიღამდება.

_ იფ, მოინდომა! პოლიციის მაიორი ცოცხალი გავუშვა და ჩვენ არაფერი?! _ წამოიძახა რომელიღაცამ და მანქანის ცხვირთან გადმოინაცვლა.

ჩემს ფანჯარასთან ბანდიტის კვადრატული სახე დაეკიდა. შევიკუმშე. საშინლად არ მომეწონა მისი ცივი, აწრიალებული მზერა. და საერთოდ, რა იყო აქ მოსაწონი.

_ არ ვარ პოლიციის მაიორი, სამძებრო განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი ვარ. _ `გააიასნა~ სერგომ. კვადრატულსახიანს მიმართავდა, ეტყობა ეს იყო მთავარი სოლისტი. დანარჩენებიც იქვე შექუჩდნენ, რაღაცას ბჭობდნენ ჩემთვის გაუგებარ ენაზე.

_ ფულის გაკეთება ინსპექტორ-გამომძიებელზეც შეიძლება. _ დაასკვნა ერთმა.

_ ამ ლოგიკით გარდაცვლილით ვაჭრობაც შეგვეძლო, მაგრამ არ ვიკადრეთ. _ სერგომ ნამუსზე იეაგდო, მაგრამ `კვადრატზე~ არ იმოქმედა. დამცინავ ღიმილში მოეღრიცა ტუჩები.

_ ვა, ბლაგაროდნები ხართ?... გადმობრძანდით, ваше блогородие. _ ჩემი კარი გამოაღო და ხელით მისაპატიჟებელი ჟესტი გააკეთა.

სერგომ თვალით მანიშნა, დავმორჩილებოდი.

ჩემმა სიმაღლემ სათანადო ეფექტი მოახდინა. წვეროსანმა დაუსტვინა კიდეც და ხარბად შემათვალიერა. რბილძირიანი შუზები მეცვა, საკმაოდ მოსახერხებელი სირბილისთვის. სამწუხაროდ, ტყვია ჩემს ფეხებზე სწრაფია, ირმის ფეხები რომ გამოვიბა, დამეწევა და ადგილზე მომცელავს.

კვადრატულსახიანმა სიგარეტს მოუკიდა და გზის სავალი ნაწილიდან მიწაყრილზე გადაინაცვლა. სხვებიც მიჰყვნენ.

მე და სერგო დელიკატურად ვადევნებდით თვალს ემოციურად მოჩურჩულე ოთხეულს. ეტყობა რაღაც გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან ენერგიულად წამოვიდნენ მიკროავტობუსის მიმართულებით. რატომღაც საბარგულს მიადგნენ, სახელდახელოდ ჩამოიღეს კუბო, ჩახტნენ ჩვენ კუთვნილ ტრანსპორტში და ვლადიკავკაზის მიმართულებით გაუტიეს.

დავრჩით შარაგზაზე მე, სერგო, მკვდარი ამირანი და მოულოდნელად გაცოცხლებული თერგი. არა, იქამდე ცოცხალი იქნებოდა _ ხმაურობდა, დგაფუნებდა, რიხიანად მიაპობდა დაკბილულ კალაპოტს, _ უბრალოდ იქამდე არ გვესმოდა, მთელი გონება ბოევიკებზე გვქონდა კონცენტრირებული.

პირველად მე დამიბრუნდა მეტყველების უნარი.

_ ჩემი ხელჩანთა! _ მივატირე ცარიელ ტრასას.

_ ჩანსას დაეძებ?! სახელმწიფო მანქანა დამაწერეს, სახელმწიფო მანქანა! რა პასუხი გავცე უფროსობას?! _ თერგის არ იყოს, სერგოც მოულოდნელად გამოცოცხლდა, რაც მთავარია, ჩემკენ მომართა ბოღმის ვექტორი, თითქოს მე მიმიძღოდეს ბრალი სახელმწიფო მანქანის კონფისკაციაში.

_ ჩანთაში საბუთები მედო, მართვის მოწმობა, საკრედიტო ბარათი...

Page 36: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ პარფიუმერია არ დაგავიწყდეს!

_ ხელფასის აღება მაინც მომესწრო, შემრჩებოდა.

_ მადლობა თქვი, თავი რომ შეგრჩა.

_ დიდი მადლობა! _ აღელვებულმა შემოვუარე კუბოს. ასეთ უცნაურ პანაშვიდს პირველად ვესწრები. ჭირისუფალიც ვარ, სამძიმარზე მოსულიც, მგონი მესაფლავეც... _ ამას რა ვუყოთ, ამას?

_ ამას შენ გაბარებ, _ `დამამშვიდა~ სერგომ, _ მე ლარსის საგუშაგოზე დავბრუნდები, მესაზღვრეებს ჩავაყენებ საქმის კურსში.

_ არ ჩავიბარებ. არავითარ შემთხვევაში. გამორიცხულია!

_ რატომ?

_ მკვდრების მეშინია.

სერგო ინერციით იმეორებდა ჩემს მოძრაობას. წარმომიდგენია, რა სანახავები ვართ შორიდან _ ტრასაზე დაგდებული კუბოს გარშემო მორბენალი შეშლილი წყვილი.

_ მორგში რომ ბრძანდებოდი ექსკურსიაზე, მაშინ არ გეშინოდა, ახლა, ოთხ ფიცარში ჩაჭედილი მკვდრის შეგეშინდა, არა?! შენს მოწაფეებს მოუყევი ეგ ზღაპრები.

_ ის ჩემი ქვეყანა იყო, ხომ გსმენია, _ შინ მშობლიური კედლებიც გათბობენო. დაგავიწყდა სად ვართ? რუსეთის ფედერაციაში! თუ ისევ საბჭოთა კავშირში გგონია თავი? _ სიტყვა-სიტყვით გავიმეორე დირექტორის სიტყვები.

_ ნეტავ! _ იყვირა სერგომ.

შევდექი. ისიც შედგა. თვალებით ვბურღავთ ერთმანეთს.

_ ვატყობ, დიდმა სეხნიამ გაიღვიძა შენში. მეთერთმეტე არმიაღა გაკლია და წითელი დროშა ხელში!

_ ევროკავშირის დროშების ფრიალმა რა მოგვიტანა, რო?! ქურდბაცაცებივით დავდივართ საკუთარ ტერიტორიაზე.

_ ჰო, სულ ევროკავშირის გამოგზავნილია ის ოთხი ბოევიკი.

სერგომ მზერა ამარიდა.

_ რა ვქნათ ახლა, გავაგრძელოთ პოლიტიკური დებატები თუ გამოსავალი ვეძებოთ?

მანქანის ბღუილმა ორივეს კისრები მოგვაღრეცინა. დამრეცი ფერდობიდან კამაზის ცხვირი ამოიწვერა _ უზარმაზარ ბორბლებზე შემჯდარი რკინის მუხლუხო. დიდშუშიან კაბინაში იმედისმომცემად ლაყლაყებდა მძღოლის მუქი სილუეტი.

_ გააჩოჩე, დამალე სადმე! _ კუბოზე მანიშნა სერგომ, _ მძღოლს გიჟები ვეგონებით და არ გაგვიჩერებს.

_ ნორმალური ხარ, ამას მოვერევი? _ ყოველ შემთხვევაში, კუბოს წავეპოტინე, მაგრამ ძვრა ვერ ვუყარი, სამაგიეროდ ხიჭვის შერჭობა ვიგრძენი. უხ, შენი, სერგო...

_ მაშინ თოვლი მიაყარე, ფიჩხი... სწრაფად, სწრაფად! _ განკარგულება მესროლა და ხელების ქნევის ტრასისკენ გაიქცა.

Page 37: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

ფიჩხი კარგია, ამას ტყეში ხომ არ ჰგონია თავი?... თოვლიც მეჩხერად დევს _ მიკარებისთანავე წყლიან ნაფხვენებად იქცევა. მომაფიქრდა.

ქურთუკი გავიხადე, კუბოზე გადავფინე და ზევიდან დავსკუპდი. `ქალი გზის პირას~ _ ასე დავარქმევდი კომპოზიციას ჩემი მონაწილეობით, ხიჭვით თითში და აჩქარებული პულსაციით მთელს ორგანიზმში.

სერგომ იმდენი იხტუნავა, კამაზმა დაამუხრუჭა. ქართული ნომრების დანახვაზე პულსაციამ პიკს მიაღწია, ოღონდ სიხარულის ნიადაგზე. მაიორი ოქრუაშვილი უზარმაზარი მასისთვის უჩვეულო სისხარტით ახტა ძარაზე და აქტიური ჟესტიკულაციით მძღოლს საქმის ვითარება აუწყა.

უცებ განგაშნა ამიტანა. ხომ შეიძლება სერგომ წეღანდელი დანაქადნევი შეასრულოს და მძღოლს მლეთამდე გაჰყვეს! მე კი აქ დამტოვოს, საპატიო ყარაულში.

გველნაკბენივით წამოვხტი. ქურთუკის გარეშე, ჯემპრისამარა მივირბინე კამაზთან.

_ უხემოდ არსად არ წახვალ! _ გამოვაცხადე ხმამაღლა.

_ ჩემთან არის. _ სერგომ ვირის თვალები დამიბრიალა.

_ არ ინერვიულოთ, ქალიშვილო, ხუთ წუთში საზღვარზე ვიქნები და ყველაფერს ავუხსნი. _ დამამშვიდა მძღოლმა. სანდომიანი სახე ჰქონდა, დამაჯერებელი ხმა და სასაცილოდ გაფშეკილი ულვაში.

_ რუსებს აუხსენი, რუსებს... _ დააკვალიანა სერგომ, _ ქართველების კომპეტენცია საზღვართან მთავრდება. შეახსენე ჩემი თავი _ წეღან ლურჯი მიკროავტობუსი რომ გაატარეთ-თქო, მკვდარი რომ მიჰყავდათ-თქო ორჯონიკიძეში... მოკლედ, საქმის კურსში არიან.

_ ეგრე ვიტყვი.

_ გაიხარე, ძმაო, ღმერთმა ნუ დაგაჭირვოს ჩემი სავი, მაგრამ რა იცი, ხალხი ვართ. _ სერგომ თავისი სავიზიტო ბარათი მიაწოდა და რეაქციის მოლოდინში გაინაბა. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, ფოტოაპარატი ვინატრე.

_ ვა! _ წამოიძახა მძღოლმა. _ მაიორი ხარ?

_ ჰო, მაიორია, მაგრამ დროზე თუ არ გვიშველეთ, მარტო ვიზიტკაზე დარჩება მაიორი. _ ჩავერიე მე.

_ გასაგებია. _ მძღოლმა მანქანა დაქოქა და მლეთისკენ მოუსვა.

_ _ _

არ დაიჯერებთ, მაგრამ უკვე ვლადიკავკაზში ვართ. ცხედრი პატრონს ჩავაბარეთ, ხიჭვი ამოვიღეთ, მიკროავტობუსი დავიბრუნეთ, ჩემი ხელჩანთაც ჩემთანაა _ საბუთებით, საკრედიტო ბარათით, პარფიუმერიის ქისით...

უნდა ვაღიარო _ რუსმა მესაზღვეებმა ოპერატიულად იმუშავეს. ინფორმაცია გატაცებული მიკროავტობუსის შესახებ დაუყოვნებლივ იქნა გადაგზავნილი მომდევნო პოსტებზე. დაახლოებით ნახევარ საათში მოგვართვეს ჩვენი ლურჯა, ცხადია, ბოევიკების

Page 38: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

გარეშე. ოთხივე ფაქტზე დაიჭირეს. მგზავრების დაყაჩაღებაში დახელოვნებული ბანდის წევრები აღმოჩნდნენ. სენსაციური ამბავი ვლადიკავკაზის პოლიციის კაპიტანმა, ყაზბეგ კოზაევმა მოგვახსენა. სწორედ მისი მეთაურობით მოგვაკითხა ხუთკაციანმა დელეგაციამ, აინტერესებდათ, _ რატომ აცილებდა ქართველი მაიორი და მისი თანაშემწე ქალბატონი ვიღაც მოკლულ ოსს. დაწვრილებით გამოგვკითხა უცნაური მეგზურობის მიზეზი, სარეკომენდაციო წერილებს გადახედა, თანამემამულის კუბოსთან ქუდი მოიხადა და ესკორტით მიგვაცილა ქალაქამდე.

ამ ქალაქში ადრეც ვყოფილვარ, შორეულ ბავშვობაში... მაშინ ორჯონიკიძე ერქვა. მახსოვს, კისლოვოდსკში მინერალურ წყლებზე მივემგზავრებოდით მამაჩემის `ჟიგულით.~ დედაჩემმა აიტეხა _ ნაზრანში კარგი ბაზრობა ყოფილა და ორჯონიკიძეში გავჩერდითო. მამა ბუზღუნებდა _ ერთ დღე დაგვეკარგება, საგზურში ფული მაქვს გადახდილიო, დედამ მაინც თავისი გაიტანა. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაირა, ქვეყანაში წყობა შეიცვალა, ცივილიზაციის ცენტრმა მერყეობა დაიწყო, აქ კი თითქოს გაჩერდა დრო... ხალხიც იგივეა, სახლებიც... მხოლოდ მანქანები შეიცვალა. აი, `კოკა-კოლას~ რეკლამაც. რამდენიმე მეტრში _ რუსეთის პრეზიდენტის პლაკატი, კიდევ იქით _ ადგილობრივი დეპუტატის...

ნეტავ, აქაურებმა ჩვენსავით მოაშთეს დიდი სერგოს ძეგლი თუ კიდევ ჰყავს პატივში? წესით, უნდა ჰყავდეს. ორჯონიკიძე იყო ქართველი, მაგრამ ქართველი რუსეთში. ჩრდილოეს ოსეთი კი რუსეთის ფედერაციის ნაწილია, სადაც დაფრთიანდნენ ისეთი ამბიციური ქართველები, როგორიცაა გორელი სოსო, ღორეშელი სერგო და მერხეულელი ლავრენტი. სხვებიც იყვნენ, მაგრამ ამ სამეულთან დანარჩენი წვრილფეხობა რა მოსატანია.

სასტუმროს ნომრები წინასწარ გვქონდა დაჯავშნული. ამ განხრით მაიორის უწყებამ იზრუნა. ხუთვარსკვლავიან აპარტამენტებს არც ველოდი, მაგრამ არც საერთო სცხოვრებელს, რომელსაც რატომღაც სასტუმრო ერქვა.

მოგვიანების გავიგე, რომ წლების წინ ამ შენობაში საქართველოს გზატკეცილების სამმართველო იყო განთავსებული, რომელიც დარიალის ხეობიდან მოყოლებული მთელ ტრასას კურირებდა. მოხუც დარაჯს დღესაც ახსოვდა სამმართველოს ქართველი უფროსი სიმონ არჩილოვიჩი, რომლის დამსახურება ყოფილა შენობის მთელ პერიმეტრზე დარგული ულამაზესი ვერცხლისფერი ნაძვები. ნალჩიკიდან ჩამოატანინაო პატარა ნერგები და აგერა, რამოდენა გოლიათები გახდნენო.

ახლა ეს ნაძვები ჩემი ფანჯრის წინ შრიალებდა და ნოსტალგიურად განმაწყობდა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ ეს ყველაფერი სადღაც მინახავს, თითქოს წარსულში გასამგზავრებელი ბილეთი მომაჩეჩეს და იმ დროში გადამისროლეს, სადაც ორჯონიკიძის გავლით მინერალურ წყლებზე მივემგზავრებოდით მამაჩემის `ჟიგულით~...

_ ცხელი ხაბიზგინი არ გინდა, გოგო? _ კარში სერგოს სახაშლამე ფიზიო ეკიდა.

_ ჰა?

_ ხაბიზგინი არ გინდა მეთქი?

_ აბა, ხაბიზგინი?

_ ქვევით, სასტუმროს კაფეში.

_ ეს თუ სასტუმროა... _ ცხვირი ავიბზუე.

_ ე, ცალკე ნომერი გაქვს, გათბობაც არის... მეტი რა ჯანდაბა გინდა, თუ დასასვენებლად ჩამოხვედი?

Page 39: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ ხო, კარგი, კარგი, წყალს გადავივლებ და ჩამოვალ.

_ ცხელი წყალიც, კ სტატი.

_ ავშენებულვარ და ვერ გამიგია!

სერგომ ხელი ჩაიქნია და კარი მოხურა.

როცა მე კაფეში ჩავედი, სერგოს ერთი ხაბიზგინის შესანსვლა მოესწრო, მეორის ათვისებას კი ჩემთან ერთად ელოდებოდა.

გასიევებთან რანდევუ მოგვიანებით დავთქვით, როცა სამძიმარზე მისული ხალხის რაოდენობა შემცირდებოდა.

ბინდდებოდა, როცა სველი კატისა და მშრალი ფსიტის სუნით აქოთებულ სადარბაზოში შევაბიჯეთ. მსგავს `ამბრს~ შეჩვეულს მორგში მუშაობა არ გაუჭირდებოდა.

კიბის ბაქანზე რამდენიმე მდუმარე მამაკაცი დაგვხვდა, ოთახში, სადაც კუბო იდგა _ შაოსანი ქალები. მათ ნამტირალევ თვალებში ცნობისმოყვარეობასთან ერთად უნდობლობა იკითხებოდა. ამირან გასიევის ქვრივმა მაშინვე გვიცნო და სამზარეულოში შეგვიძღვა.

მას ერქვა მადინა. ალბათ ასეთი გარეგნობის ქალს მიუძღვნეს თავის დროზე ჰიტი შავთვალა მადინაზე. საშუალოზე მაღალი, მკერდსავსე, მოღერებული ყელითა და მაყვალივით შავი, მეტყველი თვალების. ორგანზის შავი თავსაფარიდან ცუდად შეღებილი და მოუვლელი თმა უჩანდა. ქმრის სიკვდილის პრეამბულა უკვე იცოდა, თბილისიდანაც დავურეკეს და ცხედრის მოსვენების დროსაც დაველაპარაკეთ. იმთავითვე გამაკვირვა მისმა თავშეკავებამ, სხვა ნათესავები თუ ხმამაღალი მოთქმის ამცნობნენ უბანს თავს დატეხილ უბედურებას, მადინა ნიკაპის კანკალით შემოიფარგლა, ისიც პირველ წუსებში, მერე განკარგულების გაცემას შეუდგა. მამალი ქალი ჩანდა, დედა-კაცი.

_ აქ ხელს არავინ შეგვიშლის. _ მადინამ პატარა მაგიდის ძირიდან უზურგო სკამები გამოსწია, დაჯდომა შემოგვთავაზა და თვითონაც დაჯდა, ზურგით შემინული კარისკენ. _ შეგიძლიათ დაიწყოთ. მზად ვარ ვუპასუხო ნებისმიერ შეკითხვას.

საკმაოდ გამართული რუსულით მეტყველებდა, რაც განსწავლულობაზე თუ არა, ელემენტალურ განათლებაზე მიანიშნებდა. რუსულს არც მე ვემდური, ყოველ შემთხვევაში, მხატვრული ლიტერატურის ოთხმოცდაათი პროცენტი ამ ენაზე მაქვს წაკითხული.

_ რა იყო თქვენი მეუღლის თბილისში ჩასვლის მიზეზი?

_ სამსახურის შოვნა და ცოტაოდენი ფულის შეგროვება. თუმცა მე ნაკლებად მჯეროდა ამ ვერსიის. _ დაამატა ყოყმანით. _ ყველაფერი ისე უცებ გადაწყვიტა... შეიძლება ითქვას, ერთ დილას ადგა, გაიღვიძა და თბილისში გამგზავრება მოეპრიანა.

_ იმ დილას არაფერი უძღოდა წინ?

მადინამ უაზროდ გაასწორა მაგიდაზე გადაფარებული ალუბლებიანი სუფრა. დიდი, გლეხური ხელები ჰქონდა, ამობურცული ძარღვებითა და მოკლედ წაჭრილი ფრჩხილებით.

Page 40: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ უძღოდა, კი. მაშინ ვერ მივხვდი, უფრო სწორედ, ყურადღება არ მივაქციე. რას წარმოვიდგენდი, რომ ერთი უმნიშვნელო ისტორია უკუღმა დააყენებდა მთელ ცხოვრებას. თქვენი ზარის შემდეგ, როცა მოჭრილი თითი ახსენეთ, მეხსიერებაში სწორედ ის დღე ამოტივტივდა... მისმინეთ, დასკვნების გამოტანა კი თქვენთვის მომინდვია. ცოტა იორიდან დავიწყებ... ამირანი და მისი უფროსი და, ლუიზა ცხინვალელი ოსები არიან, მათი ნათესავები დღესაც იქ ცხოვრობენ. როცა ამ ოჯახში შემოვედი, ლუიზა უკვე გათხოვილიც იყო და დაქვრივებულიც. გრიშა ერქვა მის ქმარს, გრიშა კულუმბეგოვი, ტაქსისტი. ერთხელ თბილისში მიჰყავდა მგზავრები და ავარიაში დაიღუპა. ლუიზას ორი ბიჭი დარჩა _ თემური და ზაური. უმცროსი ბიჭი, ზაური, სისხლის გათეთრების მოკვდა ექვსი წლის ასაკში. ამირანი ძალიან განიცდიდა დის ტრაგედიას, ჭიქას არ ასწევდა, ზაურის შესანდობარი რომ არ შეესვა, არც სიძე ავიწყდებოდა, სულ ამბობდა _ გრიშა რომ ცოცხალი ყოფილიყო, ქვას გახეთქავდა და შვილს უმკურნალებდაო. მარიფათიანი კაცი ყოფილა ეს გრიშა, ნეტავ, თემოსაც მამიმის დაემსგავსოსო. ერთ დღესაც ვზივართ მე და ამირანი სახლში და სურათების ალბომს ვათვალიერებთ. ერთ ფოტოზე ტაქსზე მიყუდებული კაცი იყო გადაღებული, _ ეგო, ჩემი სიძე, გრიშა არისო, _ მითხრა ამირანმა. ჩემი ყურადღება ტაქსის ნომერმა მიიქცია... მაშინვე ერთი ქალბატონი გამახსენდა, რომელმაც ფაქტიურად ჩემ ხელში დალია სული... თორმეტი წლის წინ მოწყალების დად ვმუშაობდი საავადმყოფოში, ახლაც იქ ვმუშაობ, ექთნად. ახალგაზრდა ვიყავი, მოწადინებული, ყველა პაციენტს თავზე ვევლებოდი. ის ქალბატონი განსაკუთრებული შემთხვევა იყო... უგონო მდგომარეობაში შემოიყვანეს, ავარიის შემდეგ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები ჰქონდა დაზიანებული და მაშინვე რეანიმაციაში გაამწესეს. მე ყოველ ნახევარ საათში შევდიოდი, წვეთოვანს ვუსწორებდი, პულსს ვუსინჯავდი, წნევას... ერთი-ერთი ასეთი შემოვლის დროს გონზე მოსული დამხვდა. ისე გაფაციცებული მიყურებდა, მაშინვე მივხვდი, რაღაცის თქმა სურდა. დავიხარე და ყური მივუგდე. სიტყვასიტყვით გადმოგცემთ მის ნათქვამს, კარგად დამამახსოვრდა, რადგან ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა პირისპირ შევეხე სიკვდილს... თანაც, მისი ნათქვამი ისე უცნაურად მეჩვენა, ძალიან დიდხანს გამყვა დაუკმაყოფილებლობის განცდა. მან მითხრა: `დაიმახსოვრე ნომერი _ 3370, თეთრი ტაქსი. მძღოლი ბოროტმოქმედია, იპოვეთ და დასაჯეთ~. გამართულად მხოლოდ ამ ერთი წინადადების წარმოთქმა მოახერხა, მერე აგონია დაეწყო და შიგადაშიგ უცნაურ ფრაზებს წამოიყვირებდა ხოლმე _ მოჭრილ თითზე, კლინიკურ სიკვდილზე, მაგიურ ბეჭედზე, რომელმაც ბედნიერება ვერ მოუტანა... ჰო, კიდევ ვიღაც პაკოს ეძახდა.

პაკოს ხსენებაზე სერგოს მზერა დავიჭირე. არ მიმიხედავს. აზარტში შესული მოწმის გაჩერება სტრატეგიულად გაუმართლებელია. ჟურნალისტი ხომ არ ვარ, პირში ვეცე და საკუთარი სულსწრაფობის გამო კალაპოტიდან ამოვაგდო. ბოლომდე უნდა გადმოალაგოს სათქმელი. კითხვები მერე. როგორც ვატყობ, არც გრიშას აცდება უფასო ბილეთი წარსულში, ოღონდ გაცილებით დიდი დანაკარგებით.

_ ...როცა ფოტოსურათს დავხედე, ყურში თითქოს აგონიაში მყოფი ქალის ხმა ჩამესმა, ტაქსის ნომერი დაემთხვა, ფერიც... ცხადია, ამირანს მოვუყევი იმ შემთხვევის შესახებ. რომ შევხედე, გული გადამიქანდა _ ფერი აღარ ედო კაცს... მთხოვა, დაწვრილებით გამეხსენებინა ყველა დეტალი. აღმოჩნდა, რომ ის ქალბატონი და მისი ვაჟი გრიშას ტაქსში მჯდარან, ავარიის შედეგად სამივე გარდაიცვალა _ ვაჟი ადგილზე, ქალი მოგვიანებით, საავადმყოფოში, გრიშა კი მდინარემ გაიტაცა. მანქანა გზატკეცილიდან ხევში გადავარდნილა, თერგის პირას გრიშას ფეხსაცმელი იპოვეს, გვამი კი ერთი თვის მერე გამორიყა მდინარემ. ზუსტად არ ვიცი, რა კავშირი ჰქონდა ამირანის თბილისში გამგზავრებას მაშინდელ ავარიასთან, მაგრამ ამ გადასახედიდან საეჭვოდ მეჩვენება. ჩემი ქმარი გიჟი არ იყო, მორგში მუიაობა დაეწყო და ვიღაც პატიოსანი მოქალაქისთვის მოჭრილი თითები ეგზავნა. დაუჯერებელი ამბავია, სირცხვილით

Page 41: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

ვერავისთან ვამხელ. _ მადინას ხმა გაებზარა, მოწოლილი ცრემლების შესაკავებლად ცხვირი მოისრისა.

მგონი დადგა დაკითხვის ჟამი.

_ ლუიზას გაუმხილეთ თქვენი ეჭვების შესახებ?

_ არავითარ შემთხვევაში! ეჭვების საფუძველზე ქმარს სახელს ვერ გავუტეხავ. მართალიც რომ გამოდგეს, რასაც თქვენ ამბობთ, პირზე კლიტეს დავიდებ, საფლავში წავიღებ ქმრის სირცხვილს...

_ მაშინაც კი, თუკი მის ქმედებას გამარსლება აქვს?

_ მიცვალებულის შეურაცხყოფას რა გამართლება უნდა ჰქონდეს?! _ მადინამ თვალები დააკვესა. _ ეს, ეს... მოროდიორობაც არ არის... ეს სულიერი კანიბალიზმია. ვერ წარმომიდგენია, რამ აიძულა ასეთი საზიზღრობის გაკეთება. ამირანი კეთილი და წყნარი იყო, ოჯახი უყვარდა, ბავშვზე ოცნებობდა... ექვსი წელია ცოლ-ქმარი ვართ, თუ დამიჯერებს, ერთხელაც არ დაცდენია საყვედური: რატომ არ გყვება ბავშვიო. განა არ განიცდიდა... ჩვენ ასაკში დაგვიანებულიც კია შვილის ყოლა, მაგრამ ამირანი სხვანაირი იყო... დისშვილებზე ჭკუას კარგავდა, რამდენჯერ მიეჭვიანია, მე უბედურს, _ შენიანების გარდა არავინ გახსოვს მეთქი! თემო პირადად მიიყვანა ფეხბურსზე, ნაცნობ მწვრთნელს ჩააბარა, ფულსაც თავისი ჯიბიდან უხდიდა, უმამობა არ იგრძნოსო. ლუიზა ეცოდებოდა ძალიან, ხშირად ამბობდა _ შენ არ იცი, ჩემი და რა გოგო იყო, ქმარ-შვილის დაკარგვამ მოარულ ჩონჩხს დაამსგავსაო. არ ვიცი, რას დავაბრალო მომხდარი, იმდენი გეგმები გვქონდა და უცებ, ეს უცნაური გადაწყვეილება.

_ ავარიაში დაღუპული ქალბატონის გვარი გახსოვთ? _

ჰკითხა სერგომ.

_ არა, არც გვარი მახსოვს, არც სახელი. მხოლოდ პომადის ნაკვალევი ტუჩებზე...

_ ასაკი?

_ ასე ორმოცდახუთი წლის... ლუიზას ეცოდინება, აქ არის, პანაშვიდზე, თუ გინდათ, დავუძახებ. _ მადინამ კედლის იქით გვანიშნა.

_ ჯერ არა, მოგვიანებით. _ გააჩერა სერგომ. _ როგორ ფიქრობთ, ამირანს დასთან ჰქონდა ლაპარაკი ქმრის თაობაზე?

_ რას გულისხმობთ?

_ თქვენ მონაყოლს.

_ არ მგონია, ამირანი დის ნერვებს უფრთხილდებოდა. თანაც ლუიზა ისეთი ემოციურია... თუმცა, მისთვისაც სიურპრიზი იყო ძმის თბილისში წასვლა, მგონი ჩემზე მეტად განიცადა. იცით, ლუიზა ამირანს მამასავით უყურებდა, მიუხედავად იმისა, რომ ძმაზე უფროსია. რატომღაც თვლიდა, რომ ამირანს ამქვეყნად ყველაფრის მოგვარება შეეძლო. _ სინანულით ჩაიცინა მადინამ.

მულის გულუბრყვილობაზე ჩაიცინა თუ ქმრის ძლევამოსილებაზე, არ ვიცი. ერთი რამ ცხადია _ ამირან გასიევი არ უნდა ყოფილიყო ცუდი ბიჭი. მაშ, რა ბზიკმა უკბინა?

_ მადინა, იმ ქალბატონის უკანასკნელი თხოვნის შესახებ არავისთვის გითქვამს?

_ აკი, ამირანს ვუთხარი?! _ გაუკვირდა.

_ ეს ახლა. იქამდე?

Page 42: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ მაშინვე ვუთხარი რეანიმაციის ექიმს, მაგრამ ყურს იქით გაატარა, ავარია მძღოლის მიზეზით მოხდაო, ქალმა შვილი დაკარგაო, მისი სიკვდილისწინა ფიქრები სრულიად ლოგიკურიაო...

_ თითი მართლა მოჭრილი ჰქონდა თუ აგონიაში მყოფმა მოიგონა? _ გავაწყვეტინე.

მადინას თვალი გაუშტერდა. რამდენიმე წამის განმავლობაში სულგანაბულები ველოდით ვერდიქტს. ადვილი არაა, თორმეტი წლის წინანდელი ისტორია დეტალებში გაიხსენო, განსაკუთრების მაშინ, როცა მიცვალებული გისვენია გვერდის ოთახში.

_ მოჭრილი ჰქონდა, კი. _ ხმადაბლა, მაგრამ დაბეჯითებით თქვა მადინამ. _ მარჯვენა ხელის არათითი.

_ ექიმს თითზე არ გაუმახვილეთ ყურადღება?

_ იცით, რაშია საქმე... ქალბატონი ძალიან მძიმე მდგომარებაში შემოვიდა საავადმყოფოში, მოტეხილობებით, სრულიად შესაძლებელია თითი სადმე მოჰყოლოდა და... მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, ვერც გავბედავდი ექიმთან შეკამათებას, ბოლოს და ბოლოს, ეს გამოძიების საქმე იყო და არა უბრალო მოწყალების დის.

ეჰ, აწი არც უბრალო მასწავლებლის საქმეა რუსეთის ფედერაციაში წანწალი საეჭვო ვითარებაში მოკლულ გვამთან ერსად, მაგრამ ხასიათს ვერსად წაუხვალ.

უცებ დამცხა. ქურთუკის ღილები გავიხსენი და სარკმელს შევხედე.

_ გინდათ, გავაღებ? _ მიხვდა მადინა.

_ გააღეთ და ლუიზა შემოიყვანეთ, თუ შეიძლება.

ჩემი არ იყოს, სერგოც მოხარშულ ლოქოს ჰგავდა. ცოტაც მოისმინეთ, მაიორო, გავტესტოთ გრიშა კულუმბეგოვის ქვრივი და ჰაიდა, ნაძვებიან სასტუმროში.

