ფრანკფურტი

3
შშშშშშ შშშ შშშშშშშ შშშშშშშშშშ ღღღღღ ღღღღ ღღღღღღ, ღღ ღღღღ ღღღღ, ღღ ღღღღ ღღღღღღღ... ღღღღღ ღღღღღ-ღღღღღ ღღ, ღღღღ ღღღღღღ ღღღღ ღღღ ღღღღღღღ ღღღღღღღ ღღღღღღღღღღღ ღღღღ, ღღ - ღღ ღღღღღღღ, ღღღღღღღ ღღღღღღღ ღღღღღღღ ღღ ღღღღ ღღღღღღღღ ღღღღღ ღღღღღღღღღღღღ ღღღღღღღ ღღღღღღღღღღღღღღ, ღღღღღღღ ღღღღღღღღ ღღღღღღღღ ღღღღღღღ. ღღ, ღღღღღღღღღღღ ღღღ, ღღღღღღღ ღღღღღღღღღღღ ღღღღღღღ.. ღღღღღღღღღღღ ღღღღღღღღღ ღღღღღღღ ღღღღღ ღღღღღღღ ღღღღღღღღ ღღღღღღღღ ღღ ღღღღღღღ ღღღღღღღ. ღღღღღ ღღ ღღღღღღღღ ღღღღღღღ ღღღღღღღღღღ, ღღღღღღღღღღღღ ღღღღღღღღღ ღღღღღღღ ღღღღღღღღღღ, ღღ, ღღღღღღღღღღღღ ღღღღ ღღღღღღღღ ღღღღღღღ ღღღღღღ - ღღღღ ღღღ ღღღღღ ღღღღღღღ, ღღღღღღ ღღღ ღღღღღღღღ ღღღღღღღღღღ ღღღღღღღ ღღღღღღ ღღღღღ ღღღღღღღღ ღღღღ ღღღღღღღ, ღღ ღღღ ღღღღღღღღ ღღ ღღღღ ღღღღღღღ ღღღღ ღღღ ღღ, ღღ ღღღღღღღ ღღღღღღღღ, ღღღღღღღღ, ღღღღღღღღ, ღღღღღღღღ ღღღღღღღ ღღღღ ღღ ღღღღღღ, ღღღღღ ღღღღღ ღღღღღ, ღღღღღღ ღღღღღღღღღღ ღღღღღ ღღღღღღღ ღღღღღღღღღღღღღღღ ღღღღღ ღღღღღღღღღ: ღღ ღღღღღ ღღღღ ღღღღღღ ღღღღღღ ღღ ღღღღღ ღღღღღღღ ღღღღღღღღღღღღ, ღღღღღღ ღღღღღღღღ ღღღღღღღღ, ღღღღღღღღღღ - ღღღღღღღღ ღღ ღღღ ღღღღღღღღღ ღღღღღღღღ, ღღ ღღ ღღღღღღღ ღღღღღღღღღღღღ ღღღღღღ ღღღღღღღ ღღღღღ - ღღ ღღღღღღღ ღღღღღღღღღღღღ, ღღღღღღღღ ღღღღღღღღღღ ღღღღღღღღღ ღღღღღღღ ღღღღღღღ ღღღღღღღღღღღ ღღღღღღღღღღღღღღღ ღღღ ღღღღ ღღღღღღღ. ღღღღღღ ღღღღღღღღ ღღღღღ ღღღღღღღღღ ღღღღღ ღღღღღ ღღღღ ღღღღღღღ ღღღღღღ ღღღღღღღღღღღღღ ღღღღღღღ, ღღღღღღღ, ღღღ ღღღ ღღღღღღ ღღღღღღღღღღღ. ღღღღ, ღღღღღღღღღღღ ღღღ, ღღღღღღ ღღღღღღ, ღღღღღ 3 ღღღღღღ, ღღღღღ ღღღღ ღღღღღ, ღღ ღღღღღღღ, ღღღ ღღღღღღღღღ ღღღ. ღღ ღღღღღღღ ღღღ ღღღღ ღღღღ ღღღღღღღღღღღ, ღღღღღ ღღღღღღღღღღღ, ღღღღღ ღღღღღ ღღღღღღღღღღღღღ ღღღღღღღღღღღღ ღღღღღ ღღღღღღღღღღღღ... ღღღღ, ღღღღღღღღღღღ ღღღ, ღღღღღღ ღღღღღღღღღღღ, ღღ ღღღღღღღღღღღ, ღღღღღღღღ ღღღღ ღღღღღ ღღღღღღღღ ღღღღღღღ ღღღღღღღღღ, ღღღღღღ ღღღ ღღღღღღღ ღღღღღღღღღ ღღ ღღღღღღღღღ ღღღღღღღღ, ღღღღღღღ ღღღღღღღ ღღღღღღღღ ღღღღღ ღღღღღღღღ-ღღღღღღღღღ, ღღღღღღღღღღ ღღღღღღღღღღ ღღღღღღღღ. ღღ, ღღღ, ღღღღღღ ღღღღღღ ღღღღღ ღღ ღღღღღღ ღღღღღღღ ღღღღღღღღღ ღღღღ.. ღღღ, ღღ ღღღღღ, ღღღღ ღღღღღღღღღღ ღღღ ღღღღ ღღღ ღღღღღღღღღღღ ღღღღღღღღღღ ღღღღღღღ ღღღღღღღ ღღღღღღღღღღღ ღღღღღღ, ღღღ ღღღღღღღღღღღღ ღღღღღღღღ, ღღ, ღღ, ღღღღღღღ, ღღღღღღ - ღღღღღღღღ ღღღღღღღღღღ.. ღღ ღღღ ღღღღღღ ღღღ ღღ ღღღღ ღღღღღღღღ ღღღღღღღღღღღღღ ღღღღღღღ, ღღღღღღღღ ღღღღღღ ღღღღ ღღ ღღღღღღღღღ ღღღღღღღ, ღღღღღღღღ ღღღ ღღღღღღღღ ღღღ, ღღღ ღღღღღღღღღღღღ, ღღ ღღღღღღღღ ღღღღღღღღღ ღღღღღღღღღღღ. ღღღღღღღღღ ღღღღღღ, ღღღღღღ, ღღღღღღღღღ ღღღღღღღღღ... ღღღღღღღღ ღღღღღღღღღღ ღღღღღღღღღღღღ ღღღღღღ, ღღ ღღღღღღ, ღღღღღღღღ ღღღღღღღღღღღ ღღღღღ ღღღღღღღ ღღღღღ, ღღღღღღ ღღ ღღღღღღღ - ღღღღღღ ღღღღღღღღ, ღღღღღღ ღღღღღ ღღღღღღღღღღ ღღღ ღღღღღღღღ ღღღღღღღ - ღღღღღღღღ ღღღღღ ღღღღღღღღღ ღღღღღღღღღღ.. ღღღღღღღ, ღღღღღღღღ ღღღ ღღღღღღღღ ღღღღ ღღღღღღღღღღ ღღღღღღ ღღღღღღღღღღღ, ღღღღღღღღღღ ღღღღღღღღ, ღღღღ ღღღღღღღ ღღ ღღღღღღღღღ ღღღღღღღღღღ ღღღღღღღღღღ ღღღღ ღღღღღღღ ღღღღღღღღღ, ღღღღღღღღღღღღ ღღღღღღღ ღღღღღ ღღღღღღღღღ ღღღღღღღ, ღღღღღღღღ ღღღღღღღღღღღღღღღ ღღღღღღღღღ. ღღ ღღღღღღღღღღღ ღღღღღღღღღღღღღღღღ ღღღღღღ.

