dokumentis momzadeba gamosaqveyneblad 9mecadineoba

13
დოკუმენტის მომზადება გამოსაქვეყნებლად 1. დოკუმენტის ეკრანზე გამოტანა 2. დოკუმენტის ეკრანული გამოსახულების მასშტაბირება 3. გვერდის პარამეტრების განსაზღვრა 4. ტექსტის სვეტებად დაყოფა 5. გვერდების გადანომრვა 6. თარიღისა და დროის ჩამატება 7. კოლონტიტულების ექმნა 8. შენიშვნის ჩამატება 9. სქოლიოს ჩამატება დოკუმენტში 10. საძიებლისა და სარჩევის შექმნა 1. დოკუმენტის ეკრანზე გამოტანა MS Office Word პროგრამაში დოკუმენტის ეკრანზე გამოტანის ოთხი რეჯიმია. მათი არჩევისათვის საჭიროა View მენიუდან ავირჩიოთ პირველი ოთხი პუნქტიდან ერთ-ერთი, ან ჰორიზონტალური დათვალიერების ბილიკის მარცხენა ნაწილში გავააქტიუროთ ხუთი რეჟიმიდან ერთი შესაბამისი ღილაკი. Normal -დოკუმენტის დათვალიერების ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმი. ჩართულია მხოლოდ ჰორიზონტალური სახაზავი. Web layout -დოკუმენტი წარმოდგენილია ელექტრონული ფაილის რეჟიმში, არ განისაზღვრება გვერდის პარამეტრები. Print layout -ამ რეჟიმში დოკუმენტის ხედი ჩანს ისე, როგორც იბეჭდება ქაღალდზე და რედაქტირების პროცესი სწრაფად მიმდინარეობს. Reading layout - დოკუმენტის წასაკითხი რეჟიმი. Outline View -დოკუმენტის სტრუქტურული დათვალიერების რეჟიმი, რომლის დროსაც ეკრანზე ჩანს დოკუმენტის სტრუქტურა. დასაწყისში დაბრუნება 2. დოკუმენტის ეკრანული გამოსახულების მასშტაბირება დოკუმენტის ეკრანზე ჩვენების მასშტაბი სტანდარტულად 100% ის ტოლია. ე.ი. დოკუმენტის ტექსტს ეკრანზე ვხედავთ ისეთი ზომით, როგორც გამოჩნდება ქაღალდზე დაბეჭდვისას. მომხმარებელს შეუძლია ჩამოთვლილი რამდენიმე მნიშვნელიბის გარდა კლავიატურიდან მიუთითოს ნებისმიერი რიცხვი, თუმცა ცვლილება შესაძლებელია 10%-დან 500%-მდე შუალედში. ეკრანული მასშტაბის ცვლილება ქაღალდზე დასაბეჭდი ტექსტის ზომაზე არ მოქმედებს. დოკუმენტის ეკრანზე ჩვენევბის მასშტაბის ცვლილება შესაძლებელია ორი ხერხით: 1. მენიუდან View > Zoom ბრძანებით; 2. ინსტრუმენტების ზოლზე მოთავსებული Zoom ღილაკით. Zoom ბრძანების გააქტიურებით ეკრანზე ჩნდება ერთ-ერთი დიალოგური ფანჯარა: View > Zoom ბრძანებით

Upload: datiko43

Post on 09-Jul-2015

1.457 views

Category:

Documents


5 download

TRANSCRIPT

Page 1: Dokumentis Momzadeba Gamosaqveyneblad 9mecadineoba

დოკუმენტის მომზადება გამოსაქვეყნებლად

1. დოკუმენტის ეკრანზე გამოტანა 2. დოკუმენტის ეკრანული გამოსახულების მასშტაბირება 3. გვერდის პარამეტრების განსაზღვრა 4. ტექსტის სვეტებად დაყოფა 5. გვერდების გადანომრვა 6. თარიღისა და დროის ჩამატება 7. კოლონტიტულების შ ექმნა 8. შენიშვნის ჩამატება 9. სქოლიოს ჩამატება დოკუმენტში 10. საძიებლისა და სარჩევის შექმნა

1. დოკუმენტის ეკრანზე გამოტანა

MS Office Word პროგრამაში დოკუმენტის ეკრანზე გამოტანის ოთხი რეჯიმია. მათი არჩევისათვის საჭიროა View მენიუდან ავირჩიოთ პირველი ოთხი პუნქტიდან ერთ-ერთი, ან ჰორიზონტალური დათვალიერების ბილიკის მარცხენა ნაწილში გავააქტიუროთ ხუთი რეჟიმიდან ერთი შესაბამისი ღილაკი.

Normal -დოკუმენტის დათვალიერების ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმი. ჩართულია მხოლოდ ჰორიზონტალური სახაზავი.

Web layout -დოკუმენტი წარმოდგენილია ელექტრონული ფაილის რეჟიმში, არ განისაზღვრება გვერდის პარამეტრები.

Print layout -ამ რეჟიმში დოკუმენტის ხედი ჩანს ისე, როგორც იბეჭდება ქაღალდზე და რედაქტირების პროცესი სწრაფად მიმდინარეობს.

Reading layout - დოკუმენტის წასაკითხი რეჟიმი.