ლუიზა ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორადაც ძმა აღიქვამდა _ `მოარული ჩონჩხი.~ ვიწრო სახისა და დიდი, დარდიანი თვალების გამო იმაზე გამხდარი ჩანდა, ვიდრე იყო სინამდვილეში. თანაც ძაძებში იყი გახვეული და კედელ-კედელ დადიოდა, თითქოს ბოდიშს იხდიდა საკუთარი არსებობისთვის.

_ დაჯექი, ლუიზა, _ მადინამ თავისი სკამი დაუთმო, თვითონ კი უკან დაუდგა. ზურგი გაუმაგრა, ასე ვთქვათ.

_ მესმის, სიტუაცია არ არის შესაფერისი, მაგრამ დიდხანს არ მოგაბეზრებთ თავს, სულ რამდენიმე შეკითხვა. _ მოვუბოდიშე ლუიზას.

_ ჩემი უღმერთოდ მოკლული ძმა ჩამოასვენეს, ვაი... უპატრონოდ არ დააგდეს უცხო ქალაქში, ვაი... მადლობის მეტი რა გვეთქმის. მკითხეს, რაც გინდათ, დასაძრახი ცხოვრებაში არაფერი ჩამიდენია, რა მაქვს დასამალიიი... _ სიმღერასავით გაწელა ლუიზამ.

_ მოდით, ცოტა ხნით წარსულში გადავინაცვლოთ. ჩვენ გვაინტერესებს თქვენი ქმრის, გრიშას გარდაცვალებასთან დაკავშირებული დეტალები. ხომ ვერ გაიხსენებდით იმ ადამიანების გვარებს, ვინც მასთან ერთად ავარიაში დაიღუპა.

_ რა დამავიწყებს... ინასარიძეები იყვნენ გვარად, ჯული და პავლიკა, დედა-შვილი.

აქეთ მე დამცეცხლა, იქით სერგოს. ლეუზამ კი, ვითომც არაფერი, განაგრძო:

_ კრასნოდარიდან მოდენილან თურმე, ვლადიკავკაზის გავლით თბილისში უნდოდათ ჩასვლა. ჩემს გრიშას წინა დღის შეუთანხმდნენ, მახსოვს, ისე გაუხარდა, მეტი

Page 43: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

არ იქნება... თბილისში ისედაც საქმე მქონდა, ბარემ ხეირსაც ვნახავო. ვაიმე, ჩემმა მტერმა ნახა ეგეთი ხეირი, სამთავე დაიღუპა, სამთავეეე... _ ლუიზამ ფერმკრთალ თითებში მოკუჭული ცხვირსახოცი გაშალა და ცრემლი მოიწმინდა. _ რომელი ერთი ვიგლოვო, ხალხო, გრიშა, ზაური თუ ამირანი? ასეთი რა დააშავა ჩვენმა ოჯახმა, რომ ერთიმეორის მიყოლების წაგვართვა ვაჟკაცი კაცებიიიი...

_ ლუიზა, გრიშა როგორი ქმარი იყო?

_ იშვიათი. ოჯახზე გადაგებული, მზრუნველი მამა, არაფერს გვაკლებდა... დილით რო ადგებოდა, პირველ რიგში მაცივარს გამოაღებდა _ ამოწმებდა, რამე ხომ არ გვაკლია. ბაზარი მე არ ვიცოდი და კომუნალური გადასახადი. ყველაფერი გრიშა იყო, ყველაფერი! რა საქმისთვის უნდა მოეკიდა ხელი, რომ არ გამოვლოდა. შემნატროდნენ მეზობლები, ეს რა ძვირფასი ქმარი გყავსო. გამთვალეს ეტყობა, ნამდვილად გამთვალეს... ორ კაპიკს თუ ვიშოვი, შვილების განათლებაში უნდა ჩავდოო, _ ამბობდა. ძაან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა განათლებას. თვითონაც ძაან ნაკითხი იყო, წიგნის გარეშე ვერ ძლებდა, მანქანაში ეგდო ხოლმე, თუ დრო გამოუჩნდებოდა ან კლიენტს ელოდებოდა, კითხულობდა. სხვა კაცებივით ბირჟაზე არ მიუწევდა გული. რუსულადაც კარგად კითხულობდა და ქართულადაც. პატრონი არ ჰყავდა, თორე ინლისურსაც ისწავლიდა.

_ მამამისი ვინ იყო?

_ უბრალო კაცი იყო, დურგალი. ადრე მოკვდა, ჯერ კიდევ გრიშას მოწაფეობისას. აი, პაპა ჰყოლია ძვირფასი კაცი, სხვათა შორის, თბილისელი ოსი. ქართველობდა ძალიან. ერთი პერიოდი გვარის გადაკეთებაც უნდოდა, მაგრამ რაღაი ორჯონიკიძეში დამკვიდრდა, გადაიფიქრა. ეტყობა, პაპის ხასიასი დაჰყვა ჩემ გრიშას. აფსუსი იყო მაგის ტაქსისტობა, ხელშეწყობა რომ ჰქონოდა, დიდი კაცი გამოვიდოდა, დიდი. ეჰ.

_ არ ჰქონდა ხელშეწყობა?

_ საიდან, გენაცვალე? ის კი არა, ინსტიტუტის დატოვება მოუწია, შიმშილით რო არ ამომწდარიყვნენ.

_ სად სწავლობდა? _ დაინტერესდა სერგო.

_ თბილისში ჩააბარა, მაგრამ ჩემსობას არ მომხდარა ეგ ამბავი, მე რომ ცოლად გავყე, უკვე ტაქსზე იჯდა.

_ აქ, ვლადიკავკაზში?

_ ჰო, აქა. ისე, თბილისშიც კარგი სამსახური ჰქონდა, თანამდებობის პირთან მუშაობდა შოფრად, თან იმის ოჯახის ემსახურებოდა _ ცოლს, შვილებს... იმ დროს შენატროდა, მაგის სულს ვენაცვალე, ვაიიი... გრიშა, გრიშა, ჩემი ჭკვიანი, ყოჩაღი ქმარი, ვაიი... _ წაისლუკუნა მოგონებებში გადაჭრილმა ლუიზამ. _ ზაური ჰგავდა ძაან, ეგეც წიგნის ჭია იყო, მამასეებ... არ მაკმარა დანაკარგი განგებამ, ახლა ამირანი წამართვა, ჩემი ამიკო, ჩემი ძამიკო, ჩემი იმედიიი... რიღასთვის მინდა სიცოცხლე, ვაიიი...

_ გამაგრდი, ლუიზა, მერე იტირე, მერე. ეჩქარება ამ ხალხს, ხომ არ გავიწყდება საიდან არიან ჩამოსულები. _ დაანამუსა მადინამ და მხარზე ხელი მოუთათუნა.

_ რა ვქნა, ჩემო დაო, მიჭირს თავის შეკავება, რომ გამახსენდება, რა ბიჭები დავკარგე, ცრემლები თავისით მცვივა, თავისით...

_ თუკი ძველ დროს შენატროდა, რატომ წამოვიდა თბილისიდან? ტაქსაობას თანამდებობის პირთან მუშაობა არ ერჩივნა? _ თემას მივუბრუნდი მე.

Page 44: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

მოულოდნელად ლუიზას გაეღიმა. ღიმილმა ასაკი მოაკლო და ნაკვთები გაუშალა. თავის დროზე მართლა ლამაზი გოგო იქნებოდა _ მორცხვი და ერთგული. ცოტა უმწეო, რაც გარკვეული თვალსაზრისით პლიუსიც კია.

_ არ ვიცი, რამდენად საინტერესოა თქვენთვის მიზეზი... _ დაიწყო ბორძიკით.

_ თქვით, თქვით. _ შეაგულიანა სერგომ. _ ჩვენთვის ყველაფერი საინტერესოა.

_ უბრალოდ, კავშირს ვერ ვხედავ. რა შუაშია გრიშას თბილისური ამბები ამირანის მკვლელობასთან?... ჰო. კარგით, გეტყვით. გრიშას რომანი შეემთხვა ხაზეინის ქალიშვილთან. ამის შესახებ გაიგეს და დაითხოვეს. ჩემი ქმარი კაი შესახედი კაცი იყო, კომპლიმენტების თქმაც ისეთი იცოდა, როო... ქალები ეპრანჭებოდნენ, თვითონ ვარ მოწმე, რამდენჯერ გამომიჭერია.

_ შემთხვევით, ხაზეინის გვარი ხომ არ გახსოვთ? _ ჰკითხა სერგომ.

_ არა, დაწვრილებით არ გამომიკითხავს, იმასაც ვერ ვხვდები, თქვენ რაში გაინტერესებთ ამდენი წვრილმანი.

_ ქალბატონო ლუიზა, თუ გინდათ, რომ ამირანის მკვლელზე გავიდეთ, დაძაბეთ მეხსიერება და გაიხსენეთ: ვისთან მუშაობდა შოფრად თქვენი მეუღლე.

_ ვაი, დამაბნეთ ძალიან... მადინ, შენ ხედავ კავშირს? _ ლუიზამ საშველად მულს მოუხმო.

_ იმედია, დავინახავ. _ მკაცრად უპასუხა იმან და სწრაფი მზერა გვესროლა.

_ ცეკავშირის თავჯდომარე ყოფილა ის კაცი, მეტი არაფერი ვიცი. _ ლუიზამ ხელისგულები ამოატრიალა, ნიშნად იმისა, რომ მართლა არაფერი იცის. _ ეგეც დედამთილმა გამიმხილა, იმას უყვარდა ხოლმე წატრიბახება _ `ჩემ ბიჭს დიდი ნაჩალნიკის გოგო ყვარობდაო, არ მოინდომა ზედსიძედ შესვლა, თორე იმ გოგოს დღესაც უყვარსო.~ ჩემს გასაბრაზებლად ამბობდა ხოლმე, ხომ იცით დედამთილების ამბავი.

_ ცოცხალია დედამთილი?

_ ხუთი წლის წინ მოკვდა. გრიშას და ზაურის გვერდით დავასაფლავეთ. ეჰ, ჩემთვისაც მოვიზომე ადგილი, როცა იქნება მოვკვდები და თემოს არ შევაწუხებ მეთქი. თურმე, ამირანის სიკვდილიც უნდა გადამეტანა, ვაი. რა მაძლებინებს, ნეტავ? მითხარით, ხალხი არა ხართ? რატომ არ გამისკდება გული, ჰა? _ ლუიზამ სათითაოდ შემოგვხედა, თითქოს ჩვენს კომპეტენციაში შედიოდეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხები.

_ ინასარიძეები სად დაასაფლავეს?

_ ერთ სასაფლაოზე შეიყარნენ ყველანი. ბედის ირონიაა, აბა, რა? ერთხელ, სასაფლაოზე, ინასარიძეების ნაცნობი გამომეცნაურა, ალიკა ოგანეზოვი, ვისაც მაშინ სტუმრობდნენ. პროფილაქტიკის დირექტორად მუშაობდა და ჩემს გრიშაც იცნობდა, შორიდან. ჰოდა, დავჯექით, ვილაპარაკეთ... ალიკამ, _ მე მომიწია ინასარიძეების გაპატიოსნებაო, ხარჯიც მაგას უკისრია. იმ საცოდავებს არავინ ჰყოლიათ ერთმანეთის გარდა, კრასნოდარში ყველაფერი გაუყიდიათ და თბილისში აპირებდნენ დასახლებას... _ ლუიზა გაჩემდა და აწრიალდა. _ აი, ვლაპარაკობ და თავში სულ სხვა რამე მიტრიალებს... კეთილო ხალხო, კიდევ ერთხელ გეკითხებით: რა შუაშია გრიშას ბიოგრაფია ამირანის მკვლელობასთან?

სერგომ ყოყმანით ამოიღო ჩვენ მიერ გადაღებული ფოტოსურათები, სადაც კეისიანი პაკო ინასარიძე იყო წარმოდგენილი. ყოველ შემთხვევაში, აქამდე, ამ სახელითა და გვარით ვიცნობდით.

Page 45: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ ეს ადამიანი ხომ არ გეცნობათ?

ლუიზა დააკვირდა. თავისი ოფისიდან გამომავალ პავლეზე რეაქცია არ ჰქონია, კადრი შორიდან იყო გადაღებული და მხოლოდ სილუეტი აღიქვა, მაგრამ როცა ფოტოს გადიდებულ ვარიანტს შეხედა, სადაც გარკვევით ჩანდა სახის ნაკვთები, ისედაც დიდი თვალები ლამის ორბიტიდან დასცვივდა.

_ გრიშა! _ მოკლედ შესძახა და სკამიდან ჩამოცურდა.

_ _ _

ალიკა ოგანეზოვს იმ პროფილაქტიკაში მივაგენით, სადაც წლების წინ მუშაობდა. ლაპარაკისას მარცვლებს ყლაპავდა და ბუყბუყა ბგერებს გამოსცემდა, თითქოს პირში მოხარშული კარტოფილი ედო. ინასარიძეებით ჩვენ დაინტერესებას სიფრთხილით შეხვდა, ის კი არა, თავის მართლება დაიწყო _ პატრონი რომ არ გამოუჩნდა, დავასაფლავე, ჩემი სტუმრები იყვნენ და საერთო საფლავისთვის ვერ გავიმეტეო, თითქოს ვინმე დადანაშაულებას უპირებდა.

მისი ნდობის მოსაპოვებლად ბევრი ქათინაურის თქმა და კარტის ნაწილობრივ გახსნა მოგვიწია. უფრო სწორედ, მე მომიწია, როგორც ჯიუტი ადამიანის ლაპარაკში შეყოლიების მეტრს. როგორც იქნა, მოლბა, მაგრამ მაინც ვერ მიხვდა, რა გვინდოდა.

_ უბრალოდ, მოგვიყევით მათ შესახებ, როდის ჩამოვიდნენ, სად მიდიოდნენ, რატომ გაჩერდნენ თქვენთან, თანხა ხომ არ ჰქონდათ თან ან ძვირფასეული...

ბატონმა ოგანეზოვმა გაზეთზე დაყრილი ვაშლის ნათალი (ჩვენ მოსვლამდე ვაშლს მიირთმევდა) სადღაც გააქრო, ჯაყვა დაკეცა, მოფლაშული ღაბაბი აათახთახა.

_ ერთი იმისი არ იყოს, ფულის გარეშე როგორ იქნებოდნენ?! საქართველოში ბიზნესის დაწყებას თუ აპირებდნენ, ჯიბეგამოფხეკილები ხომ არ დაეწყობოდნენ იმხელა გზაზე... ძვირფასეულობა ზედ ჰქონდა ასხმული ჯულის, განსაკუთრებით, ერთი ბეჭდით ტრაბახობდა, პირდაპირ ტვინი წაიღო...

_ სწორედ ეგ ბეჭედი გვაინტერსებს, _ შევძახე სულმოუთქმელად. გვერდით სერგო ათახთახდა.

_ ოქროს ბეჭედი იყო, კაი მოზრდილი ბრილიანტით, მაგრამ ჯული მისი ღირებულებით კი არა, ისტორიით ამაყობდა. ესო, ჩემი თილისმა არისო, წარმატების მომტანიო, განსაკუთრებული ენერგეტიკის მატარებელიო... რაღას არ აბრალებდა იმ ბეჭედს! უშველა, რო? ვერაფერიც ვერ უიველა. ჰო, კიდევ რას ამბობდა, მაიცა, გავიხსენო... _ ალიკამ მეხსიერება დაძაბა. _ ჰო, დიდი ხნის წინ ეს ბეჭედი ვიღაც ინგლისელ ლედის ეკუთვნოდაო, გვარი არ მომთხოვოთ, მაინც ვერ გავიხსნებ. მართალი გითხრათ, არც მიცდია დამახსოვრება, ჯულიმ იცოდა რაღაცეების გაზვიადება, საერთოდ, ბევრი ლაპარაკი უყვარდა, ტვინის გაბურღვამდე... ბიჭი პირიქით, ჩუმი და უთქმელი ჰყავდა. გაანათლოს ღმერთმა, სულ ახალგაზრდა მოკვდა.

აღარ ჩავთვალე საჭიროდ სერგოსკენ იდუმალი მზერის გაპარება. ბოლო რამდენიმე საათი მზერათა გაცვლის რეჟიმში ვიმყოფებით, მეტკინა თვალის კაკლები. ისედაც ნათელია _ უბრალო რგოლის გამო ადამიანს თითს არ აჭრიან. ვითომ პავლე ჩვეულებრივი მორადიორია. ფაქტიურად მკვდარი გაძარცვა, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ კლინიკური სიკვდილით გათიშულ ადამიანს. როგორც ჰყვებიან, ამ დროს ფიზიკური სხეული ადგილზე რჩება, სული კი თავბრუდამხვევი სიჩქარით მიჰქრის ბნელ გვირაბში და

Page 46: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

ვიდრე ბოლოში გავა, ხედავს მანათობელ წერტილს. ამ სუბსტანციის ახსნას ვერავინ ახერხებს, თუმცა ერთში თანხმდებიან _ მისგან უსაზღვრო სითბო, სიყვარული, ბედნიერება და სხვა სასიამოვნო ემოციები მოედინება. დაზუსტებით არ ვიცი, იმქვეყნიურის რომელ ბარიერზე მოუსწრო ბოროტმოქმედის მსახვრალმა ხელმა უბედურ ჯულის, ერთი კი ცხადია _ მან იგრძნო როგორ აჭრიდნენ ბეჭდიან თითს და ამ ფაქტმა იმდენად შეძრა, რომ რეალური სიკვდილის წინ ტაქსის მძღოლი გაახსენდა და არა დაღუპული შვილი.

_ ინასარიძეები ჩემი არც მეგობრები ყოფილან, არც ნათესავები. _ განაგრძო ალიკამ. _ ერთმანეთი კრასნოდარში გავიცანით, სადაც ჯულის თავისი პატარა ბიზნესი ჰქონდა. კარგად მისდიოდა საქმეები, მაგრამ საქართველოში დამკვიდრება აიჩემა, ძალიან უნდოდა პავლიკას თავის სამშობლოში ეცხოვრა, ქართველი გოგო მოეყვანა ცოლად... ერთადერთი შვილი ჰყავდა, ისიც უმამოდ გაზრდილი, მზე და მთვარე მასზე ამოსდიოდა. ჰოდა, გაყიდა ყველაფერი და გამოემგზავრენ. ერთი დღე გაჩერდნენ ჩემთან, ცოტა სული მოითქვეს. დილით კი ტაქსმა მოაკითხა. გავაცილე, ბარგის ჩალაგებაში დავეხმარე... რომ მცოდნოდა, რა ელოდებათ, მე თვითონ ჩავიყვანდი, საკუთარი მანქანით.

_ შემთხვევის ადგილზე გახვედით?

_ აბა, როგორ?! ვლადიკავკაზი პატარა ქალაქია, ცუდი და კარგი ამბავიც უცებ ვრცელდება. ტაქსი ტრასიდან გადავარდნილა, პირდაპირ თერგში... ეტყობა, საბურავი მოუცურდა, არ გაითვალისწინა ცხვრის ფაქტორი, გაზი მისცა და ბაც! _ ალიკამ ხმაურით ამოაქშუტუნა ჰაერი.

_ ცხვარი რა შუაშია? _ ვერ გავიგე მე.

_ ავარიამდე ერთი საათით ადრე, ცხვრის ფარას გაუვლია ტრასაზე. ცხვრის მოკურკლული წვიმამ თუ დაასველა, ყინულივით ხდება ასფალტი. იმ დილით ცრიდა, გამოცდილ მძღოლს უნდა სცოდნოდა, მაგრამ... ეჰ, რაც გიწერია, არ აგცდება.

_ რამდენადაც ვიცი, მძღოლის გვამი შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა.

_ არა, ეტყობა დინებამ გაიტაცა. დარტყმის ძალა იმდენად ძლიერი იყო, პარფრიზი ამოაგდო და მძღოლი ტყვიასავით გაისროლა ჰაერში. პავლიკა ადგილზე მოკვდა, ფუძის ძვალი ჰქონდა მოტეხილი, ჯული მოგვიანებით _ საავადმყოფოში. შემთხვევის ადგილზე რომ მივედი, უკვე წაყვანილები დამხვდნენ.

_ ძარცვის ნიშნები არ შეგინიშნავთ?

_ იცით, ისე იყო ყველაფერი აზელილი, ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა. ერთი კია, როცა ცხედრები ჩამაბარეს, ჯულის ჩანთაც მოაყოლეს. ორას მანეთამდე ფული იყო შიგნით, ღმერთი-რჯული, მეტი არა! _ ალიკამ მიიხედ-მოიხედა და კალენდრის წინ პირჯვარი გადაიწერა. მერეღა დავინახე, რომ კალენდარს მაცხოვრის ხატი მოჰყვებოდა.

_ ორასი მანეთის ამარა მიდიოდნენ ბიზნესის წამოსაწყებად?

_ ალბათ წინასწარ გადარიცხეს, ბანკში. რაც არ ვიცი, არ ვიცი. იმ მომენტში, არც მიფიქრია. დასაფლავების ხარჯები მე დავფარე, ერთადერთი, რაც გავყიდე, ჯულის ოქროს ძეწკვი იყო, თავისი კულონით. ზედ ეკეთა იმ უბედურს. ქურდი, რა, ოქროს არ წაიღებდა? წაიღებდა. ამიტომ, ძარცვის ვარიანტი მეეჭვება.

რა თქმა უნდა, ეშმაკმა გრიშამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ძიებისთვის თავგზა აებნია და ქურდობის მომენტი გამოერიცხა. მოიპარა ბევრი ფული, დატოვა ცოტა. მოიპარა ბრილიანტის ბეჭედი, დატოვა ძეწკვი. მდინარის მიერ გარიყული გვამი სხვა მამაკაცს ეკუთვნოდა, მასზე ექსპერტიზა არ ჩატარებულა იმ უბრალო მიზეზით, რომ ოჯახს

Page 47: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

არ მოუთხოვია. პოსტ ფაქტუმ ლუიზა იხსენებდა, რომ წყალში გდებისა და წვეტიან ქვებზე თრევისგან გვამი იმდენად იყო დასახიჩრებული, ღვინით გაბერილ ტიკჭორას ჰგავდა. არც დაუხედავს წესიერად, სასწრაფოდ გააქანა სასაფლაოზე, თითქოს ქმრის საფლავის გარეშე ქვრივობას ჩამოართმევდა ვინმე.

მაშ, ასე. გრიშა კულუმბეგოვის ადგილზე სხვა მარხია. ვინ სხვა? გამიელვა თავში, თუმცა იქვე ავღკვესე პროვოკაციული გაელვება. უცნობი კაცის გვამის ამოცნონაღა გვაკლია სრული ბედნიერებისთვის!

_ პირადობის დამადასტურებელი საბუთები? _ სერგომ მთავარი კითხვა გააჟღერა.

_ მარტო ჯულის პასპორტი გადმომცეს, პაკოსი არაფერი იყო. _ ალიკამ ჩაფიქრებულმა მოიფხანა ნისკარტა ცხვირი. _ სხვათა შორის, სხვა საბუთებიც ჰქონდათ, ბიზნეს-პროექტი თუ რაღაც ასეთი. როგორც მახსოვს, თბილისში უნდა ენახათ კაცი, რომელსაც ბიზნესში მეწილე სჭირდებოდა. მგონი ღვინის ბიზნესი იყო, მოკლედ, დიდი გეგმები ჰქონდათ... ჯული ისეთი მამალი ქალი იყო, ფულს ჰაერში არ გადაყრიდა.

დამძიმებული გულების დავტოვეთ ალიკა ოგანეზომის პროფილაქტორიუმი. ჯული შეიძლება მართლაც იყო მამალი ქალი, მაგრამ ბედისწერამ არ იცის მამალი და დედალი. რა გველის გზაზე, რომელსაც უახლოეს საათებში დავადგებით _ მწვანე შუქი, ბოროტი ბოევიკები თუ ცხვრის კურკლი?

ამინდმა ორმაგად დაგვამძიმა. ცვალებადი მოღრუბლულობა _ როგორც იუწყებიან ხოლმე სინოპტიკოსები. ჰორიზონტზე ნისლმა გაშალა რძისფერი აფრები და შენობებს ალყა შემოარტყა. ცივი კაპიუშონი თავზე წამოვიცვი და თბილი ლოგინი ვინატრე. მაგრამ სერგო არ მომცემს დაწოლის უფლებას, ეშინია, უღელტეხილზე არ მოთოვოს. მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებიც არ გვაქვს, და საერთოდაც, სერგო მგონი პირველად ზის მიკროავტობუსზე, თუ არ ჩავთვლით ბავშობაში, ბიძამისის ავტობუსზე გავლილ პრაქტიკას.

ჩემი ყურადღება ატელიეს ვიტრინამ მიიპყრო, უფრო სწორედ მანეკენის თავზე წამოცმულმა ქუდმა. ორიგინალური ქუდი იყო _ კონუსის გარშემო ნატურალური ბეწვი. თეთრი. მომიხდება თუ სნეგუროჩკას დავემსგავსები?

_ გამოადგი, ფეხი, ვერ ხედავ, ცა რა დღეშია? _ გამომძახა დაწინაურებულმა სერგომ.

ამას რომ ქუდის მოზომვა ვუხსენო, ადგილზე ჩამქოლავს. ვიტრინას თვალი მოვწყვიტე და `ფეხი გამოვადგი~. ეს უკანასკნელი ისე მქონდა გათოშილი, მართალი გითხრათ, ძლივს მივათრევდი.

სასტუმროს ნომრები რამდენიმე წუთში დავცალეთ. ან რა გვქონდა წასაღები _ ხელჩანთა ისედაც ამოიღლიავებული დამქონდა. ანგარიში გავასწორეთ და მოხუც დარაჯს დავემშვიდობეთ, რომელმაც მოკითხვა დაგვაბარა გზატკეცილების სამმართველოს ყოფილ თანამშრომლებთან. დავპირდით, მაგრამ ეჭვი მეპარება შევუსრულოთ.

მიკროავტობუსში ჩაჯდომისთანავე სერგომ გათბობა ჩართო და ჩემი გალღვობის პროცესიც დაიწყო. თუ ფეხები სითბოშია, ორგანიზმში სრული სვლის მოდის ნივთიერებათა ცვლა, ყოველ შემთხევევაში, წამდაუწუმ არ გიწევს საპირფარეშოს ძებნაში თვალის გაცეცება. სულ რომ მიმინოს თვალი გამოიბა, რაც არ არის, რას დაინახავ, მით უფრო, უღელტეხილზე. მარჯვნივ კლდე, მარცხნივ _ ქარაფი, წინ _ სერპანტინი. წამლად ბუჩქს ვერ დაინახავ, რომ დელიკატურად მაინც ამოეფარო. სერგო კია ჩემი ძმა და მეგობარი, მაგრამ ეთიკეტის დაცვა ქმართანაც კი აუცილებელია. ერთადერსი, ნისლის

Page 48: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

იმედი მაქვს, რომლის რძისფერი აფრები ტაატით გვიახლოვდება... თუ ჩვენ ვუახლოვდებით...

კისერი წავიგრძელე. ნისლი ისე მოულოდნელად აილაგმა, თითქოს წეღანდელი აფრები მირაჟი ყოფილიყოს.

_ ეს არის სარკალური ტერიტორია _ Солничная долина. _ გამანათლა სერგომ. _ აქ ცა ყოველთვის მოწმენდილია.

ვიფიქრე, გვეშველა, აწი, სულ სიმღერ-სიმღერით ჩავალთ თბილისამდე, მაგრამ გავცდით თუ `დალინას,~ ბარაქიანად გათოვდა. წინ რომ დიდი გზა არ გვედოს, სიამოვნებით დავტკბებოდი ფანტელების ცქერით, მაგრამ სერგო სულაც არ იყო `ტკბობის~ ხასიათზე, მტრულად უყურებდა თავბრუდამხვევ ვალსში მოფარფატე ფიფქებს.

გზისპირას მობუზული მოზარდი მიბლაყუნებდა, საჯდომზე ჩამოჩოჩებული ზურგჩანთით. მეხსიერებამ სასკოლო სახელმძღვანელოს დიდი ხნის დავიწყებული ილუსტრაცია ამოტყორცნა _ გაუკვალავ თოვლში მიმავალი ბიჭუნა. `ყინვა და პატარა მოწაფე~. ავტორი _ ნიკო ლომოური. რომელ კლასში გავდიოდით ამ სულისშემძვრელ ლექსს? მეოთხეში... თუ მეხუთეში?

_ სერგო, `ყინვა და პატარა მოწაფე გახსოვს~?

_ რა მოწაფე, გოგო, საქმეზე იფიქრე... მოწაფე! _ გამომაჯავრა დაძაბულმა.

_ `თოვლის დაფენილ ტრიალ მინდორსა, თითქოს ღრმა ძილით დასძინებოდა და ხშირსა ტყესა, ჩადრჩამოსხმულსა, სახე სრულიად გაშეშებოდა...~

_ `...ჩემთან კერპობა შენ არ გაგივა, მალე გეცვლება წითელი ფერი, იცოდე, შენზე დიდებისათვის მომიგრეხია მწარედ კისერი~. _ ამყვა სერგო.

_ უყურე შენ, გცოდნია!

_ ეს ერთი კუპლეტი მახსოვს, დანარჩენი ისე, რა...

_ კარგად სწავლობდი?

_ ისე, რა...

_ სერგოო, მოვუგრიხავს გრიშას კისერს?

_ დედას ვუტირებთ! ჯერ ჩავიდეთ. ერთი მაგის სიფათი დამანახა, ხელბორკილით რომ დავეხატები, მერე კი მაგისი საამაყო ცოლის.

_ რა ვიცი, კი ეპრანზებოდი იმ დღეს, კაფეში.

_ ვეპრანზებოდი, არა ისა...

_ ნინომ რაღა დაგიშავა?

_ ქალი რომ ფულს დახარბდება, მეტის ღირსია. _ სერგომ რადიო ჩართო და სიხშირის დაჭერას შეეცადა.

ნინო შეცდომაში შეიყვანეს, შეცდომის უფლება კი ყველას გვაქვს, ისევე როგორც მისი გამოსწორების. დღეს ის საკუთარი არჩევანის მძევალია, რა იქნება ხვალ, არ ვიცი. მობილური რომ იჭერდეს, მოვიკითხავდი. სერგოს ვერც ფულთან დაკავშირებით დავეთანხმები. სიყვარული არ არის პანაცეა. მილიონობის ადამიანი ქორწინდება სიყვარულის გარეშე და მშვენივრად ცხოვრობს. გააჩნია პრიორიტეტს. თუკი მამაკაცი, მატერიალური კეთილდღეობის გარდა, შენი და შენი შვილის სიმშვიდეს უზრუნველყოფს,

Page 49: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

ვისთან-რა გაქვს საბოდიშო. სხვა საკითხია, გრიშას ფენომენი. რა ოფსილა უნდა ჰქონდეს კაცს, რომ სხვისი სახელით განაგრძოს ცხოვრება, უფრო სწორედ, თავიდან დაიწყოს. რაც მთავარია, გამოუვიდეს. თანაც როგორ! პროვინციელი ლუიზას შემდეგ ნინოსნაირ ვარსკვლავზე ქორწინება გრიშას მზარდი ამბიციის ნათელი დასტურია.

_ გაიგე, ტუტანხამონის მუმია რენტგენზე გაუშუქებიათ, ხერხემლის გამრუდება აღმოაჩნდა, _ სერგომ ისეთი გამომეტყველებით მიაყურადა რადიოს, თითქოს ხერხემლის გამრუდება ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მცხოვრებ ფარაონს კი არა, მის ნათესავს დაუდგინეს.

თვალწინ დამიდგა ფარაონის ფრესკა. ხერხემლის გამრუდება არ ვიცი, მაგრამ რაქიტიანი ნამდვილად იყო _ დიდი მუცელი, გამხდარი სხეული, ვიწრო მხრები, ქალივით განიერი თეძოები. მსოფლიოში მილიონობის ადამიანი შიმშილობს, მეცნიერები კი მილიონებს ხარჯავენ გაფშიკინებული ფარაონის ანატომიის გამოსაკვლევად. ერთი ამერიკული ანეკდოტი გამახსენა: დიკ ჩეინი და დონალდ რამსფელდი სხედან ბარში. ვიღაცამ იცნო, მივიდა:

`უკაცრავად, თქვენ მართლა ჩეინი და რამსფელდი ხართ?~

დაუდასტურეს.

`შეიძლება, გავიგო, რაზე საუბრობდით?~

`როგორ არა, ჩვენ ახლა გეგმას ვსახავთ, როგორ გავანადგუროთ@20 მილიონი ავღანელი და ერთი ამერიკელი დურგალი~,

`კი მაგრამ, რა დაგიშავათ ამერიკელმა დურგალმა?~

რამსფელდი მიუბრუნდა ჩეინის:

`ხომ გითხარი, დიკ, ყველას ფეხებზე ჰკიდია@20 მილიონი ავღანელი~.

