მიმდინარე ეკონომიკური...

31
1 საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები ოქტომბერი, 2018

Upload: others

Post on 15-Feb-2020

1 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: მიმდინარე ეკონომიკური ...business.org.ge/wp-content/uploads/2018/11/Outlook... · 2018-11-12 · 8 რაც შეეხება 2017 წელს,

1

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მიმდინარე ეკონომიკური

ტენდენციები

ოქტომბერი, 2018

Page 2: მიმდინარე ეკონომიკური ...business.org.ge/wp-content/uploads/2018/11/Outlook... · 2018-11-12 · 8 რაც შეეხება 2017 წელს,

2

შინაარსი

მთლიანი შიდა პროდუქტი ..................................................................................................................... 3

ეკონომიკური ზრდის სტრუქტურა ....................................................................................................... 4

ეკონომიკური ზრდა საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში .......................................................... 5

ფასების დონე ............................................................................................................................................. 6

კერძო სექტორის როლი ეკონომიკურ ზრდაში ................................................................................... 9

საგარეო ვაჭრობა ....................................................................................................................................... 9

ტურიზმი .................................................................................................................................................. 13

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ................................................................................................. 14

ფულადი გზავნილები ............................................................................................................................ 16

მიმდინარე ანგარიშის ბალანსი ............................................................................................................ 17

საკრედიტო რეიტინგები ....................................................................................................................... 19

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო “Moody’s“-ის განცხადება ................................................. 20

გაცვლითი კურსი .................................................................................................................................... 21

ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ............................................................................................. 23

მთავრობის ვალი ..................................................................................................................................... 23

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარი ....................................................................................... 24

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ................................................................................................. 27

2017 წლის ბიუჯეტის აღწერა .............................................................................................................. 29

საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობა ................................................................. 29

Page 3: მიმდინარე ეკონომიკური ...business.org.ge/wp-content/uploads/2018/11/Outlook... · 2018-11-12 · 8 რაც შეეხება 2017 წელს,

3

მთლიანი შიდა პროდუქტი

2014-2016 წლებში არსებული ეკონომიკური ზრდის შენელების შემდეგ, 2017 წლის

დასაწყისიდან საქართველოს ეკონომიკამ დაიწყო სწრაფი გამოცოცხლება. 2017 წლის IV

კვარტალში რეალური ზრდა 5.4 პროცენტს შეადგენდა, ხოლო 2017 წელს 5.0 პროცენტიანი

ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.

ეკონომიკური აქტივობა კიდევ უფრო გაძლიერდა 2018 წელს. წინასწარი შეფასებით,

პირველ კვარტალში ზრდამ 5.3 პროცენტი, ხოლო II კვარტლის საშუალო ზრდამ 5.5 პროცენტი

შეადგინა. რაც შეეხება მესამე კვარტალს, 4.6, 2.0 და 5.6 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა

დაფიქსირდა, შესაბამისად, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში. პირველი ცხრა თვის

საშუალო რეალურმა ზრდამ კი 4.9 პროცენტი შეადგინა.

აგვისტოში წინა თვეებთან შედარებით ნაკლები ზრდა დაფიქსირდა დღგ-ის

გადამხდელ საწარმოთა ბრუნვაში, რის შედეგადაც საბოლოოდ 2.0 პროცენტიან ეკონომიკურ

ზრდას ჰქონდა ადგილი. თუმცა, აღსანიშნავია აქტივობის გაუმჯობესება სექტემბრის თვეში,

განსაკუთრებით კი ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო

საქმიანობისა და ვაჭრობის სფეროებში.

-2.0%

0.0%

2.0%

4.0%

6.0%

8.0%

10.0%

I II III IV I II III IV I II III IV I II III IV I II III IV I II

2013 2014 2015 2016 2017 2018

მშპ-ს რეალური ზრდა და დეფლატორი

რეალური ზრდა დეფლატორი

Page 4: მიმდინარე ეკონომიკური ...business.org.ge/wp-content/uploads/2018/11/Outlook... · 2018-11-12 · 8 რაც შეეხება 2017 წელს,

4

2017 წლისთვის, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: ვაჭრობა

(ზრდა 6.6, წვლილი მთლიან ზრდაში 0.9%); მშენებლობა (ზრდა 11.2, წვლილი მთლიან

ზრდაში 0.7%); ტრანსპორტი (ზრდა 7.2, წვლილი მთლიან ზრდაში 0.5%); დამამუშავებელი

მრეწველობა (ზრდა 5.0, წვლილი მთლიან ზრდაში 0.4%); საფინანსო საქმიანობა (ზრდა 9.2,

წვლილი მთლიან ზრდაში 0.3%); სასტუმროები და რესტორნები (ზრდა 11.2, წვლილი მთლიან

ზრდაში 0.3%);

ეკონომიკური ზრდის სტრუქტურა

2017 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 5.0 პროცენტი შეადგინა. ეკონომიკური ზრდის

დაჩქარება ძირითადად გამოწვეული იყო ექსპორტით. მსოფლიო ეკონომიკის გაჯანსაღებამ

და პარტნიორ ქვეყნებში არსებულმა დადებითმა ტენდენციებმა პოზიტიური ასახვა ჰპოვა

ექსპორტზე, მოხმარებასა და მთლიანად ეკონომიკურ ზრდაზე.

2.9 2.8

5.24.4

5.3

2.1

5.34.6

3.84.3

5.05.7

3.7

4.7 5.04.4

5.5 5.6

6.5

7.5

4.04.6

2.0

5.64.9

ეკონომიკური ზრდა (%)

Page 5: მიმდინარე ეკონომიკური ...business.org.ge/wp-content/uploads/2018/11/Outlook... · 2018-11-12 · 8 რაც შეეხება 2017 წელს,

5

2018 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკურ ზრდაში ძირითადი წვლილი

ინვესტიციებმა და მარაგების ცვლილებამ შეიტანა, ხოლო წმინდა ექსპორტის წილი

უარყოფითი იყო 2017 წლისგან განსხვავებით. წმინდა ექსპორტის გაუარესება გამოწვეული

იყო იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდით ექსპორტთან შედარებით, ინვესტიციებმა კი ბოლო

პერიოდში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ეკონომიკურ ზრდაში. ჩვენი მოლოდინით,

საშუალოვადიან პერიოდში კვლავ წმინდა ექსპორტი იქნება ეკონომიკური ზრდის

მამოძრავებელი, ასევე მოსალოდნელია, რომ მსოფლიო ეკონომიკის გაჯანსაღება ვაჭრობით

იყოს გამოწვეული. ზრდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ინვესტიციები.

ამასთან, განხორციელებული რეფორმები და მილსადენის პროექტი ორიენტირებულია

ქვეყანაში დანაზოგებისა და ინვესტიციების ზრდაზე.

ეკონომიკური ზრდა საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

ბოლო წლებში, მიუხედავად ეკონომიკური აქტივობის შენელებისა, საქართველოს

ეკონომიკური ზრდა პარტნიორ ქვეყნებთან შედარებით უფრო მაღალი იყო.

საქართველომ ასევე აჩვენა მნიშვნელოვანი მდგრადობა 2014-2016 წლებში რეგიონში

არსებული ზრდის შენელების ფონზე. საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 3.4 პროცენტით

გაიზარდა (4.6% 2014 წელს, 2.9% 2015 წელს და 2.8% 2016 წელს), მაშინ, როცა მეზობელ

ქვეყნებში უარყოფითი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. საგარეო შოკების მიმართ

-15.0%

-10.0%

-5.0%

0.0%

5.0%

10.0%

15.0%

20.0%

I 13

II 1

3

III 1

3

IV 1

3

20

13

I 14

II 1

4

III 1

4

IV 1

4

20

14

I 15

II 1

5

III 1

5

IV 1

5

20

15

I 16

II 1

6

III 1

6

IV 1

6

20

16

I 17

*

II 1

7*

III 1

7*

IV 1

7*

20

17

*

I 18

*

II 1

8*

ეკონომიკური ზრდის დეკომპოზიცია

მოხმარება ინვესტიციები მარაგების ცვლილება წმინდა ექსპორტი მშპ-ს ზრდა

Page 6: მიმდინარე ეკონომიკური ...business.org.ge/wp-content/uploads/2018/11/Outlook... · 2018-11-12 · 8 რაც შეეხება 2017 წელს,

6

მაკროეკონომიკური პოლიტიკის თანმიმდევრულმა რეაქციამ საქართველოს ეკონომიკა ერთ-

ერთ მოწინავე ქვეყნად აქცია 2016 წელსაც.

