dokumentis momzadeba 5mecadineoba

16
დდდდდდდდდდ დდდდდდდდდ 1. სსსსსსსსსსს სსსსსსსს 2. სსსსსსსსსსს სსსსს სსსსსსსსსს 3. სსსსსსსსსსს სსსსსს სს სსსსს 4. სსსსსსსსსს სსსსსსსსს 5. სსსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს 6. სსსსსსსსს სსსსსსსს 7. სსსსსსსსს სსსსსსსს 8. სსსსსსსსსს სსსსსსსსსს 9. სსსსსსსსსსს სსსსსს სსსსსსსსსს სს სსსსსსსსს სსსსსსს 10. სსსსსსსსსს სსსსს 11. სსსსსსსსსს სსსსსს 12. სსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსს (სსსსსსს სს სსსსსსსსსს) 1. სსსსსსსსსსს სსსსსსსს დდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდ დდდდდდ დდდდდდდდდდდდდ დდ დდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდდდ, დდდდდდდ დდდ დდ დდ დდდდდდ დდდდდდდდდდდ. დდდდდდ დდდდდდდ დდდდ დდდდდდდდ. დდდდდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდდდდ Insert > Symbol დდდდდდდდდ. დდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდ Symbol დდდდდდდდდ დდდდდდდ. დდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდდდ Normal დდდდდ. Font დდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდდ. დდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდ დდდდდდდ დდ დდდდდდდდდდდდ Insert დდდდდდ. დდდდდდდ დდდდდ დდდდ დდდდდდდდდ

Upload: datiko43

Post on 19-Jun-2015

1.673 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: Dokumentis Momzadeba 5mecadineoba

დოკუმენტის მომზადება

1. სიმბოლოების ჩამატება 2. ავტოტექსტის ჩასმა დოკუმენტში 3. ავტოტექსტის შექმნა და წაშლა 4. მართლწერის შემოწმება 5. ავტოკორექტორის პარტამეტრები 6. სიტყვების გადატანა 7. რეგისტრის ცვლილება 8. დოკუმენტის სტატისტიკა 9. ფორმატირება სტილის საშუალებით და სტილებთან მუშაობა 10. დოკუმენტის სქემა 11. სტრუქტურის შექმნა 12. სწრაფი ნავიგაცია დოკუმენტის შიგნით (სანიშნი და ჰიპერბმული)

1. სიმბოლოების ჩამატება

დოკუმენტთან მუშაობისას ძალიან ხშირად კლავიატურიდან არ იკრიბება სასურველი სიმბოლოები, რომელიც ამა თუ იმ შრიფტს მიეკუთვნება. ამიტომ საჭიროა მათი ჩამატება. სიმბოლოების ჩამატება ტექსტში შესაძლებელია Insert > Symbol ბრძანებით.

ბრძანების გააქტიურებით ეკრანზე გამოვა Symbol დიალოგური ფანჯარა.

აქტიური შრიფტის სიმბოლოები აისახება Normal ველში. Font შრიფტების ჩამონათვალიდან ამოვირჩიოთ სასურველი შრიფტის დასახელება. შემდეგ მოვნიშნოთ საჭირო სიმბოლო და გავააქტიუროთ Insert ღილაკი. შედეგად ჩვენს მიერ მონიშნული სიმბოლო ჩაემატება დოკუმენტის კურსორით მონიშნულ ადგილას. სიმბოლოს ჩამატება შესაძლებელია შესაბამის სიმბოლოზე ორჯერ დაწკაპუნებითაც.

გრაფიკული სიმბოლოები შეგვიძლია ჩავამატოთ Webdings შრიფტის გამოყენებით. სიმბოლოსათვის ასევე შესაძლებელია კლავიშთა აქტიური კომბინაციის შექმნა (ანუ

სიმბოლოს მიბმა ღილაკების კომბინაციაზე). სიმბოლოსათვის კლავიშთა აქტიური კომბინაციის შესაქმნელად გავააქტიუროთ Insert > Symbol... ბრძანებით გამოსული დიალოგური ფანჯრის Sharrtcut Key საბრძანებო ღილაკი.

გამოსულ Customize Keyboard ფანჯარაში Press new shortcut key ველში ავკრიბოთ ღილაკების კომბინაცია Shift, Ctrl, Alt ღილაკის საშუალებით.

თუ რომელიმე კომბინაცია კლავიატურიდან არ აიკრიბება, მაშინ ვცადოთ სხვა შესაძლებლობა. შემდეგ გავააქტიუროთ ბრძანება Assign. კლავიშთა აქტიური კომბინაციის შესაბამისი აღნიშვნა გადაინაცვლებს Current keys ველში. კლავიშთა აქტიური კომბინაციით მოვნიშნოთ მისი შესაბამისი აღნიშვნა Current keys ველში და გავააქტიუროთ ღილაკი Remove.

დაბრუნება ტექსტის დასაწყისში

2. ავტოტექსტის ჩასმა დოკუმენტში

Page 2: Dokumentis Momzadeba 5mecadineoba

დოკუმენტში ხშირად განმეორებადი ტექსტისა და გრაფიკული ობიექტების ჩასასმელად შესაძლებელია გამოვიყენოთ ავტოტექსტი. ტექსტს ან გრაფიკულ ობიექტებს დავარქვათ შემოკლებული სახელწოდება და შემდგომ მისი აკრეფვით მოვათავსოთ შესაბამისი ობიექტი სასურველ ადგილას.

