june, 2011.pdf

11
www.cida.ge ყოველთვიური ელექტრონული გამოშვება #18 ივნისი თქვენი ადგილობრივი პარტნიორი მარნეულში მრავალეთნიკური მუსიკალური ფესტივალი ჩატარდა 11 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში ,,ქვემო ქართლის მრავალეთნიკური მუსიკალური ფესტივალი ,,ერთი ცის ქვეშ“ – ,,კულტურათა დიალოგი“ გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორები საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეინტეგრაციის საკითხებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქვემო ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაცია, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის ქვემო ქართლის რეგიონის ფილიალი და ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ (CiDA) არიან. ,,ფესტივალის მონაწილეები საკუთარი შესაძლებლობებით ცდილობენ გამოხატონ ერთობა და ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვნად წაახალისებს ამ ბავშვებსა და მათ მშობლებს შორის ურთიერთობას. ეს არის ის, რასაც ჩვენი სახელმწიფოს მომავალი ეფუძნება, ვინაიდან ეროვნული მრავალფეროვნება ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრეა. ფესტივალი მესამედ ტარდება და იმედი მაქვს, რომ საერთო ძალისხმევით ამ ინიციატივას მომავალ წელსაც განვახორციელებთ’’, – განაცხადა CiDA დირექტორმა ზვიად დევდარიანმა. გასულ წლებში ფესტივალს წალკამ და დმანისმა უმასპინძლეს. ფესტივალში ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებისა და რუსთავის ფოლკლორული ანსამბლები, კლასიკური მუსიკის შემსრულებლები და სამუ- სიკო სკოლები მონაწილეობდნენ. ,,მუსიკას არ სჭირდება ეროვნულობა. გადავწყვიტე, დამეარსებინა ეროვნული უმცირესობების მუსიკალური ფესტივალი და ქართველებს შეესრულებინათ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი კომპოზიტორების ან ფოლკლორული ნაწარმოებები, სხვა ეროვნების წარმომადგენლებს კი ქართული მუსიკა. იდეა ის იყო, რომ ჩვენ ერთმანეთის კულტურას პატივს ვცემთ“, – აღნიშნა კომპოზიტორთა კავშირის ქვემო ქართლის რეგიონის ფილიალის ხელმძღვანელმა მანანა ალფაიძემ.

Upload: etuna-tsotniashvili

Post on 29-Oct-2014

96 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: june, 2011.pdf

www.cida.ge

ყოველთვიური ელექტრონული გამოშვება#18 ივნისი

თქვენი ადგილობრივი პარტნიორი

მარნეულში მრავალეთნიკური მუსიკალური ფესტივალი ჩატარდა

11 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში ,,ქვემო ქართლის მრავალეთნიკური მუსიკალური ფესტივალი ,,ერთი ცის ქვეშ“ – ,,კულტურათა დიალოგი“ გაიმართა.

ფესტივალის ორგანიზატორები საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეინტეგრაციის საკითხებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქვემო ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაცია, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის ქვემო ქართლის რეგიონის ფილიალი და ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ (CiDA) არიან.

,,ფესტივალის მონაწილეები საკუთარი შესაძლებლობებით ცდილობენ გამოხატონ ერთობა და ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვნად წაახალისებს ამ ბავშვებსა და მათ მშობლებს შორის ურთიერთობას. ეს არის ის, რასაც ჩვენი სახელმწიფოს მომავალი ეფუძნება, ვინაიდან ეროვნული მრავალფეროვნება ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრეა. ფესტივალი მესამედ ტარდება და იმედი მაქვს, რომ საერთო ძალისხმევით ამ ინიციატივას მომავალ წელსაც განვახორციელებთ’’, – განაცხადა CiDA დირექტორმა ზვიად დევდარიანმა.