კიდევ უფრო გაძლიერდა საქართველოს ეკონომიკური აქტივობა 2017 წელს და 5.0

პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, რაც არსებული ეკონომიკური პოლიტიკისა და მიმდინარე

რეფორმების შედეგია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო შეინარჩუნებს მოწინავე

პოზიციას რეგიონში საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდის კუთხით. რაც შეეხება

2018 წელს, ფონდმა საქართველოს ეკონომიკური პროგნოზი 5.5 პროცენტამდე გაზარდა

მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის გამო.

ფასების დონე

საქართველოს ეროვნული ბანკი მისდევს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს. 2018

წლისთვის, აქციზის გადასახადის ეფექტის ამოწურვის შემდეგ ინფლაციის დონემ

დასტაბილურება დაიწყო. იანვარში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 4.3 პროცენტით

გაიზარდა, თუმცა შემდეგ თვეებში ზრდის ტემპი უფრო ნაკლები იყო და მიზნობრივი 3

7.5%

6.5%

5.0%

2.5% 2.4%

1.5%

0.1%

სომხეთი თურქეთი საქართველო უკრაინა ბელორუსი რუსეთი აზერბაიჯანი

ეკონომიკური ზრდა, 2017 წელი

5.164.79

3.202.61 2.46 2.22

1.57

საქართველო სომხეთი უკრაინა ბელარუსი აზერბაიჯანი თურქეთი რუსეთი

რეალური მშპ-ს საშუალო ზრდა 2018-2023

Page 7: მიმდინარე ეკონომიკური ...business.org.ge/wp-content/uploads/2018/11/Outlook... · 2018-11-12 · 8 რაც შეეხება 2017 წელს,

7

პროცენტის გარშემო მერყეობდა. ოქტომბერში ინფლაციის დონემ 2.3 პროცენტი შეადგინა

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საბაზო ინფლაცია კი შესაბამის პერიოდში 1.7

პროცენტზე დაფიქსირდა.

2.3%

1.7%

-4.0%

-2.0%

0.0%

2.0%

4.0%

6.0%

8.0%

10.0%

I IV VII X I IV VII X I IV VII X I IV VII X I IV VII X I IV VII X I IV VII X

2012 2013 2014 2015 2016 2017 2018

მთლიანი ინფლაცია საბაზო ინფლაცია მიზნობრივი ინფლაცია

Page 8: მიმდინარე ეკონომიკური ...business.org.ge/wp-content/uploads/2018/11/Outlook... · 2018-11-12 · 8 რაც შეეხება 2017 წელს,

8

რაც შეეხება 2017 წელს, წლიური ინფლაცია 6.0 პროცენტს შეადგენდა, რაც მიზნობრივ

4 პროცენტიან მაჩვენებელზე მაღალია. თუმცა, მიზნობრივიდან აღნიშნული გადახრა

გამომდინარეობს ერთჯერადი ფაქტორებიდან, რაც დაკავშირებულია 2017 წელს

განხორციელებული ფისკალური რეფორმის შედეგად აქციზის გადასახადის ცვლილებით

(თამბაქოზე, საწვავსა და ავტომობილებზე).

2017 წლის დეკემბერში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 6.7 პროცენტით გაიზარდა.

საბაზო1 ინფლაცია შესაბამის პერიოდში შეადგენდა 4.7 პროცენტს. მთელი წლის

განმავლობაში საბაზო ინფლაცია მიზნობრივის გარშემო მერყეობდა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ოქტომბერში ძირითადი გავლენა იქონია ფასების

ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე2:

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.5 პროცენტიანი მატება, რაც წლიურ

ინფლაციაზე 0.86 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი

სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (10.3 პროცენტი) და სატრანსპორტო

მომსახურებაზე (2.4 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 6.1 პროცენტით, რაც 0.51 პროცენტული

პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:

სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (12.0 პროცენტი),

ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3.8 პროცენტი) და საავადმყოფოების

მომსახურება (2.3 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 5.7 პროცენტით, რაც 0.39

პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები მომატებულია

როგორც თამბაქოს ნაწარმზე (9.5 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.9

პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ფასები გაიზარდა 4.4 პროცენტით.

შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0.37 პროცენტული პუნქტი

შეადგინა. ფასები მომატებულია წყალმომარაგებისა და საცხოვრებელთან

დაკავშირებული სხვა მომსახურების (7.7 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის და

სათბობის სხვა სახეების (4.2 პროცენტი), ასევე საცხოვრებლის მიმდინარე მოვლისა და

შეკეთების (2.5 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

1 არასასურსათო ინფლაცია, ენერგომატარებლების გარეშე 2 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

Page 9: მიმდინარე ეკონომიკური ...business.org.ge/wp-content/uploads/2018/11/Outlook... · 2018-11-12 · 8 რაც შეეხება 2017 წელს,

9

კერძო სექტორის როლი ეკონომიკურ ზრდაში

კერძო სექტორს ისტორიულად წარმმართველი როლი უჭირავს ეკონომიკურ ზრდაში

და აღნიშნული ტენდენცია გაგრძელდა 2017 წელსაც.

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2018 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის

შესაბამის პერიოდთან შედარებით, 18.6%-ით გაიზარდა. პროდუქციის გამოშვება 16.0%-ით,

ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 5.3%-ით გაიზარდა, რაც 32,063 ახალ სამუშაო ადგილს

ნიშნავს. სულ დასაქმებულთა რაოდენობამ 637,047 ადამიანი შეადგინა. რაც შეეხება 2018 წლის

6 თვეს, გამოშვება 14.2%-ით არის გაზრდილი, ხოლო ბრუნვა - 19.2%-ით.

საგარეო ვაჭრობა

რეგიონში ეკონომიკის გაჯანსაღება კარგად აისახა საქართველოს ექსპორტზე და 2018

წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტის ზრდამ 25.7 პროცენტი შეადგინა. მხოლოდ

სექტემბერში კი ექსპორტი 17.1%-ით გაიზარდა, სადაც რეალური ეფექტი 9.2 პროცენტია.

აღნიშნული ზრდა 2017 წლის იანვარში დაწყებული ტრენდის გაგრძელებაა და ექსპორტის

რეალური ზრდა ძირითადად 10 პროცენტზე მაღალია, რაც გლობალური ეკონომიკის

გაჯანსაღების შედეგია. სექტემბერში იმპორტის ზრდამ 3.1 პროცენტი შეადგინა, თუმცა

აღნიშნული ზრდა ფასისმიერი იყო და რეალურად კლება დაფიქსირდა 5.8%-ის დონეზე.

2018 წლის პირველ კვარტალში ექსპორტი 26.7 პროცენტით ანუ 154 მლნ აშშ დოლარით

გაიზარდა, ხოლო მეორე კვარტალში - 29.9 პროცენტით ანუ 198 მლნ აშშ დოლარით. რაც

შეეხება იმპორტს, პირველ კვარტალში იმპორტის ზრდამ 22.5 პროცენტი შეადგინა, რაც 382

მლნ აშშ დოლარი იყო, მეორე კვარტალში კი - 23.8 პროცენტით, რაც 447 მლნ აშშ დოლარი იყო.

შედეგად, სავაჭრო ბალანსი დაახლოებით 228 და 249 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა წინა

წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პირველ და მეორე კვარტალში, შესაბამისად. 2018

წლის მესამე კვარტალში ექსპორტის ზრდამ 21.1 პროცენტი შეადგინა 149 მლნ აშშ დოლარით

4.0%

14.2%

19.2%

დასაქმება გამოშვება ბრუნვა

ბიზნეს სექტორი, 6 თვე 2018 წელი

Page 10: მიმდინარე ეკონომიკური ...business.org.ge/wp-content/uploads/2018/11/Outlook... · 2018-11-12 · 8 რაც შეეხება 2017 წელს,

10

ზრდით, ხოლო იმპორტის ზრდამ - 11.8 პროცენტი ანუ 240 მლნ აშშ დოლარი, რის შედეგადაც

სავაჭრო ბალანსი მხოლოდ 91 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა.