ავტოტექსტის ჩასმა დოკუმენტში შეიძლება მენიუს Insert / Auto Text ბრძანების გააქტიურებით. მის გვერდით გამოვა გარკვეული კატეგორიების ჩამონათვალი, რომელთაგან თითოეული კონკრეტული სახელის ავტოტექსტებს შეიცავს. რამდენიმე ათეული ფრაზა ინგლისურ ან რუსულ ენებზე Word-ში წინასწარ არის მითითებული.

მზა ავტოტექსტის ჩასასმელად მაუსის მაჩვენებელი მივიტანოთ Insert / Auto Text ბრძანებით გამოსულ საჭირო კატეგორიაზე, ხოლო შემდეგ დავაწკაპუნოთ მის შემადგენლობაში შემავალ რომელიმე ჯგუფზე. ამ ელემენტის სესაბამისი ტექსტი ჩაჯდება დოკუმენტში კურსორით მითიტებულ ადგილას.

იმ შემთხვევაში, თუ ზეპირად გვახსოვს ავტოტექსტის ელემენტის დასახელება, ავკრიფოდ იგი დოკუმენტში და დავაჭიროთ F3

კლავიშს. ამ ელემენტის შესაბამისი ტექსტი ჩაჯდება დოკუმენტში.

დაბრუნება ტექსტის დასაწყისში

3. ავტოტექსტის შექმნა და წაშლა

MS Office Word-ში მოხერხებული მუშაობისათვის მომხმარებელს შეუძლია შექმნას ავტოტექსტის ელემენტები. ასეთი ტექსტი შეიძლება იყოს ორგანიზაციის დასახელება, ხშირად განმეორებადი ფრაზები, მითითებები და სხვა.

ავტოტექსტის ელემენტის შესაქმნელად დოკუმენტში მოვნიშნოთ ის ტექსტი, რომლის დამატებასაც ვაპირებთ ავტოტექსტის ელემენტების სიაში. გავააქტიუროთ Alt+F3 კლავიატურის კლავიშების კომბინაცია. ეკრანზე გამოვა Auto Text დიალოგური ფანჯარა, რომლის ტექსტურ ველში ჩანს მონიშნული ტექსტი ან მისი ნაწილი. მომხმარებელს შეუძლია დატოვოს ტექსტი, ან შეიტანოს ავტოტექსტის ელემენტის ახალი სახელწოდება. დიალოგური ფანჯარა დავხუროთ OK ღილაკზე დაწკაპუნებით.

ავტოტექსტის ახალი ელემენტი დაემატება Auto Text ელემენტების ჩამონათვალის Normal კატეგორიაში.

არ არის აუცილებელი, რომ ელემენტის დასახელება და დოკუმენტში ჩასმული ტექსტი ერთმანეთს ემთხვეოდეს. დასახელება უფრო მოკლე უნდა იყოს, მაგრამ ისე უნდა შევარჩიოთ, რომ შემდგომში ადვილად გავიხსენოთ, თუ რომელი ტექსტი შეესაბამება მას. თუ ზეპირად გვახსოვს ავტოტექსტის ელემენტის დასახელება, ავკრიბოთ იგი დოკუმენტში და დავაჭიროთ თითი F3 კლავიშს. ამ ელემენტის შესაბამისი ტექსტი ჩაჯდება დოკუმენტში.

ავტოტექსტის ელემენტის შექმნა შესაძლებელია სხვა ხერხითაც. დოკუმენტში მოვნიშნოთ ის ტექსტი, რომლის დამატებასაც ვაპირებთ ავტოტექსტის ელემენტების სიაში და გავააქტიუროთ მენიუს Insert / Auto Text

Page 3: Dokumentis Momzadeba 5mecadineoba

Auto Text ... ბრძანება. ეკრანზე გამოვა Auto Correct დიალოგური ფანჯარა აქტიური Auto Text ჩანართით, რომლის Preview ველში აისახება მონიშნული ტექსტი, ხოლო Enter Auto Text entries here ველში ჩავწეროთ ავტოტექსტის ელემენტის სახელწოდება.

ავტოტექსტის ელემენტის დამატება ხდება Add საბრძანებო ღილაკის გამოყენებით.

ავტოტექსტის ელემენტის დოკუმენტში ჩამატება შესაძლებელია Insert საბრძანებო ღილაკით.

ავტოტექსტის ელემენტის წაშლა შესაძლებელია Delete ღილაკით. მოვნიშნოთ ავტოტექსტის ელემენტების ჩამონათვალში საჭირო სახელწოდება და გავააქტიუროთ Delete ღილაკი.

Show Toolbar საბრძანებო ღილაკით ხდება ავტოტექსტის ინსტრუმენტების ზოლის გამოძახება.

დაბრუნება ტექსტის დასაწყისში

4. მართლწერის შემოწმება

Word-ს გააჩნია ინგლისურ ენაზე შედგენილი დოკუმენტის მართლწერის შემოწმების საშუალება. მართლწერის შესამოწმებლად მენიუდან შევასრულოთ ბრძანება Tools / Spelling and Grammar…, ან სტანდარტულ ინსტრუმენტების ზოლში დავაწკაპუნოთ ღილაკზე. იგივე ბრძანებების განხორციელება შესაძლებელია F7 ღილაკის გააქტიურებით.