გასულ წლებში ფესტივალს წალკამ და დმანისმა უმასპინძლეს. ფესტივალში ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებისა და რუსთავის ფოლკლორული ანსამბლები, კლასიკური მუსიკის შემსრულებლები და სამუ-სიკო სკოლები მონაწილეობდნენ.

,,მუსიკას არ სჭირდება ეროვნულობა. გადავწყვიტე, დამეარსებინა ეროვნული უმცირესობების მუსიკალური ფესტივალი და ქართველებს შეესრულებინათ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი კომპოზიტორების ან ფოლკლორული ნაწარმოებები, სხვა ეროვნების წარმომადგენლებს კი ქართული მუსიკა. იდეა ის იყო, რომ ჩვენ ერთმანეთის კულტურას პატივს ვცემთ“, – აღნიშნა კომპოზიტორთა კავშირის ქვემო ქართლის რეგიონის ფილიალის ხელმძღვანელმა მანანა ალფაიძემ.

Page 2: june, 2011.pdf

ww

w.c

ida

.ge

მუსიკალურ ფესტივალს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილი, ქვემო ქართლში პრეზიდენტის სახეელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი ნინო ბასილაშვილი და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. როგორც ეკა ტყეშელაშვილმა განაცხადა, მსგავსი მუსიკალური ფესტივალის ჩატარებას მრავალეთნიკურ რეგიონებში განსაკუთრებული დატვირთვა აქვა. ფესტივალის ბოლოს მონაწილეებს

ღონისძიება თანადაფინანსებულია პროექტის „მულტიეთნიკური ნდობის მშენებლობის ქსელი“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)”. პროექტი

ხორციელდება ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმის (ICOBERM) ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი (EU) და ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა

(UNDP).

Page 3: june, 2011.pdf

ww

w.c

ida

.ge

ტრენინგი სახელმწიფო შესყიდვების საკითხზე

25 ივნისს, ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)“–ს ოფისში, ,,სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრი– ქვემო ქართლი“ პროექტის ფარგლებში ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის თემა სახელმწიფო შესყიდვები და შესყიდვების შესა-ხებ კანონში შესული ცვლილებები იყო. ტრენინგს ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების შესყიდვების სამსახურების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,1 იანვრიდან ძალაშია ელექტრონული ტენდერები, გარკვეული სპეციფიკაა ტენდერების, რომლებიც არ არის დეტალურად გაწერი-ლი კანონში და მთელი რიგი საკითხები რეგულირდება პრაქტიკუ-ლი გამოცდილების გათვალისწინებით, შესაბამისად, ერთმანეთს

ვუზიარებთ გამოცდილებას როგორც შემსყიდველი ორგანიზაციები. შესყიდვების კანონმდებლობა ჯერ კიდევ რეფორმის ეტაპზეა, თითონ სააგენტოსაც აქვს თხოვნა, რომ შეიძლება არსებობდეს რაღაც კაზუსები და თუ იქნება კონკრეტუ-ლი და ლოგიკური გადაწყვეტის გზები, მიესალმებიან ასეთ იდეებს“, - განაცხადა სახელმწიფო შესყიდვე-ბის ექსპერტმა შალვა ჯულაყიძემ.

,,ტრენინგი საინტერესოა იმ მხრივ, რომ ძალიან ბევრი საკითხია ისეთი, რომელიც კითხვას იწვევს შესწიდვების საკითხთან დაკავშირებით, თვითონ კანონში მშრალადაა ზოგიერთი საკითხი, მაგალითად საპროექტო მომსახურებაზე შეგიძლია ჩაატარო კონკურსი და არ არის გაწერილი, ამასთანავე გუშინ შევიდა ცვლილება კანონში და დღეს უკვე ვმსჯელობთ ამაზე“, – განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის შესყიდვების სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა მაია ასლანიშვილმა.

