საქართველოს სააღსრულებო სისტემის...

639
საქართველოს სააღსრულებო სისტემის მიმოხილვა ქართული სააღსრულებო სისტემა ეროვნულ და საერთაშორისო კონტექსტში იოს უითდეჰააგი (რედაქტორი) ეს პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აღსრულების ეროვნული ბიურო ENPI ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტი

Upload: others

Post on 25-Dec-2019

10 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

  • საქართველოს

    იუსტიციის

    სამინისტრო

    აღსრულების

    ეროვნული ბიურო

    წინამდებარე

    პროექტი

    დაფინანსებულია

    ევროკავშირის

    მიერ

    საქართველოს

    იუსტიციის

    სამინისტრო

    აღსრულების

    ეროვნული ბიურო

    წინამდებარე

    პროექტი

    დაფინანსებულია

    ევროკავშირის

    მიერ

    საქართველოს

    სააღსრულებო

    სისტემის მიმოხილვა

    ქართული სააღსრულებო

    სისტემა ეროვნულ და

    საერთაშორისო კონტექსტში

    იოს უითდეჰააგი (რედაქტორი)

    ეს პროექტი

    დაფინანსებულია

    ევროკავშირის მიერ

    საქართველოს იუსტიციის

    სამინისტრო

    აღსრულების ეროვნული

    ბიურო

    ENPI – ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტი

  • 2

  • 3

    ეს პროექტი

    დაფინანსებულია

    ევროკავშირის

    მიერ

    საქართველოს

    იუსტიციის

    სამინისტრო

    აღსრულების

    ეროვნული ბიურო

    BESTT პროექტი

    “დაძმობილების პროექტი სააღსრულებო სისტემის გაუმჯობესებისთვის (BESTT)” TWINNING-ის პროექტი GE10/ENP-PCA/JH/07

    საქართველოს სააღსრულებო სისტემის მიმოხილვა

    ქართული სააღსრულებო სისტემა ეროვნულ და საერთაშორისო კონტექსტში

  • 4

    შენიშვნა:

    აღნიშნული პუბლიკაცია მომზადდა ევროკავშირის დახმარებით. პუბლიკაციის შინაარსი წარმოადგენს ცალკეული თემების სხვადასხვა ავტორების პასუხისმგებლობას და ის შესაძლებელია არ ემთხვეოდეს ევროკავშირის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ცენტრის(CILC) ან აღსრულების ეროვნული ბიუროს შეხედულებებს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ძალისხმევა გაკეთდა ამ გამოცემაში წარმოდგენილი ინფორმაციის საიმედოობის თვალსაზრისით, გამომცემელი არც აღნიშნული მონაცემების სიზუსტის გარანტიას იძლევა და არც პასუხისმგებლობას იღებს შეცდომების, ხარვეზების ან მათი შედეგების თაობაზე. ყველა უფლება დაცულია. დაუშვებელია ამ პუბლიკაციის რომელიმე ნაწილის გამრავლება, საძიებო სისტემაში შენახვა, გადაცემა ნებისმიერი ფორმით ან საშუალებით, ელექტრონული, ტექნიკური, ფოტოკოპირების, ჩანაწერის ან სხვა სახით გამომცემლის წინასწარი თანხმობის გარეშე. აპრილი 2013

  • 5

    საქართველოს სააღსრულებო სისტემის მიმოხილვა

    ქართული სააღსრულებო სისტემა ეროვნულ და საერთაშორისო კონტექსტში

    რედაქტორი: იოს უითდეჰააგი

    გამოქვეყნებულია: ევროკავშირის Twinning-ის პროექტის - “დაძმობილების პროექტი სააღსრულებო სისტემის გაუმჯობესებისთვის (BESTT)“ ფარგლებში, GE10/ENP-PCA/JH/07, აპრილი 2013

    მთავარი ავტორები:

    იოს უითდეჰააგი, ნიდერლანდები

    სოფიო ქურთაული, საქართველო

    თანაავტორები:

    ჯერუნ ნიჯენჰუსი, ნიდერლანდები

    ლია ყურაშვილი, საქართველო

    დიმიტრი გუგუნავა, საქართველო

    ეკატერინე ახალკაცი, საქართველო

    თეონა მგელაძე, საქართველო

    მაგდა ყვირალაშვილი, საქართველო

    გამოცემის საკოორდინაციო ჯგუფი:

    ნინო ჯანიაშვილი, საქართველო

    პაპუნა პაპიაშვილი, საქართველო

    თომას შმიდტი, გერმანია

    ვიქტორია თოდრია, საქართველო

    თარჯიმანი: რუსუდან კრავეიშვილი

  • 6

  • 1

    აბრევიატურები ..................................................................................................................... 8

    შესავალი ................................................................................................................................ 9

    თემა 1: აღსრულების საერთაშორისო პრინციპები ................................................................................. 11

    1. ტრანსნაციონალური სამოქალაქო წარმოების ALI UNIDROIT პრინციპები ........................ 13

    1.1. შესავალი ............................................................................................................................................. 13

    1.2. ALI-UNIDROIT-ის პრინციპები ............................................................................................................ 13

    2. აღსრულების ევროპული სტანდარტები ......................................................................... 17

    2.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, 1950 .................................................................... 17

    2.1.1. შესავალი ........................................................................................................................................................ 17 2.1.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, სასამართლო განხილვამდე პროცედურები ...... 19

