june, 2010.pdf

9
www.cida.ge yovelTviuri eleqtronuli gamoSveba #07, ivnisi Tqveni adgilobrivi partniori ივნისის თვეში სამოქალაქო განვითარების სააგენტომ საკუთარი ვებ- გვერდის www.cida.ge დიზაინი და სტრუქტურა განაახლა. პარალელურად, CiDA -ს სხვადასხვა პროექტების ფარგლებში ორი ახალი ვებ გვერდი შეიქმნა მისამართებზე: www.kvemokartli.ge და www.youthclub.ge. განახლებულმა ვებ გვერდმა www.cida.ge, CiDA-ს საქმიანობის გაშუქება და სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების ოპერატიული ინფორმირება უნდა უზრუნველყოს. საიტზე განთავსებულია ინფორმაცია: ორგანიზაციის ისტორია, მისია, ხედვა, ღირებულებები და სტრატეგიული მიმართულებები; მიმდინარე და დასრულებელი პროექტები, ორგანიზაციის სტრუქტურა და თანამშრომლები; დონორები და პარტნიორები, ასევე სერვისები. საიტზე დევს ორგანიზაციის ეთიკის კოდექსი და მუდმივად ხდება სტატიებისა და სიახლეების განთავსება. აქვე მოცემულია ორგანიზაციის ფოტო და ვიდეო გალერეა. ვებ გვერდი www.kvemokartli.ge პროექტის “მულტიეთნიკური დიალოგი” ერთ-ერთი პროდუქტია. საიტი ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალს წამოადგენს. მასზე განთავსებულია სტატიები და სიახლეები, ასევე სტატისტიკური მონაცემები ქვემო ქართლის შესახებ, რეგიონში მოქმედი საერთაშორისო, არასამთავრობო, სამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციების ჩამონათვალი და სამართლებრივი აქტები. საიტზე მოქმედებს ბლოგები, ფოტო გალერეა და სხვადასხვა სპეც-პროექტები. საიტის შექმნა მხარდაჭერილია ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ. ვებ გვერდი www.youthclub.ge პროექტის “იძულებით გადაადგილებული პირების სოციო-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა ქვემო ქართლში” ერთ-ერთი პროდუქტია. საიტი ამ პროექტის ფარგლებში დაფუძნებული “ინტეგრაციის ახალგაზრდული კლუბის” საინფორმაციო რესურსია. www.youth- club.ge - ზე სისტემატურად იდება სტატიები და სიახლეები კლუბის საქმიანობის შესახებ. საიტზე განთავსებულია ინფორმაცია პროექტის დონორებსა და პარტნიორებზე, ასევე, ახალგაზრდებისთვის საინტერესო სხვადასხვა სიახლეები. აქვე მოქმედებს ბლოგები და ფორუმები, სადაც კლუბის წევრი ახალგაზრდები უკვე აქტიურად წერენ. საიტის შექმნა მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ. პარტნიორი ორგანიზაციები არიან: მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ (ACF) და DVV Interna- tional. CiDA -ს სხვადასხვა პროექტების ფარგლებში ორი ახალი ვებ-გვერდი შეიქმნა

Upload: etuna-tsotniashvili

Post on 29-Oct-2014

50 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: june, 2010.pdf

www.cida.ge

yovelTviuri eleqtronuli gamoSveba

#07, ivnisi

Tqveni adgilobrivi partniori

ივნისის თვეში სამოქალაქო განვითარების სააგენტომ საკუთარი ვებ-

გვერდის www.cida.ge დიზაინი და სტრუქტურა განაახლა. პარალელურად,

CiDA-ს სხვადასხვა პროექტების ფარგლებში ორი ახალი ვებ გვერდი შეიქმნა

მისამართებზე: www.kvemokartli.ge და www.youthclub.ge.

განახლებულმა ვებ გვერდმა www.cida.ge, CiDA-ს საქმიანობის

გაშუქება და სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების ოპერატიული ინფორმირება

უნდა უზრუნველყოს. საიტზე განთავსებულია ინფორმაცია: ორგანიზაციის

ისტორია, მისია, ხედვა, ღირებულებები და სტრატეგიული მიმართულებები;

მიმდინარე და დასრულებელი პროექტები, ორგანიზაციის სტრუქტურა და

თანამშრომლები; დონორები და პარტნიორები, ასევე სერვისები. საიტზე

დევს ორგანიზაციის ეთიკის კოდექსი და მუდმივად ხდება სტატიებისა და

სიახლეების განთავსება. აქვე მოცემულია ორგანიზაციის ფოტო და ვიდეო

გალერეა.