მსგავსი ტრენინგი იანვარში ელექტრონულ ტენდერებთან დაკავშირებით ჩატარდა. ,,სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრი– ქვემო ქართლი“ პროექტის მიზანი ქვემო ქართლის

სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობაა.პროექტი ჯერმან მარშალ ფონდის შავი ზღვის პროექტის მიერ არის დაფინანსებული და მას ,,სამოქალაქო

განვითარების სააგენტო (CiDA)“ ახორციელებს.

Page 4: june, 2011.pdf

ww

w.c

ida

.ge

არასამთავრობო სექტორის აქცია ,,გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“

14 ივნისს, სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტოს” (CiDA) ინიციატივით, ,,სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრი– ქვემო ქართლი“ პროექტის ფარგლებში აქცია ჩატარდა სახელწოდებით ,,გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე”.

აქცია 13 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, რუსთავსა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში, გარდაბანსა და მარნეულში ერთდროულად დაიწყო.

,,აქციის მიზანია, მოვუწოდოთ მოსახლეობას, გამოიჩინოს კეთილი ნება და უსასყიდლოდ გ ა ი ღ ო ს სისხლი მათთვის, ვისაც ეს ესაჭიროება”, – განაცხადა ,,რეგინფოსთან” საუბარში პროექტის ა ს ე ს ტ ე ნ ტ მ ა რუსუდან მეტრეველმა.

აქციის ფარგლებში რ უ ს თ ა ვ შ ი , კ ო ს ტ ა ვ ა ს გ ა მ ზ ი რ ზ ე პ რ ო ე ქ ტ ი ს

თანამშრომლებმა, ,,სამოქალაქო ინიციატივების ქართული ასოციაციის (სიქა)“, ,,შემოქმედებითი ჯგუფის“, ,,ინდიგოს“, ,,ახალგაზრდა ინიციატორთა სახლისა“ და ,,რეგიონული განვითარების ახალგაზრდული ორგანიზა-ციის“ წარმომადგენლებმა მოქალაქეებს აქციასთან

დაკავშირებული საინფორმაციო ბუკლეტები და ჰაერის ბუშტები დაურიგეს.

,,ჩვენ შევუერთდით აქციას ,,გაიღე სისხლი, გადაარჩნე სიცოცხლე“. მნიშვნელოვანი აქციაა და მოვუწოდებთ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, ჩაერთონ აქციაში. მზად ვარ, თავადაც გავიღო სისხლი“, – აღნიშნა ,,აისი“–ს წარმომადგენელმა თიკო გუჯიაშვილმა.

აქციას მარნეულში ,,მარნეულის ახალგაზრდული ცენტრი”, გარდაბანში კი – ,,ახალი ინიციატივა ქვემო ქართლში” შეუერთდნენ.

, , ს ა მ ო ქ ა ლ ა ქ ო ო რ გ ა ნ ი ზ ა ც ი ე ბ ი ს განვითარების ცენტრი– ქვემო ქართლი“ პროექტის მიზანი ქვემო ქართლის სამოქალაქო ო რ გ ა ნ ი ზ ა ც ი ე ბ ი ს გ ა ნ ვ ი თ ა რ ე ბ ი ს ხელშეწყობაა.

პროექტი ჯერმან მარშალ ფონდის შავი ზღვის პროექტის მიერ არის დაფინანსებული და მას ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)“ ახორციელებს.

Page 5: june, 2011.pdf

ww

w.c

ida

.ge

ქვემო ქართლის სამოქალაქო სექტორმა ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნა

1 ივნისს, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) ინიცირებით, ქვემო ქართლის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ერთობლივად აღნიშნეს.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები CiDA–ს ოფისში სოციალურ მუშაკს მადონა დოდაშვილს შეხვდნენ და ბავშვთა ძალადობის საკითხებზე ისაუბრეს. დოდაშვილმა ძალადობის ფორმებზე და დეფინიციებზე ისაუბრა.