    2.2. საქართველო და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ................................................ 25

    2.2.1. საქართველო და ევროპის საბჭო ................................................................................................................ 25 2.2.2. საქართველო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და საქმეების აღსრულება ............ 26

    2.3. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისპრუდენციის მიმოხილვა ............. 32

    2.3.1. შესავალი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი .............................................. 32 2.3.2. წინასწარი ხარჯები ...................................................................................................................................... 37 2.3.3. პასიური ქცევა და ხანგრძლივი პროცეუდრები ...................................................................................... 37 2.3.4. სახელმწიფოს როლი .................................................................................................................................... 39 2.3.5. საკუთრების უფლება: პირველი პროტოკოლის 1-ლი მუხლი ............................................................. 40

    2.3.5.1. შესავალი ................................................................................................................................................ 40 2.3.5.2. საკუთრების კონცეფცია ..................................................................................................................... 43 2.3.5.3. უფლების არსი: სამი წესი ................................................................................................................... 49 2.3.5.4. Ad 1: კანონიერება ................................................................................................................................. 55 2.3.5.5. Ad 2: საზოგადოებრივი ინტერესები ................................................................................................. 56 2.3.5.6. Ad 3: პროპორციულობა ....................................................................................................................... 60 2.3.5.7. პირველი პროტოკოლის 1 მუხლსა და კონვენციის მე-6 მუხლს შორის კავშირი ..................... 68

    2.4. საქართველოს აღსრულების პროცედურების შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან ... 68

    2.4.1. წინასწარი ხარჯები ...................................................................................................................................... 68 2.4.2. საქართველოს სახელმწიფო ადმინისტრაციის როლი ........................................................................... 71 2.4.3. პასიური მოქმედება და ხანგრძლივი პროცედურები საქართველოში ................................................ 76 2.4.4. აღმასრულებლის არაეფექტურ მოქმედებებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა .................... 79 2.4.5. პირველი პროტოკოლის 1 მუხლის დარღვევის ფაქტზე საქართველოდან წარდგენილი

    განაცხადები ............................................................................................................................................................ 85

    2.5. ევროპის საბჭოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პოლიტიკა ეფექტურ

    აღსრულებასთან დაკავშირებით ........................................................................................................... 89

    2.5.1. შესავალი ........................................................................................................................................................ 89 2.5.2. საპრეცედენტო გადაწყვეტილებები .......................................................................................................... 89 2.5.3. რეკომენდაციები 16/2003 და 17/2003 და CEPEJ 2009 სახელმძღვანელო დირექტივები .................... 96

    2.6. რეკომენდაციების 16/2003 და 17/2003 და CEPEJ 2009 სახელმძღვანელო დირექტივების

    დეტალური განხილვა .............................................................................................................................. 98

    2.6.1. აღსრულების პრინციპები და მიზნები ..................................................................................................... 98 2.6.2. დეფინიციები ................................................................................................................................................ 99 2.6.3. აღსრულების მომსახურეობის მისაწვდომობა ...................................................................................... 100

    2.6.3.1. აღსრულების ნათელი პროცედურები ........................................................................................... 100 2.6.3.2. პროპორციულობა .............................................................................................................................. 102 2.6.3.3. სააღსრულებო წარმოების მხარეები ............................................................................................... 103 2.6.3.4. აღსრულების პროცესის არაკეთილსინდისიერად გამოყენება................................................... 104

  • 2

    2.6.4. სააღსრულებო წარმოების განხორციელება ........................................................................................... 107 2.6.4.1. სააღსრულებო წარმოების პროცედურები .................................................................................... 107 2.6.4.2. ადმინისტრაციული ორგანოები, როგორც მოვალეე ბი ............................................................... 109 2.6.4.3. კომუნიკაცია ........................................................................................................................................ 110 2.6.4.4. სააღსრულებო წარმოების საფასური .............................................................................................. 113 2.6.4.5. იურიდიული დახმარება .................................................................................................................. 116 2.6.4.6. სააღსრულებო წარმოების განხორციელების მნიშვნელობა ...................................................... 116 2.6.4.7. აქტივების მოძიება ............................................................................................................................. 117

    2.6.5. აღმასრულებლები ...................................................................................................................................... 119 2.6.5.1. შესავალი .............................................................................................................................................. 119 2.6.5.2. კვალიფიკაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები ..................................................................... 120 2.6.5.3. აღმასრულებლების საქმიანობა ....................................................................................................... 121 2.6.5.4. აღმასრულებლების ვალდებულებები ............................................................................................ 122 2.6.5.5. ეთიკა და პროფესიული ქცევა ......................................................................................................... 123 2.6.5.6. დისციპლინარული წარმოება და სანქციები ................................................................................. 124 2.6.5.7. აღმასრულებლები: ზედამხედველობა და კონტროლი .............................................................. 124 2.6.5.8. აღმასრულებლები: ორგანიზაციული და პროფესიული სტატუსი .......................................... 127

    3. აღმასრულებელი: ევროპაში აღმასრულებლის პროფესიაში არსებული სიახლეები .. 129

    3.1 შესავალი ............................................................................................................................................ 129

    3.2 აღსრულების ეფექტური სისტემა .................................................................................................. 131

    3.3 აღმასრულებელი .............................................................................................................................. 132

    3.4 კერძო აღმასრულებელი .................................................................................................................. 134

