ნინო მიქაბერიძეold.eqe.ge/uploads/grifireba/grifirebulebi_2012/... ·...

14

Upload: others

Post on 02-Feb-2020

32 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

ნანა კუნჭულია

მაია მეხაშიშვილი

ნინო მიქაბერიძე

სახვითი და გამოყენებითი

ხელოვნება 9

სახელმძღვანელო გრიფირებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ

(ბრძ. N375, 18.05.2012 წელი)

ნანა კუნჭულია, მაია მეხაშიშვილი, ნინო მიქაბერიძე

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებაIX კლასიმოსწავლის წიგნი

რედაქტორები სოლომონ ნოზაძე ლალი ბაქრაძე ანა ჭაბაშვილი თამარ ბაქრაძე

დიზაინი და დაკაბადონება კახა გოგსაძე

მხატვარი თამილა კინწურაშვილი

გარეკანის დიზაინი კახა გოგსაძე

© გამომცემლობა „დიოგენე” , 2012

ყველა უფლება დაცულია

ISBN

www.diogene.ge

სარჩევი

I თავი შუა საუკუნეების ხელოვნება1 ვარძიის ფრესკა 62 ქართული ხუროთმოძღვრება 113 ქართული სიწმინდეები (ექსპედიცია) 174 ქართული მონუმენტური და ჭედური ხელოვნება 195 თამარის ეპოქის მსოფლიოს ხელოვნება 236 შემაჯამებელი გაკვეთილი 27პროექტი #1 „დიდოსტატის მარჯვენა” 28

II თავი XV-XVI საუკუნეების ხელოვნება7 დიდი ლეონარდო 328 რაფაელ სანტი 359 სწორი პროპორციები 3810 სულის პორტრეტი 4011 ვენეციელი მხატვარი 4412 ადრიატიკის დედოფალი 4813 ჩრდილოევროპული აღორძინება 5214 ისლამური ხელოვნება XV_XVI სს-ებში 5715 XV_XVI სს-ების ქართული ხელოვნება 6116 შემაჯამებელი გაკვეთილი 66პროექტი #2 _ შექსპირი და ქართული თეატრი 68

III თავი XVII-XVIII საუკუნეების ხელოვნება17 შუქჩრდილის ჯადოქარი 7218 დიდი ჰოლანდიელი 7619 ჰარმონიის ძიებაში 8020 XVII ს-ის დიდოსტატები 8421 XVII ს-ის არქიტექტურა 8822 XVII ს-ის საქართველო 9223 შემაჯამებელი გაკვეთილი 99პროექტი #3 „კასტელი და ფილმი “გიორგი სააკაძე” 102

IV თავი XVIII-XIX საუკუნეების ხელოვნება24 XVIII ს-ის ფრანგული მხატვრობა 10625 ჰოგარტის ინგლისი და გოიას ესპანეთი 11026 XVIII ს-ის არქიტექტურა 11327 XVIII ს-ის საქართველო 11628 შემაჯამებელი გაკვეთილი 119

V თავი XIX-XX საუკუნეების ხელოვნება29 ახალი ეპოქის შეგრძნება 12230 დიდი იაპონელი 12531 ოპტიკური თამაშები 12932 რენუარი და ვან გოგი 13133 ერთი წელი როდენთან 13434 XIX ს-ის არქიტექტურა და თბილისი 137პროექტი #4 ქართული ხალხური ხელოვნება 140

VI თავი XX-XXI საუკუნეების ხელოვნება35 ფოვიზმი და კუბიზმი 14436 სიურრეალიზმი და აბსტრაქციონიზმი 14837 XX ს-ის არქიტექტურა 15138 XX ს-ის ქართული ხელოვნება 15439 შემაჯამებელი გაკვეთილი 157პროექტი #5 _ პერფორმანსი 162ლექსიკონი 164დანართი 166

XVII-XVIII საუკუნეების ხელოვნება

III თავი

XVII-XVIII ს-ებმა თითქოს შეარყია აღორძინების სიმშ-

ვიდე და ხელოვნების ნიმუშებში უფრო ემოციური სახეები

გამოჩნდა. ევროპაში ორი ერთმანეთისაგან განსხვავე-

ბული სტილი ბაროკო და კლასიციზმი წარმოიშვა. უფრო

მრავალფეროვანი გახდა სურათებში ასახული თემები.