აღსანიშნავია, რომ აპრილში ექსპორტი მხოლოდ 8.3%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი

- 24.2%-ით, რამაც სავაჭრო ბალანსი 125 მლნ აშშ დოლარით გააუარესა. უნდა აღინიშნოს, რომ

იმპორტის ზრდაში მარტში 4.0%-იანი წვლილი, ხოლო აპრილში - 1.2%-იანი წვლილი შეიტანა

ნიდერლანდებიდან ტურბორეაქტიული ძრავებისა და აირის ტურბინების იმპორტმა. ამასთან,

აპრილის თვეში მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩილედან სპილენძის მადნების, ხოლო

ბელგიიდან - მსუბუქი ავტომობილების იმპორტი. მხოლოდ ამ 3 პროდუქციის ზრდამ

იმპორტის ზრდაში 4.3% შეადგინა. მაისიდან კვლავ დაიწყო ექსპორტის გაუმჯობესება და

ზრდამ 50.2% შეადგინა.

რაც შეეხება აგვისტოს, ექსპორტი 16.6 პროცენტით ანუ 39 მლნ აშშ დოლარით

გაიზარდა, სადაც რეალური ზრდა 3.6 პროცენტი იყო, ხოლო იმპორტის ზრდამ 8.3 პროცენტი

ანუ 58 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, თუმცა რეალურმა ზრდამ 0.2 პროცენტი შეადგინა.

ექპორტისა და იმპორტის აღნიშნულმა ზრდამ სავაჭრო ბალანსის 19 მლნ აშშ დოლარით

გაუარესება გამოიწვია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

სექტემბრის თვეში მნიშვნელოვანი ზრდა შემდეგი პროდუქტების ექსპორტში

დაფიქსირდა: სპილენძის მადნები (წვლილი ზრდაში 8.5 პროცენტული პუნქტი),

ფეროშენადნობები (წვლილი ზრდაში 5.5 პროცენტული პუნქტი), სიგარები (წვლილი ზრდაში

4.9 პროცენტული პუნქტი), მსუბუქი ავტომობილები (წვლილი ზრდაში 3.8 პროცენტული

პუნქტი). აღსანიშნავია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტის ექსპორტის

მნიშვნელოვანი შემცირება, რამაც ზრდაში -4.8 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ასევე

შემცირებულია თხილის ექსპორტი (წვლილი ზრდაში -2.3 პროცენტული პუნქტი).

ჯამურად, იანვარ-სექტემბერში ექსპორტი გაზრდილია 25.7%-ით, ხოლო იმპორტის

ზრდამ 19.1% შეადგინა, საიდანაც 14.2 პროცენტი გამოწვეული იყო კაპიტალისა და

შეალედური საქონლის იმპორტის ზრდით.

Page 11: მიმდინარე ეკონომიკური ...business.org.ge/wp-content/uploads/2018/11/Outlook... · 2018-11-12 · 8 რაც შეეხება 2017 წელს,

11

რაც შეეხება გასულ პერიოდს, 2014 წლის აგვისტოდან დაიწყო ექსპორტის კლება.

შემობრუნების ტენდენცია შეინიშნება 2015 წლის მესამე კვარტლიდან, როდესაც ექსპორტის

შემცირებაში ფასისმიერი ეფექტი დომინირებდა და რეალურ გამოხატულებაში ექსპორტმა

კლება შეწყვიტა.

2015 წლის მეორე კვარტლიდან გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე დაიწყო

იმპორტის კორექტირება და იმპორტის შემცირების ტენდენცია 2016 წლის მაისამდე

გაგრძელდა. მაისიდან საინვესტიციო საქონლის იმპორტის მნიშვნელოვანმა ზრდამ, რაც

ძირითადად მანქანა-დანადგარების (მათ შორის: გენერატორების, სამედიცინო აპარატურის,

გამომთვლელი მანქანების, სამრეწველო დანადგარების და ა.შ) იმპორტის ზრდით იყო

გამოწვეული, მთლიანი იმპორტის ზრდა განაპირობა. ასევე, პერიოდულად მაღალი იყო

შუალედური საქონლის იმპორტის (მათ შორის მანქანა-დანადგარების ნაწილების და საწვავი

და საცხები მასალების) ზრდა. 2017 წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი

წვლილი შეიტანა სამომხმარებლო საქონლის იმპორტის ზრდამ, რაც ნავთობპროდუქტების

იმპორტს უკავშირდება. ჯამურად, წლის განმავლობაში დადებითი წვლილი მხოლოდ

საინვესტიციო საქონლის იმპორტის შემთხვევაში ფიქსირდება.

ჯამურად, იმპორტში 9.4 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა 2017 წელს. მაღალი ზრდა

დაფიქსირდა სამომხმარებლო და შუალედური საქონლის იმპორტში.

-60%

-40%

-20%

0%

20%

40%

60%

80%

ექსპორტის ცვლილება

რეალური ფასისმიერი ნომინალური

Page 12: მიმდინარე ეკონომიკური ...business.org.ge/wp-content/uploads/2018/11/Outlook... · 2018-11-12 · 8 რაც შეეხება 2017 წელს,

12

2017 წელს ექსპორტი 29.5 პროცენტით გაიზარდა, რაც ნომინალურად 622 მლნ აშშ

დოლარს შეადგენს. ამავე პერიოდში იმპორტის ზრდა 8.8 პროცენტი, ანუ 645 მლნ აშშ დოლარი

იყო. შედეგად, სავაჭრო ბალანსი დაახლოებით 23 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა წინა წლის

ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

-20.0

-10.0

0.0

10.0

20.0

30.0

40.0

20

11

20

12

20

13

20

14

20

15

20

16

20

17

იან

-სექ

იან

თებ

მარ

I კვ

აპრ

მაი

ივნ

II კ

ივლ აგ

სექ

III კ

2018

სამომხმარებლო შუალედური საინვესტიციო

2,186

2,377

2,910

2,861

2,205

2,113

2,736

7,072

8,056

8,023

8,602

7,300

7,294

7,939

-4,886

-5,680

-5,112

-5,741

-5,096

-5,181

-5,204

9,259

10,433

10,933

11,463

9,505

9,407

-8,000 -6,000 -4,000 -2,000 0 2,000 4,000 6,000 8,000 10,000 12,000 14,000

2011

2012

2013

2014

2015

2016

2017

საგარეო ვაჭრობა (მლნ აშშ დოლარი)

ექსპორტი იმპორტი სალდო ბრუნვა

Page 13: მიმდინარე ეკონომიკური ...business.org.ge/wp-content/uploads/2018/11/Outlook... · 2018-11-12 · 8 რაც შეეხება 2017 წელს,

13

ტურიზმი

ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმი ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან

სექტორად ჩამოყალიბდა.

ვიზიტორების რაოდენობის მზარდი ტენდენციით დაიწყო 2018 წელი. პირველ

კვარტალში ვიზიტორების რაოდენობა 15.6 პროცენტით ანუ 197.4 ათასი კაცით გაიზარდა,

მეორე კვარტალში 12.8%-ით, ხოლო მესამე კვარტალში ზრდამ 9.1% შეადგინა. სექტემბერში

ვიზიტორთა რაოდენობამ 814.9 ათასი შეადგინა, რაც 6.7 პროცენტით აღემატება წინა წლის

ანალოგიურ მაჩვენებელს.

ჯამურად, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 6 498 ათასი ვიზიტორი

შემოვიდა, რაც 11.6 პროცენტით მეტია 2017 წლის იგივე პერიოდზე, ხოლო ტურიზმიდან

მიღებულმა შემოსავალმა 2 571 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და 20.5 პროცენტით აღემატება

წინა წლის ანალოგიურ პერიოდს.

2017 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 28.1 პროცენტით

გაიზარდა, რაც 593.6 მლნ აშშ დოლარით მეტი უცხოური ვალუტის შემოდინებაა წინა წელთან

შედარებით. ბოლო ათწლეულის მანძილზე, ტურიზმის სექტორი დაახლოებით 9-ჯერ არის

გაზრდილი. 2016 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა პირველად

გადააჭარბა 2 მილიარდ აშშ დოლარს.