ის იყო, ანეკდოტი სერგოსთვის უნდა მომეყოლა, რომ გზისპირას მოხუცი გლეხი დაილანდა, თავზე უშანკა ქუდითა და მაღალყელიანი შავი ბოტებით. ჯოხზე დაყრდნობილი იდგა ფანტელების კორიანტელში, თითქოს გზა აებნა და შველას ითხოვს. მანქანის დანახვაზე ჯოხი ამოიღლიავა და წელში მოკაკული გამოჩოჩდა ტრასაზე.

_ გიჟია, ოხერი... _ ჩაიბურტყუნა სერგომ და სიჩქარეს უკლო.

_ სკლეროზიანს უფრო ჰგავს.

_ ამ სიცივეში ძაღლი პატრონს არ გააგდებს.

_ ვინ იცის, გამოიპარა და წარმოდგენა არა აქვს, სად იმყოფება.

_ მერე მე რა ვქნა, საქართველოში ხომ არ მივაბრძანებ სხვა ქვეყნის მოქალაქეს, ორ კილომეტრში საზღვარია.

_ დაწყევლილი ადგილია, ბოევიკებმაც აქ არ დაგვისატკავეს?! _ ყოველ შემთხვევაში, ჰორიზონტი დავზვერე.

მოხუცი არ აპირებდა უკან დახევას, ხელების ქნევას მოუმატა, კინაღამ ბორბლებში შეუვარდა მიკროვატობუსს.

_ გააჩერეთ, გეხვეწებით, გააჩერეთ! _ ყვიროდა გამართული ქართულით.

სერგომ კიდევ ერთხელ შეიკურთხა და მაინც გააჩერა. მიდი და ნუ გააჩერებ, როცა თანამემამულე შველას ითხოვს. ჩვენ რომ დაგვეხმარა კამაზის მძღოლი კარგი იყო?!

Page 50: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ გაიხარეს, გაიხარეს ახალგაზრდებო! _ აჩიფჩიფდა მოხუცი. _ ყაზბეგამდე ჩამიყვანეს, რა? ნუ დამტოვებთ მარტოკინა ამ საყინულეში.

_ დაჯექი, ძიაკაცო. _ ნება დართო სერგომ და კარი გაუღო.

მოხუცმა ჯერ ჯოხი შემოაგდო, მერე თვითონაც ამობობღდა. მიიხედ-მოიხედა და კრიახით დაეპერტყა ჩვენ უკან.

_ ჩმიში ვიყავი, მოყვრებთან. ვიფიქრე, ავტობუსი ჩამაივლის, მაგრამა არ დაადგა საშველი, გავითოშე კაცი. ამინდიც ისე უცაბედად გაფუჭდა?! სახლიდან რო გამოველ, არ თოვდა, მინამ ტრასამდე ამოვბლაყუნდი, ცამ პირი მოხსნა. _ მოხუცმა შეწითლებული ხელები პირთან მიიტანა და სული შეუბერა. ჭაღარა ულვაშთან შედარების ხელები ახალგაზრდული ჰქონდა, გადატკეცილ კანზე ამობიბინებული ჟღალი ბალნით.

_ ჰო, უცებ დაგვიზამთრდა. _ გამოეხმაურა სერგო.

გზას გავხედე. ერთი მხრივ, კარგია წყალწყალა თოვლი, ადგილზევე დნება. მშრალი თოვლი ლამაზია, თუმცა საშიში. მოყინულზე რა გაივლის დარიალის ხეობას, ასმეტრიანი ქარაფების წარმოდგენაზე ტანში ახლაც ჟრუანტელი მივლის. ხომ შეიძლება, ჩვენც...

გაფიქრება ვერ მოვასწარი, რომ ისეთმა ჟრუანტელმა დამიარა, ხრამში გადაჩეხილი მანქანა გაფრენილ თოლიად მომეჩვენა.

საქმე იმაშია, რომ მგზავრმა კისრით დამითრია და სკამის საზურგეს მიმაწეპა. საფეთქელზე პისტოლეტის ლულა შემერჭო _ გველივით ცივი და სლიპინა, მინდოდა სერგოსთვის შემეხედა, მაგრამ ისე ღონიერად ვყავდი გაკავებული, თავის მობრუნება კი არა, სუნთქვა მიჭირდა.

_ მოაბრუნე მანქანა, თორემ გავათავე ადგილზე! _ ბებრულმა ჩიფჩიფმა წამიერი მეტამორფოზა განიცადა და ზრდასრული მამაკაცის ხმად მოგვევლინა.

_ ხომ არ გაგიჟდი, ძიაკაცო? _ სერგო ბოლომდე ვერ ჩახვდა საქმის ვითარებას. მე კი დაახლოებით მივხვდი, ვის შეიძლება ეკუთნოდეს ჟღალი ბალნის დაფარული ხელი.

_ დამთავრდა თქვენი გულავი, აქ მე ვარ მთავარი პროკურორი.

_ ვინ ხარ? _ სერგო ჯერ კიდევ ცდილობდა თავის მოტყუებას, მაგრამ ხმაზე ეტყობოდა, მიხვდა.

_ ედუარდ კოკოითი. გაწყობს? _ დამცინავად ჩაიქირქილა ცრუ ძიაკაცმა.

_ არა, არ მაწყობს.

_ პაკო ინასარიძე?

_ თუ გრიშა კულუმბეგოვი? _ კითხვა შეუბრუნა სერგომ.

_ გაქექეს, არა? ვერ მოისვენეთ... მდაა, მით უარესი თქვენთვის. მოაბრუნე შენი ჯაბახანა, საცა მიგითითებ, იქ წახვალ.

სერგო უპერსპექტივო დიალოგში შესვლისგან თავი შეიკავა და მიკროავტობუსი მოაბრუნა.

არც მწვანე შუქი, არც ცხვრის კურკლი. წითელმა აგვინთო, ბატონებო, წითელმა!

_ _ _

Page 51: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

სოფელი, რომელსაც პისტოლეტის ლულის ქვეშ მივადექით, მთის ფერდობზე იყო შეფენილი და ნასოფლარს უფრო ჰგავდა, ვიდრე ადამიანებით დასახლებულ პუნქტს. სოფელი-მოჩვენება _ აი, ასე დავარქმევდი. ზამთარს თითქოს გამოეშიგნა თვალწარმტაცი პეიზაჟი და ჩონჩხიღა დაეტოვებინა. ალაგ-ალაგ თოვლის დაფარული, მაგრამ მაინც ჩონჩხი.

შუკაში სატვირთო ავტომანქანა ეგდო, ისიც ძირფესვიანად გამოშიგნული _ არც საბურავები, არც ძრავა, მხოლოდ ჟანგიანი კარკასი. გავერანებულ ეზოებში სულიერი არ ჭაჭანებდა, კვამლი სულ რამდენიმე საკვამლურში შევნიინე. თოვდა. სადღაც ძაღლი აყეფდა, ძრავის გუგუნზე თუ გაახსენდა პირდაპირი დანიშნულება. ნათქვამია, ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო, იგივე შეიძლება ითქვას ძაღლზე სოფელთან მიმართებაში.

ე. წ. ცენტრში, სადაც ოდესღაც ავტობუსის გაჩერება უნდა ყოფილიყო, ასევე ოდესღაც აბანო ფუნქციონირებდა, რასაც მოწმობდა აბრაზე შერჩენილი წითელი ასოები. იქვე სასურსათო მაღაზიის ფრაგმენტი და ჟანგიანი ჯიხური ჩალეწილი ფანჯრით.

ასე იყო თუ ისე, თვითმარქვია პაკომ სწორედ ასეთი ადგილი შეარჩია ჩვენ დასატყვევებლად. დატყვევებასაც გააჩნია! ხელები გაგვიკოჭა და საქონელივით შეგვრეკა ბოსელში, თვითონ კი ბელეტაჟიან სახლში გაუჩინარდა. გარე სამყაროსთან მხოლოდ ფარღალალა სარკმელი გვაკავშირებდა, საიდანაც ისეთი სიცივე მოქიქინებდა, თმამ სულ ხრაშუნი დამიწყო.

სერგომ კუთხეში მიყრილი თივა ფეხსაცმლის წვერით გაჩიჩქნა, ფუნის ფიტულები გამოხშირა და მოცელილივით დაებერტყა. ასეთი გულგატეხილი არასოდეს მინახავს. იმის ნაცვლად, რომ გამოსავალი მოძებნოს, მონუსხულივის ჩასჩერებოდა შავად დატკეპნილ მიწას.

_ რა ჰქენი, ამოიკითხე მოქმედების სტრატეგია ფუნის ნაზუქზე?

_ მაპატიე, იათამზე. _ ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა მაოირმა.

_ გაგიჟდი? ბოდიშების მოხდის დროა? _ სერიოზულად აღვშფოთდი.

_ გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი, ვერ გავითვალისწინე მტრის ვერაგობა, როგორ გავრისკე შენი წამოყვანა, როგორ ვერ გავთვალე, რა პასუხი გავცე დათას?!

უი, დათა სულ დამავიწყდა! ოცდაოთხი საათის განმავლობაში განგაშს არ ატეხავს, მე კი იქამდე შეიძლება მომკლან კიდეც. მკვდარი რაღას გავიგებ, მაგრამ თუ აქედან ცოცხალმა გავაღწიე, პირველ რიგში მაია დირექტორს გავქოჩრავ. ეს რა შარში გამხვია! იქვე გამახსენდა ჩვენი უკანასკნელი საუბარი, როდესაც დედა-დედოფალმა კატეგორიულად დაგმო ჩემი ვლადიკავკაზში ვოიაჟის იდეა. გამახსენდა და მოვიწყინე. ვერა, ვერ გავქოჩრავ, ცამდე მართალი ყოფილა ის ქალი! არადა, რა ამაყად დავტოვე კაბინეტი, მეტაფორები ვისროლე: `ცხოვრება გაძლებაა~, `დაიძრა მატარებელი~... ყეყეჩი სირაქლემა!

არა, არა, პესიმიზმში ჩავარდნა არაფერს მოგვიტანს. გაკოჭილი ხელები ავიქნიე და სერგოს ავესვეტე:

_ გამოუსწორებელი შეცდომა იქნებოდა გახვრეტილი შუბლებით რომ ვეყაროთ შარაგზაზე. ვინაიდან ცოცხლები დაგვტოვა, ე. ი. რაღაცაში ვჭირდებით. უნდა ვიფიქროთ, რაში.

Page 52: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

სერგომ ქვევიდან ამომხედა. თვალებიი საღი აზრის ჩანასახი შევნიშნე. მიდი, მიაწექი მაიორო, ტვინს ძალა დაატანე, თორემ ჩემს ორგანიზმში გამყინვარების პროცესია დაწყებული, კიდევ დიდხანს თუ გამაჩერებენ ამ ფარღალალა ბოსელში, ერთ მონოლითურ ლოლუად გადავიქცევი და აღარაფრად ვივარგებ. ფ

_ ვის შეიძლებოდა მიეწოდებინა ჩვენი გამგზავრების ამბავი? _ სერგოს გონება დაეწმინდა.

_ `თაფლი იყოს, ბუზი ბაღდადითან ჩამოვა~.

_ ხუმრობის გარეიე...

_ ნინოს? _ უფრო ჩემ თავს დავეკითხე.

_ ვითომ, მაგან ჩაგვიშვა? _ გამოდის, მაიამ ყველაფერი ჩაუკაკლა... სულსწრაფი, უტვინო დედაკაცი. გაქოჩვრის კი არა, გაპუტვის ღირსია. აი, მოხარშულ დედალს რომ პუტავენ სოფლის ქალები. _ იქნებ გრიშამ აიძულა, ჰა? დაგავიწყდა ჩალურჯებული თვალი? ვინ იცის, მოკლა კიდეც. _ გავაგრძელე შემზარავი აზრი.

_ ცოლი მოკლა და ჩვენ ცოცხლები დაგვტოვა? ნწუ.

_ ჯერჯერობის დაგვტოვა, ეგებ რამეში გამოვადგეთ.

ტემპერატურის ასაწევად ბოსელში ბოლთის ცემას მოვყევი. ფეხზე ვედრო მომედო, კინაღამ ავყირავდი. გაბრაზებულმა ამოვწიხლე. ვედრო წკრიალის გაგორდა მიწაზე, ნეხვის ნაზუქებს გადაურა და კართან გაჩერდა.

_ კანიბალია, რამეში გამოვადგეთ? _ ამოიოხრა სერგომ. _ ჩვენი ხორცი არ იჭმევა და ძვალი... ისე, კი შემოგვრეკა ბოსელში, საქონელივით, მიდი და გაიგე, რა აქვს თავში! უხ, მაგის ბაბო გავათხოვე, რამ გამაჩერებინა მანქანა, როგორ ვერ მივხვდი!

_ ინფორმაციის წყარო. _ შევძახე საკუთარი გამზრიახობით კმაყოფილმა და სერგოს გავხედე.

ოროსანი მოწაფესავით მომჩერებოდა. ამჯერად ჩვენი აზრები არ მუშაობდნენ პარალელურ რეჟიმში. `შეთქმულთა საძმო~ კი არა, ხაფანგში გაბმული ციყვები ვართ.

_ ინფორმაცია უნდა დაგვტყუოს, იმიტომ არ მოგვკლა. ფერშტანდენ? _ დავუღეჭე სათქმელი.

_ მგონი არ უჩივის ინფორმაციის ნაკლებობას.

_ ნებისმიერ შემთხვევაში, დრო უნდა მოვიგოთ. ტყუილ-მართალი, ფანტაზია, აბსურდი... ყველაფერი გავუშვათ საქმეში, ოღონდ დროებით გავაბრუოთ.

_ ისა და, თანამშრომლობაზე რომ წამოვიკიდოთ?

_ ვითომ, ჭამს? _ ეჭვი შემეპარა.

_ ვცადოთ, ჩვენგან რა მიდის, რო... გრიშასთანა ნაძირალა საკუთარი ნაძირლობის გადასახედიდან აღიქვავს მთელ კაცობრიობას და მის ცალკეულ წარმომადგენლებს. ჩვენ უნდა გავხდეთ მისი არაკაცობის საპირწონე. იაკო, მოქმედებაში მოიყვანე მთელი შენი არტისტიზმი, რაღაცნაირად დაარწმუნე, რომ არ ვართ გადასაგდები ხალხი. ჰა? _ ისე შემევედრა სერგო, თითქოს წამის წინ მე არ მივაწოდე მსგავსი იდეა. ეჰ, მაიორო, მაიორო, რა დროს დედუქციური შეჯიბრია, სიკვდილი გვკიდია დამოკლეს მახვილივით.

_ მარტო ვერ დავარწმუნებ, შენც უნდა ამომიდგე მხარში. _ ვთქვი ხმამაღლა.

Page 53: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ ვეცდები, მაგრამ მეშინია არ დამეტყოს, ალალი ქართლელი ვარ, ყველაფერი სახეზე მაწერია. _ თავი მოისაწყლა სერგომ და ვირის გრძელწამწამა თვალები აახამხამა.

_ შენ ალალი ქართლელი ხარ, მე აფერისტი გურული, არა? _ გაწიწმატებული დავტრიალდი საკუთარი ღერძის გარშემო და საწყის პოზიციაში დავდექი. _ რა უნდა გელაპარაკო, რეალური საფრთხის დროსაც კი, ვიწრო კუთხური ინტერესებიდან გამოდიხარ.

_ მორჩი დემაგოგიას! შენ ისე მოგდის, კაცს რომ თავს ჭრიან, ის კი მუწუკს დარდობს _ არ მეტკინოსო. ნუ დამადექი თავზე, დაჯექი და იფიქრე, რაში შეიძლება გამოვადგეს გრიშას.

დავუჯერე და გვერდით მივუჯექი. შეკრული ხელები კალთაში ჩავიწყვე, თვალები დავხუჭე და ვარიანტების მოზღვავების მოლოდინში გავყუჩდი. ნანატრი მოზღვავების ნაცვლად ტვინი რაღაც აფსურდულ კადრებს მთავაზობდა. მაგალითად, ძროხებს, რომლებიც ამ ბოსელში ცხოვრობდნენ; გლეხის ქალს, რომელიც ამ ძროხებს წველიდა; მერე ალბათ ყველი ამოჰყავდა, კარაქს დღვებდა, ქმარ-შვილს აპურებდა... სად წავიდა ის ქალი, ან მისი მონაგარი?.. რატომ ვზივართ ბოსელში მე და ჩემი მაიორი მარჩენალი ძროხების ნაცვლად? მოწველით არავინ მოგვწველის, ხორცადაც არ გამოვდგებით...

დავუბრუნდეთ თემას. ხო, რაზე ვიყავი... დავუშვათ, გაგვაჩნია ზესაიდუმლო ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა გახდეს ვაჭრობის საგანი...

გონება დავძაბე, მაგრამ ხელმოსაკიდი ვერაფერი ვშობე. რა ვქნა, დამიჯდა ბატარეა, მცივა, მშია, მწყურია... რაც ყველაზე სავალალოა, ტუალეტში მინდა. ცივ მიწაზე გდებამ დროებით მიძინებული ცისტიტი გამიღიზიანა, სერგო კი მეუბნება, _ იფიქრეო. შარდის ბუშტის ნაცვლად მუცელში სითხით გაპიპინებული დირიჟაბლი მიცახცახებს, როგორ ვიფიქრო `ვაზრობის საგანზე?~

ბედად კარი გაიღო და ნაცრისფერ ღიობში გრიშას სილუეტი დაილანდა. ხელოვნური ულვაშის მოძრობა და ბებრული გრიმის მოწმენდა მოესწრო. ღარიბული სამოსიც გამოეცვალა _ გაქუცული უშანკის ნაცვლად `კენგოლის~ ნაქსოვი ქუდი, `დუტი~ ჟილეტი და მაღალყელიანი ბუგები. თხილამურები და მზის სათვალეღა აკლდა, და გუდაურის სარეკლამო ბილბორდი ზურგსუკან.

_ მობილურების კონფისკაცია უნდა გაგიკეთოთ. _ `კეთილი~ სურვილი გამოთქვა და ჩვენკენ წამოვიდა.

ხელები გაკოჭილი გვქონდა, ამიტომ მობილურების ამოსაღებად ჩვენს ჯიბეებში ძრომიალი დასჭირდა. სერგომ დაჭრილი ხარივით წაიზმუვლა _ თავისი ჭკუით გააპროტესტა, ვითომ, მეც კაცი ვარ და ქუდი მხურავსო. მე, კაპიტულაციის ნიშნად იდაყვები შევატყუპე და უსიტყვოდ ვანიშნე მობილურის შენახვის ადგილი. ზმუილი და წკმუტუნი რომ შველოდეს გაფუჭებულ საქმეს, ვერავინ დამასწრებდა.

პირველად ჩემი მობილურის მენიუთი დაინტერესდა. ნაცნობმა წკაპუნმა კარგი დროება გამახსენა _ სახლი, მყუდრო სამზარეულო, აბაზანა-ტუალეტი ორიოდე ნაბიჯში... რატომ არ ვაფასებთ სიმშვიდის ყოველ წამს, რატომ გვეჩვენება, რომ დავიმსახურეთ `სინათლე ჩვენს ფანჯრებიი~?

_ ასეც ვიცოდი. _ გრიშამ ირიბად ჩაიცინა და საჩვენებელი თითით სათვალე შეისწორა. ლაპარაკისას ზედა ტუჩი გაურბოდა და წინა კბილები უჩანდა, ბოროტი ზაზუნასავით. _ ნინომ ჩამიშვა, არა?

_ ადამიანი მარტო ვერ მოერია პრობლემას და დახმარება ითხოვა. რა არის ამაში დასაძრახი? _ ცხადია, მე გამოვიდე თავი, სერგო დაჭრილ ხარს განასახიერებდა.

Page 54: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ დასაძრახი ისაა, რომ ქმარს არ დაუჯერა. _ თვითმარქვია პავლემ, იგივე გრიშამ, ჩვენი მობილურები ჟილეტის ჯიბეში შეინახა. ეტყობა კომფორტულ გარემოში აპირებდა მენიუს შემოწმებას. ბოსლის ბინდბუნდში ერთმანეთის გარჩევა ჭირდა, არათუ მესიჯების. გრიშამ სიგარეტს მოუკიდა და სარკმელში გააბოლა.

_ რამდენ მოჭრილ თითს გამოგზავნიდა უბედური ამირანა? _ განაგრძო დამცინავ ტონალობაში, _ ერთხელაც იქნებოდა, მობეზრდებოდა. ახლა რა გამოდის? ამირანაც გაწირა, ქმარიც დაკარგა.

_ ამირანი თქვენ გაწირეს, ნინოს აზრადაც არ მოსვლია მისი მოკვლა.

_ მოწმის ცოცხლად დატოვება საფრთხეს უქმნიდა არა მხოლოდ ჩემს ბიზნესს, არამედ ჩვენი ოჯახის რეპუტაციას.

_ თქვენს ოჯახს არ აცდება რეპუტაციის შელახვა. კრიმინალური პოლიცია საქმის კურსშია, ასე რომ, მორიგი მკვლელობა მხოლოდ დაამძიმებს თქვენს დანაშაულს.

_ გგონია, მოკვლას გიპირებთ? _ გრიშამ სერგოზე გადაიტანა მზერა. _ რას გაჩუმებულხარ, მაიორო, ენა ჩაგივარდა თუ შიშით ჩაიფსი?

ადრესატმა ისევ შეზმუვლა, მე ვისარგებლე შემთხვევით და `ჩაფსმასთან~ დაკავშირებული პრობლემა ხმამაღლა გავაჟღერე.

_ არა უშავს, მოითმენ. _ `დამამშვიდა~ გრიშამ. _ თუ ჩემს წინადადებას დათანხმდებით, ტუალეტში კი არა, თბილისში გაგიშვებთ ორივეს. თუ არა, საკუთარ თავს დააბრალეთ.

_ თქვი შენი წინადადება, რაღას უცდი. _ სერგო ზმუილიდან ადამიანურ მეტყველებაზე გადავიდა. მიხვდა, არ იყო ემოციების დემონსტრირების დრო და ადგილი.

_ მე რომ თბილისში აღარ ჩამესვლება, ჩემზე კარგად იცით. სხვათა შორის, ეგეც თქვენ კისერზეა... მე რომ თბილისში არ ჩამესვლება... ჰოდა, მესამედ მომიწევს ცხოვრების თავიდან დაწყება. მესამედ. უფულოდ რა ჩემფეხებს დავიწყებ? ფული ბიზნესში მაქვს ჩადებული. თბილისში მაქვს. _ გრიშამ ნაფაზი დაარტყა და სარკმელში გაიხედა.

საკუთარმა ტავტოლოგიებმა მოჭრა ყური თუ შორისდებულები შემოაკლდა, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, ტაიმ აუტი აიღო. ბოლომდე მოსწია სიგარეტი, ნამწვი სარკმელში გააწკიპურტა და ნელა მოტრიალდა ჩვენკენ. _ ერთი თქვენთაგანი საგანგებო დავალებით ჩავა თბილისში, მეორეს მძევლად დავიტოვებ. წილის გაყიდვა გადავწყვიტე, უკვე შევათანხმე პარტნიორებთან, მაგრამ ხელმოწერილი და ნოტარიალურად დამოწმებული თანხმობაა საჭირო. როგორც კი თანხა ანგარიშზე დამიჯდება, მძევალს გავათავისუფლებ.

_ რატომ უნდა გენდოთ? _ ჰკითხა სერგომ.

_ ნუ მენდობი, რა, _ მხრები შეათამაშა გრიშამ, _ მე ჯერჯერობით სიკვდილი არ მომნატრებია, ვისაც მონატრებია, იყურყუტოს ბოსელში სულის ამოხდომამდე.

_ მაშინ ქალი წავიდეს, მე დავრჩები. _ სერგომ სულგრძელობა გამოიჩინა. გამომეტყველებაც შესაფერისი გამოაცხო _ მოყვასისთვის წამებული გმირი.

_ გარანტიების გარეშე არსადაც არ წავალ! _ ახლა მე გამოვიდე თავი, _ ზუსტად უნდა ვიცოდე, რომ მეწყვილე ცოცხალი დამხვდება.

_ რას მომცემს ამის სიკვდილი? _ უმისამართოდ იკითხა გრიშამ. _ არაფერს. _ დაასკვნა თავისთვის და სრულიად უბოროტოდ შემოგვხედა.

Page 55: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ ხომ შეიძლება მაორის საბუთებიც ისე გამოიყენოს, როგორც თავის დროზე პავლე ინასარიძის? _ მივაწოდე იდეა, და იქვე ვინანე. ვინ იცის, არც უფიქრია მსგავს ავანტიურაზე, მე კი არამკითხე მოამბესავით გამოვხტი.

_ არა, არ შეიძლება. ის სულ სხვა შემთხვევა იყო... პაკოს სიკვდილში ბრალი არ მიმიძღვის, არც ავარია დამიგეგმავს. ყველაფერი სპონტანურად მოხდა. ისინი მოკვდნენ, მე ცოცხალი გადავრჩი. ბედისწერაა.

_ პაკოს დედა არ მომკვდარა...

_ მე მკვდარი მეგონა, ღმერთი-რჯული! _ გრიშას სითავხედე ეყო და პირჯვარი გადაიწერა. _ ან რაში სჭირდებოდა ეგეთი სიცოცხლე, ერთადერთი შვილი მოუკვდა. ერთადერთი. მე კი შანსი გამიჩნდა. ცხოვრების თავიდან დაწყების შანსი... ერთადერთი შანსი. მაგრამ თქვენ ამას ვერ გაიგებთ, ჩემსავით უნდა წაიტეხოთ ცხვირი, რომ მიხვდეთ, რას ნიშნავს ოსური გვარით საქართველოში კარიერის გაკეთება.

_ სისულელეა. მტკნარი სიცრუე. _ შეწინააღმდეგება ვცადე. _ რამდენსაც გინდა იმდენს ოს ვიცნობ, ჯიგარ ბიჭებს, თბილისელებსაც, ჩამოსულებსაც... გამოჩენილ სპორტსმენებზე აღარაფერს ვამბობ.

_ სამწუხაროდ, მე არ ვიყავი გამოჩენილი სპორტსმენი. მე ერთი უბრალო მძღოლი ვიყავი, რომელიც მხოლოდ იმიტომ დაითხოვეს, რომ ხაზეინის ქალიშვილს შეუყვარდა.

_ ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ იმავე მიზეზით ქართველსაც დაითხოვდნენ. _ ვუპასუხე ყოველგვარი სარკაზმის გარეშე. _ როდის აქეთია, ჩინოვნიკები მომსახურე პეროსნალთან დამოყვრებაზე ოცნებობდნენ?... ასე იყო გუშინ, ასეა დღეს, ასე იქნება ხვალეც. მთელ მსოფლიოში ასეა, არ ვიცი, რა გიკვირთ?

_ დღევანდელი გადასახედიდან აღარაფერი მიკვირს, მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და მეწყინა. ჰოდა, ჩემს თავს დავენაძლევე _ რადაც არ უნდა დამიჯდეს, ყველას დავუმტკიცებ, ვინ ვარ და რა შემიძლია.

_ მოპარული გვარ-სახელითა და მოპარული ფულით?!

_ ჩემ ადგილზე ნებისმიერს წასცდებოდა ხელი. _ შთაგონებული სახით წამოიძახა გრიშამ, _ ავარიის მომენტში პარკი გაიხსნა და იქიდან ფული გადმოიპნა. ზღვა ფული... ამდენი არასოდეს მენახა. თითქოს მეძახდა: მოდი, გამომიყენე რამეში, მილიცია რატომ უნდა ახეიროო. ისე დავრეტიანდი, ტკივილიც კი დამავიწყდა, არადა, დამტვრეული ვიყავი, თავპირდასისხლიანებული... ბიზნეს-პროექტიც იქვე ეგდო, ფაილში. გზაში ის ქალი, ჯული მომავალი გეგმებზე ლაპარაკობდა... ჩემი ბიჭი, პავლიკა, დირექტორი იქნებაო, მე _ მენეჯერიო. მძღოლი ხომ არ გინდას მეთქი, გავეხუმრე. სხვათა შორის, ჭკუაში ჩაუჯდა _ ჩემი პავლიკა თბილისს ცუდად იცნობს, ქართულად ლაპარაკიც უჭირს, სიამოვნებით ავიყვანდი მძღოლად სანდო ადამიანსო.

_ და ასეთ გულისხმიერ ქალბატონს თითი მოაჭერით? თითქოს ფული არ იყო საკმარისი...

ისევ გრძელი პაუზა, შთაგონებული სახე და სათვალის მინაზე არეკლილი მზერა. კადრი ფილმიდან `მონანიება~.

_ მისი ბრალია. მთელი გზა იმ ბეჭედს კოცნიდა, ჩემი თილისმა არის, ჩემი წარმატების გარანტიო, ისაო, ესაო... უბრალო არ გეგონოს, ერთ ცნობილ ლედის ეკუთვნოდაო. მოკლედ, მთელი ისტორია მოჰყვა. ვიფიქრე, იქნებ მართლა თილისმაა, მოდი, ხელს გავიყოლებ მეთქი. დავეჯაჯგურე, მაგრამ ვერ დავძარი. დრო კი არ ითმენდა, ავდექი და მოვაჭერი, მკვდარი მაინც ვერაფერს გაიგებს მეთქი. რა ვიცოდი, თუ

Page 56: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

ყველაფერს გრძნობდა? არ უნდა მომეძრო, _ დაამატა სინანულით, _ ეტყობა მაშინ დამწყევლა.

_ ბეჭედი გაყიდე?

_ არა, ვაჩუქე.

_ ვის?

_ მაგას მერე გეტყვი, როცა დავალებას შემისრულებ. სხვათა შორის, არანაკლებ საინტერესო ისტორიაა. _ გრიშამ ორაზროვნად გამიღიმა და სარკმელს მოშორდა და ფაქტობრივად სიბნელიდან დაგვეკითხა:

_ დარწმუნდით, რომ სპეციალურად არავინ მომიკლავს? თუ ტყუილად მაღადავეთ ამდენი?

_ ცოლისძმა? _ შეახსენა სერგომ.

_ ამირანა სულ სხვა ოპერაა. მაშანტაჟებდა ეგ გოიმი, საათივით აწყობილ ცხოვრებას მინგრევდა. მარტო ფული ბევრს არაფერს ნიშნავს, ბიზნესი ჩემთვის ფულზე მეტია, შვილივით არის... წარმოიდგინეთ, შვილს რომ გედავებოდნენ?! როგორ აგიხსნათ... ჩემს მეწილეებსაც ჰქონდათ ფული, მაგრამ რომ არა ჩემი კრეატიული ნიჭი, ძლიერ კორპორაციას კი არა, ტილიან ფერმას ვერ ავაწყობდით. ვიდრე ისინი, მეწილეები, რესტორნებში ქეიფობდნენ, მე წინ და უკან დავრბოდი დროგის ცხენივით. ყოფილა შემთხვევა, დღეში რამდენიმე რეისი გამიკეთებია რაიონებში, ცხრაჯერ შევსულვარ ცალტვინა ჩინოვნიკებთან, მიტყდებოდა, მაგრამ შევდიოდი, რომ ელემენტალური ნებართვა გამომეგლიჯა. დასაწყისი რთული იყო, დამღლელი, უთავმოყვარეო... და ახლა, როცა ტიტანური შრომის ნაყოფს ვიმკი, ამირანა გამომიხტა! ფულიც შევთავაზე, სამსახურიც, მაგრამ არ გაჭრა, მორალის კითხვა დამიწყო ბიჭმა. არა, რა ეგონა, გაუთლელი ლუიზას გულისთვის ნინოს მივატოვებდი? _ რატომღაც ხმას დაუწია, თითქოს `გაუთლელი ლუიზა~ კარს უკან ეგულებოდა.

_ შვილები არაფერს ნიშნავს? _ ახლა მე შევახსენე.

_ შვილები. _ აქ, მეღვინე `პავლე~ ცოტა არ იყოს შეიშმუინა. _ შვილები ჩემი აქილევსის ქუსლია... მაგრამ ახალი ცხოვრების ორომტრიალმა ისე ჩამითრია, თავის მოსაფხანი დრო არ მქონდა. არც უკან დასახევი გზა. წარსულს ხაზი გადავუსვი, ვცდილობდი არ მეფიქრა საზღვარს იქით დარჩენილებზე... რამდენად გამომდიოდა, სხვა საკითხია... წლები გავიდა, ვიდრე ჩადებულმა ფულმა მოგება მოიტანა. მერე წავიდა და წავიდა, დატრიალდა.