მართლწერის შემოწმებისას მოიძებნება პირველი დაწერილი სიტყვა, რომელიც აისახება Spelling დიალოგური ფანჯრის Not in Dictionary (არ არის ლექსიკონში) ველში. Suggestions განყოფილებაში მოცემულია ვარიანტები სიტყვის შესაცვლელად. ავტომატურად მოინიშნება სიტყვის შეცვლის ერთი ვარიანტი, შესაძლებელია ამოირჩიოთ შეცვლის სხვა ვარიანტი, ან აკრიფოთ შესაცვლელი სიტყვის საკუთარი ვარიანტი. სიტყვის შესაცვლელად დააწკაპუნეთ: Change - ჩანაცვლება; Change All - მითითებული სიტყვის ყველგან ჩანაცვლება; Ignore Once -

სიტყვა უცვლელი დარჩება (გამოტოვება); Ignore All - ყველას გამოტოვება;

Add to Dictionary ღილაკით Word-ი მოცემულ სიტყვას დაუმატებს პროგრამის ლექსიკონს, შემდგომში ის შეცდომად არ ჩაითვლება.AutoCorrect ავტომატური შეცვლის საშუალებაა, ყველაზე ხშირად გამოიყენება დაშვებული შეცდომის გასსასწორებლად.Dictionary Language ჩამონათვალში მიეთითება ენა, რომლის მიხედვითაც

Page 4: Dokumentis Momzadeba 5mecadineoba

ხდება მართლწერის შემოწმება (მიეთითება რომელი ენის ლექსიკონს ვიყენებთ შესამოწმებლად).

მართლწერისა და გრამატიკის შესწორების წესები არაეფექტურია ქართული ტექსტებისათვის. ამიტომ ქართულ ენაზე ბეჭვდის პროცესში აკრეფილ ტექსტს ქვეშ წითელი და მწვანე კლაკნილი ხაზი გაესმება. წითელი ხაზი მიუთითებს მართლწერის, ხოლო მწვანე - გრამატიკულ შეცდომას.

დოკუმენტში მართლწერისა და გრამატიკული შემოწმების წესების პარამეტრების შერჩევა ხდება მენიუდან Tools / Options. . .ბრძანებით გამოსულ დიალოგურ ფანჯარის Spelling & Grammar ჩანართით.

ტექსტში წითელი კლაკნილი ნიშნავს, რომ ჩართულია მართლწერის შემოწმების რეჟიმი, რომელმაც შეცდომა აღმოაჩინა. მის გასაუქმებლად გამოვრთოთ Spelling განყოფილების Check Spelling as you type ჩამრთველი.

ტექსტში მწვანე კლაკნილი ნიშნავს, რომ ჩართულია გრამატიკული შემოწმების რეჟიმი. ქართულ ენაზე ბეჭვდის პროცესში მის გასაუქმებლად გამოვრთოთ Grammar განყოფილების Check Grammar as you type ჩამრთველი.

დაბრუნება ტექსტის დასაწყისში

5. ავტოკორექტორის პარტამეტრები

ტექსტის ქართულ ენაზე ბეჭვდის პროცესში ზოგიერთი სიტყვის პირველი ასო იკარგება ან იცვლება (მაგ. აბზაცის დასაწყისში აკრეფილი სიტვა ”წერილი” ავტომატურად იცვლება ასე -”ჭერილი”), რადგან რეგისტრს იცვლის. ეს ნიშნავს, რომ ჩართულია შესაბამისი ავტომატური შეცვლის რეჟიმი - წინადადების პატარა ასოთი დაწყების შემთხვევაში ავტომატურად შეცვალოს ისინი დიდი (ასომთავრული) ასოებით.

ავტოკორექტორის პარამეტრების რეგულირებისათვის შევასრულოთ Tools/ AutoCorrect Options. . .ბრძანება, გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში AutoCorrect ჩანართში გამოვრთოთ Capitalize of sentences ჩამრთველი.

დაბრუნება ტექსტის დასაწყისში

6. სიტყვების გადატანა

სიტყვების გადატანა დოკუმენტის რედაქტირების ნაწილია. სიტყვების გადატანის სხვადასხვა ვარიანტებს - რბილი გამყოფის, განუყოფელი დეფისის და განუყოფელი ინტერვალის ჩასმას ჩვენ გავეცანით ტექსტური რედაქტორის ზოგად მიმოხილვაში.

Word-ის საშუალებით შესაძლებელია ავტომატურად დაისვას გადატანის ნიშნები მთელ დოკუმენტში. ამისათვის საჭიროა გავააქტიუროთ მენიუს Tools / Language / Hyphenation ... დამარცვლის ბრძანება. გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი სახე:

Page 5: Dokumentis Momzadeba 5mecadineoba

სიტყვების ავტომატურად გადასატანად ჩავრთოთ Automatically Hyphenate Document ჩამრთველი. Hyphenation zone ველში მივუთითოთ ცარიელი ინტერვალის ის

მაქსიმალური ზომა, რომელიც შეიძლება დარჩეს სტრიქონის მარჯვენა კიდესთან. Limit consercutive Hyphens to ველში მივუთითოთ იმ მიმდევრობითი

სტრიქონების მაქსიმალური რაოდენობა, რომლებიც გადატანილ სიტყვას შეიცავენ.ქართული არასტანდარტული შრიფტების შემთხვევაში მიზანშეწონილია სიტყვების

ავტომატური გადატანის გამოყენება. გადატანა ხდება ინგლისური სინტაქსის წესების შესაბამისად, რომელიც ძირითადად ემთხვევა ქართულს და თუ გავითვალისწინებთ, რომ ასოების კოდებიც ერთმანეთს ძირითადად ემთხვევა, დავრწმუნდებით რომ ქართული ტექსტი დოკუმენტში სინტაქსის წესების შესაბამისად გადაიტანება. თუმცა გარკვეული ადგილების გასწორება შემდეგ მაინც არის საჭირო.

სიტყვების ხელით გადასატანად გავააქტიუროთ Hyphenation დიალოგური ფანჯრის Manual ... საბრძანებო ღილაკი, რომელიც თვითონ შემოგვთავაზებს გადატანის ვარიანტებს. თუ ვეთანხმებით შეთავაზებული გადატანების პოზიციას, დავაწკაპუნოთ Yes ღილაკზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მაუსით ან გადაადგილების კლავიშებით გადავიტანოთ დეფისი საჭირო ადგილას და შემდეგ დავაწკაპუნოთ Yes ღილაკზე. როდესაც საერთოდ არ ვეთანხმებით გადატანას ე.ი. ვაუქმებთ გადატანას, გავააქტიუროთ No ღილაკი.

დაბრუნება ტექსტის დასაწყისში

7. რეგისტრის ცვლილება

დოკუმენტის ტექსტში შრიფტის ასოებისა და ნიშნების განლაგების ცლილებისთვის გამოიყენება რეგისტრის ცვლილება. ტექსტის სიმბოლოების ფორმატირებისათვის მოვნიშნოთ ტექსტის ფრაგმენტი და გავააქტიუროთ მენიუს Format /Change Case ... ბრძანება. ეკრანზე გამოდის Change Case დიალოგური ფანჯარა, რომლის გადამრთველებს შემდეგი დანიშნულება აქვს;

Sentence case -- წინადადების რეჟიმი. წინადადების პირველი სიტყვის საწყისი სიმბოლო მთავრულია.

Lowercase -- ხელნაწერი რეჟიმი. ყველა სიმბოლო წარმოდგენილია პატარა სიმბოლოებით.

UPPERCASE -- ასომთავრული რეჟიმი. ყველა სიმბოლო წარმოდგენილია მთავრული ასოებით.

Title Case -- დასათაურების რეჟიმი. ყოველი სიტყვის პირველი სიმბოლო წარმოდგენილია ასომთავრულ რეჟიმში.

tOGGLE cASE- ყოველი სიტყვის პირველი სიმბოლო წარმოდგენილია ხელნაწერი რეჟიმით, დანარჩენი სიმბოლოები ასომთავრულია.

დაბრუნება ტექსტის დასაწყისში

8. დოკუმენტის სტატისტიკა

Page 6: Dokumentis Momzadeba 5mecadineoba

Word-ი მომხმარებელს აძლევს საშუალებას გაეცნოს დოკუმენტის სტატისტიკას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას დოკუმენტის სიტყვების, სტრიქონების და სხვა მახასიათებლების რაოდენობის შესახებ.

გავააქტიუროთ Tools / Word Count ბრძანება.Statistics განყოფილებაში აისახებაPages - გვერდების რაოდენობა;Words - სიტყვების რაოდენობა;Chracters (no spaces)- სიმბოლოების რაოდენობა ინტერვალის გარეშე;სიმბოლოების რაოდენობა ინტერვალთან ერთად;Paragraphs - აბზაცების რაოდენობა;Lines- სტრიქონების რაოდენობა;

დაბრუნება ტექსტის დასაწყისში

9. ფორმატირება სტილის საშუალებით და სტილებთან მუშაობა

სტილი არის სახელით განსაზღვრული ფორმატირების პარამეტრების ერთობლიობა. თითეული სტილი შეიცავს ფორმატირების ყველა ელემენტს: სიმბოლოთა ფორმატი, ტაბულაცია, ენა, ნუმერაცია და მარკირება, ჩარჩო, ფონი, სტრიქონებს შორის მანძილი და ა.შ. სტილის მინიჭება გარკვეული ტექსტისთვის ნიშნავს, რომ ეს ტექსტი ერთბაშად გაფორმდეს ფორმატირების ყველა იმ პარამეტრის მიხედვით, რომელიც მინიჭებულ სტილს ახსიათებს.

სტილების გამოყენება, მომხმარებელს უადვილებს ტექსტის ფორმატირების რთულ სამუშაოს, რაც განსაკუთრებით რთულია დიდი მოცულობის დოკუმენტების გაფორმების დროს და გამორიცხავს შემთხვევით შეცდომებს, რომლებიც შეიძლება გაიპაროს ხელით ფორმატირების შემთხვევაში. თუ სტილის რომელიმე პარამეტრი არ გვაკმაყოფილებს, იგი შეიძლება შეიცვალოს სტილის მინიჭების შემდეგ.

სტანდარტული სტილის დათვალიერება შესაძლებელია ფორმატირების ინსტრუმენტების ზოლის Style ჩამონათვალის სიიდან.

კურსორი მოვათავსოთ ტექსტის ფრაგმენტის ველში და Style ჩამონათვალის ველში წავიკითხოთ სტილის სახელი.

ახალი დოკუმენტის შექმნისას Style ჩამონათვალის ველი შეიცავს შემდეგი სტანდარტული სტილების სიას:

Normal - ჩვეულებრივი;Heading 1 - პირველი დონის სათაური;Heading 2 - მეორე დონის სათაური;Heading 3 - მესამე დონის სათაური;More… - გამოაჩენს ყველა სტილის სიას;Clear Formatting - ფორმატირების გაუქმება;სხვა სტილები არ გამოჩნდება Style ჩამონათვლის ველში მანამ, სანამ რომელიმე

მათგანს დოკუმენტში არ გამოვიყენებთ.ტექსტის ფრაგმენტისათვის სტილის შეცვლა შეიძლება ორი ხერხით:

ფორმატირების ინსტრუმენტების ზოლიდან. მოვნიშნოთ ტექსტის ფრაგმენტი და დავაყენოთ საჭირო სტილი ფორმატირების ინსტრუმენტბის ზოლის Style ველში.

მენიუს Format / Style and Formatting… ბრძანება. მოვნიშნოთ ტექსტის ფრაგმენტი, მენიუდან გავააქტიუროთ Format / Style and Formatting… ბრძანება. მიღებულ დიალოგური ფანჯრის Pick formatting to apply ჩამონათვლის ველში დავაწკაპუნოთ სათანადო სტილზე.