ვებ გვერდი www.kvemokartli.ge პროექტის “მულტიეთნიკური

დიალოგი” ერთ-ერთი პროდუქტია. საიტი ქვემო ქართლის საინფორმაციო

პორტალს წამოადგენს. მასზე განთავსებულია სტატიები და სიახლეები, ასევე

სტატისტიკური მონაცემები ქვემო ქართლის შესახებ, რეგიონში მოქმედი

საერთაშორისო, არასამთავრობო, სამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციების

ჩამონათვალი და სამართლებრივი აქტები. საიტზე მოქმედებს ბლოგები,

ფოტო გალერეა და სხვადასხვა სპეც-პროექტები. საიტის შექმნა

მხარდაჭერილია ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ.

ვებ გვერდი www.youthclub.ge პროექტის “იძულებით

გადაადგილებული პირების სოციო-ეკონომიკური ინტეგრაციის

ხელშეწყობა ქვემო ქართლში” ერთ-ერთი პროდუქტია. საიტი

ამ პროექტის ფარგლებში დაფუძნებული “ინტეგრაციის

ახალგაზრდული კლუბის” საინფორმაციო რესურსია. www.youth-club.ge - ზე სისტემატურად იდება სტატიები და სიახლეები კლუბის

საქმიანობის შესახებ. საიტზე განთავსებულია ინფორმაცია

პროექტის დონორებსა და პარტნიორებზე, ასევე,

ახალგაზრდებისთვის საინტერესო სხვადასხვა სიახლეები.

აქვე მოქმედებს ბლოგები და ფორუმები, სადაც კლუბის

წევრი ახალგაზრდები უკვე აქტიურად წერენ. საიტის

შექმნა მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ.

პარტნიორი ორგანიზაციები არიან: მოძრაობა

შიმშილის წინააღმდეგ (ACF) და DVV Interna-tional.

CiDA-ს სხვადასხვა პროექტების ფარგლებში ორი ახალი ვებ-გვერდი შეიქმნა

Page 2: june, 2010.pdf

ww

w.c

ida

.ge

თემაზე “რუსთავი უნდა განვითარდეს” საჯარო დებატები გაიმართა

4 ივნისს, CiDA-ში მოქმედი ინტეგრაციის ახალგაზრდული კლუბის აქტივობების ფარგლებში, რუსთავის განვითარების თემაზე, საჯარო დებატები გაიმართა.

დებატები, რომელშიც დებატკლუბის წევრი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ, შემდეგი ფორმატით წარიმართა: თემაზე - რუსთავი უნდა განვითარდეს - მტკიცებითი გუნდის სპიკერმა საკუთარი ჯგუფის პროექტი წარმოადგინა. პრექტში სამი ძირითადი პრობლემა იყო ხაზგასმული: ახალგაზრდებისთვის გასართობი ობიექტების ნაკლებობა, საგანმანათლებლო ცენტრების დაბალი დონე და ახალგაზრდების გადინება ქალაქიდან.

პროექტის წარდგენის შემდეგ, მტკიცებითი და უარმყოფელი გუნდების წევრებს შორის ჯვარედინი დაკითხვები, ანუ, კამათი თამაშის წესების დაცვით დაიწყო.

საჯარო დებატები, მსაჯების გადაწყვეტილების თანახმად, მტკიცებითი გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

“დღევანდელი დღით კმაყოფილი დავრჩი, ძალიან კარგი პროექტია. დარწმუნებული ვარ, გარკვეული მუშაობის შემდეგ, ბევრად უკეთეს გუნდებსა და ფორმატს მივიღებთ”, განაცხადა თამაშის ერთ-ერთმა მსაჯმა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ეკონომისტმა ეკა შანშაშვილმა.

“ძალიან გახარებული ვარ, არ ველოდი, თუ გავიმარჯვებდით. რატომღაც მეგონა, რომ უარმყოფელი გუნდი გაიმარჯვებდა. ისეთი თემა გვქონდა, რაც მართლა ყველა რუსთაველ ახალგაზრდას აწუხებს”, აღნიშნა მტკიცებითი გუნდის პირველმა სპიკერმა, 16 წლის ნინო ფალავანდიშვილმა.