Outline View -დოკუმენტის სტრუქტურული დათვალიერების რეჟიმი, რომლის დროსაც ეკრანზე ჩანს დოკუმენტის სტრუქტურა.

დასაწყისში დაბრუნება

2. დოკუმენტის ეკრანული გამოსახულების მასშტაბირება

დოკუმენტის ეკრანზე ჩვენების მასშტაბი სტანდარტულად 100% ის ტოლია. ე.ი. დოკუმენტის ტექსტს ეკრანზე ვხედავთ ისეთი ზომით, როგორც გამოჩნდება ქაღალდზე დაბეჭდვისას. მომხმარებელს შეუძლია ჩამოთვლილი რამდენიმე მნიშვნელიბის გარდა კლავიატურიდან მიუთითოს ნებისმიერი რიცხვი, თუმცა ცვლილება შესაძლებელია 10%-დან 500%-მდე შუალედში. ეკრანული მასშტაბის ცვლილება ქაღალდზე დასაბეჭდი ტექსტის ზომაზე არ მოქმედებს.

დოკუმენტის ეკრანზე ჩვენევბის მასშტაბის ცვლილება შესაძლებელია ორი ხერხით:1. მენიუდან View > Zoom ბრძანებით;2. ინსტრუმენტების ზოლზე მოთავსებული Zoom ღილაკით. Zoom ბრძანების გააქტიურებით ეკრანზე ჩნდება ერთ-ერთი დიალოგური ფანჯარა:

View > Zoom ბრძანებით

Page 2: Dokumentis Momzadeba Gamosaqveyneblad 9mecadineoba

ინსტრუმენტების ზოლზე Zoom ღილაკით

ჩამოთვლილი რამდენიმე მნიშვნელობის გარდა, სიის ბოლოში მოთვსებულია პუნქტები, რომლებიც სპეციალური სახის მასშტაბირების საშუალებას იძლევიან: Page Width -- მასშტაბირება დოკუმენტის საბეჭდი გვერდის სიგანის შესაბამისად; Text Width -- მასშტაბირება დოკუმენტის ტექსტის სიგანის შესაბამისად; Whole Page -- ეკრანზე მთლიანად გამოჩნდება აქტიური გვერდი; Two Pages -- ეკრანზე გამოჩნდება ერთდროულად ორი გვერდი.

მენიუდან View > Zoom ბრძანებით მიღებულ Zoom დიალოგურ ფანჯარას დაემატება Many Pages ბრძანება, რომლის საშუალებითაც შეიძლება ეკრანზე მასშტაბირება ისე, რომ მასზე ერთდროულად აისახოს რამდენიმე (ორზე მეტი) გვერდი.

დასაწყისში დაბრუნება

3. გვერდის პარამეტრების განსაზღვრა

გვერდის პარამეტრები განსაზღვრავენ საბეჭდი ფურცლის სახეს. მისი შეცვლა შესაძლებელია

File > Page Setup ბრძანებით. გამოსული დიალოგური ფანჯარა შეიცავს სამ ქვეფენას (ყუნწს ანუ ჩანართს): Margins, Paper, Layout.

Margins ჩანართში განისაზღვრება საბეჭდი გვერდის მინდვრები.

Margins განყოფილებაში მიეთითება სამუშაო არის დაშორება ფურცლის კიდეებიდან:

Top -ზედა მინდორი; Bottom - ქვედა მინდორი; Left - მარცხენა მინდორი; Right - მარჯვენა მინდორი;

Cutter - დამატებითი მინდვრის ზომა, რომელიც ემატება შიგნითა მინდვრის ზომას აკინძვისათვის.

Cutter position - მიეთითება აკინძვის ველის განლაგება (მარცხნივ, ზემოთ, მარჯვნივ).

Page 3: Dokumentis Momzadeba Gamosaqveyneblad 9mecadineoba

Orientation - განყოფილებაში მიეთითება ნაბეჭდის ორიენტირებული განთავსება ფურცელზე: ჰორიზონტალური (წიგნის) – Portrait და ვერტიკალური (ალბომური) – Landscape.

Pages განყოფილებაში Multiple pages (რამდენიმე ფურცელი) ველში მიეთითება:Normal -- ჩვეულებრივი;Mirror margins-- სარკისებური სიმეტრიის მინდვრები, რომელიც გამოიყენება წიგნების

ბეჭდვისას (მარჯვენა და მარცხენა ფურცლები). მოპირდაპირე მინდვრებს ვანიჭებთ ერთ მნიშვნელობას Left და Right იცვლება დასათაურებით Iside -შიგნითა და Outside - გარეთა მინდორი;

2 pages per sheet - ორი ფურცელი ერთ გვერდზე. ერთ საბეჭდ გვერდზე განთავსდება ორი ფურცელი თავისი ნუმერაციით;

Bookfold – ბროშურა; Reverse bookfold -- ბროშურა შებრუნებულ მნიშვნელობათა ნუმერაციით.

Preview განყოფილებაში ვიზუალურად ჩანს არჩეული პარამეტრების შედეგი.Apply to ველში ვირჩევთ თუ ჩვენი დოკუმენტის რომელი ნაწილისთვის გვინდა შერჩეული პარამეტრების მინიჭება.