    3.5 კერძო აღმასრულებლების ინსტიტუტის დანერგვის ტენდენცია ........................................... 138

    3.6. UIHJ მიდგომები აღმასრულებლებთან მიმართებაში ................................................................ 140

    თემა 2: საქართველოში აღსრულების სისტემის ორგანიზაციული სტრუქტურა .............................. 145

    4. სააღსრულებო დაწესებულებები ................................................................................... 147

    5. აღსრულების ეროვნული ბიურო .................................................................................... 149

    5.1. შესავალი ........................................................................................................................................... 149

    5.2. ორგანიზაციული მოწყობა ............................................................................................................. 150

    5.3. სააღსრულებო ბიუროები.............................................................................................................. 150

    5.4. აღმასრულებელი ............................................................................................................................. 151

    5.5 სამოქმედო ტერიტორია და ინტერესთა კონფლიქტი .............................................................. 154

    5.6. აღსრულების პოლიცია ................................................................................................................... 155

    5.6.1. სტატუსი ...................................................................................................................................................... 155 5.6.2. აღსრულების პოლიციელის უფლება– მოვალეობები ......................................................................... 156 5.6.3. აღსრულების პოლიციელის სოციალური დაცვის ფორმები .............................................................. 157 5.6.4 აღსრულების პოლიციისა და კერძო აღმასრულებლების ურთიერთობა ........................................ 157

    5.7. კერძო აღმასრულებელი ................................................................................................................. 158

    5.7.1. შესავალი ...................................................................................................................................................... 158 5.7.2. დანიშვნის პროცედურა............................................................................................................................. 159 5.7.3. ინტერესთა კონფლიქტი ........................................................................................................................... 160 5.7.4. კერძო სააღსრულებო ბიუროს შემადგენლობა ..................................................................................... 160 5.7.5. მოთხოვნები ოფისთან მიმართებაში ...................................................................................................... 161 5.7.6. მონიტორინგი და კონტროლი, პასუხისმგებლობა .............................................................................. 162 5.7.7. სააღსრულებო საქმიანობის უფლების შეჩერება .................................................................................. 163 5.7.8. შეზღუდვები კერძო აღმასრულებლისადმი .......................................................................................... 163 5.7.9. მომსახურების საზღაური კერძო აღმასრულებლისათვის .................................................................. 164

  • 3

    თემა 3: სამოქალაქო საქმეებზე აღსრულების პროცესი საქართველოში ............................................. 167

    6. შესავალი .......................................................................................................................... 169

    7. კანონის გამოყენების სფერო, საკანონმდებლო პორტფელი .......................................... 171

    8. სააღსრულებო წარმოების სუბიექტები და მათი უფლება-მოვალეობები .................... 173

    8.1. ზოგადი დებულებები..................................................................................................................... 173

    8.2. კრედიტორი და მოვალე ................................................................................................................. 173

    8.2.1. შესავალი ...................................................................................................................................................... 173 8.2.2. მოვალის ძებნა ............................................................................................................................................ 174 8.2.3. მოვალის ინტერესების დაცვა იძულებითი აღსრულებისას .............................................................. 175

    8.3. სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე სხვა პირები .................................................................. 176

    8.4. მესამე პირების საკუთრების უფლების დაცვა ........................................................................... 177

    8.5. იძულებითი აღსრულების ღონისძიებების განხორციელება სახელმწიფოს და სსიპ-ების

    მიმართ და მათი დაცვის მექანიზმები ................................................................................................ 179

    9. ქონების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება ...................................... 181

    10. მოვალეთა რეესტრი ...................................................................................................... 183

    10.1. შესავალი.......................................................................................................................................... 183

    10.2. მოვალეთა რეესტრის შინაარსი ................................................................................................... 184

    10.3. რეესტრში რეგისტრირებული პირის უფლების შეზღუდვა ................................................. 185

    10.4. ინფორმაციის მიმღებ პირთა წრე ................................................................................................ 186

    10.5. მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის ხანდაზმულობა და რეესტრიდან ამორიცხვა ....... 186

    10.6. მარეგისტრირებელი ორგანოების ვალდებულება მოვალის მიერ ქონების შეძენისას ანდა

    საბანკო ანგარიშების გახსნისას............................................................................................................ 187

    11. ადმინისტრაციული სახდელის აღსრულების წესი ..................................................... 191

    11.1. შესავალი.......................................................................................................................................... 191

    11.2. აღსრულების შეწყვეტა.................................................................................................................. 191

    11.3. ჯარიმა სასამართლო წესრიგის დარღვევისთვის .................................................................... 192

    11.4. ადმინისტრაციული ჯარიმის აღსრულება ............................................................................... 193

    11.5. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა ............................................. 193

    11.6. მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების აღსრულება ............................................... 194

    12. აღსრულების საფასური და ხარჯები ............................................................................ 197

    თემა 4: აღსრულების პროცედურა: ზოგადი მიმოხილვა ..................................................................... 201

    13. აღსრულების ქვემდებარე აქტები ................................................................................. 203

    14. აღსრულების და სააღსრულებო მოქმედებების განხორციელების ვადები და დღეები

    ............................................................................................................................................. 209

    15. სააღსრულებო პროცედურების დაწყება ...................................................................... 213

    15.1. სააღსრულებო ფურცელი და აღსრულების დასაწყებად სავალდებულო სხვა

    დოკუმენტები .......................................................................................................................................... 213