საჯარო დებატები რუსთავის #14 საჯარო სკოლაში ჩატარდა. თამაშს ინტეგრაციის კლუბის წევრი ახალგაზრდები და განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტეგრაციის ახალგაზრდული კლუბი “რუსთავის არაფორმალური განათლების ცენტრის” ერთ-ერთი მიმართულებაა. “რუსთავის არაფორმალური განათლების ცენტრი” დაფუძნებულია CiDA-ს მიერ პროექტის “იძულებით გადაადგილებული პირების სოციო-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში” ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის(EU) მიერ.

პროექტს ახორციელებენ “მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ” (ACF), “სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი” (DVV International) და “სამოქალაქო განვითარების სააგენტო”.

Page 3: june, 2010.pdf

ww

w.c

ida

.ge

თემაზე, “ეროვნული უმცირესობები და მედია”, შეხვედრა ჩატარდა

პროექტის “მულტიეთნიკური დიალოგი” ფარგლებში, CiDA-ში, საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების უფლებათა დაცვის, სახელმწიფო პოლიტიკის და მედიის მიერ მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაზე შეხვედრა გაიმართა.

დისკუსიას, და CiDA-ს ინიციატივით მოეწყო, ქვემო ქართლის მედიის, სამოქალაქო ორგანიზაციების, ეროვნულ უმცირესობათა ევროპული ცენტრის და პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უმცირესობების საკითხებში ესწრებოდნენ.

განსაკუთრებული ყურადღება რეგიონში არსებულ მედია საშუალებებს და მათ როლს დაეთმო.

შეხვედრაზე ითქვა, რომ არაქართველ მოსახლეობაში ქართული არხების პოპულარობა ძალიან დაბალია. საზოგადოებრივ მაუწყებელს და ადგილობრივ ტელევიზიას მხოლოდ ის ადამიანები უყურებენ, რომელთაც ამას საზოგადოებრივ პროცესებში აუცილებელი ჩართულობის გამო სამსახურეობრივი მოვალეობა აკისრებთ.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ეროვნული უმცირესობების უფლებებისა და მათი ინფორმირებულობის ასამაღლებლად ყველა ორგანიზაციამ საკუთარი ხედვა უნდა წარმოადგინოს. საუკეთესო შედეგის მისაღწევად კი აუცილებელია, რომ რეკომენდაციებში მათ რეგიონში ამჟამად არსებული მდგომარეობა და საერთაშორისო გამოცდილება გაითვალისწინონ.

,,ქვემო ქართლის მედია ჯგუფი” ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებულ ყველა საკითხს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე სახელმწიფო

სტრუქტურების წარმომადგენლებს გააცნობს. ეს ხელს შეუწყობს საერთო აზრის ჩამოყალიბებას არაქართველი მოქალქეების უფლებების და რეგიონებში მედიის მუშაობის გაუმჯობესებისთვის.

აქტივობა განხორციელდა საპილოტე პროექტის “მულტიეთნიკური დიალოგი” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს მხარდაჭერით.

Page 4: june, 2010.pdf

ww

w.c

ida

.ge

ინტეგრაციის ახალგაზრდულ კლუბს მწერალი

დათო ტურაშვილი ესტუმრა

ინტეგრაციის ახალგაზრდული კლუბი სხვადaსხვა სფეროს პროფესიონალებთან შეხვედრებს აგრძელებს. 23 ივნისს, კლუბის წევრები მწერალ დათო ტურაშვილს შეხვდნენ.

დათო ტურაშვილმა ახალგაზრდებთან განსხვავებულ თემებზე ისაუბრა: შეეხო ქართულ სტერეოტიპებს, ტრადიციებს. ისაუბრა მისი თაობისა და ახლანდელ ახალგაზრდებს შორის განსხვავებებზე, თანამედროვე ლიტერატურასა და მწერლებზე.

“ახალგაზრდებთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია - მათთან კონტაქტი თუ არ მექნება, არ მეცოდინება, დღევანდელ თაობაში რა ხდება. ისინი წიგნებზე საუბარს იწყებენ ხოლმე და ადამიანებს რომ წიგნები აინტერესებთ, ის ადამიანები ავტომატურად მიყვარდება”, აღნიშნა დათო ტურაშვილმა.