Whole Document – მთელი დოკუმენტისთვის; This point Forward – იცვლება მხოლოდ აქტიური გვერდი კურსორის შემდეგ.

Default ღილაკის საშუალებით შესაძლებელია სტანდარტული პარამეტრების აღდგენა.

Paper ჩანართში განისაზღვრება საბეჭდი ფურცლის პარამეტრები.

Paper size ველში მიეთითება საბეჭდი ფურცლის ზომა. ყველაზე ხშირად გამოიყენება თაბახის ფურცელი A4, რომლის ზომებია 210X 297 mm.

ჩამონათვალში შესაძლებელია ავირჩიოთ A5, Letter, A3 და ა.შ. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ მითითებული ფურცელი თავსდებოდეს პრინტერში, წინააღმდეგ შემთხვევაში მითითებას აზრი არ აქვს.

თუ Paper size ველის ჩამონათვალში არ არის საჭირო ზომის სტანდარტი, ვირჩევთ Custom size პუნქტს და ვუთითებთ

Width --ფურცლის სიგანეს და Height -- სიმაღლეს (სიგრძე)

Paper source განყოფილებაში მიეთითება პირველი და დანარჩენი ფურცლების მიწოდება.

Page 4: Dokumentis Momzadeba Gamosaqveyneblad 9mecadineoba

Layout ჩანართში განისაზღვრება ფურცელზე ტექსტის განლაგება

Section განყოფილებაში მიეთითება ნაბეჭდი ტექსტის - სექციის

Section start -- დასაწყისი (ახალი გვერდიდან, კენტი ან ლუწი გვერდიდან, ახალი სვეტიდან);

Section direction – მიმართულება, მარცხნიდან მარჯვნივ ან პირიქით;

Headers and Footers განყოფილებაში From edge ველებით მიეთითება:

Header – ზედა კოლონტიტულის მინდორი (თავსართის დაშორება ფურცლის კიდიდან);

Footer-- ქვედა კოლონტიტულის მინდორი (ბოლოსართის დაშორება ფურცლის კიდიდან);

ჩამრთველებით განისაზღვრება კოლონტიტულების განსხვავება:

Different odd and even – კენტი და ლუწი გვერდებისათვის;Different first page - პირველი გვერდისათვის.Page განყოფილებაში მიეთითება ნაბეჭდი ტექსტის გასწორება ვერტიკალური

მიმართულებით: ზედა საზღვართან, ცენტრში, სიმაღლეში და ქვედა საზღვართან.

Layout ჩანართში განლაგებულია ორი დამატებითი ღილაკი Line number...და Border..., რომლებითაც განისაზღვრება შესაბამისად სტრიქონის ხაზების ნუმერაცია და ჩარჩოები (ჩარჩოებთან მუშაობას გავეცნობით მენიუს შესწავლისას). Line number... ღილაკის გააქტიურებით ეკრანზე გამოდის დიალოგური ფანჯარა.

Add line numbering ჩამრთველით განისაზღვრება სტრიქონების გადანომრვის რეჟიმის ჩართვა / გამორთვა. თუ ჩამრთველი აქტიურია, მაშინ

Start at -- მიუთითებს ნუმერაციის საწყის მნიშვნელობას;From text – დაშორება ტექსტიდან;Count by - გადანომრვის ბიჯი;სტრიქონები დაინომროს:Restart each page - ყოველ გვერდზე;Restart each section - ყოველ განყოფილებაში;Continuous - უწყვეტად.

დასაწყისში დაბრუნება

4. ტექსტის სვეტებად დაყოფა

Page 5: Dokumentis Momzadeba Gamosaqveyneblad 9mecadineoba

MS Office Word -ი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას შეიქმნას სვეტები, როგორც არსებული ტექსტის საფუძველზე, ასევე ჯერ მოხდეს დოკუმენტის სვეტებად დაყოფა და შემდეგ შევიტანოთ ტექსტი. ტექსტის სვეტებდ დასაყოფად ვირჩევთ სტანდარტული ინსტრუმენტების ზოლის

Column ღილაკს, რომლის გააქტიურებითაც ეკრანზე გამოდის უჯრებიანი ფანჯარა, რომელშიც ვირჩევთ სასურველი სვეტების რაოდენობას. უკვე არსებული ტექსტის სვეტებში განსათავსებლად მოვნიშნოთ საჭირო ტექსტის ფრაგმენტი და გავააქტიუროთ სტანდარტული ინსტრუმენტების ზოლის Column ღილაკი. ტექსტის სვეტებად დაყოფის გაცილებით მეტი შესაძლებლობა განისაზღვრება მენიუს Format > Columns… ბრძანებით, რომლის გააქტიურების შედეგად ეკრანზე მიიღება დიალოგური ფანჯარა:

Presets განყოფილების ნიმუშებით შეირჩევა სვეტებად დაყოფის სტილი.Number of Columns ველში მივუთითოთ სვეტების რაოდენობა. სვეტების მაქსიმალური რაოდენობა შეიძლება იყოს თერთმეტი.

Width და spacing განყოფილების ველებით მიეთითება: Col # - სვეტის ნომერი;Width - სვეტის სიგანე;Spasing-სვეტებს შორის დაცილება.