1,550

1,769

2,018

2,153

1,645

1,512

1,947

2,448

4,999

5,981

5,681

6,230

5,374

5,239

5,608

6,677

-3,449

-4,212

-3,663

-4,077

-3,729

-3,727

-3,661

-4,229

6,549

7,749

7,699

8,383

7,019

6,752

7,555

9,125

-6,000 -4,000 -2,000 0 2,000 4,000 6,000 8,000 10,000

2011

2012

2013

2014

2015

2016

2017

2018*

საგარეო ვაჭრობა (მლნ აშშ დოლარი)

ექსპორტი იმპორტი სალდო ბრუნვა

იანვარ-სექტემბერი

Page 14: მიმდინარე ეკონომიკური ...business.org.ge/wp-content/uploads/2018/11/Outlook... · 2018-11-12 · 8 რაც შეეხება 2017 წელს,

14

2017 წელს, საქართველოს 7 555 ათასი ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ

მონაცემს 18.8 პროცენტით აღემატება, ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2 704

მლნ აშშ დოლარი შედგინა და წინა წელთან შედარებით 28.1 პროცენტით გაიზარდა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

2018 წლის პირველ ნახევარში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ

მშპ-ს 8.6 პროცენტი შეადგინა. პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 7.8 პროცენტის ტოლია,

მეორე კვარტალში კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი მშპ-სთან 9.4% იყო. მეორე

კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობით ინვესტიციები განხორციელდა ენერგეტიკაში -

28.0%, ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში - 19.8% და საფინანსო სექტორში - 16.5%.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში შეინიშნება პირდაპირი უცხოური

ინვესტიციების მნიშვნელოვანი გაჯანსაღება და სტაბილურად მთლიანი შიდა პროდუქტის 10

პროცენტის გარშემოა. 2018 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების

მოცულობამ 287 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, მეორე კვარტალში კი - 389 მილიონი აშშ

დოლარი. 2016 წელს 1 603 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო 2017 წელს, წინასწარი მონაცემებით, 1 862

მლნ. აშშ დოლარი და 2016 წელთან შედარებით 16.2 პროცენტით გაიზარდა. მთლიან შიდა

პროდუქტთან კი 12.3 პროცენტი შეადგინა.

938

1,411

1,710 1,786 1,936

2,111

2,704 2,571

42.3%

50.4%

21.2%

4.5%8.4% 9.0%

28.1%

20.5%

0.0%

20.0%

40.0%

60.0%

0

400

800

1,200

1,600

2,000

2,400

2,800

3,200

2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 იან-

სექტ

შემოსავლები ტურიზმიდან, მლნ აშშ დოლარი

შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან ზრდის ტემპი

Page 15: მიმდინარე ეკონომიკური ...business.org.ge/wp-content/uploads/2018/11/Outlook... · 2018-11-12 · 8 რაც შეეხება 2017 წელს,

15

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი 2017 წლის განმავლობაში

ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 25.8 პროცენტი შეადგინა,

საფინანსო სექტორში - 16.0 პროცენტი, მშენებლობაში - 14.9 პროცენტი, ენერგეტიკაში - 11.8

პროცენტი, უძრავ ქონებაში - 9.4 პროცენტი, დამამუშავებელ მრეწველობაში - 5.2 პროცენტი,

სასტუმროებსა და რესტორნებში - 4.0 პროცენტი, ხოლო სამთომოპოვებით მრეწველობაში - 2.7

პროცენტი.

აღსანიშნავია FDI-ს დივერსიფიკაციის ზრდა ახალ სექტორებში ინვესტირებით.

მაგალითად, 2015 წელს დაფიქსირდა ჯანმრთელობის დაცვაში განხორციელებული

ინვესტიციების მკვეთრი ზრდა წინა წლებთან შედარებით. 2016 წელს კი 2015 წელთან

შედარებით გაზრდილია ინვესტიცია კავშირგაბმულობის სექტორში, სადაც

განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა მთლიანი FDI-ის 3.8 პროცენტი

შეადგინა. რაც შეეხება 2017 წელს, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ინვესტიციები საფინანსო

და სამშენებლო სექტორში. საფინანსო სექტორში ინვესტიციებმა მთლიანი FDI-ის 16.0

პროცენტი შეადგინა, ხოლო სამშენებლო სექტორში განხორციელებული ინვესტიციები FDI-ის

14.9 პროცენტი იყო. იგივე ტენდენცია გამოიკვეთა 2018 წლის დასაწყისშიც, თუმცა მეორე

კვარტალში მნიშვნელოვნად გაიზარდა ინვესტიციები ენერგეტიკის სექტორში, რამაც ამ

პერიოდში მთლიანი FDI-ის 28.0 პროცენტი შეადგინა, 2018 წლის პირველ ნახევარში

განხორციელებული ინვესტიციების 25.9 პროცენტი საფინანსო სექტორში განხორციელდა,

18.8 პროცენტი - ტრანსპორტის სექტორში, ხოლო 17.4 პროცენტი - ენერგეტიკის სექტორში.

უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების სამეულში 2017 წლისთვის პირველ

ადგილზე აზერბაიჯანია 25.9 პროცენტით, მეორე ადგილზე - თურქეთი 15.0 პროცენტით,

ხოლო მესამე ადგილი გაერთიანებულ სამეფოს უკავია და განორციელებულმა ინვესტიციებმა

1,130 1,023 1,021 1,818 1,653 1,603 1,862 287 389

7.8%

6.5% 6.3%

11.0%11.8%

11.1%

12.3%

7.8%

9.4%

0.0%

2.0%

4.0%

6.0%

8.0%

10.0%

12.0%

14.0%

16.0%

0

400

800

1,200

1,600

2,000

2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 Q1 2018 Q2

%-უ

ლად

მშ

პ-სთ

ან

მლნ

აშშ

დო

ლარ

იპირდაპირი უცხოური ინვესტიციები

Page 16: მიმდინარე ეკონომიკური ...business.org.ge/wp-content/uploads/2018/11/Outlook... · 2018-11-12 · 8 რაც შეეხება 2017 წელს,

16

მთლიანი FDI-ის 13.4 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება 2018 წლის მეორე კვარტალს, პირველ

ადგილზე აზერბაიჯანია (20.7%), შემდეგ მოდის ჩეხეთი (20.0%) და ნიდერლანდები (16.8%).

მნიშვნელოვანია, რომ 2016 წელს რეინვესტირებაში დაფიქსირდა უმაღლესი

მაჩვენებელი და შეადგინა FDI-ის 32 პროცენტი, ხოლო 2017 წელს 43.9%, რაც აჩვენებს, რომ

სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა და გაუმჯობესებული ბიზნეს გარემო დადებითად

აღიქმება ინვესტორების მიერ და მეტი ინვესტორი აგრძელებს ბიზნეს გეგმებს საქართველოში.

მიმდინარე ეკონომიკური პოლიტიკა და რეფორმები რეინვესტორების მაღალი დონის

შენარჩუნებისა და საშუალო და გრძელვადიანი პერიოდის ზრდის წინაპირობაა.

ფულადი გზავნილები

2017 წელს ჯამურად ფულადი გზავნილები 22.3 პროცენტით მეტი იყო 2016 წლის იგივე

პერიოდთან შედარებით. ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანია 2018 წელსაც.

იანვრის თვეში ზრდამ 34.7 პროცენტი შეადგინა, რაც ბოლო წლებში დაფიქსირებული

მაქსიმუმია, შემდგომ თვეებში კი ზრდა 14-20 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. სექტემბერში

ზრდამ 6.3 პროცენტი შეადგინა.

2016 წლის მეორე ნახევრიდან ფულადი გზავნილების მოცულობა მნიშვნელოვნად

იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ პირველ 5 თვეში ფულადი გზავნილები კლების

ტენდენციით ხასიათდებოდა წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით. 2016 წლის ივლისში

ფულადი გზავნილები გაიზარდა 8 პროცენტით, წლის მაქსიმალური ზრდა დაფიქსირდა

აგვისტოში - 23.0 პროცენტი, ნოემბერში ეს მაჩვენებელი იყო 14.6 პროცენტი, ხოლო

დეკემბერში ფულადი გზავნილები 19.7 პროცენტით გაიზარდა. ჯამურად, 2016 წელს წმინდა

ფულადი გზავნილების წინა წელთან შედარებით 5.3 პროცენტით გაიზარდა.

2017 წლის იანვრიდან გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების ზრდის ტემპი.

იანვარში აღნიშნულმა ზრდამ 29.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო მთელი წლის განმავლობაში

გზავნილები 22.3 პროცენტით გაიზარდა წინა წელთან შედარებით.