შეხვედრა, ტრადიციულად, კითხვა-პასუხის ფორმით ჩატარდა. სტუმარს საუბარი საკუთარ ნაწარმოებებზეც მოუწია, რადგან, ახალგაზრდებმა კითხვები, ძირითადად, ამ თემაზე დაუსვევს.

“ყოველთვის მინდოდა დათო ტურაშვილთან შეხვედრა და მიხარია, რომ შევხვდი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ვკითხე ის, რაზეც პასუხი დიდი ხანია მაინტერესებდა. ასე, რომ ამ შეხვედრით უზომოდ კმაყოფილი ვარ”, აღნიშნა კლუბის წევრმა თამთა ჩხაიძემ.

შეხვედრის დასასრულს, სტუმარმა CiDA-ს მიერ სპეციალურად ახალგალგაზრდებისთვის შეძენილ მისსავე წიგნებზე ავტოგრაფები დატოვა და კლუბის წევრებთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღო.…

ინტეგრაციის ახალგაზრდული კლუბი “რუსთავის არაფორმალური განათლების ცენტრის” ერთ-ერთი მიმართულებაა.

“რუსთავის არაფორმალური განათლების ცენტრი” დაფუძნებულია CiDA-ს მიერ პროექტის “იძულებით გადაადგილებული პირების სოციო-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში” ფარგლებში.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის (EU) მიერ.პროექტს ახორციელებენ “მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ” (ACF), “სახალხო უნივერსიტეტთა

გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი” (DVV International) და “სამოქალაქო განვითარების სააგენტო” (CiDA).

Page 5: june, 2010.pdf

ww

w.c

ida

.ge

ევროკავშირის მონიტორი CiDA-ში

9 ივნისს, პროექტის “იძულებით გადაადგილებული პირების სოციო-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა ქვემო

ქართლის რეგიონში” ფარგლებში, CiDA-ში ევროკავშირის მონიტორი იმყოფებოდა.

კვარტლური მონიტორინგის განხორციელების მიზანი იმის შემოწმება იყო, რამდენად მიზანმიმართულად და გეგმასთან

შესაბამისობაში მიმდინარეობს პროექტით გათვალისწინებული არაფორმალური განათლების ცენტრის საქმიანობა.

ევროკავშირის მონიტორმა მოინახულა ტერიტორია, სადაც ტარდება ტრენინგები და სხვა აქტივობები. დაესწრო

კომიუტერისა და ბუღალტერიის შემსწავლელ კურსებს, მოინახულა სტილისტების ჯგუფიც, ესაუბრა მსმენელებს და

მოისმინა მათი შეფასებები.

“ეს ქალბატონი კმაყოფილი დარჩა ჩვენი მუშაობით. გამომდინარე იქიდან, რას პასუხობს მსმენელი, ჩანს ჩვენი ნაშრომი.

მსმენელი კი პასუხობს, რომ მას ჩვენთან მიღებული ცოდნა დასჭირდება, რომ დროს ტყუილად არ ხარჯავს და პირიქით,

უფრო მოტივირებულია იმისთვის, რომ სამსახური იშოვოს, რაც არის ამ პროექტის მიზანი”, განაცხადა არაფორმალური

ცენტრის ხელმძღვანელმა თინიკო დეკანოსიძემ.

მისივე ინფორმაციით, გეგმაში ჩადებული იყო 180 ადამიანის მომსახურება, რომელთაგან მინიმუმ 80 უნდა ყოფილიყო

დევნილი. რუსთავის არაფორმალური განათლების ცენტრმა კი მომსახურება უკვე 278 კაცს გაუწია, ანუ ბევრად გადააჭარბა

გეგმით გათვალისწინებულ ნორმას.

რუსთავის არაფორმალური განათლების ცენტრი დაფუძნებულია CiDA-ს მიერ პროექტის “იძულებით გადაადგილებული

პირების სოციო-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში” ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია

ევროკავშირის (EU) მიერ.

პროექტს ახორციელებენ “მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ” (ACF), “სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის

საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი” (DVV International) და “სამოქალაქო განვითარების სააგენტო” (CiDA).

STAGE II-ის სამიზნე ასოციაციებთან გასვლითი შეხვედრები მოეწყო

14-18 ივნისს, პროექტ STAGE II-ის ფარგლებში, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის შვიდ სამიზნე ასოციაციასთან

შეხვედრები მოეწყო.