მომხმარებელს შეუძლია შექმნას ახალი სამომხმარებლო სტილი. ახალი სტილის შექმნა, წარმოადგენს სტილის შემადგენელი პარამეტრების შერჩევის პროცესს, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს მომხმარებლის მოთხოვნებს. შერჩეული პარამეტრების ერთობლიობის დაფიქსირება ხდება სახელის მინიჭებით, რის შემდეგაც შესაძლებელია მისი გამოყენება სხვადასხვა ტექსტურ ფრაგმენტებთან.

ახალი სამომხმარებლო სტილის შექმნა შეიძლება ორი ხერხით:

Page 7: Dokumentis Momzadeba 5mecadineoba

კონკრეტულ ტექსტურ ფრაგმენტს შევუცვალოთ სიმბოლოებისა და აბზაცის დაფორმატების პარამეტრები. საჭიროების შემთხვევაში განვსაზღვროთ ფორმატირების დამატებითი პარამეტრები. კურსორი მოვათავსოთ ამ ფრაგმენტის შიგნით, დავაწკაპუნოთ ფორმატირების ინსტრუმენტების ზოლის Style ველზე და კლავიატურიდან ავკრიბოთ ახალი სახელი. ამ შემთხვევაში სტილის ნიმუში წინასწარ გვექნება გამოტანილი ეკრანზე.

მენიუდან გავააქტიუროთ Format / Style and Formatting… ბრძანება. მიღებულ დიალოგური ფანჯრაში დავაწკაპუნოთ New Style საბრძანებო ღილაკზე.

ეკრანზე გამოვა New Style ფანჯარა.

Properties განყოფილების Name ტექსტურ ველში ჩავწეროთ

ახალი სტილის სახელი;Style type -- ველში დავაყენოთ

Paragraph აბზაცის ფორმატირებისათვის, ან Character სიმბოლოს ფორმატირებისათვის.

Style based on: - ველში მივუთითოთ ის სტილი, რომელსაც ვირჩევთ ჩვენი სტილის საფუძვლად. რაც ნიშნავს, რომ ფორმატირების ის პარამეტრები, რომლებსაც ახალი სტილისთვის არ მივუთითებთ, აიღება ფუძე სტილიდან. გავითვალისწინოთ, რომ საწყისი სტილის შეცვლისას ავტომატურად იცვლება ჩვენს მიერ შერჩეული სტილიც.

Style for following paragraph - სტილების სიაში ვირჩევთ იმ სტილს, რომელზედაც გადავალთ ახალ აბზაცზე გადასვლისას.

Add to template -- თუ აქტიურია ჩამრთველი, სტილი ჩაემატება შაბლონში და გამოვიყენებთ სხვა დოკუმენტებთან მუშაობისას.

Automatically update - ავტომატურად განაახლებს სტილს.

სტილის პარამეტრების განსაზღვრისათვის დავაწკაპუნოთ Format საბრძანებო ღილაკზე. მიღებული ჩამონათვლიდანა ავირჩიოთ საჭირო პუნქტები და დავაყენოთ დაფორმატების საჭირო პარამეტრები:

Font…-- შრიფტი;Paragraph -- აბზაცი;Tabs…-- ტაბულაციაBorder…- ტექსტის საზღვრები;Language…-ენა

Page 8: Dokumentis Momzadeba 5mecadineoba

Frame…- ჩარჩო;Numbering…- აბზაცის ნუმერაციაShortcut key…-- ბრძანებით ვირჩევთ კლავიატურის იმ კლავიშთა ერთობლიობას,

რომელთა ერდროული გააქტიურება გამოიძახებს ჩვენს სტილს.სტილის ჩარჩოში მოთავსებისას ეკრანზე გამოდის დამატებითი Frame… ფანჯარაText wrapping განყოფილებაში მიეთითება სტილის ტექსტით გარშემოწერილობაNone -- არაა გარშემოწერილიAround გარშემოSize განყოფილებაში განვსაზღვროთ: Height სიმაღლის მნიშვნელობა At ველში; Width სიგანის მნიშვნელობა At ველში;

Horizontal ჰორიზონტალის მიმართ ჩარჩოს: Position განლაგება (Left, Right, Center, Inside, Outside). Relative to რომელი ნაწილის მიმართ განისაზღვრება არჩეული

თანაფარდობა (Margin, page, Column). Distance from text მივუთითოთ ტექსტიდან დაშორების სიდიდე. ანალოგიურად განისაზღვრება ჩარჩოს განლაგება Vertical ვერტიკალის მიმართ.ჩამრთველებით მიეთითება ჩარჩოს: Move with text ტექსტთან ერთად გადანაცვლება; Lock anchor ჩარჩოთი დაკავშირების დაყენება; Remove Frame საბრძანებო ღილაკით შესაძლებელია Frame ჩარჩოს

გაუქმება.სტილის შემადგენელი პარამეტრების ცვლილებისათვის საჭიროა გავააქტიუროთ

ბრძანება Format / Style and Formatting... მიღებული დიალოგური ფანჯრის Pick formatting to apply ჩამონათვლის ველში დავაწკაპუნოთ სათანადო სტილზე და კონტექსტური მენიუდან ამოვირჩიოთ Modify პუნქტი, რის შედეგადაც ეკრანზე გამოვა Modify Style ფანჯარა.

სტილის პარამეტრების განსაზღვრისათვის დავაწკაპუნოთ Format საბრძანებო ღილაკზე. მიღებული ჩამონათვლიდან ავირჩიოთ საჭირო პუნქტები და დავაყენოთ ფორმატირების საჭირო პარამეტრები.