Equal column width ჩამრთველით განისაზღვრება სვეტების სიგანის და მათ

შორის დაცილების ერთგვაროვნება . თუ ჩამრთველი აქტიურია, მაშინ სვეტების სიგანე და სვეტების დაშორება ერთნაირად იცვლება. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული პარამეტრები მიეთითება თითოეული სვეტისათვის ცალ-ცალკე.

Right-to-left -- ჩამრთველით განისაზღვრება სვეტებში ტექსტის მიმართულება Line between ჩამრთველის ჩართვით სვეტებს შორის ჩაისმება ვერტიკალური გამყოფი ხაზიAplly to ველში ვირჩევთ, თუ დოკუმენტის რომელ ნაწილს ვანიჭებთ სვეტებად დაყოფის შერჩეულ პარამეტრებს.Whole document -- მთელ დოკუმენტს;This point Forward -- კურსორით მონიშნული ტექსტის ნაწილიდან ბოლომდე.Preview ველში ვიზუალურად ჩანს არჩეული სვეტებად დაყოფის შერჩეული პარამეტრები.სექციის ელემენტები: მინდორი, კოლონტიტულები, სვეტები, ფურცლის ზომა, ტექსტის ორიენტაცია, სქოლიო, შენიშვნა, სტრიქონების ნუმერაცია, ტექსტის ვერტიკალური გასწორება ერთნაირია ყოველი განსხვავებული ნაწილისათვის.დოკუმენრის სექციებად დაყოფა ხდება გამყოფი ნიშნის ჩასმის საშუალებით ტექსტის სათანადო ადგილებში. სექციათა გამყოფი ნიშანი წარმოადგენს ორმაგ ჰორიზონტალურ ხაზს, : : : Seqcion Break (Next page) : : : რომლის ცენტრში მოთავსებულია წარწერა Selection Break (...). ნიშანი ეკრანზე, როგორც წესი, არ ჩანს. მის გამოსაჩენად საჭიროა სტანდარტული ინსტრუმენტების ზოლზე ჩავრთოთ Show/Hide ღილაკი.

Page 6: Dokumentis Momzadeba Gamosaqveyneblad 9mecadineoba

სექციათა გამყოფი ნიშნის ჩასამატებლად მომხმარებელს შეუძლია მოათავსოს კურსორი დოკუმენტის საჭირო ადგილას და შეასრულოს ბრძანება Insert / Break ... ეკრანზე გამოდის დიალოგური ფანჯარა Break. Break types განყოფილების ჩამრთველებით ვირჩევთ დაყოფის სასურველ რეჟიმს:

Page break -- გაყოფს ფურცელს და კურსორი გადაყავს მომდევნო ფურცელზე.ძირითადად გამოიყენება იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს წინა ფურცლის რედაქტირება ისე, რომ არ შეიცვალოს მომდევნო ფურცელზე ტექსტის განლაგება.

Column break -- მომდევნო სვეტიდან;Text wrapping break -- მომდევნო სტრიქონიდან.Selection Break types განყოფილებაში მივუთითოთ, თუ რომელი ადგილიდან დაიწყოს მომდევნო სექცია:Next page -- შემდეგი გვერდიდან; Continuous -- გაგრძელდეს იმ ადგილიდან, სადაც დგას კურსორი;Even page -- ლუწი ნომრის უახლოესი გვერდიდან;Odd page -- კენტი ნომრის უახლოესი გვერდიდან;

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სექციებად დაყოფა ხდება მენიუს Insert / Break... ბრძანებით. გარდა ამისა კიდევ არსებობს ბრძანებები, რომელთა შესრულების შედეგად გაჩნდება ახალი სექციები. ესენია: სვეტებად დაყოფა -- რომლის გააქტიურება შესაძლებელია სტანდარტული ინსტრუმენტების ზოლის Columns ღილაკით, ან მენიუდან Format / Columns ბრძანებით. გვერდის პარამეტრების განსაზღვრისას მენიუს File / Page setup… დიალოგური ფანჯრის

Layout ჩანართს გააჩნია Section განყოფილება, რომელშიც უნდა მივუთითოთ, თუ რომელი ადგილიდან დაიწყოს ახალი სექცია.

Word --ის ნებისმიერი დოკუმენტი ერთი სექციისაგან შედგება მანამ, სანამ მასში გამყოფ ნიშანს არ ჩავსვამთ. სექციათა გამყოფი ნიშნის წასაშლელად კურსორი მივიტანოთ მის წინ და გავააქტიუროთ Delete ღილაკი.

დასაწყისში დაბრუნება

5. გვერდების გადანომრვა

დოკუმენტის გვერდების გადანომრვა შესაძლებელია მენიუდან Insert / Page Numbers... ბრძანებით, ან კოლონტიტულის საშუალებით. ორივე შემთხვევაში ზედა და ქვედა კოლონტიტულში იქმნება ველი Page. Insert / Page Numbers... ბრძანების გააქტიურებით

ეკრანზე გამოდის Page Numbers დიალოგური ფანჯარა:

Page 7: Dokumentis Momzadeba Gamosaqveyneblad 9mecadineoba

Pisition ველში განვსაზღვროთ გვერდის ნომრის განთავსების ადგილი: Top of Page -- გვერდის ზედა ნაწილში (ზედა კოლონტიტულში); Bottom of Page -- გვერდის ქვედა ნაწილში (ქვედა კოლონტიტულში). Alignment ჩამონათვლის ველში ავირჩიოთ ნომრის ადგილი კოლონტიტულში: Left -- მარცხენა კიდესთან; Center -- ცენტრში; Right -- მარჯვენა კიდესთან; Inside -- შიდა საზღვრებთან (გამოიყენება წიგნის, ბროშურების, კენტი და ლუწი გვერდების

გადანომრვის შემთხვევაში). Outside -- გარე საზღვრებთან.