გარდა რელიგიური, ისტორიული, მითური სიუჟეტებისა

მხატვრები მაგ. ჰოლანდიელები, ჩვეულებრივი ადამი-

ანების ყოველდღიურ ყოფასაც ასახავდნენ.

72

ქრისტე კარავაჯომ უწვეროდ დახატა. მხატვარს ამით ალბათ იმის მინიშნება სურდა, რომ, მარკოზის სახარების მიხედვით, ქრისტე თა-ვის მოწაფეებს სახეცვლილი გამოეცხადა.

ქრისტეს თავთან ჩრდილს შარავანდის ფორმა აქვს.

შუქჩრდილის ჯადოქარი17„გასაოცარ სურათებს ხატავს რომში მიქელანჯელო კარავაჯოდან.” _ ასე წერს

ჰოლანდიელი კარლ ვან მანდერი თავის ნაშრომში „წიგნი მხატვრებზე” იტალიელი შემოქმედის, მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯოს შესახებ.

მაინც რა იყო გასაოცარი კარავაჯოს სურათებში? რატომ გამოიწვია XVI ს-ის ბოლოსა და XVII ს-ის დასაწყისში მხატვრის ნამუშევრებმა თავისი თანამედროვეების ასეთი დიდი ინტერესი?

კარავაჯოს ნამუშევრებმა ევროპას ამცნეს, რომ აღორძინების ეპოქა დამთავრდა და მხატვრობის ისტორიაში რეალობის ახალი აღქმის, ახალი მხატვრული ხედვის ხანა დაიწყო. ქვემოთ კარავაჯოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სურათია მოცემული.

რელიგიური სიუჟეტი კარავაჯოს ამ სურათზე ასახულია სახარების სიუჟეტი, სადაც მკვდრეთით აღმდ-

გარი ქრისტე ემაუსში მიმავალ მოციქულებს გამოეცხადა. მოციქულებმა თავიდან იგი ვერ იცნეს და მხო ლოდ სოფელ ემაუსში როდესაც ვახშმობის დროს, ქრისტემ პური აკურთხა, შეიცნეს იგი. მხა ტვარმა სურათზე სწორედ ამ სასწაულით გამოწვეული მო-ციქულების განცდები გამოსახა.

კარავაჯო, „ვახშამი ემაუსში”

ჩვეულებრივი ადამიანები და შეფარული მინიშნებებიდააკვირდი ამ ნამუშევარში გამოსახულ ადამიანებს. კარავაჯო თითქოს აუჯანყდა

აღორძინების ეპოქის ნაწარმოებების ამაღლებულ მხატვრულ სახეებს. მისი სურათე-ბის გმირები იმ პერიოდის იტალიაში მცხოვრები უბრალო ადამიანები არიან. რომ არ იცოდე ამ სურათის სიუჟეტი, ეს ჩვეულებრივი მეთევზეების ან გლეხების ვახშმობის სცენა გეგონებოდა. მიუხედავად ამისა, ნამუშევარში გარკვეული დეტალებით სიუჟე-ტის რელიგიურ მხარეზე ხდება მინიშნება.

კალათაში სხვა ხილთან ერთად ბროწეული _ აღდგომის სიმბოლოა გამოსახული.

73

თეთრ სუფრაზე ხილიანი კალათიდან თევზის ფორმის ჩრდი ლია დაცემული. ქრისტიანულ მხატვ-რობაში თევზი ქრისტეს სიმბოლოდ იყო მიჩნეული.

პური და ღვინო ზიარების სიმბოლოა.

მხატვრული ანალიზი

• როგორ განწყობას გიქმნის ეს ნამუშევარი? როგორია ფიგურათა ჟესტები და რაკურსები*?

• დააკვირდი _ ფორმები მკვეთრი შუქჩრდილის მეშვეობითაა გამოსახული. საგ-ნებიდან დაცემული ჩრდილი ბევრად უფრო მუქია, ვიდრე აღორძინების ეპოქის ნამუშევრებში. როგორ ეფექტს ქმნის ასეთი კონტრასტული შუქჩრდილის გამო-სახვა?