_ ცოლს კი მკვდარი ეგონეს, თავშიც არ მოსვლია, რომ მისი სანაქებო გრიშა ასე გაწირავდა. _ კედელ-კედელ მოარული ლუიზას გასხენებაზე გული დამეწვა.

_ რა იზამ, ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე. ლუიზა გამიგებდა და მაპატიებდა.

_ არ დაიჯეროთ, ასეთ რამეს არ პატიობენ.

_ ვითომ? _ იკითხა დამცინავად.

_ დარწმუნებული ვარ. _ ვუპასუხე პათოსით.

გრიშამ კარი მოაფრიალა და ხმამაღლა დაიძახა:

_ ლუიზააა!

Page 57: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ _ _

ნახევარ საათში სოფლის სახლში ვიჯექი. სითბოში ყოფნის პატივი მხოლოდ მე მხვდა წილად. სერგო ბოსელში დატოვეს, როგორც ხელისშემშლელი ფაქტორი და უბრალოდ, მამრი. გავაპროტესტე, მაგრამ კატეგორიული უარი მივიღე და ბედს დავემორჩილე. არ გამოვიდა ჩემგან ცოტნე დადიანი... სიტუაციაც არ იყო შესაფერისი _ კარზე ზამთარია, ახლომახლო თაფლი არ მეგულება, ეს საძაგელი გრიშა კი ნებისმიერ მონღოლზე უარესია. თაფლი კი არა, სულ რომ შიშლიკანა მერბინა თოვლში, სერგოს მაინც არ გამოუშვებდა.

ოთახში კიდევ ერთი მოღალატე აღმოვაჩინე, გრიშას და ლუიზას ნაშიერის, თემურის სახით. თავჩაქინდრული იჯდა, მხრებზე დაყრილი გრძელი ცხიმიანი თმით. სახე ჩრდილში ჰქონდა მოქცეული, ნაჯახის პირივით ვიწრო ცხვირი უჩანდა მხოლოდ. სპორტსმენზე მეტად როკ მუსიკოსს ჰგავდა. თმა, სავარაუდოდ, ცხვირის საკომპენსაციოდ გაიზარდა. თვალებს მალავს, ე. ი. იცის, რომ უნამუსოდ იქცევა, მაგრამ სიხარბე სძლევს. პატარა საქმეა? სად იყო და სად არა, მდიდარი მამა დაეცა ცხიმიან თავზე. მერე რა, რომ ამდენი წელი არ ახსოვდა მისი არსებობა, გამზრდელი ბიძა რომ მოუკლა, სამაგიეროდ, ფუფუნებაში ცხოვრების პერსპექტივა გაუჩნდა.

გამოდის, ლუიზამ ჩაგვიშვა, ამ კედელ-კედელ მოარულმა უნამუსობამ. რას წარმოვიდგენდი, ძმის კუბოს თუ მიატოვებდა და დაკარგული ქმრის ძებნას შეუდგებოდა. ქვეშქვეშა, ჩუმი ქალები ასჯერ, ათასჯერ უფრო საშიშები არიან ვიდრე ენაჭარტალა, ბაზრის დედაკაცები. ლუიზამ არა მხოლოდ გადაამოწმა ჩვენგან მოპოვებული ინფორმაცია, არამედ, დაუკავშირდა მოღალატე ქმარს და შეეკრა. ჩვენ წინააღმდეგ შეეკრა! გრიშას, რომელიც იმთავითვე გრძნობდა საფრთხეს, ლუიზას გამოჩენის შემდეგ საბოლოოდ აეხილა თვალი. ჩვენი საქართველოში დაბრუნება ავტომატურად გამოიწვევდა მის დაპატიმრებას. თავისუფლებასაც კარგავდა, `საათივით აწყობილ~ ბიზნესსაც და ვითომ რეპუტაციას. ამიტომაც წავიდა ვა ბანკზე, ბერიკაცად გადაცმული მოგვევლინა შარაგზაზე. ჩვენ კი გული აგვიჩვილდა, მანქანა გავუჩერეთ, კარი გავუღეთ...

გრიშა სადღაც გაუჩინარდა, დარაჯად კი ატუზული თემო დატოვა. შეიძლება, ადამიანი დამჯდარ მდგომარეობაშიც ატუზული იყოს? შეიძლება, რადგან ატუზულობა სულის მდგომარეობაა და არა სხეულის. თემო ასეთია. მარჯვენა ხელი ჯიბეში უდევს, ვინ იცის, პისტოლეტს ჩაფრენია. შიშით შეიძლება გაუვარდეს კიდეც. შიში ყველაზე მასშტაბური გრძნობაა გრძნობათა შორის, დროზე თუ არ მოთოკე, იბარტყებს, მთლიანად დაგიმორჩილებს, მონად გაგხდის, შუბლის ძარღვს გაგაწყვეტინებს...

წკარუნზე მივიხედე. ლუიზა მიახლოვდებოდა ჩაის ჭიქით ხელში.

_ მიირთვით.

საყვედურით შევხედე.

_ იამზე გქვიათ, არა?

თავის დაფასება მინდოდა, მაგრამ კიდევ უფრო მინდოდა ცხელი ჩაი. ტკბილი. თავის დაკვრით შემოვიფარგლე. დილით ნაჭამი ხაბიზგინის ნაჭერი კარგა ხანია მოვინელე. მშია, ბატონებო, მშია. არ იფიქროთ, შიმშილი შიშზე ნაკლები განცდაა, ექსტრემალურ სიტუაციაში, შეიძლება უარესიც. შიში შეიძლება დაძლიო, მშიერი კი ფეხებს გაფშიკავ.

Page 58: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ ჩემს მეზობელს ერქვა იამზე, შინაურები იას ეძახდნენ.

_ მეც. მეც იას მეძახიან.

_ ნუ მიბრაზდებით, ია, ნურც გამამტყუნებთ... დამიჯერეთ, არ მქონდა სხვა გამოსავალი. როცა პირველმა შოკმა გამიარა, მივხვდი, ისევ ძველებურად მიყვარს ჩემი გრიშა.

ღმერთო, რა გულისმარევი სენტიმენტებია, თავი სერიალში მგონია. სიამოვნებით შევასხამდი მღუღარეს, მაგრამ ატუზული თემოსი მეშინია. გვერდიდან ვგრძნობ მის არაკეთილმოსურნე მზერას, თითქოს მე წავართვი ძვირფასი მამა.

_ თუ მისი ფულები? _ შევეცადე დამეჭირა ლუიზას მზერა, მაგრამ ვერ მოვახერხე, შვილის არ იყოს, ისიც თავჩაქინდრული ჩასჩერებია სიძველისგან გაქექილ სუფრას, გადაჯვარედინებული თითები კალთაში უდევს, ძაფის გორგალივით. საცოდავი სანახავია.

_ ეჰ, არ გინახავთ გაჭირვება, იმიტომ ლაპარაკობთ ასე... ასე ხელაღებით. იცით, რას ნიშნავს, როცა შვილი გიკვდება, შენ კი წამლის საყიდელი ფული არ გაქვს?! არასოდეს დამავიწყდება ჩემი ზაურის თვალები, სიკვდილამდე მეხსომება. ჯოჯოხეთი გამოვიარე. ნამდვილი ჯოჯოხეთი. ერთი ეს ბიჭი დამაყენებინა გზაზე, აღარაფერს დავეძებ. _ დასამოწმებლად თემოს გახედა, რომელიც არც შერხეულა, ვითომ სხვას ეხებოდა დედამისის ტირადა.

_ თქვენი შვილი იმ ასაკშია, აქეთ უნდა გარჩენდეთ. _ ჩაი მოვსვი. ცხელი სითხე სასიამოვნოდ ჩასრიალდა ყელში და სიცივისგან შეკუმშული კუჭი დამიამა.

_ მამამისი ფულებში ბანაობდეს, ესა კი წელებზე ფეხებს იდგამდეს? _ ლუიზა მოულოდნელად გაწიწმატდა და მთელი სისრულით წარმოაჩინა მისი გამორჩენაზე ორიენტირებული არსი. რომ არა ძმის მკვლელობა, გავუგებდი. რა ჩემი შესაფასებელია, ვინ, ვის, როდის, რამდენს აპატიებს. არც ახლა ვაპირებ განსჯას, მაგრამ როცა ქმრის სიყვარულზე მოთქვამ, ცოტა გულშიც ჩაიხედე, მამაძაღლი!

_ დარწმუნებულები ხართ, რომ ახლაც იგივეს არ გააკეთებს? გამოგიყენებთ და მიგატოვებთ, როგორც მაშინ, თორმეტი წლის წინ. აბა, დაფიქრდით, რაში სჭირდება წარმატებულ მამაკაცს უბრალო, საზოგადოებაში გამოუსვლელი ცოლ-შვილი? დღევანდელი გრიშა სულ სხვა გაქანებისა და პრეტენზიის ადამიანია. იცით, ვინ იყო მისი ცოლი?

ლუიზა დაინტერესებული გადმოიხარა, მაგრამ პასუხის გაცემა არ დამცალდა _ ოთახიი გრიშამ შემოაბიჯა, თან შემოიტანა ცოტაოდენი შეშა და თოვლის არომატი.

_ ჩაის მიირთმებთ? _ გვესროდა შინაურულად და ღუმელისკენ გაემართა.

_ ჩვენ კი მივირთმევთ, მაგრამ სერგომ რა დაგიშავათ... ხვალ დილამდე ბოსელში გაიყინება.

_ ძაღლი კოჭლობით არ მოკვდება. ჰმ, ბოსელი არ აწყობს?! ქრისტე თუ დაიბადა ბოსელში, პაგონებიან მაიორს არ ეკადრება ერთი ღამის გათენება? _ გრიშამ გამომწვევად შემომხედა, რეაქცია აინტერესებდა.

ვერ მოგართვი, ვაჟბატონო. ქრისტეს სახელით სპეკულაციას არ ვაპირებ. საერთოდაც, არ ვაპირებ პოლემიკაში შესვლას. ჩემი ხასიასი რომ ვიცი, შეიძლება ვერ მოვზომო და ისევ სერგოს გვერდის მიმიჩინონ ადგილი. სოლიდარობა და მეგობრობა ერთია, მაგრამ წყეულმა ცისტიტმა კიდევ თუ ისევ შემახსენა თავი, ელემენტალურად შევრცხვები. მართლა და მართლა, ბოსელში ხომ არ გავმართავ საზოგადოებრივ ტუალეტს?!

Page 59: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ დარდი ნუ გაქვს, არ გაიყინება შენი მაიორი, საბანი და არაყი მივართვი, იმედია, შეირგებს. _ გრიშამ რკინის მაშას ხელი დაავლო და ღუმელში შეუჩხიკინა. _ თუ გგონია, არ შევდივარ თქვენ მდგომარეობაში, ძალიან ცდები. შევდივარ, მაგრამ თავს ზევით ძალა არაა. სხვა დროს და სხვა სიტუაციაიი, ეგებ გვემეგობრა კიდეც. კავკასიელები ვართ, ერთი მენტალობის ხალხი... რაღა შორს მივდივარ, საერთო ნაცნობი გვყავს, მშვენიერი ნინოს სახით. მართლა, როგორ გამოვიდა თქვენზე? _ გრიშა მკვეთრად მოტრიალდა. ჟილეტის ჯიბიდან ნაცნობი პისტოლეტი გამოუცურდა. სწრაფი მოძრაობით დაიჭირა, ლულას სული შეუბერა და ღუმლის თავზე შემოდო.

_ ნება მომეცი, არ გიპასუხო.

_ გეშინია, რამე არ დავუშავო?

_ რაღა დაგიმალო და, კი.

_ მოკლე ჭკუა გაქვთ ქალებს. _ გრიშამ ცალყბად ჩაიცინა. _ ნინოსთვის არაფერი დამიშავებია, ვიღაც პასრედნიკი რაში მენაღვლება? ისე ვიკითხე, სპორტული ინტერესის ამბავში.

_ მართლა არაფერი დაგიშავებია? _ ვკითხე იმედმოცემულმა.

_ მაგისთვის ყველაზე დიდი სასჯელი უფულოდ დარჩენაა, რასაც ვაპირებ კიდეც. ხვალ დილაუთენია მოგიწევს თბილისს გამგზავრება, ახლა კი _ ჩემი დირექტივების მოსმენა და დაზეპირება. გაფრთხილებ, ყოველ წუთს გაგიკონტროლებ... გაბედავ შეთანხმების დარღვევას? შენ თავს დააბრალე. ქმარი, შვილი, გარე ბიძაშვილი არ ვიცი... მიკითხვ-მოკითხვას მერეც მოასწრებ, როცა თანხა ანგარიშზე დამიჯდება. დაიმახსოვრე, მაიორის ბედი შენ ხელშია.

_ როდის გაათავისუფლებ?

_ როცა საჭირო დოკუმენტაციას მომართმევ.

_ იმის თქმა გინდა, რომ ისევ აქ მომიწევს დაბრუნება? აკი, როცა თანხა დამიჯდებაო? _ სასოწარკვეთისგან ხმა ჩამეხლიჩა. ცივად გავწიე ჩაის ჭიქა, მართალია დაცლილი, მაგრამ მაინც.

_ შენ ეტყობა სულელი გგონივარ, _ გრიშამ მაგიდასთან გადმოინაცლა, სკამი გამოსწია და პირისპირ დამიჯდა. _ ნუთუ გგონია, ჩემი დაკავების შესაძლო ვარიანტებზე არ მიფიქრია.. რა გარანტია მაქვს, რომ თბილისში ჩასვლისთანავე მთელ პოლიციას არ დააყენებ ფეხზე, ისინი კი ჩემს კორპორაციას დააყადაღებენ? ჩვენი დისლოკაციის ადგილი იმავე წუთში შეიცვლება, რა წუთსაც საზღვარს გადახვალ. გასაგებია? _ ისე რიხიანად დამეკითხა, გვერდზე მჯდარი ლუიზა შეკრთა.

_ შეგეშინდა? _ მხარი გაჰკრა ქმარყოფილმა.

_ არა, კი... _ საწყალი ქალი დაიბნა. აშკარად უხერხულად გრძნობდა თავს ძლევამოსილი მეუღლის გვერდით. მარტო ბერიას სათვალე და აკურატული ბლანჟე რად ღირდა. _ გრიშა, ვინ იყო შენი ცოლი? _ ჰკითხა მორცხვად.

_ ჰმ, რაში გაინტერესებს?

_ მაინტერესებს. _ ლუიზამ სწრაფი მზერა მესროლა და გამომწვევად შეისრუტა ტუჩები.

რა ძალა მედგა?!

Page 60: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ ჩემს ცოლს მთელი საქართველო იცნობს. _ შეიფერა გრიშამ, _ ტელევიზიაში მუშაობს, გადაცემა მიჰყავს. მოკლედ, ვარსკვლავია.

ლუიზას ვიწრო სახეზე ჩრდილმა გადაურბინა, გასწორებული თითები მაგიდაზე დააწყო, თითქოს დათვლას აპირებს.

_ დარდი ნუ გაქვს, ლუიზ, _ მხარზე მიუტყაპუნა გრიშამ, _ შენზე ერთგული ადამიანი დედამიწის ზურგზე არ მეგულება, ნინო `ფუტლიარია~, მაგას ჩემი ფულის გარდა არაფერი აინტერესებს.

_ გაფხეკილი რომ ყოფილიყავი, არც ლუიზას დააინტერესებდი, გამდიდრების შანსი გაუჩნდა და ძმის პანაშვიდიდან მოკურცხლა. ეს ერთგულება კი არა, ჩვეულებრივი ანგარებაა. _ წყალი გადავასხი გრიშას კომპლიმენტებს.

ლუიზამ კიდევ უფრო ფინთად შემომხედა. მივხვდი, შევტოპე, არც გრიშას ესიამოვნა ჩემი გულახდილობა.

_ ცოლს ნუ მიბუნტებ, იამზე, თორემ ინანებ. _ მკაცრად გამაფრთხილა.

_ მართლა არ გიყვარს ის ქალი? _ ლუიზამ მოწიწებით შეხედა, როგორც მხევალმა დიდ ფადიშაჰს.

`ფადიშაჰი~ მოწყალე ღიმილით გადაწვა სკამის საზურგეზე, ხელები გულზე გადაიჯვარედინა და სათითაოდ შემოგვხედა.

_ გინდათ სიმართლე?... გეტყვით. ოდესმე თუ ნახავ ნინოს, შეგიძლია გადასცე. _ გრიშამ ჩემზე შეაჩერა მზერა, როგორც მთავარ ადრესატზე. _ არც მე მიყვარდა ნინო, არც მას ვყვარებივარ. ჩვენ გვჭირდებოდა ერთმანეთი, უფრო სწორედ, გვაწყობდა. პრესაში ათასი სისულელე იბეჭდებოდა: `შეხმატკბილებული წყვილი~, `ბედნიერი ოჯახი~... მოკლედ, დიდი პიარი ააგორეს, რაც კარგად აისახა ნინოს გადაცემის რეიტინგზე, წაგებაში არც ჩემი კორპორაცია აღმოჩნდა, უფრო მეტმა ადამიანმა გაგვიცნო, ახალ კავშირებზე გავედით, შეკვეთები წამოვიდა... არ დაგიმალავ, თავიდან აზარტი მამოძრავებდა _ აბა, თუ შევძლებ ნინოსთანა ქალის შებმას? უადვილესი აღმოჩნდა. ჯერ ქმარი მოვქრთამე, მერე ცოლი... მერე კი ინტერესი დავკარგე. ჩვენი თანაცხოვრება ერთ ანეგდოტს დაემსგავსა: კაცი მძინარე ცოლს უყურებს და ფიქრობს: `სხვისი რომ იყოს, რა სიამოვნების გავჟიმავდიო.~ _ გრიშამ ხმამაღლა გადაიხარხარა.

ლუიზა ვერ ჩასწვდა იუმორს და უაზროდ გაჭიმა ტუჩები. მე წარბიც არ შემიხრია. თემურიც ძეგლივით იჯდა, ხელიც კი არ ამოუღია ჯიბიდან.

გრიშა დამშვიდდა. ჟილეტის ჯიბიდან ოქროს `ზიპო~ დააძრო, ხელში შეათამაშა. ზუსტად ასეთი აჩუქა დათას მადლიერი პაციენტის მეუღლემ. მთელი საღამო იმართლებდა თავს, _ ქრთამი არ გეგონოს, პატივისცემის ნიშანიაო. მაგრად მოსწონდა ის `ზიპო~, იმდენი აჩხაკუნა, მთელი ბენზინი დაცალა. მერე, როცა სიგარეტის მოწევას თავი დაანება, მამიდაშვილს აჩუქა. ენანებოდა ძალიან, ლამის თან გაჰყვა, მაგრამ სანთებელას ხათრით გადაწყვეტილებას ხომ არ შეიცვლიდა.

_ ნინოს უყვარდა ქმარი, _ თქვა გრიშამ, _ იმ თავქარიანსაც უყვარდა, მაგრამ ოჯახს მაინც ვერ შეინარჩუნებდნენ. მე არ ვიქნებოდი, პეტრე იქნებოდა, პავლე, ივანე... არ ეწერათ ერთად ყოფნა.

_ რატომ?

_ მიჭირს რაციონალური ახსნის მოძებნა. რაშია იცი, საქმე?... არიან ქალები, რომლებიც სიყვარულსა და სტაბილურობას შორის, არჩევანს აკეთებენ სტაბილურობაზე.

Page 61: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

ასეთი ქალები უმრავლესობაში არიან, გულში დავეთანხმე და სმენა გავიმახვილე _ მაინტერესებდა ავანტიურისტი სუბიექტის ფილოსოფიური წიაღსვლები.

_ მამუკა ჩემზე ლამაზიც იყო, ჩემზე ნასწავლიც, ნინოც ჩემზე მეტად უყვარდა, მაგრამ ის არ იყო სტაბილური ცხოვრების გარანტი. მამუკასნაირებისთვის ყველაფერი დროებითია _ სიყვარული, ცოლი, შვილი, სამსახური... წავიდა კაზინოში, ითამაშა, წააგო, მერე მუხლებში ჩაგივარდა, პატიება გთხოვა, მოინანია, მეტს აღარ ვიზამო, დაგპირდა. და ცოტა ხანში ახალ წრეზე მიდის. ამ კატეგორიას რატომღაც სჯერა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ფორტუნა გაუღიმებს. ასეც ბერდებიან, ერთი მშვენიერი დღის მოლოდინში.

_ შენ ხომ გაგიღიმა?

_ ავარიას გულისხმობ?

თავი დავუკარი.

_ იტყვი, რა?... ის ავარია ბედისწერამ გამომიგზავნა, მამუკასნაირი კი საკუთარი ფეხით მიდის კაზინოში.

_ არ მითხრა, ამირანის მკვლელობაშიც ბედისწერა ერიაო.

ლუიზამ ყრუდ დაიკვნესა, გრიშამ თვალებით გამბურღა. ენა მაქვს მოსაჭრელი! ძირში! სერგოს სიცოცხლე სასწორზეა, მე კი ამირანს ვუდგები ადვოკატად.

_ იცი, რა მითხრა ამ ქალმა? _ ჩემზე ანიშნა ლუიზამ. _ გრიშაო, თქვენც მიგატოვებთო, გამოგიყენებთ და მიგატოვებთო, ზუსტად ეგრე თქვა. მაშ!

გრიშას სახე აბსტრაქტულ ნახატს დაემსგავსა, ძველი ნაიარევი თითქოს გაუმუქდა და გეომეტრიული ფორმები მიიღო, გაშეშებულ გუგებში ჩემი შემკრთალი ფიზიონომია აირეკლა.

_ მიგატოვებთო, არა?

_ ჰო, ჩემზე და თემოზე თქვა. ეგო, სხვა პრეტენზიების კაცი არისო, რაში სჭირდება გაუთლელი ცოლ-შვილიო. _ ცეცხლზე ნავთი დაასხა ლუიზამ.

_ გაგაფრთხილე, ცოლს ნუ მიბუნტებ მეთქი, გაგაფრთხილე თუ არა? _ გრიშას ხმა უფრო სახიფათო გაუხდა, ვიდრე სახე.

უცებ წამოხტა, ქეჩოში ხელი დამავლო და კისრისტეხით გამიგდო კარისკენ. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, არსებითი წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოვასწარი. ხელები ავიქნიე, შევეცადე დავწეოდი საკუთარ ქურთუკს, რომელიც პერმანენტურად მიიწევდა მაღლა, მე კი ქვევით ვეკიდე, ნაჭრის ტიკინასავით.

მიწა მხოლოდ მაშინ ვიგრძენი, როცა ეზოში აღმოვჩნდით. მიწა და ხელზე შემოხვეული თოკი. უხეშად მიმაგდო ბოსელთან, ურდული გამოქაჩა და ისეთი ძალით მიბიძგა, პირდაპირ სერგოს ლაჯებთან გავიშხლართე.

_ ვინ ხარ? _ სიბნელეში იყვირა მაიორმა, თითქოს გრიშა საკუთარ ცოლს შეუგდებდა ბოსელში.

_ მაგდანას ლურჯა. _ ამოვიკვნესე ქვევიდან, რომელიც ჯერ გალახეს, მერე მოასულიერეს, მერე ისევ გალახეს, _ გავაგრძელე გულში.

_ იათამზე, შენ?... _ ჩამესმა ზედ ყურთან.

ალკოჰოლის ოხშივარზე ფეთიანივით წამოვფრინდი.

Page 62: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ მთვრალი ხარ? _ დავკივლე ზევიდან.

_ ცოტა დავლიე, რა მოხდა, რო?

_ არაფერი. აბა, შენ იცი, შეგიძლია დათვრე, მხარ-თეძოზე წამოწვე, ზედაც ხვრინვა ამოუშვა.

_ ნუ იკბინები, თუ ღმერთი გწამს, აბა, გავყინულიყავი? ერთი ყლუპი დარჩა, თუ გინდა, გიწილადებ. _ შემომთავაზა სერგომ.

_ ხფთუ!

სიბნელეს თვალი შევაჩვიე და ჭრელაჭრულა საბანში გახვეული მაიორი დავინახე. მხოლოდ თავი უჩანდა, მატლივით. და გაჩაჩხული ფეხები, სადაც წეღან თავით შევუხტი. რბილად დაშვებას საბანს უნდა ვუმადლოდე, ჩემს მტერს მოხვდა სერგოს ქამრის ბალთა.

ნირწამხდარი მივჩოჩდი სარკმელთან, ფეხის წვერებზე ავიწიე და ვიწრო კვადრატში თავის გაყოფას შევეცადე. ვერა, ვერ გავეტევი. მხრები არ გამიშვებს. გამომწყვდეული ვარ, როგორც აბესალომი გოგიას ქვევრში. ვერც ლაუაზიეს კანონი მიშველის, ვერც უბნის რწმუნებული სამჭკუაშვილი, და ვერც მაიორი ოქრუაშვილი...

_ ია. _ სიბნელიდან დამიძახა სერგომ.

_ მაცალე, სული მოვითქვა.

გარეთ ისე მყუდროდ, ისე მისტიკურად თოვდა, როგორც... როგორც ელენე ახვლედიანის ნახატში. შორს მთის კონტური მოჩანდა, ახლოს _ შავად აწოწილი ღობე თოვლის თეთრი ქუდით. სულ რამდენიმე მეტრში კულუმბეგოვების ვერაგი ოჯახი ბუხარს უზის და ხელებს იფშვნეტს. თაროზე `ბუხანკა~ პურს მოვკარი თვალი, სადაც პური, იქ ყველი... რატომ უნდა შიოდეს ნაცემ ადამიანს? ნაცემი ადამიანი უნდა იყოს შეურაცხყოფილი და მუცელი სამაგიეროს გადახდის წყურვილის უცახცახებდეს, და არა შიმშილით.

პირგამეხებული მივაჩერდი სიბნელეს. ცივი ჰაერი ლოყებს მიწვავს, თვალის გარსს მიღიზიანებს, თმის ძირებში მერჭობოდა წვეტიან ნემსებად... მაინც ჯიუტად ვდგავარ, როგორ საპატიო ყარაულში. ხომ დგანან ჯარისკაცები ლენინის მავზოლეუმის წინ ოცგრადუსიან ყინვაში? სამსახური აქვთ ასეთი. ამბობენ, ფიზიკური ტკივილი აყუჩებს სულიერს. მე ორივე მტკივა.

უცებ შრიალი მომესმა, თითქოს უხილავმა ტაში შემოჰკრა. მზერა დავძაბე. ღობის გასწვრივ გრძელი, შავი სილუეტი კრთოდა. უდაბნოს ბედუინს ჰგავდა.

ვითომ, ქურდია?...

რას ვიცინებ, საქონლის მოსაპარად თუ მოძვრება, საკუთარი ხელით გააღებს ბოსელს, ძროხების ნაცვლად კი ჩვენ შევრჩებით. ისე, თუ ქურდია, ვაჭრობა შეიძლება. ერთ მაიორსა და ერთ თვითმარქვია დეტექტივში ქართული მხარე ათი ძროხის საფასურს გადაუხდის. უარის შემთხვევაში, თამასის აწევაც შეიძლება. სილუეტი მკვირცხლად გადაევლო დაბალ ღობეს, უხმაუროდ დახტა თოვლით დაფუფიქულ მიწაზე, მიიხედ-მოიხედა და წელში მოხრილი წამოვიდა ეზოს სიღრმისკენ.

_ ია, _ ისევ დამიძახა სერგომ.

_ სსსუ... _ უკანმოუხედავად წავუსისინე და მოვლენების განვითარებას დაველოდე.

Page 63: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ _ _

მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა. სერგოს ხმაზე სილუეტი ადგილზე გაქვავდა, ბადროს მტყორცნელის პოზაში. მერე წელში გასწორდა და სიბნელეს მიაყურადა. აშკარად ქალი იყო _ მაღალი, გრძელპალტოიანი, შავთავსაფრიანი.

_ მადინა! _ დავიჩურჩულე.

ზურგსუკან ფაჩუნი გაისმა, ეს სერგომ თავისი ნაჭუჭიდან ამოყვინთა, საბანი მოისროლა და სარკმელთან მობაჯბაჯდა.

_ ხედავ?

_ ასიანი მადინაა... _ სერგომ თვალები მოიფშვნიტა და წამში გამოფხიზლდა. _ ვა, რა უნდა?

_ ჩვენ მოსაკლავად რომ არ მოსულა, ფაქტია.

_ არც ამათ დასახმარებლად მოვიდოდა ამ ყიამეთში.

`მე შენ გელიიი, რა ხანიააა, შავთავალა მადინააა, უშენობამ ჩემო კარგო, მე ცრემლი მადინააა...~ გულში გავეპასუხე, მაგრამ ჯერ ღიღინით, ჯერ...

_ მადინა! _ ხმადაბლა გასძახა სერგომ.

შავი ფიგურა შეინძრა და ბოსლის მიმართულებით გამოიხედა. სარკმელიდან გაკოჭილი ხელები გადავყავი და ათივე თითი მოძრაობაში მოვიყვანე. მგონი მიხვდა საქმის ვითარებას, პალტოს კალთები აიკეცა და გრძელი ნაბიჯებით წამოვიდა.

ჩვენი დანახვა არ გაკვირვებია, აქოშინებული შედგა ბოსელთან, პალტოს ჯიბიდან დანა ამოიღო.

_ ასეც ვიცოდი!

_ რა იცოდი? _ ერთ ხმაში დავეკითხეთ ჩვენ.

_ ლუიზამ რომ გაგყიდათ, თხასავით... _ მადინამ ჯერ მე ჯერ მე გადამიჭრა თოკი, მერე მაიორს.

_ ეგ ჩვენც ვიცით, შენ ის მოჰყევი, როგორ მოგვაგენი... _ გადაქლეტილ მაჯას სული შევუბერე და მადლიერი მივაჩერდი.

_ მხოლოდ თქვენ დასახნელად არ მიმიტოვებია ქმრის კუბო. გრიშაა ჩემი მთავარი სამიზნე. ეგ ქვეყნისა და ოჯახის გამყიდველი, ცივსისხლიანი მკვლელი! ამირანის ხსოვნას ვფიცავ, დაბადების დღეს ვაწყევლინებ. ჯერ გრიშა, მერე, ლუიზა და მისი გველის წიწილი. _ მადინამ კასანდრას შესაშური წყევლა მოამთავრა და მოგვიყვა შემდეგი:

ჩვენი წასვლის შემდეგ ლუიზა საგრძნობლაად აფორიაქებულა, ადგილს ვერ პოულობდა თურმე, შეკითხვებით აიკლო საწყალი მადინა, თითქოს ამ უკანასკნელს თავისი გაჭირვება არ ჰყოფნიდა. მიუხედავად ამისა, მადინა არ დაზარდა პასუხებს და ჩვენთვის დადებული პირობაც შეახსენა _ დროზე ადრე თავი შეეკავებინა სენსაციური ინფორმაციის გახმაურებისგან. მერე ლუიზა თემოსთან ერთად ოთახში განმარტოვდა. მადინას არ წყენია, იფიქრა, შვილია, გულმა ვერ მოუსმინა და ყველაფერი მოუყვაო. მოგვიანებით დედა-შვილი გაქრა, არც დამშვიდობებიან, ისე. მადინას გაუკვირდა, რადგან პანაშვიდე ჯერაც არ იყო დამთავრებული, ხალხი ჯერ ისევ მოდიოდა სამძიმარზე, მათ შორის, ლუიზას ნაცნობები. მეორე დილით ლუიზამ მადინას დაურეკა და მაღალი

Page 64: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

წნევა მოიმიზეზა _ როგორც კი უკეთ გავხდები, უსიკვდილოდ გამოვალო. დაეჭვებულმა მადინამ კულუმბეგოვების მისამართზე თავისი ნათესავი აფრინა. არც დედა, არც შვილი, შინ არ დახვდა. მეზობელს უთქვამს, _ დილაუთენია ტაქსიმ მოაკითხა, ბარგი ჩაალაგეს და სადღაც წავიდნენო. მადინა მიხვდა, მათ ნაუცბათევ გამგზავრებაში გრიშას ხელი ურევია, ეს მან დაარიგა შემორიგებული ჯალაბი. თბილისში ცნობილი ადამიანის მოძებნა არ წარმოადგენდა დიდ პრობლემას, რამდენიმე სატელეფონო ზარი და უკვე ხაზზე ხარ. რაღაც მომენტში მადინამ ხელი ჩაიქნია _ რაც არის, არის, დამაღალატა მულმაო, მერე კი ჩვენ გავახსენდით _ იმ პატიოსან ხალხს გზაში რამე არ აუტეხონო და აქეთ გამოუწევია. დეტალებში გარკვევას მოგვიანებით დაგვპირდა, როცა სამშვიდობოს გავიდოდით.