Show number on first page ჩამრთველით განისაზღვრება ნომრის მითითება პირველ გვერდზე. დოკუმენტის გვერდების გადანომრვის შერჩეული პარამეტრები დავადასტუროთ OK ღილაკზე დაწკაპუნებით. თუ გვერდების გადანომრვისას საჭიროა პარამეტრების დამატებითი ფორმატირება, გავააქტიუროთ Page Number ფანჯრის Format… საბრძანებო ღილაკი, რომლის შედეგად მიღებული Page Number Format დიალოგური ფანჯრის პუნქტებს შემდეგი დანიშნულება გააჩნიათ:

Number Format ველში ამოვირჩიოთ გვერდების გადანომრვის ფორმატი;Include chapter number ჩამრთველის ჩართვით გვერდის ნომრის წინ დაიწერება წიგნის თავის ნომერი (და არა დასახელება);ველებში Chapter start with style და Use separator შესაბამისად, მიეთითება თუ რომელი სტილი ჩაითვლება თავის სათაურად და რომელი გამყოფი სიმბოლო გამოყოფს თავის ნომერსა და გვერდის ნომერს ერთმანეთისაგან.Page Numbering გადამრთველით განისაზღვრება თუ რომელი რიცხვიდან დაიწყება გვერდების ნუმერაცია: Continue from previous section -- გააგრძელოს წინა

სექციაში დაწყებული ნუმერაცია; Start at -- მივუთითოთ კონკრეტულად პირველი

გვერდის ნომერი. მაგ: 32,135 და ა.შ.დასაწყისში დაბრუნება

6. თარიღისა და დროის ჩამატება

დოკუმენტში მიმდინარე თარიღისა და დროის ჩასამატებლად საჭიროა კურსორი მოვათავსოთ იმ ადგილას, სადაც ვაპირებთ თარიღისა და დროის ჩამატებას. მენიუდან გავააქტიუროთ Insert / Date and Time ... ბრძანება. ეკრანზე გამოსულ Date and Time დიალოგურ ფანჯარაში: Available formats ჩამონათვლის ველში ავირჩიოთ თარიღის, დროის ან მათი ერთობლიობის ფორმატი.

Page 8: Dokumentis Momzadeba Gamosaqveyneblad 9mecadineoba

Language ჩამონათვლის ველში მივუთითოთ შესაბამისი, განსხვავებული ენის შესაბამისი თარიღისა და დროის ჩასასმელად.იმისათვის, რომ გახდეს შესაძლებელი მომავალში თარიღისა და დროის ავტომატური განახლება, საჭიროა Date and Time დიალოგურ ფანჯარაში ჩავრთოთ Update automatically ჩამრთველი.თარიღისა და დროის ავტომატური განახლებისათვის (მისი შესაბამისი ველი ღია ნაცრისფერია) კურსორი მოვათავსოთ ჩასმის ველში და გავააქტიუროთ F9 კლავიში.

დასაწყისში დაბრუნება

7. კოლონტიტულების შექმნა

კოლონტიტული არის მინაწერი ტექსტი ფურცლის ზედა ან ქვედა ნაწილში და ავტომატურად მეორდება ყველა გვერდზე. კოლონტიტული შეიძლება იყოს ტექსტი, გვერდის ნომერი, თარიღი, დრო და ა.შ. კოლონტიტულების დაშორება საბეჭდი არის კიდიდან განისაზღვრება Page Setup ბრძანებით. კოლონტიტულის შესაქმნელად გავააქტიუროთ View Header and Footer ბრძანება. დოკუმენტი გადადის კოლონტიტული რეჟიმში, გააქტიურდება ზედა კოლონტიტულის არე (პუნქტირებული ჩარჩოთი) და ეკრანზე გამოჩნდება Header and Footer ინსტრუმენტების ზოლი. კოლონტიტულთან მუშაობის პროცესში დოკუმენტის ძირითადი ნაწილი მქრალია და მისი რედაქტირება არ შეიძლება.