    15.2. აღსრულების დაწყება - სააღსრულებო წარმოების პირველი ეტაპი .................................... 215

    16. ოქმების და სხვა დოკუმენტების შედგენა .................................................................... 217

    17. სააღსრულებო მოქმედების გასაჩივრება ...................................................................... 219

    18. მორიგება ........................................................................................................................ 221

    19. აღსრულების შეჩერება, შეწყვეტა, აღსასრულებელი დოკუმენტის დაბრუნება ........ 223

  • 4

    20. კერძო საკუთრებაში შესვლა და აღმასრულებლისათვის ხელის შეშლა ..................... 229

    21. სეკვესტრი (იძულებითი მართვა) ................................................................................. 231

    თემა 5: მოძრავი ქონების დაყადაღება ................................................................................................... 233

    22. მოძრავი ქონების დაყადაღება ...................................................................................... 235

    22.1. შესავალი ......................................................................................................................................... 235

    22.2 ქონების მოძიება.............................................................................................................................. 236

    22.3 ყადაღის ობიექტი ........................................................................................................................... 238

    22.4 ნივთები ,რომლებიც არ ექვემდებარება ყადაღას...................................................................... 238

    22.5 მოძრავი ქონების დაყადაღება ...................................................................................................... 239

    22.6 მესამე პირთა უფლებები და მოვალეობები ............................................................................... 243

    22.7 შეფასება ............................................................................................................................................ 245

    22.8 რეალიზაცია .................................................................................................................................... 246

    22.9 კრედიტორისთვის ვალის დაბრუნება ........................................................................................ 249

    22.10. მრავალჯერადი ყადაღები ......................................................................................................... 250

    თემა 6: უძრავი ქონების დაყადაღება ...................................................................................................... 253

    23. სააღსრულებო წარმოება უძრავი ქონების მიმართ ...................................................... 255

    23.1. შესავალი ......................................................................................................................................... 255

    23.3 აღსრულების ფორმები .................................................................................................................. 257

    23.4 იძულებითი იპოთეკა .................................................................................................................... 257

    23.4.1. შესავალი .................................................................................................................................................... 257 23.4.2 იპოთეკის ისტორიული განვითარება.................................................................................................... 258 23.4.3. იპოთეკის ხელშეკრულება ქართულ სამართალში ............................................................................. 259

    23.5. სააღსრულებო წარმოების დაწყება უძრავ ქონებაზე, იძულებითი აუქციონი, აუქციონის

    შეწყვეტა, განემორებითი და ხელახალი აუქციონი .......................................................................... 261

    23.5.1. შესავალი .................................................................................................................................................... 261 23.5.2 მოვალისთვის წინადადების გაგზავნა .................................................................................................. 264 23.5.3 მოვალის ქონების მოძიება და მასზე ყადაღის რეგისტრაცია შესაბამის მარეგისტრირებელ

    ორგანოში ............................................................................................................................................................... 265 23.5.4 მოძიებული ქონების აღწერა-დაყადაღება ............................................................................................ 268 23.5.5. დაყადაღებული ქონების შეფასება ........................................................................................................ 269 23.5.6 უძრავი ქონების სააუქციონოდ გამზადება .......................................................................................... 270 23.5.7. აუქციონი ................................................................................................................................................... 274 23.5.8. სააუქციონო ქონების/იპოთეკის საგნის მოცულობა და ფარგლები ................................................ 274 23.5.9 საკანონმდებლო სიახლე - იძულებითი აუქციონი მხოლოდ ინტერნეტის მეშვეობით და მასში

    მონაწილეობის პირობები ................................................................................................................................... 276 23.5.10. იძულებითი აუქციონის შეჩერებისა და შეწყვეტის დაუშვებლობა .............................................. 279 23.5.11. პირველი და განმეორებითი იძულებითი აუქციონები ................................................................... 281 23.5.12. ხელახალი აუქციონი ............................................................................................................................ 282 23.5.13. ქონების ნატურით მიღება, როგორც სახელმწიფოს ექსკლუზიური უფლება ............................. 283 23.5.14 აუქციონის მომწესრიგებელი ნორმები საფრანგეთსა და ბელგიაში ............................................... 284 23.5.15 ქონების შემძენზე განკარგულების გაცემა და აუქციონიდან ამონაგები თანხით

    კრედიტორ(ებ)ის მოთხოვნის დაკმაყოფილება. ............................................................................................. 287

    თემა 7: ფულადი სახსრების დაყადაღება ............................................................................................. 291

    24 ფულადი ქონების დაყადაღება ..................................................................................... 293

  • 5

    24.1 მოთხოვნათა აღსრულება .............................................................................................................. 293

    24.2 ხელფასის დაყადაღება .................................................................................................................. 296

    თემა 8: წილების, ობლიგაციების, აქციების და სხვა სახის ფასიანი ქაღალდების დაყადაღება ...... 299

    25.წილების, ობლიგაციების, აქციების და სხვა სახის ფასიანი ქაღალდების დაყადაღება ....... 301

    თემა 9: მოძრავი აქტივების გადაცემასთან დაკავშირებული სააღსრულებო ღონისძიებები ........... 303

    26. ფასიანი ქაღალდები ...................................................................................................... 305

    27. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა ......................................................... 307

    27.1. შესავალი ......................................................................................................................................... 307

    27.2. მოძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა ................................................... 307