,,ბავშვები ძალადობის გარეშე, ასე ერქვა ჩვენს შეხვედრას. საინტერესო იყო იმით, რომ მონაწილეები აქტიურად ჩაებნენ დისკუსიაში და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გავიზიარეთ ამ მიმართულებით”, - განაცხადა სოციალური სააგენტოს ბავშვზე ზრუნვის სოციალურმა მუშაკმა მადონა დოდაშვილმა.

,,ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, აქტიური დისკუსია გაიმართა. ოჯახური ძალადობა და ბავშვზე ძალადობა აქტუალური თემებია საზოგადოებაში. ინფორმაცია მივიღეთ ძალადობის ფაქტებზე რეაგირება როგორ უნდა მოხდეს. დისკუსიამაც აჩვენა, რომ ძალადობის მსხვერპლი არ არის დაცული კანონმდებლობით, გარდა ამისა საზოგადოებაშიც ძალადობის აღქმა არასწორი და არაადეკვატურია”,-აღნიშნა ,,სიქა”-ს წარმომადგენელმა ინგა პაიჭაძემ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ქვემო ქართლის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები რუსთავის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს ეწვევნენ და პატარებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცეს. ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა საჩუქრად ბურთები, სახატავი რვეულები, საღებავები და სხვა საჭირო ნივთები მიიღეს.

,,დიდი მადლობა ყველას, ვისაც გაახსენდა ჩვენი ბავშვები 1ივნისს. ძალიან კარგი საჩუქრები მივიღეთ, ისეთი, რომელიც მართლა გვჭირდებოდა. იმედი

მაქვს, თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება”, - განაცხადა ბავშვთა სახლის დირექტორმა ნათია მაზანაშვილმა.ღონისძიება ,,სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრი– ქვემო ქართლი“ პროექტის ფარგლებში

ჩატარდა. პროექტის მიზანი ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობაა. პროექტი ჯერმან

მარშალ ფონდის შავი ზღვის პროექტის მიერ არის დაფინანსებული და მას ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ (CiDA) ახორციელებს.

Page 6: june, 2011.pdf

ww

w.c

ida

.ge

კონსულტაციები ქვემო ქართლის სამოქალაქო სექტორისთვის ფინანსურ

და იურიდიულ საკითხებში

რუსთავის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, ,,სამოქალაქო ორგანიზაციების

განვითარების ცენტრი– ქვემო ქართლი“ პროექტის ფარგლებში, უფასო

კონსულტაციები ჩაუტარდათ ფინანსურ და იურიდიულ საკითხებში.

კონსულტანტები ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)“-ს

ფინანსური მენეჯერი ნუგზარ არველაძე და მოწვეული იურისტი ნათია

ქოქიაშვილი იყვნენ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა

იურიდიულ, საგადასახადო და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით

არსებულ პრობლემებზე კონკრეტული განმარტებები მიღეს.

,,გამოიკვეთა პრობლემა ერთ-ერთ რუსულენოვან სკოლასთან

დაკავშირებით, რომელიც არ იღებს პირველკლასელებს. ავუხსენი, რომ

წერილობით უნდა მიმართოს სკოლის დირექტორს, მისი პასუხის შემდეგ

ვიმოქმედებთ, მივმართავთ განათლების სამინისტროს, თუ სამინისტრო

არაადეკვატურ პასუხს მოგვცემს, მივმართავთ სასამართლოს. იყო

პრობლემა ეთნიკურ მოსახლეობაში ნასამართლეობის ცნობის აღებასთან

დაკავშირებით. მომსახურების სააგენტო გასცემს ამ ცნობას ქართულ

ენაზე, ცნობაში უფიქსირდებათ ძე ან ასული და როცა უნდა ითარგმოს,

ითარგმნება შესაბამისად, მაშინ, როცა დაბადების მოწმობაში აქვთ ოღლი.

საერთო ჯამში, შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა და ყველა საკითხზე

შესაბამისი კონსულტაცია გავეცი“ – განაცხადა იურისტმა ნათია

ქოქიაშვილმა.

