gancxadeba_ayeg

2

Click here to load reader

Upload: gtsimintia555

Post on 21-Jul-2016

74 views

Category:

Documents


1 download

DESCRIPTION

განცხადება

TRANSCRIPT

Page 1: Gancxadeba_AYEG

სახელმწიფოს წილობრივ მფლობელობაში არსებული საწარმოების შესახებ

სასურველია სახელმწიფომ მოახდინოს მის საკუთრებაში არსებული საწარმოების გასხვისება (სრულად ან/და ნაწილობრივ). უმეტეს შემთხევაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოები არ გამოირჩევა მუშაობის ეფექტურობით და კაპიტალუკუგების მაღალი ნორმით. ასეთი საწარმოები არაეფექტიანად გამოიყენებენ საჯარო ფინანსებს, ხელს უშლიან საქართველოში კონკურენტული ბაზრის განვითარებას და უარყოფით გავლენას ახდენენ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე.

გარკვეულ შემთხვევებში, (მაგალითად სამედიცინო სფეროში არსებული საწარმეობთან დაკავშირებით) შესაძლებელია საწყის ეტაპზე მოხდეს სახელმწიფო წილების ნაწილობრივი და ეტაპობრივი გასხვისება, ხოლო შემდგომში სასურველია მათი მთლიანად კერძო სექტორზე გასხვისება მოხდეს.

სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" მართვაში 372 საწარმოა. მათგან 88%–ში სახელმწიფოს წილი 75% და მეტია, მხოლოდ 5%–ში სახელმწიფოს წილი 51-75%-ია, 3%–ში 26-50%, 2%–ში სახელმწიფოს წილი 0-25% ამდეა. საწარმოების 30,4%–ი თბილისში იმყოფება, 15,9% რაჭა ლეჩხუმში, 12,1% სამეგრელო–სვანეთში, 5,6% სამცხე ჯავახეთში, 5,4% ქვემო ქართლში, 5,4% შიდაქართლში და 25,2% დანარჩენ რეგიონებში. საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ მიმართა სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებული და მოქმედი საწარმოების ფინანსური მონაცემების მისაღებად. სამწუხაროდ 372 საწარმოდან მხოლოდ 62 (ძირითადად სამედიცინო და გზების მოვლა პატრონობის პროფილის) საწარმოზე მივიღეთ ფინანსური ინფორმაცია 2014 წლის 17 ივნისს.

სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებული და მოქმედი საწარმოების საქმიანობის სფეროები საკმაოდ ვრცელია: სოფლის მეურნეობა, განათლება, ტრანსპორტირება, მედიცინა, მშენებლობა და მოვლა პატრონობა, პოლიგრაფია და საფოსტო მომსახურება, ვაჭრობა, ტურიზმი და ა.შ.

რამოდენიმე კონკრეტული მაგალითი მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით: ”შპს დემეტრე 96” წარმოადგენს სამკერვალოს, რომელშიც სახელმწიფოს წილი 100%–ს წარმოადგენს. მოგების ნორმა 9.45%–ია. კაპიტალუკუგება კი 16.82%, ანუ სახელმწიფო საკმკერვალო ბიზნესში ჩადებულ თანხას ამოიღებს დაახლოებით 6 წელიწადში. გაუგებარია რატომ სჭირდება სახელმწიფოს სამკერვალო ბიზნესით საქმიანობა.

”შპს ქუთაისის N2 და N3 ქალთა კონსულტაცია”, ”შპს N1 სტომატოლოგიური პოლიკნინიკა”, ”ოზურგეთის სტომატოლოგიური კლინიკა” და ა.შ. ვფიქრობთ არ არსებობს ამ შპს–ების ფლობის საჭიროება სახელმწიფოს მხრიდან, ანუ სახელმწიფო არ უნდა იყოს სტომატოლოგიური მომსახურების მიწოდებით ბიზნესით დაკავებული. სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მსგავსი ორგანიზაციები საკმაოდ ბევრია. მაგალითად ”შპს ზუგდიდ სერვისი”, რომელიც დაკავებულია უძრავი ქონების გაქირავებით. ჩნდება კითხვა

Page 2: Gancxadeba_AYEG

რაში სჭირდება სახელმწიფოს ისეთი საწარმო რომელიც უძრავი ქონების გაქირავებით არის დაკავებული? ვფიქრობთ ეს კერძო ბიზნესის პრეროგატივაა. ერთ–ერთი ასეთი საწარმო არის ”შპს საქწიგნი” – წიგნებით ვაჭრობა, ეს რატომ არ შეიძლება გააკეთოს კერძო ბიზნესმა? და ა.შ ჩამონათვალში უამრავი ასეთი ორგანიზაციას შეხვებით, რომელთა არსებობაც სახელმწიფოს მფლობელობაში არ არის მიზანშეწონილი.

ამასთან მაგალითის სახით გთავაზობთ რამოდენიმე საწარმოს შესახებ ინფორმაციაც, რომელიც იმყოფება სახელმწიფო საკუთრებაში და რომელთა სრული პრივატიზაცია არის სასურველი.

საწარმოს დასახელება

სამართლებრივი ფორმა

საიდენტიფიკაციო კოდი

წილი საქმიანობის სფერო

რეგიონები

რეგისტრაციის ფაქტობრივი მისამართი

მეფუტკრეობის მარეგულირებელი საბჭო

შპს 204442442 100,00%

ქართული ფუტკრის აღორძინება, გამრავლება, განვითარება

თბილისი ქ. თბილისში, ავჭალის გზატკეცილი №43

დუღაბი სს 208156092 48,55% ხის დამუშავება

თბილისი ქ. თბილისი, ქინძმარაულის ქ. 29

აგრომონტაჟი სს 211358207 58,57% სამონტაჟო

სამუშაოები თბილისი ქ. თბილისი,

თამარაშვილის 15ა

შინდისი შპს 217879106 100,00%

სოფლის მეურნეობა

შიდა ქართლი

გორის რაიონი, სოფ. შინდისი

ნადარბაზევის მეთესლეობის საწარმო

შპს 217887473 100,00%

ხორბლის მიღება რეალიზება

შიდა ქართლი

ქ.გორში / სოფ. ნადარბაზევი

ცეკავშირის ზუგდიდის სასურსათო

კომბინატი

სს 219983908 51,00% დაფნის მიღება-გადამუშავება

სამეგრელო

სვანეთი

ქ. ზუგდიდი, დგებუაძის ქ. 23

სათბური შპს 221267536 100,00%

სოფლის მეურნეობა

რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთი

ქ.წყალტუბოში / თამარ მეფის ქუჩის გაგრძელება

გეჯეთის თევზი შპს 239885861 100,00%

თევზის მოშენება ჭერა

სამეგრელო

სვანეთი

სენაკის რაიონი / ს.გეჯეთი

ბისტრო შპს 212676102 25.00% საკვები ობიექტი

რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთი

ქ. ქუთაისი დ.

აღმაშენებლის მოედანი №2

სანატორიუმი მეტალურგი

შპს 221268553 99,00% სასტუმრო

მომსახურება

რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთი

საქართველო,

ქ.წყალტუბოში, ბარათაშვილის 7

აგროინვესტი სს 201947572 99,7 საბანკო

საქმიანობა თბილისი, თბილისი,

ჭანტურიას ქ. 12