Upload: tatia-mtvarelidze

Post on 05-Jan-2016

10 views

Category:

Documents


1 download

DESCRIPTION

ნათია დუნდუას ფრანკფურტი

TRANSCRIPT

Page 1: ფრანკფურტი

შლეგენ ღუჟ ვითარცა ფრანკფურტი

ღამის სამი საათია, ან ცოტა მეტი, ან ცოტა ნაკლები... თუმცა ყველა-ყველა და,

დროს სწორედ აქაა რომ ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა აქვს, აქ - ამ ქალაქში, რომელიც

არცერთი ლოგიკით არ უნდა შედიოდეს ისეთი სწორხაზოვანი ქვეყნის შემადგენლობაში,

როგორიც დიდებული დოიჩლანდ გახლავთ. ხო, ფრანკფურტში ვარ, ყველაზე არაგერმანულ ქალაქში.. შესაბამისად გერმანიის ქალაქთა შორის ჩემთვის ერთადერთ საყვარელ და

ძვირფას ქალაქში. ვინმე თუ მკითხავს რატომაა საყვარელიო, ზემოხსენებულ შეფასებას

მოვუტან არგუმენტად, აი, სიძვირფასეზე ვინც გაბედავს კითხვის დასმას - თავს დიდ შარში

ამოყოფს, იმიტომ რომ ვერაფრით გადაურჩება გრძელზე გრძელი ამბის მოსმენას იმის

შესახებ, თუ ვით დასახლდა აწ უკვე მრავალი წლის წინ აქ, ამ ქალაქში ადამიანი, რომელსაც,

მართალია, ნამდვილი სახელიც აქვს და გვარიც, თანაც არცთუ ურიგო, მაგრამ რაღატომღაც

მაინც ყველაზე მრავალსახელიანი გოგოა სამყაროში: ამ გოგოს უფრო ხშირად ნათკას ან

ბათას სახელით მოიხსენიებენ, ზოგჯერ დუნდუსაც უწოდებენ, თავისთავად - ნათიასაც და მის

რამდენიმე ვარიანტს, მე კი ყველაზე დამაჯერებლად ლუჩიას ვუწოდებ ხოლმე - იმ იტალიის

პატივსაცემად, რომელმაც ერთმანეთის ცხოვრების ნაწილად გვაქცია სამოგზაუროდ

ერთადაბარგებული ორი ცუდი ნაცნობი. მაგრამ ვინაიდან ზეპირ წყაროებში ნათკა მაინც მისი ყველაზე ხშირად დადასტურებული სახელია, ამჯერად, მას მეც ნათკად მოვიხსენიებ. ხოდა,

ფრანკფურტში ვარ, ნათკას სახლში, ღამის 3 საათია, იქნებ უფრო მეტიც, ან ნაკლები, ვის

ანაღვლებს დრო. ამ ქალაქში დრო ერთი დიდი პირობითობაა, ყოველ შემთხვევაში, მანამ

სანამ აეროპორტისკენ გამგზავრების საათი ჩამოჰკრავდეს... დიახ, ფრანკფურტში ვარ,

მაინის ფრანკფურტში, იმ ფრანკფურტში, რომელშიც ხიდს ძველი ბერძნული წარწერა

ამშვენებს, ოპერის წინ არსებულ შადრევანს კი შეზლონგზე გაწოლილი, გვერდით მოდგმულ

მაგიდაზე ლამაზ ჩაიდნიან-ფინჯნიანი, სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცი. აი, ასე, ვზივარ

ნათკას ოთხში და ნათკას სკაიპში გამოჩენას ველი.. არა, რა მოხდა, ჩემი მასპინძელი ორი

დღის წინ გავამგზავრე გაურკვეველ კრუიზში სრულიად გაურკვეველი მიზნით, ანუ

დისერტაციაზე სამუშაოდ, კი, კი, კრუიზში, სადღაც - ჩრდილოეთ ევროპისკენ.. მე მის სახლში