,,ძალიან კარგი, საჭირო და საინტერესო კონსულტაციები იყო. რაც

გვქონდა გასარკვევი, გავარკვიეთ. ყველა საკითხზე ამომწურავი პასუხი

მივიღეთ. კიდევ უფრო საინტერესო იყო იმით, რომ მომავალშიც გვეძლევა

საშუალება მეორადი კონსულტაციის მიღების”, –აღნიშნა კოდის სათემო

განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ დარჩიამ.

პროექტის კოორდინატორის ლიანა ჩარკვიანის თქმით,

კონსულტაციები ფინანსურ და იურიდიულ საკითხებზე სამოქალაქო

სექტორის წარმომადგენლების მოთხოვნის მიხედვით ჩატარდა. უფასო

კონსულტაცია ცოტა ხნის წინ იურიდიულ საკითხებზე მარნეულის

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გაეწიათ.

,,სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრი– ქვემო

ქართლი“ პროექტის მიზანი ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციების

განვითარების ხელშეწყობაა.

პროექტი ჯერმან მარშალ ფონდის შავი ზღვის პროექტის მიერ არის

დაფინანსებული და მას ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)“

გადაცემა „ჩვენს ეზოში“ MCBN პროექტის კვლევის

გამოცდილება იყო განხილული

18 ივნისს საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერით გადაიცა გადაცემა, პროგრამა „ჩვენი ეზოს“ ფაგლებში. ეს პროგრამა, ზოგადად, ემსახურება ინტეგრაციისა და ტოლერანტობის საკითხების გაშუქებას. გადაცემა კი – დაეთმო საქართველოში სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ კვლევებს. კვლევების მიზნების, მეთოდოლოგიების, ინსტრუმენტებისა და ზოგადად გამოცდილების განხილვას.

გადაცემაში სამი მთავარი სტუმარი იყო მიწვეული, მათ შორის CiDA–ს დირექტორი ზვიად დევდარიანი. სტუმრებმა ისაუბრეს მათ მიერ განხორციელებულ უახლოეს გამოკვლევებზე, რომლებიც ეროვნული უმცირესობების საკითხებზე განხორციელდა. CiDA–ს დირექტორმა COBERM–ის ფარგლებში დაფინანსბეული MCBN პროექტის კვლევით მიმართულებაზე ისაუბრა. მიმოიხილა ძირითადი შედეგები, მნიშვნელოვანი მიგნებები, ნდობაზე კვლევის მიმართ და ისაუბრა ზოგადად რეგიონული ჩართულობის მნიშვნელობაზე სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით.

Page 7: june, 2011.pdf

ww

w.c

ida

.ge

CiDA-ში G-PAC-ის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

9 ივნისს, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) ოფისში, ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის G-PAC-ის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

,,საჯარო პოლიტიკა, ადვოკატირება და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში” (G-PAC) პროექტის, კერძოდ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში, ვაკეთებთ ერთ-ერთი საგრანტო პროგრამის პრეზენტაციას. კონკურსი გამოცხადებულია და ეწოდება ,, მოქალაქეთა ადვოკატირების გრანტების პროგრამა”. გვსურს, ფინანსურად დავეხმაროთ ისეთ რეგიონულ ორგანიზაციებს, რომლებიც ძირითადად მოქალაქეთა ინტერესების დაცვაზე არიან ორიენტირებული ”, – განაცხადა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის წარმომადგენელმა სალომე მეხუზლამ.

„საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ (G-PAC) ოთხწლიანი პროექტია, რომელსაც ორგანიზაცია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI,) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. პროექტი წარმატებული რეფორმების შემუშავებასა და განხორციელებაში სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდას და საზოგადოების ინტერესების უკეთ დაცვას ისახავს მიზნად.