მადინამ თავშალზე დაყრილი ფიფქები ჩამოიფერთხა და წელის მიდამოში ხელი ჩაიცურა. იარაღის დანახვაზე პირკატა მეცა, მაგრამ ემოციების გამჟღავნებისგან თავი შევიკავე.

_ ჯერ თქვენ გაგაპარებთ, მერე მე ვიცი და ჩემმა ქალობამ. არავის შევარჩენ ამირანის სიკვდილს! _ შაჰიდი ქალის პათოსით შესძახა მადინამ.

_ აღფრთოვანებული ვარ თქვენით, მადლობის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ ვერ გეთანხმებით. _ ეს სერგო იყო, კომპლექსს სძლია და რუსულად ამჭერმეტყველდა. _ მე გავიპარო და თქვენ მტერს შეგატოვოთ, არ იქნება ლამაზი.

_ შურისძიება ჩემი პირადი საქმეა. _ არ დაეთანხმა მადინა.

_ გრიშას კანონი გაასამართლებს. _ არგუმენტი მოიყვანა სერგომ, მაგრამ მადინაზე არ გაჭრა:

_ ციხე მისთვის სანატორიუმია. _ გვესროლა ნაჩქარევად და ბოსელს წინიდან შემოუარა.

გაისმა ურდულის წკარუნი და კარის ჭრაჭუნი. ეტყობა ვერაფერს გახდა და ისევ საწყისი პოზიცია დაიკავა, სარკმელთან. კვადრატში მისი თავწაკრული პროფილი გამოჩნდა, გუდალა თვალებითა და მკვეთრად მოხაზული ნიკაპით. ანტიკურ მონეტაზე დაბეჭდილს ჰგავდა.

_ გასაღების გარეშე არ გამოვა... კარის გატეხვა შეიძლება, მაგრამ ხმაურზე გამოვა. _ ჩაილაპარაკა ჩაფიქრებულმა.

_ გამოვიდეს. ჩვენც დავხვდებით. _ სერგოს კარის გატეხვის იდეა მოეწონა. ხელები მოიფშვნიტა, წარბი გაშალა, იატაკი დატორა. _ შენ აქვე დაიმალები, მე და იათამზე გრიშას დავიჭერთ და ციმციმ ჩავიყვანთ თბილისში.

იდეის ავტორს მხარზე ხელი დავკარი და მადინას შევხედე, ის ყოველგვარი ენთუზიაზმის გარეშე შეხვდა მაიორის რაცონალურ წინადადებას. ეტყობა, გონებაში სულ სხვანაირად ხატავდა მტერთან შებმის მიზანსცენას.

_ მოკლედ, მე და იათამზე ავტეხავთ ხმაურს. _ განაგრძო სერგომ. _ ხმაურზე გრიშა გამოვა და გვკითხავს: რა გინდათო, იათამზე ეტყვის... ეტყვის, რომ ტუალეტში უნდა.

_ იათამზე წეღან იყო ტუალეტში. _ მესამე პირში შევახსენე მე.

_ წეღან პატარაზე იყო, ახლა დიდზე მოუნდა. _ მომაკეტინა სერგომ და ყოველ შემთხვევაში, თვალები დამიბრიალა.

_ მადინა, მათხოვე შენი `პუშკა~, საქმე სერიოზულ მოწინააღმდეგესთან გვაქვს, თუ რამეა, მე გავუსწორდები. _ სერგომ სარკმელში ხელი გაყო.

Page 65: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ არა, ამხანაგებო, იარაღი ჩემთან იქნება. ხმარება რომ არ ვიცოდე, არ წამოვიღებდი.

_ ხმარებაზე თუ მიდგა საქმე, მე კრიმინალური პოლიციის მაიორი ვარ...

_ არა. _ კატეგორიულად გააწყვეტინა მადინამ და რამდენიმე ნაჯიბით მოშორდა სარკმელს. ეს ქალი თუ გაგვინაწყენდა, წასულია ჩვენი საქმე.

_ მადინა, პისტოლეტი ტყვიას ისვრის, ტყვია ადამიანს კლავს. ცოდვას ნუ აიღებ კისერზე, გთხოვ. _ შევეხვეწე ბოსლის სიღრმიდან.

უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და ცას ახედა, თითქოს იქიდან ელოდა დასტურს.

_ რა ვქნათ? _ დავეკითხე სერგოს.

_ იმედი ვიქონიოთ, რომ მხოლოდ დაჭრის.

_ მაშინ რაღას ველოდებით?

_ დავიწყოთ. არაკაცი გრიშას გამო ჩვენ ხომ არ დავზარალდებით?!

_ მადინა, დაიკავე პოზიცია! _ გავძახე გაჯიუტებულ ქვრივს და კართან გადავინაცვლე.

მე და სერგომ ერთდროულად დავცხეთ კარს და ხმამაღალი შეძახილებით გავაყრუეთ სოფელი-მოჩვენება. დიდხანს არ მოგვიწია კომედიის თამაში, მთავარი სამიზნე ფართხაფურთხის გამოძვრა თავისი ბუნაგიდან. ურდულის მოხსნას არ ჩქარობდა, ჯერ ყვირილით მიზეზით დაინტერესდა.

_ გააღეთ, გააღეთ, მგონი მაიორი მოიწამლა! _ ერთ წინადადებაში მთელი ჩემი არტისტიზმი ჩავაქსოვე.

_ რამ მოწამლა?

_ შენმა მირთმეულმა არაყმა. გული აერია, ფერი არ არ ადევს, მუცელი სტკივა...

_ ვა, ფერსაც ხედავ ამ სიბნელეში?

_ ცივი ოფლი ასხმს. _ ვიპოვე გამოსავალი.

_ კუჭი არ აშლია? _ ჩამეკითხა ხითხითით.

_ იცოდე, სერგოს რომ რამე დაემართოს, თბილისში კი არა, მიწაში ჩამოგყვები. ამას მე ვამბობ, იათამზე მდივანი. თუ ეჭვი გეპარება, გაიკითხე...

_ გავიკითხე, დარდი ნუ გაქვს. მითხრეს, როგორი ჩიპი და დეილიც ბრძანდებით შენ და გასიებული მაიორი. _ შეურაცხყოფას საკეტში გასაღების მორგების სანატრელი წკარუნი მოჰყვა და კარიც გაიღო.

სერგომ არ დააყოვნა, ხარივით დაიძრა ბოსელის სიღრმიდან, გრიშას სოლივით შეერჭო მუცელში და მოღიავებულ კარში გაიტანა. წყვილმა მობილურმა ისკუპა გრიშას ჟილეტიდან, ერთი ჩემი იყო, მეორე _ სერგოსი. ასაღებად დავიხარე, მაგრამ თვალი ასპარეზზე გამოსული მადინასკენ გამექცა, რომელსაც გასწორებულ ხელებში პისტოლეტი ჩაებღუჯა და მიწაზე გაგორებულ გრიშას უმიზნებდა.

_ აქეთ, მოიხედე, სიძე, შე ნაგავო! _ დაუძახა ხმამაღლა.

ახალი საფრთხის დანახვაზე გრიშა დაიბნა. ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ ქეციანი ამირანის გამო ვიღაც თავს გამოიდებდა, მით უმეტეს ქალი.

Page 66: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ ჰო, კარგად მიყურე, მე ვიქნები უკანასკნელი, ვისაც სიკვდილის წინ დაინახავს შენი უსირცხვილო თვალები! _ უთხრა მადინამ.

_ არ ისროლო, დავილაპარაკოთ.

_ დავილაპარაკოთ... _ მადინას ზიზღით მოებრიცა ტუჩები, _ ძალიან საინტერესოა, რა თემაზე შეიძლება დაველაპარაკო ჩემი ქმრის მკვლელს?

_ შენს ქმარს აღარაფერი ეშველება, მე კი ცხოვრების თავიდან დაწყების შანს მოგცემ. ყველაფრით იქნები უზრუნველყოფილი _ ფულით, ბინით, მანქანით...

_ საცოდავო პრიმიტივო, შენ მე მათხოვარი ლუიზა ხომ არ გგონივარ, ორ შაურად გავიყიდო.

_ რატომ ორ შაურად, მითხარი, რამდენიც გინდა!

_ ერღი, ორი... _ მადინამ შემტევად გადადგა ფეხი და სამზე გაისროლა.

_ მადინა, არ გინდა! _ სერგოს ყვირილი გრიშას ღმუილმა შთანთქა.

გასროლის ხმაზე სახლიდან ლუიზა და თემო გამოცვივდნენ. დაჭრილი მამის დანახვაზე თემო უკან შევარდა, იმავე წამს უკან გამოვარდა და მადინას დამიზნებით ესროლა. ეს ატუზული ბიჭი სპორტსმენი კი არა, პროფესიონალი ქილერია.

შავად აწოწილი ქვრივი შეტოტმანდა, თავი უკან გადააგდო და ადგილზე ჩაიკეცა. შორს ძაღლმა დაიყეფა, ახლოს აკივლდა ლუიზა, შველას ითხოვდა დაჭრილი გრიშა, ვერხვის ფოთოლივით ცახცახებდა თემო.

მიწაზე დაყრილი მობილურები ავკრიფე და სერგოსთან ერთად მადინასკენ გავიქეცი. ტყვია მუცელში ჰქონდა მოხვედრილი. სიცოცხლე უცერემონიოდ იპარებოდა მისი მომჩვარული სხეულიდან, გველივით დაკლაკნილ შიგანს მოჰყვებოდა, თოვლის ფიფქებთან ერთად დნებოდა...

_ ვერ მოვკალი. _ დანანებით ჩაილაპარაკა მადინამ, _ დალახვროს ეშმაკმა, სულ ტყუილად გავიფუჭე თავი... გამომართვი პისტოლეტი და გაიქეცით... ახლავე...

სერგოს სიჩუმემ მიმახვედრა _ მადინას საქმე წასულია. ღმერთო, რა საშინელებაა, უფრო დიდი საშინელება ჩვენი აქ დარჩენაა.

_ გაიქეცით, სანამ აზრზე მოსულა... დროს ნუ კარგავთ, მაცალეთ წყნარად სიკვდილი.

_ თემო, ესროლე ამ ძაღლისშვილებს, რაღას უცდი! _ გრიშას რეპლიკამ სერგო გამოაფხიზლა. მიიხედა, ეზო დაზვერა, გასაღების ასხმა მომაჩეჩა და მანქანისკენ გაქცევა მიბრძანა.

_ შენ?

_ მე დაგიფარავ და შემოგიერთდები. დავაი, ერთი ფეხი აქ, მეორე იქ.

მიკროავტობუსი ეზოში იდგა, ცხვირით ჭიშკრისკენ. ჩემი გაქცევას ორმხრივი სროლა მოჰყვა. მაინც მივასწარი, კაბინაში შევხტი და თქვენ წარმოიდგინეთ, საკეტს გასაღებიც მოვარგე. აჰა, დაიქოქა! სარკეში სერგოს ზურგი დავლანდე, მადინას პისტოლეტით ხელში მოიწევდა და დროგამოშვებით მუხლებზე დამდგარი გრიშას ნასროლს იგერიებდა. შორიახლოს ერთმანეთს ჩახვეული თემო და ლუიზა მოთქვამდნენ. მხოლოდ მადინა იწვა უძრავად, ცისკენ მიმართული მონეტის პროფილით.

Page 67: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ დაძარი! _ ჩაჯდომისთანავე მესროლა სერგომ. _ ბოლომდე მიეცი გაზი, ბოლომდე!

არის, ამხანაგო მაიორო! მარჯვენა ფეხი გავჭიმე და ზათქით ვეკვეთე დაკეტილ ჭიშკარს. ის შელაყლაყდა, გადაწვა, ანჯამებს მოწყდა და გრუხუნით დაეხეთქა თოვლიან მიწას. ტანკივით გადავუარე და სიბნელეში გავუჩინარდი.

_ _ _

რას მოვესწარი... თბილ წყალში ვწევარ, ყურში კი ონკანის მშობლიური ბღუილი ჩამესმის. თქვენ წარმოიდგინეთ, ბღუილიც შეიძლება იყოს მშობლიური, თუკი საკუთარ აბაზანაში იმყოფები, შორს თოვლიანი ტრასისგან, ნეხვიანი ბოსლისგან, სისხლიანი გარჩევისგან... თუმცა, ერთი გარჩევაც მელოდება, იმედია უსისხლო, მაგრამ არანაკლებ ემოციური. ქალბატონ მაიას ვგულისხმობ, ჩემს დერექტორს. კეთილი ინებოს და როგორც გამახსნევინა ინასარიძეების ოჯახის პანდორას ყუთი, ისე დამაკეტინოს.

ჰოდა, ამ ყუთის დასაკეტად მოვიწვიე სახლში და კიდევ საყვედურის სათქმელად. ჩემი არყოფნის პერიოდში იმდენი ურეკია დათასთან, სანამ ბაიყუშის პოზიციაში მყოფი ქმარი არ ამიფორიაქა. დროზე რომ არ ჩამოგვესწრო, ალბათ ინტერპოლს მიმართავდა. წითელ ცირკულარს გადავრჩი, მაიას ვიზიტი არ ამცდება. აბაზანაში სიამტკბილობა კარგია, მაგრამ სტუმარ-მასპინძლობას თავისი წესები აქვს. ყოველ შემთხვევაში, ოჯახში პირველად მოსულ ადამიანს (თანაც დირექტორს), აბანოს ხალათით არ უნდა დახვდე.

დაოთქლილ სარკეს ხელი გადავუსვი და მონატრებულ ფიზიოს შევცინე: `იათო, გოგო, ცოცხალი ხარ!~ იკითხავთ, რა უხარია, ცოცხალი ვინ არ ყოფილა, მილიონობით ადამიანი დადის, სუნთქავს, ჭამს, უყვარს... მაგრამ როცა სიკვდილის აჩრდილი ფეხდაფეხ დაგდევს, შენ კი გასწრებას მოახერხებ, მისალოცი ამბავია. მით უფრო, რომ სხვა არავინ გილოცავს. მაგალითად, დათამ, ჩვეულებისამებრ დამტუქსა, და სერგოც ზედ მიაყოლა _ თავი თუ არ ჰქონდა, სად მიგათრევდაო. ვტყუი. `თავის~ მაგივრად, სხვა სიტყვა იხმარა, თითქოს საჯდომს ნაკლები დატვირთვა ჰქონდეს ადამიანის ცხოვრებაში.

სააბაზანოდან გამოსვლისთანავე ნაცნობმა ფრაზამ მომჭრა ყური: `რამდენ თითზეა გახსნილი?~ დათას ისევ სამშობიაროში ეძახიან, არადა, ახლახან დაბრუნდა მორიგეობიდან... წვნიანის დახვრეპა და ნოტაციების კითხვა მოასწრო, მეტი არაფერი. დანარჩენს ბანაობის მერე დამპირდა, თან ეშმაკურად ჩამიკრა თვალი. მართალი გითხრას, არ ვარ `დანარჩენის~ ხასიათზე. თუმცა, ფროიდით მოწამლული ფსიქოთერაპევტები სტრესის მოსახსნელად ლოგინზე მიგვითითებენ.

_ ორზე?... _ დათას ხმაში იმედგაცრუების ნოტი გაჟღერდა. ორზე თუა გახსნილი, ახლავე უნდა გაქანდეს, თორემ მთელ ჰონორარს მორიგე ექიმი ჩაიჯიბავს, ჩვენ კი მშრალზე დავრჩებით.

_ ოც წუთში მანდ ვარ. _ მიაყოლა გაღიზიანებულმა.

თავმოყვარე წყვილმა ოც წუთში რა უნდა მოასწროს, გზაში დაკარგულ დროსაც თუ მივუმატებთ, ხუთი წუთი გამოდის. მიამიტი სახით დავიძარი ოთახისკენ.

_ არ მითხრა, წასვლას ვაპირებო! _ ყასიდად შევძახე.

Page 68: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

დათამ თავი დამიკრა და მშიერი თვალების გამზომა.

_ მშობიარეა?

_ ჰო, რა... პლაცენტის პრობლემები აქვს. შეიძლება საკეისროც დასჭირდეს.

მწუხარე სახის მივუახლოვდი და პირსახოცით შეფუთული თავი მხარზე დავადე.

_ აღარ მიბრაზდები?

_ მერე გაგიბრაზდები, როცა დავბრუნდები. _ დათა ინტიმური ჩქმეტით შემოიფარგლა და სამშობიაროში გაქუსლა, მე კი ფენი მოვიმარჯვე.

ერთ საათში მაიაც გამოცხადდა _ თეფშივით მრგვალი ხელჩანთითა და ფოცხვერით ბეწვით გაწყობილი ლაბადით.

_ შენ რა გეტყობა გატაცებულის, ვარდივით გიღუის ლოყები. _ მესროლა შემოსვლისთანავე.

ლოყები შეიძლება მართლა მიღუის, ერთი საათის განმავლობაში აბაზანაში ვიხარშებოდი, მაგრამ არ მგონია ჩემი ლოყები გრიშაზე აქტუალური იყოს, მით უფრო, ჩემი ოთხოთახიანი ბინის დიზაინი, რომელზეც ამ წუთში მაიამ კრიტიკული მზერა დასრიალებს. რა წესია სხვისი კედლების ასე დაჟინების თვალიერება? თავს უხერხულად ვგრძნობ, თითქოს ჩანთაში მიძვრებიან. ჩემი ქმარი არც ბრუნეის სულთანია, არც როკფელერის შთამომავალი. ერთი ჩვეულებრივი გინეკოლოგია, ხანდახან თუ გამოკრავს კბილს `ხალტურას,~ როგორც დღეს, მაგალითად. მთელი ჩვენი დანაზოგი დეას განათლებაში იხარჯება. როცა გყავს ერთადერთი ქალიშვილი (თუნდაც გერი) და ისიც საზღვარგარეთ სწავლობს, ვიღაცის თვალის გასახარად ევრორემონტის კეთება, რბილად რომ ვთქვათ, გოიმობაა. თუმცა არც ისეთი ამოწყვეტილები ვართ, სახლში ისტორიული ნივთი არ მოგვეპოვებოდეს. ოჯახური ლეგენდის თანახმად კოლიერის სისტემის ოთხმუხტიანი კაჟიანი რევოლვერი მბრუნავი დოლით დათას ფირალად გავარდნილ წინაპარს ეკუთვნოდა. გამოსაჩენ ადგილზე არ გვიდევს, მაგრამ ვიტრინაშიც რომ იყოს გამოჭიმული, მაია რევოლვერს არ დააფასებს. ანტიკვარიატი მიართვი ქალბატონს _ ავეჯი, ჭურჭელი, ვაზები... ნახატებს ზედაც არ შეხედა, არადა, კარგი ნახატები გვაქვს, საკმაოდ ცნობილი მხატვრების.

_ შემიძლია ყავა შემოგთავაზოთ.

_ ყავა არ გამაგონო, ნერვიულობის ნიადაგზე მთელი დარჩენილი ცხოვრების ნორმა დავლიე. მომიყევი იათამზე, ნუ მტანჯავ. მე რომ ამ დღეში ვარ, წარმოიდგინე, ნინოს რა მოუვა! _ მაია სავარძელში ჩაჯდა და თვალებში შემომხედა.

_ როგორ არის?

_ როგორ იქნება სრულ გაურკვევლობაში მყოფი ადამიანი? ცუდად.

_ რით ხსნის ქმრის გაუჩინარებას?

მაიამ გაკვირვებულმა აქაჩა წარბები:

_ შენ რა იცი პაკოს გაუჩინარების ამბავი?

_ როგორ არ მეცოდინება, როცა ე. წ. პაკოს ტყვეობაში ვიმყოფებოდი. _ მივახალე ყოველგვარი წინასიტყვაობის გარეშე.

მაიას წარბები კიდევ უფრო შორს აიწია და იქ დარჩა ორ გაკვირვებულ რკალად.

Page 69: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ დიახ, ძვირფასო მაია, პაკო ინასარიძე ბუნებაში არ არსებობს, არსებობს ყოფილი ტაქსისტი გრიშა კულუმბეგოვი, რომელმაც ავტოკატასტროფაში დაღუპული პაკო ინასარიძის სახელით მოგევლინათ სიძედ.

_ შაყირობ? _ არ დამიჯერა მაიამ.

_ რა მიგავს მოშაყირის?

_ თვალს მიპაჭუნებ.

სახეზე ხელი ჩამოვისვი. დილის აქეთია წყეული თვალი მითამაშებს, თითქოს მაფრთხილებს _ აბა, იათამზე, უარესისთვის მოემზადეო. ტყვეობაზე უარესი რა უნდა იყოს, მაგრამ მაიას წარბებს რომ ვუყურებ, მეშინია სკალპიანა არ გადაძვრეს. ხუმრობა საქმეა, სანაქებო სიძე ვიღაც ვლადიკავკაზელი გრიშა აღმოჩნდა. თანაც შოფერი. ჯერ სად არის, ცოლ-შვილის ამბავს რომ გაიგებს, მერე ვნახოთ წარბების თამაში.

_ ვალიდოლი გინდათ? _ ყოველ შემთხვევაში, თავი დავიზღვიე.

_ სიმართლე მინდა. ვალიდოლიც. _ იყო პასუხი.

ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე. მაიას ტანჯულ სახეზე ემოციების მთელი პალიტრა აისახა.

_ პაკ... გრიშა მოკვდა? _ იკითხა დასასრულს.

_ არა. აწი, რაღა მნიშვნელობა აქვს?

_ ნინოსთვის აქვს.

_ რას გულისხმობთ?

_ ბიზნესს. ნინო ასე ადვილად არ დათმობს თავის წილს. _ მაიამ სეფე სიტყვა თქვა.

აი, თურმე რაშია საქმე, ცამდე მართალია გრიია, როცა ნინოსთან მიმარსებაში ფულზე აკეთებდა აქცენტს. სავარაუდოდ, დეიდაშვილების დღის წესრიგში ქონების გადანაწილების საკითხი დგას და არა უგზო-უკვლოდ გამქრალი ნათესავი.

_ ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. _ მწარედ ამოვიოხრე.

მაია მოიღუშა. სასამართლოს პერსპექტივა არ მოეწონა.

_ სკანდალი არ აცდება! _ წამოიძახა უკმაყოფილოდ.

_ ისედაც არ აცდება. საქმე აღძრულია, დღეს თუ არა, ხვალ, პრესა თვითმარქვია პაკო ინასარიძის ბიოგრაფიით აჭრელდება.

_ რა სირცხვილია, რა სირცხვილი! ნინო უნდა შევამზადო, თორემ ინფარქტი გარანტირებული აქვს. ერთიც გავიხედოს და პირდაპირ ტელევიზიაში აუფრიალონ ცხელ-ცხელი პრესა.

_ ჰო, შეამზადე. _ ერთდროულად დავწვდით მობილურებს. მაია ნინოსთან დასარეკად, მე _ საპასუხოდ.

სერგოს ნომრის დანახვა ისე გამიხარდა, თითქოს ასი წელი არ მინახავს.

_ რა ქენი, მოიშუშე დაბეჟილი გვერდები?

_ გვერდებიც მოვიშუშე და ენაც მოვიფხანე, ასე რომ მზად ვარ შრომისა და თავდაცვისთვის.

Page 70: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ შეიძლება ვიცოდე, ვინ გეხმარებოდა განტვირთვაში?

_ ქალბატონი მაია.

_ შეფესა? _ მკითხა დადარაჯებულმა.

_ ჰო.

_ მკაცრად გააფრთხილე, დეიდაშვილთან არაფერი წამოცდეს, თორემ მივიღებთ ლუიზა 2-ს.

მაიას მობილური გამოვგლიჯე და ნადავლიანა უკან გავხტი. გაშტერდა ქალი, წინააღმდეგობის გაწევაც ვერ მოასწრო.

_ არ წამოცდება, უკვე გავაფრთხილე. _ ვუთხარი სერგოს.

_ იცი, რატომ გირეკავ?

_ ალბათ მოსაკითხად.

_ ეგეც და სხვაც. _ სერგომ დამაინტრიგებლად დაუწია ხმას, მე კი ადრენალინმა ამიწია. ეს ჩემი ორგანიზმი რეაგირებს მოსალოდნელ სენსაციაზე. _ გოგო, იათამზე, ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ გრიშამ ნახევარი ლიმონი ნაღდი ფული გაიტანა ფირმიდან, რაღაც დანადგარების შესაძენად მჭირდებაო. საერთოდ, ამ დანადგარების შეძენა შედიოდა კორპორაციის სამომავლო გეგმაში, მაგრამ ჯერ არა, სადღაც გაზაფხულზე. პარტნიორებს გაუკვირდათ, მაგრამ გრიშას თავისი გაუტანია _ იაფად მაძლევენო და...

_ გამოდის, პარტნიორებმა იციან.

_ რაღაცების გამხელა მოგვიწია, ნორმის ფარგლებში. მაცალე, გოგო, ნუ მაბნევ და ნუ მაწყვეტინებ, დამავიწყდა, რასაც ვამბობდი... ჰო, პავლე ინასარიძის პირად საბანკო ანგარიშზე ამ დღეებში არანაირი თანხა არ დამჯდარა. ეტყობა, ვითომ დანადგარების დშესაძენად გამოტანილი მაყუთი დროებით გადამალა, ჯერ ჩვენ ვყავდით მოსაშორებელი თავიდან. თუ მოასწრებდა წილის გაყიდვას, ხომ კარგი, თუ არა, ეს მაინც შერჩებოდა. მე მგონია ნაღდი ფული ვიღაცას დროებით მიაბარა.

_ არ მითხრა, ნინოსო!

ნინოს ხსენებაზე მაია წამოყელყელავდა. თვალებით ვანიშნე, ადგილზე დატეულიყო. უმალ დამემორჩილა, მიხვდა სიტუაციის სიმწვავეს.

_ არა. _ ცბიერად მიპასუხა სერგომ.

_ აბა?

_ გახსოვს, ლუიზამ გრიშას მძღოლად მუშაობის პერიოდი რომ ახსნა, ხაზეინის ქალიშვილი ყვარობდაო.

_ ჰო, ცეკავშირის თავჯდომარის გოგო, დავიჯერო, არის კავშირი?

_ ვიდრე შენ გვერდებს იშუშებდი, მე უშიშროების არქივში ვიჯექი და სსრკ-ას დროინდელი ჩინოვნიკების დოსიეს ვქექავდი. ჰოდა, მაგ ცეკავიირის თავჯდომარის ასული ჯერაც ცოცხალია. გვარი გავიგე, მისამართიც...

_ ვაიმე! _ შევძახე ხბოს აღტკინებით.

_ დანარჩენს გზაში მოგიყვები. _ დამაიმედა სერგომ.

Page 71: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ როგორ, `დანარჩენიც~ არის?

_ ნახევარ საათში სადარბაზოსთან გელოდები.

_ არის!

დადგა ჟამი თავისმართლებისა. მაია ისე მომჩერებია, მგონი ჯერაც ვერ გამოსულა შოკიდან. პატარა საქმეა? მასწავლებელმა (მე) დირექტორს (მას) მობილური გამოგლიჯა, ესეც არ აკმარა და თვალები დაუბრიალა. თავში რომ წამოვუთაქო, მგონი რეაქცია არ ექნება.

_ მაპატიეთ, მაია, არ გამომივიდა ტაქტიანად, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. სერგომ სასტიკად ამიკრძალა ნინოს საქმის კურსში ჩაყენება.

_ მიზეზი?

_ ფული. გაიხსენეთ, რა მოიმოქმედა ლუიზამ ფულის გამო? რა გარანტია გვაქვს, ნინოც იგივეს არ გაიმეორებს?

_ შეადარე ვიღაც მდაბიო ლუიზას და ჩემი ნინო. _ ეწყინა მაიას.

_ ფულის სიყვარულმა მდაბიო და ელიტა არ იცის. ჩემი დაკვირვებით, ელიტა გაცილებით ხარბია. ნინომ, თავისი არჩევანით დაამტკიცა, რას ანიზებს პრიორიტეტს.

_ იცი, რას გეტყვი, ნუ იქნები რომის პაპზე დიდი კათოლიკე.

_ მე არაფერი მესაქმება სხვის მორალთან, ფაქტის კონსტანტაციას ვახდენ, მეტი არაფერი. ნინოს გათვითცნობიერებამ შეიძლება ოპერაცია ჩაშალოს. გაიგეთ, მაია, სასწორზე ადამიანების სიცოცხლე დევს, მათ შორის, თქვენი დეიდაშვილის. გრიშას უსათუოდ სჭირდება სანდო ადამიანი თბილისში, არ გამოვრიცხავ, ნინოს გაბრიყვება ცადოს.

_ ვერ გავიგე, ცოლმა გაზეთებიდან უნდა შეიტყოს ვისთან ცხოვრობდა ამდენი წელი?

_ ამდენი წელი თუ იჯდა ჭურში, ორი-სამი დღეც გაუძლოს. პირობას გაძლევთ, ოპერაციის დამთავრებამდე პრესაში არაფერი გამოქვეყნდება. _ მობილური მივაწოდე და შემრიგებლურად გავუღიმე.

_ ის მაინც მითხარი, სად დაირაზმეთ შენ და შენი მაიორი?

_ ბოროტმოქმედის კვალს კიდევ ერთ მანდილოსანთან მივყავართ. _ ორაზროვნად ვუპასუხე და ყველანაირად მოვახვედრე, რომ აუდიენიცია დამთავრებულია.

მაიამ სრული კაპიტულაცია გამოაცხადა და უხალისოდ წამოდგა. შვეიცარის შესაშური მონდომებით მივაწოდე ფოცხვერის ლაბადა, არარსებულ მტვერს სული შევუბერე, ჩაცმაში მივეხმარე.

_ ვერ გავიგე, ეს კაცი კაზანოვაა თუ ავანტიურისტი? _ უმისამართოდ იკითხა მაიამ.

_ ორივე ერთად. _ მივაძახე ბაქანზე გამოსულს.

ეჭვი მეპარება, ენას კბილი დააჭიროს. რაც არის, არის. მძევლად ხომ არ ავიყვან?!

სერგომ დროზე ადრე მომისიგნალა. ლიფტს აღარ დავლოდებივარ, თავპირისმტვრევით დავეშვი კიბეზე. მეორე სართულზე კორპუსის თავჯდომარემ დამარაკეტა _ სადარბაზოს შესაღებად ხუთი ლარი ჩამოდიო. ულაპარაკოდ მივაწოდე ათლარიანი კუპიურა და ხურდის მოლოდინში ავწრიალდი. მიხვდა, რომ ძალიან

Page 72: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

მეჩქარება და ლიფტში ფასიანი აპარატის დასაყენებელი თანხაც გამომძალა. პრაქტიკულად ცარიელი პორტმანით დავტოვე სადარბაზო, კიდევ კარგი, `მძღოლი~ მანქანაში მელოდება.

_ დაიწყე. _ ქურთუკის საყელოში ჩაკარგულ სერგოს მუჯლუგუნი გავკარი.

_ მოთოვს.

_ ამინდის პროგნოზს არ გეკითხები. ჯერ საქმე, მერე თოვლი და ლექსი.

სერგომ მანქანა დაძრა და ეზოდან გავიდა.

_ ბაღაშვილი გახლავს ყოფილი ცეკავიშრის თავჯდომარის გვარი. ბაღაშვილი ჰამლეტ არჩილის ძე. ორი ტყუპი გოგოს მამა. გრიშას შოფრობის პერიოდში ეს ტყუპი გოგონები აბიტურიენტები იყვნენ. მერე ერთ-ერთი მოკვდა. მერე მოკვდა ჰამლეტის ცოლი, მერე ჰამლეტი `გავიდა მარილზე~... დარჩა რუსუდანი _ ერს-ერსი ტყუპისცალი. რომელს ეჩალიჩებოდა ჩვენი გრიშკა, ვერ დავადგინე. შეიძლება არც ეჩალიჩებოდა, კაცებს ევასებათ ცოლებთან ტრაბახი, ცოლებს კი დაეჯერება.

_ ლუიზამ დედამთილისგან გაიგო გრიშას რომანის შესახებ. _ შევახსენე ეშხში შესულ სერგოს.

_ ნუ, როგორც იყო... ეს რუსუდანი შინაბერაა, ოცდაჩვიდმეტი წლის. ცხოვრობს მარტო, ოთხოსახიან ბინაში ხვიჩიას ქუჩაზე.