განვიხილოთ Header and Footer ინსტრუმენტების ზოლის ბრძანებები:

--ავტოტექსტის ჩასმა;

Insert Page Number -- გვერდის ნომრის ჩასმა;

Insert Number of Page -- გვერდების საერთო რაოდენობის ჩასმა;

Format Page Number -- გვერდების ნორმების ფორმატირება;

Insert Date -- მიმდინარე თარიღის ჩასმა;

Insert Time -- მიმდინარე დროის ჩასმა;

Page Setup -- გვერდის პარამეტრების შერჩევა, Page Setup დიალოგური ფანჯრის გამოძახება;

S how / Hide Document Text -- დოკუმენტის ტექსტის გამოჩენა / დამალვა;

S ame as Previous -- წინას მსგავსი კოლონტიტულის ჩასმა;

S witch Between Header and Footer-- ზედა და ქვედა კოლონტიტულებს შორის გადართვა;

Show previous -- წინა კოლონტიტულის გამოტანა;

Page 9: Dokumentis Momzadeba Gamosaqveyneblad 9mecadineoba

Show Next -- შემდეგი კოლონტიტულის გამოტანა;

-- კოლონტიტულის ფანჯრის დახურვა.

კოლონტიტული Word დოკუმენტში ერთხელ აიკრიბება, მაგრამ გამოჩნდება ყველა გვერდზე. შესაძლებელია შეიქმნას განსხვავებული კოლონტიტულები ლუწი და კენტი გვერდებისთვის, თუ აქტიურია შესაბამისი Different odd and even ჩამრთველი გვერდის პარამეტრების განსაზღვრისას.

იმ შემთხვევისათვის თუ ცალკეული თავისათვის კოლონტიტულის სახით ამ თავის დასახელების დართვაა საჭირო, მაშინ დოკუმენტი უნდა დაიყოს სექციებად და თითოეულ სექციას თავისი კოლონტიტული გაუკეთდეს.

შექმნილი კოლონტიტულის გააქტიურება ხდება კოლონტიტულის ველზე ორჯერ დაწკაპუნებით. კოლონტიტულიდან დოკუმენტის რადაქტირების რეჟიმში დასაბრუნებლად დოკუმენტის არეში ორჯერ დავაწკაპუნოთ, ან გავააქტიუროთ Header and Footer ინსტრუმენტების ზოლის Close ღილაკი.

კოლონტიტულის მოსაცილებლად გავააქტიუროთ კოლონტიტულის ველი, მოვნიშნოთ მთელი ტექსტი დასათაურების ან დაბოლოების ველში, დავაჭიროთ Delete კლავიშს და დავხუროთ კოლონტიტულის ფანჯარა.

დასაწყისში დაბრუნება

8. შენიშვნის ჩამატება

დოკუმენტის ტექსტში შენიშვნის შესაქმნელად მოვნიშნოთ ტექსტის ის ფრაგმენტი, რომლისათვისაც ვიყენებთ შენიშვნას და მენიუდან შევასრულოთ Insert Comment ბრძანება. მონიშნული ტექსტის ფრაგმენტი წითელი ფერის ჩარჩოში დაფიქსირდება, ხოლო შენიშვნის ველი გამოჩნდება დოკუმენტის მარჯვენა საზღვრის ველში (გვერდი გაფართოვდება, მაგრამ საბეჭდი არე და მინდვრები არ შეიცვლება). ავკრიბოთ შენიშვნა და დავაწკაპუნოთ დოკუმენტის ნებისმიერ ადგილას. შენიშვნის გააქტიურების შემთხვევაში ჩაირთვება ინსტრუმენტების ზოლი, რომლის საშუალებითაც მოსახერხებელია შენიშვნებთან მუშაობა, რედაქტირება და შენიშვნის გაუქმება.დოკუმენტში არსებული შენიშვნების ჩართვა / გამორთვა შესაძლებელია მენიუს View / Markup ბრძანების გააქტიურებით ან გაუქმებით.შენიშვნის რედაქტირებისათვის მაუსის მაჩვებელი მივიტანოთ შენიშვნით მონიშნული ტექსტის ფრაგმენტის ველში და კონტექსტური მენიუდან გავააქტიუროთ

Edit Comment ბრძანება.შენიშვნის გასაუქმებლად კი Delete Comment ბრძანება.დასაწყისში დაბრუნება

9. სქოლიოს ჩამატება დოკუმენტში

დოკუმენტში არსებული ზოგიერთი ტექსტი ან ფრაზა ხშირად საჭიროებს განმარტებას. ასეთი სიტყვების (ფრაზების) ასახსნელად გამოიყენება სქოლიო.სქოლიო არის შენიშვნა ან განმარტება, რომელიც დაკავშირებულია დოკუმენტის ტექსტთან, მაგრამ ჩაწერილია სხვა ადგილას: იმავე გვერდის ან მთელი დოკუმენტის ბოლოს. დოკუმენტის

Page 10: Dokumentis Momzadeba Gamosaqveyneblad 9mecadineoba

ტექსტში სქოლიოს ჩასმის ადგილას გარკვეული სიმბოლო (რიცხვი ან რაიმე სიმბოლო) თავსდება, რომელსაც სქოლიოს სიმბოლოს უწოდებენ. თვითონ სქოლიო კი ძირითადი ტექსტისაგან ჰორიზონტალური ხაზით გამოიყოფა. ყოველი სქოლიოს შესაბამისი ტექსტის წინ უნდა იდგეს სქოლიოს სიმბოლო, რათა გასაგები იყოს, თუ ძირითადი ტექსტის რომელ ადგილს შეესაბამება მითითებული სქოლიო. MS Office Word უზრუნველყოფს დოკუმენტში ჰორიზონტალური ხაზის გასმას, სქოლიოთა გადანომრვას და მათ შესაბამისობას. ახალი სქოლიოს შექმნისთანავე სქოლიოთა ნომრები ერთით გაიზრდება. თუ სქოლიოს ჩავამატებთ არსებული სქოლიოს წინ, მაშინ მათი რიგითობა არ დაირღვევა. ჩამატებული სქოლიო მიიღებს შესაბამის სქოლიოს სიმბოლოს ნომერს და მომდევნო სქოლიოები ტექსტშიც და სქოლიოს ველშიც შესაბამისად გადაინომრება.