კონკურსი უკვე მეორედ გამოცხადდა, პირველ ეტაპზე, გასული წლის ნოემბერში 15 არასამთავრობო ორგანიზაცია დაფინანსდა.

კონკურსი ამჯერად მაისის შუა რიცხვებში დაიწყო და 15 ივნისს მთავრდება. კონკურსის შესახებ ინფორმაცია ელექტრონული მედიის საშუალებით გავრცელდა, მათთვის კი, ვისაც ხელი ნაკლებად მიუწვდება ინტერნეტზე, G-PAC- ი შეხვედრებს რეგიონებში ატარებს. ქვემო ქართლის არასამთავრობო სექტორთან შეხვედრამდე პროგრამის პრეზენტაცია გორში გაიმართა.

,,საინტერესო კონკურსია. ახალი შანსია იმისთვის, რომ რეგიონული ორგანიზაციები განვითარდეს. ჩვენ პირველ რაუნდშიც მივიღეთ მონაწილეობა, მაგრამ არ დაგვიფინანსეს პროექტი. იმედს ვიტოვებთ, რომ ახლა გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ ადვოკატირების კუთხით გარკვეული საქმიანობა განვახორციელეთ და გამოცდილებაც მივიღეთ”, – აცხადებს ,,ინდიგოს“ გამგეობის თავმჯდომარე ნაია იობაშვილი.

პროექტის „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ (G-PAC) პრეზენტაცია, CiDA-ს ორგანიზებით, „სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრი – ქვემო ქართლი“ (SCO) პროექტის ფარგლებში გაიმართა.

„სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრის“ პროექტის მიზანს ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. პროექტი ჯერმან მარშალ ფონდის შავი ზღვის პროექტის მიერ არის დაფინანსებული.

Page 8: june, 2011.pdf

ww

w.c

ida

.ge

წალკაში მცხოვრები სომეხი ეროვნების ბავშვები თბილისში

იმყოფებოდნენ

20 ივნისს ქვემო ქართლის არასამთავრობო ორგანიზაციამ კავშირი ,,კამურჯ ხიდი”, ,,სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრი– ქვემო ქართლი“ პროექტის ფარგლებში, ღონისძიება მოაწყო. ორგანიზაციამ წალკის მუნიციპალიტეტის სომეხი ეროვნების ბავშვები ექსკურსიაზე თბილისში წაიყვანა და დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერებინა.

,,ეს ბავშვები არიან სხვადასხვა აქტივობების შედეგად შერჩეული, ქართულ ენასა და ისტორიაში წარმატებული ბავშვები. სულ 18 ბავშვი და 3 პედაგოგი გვყავდა წაყვანილი. ჩვენ გვინდოდა, რომ მათ თბილისზე, როგორც ინტერკულტურულ ქალაქზე, ჰქონოდათ წარმოდგენა და მართლაც სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩნენ, როდესაც ნახეს, რომ თბილისში იყო მათი რელიგიური თუ კულტურული

ღირსშესანიშნაობანი”, _ განაცხადა ,,კამურჯ ხიდის” თავმჯდომარე გიორგი ჭაუჭიძემ.ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა სომხური ეკლესია და საიათნოვას სასაფლაოც ინახულეს, გაისეირნეს

მშვიდობის ხიდზე. ექსკურსია ფუნიკულიორზე, მთაწმინდის პარკში გართობით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ბავშვების უმეტესობა თბილისში პირველად იყო.

,,აისი“ პროექტს ,,მწვანე სიცოცხლის ფერია“ ახორციელებს

,,ახალგაზრდა ინიციატორთა სახლი (აისი)“, CiDA–ს მიერ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე გაცემული მცირე გრანტის ფარგლებში, პროექტს ,,მწვანე სიცოცხლის ფერია“ ახორციელებს. ორგანიზაციამ რუსთავის კერძო სკოლა ,,მნათობსა“ და მე–17 საჯარო სკოლაში ტრენინგები ჩაატარა. ტრენინგი 13–15 წლის ასაკის მოზარდებისთვის იყო გათვალისწინებული და საგზაო წესების შესწავლას უკავშირდებოდა. ტრენერები ბავშვთა სახლების აღსაზრდელები იყვნენ, რომლებმაც თავდაპირველად საგზაო წესებთან დაკავშირებით ტრენინგი თავად გაიარეს.