• დააკვირდი ერთ-ერთი მოციქულის ზურგს და მეორე მოციქულის გამოწვდილ ხელს. ფიგურები თითქოს სურათის სიბრტყეს არღვევენ და რეალურ სივრცეში გადმოდიან. როგორ ფიქრობ, ასეთი მხატვრული ხერხების გამოყენებამ რა შეც-ვალა მაყურებლის მიერ სურათის ტრადიციულ აღქმაში?

• ნამუშევარში ყოველი დეტალი საოცარი რეალიზმითაა გამოსახული: ვაშლის კა-ნის დაზიანებული ადგილები, კალათის ყოველი წნული, ყურძნის მწიფე მარცვ-ლები და ა.შ. შენი აზრით, როგორი განცდა ეუფლება მაყურებელს ასე ნატურა-ლისტურად დახატული გამოსახულებების ხილვისას?

• როგორ ფიქრობ, აღორძინების ეპოქის სურათებთან შედარებით, რა ახალი მხატვრული ნიშნებია კარავაჯოს ამ ნამუშევარში?

1599 წელს კარავაჯომ თავისი პირველი დიდი შეკვეთა მი-იღო. მას რომში სან ლუიჯი დეი ფრანჩესკას ეკლესიის კაპელი-სათვის ორი სურათი უნდა დაეხატა. ორივე ნამუშევარში მათე მოციქულის ცხოვრების სცენები უნდა ყოფილიყო ასახული.

ეს კაპელისათვის დახატული ერთ-ერთი სურათია. მასზე ქრისტეს მიერ მათე მოციქულის მოწოდების სცენაა ასახული.

პირველი დიდი შეკვეთა

კარავაჯო, „ მათე მოციქუ-ლის მოწოდება”

1602 წელს კარავაჯოს იმავე კაპელისათვის კიდევ ერთი სურათი დაუკვეთეს. მასზე მხატვარმა გამოსახა ანგელოზი, რომელიც წმინდა მათეს სახარების დაწერას შთააგონებს. ეკლესიამ ეს სურათი მათეს „უღირსად” გამოსახვის გამო დაიწუნა. განსაკუთრებული აქცენტი წმ. მათეს მაყურებლისაკენ გაშვერილ შიშველ ფეხებზე კეთდებოდა. სურათი კარავაჯოს ერთ-ერთმა მფარველ-მა იყიდა. მოგვიანებით იგი გერმანიაში მოხვდა, სადაც II მსოფლიო ომის დროს განადგურდა.

კარავაჯო, „წმინდა მათე და ანგელოზი”

74

ეს ნამუშევარი კარავაჯომ დაწუნებული სურათის ნაც-ვლად დახატა. იგი დღემდე კაპელაშია დაცული.

ახალი სტილის ფუძემდებელი „კარავაჯომ მხატვრობა ახალ დონეზე აიყვანა”. _

წერს მხატვრის შესახებ მისი ბიოგრაფი ჯოვანი ბელორი. მართლაც, ხელოვნების ისტორიაში კარავაჯომ ძალზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. იგი ბაროკოს სტილის ფუ-ძემდებლად ითვლება. ამ სტილის ნამუშევრები დინამიკუ-რი კომპოზიციებითა და მძაფრი განცდების გამოსახვით ხასიათდება. ეს ნათლად ჩანს კარავაჯოს სურათში „წმინ-და მათეს წამება” . ეს სურათიც კარავაჯომ კონტარელის კაპელისათვის დახატა.

სურათის უკანა ხედზე კარავაჯომ თავისი თავი გამოსახა.

მრგვალპირისახიანი ახალგაზრდა კაცი ბუმ-ბულებიანი ქუდით კარავაჯომ „წმ. მათეს მოწო-დებაშიც” დახატა. იგივე ახალგაზრდაა გამო-სახული სურათში „მკითხავი”. საინტერესოა, ვინ იყო ეს კაცი და რატომ ხატავდა კარავაჯო მას ასე ხშირად?

მხატვრული ანალიზი

წმინდა მათეს წამებაში მძაფრი განცდები, ღელვა და დაძაბულობა იგრძნობა. შენი აზრით, რა მხატვრული ხერხებით ქმნის ასეთ განწყობას მხატვარი?

• როგორია კომპოზიციური აგება?• როგორია ფიგურათა მოძრაობები და ჟესტები?• როგორია განათება, შუქჩრდილი?