ვარ და თავს ჭეშმარიტ ფრანკფურტელად ვგრძნობ, ვინაიდან ზუსტად ვიცი ეს ერთადერთი

ქალაქია, რომელშიც არც პირველად ვარ, არც უკანასკნელად, და რომელშიც ყოველთვის

დავბრუნდები. ერთადერთი ქალაქი, ცხადია, გერმანიის მასშტაბით... ამიტომაც გამახსენდა

ფრანკფურტული ამბები, ის ამბები, რომლებიც მეხსიერებას ლამაზ ფერებად დაედო, ზუსტად იმ ფერებად - ნათკას ნაჩუქარი, გოეთეს ფერთა სათვალიდან რომ ირეკლება მზერაზე -

სათვალის მიღმა დარჩენილი სამყაროდან..

ოდესღაც, პირველად რომ ჩამოვედი ჩემი ბოლონიიდან ნათკას ფრანკფურტში, რამდენიღაც საათიანი, იაფი ფრენისა და ავტობუსით ორსაათიანი მგზავრობის დროს ბავშვის თანმხლები,

განუწყვეტელი ტირილის ფონზე აკიდებული სტრესით, პირდაპირ კაიზერშტრასსეზე

აღმოვჩნდი. და ფრანკფურტიც კაიზერშტრასსედან დაიწყო. ნამდვილად ასეა, ფრანკფურტი

კაიზერშტრასსეთი იწყება და უესტ ბანჰოფით მთავრდება, იმიტომ რომ პირველ ქუჩაზე

ყველაზე საეჭვო თუ საინტერესო ხალხი მოძრაობს, როგორც წესი, აი, მეორე პუნქტში კი

ყველაზე სანდო და საინტერესო ტიპი ცხოვრობს, ზემოთ არაერთგზის დასახელებული ნათკა

Page 2: ფრანკფურტი

და რა თქმა უნდა, მდებარეობს სახლი, რომელიც სტუმრიანობის მუზეუმად გამოდგებოდა

თავისუფლად, ძალიან თავისუფლად. ხოდა, კაიზერშტრასესა და უესტ ბანჰოფს შორისაა

გაშლილი ჩემი ფრანკფურტი, ჩემი, მაკოსი და ნათკასი...

ჩვენ კაიზერშტრასეზე შევიკრიბეთ - ჩვენ სამნი, მერე ფეხით ვიარეთ იმდენი, რომ გზაში

რამდენჯერმე მოვასწარი ტანსაცმლის გამოცვლა, გერმანული სიცივის მსხვერპლი რომ არ

გავმხდარიყავ და ბოლოს სტუმრიანობის მუზეუმსაც მივაღწიეთ. ასეთი იყო დასაწყისი,

გაგრძელება როგორი იყო, ამის მოყოლა მომაკვდინებელი თუ არა, მძიმე ცოდვა

აუცილებლად იქნება, ამიტომ თავს გავუფრთხილდები და არ მოვყვები, მხოლოდ ფერს

დავასახელებ - წითელი... დანარჩენი კი მონდომებულთა ფანტაზიისთვის მიმინდია,

რომელიც ვეჭვობ, მაინც ვერ გასწვდება იმ სიწითლეთა სიშლეგეს..

ხოდა, დღეს კიდევ წავაწყდი იმ უცნაურ კაცს, ოპერის წინ, შუა შადრევანში შეზლონგი რომ

ჩაუდგამს, გვერდით პატარა მაგიდა მოუდგამს, ფაიფურის ჭიქით, ჩაიდნითა და ყვავილებით

დამშვენებული. ზის შეზლონგზე, არავის იმჩნევს და არავინ იმჩნევს. მიდიხარ, უყურებ,

უყურებ, და ფიქრობ - რა კარგია ისეთ ადგილას ცხოვრება, სადაც არავის იმჩნევ და არავინ

გიმჩნევს... რა კარგია ისეთ ქალაქში ცხოვრება, სადაც შეგიძლია მშვიდად მიირთვა ჩაი

ფაიფურის ჩაიდნიდან, იჯდე შუაგულ შადრევანში და არც შადრევანი გიმჩნევდეს - ზუსტად

ისე მოადინებდეს შხეფებს, როგორც სხვა დროს, არც შენ იმჩნევდე ამ შადრევანს და იწვე

შეზლონგზე შეუმჩნევლობით შესამჩნევი, იმ ერთი ძველი წიგნის პერსონაჟისა არ იყოს...