შეხვედრების ერთ-ერთი მიზანი

ასოციაციებისთვის იურიდიული კონსულტაციების

გაწევა იყო.

“რამდენიმე თვის წინ ჩვენ გამოვითხოვეთ ამ

ასოციაციების იურიდიული დოკუმენტაცია. მომზადდა

რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის

გამოსასწორებელი ამ დოკუმენტაციებსა და, ზოგადად,

საქმის წარმოებაში. რეკომენდაციების მომზადებული

პაკეტი ყველა ასოციაციას გადაეცა”, განაცხადა პროექტ

STAGE II-ის მობილიზატორმა რევაზ ბარბაქაძემ.

შეხვედრების მიზანი ასევე იყო, პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი მცირე საგრანტო კონკურსის შესახებ

ასოციაციებისთვის ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციების გაცემა. მათ შესავსებათ საგრანტო განაცხადის ფორმებიც

დაურიგდათ.

ბოლოს, შეხვედრების კიდევ ერთი მიზანი ფონდ ევრაზიის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსისთვის

მომზადებაში ასოციაციებისთვის დახმარების გაწევა იყო. ამ კონკურსით სამი ასოციაცია დაინტერესდა.

პროექტი STAGE II ხორციელდება ქეა ავსტრიისა და ქეა საერთაშორისო კავკასიაში მიერ პარტნიორ ორგანიზაციებთან

ერთად: ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო” (CiDA) საქართველოში და აგრობიზნესისა და სოფლის მეურნეობის

განვითარების ცენტრი (CARD) სომხეთში. პროექტი დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ.

Page 6: june, 2010.pdf

ww

w.c

ida

.ge

ეროვნული უმციესობებისთვის განათლების საკითხებზე შეხვედრა მოეწყო

4 ივნისს, CiDA–ში, ქვემო ქართლში მცხოვრები ეროვნული უმცირესობები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანი იმ პროგრამების პრეზენტაცია იყო, რაც 2009-2010 წლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით განხორციელდა. შეხვედრა, რომელიც CiDA-ს მიერ იყო ორგანიზებული, შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის სამოქმედო გეგმის შესრულებას უკავშირდებოდა.

შეხვედრას ქვემო ქართლის სხვადასხვა ეროვნული ჯგუფების წარმომადგენლები, სათვისტომოები და უმცირესობების საკითხებზე მომუშავე რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ.

“პრეზენტაცია ეხებოდა იმას, თუ რა ხდება, ზოგადად, განათლებისა და სახელმწიფო ენის მიმართულებით. ვისაუბრეთ იმაზე, რას აკეთებს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციისა და მათთვის განათლების ხელმისაწვდომობის მიმართულებით”, განაცხადა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი და პროფესიული განათლების დეპარტამენტის წარმომდგენელმა, ქართული ენის პროგრამისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით არსებული პროგრამების კოორდინატორმა რუსუდან ჭანტურიამ.

პრეზენტაცია შემდეგი საკითხებისგან შედგებოდა: სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, რომელიც მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას და მათ გადამზადებას მოიცავს, არაქართულენოვანი მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა, მულტილინგვური განათლების პროგრამა, ეროვნული უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების შესახებ კანონში შესული ცვლილებები და ზრდასრულთა განათლება.

“მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ინიციატივა რეგიონში ხორციელდება. მსგავსი პრეზენტაციები ეროვნულ დონეზე თბილისში კეთდება, რეგიონში კი ამის ნაკლებობაა”, განაცხადა სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) დირექტორმა ზვიად დევდარიანმა.

CiDA-ს მიერ ორგანიზებული ეს შეხვედრა საპილოტე პროექტის “მულტიეთნიკური დიალოგი” ფარგლებში განხორციელდა. პროექტი ხორციელდება ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს მხარდაჭერით.

Page 7: june, 2010.pdf

ww

w.c

ida

.ge

შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული

კონცეფციის სამოქმედო გეგმის მონიტორინგი

28–29 ივნისს, ბათუმში, გაიმართა შეხვედრა, სადაც სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების

საბჭოს მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია შედგა.

შეხვედრას პრეზიდენტის მრჩეველი ინტეგრაციის საკითხებში, საქართველოს

სახალხო დამცველი, საქართველოს პარლამენტის წევრი, რეინტეგრაციის საკითხებში

სახელწიფო მინისტრის აპარატის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ასევე

ეროვნული უმცირესობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები

ეწსრებოდნენ. მათ შორის – სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA)

დირექტორიც.

შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ

საქმიანობებზე, რომლებსაც ისინი ახორციელებენ შემწყნარებლობისა და სამოქალაქო

ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით. შეხვედრებს მოჰყვა დისკუსია, სადაც

სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხელისუფლების წარმომადგენლებს მათთვის საინტერესო საკითხებზე

კითხვებს უსვამდნენ და საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ.

შეხვედრაზევე სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წევრებმა მათ მიერ

ორგანიზებული მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია წარმოადგინეს, რომელიც აზუსტებდა ხელისუფლების სხვადასხვა

ორგანოთა მიერ განხორციელებული საქმიანობების რეალურად არსებობას, ხარისხსა და შინაარს.

CiDA–ს დირექტორმა წარმოადგინა პროექტ „მულტიეთნიკური დიალოგის“ ფარგლებში განხორციელებული

საქმიანობათა შედეგები, რომელიც ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ იყო მხარდაჭერილი. კერძოდ:

შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტერგაციის ეროვნული კონცეფციის 2009 წლის სამოქმედო გეგმის

მუნიციპალური ვალდებულებების შესრულების სამოქალაქო მონიტორინგის ანგარიში;

მუნიციპალური სერვისების მიწოდების და განხორციელების კვლევის ანგარიში;

შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ

ენოვანი, გაერთიანებული ბროშურა.

შეხვედრის მონაწილეებს გადაეცათ გამოცემების როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული ვერსიები.

CiDA–ს მიერ წარმოდგენილი სამოქალაქო მონიტორინგის ანგარიშის რეკომენდაციები აისახა სახალხო

დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს რეკომენდაციების პაკეტში.

სამუშაო შეხვედრა ორგანიზებულია იყო საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების

სააგენტოს და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ეფექტური განვითარება

25–27 ივნისს, ბაკურიანში, საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ეფექტურობის საკითხებზე სამუშაო

შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას 27 საზოგადოებრივი, 7 დონორი და 2 ხელისუფლების წარმომადგენელი ესწრებოდა

საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. შეხვედრას ესწრებოდა სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA)

დირექტორიც.

შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართვა განვითარების ეფექტურობის

გლობალურ პროცესში, რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ეფექტურობის ღია ფორუმის ეგიდით

მიმდინარეობს.

შეხვედრა ორგანიზებული იყო სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ. ფინანსური მხარდაჭერა

უზრუნველყოფილი იყო ევროპის არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენციის (CONCORD) და ფონდ ღია

საზოგადოება საქართველოს მიერ.

Page 8: june, 2010.pdf

ww

w.c

ida

.ge

CiDA-ს გრანტით დაწყებული ბიზნესი

სკრის დევნილთა დასახლებაში, ერთ-ერთ კოტეჯთან კლიენტი თითქმის ყოველდღე ჩერდება. გაივლის ეზოს, რომელიც ფერადი ყვავილებითაა სავსე და შედის ოთახში, სადაც გაჯით შელესილ კედლებზე ასევე ფერადი ყვავილები ხვდება. კედლის ყვავილებიდან ნაწილი თექისაა, ზოგი კი ბისერებით ან ჭრელი შუშებითაა დახატული. კოლოფებში ჩაყრილი მბზინავი ბისერები და მათგან მოქსოვილი სამაჯურები და მძივები დიდი მაგიდიდანაც იტაცებენ თვალს... კლიენტი ერთ-ერთ სამაჯურს, (რომელიც რამდენიმე დღის წინ შეუკვეთა) ხელზე ირგებს და დიასახლისს ფულს უხდის...

ასეთი სიტუაცია აქ ხშირად მეორდება. სკრაში ყველამ იცის, რომ ამ კოტეჯის დიასახლისს, 43 წლის ეკა ნიკოლიშვილს პატარა ბიზნესი აქვს: ის თექისაგან ხალიჩებს, ფაჩუჩებს, ასევე ბისერებისა და შუშებისაგან სხვადასხვა აქსესუარებს აკეთებს და ყიდის.