Page 17: მიმდინარე ეკონომიკური ...business.org.ge/wp-content/uploads/2018/11/Outlook... · 2018-11-12 · 8 რაც შეეხება 2017 წელს,

17

საერთო ჯამში, 2017 წელს, საქონლის ექსპორტის, ტურიზმისა და გზავნილების გზით

უცხოური ვალუტის შემოდინება გაიზარდა 1 413 მილიონი აშშ დოლარით. ამავე პერიოდში

684.8 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა იმპორტისთვის თანხების გადინება. შედეგად, 2017

წელს მიმდინარე ანგარიშზე დადებითი გავლენა შეინიშნა. 2018 წლის იანვარ-სექტემბერში კი

უცხოური ვალუტის შემოდინება საქონლის ექსპორტის, ტურიზმისა და გზავნილების გზით

გაზრდილია 1 080 მილიონი აშშ დოლარით, ხოლო იმპორტისთვის თანხების გადინება

გაიზარდა 1 056 მილიონი აშშ დოლარით. შედეგად, 2018 წლის პირველ 9 თვეში მიმდინარე

ანგარიშზე უარყოფითი გავლენა შეინიშნა 25 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.

მიმდინარე ანგარიშის ბალანსი

მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი საქართველოს ეკონომიკის მოწყვლადობის

ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს. ამიტომ, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა

რეფორმები დანაზოგების წასახალისებლად, მწარმოებლურობისა და ექსპორტის ზრდისთვის

და დანაზოგები-ინვესტიციების „გეპ“-ის თანდათანობით დასახურად, რაც დაბალანსებულ

მიმდინარე ანგარიშს გულისხმობს.

2018 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 11.8 პროცენტი

შეადგინა, ხოლო მეორე კვარტალში - 8.9 პროცენტი. ამ პერიოდში არსებული დეფიციტი

ძირითადად სავაჭრო ბალანსის გაუარესებით არის გამოწვეული.

-40%

-20%

0%

20%

40%

60%

80%

100%

120%

140%

160%

-40.0

-20.0

0.0

20.0

40.0

60.0

80.0

100.0

120.0

140.0

160.0

წმინდა ფულადი გზავნილები

მილიონი აშშ დოლარი პროცენტული ცვლილება წინა წელთან

Page 18: მიმდინარე ეკონომიკური ...business.org.ge/wp-content/uploads/2018/11/Outlook... · 2018-11-12 · 8 რაც შეეხება 2017 წელს,

18

რაც შეეხება 2017 წელს, პირველი შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავია: წინასწარი

მონაცემებით, 2017 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 8.8 პროცენტი შეადგინა, რაც

ბოლო პერიოდში არსებული ბალანსის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა. 2017 წლის მესამე

კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-სთან მიმართებაში 3.0 პროცენტი

შეადგინა, რაც ისტორიულ მინიმუმს წარმოადგენს. კლების ტენდენცია 2017 წელს დაიწყო.

2016 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 13.1 პროცენტს შეადგენდა, 2017 წლის პირველ

კვარტალში 11.0 პროცენტამდე შემცირდა, მეორე კვარტალში - 8.3 პროცენტამდე, მესამე

კვარტალში - 3.0 პროცენტამდე, ხოლო მეოთხე კვარტალში დეფიციტმა 13.3 პროცენტი

შეადგინა.

-24.2 -26.6-21.6

-25.9 -28.1 -26.9 -25.0 -26.4 -24.9

5.2 6.9 8.7 7.8 9.9 10.9 13.3 10.213.86.3

7.8 7.0 7.2 5.6 2.93.0

-12.8 -11.9

-5.9

-10.8-12.6 -13.1

-8.8-11.8

-8.9

-35

-30

-25

-20

-15

-10

-5

0

5

10

15

20

2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018Q1 2018Q2

საქონელი მომსახურება სხვა მიმდინარე ანგარიშის ბალანსი

6.84.6 5.6

8.5 9.68.1

10.7

5.06.7

6.07.3

0.4

2.33.0 5.1

-1.9

6.82.2

12.811.9

5.9

10.8

12.6 13.1

8.8

11.8

8.9

-4

-2

0

2

4

6

8

10

12

14

2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018Q1 2018Q2

FDI-ით დაფინანსებული ვალით დაფინანსებული მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი

Page 19: მიმდინარე ეკონომიკური ...business.org.ge/wp-content/uploads/2018/11/Outlook... · 2018-11-12 · 8 რაც შეეხება 2017 წელს,

19

საკრედიტო რეიტინგები

საქართველო აგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან

„Standard & Poor’s“, „Fitch“ და „Moody’s“. ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს სტაბილ ურ რეიტინგს,

ამჟამად საქართველოს Standard & Poor’s“-თან “BB-” სტაბილური, „Fitch“-თან “BB-”

პოზიტიური, ხოლო Moody’s“-თან “Ba2” სტაბილური რეიტინგი აქვს. რეგიონის ქვეყნებში

შეინიშნებოდა საკრედიტო რეიტინგების გაუარესება, 2017 წლის ბოლოდან მეზობელი

ქვეყნების საკრედიტო რეიტინგებმაც დაიწყო გაუმჯობესება, თუმცა 2018 წელს

მნიშვნელოვნად გაუარესდა თურქეთის რეიტინგი.

S&P და Fitch-მა დაადასტურა აზერბაიჯანის საკრედიტო რეიტინგი “BB+” ნეგატიურ

დონეზე, რომელიც “BBB-”-დან შეამცირა 2016 წელს, თუმცა 2018 წლის დასაწყისში ორივე

კომპანიამ პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურზე გააუმჯობესა. აზერბაიჯანის

საკრედიტო რეიტინგი გააუარესა აგრეთვე Moody's-მაც, 2016 წელს შეამცირა Baa3-დან Ba1-

მდე, ხოლო გასულ წელს Ba1-დან Ba2-მდე. სარეიტინგო კომპანია Moody's-მ ასევე გააუარესა

სომხეთის საკრედიტო რეიტინგიც Ba3 დან B1 მდე. Fitch-ის შეფასებით კი სომხეთის რეიტინგი

“B+” პოზიტიურია.

S&P-ის და Moody's-ის შეფასებით გაუარესდა რუსეთის საკრედიტო რეიტინგიც. 2014

წლის დეკემბერთან შედარებით, რუსეთის საკრედიტო რეიტინგი Moody's-ის შეფასებით

გაუარესდა Baa3 დან Ba1 მდე, ხოლო S&P-ის შეფასებით “BBB-“ დან “BB+” მდე. 2018 წლისთვის

S&P-ის მიხედვით რუსეთის რეიტინგი კვლავ BBB- სტაბილურზეა, ხოლო Fitch-ის მიხედვით,

“BBB-“ პოზიტიური პერსპექტივით.

Moody's-მა 2016 წლის სექტემბერში შეამცირა თურქეთის საკრედიტო რეიტინგი Baa3-

დან Ba1-მდე, 2017 წლის მარტში თურქეთის საკრედიტო რეიტინგი სტაბილურიდან

ნეგატიურით შეცვალა, ხოლო 2018 წელს ჯერ Ba2 მდე გააუარესა რეიტინგი, ხოლო შემდეგ -

Ba3 მდე. 2016 წელს S&P-მა რეიტინგი შეამცირა „BB+“- დან BB-მდე, 2018 წელს კი ჯერ „BB-“-

მდე, ხოლო შემდეგ „B+“ სტაბილურამდე. Fitch-მა კი “BBB-“ დან ჯერ “BB+” მდე შეამცირა,

ხოლო შემდეგ BB ნეგატიურამდე.

რაც შეეხება საქართველოს, 2017 წლის სექტემბერში სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა

Ba3 დან Ba2 მდე გააუმჯობესა ქვეყნის რეიტინგი და პერსპექტივა სტაბილურზე შეუნარჩუნა.

ხოლო 2018 წლის მარტში კომპანია Fitch-მა “BB-“ სტაბილურიდან “BB-“ პოზიტიურზე

გააუმჯობესა რეიტინგის პერსპექტივა, კომპანია S&P-ის მიხედვით, საქართველოს

სარეიტინგო პოზიცია “BB-” სტაბილურზეა.

Page 20: მიმდინარე ეკონომიკური ...business.org.ge/wp-content/uploads/2018/11/Outlook... · 2018-11-12 · 8 რაც შეეხება 2017 წელს,

20

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების შეფასება

სარეიტინგო სააგენტოების განცხადებით, საქართველოს რეიტინგის გაუმჯობესება

გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს ეკონომიკა მდგრადი აღმოჩნდა 2014 წელს რეგიონში

დაწყებული ეკონომიკური შოკის მიმართ, რის შედეგადაც გამოჩნდა ქვეყნის ეკონომიკისა და

ინსტიტუტების სიძლიერე. მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები კი, რაც საერთაშორისო

სავალუტო ფონდის დახმარებით ხორციელდება, შეამცირებს საქართველოს ძირითად

საკრედიტო სისუსტეებს და დროთა განმავლობაში უფრო მეტად გაზრდის საკრედიტო

სიძლიერეს. თუმცა, რეიტინგის ზრდას ხელს უშლის საგარეო მოწყვლადობის რისკები.

მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები დადებითად აღიქმება სარეიტინგო სააგენტო

Moody’s მიერ - „ახალი სანდო რეფორმები უფრო მეტად შეუწყობს ხელს საკრედიტო

გაძლიერებას“. სავალუტო ფონდთან გაფორმებულმა 3-წლიანმა პროგრამამ გააუმჯობესა

რეფორმების საიმედოობა:

პროგრამა ხაზს უსვამს სტრუქტურულ რეფორმებს, რაც გამოიწვევს მაღალ და მეტად

ინკლუსიურ ზრდას. ძირითადი აქცენტი გაკეთდება განათლების გაუმჯობესებაზე, საგზაო

ინფასტრუქტურის დაფინანსებაზე, მეტად ეფექტიან საჯარო ადმინისტრირებაზე და

გაუმჯობესებულ ბიზნეს კლიმატზე, რაც გააძლიერებს კერძო სექტორის, როგორც ეკონომიკის

მამოძრავებელი სექტორის, როლს.

სარეიტინგო სააგენტო Moody’s დადებით ფაქტორებად ასევე გამოყოფს შემდეგ

გარემოებებს: ძლიერი ინსტიტუტები, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება,

დივერსიფიცირებული საექსპორტო ბაზრები, სავაჭრო შეთანხმებები, რომელიც პირდაპირი

უცხოური ინვესტიციების საშუალოდ მშპ-ს 10%-ზე შენარჩუნებას უწყობს ხელს და

საშუალოვადიან პერიოდში გაზრდის ექსპორტს და დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას.

სააგენტო S&P ქვეყნის დადებით მიმართულებად ასახელებს სტრუქტურულ

რეფორმებს, ძლიერ ინსტიტუციურ ჩარჩოს, ეკონომიკურ ზრდას, საერთაშორისო ვაჭრობის

გაფართოებასა და IMF-თან მიმდინარე პროგრამას.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის განცხადებით, საქართველოს

რეიტინგის შეფასებაში დადებითი წვლილი შემდეგ ფაქტორებს შეაქვთ: მაღალი

ეკონომიკური ზრდა, მიმდინარე ანგარიშის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, ფისკალური

მდგრადობის გამყარება და ლარიზაციის კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი.

Fitch-ის ანგარიშშიც პოზიტიურად არის შეფასებული სავალუტო ფონდთან თანამშრომლობა

და აღნიშნულია პროგრამის წარმატებული მიმდინარეობა. სააგენტოს შეფასებით, მიმდინარე

პროგრესი მიზნების შესაბამისია და მიზნად ისახავს ფისკალური სექტორის შემდგომ

გაუმჯობესებას, რაც გააუმჯობესებს სტრუქტურულ ინდიკატორებს და წაახალისებს

ინვესტიციებსა და დანაზოგებს.

Page 21: მიმდინარე ეკონომიკური ...business.org.ge/wp-content/uploads/2018/11/Outlook... · 2018-11-12 · 8 რაც შეეხება 2017 წელს,

21

საქართველოს ეკონომიკის ძირითად სისუსტეებად მიიჩნევა მიმდინარე ანგარიშის

მაღალი დეფიციტი და საგარეო ვალი, რაც კვლავ რჩება მოწყვლადობის ძირითად წყაროდ.

დოლარიზაცია და საგარეო მოწყვლადობა კვლავ რჩება ეკონომიკის მთავარ სისუსტედ,

თუმცა, ლარიზაციის პროცესი სარეიტინგო კომპანიების მიერ დადებითად არის შეფასებული.

დანაზოგების მასტიმულირებელი რეფორმები წახალისებულია სააგენტოების მიერ, ხოლო

დანაზოგებისა და ინვესტიციების გეპის შემცირება განიხილება, როგორც რეიტინგის ზრდაზე

მოქმედი ფაქტორი. აღსანიშნავია ასევე ბოლო პერიოდში მიმდინარე ანგარიშის

მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.

საერთო ჯამში, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი

გაუმჯობესებულია, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ დონეზეა შენარჩუნებული (Fitch-ის

შემთხვევაში პერსპექტივა პოზიტიურია), რეგიონში გაუარესებული ეკონომიკური გარემოს

მიუხედავად, რაც სწორი პოლიტიკის გატარების (მცურავი სავალუტო კურსი, ინფლაციის

თარგეთირება, კონტრ-ციკლური ფისკალური პოლიტიკა, საგარეო სავაჭრო ბარიერების

მოხსნა და ექსპორტის დივერსიფიცირება, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება),

შემცირებული რისკებისა და საშუალოვადიანი პერსპექტივების დამსახურებაა.

გაცვლითი კურსი

5 ნოემბრის მდგომარეობით, 2018 წლის 1 იანვართან შედარებით, ლარის ნომინალური

ეფექტური გაცვლითი კურსი 6.1 პროცენტით არის გამყარებული. გასული წლის 1 იანვართან

შედარებით კი - 4.4 პროცენტიანი გამყარება დაფიქსირდა. რაც შეეხება რეალურ ეფექტურ

გაცვლით კურსს, მისი წლიური გამყარების ტემპი 8.2 პროცენტს შეადგენს და 8.3 პროცენტით

არის გამყარებული წინა წლის იანვართან შედარებით.

ლარის ნომინალური ეფექტური კურსი საკუთარი საშუალოვადიანი ტრენდიდან 2.3

პროცენტითაა გაუფასურებული.

5 ნოემბერი, 2018 5 ნოემ 2018 - 1 იან 2018 5 ნოემ 2018 - 1 იან 2017

ევრო 3.1194 -10.4% -16.2%

აშშ დოლარი 2.7251 -2.9% -12.1%

თურქული ლირა 0.4983 50.6% 64.4%

რუსული რუბლი 0.0415 3.6% -21.7%

ნომინალური ეფექური გაცვლითი კურსი 125.29 6.1% 4.4%

რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი (სექტემბერი, 2018) 125.10 8.2% 8.3%

Page 22: მიმდინარე ეკონომიკური ...business.org.ge/wp-content/uploads/2018/11/Outlook... · 2018-11-12 · 8 რაც შეეხება 2017 წელს,

22

უმუშევრობის დონე

2016 წელს უმუშევრობის დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8

პროცენტი შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წელს უმუშევრობის დონემ ბოლო წლების

განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.

2014 წელს მოსახლეობის აღწერის შედეგად შეიცვალა მოსახლეობის რაოდენობა

კლების მიმართულებით, გადაანგარიშდა სამუშაო ძალის მაჩვენებლებიც, რამაც ცვლილება

გამოიწვია ასევე უმუშევრობის დონეში. გადაანგარიშებით მიღებული უმუშევრობის დონე

უფრო მაღალია, თუმცა ტენდენცია მაინც იგივეა და 2017 წელს უმუშევრობის დონემ ბოლო

წლების მინიმუმს მიაღწია - 13.9 პროცენტს.

100

105

110

115

120

125

130

135

140

145

ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი

-2.3%

5 ნოემბერი, 2018

Page 23: მიმდინარე ეკონომიკური ...business.org.ge/wp-content/uploads/2018/11/Outlook... · 2018-11-12 · 8 რაც შეეხება 2017 წელს,

23

ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები

2016 წელს ფაქტიური საგადასახადო შემოსავლების მობილიზება 775.2 მლნ ლარით

აღემატება 2015 წლის შესაბამის პერიოდს, რაც 9.7 პროცენტს შეადგენს, ხოლო წლის გეგმიური

მაჩვენებელი შესრულდა 100.5 პროცენტით და გადაჭარბებამ 46.1 მლნ ლარი შეადგინა.

2017 წელს ფაქტიური საგადასახადო შემოსავლების მობილიზება 992.9 მლნ ლარით

აღემატება 2016 წლის შესაბამის პერიოდს, რაც 11.3 პროცენტს შეადგენს, ხოლო წლის

გეგმიური მაჩვენებელი შესრულდა 100.4 პროცენტით და გადაჭარბებამ 38.9 მლნ ლარი

შეადგინა.

2018 წლის იანვარ-ოქტომბერში ბიუჯეტში გადასახადების სახით მობილიზებულია

8 550.6 მლნ ლარი, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.8 პროცენტით (545.1

მლნ ლარი) მეტია.