    27.3. გირავნობის მოწმობის აღსრულება ............................................................................................ 308

    27.4. უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, გამოსახლება ....................... 308

    27.5. მესამე მხარის ჩართულობა .......................................................................................................... 310

    თემა 10: აღსრულება საოჯახო საქმეებზე ............................................................................................... 313

    თემა 28. სააღსრულებო წარმოების განხორციელება ალიმენტის საქმეებზე ................... 315

    თემა 11: ტრანსსასაზღვრო აღსრულება .................................................................................................. 317

    29. უცხო ქვეყნებში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება

    საქართველოში ................................................................................................................... 319

    29.1. საქართველოს კანონი საერთაშორისო კერძო სამართლის თაობაზე .................................. 319

    29.2. მინსკის კონვენცია ......................................................................................................................... 320

    29.3. ბილატერალური ხელშეკრულებები .......................................................................................... 326

    29.4. უცხო ქვეყნების სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები .......................... 327

    29.5. სხვა შესაბამისი დებულებები ..................................................................................................... 329

    30. ტრანსასაზღვრო აღსრულება ევროპაში ..................................................................... 335

    30.1 ამსტერდამის ხელშეკრულება და მისი შესრულება ................................................................. 335

    30.2. სამართლებლივ სფეროში თანამშრომლობა და ჰარმონიზაცია ........................................... 337

    30.3. რეგულაციებში და დირექტივებში ასახვა ................................................................................ 338

    30.3.1. შესავალი .................................................................................................................................................... 338 30.3.2. ბრიუსელის I რეგულაცია ...................................................................................................................... 338

    30.3.2.1. შესავალი ............................................................................................................................................ 338 30.3.2.2. რეგულირების სფერო ...................................................................................................................... 340 30.3.2.3. იურისდიქცია ................................................................................................................................... 341 30.3.2.4. აღსრულება ........................................................................................................................................ 344

    30.3.3. ევროპული სააღსრულებო ფურცელი (EEO) ....................................................................................... 351 30.3.4. ევროპული განჩინება დავალიანების გადახდევინების თაობაზე (EPO)......................................... 354 30.3.5. მცირე თანხასთან დაკავშირებული სარჩელების პროცედურა (861/2007) ..................................... 359 30.3.6. რეგულაცია 1393/2007 დოკუმენტების წარდგენის თაობაზე ......................................................... 363 30.3.7. ალიმენტებსა და ფინანსური დახმარების გაწევის ვალდებულებებთან დაკავშირებული

    რეგულაცია ............................................................................................................................................................ 368

    31. ჰააგის კონფერენცია კერძო საერთაშორისო სამართლის თაობაზე ........................... 373

    31.1 შესავალი .......................................................................................................................................... 373

    31.2 ჰააგის 1965 წლის კონვენცია დოკუმენტების წარდგენის შესახებ ......................................... 373

  • 6

    31.3 უცხო ქვეყნის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ცნობა და

    აღსრულება .............................................................................................................................................. 379

    31.4 ალიმენტებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე მიღებული

    გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების კონვენცია............................................................ 380

    თემა 12: გამარტივებული წარმოება ........................................................................................................ 383

    32. გამარტივებული წარმოება ........................................................................................... 385

    32.1 შესავალი .......................................................................................................................................... 385

    32.2. გამარტივებული წარმოების პრინციპები .................................................................................. 386

    32.3 გამარტივებულ წარმოებაში მონაწილე სუბიექტები ................................................................ 388

    32.4 საფასური .......................................................................................................................................... 389

    32.5.ყადაღა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ................................................. 389

    32.6. განცხადებაზე ხარვეზის დადგენა, გათხოვა და უკან დაბრუნება........................................ 390

    32.7. გამარტივებული წარმოების შედეგი და გასაჩივრების უფლება ........................................... 390

    33. ფაქტების კონსტატაცია ................................................................................................ 393

    33.1. შესავალი ......................................................................................................................................... 393

    33.2. ფაქტების კონსტატაციის იურიდიული პრინციპები .............................................................. 393

    33.3. ფაქტების კონსტატაციის საფუძველი ........................................................................................ 394

    33.4. ფაქტის დადგენა ............................................................................................................................ 394

    33.5. ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ ...................................................................................... 395

    33.6. ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმის ღირებულება ........................................................... 396

    33.7. ინტერესები ..................................................................................................................................... 397

    33.8 ანაზღაურება .................................................................................................................................... 398

    33.9. სამომავლო გაუმჯობესებები ....................................................................................................... 399

    ლიტერატურა ..................................................................................................................... 401

    დოკუმენტების კრებული ........................................................................................................................ 405

    ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციები REC(2003)17, შემუშავებული მხარე

    სახელმწიფოებისთვის აღსრულების საკითხებთან დაკავშირებით ................................ 407

    სტრასბურგი, 2009 წლის 17 დეკემბერი CEPEJ (2009) 11 REV .............................................. 423

    კანონმდებლობა .................................................................................................................. 441

    1. საქართველოს კანონი სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ........................................................ 443

    2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №21 იძულებითი აუქციონის ჩატარების

    ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ, 2011 წლის 31 იანვარი, ქ.