თუ დავაწკაპუნებთ ძირითად ტექსტში სქოლიოს სიმბოლოზე, ავტომატურად გადავინაცვლებთ გვერდის (დოკუმენტის) ბოლოში შესაბამისი სქოლიოს ტექსტზე. ხოლო თუ დავაწკაპუნებთ სქოლიოს ტექსტის წინ მოთავსებულ სქოლიოს სიმბოლოზე, ავტომატურად გადავინაცვლებთ შესაბამის ადგილას ძირითად ტექსტში.სქოლიოს ჩასამატებლად კურსორი დავაყენოთ იმ ადგილას, სადაც უნდა ჩაემატოს სქოლიოს სიმბოლო. მენიუდან შევასრულოთ Insert / Reference / Footnote... ბრძანება. ეკრანზე გამოვა დიალოგური ფანჯარა Footnote and Endnote ... Location განყოფილების გადამრთველებით შევარჩიოთ სქოლიოს ჩამატების ადგილი. Footnote - სქოლიოს განათავსებს გვერდის ბოლოს ან ტექსტის შემდეგ, როგორც ავირჩევთ;Endnote - სქოლიოს განათავსებს დოკუმენტის ან სექციის ბოლოს.

Format - განყოფილებაში Number format- განსაზღვრავს სქოლიოს რიცხვითი გადანომრვის სიმბოლოს ფორმატს ;Custom mark- ველში სქოლიოს სიმბოლოს სახით ჩაისმება ის სიმბოლო, რომელსაც შევარჩევთ Symbol ...საბრძანებო ღილაკის საშუალებით.Start at- ველში მიეთითება რიცხვი, რომლიდანაც იწყება სქოლიოთა გადანომრვა;Numberning - ჩამონათვალის ველში ამოვარჩიოთ სქოლიოთა გადანომრვის მიმდევრობა:Continuous- გააგრძელებს წინა განყოფილებაში (თავში, სექციაში) დაწყებულ გადანომრვას;Restart each selection - ყოველ სექციაში თავიდან დაიწყებს სქოლიოტა გადანომრვას;Restart eachPage - ყოველ გვერდზე თავიდან დაიწყებს სქოლიოთა გადანომრვას;Apply changes - განყოფილების Apply changes to- ველში ვირჩევთ, თუ ჩვენი დოკუმენტის რომელი ნაწილისთვის გვინდა შერჩეული პარამეტრების მინიჭება;Whole Ddocument- მთელი დოკუმენტისთვის;Convert.. .ღილაკის საშუალებით შესაძლებელია Footnote ტიპის სქოლიო გადაკეთდეს Endnote ტიპის სქოლიოდ და პირიქით. გარდაქმნა შესაძლებელია როგორც ერთობლივად, ისე ამორჩევით.Footnote and Endnote.. .დიალოგურ ფანჯარაში შერჩეული პარამეტრებით სქოლიოს ჩასამატებლად დოკუმენტში დავაწკაპუნოთ Insert საბრძანებო ღილაკზე. ძირითად ტექსტში იმ ადგილას, სადაც კურსორი იყო მოთავსებული, გაჩნდება სქოლიოს სიმბოლო. კურსორი კი გადავა გვერდის ( დოკუმენტის, სექციის) ბოლოს, სადაც უკვე გასმულია ჰორიზონტალური ხაზი,

Page 11: Dokumentis Momzadeba Gamosaqveyneblad 9mecadineoba

დასმულია სქოლიოს სიმბოლო და საჭიროა სქოლიოს ტექსტის აკრება. სქოლიოში შესაძლებელია ცხრილების, ნახატებისა და სხვა ობიექტების განთავსება.სქოლიოს წასაშლელად უნდა მოვნიშნოთ მისი სიმბოლო ძირითად ტექსტში და წავშალოთ (მხოლოდ სქოლიოს წაშლა, სქოლიოს სიმბოლოსა და ჰორიზონტალურ ხაზს ვერ წაშლის).