ეს ბიზნესი მან CiDA-ს გრანტის მიღების შემდეგ დაიწყო.დევნილ ქალთა მცირე ბიზნესის დაფინანსების კომპონენტი CiDA-ს SIIMS პროექტის ერთ-ერთი მიმართულებაა,

რომლის მიზანია, დევნილ ქალებს საკუთარი ბიზნესის განვითარებს საშუალება მისცეს. ქალთა ბიზნესის დაფინანსების ეს კომპონენტი სულ 150 დევნილი ქალის გადამზადებას და მათთვის 84 მცირე გრანტის გაცემას ივალისწინებს. გრანტის ოდენობა საშუალოდ 950 აშშ. დოლარს შეადგენს.

პირველ ეტაპზე, 431 აპლიკანტიდან 75 შეირჩა. მათ ბიზნესის მართვის საკითხებზე ტრენინგები ჩაუტარდათ, რის შედეგადაც სრულყოფილი ბიზნეს გეგმა უნდა წარმოედგინათ. საბოლოოდ, გრანტი 24 კანდიდატს გადაეცა, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ ეკა ნიკოლიშვილი იყო.

ეკა ნიკოლიშვილი ოჯახთან ერთად ჯერ ცხინვალიდან, შემდეგ ქურთადან დევნილია. აგვისტოს ომის შემდეგ სკრაში შეასახლეს. უკვე სკრაში ცხოვრობდა, როდესაც CiDA-ს მიერ გამოცხადებული მცირე საგრანტო კონკურსის შესახებ გაიგო და, როგორც თვითონ ამბობს, გადაწყვიტა უკვე მესამედ დაეწყო ცხოვრება თავიდან.

“გრანტის მოგების შემდეგ დიდი რაოდენობით ბისერები, თექა და ჩარჩოები ვიყიდე. კიდევ ელექტრო ჩაიდანი - სკრაში გაზი არ გვაქვს და თექის მოსათელად ცხელი წყალი ხომ მჭირდება... და რადგანაც ძალიან პატარა მაგიდა მქონდა, დიდი მაგიდაც ვიყიდე”.

ამბობს, რომ გრანტის მიღებამ, საშუალება მისცა, ერთი მხრივ, ბიზნესი აწარმოოს და შემოსავალი ჰქონდეს და თან ის საქმე აკეთოს, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს.

“დღეში თექის სულ ორი ყვავილიც რომ გავყიდო, თითო 5 ლარად, ჩემი ოჯახისთვის ეს უკვე შემოსავალია”, ამბობს ეკა, რომელსაც ორი ქალიშვილი, ვაჟი და ერთი შვილიშვილიც ჰყავს, “თანაც, შემოსავალთან ერთად, ისიც ხომ მნიშვნელოვანია, რომ იმ საქმეს ვაკეთებ, რომელიც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს და ცხოვრების ხალისს მიბრუნებს”.

საყვარელი საქმის კეთებამ ეკა ნიკოლიშვილს სტიმული მისცა , რომ CiDA-ს გრანტით დაწყებული ბიზნესი გაეფართოებინა: გორის ცენტრში, “სამეფოს ქუჩაზე”, ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობაში მან შეღავათიან ფასში ფართი იქირავა და “სახელოსნო” მოიწყო. ახლა, ყოველ დილით, სკრიდან გორში მეუღლეს დაყვება. საკუთარი საქმიანობის რეკლამას იმით ეწევა, რომ თექისა და ბისერებით ნაქსოვ ფერად-ფერად აქსესუარებს მთავარ შესასვლელ კარზე გამოფენს ხოლმე. დღის პირველ ნახევარში გორში მუშაობს, სადაც კიდევ ერთი, კარგად ნაცნობი საქმიანობა - სტილისტობაც შეითავსა.

გორშიც და სკრაშიც ეკა ნიკოლიშვილს ბიზნესის წარმოებაში შვილები ეხმარებიან. ხელსაქმე მათაც უყვართ, თუმცა ყველაზე მეტად მაინც ის ახარებთ, რომ დედას საქმიანსა და ხალისიანს ხედავენ.

“შეიძლება უცებ რაღაც მუზა მოუვიდეს - უზორი მოაფიქრდეს, მორჩა... დაჯდება და მისთვის აღარაფერი არსებობს. ეძახიან, არ ეძახიან - არ აინტერესებს” ამბობს ეკას ქალიშვილი, 18 წლის ანა.