როგორც აღვნიშნეთ, მონიშნული ფრაგმენტის სტილის შეცვლის ორი ხერხი არსებობს: ფორმატირების ინსტრუმენტების ზოლიდან და მენიუდან Style დიალოგური ფანჯრის საშუალებით. დიდი მოცულობის ტექსტებთან მუშაობისას მიზანშეწონილია სტილის ჩანაცვლება მენიუს Edit / Replace ბრძანებით. Find what და Replace with ტექსტურ ველში წავშალოთ ყოველგვარი ტექსტი. გავააქტიუროთ More ღილაკი. ბრძანებით Format გამოსულ ჩამონათვალში ამოვირჩიოთ Style, რის შედეგადაც მიიღება დიალოგური ფანჯარა Find Style. ავირჩიოთ საჭირო სტილის დასახელებები შესაბამისად Find what Replace with ველებში. დავაწკაპუნოთ OK საბრძანებო ღილაკზე.

დაბრუნება ტექსტის დასაწყისში

10. დოკუმენტის სქემა

დოკუმენტის სქემა წარმოადგენს დოკუმენტის სწრაფი დათვალიერების რეჟიმს. დოკუმენტის სქემის ჩართვა / გამორთვა შესაძლებელია

სტანდარტული ინსტუმენტების ზოლის საბრძანებო ღილაკით

ან მენიუს View / Document Map ბრძანებით. ბრძანების ჩართვისას აქტიური დოკუმენტის ფანჯარა გადაინაცვლებს Word-ის ფანჯრის მარჯვენა ნაწილში, ხოლო მარცხნივ ჩაირთვება დოკუმენტის სქემა სათაურების დონეზე. სქემაზე ნებისმიერი სათაურის მონიშვნით დოკუმენტის ფანჯარაში ავტომატურად აისახება ამ სათაურის შესაბამისი ტექსტი.

დაბრუნება ტექსტის დასაწყისში

11. სტრუქტურის შექმნა

Page 9: Dokumentis Momzadeba 5mecadineoba

ტექსტური რედაქტორი დიდი მოცულობის დოკუმენტებთან სამუშაოდ იყენებს სტრუქტურულ რეჟიმს. როგორც ვიცით, Word დოკუმენტის დათვალიერების რამდენიმე რეჟიმი აქვს, ერთ-ერთი მათგანია Outline View დოკუმენტის სტრუქტურული ნახვის რეჟიმი. ამ რეჟიმში შეგვიძლია დავათვალიეროთ დოკუმენტის სტრუქტურა -- მხოლოდ სათაურებით, შემდეგ გავხსნათ არჩეული სათაურის ტექსტი, შევიტანოთ ცვლილებები, დავხუროთ და სწრაფად გადავიდეთ შემდეგ სათაურზე.

ეკრანზე დოკუმენტის სტრუქტურის გამოსატანად შევასრულოთ

View Outline View ბრძანება მენიუდან, ან დავაწკაპუნოთ ჰორიზონტალური დათვალიერების ბილიკის მარცხნივ მოთავსებულ Outline View ღილაკზე.

მივიღებთ დოკუმენტის სტრუქტურას:

Word-ი ქმნის სტრუქტურას Heading 1-დან Heading 9-მდე სათაურების გამოყენებით. ისინი სტანდარტულია და მათი წაშლა შეუძლებელია. სტრუქტურის რეჟიმში ყოველი აბზაცის წინ გაჩნდება სხვადასხვა ნიშნები:

ნიშანი მიუთითებს, რომ სათაური შეიცავს ქვესათაურებსა და ტექსტს;

ნიშანი მიუთითებს, რომ სათაური შეიცავს მხოლოდ ტექსტს;

ნიშანი მიუთითებს, რომ იგი არ შეიცავს არც ქვესათაურებს და არც ტექსტს;

სტრუქტურის შექმნა შესაძლებელია, როგორც ცარიელი დოკუმენტისთვის, ისე არსებული ტექსტის საფუძველზე. განვიხილოთ სტრუქტურის შექმნის ორივე ხერხი:

ახალ დოკუმენტში სტრუქტურის შესაქმნელად, ჯერ განვსაზღვროთ დოკუმენტის სტრუქტურული დათვალიერების რეჟიმი -- მენიუდან ან ჰორიზონტალური დათვალიერების ბილიკის ღილაკით. შემდეგ ფორმატირების ინსტრუმენტების ზოლის Style ჩამონათვლის ველში ავირჩიოთ Heading 1 სტილი და შევიყვანოთ პირველი დონის სათაური. იმისათვის, რომ გადავიდეთ მეორე დონის სათაურზე, საჭიროა გავააქტიუროთ Tab კლავიში, რის შემდეგაც ავკრიფავთ Heading 2 სტილით მეორე დონის სათაურს. საჭირო ტექსტის

Page 10: Dokumentis Momzadeba 5mecadineoba

შეყვანის შემდეგ შეგვიძლია გადავიდეთ უფრო ქვედა დონეზე Tab კლავიშით, ან წინა დონეზე კლავიშების Shift Tab კომბინაციით.

არსებულ დოკუმენტში სტრუქტურის შესაქმნელად გავხსნათ საჭირო დოკუმენტი და მის სათაურებს მივანიჭოთ Heading სტილები, მათი შინარსიისა და დონეების მიმდევრობის გათვალისწინებით. შემდეგ გადავიდეთ Word-ის დოკუმენტის Outline სტრუქტურული დათვალიერების რეჟიმზე.