    თბილისი .................................................................................................................................................. 549

    3 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №144 „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“

    საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის

    დამტკიცების შესახებ, 2010 წლის 30 ივლისი, ქ. თბილისი ........................................................... 561

    4 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №220, დასრულებულ სააღსრულებო

    წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვის წესისა და პირობების დამტკიცების

    თაობაზე, 2009 წლის 4 დეკემბერი, ქ. თბილისი ............................................................................... 573

    5 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №234 მოვალეთა რეესტრის წარმოების წესის

    დამტკიცების შესახებ, 2009 წლის 28 დეკემბერი, ქ. თბილისი ...................................................... 579

    6 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №220 საქართველოს იუსტიციის

    სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

  • 7

    აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ, 2008 წლის 30

    სექტემბერი, ქ. თბილისი ....................................................................................................................... 585

    7 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №141 საქართველოს იუსტიციის

    სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში –

    აღსრულების ეროვნულ ბიუროში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე, 2011

    წლის 27 ოქტომბერი, ქ. თბილისი ....................................................................................................... 601

    8 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №118 კერძო აღმასრულებლის სამოქალაქო

    პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ,

    2009 წლის 29 ივნისი, ქ. თბილისი ....................................................................................................... 625

  • 8

    აბრევიატურები

    BA აღმასრულებელთა აქტი

    CEP ესტონეთის სააღსრულებო საპროცესო კოდექსი

    ECHR ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია

    ECtHR ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

    EEO ევროპული სააღსრულებო ფურცელი

    EPO ევროპული საგადასახადო დავალება EPOP ევროპული საგადასახადო დავალების აღსრულების პროცედურა

    ESCP მცირე თანხებთან დაკავშირებული პრეტენზიების წარმოების

    ევროპული პროცედურა

    FP ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი

    პროტოკოლი

    GPIL საქართველოს კანონი საერთაშორისო კერძო სამართლის

    თაობაზე

    HCCH ჰააგის კონფერენცია კერძო საერთაშორისო სამართლის

    თაობაზე

    LPEA ბულგარეთის კანონი კერძო აღმასრულებლების შესახებ

    მინსკის კონვენცია კონვენცია იურიდიული დახმარებისა და სამართლებლივი

    ურთიერთობების თაობაზე სამოქალაქო, საოჯახო და

    სისხლის სამართლის საქმეებთან მიმართებაში

    ნიუ იორკის კონვენცია გაეროს კონვენცია უცხო ქვეყნების საარბიტრაჟო სასამართლო

    გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების თაობაზე, ნიუ

    იორკი, 1958

    სწშ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი

    სსკ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

    სსსკ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

    სასკ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

    სზაკ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

    იხ: იხილეთ

    შეად: შეადარეთ

  • 9

    შესავალი

    “Ubi ius, ibi remedium” 1997 წელს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ პრეცედენტის განმსაზღვრელ

    საქმესთან მიმართებაში “ჰორნსბი საბერძნეთის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ ადამიანის

    უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლების

    შესახებ, ასევე ეხება აღსრულებას. სასამართლო პროცესის დროს ყურადღება უნდა

    გამახვილდეს არა მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანაზე, არამედ ასევე

    ეფექტური სააღსრულებო სისტემის განვითარებაზე: სასამართლო პროცესი არ

    დასრულდება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანით, მაშინაც კი,

    როდესაც ეს გადაწყვეტილება შეიძლება ჩაითვალოს სამართლიანად. ეს ასევე ნიშნავს,

    რომ ასეთი გადაწყვეტილება აღსრულებულია. ამ კონტექსტში ავტორები ძველ ლათინურ

    ანდაზას მიიჩნევენ ძალიან შესაბამისად: "არ არსებობს უფლება სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალების გარეშე".

    ჯერჯერობით, ძალიან ცოტაა საქართველოში ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი

    წერილობოთი ინფორმაცია სააღსრულებო წარმოების თაობაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ

    აღსრულების საერთაშორისო ასპექტების შესახებ. წიგნის მიზანია, უზრუნველყოს

    აღნიშნული საკითხის ყოვლისმომცველი მიმოხილვა იურიდიული ფაკულტეტის

    სტუდენტებისა და პრაქტიკოსი იურისტებისთვის.

    წიგნი შემუშავდა Twinning-ის პროექტ - „დაძმობილების პროექტი სააღსრულებო

    სისტემის გაუმჯობესებისთვის (BESTT)" ფარგლებში და დაფინანსებულია ევროკავშირის

    მიერ.

    დასასრულს, ავტორები მადლობას უხდიან საერთაშორისო სამართლებრივი

    თანამშრომლობის ცენტრის (CILC), საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს,

    შვედეთის აღსრულების სააგენტოსა და აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის

    (UIHJ) ყველა თანამშრომელს სასიამოვნო და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის BESTT-

    ის პროექტის ფარგლებში.

    აპრილი 2013 თბილისი

  • 10

  • 11

    თემა 1: აღსრულების საერთაშორისო პრინციპები

  • 12

  • 13

    1. ტრანსნაციონალური სამოქალაქო წარმოების ALI UNIDROIT პრინციპები

    1.1. შესავალი

    ALI - ამერიკის სამართლის ინსტიტუტი 1923 წელს დაარსდა, 1926 წელს Unidroit-ი - კერძო

    სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტი. Unidroit-ის წევრები შეიძლება

    მხოლოდ სახელმწიფოები გახდნენ. მოცემული მომენტისთვის ამ ორგანიზაციაში 63

    სახელმწიფოა გაწევრიანებული. Unidroit-ის მიზანია სახელმწიფოებში და

    სახელმწიფოების ჯგუფებში კერძო და კომერციული სამართლის თვალსაზრისით

    არსებული საჭიროებების შესწავლა, მოცემული სფეროების მოდერნიზაცია, ჰარმონიზაცია

    და კოორდინაცია უნიფიცირებული საკანონმდებლო ინსტრუმენტების, პრინციპებისა და

    წესების შემუშავებისა და დასახული მიზნების მიღწევის გზების მოძიების

    ხელშესაწყობად.

    ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელზეც ALI და Unidroit ერთობლივად მუშაობენ,

    ტრანსნაციონალური სამოქალაქო წარმოების პრინციპების შემუშავებაა. მოცემული

    პრინციპები, რომლებიც ამერიკული სამართლის ინსტიტუტმა და UNIDROIT-ის კვლევითმა

    ჯგუფმა შეიმუშავა, 2004 წელს UNIDROIT-ის მმართველმა საბჭომ დაამტკიცა.

    მოცემული 31 პრინციპი სამოქალაქო სამართალწარმოების სფეროში საყოველთაოდ

    აღიარებულ სტანდარტს წარმოადგენს და ეს არის პროცედურული პრინციპებისა და

    წესების ერთობლიობა, რომელიც ხელს უწყობს დავების გადაწყვეტას ტრანსნაციონალურ

    კონტექსტში.

    ზემოთხსენებული პრინციპებიდან რამოდენიმე სააღსრულებო წარმოებას შეეხება.

    1.2. ALI-UNIDROIT-ის პრინციპები

    პრინციპი:

    8.დროებითი და დამცავი ღონისძიებები

    8.1 სასამართლომ შეიძლება დაადგინოს დროებითი ღონისძიებების გატარება, როდესაც პრევენციული ღონისძიებების გატარების საჭიროება იქმნება იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება იქნას მიღებული, ეფექტური ღონისძიებები გატარდეს, ან სტატუს ქვოს რეგულირება განხორციელდეს. დროებით ღონისძიებებზე მათი თანაბარზომიერების (პროპორციულობის) პრინციპი ვრცელდება.

  • 14

    8.2 სასამართლომ შეიძლება გადაწყვეტილება მიიღოს დროებითი ზომების გატარების თაობაზე შეტყობინების მიწოდების გარეშე მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის არსებობის შემთხვევაში და როდესაც ამას სამართლიანობის დაცვის აუცილებლობა მოითხოვს. განმცხადებელმა სასამართლოს სრულად უნდა გაუმჟღავნოს საქმესთან დაკავშირებული ფაქტები და სამართლებლივი გარემოებები. პირს, რომლის წინააღმდეგაც არის მიმართული სასამართლო წარმოება, გონივრული ვადა უნდა მიეცეს, რათა თავისი დასაბუთება წარადგინოს მოსარჩელის პრეტენზიის დაკმაყოფილების სამართლიანობასთან დაკავშირებით.

    8.3 დროებითი ზომების გატარების თაობაზე თხოვნის წარმდგენი ვალდებული იქნება კომპენსაცია გადაუხადოს იმ პირს, რომლის წინააღმდეგაც იყო მიღებული გადაწყვეტილება და დროებითი ზომის გატარება დადგინდა, თუ სასამართლო მოგვიანებით გადაწყვეტს, რომ ასეთი ზომა უკანონოდ იყო დაკისრებული. შესაფერისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში სასამართლომ შესაძლებელია მოსთხოვოს იმ პირს, რომელიც დროებითი ზომების გატარების თხოვნით მიმართავს სასამართლოს, რომ მან გარკვეული ოდენობის საგარანტიო თანხა განათავსოს ან ფორმალურად იკისროს კომპენსაციის გადახდის ვალდებულება.

    მე-8 პრინციპი დროებით და დამცავ ღონისძიებებს შეეხება. სასამართლომ შეიძლება

    დაადგინოს დროებითი ღონისძიებების გატარება, როდესაც პრევენციული ღონისძიებების

    გატარების საჭიროება იქმნება იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება იქნას მიღებული,

    ეფექტური ღონისძიება გატარდეს, ან სტატუს ქვოს რეგულირება განხორციელდეს. ასეთი

    დროებითი და დამცავი ღონისძიებები შეიძლება შესაბამისი მხარის წინასწარი

    შეტყობინების გარეშე გატარდეს იმ პირობით, რომ არსებობს ასეთი ზომის გატარების

    გადაუდებელი აუცილებლობა.

    პრინციპი: 26. გადაწყვეტილებების გადაუდებელი აღსრულება

    26.1 პირველი ინსტანციის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.

    26.2 პირველი ინსტანციის სასამართლო ან სააპელაციო სასამართლო მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე უფლებამოსილია საკუთარი შუამდგომლობით ან მხარის შუამდგომლობით გადაავადოს გადაწყვეტილების აღსრულება, სანამ საქმის გასაჩივრებისა და განხილვის პროცესი არ დასრულდება.

    26.3 აღსრულების გადავადების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობაა საჩივრის შემტანი პირის მიერ საგარანტიო თანხის (გირაოს) გადახდა, ხოლო მოპასუხემ ასევე უნდა გადაიხადოს საგარანტიო თანხა აღსრულების გადავადებაზე შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის წინაპირობის სახით.