მაგრამ დღეს, ამ უცნაური კაცის ყურებისას აღმოვაჩინე, რომ ჩვენ სამმა, პირველი ვიზიტისას

აქ, ამ შეუმჩნევლობის ქალაქშიც კი მოვახერხეთ შესამჩნევები ვყოფილიყავით, სხვა თუ

არაფრით, სიწითლით მაინც. ამაში კი, ვაღიაროთ, უდიდესი წვლილი ჩემ მეგობართა შორის

ყველაზე სერიოზული განწყობების (sic.) მქონე მეგობარს - მაკოს მიუძღვის. არა,

დაკონკრეტებებს აქ არ ვიყოთ, პროზაულ დაკონკრეტებებს ვგულისხმობ, თორემ ლექსმა,

რომელიც ჩემს ერთადერთ ღირებულ ლექსად მიმაჩნია, თავის დროზე ყველაფერი

დააკონკრეტა.

იხ. ლექსი:

შლეგენ ღუჟ

განმარტებები: 1.შლეგ (ქართ.) –გიჟი, გადარეული2. –ენ (გერმ.) – მრ. რიცხვის მაწარმოებელი სუფიქსი3. ღუჟ (ფრ.) – წითელი4. და ა.შ.

ეს იყო დრო, ოდეს უარი ვუთხარითფერს ყველას, მათ შორის – ლურჯსდა თავი გიძღვენით, ქედი მოგიხარეთშენ შლეგენ, ო, შლეგენ ღუჟ...

ეს იყო დრო, ოდეს წითელი "ტუფლები"

სტაცებდნენ ფერს დეგას ფუნჯს,

Page 3: ფრანკფურტი

ამადაც მუზები მაძლევენ უფლებასგიმღერო შენ, შლეგენ ღუჟ!

კაიზერშტრასსეზე დაგზნებულ ცეცხლისათვით დიად პრომეთეს შურს...

შენ – ვისაც ქალღღმერთთა სტუმრობა გეღირსა –

ღირს იყავ, ო, შლეგენ ღუჟ!

შენს ქებას იტყვიან პოეტნი მრავალნი,

როს აყვავილდება ნუშ,

გოეთე კი არა, უბრალო მავანნიცგიმღერენ შენ, შლეგენ ღუჟ!

აღვსებულ სტომაქებს, გამოცლილ ბოკალებს 

ვერ ვეტყვით ვერასდროს – ჩუუზ..

გვედრით, ბახუსი და წყალობა მოგვგვარო,

რომ გაქოთდიადო,

ყოველმხრივ ძლიერო,

შენ შლეგენ,

ო,

შლეგენ ღუჟ!

ხოდა, ასე, ღამის სამი საათია, ან იქნებ მეტი, ან იქნებ ნაკლები... აქ და ახლა დრო ნეტა ვის

აინტერესებს?! ღამის რომელიღაც საათია, ღამეა ესე იგი, ვზივარ ნათკას ოთახში, ამჯერად

ნათკას და მაიკოს გარეშე, თვალწინ მიდგას ის შადრევანი, ის უცნაური კაცი, ის ფაიფურის

ჩაიდანი თავისი ფაიფურის ფინჯნითურთ, ის შეზლონგი და ის შეუმჩნევლობა, რომელიც

ალბათ ამ ქალაქის უმთავრესი ღირსებაა.. ხო, ვზივარ ასე შეუმჩნევლად და ვფიქრობ, რა

კარგია, როცა ისეთ ქალაქში ცხოვრობ, რომელშიც შადრევანიც კი არ გიმჩნევს...

თათია მთვარელიძე