დასაწყისში დაბრუნება

10. საძიებლისა და სარჩევის შექმნა

მენიუს Insert / Reference / Index and Tables ... ბრძანების საშუალებით შესაძლებელია ტერმინოლოგიური საძიებლის, სარჩევის, ფორმულებისა და ილუსტრაციების ძიების შექმნა. ბრძანების გააქტიურებით ეკრანზე გამოვა Index and Tables დიალოგური ფანჯარა, რომელსაც ოთხი ჩანართი აქვს: Index, Table of Contents, Table of Figures Table of Authorities.განვიხილოთ Index and Tables დიალოგური ფანჯრის ჩანართების დანიშნულება.Index ჩანართის საშუალებით შესაძლებელია ტერმინოლოგიური საძიებლის შექმნა. მას აქვს შემდეგი სახე:

თავდაპირველად საჭიროა საძიებლის ელემენტების შექმნა, ანუ ველის შექმნა იმ

ტერმინებისათვის, რომლებიც საძიებელში უნდა მოთავსდნენ. ამისთვის დავაწკაპუნოთ Index ჩანართის Mark Entry...ღილაკზე და გამოსულ ფანჯარაში Main Entry ტექსტურ ველში ჩავწეროთ ის ტერმინი (ფრაზა, ტექსტი), რომელიც საძიებლის ელემენტად უნდა ვაქციოთ.დავაწკაპუნოთ Mark ღილაკზე და ტექსტში გაჩნდება საძიებლის ველი. Formats ჩამონათვლის ველში ავირჩიოთ საძიებლის გაფორმების ვარიანტი და დავაწკაპუნოთ OK ღილაკზე.დოკუმენტის სარჩევის შექმნა შესაძლებელია Table of Contents ჩანართის საშუალებით.სათაურებს დოკუმენტში მივანიჭოთ შესაბამისი დონის სათაურების სტილი. კურსორი დოკუმენტში მოვათავსოთ სარჩევის ადგილზე და გავააქტიუროთ Insert / Reference/ Index and Tables . .. ბრძანების მეორე ჩანართი, რომელსაც სურათზე მოცემული სახე აქვს:

Page 12: Dokumentis Momzadeba Gamosaqveyneblad 9mecadineoba

დიალოგური ფანჯრის Formats ველში ჩამოთვლილია სარჩევის გაფორმების სხვადასხვა ფორმატი. ამორჩეული ფორმატის გარეგნულ სახეს წარმოადგენენ Print Preview და Web Preview ველები, შესაბამისად ჩვეულებრივ და ელექტრონულ ვარიანტებში. ავირჩიოთ სასურველი ფორმატი და დავაწკაპუნოთ OK ღილაკზე. Word-ი თვითონ შექმნის მთელი დოკუმენტის სარჩევს.

სარჩევის არეში მაუსს ხელის ფორმა აქვს. რომელიმე პუნქტზე დაწკაპუნებით მყისიერად გადავალთ შესაბამის გვერდზე. სარჩევის ავტომატურად გასაახლებლად საჭიროა მთლიანად მონიშვნა და F9 კლავიშის გააქტიურება.განვიხილოთ Table of Contents ჩანართის სხვა ელემენტები:

Show page number თუ ჩამრთველი ჩართულია, სარჩევში ჩანს გვერდების ნომრები, თუ გამორთულია სარჩევი მხოლოდ სათაურებისაგან შედგება;

Right align page numbers - თუ ჩამრთველი აქტიურია, გვერდების ნომრები ფურცლის მარჯვენა კიდესთან განთავსდება, ხოლო თუ გამორთულია გვერდების ნომრები განთავსდებიან იმ ადგილას, სადაც შესაბამისი სათაურის ტექსტი მთავრდება;

Show levels - ველში საჭიროა მივუთითოთ, თუ რამდენი დონის სათაურს უნდა შეიცავდეს სარჩევი;

Tab leader ველში ჩავსვათ სიმბოლო, რომლითაც სტრიქონში შეივსება ადგილი სათაურიდან შესაბამისი გვერდის აღმნიშვნელ ნომრამდე;

Option ღილაკით გამოვიძახებთ Table of Contents Options დიალოგურ ფანჯარას, რომელშიც ჩამოთვლილია Normal შაბლონისა და დოკუმენტის ყველა სტილი. ამ ფანჯრია საშუალებით შესაძლებელია სარჩევში ჩავრთოთ არა მხოლოდ სათაურები, არამედ არჩეული სტილის შესაბამისი აბზაცებიც.

ანალოგიურად შესაძლებელია ნახატების, ფორმულების, ცხრილების და სხვა ჩამონათვლის შექმნა. მაგრამ ჩამონათვლის შექმნამდე საჭიროა ყველა ნახატის, ფორმულის და ცხრილისათვის შევქმნათ წანაწერი Insert /Reference/Caption... ბრძანებით.

Page 13: Dokumentis Momzadeba Gamosaqveyneblad 9mecadineoba

კურსორი დოკუმენტში მოვათავსოთ იმ ადგილას, სადაც ვაპირებთ ჩამონათვლის შექმნას. გავააქტიუროთ Insert / Reference/ Index and Tables ...ბრზანების მესამე Table of Figures ჩანართი, რომელსაც სურათზე მოცემული სახე აქვს:

დიალოგური ფანჯრის Formats ველში ავირჩიოთ სასურველი ფორმატირების ვარიანტი, ხოლო Caption label ველში - გრაფიკული ობიექტის, ცხრილის, ტოლობის ან სხვა პუნქტი, შესაბამისი ჩამონათვლის შესაქმნელად. დავაწკაპუნოთ OK ღილაკზე, Word-ი თვითონ შექმნის დოკუმენტის მითითებული ილუსტრაციების შესაბამის სარჩევს. სარჩევის ავტომატურად გასაახლებლად საჭიროა მისი მთლიანდ მონიშვნა და F9 კლავიშის გააქტიურება.

დასაწყისში დაბრუნება