გადასახადების იანვარ-ოქტომბრის საპროგნოზო მაჩვენებელი 8 316.5 მლნ ლარს

შეადგენს, 2018 წლის იანვრ-ოქტომბრის ფაქტიური მაჩვენებელი დაგეგმილზე 2.8 პროცენტით

მეტია, რაც 234.1 მლნ ლარს შეადგენს.

• საშემოსავლო გადასახადის სახით მობილიზებულია 2 628.0 მლნ ლარი, რაც

საპროგნოზო მაჩვენებლის (2 692.0 მლნ ლარი) 102.4%-ია.

• მოგების გადასახადის სახით მობილიზებულია 628.2 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო

მაჩვენებლის (534.0 მლნ ლარი) 117.6%-ია.

11.8

14.0 13.9

10.0

11.0

12.0

13.0

14.0

15.0

16.0

17.0

18.0

19.0

2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017

უმუშევრობის დონე

გადაანგარიშებამდე გადაანგარიშების შემდეგ

Page 24: მიმდინარე ეკონომიკური ...business.org.ge/wp-content/uploads/2018/11/Outlook... · 2018-11-12 · 8 რაც შეეხება 2017 წელს,

24

• დამატებული ღირებულების გადასახადის სახით მობილიზებულია 3 707.6 მლნ ლარი,

რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (3 634.0 მლნ ლარი) 102.0%-ია.

• აქციზის სახით მობილიზებულია 1 170.7 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის

(1 189.0 მლნ ლარი) 98.5%-ია.

• იმპორტის გადასახადის სახით მობილიზებულია 61.9 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო

მაჩვენებლის (49.0 მლნ ლარი) 126.4%-ია.

• ქონების გადასახადის სახით მობილიზებულია 336.6 მლნ ლარი.

სხვა გადასახადი შეადგენს -95.3 მლნ ლარს.

მთავრობის ვალი

მთავრობის ვალმა 2017 წლის ბოლოსთვის შეადგინა მშპ-ს 44.0% (აქედან

საგარეო ვალი იყო 34.7%), ხოლო 2016 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი იყო

44.4% (საგარეო ვალი - 35.1%) და 2015 წლის ბოლოსთვის - 41.3% (საგარეო ვალი

- 32.4%).

ვალის ზრდა 2015 და 2016 წლებში ძირითადად გამოწვეული იყო გაცვლითი

კურსის ცვლილებით.

საშუალოვადიან პერიოდში მთავრობის ვალი მშპ-სთან მიმართებაში 45

პროცენტის ქვემოთ მოექცევა.

მთავრობის ვალის საბაზრო ღირებულება 2016 წლის დეკემბრისთვის იყო 32%

(მოიცავს ისტორიულ ვალს, 2016 წლის ბოლოსთვის მშპ-ს 1%), რადგან ჩვენი

ვალის მნიშვნელოვანი ნაწილი აღებულია შეღავათიანი პირობებით.

ამასთანავე, კაპიტალის ბაზრის განვითარებასთან ერთად გაიზრდება სახაზინო

ფასიანი ქაღალდების გამოშვება, რაც ხელს შეუწყობს საგარეო დაფინანსების საჭიროების

შემცირებას და მთლიან ვალში საშინაო ვალის წილის ზრდას.

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარი

2018 წლის ოქტომბერში ჩატარდა 5 აუქციონი ჯამური ემისიით 155 მლნ ლარი,

რომლის საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 7.480% შეადგინა.

გამოშვებულ იქნა 6 და 12 თვის ვადიანობის სახაზინო ვალდებულებები; 2, 5 და

10 წლის ვადიანობის სახაზინო ობლიგაციები. დაიფარა 158 მლნ ლარის მოცულობის

ფასიანი ქაღალდები:

Page 25: მიმდინარე ეკონომიკური ...business.org.ge/wp-content/uploads/2018/11/Outlook... · 2018-11-12 · 8 რაც შეეხება 2017 წელს,

25

6M 1Y 2Y 5Y 10Y სულ

ემისიის მოცულობა 20 40 40 30 25 155

საშუალო შეწონილი განაკვეთი 7,131 7,136 7,217 7,404 8,822 7,480

დაფარვა 20 30 108 0 0 158

სხვაობა 0 10 -68 30 25 -3

ფასიანი ქაღალდების პორტფელის სტრუქტურამ მცირე ცვლილება განიცადა:

პორტფელის შემოსავლიანობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

პორტფელში შემავალი ფასიანი ქაღალდების ჯამური საშუალო შეწონილი ვადიანობა

(АТМ) გაიზარდა წინა თვესთან შედარებით.

4.5%

16.6%

28.1%

37.5%

13.3%

პორტფელის მდგომარეობა

31.10.2018

6 თვიანი 12 თვიანი 2 წლიანი

5 წლიანი 10 წლიანი

4.5%

16.2%

30.6%

36.4%

12.3%

პორტფელის მდგომარეობა

30.09.2018

6 თვიანი 12 თვიანი 2 წლიანი

5 წლიანი 10 წლიანი

7.23% 7.27%

7.62%

8.93%

10.33%

7.25%7.27%

7.59%

8.97%

10.44%

6.50%

7.50%

8.50%

9.50%

10.50%

11.50%

6M 1Y 2Y 5Y 10Y

31.10.2018

30.09.2018

Page 26: მიმდინარე ეკონომიკური ...business.org.ge/wp-content/uploads/2018/11/Outlook... · 2018-11-12 · 8 რაც შეეხება 2017 წელს,

26

ფასიანი ქაღალდების დაფარვამდე დარჩენილი საშუალო შეწონილი ვადიანობა

(წელი)

31.08.2018 30.09.2018 31.10.2018

6 თვე 0,24 0,24 0,24

12 თვე 0,52 0,51 0,51

2 წელი 0,91 0,88 0,96

5 წელი 2,83 2,82 2,80

10 წელი 6,78 6,70 7,32

სულ 2,27 2,21 2,39

2018 წლის 31 ოქტომბრისათვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების

პორტფელის 23.4% ფორმირებული არის იმ ფასიანი ქაღალდებით, რომელთა

დაფარვის ვადა დგება უახლოესი 6 თვის განმავლობაში. პორტფელში შემავალი

ფასიანი ქაღალდების გადანაწილება დაფარვამდე დარჩენილი ვადის მიხედვით

შემდეგია:

მოთხოვნის კოეფიციენტი გასული თვის მაჩვენებელთან (სექტემბერი 2.03)

შემცირდა და 1.96 შეადგინა.

-

100000 000

200000 000

300000 000

400000 000

500000 000

600000 000

700000 000

800000 000

6 თვემდე 6 - 12

თვემდე

1 - 2

წლამდე

2 - 5

წლამდე

5 და მეტი

23,4%

16,8%

22%

27,3%

10,5%

პორტფელში შემავალი ფასიანი ქაღალდების კომპოზიცია

დაფარვამდე დარჩენილი ვადის მიხედვით

10 წლიანი

5 წლიანი

2 წლიანი

12 თვიანი

6 თვიანი

Page 27: მიმდინარე ეკონომიკური ...business.org.ge/wp-content/uploads/2018/11/Outlook... · 2018-11-12 · 8 რაც შეეხება 2017 წელს,

27

თვის განმავლობაში აუქციონებზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი საპროცენტო

განაკვეთები: *

*- თუ მოცემულ თვეში არ განხორციელებულა კონკრეტული ვადის ემისია, გრაფიკზე

გამოსახული იქნება წინა პერიოდის შედეგები.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.0 პროცენტზეა და ეროვნული ბანკი გეგმავს

გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივ გამოსვლას. განაკვეთის შემდგომი

ცვლილება დამოკიდებული იქნება მოთხოვნის პოტენციური დონიდან ჩამორჩენის

0

20

40

60

80

100

6M 1Y 2Y 5Y 10Y

20

40 40

30 25

48

84

6861.3

42.5

ემისია და მოთხოვნა მლნ ლარი

7.13%

7.14%

7.22%7.40%

8.82%

7.14%

7.12%

7.23% 7.43%

9.02%

6.50%

7.00%

7.50%

8.00%

8.50%

9.00%

9.50%

10.00%

6 month t-bill 12 month t-bill 2 year t-bond 5 year t-bond 10 year t-bondLast Auction Previous Auction

Page 28: მიმდინარე ეკონომიკური ...business.org.ge/wp-content/uploads/2018/11/Outlook... · 2018-11-12 · 8 რაც შეეხება 2017 წელს,

28

აღმოფხვრის სიჩქარესა და რეგიონის მაკროეკონომიკური რისკების საქართველოზე

გადმოცემის სიძლიერეზე.