დაფიქრდი და უპასუხე

კარავაჯომ მხატვრულ სტილს, ბაროკოს ჩაუყარა საფუძველი. ჩამოთვალე ის ნიშ-ნები, რომლებიც ამ სტილის მხატვრობისთვისაა დამახასიათებელი.

კარავაჯო, „წმინდა მათე და ანგელოზი”

კარავაჯო, „წმინდა მათეს წამება”

კარავაჯო, „მკითხავი”

75

პრაქტიკული სამუშაოილუსტრაციებზე კარავაჯოსა და XX ს 60-70-

იან წლებში წარმოშობილი მხატვრული მიმდინა-რეობის, ჰიპერრეალიზმის, მხატვრის ნამუშევრე-ბია მოცემული. როგორ ფიქრობ, რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის? იმსჯელე ამ საკითხის შესახებ.

ჰიპერრეალისტი მხატვრის რობერტო ბერნარ-ტისათვის „რეალიზმი” ადამიანებისა და საგნების ნატურალისტურად, შეულამაზებლად გამოსახვას ნიშნავს. კარავაჯოსთვის კი, როგორც ერთ-ერთი მკვლევარი წერს, „რეალიზმი ბევრად მეტია, ვიდრე ბუნების უბრალო მიბაძვა. მის მხა ტვრობაში ადამი-ანის ღრმა ფსიქოლოგიური გაგება და განათებისა და ფორმის ზუსტი გამოსახვაა შერწყმული. მხატვარს ფერების საშუალებით პირდაპირ კი არ გადააქვს რეალობა ტილოზე, არამედ მას დაძაბულ დრამად გარდაქმნის.” დრამატიზ-

მის გაძლიერებას კარავაჯო შუქჩრდილის თავისებური გამოყენებით აღწევს. ჯოვანი ბელორი წერდა: „კარავაჯო თავის ფიგურებს მზით განათებულ გარემოში არ ხატავ-და. იგი მათ ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში ათავსებდა. ზემოდან ვერტიკალურად დაშვებული სინათლის წყარო ფიგურების გარკვეულ ნაწილებს მკვეთრად გამოყოფდა, რაღაც ნაწილები კი ჩაბნელებული რჩებოდა.”

კარავაჯო, „კალათა”

კარავაჯოს შემოქმედებაში განათებას განსაკუთრე-ბული მნიშვნელობა აქვს. კონტრასტული შუქჩრდილის მეშვეობით იგი გამოსახულებებს უფრო მკვეთრს და მო-ცულობითს ხდის.

შეეცადე დახატო ნატურმორტი, რომლის მხატვრულ ფორმებს მოცულო-ბითად გამოსახავ. ნატურმორტი ფანქრით დახატე. ასე მხოლოდ შუქჩრდილის გამოყენებით მოცულობითი ფორმის შექმნას ისწავლი.

დავალების შესრულებაში აქ მოცემული ნახატები დაგეხმარება. მათზე შუქ-ჩრდილის მეშვეობით ფორმის თანდათან გამოკვეთის ეტაპებია გამოსახული.

რობერტო ბერნარტი, ჰიპერრეალისტური ნატურმორტი

მასალა: ფანქარი

76

დიდი ჰოლანდიელი18

მითური ისტორიადღეს რემბრანდტის ეს ნამუშევარი შედევრადაა აღიარებული. მასზე ძვ. წ.აღ-ით I

საუკუნეში რომის იმპერიის წინააღმდეგ ჰოლანდიელთა წინაპრების, ბატავების ტომე-ბის ბელადების შეთქმულების სცენაა გამოსახული. სურათზე ის მომენტია ასახული, როდესაც ბელადები წმინდა ტყეში თავიანთ წინამძღოლს, იულიუს კლავდიუს ცივი-ლისს, ერთგულების ფიცს უდებენ.

წარმოუდგენელი ფასიეს სურათი XVII ს-ის ჰოლანდიელი მხატვრის, რემბ-

რანდტ ვან რეინის მიერაა დახატული. ვერ ვიტყვით, რომ იგი ჰოლანდიელი შემოქმედის საუკეთესო ნამუშევარია, მაგრამ რემბრანდტი იმდენად დიდ მხატვრადაა აღიარებუ-ლი, რომ ამსტერდამის მუზეუმმა იგი კერძო კოლექციონე-რისაგან 80 მილიონ დოლარად შეიძინა. ასეთ რამეს რემ-ბრანდტი, სიცოცხლეში ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდა. მიუხედავად იმისა, რომ სახელგანთქმული მხატვარი იყო, ის თავის სურათებს იმ ფასადაც კი ვერ ყიდდა, რომ მევა-ლეებისაგან დაეღწია თავი. ცხოვრების ბოლოს რემბრან-დტი იძულებული იყო, ამსტერდამის ღარიბულ უბნებში ექირავა ბინა.