_ საშენო ქალი ყოფილა, სერგო, ბინიანი, ობოლი, ქალიშვილი...

_ ნუ იცი ხოლმე ყველაფრის გაშარჟება.

_ მე შენკენ, შენ ეშმაკებისკენ.

_ მგონი ცოტა დაცურებულია.

_ რას ნიშნავს `დაცურებული?~

_ აი, ვერ არის თავის მატორზე. დანარჩენს ადგილზე ვნახავთ.

ადგილზე ვნახეს შემდეგი.

კარი გამხდარმა, მოკლეჩოლკიანმა ქალმა გაგვიღო, ისიც ათწუთიანი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, როცა სერგომ თავი ინკასატორად გაასაღა და შუქის გადაჭრის დაემუქრა.

_ მე გადახდილი მაქვს ყველაფერი. ახლავე მოგართმევთ. _ დაიკნავლა ქრონიკულად მოწუწუნე ხმითა და რუსული აქცენტით.

ამ სახლში დრო სამოცდაათიან წლებში გაჩერდა _ ლაქირებული ავეჯი, მუხის იატაკი, ბროლის ჭაღი, ლენინგრადის ფაიფური... კედელზე _ სპარსული ხალიჩა, მაგიდაზე _ გობელენის სუფრა ხშირი რეცხვისგან დაგრეხილი ფოჩებით... ერთადერთი, რაც ამოვარდნილი იყო ეპოქიდან, იყო ნახატები _ ზეთის საღებავით შესრულებული ვუალიანი მანდილოსნები, რომლებიც რაღაცით წააგავდნენ დიასახლისს. სტილი _ მოდილიანისა და ფიროსმანის ნაზავი. ჩემი ყურადღება ბიბლიურმა სიუჟეტმა მიიპყრო... შეიძლება არც იყო ბიბლიური, უბრალოდ, გველის გამო ჩავთვალე ასე. ჭერიდან ჩამოსრიალებული ქვეწარმავალი ღამისპერანგიანი, შიშისგან პარალიზებული ქალიშვილისკენ მიიწევდა. სიუჟეტი ამბიციური იყო, შესრულების მანერაც დიდი არაფერი, თუმცა ენერგეტიკა იგრძნობოდა, როგორც ბავშვის ნახატიი. ჩემზე მოქმედებს ბავშვების ნახატები, გულწრფელობისა და პრიმიტივიზმის დიადი სიმბიოზი.

Page 73: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ აი, ინებეთ. _ ქალმა ქვითრები მოგვაჩეჩა და გამომწვევად შედგა მაგიდასთან.

სერგომ ქვითრებს თვალი გადაავლო და გამოსავლის ძებნაში ჩაახველა. რომ ჰკითხო, ფსიქოლოგიის მამაა, სინამდვილეში ერთი `დაცურებული~ მოწმე ვერ დაუკითხავს. რუსუდან ჰამლეტოვნა რომ ვერ იყო სრულ ჭკუაზე, ყველაფერზე ეტყობოდა. თაგვივით მცქმუტავი ცხვირ-პირი, მოთამაშე მხრები, კინტოს ჩაცმულობა...

_ რუსუდან, შეიძლება გულახდილად დაგელაპარაკოთ? _ კითხვაში იმდენი მოწიწება ჩავაქსოვე, მზადყოფნით დამიქნია თავი. ხასიათის ცვალებადობა არამდგრად ფსიქიკაზე მიანიშნებს. არა, ეს ქალი სერგოს არ გამოდგება. აი, ბინა შესანიშნავია _ მაღალჭერიანი, ნათელი, პოსტ კომუნისტური სურნელით გაჟღენთილი. დარწმუნებული ვარ, ამხანაგი ჰამლეტის სიცოცხლეში ვუალიანი ქალბატონების ნაცვლად კედლებს რომელიმე საბჭოთა გენსეკის პორტრეტი ამშვენებდა.

_ მაშინ მივუსხდეთ მაგიდას და გადავიდეთ საქმეზე. _ თავპატიჟს არ დავლოდებივარ, სკამი გამოვწიე და პირველი დავჯექი. სერგომაც მომბაძა.

_ რა საქმეზე? _ ნაგვიანევად იკითხა რუსუდანმა.

`საქმის~ შინაარსზე ჯერ არ ვარ ჩამოყალიბებული. რა საკითხმა შეიძლება აუშალოს ლაპარაკის საღერღელი ამ უცნაურ ქალს?

_ ვინ არის ამ მშვენიერი ნახატების ავტორი? _ ვკითხე.

_ მე. _ დაიმორცხვა რუსუდანმა.

_ თითქოს სადღაც მინახავს...

_ მშრალ ხიდზე ნახავდით, იქ ვაბარებ ხოლმე.

_ ააა... ალბათ, ალბათ. ძალიან კარგი. გამოფენა გქონიათ?

_ არა, არა...

_ რა აზრის ხართ პერსონალურ გამოფენაზე?

_ გამოფენაზე? _ რუსუდანმა ძლივს მოუყარა თავი გაქცეულ ტუხებს.

მისი ემოცია ჩემს სინდისზეა, მაგრამ მაინც გულითადად გავუღიმე. ბოლოს და ბოლოს, ერთდღიანი გამოფენის მოწყობას რა უდგას წინ, ამასზე უარესებიც მინახავს ფრიად ელიტარულ სალონებში.

_ დიახ, გამოფენაზე.

_ კარგი იდეაა. С удовольстоем. _ ჩაარუსულა აღტაცებულმა. _ იცით, ძალიან მენანება ხოლმე გაყიდვა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, ფული მჭირდება. მუდმივი სამსახური არ გამაჩნია, მიჭირს სახლიდან გასვლა, ქალაქის ხმაური მღლის, გამონაბოლქვი კი პირდაპირ ფილტვებიი მირტყამს.

_ მარტო ცხოვრობთ?

_ დიახ, სულ მარტო ვარ.

_ არ გიჭირს?

_ მივეჩვიე. ადამიანი ყველაფერს ეხვევა.

_ ძაღლი მაინც მოგეყვანათ, ან კატა... _ შევთავაზე მარტოობის წამალი.

Page 74: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ ფუ, ფუ, ფუი... _ რუსუდანმა ზიზღით ააქნია წვრილად დაძარღვული, ფერმკრთალი თითები. _ ვერ ვიტან შინაურ ცხოველებს. ყველგან ბეწვებს ყრიან, ფეხებში გედებიან, უადგილო ალაგას ფსა... შარდავენ. ერთი მეზობელი მყავს, ზევით... სპეციალურად აგზავნის თავის კატას ჩემს ბაქანზე მოსასაქმებლად. აი, ასეთი ბოროტი ხალხია გარშემო. გავაფრთხილე კიდეც, ვეჩხუბე კიდეც, ვუჩივლე კიდეც. არაფერი გაჭრა. მოდის ის საძაგელი ბარსი და მანცდამაინც ჩემს კოვრიკზე შვება.

_ ხატვის გარდა, რას საქმიანობთ?

_ მხოლოდ მუსიკა, ნახატები და მოგონებები. ეს არის

ჩემი სულიერი საკვები, ტელევიზორიც კი არ მაქვს.

_ ტელევიზორის გარეშე როგორ ძლებთ? _ მართლა გულწრფელად გამიკვირდა. _ ან ახალი ამბები არ გაინტერესებს, ან ინფორმაცია...

_ არა, არ მაინტერესებს, ჩემი დის სიკვდილის შემდეგ, რამ უნდა გამაკვირვოს.

ავღელდი. არ ველოდი, თვითონ თუ წამოიწყებდა მტკივნეულ თემაზე საუბარს. უნდა ვისარგებლო შემთხვევით, თორემ სერგო ისე აწრიალდა, მეშინია თავისი როყიო პირდაპირობის საქმე არ გააფუჭოს.

_ ალბათ ახალგაზრდა გარდაიცვალა, არა?

_ ჰო, ახალგაზრდა...

_ ავადმყოფობა თუ უბედური შემთხვევა...

რუსუდანმა თავი გადააგდო და ყელი მოიღერა, თითქოს ლექსის ციტირებას აპირებს. მცირე ხანს იყუჩა და არტისტულად თქვა:

_ სიყვარული.

_ უცნაურია. არ მეგონა, ოცდამეერთე საუკუნეში სიყვარულის გამო თუ კვდებოდნენ.

_ ეს მოხდა მეოცე საუკუნეში. _ რუსუდანის ცმაცუნა სახემ მისტიკური გამომეტყველება მიიღო და რაღაც მომენტში ლამაზიც კი მომეჩვენა.

_ შეგიძლიათ მოგვიყვეთ?

_ ნუთუ გაინტერესებს?

_ რატომაც არა? თქვენ თუ ხატვა გეხერხებათ, ჩემი პროფესია წერაა. თუ საინტერესოდ მომეჩვენა, შემიძლია სცენარიც დავწერო. მხატვრული ფილმისთვის. _ დავამატე საკუთარი სითავხედით გათამამებულმა.

რუსუდანის რეაქცია უნდა გენახათ. ალბათ, გაცოცხლებული დის ნახვა არ გაუხარდებოდა ისე, როგორც ჩემი წინადადება გაუხარდა. გაუხარდა სხვა სიტყვაა, აღტაცებაში მოვიდა. უკვე წარმოიდგინა თავი მელოდრამატული სიუჟეტის მთავარ გმირად, სცენარის თანაავტორად, რეჟისორის სანაიემწედ, ოსკარის პრემიის ლაურეატად...

რუსუდანის მონაყოლიდან:

იყო და არა იყო რა, იყო ორი ტყუპი და _ ქეთევანი და რუსუდანი. ერთმანეთისგან გარჩევა დედასაც კი უჭირდა. მამა, სამხედრო მფრინავი და სწორუპოვარი ვაჟკაცი გმირულად დაიღუპა ერთ-ერთი საბრძოლო დავალების შესრულებისას. მისი არსებობის

Page 75: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

შესახებ გოგონებმა არაფერი იცოდნენ (დიდი ხნის მანძილზე დედის მეორე ქმარი, ჰამლეტ ბაღაშვილი ეგონათ ნამდვილი მამა), მაგრამ დედამ სიკვდილამდე ცოტა ხნის ადრე გაბედა და სიმართლე გაუმხილა. რუსუდანი დღესაც სიამოვნებით გადავიდოდა ნამდვილი მამის გვარზე, მაგრამ დედამ საფლავიი წაიღო ეს დიდი საიდუმლო. დედას ერქვა ნატალია. ულამაზესი ქალი, ზედგამოჭრილი მარლენ დიტრიხი, რომლის მთავარ საზრუნავი შვილების აღზრდა-განათლება იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ გაჰყვებოდა ცოლად ულამაზესი ნატალია ჰამლეტისთანა პირუტყვს? (აღსანიშნავია, რომ ე.წ. პირუტყვს რუსუდანი ხან მამად მოიხსენიებდა, ხან მამინაცვლად, ხანაც სატანად). ანუ ნატალია მსხვერპლად შეეწირა შვილების კეთილდღეობას, რაც ხელს არ უშლიდა შეუზღუდავად ეხარჯა ქმრის ფულები, დაესვენა ელიტარულ კურორტებზე, ჩაეცვა სპეც მაღაზიებში, აეტალახებინა სილამაზის სალონები, კოვზებით ეჭამა ხიზილალა...

ბაღაშვილების ოჯახს სახელმწიფო მანქანა ემსახურებოდა. დალხინებული ცხოვრება მაშინ დამთავრდა, როცა ცეკავშირის თავჯდომარემ მძღოლი გამოიცვალა. ახალ მძღოლს გრიშა კულუმბეგოვი ერქვა, მას შეფის ტარების გარდა, მისი აბიტურიენტი ქალიშვილების მასწავლებლებთან წაყვან-წამოყვანა ევალებოდა. დედა მკაცრად აკონტროლებდა შვილების ყოველ ნაბიჯს, ტყუპებს მკაცრად ეკრძალებოდათ ხმაურიან თავყრილობებში მონაწილეობა, ტელეფონზე `ჩამოკიდება~, `ნებისმიერი ვიგინდარის~ სახლში ამოყვანა, ასევე `ნებისმიერ ვიგინდარასთან~ სტუმრობა. მეგობრობა შეიძლებოდა მხოლოდ მათი წრის ხალხთან, ანუ პარტიული ნომენკლატურის შვილებთან. ქალბატონი ნატალია განსაკუთრებით ერთმა შემთხვევამ დააფრთხო...

მეასე კლასიი მოიტაცეს რუსუდანისა და ქეთევანის თანაკლასელი გოგონა. პირდაპირ სკოლასთან დახვდნენ, ჩატენეს მანქანაში და ჰაიდა, კახეთში _ ლაწირაკი სასიძოს მამიდასთან. ამ `საზარელ~ ინციდენტთან დაკავშირებით კლასის დამრიგებელმა მშობელთა კრება მოიწვია, სადაც მკაცრად დაგმო არა მხოლოდ მოწაფე, არამედ მშობელები, რომელმაც სათანადო ყურადღება არ მიაქციეს თავიანთ პირმშოს, ასევე მინიშნება გააკეთა მამების სამსახურებზე, რაც ნატალიამ პირდაპირ `ნამიოკად~ აღიქვა. გულშემოყრილი მოვარდა სახლში და პირველი, რაც ქმარს მოთხოვა, იყო შვილებზე კონტროლის გამკაცრება.

მოკლედ, გრიშა აღმოჩნდა თავისუფლების პატარა კუნძული, ვისთანაც `ოქროს გალიაში~ გამომწყვდეულ გოგონებს გულის მოოხება შეეძლოთ. `კუნძულს~ ჰქონდა ეშხიანი გარეგნობა, დამყოლი ხასიათი, არაჩვეულებრივი იუმორი. ისეთ ანეკდოტებს ჰყვებოდა, ტყუპებს სიცილისგან მუცლები ტკიოდათ. ახლა ინტელექტი? მათემატიკა, გეოგრაფია, ისტორია, ლიტერატურა... ოსმა ბიჭმა ბაღაშვილებზე უკეთ იცოდა ქართული ენა, ისეთ ჩამჭრელ კითხებს სვამდა, ყოვლად განსწავლულ ჰამლეტსაც გაუჭირდებოდა პასუხი, რაც შეეხება დიტრიხისეულ ნატალიას, ის მხოლოდ მოდის ჟურნალებს კითხულობდა.

ქეთევანი ტყუპისცალზე ორი წუთით ადრე მოევლინა ქვეყანას და ამიტომაც უფროსობას ჩემულობდა, არ მოსწონდა, როცა რუსუდანი მასავით იჭრიდა თმას, მისნაირ ტანსაცმელს ყიდულობდა... გამოსაშვები საღამოს წინ გაებუტა კიდეც, რადგან `უმცროსმა~ დაიკომ ზუსტად ისეთი კაბის შეკერვა მოინდომა, როგორც ქეთევანმა. რუსუდანს არ ესმოდა დის _ ჩვენ ხომ ერთნი ვართ, ერთი სისხლი და ხორცი, ხალხს უხარია ჩვენი დანახვა _ ნახე, რა კარგი ტყუპიაო, _ უმტკიცებდა დას. მაგრამ ქეთევანმა თავისი გაიტანა და გამოსაშვებ საღამოზე ყვითელი ქსოვილისგან შეკერილი კაბა ჩაიცვა. ფერს სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა _ გრიშასთან განშორების ნიშნად.

დიახ, დიახ, მოხდა ისე, რომ ქეთევანს გრიშკა შეუყვარდა. რუსუდანს არ გაჰკვირვებია, ცოდვა გამხელილი სჯობს და თვითონაც მოხიბლული იყო ახალგაზრდა მძღოლით, მაგრამ დას არჩევანი დაუწუნა _ სად ჩვენ, მამაჩვენის შვილები (მაშინ ჰამლეტი

Page 76: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

ნამდვილი მამა ეგონა), სად ის _ უბრალო შოფერი, თანაც ოსი. ქეთევანი ეთანხმებოდა, მაგრამ გრძნობებს ვერაფერს უხერხებდა, პირიქის, სიყვარული აკრძალვის პროპორციულად უღრმავდებოდა.

ერთ მშვენიერ დღესაც ვერ მოითმინა და გრიშას სიყვარულში გამოუტყდა. გრიშკამ სასტიკად დატუქსა ხაზეინის ასული _ მეორედ არ გაიმეორო მსგავსი სისულელე, თორემ სამსახურს დამაკარგვინებო. უარყოფილმა ქეთევანმა მთელი ღამე ტირილში გაატარა. მეორე დღეს კიდევ ერთი იმედგაცრუება ელოდა _ გრიშა თითქოს გამოცვალეს... აღარც სასაცილო ამბებს ყვებოდა, აღარც ფიკუსებს აჩვენებდა, აღარც ხუმრობდა... სამაგიეროდ, მისი თვალები ამეტყველდნენ, გაასწორებდა მანქანის სარკეს და შეყვარებულ ქალიშვილს უსიტყვოდ აცქერდებოდა. ამან უფრო გაახელა ქეთევანი, ადგა და გაპარვა შესთავაზა.

დის მოსალოდნელმა გათხოვებამ რუსუდანი აღაშფოთა. ერთია ფლირტის დონეზე არშიყი, მეორე _ მამაშენის მძღოლთან ოჯახის შექმნა. სიმართლე ითქვას, სულ რომ თეთრ რაშზე ამხედრებული სასიძო გამოსჩენოდა ქეთევანს, რუსუდანი მაინც უკმაყოფილო იქნებოდა. სად გაგონილა ჩვიდმეტი წლის გოგოს კაცთან დაწოლა? ცხოვრებაში პაემანზე არ ყოფილან და უცებ _ `ველური სექსი.~ შეგონებამ რომ არ გაჭრა, რუსუდანმა ქეთევანი მშობლებთან დაასმინა. აბა, იმათ ჰქონდათ რეაქცია... _ რომ იტყვიან, ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს. ცეკავშირის შეფმა დაუყოვნებლივ შერისხა მძღოლი, სამსახურიდან გაგდება არ აკმარა, ლამის არასრულწლოვანი ქალიშვილის გაუპატიურება დააბრალა, და ციხითაც დაემუქრა _ თუკი ოდესმე საქართველოს ტერიტორიაზე გაჭაჭანდებოდა.

ოჯახის უფროსზე მძაფრი რეაქცია ჰქონდა ქალბატონ ნატალიას. მისმა სათუთმა ფსიქიკამ ვერ გაუძლო შოკისმომგვრელ ამბავს და სულ სხვა რეჟიმში ამუშავდა. ისტერიკა სხვა სიტყვაა, ქალი შეურაცხადი გახდა. ქმარმა უყურა, უყურა და შეშფოთებულმა საავადმყოფოში გააქანა. უბრალო საავადმყოფში კი არა, სადაც დაავადებულ ორგანოებს იკვლევენ _ ფსიქიატრიულში. გაქანებით გააქანა, მაგრამ გამოწერას მთელი ორი თვე დასჭირდა. მიუხედავად შვილების დაჟინებული თხოვნისა, მამამ ისინი საავადმყოფოს ტერიტორიას არ მიაკარა _ არ ჩათვალა საჭიროდ. მორჩა და გათავდა. პრინციპში, მხოლოდ რუსუდანი აქტიურობდა, ქეთევანს არაფერი აინტერესებდა _ არც ფსიქიატრიულში გამწესებული დედა, არც დათრგუნვილი მამა, არც საყვარელი დაიკო, რომელსაც პირდაპირ ღალატში ადანაიაულებდა. სიყვარულმა სულ დაუბინდა გონება, მოყვარეს მტრისგან ვერ არჩევდა, ტიროდა დღე და ტიროდა ღამე. ასეთ ვითარებაში დედამ უკანა ფლანგზე გადაინაცვლა, ქეთევანის სულიერი მდგომარეობა ავტომატურად აისახა რუსუდანზეც. ისინი ხომ ტყუპები იყვნენ?

მაშინ რუსუდანმა გრიშკას მოეძებნა გადაწყვიტა, მაგრამ შერისხული მძღოლი თითქოს ცამ ჩაყლაპა. ეტყობა, მართლა დატოვა საქართველოს ფარგლები, მაგრამ ცხოვრება სიურპრიზებით ყოფილა სავსე...

ამასობაში ქალბატონი ნატალია საავადმყოფიდან გაწერეს, მაგრამ რად გინდა? მშვენიერი დიტრიხის ნაცვლად მისი საცოდავი პაროდია დაუბრუნდა ოჯახს. გამხდარი, მოუვლელი, ყველასა და ყველაფრის მიმართ ინდიფერენტული... გაგონილა? ქალი, რომელიც კვირის შვიდი დღიდან ექვსს სილამაზის სალონში ატარებდა, თმას აღარ ივარცხნიდა. აღარც ცეკავშირის სპეც საწყობებიდან მოზიდული დელიკატესები ახარებდა, არც ქმრის მიერ მორთმეული სამკაულები, არც თავად ქმარი...

თავდადებული რუსუდანი ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდა: აქეთ ქეთევანი, თავისი უიღბლო სიყვარულით, იქეთ _ დეპრესიაში ჩავარდნილი დედა, და მამა, მამა _ ცოლის ავადმყოფობით გულდამწვარი და თანამდებობის დაკარგვის შიშით გულგახეთქილი. ამ დროს ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალა. აგონიაში მყოფი კომუნისტური პარტია სულს

Page 77: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

ღაფავდა, მესაფლავე და მიწის წაყრა ჭირდებოდა მხოლოდ. ისიც გამოჩნდა, მესაფლვე. მართალია ჯერ ჩანასახის მდგომარეობაში, მაგრამ ნებისმიერი ჩანასახი ადრე თუ გვიან იქცევა ბავშვად, ძალას მოიკრებს, არტახებს გაწყვეტს და მიტინგებად მოედება ქვეყნიერებას. აქა-იქ უკვე დაიარებოდნენ შინდისფერი დროშებითა და რადიკალური ლოზუნგებით შეიარაღებული მამულიშვილები. დანაშაულის კომპლექცით შეპყრობილ კომუნისტებს კი პანტაპუნტით ერეკებეოდნენ დათბილული სკამებიდან _ გეყოთ, რაც იგულავეთ, ახლა პატარაზე გაჩოჩდის, ჩვენც გვინდა საჭესთან ჯდომაო...

`მესაფლავე~ ვერ გამოდგა მაინცდამაინც დიდი პროფესიონალი, ან მიწის მიყრა დაენანა, ან აგონია კლინიკურ სიკვდილი ეგონა. ასე იყო თუ ისე, დასამარხად განწირულმა `მიცვალებულმა~ ისე მძლავრად მოიქნია კუდი, რომ გამოუცდელ მესაჭეებს საჭე ხელიდან გაუვარდათ. მემანქანის გარეშე დატოვებულმა მატარებულმა კი ინერციით განაგრძო სვლა, ვიდრე უფსრკულში არ გადაიჩეხა. ნანგრევებში მოჰყვა ბაღაშვილების ოჯახიც. ორმაგი წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ, გარედან ახალი დროება უტევდათ, შიგნიდან _ ძველი პრობლემები. ქალბატონ ნატალიას შეტევები განუახლდა, ტრანკვილიზატორს თუ არ მიიღებდა, აგრესიული ხდებოდა, განსაკუთრებით ქმარი ამოიჩემა _ ჩემი სიკვდილი უნდაო. დედის უცნაური ამოჩემება ტყუპებმა ფსიქოტროპული წამლების ზემოქმედებით ახსნეს, მაგრამ როცა სიმართლე შეიტყვეს, შოკში ჩავარდნენ.

სიმართლე ქალბატონმა ნატალიამ სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე გაამხილა და იმაში მდგომარეობდა, რომ ბატონი ჰამლეტი გოგონების ნამდვილი მამა არ იყო. მეტიც, ის გახლდათ მათი მოძულე, ცოლის სიკვდილზე მეოცნებე `კორუმპირებული არსება~, `სატანის ნასხლეტი.~

ნატალიას სიკვდილის შემდეგ `გერებსა~ და `ნასხლეტს~ შორის დაძაბულობამ იმატა. მორიგი უსიამოვნების დროს ქეთევანმა ვერ მოისმინა და პირში მიახალა: არ ხარ ჩვენი ნამდვილი მამაო. ჰამლეტმა შვილს სილა გააწნა და შეშლილი დედის ნაბიჭვარი უწოდა, დის დასაცავად გამონთებული რუსუდანი კი თმით ითრია. ცემა-ტყეპა იცოცხლე, ნატალიამ იცოდა, თორემ ჰამლეტი არასოდეს შეხებია ხელით შვილებს. პირიქით, ცოლს ტუქსავდა _ ბავშვის გალახვა რა საკადრისიაო. წოდება `ნაბიჭვარი~ დებმა აღიარებით ჩვენებად აღიქვეს, მაგრამ სახლიდან გაგდების შიშით გაჩუმება ამჯობინეს. მეორე დღეს ჰამლეტმა ბოდიში მოიხადა _ ზედმეტი მომივიდაო, მაგრამ მკაცრად გააფრთხილა ორივე _ მსგავსი სისულელე მეორედ არ დაგცდეთო. ტყუპებმა პირობა მისცეს, გულში კი შურისძიება ჩაიდეს.

თავდაპირველად ქეთევანი ენთუზიაზმით შეხვდა შურისძიების სხვადასხვა ვერსიებს, რომლებითაც ღამღამობით ბომბავდა ფანტაზიორი დაიკო. მერე კი ბრაზი გაუნელდა და ისევ გრიშაზე გადაერთო, გულჩათხრობილი გახდა, უკმეხი, გრიშას დაკარგვაში რუსუდანს ადანაშაულებდა. ერთხელ ჰამლეტი დების მორიგ გარჩევას შეესწრო, თავში ხელები წაიშინა და ისტერიკაში ჩავარდნილი ქეთევანი ექიმთან წაიყვანა.

შინ ანტიდეპრესანტებით სავსე პარკით დაბრუნდნენ. რუსუდანს დაევალა თვალყური ედევნებინა წამლების მიღების განრიგისთვის. მაგრამ რუსუდანი გიჟი ხომ იყო, ცხვრის ტყავში გახვეული მგლის დავალება შეესრულებინა?! აკი გააფრთხილა დედამ: `გეშინოდეს სატანის!~

გადაწყდა. შორს გიჟების წამლები! ისინი არ დაუშვებენ ე.წ. მამამ დედის კვალს გაუყენოს. მაგრამ განგებამ სხვანაიარდ ინება. ერთხელაც რუსუდანმა გაიღვიძა, როგორც ყოველთვის, ტყუპისცალს დილა მშვიდობისა უსურვა და პასუხი ვერ მიიღო. ქეთევანი მკვდარი იყო. სიკვდილის მიზეზად ფსიქოტროპული მედიკამენტების გადაჭარბებული რაოდენობის მიღება დასახელდა. ტუმბოზე მართლაც იყარა ცარიელი ფრაკონები, მაგრამ პირადად ქეთევანმა დალია თუ სხვაც მიეხმარა, რუსუდანისთვის დღესაც საიდუმლოდ დარჩა.

Page 78: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

რა გვეთქმის? პირადად მე, პარანოის სუნი მცემს. როგორ არის ამ მხრივ მაიორის საქმე? ანკესიანა გადაყლაპა რუსუდანის ბოდვა თუ ჩემსავით გრძნობს ასათიანის სიახლოეს? ჰმ, მგონი გადაყლაპა. ყბადაგრძელებული მისჩერებია, მზადაა წკვლინტები მოუწმინდოს პოსტ ფაქტუმ აბღავლებულ ტყუპისცალს.

_ რუსუდან, დამშვიდდით და ერთ კითხვაზე გამეცით პასუხი. წეღან, გრიშასთან მიმარსებაში სიურპრიზი ახსენეს. მოგვესმა და მართლა ნახეს გრიშა?

_ არა, არ მოგესმათ.

_ მართლა გამოჩნდა? _ სმენა დავძაბე.

_ თორმეტიოდე წლის წინ კარზე ზარი გაისმა. მარტო ვიყავი, ის ვაჟბატონი, ჰამლეტი, აგარაკზე ბრძანდებოდა. პენსიაში გასვლის შემდეგ სუფთა ჰაერზე უყვარდა ყოფნა, მეც მეპატიჟებოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად, სულელი კი არ ვიყავი?!... გლაზოკში გავიხედე და საკუთარ თვალებს ვერ დავუჯერე. გრიშკა იდგა _ ნაცემი, დაკაწრული, დაგლეჯილი სამოსით... სიხარულით ავბღავლდი, მეგონა ჩემი და გაცოცხლდა, ჩემი ძვირფასი ქეთევანი! დღე, რომელზეც ამაოდ ოცნებობდა, დადგა, ის კი აღარ იყო ცოცხალი. გრიშკა სახლში მოვიპატიჟე, ჭრილობა მოვბანე, დავაპურე, სუფთა ტანსაცმელი მივეცი... გაგიჟდა, როცა ქეთევანის სიკვდილის ამბავი შეიტყო... ერთად დავიტირეთ ჩემი საბრალო დაიკო. მერე სასაფლაოზე გაყოლა მსხოვა, მაგრამ გვიან იყო უკვე, ვიზიტი ხვალისთვის გადავდეთ. იმ საღამოს ჩვენ შორის გულახდილი საუბარი შედგა. მე ჩვენი ამბები მოვუყევი, იმან _ თავისი. თურმე, ვიღაც მაფიოზები დასდევდნენ მოსაკლავად, საბუთების წართმევა უნდოდათ. მთხოვა _ ერთი დღე შემიფარე, მერე მე ვიცი და ჩემმა ვაჟკაცობამო. ცხადია, უარი არ მითქვამს. ქეთევანის სიკვდილის შემდეგ გრიშკა ერთადერთი იყო, ვისაც მთელი ასი პროცენტით ვენდობოდი. გეგმა შევიმუშავეთ _ თუ ვინიცობაა ჰამლეტი დაგვადგებოდა თავზე, გრიშკას ჩემს ოთახში დავმალავდი. ბედად ჰამლეტი შაბათ-კვირას აგარაკზე დარჩა, მაგრამ დამირეკა _ ორშაბათს ჩამოვალ, რამეს ხომ არ დამაბარებო? წარმოგიდგენიათ, როგორი აფერისტია, ვითომ ძალიან ზრუნავდა ჩემზე. ასე რომ, ჩვენს განკარგულებაში იყო ორი დღე. თურმე, იმდენი სალაპარაკო დაგვიგროვდა, იმდენი მოსაგონარი... იმ ღამეს თავზე დაგვათენდა. _ რუსუდანმა მოგონებას გაუღიმა, უფრო სწორედ შიგ ჩაეფლო. მგონი საერთოდ დაავიწყდა ჩვენი არსებობა.

_ კეთილი, ის ღამე დაგათენდათ. შემდეგი ღამეები?

_ ერთი თვე დარჩა ჩემსან. მთელი ერთი თვე... _ ისევ დააპირა მოგონებაში გადავარდნა, მაგრამ სერგომ არ აცალა.

_ ჰამლეტი? _ იკითხა დადარაჯებულმა.

_ პამლეტი კაპუტ. აგარაკზე, გაზით გაიგუდა. ვოტ ტაკ. უწია ჩვენმა ცოდვამ.

_ როდის მოკვდა? _ ერთ ხმაში შევძახეთ მე და სერგომ.

_ რამდენიმე დღეში გრიშკას ჩამოსვლიდან. იქვე მივაბარე მიწას, აბა, დედაჩემს ხომ არ მივუწვენდი მაგ სატანის ანასხლეტს?!

_ კეთილი. `ანასხლეტი~ დამარხეს, გრიშა მოაფერიანეთ. შემდგომში როგორ განვითარდა მოვლენები?

_ გრიშკამ ისე ახლოს მიიტანა გულთან ჩემი პრობლემები, გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, მამაჩემის ნათესავები მოეძებნა, დაედგინა ჩემი ნამდვილი გვარი... სხვათა შორის, ორივეს გაგვიჩნდა ვერსია, რომ მამაჩემი შეიძლება ცოცხალი ყოფილიყო,

Page 79: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

იქნებ კატა...კატაპუკ... კატაპულტირება მოახერხა, სადმე უკაცრიელ კუნძულზე დაეშვა და დღესაც იქ ზის? ან ამნეზია დაემართა. ამ ვერსიას თუ გავყვებით, მამაჩემის სიკვდილის ისტორია ჰამლეტის მოგონილი უნდა იყოს. დედაჩემის ხელში ჩასაგდებად, რას არ მოიმოქმედებდა! ნაგლეც.

_ მერე, რა ჰქნა, დაადგინა?