,,ტრენინგის მიზანია ბავშვებმა, როგორც ფეხით მოსიარულეებმა, დაიცვან საგზაო წესები. ამისათვის მათ უნდა იცოდნენ საგზაო წესები. გავაცანით ეს წესები და საკმაოდ კყაყოფილი დარჩნენ“, - აღნიშნა ,,აისი“–ს თავმჯდომარე ცია ცხოვრებაშვილმა.

რუსთავის გარდა მსგავსი ტრენინგები გარდაბნის 1–ელ, ბოლნისის მე–3 და მარნეულის რაიონის სოფელ საიმერლოს სკოლებში ჩატარდა.

სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები

Page 9: june, 2011.pdf

ww

w.c

ida

.ge

გარდაბნის არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებმა ,,გალაკტიონობა 2011“–ში მიიღეს მონაწილეობა

18 ივნისს გარდაბნის მუნიციპალიტეტის არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებმა, რომლებმაც 9 ივნისს პროექტ ,,ჩვენ გვიყვარს გალაკტიონი“ კონკურსში გაიმარჯვეს, ვანის რაიონის სოფელ ჭყვიშში გამართულ ,,გალაკტიონობა 2011“–ში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების ორგანიზატორი ქვემო ქართლის არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მთაწმინდის მთვარე“ იყო. ორგანიზაცია პროექტს ,,ჩვენ გვიყვარს გალაკტიონი“, ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)“-ს მხარდაჭერით, ,,სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრი– ქვემო ქართლი“ პროექტის ფარგლებში ახორციელებს.

,,კონკურსმა დიდი ინტერესითა და ოვაციებით ჩაიარა. გამარჯვებულები, რომლებიც გამოავლინა კომპეტენტურმა ჟიურიმ, დავაჯილდოვეთ გალაკტიონის 25 ტომეულით, რჩეულებით, გალაკტიონის ბიუსტით და ფულადი პრემიით. ნომინაციებში გამარჯვებულების სახელები დავაფიქსირეთ ბანერზე, რომელიც შეინახება მუზეუმში და გამოიფინება ყოველ გალაკტიონობაზე“, – განაცხადა ,,მთაწმინდის მთვარის“ დირექტორმა არჩილ აბესაძემ.

კონკურსის მონაწილეებმა გალაკტიონ ტაბიძის სახლ–მუზეუმი დაათვალიერეს და მდინარე რიონსა და ყუმურის შესართავთან დოღში მიიღეს მონაწილეობა. 19 ივნისს კი გელათის ტაძარი და მოწამეთას სამონასტრო კომპლექსი ინახულეს.

ორგანიზაცია კონკურსის ,,ჩვენ გვიყვარს გალაკტიონი“ ჩატარებას გარდაბნის შემდეგ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ყველა რაიონში გეგმავს.

,,სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრი– ქვემო ქართლი“ პროექტის მიზანი ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობაა. პროექტის ფარგლებში ცოტა ხნის წინ მცირე გრანტი შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციაზე გაიცა.პროექტი ჯერმან მარშალ ფონდის შავი ზღვის პროექტის მიერ არის დაფინანსებული და მას ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)“ ახორციელებს.

Page 10: june, 2011.pdf

ww

w.c

ida

.ge

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის საფუძვლებზე ტრენინგი ჩატარდა

29–30 ივნისს, ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო”-ს (CiDA)“ ოფისში, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის თემა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის საფუძვლები იყო.