    26-ე პრინციპი გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათზე მიუთითებს და მის დაუყოვნებლივ

    აღსრულებას შეეხება.

  • 15

    პრინციპი: 29. ეფექტური აღსრულება

    გადაწყვეტილებების დროული და ეფექტური აღსრულებისთვის საჭირო პროცედურები, მათ შორის ფულადი კომპენსაციის, ხარჯების, სასამართლოს მიერ დაკისრებული აკრძალვების და დროებითი ღონისძიებების განხორციელებისთვის საჭირო მექანიზმები უნდა არსებობდეს.

    29-ე პრინციპი ეფექტურ აღსრულებას შეეხება: უნდა არსებობდეს შესაბამისი

    პროცედურები გადაწყვეტილებების დროული და ეფექტური აღსრულებისთვის, მათ შორის

    ფულადი კომპენსაციების, ხარჯების, სასამართლოს მიერ დაკისრებული აკრძალვების და

    დროებითი ღონისძიებების განხორციელებისთვის საჭირო მექანიზმები. მხარეებისათვის,

    განსაკუთრებით კი იმ მხარისათვის, რომლის სასარგებლოდაც იქნა გადაწყვეტილება

    მიღებული, ეფექტური აღსრულება მართლმსაჯულების ძირითადი და განუყოფელი

    ელემენტია. აღსანიშნავია, რომ სააღსრულებო წარმოების პროცედურებთან დაკავშირებული

    საკითხი ამ პრინციპების ფარგლებს მიღმაა.

    პრინციპი: 30. გადაწყვეტილების აღიარება

    საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც ისეთი ორგანოს მიერ არის მიღებული იმ პროცედურების დაცვით, რომლებიც არსებით შესაბამისობაშია ამ პრინციპების მოთხოვნებთან, აღიარებული და აღსრულებული უნდა იყოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სახელმწიფო პოლიტიკა სხვაგვარად მოითხოვს. იგივე ვრცელდება დროებით ღონისძიებებზე.

    საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც ისეთი სამართალწარმოების შედეგად არის

    მიღებული, რომლებიც არსებით შესაბამისობაშია ამ პრინციპების მოთხოვნებთან,

    აღიარებული და აღსრულებული უნდა იყოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც

    სახელმწიფო პოლიტიკა სხვაგვარად მოითხოვს. დროებითი ღონისძიებების თაობაზე

    ასეთი გზით მიღებული გადაწყვეტილებები ასევე აღიარებული და აღსრულებული უნდა

    იყოს . ეს არის 30-ე პრინციპის ძირითადი არსი. გადაწყვეტილება, რომელიც Ali Unidroit-ის

    პრნციპებთან შესაბამისობაშია, იურიდიულად ისეთივე ძალის მქონეა, როგორც ამ

    პრინციპების ხელმომწერი მხარე სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული

    გადაწყვეტილებები. 30-ე პრინციპის კომენტარების შესაბამისად, გადაწყვეტილების

    აღიარებაზე უარის თქმის ისეთი საფუძვლები, როგორიცაა იურისდიქციის არარსებობა,

    არასათანდო შეტყობინება, თაღლითობა, უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ საქმის

    არასამართლიანი განხილვა, ან სხვა საბოლოო გადაწყვეტილებასთან წინააღმდეგობაში

    ყოფნა, არ წარმოიქმნება, თუ სხვა ქვეყნის შესაბამისი ორგანო სამართალწარმოებას ამ

    პრინციპების დაცვით განახორციელებს. ბევრ ქვეყანაში ურთიერთაღიარების პრინციპი

    აღარ არის სასამართლო გადაწყვეტილებების აღიარების წინაპირობა, თუ შესაბამისი

    ქვეყანა ამ პრინციპებს, კერძოდ კი 30-ე პრინციპს აღიარებს. ასეთი ვითარებიდან მხოლოდ

    რამოდენიმე გამონაკლისი არსებობს, როდესაც დაშვებულია, რომ არ მოხდეს ამ

    პრინციპების დაცვით მიღებული გადაწყვეტილების აღიარება სახელმწიფო პოლიტიკისა

    და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.

  • 16

    პრინციპი: 31. საერთაშორისო თანამშრომლობა მართლმსაჯულების სფეროში

    იმ სახელმწიფოების სასამართლოებმა, რომლებმაც ეს პრინციპები მიიღეს, დახმარება უნდა გაუწიონ სხვა სახელმწიფოების სასამართლოებს ისეთი წარმოების განხორციელებაში, რომელიც მოცემულ პრინციპებთან შესაბამისობაშია, მათ შორის დაადგინონ დროებითი ან დამცავი ზომების გატარება და დაეხმარონ მტკიცებულებების იდენტიფიცირებაში, დაცვასა და მიწოდებაში.

    მოცემული პრინციპი ხაზს უსვამს საერთაშორისო დონეზე მართლმსაჯულების სფეროში

    თანამშრომლობის მნიშვნელობას. საჭიროების შემთხვევაში სასამართლოებმა უნდა

    ითანამშრომლონ. იგივეს გულისხმობს გადაწყვეტილებების აღიარება საერთაშორისო

    დონეზე.

  • 17

    2. აღსრულების ევროპული სტანდარტები

    2.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, 1950

    2.1.1. შესავალი

    “ევროსაბჭოს მიზანია წევრ ქვეყნებს შორის ერთიანობის უფრო მაღალი დონის მიღწე