_ დაადგინა, კი. _ დაიმორცხვა რუსუდანმა, _ მთელი თორმეტი წელი ადგენდა... ვერ წარმოიდგენთ, რა განცდებში გავატარე ეს წლები... ლოდინი ყველაზე დიდი სასჯელი ყოფილა ადამიანისთვის, ზოგჯერ ისეთი ეჭვები მიპყრობდა, თავის მოკვლაზე ვფიქრობდი. ნუთუ მომატყუა? ნუთუ ისარგებლა ჩემი ნდობით და სამუდამოდ დამივიწყა? ნუთუ აგარაკის გაყიდვაში აღებული ფული ქარს გაატანა?

_ აგარაკის?

_ დიახ, დიახ, აგარაკის. სიმართლის დასადგენად მიმავალ კაცს, ცარიელი ქისით ხომ არ გავუშვებდი? საჭირო იყო ფული, ვინაიდან მამაჩემის კვალი საზღვარგარეთ მიდიოდა. აგარაკის გაყიდვა მომიწია. ჰამლეტი ალბათ საფლავში ამობრუნდა, მაგრამ ახია მაგაზე, მადლობა მითხრას კრემაცია რომ არ გავუკეთე. გრიშკამ გადამაფიქრებინა, ხალხი სხვანაირად გაიგებსო, თორემ დაწვის ღირსი იყო ნამდვილად. წავიდა ჩემი მხსნელი, ჩემი გულიც თან წაიღო. გავიდა ერთი წელი, ორი, სამი, შვიდი, ათი... ის კი არ ჩანდა! რომ არა ბეჭედი, ალბათ მართლა მოვკვდებოდი, ბეჭედმა გადამარჩინა, მისმა მაგიურმა ძალამ.

_ ბეჭედი? _ სერგო კინაღამ გადმოვარდა სკამიდან.

მეც მომწონს მაგიით დაღდასმული ისტორიების მოსმენა, მაგრამ ინკასატორების პირობაზე მეტი თავშეკავება მართებს.

_ დიახ, დიახ, _ დაგვიდასტურა რუსუდანმა, _ გრიშკამ სახსოვრად ძვირფასი ბეჭედი დამიტოვა. არ იფიქროთ, ოქროულობის ხამი ვარ, დედისგან იმდენი დამრხა, დღესაც მათი გაყიდვის ვირჩენ სავს. საქმე ღირებულებაში არ იყო, ბეჭედი ერთ ინგლისელ ლედის ეკუთვნოდა, რომლის ისტორია წყლის წვეთივის ჰგავს ჩემსას. როდესაც უიმედობა მიპყრობდა, გავიკეთებდი ამ ბეჭედს, დავხუზავდი თვალებს და თავს ლედი სტოუნერად წარმოვიდგენდი. გჯერათ რეინკარნაციის? _ იკითხა მოულოდნელად.

რატომღაც სულ მე მომმართვდა, სერგოს მიმართულებით სრული იგნორი. ეტყობა, აფერისტი გრიშკას გარდა მისთვის მამაკაცი არ არსებობდა.

_ რატომ მეკითხებით?

_ თუ არ გჯერას, მოყოლას აზრი არ აქვს. სულაც არ მინდა გიჟი გეგონოთ!

_ არ გვეგონებით, არა. _ დავამშვიდე საღერღელაშლილი შინაბერა. _ მოყოლას ნებისმიერ შემთხვევაიი აქვს აზრი, მისტიური გადახვევები მხოლოდ წაადგება მომავალ ფილმს.

_ აააა... ფილმს, დიახ, დიახ. ამასობაში სულ დამავიწყდა ამოსავალი წერტილი.

რუსუდანი წამის გაყუჩდა. ერთი მომენტი ვიფიქრე, ეს თუ ინკასატორსა და დრამატურგის შორის კავშირს ეძებს, დავღუპულვართ და ეგ არის. ღმერთმა ნუ ქნას, ფინალიში გაუნათდეს გონება.

საბედნიეროდ, იმაზე დაცურებული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდი. ეჭვიც არ შეუტანია ჩვენს გულწრფელობაში. აწითლებულ ყურებზე თმა გადაიწია და თავისი წელვადი ინტონაციის გვაუწყა შემდეგი:

Page 80: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ გრიშკას დიდად მადლობელი ვარ, მან მეორე ცხოვრება მაჩუქა. დიახ, მეორე ცხოვრება... მე ერთდრულად ვიყავი რუსუდანიც და ლედი სტოუნერიც. მინდა გაგიმხილოთ, ლედის სტონურის ტყავში ყოფნა გაცილებით ამაღელვებელია. _ რუსუდანმა სწრაფი მზერა ნახატებს მოავლო და ქედმაღლურად განაგრძო. _ მსგავსება ჩვენს ბიოგრაფიებს შორის იმდენად თვალსაჩინოა, სკეპტიკოსიც კი ხელებს ასწევს. ალბათ გაინტერესებთ, ვინ იყო ეს იდუმალი ლედი... ელენ სტოუნერი ლონდონში ცხოვრობდა მეცხრამეტე საუკუნის შუაწლებში. ჰყავდა ტყუპისცალი და, სახელად ჯულია. მათი დედა, მისის სტოუნერი, არტილერიის გენერალ-ლეიტენანტის ქვრივი გახლდათ. დააკვირდით _ გენერალ-ლეიტენანტის ქვრივი. ჯერ სად ხართ, მერე ნახეთ... წელიწადში ათას ფუნტამდე შემოსავალი ჰქონდათ, რაც იმ დროისთვის ნორმალურ თანხად ითვლებოდა. ტყუპისცალები სულ პატარები იყვნენ, როცა მისის სტოუნერი მეორედ გათხოვდა მისტერ როილოტზე, ინგლისის ერთ-ერთი ცნობილი გვარის წარმომადგენელზე, პროფესიით ექიმზე. ეს ვაჟბატონი თავის დროზე დიდი სიმდიდრის პატრონი ბრძანდებოდა, მაგრამ ავანტიურისტული ხასიათის გამო ქონების უმეტესი ნაწილი გაანიავა და ერთი საგვარეულო სასახლის ამარა დარჩა. სწორედ იმ სასახლეში დასახლდა ახალშექმნილ ოჯახთან ერთად. ჰო, მთავარი არ დამავიწყდეს! მათ შორის საქორწინო კონტრაქტი დაიდო, რომლის სანახმად, მისის სტოუნერის სიკვდილის შემთხვევაში, მთელი ქონება გადადიოდა როილოტის ხელში, რადგან ბავშვების მეურვედ მამინაცვალი ითვლებოდა. თავიდან ყველაფერი კარგად იყო _ ტყუპები იზრდებოდნენ, მისის სტოუნერი ოჯახს უძღვებოდა, მისტერ როილოტი ექიმბაშობდა... თითქოს არაფერი ემუქრებოდა ოჯახურ იდილიას, მაგრამ წლებთან ერთად როილოტი აუტანელი გახდა. მეზობლებთან ჩხუბობდა, მომსახურე პერსონალი დაითხოვა, კარჩაკეტილ ცხოვრებას მიჰყო ხელი... მოულოდნელად მისის სტოუნერი ავად შეიქმნა, ქმარმა წამლები დააყარა, მაგრამ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა. როცა სიკვდილის მოახლოება იგრძნო, მისის სტოუნერმა წამოზრდილი ქალიშვილები იხმო და პირველი ქმრის ნაჩუქარი ბეჭედი გადასცა: `თუ ძალიან გაგიჭირდათ მამინაცვალთან ცხოვრება, ეს ბეჭედი გაყიდეთ და აქაურობას გაეცალეთო.~ მაშინვე ჩემი საწყალი დედიკო გამახსენდა, მისი მოულოდნელი ავადმყოფობა ისე ძალიან ჰგავდა მისის სტოუნერის ტრაგედიას...

სერგო დიდი ინტერესის უსმენდა, მე კი არ მტოვებდა დე ჟავუს შეგრძნება. ეს ყველაფერი სადღაც წამიკითხავს, ძალიან ადრე, მგონი ბავშვობაში. კალკუტა, ლედი სტოუნერი, ექიმი როილოტი... გველიც უნდა იყოს, რუსუდანს არ უხსენებია, მაგრამ ტანით ვგრძნობ მის სიახლოეს. თვალები ნახატებისკენ გამექცა... პერანგისამარა ქალი საწოლზე, ჭერიდან ხამოკონწიალებული გველი, ჭრელი, როგორც... როგორც ჭრელი სარტყელი. ჭრელი სარტყელი! ღმერთო ჩემო, ეს ქალი კონან დოილის მოთხრობის `ჭრელი სარტყელის~ შინაარს ყვება თავისებური ინტერპრეტაციით!

ბრავო, გრიშკა, შე დაბოლების დიდოსტატო! აი, სად გამოგადგა წიგნების სიყვარული... ნუთუ ამ მისტიურ არსებას წაკითხული არა აქვს `შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი?~ პრინციპში, რა გასაკვირია, ქალს ტელევიზორიც კი არა აქვს... სერგო, შე ბოთე, რას დაგიფხენია პირი, ნუთუ არ გახსოვს საქვეყნოდ ცნობილი დეტექტივი?!

ეშხში შესული რუსუდანი კი თავისას მიერეკება. აჰა, საპატარძლო ტყუპისცალი სახელად ჯულია სტოუნერი უკვე მოკვდა გაურკვეველ ვითარებაში, ახლა ელენია მთავარი სამიზნე. თავისით მოკვდება თუ მამინაცვლის დაგეშილი გველი უკბენს? მეტის ატანა აღარ შემიძლია, გასარკვევივია, ვინ-ვის აბოლებს _ გრიშა რუსუდანს თუ რუსუდანი ჩვენ?

_ გასაგებია, ყველაფერი გასაგებია. _ კულმინაციის მომენტში შევაწყვეტინე, რასაც სერგოს უტყვი რისხვა მოჰყვა. ეტყობა, მთელი გულით აინტერესებდა, რით დამთავრდა დრამის მთავარი გმირის მამინაცვალთან ორთაბრძოლა.

Page 81: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ რა არის გასაგები? _ რუსუდანს თითქოს ცივი წყალი გადაასხეს, უცებ გამოერკვა ეიფორიიდან.

_ გასაგებია, რომ გრიშა კულუმბეგოვმა სტოუნერების საგვარეულო ბეჭედი გაჩუქას, გაუგებარ სხვა რამეა: საიდან ჩაუვარდა უბრალო მძღოლს ხელში ზემოხსენებული ბეჭედი?

_ მარტივი ასახსნელია. _ გული მოუბრუნდა რუსუდანს. _ გრიშკას ნიჭისა და გაქანების ადამიანი მძღოლად დიდხანს არ იმუივებდა, როცა პირველად მეწვია, დამწყები ბიზნესმენი იყო, მეორედ _ უკვე ჩამოყალიბებული, რესპექტაბელური, მდიდარი მამაკაცი...

_ მეორედ როდის გეწვიათ? _ სერგო სწრაფად დაეშვა მიწაზე. თუმცა ეჭვი მეპარება ჩემი მოულოდნელი გაწიწმატების ნამდვილ მიზეზს მიმხვდარიყო.

_ სულ რამდენიმე დღის წინ. _ თავმომწონედ გვიპასუხა რუსუდანმა.

სერგოს საზეიმო ღიმილი მესროლა. მე შეუმჩნევლად ავუწიე ცერა თითი. ასე ახლოს არასოდეს ვყოფილვართ გორდიას კვანძთან.

_ დიახ, მან შეასრულა პირობა, მართალია მამაჩემი ცოცხალი აღარ დახვდა, სამაგიეროდ დახვდა ანდერძი, რომლის თანახმად მე და ქეთევანს ფასიანი აქციები გვეკუთვნის. გრიშკას შეეძლო მიეთვისებინა ისინი, მაგრამ მან ფულად აქცია და ჩემთან მოიტანა, ჩემთან!

_ არ არსებობს! _ შევძახე მე.

_ შანსი არ არის! _ ფარულ ზრახვას მიმიხვდა სერგო.

_ არ გჯერათ? _ წამოეგო რუსუდანიც.

ჩვენ უარყოფის ნიშნად გავაქნიეთ თავები.

_ ალბათ ვერც წარმოგიდგენიათ, რომ გრიშკასნაირი რაინდები ქვეყნად არსებობენ.

_ ვერა, ვერ წარმოგვიდგენია. _ შევუფითილე აქედან.

_ რომ დაგიმტკიცოთ?

_ მაშინ ხელებს ავწევს, ვიტყვით, რომ არ გადაშენებულან ნამდვილი გმირები. ასე არაა, მეგობარო? _ დასტურის ნიშნად სერგოს გავხედე.

_ კი, ნამდვილად ასეა. _ დამეთანხმა მაიორი.

_ მე დაგიმტკიცებს, რომ ცდებით. _ რუსუდანი მტკიცე გადაწყვეტილებით წამოიჭრა სკამიდან, შარვლის ფართხუნითა და ქოშების ტყაპუნით გავარდა მეზობელ ოთახში.

დაძაბულებმა მივაყურადეთ ჭრიალა ხმებს. კარადის კარს აღებს, რაღაცას ეძებს, რას?...

უკან ვერცხლისფერი კეისით მობრუნდა, რომელიც მაგიდაზე შემოდო, თავსახური ახადა და ჩვენ ბენჯამინ ფრანკლინის უამრავი თავი დავინახეთ, ცხადია, დოლარის კუპიურებზე.

Page 82: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ _ _

ნანახსა და მოსმენილს სერგოს მანქანაში ვინელებდით. იქვე, რუსუდან ბაღაშვილის სადარბაზოსთან. გრიშას ბედი გადაწყვეტილია, ის ადრე თუ გვიან გამოჩნდება ფულის წასაღებად და მაშინვე გასკვანჭავენ. აი, ამას რა ეშველება, ამ ლედი სტოუნერის საცოდავ პაროდიას! მეც არ ვიფიქრე, რა ახატინებს ვუალიან ქალებს... ეტყობა გრიშამ დეტალურად აუწერა ინგლისელი ლედის პორტრეტი, მისტიკური ელემენტებით გააჯერა და გაქრა. თორმეტი წლის შემდეგ დასჭირდა შემნახველი სალარო და გამოჩნდა.

რუსუდანის სადარბაზოდან მსუქანი ქალი გამოვიდა, ცას ახედა, მატყლის ძაფის ნაქსოვი შალი მხრებზე შემოიჭირა და `ბარსი-ბარსის~ ძახილით ავტოფარეხებისკენ გაემართდა. მივხვდი, რუსუდანის საძულველ კატას ეძებს.

_ ბეჭედთან დაკავშირებით რატომ გააპათოლოგე, ბარემ ბოლომდე მოეყოლა. _ გაახსენდა სერგოს. ეტყობა, შეწყვეტილი ზღაპარის ფინალი მოსვენებას არ აძლევდა.

_ უკვე მოსმენილი მაქვს.

_ ვა, საიდან?

_ გადაიკითხე კონან დოილი და მიხვდები.

სერგომ შუბლში ხელი იტკიცა და გაბითურებული მომაჩერდა.

_ გაგახსენდა?

_ არ მაქვს წაკითხული, მაგრამ უნდა მიმვხდარიყავი, რომ ფანტაზიორობს. _ აღიარა სერგომ. _ მოიცა, მამამისზეც მოიგონა?

ფანჯარაში გავიხედე. მსუქანი ქალი უშველებელი თეძოებით ისევ თავის კატას ეძებდა.

_ მაგას ახლავე გავარკვევთ. _ ვესროლე სერგოს და ვიდრე ის შეკითხვებს დამაყრიდა, მანქანიდან გადმოვედი.

_ გამარჯობათ. _ მივესალმე ავტოფარეხთან წაკუზულ ქალს.

_ ბარსი თქვენი კატაა?

_ ჩემია. _ მიპასუხა სიგარეტისგან დამჯდარი ხმით და წელში გასწორდა. _ დააშავა რამე?

_ მეზობლის ფარდაგზე მოშარდვა თუ დანაშაულია, კი.

_ რუსუდანის მოგზავნილი ხარ, იმ ბეჩავი მხატვრის? _ აგდებულად შემომხედა.

_ არა, ჩემით მოვედი. რუსუდანიც ვნახე, მაგრამ სულ სხვა საქმეზე... მართალი გითხრას, ვერ დატოვა სათანადო შთაბეზდილება, სადაური წესია, ახალგაცნობილ ადამიანთან მეზობლის კატა დააბეზღო?!

_ დააბეზღა, ხომ? რა უნდა ელაპარაკო, გიჟი თავისუფალია. ბარსი, ბარსი... _ გასძახა ეზოს. _ სად დაიკარგა ეს შეხვენებული კატა, გავიყინე ქალი. ბარსიიი...

_ დიდი ხანია რაც ბაღაშვილების ოჯახი აქ ცხოვრობს?

Page 83: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ კი, ერთდროულად შემოვსახლდით. დიდებული კაცი იყო მამამისი, ბატონი ჰამლეტი. მარიფათიანი. არ გაუმართლა. ჯერ ცოლმა გააფრინა, მერე შვილებმაც გაუშვეს წყვილ-წყვილი ოფოფები.

_ ტყუპები ამ სახლში შეეძინათ?

_ კი, ნატალიას ორსულობაც მახსოვს და განიერი, ვარდისფერი კალიასკა, სპეციალურად ტყუპებისთვის. ბატონმა ჰამლეტმა ჩამოიტანა მოსკოვიდან. მოხდენილი წყვილი იყო, მთელი სამეზობლო შევნატროდით. _ ქალმა შალი შეისწორა და ირონიულად შემომხედა. _ ჰამლეტისა იყო ეგ ტყუპები, ჰამლეტის! _ მითხრა ღიმილით. _ ვხვდები, მაგის საკითხავად მოხვედი და შორიდან მიტრიალებ, გერიდება. ჰამლეტისა იყო, ნატალია კი ხმებს უყრიდა, სხვა კაცისგან მყავსო. დადიოდა მეზობლებში და ვიღაც მფრინავს მისტიროდა, ასეთ ქმარს კი საქვეყნოდ ჭრიდა თავს. მაშინ უკვე ავად იყო, თავის თავს აღარ ჰგავდა, ათას სისულელეს ბჟუტურებდა ჰამლეტზე... ქალიშვილებიც რომ გადაიბირა? ეტყობა, დედის გენეტიკა გამოჰყვათ. უბედური ოჯახია, უშვილძიროდ გადაგებული. ცოდვას ვერ ვიტყვი, რუსუდანი შედარებით ნორმალურია, მართალია ჩემს ბარსიკას ერჩის, მაგრამ ჩვენში რო დარჩეს, მართლა უშარდავს ხოლმე კართან. კატა ისეთი არსებაა, გრძნობს უარყოფითად განწყობილ ადამიანებს...

`ნორმალური~, რბილადაა ნათქვამი, ვფიქრობდი უკანა გზაზე. რუსუდანი ჩუმი გიჟია, რაღაც მომენტში გამოცდილი სერგოს გაცუცურაკებაც კი შეძლო, აღარაფერს ვამბობ ძლევამოსილ ჰამლეტზე, რომელმაც ვერ გათვალა ცოცხლად დარჩენილი ერთადერთი ქალიშვილის სიგიჟის ხარისხი.

_ _ _

არა, არ არის ჩემი საქმე ბლინების ცხობა. უკვე მესამე გამიფუჭდა. ან ცომია თხელი, ან ტაფა თბილი, ან მე ვარ უნიჭო. არადა, ხორცი მზად მაქვს, შეზავებულიც, პილპილმოყრილიც, მცირეოდენი ბრინჯით, სირბილისთვის. დათას უყვარს ბლინჩიკები, დღეში სამჯერ რომ მიართვა, უარს არ იტყვის. სხვისი არ ვიცი, მე კი ყოველ დილით მაქვს საუზმის პრობლემა. ერბო-კვერცხის გარდა ვერაფერს ვერ ვასწრებ. დათა მალე კაკანს დაიწყებს. ამ მხრის ბლინი იდეალურია _ კალორიული, ცხელი, გემრიელი...

იფ, გამოვიდა!

მეხუთე ჯერზე, მაგრამ მაინც. ყოჩაღ, იათამზე, მთავარია მოთმინება. გადავაბრუნეთ, დავალაგეთ, დავასხით. შრხხ... საახალწლოდ დათა ღორის თავის ყიდვას დამპირდა, თავისი ჩლიქებითურთ. მე უფრო რომანტიკულის იმედი მქონდა, მაგრამ ჩემი ქმრისთვის შინ გაკეთებული ხალადეცი გაცილებით რომანტიკულია, ვიდრე... ვიდრე ტრადიციული სუნამო, რომელიც უკვე იმდენი დამიგროვდა, შემიძლია აბაზანა მივიღო. არც მაქვს სუნამოზე გართულება. ყვავილიც არ მიყვარს... კაბა მაქვს, ჩექმაც... რა მინდა საახალწლოდ?

ბლინი თეფშზე გადმოვიტანე და ჩავფიქრდი. არ ვიცი, რა მინდა, მაგრამ ღორის თავის დამუშვება რომ არ მინდა, ზუსტად ვიცი. კიდევ არ მინდა სამსახურში წასვლა, გამიტკბა დასვენება. მზად ვარ ერთი გაკვეთილის ნაცვლად სამი ღორის თავი დავამუშავო. ერთ გაკვეთილს თუ საახალწლო სპექტაკლის რეპეტიციას დავუმატებ, ათი ღორის თავზეც ყაბულსა ვარ. რას გაიხარებს, დათა! წარმოიდგინეთ, რამდენი ქვაბი ხალადეცი გამოვა ათი ღორის თავისგან. მომავალ წლამდე ეყოფა.

Page 84: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

ბლინებით გაპიპინებული თეფში მაგიდაზე გადმოვიტანე და კმაყოფილმა დავიხიე უკან.

რით არ არის პიზის კოშკი? საღამოს დავტენი ხორცით... ცხადია, თუ იქამდე გრიშამ არ მიგვასიკვდილა მეც და ჩემი გამოჩენილი მაიორიც. ჩიპი და დეილიო... როგორ გვაკადრა?! ვნახოთ, რა ხასიათზე დადგება ტკიცინა დოლარების ნაცვლად `კუკლა~ რომ დახვდება. მთავარია, შეუმჩნევლად შეაღწიონ ბაღაშვილების დაწყევლილ ბინაში. ოპერაცია ნაშუადღევს არის დაგეგმილი, იმედია, მეც დამასწრებენ, სხვა თუ არაფერი, ინასარიძეების თემა ჩემი აგორებულია.

მაკიაჟის ბოლო შტრიხებს ვიკეთებდი, როცა მობილურზე სერგოს მესიჯი შემოვიდა: `შეგიძლია მშვიდად ჩაატარო გაკვეთილი. ოპერაცია დამთავრებულია.~

რას ჰქვია, დამთავრებულია, მე?!

სარკეს მოვწყდი და სერგოს დავურეკე.

_ რატომ მომტეხე?

_ ვა, მე გაკვეთილზე მეგონე. _ გაუკვირდა მაიორს.

_ აწი ვაპირებ წასვლას, მაგრამ ისეთ ცუდ ხასიათზე დამაყენე, ყველას ორიანს დავუწერ. რატომ არ დამელოდე?

_ რა მეთქვა უფროსობისთვის, იათამზე მდივანს ვაცადოთ გაკვეთილის ჩატარება, სპეც ოპერაცია დაიცდის მეთქი? _ სერგო ჯერ აყვირდა, მერე ჩაცხრა და იდუმალ ჩურჩულზე გადავიდა, როგორც სჩვევია. _ გამიგე, გოგო, წუხელ შუაღამემდე ვგეგმავდით ოპერაციას, მინისტრის დონეზე წყდება ეს საკითხი, შენ კი `უჩემოდ ვინ იმღერათაო~... ნახევარმილიონზე ბაზარი, მოტვინე? დღის მეორე ნახევარში ის დარტყმული რუსუდანი ან გავიდოდა სახლიდან, ან არა. პურს როდის ყიდულობენ დიასახლისები?... მართალი ხარ, დილით. ჰოდა, ჩავუსაფრდით დილაუთენია ერთი მანქანა ინსპექტორები. გავიხედეთ, მოდის, სეტკას მოაპწიალებს. ერთი ინსპექტორი კუდზე დავუჯინეთ, სამნი ავედით... ია, მისმენ?

_ ჰო. _ მოკლედ ვუპასუხე.

წყენამ გადამიარა. თვითონაც არ ვიცი, რას ავიქოჩრე, მართლა და მართლა, შსს-ს შტატიანი თანამშრომელი ხომ არ ვარ, ანგარიში გაეწიათ.

_ აღარ მიბრაზდები?

_ ნწუ.

_ გამოგიარო ნაშუადღევს?

_ ყავაზე მპატიჟებ?

_ რა ყავა, გოგო, ბიჭები უნდა შევცვალო პოსტზე. გრიშას გამოჩენა ყოველ წუსთაა მოსალოდნელი.

_ ჰოო?... მაშინ გამომიარე.

_ ო კეი.

გამეცინა. სერგოს პირით ნათქვამი `ო კეი~ ვირის ყროყინს ჰგავდა. სერგო იქით იყოს, ისე ვარ მოქოქილი, მეშინია გაკვეთილზე `ახტუნგის~ მაგივრად `გრიშა~ არ წამომცდეს, ან კიდევ უარესი _ ლედი სტოუნერი. რა იქნება, კლასგარეშე ლიტერატურის

Page 85: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

ამბავში `ჭრელი სარტყელი~ შევაპარო ჩემს მოწაფეებს? სადღაც უნდა მეგდოს გერმანული თარგმანი.

კლასში ფეხი არ მქონდა შედგმული, რომ თეთრი მარინა დამაცხრა:

_ გიხმობს. _ მიმითითა დირექტორის კაბინეტზე.

_ გაკვეთილი მაქვს.

გაკვეთილის მოსალოდნელი ჩაილის პერსპექტივამ მოწაფეებს სახეები გაუნათა. ესენი `ჭრელი სარტყელის~ კი არა, ჭრელი მათრახებს ღირსები არიან.

_ ამათთან მე დავრჩები. გადაუდებელი საქმე მაქვსო. _ მარინა პასუხს არ დალოდებია, მრავალმნიშვნელოვანი გამომეტყველებით შევიდა კლასში.

სიმართლე გითხრათ, მაიასთვის ანგარიშის ჩაბარებას ათი არა, ასი ღორის თავის დამუშავება მირჩევნია. ეს ქალი კარგად შენიღბული ენეგერგოვამპირია, შეიძლება ისე შემიჩნდეს, ოპერატიული ინფორმაცია დამტყუოს. ფრთხილად იყავი, იათამზე, კაბინეტში `ავი ძაღლია~.

ჩემდა გასაკვირად, ავი ძაღლის ნაცვლად, გალახული ნაგაზი დამხვდა. ასეთი მაია არასოდეს მინახავს. თმაზე თითქოს ტრაქტორმა გადაუარა, ლოყების ნაცვლად დაფუშული ბუშტები, თვალებში _ დიიიდი იმედგაცრუება.

_ ხუთ წუთზე მეტს არ გაგაცდენ. _ მითხრა უფერული ხმის, _ ვიცი, სემესტრის ბოლოა... მაგრამ გული თუ გამისკდა, სემესტრის ბოლოს ჩემს ქელეხში მოგიწევს ნიშნების დაწერა.

თანაგრძნობით დავუქნიე თავი.

_ მითხარი, იათამზე, რა ხდება. მთელი საღამო მობილური გათიშული გქონდა, სახლში დარეკვა მომერიდა, დათასი მერიდება, იტყვის, ეს ქალი ლატარეაში მერგო?

_ არ მაქვს მნიშვნელოვანი ინფორმაცია... _ დავიწყე ყოყმანით.

_ რას ჰქვია არ გაქვს? ვიღაც მანდილოსნის კვალის დასადგენად არ გაქუსლეთ შენ და შენმა მაიორმა?

_ სამწუხაროდ ისიც გაქუსლული დაგვხვდა. სულ ტყუილად გავისარჯეთ. ნინოსკენ რა ხდება, შემთხვევით, ხომ არ გამოჩენილა მიმალვაში მყოფი მეორე ნახევარი?

_ მეორე ნახევარი კი არა, პირწავარდნილი აფერისტია. რამ შეაყვარა ჩემს დეიდაშვილს ეს ბლანჟიანი ბეყე?

_ მამაკაცური ქარიზმა იეიძლება ჰქონდეს აფერისტსაც.

_ ქარიზმა! _ გამომაჯავრა მაიამ. _ ფული არ ჰქონოდა ჯიბეში, ვნახავდი ერთი, როგორ იქარიზმებდა. არ დაგავიწყდეს, მოპარული ფული! _ მაიამ ბეჭდიანი თითი ჩემკენ გამოიშვირა, თითქოს მე მეკუთვნოდა ნათესავად `პირწავარდნილი აფერისტი~. _ საწყალი ნინო, ახლა კიდევ ქალიშვილი აუბუნტდა, თითქოს სხვა სადარდებელი არ ჰქონდეს.

_ იმას რაღა უნდა?

_ ძველი ისტორია...

_ ჩვიდმეტი წლის გოგოს რა ისტორია უნდა ჰქონდეს?

Page 86: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

მაია ერთხანს ორჭოფლობდა. არ იცოდა, ეთქვა თუ არა, მაგრამ ლაპარაკის სურვილმა სძლია. ისეთ ემოციური კატეგორიისთვის, როგორც ჩემი დირექტორია, გაჩუმება წამების ტოლფასია.

_ უჰ, ნუ მეტყვი... ლიზა თექვსმეტი წლიდან ბურღავს ტვინს, სილიკონის ძუძუები მინდაო. მკერდი მართლა პატარა აქვს, ხუმრობით მუწუკებს ეძახის ხოლმე, მაგრამ ეტყობა, მთლად სახუმაროდ არა აქვს საქმე. განიცდის ძალიან, კომპლექსი გაუჩნდა. დაუჩემებია _ ვიდრე ოპერაციას არ გავიკეთებ, ჩემ გვერდით ბიჭი არ გაჭაჭანდებაო. რა არ ვუთხარით მე და ნინომ, როგორ არ დავარიგეთ _ გათხოვდები, ბავშვს გააჩენ, გასუქდები, შეივსები... გაგონებაც არ უნდა!

_ ცოდოა.

_ მე კი ნინო მეცოდება. წარმოიდგინე დედის მდგომარეობა... საკუთარი ქალიშვილი აშანტაჟებს. ოპერაციის ფულს და ნებართვას თუ არ მომცემ, მამაჩემს ვთხოვ დახმარებასო, მამუკას გულისხმობდა.

ახლა მესმის, რა საქმე შეიძლება ჰქონოდა ლიზის უარყოფილ მამასთან. მაგრამ დღეს ამ თემის განვრცობა არ მინდა, წინ დიადი საქმეები მელის.

_ ნებართვაც უნდა? _ ყასიდად ვკითხე მაიას.

_ თვრამეტ წლამდე არასრულწლოვნად ითვლება. სრულწლოვანიც რომ იყოს, რომელი ჭკუათმყოფელი დედა მისცემს შვილს სარძევე ჯირკვლებში ჩასადები სილიკონის ფულს. _ აღშფოთდა მაია.

_ თუ მკერდის პათოლოგიაა, ღირს დაფიქრება.

_ სხვათა შორის, პაკოც ლიზის მხარეზე იყო, ნინოს საყვედურობდა _ დელიკატური საკითხია, ნუ აბაიბურებო.

_ ეს ერთადერთი საკითხია, რაშიც თქვენ ყოფილ სიძეს ვეთანხმები. _ ამ სიტყვებით წამოვდექი.

მაიამაც აღარ დამაყოვნა, სალაპარაკო თემა ამოვწურეთ.

`ჭრელი სარტყელის~ გამომზეურება მხოლოდ მომდევნო გაკვეთილზე მოვახერხე, მეცხრეკლასელებთან. სიხარულით ცას ეწივნენ, როცა დაფასთან ყურყუტის ნაცვლად მხატვრული ლიტერატურა შევთავაზე, თანაც დეტექტივი. შიგადაშიგ კითხვებსაც მისვამდნენ. მაგალითად, სად იყო კალკუტა და რა ეროვნების ხალხი ცხოვრობდა იქ. ასე რომ, დროებით გეოგრაფიის მასწავლებლის ფუნქციაც შევითავსე. მოწაფეებს პირობა ჩამოვარსვი, რომ გაგრძელებას სახლში წაიკითხავდნენ და კმაყოფილმა დავტოვე კლასი. ენერგიების გაცვლა შედგა. მე სასიამოვნოდ დავიცალე, ისინი სასიამოვნოდ დაიმუხტნენ. მეტი რა უნდა ცოცხალ ადამიანს?