,,ორდღიანი ტრენინგი საშუალებას არ იძლევა სრულფასოვნად ჩაატაროს ადამიანმა კვლევა, მაგრამ იმის შესაძლებლობას გვაძლევს, გავარკვიოთ რა ტიპის მეთოდები არსებობს კვლევის, როდის შეიძლება მათი გამოყენება,

ვასწავლით როგორ უნდა შედგეს მარტივი ანკეტა, რამდენად სწორად ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ, როგორ უნდა დაისვას კითხვა, ანუ ინფორმაციის ამოღების ელემენტარული ხერხების შესწავლა ხდება. გარდა ამისა, ტრენინგის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება სხვანაირად წაიკითხო სხვის მიერ გაკეთებული კვლევის ანაგრიში“, – განაცხადა გამოყენებითი კვლევების კომპანია (ARC)–ის დირექტორმა მარინა იმერლიშვილმა.

აღნიშნული საკითხების გარდა, ტრენინგის მონაწილეები გაეცვნენ როგორ ხდება შერჩევის დაგეგმვა, გამოკითხვის პროცესი, ინტერვიუერთა

შერჩევა, მომზადება და მიიღეს რეკომენდაციები ინტერვიუერებისთვის. ,,ძალიან საინტერესო ტრენინგია, თავად შეხება გვქონდა და რამდენჯერმე ჩავატარეთ სოციოლოგიური

კვლევა. ამჟამად საპროექტო წინადადება გვაქვს შეტანილი, რომელიც მოიცავს კვლევებს და საინტერესოა იმ კომპანიის აზრი და გამოცდილება, რომელიც მუშაობს უშუალოდ ამ საკითხებზე“, – განაცხადა კავშირის ,,გზანათელი“ წარმომადგენელმა ზურაბ ჭანიაშვილმა.

ტრენინგი ორგანიზებულია პროექტის ,,სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრი– ქვემო ქართლი“ ფარგლებში. პროექტის მიზანია ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობაა. პროექტი ჯერმან მარშალ ფონდის შავი ზღვის პროექტის მიერ არის დაფინანსებული და მას ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) ახორციელებს.

Page 11: june, 2011.pdf

ww

w.c

ida

.ge

ჩვენი მიმდინარე პროექტების დონორები და პარტნიორები

გამოცემა მომზადებულია “სამოქალაქო

განვითარების სააგენტოს”მიერ

Georgia

მცირე ბიზნეს გრანტებზე მორიგი კონკურსი გამოცხადდა

,,იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრირების პროექტ (SIIMS)“-ის დევნილ ქალთა მცირე ბიზნესის განვითარების კომპონენტის ფარგლებში ქალთა ბიზნესის დაფინანსების მესამე ეტაპი გამოცხადდა. ამ ეტაპზე აპლიკანტების განაცხადების მიღება მიმდინარეობს, რომელიც 24 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

,,ამის შემდეგ მოხდება იდეების შერჩევა, შერჩეული აპლიკანტები გაივლიან ტრენინგებს ბიზნესის ადმინისტრირებაში. ბიზნეს–გეგმების წარმოდგენის შემდეგ აირჩევა 26 აპლიკანტი, რომელიც საბოლოოდ დაფინანსდება“, - განაცხადა SIIMS–ის პროექტის ქალთა ბიზნესის განვითარების CiDA-ს ოფიცერმა შორენა კოჭლამაზაშვილმა.

ქალთა მცირე ბიზნესის განვითარების კომპონენტის ფარგლებში პირველ და მეორე ეტაპზე უკვე დაფინანსებულია 57 მცირე გრანტი. თითოეული გრანტის ოდენობა 950 აშშ დოლარით განისაზღვრება.

,,იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრირების პროექტს (SIIMS)“ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს. სამწლიან პროექტს ორგანიზაციები ქეა ნორვეგია”და ქეა საერთაშორისო კავკასიაში”ახორციელებენ. პროექტის ადგილობრივი განმახორციელებელი პარტნიორია ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)“.