დავაკვირდეთ, რომ Outline სტრუქტურული დათვალიერების რეჟიმზე გადასვლისას ავტომატურად ირთვება Outlining ინსტრუმენტების ზოლი, რომელიც სტრუქტურულ რეჟიმში სამუშაოდ გამოიყენება და მის ღილაკებს შემდეგი დანიშნულება აქვთ (Outlining ინსტრუმენტების ზოლის ღილაკები მენიუში არ არის):

Promote to Header 1-- ჩვეულებრივ ტექსტს გადააქცევს სათაურად;

Promote--სათაურს ერთი დონით დაადაბლებს (გადაიყვანს ქვედა დონეზე);

Demote-- სათაურს ერთი დონით აამაღლებს (გადაიყვანს ზედა დონეზე);

Demote to Body Text -- სათაურს გარდაქმნის ჩვეულებრივ ტექსტად;

Move up-- აბზაცის ან მონიშნული ტექსტის ერთი აბზაცით ზემოთ აწევა;

Move Down--აბზაცის ან მონიშნული ტექსტის ერთი აბზაცით ქვემოთ ჩამოწევა;

Expand-- აქტიური სათაურის ან მონიშნული სათაურების ქვესათაურების გამოჩენა ეკრანზე. განმეორებითი დაწკაპუნება გახსნის სათაურების კიდევ

ერთ ქვედა დონეს და ა.შ.

Collapse --აქტიური სათაურის ან მონიშნული სათაურების ქვესათაურების დამალვა ეკრანზე. განმეორებითი დაწკაპუნება შეკუმშავს სათაურების კიდევ ერთ ქვედა

დონეს და ა.შ.

1 Show heading 1-- პირველი დონის სათაურის ჩვენება ეკრანზე;2 Show heading 2-- მეორე დონის სათაურის ჩვენება ეკრანზე;3 Show heading 3-- მესამე დონის სათაურის ჩვენება ეკრანზე;.........

9Show heading 9-- მეცხრე დონის სათაურის ჩვენება ეკრანზე;Show All headings-- ყველა დონის სათაურის ჩვენება ეკრანზე. ამ ღილაკის

გააქტიურების შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება დოკუმენტის მთელი ტექსტი, ხოლო ღილაკის გამორთვით ეკრანზე დარჩება ყველა დონის სათაური;

Show First Line Only--მხოლოდ პირველი სტრიქონის ჩვენება. ამ ღილაკის გააქტიურების შემდეგ აბზაცების მხოლოდ პირველი სტრიქონები გამოჩნდება ეკრანზე.

Show Formatting--ფორმატირების ჩვენება. ღილაკი ჩართულ მდგომარეობაში ტექსტს დაფორმატებული სახით წარმოადგენს, ხოლო გამორთულ მდგომარეობაში

ჩვეულებრივი (Normal) სტილით.ზემოთ მოყვანილ სურათზე სტრუქტურულ რეჟიმში Outlining ინსტრუმენტების ზოლზე

აქტიურია ღილაკი წარწერით 4. შესაბამისად, დოკუმენტში ეკრანზე ჩანს პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე დონის სათაურები. მათი ერთმანეთისაგან გარჩევა მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელია დონის და თუნდაც შრიფტის მიხედვით.

სათაურის წინ მოთავსებულ ნიშნის მონიშვნისას მაუსის მაჩვენებელი ოთხმხრივ მიმართული ისრის ფორმას იღებს. დავაფიქსიროთ

Page 11: Dokumentis Momzadeba 5mecadineoba

ისარი და გადავიტანოთ ზემოთ ან ქვემოთ. დავაკვირდეთ, რომ გადაადგილდება არა მხოლოდ მის გვერდით მოთავსებული სათაური, არამედ ამ სათაურის შესაბამისი ტექსტიც.

თუ ნიშანს გადავაადგილებთ მარცხნივ ან მარჯვნივ გაწევით, იცვლება სათაურის დონე.

დავიმახსოვროთ, რომ სტრუქტურულ რეჟიმში, მაუსით ნიშნის ზემოთ ან ქვემოთ გადაადგილებით, ძალზედ ადვილად შეიძლება მთელი თავები ან პარაგრაფები გადავაადგილოთ ტექსტში.

ხოლო მაუსით ნიშნის მარჯვნივ ან მარცხნივ გადაწევით ასევე ადვილად შეიძლება ჩვეულებრივი ტექსტის გადაქცევა სათაურად, სათაურისა პარაგრაფად, პარაგრაფისა თავად (ან პირიქით) და ა.შ.

დაბრუნება ტექსტის დასაწყისში

12. სწრაფი ნავიგაცია დოკუმენტის შიგნით

დოკუმენტის შიგნით სწრაფი ნავიგაცისათვის უნდა გამოვიყენოთ სპეციალური, არა ბეჭდვადი სიმბოლოები, რომლებიც Word დოკუმენტში იქნება ჩვენს მიერ მითითებულ ადგილას განთავებული. გამოიყენება ორი ასეთი ნიშანი:

ერთი ნიშანი- Hyperlink, რომელსაც ბმულს ან ჰიპერბმულს უწოდებენ, წარმოადგენს ტექსტური ფაილის რაიმე ობიექტს (სიმბოლო, სიტყვა, ნახატი, ან სხვა ობიექტი) , რომელზეც მიბმულია დოკუმენტის იმ ადგილის მისამართი, რომელზეც შეიძლება ამ ობიექტზე დაწკაპუნებით გადასვლა.