ოქროსფერი სამყარო და განათების დიდოსტატი„ვერც ერთი მხატვარი დედამიწაზე ვერ შეედრება მას ტონალობების მუსიკაში.” _

წერდა რემბრანდტის შესახებ XIX ს რუსი მხატვარი ილია რეპინი. მართლაც, რემბრანდ-ტის ნამუშევრები არა ფერთა სიუხვით, არამედ ტონალობების სიმრავლით გამოირჩევა. მხოლოდ რემბრანდტისათვის დამახასიათებელი, თბილი მოყავისფრო-ოქროსფერი კო-ლორიტი ადვილად ამოსაცნობს ხდის მის ნამუშევრებს. ხელოვნებათმცოდნეები მიიჩ-ნევენ, რომ რემბრანდტი შეუდარებელია განსაკუთრებული განათების შექმნაში. განა-თება ამ მხატვრის ნამუშევრებში „მეტყველებს” _ ახასიათებს პერსონაჟებს და გაცნობს სურათის შინაარსს.

რემბრანდტი, „კატრინა ჰოგასტის პორტრეტი”

დაწუნებული შედევრითავდაპირველად სურათი „იულიუს ცივი-

ლისის შეთქმულება” 6 კვადრატული მეტრის ტილოზე იყო დახატული. დღეს მხოლოდ მისი ცენტრალური ნაწილია შემორჩენილი. რემბ-რანდტმა იგი ცალკეულ ნაწილებად დაჭრა. ზუსტად არავინ იცის, რა იყო ამის მიზეზი. შეიძლება მხატვარს ახალი ნამუშევრებისათ-ვის ტილო დასჭირდა ან, უბრალოდ, შეურაც-ხყოფილად გრძნობდა თავს. საქმე ისაა, რომ 1661 წელს ეს სურათი რემბრანდტს ამსტერ-დამის რატუშისათვის დაუკვეთეს. შემდეგ კი მიიჩნიეს, რომ ნამუშევარი მათი მოთხოვნის დონეს არ აკმაყოფილებდა. იმ პერიოდში მკაფიო ფორმებით შექმნილ ნამუშევრებს ანი-ჭებდნენ უპირატესობას. რემბრანდტის ხატვის სტილი მოდაში აღარ იყო. რემბრანტს სურათი ჯერ დაუბრუნეს და გადაკეთება მოსთხოვეს, შემდეგ კი შეკვეთა საერთოდ გა-აუქმეს.

რემბრანდტი, „იულიუს ცივილისის შეთქმულება”

77

მხატვრული ანალიზი

• შენი აზრით, როგორ ქმნის მხატვარი სურათ-ში საიდუმლოს, შეთქმულების განწყობას?

• როგორია კომპოზიციური აგება, ფიგურათა ჟესტები, მხატვრული ფორმები (დააკვირდი ბელადების სახეებს), ფერთა გამა?

• დააკვირდი განათებას. როგორ ფიქრობ, რის გამოხატვა სურდა მხატვარს ასეთი განათე-ბით?

რელიგიური თემებირემბრანდტი ნაყოფიერი შემოქმედი იყო. მან

400-მდე სურათი, 300-მდე გრავიურა* და 1000-მდე ნახატი შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდის ჰოლანდიაში რელიგიურ სიუჟეტებზე შექმნილ სუ-რათებზე მოთხოვნა დიდი არ იყო, რემბრანდტი-სათვის რელიგიურ თემატიკას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მან ამ თემას ბევრი სურათი მიუძღვნა. მათ შორისაა სურათი “ვახშამი ემაუსში”.

კარავაჯო, „ვახშამი ემაუსში”

რემბრანდტი, „ვახშამი ემაუსში”

ქრისტე ემაუსშიმხატვრული ანალიზი

შენ უკვე იცნობ კარავაჯოს სურათს „ვახშამი ემაუსში”. საინტერესოა, როგორ გამოსახა იგივე სიუჟეტი რემბრანდტმა თავის ნამუშევარში?