სერგოს დანახვისთანავე მივხვდი, რაც მინდა. ეს იყო ჰამბურგერი, მზრუნველი მაიორის მიერ `მაკდონალდსში~ ნაყიდი და ჩემთვის მორთმეული.

_ ვიფიქრე, გეშიება და... _ სერგო ქათინაურის მოლოდინში გაინაბა.

ცხადია, არ დავიშურე. რასაც ვერ ვიტყვი, თავად ჰამბურგერზე. ეს თუ ხორცია, ბატონებო, მაშინ რა ჰქვია იმას, მე რომ ბლინებისთვის მოვამზადე.

გვერდით სერგომ აახრამუნა კარტოფილი ფრი. სამიოდე წუთი ტანდემში ვიხრამუნეთ, `კოკა-კოლა~ მივაყოლეთ და გზას გავუდექით. მანქანაში თბილოდა, რადიო გვამცნობდა, რომ ჩრდილო-აღმოსავლესიდან ცივი ჰაერის მასები შემოზრილა. მანქანაში არ იგრძნობა მათი არსებობა, გარეთ, იცოცხლე, რბოლა აქვთ გამართული. ტროტუარზე

Page 87: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

ზურგის ქარი მიაქანებს მობუზულ მოქალაქეს, დედა გაჯიუტებულ შვილს კაპიუშონს ახურავს, მზრუნველად უსწორებს თმას და კმაყოფილი განაგრძობს გზას. თვითონ ხალვათად აცვია, აწეწილ თმაში ქარი დაუდის, მთავარია, პატარას არ ასტკივდეს ყურები.

ნაცნობ ეზოში `ნისანის~ მარკის ავტომანქანაში გადავჯექით. ჩვენამდე იქ იჯდა ორი ინსპექტორი, სკამები კი დაეთბოთ, მაგრამ სიგარეტიც ბლომად მოეწიათ. ფანჯარა ჩამოვწიე და `ცივი ჰაერის მასები~ ცოტა ხნით სალონში შემოვუშვი.

კოლეგებთან ხანმოკლე სჯა-ბაასის შემდეგ მაიორი დამიბრუნდა და პანელში ჩამონტაჟებულ მოსასმენ აპარატურას მიაჩერდა.

_ ახლა სიჩუმე. _ მკაცრად გამაფრთხილა სერგომ. ისედაც არ ვაპირებდი ხმის ამოღებას, რადგან ჩემი ყურადღება საყოფაცხოვრებო ხმაურმა მიიქცია. მგონი უნიტაზი ჩარეცხეს.

_ კი მაგრამ, ტუალეტშიც გაქვთ `ჟუჩოკი~ ჩამონტაჟებული? _ ვკითხე ჩურჩულით.

_ არა, გოგო... დერეფანშია. ტუალეტიც იქვეა, გაყოლებაზე. ეტყობა, კარი არ დაკეტა, ქალი მარტოა სახლში, აქვს უფლება ღია კარში მოისაქმოს.

_ მხოლოდ ერთი `ჟუჩოკია?~

_ მეორე სამზარეულოშია. ტელეფონიც ისმენება. ვიდეოთვალის დაყენებაც გვინდოდა, მაგრამ ვერ მოვასწარით.

_ ისეთი განცდა მაქვს, თითქოს სხვის წერილს ვკითხულობ. შენ?

_ ეგეთი განცდები რომ მაწუხებდეს, კრიმინალისტიკაში კი არ წავიდოდი. შსს...

წყლის ჩხრიალს ხანგრძლივი სიჩუმე მოჰყვა. ძალიან მაინტერესებს, რას შეიძლება აკეთებდეს მარტოხელა რუსუდანი მთელი დღის განმავლობაში? ტელევიზორი არ აქვს... წიგნები რომ უყვარდეს, კონან დოილი მაინც ექნებოდა წაკითხული და გრიშაც ვერ დააბოლებდა, მორწმუნე რომ იყოს, ლოცვაში მოისაკლისებდა დროს... რაღაც არ შემინიშნავს ხატების კუთხე ბაღაშვილების ბინაში.

სიჩუმე დანა-ჩანგლის წკარუნმა დაარღვია. ეტყობა, სამზარეულოში გადაინაცვლა. წკარუნს ბუტბუტი მოჰყვა. მე და სერგომ ყურები მივადეთ აპარატურას. სიტყვების გარჩევა ჭირდა, მაგრამ შინაარსის გამოტანა შეიძლებოდა.

`...ქეთევან, ჩემო საყვარელო დაიკო... შენ საყვარელ ვინიგრეტს ვაკეთებ, დედას რეცეპტით... ჭარხალი დამრჩა მოსახარში... ხომ შეიძლება უცებ გრიშკა გამოჩნდეს... გახსოვს, დედა გვასწავლიდა _ კაცის გული კუჭზე გადისო... შოკოლადებიც მოვიმარაგე, არაქისით. ვადაგასული არ მომაჩენონ მეთქი და თარიღი შევამოწმე. გამყიდველმა, იმ ცხვირმოუხოცავმა გოგომ _ ნუ ინტრიგანობო... არ მოსწონს, როცა გამოშვების თარიღს ვამოწმებ, _ გამიგია ყველაფრის შემოწმებაო? ერთხელაც იქნება, სასტიკად გამოვლანძღავ. აქამდეც გამოვლანძღავდი, მაგრამ სხვა მაღაზიაში წასვლა არ მინდა, ხომ იცი, არ მიყვარს ქუჩაში ხეტიალი. იმდენი მტვერი შემომაქვს, მაშინვე დასაბანად შევდივარ. ახლა ტანსაცმელი? ყოველდღე სარეცხი მაქვს, ფხვნილის ყიდვას ვერ ავუდივარ. ...ამბობენ, შოკოლადი სიყვარულის ფერმენტებს შეიცავსო... ჰი, ჰი, მე კიდევ ფერმენტი მინდა, ისედაც ეიფორიაში ვარ. ვიცი, არ გეწყინება ჩემსა და გრიშკას შორის მოულოდნელად აფეთქებული გრძნობა... ვიცი, ჩემში ის შენ გხედავს, მაგრამ არ მწყინს, არა! მე და შენ რამ გაგვყო, ქეთევან! ხომ წამოხვალ ჩვენთან ერთად სიყვარულის კუნძულზე, ხომ დაესწრები შენი დაიკოს პირველ ღამეს?... უი, თითი გავიჭერი... (წყლის ჩხრიალი)... გამოგიტყდები, შიშველი მამაკაცის წარმოდგენაზე შიში მიპყრობს, თან მაინტერესებს... ერთხელ ვნახე შიშველი მამაკაცი და ისიც მკვდარი. ჰამლეტზე

Page 88: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

მოგახსენებ, მაგ სატანის ანასხლეტზე. კუბოში ჩაწვენის წინ ტანსაცმელის გამოცვლას დავესწარი და მაშინ. საშინელებაა... რა ვქნა, რა გავაკეთო, სულ გრიშკაზე მეფიქრება... ადრე არ მესმოდა შენი, ვეჭვიანობდი კიდეც, დღეს კი მესმის... წარმოიდგინე, ქეთევან, ამდენი წლის შემდეგ გამოჩნდა და ფული მომიტანა... ვინმეს რომ ვუთხრა, ერთი ჩემოდანი ფული მაქვს შინ, არ დაიჯერებს. ხომ შეეძლო ცოლი მოეყვანა, საყვარელი გაეჩინა, კაზინოში დაეხარჯა... შეეძლო, მაგრამ არ გააკეთა, ეს ფული მე და შენ ერთად დავხარჯოთ საქორწინო მოგზაურობაშიო...~

დაახლოებით ამ სტილში ბუტბუტებდა რუსუდანი ვინეგრეტის კეთებისას. მერე გაჩუმდა, მერე ზამა, ისევ ტუალეტს ესტუმრა, კიდევ იბუტბუტა... საკმაოდ მოსაწყენი საქმიანობა ყოფილა ჯაშუშობა, რა გამაძლებინებს სმენის ჩაბარებამდე? პრინციპში, არავინ მაკავებს. ამ წუთშივე შემიძლია პოსტის დატოვება. მიმალვაში მყოფი გრიშა ისეთი დაზაფრული ჩანს, მგონი საერთოდ არ გამოჩნდეს.

ხუთი საათი იქნებოდა, როცა ნანატრი ზარი გაისმა.

_ რუსუდან, მე ვარ, გრიშა.

_ მადლობა ღმერთს!

_ ხომ ჯანმრთელად ხარ?

_ მტრის ჯინაზე კარგად ვარ, შენ?

_ მეც. ახლა კარგად მომისმინე, ძალიან ცოტა დრო გვაქვს და გთხოვ, ზედმიწევნის შეასრულო ჩემი დავალება. კეისი უბრალო ბაზრის ჩანთაში გადაიტანე, თვალშისაცემი რომ არ იყოს. დაახლოებით ნახევარ საათში ახალგაზრდა ქალიშვილი მოგაკითხავს, მოჰკიდე ჩანსას ხელი და გამოყევი. გასაგებია?

_ სად გამოვყვე?

_ ჩემთან მოგიყვანს.

_ შენ სად ხარ?

_ საიმედო ადგილას. არ არის ტელეფონში სალაპარაკო.

_ უცხო ადამიანს როგორ გავყვე, თანაც ფულით ხელში. შენ მოდი გრიშა, გთხოვ... _ შეეხვეწა რუსუდანი.

_ მოსვლა რომ შემეძლოს, თხოვნის გარეშეც მოვიდოდი. სიტუაცია შეიცვალა, ჩემი გამოჩენა ქალაქში არ იქნება.

_ ღმერთო ჩემო, ნუ მაშინებ, გრიშენკა.

_ თუ გადაიფიქრე ჩემთან ერთად საზღარგარეთ წამოსვლა, შეგიძლია ფეხი არ მოიცვალო სახლიდან. თუ არა _ გააკეთე, რაც გიბრძანე! _ გრიშენკამ ხმაში ფოლადი გაურია.

_ არა, არა, არ გადამიფიქრებია, მაგრამ შენ თვითონ განსაჯე, ასე ნაჩქარევად როგორ დავტოვო მშობლიური კერა? აი, ვინიგრეტი გავაკესე, დედაჩემის რეცეპტით, იქნებ გრიშკა მშიერი მოვიდეს მეთქი...

_ კი თუ არა?! _ დაუყვირეს იქიდან.

პაუზა, რუსუდანის გახშირებული სუნთქვის თანხლებით. უჭირს გადაწყვეტილების მიღება. ოცნებაში დახატული ერთია, ფაქტის წინაშე დგომა _ სხვა. ამ კატეგორიის ქალისთვის ნებისმიერი ცვლილება სტრესის ტოლფასია. თანაც, ხარჯი გაუწევია,

Page 89: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

შოკოლადები უყიდია, არაქისით... ყურმილის მეორე მხარე კი დაჟინების უხმობს სხვა ცხოვრებაში. რუსუდანს ეშინია იმ ცხოვრების, ქვეცნობიერად ხვდება, `სიყვარულის კუნძულზე~ შიშველ მამაკაცთან ერთად შიშველი სიმართლე დახვდება, რომელსაც თვალებში უნდა ჩახედო და დასკვნები გამოიტანო.

_ რუსუდან, როდესმე მომიტყუებიხარ? _ გრიშამ ხმაში მთელი თავისი ქარიზმა ჩააქსოვა. ეჭვი არასოდეს მეპარებოდა მის არტისტიზმში.

_ თანახმა ვარ. _ ჩუმად, მაგრამ მტკიცედ უპასუხა რუსუდანმა.

_ Молодец девочка. ბინის დარდი ნუ გაქვს, გავყიდით როცა იქნება... წინ ისეთი თაფლობის თვე გველის, ჰოლივუდის ვარსკვლავები შურით გასკდებიან.

შინაბერამ ტკბილად ამოიოხრა.

_ ხელსაც საზღვარგარეთ მოვაწერთ, თუნდაც ლას ვეგასში, იქ დღისა და ღამის ნებისმიერ დროს შეიძლება ქორწინება. აბა, ჭკვიანურად მოიქეცი, ბარგი არ წამოიღო, გზაში გიყიდი ყველაფერს. ჰო, იმ გოგონასთან კონტაქტში შესვლას გიკრძალავ. არ არის საჭირო სხვებმაც იცოდნენ ჩვენი გეგმების იესახებ. გკოცნი, გელოდები... მმმ... მიყვარხარ.

მანძილზე ვიგრძენი, რის ფასად დაუჯდა ბოლო სიტყვის თქმა, სამაგიეროდ, რუსუდანს არაფერი უგრძვნია, სიხარულის ნიადაგზე ალბათ ჰაერში აიწია. მართლაც, ყურმილის დაკიდებისთანავე წკმუტუნი მოგვესმა. ეს ეიფორიაში მყოფი საპატარძლო გამოსცემდა ცხოველურ ბგერებს.

`მან ეს მითხრა!~ _ დაიწივლა მოგვიანებით და ბუტბუტიდან რიხიან მონოლოგზე გადავიდა.

`საყვარელო დაიკო, ქეთევან, ქეთუნა, ქეთო... არ გეწყინოს, მაგრამ გრიშკა სიყვარულში გამომიტყდა! მან დღეს წარმოთქვა ის, რაზეც შენ ამდენი წელი ოცნებობდი... მართალია, ჩემი მისამართით, მაგრამ მე და შენ რამ გაგვყო, ერთი კვერცხუჯრედის ტყუპები ვართ... მართალი გითხრა, არ ველოდი, ვიფიქრე, ინტიმურ საკითხებზე მოგვინებით დავილაპარაკებს, მან კი ვერ მოითმინა, ეტყობა, გრძნობები მოაწვა... ოჰ, გრიშკა, გრიშკა, Мой дорогой мальчик...~ აქ რუსუდანს გულმა ვერ გაუძლო და ღრიალი ამოუЫვა.

რამდენიმე წუთი ემოციების ტყვეობს აფრქვევდა, მერე კი საქმიანად აგრიხინდა. აკი უბრძანა გულისსწორმა _ სასწრაფოდო.

_ ახლა რომ შემთხვევით კეისი გახსნას და `კუკლა~ დაინახოს?

_ ვიფიქრეთ და კუკლა ყალბი დოლარებით შევცვალეთ. _ დამამშვიდა სერგომ.

_ კარგად გიფიქრიათ.

_ სადარბაზოს თვალი არ მოიაცილო, მე ჩემს არწივებს დავურეკავ, თუ რამეა, სტარტზე იდგნენ.

ვიდრე სერგო განკარგულებებს იძლეოდა, ჩემი ყურადღება ეზოში შემოსულმა ტაქსმა მიიქცია. მგზავრს ფული არ გადაუხდია _ ეტყობა, მალევე აპირებდა დაბრუნებას, _ მანქანას შემოუარა და რუსუდანის სადარბაზისკენ გაემართა. ლიზი იყო, პრიალა შავ ქურთუკზე ვიცანი.

_ სერგო, ეს ნინოს ქალიშვილია. _ დავეჯაჯგურე მაიორს.

_ კაი, კაცო!

Page 90: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ სერგო, ეს გოგო ჯერ ბავშვია, ჩვიდმეტი წლის. მეშინია, შარში არ გახვიოს ე.წ. მამობილმა... უკვე გახვია, რა უნდა აქ? _ აღელვებისგან სისხლი შემომაწვა და ფანჯარას ჩავუწიე. რას იტყვის მაია, ამხელა ქალი იქ იყავი და ბავშვი ვერ გააჩერეო. _ სერგო, _ ისევ დავუჯაჯგურე მაიორს, _ ჩათვალე, ეს გოგო ჩემი პროტეჟეა.

_ რა მნიშვნელობა აქვს? _ მომიბრუნდა სერგო. მის პატიოსან მზერაში ისეთი თავგანწირვა იკითხებოდა, საკუთარი თავის შემრცხვა.

ვიცი, სისულელე დავაყრანტალე, მაგრამ ნერვებს ვეღარ ვიმორჩილებ, ჩემი ორგანიზმი გაეფიცა ჩემივე გონებას და თავის სიმფონიას უბერავს.

_ ერიჰაა... რა მოგივიდა, გოგო, დაწყნარდი, თორემ ჩამოგსვამ მანქანიდან და მარტო გავყვები. _ შემომძახა სერგომ.

_ ისინი სამნი არიან... გრიშაც თუ შეურთდება ოთხნი იქნებიან. არ ვიცი, რას დაპირდა ლიზის, მაგრამ ცალტვინა რუსუდანი, ზედ დაყოლებული ლუიზათი რომ არაფერში სჭირდება, თავს მოვიჭრი.

_ სამნი? _ სერგო შეფიქრიანდა. მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო, მანქანიდან გადავიდა და ტაქსის მიუახლოვდა.

მართებული გადაწყვეტილებაა. მაიორის საბუთის დანახვაზე მძღოლს სახე მოეღრიცა და თავი ააკანტურა. ჩვენია, წყალი არ გაუვა, გავიფიქრე. რისკის ელემენტები არის, მაგრამ ვინც არ რისკავს, არ სვამს შამპანურს. იმედია, მე და სერგო დავლევთ, ცხადია, თუ გრიშამ არ დაგვასწრო.

სერგო კმაყოფილი მობრუნდა, ხვნეშით ჩაეხეთქა მანქანაში, ქურთუკის კალთები გაისწორა.

_ შეგიძლია დაწყნარდე, უკვე სამნი ვართ. _ მესროლა გამარჯვებული მხედარმთავრის პოზიციიდან.

_ სანდოა?

_ ყოველ შემთხვევაში, კუდზე დამჯდარ `ნისანს~ არ შეიმჩნევს. შენ ფიქრობ, გრიშა პარალელურ ქუჩაზეა ჩასაფრებული? ნინოს ქალიშვილს ნატახტრამდე მიყვანა უთხოვია.

ეტყობა, გრიშამ მოახერხა საზღვრის გადმოლახვა, სულ არაფერს, ნახევარ ლიმონს მაინც ჩაიჯიბავს. სერგომ სტარტზე მყოფ `არწივებს~ ახალი განკარგულება მისცა.

ობიექტების დანახვაზე ისევ დასაბმელი გავხდი და უკვე მესამედ დავეჯაჯგურე სერგოს, რომელიც ისედაც ატრიალებდა საკეტში გასაღებს.

_ ჰო, აბა შენ იცი, შუა ეზოში გამიმართე რინგი, იქნებ გავიშიფროთ. _ შემომიღრინა მაიორმა.

_ ვინ უნდა აიღოს ეჭვი, ნეტარმა რუსუდანმა, რომელიც არარსებულ კუნძულზე აპირებს ქალწულობის დაკარგვას?!

_ ნუ, მეორემ, რა ქვია ნინოს გოგოს...

_ ლიზი. მიდი, მიაწექი, მიეფარნენ თვალს და ეგ არის!

_ მივალ, მივალ... `მივაალ გუურიაიი მარა, სულმა წინ-წინ გეიპარააა...~ _ წაუმღერა სერგომ.

_ მაშაყირე, მაშაყირე, რომ არა ჩემი გურული სიჯიუტე, გრიშა დღესაც წარმატებული ბიზნესმენი და კარგ მეოჯახე იქნებოდა.

Page 91: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ სამაგიეროდ ამირანი იქნებოდა ცოცხალი, მადინა...

გაკვირვებულმა შევხედე, ვერ მივხვდი, ამით რისი თქმა უნდა.

_ ცოლმა დაღუპა ეგ კაცი, დაეჭირა ენისთვის კბილი და შეერგო.

არის სიმართლის მარცვალი სერგოს სიტყვებში. სადღაც გულის კუნჭულში მაიაც ასე ფიქრობს. გრიშა კულუმბუგოვი თავისი ბნელი წარსულით ყველას ფეხებზე ჰკიდია, ისინი პაკო ინასარიძეს იცნობდნენ, `წარმატებულ ბიზნესმენს და კარგ მეოჯახეს.~ დიდი ამბავი, თუ ცოცხალ-მკვდარ დედაკაცს თითი წააცალა, უარესის გამკეთებლებიც სხედან მაღალ პოსტებზე, შვილებს ზრდიან, ცოლებს ეფერებიან, ქველმოქმედებას ეწევიან... არა?

თეთრი ტაქსი ხან გამოჩნდებოდა, ხან თვალს მიეფარებოდა. შუაში კიდევ რამდენიმე მანქანა მოძრაობდა, მძღოლი სარკეში აკონტროლებდა სიტუაციას, როცა თვალთახედვის არიდან ვიკარგებოდით, სიჩქარეს უკლებდა. სერგო ცდილობდა მარცხენა მხარე დაეჭირა, ამასთანავე არ გაესწრო, რაც იმავე ზოლში ჩამდგარი მძღოლების გაღიზიანებას იწვევდა. დაბურულშუშიანმა ჯიპმა მოგვისიგნალა მკაცრი ბასით, სერგო იძულებული გახდა კამაზს მოფარებოდა. უზარმაზარი, ტალახიანი საბურავები პირდაპირ ჩვენს ცხვირთან ტრიალებდა, ეშმაკის ბორბალივით. `ფუ, შენი~, მიაგინა სერგომ და შეეცადა გამომძვრალიყო. ნურას უკაცრავად, მარჯვნიდან `ნავაროტკა~ პიპიების გრძელი კოლონა წამოვიდა, ქედმაღლურად ჩაგვიქროლეს, აზრადაც არ მოსვლიათ კამაზის ლაჯებში მოქცეული პატარა `ნისანის~ გატარება. ზაჰესამდე ასე ვიარეს. სამაგიეროდ, მერე გავივაკეთ, არმისული ნატახტართან.

ბინდდებოდა. ლამპიონების შუქზე მოჩანდა დაღმართზე მოძრავი თეთრი ტაქსი, სერგომ სიჩქარეს მოუმატა და ფაქტიურად კუდზე დააჯდა. ასე გადაბმულებმა ვიარეთ მთავარი ტრასის გადაკვეთამდე. ავტომობილების ნაკადმა გორისკენ განაგრძო მსვლელობა _ განათებულ ტრასაზე, ჩვენ ფარების იმედად მარჯვნივ გავუხვიეთ. სოფელ მისაქციელთან ტაქსმა ციმციმა აანთო და სვლა შეანელა.

_ სერგოოო... _ მიწაყრილთან მიყენებულ უნომრო `ნივაზე~ ვანიინე.

_ ვხედავ, მოშორებით გავაჩერებთ და ზურგიდან მივეპარებით.

_ სად არიან შენი ქებული არწივები?

_ ბუჩქებში.

_ რომელ ბუჩქებში?

_ რომლებიდანაც გამოხტებიან საჭიროების შემთხვევაში.

მიმოვიხედე. ბუჩქების რა მოგახსენოთ, მაგრამ გზის გასწვრივ ჩამწკრივებულმა ჭადრებმა გაგვაცილეს აქა-იქ შერჩენილი ფოთლების შრიალით. სიბნელეში იკვეთებოდა მიტოვებული ფერმის ოდესღაც თეთრი შენობა და მოშიშვლებული ბაღები.

როგორც კი `ნივა~ თვალთახედვის არიდან დავკარგეთ, სერგომ დაამუხრუჭა.

_ ბაღების მივდივართ. _ ნაჩქარევად მესროლა და იარაღი ჩახმახზე შეაყენა.

წელში მოხრილები გავემართეთ მოვლენების ეპიცენტრისკენ. `ცივი ჰაერის მასები~ აქ უნდა გენახათ, ყოველი მხრიდან გვიტევდნენ, განსაკუთრების ჩრდილოეთიდან. პირი საკუთარი თმებით ამევსო, ყურებში შხუილი გაჰქონდა მსოფლიოს ყველა ქარბორბალას ერთად, გაბრიგინებული მიწა ქუსლებს ისხლეტდა და წონასწორობას მაკარგვინებდა. მაინც მედგრად მივიწევდი წინ, უფრო სწორედ სერგოს მივდევდი. ქარის ზუზუნში მანქანის ბღუილი გაისმა. ნაცნობმა ტაქსმა ჩაიარა ნელი სვლით, ჩვენ თუ გვეძებდა. გაუშვეს არასასრუველი მოწმე.

Page 92: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

`ნივასთან~ ჩოჩქოლი შევნიშნეთ. მუხლებზე დავეშვით და კისერწაგრძელებულები დაველოდეთ მოვლენების განვითარებას.

_ აქ დამელოდე. _ ხმა გრიშას ეკუთვნოდა, ადრესატი ლიზი გახლდათ.

_ შენ სად მიდიხარ? _ ჩამოწეულ ფანჯრაში ლიზის გრძელთმიანი თავი დაეკიდა. რუსუდანი გზისპირას იდგა, ბეღურასავით მობუზული და დაბნეული.

_ სალაპარაკო მაქვს რუსუდანთან, ცოტა ხანში დავბრუნდები.

_ პაკო, მეშინია. _ შესწუწუნა ლიზიმ.

_ პაკოო? _ გაუკვირდა რუსუდანს. _ გრიშა, ამიხსენი, ვინ არის ეს გოგონა და რატომ უნდა იმგზავროს ჩვენთან ერთად?

_ წამოდი და ყველაფერს აგიხსნი.

_ სად მეპატიჟები ამ სიბნელეში, ცივა, გავიყინე...

გრიშამ უხეშად ჩაჰკიდა ხელი და კოჭლობით წამოიყვანა ჩვენი მიმართულებით. ორი ნაბიჯიც და თავზე გადაგვივლიან... მგონი გადავრჩით, ბოლო წამში ტრაექტორია შეიცვალეს და რამდენიმე მეტრში, ხესთან შედგნენ.

_ გრიშკა, ძვირფასო, რა გჭირს ფეხზე, რატომ კოჭლობ? _ რუსუდანმა უადგილო გულისხმიერება გამოიჩინა.

_ ვიღრძე. _ მოკლედ უპასუხა `ძვირფასმა~. ხომ არ ეტყოდა, პირველი ცოლის ნათესავმა დამჭრაო.

_ ოი, რა სამწუხაროა... მისმინე, გრიშ... ვიცი, ერთი სული გაქვს მარტო დავრჩეს, ერთმანეთს მოვესიყვარულოთ, მაგრამ იქ, მანქანაში ფულია, ჩვენი ფული... ხომ შეიძლება იმ გოგონამ ხელი მოიპაროს და გაიქცეს...

_ არ გაიქცევა. _ გრიშას სიტყვა განაჩენივის ჟღერდა.

დამბურძგლა.

_ რატომ მიყურებ ასეთი უცნაური თვალებით, გრიშენკა...

_ მეცოდები.

_ რატომ? შესაცოდი რა მაქვს, შენნაირ ვაჟკაცს ვუყვარვარ!

კიდევ ერთხელ დამბურძგლა, მაგრამ სხვანაირად.

_ მოხდა რამე? _ კანკალა ხმით დაიჩურჩულა რუსუდანმა. ეტყობა, საფრთხე იყნოსა.

_ ახლა მოხდება. _ ამოიგმინა გრიშამ და ყელზე წინასწარ მომზადებული თასმა ჩამოაცვა, კაშნესავით.

აქ კი სერგომ იკადრა წამოდგომა, რამდენიმე ნახტომში გაჩნდა ბოროტმოქმედთან და ზუსტად ისეთი მასტერ კლასი ჩაუტარა, როგორც ბერიკაცად გადაცმულმა გრიშამ თქვენ მონა-მორჩილს _ კისრით დაითრია და კეფაზე იარაღი დაადო.

მე ნახევრადმიმხრჩვალი რუსუდანის მოსულიერებას შევეცადე. რატომღაც გამიძალიანდა. ან საბოლოოდ გააფრინა ან გრიშენკას ხელით სიკვდილსაც არად დავიგიდევდა.

Page 93: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

_ ქალო, შენ მართლა ხომ არ მოგნატრებია სიკვდილი?! _ ისეთი დავჭყივლე, ქარის სისინი გადავფარე.

_ სად ვარ... რა ხდება... _ რუსუდანის დარეტიანებულ ცნობიერში თანდათან შემოდიოდა რეალობის ფრაგმენტები.

_ `სიყვარულის კუნძულზე~. _ მივახალე პირში, მაგრამ ვერაფერს მიხვდა, გაოგნებული მომაჩერდა.

_ მე თქვენ გიცნობთ... ამასაც... _ ქვევიდან ახედა სერგოს, რომელსაც მოესწრო გრიშას დაჩოქება და ახლა მონადირის პოზაში გაჭიმულიყო ნანადირევთან. _ გრიშკა, გრიშკა, ეს ხალხი ჩემთან იყო მოსული. რეჟისორებია, ფილმის გადაღებას აპირებდნენ...

_ რეჟისორი ჩიპი და ოპერატორი დეილი. _ კბილები დაკრიჭა გრიშამ და რუსუდანს ესროლა გამგმირავი მზერა. _ შენ გამყიდე, არა, შენ, შიზოიდების პრინცესავ!

_ მე? _ რუსუდანს მართლაც რომ შიზოიდის ღიმილმა გადაურბინა სახეზე. _ მე როგორ უნდა გამეყიდე... მე... მე შენ მიყვარხარ.

სისხლმა ტვინში ამასხა, ნეტარ რუსუდანს მხარში ხელი ჩავავლე და კარგა გვარიანად შევანჯღრიე.

_ მისმინე, ქალო! ამ კაცს, წუთის წინ შენი მოკვლა უნდოდა, იქნებ გგონია სამკაული ჩამოგაცვა ყელზე, საქორწინო საჩუქრი... ვის წინაშე იმართლებ თავს, სულ დაკარგე აზროვნების ნარჩენები? `ძვირფას გრიშკას~ ორი ხელი ცოლ-შვილი ჰყავს, ერთი ვლადიკავკაზში, მეორე თბილისში. ის გოგო, მანქანაში რომ გიზით, გრიშას გერია, და ეშმაკმა უწყის რა განზრახვით მიჰყავდა ოსეთის მიმართულებით.

_ ჰო, რა განზრახვით მიგყავდა? მიპასუხე, თვითმარქვია! _ სერგომ მიწაზე გართხმულ ტყვეს წიხლი მიაჭირა.

_ ოპერაციის გაკეთებას შევპირდი. _ მშვიდად მიუგო გრიშამ. ეტყობა, შეეგუა თავის მდგომარეობას, ფართხალს თავი მიანებდა და გაყუჩდა.

_ რის ფასად?

_ ამ დაცენტრილის სახლიდან გამოტყუების ფასად. _ რუსუდანზე ანიშნა.

რუსუდანი რაღაც არაბუნებრივად გასწორდა, თავი ზევით გადააგდო და ისეთ ხმაზე აკივლდა, მისაქციელის ძაღლები გამოეხმაურნენ. იდგა გიტარის სიმივით დაჭიმული და კიოდა. ან `აზროვნების ნარჩენებს~ მოუყარა თავი ან საბოლოოდ გააფრინა.

კივილის ფონზე არც გამიგია როგორ დაგვადგნენ თავზე სერგოს `არწივები,~ თან მოჰყავდათ სრულიად დაშოკილი ლიზი.

არწივებმა შეაფასეს სიტუაცია. ერთმა მათგანმა გრიშას ხელბორკილი დაადო, მეორემ _ ტექსტი ჩამოურაკრაკა.

_ მოქალაქე გრიშა კულუმბეგოვო, საქართველოს სისხლის სამართლის # მუხლით ეჭვმიტანილი ხართ რუსეთის მოქალაქეების _ ამირან და მადინა გასიევების მკვლელობაში; ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული პავლე ინასარიძის საბუთების მითვისებაში, ჯულიეტა ინასარიძის მიმართ შეურაცხყმყოფელ ქმედებაში, ჰამლეტ ბაღაშვილის მკვლელობაში...

რუსუდანმა კივილი შეწყვიტა, სამაგიეროდ ლიზიმ დაკარგა გონება. დანარჩენი თქვენ წარმოიდგინეს.

Page 94: 12 უფასო ბილეთი წარსულში - მაია ბურჭულაძე

ჵ ჵ.შ.

სენსაციური ინფორმაცია მეორე დღესვე მოედო მადია საშუალებებს. ჟურნალისტებმა პირდაპირ ნადირობა გამოაცხადეს ნინო ინასარიძეზე. ცნობილმა ტელესახემ რაღაც პერიოდი თავი იფასა, მერე მიხვდა _ მოტყუებული ცოლის იმიჯი მხოლოდ წაადგება მის რენომეს და გუდას პირი მოხსნა. საზოგადოებამ ერთ ხანს ივშივიშა, თავები აქნია, ტუჩები აწკლაპუნა, მერე კი დაივიწყა. ახალი წელიწადი იდგა კარზე, ხარის წელიწადი...

2009 წელი დასასრული