ეკა ნიკოლიშვილის მცირე ბიზნესის განვითარება ის შედეგია, რაც დევნილ ქალთა მცირე ბიზნესის დაფინანსების პროგრამას უნდა მოეტანა. პროექტი ხომ ყველაზე მეტად დაფინანსებული ბიზნესების სიცოცხლისუნარიანობაზეა ორიენტირებული. გაჩერებას არც ეკა ნიკოლიშვილი აპირებს:

“ეს გრანტი ძალიან დამეხმარა იმაში, რომ ბიზნესი წამომეწყო. ახლა კი უკვე ვეღარ შევძლებ, რომ ამ საქმეზე ხელი ავიღო”.

Page 9: june, 2010.pdf

ww

w.c

ida

.ge

C v e n i g u n d i

Cveni mimdinare proeqtebis donorebi da partniorebi

qvemo qarTlissamxareo administracia

დავით თარიმანიშვილი “სამოქალაქო განვითარების სააგენტოში” (CiDA) ერთ-ერთი ყველაზე მრავალკომპონენტიანი

პროექტის - SIIMS პროექტის ბიზნეს განვითარების ოფიცერია. ბიზნეს მენეჯერისთვის, რომელსაც ყველაზე მეტად მთაში

სიარული უყვარს, CiDA-ში მუშაობა იმითაც საინტერესოა, რომ სამუშაო მას ბუნებასთან სიახლოვის საშუალებას აძლევს.

დავით თარიმანიშვილი 1983 წლის 19 ოქტომბერს რუსთავში დაიბადა.

2001 წელს დაამთავრა რუსთავის #23 საშუალო სკოლა.

2002-2006 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, მენეჯმენტის

სპეციალობით.

მუშაობა სწავლის დასრულების შემდეგ დაიწყო.

2006-2007 წლებში იყო სტაჯიორი მიკროსაფინანსო ფონდ

„კონსტანტას“ რუსთავის ფილიალში, სესხის ოფიცრის პოზიციაზე.

2007-2009 წლებში მუშაობდა ესპანური საერთაშორისო

არასამთავრობო ჰუმანიტარული ორგანიზაციის „მოძრაობა შიმშილის

წინააღმდეგ“ (ACF) ქვემო ქართლის ბაზის მარკეტინგის სპეციალისტად.

2009 წლის სექტემბრიდან CiDA-ში მუშაობს. არის SIIMS პროექტის

ბიზნეს განვითარების ოფიცერი. პროოექტში მას ორი კონკრეტული

მიმართულება აბარია: ქვემო ქართლში მექანიზაციის ჯგუფების

განვითარება და მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება.

ამბობს, რომ CiDA -ში მუშაობა მისთვის, პირველ რიგში, პროფესიულ

განვითარებას გულისხმობს, თუმცა არანაკლებ საინტერესო მისთვის

გასვლითი სამუშაოებია:

„ოფისში მუშაობაზე მეტად ჩემთვის გაცილებით საინტერესოა

გასვლებზე მუშაობა - ხალხთან ურთიერთობა, დევნილებთან უშუალო კონტაქტი. ამ ყველაფრის საშუალებას ჩემი სამუშაო

ხშირად მაძლევს“.

პროფესიული ინტერესების გარდა, დავით თარიმანიშვილის განსაკუთრებული ინტერესი ფოტოგრაფიაა.

სტუდენტობიდან მოყოლებული, ფოტოებს ძველებური ფირიანი კამერებით იღებს. ბოლო დროს, ციფრულ აპარატზე

გადავიდა.

მთაში სიარული მისი ჰობია. სამი წლის იყო, როცა მამამ პირველად წაიყვანა და მას შემდეგ, მთას თავს ვეღარ

ანებებს...

თამაშობდა ჩოგბურთს სამოყვარულო დონეზე. უყვარს ფეხბურთი და არის ინგლისის ნაკრებისა და მანჩესტერ

იუნაიტედის გულშემატკივარი.

უყვარს მუსიკა, ბავშვობიდან როკს უსმენს. ამბობს, რომ Queen- ით დაიწყო, მერე განვითარდა - სხვა ჟანრებიც

მოიცვა და ბოლოს „ისევ უკან დაბრუნდა“ - ბრიტპოპზე შეჩერდა... ახლა Coldplay-ის უსმენს.

დავით თარიმანიშვილს ჰყავს მეუღლე და მალე მამაც გახდება.

gamocema momzadebuli „samoqalaqo

ganviTarebis saagentos~ mier