მეორე ნიშანი- Bookmark, არის დოკუმენტის იმ ადგილის მომნიშვნელი, რომელზეც გვინდა გადასვლა მოცემული ჰიპერბმულიდან. ასეთ ობიექტს Bookmark ანუ ”სანიშნი” ეწოდება. ”სანიშნი” შეიძლება ჩავსვათ რომელიმე აბზაცის, სტრიქონის, ან აბზაცზე ან სტრიქონზე განთავსებული ობიექტის ფარგლებში. ქვემოთ აღწერილია სანიშნის ჩასმის წესი, სადაც შეგვიძლია გადავიდეთ აქ დაწკაპუნებით. (ზედა აბზაცში ფრაგმენტი ”აქ დაწკაპუნებით” წარმოადგენს ჰიპერბმულს). ადვილია იმაში დარწმუნება, რომ სანიშნის ზუსტ პოზიციონირებას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან იმ ადგილზე გადასვლისას სადაც სანიშნია ჩასმული გამოჩნდება მთელი გვერდი, რომელიც მოიცავს იმ აბზაცს და კერძოდ აბზაცის იმ სიტყვას, ან იმ სიმბოლოს რომელზედაც სანიშნია ჩასმული. ბუნებრივია სანიშნი, რომ იმავე აბზაცის სხვა ადგილზე ჩაგვესვა ამით არაფერი არ შეიცვლებოდა.

აქედან დასკვნა: სანიშნის ჩასმა რეკომენდირებულია ერთი აბზაცის ფარგლებში ნებისმიერ ადგილას. როგორც წესი სანიშნეს აბზაცის დასაწყისში ათავსებენ. მაგალითისათვის ჩავსვათ სანიშნე შემდეგ სტრიქონში და დაუკავშიროთ იგი შემდეგი აბზაცის დასაწყისს. ამ შემთხვევაში სანიშნის ჩასმას ვაპირებთ აბზაცის დასაწყისში მოთავსებულ სიტყვასთან.

მოდით ამ აბზაცის დასაწყისში ჩავსვათ სანიშნი. დავარქვათ ამ სანიშნს სახელად: Modit მივიყვანოთ კურსორი აბზაცის დასწყისთან და დავაწკაპუნოთ.

Page 12: Dokumentis Momzadeba 5mecadineoba

მენიუს ზოლიდან ბრძანებით Insert> Bookmark გახსენით დიალოგური ფანჯარა Bookmark. რედაქტირების ველში სადაც მიციმციმე კურსორია მოთავსებული ავკრიფოთ სანიშნის სახელი და დავაწკაპუნოთ ღილაკზე Add.

სანიშნეს უნდა დავარქვათ უნიკალური სახელი, რომელიც სხვა სანიშნების სახელში არ უნდა მეორდებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში Word-ი ვერ გაარკვევს დოკუმენტის რომელი ნაწილი უნდა გამოიტანოს ეკრანზე დასათვალიერებლად. რადგან სანიშნის სახელი მხოლოდ სანიშნის იდენტიფიკაციისათვის გამოიყენება. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სიმბოლოების უნიკალური კომბინაცია. შერჩეული სახელი აუცულებლად უნდა იწყებოდეს ასონიშნით, ხოლო შემდეგი სიმბოლოები შეიძლება იყოს ციფრების კომბინაცია. შეიძლება სახელი მოიცავდეს ორ სიტყვას, ამ შემთხვევაში ეს სიტყვები გადაბმული უნდა იყოს ქვედა დეფისის ხაზით. რეკომენდირებულია ადვილი დამახსოვრებისათვის გამოვიყენოთ იმ ფრაგმენტის რამდენიმე საწყისი სიმბოლო ან მთელი სიტყვა, სადაც სანიშნს ვათავსებთ.მოვნიშნოთ ფრაგმენტი რომელიც გვინდა გადავაქციოთ ჰიპერბმულად.

გავხსნათ დიალოგური ფანჯარა Hyperlink მენიუს ზოლიდან Insert> Hyperlink , ან “Ctrl + k” კლავიშთა კომბინაციით. გაიხსნება დიალოგური ფანჯარა Insert> Hyperlink, რომლის ფანჯარაში Text to display ჩანს მონიშნული ფრაგმენტის ტექსტი, დიალოგური ფანჯარა ითხოვს მივუთითოთ ადგილი, რასაც უნდა მიებას ჰიპერბმული. შევარჩიოთ Place in this document და შევიტანოთ სანიშნის მისამართი.

Page 13: Dokumentis Momzadeba 5mecadineoba

სანიშნის მისამართი დამახსოვრებულია მისი შექმნის დროს Bookmark ფოლდერში, ამიტომ დავაწკაპუნოთ ღილაკს წარწერით Bookmark. გამოჩნდება დამახსოვრებული სანიშნების სახელები. მოვნიშნოთ ჩამონათვალში შესაბამისი შერჩეული სახელი და დავადასტუროთ შერჩეული OK ღილაკზე დაწკაპუნებით.

ჩვენს მიერ შერჩეული სანიშნის სახელი გარკვეული სიმბოლოების დამატებით ავტომატურად ჩაჯდება დიალოგური ფანჯრის ჩარჩოში სახელით Adress. შევამოწმოთ შეესაბამება თუ არა სახელი ჩვენს მიერ შერჩეულს. და თუ ყველაფერი წესრიგშია, დავადასტუროთ შერჩეული OK ღილაკზე დაწკაპუნებით.

ამ გაკვეთილში, ისევე როგორც წინა გაკვეთილებში საკითხების ჩამონათვალი ჰიპერბმულის სახითაა წარმოდგენილი, რომლებიც მიბმულია შესაბამისი საკითხის დასაწყისში ჩასმულ სანიშნეზე. ერთ სანიშნეს შეიძლება დოკუმენტში მრავლობითი სხვადასხვა ადგილზე განთავსებული, და სხვადასხვა ტექსტის მქონე ჰიპერბმული შეესაბამებოდეს.

დაბრუნება ტექსტის დასაწყისში