2017 წლის 13 დეკემბრის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტმა

მიიღო გადაწყვეტილება განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით 7.25 პროცენტამდე გაზრდის

შესახებ, რაც აიხსნება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუარესებით და

ინფლაციაზე ზეწოლით. კომიტეტის განცხადებით, ნავთობის საერთაშორისო ფასების

ზრდასთან ერთად, გაზრდილია ინფლაციური მოლოდინები და ეკონომიკური აქტივობის

მოსალოდნელზე მეტად გაუმჯობესება ასუსტებს მოთხოვნის მხრიდან ინფლაციის

შემცირების შესაძლებლობას, რამაც გამოიწვია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა.

არსებული ფაქტორების განეიტრალების შემდეგ, 2018 წლის დასაწყისიდან მოსალოდნელია

ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება.

2018 წლის იანვრიდან მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაკვეთი უცვლელად,

7.25 პროცენტზე დატოვა, რის მთავარ მიზეზად დაასახელა ბოლო პერიოდში ნომინალური

ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარების ტენდენცია და ერთობლივი მოთხოვნის

პოტენციურ დონეზე ქვემოთ არსებობა, რაც ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით

მოქმედებს.

25 ივლისის მონეტარული კომიტეტის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 25

საბაზისო პუნქტით, 7.0 პროცენტამდე შეამცირეს. შემცირების გადაწყვეტილების ძირითად

მიზეზად სახელდება ინფლაციის შემცირება და მისი მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს

ყოფნა, ასევე, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის მოსალოდნელზე სწრაფი გამყარება,

რაც ამცირებს ინფლაციურ ზეწოლას. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მოსალოდნელზე

ნელი ტემპით შერბილება კი გამოწვეული იქნება ერთობლივი მოთხოვნის გაუმჯობესებითა

და პროგნოზირებულთან შედარებით მისი პოტენციურ დონეზე უფრო სწრაფი დაახლოება,

რაც არბილებს ინფლაციის შემცირების წნეხს.

-12-10

-8-6-4-202468

10121416

იან

-09

მაი

-09

სექ-

09

იან

-10

მაი

-10

სექ-

10

იან

-11

მაი

-11

სექ-

11

იან

-12

მაი

-12

სექ-

12

იან

-13

მაი

-13

სექ-

13

იან

-14

მაი

-14

სექ-

14

იან

-15

მაი

-15

სექ-

15

იან

-16

მაი

-16

სექ-

16

იან

-17

მაი

-17

სექ-

17

იან

-18

მაი

-18

სექ-

18

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ინფლაცია მიზნობრივი ინფლაცია

Page 29: მიმდინარე ეკონომიკური ...business.org.ge/wp-content/uploads/2018/11/Outlook... · 2018-11-12 · 8 რაც შეეხება 2017 წელს,

29

2017 წლის ბიუჯეტის აღწერა

მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმა და სტრატეგია მიმართულია ეკონომიკურ ზრდაზე და

ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებაზე. ამავე დროს, მთავრობა ახორციელებს

ფისკალურ კონსოლიდაციას ადმინისტრაციული დანახარჯების შემცირებით და

საშუალოვადიან პერიოდში მის დაბალ დონეზე შენარჩუნებით.

როგორც ზრდაზე ორიენტირებული პილიტიკის ნაწილი, განხორციელდა მოგების

გადასახადის რეფორმა, რაც გულისხმობს საგადასახადო გარემოს გაუმჯობესებას ბიზნეს

სექტორის სასარგებლოდ.

მოგების გადასახადის რეფორმის გამო საწყის ეტაპზე შემოსავლების კლების

დასაკომპენსირებლად და კაპიტალური დანახარჯების სტიმულირებისთვის საჭირო

რესურსების მობილიზების მიზნით, მთავრობამ დაიწყო ღონისძიებების გატარება როგორც

შემოსავლების, ასევე - დანახარჯების მიმართულებით.

შემოსავლების მობილიზების ღონისძიებები: საწვავზე აქციზის ზრდა (270 მლნ

ლარი, მშპ-ს 0.7% ); თამბაქოზე აქციზის ზრდა (215 მლნ ლარი, მშპ-ს 0.6%),

აზარტულ თამაშებზე გადასახადის ზრდა (50 მლნ ლარი, მშპ-ს 0.2%);

ავტომობილებზე აქციზის ზრდა (45 მლნ ლარი, მშპ-ს 0.1%).

დანახარჯების შემცირების ღონისძიებები: ხელფასების შემცირება ცენტრალურ

და ადგილობრივ სამთავრობო დონეზე (190 მლნ ლარი, მშპ-ს 0.5%); საქონლისა

და მომსახურების შემცირება (50 მლნ ლარი, მშპ-ს 0.2%); საყოველთაო

ჯანდაცვის ეფექტიანობის გაუმჯობესება და მიზნობრივი სოციალური

პროგრამები მუნიციპალიტეტებში (90 მლნ ლარი, მშპ-ს 0.3%); აგროსერვისის

პროგრამის დასრულება (50 მლნ ლარი, მშპ-ს 0.1%);

2017 წლისთვის, ბიუჯეტის დეფიციტი მოსალოდნელია 4.1%-ის გარშემო.

ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება კაპიტალური დანახარჯებითა და

დაკრედიტებით განხორციელდება და შეადგენს 3 მლრდ ლარდ (8.3%).

საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობა

2017 წლის 12 აპრილს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა

საბჭომ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოს

დაუმტკიცა პროგრამა 285.3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.

Page 30: მიმდინარე ეკონომიკური ...business.org.ge/wp-content/uploads/2018/11/Outlook... · 2018-11-12 · 8 რაც შეეხება 2017 წელს,

30

საერთაშორისო სავალუტო ფონდი იზიარებს და მიესალმება საქართველოს

მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის მდგრად

ეკონომიკურ ზრდას. მნიშვნელოვანია, რომ ახალი პროგრამა არის დაფუძნებული

მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმაზე. პროგრამის ფარგლებში,

საერთაშორისო სავალუტო ფონდი იქნება ჩვენი ქვეყნის პარტნიორი მთავრობის

ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების პროცესში.

ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები დამტკიცებულია

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, რაც მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური

სტაბილურობის დახმარებასა და ეკონომიკურ ზრდას.

2017 წლის ბიუჯეტი და მთავრობის საშუალოვადიანი საბიუჯეტო გეგმები

წარმოადგენს ფისკალური პოლიტიკის ცვლილებას, რაც მოიცავს:

ადმინისტრაციული დანახარჯების შემცირებას;

ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული საგადასახადო სისტემის შექმნას;

საბიუჯეტო პროგრამების ეფექტიანობის გაზრდას;

ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების გაზრდას.

2017-2020 წლებში ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის ძირითადი ნაწილი

იქნება დასრულებული, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ბოლომდე გამოვიყენოთ

ჩვენი ლოგისტიკური და ტურისტული პოტენციალი. ინფრასტრუქტურის

განვითარება გააუმჯობესებს რეგიონებს შორის კომუნიკაციას, რაც გაზრდის მათ

ჩართვას ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.

2017-2020 წლების განმავლობაში ბიუჯეტით გათვალისწინებული

კაპიტალური დანახარჯები გაიზრდება მთლიანი შიდა პროდუქტის 5.6%-დან 9%-

მდე. ამასობაში, ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდება 26.5%-დან 21.7%-მდე.

პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა გეგმავს ისეთი

მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს

ეკონომიკურ ზრდას. ამ რეფორმებს მიეკუთვნება:

საპენსიო რეფორმა;

კაპიტალის ბაზრის რეფორმა;

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ჩამოყალიბება;

საჯარო-კერძო თანამშრომლობის (PPP) სისტემის ჩამოყალიბება;

Page 31: მიმდინარე ეკონომიკური ...business.org.ge/wp-content/uploads/2018/11/Outlook... · 2018-11-12 · 8 რაც შეეხება 2017 წელს,

31

გადახდისუუნარობის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა;

მიწის რეფორმა;

სადაზღვევო სისტემის რეფორმა;

საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების ღონისძიებები;

სხვ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფინანსური სექტორის

ზედამხედველობის ფუნქცია დაუბრუნდა საქართველოს ეროვნულ ბანკს.