• რა მსგავსებას ხედავ ამ ორ ნამუშევარს შორის?• დაახასიათე, რით განსხვავდება რემბრანდტის სურათის პერსონაჟები, ნამუ-

შევარში შექმნილი გარემო, ფერთა გამა და მხატვრული ფორმები კარავაჯოს ნამუშევრისაგან.

• კარავაჯოს სურათისაგან განსხვავებით, რა როლი ენიჭება განათებას რემბ-რანდტის ამ ნამუშევარში?

• როგორ განწყობას გიქმნის კარავაჯოსა და რემბრანდტის ეს ნამუშევრები?

78

ქრისტე ემაუსში რემბრანდტის ერთ-ერ-თი საყვარელი სიუჟეტი იყო. მან ამ თემაზე უფრო ადრეც, 1629 წელს, ძალზე საინტერე-სო სურათი დახატა. შეადარე ერთმანეთს ამ სიუჟეტზე შექმნილი რემბრანდტის სურათე-ბი.

გახდი მკვლევარირემბრანდტმა ცხოვრების რთული გზა გაიარა.

მას ჰქონია როგორც მატერიალური კეთილდღე-ობის, ასევე გაჭირვების პერიოდებიც, მაგრამ იგი ყოველთვის დიდოსტატად რჩებოდა. მოიძიე ინფორ-მაცია მისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.

დაფიქრდი და უპასუხერემბრანდტი რეალისტ მხატვრადაა მიჩნეული. როგორ ფიქრობ, მის ნამუშევრებ-

ში სინამდვილე უშუალოდაა ასახული, თუ რაიმე მოვლენისადმი შემოქმედის საკუთარი მხატვრული ხედვაა გამოხატული? შენი აზრით, რაში გამოიხატება რეალიზმი რემბრან-დტის ნამუშევრებში?

რემბრანდტი, „ვახშამი ემაუსში”

რემბრანდტი, „ავტოპორტრეტი”

დააკვირდი და უპასუხედააკვირდი განათებას ამ ნამუშევრებში. რომელი ადგილები და ფიგურებია განა-

თებული და რომელი _ ჩაბნელებული? როგორ ფიქრობ, რის მინიშნება სურდა მხატ-ვარს განათებით ერთსა და მეორე შემთხვევაში?

79

პრაქტიკული სამუშაორემბრანდტმა 30-მდე ავტოპორტრეტი დახატა. მათში საოცარი ოსტატობი-

თაა ასახული მხატვრის მთელი ცხოვრება. ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, როგორ გამოიყურებოდა ან გრძნობდა თავს რემბრანდტი თავისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე: მაშინ, როდესაც, სულ ახალგაზრდა, გეგმებითა და იმედებით სავსე, მშობ-ლიურ ქალაქ ლეიდენიდან ამსტერდამში გადავიდა საცხოვრებლად, ან როდესაც მის, როგორც მხატვრის, დიდ წარმატებას დიდი სიყვარულიც დაერთო და ახალ-დაქორწინებულმა რემბრანდტმა საკუთარი სახლი იყიდა, როდესაც იგი ფინანსურ და პირადულ კრიზისს განიცდიდა, ან ცხოვრების ბოლოს, როდესაც, მევალეებით შეწუხებული, სულ მარტო დარჩა.

დააკვირდი და უპასუხეეს ავტოპორტრეტები სხვადასხვა დროსაა შექმ-

ნილი. შეეცადე, ამ ნამუშევრების მიხედვით დაახასი-ათო, როგორ იცვლებოდა რემბრანდტის გარეგნობა და შინაგანი სამყარო მისი ცხოვრების მანძილზე.

მართლაც, რთული საქმეა სახეზე ასაკის მომა-ტებით გამოწვეული ცვლილების გამოსახვა. მაგრამ ამის სწავლა შესაძლებელია. დააკვირდი აქ მოცე-მულ ნახატებს. მათზე ნათლადაა ნაჩვენები, თუ რო-გორ უნდა ასახო სახეზე ნაოჭები და სხვა ასაკობრი-ვი ნიშნები.

შეეცადე დახატო პორტრეტები, რომლებზეც ასაკობრივ ნიშნებს ასახავ.

მასალა: ფანქარი